აპრილი

1.04.2013
ნარადა, ზეციური ბრძენი, ერთხელ ისე იყო შოკირებული გოპიკების უმეცრებით, რომ მან თვითნებურად ჩაუტარა მათ რამდენიმე სულიერი გაკვეთილი. ბრინდავანში მოსვლის შემდეგ მან შენიშნა რომ ის მწყემსი გოგონები რომლებიც ყიდდნენ რძეს ან ხაჭოს უწოდებდნენ მას `გოვინდა ნარაიანას~ გასაყიდი საქონლის სახელის ნაცვლად; ასე იყვნენ ისინი ჩაფლულები ღმერთის-ცნობიერებაში. მათ არ იცოდნენ რომ გაყიდეს რძე მთლიანად; ისინი კვლავ დადიოდნენ უაზროდ უფლის სახელის წარმოთქმით. მათ არ ჰქონდათ ვიშაიავასანა რაც არის უსურველობა (ნო წისჰ) გრძნობითი საგნების; და ამიტომ არ ჰქონდათ აჯნანა (უმეცრება). ნარადამ დაასკვნა რომ მათ არ სჭირდებოდათ მისი გაკვეთილი, ამის სანაცვლოდ მან ილოცა რომ მათ ესწავლებინათ ხერხი ამ ძლიერი სურვილის მოსვლის და ამ ყველაფრის შემვსები კრიშნას ხედვის. ეგოურობის დასამარცხებლად, არავითარი მკაცრი ვარჯიშის სისტემა, სუნთქვის კონტროლი ან ჩახლართული განსწავლულობა არ არის საჭირო! უბრალო გოპიკები დემონსტრირებდნენ ამ ჭეშმარიტებას.
2.04.2013
ისწავლეთ როდესაც თქვენ ხართ ახალგაზრდა როგორ მიაღწიოთ წარმატებას ამ აურზაურიან ცხოვრებაში, როგორ იცხოვროთ სხვებისთვის ტკივილის გამოწვევის გარეშე და როგორ მოითმინოთ თქვენი ტკივილი. თითოეულმა უნდა ითანამშრომლოს და იმუშაოს სიყვარულითა და ერთგულებით. შეეგუეთ ყველა სახის პიროვნებასა და მოსაზრებას, დამოკიდებულებასა და თავისებურებას. აზრთა სხვადასხვაობა ადამიანთა შორის უნდა იყოს აღქმული და გადაწყვეტილი ორი თვალის მსგავსად, თითოეული იძლევა ერთიდაიგივე საგნის განსხვავებულ სურათს; როდესაც ორივე კოორდინირებს, იძლევა დასრულებულ სურათს. განიხილეთ ყველაფერი რასაც თქვენ ისმენთ და ირწმუნეთ მხოლოდ ის რაც გიზიდავთ თქვენ როგორც წესიერი.
3.04.2013
ადამიანები იტანჯებიან იმიტომ რომ მათ აქვთ ყოველგვერი არაგონივრული სურვილები და ისინი გულს იწუხებენ მათ შესრულებაზე და მარცხდებიან საცოდავად. ისინი აძლევენ უზომოდ დიდ მნიშვნელობას საგნობრივ სამყაროს. იმ შემთხვევაში როდესაც მიბმულობა იზრდება თქვენ იტანჯებით ტკივილით და დარდით. თუ თქვენ შეხედავთ მსოფლიოს და ყველა მის შექმნილ საგნებს შინაგანი ხედვიდან მიღებული გამჭრიახობით, მიბმულობა გაუჩინარდება; თქვენ დაინახავთ ყველაფერს გაცილებით უფრო ნათლად, ღმრთიური დიდებით ავსებულ მათ ბრწყინვალებაში. დახუჭეთ თქვენი გარეგანი თვალები და გაახილეთ თქვენი შინაგანი თვალი – შეხედეთ რა მშვენიერი დიდი ხედვა ჩნდება თქვენს შიგნიდან, მაშინ როდესაც თქვენ მიდიხართ თქვენი ყოველდღიური ცხოვრებით. მიბმულობას მსოფლიოზე აქვს საზღვრები, მაგრამ მიბმულობას უფალზე, რომელსაც თქვენ განივითარებთ როდესაც გაახელთ შინაგან თვალს, არ აქვს საზღვარი. დატკბით ამ სინამდვილით, არა ამ ყალბი სურათით თქვენი გარეგანი ხედვიდან.
4.04.2013
ადვილი არ არის იცოდე შენი საკუთარი მე. ავიღოთ მაგალითად საკვები რომელსაც თქვენ ჭამთ. თქვენ გრძნობთ მის არსებობას იმდენ ხანს ვიდრე ის არის თქვენს კუჭში, მაგრამ ვერ გაიგებთ რა ხდება ამ სტადიის შემდეგ, თუ თქვენ არ შეისწავლით სიღრმისეულად თქვენს ადამიანურ სხეულს. მაშინ როგორ შეიძლება თქვენ იცოდეთ, ძალისხმევის გარეშე, ჭეშმარიტება რომელიც დევს გარსების უკან რომლებიც გფუთავთ და გფარავთ თქვენ. თქვენ უნდა გაწმინდოთ გონება ეგოს აბლაბუდისგან, სურვილების მტვრისგან და სიხარბისა და შურის მურისგან, შემდეგ ის გახდება შესაბამისი ინსტრუმენტი შინაგანი ჭეშმარიტების გამოსააშკარავებლად. წერილები მოგიწოდებენ თქვენ რომ იცოდეთ თქვენი საკუთარი მე, თქვენი საკუთარი მოტივატორი (ანთჰარიამი)! იმისთვის რომ თუ თქვენ არ აღიჭურვებით ამ ცოდნით, თქვენ დაემსგავსებით გემს რომელიც ცურავს მშფოთვარე ზღვაში კომპასის გარეშე.
5.04.2013
უფალი არის დამახასიათებელი ენერგია ყველაფერში; ისინი, ვინც უარს აცხადებენ რწმენაზე რომ გამოსახულება სარკეში (მსოფლიოში) არის მათი ანარეკლი, მათ როგორ უნდა ირწმუნონ უფალში, მაშინ როდესაც ის არის არეკლილი ყველა ობიექტში მათ ირგვლივ? მთვარე აირეკლება ქოთანში იმ პირობით რომ მასში იქნება წყალი. სწორედ ასე უფალი შეიძლება ნათლად გამოჩნდეს თქვენს გულში, იმ შემთხვევაში თუ თქვენ გექნებათ სიყვარულის წყალი მის შიგნით. როდესაც უფალი არ აირეკლება თქვენს გულში, თქვენ ვერ იტყვით რომ უფალი არ არსებობს. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს რომ არ არსებობს სიყვარული თქვენში.
6.04.2013
რამდენიმე უხუცესმა ბრინდავანში ვინც ტკბებოდა კრიშნას სკანდალირებაში მოაწყო მძიმე გამოცდა რადჰასთვის მისი სათნოების გამოსაცდელად. რადჰას დაავალეს მოეტანა წყალი ქოთნით იამუნადან სახლში. რადჰა კრიშნაში სრული რწმენით, ჩაძირული იყო უფლის ცნობიერებაში, ამიტომ ის რასაკვირველია არ შეწუხებულა გაეგო ქოთნის მდგომარეობა. ტალახიან ქოთანს რომელიც მას მისცეს ჰქონდა ასი ნახვრეტი. მან ჩაყო ის მდინარეში, კრიშნას სახელის გამეორებით, როგორც ჩვეულებრივ, ყოველი ჩასუნთქვისა და ყოველი ამოსუნთქვისას. ყოველჯერ როდესაც კრიშნას სახელი წარმოითქმებოდა ხვრელები იყო დახურული, ამიტომ ამ დროისთვის ქოთანი იყო სავსე, ის იყო მთელი! ეს იყო მისი რწმენის საზომი. რწმენას შეუძლია იმოქმედოს თუნდაც უსულო საგნებზე.
7.04.2013
როდესაც თქვენ გამოდიხართ საგამოცდო დარბაზიდან, თქვენ იცით ჩააბარეთ თუ ვერ ჩააბარეთ, იმიტომ რომ თქვენ განსჯით რამდენად კარგად უპასუხეთ – ასე არ არის? ზუსტად ასევე თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თითოეულ თქვენთაგანს შეუძლია განსაჯოს და გამოარკვიოს თავისი სადჰანის (სულიერი ძალისხმევის) წარმატება და წარუმატებლობა. სადჰანა არის ძალიან აუცილებელი პრაქტიკა თქვენთვის. არავითარი ასაკი არ არის ნაადრევი ამისთვის. ისევე როგორც თქვენ უზრუნველყოფთ სხეულს საკვებით და სასმელით რეგულირებულ ინტერვალებში, თქვენ ასევე უნდა იზრუნოთ შინაგან სულზე რეგულარული ჯაფით და დჰიანით (განჭვრეტით და მედიტირებით) და სათნოების განვითარებით. წმინდა კომპანია, კეთილი დამოკიდებულება და წმინდა აზრები ყველა ეს არის ძალიან აუცილებელი თქვენი შინაგანი პიროვნების ზრდისა და განვითარებისთვის. თქვენი სხეული არის დიდი სახლი (ბჰავანამ) ამ სამყაროს უფლის (ბჰავანეშვარას).
8.04.2013
უფლის წყალობას ვერ მოიპოვებ მიუბმელობის (ვაირაგიამის) პატარა ფარისევლობით ან გარჩევის (ვივეკამის) მხოლოდ რამდენიმე პატარა ქმედებით. ცოდნა და მოქმედება; შეცნობა და ასევე განცდა – ეს არის მყარი გზა. ჩაბარდით მის ნებას. სიცოცხლე არის დიდი იაჯნა (სამსხვერპლო რიტუალი). ანებეთ უფალს მასზე თავმჯდომარეობა. არ უგულებელყოთ ის. ეს მსოფლიო არ არის გასართობი ქვეყანა (ბჰოგა ბჰუუმი). ეს არის ადგილი მსხვერპლის, იოგის (ღმერთთან ერთობის), და უბიწო მოქმედებების (თჰიაგა ბჰუუმი; იოგა ბჰუუმი; კარმა ბჰუუმი). გქონდეთ სიყვარული და ერთობის სული შრომასა და ჯაფაში (ლოცვაში). მე გარწმუნებთ თქვენ უფლის სამეფო (რამა რაჯია) დაამკვიდრებს თავისთავს ხელახლა აქ.
9.04.2013
სტუდენტებს და ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ პრეტენზიული დამოკიდებულება საქმეების და ფიზიკური სამუშაოს მიმართ. თქვენ უნდა იყოთ მსახურების ძლიერ მოსურნე მათთვის ვისაც ის სჭირდება მათი შეზღუდული შესაძლებლობების გამო. პატივი ეცით თქვენზე უფროსებს და არ დაკარგოთ მათი მსახურების ან სიამოვნების არც ერთი შანსი. რაც კი თქვენ გაძლევთ ჯანმრთელობას და სიხარულს მიესალმეთ მას – მაგრამ არ დაამციროთ თქვენი თავი ვულგარულ დროსტარებაში გათამამებით. არ იხეტიალოთ უმიზნოდ ქუჩაში, არ ეწვიოთ ხშირად კინოთეატრების დარბაზებს და არ ჩაერთოთ არასასურველ კომპანიასთან, არ განივითაროთ ცუდი ჩვეულებები გართობის მიზნით. გახსოვდეთ რომ თქვენ უნდა ასწიოთ თქვენი ქვეყანა დიდ სიმაღლეებზე თქვენი მძიმე შრომისა და ძალისხმევის მეშვეობით. როდესაც თქვენ განავითარებთ ასეთ სათნოებას, ერი გაიფურჩქნება.
10.04.2013
პირველ რიგში, იქონიეთ ურყევი რწმენა რომელსაც შეუძლია წინაღუდგეს უმეცართა, მიწიერი ცხოვრების მოყვარულთა და სულმდაბალთა დაცინვებს. როდესაც ვინმე დაგცინით თქვენ, დაფიქრდით თქვენში – ისინი დასცინიან ჩემს სხეულს თუ სულს? თუ ისინი დასცინიან ჩემს სხეულს, ისინი მეხმარებიან მე მიუბმელობის განვითარებაში! დაცინვა სულის შეუძლებელია, რადგან ატმა არის მიღმა ქების თუ გაკიცხვის, სიტყვების თუ აზრების. შემდეგ გაიმეორეთ თქვენთვის `მე ვარ მარადიული მე, სუფთა და უძრავი (ნირმალა, ნისჩალა) და ამიტომ მე უნდა გადავლახო ეს შეგრძნება~.
მეორე მხრივ, არ შეწუხდეთ აწევებსა და დაშვებებზე, წაგებასა და მოგებაზე, სიხარულსა და დარდზე. თქვენ ხართ შემქმნელი თქვენი საკუთარი ბედის. თქვენ ძლიერ გწადიათ რაიმე – როდესაც თქვენ მას იღებთ, თქვენ გრძნობთ სიხარულს! თუ თქვენ ვერ იღებთ მას, თქვენ ხართ სასოწარკვეთილი. მოჭერით სურვილი აქედან და აღარ იქნება ქანაობა სიხარულსა და დარდს შორის. და ბოლოს, დარწმუნებული იყავით ღმრთიურების ყველგანარსში.
11.04.2013 უგადი
ყველა ადამიანს თავის შიგნით ჰყავს მთელი რიგი ცხოველების. თქვენ უნდა ჩაახშოთ ამ ცხოველების მიდრეკილებები და უნდა წაახალისოთ ადამიანური ხარისხები სიყვარულის და მეგობრობის გამოსანათებლად. სათნოების განვითარების დაწყება ახალგაზრდობაშიც კი არის ძალიან მნიშვნელოვანი და უფრო სასარგებლო ვიდრე წიგნების შესწავლა. მოექეცით ყველას როგორც საკუთარ ხალხს და თუ თქვენ არ შეგიძლიათ მათთვის რაიმე კარგის გაკეთება, თავი დაანებეთ რაიმე ზიანის გამოწვევას. აანთეთ სიყვარულის ლამპა თქვენი გულის ნიშაში და ღამის ფრინველები გაუმაძღრობისა და შურის გაფრინდებიან შორს, უძლურები სინათლის გაძლებაზე. სიყვარული გაქცევთ თქვენ თავმდაბლად, ის დაგხრით თქვენ და თავს დაგაკვრევინებთ როდესაც თქვენ დაინახავთ დიდებას და სიდიადეს.
12.04.2013
ყოველი პატარა მომენტი ან შემთხვევა წარმოიშობა ხმაში; იქნება ეს ქუთუთოს დაშვება თვალზე თუ ცვრის ვარდნა ყვავილის ფურცელზე. სმენის დიაპაზონი არის შეზღუდული რომელშიც ადამიანს შეუძლია გაგონება. შხამიანი კობრაც კი შეიძლება დამშვიდდეს მუსიკით. ბგერას (ნაადჰამს) აქვს ეს თვისება. ბავშვი აკვანში წყვეტს ღრიალს როგორც კი გაიგონებს იავნანას. ის შეიძლება არ ატარებდეს რაიმე მნიშვნელობას რასაც ბავშვი ახსნის, მაგრამ ხმა ამშვიდებს ნერვებს და გვრის ძილს. ზუსტად ასე, მანტრას ხმა არის ისევე ფასეული როგორც მისი მნიშვნელობა. გაიატრი მანტრის მნიშვნელობა არის ძალიან პირდაპირი და ღრმა. ის არ ითხოვს გულმოწყალებას და პატიებას. ის ითხოვს ნათელ გონებას, რადგან ჭეშმარიტება შეიძლება იყოს მასში ასახული სწორად რაიმე დამახინჯების გარეშე. ეს შეიძლება იგალობოს ყველა დროის ადამიანმა და ეს დაეხმარება მაძიებლებს მათი სადჰანის გაძლიერებასა და წარმატების მიღწევაში.
13.04.2013
ადამიანის არსება არის ერთადერთი სახეობა რომელსაც შეუძლია შეიცნოს სიდიადე და პატივი სცეს ბრწყინვალებას. გამოიყენეთ ეს უნარი, გაარჩიეთ და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი ამ დაბადებიდან. იყავით დარწმუნებული და გქონდეთ მყარი რწმენა რომ ჭეშმარიტება გაგხდით თქვენ თავისუფალს და დაგიცავთ თქვენ. როგორც არსებობს ორი სადენი დადებითი და უარყოფითი რომლებიც ერთდება სინათლის საწარმოებლად, სწორედ ასევე უზენაესი მე (პარამატმა) და სულიერი მაძიებელი (სადჰაკა) უნდა შეხვდნენ იოგაში, განათების მისაღებად! ასე რომ სიხარულით წადით წმინდა ადგილებისკენ და იყავით წმინდათა და ღმრთისმოსავთა კომპანიაში. მაგნიტი იზიდავს სუფთა რკინას, მსგავსად გულწრფელი მაძიებელი მიიზიდება მხოლოდ ისეთი რამეებით რაც ჩუქნის მას სიხარულსა და მამაცობას.
14.04.2013
თუ თქვენ იჩენთ ერთგულებას ჭეშმარიტებისადმი თანმიმდევრულად და გულწეფელად დანაშაულის გრძნობა არ დაღრღნის თქვენს გულს და არ გამოიწვევს ტკივილს. ყველაზე ადვილი ჩვევა არის სიმართლის ლაპარაკი და პატიოსნად არსებობა. ვინაიდან, თუ თქვენ იწყებთ სიცრუის ლაპარაკს, თქვენ უნდა აწარმოოთ მათი აღრიცხვა და დაიხსომოთ რამდენი გაქვთ ნათქვამი ვისთვის და ყოველთვის იყოთ ფხიზლად რომ ერთი ტყუილი არ შეეწინააღმდეგოს მეორეს! ასევე იცოდეთ რომ ეს არის სიმხდალე რაც გაიძულებთ თქვენ დამალოთ სიმართლე. სიძულვილი არის ის რაც პირს ულესავს მატყუარობას. იყავით მამაცი და არ იარსებებს ტყუილის საჭიროება. იყავით სავსე სიყვარულით და არ იარსებებს საჭიროება ორპირობის, მოტყუებისა და ეშმაკობისთვის. და ბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანი ჭეშმარიტებაა, თუ თქვენ გიყვართ ადამიანები, მაშინ თქვენ ავტომატურად გრძნობთ რომ ისინი იმსახურებენ სიმართლეს და არაფერს მეტს სიმართლის გარდა.
15.04.2013
ღმერთი არის ყველგან და არის ყველაფერი, ეს მოჩანს ისე თითქოს ის არ არის არსად, და ის არ არის არაფერში! ამისთვის შენ ცდილობ მის განსაზღვრას როგორც ვინმე უცხოს და უნიკალურის. ის არის სიყვარული, ძალა, ჭეშმარიტება, სიბრძნე და მშვენიერება. როდესაც თქვენ იღებთ სიყვარულს თქვენ იღებთ ღმერთს. სულიერების ნაზი მცენარე შეძლებს გაზრდას მხოლოდ სიყვარულის მინდორზე. ის ვერ გაიხარებს ადამიანთა გამომშრალ, უსიყვარულო გულების ნიადაგში. მოაცილეთ სიმლაშის ყველა კვალი თქვენი გულებიდან, დაამატეთ ნიადაგში უფლის სახელის გამეორების ძვირფასი დანამატი. მორწყეთ ის რწმენით. მაშინ ამოვა მცენარე ღმრთიურების თესლზე; იქონიეთ დისციპლინა როგორც ღობე, და სიმყარე როგორც პესტიციდი შესასხურებლად. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მოიწიოთ ჯნანის (სიბრძნის) უხვი მოსავალი, რომელიც გაგათავისუფლებთ თქვენ გამოზრდის დასმული ამოცანიდან სამუდამოდ.
16.04.2013
ხუთი ელემენტი და მათი ცვლილებები და კომბინაციები წარმოადგენს სამყაროს. მიწა არის ყველაზე უხეში და აქვს ყველაზე დიდი რაოდენობა მახასიათებლების. მას აქვს მისი საკუთარი სუნი ისევე როგორც მახასიათებლები შეხების, გემოს, ფორმისა და ხმის (განდჰა, სპარშა, რასა, რუპა და საბდჰა). შემდეგი ელემენტი არის წყალი, რომელიც არის უფრო ფაქიზი ვიდრე მიწა და აქვს მხოლოდ – გემო, შეხება, ფორმა და ხმა. შემდეგი ელემენტი, ცეცხლი არის კიდევ უფრო ფაქიზი და აქვს ფორმა, შეხება და ხმა. ელემენტი ჰაერი არის კიდევ უფრო ფაქიზი და აქვს შეხება როგორც მისი სპეციალური ატრიბუტი და ხმა როგორც მეორე გაბატონებული დამახასიათებელი. ყველაზე ფაქიზ და ყველგან შეღწევად ელემენტს, ცას ან ეთერს აქვს მხოლოდ ერთი დამახასიათებელი ხმა. ღმერთი არის უფრო ფაქიზი ვიდრე ყველა ზემოთჩამოთვლილი და ამგვარად ის არის ყველგანშემღწევი, უფრო მეტადაც კი ვიდრე ეთერი ან რაიმე უფრო მეტად შემღწევი ვიდრე ეს. მისი ბუნება არის ადამიანის ყველა ლექსიკის მიღმა, ადამიანის ყველა მათემატიკის მიღმა. იქონიეთ ეს დარწმუნება კარგად დასტაბილიზირებული თქვენს გონებაში.
17.04.2013
არ გაგიტაცოთ თანამედროვე საუბრებმა აბსოლუტური თანასწორობის დამყარებაზე. თითოეულ ადამიანს აქვს ინტელექტის გარკვეული კორპუსი და ინსტინქტების, ბიძგებისა და წარსული შთაბეჭდილებების (ვასანების) განსაკუთრებული ბოხჩა. თქვენ რაც უფრო მეტად აიცილებთ ან შეამცირებთ მათ დარტყმებს თქვენზე, გექნებათ უფრო დიდი მიღწევები. გამოიყენეთ ყველა შანსი რომელიც თქვენ გაქვთ კარგი ჯანმრთელობის, ჩვევების და ხასიათის განსავითარებლად. ეს არის თქვენი უმაღლესი ვალდებულება. გამოიყენეთ ყველა შანსი ავადმყოფებისა და გაჭირვებულთა სიყვარულით მსახურებისთვის. არ გახადოთ თქვენი რაიმე მოქმედება სხვისი ტკივილის მიზეზი, არც დატანჯოთ თქვენი თავი სისულელის ან ყოყოჩობის ტკივილით. ჩამოაყალიბეთ ხანგრძლივი მეგობრობა კარგ და კეთილშობილ ადამიანებთან. პატივი ეცით უფროსებსა და ქალებს. მოეპყარით ქალებს ყველაზე დიდი პატივისცემით. ქალების პატივისცემით თქვენ პატივს სცემთ თქვენს თავს და თქვენს საზოგადოებას. ქალისთვის პატივისცემა არის ნამდვილი კულტურის ნიშანი.
18.04.2013
მე ვიცი თქვენ ყველა როგორ ხართ სისტემატიურ ჭამასა და სმაში. თქვენ საკმაოდ კარგად ზრუნავთ სხეულზე. მე არ ვგმობ ამას; მე მსურს მხოლოდ რომ თქვენ იზრუნოთ ასევე კარგად სულის საჭიროებებზეც. მიიღეთ დოზა დჰიანამის (მედიტირების) და ჯაფამის (წმინდა სახელის გამეორების) როგორც დილის საუზმე; პუჯა და არჩანა (ლოცვა და თაყვანისცემა) როგორც შუადღის წახემსება; რაიმე სათჰსანგი (წმინდა კომპანია) ან სათჰჩინთჰანა (წმინდა აზრები) ან წმინდა წიგნების კითხვა ან ნამა ლიკჰითჰა (წმინდა სახელების წერა) როგორც ნაშუადღევის საუზმეული; ბჰაჯანების საათი როგორც სადილი; და პატარა ათწუთიანი მანანა (ჩაფიქრება) როგორც ფინჯანი რძე დასაძინებლად წასვლის წინ. ეს დიეტა საკმარისია იმისთვის რომ შეინარჩუნოთ თქვენი შინაგანი არსება ბედნიერად და ჯანმრთელად. ეს არის ჩემი რჩევა თქვენდამი დღეს.
19.04.2013
პრინციპი რამა (თჰათჰვა) დატვირთული არის ბევრი შეუმჩნეველი საიდუმლოთი. რამას ისტორია არის ეთიკური, სულიერი და მატერიალური სრულყოფილების ნიმუში. რამა იყო ხორცშესხმა ოთხი ძირითადი პრინციპის: ჭეშმარიტების, უბიწოების, სიყვარულის და მშვიდობის. რამას ისტორია გვასწავლის ჩვენ ადამიანმა როგორ უნდა იცხოვროს მსოფლიოში და როგორ უნდა მოიქცეს ოჯახსა და საზოგადოებაში. ის ასევე გვასწავლის ჩვენ ადამიანმა როგორ უნდა შეინარჩუნოს ინდივიდუალურობა და როგორ უნდა ჩამოაყალიბოს თავისი პიროვნება. მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენ ჩამოვაყალიბებთ საკუთარ თავს ძლიერ პიროვნებად ჩვენ შევძლებთ იდეალურად მოქცევას ოჯახსა და საზოგადოებაში. ის თავისში მოიცავდა აგრეთვე აღუშფოთებლობის, ერთობისა და ნეტარების პრინციპებს. ნეტარების ეს პრინციპი დაფარულია ყოველი ადამიანის გულში. გაიგეთ და შეითვისეთ რომ თითოეულ და ყოველ თქვენგანს უფლება აქვს გააცნობიეროს და დატკბეს ამ პრინციპით ნეტარების, რომელიც არის ნამდვილი რამა თჰათჰვა.
20.04.2013
რამა არის განხორციელება დჰარმას (უბიწიების) რომელიც არის მთელი სამყაროს საფუძველი. როგორი ღრმა და დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი სკოლასტიკოსის დონე ან სიმდიდრე, ამ დაბადებას არ აქვს სარგებლობა ჭკუის ტრანსფორმირების გარეშე. უბრალოდ რამას სახელის გამეორება არის არასაკმარისი რამა თჰათჰვას (პრინციპის) შეცნობის გარეშე. ჭეშმარიტი ადამიანის არსება არის ის ვინც თანმიმდევრულად ახორციელებს დჰარმას პრინციპს. მცხუნვარება არის ცეცხლის დჰარმა. სიცივე არის ყინულის დჰარმა. ცეცხლი არ არის ცეცხლი მცხუნვარების გარეშე. ამის მსგავსად ადამიანის დჰარმა მდგომარეობს სხეულით მოქმედებების შესრულებაში, გულის ბრძანებების მიდევრობაში, ღრმად ფესვების გადგმაში ღმრთიურ სიყვარულში. ყოველი მოქმედება შესრულებული აზრის, სიტყვის და საქმის ჰარმონიაში არის დჰარმას მოქმედება. დღეიდან შეეჯიბრეთ რამას თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და გადააქციეთ თქვენი თავი სიყვარულის გზის მიმდევრად.
21.04.13
რავანა ეძებდა სიმდიდრეს და სურვილების დაკმაყოფილებას უბიწო ქცევის პრინციპის (დჰარმას) უკიდურესი წაბილწვით. ის იყო სწავლული ნომინალურ სრულყოფილებაში რომელსაც დაძლეული ჰქონდა სამოცდაოთხი დისციპლინა, მაშინ როდესაც რამას დაძლეული ჰქონდა ოცდათორმეტი. მაგრამ რამა იყენებდა პრაქტიკაში და ამით ინელებდა იმას რაც ისწავლა, მაშინ როდესაც რავანა მარცხს განიცდიდა მათ მონელებაში. კუჭის აშლილობა წარმოიშვა სურვილის (კამას) ფორმაში, რამაც საბოლოოდ გაანადგურა ის. მთლიანად რამა იყო დჰარმას განხორციელება. რავანა დარჩა კამას განხორციელებად. ამგვარად წარმოიშვა კონფლიქტი უბიწოებასა და ბიწიერებას შორის. რამამ გარდაქმნა თავისი თავი ჭეშმარიტების განხორციელებაში დჰარმას პრინციპის მიდევნებით. ეს მუდმივი ბრძოლა უბიწოებასა და ბიწიერებას, სიმართლესა და სიცრუეს შორის, არის ყოველი პიროვნების ჭკუაში. თქვენი პირველი მოვალეობაა მისდიოთ სიმართლეს და უბიწოებას, აპრაქტიკოთ ეს წყვილი პრინციპი და მოიგოთ სიცოცხლის თამაში.
22.04.2013
დღეს სიძულვილის ტაიფუნი და სიცრუე ფანტავს ცის შორეულ კუთხეებში სათნოების, სამართლიანობისა და ჭეშმარიტების ღრუბლებს. იმდენ ხანს ვიდრე ადამიანი არის პრემას (სიყვარულის) შემძლე, იარსებებს დჰარმა (უბიწოება) ამაში არ დაეჭვდეთ. როდესაც თქვენ მიმართავთ ამ სიყვარულს უფლისკენ, თქვენი გონებრივი შევსება ნელა და მყარად გადავა რევოლუციურ ცვლილებაში. თქვენ უნდა გაინაწილოთ დარდი და სიხარული თქვენი ახლობელი ადამიანების და უნდა განცადოთ ნეტარება რომელიც არის ამ მსოფლიოს დროებითი მოგებისა და წაგების მიღმა. თქვენმა ერთგულებამ უფლისადმი უნდა განიცადოს ზოგიერთი ცვლილება. არსებითი ეტაპია სადაც მარტო ადამიანის მსახურებას უფლისადმი აქვს მნიშვნელობა და მსახურება მარტო არის ჯილდო – ადამიანი არ ეძებს რაიმეს უფრო მეტს ვიდრე უბრალოდ ხელსაყრელ შემთხვევას უფალზე მსახურების გასაწევად, თავისი მაქსიმალური უნარით.
23.04.2013
ბრინდავანი არ არის სპეციფიკური ადგილი რუკაზე; ის არის სამყარო! ადამიანის ყველა არსება არის მენახირე; ყოველი ცხოველი არის ძროხა. ყოველი გული სავსეა ლტოლვით უფლისთვის; ფლეიტა არის უფლის მოწოდება; თამაში რაასაკრიიდა (სათამაშო ცეკვა პატარა კრიშნას და გოპიების), არის სიმბოლო წყურვილის და ტკივილის ღმერთში შერწყმისკენ. უფალი ამჟღავნებს ასეთი მადლით რომ თითოეულ თქვენგანს ყავს უფალი მთლიანად თავითვის; თქვენ არ გჭირდებათ იყოთ მწუხარე რომ თქვენ არ გყავთ ის; არც გჭირდებათ თქვენ სიამაყე რომ თქვენ გყავთ ის და სხვას არავის შეუძლია ყავდეს ის! უფალი დგას საკურთხეველში თითოეული და ყველა თქვენგანის გულში. პატივი ეცით ამ სხეულის საჩუქარს, გრძნობებს, ინტელექტს, ნებას და ცოდნის, მოქმედების და შეგრძნების ყველა ინსტრუმენტს როგორც არსებითს მისი სამუშაოსთვის.
24.04.2013 შრი სათჰია საი არადჰანა მაჰოთსავამი
აღმართეთ თქვენს გულში ღმერთის მშვიდობის (პრაშანტის) დროშა. ის შეგახსენებთ თქვენ გადალახოთ მისწრაფება დაბალი სურვილების, რისხვის და სიძულვილის როდესაც თქვენი გეგმები ინგრევა; ის მოგიწოდებთ თქვენ გააფართოვოთ თქვენი გული, მთელი კაცობრიობისა და ქმნილების მოსაცავად; დაე მან მიგმართოთ თქვენ თქვენი იმპულსების დამშვიდებასა და თქვენი საკუთარი რეალობის მშვიდად გააზრებაზე. თანდათანობით თქვენი გულის ლოტოსი აყვავდება და მისი ცენტრიდან წარმოიშობა უსასრულო მშვიდობის ღმრთიური ხედვის ალი. აპრაქტიკეთ სიწყნარის, გაწმენდის და მოთმინების დისციპლინა. სიწყნარეში თქვენ შეძლებთ ღმერთის ხმის მოსმენას. გაწმენდით თქვენ გამოიმუშავებთ სისუფთავეს. მოთმინებით თქვენ განავითარებთ სიყვარულს. შეიგრძნეთ რომ ყოველი მომენტი არის ნაბიჯი მისკენ. აკეთეთ ყველაფერი როგორც მისთვის მიძღვნილი, მის მიერ ნახელმძღვანები, როგორც სამუშაო მის თაყვანსაცემად და მისი შვილების მსახურებისთვის.
25.04.2013
შესთავაზეთ თქვენი გული და მთელი თქვენი სიცოცხლე ღმერთს. მაშინ თქვენი თაყვანისცემა გადაგაქცევთ და გარდაგქმნით თქვენ ისე სწრაფად და მთლიანად რომ თქვენ და ის შეირწყმებით ერთში. თქვენ ტრანსფორმირებული იქნებით როგორც ქვა არის ტრანსფორმირებული კერპში მოქანდაკის მიერ, ისე რომ იმსახურებს გულწრფელ ადამიანთა თაობების თაყვანისცემას. ამ პროცესში თქვენ გადაიტანთ ჩაქუჩის ბევრ დარტყმას, ბევრ დასახვეწ ჭრილობას, რადგან ის არის მოქანდაკე. ის მხოლოდ და მხოლოდ გათავისუფლებთ თქვენ გაქვავებულობისგან! არ წაბილწოთ დრო, ან ფუჭად არ გახარჯოთ ეს სიცოცხლე და სხეული უმნიშვნელო დასასრულის ძებნაში. ეს სიცოცხლე არის ნაწილი ხანგრძლივი მომლოცველობის, რომელშიც თქვენ შეხვედით როდესაც თქვენ დაიბადეთ, რომელიც შეიძლება არც კი დასრულდეს მაშინ როდესაც თქვენ მოკვდებით. არასდროს დაივიწყოთ ეს ფაქტი. იყავით სუფთა, ფხიზელი და თავმდაბალი როგორც მომლოცველები არიან. დიდად დააფასეთ კარგი საქმეები და სიმართლე რომელსაც ხედავთ და ისმენთ. ისარგებლეთ მათით როგორც რეკვიზიტებით და გულის წადილებით თქვენი სულის მოგზაურობის შემდგომი ეტაპებისთვის.
26.04.2013
ხუთივე ელემენტი შექმნილია უზენაესის ნებით. ისინი უნდა იყოს გამოყენებული მოწიწებული სიფრთხილით და ყურადღებიანი გამჭრიახობით. მათგან რომელიმეს უგუნური გამოყენება უკან დააბრუნებს თქვენზე უზარმაზარ ზიანს. გარეგანი ბუნება უნდა იყოს ხელით აღებული წინდახედულობითა და რიდით. სწორედ ასევე აიღეთ ხელით თქვენი შინაგანი ‘ბუნება’, თქვენი შიდა ინსტრუმენტები! იმ დროს როდესაც თვალი, ყური და ცხვირი მსახურებს როგორც ინსტრუმენტები ბუნების ერთი კონკრეტული მახასიათებლის (ფორმის, ხმის, ან სუნის) შესაცნობად, ენა გამოიყენება ორი მიზნით: გემოს გასასინჯად და საურთიერთობოდ. ამიტომ თქვენ ენა უნდა აკონტროლოთ ორმაგი სიფრთხილით ვინაიდან მას შეუძლია თქვენი დაზიანება ფიზიკურად და გონებრივად. გრძნობების კონტროლის გარეშე, სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) არის არაეფექტური. თუ გრძნობებს მიცემული აქვს სრული მმართველობა, ეს არის მჟონავ ქოთანში წყლის შენახვის მსგავსი. პატანჯალი (იოგოსუტრას ცნობილი ავტორი) ამბობს რომ თუ ენა არის დაპყრობილი, გამარჯვება თქვენია.
27.04.2013
როდესაც ის ერთი ცხადდება როგორც ბუნება შედგენილი ხუთი ელემენტით, არ იფიქროთ რომ მისი მნიშვნელობა ზიანდება ამით. როდესაც რუპია დახურდავდება ათ პაისიან მონეტებად, მისი ფასი სრულიადაც არ მცირდება. ამგვარადვე, ხედეთ ბუნება როგორც უზენაესი ერთი მრავალი გაცხადებით, არა როგორც მრავალრიცხოვნება გრძნობა-შთაბეჭდილებების და ცდუნებების. საითაც თქვენი თვალი მიბრუნდება, რასაც კი თქვენი ყურები მოისმენს, თქვენი თითები შეეხება, თქვენი ენა დააგემოვნებს, თქვენი ცხვირი დაყნოსავს… მიიღეთ ყველაფერი ღმერთით შევსებულად. არ დაანებოთ უბრალო ხმას, გემოს და ა.შ. დაატყვევოს თქვენი გრძნობები. აპრაქტიკეთ ხედვა ღმრთიურების, მიესალმეთ და მიიღეთ მხოლოდ ასეთი აზრები და გრძნობები და უკუაგდეთ სხვები. ბრძენ ტუკარამს ერთხელ ჰკითხეს როგორ შეუძლიათ ადამიანებს დაიჭირონ ეს მაიმუნი ჭკუა კონტროლირებულად გრძნობით სიამოვნებებზე დევნის სირბილიდან, ბრძენმა ურჩია, `დაე მაიმუნმა ჭკუამ ირბინოს, თქვენ დააკავეთ სხეული თქვენთან, არ დაანებოთ მას ჭკუის მიდევნა~. მან მოუწოდა, `უთხარით ჭკუას, მე არ მოგცემ შენ სხეულს როგორც შენს მონას. მაშინ ჭკუა აღიკვეთება და ის შეიძლება იყოს დამარცხებული.~
28.04.2013
ბევრი ყვირის სულიერი ნეტარების განცდასთვის, მაგრამ, ცოტას გამოიმუშავებს მას, რადგანაც ისინი აღმოაჩენენ თავს სუსტად გრძნობების ძახილის უარყოფისთვის! ბეჯითად აპრაქტიკეთ გრძნობების კონტროლის პროგრამა. პატარა გამოკვლევა აღმოაჩენს რომ გრძნობები არის ცუდი მასწავლებლი და ცოდნის ძალიან უვარგისი წყარო; მათი მოტანილი სიხარული არის ხანმოკლე და სავსე დარდით. რამდენ ხანსაც ადამიანი იქნება გრძნობითი სიამოვნებების გავლენაში, ის ვერ შეძლებს იმის თქმას რომ მისი სულიერი ცხოვრება დაიწყო. რადგან, გრძნობა თავქუდმოგლეჯილი გარბის დროებითი და ზიზილპიპილებიანისკენ; ამით ისინი აჭუჭყიანებენ გულს. ღმერთი არ ითხოვს თითოეული თქვენგანისგან არავითარ სხვა საჩუქარს, არავითარ უფრო ფასეულ მისართმევს, ვიდრე თქვენი გულია. რომლითაც მან უზრუნველგყოთ თქვენ. მიეცით ეს გული ღმერთს ისე სუფთა, როგორც იყო ის როდესაც მან მოგცათ თქვენ, სავსე სიყვარულის ნექტარით რომლითაც მან შეავსო. თქვენი ერთგულება ღმერთისადმი ყველაზე უკეთესად გამოიხატება გრძნობებზე კონტროლის მიღწევით.
29.04.2013
როგორც არსებობს ძველი შენობის დანგრევის მეთოდი, ასევე არსებობს მეთოდი რომელსაც უნდა მისდიოთ თქვენი ჭკუის რთული აგებულების დასანგრევად. თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ გარკვეულ წარმატებას და გახდეთ თქვენი თავის პატრონი. კიბე უნდა იყოს ისე მაღალი როგორ სიმაღლეზეც თქვენ გსურთ ასვლა, ასე არ არის? ასევე თქვენი სულიერი პრაქტიკა თქვენ უნდა ატაროთ იმ დრომდე სანამ შეცნობას (საკშათჰკარამს) მიაღწევთ. ბრინჯი ქოთანში უნდა იყოს კარგად მოხარშული რომ გახდეს რბილი და გემრიელი. ვიდრე ეს არ მოხდება ცეცხლი უნდა იყოს მასზე. ზუსტად ასევე სხეულის ჭურჭლის წყალში ბრინჯი (ჭკუა) უნდა მოიხარშოს იმ დრომდე ვიდრე ის არ მომზადდება რბილად. ცეცხლი არის თქვენი სულიერი პრაქტიკა (სადჰანა). დაიჭირეთ თქვენი სადჰანა ნათელსა და კაშკაშაზე; ჯიივა (ინდივიდი) ბოლოს გახდება დევა (ღმერთი).
30.04.2013
როდესაც ენას ძლიერ სწადია რაიმე დელიკატობა, განუცხადეთ რომ თქვენ არ დააკმაყოფილებთ მის კაპრიზებს. თუ თქვენ ჯიუტობთ უბრალო საკვების ჭამაში რომელიც არ არის გერმრიელი ან ცხელი მაგრამ არის სრულიად ჯანსაღი, ენა შეიძლება დაიკლაკნოს რამდენიმე დღეს, მაგრამ მალე მიეჩვევა მას. ეს არის საშუალება მის დასამორჩილებლად და მისი თქვენს ბატონად ყოფნის უარყოფითი შედეგების დასაძლევად. ვინაიდან ენა არის ერთგვარად დაჟინებული ჭორაობასა და ავხორც საუბარზე თქვენ გაქვთ აგრეთვე აღვირი ამ მიდრეკილების აღსაკვეთად. ილაპარაკეთ ცოტა; ილაპარაკეთ ტკბილად; ილაპარაკეთ მხოლოდ იძულებითი საჭიროებისას; ილაპარაკეთ მხოლოდ მასთან ვისთანაც უნდა ილაპარაკოთ; არ იყვიროთ და არ აუწიოთ ხმას გაბრაზებასა და მღელვარებაში. ამგვარი კონტროლი გააუმჯობესებს ჯანმრთელობას და გონებრივ მშვიდობას, უკეთესს გახდის ურთიერთობებს ადამიანებთან და მინიმუმამდე დაიყვანს კონფლიქტებს სხვებთან. საწყის ეტაპზე თქვენ შეიძლება დაგცინონ, მაგრამ არსებობს სხვა კომპენსაციები თქვენთვის. ის დაზოგავს თქვენს დროს და ენერგიას; და თქვენ შეძლებთ თქვენი შინაგანი ენერგიის ჩადებას უკეთეს სარგებლობაში.

სატია საი ბაბა