მდგომარეობა და პირობები ლოცვისთვის
* კითხვა: სვამი ამბობს, რომ ლოცვაში, მიმართულში ღმერთისკენ, მლოცველი ადის ღმერთის დონეზე. რა მდგომარეობაში უნდა მოიყვანოს თავი ადამიანმა იმისათვის, რომ შეასრულოს ლოცვა?
საი: არ არის არავითარი აუცილებლობა, რომ ადამიანმა ჩაიყენოს თავი მედიტირების რაიმე მდგომარეობაში.
კითხვა: ჩვეულებრივ ითვლება, რომ ადამიანი უნდა განმარტოვდეს წყნარ ადგილას და იყოს წყნარ მდგომარეობაში, როცა მას უნდა ლოცვა.
საი: როდესაც არ უნდა და სადაც არ უნდა შეხვიდეთ შეხებაში ღმერთთან – ეს არის მედიტირების მდგომარეობა. თქვენ შეიძლება იფიქროთ რომ დღის პირველი საათი კალიფორნიაში _ არა საკმარისად ხელსაყრელი დროა ჩემთან მომართვისათვის, რომ ამან შეიძლება მე შემაწუხოს, ვინაიდან ამ დროს მე შეიძლება მეძინოს ინდოეთში. მე ვიცი, ასეთი იყო თქვენთან ერთხელ თუ ორჯერ. მაგრამ მე ყველგანმყოფი ვარ. ჩემთვის არ არსებობს ასეთი შეზღუდვები. მე არასდროს არ მძინავს. შუა ღამისას მე ვაქრობ შუქს და ვისვენებ ლოგინში, იმიტომ რომ თუკი შუქი ენთებოდა, შეგროვდებოდნენ ერთგულები. მე არა მაქვს ძილის აუცილებლობა. მაგრამ თქვენთვის უკიდურეს შეთხვევაში ოთხი საათი ძილი აუცილებელია.
კითხვა: როცა მე ქუჩაში მივდივარ, ჩემს ირგვლივ ბევრი ხალხია და ჩემი ჭკუა დაკავებულია ნივთებით, რომლებიც მე უნდა გავაკეთო, _ შესაფერისია თუ არა ეს დრო ლოცვისთვის?
საი: დასაწყისში შეიძლება მოითხოვებოდეს განსაზღვრული პირობები, რათა განიწმინდოს ჭკუა ღმერთზე კონცენტრირებისათვის. მაგრამ რაღაცა დროის გასვლის შემდეგ, თუ თქვენ გაიგებთ რომ ღმერთი ყველგანმყოფია, შეიცანით მისი დასწრება და დააკონცენტრირეთ თქვენი აზრები მასზე, მაშინ სულერთია თქვენ რა ადგილას იქნებით. თქვენი ლოცვა შეიძლება გაეგზავნოს მას და მიაღწევს მას (19, გვ. 64-65).
* ყოველი სახლის ცენტრი უნდა იყოს საკურთხეველი ოთახი. ყვავილებისა და კეთილსურნელებათა არომატი, გამოსული იქიდან უნდა ავსებდეს მთელ სახლს და ასუფთავებდეს მას. დედა უნდა ისწრაფოდეს იმისკენ, რომ საკურთხეველი ოთახი გადაიქცეს სახლის გულად. იგი ვალდებულია თვალყური ადევნოს, რომ მისი შვილები იცავდნენ პირად ჰიგიენას, იყვნენ თავმდაბლები, სტუმართმოყვარენი, ზრდილობიანები და გულის მომგებები. დედამ უნდა დაარწმუნოს შვილები პირადი მაგალითით, ასწავლოს მათ უფროსების პატივისცემა, დილას და საღამოს კი დაუთმოს რაღაცა დრო ლოცვის პრაქტიკას და მდუმარე მედიტირებას.
საკურთხეველ ოთახში საჭიროა შენარჩუნდეს სისუფთავე და ესწრაფვოთ მასში მოწიწებითი ატმოსფეროს შექმნას. თქვენ ასევე უნდა აღნიშნოთ ყველა რელიგიური დღესასწაულები, რათა ბავშვებმა შეიცნონ მათი მნიშვნელობა. და რაც არ უნდა ეგოცენტრული და ქედმაღალი იყოს თქვენი ქმარი, თქვენი დაწესებული დღის წესრიგის მადლით, რომლის მთავარი პუნქტი არის ღმერთის თაყვანისცემა, იგი აუცილებლად გაიგებს, რომ სახლი, ორიენტირებული ღმერთზე, ეს _ არის სახლი, აღსავსე სიმშვიდითა და სიხარულით. თანდათან იგი შეიცვლება და გახდება რწმენის სვეტი (მეოჯახეობის კოლეჯი ბანგალორი. 26.07.1969) (2. გვ. 93-95)