ლოცვები, განათლება და აღზრდა ოჯახში.
სულიერი მსოფლმხედველობა და განათლება. სკოლაში გაკვეთილები უნდა იწყებოდეს ხუთწუთიანი ლოცვით რომელიც უნდა წარმოიქმნებოდეს სერიოზულად თითოეულისგან ცალკეულად და ყველასგან ერთად. ის არ უნდა გადაიქცეს ცარიელ ფორმალობად ან ფარსად, როგორც ეს ხდება სკოლების უმეტესობაში. პატარა ნიშანიც კი უგულისყურობისა დემონსტრირებული სკოლისგან ლოცვასთან მიმართებაში დაილექება ბავშვების ჭკუებში და ისინი მაშინვე გამოიცნობენ თვალთმაქცობას. ამიტომ ლოცვას მოეპყარით ისე როგორც სკოლაში მსოფლმხედველობის აღზრდის მთელი სისტემის საფუძველს.
როცა დაირეკება ზარი უკანასკნელი გაკვეთილის შემდეგ, მოსთხოვეთ ბავშვებს დადგნენ ცოტახანს სიჩუმეში, დაე მათ განჭვრიტონ დუმილი ერთი ორი წუთი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიშალნენ. ვერაფერი სიჩუმის გარდა, ვერ შეძლებს ჩვენი გულის ღელვის დაწყნარებას.
მასწავლებლებმა უნდა მოუთხრონ ბავშვებს შთამაგონებელი ისტორიები წმინდანებზე და გმირებზე, ჩაუნერგონ სულიერი ლიტერატურის სიყვარული. თუ სკოლა განვითარდება ამ მიმართულებით, მაშინ ფული, ასე სულგრძელად ნაჩუქარი მისი მშენებლობისთვის დახარჯული იქნება სწორად და მე აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ ეს სკოლა მოკლე ვადაში გადაიქცევა ძალიან სასარგებლო დაწესებულებად (ქ. ვენტკატაგირი, ინდოეთი, 9.09.58წ) (1, გვ 115).
ბავშვთა აღზრდის წესი. მე მიყვარს ბავშვები, ვზრუნავ მათზე, დაბეჯითებით მოვითხოვ დისციპლინას, მშობლების პატივისცემას, ზომიერებას ჭამაში და დროის სწორად განაწილებას სწავლას, ლოცვასა და მედიტირებას შორის. მე ვრეკომენდირებ ასევე ამ თუ იმ ფორმის მსახურებას (23, გვ.47).
ოჯახი და აღზრდა. ბავშვებს არ უნდა დაედოთ სასჯელი, რომელიც მიაყენებს ტკივილს ან სხვა ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას. მათში უნდა აღვზარდოთ პასუხისმგებლობის გრძნობა, უკიდურეს შემთხვევაში წიგნების შენახვასა და გაფრთხილებაზე მაინც. მათ სიამოვნებით არ უნდა მოჰქონდეთ თავი თავიანთი ჩასაცმელებითა და სამკაულებით, წარმომავლობით და სიმდიდრით თავიანთი უფრო ნაკლებად ბედნიერი ამხანაგების წინაშე. მათ უნდა შეისწავლონ პირადი ჰიგიენის წესები. ყველაფერზე მნიშნელოვანი კი _ ჩვევა განსაზღვრულ საათებში დაბანვისა.
მათ უნდა დაასწავლონ დასაძინებლად წასვლა საღამოს 9 საათზე და გაღვიძება დილის 5 საათზე. პირის დაბანვის და კბილების გამოხეხვის შემდეგ მათ უნდა ილოცონ და იყვნენ მედიტირებაშიც კი. არ უნდა იფიქრონ, რომ მოგვიანებით ცხოვრებაში იქნება საკმარისი დრო ლოცვისთვის, მაგალითად ხანდაზმულობაში. ამჟამად _ არის სწორედ ჩვევების საფუძვლის ჩაყრის დრო (1, გვ. 114-115).