* კითხვა: სვამი, მაშ, დილით ადამიანი იღვიძებს, და შემდეგ რა არის?
საი: ყოველდღიური დილის გაღვიძება უნდა იყოს ახალი დაბადება. იმის შემდეგ, რაც თქვენ გაიღვიძეთ, რამდენიმე წუთის განმავლობაში შეინარჩუნეთ აბსოლიტური სიმშვიდე. შემდეგ მიმართეთ ღმერთს ლოცვით, თხოვეთ მას მოგცეთ თქვენ ძალა ეს დღე იცოცხლოთ მის მსახურებაში, აგრეთვე ძალა დაეხმაროთ სხვებს. ღამე – ეს არის ახალი სიკვდილი. გაიხსენეთ თქვენ რას აკეთებდით დღის განმავლობაში, მაგრამ არა დეტალებში და შესთავაზეთ ყველაფერი უზენაესს. დილით დღე მიძღვნილი იყო ღმერთისადმი. საღამოს სამუშაო გაკეთებული დღისით, და მისი ნაყოფები დაეწყობა როგორც მისართმევი მის ლოტოსისმაგვარ ტერფებთან (20, გვ. 174-175).
* როცა თქვენ დაბრუნდებით სახლში, თავი აარიდეთ ცუდ გაცნობებს და დააკავეთ თქვენი ჭკუა კეთილშობილური და ამაღლებული აზრებით. იგალობეთ ღმერთის სახელი ნამასანკირტანას განხორციელებით დღის ადრეულ საათებში და გაიხსენეთ ღმერთის სახელი მთელი დღის განმავლობაში. აქ თქვენ მიეჩვიეთ დილის ოთხ ან ხუთ საათზე ადგომას, მაგრამ სახლში თქვენ შეიძლება კვლავ შეიძინოთ დილის ცხრაზე ადგომის საძაგელი ჩვევა. ეს არის უსაქმურობის ზენიტი. ამით თქვენ თვითონ დაამცირებთ საკუთარ თავს.
დილით გამოღვიძებული, დაჯექით საწოლზე და დაფიქრდით ღმერთზე. დაფიქრდით იმაზე, რომ საწოლიდან წამომდგარი, თქვენ თითქოს ადექით მუცლიდან, თითქოს თქვენ ეს ეს არის დაიბადეთ. დაყარეთ თქვენი ყველა შიშები და საზრუნავები ღმერთის ფეხებთან და ელოცეთ მას გაჩვენოთ თქვენ სწორი გზა და დაგასაჩუქროთ კარგი აზრებით და კეთილშობილური იდეებით, რომლებიც თქვენ მიგიყვანენ სულიერ აღმავლობასთან. როცა თქვენ საღამოს წვებით დასაძინებლად, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გადადიხართ სიკვდილის მდგომარეობაში. დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ დღის განმავლობაში თქვენ მოქმედებდით ღმრთიური კანონების თანახმად და ილოცვეთ პატიების შესახებ, თუკი თქვენ რაიმეში მოიქეცით არასწორად. თხოვეთ ღმერთს გატაროთ თქვენ უბიწოების გზით. დღის ასეთი ლოცვებით დაწყებითა და დამთავრებით, თქვენ მიიღებთ შესაძლებლობას დაიკავოთ უფრო მაღალი პოზიცია ცხოვრებაში. გახსოვდეთ ღმერთის შესახებ, მაშინაც კი როცა თქვენ იბანთ – წარმოიდგინეთ თქვენთვის, რომ სუფთა წყლის ჭავლი ბანს მისი ღმრთიური ფორმებიდან ერთ-ერთს.
თუ თქვენ ჭამის დაწყებისას, შესთავაზებთ პირველ ნაჭერს ღმერთს, თქვენ მოსპობთ მის ყველა მავნე თვისებებს. ასეთი საკვები გარდაიქმნება უფლის პრასადში, ნაჩუქარში ადამიანისთვის. პრასადი – არის ღმრთიური ელექსირის ხორცშესხმა. არ შეიძლება ყოველთვის იყო დარწმუნებული იმაში, რომ იდეალურად სუფთაა თქვენი ჭურჭელი, აგრეთვე ადამიანი, ვინც მოამზადა საჭმელი. ჩვენ არასდროს არ ვიცით, რამდენად სუფთაა თვით საკვები. მაგრამ თუ პირველი ულუფა თქვენ შესთავაზეთ ღმერთს, მთელი საჭმელი ხდება აბსოლიტურად სუფთა.
როცა თქვენ დაბრუნდებით სახლში, თქვენ იქ შეიძლება იპოვოთ სევა სამითჰები და სევა დალები (სოციალური მხარდაჭერისა და მსახურების საზოგადოებები და მათი წევრები). მიიღეთ მათ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა. ყოველთვის ეცადეთ დაეხმაროთ მათ, ვინც აღმოჩნდა გასაჭირში, ყველა გაჭირვებულსა და ტანჯულებს. ოდესღაც ტამილნადუში (სამხრეთ ინდოეთში) ცხოვრობდა პოეტი – წმინდა ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ იჯდა თავის სახლში აივანზე ღმერთის გამოსახულების წინ და მღეროდა მშვენიერ სიმღერებს. ერთხელ, როცა ის მიდიოდა სოფლით, მას მოუსწრო ძლიერმა წვიმამ და ის შეეფარა პატარა ფარდულის ქვეშ. მასთან მიირბინა ადამიანმა და ჰკითხა, შეუძლია თუ არა მას მისი შეფარებაც. ღმერთის ერთგულმა ბჰაკტამ უთხრა, რომ შეუძლია და დაამატა: `დაწოლილი მხოლოდ მე მოვთავსდებოდი მარტო, მაგრამ დამჯდარი ჩვენ მოვთავსდებით ორივენი~. მალევე მოირბინა კიდევ ერთმა ადამიანმა და მანაც ითხოვა თავშესაფარი. ბჰაკტი დათანხმდა მის შეშვებაზე და თქვა: `ორს ჩვენ შეგვეძლო აქ ვმჯდარიყავით, მაგრამ ახლა ჩვენ სამნი ვართ – და ჩვენ ყველა დავდგებით~. ეს ისტორია გვასწავლის ჩვენ ერთმანეთის მხარდაჭერას და იმათ არ გაგდებას, ვინც საჭიროებს დახმარებას. თუ თქვენ გექნებათ სამი ნაჭერი პური, და შეხვდებით ადამაინს, რომელსაც არა აქვს არავითარი საჭმელი, – გვერდში ამოუდექით მას და უწილადეთ მას პურის ნაჭერი. საჭიროა თქვენში განავითაროთ ეს სურვილი – გაუნაწილოთ სხვებს ყველაფერი რაც გაგაჩნიათ. ასე თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ პრაქტიკაზე დიდი პრინციპი – დაინახოთ იშვარა ყოველ ცოცხალ არსებაში. თქვენ უნდა მისდიოთ ამ პრინციპს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
თქვენ ყველა განიცდით დიდ სიყვარულს სვამის მიმართ, მაგრამ ეს სიყვარული და ეს გაღმერთება არ მოიტანენ არავითარ სარგებელს, თუ თქვენ უგულებელყოფთ სვამის მოძღვრებას. მაშინაც კი თუ თქვენ ქედს არ იხრით სვამის წინაშე, მაგრამ გჯერათ მისი სიტყვების ჭეშმარიტების და ატარებთ მის მოძღვრებას ცხოვრებაში, სვამის წყალობა თქვენ არასდროს არ დაგტოვებთ. არ არის სარგებელი იმაში, რომ თქვენ წარმოთქვამთ უფლის სახელს, მაგრამ არ ასრულებთ იმ კეთილ საქმეებს, რომლებიც განუყოფელია მისგან. ეს იგივეა, რომ იმეოროთ სიტყვა `პენიცილინი~, როცა თქვენ მაღალი ტემპერატურა გაქვთ. მხოლოდ როცა, თქვენ მიიღებთ პენიცილინს, ტემპერატურა დავარდება. როცა თქვენ ჭამა გინდათ, თქვენ ვერ დაიოკებთ შიმშილს თუ წარმოთქვამთ სიტყვებს `კარტოფილი’ და `ჩაპატი’. მხოლოდ მათი შეჭმით, თქვენ იგრძნობთ მაძღრობას. არ არის სარგებელი მაშინაც, როცა თქვენ უბრალოდ ისმენთ ლექციებს. თქვენ უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც აქ მოისმინეთ ამ თვეში, ეცადოთ ამ ცოდნის გამოყენებას პრაქტიკაზე და თქვენს თავს დაუსვით კითხვა, შორს კი წაიწიეთ თქვენ, სიტყვის თანახმად მოქმედებით. საჭიროა, რომ თქვენმა მშობლებმა შეიგრძნონ ცვლილებები, რომლებიც თქვენში მოხდა, თქვენ კი, სახლში დაბრუნებულები, ცდილობდეთ დაამაგროთ ეს ცვლილებები და დაუმტკიცოთ ნათესავებს, რომ თქვენ შეგწევთ უნარი შეინახოთ და შეინარჩუნოთ ინდოეთის დიდი კულტურა (8, გვ. 252-254).
რეგულარული ლოცვები აქცევენ ადამიანს ძლიერად და მამაცად. ლოცვის პრაქტიკა, შესრულებული დღეში ორჯერ, აქცევს ადამიანს ძლიერად და მამაცად და ეხმარება წინაღუდგეს დაავადებებს. ღმერთის წყალობა საჩუქრად იძლევა მენტალურ სიმშვიდეს და, როგორც შედეგს, კარგ ძილსა და დასვენებას გონებისთვის. იგრძენით, რომ თქვენ ასი პროცენტით დამოკიდებული ხართ ღმერთისგან, და ის დაიწყებს თქვენზე ზრუნვას და დაგიფარავთ საშიშროებისა და დანაკარგებისგან. ძილისკენ წასვლისას, მადლობა უთხარით მას ხელმძღვანელობისა და დაცვისათვის მთელი დღის განმავლობაში. როცა მეგობარი გთავაზობთ თქვენ სიგარეტს ან ვინმე გაძლევთ ჭიქა წყალს, თქვენ დაუყოვნებლივ ემადლიერებით მას, რამდენად დიდ მადლიერებას უნდა გრძნობდეთ ღმერთის მიმართ, რომელიც მუდმივად თვალყურს გადევნებთ თქვენ და გიცავთ საშიშროებისგან. თქვენ, მთელი თქვენი საქმიანობა უნდა მიუძღვნათ ღმერთს, რომელიც არის უმაღლესი სიკეთე. ეს მისცემს ჯანმრთელობას სხეულსა და ჭკუას.
სხეული – ეს არის საზეიმო ეტლი, რომელზეც არის ღმრთაების ქანდაკება. მოდით განვიხილოთ რამდენიმე პუნქტი, როდის არის საჭირო განსაკუთრებულად ფრთხილად ყოფნა, რომ თავიდან ავიცილოთ გზაში გატეხვები.
თქვენ უნდა იმარხულოთ კვირაში ერთ დღეს. ეს სასარგებლოა, როგორც სხეულისთვის ასევე ქვეყნისთვის. თუ თქვენ ჭამთ 12 დიდ ბანანს, 6 პურს (ლავაშს) და სვამთ ლიტრ რძეს, მაშინ ამას, რასაკვირველია, არ შეიძლება ეწოდოს მარხვა! მარხვის დღეს მიიღეთ მხოლლოდ წყალი, რათა გამორეცხოთ ორგანიზმიდან ყველა წიდები, მაგრამ არ დალიოთ წვენები ან კიდევ სხვა სითხეები. დასვენება საჭიროა მანქანისთვისაც კი, იმიტომ რომ მას არ შეუძლია შეუსვენებლივ მუშაობა ყოველთვის. მაშინ რაღა ვთქვათ ადამიანის მყიფე ორგანიზმზე! სხეულის ახირებების წაქეზება, მისი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასებით, ეს – მაღალი კულტურის ნიშანი კი არ არის, არამედ ნიშანია ბარბაროსობისა. (2, გვ. 133-134).
* ადამიანები შეძლებენ გაატარონ ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება, მხოლოდ თუ გამოიკვებებიან ზომიერად. რეგულარული, დღეში ორჯერ ლოცვა მისცემს საკმარის ძალას და ვაჟკაცობას, რომ შესაძლებელი იყოს დაავადებებისთვის წინაღდგომა. როცა თქვენ ვინმე გაწვდით ჭიქა წყალს, თქვენ იქვე ეუბნებით `გმადლობთ~. რამდენად მეტი მადლიერება უნდა გამოუხატოთ თქვენ ღმერთს, რომელიც ზრუნავს თქვენზე და ფანტავს თქვენს ზემოთ დაკიდებულ ყველანაირ საშიშროებას. საქმიანობა უნდა მიეძღვნას უზენაესს, მაშინ სხეული და ჭკუა იქნებიან ჯანმრთელები.