1.07.2012
გაიგეთ რომ უბრალო ნიჭიერებას არ აქვს ადგილი სულიერ საქმეებში. მოხერხებულობა და ხელოვნურობა არის ნამდვილი შეფერხებები სულიერ პროგრესში. მაშინ როდესაც ნიჭიერება იზრდება და ახრჩობს გულწრფელობას და პატიოსნებას სულიერ საკითხებსა და ურთიერთობებში ღმერთსა და კაცს შორის, ეს არის მიზეზი რომ ავატარი მოდის. თქვენ შეიძლება გქონდეთ ძვირფასი ტრანზისტორი ან საათი, მაგრამ თუ თქვენ არ იცით ის როგორ გამოიყენოთ ქმედითად, ეს არის უბრალო ხარახურა. ახლა დაფიქრდი როგორი საკვირველი მანქანა ხარ შენ! შენ არ უნდა იცოდე როგორ მართო ის და მიიღო საუკეთესო შედეგი მისგან? ძველმა ინდოელმა წინასწარმეტყველებმა აღმოაჩინეს ამ ადამიანის მანქანის მართვის ხელოვნება, მაგრამ მათმა შთამომავლობამ დაუშვა ის უარყოფამდე. თუ თქვენ გაქვთ მისი ცოდნის წყურვილი, თქვენ შეგიძლიათ აანთოთ თქვენი ცხოვრების ლამპა ამ ბრძენთაგან და განცადოთ სიხარული და ნეტარება.
2.07.2012
გურუ გვაფრთხილებს და გვაღვიძებს. ის გვიაშკარავებს ჭეშმარიტებას და გვამხნევებს ჩვენ მისკენ წინსვლისთვის. თუ თქვენ არ გაქვთ წყურვილი, შემკითხავი გული, მაძიებელი გონება, გურუს არ შეუძლია მეტის გაკეთება. შიმშილი უნდა დააპურო; ადამიანი რომელსაც არ შია საჭმელს იცილებს თავიდან როგორც სევდას. გურუ არის მებაღე, რომელიც ზრუნავს მცენარეზე. მაგრამ ახალგაზრდა ნარგავი უნდა იყოს გაღივებული ვიდრე ის აიღებს პასუხისმგებლობას. ის არ უმატებს მცენარეს რაიმე ახალს, ის მხოლოდ ეხმარება მის ზრდას შესაძლებლად სწრაფად და სრულად მისი საკუთარი ბედის შესაბამისად, მაგრამ არა მისი შინაგანი ბუნების საწინააღმდეგოდ. ის გაცილებს სიღარიბეს მითითებით საგანძურზე რომელიც დამარხულია თქვენში. ის გვირჩევთ მისი კვლავ შეძენის მეთოდს და საჭირო სიფხიზლეს მის გამოსაყენებლად საუკეთესო სარგებლობისათვის.
3.07.2012 გურუ პურნიმა
ყოველ ნაბიჯზე გქონდეთ მიუბმელობის პრაქტიკა, ან კიდევ, სიხარბე და სიძუნწე დაძლევს თქვენს უფრო დახვეწილ ადამიანურ ბუნებას. ეცადეთ მოიპოვოთ ღმერთის წყალობა თქვენი ჩვევების რეფორმირებით, თქვენი სურვილების შემცირებით და თქვენი უმაღლესი ბუნების გაწმენდით. ერთი ნაბიჯი ხდის ადვილს მეორეს; ეს არის სულიერი მოგზაურობის უპირატესობა. ყოველ ნაბიჯზე თქვენი ძალა და ნდობა იზრდება და თქვენ იღებთ მოწყალების უფრო და უფრო მეტ შენატანს. მე გიბრძანებთ თქვენ ამ გურუ პურნიმას დღეზე, რომ გულწრფელად დადგეთ თქვენს მიერ არჩეული სულიერი პრაქტიკის გზაზე. ბევრი ადამიანი მთხოვს მე, `სვამი მომეცი მე ღმერთის სახელი რომელიც მე შემიძლია ვიმეორო~. აიღეთ ნებისმიერი სახელი რომელიც თქვენ მოგწონთ, რომელიმე რომელიც გიზიდავთ თქვენ; ყველა მისი სახელი არის ერთნაირად ტკბილი. სულიერებაში არ არსებობს განსხვავება ეროვნების, კასტის და ა.შ.; ის ყველა ეკუთვნის ღმერთის სახელმწიფოს.
4.07.2012
ჭამის და სმის ჩვეულებათა ზომიერებით და მოდულირებით ადამიანს შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს სულიერ ცხოვრებას. თქვენ უპირატესობა უნდა მისცეთ სათჰვიურ (სუფთა და ვეგეტარიანულ) საკვებს რაჯასურ საკვებთან შედარებით. მათრობელა სასმელების სმით, ადამიანი კარგავს კონტროლს ემოციებზე, ვნებებზე, იმპულსებზე, ინსტინქტებზე, მეტყველებასა და მოძრაობაზე, და ადამიანი ეშვება მხეცის დონემდეც კი. ხორცის ჭამით ადამიანი ანვითარებს ძალადობის მიდრეკილებას და ცხოველურ დაავადებებს. ჭკუა ხდება უფრო დაუმორჩილებელი როდესაც ადამიანი ნებივრობს რაჯასურ საკვებში. ძნელია გარდაქმნა ჭკუა თუ ასეთი საკვები მოიხმარება სიამოვნებით. ღმერთზე დასაბინავებლად ადამიანი უნდა იყოს ფხიზლად საკვებსა და სასმელზე რომელიც მოიხმარება ორივეთი – როგორც სხეულით ასევე ჭკუით.
5.07.2012
მშობლებმა გვიბოძეს ეს ფიზიკური ინსტრუმენტი რომელსაც ეწოდება სხეული, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია ვემსახუროთ ღმერთს ყველა ცოცხალ არსებაში, ვადიდოთ ის შიგნით და სილამაზითა და ჭეშმარიტებით და მივაღწიოთ აბსოლუტს. ეს ადამიანის სხეული არის აუცილებელი რომ გაათავისუფლოთ თქვენი თავი მონობის ყველა საშინელებიდან. რკინის ყუთი არის აუცილებელი ძვირფასი ქვების უსაფრთხოდ შესანახად. სწორედ ასევე სხეული არის აუცილებელი უსაფრთხოდ შესანახად საჩუქრების რწმენის, სიყვარულის და გარჩევის. ღმერთი არის მუდმივად სამყაროში. ის არის როგორც ძალიან დაშორებული ვარსკვლავი ასევე ბალახის ღერო თქვენს ფეხქვეშ. თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ მას იმ პირობით თუ თქვენ აჭრით ამ სამყაროს გარჩევით, შედღვებავთ მას გამოყოფით და შეაგროვებთ ნექტარს სერიოზულობით. ქვიშის მარცვალში ისევე როგორც უზარმაზარ გალაქტიკაში ღმერთი შეიძლება იპოვო ბეჯითი და გულწრფელი სულიერი პრაქტიკით. ის არის ყველა არსების შიგნეული, მსგავსად კარაქის რომელიც არის წარმოდგენილი რძის ყოველ წვეთში.
6.07.2012
მსგავსად ანთებული ლამპის, ღმერთი წყალობას ავრცელებს ყოველ მხრივ, ყველაზე ვინც მიუახლოვდება მას და უყვარს მასთან ახლოს ყოფნა. მაგრამ თუ თქვენ შუში ჩადგამთ ფარდას რომელიც ხურავს სინათლეს თქვენგან, თუ წყალობა არ იკაშკაშებს, თქვენ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა უსაყვედუროთ. გააღეთ თქვენი გულის კარები და დაე ღმერთის წყალობის მზის სინათლემ გააშუქოს და გაანათოს ყველა კუთხე-კუნჭული და განდევნოს ნაკლები. რომ მიიღოთ სასურველი პროგრამა თქვენს რადიომიმღებზე, თქვენ უნდა ჩართოთ და ააწყოთ მიმღები. ეს ძალისხმევა არის აუცილებელი. დაიჯერეთ, მისწრაფება და წარმატების მიღწევა – ეს არის წმინდა ტექსტების გზავნილი.
7.07.2012
რწმენა არის ნელა მზარდი ნერგი. კონცენტრირებისთვის საჭიროა რწმენა. იმოქმედეთ თქვენი პროფესიის შესაბამისად. არ უღალატოთ თქვენს თავს და თქვენს იდეებს. უარყოფა თქვენი მოქმედებებით იმ ჭეშმარიტების რომლის შესახებაც თქვენ ქადაგებთ არის ნიშანი მხდალობის და ზნეობრივი თვითმკვლელობის. თქვენ ამბობთ რომ ღმერთმა იცის და ხედავს ყველგან მაგრამ თქვენ ასევე აკეთებთ არასწორად რაღაცას იმ რწმენით რომ ღმერთი არის ამ დროს სადღაც სხვაგან. ყფველაზე ფასეული შეტყობინება რომელიც თქვენ უნდა აიღოთ წერილებიდან და ბრძენთაგან არის შემდეგი: `გააგრძელეთ თქვენი კანონიერი მოვალეობები, განტვირთეთ თქვენი ვალდებულებები, იცხოვრეთ თქვენს უფლებებზე, მაგრამ ნება არ დართოთ მიბმულობების ზრდას. იყავით მზრუნველი რამდენადაც ოჯახი, სიმდიდრე, რეპუტაცია, ცოდნა და უნარ-ჩვევები არის საზრუნავი. სიხარულით დატოვეთ ისინი გვერდზე როცა ზარი ჩამოკრავს~.
8.07.2012
მე გეტყვი შენ ერთ რამეს რომელიც არის არსი ყველა დიდებული წერილის. მე გისურვებ შენ რომ მისდიო მას ყოველ ცალკეულ დღეს – `არ ეძებო ნაკლის პოვნა სხვებში. უარი თქვი სხვების ცილისწამებასა და დაშავებაზე აზრში, სიტყვასა და საქმეში. არ აღაშფოთო ვინმე; არ იგრძნო შური და ბოროტება. იყავი ყოველთვის ტკბილი ტემპერამენტში; გამოიყენე რბილი და ნაზი სიტყვები. შეავსე შენი საუბარი ღვთისმოსაობითა და თავმდაბლობით.~ იცხოვრე სიყვარულში, სიყვარულისთვის, სიყვარულით. მაშინ უფალი რომელიც თავის თავად არის განსახიერებული ღმრთიური სიყვარული, გაჩუქებს შენ ყველაფერს რაც გჭირდება, შენგან რაიმეს თხოვნის გარეშე, მან იცის. ის არის დედა რომელიც არ ელოდება ბავშვის ტირილის მოსმენას რომ მას აჭამოს. ის ითვალისწინებს ყველა საჭიროებას და მოიჩქარის შენსკენ დახმარებით რომელიც შენ უნდა გქონდეს ყველა შემთხვევაში.
9.07.2012
მაძიებლებო, მიმართეთ თქვენი წყურვილი და ძალისხმევა სწორ მიზანზე – რომ აღარ დაიბადოთ კვლავ. თქვენ შეიძლება დაიბადოთ კარგ ოჯახში ან ხელსაყრელ ვითარებაში; მაგრამ შემდგომ კარმამ შეიძლება ამ ცხოვრებაში ვერ უზრუნველყოს კარგი სიკვდილი, რომელიც თავს დაგაღწევინებთ დაბადებისა და სიკვდილის ციკლიდან. ყოველ დაბადებულს უნდა ჰქონდეს ეს დასასრული ყოველთვის მხედველობაში. ხე ვერ მოგცემთ ნაყოფს იმ წუთშივე როდესაც თქვენ დარგავთ თქვენს ეზოში. ამ მდგომარეობის მისაღწევად თქვენ უნდა აღზარდოთ ის დიდი ხნის განმავლობაში, ასე არ არის? ამის მსგავსად რომელ შედეგსაც თქვენ ეძებთ თქვენ მას მიიღებთ შეუსვენებელი გულმოდგინე მომზადების დისციპლინის მეშვეობით. დანერგეთ აზრების და მოქმედებების კარგი ჩვევები იმისთვის რომ აქციოთ თქვენი სიცოცხლის დასასრული ნამდვილად ხელსაყრელად.
10.07.2012
თუ თქვენი ერთგულება არის ოჯახის მიმართ, თქვენ ხართ ოჯახის მსახური. თუ ეს არის ღმერთის მიმართ თქვენ ხართ ღმერთის მსახური. მაგრამ ყურადღება არ მიაქციოთ გასამრჯელოს რომელსაც ის გაძლევთ. არ იდაოთ და არ ივაჭროთ ჯილდოებისთვის. მხოლოდ დაქირავებული მუშები ყვირიან გასამრჯელოსთვის და აცხადებენ რომ ისინი არიან ღარიბები. იყავით ღმერთის ნათესავი, ოჯახის წევრი, ყლორტი. მაშინ ეს ავალდებულებს მას გამყოფოთ თქვენ კომფორტში. ეცადეთ იცხოვროთ ახლოს ღმერთთან როგორც მისმა საკუთარმა მოდგმამ. არ დაითვალოთ საათების რაოდენობა რომელიც თქვენ გაატარეთ მის მსახურებაში და არ იწუწუნოთ რომ ის არ გინაზღაურებთ საკმარისად. იყავით ყოველთვის სიხარულში, მის მსახურებაში, კარგის კეთებასა და კარგად ყოფნაში.
11.07.2012
ყოველი არსებაAარის ორი ძაფის წნული – მაიას და მადჰავას (ილუზიის და ღმრთიურების); დეჰას და დეჰის (სხეულის და ბინადარის), ჯადას და ჩითჰის (ინერტული ნივთიერების და შემეცნების), და ჯიივას და ბრაჰმანის (ინდივიდუალური სულის და უზენაესი სულის). ორივე ეს სინამდვილეში არის გაკეთებული ერთიდაიგივე ნივთიერებიდან; ისინი არის როგორც წისქვილის ორი ქვა, ერთი არის მბრუნავი ჯიივა და ერთი არის უძრავი ბრაჰმანი რომელზეც მეორე არის დაყრდნობილი. გურუ არის მასწავლებელი რომელიც შლის ძირითად უმეცრებას, რომელიც ფარავს ამ ჭეშმარიტების ცოდნას ჩვენგან. თუ თქვენ ვერ პოულობთ გურუს, ილოცეთ გულწრფელად, ღმერთი თქენს შიგნით თვითონ გაჩვენებთ გზას და გაგიძღვებათ თქვენ ამ გზაზე.
12.07.2012
ზოგიერთი მატერიალისტი ამტკიცებს რომ ჩიტი ხელში არის ორის ფასი ბუჩქში. ისინი ამბობენ რომ სიამოვნება რომელიც თქვენ ახლა გაქვთ არ უნდა იყოს უარყოფილი იმედით რაიმე დაპირების, თუ და როცა სიამოვნება რომელიც თქვენ გაქვთ იქნება უარყოფილი. მაგრამ უარყოფა არის ბედნიერება რომლითაც შეიძლება მიიღოთ სიამოვნება აქ და ახლა, და ის არის ბევრად მეტად ხელშემწყობი და შთამაგონებელი ვიდრე ბედნიერება მიღებული რაიმეს ხელში ჩაგდებით და მასთან მიბმულობით. გარდა ამისა, სიცოცხლეში, დაეუფლეთ თქვენს გრძნობებს უპირატესად ვიდრე არსებობას მათ მონობაში, იქ არის უეჭველი სიხარული. აღმოაჩინეთ სიხარულის შადრევანი რომელიც წარმოდგენილია თქვენს შიგნით. ეს არის არასდროს კლებადი, მუდამ სავსე და მუდამ ცივი შადრევანი, რადგან ის ჩნდება ღმერთიდან.
13.07.2012
თქვენ ავსებთ თქვენს დღეებს დაუცხრომელი შრომით, ჩაფლული მუდმივ მღელვარებასა და წუხილში, თქვენ ხართ აღუწერლად დასაქმებული, ამიტომ არ გაქვთ დრო რომ მდუმარედ განჭვრიტოთ ღმერთის ხელსაქმე. თქვენ ხართ შეწუხებული უცნაური აუხსნელი შიშით და მიედევნებით უწესრიგოდ შემდეგ ცარიელ კომფორტს, დაბრმავებული სიძულვილით და სიხარბით. დაკავებული ამ მძიმე შრომასა და მღელვარებაში, თქვენ ზოგჯერ კარგავთ ცოდნას სიდინჯის – ჭკუის დისციპლინირების შესახებ, რომელიც გადაგარჩენთ თქვენ. დაიწყეთ ეს სულიერი დისციპლინა ისე ადრე როგორც შესაძლებელია ცხოვრებაში, არ გადადოთ ის ცოტა შორს. იმიტომ რომ არავინ არ იცის სიცოცხლის ხანგრძლივობა როდის მივა დასასრულთან. დაფიქრდით ამაზე. დააკაკუნეთ და წყალობის კარები გაიღება. გახსენით კარები, მზის სხივები მომლოდინე თქვენი კარების გარეთ, ჩუმად შემოდინდება და დატბორავს თქვენს ოთახს სიყვარულით და სინათლით.
14.07.2012
სინამდვილეში რა არის სხეული? ეს მხოლოდ ათმა (სული) არის შეფუთული ხუთ კოშაში ან გარსში – ანნამაია (ფუტლიარი შედგენილი საკვებიდან), პრანამაია (ფუტლიარი შედგენილი სასიცოცხლო ძალიდან), მანომაია (ფუტლიარი შედგენილი აზრიდან) ვიჯნანამაია (ფუტლიარი გონებიდან) და ანანდამაია (ფუტლიარი ნეტარებიდან). ამ ჭეშმარიტების გაგებით და ყველა მათზე განჭვრეტით ადამიანი იძენს გარჩევის უნარს რომ დაშორდეს ამ ფუტლიარებიდან შინაგანი, მეტად ნამდვილი ბირთვისკენ. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, სულიერი მაძიებელი ტოვებს ფუტლიარებს ერთი მეორეს მიყოლებით და შეუძლია მოშორებით გარეკოს ყველა მათგანი, იმისთვის რომ შეიძინოს ცოდნა ბრაჰმანთან თავისი ერთობის შესახებ (ღმრთიურებასთან).
15.07.2012
ბევრი თქვენთაგანი ისმენს ჩემს მრავალ ნათქვამს კვლავ და კვლავ, წლიდან წლამდე. მაგრამ ცოტა თუ დგამს ნამდვილ თუნდაც პირველ ნაბიჯს სულიერ გზაზე. თქვენ შეიძლება კიდეც აიღოთ ჩემი გამოსვლების ჩანაწერები იმ მიზნით რომ წაიკითხოთ ის განმეორებით. მაგრამ, პრაქტიკის გარეშე, ეს ყველაფერი არის სრულიად ზედმეტი! თქვენ შეიძლება ილაპარაკოთ კაშკაშა მაღალ ჟღერადობის სტილში. იცოდეთ რომ თქვენ განგსჯიან არა თქვენი ენით, არამედ თქვენი საქმიანობით და დამოკიდებულებით. სულიერებაში არ არსებობს ადგილი ფარისევლობისა და გაორებული ქცევისთვის. თავდაჯერებულად, თქვენ უნდა იაროთ პირდაპირი და ვიწრო გზით, და ჭეშმარიტება და სიყვარული უნდა მიიღოთ როგორც თქვენი მუდმივი მეგზური და ამხანაგი.
16.07.2012
სულიერი დისციპლინა დაფუძნებულია ყველა არსების ერთობის რწმენაზე, ყველგან შეღწევადი მუდმივი მკვიდრის აათმას საფუძველზე. თქვენ შეიძლება ხედავთ ათასობით ინდივიდს მაგრამ არსით, ისინი არიან ყველა ერთი – ვინაიდან ისინი არიან მხოლოდ ტალღები ზედაპირზე ერთი ქვემოთ განლაგებული ოკეანის. საკვები ნაშოვნი სხეულის ყველა კიდურის ერთობლივი ძალისხმევით გარდაიქმნება კუჭით და სხვა ორგანოების მიერ ძალაში რომელსაც კვლავ საერთო ძალისხმევით ინაწილებს ყველა კიდური და ორგანო. სხეულის არც ერთი ნაწილი არ არის უგულებელყოფილი ამ პროცესში. სწორედ ასევე, იცოდეთ რომ თქვენ ყველა ხართ კიდურები ამ ერთი კოსმიური უფლის, ვინც გაცილებით უფრო ვრცელია ვიდრე მსოფლიო. მსოფლიო არის სრულიად პატარა ნაწილაკი მისი დიდებულების. ყველა თქვენთაგანი ხართ მასში და ღმერთი ვინც არის თქვენში იგივე არის ყველა სხვა არსებაში.
17.07.2012
როდესაც ახალგაზრდა კაცები ან ქალები გადიან საზღვარგარეთის ქვეყნებში, მათი მოხუცებული მშობლები არიან შეწუხებული მათ რეაქციაზე უცხო კულტურის ცდუნებებზე. მამა ან დედა წერენ თავიანთ შვილებს ვედრებით რომ არ მიატოვონ ოჯახის ჩვევები თაყვანისცემის, ლოცვის, ჭამის და სმის. შვილებს შეიძლება ჰქონდეთ ცრემლები თავიანთ თვალებზე თავიანთი მშობლების სიყვარულის გახსენებით, მაგრამ სულ ეს არის. ისინი შემდეგ ნებდებიან ცდუნებებს და მისრიალებენ შორს. სული რომლითაც წერილები არის დაწერილი არ არის პატივნაცემი მოქმედებაში. ასე აგრეთვე, ბევრი ეთაყვანება წმინდა წიგნებს რომლებშიც წარმოდგენილია კეთილშობილური აზრები. ისინი აყრიან ყვავილებს და სთავაზობენ ლოცვებს, მაგრამ როდესაც ისინი მიდიან პრაქტიკასთან თუნდაც იმის მცირე ნაწილის რაც არის დაწერილი წიგნებში, ის ჩანს შეუსრულებელ ამოცანად უმეტესობისთვის! თქვენ უნდა იცხოვროთ სიყვარულში, და უნდა გქონდეთ მისი პრაქტიკა ყოველ ცალკეულ დღეს დავიწყების გარეშე.
18.07.2012
ყვავილების მშვენიერ გირლიანდაში, რაც ყველაზე სწრაფად გეცემათ თვალში არის ყვავილები, მაშინ როდესაც ძაფზე რომელზეც ისინი არის ასხმული დასკვნა უნდა იყოს გამოტანილი, ის არ არის ასე აშკარა. მაგრამ შემკრავი ძაფის გარეშე ის ყველა დაცვივდებოდა. ასე აგრეთვე, კავშირის გარეშე ღმრთიურებასთან თქვენ ჩამოცვივდებით როგორც არსებები დაუკავშირებელი თქვენი თანამოძმე ადამიანების საყრდენთან. არასდროს არ დაივიწყოთ რომ თითოეული ხართ არსება ღმრთიური ნაპერწკლით თქვენს შიგნით. ღმრთიური დენი მიედინება თქვენი გავლით და გამოქმედებთ ყოველ თქვენთაგანს. ისწავლეთ თქვენი ჭკუის მიმართვა, იმიტომ რომ ეს გეხმარებათ თქვენ ღმრთიურების შეცნობაში თქვენში და თქვენს ირგვლივ. იყავით დარწმუნებული ჭკუის ამ ინსტრუმენტის ფლობაში უპირატესად ვიდრე მასზე დანებებაში. გაიგეთ მისი მუშაობის ტექნიკა ისევე როგორც მისი შესაძლებლობები.
19.07.2012
მე გეტყვი შენ ერთ რამეს რომელიც არის არსი ყველა კეთილშობილი წერილების – ერთი რამე მე მწადია თქვენ რომ გადაწყვიტოთ რომ მისდიოთ სწორედ დღევანდელი დღიდან. არ ეძებოთ ნაკლის აღმოჩენა სხვებში. უარი თქვით სხვების ცილისწამებაზე და სხვების ზიანის მიყენებაზე აზრში, სიტყვასა და საქმეში. არ აღაშფოთოთ ვინმე; არ გაერთოთ შურით ან ბოროტებით. იყავით ყოველთვის დინჯი ტემპერამენტში; გამოიყენეთ მანუგეშებელი და სათუთი სიტყვები. შეავსეთ თქვენი საუბრები ერთგულებით და თავდაჭერილობით. იცხოვრეთ სიყვარულში, სიყვარულისთვის, სიყვარულით. მაშინ უფალი რომელიც თავისთავად არის ღმრთიური სიყვარულის განსახიერება, გაჩუქებთ ყველაფერს რაც თქვენ გჭირდებათ, თქვენგან რაიმეს თხოვნის გარეშე. მან იცის. ის არის დედა რომელიც არ ელოდება ბავშვის კვნესის გაგონებას რომ კვებოს ის. მან იცის ყველა თქვენი საჭიროება და იჩქარის თქვენსკენ დახმარებით რომელიც თქვენ გინდათ.
20.07.2012
ჭკუის დაფიქსირება ღმერთზე ადამიანის დასასრულ მომენტში, არ არის ისეთი რამ რაც შეიძლება მოხდეს ადვილად. ეს მოითხოვს ხანგრძლივ წვრთნას და განსაზღვრულ ცოდნას. ის მოიხსენიება როგორც პურვა სამსკარა. ჭკუას გავლილი უნდა ჰქონდეს მკაცრი დისციპლინის გარკვეული კურსი. ეს თავის თავად არ არის საკმარისი; ჭკუამ უნდა უარყოს ყველა სხვა აზრი როგორც დაბალი დონის და დაბალი ხარისხის ისევე დამჭუჭყიანებელი. ეს ზიზღი ყველა სხვა საგნის მიმართ უნდა გაიზარდოს ძალაში. როდესაც ეს ორი – დისციპლინირება ჭკუის და მიღწევა მიუბმელობის ყველა სხვა აზრთან ერთად არის წარმოდგენილი, კონცენტრირება ღმრთიურებაზე აუცილებლად გამოვლინდება და იქნება მყარი ბოლო წუთების განმავლობაში.
21.07.2012
გატაცება და სურვილები მრავლდება; მათ არასდროს არ აქვთ დასასრული. ერთის შესრულებას მივყავართ ახალ სერიასთან. ეცადეთ მიხვიდეთ იმ სტადიასთან როდესაც მხოლოდ მისი სურვილია მნიშვნელოვანი და თქვენ იქნებით ინსტრუმენტი მის ხელებში. არ გაერთოთ დაბალი სურვილებით; აკონტროლეთ თქვენი მოსმენა. გოპებს სურდათ მოსმენა მხოლოდ კრიშნას დიდების და მიღწევების, მისი მომხიბვლელობის და გამოხტომების, მისი სიტყვების და საგმირო საქმეების. როდესაც თქვენ ავსებთ თქვენს თავს სიყვარულით ღმერთისთვის, თქვენ აღწევთ საარუუპას (მსგავსებას ღმრთიურ ფორმასთან რომელსაც თქვენ განჭრეტთ) და სააიუუჯიას (აბსოლუტურ შერწყმას). ეცადეთ ამ სასურველი ბოლო მიზნისთვის, არა მცირე გამარჯვებისთვის. იცხოვრეთ სიყვარულით, სიყვარულში, სიყვარულისთვის. მაშინ უფალი ვინც არის პრემასვარუპა (ღმრთიური სიყვარულის განსახიერება) გაჩუქებთ თქვენ ყველაფერს რაც თქვენ გჭირდებათ იმის მიუხედავად რომ თქვენ არ თხოვთ არაფერს.
22.07.2012
თქვენ დიდად ზრუნავთ რომ იხილოთ სახლი რომელიც არის თქვენი საკუთარი და რომელშიც ცხოვრობთ რომ არის შთამბეჭდავი და კეთილმოწყობილი! თქვენ ბრაზდებით თუკი პლაკატი არის დაწებებული მის კედლებზე. შემდეგ ერთ დღეს თქვენ ყიდით მას. ის უკვე აღარ არის თქვენი მიბმულობის საგანი. მაშინაც კი თუ სახლს არტყამს ელვა თქვენ არ აღელდებით! ფულით რომელიც თქვენ იშოვეთ თქვენ ყიდულობთ მინდვრებს. ახლა თქვენი მიბმულობა გადადის მინდვრებზე. დროის რაღაც პერიოდზე თქვენ გაყიდით მათ და დადებთ ფულს ბანკში. ახლა თქვენი მიბმულობა იზრდება ბანკის ანგარიშებისკენ. ახლა საკუთრივ რა არის თქვენი და რასთან ხართ მიბმული? ეს არ არის სახლი, მინდვრები, ან ფული; ეს არის პრესტიჟი, კომფორტი, წარმოდგენა, სიხარბე – საგნები რომლებიც აღმოცენდება თქვენს ჭკუაში როგორც სურვილები! სინამდვილეში ეს არის თქვენი ეგო რომელთანაც თქვენ ხართ მიბმული. თითოეულმა თქვენთაგანმა უნდა გამოიყენოს გარკვეული სულიერი ძალისხმევა იმისთვის რომ გაწმინდოს ჭკუა გულისთქმისგან და სიხარბისგან, შურისგან და სიძულვილისგან.
23.07.2012
უფალი არ აკეთებს განსხვავებას სუსტსა და ძლიერს, ან მაღალსა და დაბალს შორის. ასეთი მიდგომა არასდროს გაამრუდებს ღმერთის ხედვას. ყველას აქვს უფლება მის წყალობაზე; არავინ არის მიპატიჟებული, არავინ არის აღკვეთილი. ყველას აქვს უფლება და ყველა არის მისალმებული მისი თაყვანისცემის დარბაზებში შესვლაზე. მისი კარები არის მუდამ ღია. რა შეუძლია ვინმეს გააკეთოს თუ ზოგიერთი არ მიდის კარებთან? ვისაც სურს სითბო ის უნდა მივიდეს საკმარისად ახლოს ბუხართან და დაჯდეს იქ. ყველამ, ვინც დგას შორს შეუძლია მხოლოდ იცოდეს სინათლე რომელიც ჩნდება ამ ბუხრიდან. რა შეგიძლიათ თქვენ თქვათ იმ ადამიანზე ვინც დგას შორს, აცხადებს რომ ცეცხლს არ აქვს სითბო? – ეს არის შეუფერებელი. იცოდეთ რომ თითოეული და ყოველი ადამიანი ვინც მოწყურებულია უფლის დასწრებისთვის და შესასვლელად მის დარბარში (სამეფო კარში), და ვინც ისწრაფის მუდმივად ამ სურვილის განხორციელებისთვის აქვთ მიღება და განთავსება იქ.
24.07.2012
ჭკუა არის ქსოვილზე ფორმის მხატვარი რომელსაც ეწოდება `მე~ – ეს არის პროცესი რომლითაც ის აარსებს ეგოს და ანვითარებს მას სიმრავლედ ბორკილების რომელსაც ეწოდება მოჩვენება. ჭკუა კარნახობს გრძნობებს ობიექტების გეგმას მათ ასაშენებლად გარე სამყაროში გაგებებზე სიამოვნების და ტკივილის, სიხარულის და დარდის, და აშენებს ბიძგებს და განზრახვებს. ის ეწინააღმდეგება მარადიულ, უნივერსალურ და აბსოლუტურში გაქცევის ყველა მცდელობას. ის პროტესტირებს როდესაც პიროვნებას სწადია გახდეს გაცნობიერებული ადამიანის იდენტურობაში. მაგრამ როდესაც ის აღმოაჩენს რომ პიროვნება არის მისი ტაქტიკის მტკიცე წინააღმდეგობის გამწევი, ის თმობს და ქრება უკვალოდ! შეამცირეთ თქვენი სურვილები – თქვენ იქნებით თავისუფალი მოჩვენებიდან. სურვილები მოდის მიბმულობიდან – გათავისუფლება მოდის განდეგილობიდან.
25.07.2012
უფალი არის მოხსენიებული როგორც კავი – ის ვინც იცის წარსული, აწმყო და მომავალი. მან იცის ყველაფერი და ხედავს ყველაფერს. უფალი არის ის ვინც ტრიალებს ყველა გულში და ახდენს მის ცვლილებას ნაბიჯ-ნაბიჯ. ის არის მოტივატორი მთელი ქმნილებისთვის, პირველი საფუძველი. ის არის პოეტი (კავი ასევე ნიშნავს პოეტს); მისი პოემა არის ეს ყველაფერი. ის აყალიბებს ქცევას ყველასთვის. ხუთი ელემენტი ასრულებს მის ბრძანებებს. მათ არ შეუძლიათ გადააბიჯონ მის მიერ დადგენილ საზღვრებს. მისი კანონები მართავს ყველა არსების შინაგან სამყაროს ისე როგორც ადამიანის კანონს არ შეუძლია. და ის არის ფაქიზზე უფრო ფაქიზი; ფაქიზი არა ფორმაში, ის არის უფრო ფაქიზი ამიტომ ის არის მოკლებული ხარისხებს; ისეთი რამ რომელსაც თქვენ არ შეგიძლიათ ჩაწვდეთ თვალებით, ყურებით ან გრძნობის სხვა ორგანოებით. სადჰანის (სულიერი პრაქტიკის) დროს უფალი უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ის – გამოსასახად შეუძლებელი.
26.07.2012
თქვენი ბუნება არის ღმრთიური; ღმერთი არის სუბსტანცია რომლიდანაც თქვენ ხართ უბრალოდ სხვა სახელი და ფორმა. ამის გასაცნობიერებლად თქვენ უნდა განავითაროთ გარჩევა მარადიულსა და მუდმივად ცვალებადს შორის. თქვენ უნდა იცოდეთ რომ მსოფლიო არის მუდმივად დაქვემდებარებული ცვლილებას და მოდიფიცირებას, და რომ უფალი მხოლოდ არის უცვლელი. ივარჯიშეთ დახსნისთვის ამ და შემდეგი მსოფლიოს სიამოვნებებიდან, იყავით დარწმუნებული რომ ის არის აღსავსე დარდით. აკონტროლეთ გრძნობები და გრძნობითი აღძვრები; გამოამჟღავნეთ სულის სიმტკიცე დარდსა და ტკივილში, სიხარულსა და გამარჯვებაში. გქონდეთ მყარი რწმენა მასწავლებელსა და წმინდა ტექსტებში, და მტკიცე განჭვრეტაზე აბსოლუტის, შეუწუხებლად სხვა აზრების ტალღებით. შემდეგ თქვენ გაიგებთ თქვენს ჭეშმარიტ ბუნებას.
27.07.2012
აიძულეთ თქვენი ჭკუა რომ ისუნთქოს დიდებული ატმოსფერო მარადიულობის. გააკეთეთ ეს ღმერთის და მისი დიდების შესახებ შეხსენებით ყოველ წამს, ყოველი სუნთქვით, მისი რომელიმე სახელის გამეორებით. ან დასაქმდით სამუშაოთი რომელიც გადაგიყვანთ თქვენ თქვენი შეზღუდული მედან მის ვრცელ დიდმშვენიერებაში; რაღაც სამუშაოთი სადაც თქვენ მიუძღვნით ნაყოფს ღმერთს, ან იქ სადაც თქვენ დაუთმობთ თქვენ დროს და ენერგიას თქვენი ოსტატობის, სიხარულის და ცოდნის განაწილებას თქვენს თანამოაზრე ადამიანებთან. ან იყავით უმაღლეს სიცოცხლეზე მიძღვნილი ადამიანების გარემოცვაში; ადამიანების რომლებიც გაგამხნევებენ თქვენ რომ წახვიდეთ წინ გზაზე მიზნისკენ. ამის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ჩითთჰა შუდდჰის (ჭკუის გაწმენდას).
28.07.2012
ადამიანის არსებები დაჯილდოებული არიან მეხსიერებით, ისევე როგორც დავიწყების უნარით. ეს ორივე შესაძლებლობა არის სასარგებლო. იქნებ დავიწყების უნარი არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი – სხვანაირად ადამიანები იტირებენ დაკარგვაზე მილიონობით მათი მშობლებისა და ახლობლების წარსული სიცოცხლეებიდან, და ასევე შეურაცხყოფასა და ზიანზე რომლითაც დაიტანჯნენ ამ დაბადებაში. საბედნიეროდ დავიწყების ძალა ეხმარება ყველაფერით ამას. ადამიანებს ხშირად ახსოვთ მხოლოდ ის რამაც მოახდინა შთაბეჭდილება როგორც მნიშვნელოვანმა – მათი დაბადების დღეები, მათი მევალეები და ა.შ. ტრაგედია ის არის რომ ადამიანებს ავიწყდებათ ყველაზე კრიტიკული რამ მათი მიწიერი კარიერის შესახებ – გასაღები ბედნიერების და გათავისუფლების. კაცმა არ შეიძლება თავს მისცეს ნება რომ დაივიწყოს კითხვები – `ვინ ვარ მე? სად მივდივარ მე? სად მოვედი მე საიდან? რა არის ამ ყველაფრის ბუნება და მიზანი?~
29.07.2012
როდესაც თქვენ აღწევთ ჩითჰა შუდდჰის (ჭკუის სისუფთავეს) ჭეშმარიტება აირეკლება ნათლად მასზე. ამისთვის კეთილშობილთა კომპანია არის აუცილებელი. ღვთისმოსავთა და წმინდა ადამიანთა კომპანიას გამოვყავართ თანდათანობით ჩახლართული საქმიანობიდან. როდესაც ცივა ნახშირის ნაჭერს ათავსებენ გავარვარებული ნაცრის შუაგულში და როდესაც ცეცხლს დაუბერავენ მარაოთი ნახშირიც ასევე იწყებს ცეცხლით გავარვარებას. ჯნაანა აგნი ან სიბრძნის ცეცხლი იმართება მსგავსად. ინდივიდუალური ძალისხმევა და ღმრთიური წყალობა არის ორივე ერთიმეორისგან დამოკიდებული. ძალისხმევის გარეშე არ იარსებებს წყალობის მინიჭება. ამ წყალობის მოსაპოვებლად, თქვენ მხოლოდ გჭირდებათ რომ გქონდეთ რწმენა და სათნოება. დააკაკუნეთ – წყალობის კარი გაიღება. გააღეთ კარები – გარეთ მომლოდინე მზის სხივები შემოდინდებიან მშვიდად შიგნით და გაანათებენ ოთახს სინათლით.
30.07.2012
რაც საჭიროა ეს არის გრძნობების კონტროლი, არა მათი განადგურება. კონტროლი ნიშნავს აღებას ადამიანის მბრძანებლობაში; ადამიანის ნებაზე მორჩილებას. და განადგურება ნიშნავს უარის თქმას საქმიანობაზე, სრულ უმოქმედობას. ადამიანმა უნდა აიღოს კონტროლში ყველა გრძნობა და გამოიყენოს მხოლოდ მაშინ როცა მიზნები რისთვისაც ეს გრძნობები აქვს უნდა იყოს შესრულებული. თქვენ გადაწყვიტეთ და გულმოდგინედ ადევნებთ თვალყურს ვინ არის წესიერი ადამიანი რომ შევიდეს თქვენს სახლში კარების გავლით. მათ ვისაც შეუძლიათ ერთი კარებიდან შესვლა არ უნდა კამოიყენონ რომელიმე სხვა კარები. თუ ისინი ამას აკეთებენ მაშინ ამ სახლში იქნება არეულობა და უწესრიგობა. ბრძნული იქნებოდა უსაფრთხოების ზომების მიღება ასეთი აშლილობის წინააღმდეგ მათ შემოსვლამდე, ვიდრე საქმის დაჭერა აბეზარ ადამიანებთან მას შემდეგ რაც ისინი შემოვლენ შიგნით. თქვენ შეიძლება აპატიოთ დანაშაული პირველად. მაგრამ თქვენ საკმარისად უნდა იზრუნოთ იმაზე რომ ის აღარ განმეორდეს. ეს არის უკეთესი მეთოდი თუმცა არ არის საუკეთესო.
31.07.2012
ადამიანებს სწყურიათ ბედნიერების შეძენა და როდესაც არსებობს შეუმცირებელი ბედნიერების მიღების პერსპექტივა, ბევრი ადამიანი ახტება იდეაზე. მაგრამ ისინი მალე იღლებიან აუცილებელი ძალისხმევისგან და ეძებენ უმოკლეს გზას. ზოგჯერ ისინი ეყრდნობიან სხვებს რომ ატარონ თავისი ტვირთი და ისწრაფიან ბევრი ნაყოფისთვის ძალიან პატარა დამუშავების სანაცვლოდ. ზოგიერთი ძალისხმევა აქეთ და იქით, ისეთი როგორიცაა მოსმენა მჭერმეტყველების ან ლექციების არ იქნება საკმარისი. მკაცრი დისციპლინა და მყარი რწმენა არის აბსოლუტურად აუცილებელი წარმატებისთვის სულიერ მოგზაურობაში. თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი გრძნობები რომლებიც მიათრევს თქვენს ჭკუას გარე სამყაროს ცდუნებებისკენ. რომ ჰქონდეს მყარი რწმენა ადამიანმა უნდა აკონტროლოს ახირებული ჭკუა რომელიც ხატავს მიმზიდველ სურათებს მაცდუნებელ ფერებში რომ შეგიტყუოთ თქვენ დაბადებიდან დაბადებაში.
ბაბა