ივნისი

1.06.2012
აკეთეთ სიკეთე სხვებისთვის რამდენადაც ის დევს თქვენს ძალაუფლებაში. არ დათესოთ შიში ან არ მიაყენოთ ტკივილი სხვებზე ან ხელი არ შეუწყოთ მღელვარებას ან მწუხარებას. თუ თქვენ იღებთ სიამოვნებას სხვების ტკივილში, თქვენ მხოლოდ ასახიჩრებთ ღმრთიურებას თქვენში და შუქს ჰფენთ დემონურ ბუნებაზე ადამიანში. უფალი ცხოვრობს ყველაში – `იშვარა სარვა ბჰუუთჰაანამ~ – ის არის შენში, იმდენადვე რამდენადაც სხვებში, ვისაც ზიანს აყენებ. იცოდე ეს და უარი თქვი ყველა ძალისხმევაზე სხვების დასანგრევად. შენ ვერ შეძლებ სხვების დახმარებას – შენ შეგიძლია მხოლოდ შენი თავის დახმარება ამ მოქმედებით. შენ არ ვნებ სხვას; შენ ვნებ მხოლოდ შენს თავს ნებისმიერი ბოროტი მოქმედებით. გარეგანი მიბმულობა და ბუნება შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ შინაგანი სინამდვილე შენში არის იგივე რაც `სხვებში~.
2.06.2012
ეპოსში რამაიანა, რავანა ყურს ათხოვებდა სასიამოვნო ხოტბას მისი მისნისტრებიდან ვიდრე სასარგებლო რჩევას მისი ძმა ვიბიიშანადან. თავისი ძმის გასახლებით და თავისი კარისკაცების პატივისცემით მან ბეჭედი დაუსვა თავის ბედს. დღეს ბევრი ადამიანი მიედევნება სასიამოვნოს სასარგებლოზე მეტად და ეს არის მიზეზი ყველა უბედურებისა და უკმაყოფილებისათვის. ინდური კულტურა ყოველთვის ხაზს უსვამდა მყარ და სასარგებლო გზას; ის ყოველთვის ურჩევდა ადამიანს გრძნობების კონტროლს. მაინც ადამიანი დღეს მისდევს კულტურას რომელიც ანიჭებს სიამოვნებას გრძნობებს და მიდის შემდეგ წუთიერ და გარეთა ფურფუშებსა და სიამოვნებაზე. გაიგეთ რომ ავტომობილი იმართება საჭის ტრიალით შიგნიდან, მაშინ როდესაც ის ტრიალდება, გარეთა ბორბლები ავტომატურად გადაადგილდება. ანალოგიურად როდესაც თქვენ ატრიალებთ შიდა ბორბალს, თქვენ შეგიძლიათ წინსვლას.
3.06.2012
მონახეთ დრო დაკვიევებისთვის. დარდი რომელსაც თქვენ იწვევთ სხვებში, სულს შეგიხუთავთ თქვენ სიძულვილად დამკვიდრების შემდეგ. ის გადაგხდებათ თქვენს საკუთარ თავზე ათჯერადი ძალით. ამიტომ თავი აარიდეთ ტკივილის გამოწვევას სხვებში და იაყავით ფხიზლად რომ არ მიაყენოთ ტკივილი თქვენს თავს აგრეთვე. მაშინ თქვენ მიიზიდავთ ღმერთის წყალობას. თქვენ ვერ იქნებით წარმატებული თქვენს დევნაში ღმრთიურებისთვის თუ თქვენ თაღლითობით მოიგონებთ სხვების ზიანის მიყენების მიზეზს ან დატკბებით სხვების ტანჯვით ან გამახვილდებით თქვენს საკუთარ ბედნიერებასა და წინსვლაზე, დავიწყებით ზიანის რომელიც გამოიწვიეთ სხვებში. დჰამამ (სიმდიდრე) და დაივამ (ღმრთიურება) არ შეიძლება იყოს შეერთებული იდეალი. სიბნელე და სინათლე არ შეიძლება ესწრებოდეს ერთიდაიგივე დროს და ერთიდაიგივე ადგილზე.
4.06.2012
არ დაიკვეხნოთ უბრალოდ თქვენი ცოდნა წერილების და რომ თქვენ წაიკითხეთ ისინი ასზე მეტჯერ და რომ ზეპირად შეისწავლეთ კომენტარები რაც აქამდე დაწერილა მათზე. დაფიქრდით იმ ფაქტზე – მილიონობით მცხოვრებთაგან, რატომ იყო რომ მხოლოდ არჯუნას ჰქონდა ვიშვარუპა დარშანა (კოსმიური ფორმის ხილვა)? ეს არის იმიტომ რომ მან მიაღწია მინდობის უმაღლეს სტადიას. სათანადო დროს კრიშნამ დაიწყო ბჰაგავად გიიტას გაკვეთილები და თანდათანობით, არჯუნას მინდობა, წყურვილი და უდაო კონცენტრირება გაიზარდა. და მაშინ არჯუნა იყო ნაკურთხი უფლის უნივერსალური გაცხადებით. თუ ადამიანი არ აღწევს ამ მინდობის და წყურვილის იგივე ხარისხს, როგორ შეიძლება ეს შედეგი იყოს მოსალოდნელი? დაბადებისა და სიკვდილების ციკლი არ შეიძლება მოცილებული იყოს სწავლულობით. ამიტომ დაიწყეთ ამ პირველი გაკვეთილით. გაასუფთავეთ თქვენი ჭკუა და იმოგზაურეთ სამეფოში სადაც თქვენ ხედავთ ღმერთს ყველაში, ყველგან, ყველა დროში, თქვენს მიერ არჩეული უფლის უწყვეტი ხსოვნის მეშვეობით. ეს არის ძალიან ეფექტური სულიერი პრაქტიკა.
5.06.2012
უფალი რაამა ისწრაფოდა ჭეშმარიტების როგორც დჰარმის ძირითადი საფუძვლის მიდევნას. როგორიც არ უნდა ყოფილიყო გამოცდა, როგორი მძიმეც არ უნდა ყოფილიყო ტკივილი, ის უარს არ ამბობდა ჭეშმარიტებაზე. დედა სიიტა ასევე ინახავდა უბიწო ქალის დჰარმას ყოველთვის. მაგრამ ახლა ქალები და კაცები ნებდებიან ცდუნების ხელსაყრელ მომენტებს. ისინი დიდ მნიშვნელობას არ აძლევენ უბიწოების უღრმეს წყაროებს. შეუძლია შედეგებს გაამართლოს საშუალებები? ლამაზი დასასრულები ჭუჭყიანი საშუალებებით არასდროს არ იქნება სწორი. ადამიანმა რომელმაც დააყენა რაამა (ღმერთი) გულში არასოდეს არ უნდა მისცეს თავშესაფარი მხეცს მასში. რაამა მისი ავატარობის განმავლობაში იყო ბედნიერი როდესაც სხვები იყვნენ ბედნიერნი. ის დარდობდა როდესაც სხვები იყვნენ დარდებში. ეს არის ის ხასიათი რომელიც უფალ რაამას სურდა რომ ყველასთვის ესწავლებინა. თუ თქვენ პრაქტიკაში გაქვთ ეს თქვენ აუცილებლად მიიზიდავთ უფლის წყალობას. ასე რომ თავიდან აიცილეთ ტკივილი სხვებისგან, იყავით ფხიზლად, ასევე არ გამოიწვიოთ ტკივილი სხვებში.
6.06.2012
დავუშვათ თქვენი წვრილმანი სურვილები რომლისთვისაც ახლა თქვენ ახლოს მიდიხართ ღმერთთან განხორციელდა ან არ განხორციელდა; დავუშვათ გეგმები დაწინაურებისა და წინსვლისთვის რომელსაც თქვენ დებთ ღმერთის წინაშე, შესრულდა ან არ შესრულდა – ეს არ არის მნიშვნელოვანი ამ სიცოცხლის მოგზაურობაში. მთავარი მიზანი თქვენთვის უნდა იყოს ის რომ გახდეთ საკუთარი თავის პატრონი. თქვენ უნდა წინ წაიწიოთ ინტიმური და მუდმივი ურთიერთობის დასაუფლებლად ღმრთაებრივთან რომელიც არის თქვენს შიგნით, ისევე როგორც თქვენ ცხოვრობთ სამყაროში შიგნით. მიესალმეთ იმედგაცრუებასა და გამოცდებს იმისთვის რომ ეს გამაგრებთ თქვენ და სცდის თქვენს მამაცობას. ყველასთვის ვინც ცდილობს ჭკუის გასუფთავებას და მაღლა ასვლას სულიერ ნეტარებაში სადაც ‘ეს’ და ‘ის’ არის გამომჟღავნებული როგორც ერთი, უწყვეტი ხსოვნა ღმრთიური სახელის არის ძალიან ეფექტური სულიერი ვარჯიში.
7.06.2012
მიტოვებით სხვადასხვა ცდუნებების და ყურადღების გადატანით ამ მშვენიერი სამყაროდან, თქვენ შეხვალთ სულიერ მდგომარეობაში, გამოწვეულში სულის ძახილით. ეს დამოკიდებულება არის მოსაწონი იმიტომ რომ სულის სინათლე არის ჭეშმარიტი შუქურა ყველა მათთვის ვინც იბრძვის ყოფითი საქმიანობის ურთიერთობებში. სიბნელე ქმნის არეულობას და გაიძულებთ თქვენ მიიღოთ ერთი ნივთი მეორედ. სიბნელეში ხის ჯირკიც კი მოჩანს როგორც ქურდი ჩასაფრებული თქვენს გასაძარცვად. მე-ს ცოდნა არის სინათლე რომელიც ფანტავს სიბნელეს ისევე როგორც ეჭვებს და მიმზგავსებებს რომელსაც ის ქმნის. ამ ცოდნის გარეშე ადამიანები ხეტიალობენ უდაბნოში. ისინი იქცევიან ისე თითქოს მათ დაკარგეს მთელი მეხსიერება თავის და თავისი წარმოშობის და დანიშნულების შესახებ, რაც იწვევს სიბრალულს ბრძენთა შორის. შეცნობა ადამიანის პიროვნების, როგორც ათმა, არის სიბრძნის ნიშანი, ნათება ლამპის რომელიც ფანტავს სიბნელეს.
8.06.2012
ბევრი დღეს არ ხარჯავს თავისი დროის თუნდაც ხუთ წუთს ღმერთზე დაფიქრებაზე. 24 საათიდან რომელსაც მოიცავს დღე, გამოიყენეთ ექვსი გამოსამუშავებლად და დასახარჯად, ექვსი დასაფიქრებლად ღმერთზე, ექვსი ძილისთვის და ექვსი სხვების მსახურებისთვის. განავითარეთ სიჩუმე, უბრალოება და თავმდაბლობა ნაცვლად ხმაურის, სირთულის და მედიდურობის. გათავისუფლების გემოს განვითარებისთვის, იმეორეთ უფლის სახელი ენაზე და გააჯერეთ ჭკუა მისი დიდებულების სიტკბოთი. ეს არის ყველაზე საუკეთესო ვარჯიში რომელიც შეიძლება შესრულდეს ყოველთვის ყველას მიერ დამოუკიდებლად სარწმუნოებისგან, კასტისგან, სქესისგან, ასაკისგან, ეკონომიკური თუ სოციალური სტატუსისგან. ეს პრაქტიკა გამყოფებთ თქვენ მუდმივ კავშირში უსასრულო სივრცესთან და ასე ის გადმოგცემთ თქვენ ამ უსასრულობის სიბრძნის და ძალის რაიმე ნაწილს.
9.06.2012
სანათჰანა დჰარმა (უძველესი ინდური კულტურა) მოგიწოდებთ თქვენ აჩარიას (გურუს ან მოძღვრის) პატივისცემას, იმიტომ რომ გურუ ცდილობს გადაგარჩინოთ უბედურებიდან, დაბადებისა და სიკვდილის ნიაღვრიდან რომელშიც თქვენ სრიალებთ, უმეცრებით. კეთილშობილი და მხცოვანი ბრძენები იბრძოდნენ მასთან და ამაღლებდნენ თავის თავს აზრებს სუფთა რეგიონში, თავიანთი საკუთარი შინაგანი რეალობის აღმოსაჩენად. მათ შეიგრძნეს ღელვა და აღმოაჩინეს და უმღეროდნენ თავისუფლებას რომელიც მათ მიიღეს. ეს სიმღერები და სწავლებები ემსახურებოდა როგორც გზის მაჩვენებელი ნიშანი და ყველამ ვინც მიიღო სარგებლობა იქიდან უნდა აღიაროს ვალი. ამის გაკეთების საუკეთესო ხერხი არის შესწავლა, იმის არეკვლა რაც შესწავლილია, ჭეშმარიტების პრაქტიკა მისი მეშვეობით და მისი სისწორის დადასტურება თქვენი საკუთარი გამოცდილებით. ეს არის საუკეთესო გზა რომ გადაიხადოთ რიში რნა (ბრძენთა ვალი).
10.06.2012
ადამიანის არსებები, ძველი ინდური მოძღვრებების თანახმად არ არიან უბრალოდ კოორდინირებული ნაკრები კიდურების, გრძნობებისა და შეგრძნებების; ეს ყველა ერთად ასე შეგროვილი, იმართება გონებით რომელიც არის ალესილი მეთოდებით და სხოვნით შეძენილით ბევრი დაბადებების გავლით. გონება და ჩვევები არის თავისთავად ინსტრუმენტები ქმედითობის შეზღუდელი დიაპაზონით; არსებობს ბევრი მიზანი რომლის მიღწევაც მათ არ შეუძლიათ. ეს მიზნები უეჭველად შეიძლება იყოს მიღწეული ღმრთიური ძალის წყალობით. ეგოს სრული მინდობა ღმრთიურ ნებაზე მოიზიდავს თქვენზე წყალობას და აგავსებთ თქვენ ნეტარებით. ეპოსში რაამაიანა, ვიბჰიიშანა იყო ამ მინდობის უნარის მქონე და ამიტომ ის იყო აღიარებული ძაილან სწრაფად და მიაღწია სიხარულს ღმრთიურიდან. მეორე მხრივ სუგრიივას დასჭირდა რაღაც დრო რომ მიეღწია ამ სტადიისთვის რადგან ის დაეჭვებული იყო უფალ რაამას ძალებში და მხოლოდ მაშინ როდესაც მისი ეჭვები გაიწმინდა, ის ჭეშმარიტად მიენდო უფალს.
12.06.2012
ეპიკა რამაიანა გამოწვეული იყო ორი პატარა ინციდენტით ორი მეორეხარისხოვანი პერსონაჟის მონაწილეობით – კაიკეიის მოსამსახურე მანთჰარას აღშფოთებით და რაავანას დის, სურპანაკჰას გულისთქმის გამომჟღავნებით. შეიგნეთ რომ ერთი ბეწო ნაპერწკალი ამ ორი მტრული ხარისხის სურვილის და რისხვის (კამას და კროდჰას), არის საკმარისი დასანგრევად მშვიდობის და სიხარულის თქვენს ცხოვრებაში. ამოკვეთეთ ეს იქამდე ვიდრე დაგანგრევთ თქვენ. იმუშავეთ გულმოდგინედ თქვენი ჭკუის გასასუფთავებლად მისი სიმპათიებიდან და ანტიპათიებიდან. თუ თქვენ მოახერხებთ მათი დინების შეჩერებას მატერიალური სამყაროსკენ თქვენი გრძნობები იქნება არაეფექტური. ერთხელ თქვენ მიაღწევთ ჭკუის გაქრობას, ეს ცუდი ხარისხები ვერ შეძლებენ ზიანის მოყენებას თქვენზე და თქვენ დარჩებით სიხარულსა და მშვიდობაში. შეგრძნებადი საქმიანობა არის ჭკუის ქსელი ისევე როგორც მისაქსელი. როცა ის წყდება, გონება ქრება – ის შიმშილობს და კვდება.
13.06.2012
მე გთხოვთ თქვენ დააფიქსიროთ თქვენი ჭკუა ნებისმიერ სახელზე რომელიც აღზრდის უფლის დიდებასა და მწყალობლობას თქვენს შეგნებაში. აგრეთვე მოამზადეთ თქვენი ხელები საკეთებლად ქმედებების რომელიც ემსახურება უფალს, ვინც ციალებს ყოველ არსებაში. ყველა კაცი და ქალი არის მისი. ის პარსავს როგორც პარიკმახერი, ამზადებს თიხას როგორც მექოთნე, და რეცხავს, ახამებს და აუთოებს ტანსაცმელს როგორც სამრეცხაოში მომუშავენი. იცოდეთ რომ ის კარნახობს, ის შთააგონებს, ის იგონებს და ის აკეთებს. ითამაშეთ თქვენი როლი როგორც მარიონეტი აკეთებს; უხილავი დირექტორი ანვითარებს დრამას რომელიც მან უკვე ისურვა. თქვენ იღებთ ქაღალდის ფურცელს რომელზეც დაბეჭდილია ჩემი ფორმა, როგორიც ახლა მე ვარ; თქვენ ეცემით მიწაზე მის წინ თაყვანისცემის ნიშნად. რატომ არ შეგიძლიათ თქვენ მაშინ პატივი სცეთ ადამიანის ყველა არსებას, რწმენით რომ მე ვარ თითოეულ მათგანში, კიდევ უფრო ნათელ ფორმაში.
14.06.2012
სიხარულის და მშვიდობის მისაღებად თქვენ უნდა განავითაროთ ჭკუის სისუფთავე, დაუჭუჭყიანებელი ეგოურობით და მისი შვილებით – გულისთქმით, სიხარბით, შურით, რისხვით, სიძულვილით და დანარჩენით. ეს იქნება ადვილი როდესაც თქვენ ეძებთ სათსანგს (კარგ კომპანიას) და ცდილობთ კარგი საქმეების შესრულებას, თავს იქცევთ კეთილშობილური აზრებით და კითხულობთ შთამაგონებელ წიგნებს. უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ყველა ეს არის პრაქტიკაში დანერგვა სულ ცოტა ერთი კარგი აზრის. თუ თქვენ არ აკეთებთ პრაქტიკას, ხარვეზები თქვენი გულის სარკეში ვერ იქნება მოწმენდილი და უფალი ვერ აირეკლება მასში. მუდმივი პრაქტიკა სრული რწმენით გარდაქმნათ ნარა (ადამიანი) ნარაიანად (ღმრთიურად), თქვენთვის არსში არის ღმრთიური.
15.06.2012
სულიერ საკითხებში რწმენა არის ძალიან არსებითი. გქონდეთ რწმენა ძველი დროის ადამიანთა სიბრძნეში – არ გადაისროლოთ თქვენი პატარა და მცირე ჭკუა წმინდანთა დაწესებულებებისა და მათი აღმოჩენების წინააღმდეგ. მაგალითად, ადამიანებს ეჭვი ეპარებათ მშობლების გარდაცვალების წლისთავზე საკვების ცეცხლში ჩაყრით შეთავაზების რიტუალში. ისინი აბუჩად იგდებენ და დასცინიან, ‘როგორ შეიძლება აქ მოთავსებულმა საკვებმა მიაღწიოს იქ სადაც ისინი არიან?’ ისინი კამათობენ ‘რისთვის მივცეთ საკვები მკვდრებს როცა ცოცხლები შიმშილობენ?’ თუ მისამართი არის დაწერილი სწორად და გარკვევით, და თუ საჭირო საფოსტო გადასახადი არის გადახდილი და ნამდვილია მარკა, წერილი წაიღება ავტობუსით, თვითმფრინავით, მატარებლით ან ადამიანების მიერ პირდაპირ პიროვნების ზღურბლამდე და იქნება ჩაბარებული. ცეცხლის რიტუალი არის ავტორიზებული საფოსტო ყუთი, ცეცხლი არის საფოსტო სამსახური, მანტრები არის საფოსტო მარკები. არსებობს სულის მეცნიერება, როგორც არსებობს მატერიის მეცნიერება; მათ აქვთ მათი საკუთარი მართვის მეთოდი; მათ ჰყავთ მათი საკუთარი ექსპერტები და აქვთ ავტორიტეტული თეზისები. მატერიის ან ჭკუის საიდუმლო მხოლოდ სადჰანის მეშვეობით შეიძლება გახდეს ცნობილი, ხელჩაჭიდებული და გამოყენებული თქვენი სარგებლობისთვის.
16.06.2012
სურვილები რომლებიც ედება ჭკუაზე არის ნაკლები რომლებიც ალაქავებს ადამიანის შინაგან შეგნებას. აკონტროლეთ გრძნობები; არ მიეცეთ მათი დაჟინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. როდესაც გვამი არის მოთავსებული სამგლოვიარო კოცონზე და ცეცხლი არის ანთებული, ორივე, გვამიც და სამგლოვიარო კოცონიც გადაიქცევა ფერფლად. სწორედ ასევე როდესაც გრძნობები არის უარყოფილი ჭკუაც ქრება. როდესაც ჭკუა ქრება ილუზია კვდება და თავისუფლება არის მიღწეული. რწმენა ღმერთში არის საუკეთესო გამაგრება სულიერი გამარჯვებისათვის. როდესაც თქვენ მხიარულობთ უფლის ბრწყინვალების განჭვრეტაში ვერაფერი მატერიალური ვერ შეძლებს თქვენს მიზიდვას; ყველაფერი კიდევ მოგეჩვენება ქვემდგომი და ღვთისმოსავთა და მორჩილთა კომპანია იქნება გემრიელი. სულის გაღვიძება და გაცნობიერება შეიძლება ინდივიდუალური დისციპლინის მეშვეობით, და ღმერთის წყალობით. ეს ორი შეიძლება მოპოვებული იყოს სიყვარულის, სისუფთავის და სხვების მსახურების მეშვეობით.
17.06.2012
თქვენ, ნაკურთხმა ადამიანის ფორმით, უნდა ეცადოთ ზრდას ფიზიკური, მენტალური და ემოციური საზღვრების მიღმა. განსხვავების უნარიანი გონების დახმარებით, თქვენ უნდა მიიყვანოთ ის სრულყოფილებამდე მსგავსად როგორც მოქანდაკე აკეთებს დაუმუშავებელ ქვას. შეიგნეთ თქვენი ნათესაობა ღმერთთან; თქვენში დაფარულ ღმრთიურებასთან; უზარმაზარ შესაძლებლობებთან თქვეს შიგნით. ეს შეიძლება მიღწეული იყოს განსხვავების და უანგარობის (ვივეკას და ვაირააგიას) განხორციელებით. არცერთი ცოცხალი ფორმა გარდა ადამიანის არსების არ არის ამის განხორციელების უნარის მქონე. როდესაც თქვენ გულწრფელად ისწრაფით, უფალი თვითონ გიხელმძღვანელებთ თქვენ შიგნიდან განათების მეშვეობით, ან ვინმეს მეშვეობით ვისაც ის გამოგზავნის. არ დაკარგოთ იმედი ამ მოგზაურობაში; იარეთ გაბედულად. შეავსეთ ყოველი მომენტი აზრებით ღმერთზე, ამ ფორმაში თუ სხვაში.
18.06.2012
სხეულის გადაგდება არის მონათესავე გადასვლის რამდენიმე წლის განმავლობაში დაკავებული ერთი შენობიდან მეორეში. სახლში გადასვლის მოქმედება არის ფიზიკური, ის გავლენას ვერ მოახდენს თქვენზე. სწორედ ასევე დაბადებები და სიკვდილები ვერ ახდენენ გავლენას მარაიდულ პარამათმაზე (უზენაეს სულზე) რომელიც ესწრება შიგნით თქვენში. თავი რომ დაიხსნა ამ კვლავ და კვლავ დაბადების ციკლიდან, ‘პრანავა’ (აუმ-ის გალობა) არის ძლიერი ინსტრუმენტი. სიცოცხლის ხანგრძლივი ყველა წელი გამოყენებული უნდა იყოს დასრულების ამ ბოლო მომენტისთვის. თქვენი ჭკუა უნდა იყოს მიპყრობილი პრანავაზე როდესაც დგება სხეულის გადაგდების ჟამი. თქვენ აბოყინებთ სურნელებას საკვების რომელიც თქვენ შეჭამეთ; თქვენი უკანასკნელი აზრი მიანიშნებს საკვებზე რომლითაც თქვენ იკვებებოდით. თქვენი სადგათჰი (წინსვლა) არის თქვენი სადჰანის (პრაქტიკის) შესაბამისი. ამიტომ შეიგნეთ წმინდა აზრებზე ჭკუის დაფიქსირების საჭიროება მაშინ როცა სხეულიდან თავს იხსნით. და ეს შესაძლებელია როცა თქვენ ჩაძირავთ თქვენს თავს წმინდა აზრებში ყოველ მომენტში და გააკეთებთ ამას უწყვეტად.
19.06.2012
კარგი არის დასწრება გიიტას სწავლული მეცნიერების ლექციებზე. თუმცა არავითარი სარგებლობა არ აქვს თუ თქვენ სალექციო დარბაზის სვეტზე ხართ მიყუდებული და დიდხანს თვლემთ. ესე იგი, არა ბგერას არამედ აზრს აქვს მნიშვნელობა. ეს არის არა ყური არამედ გული რომელმაც უნდა დალიოს გიიტას ნექტარი და შეითვისოს მისი არსი. მოძებნეთ კეთილშობილი კომპანია (სათჰსანგი) და განცადეთ სიამოვნება; მაგრამ ამასთან ერთად არსებობს კიდევ საჭიროება იყოთ თვითგამომკვლევი. გამოიკვლიეთ საკუთარი თავი რომ დაინახოთ რა წარმატებას მიაღწიეთ გრძნობებიდან გასაქცევად და ღმერთთან ახლოს მისასვლელად. ჭკუა არის მსგავსი ველური სპილოს რომელიც შეიძლება მოთვინიერდეს უფლის სახელის გამეორებით. არ კვებოთ ის პატივმოყვარეობით, შურით, სიძულვილით და სიხარბით. დაე უფლის სახელის ექო მუდამ ისმოდეს.
20.06.2012
წამი არის სწორედ ძირითადი ერთეული დროის რომელსაც ჩვენ ვზომავთ, რომლითაც ჩვენ განვსაზღვრავთ წელს. სამოსი წამი ქმნის წუთს, სამოცი წუთი ქმნის საათს, ოცდაოთხი საათი შეადგენს დღეს და ოცდაათი დღე ქმნის თვეს; თორმეტი თვე გადის და ჩვენ ვამბობთ გავიდა წელი! როდესაც თორმეტი თვე არის დასრულებული, ჩვენ ვბრუნდებით უკან კვლავ პირველთან თვეების სიაში, და უწოდებთ მას ახალი წლის დღეს. ჩვენ ვქეიფობთ დღესასწაულის აღსანიშნავად. სიმართლე რომ ითქვას არაფერი ახალი არ ხდება ‘ახალი წლის დღეს’ – ეს არ არის წელი, არამედ ყოველი წამი რომელიც მიედინება აწმყოში ის არის ახალი. ამიტომ არ დაელოდოთ რაიმე ახლის ზეიმს დროში, წუთებამდე, საათებამდე, დღეებამდე და წლებამდე მათზე დამატებით! იზეიმეთ დაუყოვნებლივ წარმატების მიღწევის წამი და ყოველი მისი შემდეგი პატიოსანი ძალისხმევით და მიაღწიეთ მარადიულ სიხარულს. არ იყოთ მერყევი გადაწყვეტილებაში სიხარულსა და სიმშვიდეში ცხოვრებაზე.
21.06.12
გიიტაში კრიშნა უცხადებს არჯუნას, `შენ შეგიძლია ბრძოლაში გამოიყენო თავდასხმისა და თავდაცვის იარაღი და გაიმარჯვო რადგან შენ ისწავლე მათი მოპყრობის ხელოვნება ბავშვობიდან მრავალი წლის განმავლობაში, ასე არ არის? შეგეძლო შენ მათი გამოყენება თავდაჯერებით მომზადების გარეშე, მათი საჭიროების მომენტში? ამის მსგავსად ადამიანი რაიმეს კიდევ შეიძლება არ შეხვდეს სიცოცხლის განმავლობაში, სიკვდილთან შეხვედრა არის უდაო. ამიტომ ყველა უნდა იყოს გაწვრთნილი რომ ამ დროისთვის ჰქონდეს, დამოკიდებულება და აზრი რაც არის ყველაზე მეტად ხელსაყრელი მისთვის. ის არ იქნება ბრძნული, რომ აქედან გამომდინარე, იბრძოლო დასრულებისთვის, შენი საკუთარი საუკეთესო ინტერესით? ამიტომ გადადგით ნაბიჯები ღმერთზე ფიქრის განსამტკიცებლად ადრეული წლებიდან. ვინც კი სიცოცხლის ბოლო მომენტში ფიქრობს ჩემზე, მაღწევს მე.~ მუდმივი პრაქტიკის დისციპლინის მეშვეობით, თავი აარიდეთ სხვა აზრებს და კონცენტრირდით უფალზე მარტო. ეს არის სარწმუნო გზა ღმერთის მისაღწევად.
22.06.2012
ეს არის რწმენის ნაკლებობა რაც აიძულებს ადამიანს დაკარგოს ზნე და იფრინოს ბრაზის აღტკინებაში; ეს არის რწმენის უქონლობა საკუთარ თავსა და სხვებში. თუ თქვენ ნამდვილად ხედავთ თქვენ თავს როგორც დაუმარცხებელ მე-ს (ათმას) და სხვებს როგორც თქვენს ანარეკლს, როგორც წერილები აცხადებს მათ ყოფნას, ვერ იარსებებს პროვოკაცია გაბრაზებისკენ. რაც თქვენ უნდა გადაწყვიტოთ დღეს, არის გაცხადება თქვენი თანდაყოლილი ღმრთიურების სულ უფრო მეტედ და მეტად. რაც კი თქვენ შეგიძლიათ ან არ შეგიძლიათ გააკეთოთ, გააკეთეთ ეს მაინც: იცოდეთ უფალი რომელიც ცხოვრობს თქვენში. აღიარეთ ის, დაე მან გამოამჟღავნოს თავისი თავი თქვენში და თქვენი მეშვეობით. არსებითი შეცდომა დევს არგაგებაში რომ ეს სხეული და ყველა საგნები ერთად აღებული არის ხანმოკლე.
23.06.2012
ისწავლეთ თქვენს ცხოვრებაში ნეტარების და მშვიდობის შეძენა წერილების შესწავლით, ან ბრძენთაგან ვისაც ის აქვს მოპოვებული. მიჰყევით გზას ბეჯითად მაშინაც კი თუ თქვენ მიიღეთ მწვავე კრიტიკა ან უგულო განაჩენი. არასოდეს დართოთ ნება ცინიკურ სიცილს ან თქვენს შემწუხებელ კომენტარებს; მათ ვერასდროს უნდა შეძლონ ზიანის მიყენება სულიერ მაძიებელზე. შეუძლია ქარიშხალს ჰიმალაის მწკრივის შენჯღრევა? არ გაუშვათ თქვენი რწმენა მიზანში ან არ შეარყიოთ გზა ტანჯვის ან გამოცდის, მძიმე შრომის ან უბედურების ტკივილების ან სასოწარკვეთილების წინაშე. ეს არის მხოლოდ წარმავალი ღრუბლები, სხმული დროებითი აჩრდილების რომლებიც მალავენ ცოტა ხნით მზისა და მთვარის დიდებას. არ დაიბნიოთ თავგზა ეჭვებით ან გულგატეხილობით. ააშენეთ თქვენი ცხოვრების დიდი სახლი ოთხ მაგარ სვეტზე – სათნოების, სიმდიდრის, სურვილის და გათავისუფლების (დჰარმის, ართჰის, კამის და მოკშის) როგორც გადმოცემულია ძველი დროის ბრძენთა მიერ, თითოეული სვეტი შეკრულია მაგრად და საიმედოდ სხვა დანარჩენთან. არასდროს მისცეთ ამ სვეტებს გადახრის ან დაცემის ნება როგორც საზოგადოების ან ერის ზოგიერთი ინდივიდი აკეთებს ახლა.
24.06.2012
თქვენ უნდა გამოიყებნოთ თქვენი გონება იმის აღმოსაჩენად რაც არის საუკეთესო ვითარებასა და მდგომარეობაში, გათვალისწინებით სტატუსის და პროფესიის რომელიც თქვენ მოიპოვეთ. პარიკმახერი არ უნდა მოექცეს ყველა ნივთს ერთნაირად და არ უნდა გამოიყენოს თავისი სამართებელი ბოსტნეულის გასასუფთავებლად, მოსაჭრელად ფანქრის და ქაღალდის, ბამბუკის და წვერის ამასთანავე. თითოეულ ინსტრუმენტს აქვს თავისი საკუთარი სპეციალური გამოყენება და დანიშნულება; ყოველ ინდივიდს აქვს რაღაც უნარ-ჩვებები და პასუხისმგებლობა. მეფეს უნდა მოეპყრო როგორც მეფეს და ფერმერს როგორც ფერმერს. მაგრამ გახადეთ თქვენი საქმიანობა უშეცდომო არ დატოვოთ ნაიარევი თქვენს რწმენაზე ერთობაში. თუმცა ყველაფერი არის ბრაჰმანი, ამასთან დაკავშირებით ყოველდღიურ საქმიანობაში, თქვენ ვერ შეძლებთ არა გაორებული მიდგომის მიდევნას. იქ უნდა იყოს ბჰაავა-ადჰაითჰვა, არა კამა-ადჰვაითჰა, ესე იგი, ყველაფრის ერთობაში რწმენა უნდა იყოს ძირითადი, თუმცა გარე საქმიანობა შეიძლება იყოს განსხვავებული სხვადასხვა პირებისთვის.
25.06.2012
ენამ შეიძლება წარმოთქვას უფლის სახელი, ყურები შეიძლება იყოს ღია როდესაც ღმერთის დიდებას ყვებიან და ხელებმა შეიძლება დააყაროს ყვავილები ღმერთის სურათზე – ეს ყველაფერი არის უსარგებლო, თუ ის სრულდება მექანიკურად, წყურვილის დაკარგვით მასში. წერილების კითხვა ან თაყვანისცემის შესრულება სიტკბოს გემოს გარეშე არის ეკვივალენტური არსებობის მსგავსად კოვზის რომელიც იძირება მჟავეში და ტკბილში ერთნაირი მზადყოფნით და უგრძნობლობით. კოვზი არ უკუაგდებს ან იგებს რაიმე გემოს. ჭეშმარიტი სიხარული შეიძლება იყოს შეგრძნობილი მხოლოდ მაშინ როდესაც ერთგულის გული შეიცნობს უზენაესს; როდესაც ჭკუა არის აღფრთოვანებული მოგონებებით ღმერთის დიდებაზე ან წმინდა წერილების შესწავლით.
26.06.2012
არ არსებობს კლდე ცაზე თუმცა ღრუბლები, ვარსკვლავები, მზე და მთვარე ყველაფერი მოჩანს მასზე გარდი-გარდმო მოხაზულად. ზუსტად ასევე დაე ათასობით იდეა მოიხაზოს ჭკუის გარდი-გარდმო, უზრუნველყავით რომ თქვენი ჭკუა დარჩეს ხელშეუხებელი და მშვიდი. შეიძინეთ სიმტკიცე ჭკუაში; მაშინ თქვენი გონებაც ასევე არ გადაიხრება. ამ სიმშვიდისა ან შანთჰის გარეშე თქვენ ვერ შეიძენთ სოუკჰიამს (ბედნიერებას). წმინდა კაბირს არ ჰქონდა საკვები სამ დღეს – მაგრამ ის ემადლიერებოდა ღმერთს იმისთვის რომ მისცა მას საშური შანსი დაეცვა მარხვის რიტუალი. რაამას დიდი ერთგული, წმინდა რაამადასი დაპატიმრებული იყო საპყრობილეში – და ის ემადლიერებოდა ღმერთს რომ მან მისცა ადგილი სადაც მას შეეძლო მედიტირება მასზე მღელვარების გარეშე. ასეთი არის დამოკიდებულება წმინდანების, მათი ვინც არის ღმერთის შეყვარებული.
27.06.2012
ღმრთიურება თითოეულ ადამიანში კარნახობს ადამიანს დაეყრდნოს ჭეშმარიტებას და მორალურ კოდექსს; თქვენ მხოლოდ უნდა უსმინოთ, დაემორჩილოთ და მიაღწიოთ გადარჩენას. ცოტაა მოსმენა ამ მომენტში ამ ჩურჩულის; ზოგიერთი უსმენს როდესაც ის აპროტესტებს ხმამაღლა; სხვები არიან ყრუ; და არსებობს კიდევ ზოგიერთი ვისაც განსაზღვრული აქვს არ მოისმინოს ის. მაგრამ ყველამ უნდა იხელმძღვანელოს ამით ადრე თუ გვიან. ზოგიერთი შეიძლება ავიდეს თვითმფრინავში, სხვებმა შეიძლება იმოგზაურონ ავტომობილით ან ჩაჯდნენ ავტობუსში; მათ გარდა სხვებმა შეიძლება აირჩიონ მატარებლით მოგზაურობა, და შეიძლება იყოს ზოგიერთი ვისაც მოსწონს ფეხით სიარული თავიდან ბოლომდე – მაგრამ ყველამ უნდა მიაღწიოს მიზანს ამა თუ იმ დღეს. სამსარას (ყოფითი ცხოვრების) ოკეანე გადაილახება და ყველა მისი ტალღები დაიძლევა ღმრთიური სახელის დახმარებით. თუ თქვენ ესწრაფით უზენაესის ცოდნას და უფლის საჩუქრის მიღებას, აქ ადგილი არ უნდა იყოს გაორებისთვის. გული უნდა იყოს დაყენებული შენს შიგნით უფლის, როგორც მოტივატორის შეცნობის მიღწევის ამოცანაზე.
28.06.2012
საკვების კარგი გემოსთვის თქვენ გჭირდებათ მასში მარილის დამატება. მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ დებთ ცოტა საკვებს თქვენს ენაზე თქვენ იგებთ მას აქვს საკმარისი მარილი თუ არა. სწორედ ასევე მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ შემოივლით მსოფლიოს და მონაწილეობას მიიღეთ მის საქმიანობაში მორალური კოდექსის ერთგულებით, თქვენ აღმოაჩენთ რომ ჯნანას (სიბრძნის) მარილის გარეშე, ის არ არის გემრიელი; თუ თქვენ მიიღებთ მას ამ მარილის კვნიწით – ცოდნით რომ თქვენ ხართ არა სხეული არამედ მოსახლე, რომ თქვენ ხართ მხოლოდ მოწმე ამ მუდმივად ცვალებადი ბუნების პანორამის – მაშინ თქვენ იქნებით ბედნიერი და მშვიდი.
29.06.2012
კრიშნა ამბობს გიიტაში რომ `ომ~ უნდა გახსოვდეთ სიკვდილის მომენტში. მაგრამ როდესაც ჭკუა დაფარფატებს ერთი წარმოსახვიდან მეორეზე, როგორ შეიძლება წარმოებული იყოს ხმა ‘ომ, ომ..’ ვოკალური ორგანოებით ვინმეს შესაწევრად. უბრალოდ ხმა ვერ დაგეხმარებათ თქვენ გათავისუფლების მიღწევაში. გრძნობები უნდა იყოს ლაგამამოდებული, აზრები უნდა იყოს ერთმიმართული და ღმრთიური დიდება უნდა იყოს გაგებული. თუ თქვენ გადადებთ სადჰანას (სულიერ პრაქტიკას) ბოლო მომენტამდე, თქვენ იქნებით მსგავსი სტუდენტის, რომელიც ბრუნდება სახელმძღვანელოს ფურცლებზე პირველად, ზუსტად იმის წინ როდესაც შედის საგამოცდო დარბაზში! თუ სტუდენტი უგულებელყოფს სწავლას მასწავლებლიდან, ლექციის ჩანაწერებიდან და წიგნებიდან, როგორ შეიძლება რაიმე შევიდეს მის თავში ამ დილით? ის მხოლოდ უმატებს სტუდენტს სასოწარკვეთილებას. აი ამიტომ გვაძლევს უფალი რჩევას რომ ადამიანი ადრიანად უნდა შეუდგეს ჭეშმარიტების ძებნას.
30.06.2012 აშადი ეკადაში
სურნელოვანი ყვავილებით გამართლებულია ხე რომელიც მოისხამს ტკბილ ნაყოფს. თუ მეორე მხრივ მისი ფოთლები ხმება, ყვავილები ჭკნება და ნაყოფი უარს ამბობს ზრდაზე, ფერმერი იკვლევს ფესვებს და აღმოაჩენს რომ ის არის შეჭმული მავნებლებისგან. ზუსტად ასევე თუ სათნოება არ ყვავის და არ იძლევა ტკბილ ნაყოფს თქვენში მაშინ ღმრთიურების ფესვები შესაძლებელია არის განადგურებული ან დაზიანებული. შური, სიხარბე, ბოროტება და ა.შ. არის მავნებლები რომლებიც სწრაფად ანადგურებს ფესვებს. თქვენ ყველა ხართ ახლობელი და ძვირფასი ღმერთისთვის; მხოლოდ თქვენ უნდა გქონდეთ მტკიცე გადაწყვეტილება მის შესაცნობად. მიესალმეთ სირთულეებს, გამოცდებს და ტანჯვებს. მუდმივად და რწმენით დაბინავდით უფლის სახელზე რომელიც არის ძვირფასი თქვენთვის. გადააგდეთ დაბალი ხარისხის სიხარულის ყველა წყარო. იცოდეთ რომ უფალი არის სიხარულის წყარო ყველა გულში. როდესაც თქვენ იმეორებთ უფლის სახელს სუფთა გულით, ის აგავსებთ თქვენ ნეტარებით და სიხარულით.

ბაბა