შრი სათჰია საი ბაბა ლოცვისა და მანტრის შესახებ
ლოცვა – სულიერი ცხოვრების საყოველთაოდ მიღებული საფუძველი საუკუნეებია არსებობს ყველა რელიგიაში. ყოველ ჩვენგანს ათეისტს თუ მორწმუნეს, ნებით თუ უნებლიედ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ულოცია, უთხოვია თავისი, თავისი ნათესავებისა და თავისი ახლობლების დახმარება, დაცვა ან კურთხევა. როგორ უნდა შევევედროთ და შევთხოვოთ ღმერთს, რა და როგორ ვთხოვოთ, რომ ვედრებამ მიაღწიოს ღმერთს და დაგვიბრუნდეს მისი კურთხევით? როგორ აღიქმება ის ღმერთის მიერ? ბევრმა ჩვენთაგანმა ეს არ იცის.
შემოთავაზებული ციტატების ამონაკრეფიდან თქვენ შეიტყობთ როგორც ამის შესახებ ასევე ბევრ სხვა რამეზე, რაზედაც გატაცებით ღრმად და აღმაფრთოვანებლად გვიყვება სათჰია საი ბაბა, ჩვენი საუკუნის უდიდესი უნიკალური ღმრთიური მოვლენა. ჩვენ ის გვეუბნება, რომ “თხოვოთ ღმერთს – თქვენი ვალია” და განგვიმარტავს: “მე ვპასუხობ ნებისმიერ გულითად ვედრებაზე, მიუხედავად იმისა, რომელ ღმრთიურ სახეს და რომელ ღმრთიურ სახელს ეთაყვანებით.” მისი მთავარი გზის დალოცვაა: “იმისთვის, რომ ვედრებამ (ან მანტრამ) აკურთხოს და გარდაქმნას თქვენი ცხოვრება, იგი უნდა წარმოითქვას.”
ლოცვა ჭამის წინ
ძვირფასო უფალო!
შენ ხარ საკვები, შენ ხარ საკვების შემქმნელიც.
შენ ხარ ის, ვინც გვამარაგებს საკვებით, და ვინც მოიხმარს მას.
ამიტომ ჩვენ ვდებთ შენს ლოტოსის ტერფებთან ყველაფერს, რასაც ჩვენ ვჭამთ, გთხოვთ შენ აკურთხო საკვები და გვაკურთხო ჩვენც.
ყევლაფერი, რაც ჩვენ გვსურს ამ სამყაროში, – ეს არის შენი ნების შესრულება, შენი მსახურების ტარება.
და ამ სახით თვით-შეცნობის მიღწევა.