საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
ბაბა
2026 წლის 1 ოქტომბერი.
ჩვენ რატომ უნდა დავიჭიროთ თავი შორს ბოროტი აზრებიდან, ცუდი ხედვიდან და ზედმეტი ლაპარაკიდან? ბჰაგავანი გვიხსნის და გვირჩევს ჩვენ დღეს.
კაცებმა დიდად უნდა იზრუნონ ხედვაზე რომ მათმა გრძნობებმა არ გადაუხვიოს სწორ გზას და არ ჩაიდინოს ცოდვები. ბოროტ ფიქრებს, ბოროტ სიტყვებს და ბოროტ ხედვას გარდაუვალად მიჰყავს სრულ განადგურებამდე. მაგალითად, მაჰაბჰარატაში, დურიოდჰანას მუდმივად ჰქონდა ბოროტი აზრები პანდავებზე, და საბოლოოდ მან მოიტანა ნგრევა მთელ მის ოჯახიზე. კიიჩაკამ ბოროტი თვალით შეხედა დრაუპადის როცა პანდავები ფარულად ცხოვრობდნენ მეფე ვირატას სასახლეში, და მან გადაიხადა ამისთვის თავისი სიცოცხლით. რამაიანას აქვს მოთხრობა კაიკეის შესახებ, ვინც შეისმინა მანთჰარას ბოროტი რჩევა და ამგვარად დაკარგა არა მხოლოდ ქმარი არამედ მისი საკუთარი შვილის, ბჰარატას პატივისცემაც და სიყვარულიც. დღეს არავისაც აღარ მოსწონს იყოს ცნობილი ასეთი სამარცხვინო პერსონებით – დურიოდჰანა, კიიჩაკა ან რავანა! თუმცა, ეს სახელები არის არაკეთილგანწყობილი, ცუდი ხარისხები დაკავშირებული მათთან ჯერ კიდევ არ არის უარყოფილი კაცობრიობის მიერ! ისწრაფეთ უარის თქმისკენ ბოროტ ფიქრებზე, ბოროტ ხედვაზე, მანკიერ მეტყველებასა და სიხარბეზე ყური ათხოვოთ ბოროტ რჩევებსა და ცილისმწამებლურ ჭორებს.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 22 მაისი
2026 წლის 2 ოქტომბერი.
რატომ არის უმეცრების ფორმა კერპთაყვანისმცემლობის მნიშვნელობის უარყოფა? ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს ჩვენ დღეს.
კერპები არის ინერტი ბუნების და არ ფლობს თანაგრძნობის, სიყვარულის, მოთმინების და ა.შ. ხარისხებს, აი ამ მიზეზით ეწინააღმდეგებიან ზოგიერთები კერპთაყვანისმცემლობას. ეს არის უმეცრება. თქვენ იყენებთ საჩვენებელ თითს მისანიშნებლად კონკრეტულ საგანზე, ვთქვათ, ყვავილზე ან ჭიქაზე. მსგავსად, კერპები არის მიმნიშნებლად ღმრთაებრიობაზე. როგორც კი თქვენ შეიცნობთ ღმრთაებრიობას თქვენ აღარ დაგჭირდებათ მიმნიშნებლები, ვთქვათ, კერპები. ასეთ შემთხვევაში, სისულელე არ არის კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ წასვლა? თქვენ არ სცემთ თაყვანს თქვენი მშობლებისა და პაპა-ბაბოების სურათებს? აქვთ ამ სურათებს სიცოცხლე მათში? არა. არც აქვთ მათ თანაგრძნობის, სიყვარულის, მსხვერპლისა და სხვა მსგავსი ხარისხები. მაშ, რა აზრია მათ თაყვანისცემაში? სწორედ ამ სურათების მეშვეობით არის რომ ჩვენ ვიხსენებთ სათნოებებსა და იდეალებს რასაც ისინი გამოხატავდნენ. ავიღოთ მაგალითად, ასრუპიანი ბანკნოტი ზომებით 6 დუიმი x 4-ზე. ამ კუპიურაში არ არსებობს არც სიცოცხლე არც სიყვარულის, თანაგრძნობისა თუ სხვა სათნოებები. მიუხედავად ამისა, ადამიანებს ის უყვართ და სურთ მისი ფლობა. არსებობს ვინმე მსოფლიოში ვისაც არ უყვარს ფული? მაგავსად, ჩვენ პატივს ვცემთ სახელმწიფო დროშას იმ მნიშბნელობისთვის რასაც ის განითავსებს, თუმცა ეს არის მხოლოდ ქსოვილის ნაჭერი, რაც არის ინერტი. თუ კერპთაყვანისმცემლობა ჩაითვლება სისულელედ, მაშინ იგივე უნდა მითითდეს ფულის სიყვარულსა და დროშის პატივისცემაზეც, რაებიც არის ასევე უსიცოცხლო.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 12 მარტი
2026 წლის 3 ოქტომბერი.
რა ხდის გაიატრი-მანტრას მნიშვნელოვანს და უნივერსალს? ბჰაგავანი ააშკარავებს ღრმა დიდებას ამ წმინდა მანტრის უკან.
გაიატრი-მანტრა არის უნივერსალი ლოცვა რაც შეიძლება იყოს გამოყენებული ყველა ქვეყნისა და რწმენის ადამიანების მიერ. ვინაიდან იგი მიმართულია დიდებულ ძალაზე რაც ავსებს მზესა და სამ სამყაროს აღსაძვრელად, გასაღვიძებლად და გასაძლიერებლად გონების; ასე რომ მან შეძლოს წაყვანა ინტენს სადჰანასკენ, და სადჰანამ შეძლოს მიყვანა წარმატებამდე. ქუთუთოს დაცემა თვალზე გამოსცემს ბგერას, ცვრის წვეთი ყვავილის ფურცელზე გამოსცემს ბგერას. სიმშვიდის დამრღვევი ნებისმიერი მცირე აღელვება აუცილებლად წარმოქმნის ბგერას, თუმცა, თქვენ შესაძლოა ვერ მოისმინოთ, რადგან თქვენი ყურის დიაპაზონი არის შეზღუდული. ბგერა გამოწვეული პირველადი მოძრაობით რაც დაშედეგდა ბრაჰმანის შეფუთვაში თვითშემოქმედებითი ილუზიით არის პრანავა-შაბდჰა ან ომ. გაიატრი არის ამ პრანავას გაშლა-განვრცობა, და ამიტომ, ახლა მას მიიჩნევენ ისე ძალიან პატივსაცემად რომ ინიცება სულიერ ცხოვრებაში ხდება მისი ჭვრეტით. მანტრას ბგერა არის ისეთივე ღირებული როგორიც მისი შინაარსი. ბავშვი აკვანში წყვეტს ტირილს როგორც კი იავნანას უმღერიან; მას შესაძლოა არც ჰქონდეს რამე აზრი; ეს შეიძლება იყოს უბრალოდ უაზრო რითმა ან მელოდიური ჟღერადობა, მაგრამ იგი აწყნარებს, ამშვიდებს ნერვებს და გვრის ძილს. გაიატრის შემთხვევაში, მნიშვნელობა არის ასევე მარტივი და ღრმა. იგი არ ითხოვს მოწყალებას ან პატიებას; იგი ითხოვს ნათელ გონებას, ასე რომ ჭეშმარიტებამ შეძლოს არეკვლა მასში სწორად, რამე დამახინჯების გარეშე.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 16 მაისი
2026 წლის 4 ოქტომბერი.
რა არის ის ჭეშმარიტი სიმდიდრე, რაც კაცმა უნდა ეძებოს ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვპასუხობს და შთაგვაგონებს ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ სწრაფვა ამისთვის.
ის არ არის დიდი მმართველი ვინც ფლობს ყველა სახეობის სიმდრეს. ნამდვილი მაჰარაჯა (დიდი მმართველი) არის ის ვისაც ყველაფერი დათმობილი აქვს ღმრთაებრივზე. ის არის ტიაგი (განდეგილი); ის არის იოგი (ის ვინც არის კავშირში ღმრთაებრივთან). აი ამ მიზნით არის რომ უტარ პრადეშში, რომელ წმინდა ტაძარსაც კი თქვენ ესტუმრებით, თქვენ ნახავთ, რომ მლოცველები მიმართავენ სადჰუებს და ასკეტებს როგორც მახარაჯ. ისინი იწოდებიან როგორც მაჰარაჯ რადგან მათ აქვთ ნათქვამი უარი ყველაფერზე, აღებული თავშესაფარი უფალში, სწრაფვა შერწყმაზე უფალში და სულიერი დისციპლინის პრაქტიკა ამ მიზნისთვის. ჩაიტანიამ განაცხადა: „ჩემი სიმდიდრე არის არა „შრი“ არამედ „ჰარი“. მე ვაფასებ არა ლაკშმის (სიმდიდრის ქალღმერთს), არამედ ლაკშმის უფალს (ვიშნუს)“. თუ თქვენ ისწრაფვით უფლისკენ, თქვენ არ გაიტანჯებით რამე სურვილისგან. არ არსებობს უფრო დიდი სიმდიდრე ვიდრე უფლის სიყვარული. აი ამ უზენაესი სიმდიდრის შესაძენად არის რომ კაცს მიღებული აქვს დაბადება დედამიწაზე.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 6 მაისი
2026 წლის 5 ოქტომბერი.
რა არის ის ორი ნაკლი რაც გვაჩერებს ჩვენ ყველგანმყოფი ღმრთაებრივი პრინციპის ხედვის ქონიდან? ბჰაგავანი ნათლად განმარტავს დღეს, ამგვარად რომ ჩვენ შევძლოთ სწრაფვა ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრისკენ.
თქვენი ხედვით, ობიექტი შეიძლება ჩანდეს უსიცოცხლოდ, მაგრამ ვედური ხედვით, ყველაფერი არის ჩაიტანია (სავსე ცნობიერებით). ვინმემ შეიძლება იკითხვოს თუ ჩაიტანია არის ყველაფრის შემავსებელი, რატომ არ არის ეს ხილვადი შეუიარაღებელი თვალით? თქვენ ყველა ხართ კარგად მცოდნე ფაქტის რომ არსებობს კარაქი რძის თითოეულ წვეთში. შეგიძლიათ თქვენ უარყოთ მისი არსებობა უბრალოდ იმიტომ რომ იგი არ ჩანს შეუიარაღებელი თვალით? კარაქის მიღების პროცესი მოცავს რძის აჭრას და შემდეგ მის შედღვებას. კაცი უძლურია აღქმაზე ამ ჩაიტანიას პრინციპის ორი ნაკლის გამო: 1. ის ვერ შენიშნავს საკუთარ უამრავ შეცდომას; და 2. ის აზვიადებს სხვების უმცირეს შეცდომებს. ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ღმრთაებრიობას როცა ის შეწყვეტს საკუთარი შეცდომების დამალვასა და სხვების შეცდომების წინ წამოწევას. როცა ეს ორი ნაკლი ამოიღება გულიდან, ადამიანი ჭეშმარიტად ხდება ღმრთაებრიობის ტანმოსილება. სხვების შეცდომების ძებნა არის დიდი ცოდვა. ამის ნაცვლად, ეძებეთ თქვენი საკუთარი. ჩათვალეთ თქვენი უმცირესი ნაკლიც კი უხეშ შეცდომად და ეცადეთ მის გამოსწორებას. იგნორეთ შეცდომები სხვებში, როგორი დიდიც კი შეიძლება იყოს ესები. ნუ გააკრიტიკებთ სხვებს. ნაცვლად, გააკრიტიკეთ საკუთარი თავი და ჰკითხეთ საკუთარ თავს – ამნაირად უნდა მოვიქცე მე დაბადებული ადამიანის არსებად? ჭეშმარიტი სულიერი პრაქტიკა მდგომარეობს ადამიანის საკუთარი შეცდომების აღმოჩენასა და მათ გამოსწორებაში.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 12 მარტი
2026 წლის 6 ოქტომბერი.
რომელი ტერმიტები აზიანებენ ინდივიდუალებს საზოგადოებაში და, ამავდროულად, ძირს უთხრიან სოციალურ ფაბრიკებსაც? ბჰაგავანი შეგვახსენებს და გვაფრთხილებს ჩვენ დღეს ამგვარად რომ ჩვენ შევძლოთ თვითდაკვირვება და მოქმედება.
თავიდან ტერმიტები გვეჩვენება უმნიშვნელო და უწყინარ არსებებად; მათ უწოდებენ “თეთრ ჭიანჭველებს“ – თითქოს ესები იმსახურებდეს აღტაცებასა და ყურადღებას, ფრიად ვიდრე მოსპობას. ვინაიდან ესები მრავლდება სწრაფად და უხმაუროდ ანადგურებს კაცის სახლების მთელ ნაგებობებს. ცუდი ჩვევები, მიბაძვის მიდრეკილებები მსგავსი ლოთობის, ნარკოტიკების მოხმარების, აზარტული თამაშების და განგსტერობის – ესები შედის ინდივიდუალის და საზოგადოების ქცევაში უხმაუროდ სხვადასხვა შენიღბვებით და შემდეგ ანადგურებს ყველაზე მყარის და პატიოსნის კარიერასაც კი. ინდოეთის ახალგაზრდობა აყოლილია უცხო კულტურული თავისებურებების მაცდურ გავლენას. ისინი უარს ამბობენ უფროსების პატივისცემის, მშობლებზე ზრუნვის, გასაჭირში მყოფთა მიმართ თანაგრძნობის, თავმდაბლობის, უბრალოების, სიმართლის ერთგულებისა და ღირსების გრძნობის საკუთარ ძვირფას მემკვიდრეობაზე. მეცნიერებამ და ტექნოლოგიებმა გაამხნევა მატერიალი ხედვა, კონცენტრატა მთელი ძალისხმევა კომფორტისკენ და გააძლიერა ეგო. მსგავსი სამწუხარო დაცემა მოხდა დღეს მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანაში. ამ ტრაგედიის მთავარი მიზეზი არის ადამიანის პიროვნების სულიერი და მორალური ასპექტების უგულვებელყოფა.
– ღმერთის საუბარი, 1979 წლის 13 მაისი
2026 წლის 7 ოქტომბერი.
რა სულიერ განრიგს ან გეგმას უნდა მივყვეთ ჩვენ გასაცხადებლად თითოეულ ჩვენგანში ჩამალული ღმრთაებრიობის? ბჰაგავანი სიყვარულით ასახავს ამას ჩვენთვის დღეს.
კაცი არ მოვიდა აქ დასაძინებლად და საჭმელად; ის მოვიდა მასში ღმრთაებრივის გასაცხადებლად დისციპლინებული პროცესების მეშვეობით. აი ამიტომ უწოდებენ მას ვიაკტის, პიროვნებას ვინც ხდის ვიაკტას (გასაგებს) შაკტის (ძალას) რაც არის მასში – ღმრთიურ ენერგიას რაც მოტივირებს მას. ამ მიზნისთვის, ის მოვიდა აღჭურვილი ამ ტანითა და საჭირო გონებით მის საკონტროლოდ და მის მისამართად საქმიანობის სასარგებლო არხებზე. თქვენ უნდა შეიძინოთ ეს დჰარმა-ნიშთჰასით და კარმა-ნიშთჰასით, მორალობისა და კეთილი საქმეების მყარად მიდევნით. როცა თქვენ იტანჯებით მცხუნვარე მზისგან, თქვენ კარგად ხდებით მდინარე გოდავარიში განბანვით. როცა თქვენი გულები გამომშრალია სულიერი სიმშვიდის მწველი წყურვილით, თქვენ უნდა ჩაიძიროთ სულიერად დიდთა გამაგრილებელ კომპანიაში. იქონიეთ სულიერი საზრდოს მიღების განრიგი, ისევე როგორც თქვენ გაქვთ ახლა ეს ფიზიკური საზრდოობისთვის: უფლის სახელის წმინდა გამეორება (ჯაფა) და მედიტება (დჰიანა) საუზმედ, უფლის რიტუალური თაყვანისცემა (პუჯა) სადილის დროს, წმინდა წერილების ან რელიგიური ტექსტების კითხვა (პრავაჩანამ) შუადღის ჩაიდ და წახემსებად, და რელიგიური მუსიკა (ბჰაჯანი) მსუბუქ ვახშამად ღამის საწყის საათებში. თუ თქვენ დაიცავთ ამ რეჟიმს, თქვენ შეძლებთ მშვიდად დაძინებას და გაიღვიძებთ განახლებული.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 26 მარტი
2026 წლის 8 ოქტომბერი.
რატომ არ შეიძლება ჭეშმარიტი და ხანგრძლივი ბედნიერების პოვნა მატერიალურ ტანში ან გარე სამფლობელოში? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის და შეგვახსენებს ჩვენ დღეს.
ნამდვილად, კაცი არ არის დეჰა, ტანი. ის არის დეჰი მობინადრე. ჯივატმა (ინდივიდუალი) თავისი ბუნებით არის ჩინმაია სვარუპა (ღმრთაებრივი ცნობიერების ფორმა ან ნეტარება). არსებობს მჭიდრო კავშირი დეჰის ბუნებასა და ამ ჩინმაიატვამს (ნეტარებას) შორის. თქვენ შეგიძლიათ ჭეშმარიტი ნეტარების მიღება წმინდა ასპექტიდან რაც ცხოვრობს ტანში, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ მიიღოთ რამე ნეტარება მატერიალური ტანიდან. სანამ ბავშვი ერთობა სათამაშოებით ის იღებს რაღაც ბედნიერებას მოკლე პერიოდისთვის, მაგრამ მომენტი შვილი ხედავს დედას, ის გვერდზე გადადებს ყველა სათამაშოს და მიეშურება დედისკენ, რადგან ის მაშინ იღებს მუდმივ ბედნიერებას. სიმდიდრეს და მატერიალურ ქონებას შეუძლია დროებითი სიხარულის მოტანა, მაგრამ ხანგრძლივი ნეტარება მოდის მხოლოდ ღმრთაებრივი საწყისიდან. აი ამიტომ არის რომ მრავალი ადამიანი მდიდარი ქვეყნებიდან მოდის და მონაწილეობს სულიერ მოძრაობებში ცოტა სიმშვიდის მისაღებად. სიმშვიდე და ნეტარება მოდის თქვენს შიგნიდან და არა გარედან. კაცი არ ცოცხლობს მხოლოდ საკვებით. ის ცხოვრობს ატმას განცდით.
– ზაფხულის თავსხმები, 1978 წლის 14 ივნისი
2026 წლის 9 ოქტომბერი.
რა არის უფლის სახელის გალობის ძალა? ბჰაგავანი შეგვახსენებს ჩვენ მშვენიერი მაგალითით.
გახსოვდეთ უფლის სახელი, დაუკავშირეთ იგი თუნდაც მის ფორმას და გქონდეთ ეს ფორმა ჭკუის თვალში. ეს არის ლამპა, სინათლის მომჰფენი თქვენი გულის სიღრმეებზე. გქონდეთ ეს სახელი ენაზე და იგი განდევნის სიბნელეს როგორც შინაგანს ასევე გარეგანს. მშვიდობა შიგნით და ძმობა გარეთ – ეს არის ნამა-ჯაფამით (უფლის სახელის გამეორებით) დაკავებული ადამიანის ნიშანი. უფლის სახელს აქვს უზარმაზარი ძალა. ნება მომეცით მე გიამბოთ თქვენ შემთხვევა ამის შესახებ. ერთხელ, ჯნანადევი და ნამადევი მიდიოდნენ ერთად ტყის ბილიკით და ორივეს აწუხებდა აუტანელი წყურვილი. მათ აღმოაჩინეს ჭა, მაგრამ მათ ვერ იპოვეს ვერც თოკი და ვერც ჭურჭელი რითაც ისინი შეძლებდნენ ამოსაღებად ძვირფასი სითხის მიღწევას. ეს იყო ღრმა ჭა უსაფეხურებოდ, და წყალი იყო შორს, შორს დაბლა. ჯნანადევმა, ვისაც უკვე მიღწეული ჰქონდა ბრაჰმა-ჯნანა (უზენაესი არსების ცოდნა), თავი იდენტიფა ფრინველთან რაც ჩაფრინდა დაბლა ჭას და დალია მის შევსებამდე. მისი წყურვილი ასე დაკმაყოფილდა. ნამადევმა კი მოუხმო უფალს სახელით; უფალმა უპასუხა და წყლმა ჭაში ამოიწია – დიახ, ამოიწია დონემდე სანამ მან არ შეძლო მიწვდომა თავისი ხელებით და წყურვილის მოკვლა.
– ღმერთის საუბარი, 1962 წლის 7 მარტი
2026 წლის 10 ოქტომბერი.
არის გრძნობები დაბრკოლება სულიერ წინსვლაზე, თუ შესაძლებელია ესები გამოყენებული იყოს როგორც ინსტრუმენტები ღმრთაებრივი ნეტარების განსაცდელად? ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს ჩვენ დღეს სამახსოვრო მაგალითით.
ინდრიები (გრძნობები) შეიძლება იყოს გამოყენებული სულიერი ანანდას (ნეტარების) გასაზრდელად. როცა ხილის წვენს ჭიქაში ასხამენ, ჭიქა ვერ შეიგრძნობს გემოს. თქვენ უნდა დალიოთ იგი საწრუპით, გრძნობით; მაშინ ენა, რაც არის ბუდჰი (გონება) შეიგრძნობს სიტკბოს. ხილის წვენი არის პრაკრიტი (ბუნება) ჩვენს ირგვლივ. შეიგრძენით მისი სიტკბო, კერძოდ, ღმრთაებრიობა რაც მუდმივად არის მასში; სწორედ ეს არის მიზანი და მიზანშეწონილობა. პრაკრიტი არის უბრალოდ უფლის ლიილა (თამაში), წარმოდგენილი თქვენს წინაშე ამგვარად რომ თქვენ შეძლოთ უფლის დიდებისა და ბრწყინვალების გაგება. თუ ჭკუა ემორჩილება ბუდჰის კარნახებს, მაშინ ინდივიდუალი სარგებლობს. თუ ბრძანებები დელიდან აღსრულებულია ყველა შტატის მიერ მაშინ ქვეყანა ძლიერდება და ერთიანდება. მაგრამ თუ ჭკუა ხდება გრძნობების მონა, მაშინ უბედურება აქვს ინდივიდუალს. როცა ჭკუა ამგვარად მიჰყვება გარეთ მიმართულ გრძნობებს და ივიწყებს რეალობას, როცა იდივიდუალი იძირება ცრუ ფანტაზიის სიზმრის მსოფლიოში, ეს შივატაი (ღმრთაებრივი დედა) ხელს უთათუნებს შვილს და აღვიძებს მას. ამის შემდეგ მეტად აღარ არის საჭირო მათთვის სხვა რამის თქმა. როცა იღვიძებს, ჭეშმარიტება გამოიკვეთება.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 2 აგვისტო
2026 წლის 11 ოქტომბერი.
რა არის ყველა სადჰანას მიზანი რასაც ჩვენ მივმართავთ? როცა ჩვენ ვიწყებთ ნავარატრის ხელსაყრელ ზეიმებს, ბჰაგავანი შეგვახსენებს ჩვენ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს წმინდა დრო.
ნავარატრის ფესტივალის განმავლობაში, ადამიანის დემონური მიდრეკილებების აღმოფხვრის მიზნით, ღმრთაებებს თაყვანს სცემენ კუმკუმით (წმინდა წითელი ფხვნილით). წითელი ფხვნილი არის სისხლის სიმბოლო. ამ თაყვანისცემის მნიშვნელობა არის ადამიანის სისხლის შეთავაზება უფლისადმი და უფლისგან მშვიდობის საჩუქრის მიღება სამაგიეროდ. არსებობს ოთხი სახის მიდრეკილება კაცში: ცხოველური, დემონური, ადამიანური და ღმრთაებრივი. ადამიანის სამი შემადგენლიდან – ტანი, ჭკუა და ატმა – როცა კაცი იგნორებს ჭკუასა და ატმას და იდენტიფებს საკუთარ თავს ტანთან, ის ავლენს მხოლოდ თავის ცხოველურ ხარისხებს. როცა ტანი და ატმა ავიწყდება და მხოლოდ ჭკუა არის მარტო გაბატონებული, ადამიანი ხდება დემონური. როცა ტანი და ჭკუა ავიწყდება და ადამიანი არის ჩაძირული ატმურ ცნობიერებაში, ის ხდება ღმრთაებრივი. თუ ამნაირად ადამიანი გამოიკვლევს კაცში არსებულ პოტენციალს, ის აღმოაჩენს რომ ისინი მოიცავენ ყველაფერს. კაცმა, ამიტომ, უნდა იცოდეს საკუთარი თავი. იქ იპოვის ის ყველაფერს. არჯუნამ ნახა ყველა მსოფლიო კრიშნას კოსმოსურ ფორმაში. მან ნახა რომ უფალი ცხოვრობს ყოველ ადამიანში. ის არის უფრო ახლოს ვიდრე ადამიანის ყველაზე ახლობელი ნათესავი და მეგობარი და არის უფრო ძვირფასი ვიდრე სხვა ვინმე კიდევ. ის არის კაცის ერთადერთი მხსნელი და თავშესაფარი. შესაბამისად, ნავარატრის ფესტივალი აღინიშნება ფიქრით ღმერთზე ათი დღის განმავლობაში, საკუთარი თავის განწმენდით ყველა სიბინძურისგან, ღმრთაებრიობის განსაცდელად შიგნით.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 14 ოქტომბერი
2026 წლის 12 ოქტომბერი.
რა არის ადამიანის დაბადების ჭეშმარიტი მიზანი, და როგორ შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს მას? ბჰაგავანი სიყვარულით გვიძღვება ჩვენ თვითდაკვირვებისა და ქმედებისკენ.
ადამიანმა უნდა მისცეს ფორმა თავის ცხოვრებას ისე რომ მან დაიმსახუროს ღმერთის მადლი. ჩვენ უნდა მივყვეთ წმინდა გზას. დაბადებულებმა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც საჭიროა უზრუნველსაყოფად რომ ჩვენ ხელახლა აღარ დავიბადოთ. როცა ჩვენ ვხვდებით ჩვენს სიკვდილს, ჩვენ ისე უნდა შევხვდეთ მას რომ ჩვენ აღარ შევხვდეთ მას მეორედ. ეს მართლაც არის კაცის ცხოვრების საიდუმლო. მაგრამ დღეს, კაცის ცხოვრებაში, რა ზომითაც გაიზარდა მეცნიერების ცოდნა, იმ ზომით კაცის ძალა გახდა ნაკლები. როგორც მეცნიერება წინ მიიწევს, გაგება რაც არის ადამიანებში ხდება ნაკლები და ნაკლები. რასაც თქვენ უწოდებთ მეცნიერებას შეუძლია მოგცეთ თქვენ მატერიალური სიამოვნება, მაგრამ მას არ შეუძლია მოგცეთ თქვენ ატმას ნეტარება. სულიერებას მიჰყავხართ თქვენ სისრულის ასპექტისკენ . თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს ეს სისრულე, ან სრული ცოდნა მოთავსებული სულიერებაში. სიტყვა „მან“-ს ან მანავას თავისში აქვს სამი ასო – მა, ნა და ვა. აქ, მა აღნიშნავს უმეცრებას ანუ ცოდნის ნაკლებობას, ნა ნიშნავს ასეთი სიბნელისგან ან უმეცრებისგან გათავისუფლებას, და ვა ნიშნავს თქვენს ქცევას. ამგვარად, სიტყვა მანავა ნიშნავს რომ თქვენ უნდა მართოთ თქვენი თავი იმ წესით რითაც თქვენ აღმოფხვრით სრულ სიბნელეს და უმეცრებას.
– ზაფხულის თავსხმები, 1978 წლის 14 ივნისი
2026 წლის 13 ოქტომბერი.
ჩვენ რატომ ვცემთ თაყვანს დევის, და ჩვენ კიდევ რა უნდა გავაკეთოთ წარმატების უზრუნველსაყოფად ამ მცდელობაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
რა კავშირია სანკალპებს (აზრებს) და სადჰანას (სულიერ მცდელობას) შორის? ეს არის მსგავსი კვამლის და ცეცხლის. როცა კვამლი ჭარბობს, ცეცხლი არის ჩახშობილი. როცა ცეცხლი მძვინვარებს, კვამლი ქრება. მსგავსად, როცა პარა შაკტი (სულიერი ძალა) იზრდება, პრაკრიტა შაკტი (მსოფლიური ძალა) მცირდება, და როცა ადამიანის სულიერი ძალა მცირდება, მმსოფლიური ძალა იზრდება. სულის ძალის გასაზრდელად და ბუნების ძალის შესაზღუდად, კაცმა უნდა კულტივიროს ვაირაგია (განცალკევება) მსოფლიო საკითხებში. სანკალპებიდან წარმოიშობა იჩჩა-შაკტი (ნებისძალა). ეს იჩჩა-შაკტი არის რამდენიმე სხვა ძალის წყარო, როგორიცაა ინტელექტუალური ძალა, გარჩევის უნარიანობა, მეტყველების უნარი და სხვა. ამ იჩჩა-შაკტის განსავითარებლად ადამიანმა თაყვანი უნდა სცეს დევის; ანუ, მან უნდა დაიწყოს ფიზიკური ფორმების თაყვანისცემა. და ამ იჩჩა-შაკტის განსავითარებლად, ჩვენ თანდათან უნდა შევამციროთ ჩვენი სურვილები. არსებობს უშუალო გამოცდილება ამის დასტურად. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ლტოლვა სხვადასხვა სასმლის მიმართ, საწყისისთვის, მას შეუძლია სურვილების გაკონტროლება ზოგიერთ მათგანზე უარის თქმით. ამით, ვითარდება ნებისძალა და დროთა განმავლობაში უფრო ადვილი ხდება უარის თქმა სხვა სურვილებზეც. ვედანტური ტერმინოლოგიით, ეს აღწერილია როგორც ვაირაგია. ვაირაგია არ ნიშნავს ოჯახისა და სახლის მიტოვებას და ტყეში განმარტოებას. იგი ნიშნავს ღმრთიური აზრების განვითარებას და მსოფლიური გრძნობების შემცირებას.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 4 ოქტომბერი
2026 წლის 14 ოქტომბერი.
ამბობენ, რომ ნავარატრის დღესასწაულის განმავლობაში ჩვენ თაყვანს ვცემთ ღმრთაებრივს როგორც ადი-შაკტის. რა არის ეს ადი-შაკტი? ბჰაგავანი განმარტავს დღეს და ააშკარავებს კავშირს ამ ძალასა და კაცს შორის!
არსებობს უსაზღვრო ძალა კაცში, ძალა რაც არის გაგების მიღმა და რაც არის ღმრთაებრივი. თუმცა ის არ აკეთებს ძალისხმევას მის შესაცნობად. თუ კაცს არ აქვს ეს ძალა, როგორ შეძლებდა ის წასვლას მთვარეზე? რა ძალა არის ის რაც აიძულებს დედამიწას იბრუნოს თავის ირგვლივ? ეს არ არის რამე მანქანა ან მანტრა. ეს ძალა არის შიგნით თვით დედამიწაში. ენერგია წარმოდგენილი კაცში და სხვა ობიექტებში, იხსენება როგორც კოსმიკ ენერგია. რა არის ეს კოსმიკ ძალა? მზე იღებს მის ენერგიასა და ნათებას ამ კოსმიკ წყაროდან. ეს არის იგივე კოსმიკ წყარო რაც მიიჩნევა ადამიანის ჭკუის ძალისა და თვალის საოცარი ძალისთვის დაინახოს ყველაზე შორეული ვარსკვლავები. მაგრამ ეს უსაზღვრო ძალა შეიმეცნება და ვარჯიშდება თითოეული ადამიანის მიერ მისი განვითარების დონის შესაბამისად. ერთი და იგივე ელექტროენერგია გამოიყენება სხვადასხვა მიზნით: გასათბობად, გასანათებლად, ვენტილატორის ასამუშავებლად და ა.შ. მსგავსად, ღმრთაებრივი კოსმიკ ენერგია ადამიანში გამოიყენება სხვადასხვა პიროვნების მიერ სხვადასხვა მიზნით. მისი უნარიანობის გამო გამოავლინოს ეს ფარული და უსაზღვრო კოსმიკ ენერგია, კაცი აღწერილია როგორც ვიაკტი (ის ვინც ავლენს). ადამიანურობა შედგება იმის გამოვლენაში რაც არის ფარული და უხილავი კაცში. ეს ენერგია კაცში არის ადი-შაკტი (პირველქმნილი ძალა).
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 14 ოქტომბერი
2026 წლის 15 ოქტომბერი.
რა არის სადჰანა რაც ჩვენ უნდა ავიღოთ თავზე ნავარატრის დღესასწაულის განმავლობაში? ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ ჭეშმარიტი ბედნიერების მოპოვება.
ადამიანი უნდა ისწრაფოდეს გაცნობიერებაზე ღმრთაებრიობის ტრანსცენდენტური ბუნების სამი გუნას გაკონტროლებით რაღაც გარკვეულწილად მაინც. ეს არის ის სადჰანა რაც ადამიანმა უნდა აიღოს თავზე ნავარატრის დღესასწაულის ამ ცხრა დღის განმავლობაში და ამით მოიპოვოს ღმერთის მადლი. ეს არის მხოლოდ შემდეგ რომ ადამიანს შეუძლია ჭეშმარიტი სულიერი სიმშვიდის განცდა. სიმშვიდის მეშვეობით, ადამიანს შეუძლია ბედნიერების მიღწევა. დიდმა პოეტმა წმინდანმა ტიაგარაჯამ გამოხატა ეს თავის ცნობილ კირთანაში, „შანტამუ ლეკა საუკჰიამუ ლედუ“ (სიმშვიდის გარეშე შეუძლებელია იარსებოს ბედნიერებამ). ამიტომ, სიმშვიდე არის არსებითი ადამიანისთვის. ეს არის ნამდვილი სასიცოცხლო სუნთქვა. სიმშვიდე ვერ მოიპოვება ფიზიკური ძალის, ინტელექტის, სიმდიდრის ან შთამომავლობის დაგროვება-გამრავლებით. მეფე დრიტარაშტრას საკმარისად ჰქონდა აქედან ყველაფერი, მაგრამ ის არასდროს განიცდიდა სიმშვიდეს. რატომ? მას არ გააჩნდა დჰარმას ძალა და ღმრთაებრიობა თავის მხარდასაჭერად. შედეგად, ის გახდა ბოროტი ზრახვებისა და მანკიერი ხარისხების მსხვერპლი და საბოლოოდ დაიღუპა. სიყვარულის ტანმოსილნო! დჰარმაბალა (უბიწოების ძალა) და დაივაბალა (ძალა რაც მოდის ღმერთიდან) არის ორი ატრიბუტი რაც არის უმნიშვნელოვანესი ადამიანის წარმატებისთვის მის ნებისმიერ მცდელობაში. ადამიანმა უნდა შეიძინოს ეს ორი ხარისხი და მიუძღვნას თავისი ცხოვრება საზოგადოების მსახურებას.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 24 სექტემბერი
2026 წლის 16 ოქტომბერი.
რა არის ნავარატრის ფესტივალის ისტორიული მნიშვნელობა, და როგორ უნდა განვმარტოთ ჩვენ იგი ახლა? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
ნავარატრის დღესასწაული აღნიშნებოდა მეფეთა მიერ ძველ დროში ბუნების გულის მოგებისთვის დაპყრობლურ ომებში ჩაბმამდე. ნავარატრის დღესასწაულს აქვს კიდევ სხვა მნიშვნელობაც. იგი განზრახულია გამარჯვების მოსაპოვებლად ნავაგრაჰაზე (ცხრა პლანეტაზე). წმინდანი ტიაგარაჯა, თუმცა, აცხადებდა რომ თუ მხოლოდ მას ექნებოდა რამას ანუგრაჰა (ღმრთაებრივი მადლი), ნავაგრაჰა იქნებოდა უკიდურესად უძლური. კაცებმა დღეს არ უნდა ეძებონ მიწიერი გამარჯვებები რაც იძებნებოდა ძველი მმართველების მიერ. წარსულის მეფეები მხოლოდ ესწრაფვოდნენ ამქვეყნიურ სიმდიდრეს. მაგრამ კაცში არსებობს მეფეთა მეფე. ეს სამეფო არის ატმა-სამრაჯიამ (სულის სამეფო), და ჯივა-ტატვა (ინდივიდუალი სული) არის მეფე. თუ ჯივა, ვინც არის მეფე, გადაიქცევა ცხოველად, რა დაემართება სამეფოს? მათ უნდა ეძებონ ატმა-სამრაჯიამის ხელმწიფობა თავიანთში. ეს მოითხოვს კონტროლს გრძნობებზე და თავის არიდებას ისეთ მანკიერ ხარისხებზე როგორიცაა რისხვა, სიხარბე და შური. გრძნობებს რაც აღმოცენდება არ უნდა მიუშვათ სადავე. ეს უნდა დაიწყოთ თვით ახლავე როცა თქვენ ხართ ახალგაზრდა. ნუ გადადებთ მას თქვენი მოხუცობისთვის. სწორედ ამიტომ ამბობენ, „დაიწყე ადრე, იმოძრავე ნელა, მიაღწიე უსაფრთხოდ“.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 4 ოქტომბერი
2026 წლის 17 ოქტომბერი.
რა არის განსაკუთრებული დასარას დღესასწაულის აღნიშვნაში პრასანთი ნილაიამში? ბჰაგავანი ხსნის ასე რომ ჩვენ შევძლოთ ხელსაყრელობის საუკეთესოდ გამოყენება.
ეს პრასანტი ნილაიამი არის ნიტია შანტის (ურყევი სიმშვიდის) სამყოფელი რადგან იგი დაფუძნებულია ღრმა გამჭრიახობაზე და გრძნობად ობიექტებთან მიჯაჭვულობის (ვიშაია ვასანას) ურყევ უარყოფაზე. ამ წმინდა დღეზე აქ ყოფნა უდავოდ არის დიდი იღბალი. ათასობით მაძიებელი შეკრებილი ხართ აქ, და მათ ვინც მოხვედით ამ კეთილშობილურ კომპანიაში უნდა გამოიყენოთ საუკეთესოდ ეს შანსი. ამ დასარას დღესასწაულის ნადიმებსა და გრძნობათა სისუსტეების დაკმაყოფილებაში გატარების ნაცვლად, მე ვარ ბედნიერი რომ თქვენ გადაწყვიტეთ გაატაროთ იგი წმინდა ფიქრებში. დასარა აღნიშნავს სამართლიანობის ძალების (დევების) გამარჯვებას ბოროტების ძალებზე (ასურებზე). მათ გამარჯვება შეძლეს რადგან პარაშაკტი (უზენაესი ღმრთაებრივი ენერგია), ძალა, რამაც წარმოადგინა ღმერთი ყველა ამ მრავალფეროვნებასა და სილამაზეში – მოვიდა მათ დასახმარებლად და იბრძოლა მათ მხარეზე. წმინდა კომპანია როგორიც ეს გვეხმარება აღსაძვრელად სურვილის ჩვენი თავის საცნობად, ჩვენს გარშემო მსოფლიოს ჭეშმარიტი ბუნების საცნობად, და საცნობად როგორ საუკეთესოდ შეგვიძლია ჩვენ აღმოვაჩინოთ და განვიცადოთ ამ ორის ერთიანობა, როგორც გამოხატულია მაჰავაკიაში (ვედურ გამონათქვამში), ტატ-ტვამ-ასი, „ის შენ ხარ“.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 26 სექტემბერი
2026 წლის 18 ოქტომბერი.
როგორ შეიძლება ადამიანმა დაიწყოს შინაგანი გარდაქმნა საჭირო მშვიდობისა და თავისუფლების მისაღწევად? ბჰაგავანი შთაგვაგონებს ჩვენ თავისი გზავნილით დღეს.
თქვენგან თითოეულმა უნდა აქციოთ თქვენი საკუთარი გული პრასანტი ნილაიამად. ტრანსფორმი უნდა დაიწყოს სწორედ ამ მომენტიდან. გააანალიზეთ თქვენი სიტყვები, საქმეები და აზრები, და განთავისუფლდით ბოროტი რამეებისგან რაც გაზიანებთ თქვენ და სხვებს; ნაცვლად, კულტივირეთ საჰანა (სულიერი სიმტკიცე), შანტი (მყარი მშვიდობა), სატია (ჭეშმარიტება) და ა.შ. ახლა, ჭკუა თრთის და ცუცქდება ყველა და თითოეულ ნივთზე სამყაროში. ის უარს ამბობს დარჩენაზე მხოლოდ ერთ იდეაზე – ღმერთზე. მსგავსად ბუზის რომელიც ზის კარგზეც და ცუდზეც, მაგრამ აუარებს თავს ცხელ ნაღვერდალზე ჯდომის სიამოვნებაზე, ჭკუაც გარბის ღმერთზე ყველა ფიქრისგან. ბუზი განადგურდება თუ ცეცხლზე დაჯდება; ჭკუაც ნადგურდება როცა იგი ღმერთზე ფიქრობს, რადგან ჭკუა არის მხოლოდ სურვილის ნიმუში ნაქსოვი ერთი და იგივე მასალის ქსელითა და მისაქსელით! სურვილი წყდება როცა ღმერთი იპყრობს ჭკუას. სინამდვილეში, ვინაიდან სურვილი არის სწორედ ის მასალა რისგანაც ჭკუა მზადდება, ჭკუა ხდება არარსებული როცა ღმერთი მთლიანად იკავებს ჭკუას; მაშინ თქვენ თავისუფდებით.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 26 სექტემბერი
2026 წლის 19 ოქტომბერი.
რა არის შინაგანი მნიშვნელობა ისეთი დღესასწაულების როგორიცაა ნავარატრი, და როგორ გვეხმარება ესები ჩვენ ჩვენს სულიერ მოგზაურობაში? ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს ჩვენ დღეს.
ერთი მზე რაც გადადის ცაზე აირეკლება როგორც მრავალი წყლის შემცველ სხვადასხვა ქოთანში. ჭურჭლები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ მზე არეკლილი ქოთნებში არის მხოლოდ ერთი. ეს არის მხოლოდ უგუნური ვინც შეიძლება მოტყუვდეს ერთი მზის ანარეკლით ბევრ მზედ ქოთნებში. თითოეული ადამიანის ტანი არის როგორც ქოთანი. ღმერთი, როგორც ატმა სვარუპა ვინც აირეკლება ინდივიდუალის ტანში, არის იგივე პარამატმა (უნივერსალი სული). ეს ფაქტი უნდა ატაროს ჭკუით ყველა სადჰაკამ. მხოლოდ ადამიანების გასაგებინებლად ამ სულიერი ჭეშმარიტების არის რომ განსაკუთრებული წმინდა დღესასწაულები აღინიშნება ბჰარატში მთელი წლის განმავლობაში. თითოეული დღესასწაული ტარდება განსაკუთრებული მნიშვნელობით და ატარებს ღრმა შინაგან აზრს. საუბედუროდ, ადამიანები ხშირად ვერ სწვდებიან ამ დღესასწაულების შინაგან აზრს და ხარჯავენ თავიანთ დროს ქარაფშუტა თუ უსარგებლო საქმიანობებში ამ ზეიმების განმავლობაში მოლხენით მდიდრულ კერძებზე. ამ ნავარატრის დღესასწაულის შინაგანი მნიშვნელობა არის გადალახვა სატვას, რაჯასის და ტამასის სამი გუნას, რაც წარმოდგენილია მაჰა დურგას, მაჰა სარასვატის და მაჰა ლაკშმის მიერ და მცდელობა განცდაზე ადამიანის ნამდვილი ბუნების.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 24 სექტემბერი
2026 წლის 20 ოქტომბერი.
როცა ჩვენ ვზეიმობთ ვედა პურუშა საპტაჰა ჯნანა იაჯნას პურნაჰუტის, რა არის რაც ჩვენ უნდა შევთავაზოთ? რა შეგვიძლია ჩვენ შევთავაზოთ ან მივუძღვნათ? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ, „მე ვაბარებ ჩემს ჭკუას, ჩემს აზრებსა და ჩემს გრძნობებს ღმერთს“. მაგრამ თქვენი მაიმუნი ჭკუა გარბის თქვენი ხელიდან; მაშინ როგორღა შეგიძლიათ თქვენ მისი ღმერთისთვის ჩაბარება? რა უფლებას ფლობთ თქვენ შეთავაზებაზე რამის რის მეპატრონეც თქვენ არ ხართ? არის თქვენი ტანი სრულ კონტროლში? როცა სისხლი იწყებს დენას ძარღვიდან თქვენს ხელზე, თქვენ არ შეგიძლიათ მისი შეჩერება. თქვენ გარბიხართ საავადმყოფოში და უძახით: „ექიმო! ექიმო! დამადეთ სახვევი!“ როცა იტანჯებით დამბლით და კიდურები ერთ მხარეს არის პარალიზებული, თქვენ ხართ უმწეოდ უძლური მათ გამოკეთებაზე. როგორ შეგიძლიათ თქვენ მიუძღვნათ თქვენი ტანი, რაზეც თქვენ ვერ მმართველობთ? განცხადებები მსგავსი ტანის, ჭკუისა და გულის მიძღვნაზე არის მხოლოდ რიტორიკა სანქცირებული ტრადიციითა და ხანგრძლივი გამოყენებით. მიძღვნის მოქმედება ხშირად წამოწეულია წინა პლანზე როგორც ატმა-არპანა. ეს არის კიდევ უფრო სასაცილო. მცხოვრებს ტანში არ აქვს დაბადება ან სიკვდილი, სურვილი ან სასოწარკვეთა, მიჯაჭვულობა ან ბორკილი. სინამდვილეში, ეს არსება არის ღმერთების ღმერთი ვინც მკვიდრობს როგორც ატმა თქვენში. ეს არის რაც წინასწარმეტყველებმა განიცადეს. ამიტომ, ატმა-არპანა არის უაზრო გამოთქმა. თქვენ გაქვთ არაფერი თქვენში ან მიკუთვნებული თქვენზე რაც თქვენ შეიძლება მოითხოვოთ თქვენად და ღმერთზე შესათავაზებლად. მაშინ, საკუთარი თავის ჩაბარება რას ნიშნავს ან გულისხმობს? განიცადო ღმერთი როგორც ყველგანმყოფი, არაფერი იცოდე ღმერთის გარდა – ეს არის ჭეშმარიტი დანებება. ხედო ღმერთი ყველაფერში, ყველგან და ყოველ დროს – არის ნამდვილი შარანაგატი.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 8 ოქტომბერი
2026 წლის 21 ოქტომბერი.
როგორ შეუძლია ადამიანის ქმედებებსა და სულიერ პრაქტიკებს გაასუფთავოს ჭკუა და წაიყვანოს იგი უზენაესისკენ? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
დიდმა ბრძენებმა, აღვსილებმა გასაოცარი სიმპატიით თავიანთი მოძმეების მიმართ, დაადგინეს წესები, ნორმები, საზღვრები და მითითებები ყოველდღიური ცხოვრებისა და ქცევისთვის, ასე რომ კაცის ხელს და ჭკუას, მის ინსტინქტებს და იმპულსებს შეძლებოდა შეტრიალება არა კაცის წინააღმდეგ, არამედ შეძლებოდა შეტრიალება სატიას, დარმას, შანტისა და პრემას (ჭეშმარიტების, უბიწოების, მშვიდობისა და სიყვარულის) იდეალებისკენ. მათ განაცხადეს რომ ნებისმიერი კარმა ან ქმედება უნდა იყოს აწონილი სასწორზე და მოწონებული მხოლოდ თუ იგი წმენდს ემოციებსა და ვნებებს; იგი უნდა იყოს გადადებული გვერდზე თუ იგი ჭრის ან აჭუჭყიანებს მათ. ბჰავაშუდდჰი (გონებრივი განწყობის განწმენდა) იყო კარმას ნაყოფი, და ნებისმიერი მოქმედება რაც აბუნდოვნებს ბჰავას (აზროვნების პროცესს) ან აღაგზნებს მას რაჯასში (ვნებაში) ან ამცირებს ტამასში (ინერციაში) უნდა იყოს არიდებული. იაჯნები და იაგები (სამსხვერპლო რიტუალები და სამსხვერპლო შეთავაზებები) დაწესდა ამგვარად რომ კაცმა შეძლოს უარყოფის დიდების, არა პომპეზობისა და მოჩვენებითი ხარჯვების ბრწყინვალების სწავლა. იაჯნები აკისრებდა შემსრულებელსა და მონაწილეებს ფიზიკური და გონებრივი სისუფთავის რუტინას რაც მიუძღვებოდა მათ უზენაესის დასწრებაზე.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 17 ოქტომბერი
2026 წლის 22 ოქტომბერი.
რა როლი უნდა შეასრულოს ბჰარატმა მსოფლიოს სცენაზე, და რა არის ჩვენი მოვალეობა ამის უზრუნველსაყოფად? ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს ჩვენ დღეს!
სიყვარული არის თესლი, გამბედაობა არის ყვავილი, და მშვიდობა არის ნაყოფი რაც გაზარდეს ბრძენებმა საკუთარი გულების ბაღებში. ისინი ირჯებოდნენ გაიგივებაზე თავისი თავის ჭეშმარიტებასთან, არა გამოსახატვაზე სიცრუის ჭეშმარიტების სახით და ჩვენებით თითქოს მათ შეასრულეს ის მისია რაზეც ისინი მოვიდნენ დედამიწაზე. მათ მიაღწიეს ისეთ წარმატებას რომ ბჰარატ, საუკუნეების განმავლობაში, იყო კაცობრიობის მოძღვარი. მაგრამ ახლა ამ მოძღვარმა დაწყო მიღება გაკვეთილების ყველაზე ნაკლებად გონიერი მოსწავლეებისგან და ამაყად თავს სწევს სიამაყით როცა მოსწავლეები ულოცავენ მას! შედღვიბეთ წმინდა წერილები და წიგნები იოგასა და რელიგიის შესახებ და შეაგროვეთ ნოყიერი კარაქი მის საჩუქებლად მსოფლიოზე. საუკეთესო დანიშნულება ცხოვრებისთვის უცვლელ ანანდაში (ნეტარებაში) არის ნამდვილი გულწრფელობის განვითარება, და თქმა იმის რასაც თქვენ ფიქრობთ, და შესრულება რასაც თქვენ ამბობთ. ათასისთვის ვინც ლაპარაკობს და აქებს შესაძლოა მხოლოდ ერთმა ჩადოს ეს რჩევა ყოველდღიურ გამოყენებაში. ცხენების ჯგუფი იწყებს რბოლას ხაზიდან, მაგრამ მხოლოდ ერთი ან ორი სახელდება გამარჯვებულად!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 1 ივნისი
2026 წლის 23 ოქტომბერი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ განვივითაროთ ურყევი ჭკუა? ბჰაგავანი აღწერს სადჰანას (სულიერი პრაქტიკის) სხვადასხვა ტიპს და ასევე გვეუბნება ჩვენ რომელია უკეთესი.
არსებობს სადჰანას (სულიერი პრაქტიკის) სამი ტიპი ურყევი ჭკუის გამნსავითარებლად. პირველია მიინა-სადჰანა (თევზის მსგავსი), მეორეა მრიგა-სადჰანა (ცხოველის მსგავსი), და მესამეა კურმა სადჰანა (კუს მსგავსი). მიინა-სადჰანას არსი შეიძლება აიხსნას გახსენებით რომ თევზს შეუძლია იცოცხლოს მხოლოდ წყალში. როგორც კი მას ამოიყვანენ წყლიდან, იგი იღუპება. მსგავსად, მიინა-სადჰანა არის რაც შესაძლებელია შესრულდეს მხოლოდ მარტოობაში. თუ თქვენ ზიხართ ხალხში, სადჰანა არ იქნება წარმატებული. ყოფნას უძლურად კონცენტრატდეს როცა ვინმე იმყოფება სხვა ადამიანებთან და ყოფნას შემძლედ კონცენტრატდეს მარტოობაში ეწოდება მინა-სადჰანა. ცხოველის სადჰანა ეს არის ის რომელშიც ადამიანს შეუძლია კონცენტრატდეს მხოლოდ მიწაზე. თქვენ ვერ წახვალთ სხვა ადგილზე, ვთქვათ წყალში, და გააკეთებთ ამას. როგორც ამ შემთხვევაში, არსებობენ ზოგიერთი ადამიანები, ვისაც კონცენტრატება შეუძლიათ მხოლოდ მაშინ როცა ისინი სხედან კომპანიაში და სხვათა შორის. მათ არ შეუძლიათ კონცენტრატდნენ მარტოობაში. თუ ისინი არიან მარტო იწყებენ ფიქრს თავიანთ ოჯახურ პრობლემებზე. მეორე მხრივ, კუს შეუძლია თანაბრად კარგად იცხოვროს როგორც წყალში, ისე მიწაზე. ამიტომ, თუ ჩვენ ვამბობთ რომ ვინმეს პრაქტიკა არის როგორც კურმა-სადჰანა, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ ადამიანს შეუძლია კონცენტრატდეს მიუხედავად იმისა არის ის მარტო თუ ზის კომპანიაში და სხვათა შორის. თუ თქვენ განივითარებთ თანაბარ განწყობას, ეს მიგიყვანთ ურყევ ჭკუამდე.
– ზაფხულის თავსხმები,1973 წლის 30 მაისი
2026 წლის 24 ოქტომბერი.
რას ნიშნავს ჭეშმარიტების ძებნა და როგორ შეიძლება ცვლილება ჩვენს ხედვაში დაგვეხმაროს ჩვენ შევიცნოთ ღმრთაებრიობა თანდაყოლილი ჩვენში და სხვებში? ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს ჩვენ დღეს.
ხალხი საუბრობს სატია-ანვეშანაზე (ჭეშმარიტების ძებნაზე). რა არის ეს ძებნა? ჭეშმარიტება არის ყველგან. განვიხილოთ ეს მაგალითი. თქვენი თვალები ხედს დედას, შვილს, მეუღლეს, მზარეულსა და რძალს. თვალები არის ერთი და იგივე, მაგრამ ესები ხედს სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული ემოციებით. ჭეშმარიტების ძებნა ნიშნავს ყველაფრის ხედვას მის საკუთარ ჭეშმარიტ, განსაკუთრებულ ბუნებაში. ყველა ეს ადამიანი შეიძლება იყოს ქალი და თვალებიც რომლებიც მათ ხედს არის ერთი და იგივე. მაგრამ ჭეშმარიტების საპოვნელად ადამიანმა უნდა განსაზღვროს როგორ შეხედოს თითოეულ ადამიანს მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. განვიხილოთ, ერთხელ კიდევ, ენის როლი. ერთი და იგივე ენა შეიძლება ნებივრობდეს სიცრუეში ან იცავდეს ჭეშმარიტებას. ერთი და იგივე ენამ შეიძლება ლანძღოს სხვები ან აქოს ისინი. ენის როლი როლი სიმართლის ძიებაში არის გადაწყვიტოს, როდის შეიძლება სიცრუის თქმა, ან როდის უნდა ითქვას სიმართლე, ან როდის არის დადანაშაულება ან ქება სამართლიანი. ჭეშმარიტება ცხოვრობს თქვენში. ეს არის სათანადო მიდგომა კონკრეტულ ობიექტებზე რაც განსაზღვრავს რა არის ჭეშმარიტი. ამიტომ, თუ თქვენ გსურთ აღმოაჩინოთ ღმრთაებრივი ვინც არის ყველგანყოფი, უნდა იყოს ხედვის ცვლილება თქვენში. როცა თქვენ გააცნობიერებთ თქვენს საკუთარ თანდაყოლილ ღმრთიურებას, თქვენ იქნებით შემძლე აღიაროთ ღმრთიურება სხვებშიც.
– ღმერთის საუბარი,1995 წლის 27 თებერვალი
2026 წლის 25 ოქტომბერი.
რატომ მიიჩნევა სიყვარული უმაღლეს სათნოებად და ყველა სხვა ფაასეულობის წყაროდ? ბჰაგავანი ხსნის მოტანით მაგალითების რამაიანადან დღეს.
როცა დედოფალმა კაიკეიმ დაარწმუნა თავისი ქმარი დათანხმებოდა მის ორ თხოვნას – სამეფო ტახტზე აეყვანა მისი ვაჟი ბჰარატა როგორც მეფის მემკვიდრე და კანონიერი რამა გაეგზავნა განდევნაში თოთხმეტი წლით – ლაკშმანა, რამასა და ბჰარატას მეორე ძმა, არ დაეთანხმა მორჩილად. მან განაცხადა რომ კაცი უნდა შეხვდეს ნებისმიერ პატარა კრიზისს სიმამაცითა და საკუთარი ძალების რწმენით, და რომ ის არ უნდა დანებდეს მშიშარად ინტრიგის განზრახვებს. მან თავი მოიწონა რომ მის ისარს შეუძლია ნებისმიერი კრიზისის თავიდან აცილება! მაგრამ ისარი არის სუსტი იარაღი, უმნიშვნელო იარაღიც კი სიყვარულის ეფექტურობასთან შედარებით. რამამ მშვიდად მოუსმინა მას და ურჩია თავი შეეკავებინა ასეთი ნაჩქარევი კარმასგან (ქმედებისგან); “დჰარმა (სათნოება) უნდა წარმართავდეს კარმას”, თქვა მან. მაშინ მხოლოდ იგი შეიძლება იყოს საქები და წარმატებული. კაუსალია, რამას დედა შეეგუა მოვლენების მოულოდნელ შემობრუნებას; მან დალოცა მისი ვაჟი როცა ის წავიდა როგორც ჯუნგლისთვის განდეგილი, „დარმამ რასაც შენ წარმოადგენ დაგიცვას შენ“. ეს დჰარმა გამოიხატება როგორც სიყვარული. სიყვარული ადამიანების, სუბ-ადამიანების, სუპერადამიანების, ცხოველების, ფრინველებისა და მხეცების მიმართ.
– ღმერთის საუბარი,1968 წლის 2 ოქტომბერი
2026 წლის 26 ოქტომბერი.
რატომ არის შეცდომა საკუთარი თავის ტანთან და სასიცოცხლო ძალასთან გაიგივება, და რა არის ის ღმრთიური რეალობა რაც შეადგენს კაცის ჭეშმარიტ ბუნებას? ბჰაგავანი ნათლად განგვიმარტავს ჩვენ დღეს.
თითოეული კაცი არის მატერიალიზების, ვიბრირებისა და გამოსხივების ერთობლიობა. ადამიანის ტანი, თავისი კიდურებითა და კუნთებით ცნობილია როგორც მატერიალიზება. სასიცოცხლო ძალა (პრანა შაკტი) ცნობილია როგორც ვიბრირება. ეს ორი კი კოორდინირებულია ატმიკ ძალით ცნობილით როგორც გამოსხივება. ყველა ღმრთაებრივი ძალა მალულია კაცში, მაგრამ კაცი არ მიმართავს თავის ყურადღებას მათზე. ის აიგივებს საკუთარ თავს ტანთან, მაგრამ სინამდვილეში, ის არ არის ტანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ იტყოდა ის, „ეს არის ჩემი ტანი“? როცა თქვენ ამბობთ, „ეს არის ჩემი ტანი“, თქვენ ხართ განსხვავებული მისგან. კაცი შემცდარია ფიქრით რომ ის არის ტანი. ის კარგავს თავის ღმრთაებრივ ბრწყინვალებას თავისი მცდარი იდენტიტების გამო. ვიბრირება სიმბოლიზებს სუნთქვის პროცესს. ხანდახან ადამიანები ამბობენ, „ჩემი სუნთქვა არ არის სწორი”. ეს აჩვენებს რომ თქვენ ხართ განსხვავებული მისგან. პაშიანნაპიჩა ნა პაშიატი მუდჰო (სულელია ის, ვინც ხედს თავისი თვალებით მაგრამ არ აღიარებს რეალობას). კაცი ჩაშვებულია უმეცრებაში ვინაიდან ის იიგივებს თავს რაღაცასთან რისგანაც ის არის სრულიად განსხვავებული. გამოსხივება არის ღმრთაებრივი, და ეს არის კაცის ჭეშმარიტი ბუნება. ეს არის მაგნიტური ძალა რაც არის მალული ყველა კაცში. ეს არის იგივე ღმრთაებრივი ძალა რაც წარმოდგენილია ტაძრებში, რაც ყველას იზიდავს. მაგნიტიზმი არის ყველა ტაძრის ბუნება.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 13 მარტი
2026 წლის 27 ოქტომბერი.
ჩვენ რატომ უნდა ვცეთ პატივი ყველას, და როგორ გვეხმარება სიყვარულის პრინციპი ჩვენ მთელი არსებობის ერთობის გაცნობიერებაში? ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს ჩვენ დღეს.
ეცით პატივი თითოეულს და ყველას, რადგან ღმრთაებრივი ატმა არის ყველაში. ყველას პატივისცემა არის ჭეშმარიტი თაყვანისცემა. თუ თქვენ გსურთ იყოთ პატივნაცემი, თქვენ უნდა სცეთ პატივი სხვებს პირველ რიგში. გაეცით პატივისცემა და მიიღეთ პატივისცემა. გაიგეთ ერთიანობის პრინციპი რაც არის ღმრთაებრიობა. ვედები აცხადებს, ეკამ სატ ვიპრაჰ ბაჰუდჰა ვადანტი (ერთია ჭეშმარიტება, თუმცა ბრძენნი აღწერენ მას სხვადასხვა გზით). თქვენ შეიძლება მიმართოთ მას ნებისმიერი სახელითა და ფორმით, მაგრამ ღმერთი არის ერთი. ერთიანობის ეს პრინციპი მყარად უნდა დაიმკვიდროთ თქვენს გულში. ღმერთი ყველაში არის სიყვარულის ფორმით. სადაც კი თქვენ წახვალთ, ის არის თქვენთან. ის არის მარადიული მოწმე. გააზიარეთ თქვენი სიყვარული სხვებთან და მიიღეთ მათი სიყვარული სამაგიეროდ. სიყვარული არის თქვენი უდიდესი სათნოება. სიყვარული ჩუქნის უმაღლეს სიხარულს და ნეტარებას. ღმერთი მკვიდრობს სიყვარულით სავსე გულში. ამიტომ, აუცილებელია რომ თქვენ აავსოთ თქვენი გული სიყვარულით. სადაც არის სიყვარული, იქ არის ღმერთი. თქვენ არ გჭირდებათ მისი ძებნა. ის არის ყოველთვის თქვენში, თქვენთან, თქვენს გარშემო, თქვენს ზემოთ და თქვენს ქვემოთ. ერთგულად მიჰყევით სიყვარულის პრინციპს. არასდროს შეიძულოთ ვინმე. სიძულვილი არის თქვენი ყველაზე ცუდი მტერი. როცა თქვენ განავითარებთ სიყვარულს თქვენში, სიძულვილი ბუნებრივად გაქრება.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 5 ოქტომბერი
2026 წლის 28 ოქტომბერი.
რატომ არის უზომო სურვილი კაცის ჯანმრთელობისთვის არასასარგებლო, და როგორ შეგვიძლია ჩვენ ვიმუშაოთ მის დათმობაზე? ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს ჩვენ დღეს!
ვერცერთი კაცი სავსე სიხარბით, შიშითა და ბრაზით ვერ მიაღწევს რამეს ამ მსოვლიოში. სიხარბე მოდის პირველ რიგში. გადაჭარბებული სურვილები აქვეითებს კაცს. თქვენ არ შეგიძლიათ უარი თქვათ სურვილებზე მთლიანად. მაგრამ უნდა არსებობდეს საზღვარი მათზე. როცა ესები აჭარბებს საზღვრებს, კაცი ცდება გზიდან. სურვილები არის შემაძრწუნებლად საშიში. დღევანდელი მტერი შეიძლება გახდეს ხვალინდელი მეგობარი და პირიქით. მაგრამ სურვილები არის მუდმივი მტრები. ესები დასდევს კაცს განუწყვეტლივ. გიიტა აცხადებს სურვილს კაცის ნიტია შატრუდ (მარადიულ მტერად). ამიტომ სურვილი უნდა იყოს დაჭერილი კონტროლში. ნაქცევი სიმშვიდის არქონის მსხვერპლად, კაცი ეძებს ღმრთაებას სხვადასხვა საშუალებით. მაგრამ რატომ არის ის არშემძლე მისი სურვილის რეალიზებაზე? რა არის მისი მწუხარების მიზეზი? ეს არის შეუსრულებელი სურვილის თუ მისი ძალისხმევის წარუმატებლობის გამო? არის ის უბედური იმიტომ რომ მას არ აქვს სხვადასხვა ქონება, ან ვერ მოიგო ლატარია? მწუხარემ ასეთ წვრილმანებზე, კაცმა დღეს დაივიწყა თავისი ღმრთაებრიობა. ესები არ არის რეალური პრობლემები საერთოდ. მწუხარების ნამდვილი მიზეზი არის ტანზე მიჯაჭვულობა, საკუთარი თავის იდენტიფება ტანთან. მთელი მწუხარება აღმოცენდება „მე“-ს და „ჩემის“ გრძნობებიდან. აუცილებელია დასაწყისში დეჰაბჰიმანამის (ტანთან მიჯაჭვულობის) შემცირება.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 1 აპრილი
2026 წლის 29 ოქტომბერი.
რა არის ღმერთისადმი თაყვანისცემის საუკეთესო გზა? როგორ შეგვიძლია ჩვენ ვასიამოვნოთ ის? ბჰაგავანი სიყვარულით და ნათლად შეგვახსენებს ჩვენ დღეს.
უფალი არის ახლა თაყვანცემული შეთავაზებით ყველაფერის რაც თქვენ ძალიან გსურთ, და მისი მოპყრობით ყველა პატივისცემით რაც თქვენ გიყვართ გაკეთდეს თქვენს მიმართ. კერპი არის ნაბანავები და დაბანილი, მორთული სამკაულებით, ნაკვები და გაგრილებული, გარშემორტყმული სურნელებით და ა.შ., ვინაიდან ეს არის რამეები რაც თქვენ გსურთ. მაგრამ უფალი არის ნასიამოვნები მხოლოდ მაშინ როცა აკეთებთ რამეებს რაც უფალს სურს! თქვენ როგორ კიდევ შეგიძლიათ მოიპოვოთ მისი მადლი? როგორ კიდევ თუ არა მისი შვილების მოვლითა და გამოკვებით, დახმარებითა და გადარჩენით? როგორ კიდევ თუ არა მათზე დახმარებით შეიცნონ ის, როგორც მათი უფალი და მფარველი, და მათში რწმენის კულტივირებით თქვენი საკუთარი სწორი და გულწრფელი ცხოვრებით? სწორი ცხოვრების ერთ-ერთი პირველი პრინციპია: დუმილის პრაქტიკა. რადგან ღმერთის ხმის გაგონება გულის არეში შესაძლებელია მხოლოდ როცა ენა არის დამშვიდებული, და ქარიშხალი არის ჩამდგარი, და ტალღები არის დაწყნარებული. არ იარსებებს ცდუნება სხვებისთვის იყვირონ როცა თქვენ ესაუბრებით მათ ჩურჩულით. თავად დააყენეთ ტონის დონე: იმდენად დაბალი რამდენადაც შესაძლებელია, და იმდენად მაღალი რამდენადაც საჭიროა იმ წრის უკიდურეს საზღვრამდე მისაწვდომად რომელსაც თქვენ მიმართავთ. გაუფრთხილდით ბგერას, რადგან იგი არის ელემენტ აკაშას (სივრცის) განძი, გამოსხივება თვით ღმერთისგან. საღმა აზრმა შეიძლება გაიმარჯვოს მხოლოდ მაშინ როცა არგუმენტები წინ წამოიწევა ხმაურის გარეშე. დუმილი არის სულიერი მაძიებლის მეტყველება. რბილი, ტკბილი საუბარი კი არის ჭეშმარიტი სიყვარულის გამოხატულება. სიძულვილი გამყივანად ყვირის; შიში წივის; ამპარტავნება საყვირს აყვირებს. მაგრამ სიყვარული მღერის იავნანას; იგი ამშვიდებს, იგი ბალზამს ადებს. აპრაქტიკეთ სიყვარულის ლექსიკა; გადაივიწყეთ სიძულვილისა და ზიზღის ენა.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 19 თებერვალი
2026 წლის 30 ოქტომბერი.
ჩვენ რა დისციპლინები და დამოკიდებულებები უნდა ვკულტივიროთ ჭკუის სიმშვიდის მისაღწევად და სხვებზე ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ამას ჩვენ დღეს.
თუ თქვენ გწყურიათ ჭკუის სიმშვიდე, თქვენ უნდა წამოიწყოთ სადჰანა რაც თქვენ გაჩუქებთ სიმშვიდეს. თუ, ნაცვლად, თქვენ კვლავ დაკავდებით ძველი ჩვევებით, როგორ შეიძლება იყოს მშვიდობა თქვენი? თქვენ დგეხართ მოედანზე, და, გსურთ მიხვიდეთ უაიტფილდში, ჯდებით ავტობუსში რომელიც მიდის საპირისპირო მიმართულებით. არის ეს გონიერი კაცის საქციელი? თქვენ ირჩევთ არასწორ გზას და შემდეგ წუწუნებთ რომ თქვენ დაიკარგეთ. მარილი და ქაფური შესახედად არის მგავსი, მაგრამ თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი გონიერება მათ გასარჩევად. თითბერი გამოსცემს მეტ ხმას ვიდრე ოქრო, მაგრამ თქვენ არ უნდა მოტყუვდეთ ამით და არ უნდა აირჩიოთ თითბერი ოქროს ნაცვლად. თუ კაცებიც ბევრს ხმაურობენ და შეცდომაში შეყავთ ადამიანები დიაჯერონ რომ ისინი არიან ბრძენები, ისინი არიან თითბერის მსგავსები. არ მიიღოთ შეცდომით ისინი ოქროდ. დაადეთ ფასი წმინდა გულებზე და მიძღვნილ საქმეებზე, არ დაკავდეთ საუბრით რაც ტკენს სხვებს. როცა თქვენ ცდილობთ სხვის დაზიანებას, ეს ბოროტება უკუეცემა თქვენზე. მწუხარება რასაც თქვენ განცდით არის მხოლოდ ექო მწუხარებისა რაც თქვენ მიაყენეთ სხვას გულში. ამიტომ, როცა თქვენ განაწყენებული გყავთ სხვა, ითხოვეთ პატიება; მოინანიეთ და გადაწყვიტეთ აღარასდროს გააკეთოთ ეს კვლავ. გულწრფელი ლოცვით, ბოროტების მთები შეიძლება გაიფანტოს და განადგურდეს.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 4 დეკემბერი
2026 წლის 31 ოქტომბერი.
რა არის სწორი გზა ცხოვრების გასატარებლად, რაც ასევე არის საშუალება ჭეშმარიტი ბედნიერებისა და კმაყოფილების მისაღწეად? ბჰაგავანი შეგვახსენებს ჩვენ დღეს და შთაგვაგონებს ჩვენ სრულფასოვნად ცხოვრების გატარებას.
როგორ და რა გზით შემიძლია მე გავიუმჯობესო პირობები ჩემს ცხოვრებაში?“ – ეს არის ყველას საწუხარი. არავინ წუხს ბედნიერებაზე რასაც მან შეიძლება ხელი შეუწყოს, სიხარულზე რაც მან შეიძლება მიანიჭოს, ან მოვალეობაზე რაც მას შეუძლია შეასრულოს. ყველა ითვლის ბედნიერებას რაც სხვებმა შეიძლება მისცენ მათ, სიხარულს რაც მათ შეიძლება მიიღონ საზოგადოებისგან, და ვალდებულებებს რაც საზოგადოებას აქვს მათ მიმართ. მათი რაოდენობა ვინც კოცენრატდება საკუთარ პასუხისმგებლობებზე ნაცვლად მათი სურვილებისა არის ძალიან მცირე. როგორ შემიძლია მე, როგორც ინდივიდუალმა, მივიღო მაქსიმალური სარგებელი საზოგადოებისგან? – ეს არის წადილი. მაგრამ ადამიანები ივიწყებენ რომ მათი უმთავრესი მოვალეობაა დაცვა იმ საზოგადოების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის რომლის ნაწილებიც ისინი არიან. მხოლოდ როცა ინდივიდუალი არის მზად უარი თქვას ეგოისტურ სურვილებზე და იშრომოს საზოგადოების კეთილდღეობისთვის არის რომ ერი აყვავდება. შემდეგ მხოლოდ ექნება მშვიდობა მსოფლიოს. სწორედ ამიტომ ვედები აცხადებს რომ კაცს შეიძლება ჰქონდეს მშვიდობა მხოლოდ მაშინ როცა ის უარს იტყვის ეგოისტურ სურვილებზე. ვედები კიცხავს ადამიანებს ვინც აგროვებს სიმდიდრეს და ვინც მთლიანად არის ჩაშვებული საქმიანობებში რაც უმატებს მათ ფიზიკურ კომფორტს. ეცადეთ არა მხოლოდ საკუთარი ბედნიერების მიღებას არამედ ეცადეთ ყველას ბედნიერების მიღებას; შემდეგ თქვენ შეძლებთ უფრო დიდი სიხარულის მიიღებას, სხვებზე ბედნიერების შემატებით.
– ღმერთის საუბარი, 1979 წლის 29 მარტი
-
ბოლო ჩანაწერები
ბოლო კომენტარები
არქივები
კატეგორიები
მეტა