საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
ბაბა
2026 წლის 1 აგვისტო.
რა არის მნიშვნელოვანი ხარისხები რაც არის წინაპირობები ღმრთაებრივი მადლის გაცხადების განსაცდელად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ანასუია, ან შურის, ეჭვიანობისა და ბოროტების არარსებობა, არის წინაპირობა ყოვლისშემძლე ღმრთაებრიობის ინტიმური, უშუალო და პირადი გამოცდილების მისაღებად. ყველა სულიერმა მაძიებელმა აუცილებლად უნდა კულტივიროს ანასუას ხარისხი. ეს არის ღმრთაებრივის დამახასიათებელი თვისება რაც ხდის კაცის პიროვნებას სუფთას და გამჭვირვალეს. ასუია ანუ ქრონიკული ეჭვიანობა არის ყველა გონებრივი და ფიზიკური დაავადების წყარო ამ მსოფლიოში. გონებრივი წონასწორობისა და შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად, კაცმა უნდა გაწმინდოს თავისი გული ჭკუის გასუფთავებით ამ ეჭვიანობად წოდებული ფსიქოლოგიური მანიისგან. კაცმა ჯერ უნდა გაიადამიანუროს თავისი თავი მცდელობამდე საკუთარი თავის გასაღმერთებლად. სხვების მიმართ ეჭვიანობის გრძნობა, თუნდაც უმნიშვნელო საკითხებში, თრგუნავს ადამიანის ჰუმანიტარულ ინსტინქტებს. ადამიანები დღეს, ხარჯავენ მთელ თავიანთ დროს და ენერგიას სხვების დადანაშაულებაში გაცნობიერების გარეშე რომ სხვებში ნაკლის ძებნა და პოვნა არის ძალიან მძიმე და საშინელი ცოდვა! არჯუნა სრულიად თავისუფალი იყო შურის, ეჭვიანობისა და ბოროტების მომაკვდინებელი ხარისხებისგან. ამიტომ მან შეიძინა ანასუას სახელი და დაიმსახურა ბჰაგავად გიტას ნექტარული გზავნილი კრიშნასგან.
– თავი 26, ზაფხულის თავსხმები, 1979 წლის ივნისი
2026 წლის 2 აგვისტო.
რა არის ბჰაგავანის მიერ დაარსებული შრი სატია საი ბალ ვიკასის მოძრაობის მიზანი? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს!
ინდოეთი გამოირჩევა როგორც კაცობრიობის მასწავლებლი, წარსულისა და აწმყოს ქალების სათნოების, სიმტკიცისა და მორალური ძალის წყალობით. თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ეს ხარისხები და წაახალისოთ ესები, რათა ქალმა შეძლოს დაიჭიროს თავისი თავი მაღლა მსოფლიოს ერებს შორის. დაამკვიდრეთ დედის სტატუსი სახლში, სულიერი იდეალების დამცველად და შესაბამისად, ბავშვების გურუდ. ყველა დედამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ძალისხმევაში – ყველა ბავშვში დაფარული ღმრთაებრივი ცნობიერების გაფართოებასა და მდგრად გამოვლინებაში. ბავშვები არიან მარცვლები მზარდი მინდვრებში, მოსატანად მოსავალის რაზეც ერმა უნდა შეძლოს თავის შენარჩუნება. ისინი არიან სვეტები, რომლებზეც შენდება ერის მომავლის საფუძველი. ისინი არიან ეროვნული ხის ფესვები, რომელმაც უნდა მისცეს შრომის, თაყვანისცემისა და სიბრძნის ნაყოფი შემდეგ თაობას. შრი სატია საი ბალვიკასები განვითარდა ამ ფესვების გამოსაკვებად, ამ საძირკვლის სვეტების გასაძლიერებლად და მზარდი მოსავლის გასანოყიერებლად.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 10 ივლისი
2026 წლის 3 აგვისტო.
განსაცდელად მოსიყვარულე უფლის აქ და ახლა, რა არის ყოველდღიური და თანმიმდევრული პრაქტიკა რაც ჩვენ უნდა ვაკეთოთ? ბჰაგავანი სიყვარულით და ლოგიკურად გვიხსნის ჩვენ დღეს ჭეშმარიტი პრაქტიკული მაგალითით.
პირველი ნაბიჯი სულიერების გზაზე არის ანასუას ან შურის, ეჭვიანობის, ბოროტებისა და სიხარბისგან თავისუფლების შეძენა. ასუია ან ეჭვიანობა მთლიანად უნდა ამოიძირკვოს ადამიანის გულიდან, და შრადჰა, ან დაჟინება უნდა კულტივირდეს ნაცვლად. ატმა უნდა ვიზუალიზდეს მედიტების საშუალებით. გულწრფელ და დაჟინებულ სადჰაკას მაშინ აუცილებლად ექნება სულიერი გამოცდილება და მისტიური აპოკალიფსისი. ჩვენ შეიძლება მოგვინდეს გემრიელი სამბარის მომზადება. ამ მიზნით ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ახალი ბოსტნეული, კარგი ბარდა (დალი) და სუფთა თამარინდი. მსგავსად ნალას ან ბჰიმას, მზარეული შეიძლება იყოს ექსპერტი. მაგრამ თუ სპილენძის ჭურჭელი, რომელიც გამოიყენება საჭმლის მომზადებისთვის, სათანადოდ არ არის მოვერცხლილი ან მოკალული, მასში მოხარშული მთელი სამბარი აუცილებლად იქნება შხამიანი. მსგავსად, თუმცა არსებობს ცხრა თაყვანისცემა, თუ ერთგულს არ აქვს სუფთა გული, მათგან არც ერთი იქნება ეფექტური. რა სარგებელია მძივების დათვლა და თქმა თუ გული არის დასნებოვნებული შურით, ეჭვიანობითა და ბოროტებით?
– თავი 26, ზაფხულის თავსხმები, 1979 წლის ივნისი
2026 წლის 4 აგვისტო.
რატომ არის აზრს მოკლებული კითხვის დასმა ღმერთის არსებობაზე მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მას? ბჰაგავანი, სამყაროს უხილავი დირექტორი, ნათლად განმარტავს დღეს!
როდესაც მუნჯი ადამიანი ჭამს ტკბილ კერძს, მას შეუძლია მხოლოდ მისი სიტკბოს განცდა მაგრამ არ შეუძლია მისი გამოხატვა სიტყვებით. მსგავსად, ღმრთაებრიობა შეიძლება მხოლოდ იყოს განცდილი და არ შეიძლება იყოს აღწერილი. თუ ვინმე გთხოვთ თქვენ მის აღწერას, ერთადერთი პასუხი არის დუმილი. თქვენ არ უნდა დახარჯოთ თქვენი დრო და ენერგია უსარგებლო კამათში. ამიტომ, თქვენ უნდა განივითაროთ რწმენა ღმერთში. სრული სისულელეა ღმერთის არარსებობის შესახებ არგუმენტების მოტანა. რატომ ამბობთ თქვენ რომ ის არ არსებობს? თქვენ ამბობთ რომ ღმერთი არ არსებობს რადგან ის არ ჩანს. დავუშვათ, არსებობს ადამიანი ვინც არის ექვსი ფუტი სიმაღლის, ლამაზი სახის ფერის, მელოტი და 80 კგ წონის. ეს ყველაფერი არის მხოლოდ მისი ფიზიკური ატრიბუტები, რაც თქვენ შეგიძლიათ ხედოთ.
ფიზიკური მახასიათებლები მარტო გადმოსცემს სიმართლეს ამ ადამიანის შესახებ? ნამდვილი სიმართლე ადამიანის შესახებ არის ის რის დანახვაც თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი ფიზიკური თვალით. ეს არის მისი კარგი ან ცუდი ხარისხები, როგორიცაა თანაგრძნობა, სიყვარული, სიმპათია, სიძულვილი, მოთმინება და ა.შ. რადგან თქვენ არ ხართ ამ ხარიხების დანახვის შემძლე, შეგიძლიათ თქვათ რომ ესები არ არსებობს? ცოდვილობაა თქვათ რომ რასაც ვერ ხედავთ, არ არსებობს. ეს ხარისხები რომელთა დანახვის შემძლეც თქვენ არ ხართ განსაზღვრავს მის ადამიანურობას ან მის უქონლობას. ამიტომ, სისულელეა იმის თქმა რომ ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს რწმენა იმაში რაც არ არის ხილული.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 7 ივლისი
2026 წლის 5 აგვისტო.
რატომ არის თავდარწმუნებულობა და რწმენა ღმერთში აუცილებელი სულიერი პროგრესისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით გვითითებს ამას ჩვენ დღეს!
ეგოიზმი და ღმრთაებრიობა არის შეუთავსებადი. ეგოისტს არასდროს შეუძლია სწრაფვა ღმრთაებრივი ცხოვრებისკენ. ეგო მთლიანად უნდა განადგურდეს სულიერების გზაზე წინსვლისთვის. თუმცა, თავდარწმუნებულობა, განსხვავებით ეგოსგან, არის უმთავრესი მნიშვნელობის სულიერ პროგრესში. კაცს ვისაც არ აქვს რწმენა საკუთარ თავში არ შეიძლება ჰქონდეს რწმენა ღმერთში. თავდარწმუნებულობა და რწმენა ღმერთში ყოველთვის არის გვერდიგვერდ. ესები ავსებს ერთიმეორეს. რწმენა არის კარდინალური სათნოება, და რწმენა ღმერთში არის საყრდენი ცხოვრებაში. თუმცა ღმერთი მკვიდრობს ყველაში, თუ ადამიანს არ აქვს რწმენა ღმერთში, ის ვერ გახდება ღმრთაებრივი. ზოგიერთმა ადამიანებმა შეიძლება თქვან რომ ისინი ირწმუნებენ მხოლოდ გამოცდილების მიღების შემდეგ. მაგრამ ეს არის ეტლის ცხენის წინ დაყენების მსგავსი. სულიერებაში, რწმენა ყოველთვის წინ უსწრებს გამოცდილებას. „ვიდია (სწავლა) შრადდჰას (რწმენისა და გულმოდგინების) გარეშე არის ამაო“, – თქვა სვამი ვივეკანანდამ. შრადდჰა აბსოლუტურად აუცილებელია ადჰიატმა-ვიდიასთვის (მეცნიერებისთვის მეს შესახებ). დღევანდელობის ახალგაზრდა მამაკაცებსა და ქალებს ნამდვილად აქვთ შრადდჰას სიუხვე. მაგრამ, სამწუხაროდ, მათი მთელი შრადდჰა მიმართულია დრამებზე, რომანებზე, კინოთეატრებზე, რადიოზე, ტელევიზიაზე, კრიკეტსა და დოღზე. ეს უადგილო შრადდჰა დაშედეგდა მათ ფიზიკურ დასუსტებასა და გონებრივ გახრწნაში, რის გამოც მათ დაკარგეს არა მხოლოდ რწმენა ღმერთში არამედ საკუთარი თავშიც ასევე.
– თავი 26, ზაფხულის თავსხმები, 1979 წლის ივნისი
-
ბოლო ჩანაწერები
ბოლო კომენტარები
არქივები
კატეგორიები
მეტა