ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 1 ივნისი.
რა არის განსხვავებაა ქველმოქმედებასა და მსხვერპლს შორის? ბჰაგავანი სიყვარულით მიგვანიშნებს ამ განსხვავებას ჩვენ დღეს.
არსებობს განსხვავებათა სიმრავლე ქველმოქმედებასა და მსხვერპლს შორის. ზოგიერთი ადამიანი, თუმცა, ვერ ხედს რამე განსხვავებას მათ შორის. ეს არის დიდი შეცდომა. ადამიანებმა შეიძლება ქველმოქმედების მიზნით მცირედი თანხა გასცენ იმისგან რაც აქვთ, შეინახონ თავიანთი მთელი სიმდიდრე ხელუხლებლად თავიანთი ეგოისტური მიზნების მისაღწევად. არსებობს ეგოიზმი და ანგარება ამ ქველმოქმედების აქტში. მაგრამ არ არსებობს თუნდაც იოტისოდენა ეგოიზმი მსხვერპლშეწირვის აქტში. მსხვერპლი მდგომარეობს სხვებზე მისცემაში იმის რაც თქვენ ყველაზე მეტად მოგწონთ და ძალიან გიყვართ. რა არის ის რაც არის კაცისთვის ყველაზე ძვირფასი? ეს არის მისი სიცოცხლე. არ არის რამე უფრო ძვირფასი კაცისთვის ვიდრე მისი სიცოცხლე. მაშ, რა არის მსხვერპლის ნამდვილი მნიშვნელობა? ეს ნიშნავს საკუთარი სიცოცხლის გაღებას სხვების გულისთვის. ბევრი ადამიანი ამაყობს რომ მათ შეასრულეს დიდი მსხვერპლი სხვებისთვის თავიანთი მიწის ქველმოქმედებით მიცემით. მაგრამ სინამდვილეში, მათ შესაძლოა ეს გააკეთეს სახელისა და დიდების გულისთვის. ეს არ არის მსხვერპლი ნამდვილი გაგებით. „უკვდავება არ მიიღწევა მოქმედებით, შთამომავლობით ან სიმდიდრით; ის მიიღწევა მხოლოდ მსხვერპლით“ – ეს არის ინდური კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სწავლება. ჭეშმარიტი მსხვერპლი არის მუდმივი და შეუდარებელი. ის ხდის კაცს უკვდავს. ტანი არის არარეალური და მოკვდავი. ის განწირულია დასაღუპად და დასაშლელად. მაგრამ ატმა არის უხრწნელი, მარადიული, უცვლელი და უკვდავი. უკვდავი ატმას განცდა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მსხვერპლის მეშვეობით.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 28 ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 2 ივნისი.
რამდენად მნიშვნელოვანია მოვალეობა ერთგულების გზაზე? ბჰაგავანი სიყვარულით, თუმცა მტკიცედ, გვახსენებს ჩვენ დღეს!
მე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანზე. ეს არის ძირითადი მიზეზი ჩვენი ქვეყნის, ბჰარატისთვის, დღეს ასეთ სავალალო მდგომარეობადე მისვლაზე. ადამიანები არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას სათანადოდ. რა აზრი აქვს ასეთი ადამიანების მოსმენას ბჰაკტის (ერთგულების) შესახებ? ექიმი იქნება ეს თუ იურისტი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ ისინი ერთგულად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. თუ პაციენტები იტანჯებიან და ექიმები გარბიან მანდირში სვამის არატის რიტუალში მონაწილეობის მისაღებად, შეიძლება ეს იყოს ერთგულება? ეს არ არის ერთგულება საერთოდ. ეს არის სრული სიგიჟე და სისულელე. იზრუნეთ თქვენს მზრუნველობაში მყოფ პაციენტებზე გულწრფელად და სერიოზულად ამგვარად რომ მათ არ განიცადონ ტანჯვა საერთოდ. ეს არის თქვენი სევა, ეს არის თქვენი მოვალეობა. ადამიანები ვინც უგულვებელყოფენ თავიანთ მოვალეობას ამ გზით ვერასდროს განავითარებენ ერთგულებას, რაც გინდა ბევრს მოუსმინონ ერთგულების შესახებ. რა აზრი აქვს პაიასამის (ტკბილი პუდინგის) ჩასხმას ჭურჭელში რასაც აქვს ათი ნახვრეტი? ჭურჭელი ყოველთვის დარჩება ცარიელი, რამდენ პაიასამსაც კი თქვენ ჩაასხათ მასში. მსგავსად, თუ თქვენს გულს აქვს ეგოიზმისა და ანგარების ხვრელები, რა აზრი აქვს მის ჩატენვას ერთგულებით? ამიტომ, რაც არის მნიშვნელოვანი არის რომ თქვენ უნდა შეასრულოთ თქვენი მოვალეობა სათანადოდ და გულწრფელად.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 28 ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 3 ივნისი.
რა არის ჭეშმარიტი სიყვარულის ბუნება და რა არის წინაპირობა ასეთი სიყვარულის განსავითარებლად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ამ მიწიერ ცხოვრებაში, სიყვარული ვლინდება რამდენიმე ფორმით, ისეთით როგორიც არის სიყვარული დედასა და შვილს, ცოლსა და ქმარს, და ნათესავებს შორის. ეს სიყვარული დაფუძნებული ფიზიკურ ურთიერთობებზე წარმოიშობა ეგოისტური მოტივებიდან და ანგარებიდან. მაგრამ ღმერთისადმი სიყვარული მოკლებულია ანგარების ყოველგვარ კვალს. ამას ეწოდება ბჰაკტი. ამ სიყვარულის ერთი მახასიათებელია გაცემა და არა მიღება. მეორე, სიყვარულმა არ იცის შიში. მესამე, იგი არის მხოლოდ სიყვარულის გულისთვის და არა ეგოისტური მოტივისთვის. სიყვარულის ეს სამივე კუთხე ერთად აღნიშნავს პრაპატის (დანებებას). როცა ადამიანი ტკბება პრაპატის ამ დამოკიდებულებაში, ის განიცდის ღმრთაებრივ ნეტარებას. ამისათვის, მთავარი მოთხოვნაა კშამა (მოთმინება). მხოლოდ ის ადამიანი ვისაც აქვს კშამას ეს დამოკიდებულება შეიძლება ჩაითვალოს დაჯილდოებულად წმინდა სიყვარულით. ეს შეუძლებელია იყოს შესწავლილი სახელმძღვანელოებიდან. არც შეიძლება იგი იყოს მიღწეული მოძღვრთაგან და არც ვინმე სხვისგან. ის თვით უნდა კულტივირდეს სირთულეების, განსაცდელებისა და გასაჭირების დროს რასაც ადამიანი იძულებულია შეხვდეს. როცა თქვენ წააწყდებით პრობლემებსა და სიძნელეებს, თქვენ არ უნდა განაწყენდეთ და არ უნდა გახდეთ დეპრესიის მსხვერპლი, რაც არის სისუსტის ნიშანი. ასეთ სიტუაციაში თქვენ უნდა გამოიჩინოთ ტოლერანტობა და პატიების დამოკიდებულება თამაშში და არ უნდა მიიღოთ ღელვა, ზრდის მიმცემი რისხვის, სიძულვილისა და შურისძიების დამოკიდებულებაზე. თქვენ ხართ განსახიერება ძალის და არა სისუსტის.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 1 იანვარი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 4 ივნისი.
რატომ ჩვენი გული არ ფართოვდება აწმყოში და რატომ უნდა ეს? ბჰაგავანი სიყვარულით პასუხობს ამ მნიშვნელოვან კითხვებს ჩვენთვის დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ თვითდაკვირვება.
კაცს აქვს ორი არსებითი ორგანო: თავი და გული. პრავრიტი (ინტერესი გარეგანში) წარმოიშობა თავიდან (ჭკუიდან), იმ დროს როცა ნივრიტი (ინტერესი შინაგანში) წარმოიშობა გულიდან. ჩვენ ვართ მოწმე არის თავში წარმოშობილი აზრების ჭარბი ზრდა. ეს ნიშნავს რომ ჩახლართვა გარე სამყაროსთან იზრდება წუთიდან წუთამდე. მაგრამ შინაგანი გრძნობები არ ვითარდება სიმყარით და სისუფთავით. მარადისობები იცვლება. მსოფლიო იცვლება. მაგრამ კაცის გული არ ტრანსფორმდება. კაცი იზრდება, მაგრამ მისი გული არ ფართოვდება. ეს არის მხოლოდ მაშინ როცა გული ფართოვდება რომ ადამიანობა იპოვის სრულყოფილებას. რატომ არ ფართოვდება კაცის გული აწმყოში? მიზეზი არის საერო განათლება რაც გავრცელებულია დღეს. ეს საგანმანათლებლო სისტემა მიმართულებას უცვლის კაცის ყურადღებას გარე მსოფლიოსკენ. სტუდენტი ყურადღებას კონცენტრატებს მიწიერ და ტექნიკურ ცოდნაზე. ის არ აქცევს ყურადღებას სულიერი და ეთიკური მნიშვნელობის ცოდნას.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 15 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 5 ივნისი.
რატომ არის ხასიათი და სათნოებები უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე განათლება და ფული? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და გვახსენებს ჩვენ დღეს.
პიროვნება ვისი გულიც სავსეა კეთილი აზრებითა და კეთილშობილური განზრახვებით ჩადებს განათლებასა და ფულს სიკეთისთვის გამოყენებაზე. მეორეს მხრივ, პიროვნება ვისი გულიც სავსეა ბოროტი აზრებით, ცუდი ხარისხებითა და ცოდვილი გრძნობებით ჩადებს განათლებასაც და ფულსაც ბოროტებისთვის გამოყენებაზე. ეს არის მხოლოდ კაცის ჭკუა განათლებისა და სიმდიდრის კარგი ან ცუდი გამოყენების მთავარი მიზეზი. აქ არის მაგალითი ამის საილუსტრატოდ. თუ თქვენ ჩაასხამთ წყალს წითელი ფერის ბოთლში, წყლის ფერი გამოჩნდება წითლად მყოფად. თუ თქვენ მას ჩაასხამთ ლურჯი ფერის ბოთლში, იგი გამოჩნდება ლურჯად მყოფად. იგივენაირად, როგორიც კი არის ადამიანის გულის ხარისხი, განათლება და ფული მიიღებს მხოლოდ ამ ხარისხს. თუ კაცი სავსეა რაჯოგუნით (ვნების ხარისხით), მის მიერ შეძენილი განათლება და სიმდიდრე მიიღებს რაჯოგუნას. თუ კაცი სავსეა სატტვაგუნით (სიმშვიდის ხარისხით), მის მიერ შეძენილ განათლებასა და ფულს ასევე ექნება მსგავსი ხარისხი. კაცის ხარისხები არის პასუხისმგებელი განათლებისა და ფულის კარგად ან ცუდად გადაქცევაზე. კაცს შეიძლება ჰქონდეს მრავალი ტიპის ძალა, მაგრამ თუ მას აკლია სათნოების ძალა, მისი განათლება და ფული იქნება აბსოლუტურად უსარგებლო.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 28 ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 6 ივნისი.
რით შეუძლია ერთგულს უფლის მოპოვება? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს ნარადას სიტყვებით, ასე რომ ჩვენ შევძლოთ თვითანალიზი და დავრჩეთ თავმდაბალი.
ნარადას სურდა სატიაბჰამასთვის ესწავლებინა ზოგიერთი ადამიანური ხარისხების უმაღლესი სიდიადე რის შესახებაც მან არ იცოდა. მან შექმნა სიტუაცია რომელშიც კრიშნა უნდა ყოფილიყო აწონული სასწორით და შეძენილი სატიაბჰამას მიერ, სასწორის მეორე მხარეზე შეთავაზების დადებით. მისმა ყველა ძვირფასეულობამ და სიმდიდრემ ვერ გადახარა სასწორი მის სასარგებლოდ. საბოლოოდ, მან სთხოვა რუკმინის მოსვლა მის დახმარებლად. რუკმინი მოვიდა, მლოცვარედ კრიშნაზე, წარმოთქმით: „თუ ეს არის მართალი რომ ღმერთი თვით ემორჩილება ერთგულს ვინც სიყვარულით სთავაზობს ფოთოლს, ყვავილს, ნაყოფს ან ცოტა წყალს, დაე ჩემმა რეჰანის ფოთოლმა სასწორი შეატრიალოს კრიშნას წინააღმდეგ“. ამ ლოცვის ეზოთერიკი მნიშვნელობა არის რომ ტანი უნდა ჩაითვალოს ფოთლად, გული ყვავილად, სათნოება ნაყოფად, და სიხარულის ცრემლები მოდენილი ერთგულის თვალებიდან წყლად შეთვაზებულად ღმერთზე სრული დანებების სულით. ცრემლები უნდა დაიღვაროს მხოლოდ ღმერთისთვის და არა ვინმე სხვისთვის კიდევ. რაც კი არის ადამიანის მწუხარება, ცრემლები არ უნდა დაიღვაროს. ცრემლები შეიძლება მოდინდეს სიხარულისგან, ენთუზიაზმისგან ან ექსტაზისგან, მაგრამ არა მწუხარების გრძნობისგან. ნარადამ განასახიერა მთელი სცენა საჩვენებლად სატიაბჰამაზე რა დიდებულ ხარისხებს ფლობდა რუკმინი და როგორი იყო მისი ერთგულების სიდიადე. მან უთხრა სატიაბჰამას: „უფალი არ დაემორჩილება სიმდიდრეს. ის დაემორჩილება მხოლოდ სიკეთეს“.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 15 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 7 ივნისი.
როგორ უნდა იყოს გამოყენებული ადამიანის შემადგენლები როგორიცაა თვალები, ყურები და ა.შ. მიზანდასახული და სულიერი ცხოვრების გასატარებლად? ბჰაგავანი განმარტავს დღეს, უფლის დიდი ერთგულის მაგალითით.
უბრალოდ სინათლის არსებობა არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა ვეცადოთ წინსვლას ამ განათების დახმარებით. თუ, ამ სინათლის მქონე, ჩვენ არ მივყვებით მისით გაცხადებულ გზას, ჩვენ ვართ ისეთივე უსინათლოები როგორც ბრმები. ერთხელ, უფალი კრიშნა წარდგა სურდას, ბრმა წმინდანის, წინაშე და უთხრა მას: „სურდას, თუ შენ გსურს სამყაროს დანახვა, მე აღვადგენ შენს მხედველობას ამ წამსვე“. დიდმა ერთგულმა ვინც ის იყო, სურდასმა უპასუხა: „ისინი ვინც უზრუნველყოფილი არიან თვალებით, არიან ნამდვილად ბრმები, როცა ვერ ხედენ შენს მანუგეშებელ, მშვენიერ ფორმას. მქონენი ყურების, ისინი არიან ყრუები, როცა არ ირჩევენ შენი მელოდიური სიმღერის მუსიკის მოსმენას. თავიანთ ხელში მქონენი ღმრთაებრივის მიღწევის ძალის, ისინი თავს იხრჩობენ სამსარას (მიწიერი ცხოვრების) ოკეანეში. თუმცა შენ ცხოვრობ მათ გულებში, ისინი არიან შეცდომაში შეყვანილი მსოფლიოს ცრუ, უაზრო და წარმავალი მიმზიდველობით. თუმცა მათ აქვთ დიდი თვალები, ისინი ვერ გხედენ შენ. ამიტომ, არ მჭირდება ასეთი გული, ასეთი თვალები ან ასეთი ყურები. მომეცი მე, ო უფალო, ყურები რომლებიც მოუსმენს შენს სიმღერას, თვალები რომლებიც დაინახავს შენს მშვენიერ ფორმას და გული რომელშიც შენ ხარ დამკვიდრებული“, – თხოვდა სურდასი.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 14 ივლისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 8 ივნისი.
როგორი უნდა იყოს ჩვენი პერსპექტივა განსაცდელებისა და უსიამოვნო გამოცდილებების მიმართ ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს მრავალი მაგალითით.
ზოგიერთ ადამიანს სურს განუწყვეტელი ბედნიერება. როცა თქვენ ჭამთ დილის 10 საათზე, თქვენ არ მიდიხართ საჭმელზე ყოველ საათში ამის შემდეგ შესვენების გარეშე. თქვენ უნდა შეისვენოთ საკვების მონელებისთვის. ასევე როცა თქვენ განიცდით სიამოვნებას, იგი უნდა მოინელოთ, სანამ მსგავს გამოცდილებას კიდევ ერთჯერ შეხვდებით. ზუსტად ისე როგორც თქვენ უნდა გააკეთოთ რამე ვარჯიში საკვების დასახმარებლად მონელებაში თქვენ უნდა გაიაროთ ტკივილის პირისპირ შესახვედრის ვარჯიში, სიამოვნების განცდის შემდეგ. ამიტომ, თქვენ უნდა მიიღოთ ყველაფერი რაც მოცემულია ღმერთის მიერ როგორც კარგი თქვენთვის. დედა იღებს ბავშვის ნახვის სიამოვნებას ძლიერი ტკივილის გადატანის შემდეგ. თუ თქვენ ზიხართ ჰაერკონდიცირებულ ოთახში დღის 24 საათის განმავლობაში, თქვენ ვერ იგრძნობთ სიამოვნებას მისგან. მხოლოდ როცა თქვენ შეხვალთ სახლში ცხელ მზეში ყოფნის შემდეგ ისიამოვნებთ ჰაერკონდიცირებული ოთახის სიგრილით. მაჰაბჰარატას ომის დასრულების შემდეგ, კრიშნამ ჰკითხა კუნტის, პანდავების დედას, რა სურდა მას. მან სთხოვა რომ ის დაელოცა პრობლემებით ყოველთვის, რადგან მხოლოდ მაშინ ის მუდმივად გაიხსენებდა ღმერთს, როგორც ისინი აკეთებდნენ ამას როცა ისინი იყვნენ ტყეში. მან თქვა ის არ ფიქრობდა ღმერთზე როცა ტკბებოდა სასახლის ცხოვრებით ძველად დედოფლის რანგში. თქვენ სიამოვნებთ უფლის სახელის გალობის სიტკბოთი მხოლოდ როცა თქვენ ხართ გასაჭირში.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 1 იანვარი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 9 ივნისი.
ჩვენ რა უნდა მივცეთ უფალს საპასუხო საბოძარის მისაღებად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს და შთაგვაგონებს ჩვენ მშვენიერი მაგალითით.
კუჩელა წავიდა კრიშნასთან მრავალი მატერიალური საჩუქრის სათხოვნელად. მაგრამ კრიშნას ღმრთაებრივი სახის დანახვაზე, მას დაავიწყდა ყველა სურვილი. თავის დაბრუნებისას მშობლიურ სოფელში, მან აღმოაჩინა რომ მისი ძველი საცხოვრებლის ადგილას დიდი სასახლეები იყო გაშენებული. კუჩელას ცოლი გამოვიდა, დახვეწილად ჩაცმული და მრავალი სამკაულით მორთული, და მიესალმა თავის ქმარს შემდეგი შენიშვნით: „უფალო, ნახე რა საოცარი რამეები მოგცა შენ შრი კრიშნამ“. კუჩელამ ყველაფერი დაათვალიერა და თქვა: „მე არ მითხოვია ბჰაგავანისთვის რამე. მე არ მისაუბრია მასთან ჩვენი ოჯახური მდგომარეობის შესახებ. საჭიროა ჩემთვის რამე ვუთხრა ყველგანმყოფ, ყოვლისმცოდნე უფალს?“ შემდეგ კუჩელამ დეტალურად აღუწერა თავის ცოლს როგორ მიიღო კრიშნამ ის თავის სასახლეში, მან როგორ მიიხუტა კუჩელა თავის გულზე და როგორ დაღვარა თავისი სიყვარული მასზე. „მე როგორ შემიძლია აღვწერო მისი მოსიყვარულე გულკეთილობა? არის თუ არა ვინმე მისნაირი ვისაც შეუძლია აჩუქოს მთელი კეთილდღეობა ადამიანს მუჭა გამომშრალი ბრინჯის მიღების შემდეგ? ის არის სიყვარული ინკარნირებული, და სიყვარული არის ის“. დღეს, ერთგული იქცევა განსხვავებულად ღმერთის მიმართ. ის მიდის სურვილების მთით ტაძარში და სთავაზობს პატარა ქოქოსს. ეს არ არის რაც თქვენ უნდა შესთავაზოთ ღმერთს. რაც თქვენ უნდა შესთავაზოთ არის სუფთა, უმწიკვლო გული.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 15 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 10 ივნისი.
რატომ გრძნობენ ზოგიერთი ერთგულები თავს დაშორებულად ღმერთისგან და რა უნდა გააკეთონ მათ? ბჰაგავანი დღეს განმარტავს ჩვენთვის, ასე რომ ჩვენ შევძლოთ თვითანალიზი და სწრაფვა ახლოს მისასვლელად მასთან.
სხვადასხვა შემთხვევაში, უფალი უქვემდებარებს ერთგულებს სხვადასხვა სახის გამოცდებსა და განსაცდელებს გეგმით აიყვანოს ისინი სულიერად უფრო მაღალ დონეზე. უფალი, ვინც არის ყველა სიბრძნის წყარო, აჩუქებს განათებას მხოლოდ მათზე ვინც მას მიუახლოვდება. მათ ვინც გრძნობს რომ ბჰაგავანს ისინი არ უნახავს ან არ უსაუბრია მათთან უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს რამდენად ახლოს არიან გონებრივად ბჰაგავანთან და რამდენად ახლოს არიან უფალთან თავიანთ პრაქტიკებში. თითოეულმა უნდა დააკავოს საკუთარი თავი თვითგამოკვლევის პროცესში. უფალს არ აქვს არც აგრაჰა (მრისხანება) და არც ანუგრაჰა (კეთილგანწყობა). მაშინაც კი როცა ის ჩანს მკაცრი, არსებობს მადლი ამ სიმკაცრეში. როცა ის ჩანს მკაცრად დამსჯელი, არსებობს თანაგრძნობა ამაში. როცა ის ჩანს გაბრაზებული, არსებობს სიყვარული ამის უკან. მხოლოდ მათ ვინც იგებს ღმრთაებრივის ბუნებას შეუძლიათ დააფასონ ღმრთაებრივი გზები. ღმრთაებრივი მიმართავს გარკვეული სახის სასჯელებს რათა აიძულოს ერთგული სწორი გზის გავლაზე და იდეალური ცხოვრების გატარებაზე. ასეთი სასჯელები არის ერთგულის სიკეთისა და კეთილდღეობისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 6 მარტი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 11 ივნისი.
რა არის მიჯაჭვულობის სამი ფორმა რაც ბორკავს კაცს და ეღობება მის განთავისუფლების გზას? ბჰაგავანი პასუხობს ამ მთავარ კითხვას ჩვენთვის დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ თვითანალიზი.
არსებობს ერთი საერთო ხარისხი ყველა ცოცხალ არსებაში: მოჰა (მიჯაჭვულობა). ეს ხარისხი თანაბრად არის წარმოდგენილი ადამიანებშიც. მაგრამ მხოლოდ ადამიანებს აქვთ უნარი ამ მოჰას დასაძლევად და მოკშას (განთავისუფლების) მისაღწევად. მაია (ილუზია) რაც ფუთავს კაცს ეწევა მას არასწორი გზის აღებიკენ. მაიას აქვს სამი ხარისხი: სატვა, რაჯასი და ტამასი (სიწმინდე, ვნება და ინერცია). ამ ხარისხების მეშვეობით კაცი მიდრეკილია დავიწყებისკენ თავისი ღმრთაებრიობისა და ადამიანურობის და იქცევა ცხოველივით. მაიას სამი ხარისხი და მოჰას სამი ფორმა ერთიანდება კაცის დემონად გადასაქცევად. მოჰას სამი ფორმაა სიმდიდრის სურვილი, ცოლისადმი მიჯაჭვულობა და შვილებისადმი მიჯაჭვულობა. ეს სამი ფორმა ხდის კაცს მოჰას მონად. კაცს ვინც დაიპყრობს ამ სამ სურვილს შეუძლია გადალახოს მოჰა. როცა მოჰა მცირდება, მოკშა ხდება მიღწევადი. განთავისუფლება არის მოჰას (მიჯაჭვულობის) აღმოფხვრა. ყველა უნდა ისწრაფვოდეს ამ სამი სურვილის კონტროლის ქვეშ მოქცევას.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 15 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 12 ივნისი.
სხვადასხვა გზიდან ღმერთისკენ, რომელია ყველაზე ადვილი? ბჰაგავანი სიყვარულით გვიძღვება ჩვენ დღეს.
კარმა მარგას (მოქმედების გზის) თაყვანისმცემელი ასრულებს მრავალ მოქმედებას მსოფლიოს საკეთილდღეოდ. ის მონაწილეობს იაჯნებსა და იაგებში (რიტუალურ მსხვერპლშეწირვაში). ის არის დაკავებული მსახურებასა და საქველმოქმედო საქმიანობაში. კარმას ყველა ეს ფორმა სავსე არის გარკვეული სირთულეებით. მსხვერპლშეწირვის შესასრულებლად, ადამიანი გაცნობილი უნდა იყოს ვედურ ტექსტებს. ეს არ არის ადვილი ერისკაცებისთვის. ჯნანა მარგა (ცოდნის გზა) მოითხოვს წმინდა წერილების ცოდნას და ცოდნის რამდენიმე სხვა სახეობას, რასაც ერთად მიყავს ატმაჯნანამდე (უზენაესი მეს ცოდნამდე). ჯნანა განისაზღვრება როგორც ადვაიტა დარშანამ (ერთი კოსმიური ცნობიერების გაცნობიერება). ეს ნიშნავს ერთობის აღიარებას მრავალსახოვნებაში. ადვილი არ არის ამ ერთობის განცდა. იოგას გზა, რაც დაკავშირებულია ჭკუის კონტროლთან, არის თანაბრად რთული. იგი მოითხოვს გრძნობების მკაცრ კონტროლს. ადამიანმა უნდა გადალახოს მრავალი სირთულე, განსაცდელი და გასაჭირი. ძალიან ცოტას აქვს გონებრივი და სულიერი ძალა ამ სირთულეებისა და განსაცდელების წინაშე დასადგომად. ამრიგად, იოგას გზას ღობავს მრავალი დაბრკოლება. ბჰაკტი (ერთგულების გზა) არის ყველაზე ადვილი გზა ყველასთვის. იგი არ მოითხოვს წმინდა წერილების დაუფლებას. იგი დაჟინებით არ მოითხოვს რიტუალებისა და მსხვერპლშეწირვების შესრულებას. თავიდან აცილებულია ერთობის მოუხელთებელი ძებნა მრავალსახოვნებაში. ღმერთისადმი სიყვარულის კულტივირებით, გრძნობები მოდის ბუნებრივ თვითდისციპლინაში .
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 6 მარტი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 13 ივნისი.
რა არის მზადება და დისციპლინა რაც ჩვენ უნდა გამოვცადოთ საკუთარ თავზე და რა შეთავაზებები უნდა გავაკეთოთ ღმერთის მადლის დასამსახურებლად? ბჰაგავანი შესანიშნავად განმარტავს და ააშკარავებს უდიდეს კურთხევას რასაც ღმერთი სამაგიეროდ მოგვცემს.
ტანი ჯანსაღდება ვარჯიშითა და შრომით; ჭკუა ჯანსაღდება უპასანათი (წრფელი ჭვრეტით) და ნამასმარანათი (ღმერთის გახსენებით), რეგულარული, კარგად დაგეგმილი დისციპლინით, სიხარულით მიღებულითა და სიხარულით შესრულებულით. აჰიმსა (დაუზიანებლობა) არის ბრინჯი; არპიტამ (მიძღვნა) არის მუხუდო; პრაიასჩიტტამ (გამოსყიდვა) არის ქიშმიში; პასჩატტაპამ (მონანიება) არის ჯაგერი. კარგად შეურიეთ ეს ყველაფერი სადგუნამის (სათნოების) ერბოსთან. ეს არის შეთავაზება რაც თქვენ უნდა გააკეთოთ თქვენს იშტადევატასადმი (რჩეული ღმრთაებისადმი) და არა ის პატარა რაღაცეები რასაც თქვენ ამზადებთ მაღაზიებში პაისად ნაყიდი ნივთებისგან! გოპებმა იცოდნენ ეს საიდუმლო გასასვლელი უფლის გულისკენ და მათ შეიცნეს ის სწრაფად და მტკიცედ. თქვენ გსმენიათ, რომ კრიშნა არის მურალი-მადჰავა და რა არის სახელდობრ მურალი? თქვენ უნდა იყოთ მურალი (ფლეიტა). ანებეთ კრიშნას სუნთქვას გაიაროს თქვენში, შექმნას სასიამოვნო მუსიკა რაც ადნობს გულებს. მიანდეთ თავი მასზე; გახდით ცარიელი, ვასანას (მიდრეკილებების) გარეშე და გახდით უეგოო, და უსურვილებონი; შემდეგ, ის თავად მოვა და აგიყვანთ ნაზად და მიგიდებთ თქვენ, ფლეიტას, თავის ტუჩებთან და ჩაბერავს თავის ტკბილ სუნთქვას თქვენით. ანებეთ მას დაუკრას ნებისმიერი სიმღერა რაც კი მას მოსწონს.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 6 სექტემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 14 ივნისი.
რატომ არის მარტო გრძნობადი სიამოვნებებისკენ სწრაფვა არასაკმარისი სრულყოფილი ცხოვრებისთვის? ბჰაგავანი გვიხსნის და შთაგვაგონებს ჩვენ დაბალანსებული ცხოვრების გასატარებლად.
ის ვინც ეძებს პრეიას (გრძნობად სიამოვნებებს) დაინტერესებული არის ტანით, იმ დროს როცა ატმათი დაინტერესებული ეძებს შრეიას (სულიერ კეთილდღეობას). დღეს, მოსახლეობის ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ჩართულია გრძნობად სურვილებში და არა სულიერ ნეტარებაში. დღეს განათლება ძირითადად დაკავშირებულია გრძნობით სიამოვნებებთან. ყველა საქმიანობა გრძნობითი სურვილების მიღწევასთან არის დაკავშირებული. ყველა სიამოვნება დაკავშირებულია გრძნობებზე. სიმდიდრის შეძენაც კი არის უმნიშვნელო გრძნობადი სიამოვნებებით ტკბობისთვის. უეჭველია საჭიროება ფიზიკური კომფორტის გარკვეულ ზრუნვაზე. „თუნდაც ტანი აუცილებელია დჰარმას რეალიზებისთვის“, – ამბობს წმინდა წერილი. ტანის მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს. საზოგადოება უნდა მომსახურდეს. ოჯახური მოვალეობები უნდა შესრულდეს. ტანი არის ამ ყველაფრის საფუძველი. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცხოვრების საბოლოო მიზანი. პირველი დაკავშირებულია გარე ფენომენალურ სამყაროსთან და დაკავშირებულია მიწიერ სურვილებთან. ამასთან ერთად, უნდა არსებობდეს ლტოლვა უმაღლესი შრეიასკენ (სულიერი ცხოვრებისკენ). პრეიას დევნა არის უარყოფითი. შრეიასკენ სწრაფვა არის დადებითი. დადებითთან კავშირის გარეშე, პრეიები არის უსარგებლო, რამდენად ბევრიც კი შეიძლება იყოს მიწიერი სიკეთეები. მხოლოდ მაშინ როცა ადამიანი ნაღვლობს შრეიასთვის პრეიებსაც კი მიჰყავს სრულყოფამდე.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 5 მარტი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 15 ივნისი.
როდის მოგვიტანს ჭეშმარიტად მსახურების აქტები ჩვენ იმ უდიდეს სარგებელს ესები რისი ჩუქნის შემძლეც არის? – ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
არსებობს ადამიანთა მილიონები ვინც ემსახურებიან თავიანთ თანამოძმეებს ღმერთის სახელით თავიანთ ტუჩებზე. „არც მონანიებით, არც მლოცველობით, არც წმინდა წერილების შესწავლით და არც ჯაფით არ შეუძლია ადამიანს სიცოცხლის ოკეანის გადალახვა. მან შეიძლება მიაღწიოს ამას მხოლოდ ღმრთისმოსავთა მსახურებით“. მსახურება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ემსახურეთ ყველას იმ რწმენით რომ ღმერთი მკვიდრობს ყველაში. როცა თქვენ ემსახურებით სხვებს, თქვენ უნდა მოკლათ თქვენი ეგო. ამას არ შეიძლება ეწოდოს მსახურება თუ იგი კეთდება გრძნობით რომ „მე ვემსახურები სხვებს“. გააკეთეთ ყველა მოქმედება ღმერთის სასიამოვნოდ – სარვა კარმა ბჰაგავად პრითიიართჰამი. ეს არის დამოკიდებულება რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს როცა სხვებს ემსახურება. ბევრი არსებობს ვინც მონაწილეობს მსახურების საქმიანობაში, მაგრამ რამდენს შეუძლია ტკბობა იქიდან მიღებული სარგებლით? ჯერ, თქვენ უნდა გაიგოთ ტერმინი „მსახურება“. ჭეშმარიტი მსახურება არის ის რაც სრულდება ღმრთაებრივი გრძნობებით, საკუთარი თავის დავიწყებით. მსახურება უნდა შესრულდეს როგორც შეთავაზება ღმერთზე. მსახურებას აქვს ფასი მხოლოდ მაშინ როცა იგი სრულდება დაივაბჰიმანათი (ღმერთის სიყვარულით) და არა დეჰაბჰიმანათი (ტანზე მიჯაჭვულობით). მსახურების მცირე აქტიც კი შესრულებული მხოლოდ ღმერთის სიამოვნების განზრახვით შეიძენს დიდ მნიშვნელობას.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 24 თებერვალი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 16 ივნისი.
რა არის პურუშართჰების კონცეფციის ნამდვილი მნიშვნელობა? ბჰაგავანი განმარტავს და ხსნის რას წარმოადგენს პირველი ოთხი პურუშართჰიდან.
ინდური კულტურის თანახმად, არსებობს ოთხი პურუშართჰა (მიზანი) ადამიანის ცხოვრებაში, კერძოდ, დჰარმა, ართჰა, კამა და მოკშა (უბიწოება, სიმდიდრე, სურვილი და განთავისუფლება). არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ ცხოვრების ეს მიზნები სხვა ქვეყნებშიც არის გავრცელებული ასევე. ზოგი ამბობს რომ პურუშართჰები განკუთვნილია მხოლოდ მამაკაცებისთვის და არა ქალებისთვის. პურუშა არ ნიშნავს მამაკაცს. ის ეხება ატმას და ცნობიერებას. ცნობიერება არ აკეთებს განსხვავებას მამაკაცსა და ქალს შორის. ნამდვილი პურუშა არის ატმა რაც არის იგივე ყველაში. ზოგადად ითვლება, რომ დჰარმა გულისხმობს ქველმოქმედებას. მაგრამ ეს არ არის სწორი. ის საქმეები რომლებიც კაცს ეხმარება ღმრთაებრივის მიღწევაში განეკუთვნება დჰარმას. ქმედებები რომლებიც ქმნის გულში ნეტარებას, ავლენს არადუალობას და ხელს უწყობს ერთობას წარმოშობს დჰარმას. ყველაზე ღრმა შინაგანი გრძნობები რომელიც ასახავს ღმრთაებრივს წარმოადგენს დჰარმას. ყველამ უნდა აპრაქტიკოს ეს დჰარმა. სინამდვილეში, ადამიანის სიცოცხლე დანიშნულია სწორედ ამ მიზნით. კაცმა უნდა გააცნობიეროს ჭეშმარიტება რომ ის დაიბადა ღმერთის გასაცხადებლად. დჰარმა არ ეხება ცხოვრების ისეთ ეტაპებს როგორიცაა გრიჰასთჰა (ოჯახის მეპატრონის სტადია) ან სანიასა (უარყოფის სტადია). ეს ეტაპები დაკავშირებულია მსოფლიოსთან და არა ატმასთან. კაცი ივიწყებს თავის თანდაყოლილ ადამიანურობას და ეფლობა მიწიერ და საერო პრობლემებში მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც შედეგი, მისი ცხოვრება რჩება დეზორიენტირებული უზენაეს პრინციპზე.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 1 მაისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 17 ივნისი.
ოთხ პურუშართჰას ტერმინები ართჰა, კამა და მოკშა ნამდვილად რას ნიშნავს? ბჰაგავანი ხსნის ჩვენთვის დღეს.
ზოგადად მიიჩნევენ რომ ართჰა (მეორე პურუშართჰა) გულისხმობს სიმდიდრეს, მიწიერ საკუთრებასა და ქონებას. ღმერთის შეცნობა არის ნამდვილი ართჰა. ეს შეცნობა ნიშნავს ცოდნის სიმდიდრეს და არა ფულს ან ვალუტის კუპიურებს. ღმრთაებრიობის განცდა თავისთავად არის ართჰა. ეს არის რასაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ და გავავრცელოთ. გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, კამა მიუთითებს სურვილს მისაღწეად განთავისუფლების და არა მიწიერი საგნების რომლებიც არის დროებითი ბუნების. ადამიანები ვერ იგებენ კამას ნამდვილ მნიშვნელობას და აკავშირებენ მას მიწიერ სიამოვნებებთან და ყოველდღიურ სურვილებთან. მათ უნდა გაიგონ ამ ტერმინების ნამდვილი მნიშვნელობა, აღიარონ ცხოვრების ნამდვილი მიზანი და გაავრცელონ ეს ცოდნა. მოკშა (განთავისუფლება) არის მდგომარეობა რომელიც მოკლებულია შესვლასა და გასვლას, დაბადებასა და სიკვდილს. ადი შანკარამ თქვა: „არსებობს დაბადებისა და სიკვდილის დაუსრულებელი ციკლი და ადამიანი დედის საშვილოსნოში ისევ და ისევ უნდა მოხვდეს. მიწიერების ეს ოკეანე არის ძნელად გადასალახი. ოჰ თანამგრძნობო უფალო, დამიცავი მე შენი უსაზღვრო მადლით“. მან ურჩია ერთ მეცნიერს: „ოჰ სულელო კაცო! თაყვანი ეცი გოვინდას, როცა სიკვდილის ღმერთი დაგიძახებს შენ, გრამატიკის შენი ცოდნა ვერ დაგეხმარება შენ ვერანაირად“. რა არის გზა მოკშასკენ? ყოველთვის გახსოვდეთ ღმერთი და იმედიტეთ მასზე. იარეთ წმინდა გზით და მიაღწიეთ ღმერთის უმაღლეს მდგომარეობას სადაც არ არსებობს დაბადება და სიკვდილი.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 1 მაისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 18 ივნისი.
არის ეს საკმარისი თუ ჩვენ ვმედიტებთ, ვაკეთებთ სევას და ვგალობთ უფლის სახელს სადჰანას სახელით? ბჰაგავანი შთაგვაგონებს ჩვენ დიდი ერთგულის მაგალითით დღეს.
მაშინაც კი როცა დჰარმაჯას ცოლი დაამცირეს საჯაროდ დარბაზში, მან დაფიქსა თავისი ურყევი ჭკუა კრიშნაზე. მაშინაც კი როცა აშვათთჰამამ უდანაშაულო უპაპანდავები დახოცა, ის განაგრძობდა ღმერთზე ფიქრს მტკიცე, სუფთა და უშფოთველი ჭკუით. ბჰიმა იყო ხელ-ფეხ შეკრული, და ჩაგდებული შხამიანი გველებით სავსე მდინარეში. ასეთ სიტუაციებშიც აგრეთვე, დჰარმაჯამ შეინარჩუნა თავისი სიმშვიდე. ეს იყო იმიტომ რომ მას შეეძლო როგორც სიხარულის ასევე მწუხარების გადალახვა და ღმრთაებრობის არაორობითი პრინციპის მიღწევა. ეს არის მხოლოდ ფუნდამენტური ჭეშმარიტების აღქმით რომ ადამიანი ინვითარებს მტკიცე ჭკუას. გონება აღემატება ჭკუას და ამიტომ გონების სიწმინდე აისახება ჭკუაში. საკმარისი არ არის თუ ჩვენ შემოვიფარგლებით მხოლოდ მედიტებით ან სადჰანას სახელით გალობით. გულის სიწმინდის კულტივება არის ნამდვილი სადჰანა რაც ჩვენ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე. სინამდვილეში, გულის სიწმინდე თვით არის სიბრძნის მიღწევა და სწორედ სიბრძნის ამ სტადიაში ჭკუა რჩება ურყევი. დჰარმაჯამ მიაღწია ამ სტადიას. არსებობს უამრავი ასეთი ერთგული ამ მსოფლიოში. მაგრამ არსებობენ სხვებიც აგრეთვე რომელთა სიმშვიდე ირღვევა მსოფლიოს სიხარულებითა და მწუხარებებით. ჭკუის ამ ცვალებადი ბუნების დასაძლევად, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი ღმრთაებრივი ბუნება, რაც ზრდის სიმშვიდეს.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 5 ოქტომბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 19 ივნისი.
რა არის ილუზია რაც გვიშლის ჩვენ ბრაჰმანის ან ღმერთის განცდას? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს შესაბამისი მაგალითებით.
როცა ადამიანი იტანჯება ძლიერი მუცლის ტკივილისგან აპენდიციტის გამო, ექიმი უკეთებს ოპერაციას მას და ამოკვეთს აპენდიქსს. შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, ექიმი არის სასტიკი როცა ის ჭრის პაციენტის მუცელს? არა, არა. ის ჭრის მის მუცელს თავისი თანაგრძნობით პაციენტზე. ტკივილი ტანის შიგნით უნდა განიკურნოს ტანზე ტკივილის გამოწვევით გარედან. მსგავსად, ტესტები მოცემული ღმერთის მიერ არის მხოლოდ კაცის დასახმარებლად საკუთარი ქმედებების შედეგების ატანაში. ყველაფერი რასაც ღმერთი აკეთებს არის კაცის სასიკეთოდ და არა მის საზიანოდ. რატომ? ღმერთი არის აბსოლუტურად უანგარო, ეგოიზმისა და საკუთარი ინტერესის გარეშე; ფაქტობრივად, მან ნამდვილად არ იცის რა არის ეგოიზმი და ანგარება. ზოგიერთი ადამიანი მიაწერს მიკერძოებას, ეგოიზმს და ანგარებას ღმერთის ქმედებებსაც კი. ეს არის მხოლოდ მათი წარმოსახვა. ეს წარმოსახვა არის მათი ილუზიის მიზეზი. სანამ თქვენი გული ბჰრამათი (ილუზიით) არის სავსე, თქვენ ვერ განიცდით ბრაჰმას (ღმერთს)! თქვენ ვერ გექნებათ ბრაჰმას აზრები, თქვენი გულიდან ბჰრამას განდევნამდე! თქვენს გულს აქვს მხოლოდ ერთი სკამი თავისში. ეს არც ორადგილიანი დივანია და არც მუსიკალური სკამი! როცა თქვენ ამოიღებთ ბჰრამას თქვენი გულიდან, ბრაჰმა დაიკავებს მას. შეუძლებელია, ბჰრამა და ბრაჰმა აიძულოთ დასხდნენ ერთ სკამზე თქვენს გულში. მაგრამ კალი იუგას ზემოქმედების გამო, ადამიანები ცდილობენ, აიძულონ ორივე დასხდნენ ერთ სკამზე! მათ შეიძლება ნებისმიერი ძალისხმევა გასწიონ, მაგრამ ბრაჰმა არ შევა მათ გულში სანამ ბჰრამა არის იქ!
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 28 ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 20 ივნისი.
რა არის კაცის თანდაყოლილი ბუნება და როგორ სნებოვნდება იგი? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და გვაფრთხილებს ჩვენ დღეს.
ამ ცხვირსახოცის ბუნებრივი ფერი არის თეთრი. როცა თქვენ მას იყენებთ, იგი ხდება ჭუჭყიანი და დალაქავებული. მისი ფერიც იცვლება მასზე დაგროვილი ჭუჭყის გამო. მსგავსად, ბავშვის დაბადებისას, მისი გული იქნება სუფთა, უმანკო, გამჭვირვალე ბროლივით და ისე სუფთა როგორც ბრწყინვალე ოქრო. მაგრამ როცა ლითონები როგორიცაა ვერცხლი, სპილენძი და თითბერი ემატება სუფთა ოქროს, იგი კარგავს მის ელვარებას და ღირებულებას. იგი ხდება არასუფთა. კაცის ნამდვილი ბუნება არის უკვდავი, მარადიული, მშვიდობიანი და ნეტარი. კაცის ასეთი ბუნება ბინძურდება მიწიერი სურვილებით, მისი საქმიანობებით და მისი მიჯაჭვულობით მეგობრებთან და ნათესავებთან. ის თავად არის პასუხისმგებელი ღირებულებების ეროზიაზე მის ცხოვრებაში. დღეს, ჩვენ ვერ ვპოულობთ ადამიანური ფასეულობების რამე კვალს ადამიანებში. ადამიანური ფასეულობები არ მოდის გარედან. მათი შეძენა შეუძლებელია. ესები უკვე არის ყველა ადამიანში. კაცი უძლურია გაიგოს ეს. ის ლაპარაკობს ტყუილს, ახორციელებს არასწორ ქმედებებს, იხედება აკრძალულ რამეებზე და მასპინძლობს არასწორ აზრებს. მან დაკარგა თავისი სიწმინდე. როგორ შეგვიძლია პიროვნებენს ვუწოდოთ ადამიანები, თუ მათ არ გააჩნიათ ადამიანური ფასეულობები?
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 5 ოქტომბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 21 ივნისი.
რა არის ის განწმენდა რაც აუცილებელია ადამიანისთვის ვისაც სურს წასვლა სულიერ მოგზაურობაზე? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ და გვაფრთხილებს ჩვენ დღეს.
ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ საკუთარი თავები შესაფერის ინსტრუმენტებად სულიერი მლოცველობისთვის. არსებობს ადამიანების ოთხი კლასი; ისინი ვინც ყურადღებას აქცევენ საკუთარ ნაკლოვანებებს და სხვების ღირსებებს (საუკეთესოები); ისინი ვინც აშუქებენ საკუთარ ღირსებებს ისევე როგორც სხვების ღირსებებს (საშუალოები); ისინი ვინც ყურადღებას აქცევენ მხოლოდ საკუთარ ღირსებებს და მხოლოდ სხვების ნაკლოვანებებს (უარესი ტიპები) და ისინი ვინც საკუთარ ნაკლოვანებებს წარმოაჩენენ ღირსებებად და სხვების ღირსებებს ნაკლოვანებებად (ყველაზე უარესები). თითოეულს შეუძლია აღმოაჩინოს თავისთვის ჯგუფი რომელსაც ის ეკუთვნის. გახსოვდეთ ეს – როცა ადამიანი ცდილობს გააცნობიეროს სრული, წმინდა, პრემა, ატმა, ბჰაგავანი, მან უნდა მოამზადოს საკუთარი თავი პირველი და საუკეთესო ჯგუფისთვის – აღმოაჩინოს თავისი საკუთარი ნაკლოვანებები და დააკვირდეს მხოლოდ ღირსებებს სხვებში. ეს არის ყველაზე სასურველი სადჰანა. კაცი იტანჯება დღეს, რადგან ის ჩაფლულია გარე სამყაროში, უსადჰანოდ ან მუდმივი პრაქტიკის გარეშე თავისი ხედვის გასასწორებლად. რა შეუძლია ათ აბაზანას დღეში გააკეთოს ადამიანის გასაწმენდად როცა მისი ჭკუა დაბინძურებულია ბოროტი აზრებით? რა შეუძლია გაპარსულ თავს და ოქროსფერ ტანსაცმელს გაუკეთოს სულიერების გასაძლიერებლად როცა მისი ჭკუა გადავსებულია სურვილებითა და წადილებით?
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 5 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 22 ივნისი.
ხშირად, ადამიანები ერთმანეთის მაგივრად იყენებენ ტერმინებს დჰარმა, რელიგია, სამართლიანობა და ა.შ. არის ეს სწორი და ზუსტად გადმოსცემს თუ არა ეს დჰარმას კონცეფთს? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
არ არსებობს სიტყვა რომელსაც შეუძლია წარმატებულად გადმოსცეს სიღრმე და ამპლიტუდა მნიშვნელობის რასაც მოიცავს სიტყვა – დჰარმა. ისეთი სიტყვები, როგორიცაა „სწორი მოქმედება“ და „მართალი ცხოვრება“, არის მხოლოდ თარგმანები რომლებიც სამართლიანად არ ასახავს ორიგინალურ მნიშვნელობას. მხოლოდ დჰარმაა სიტყვა დჰარმას ეკვივალენტი. ბევრი ადამიანი მცდარად აღიქვამს დჰარმას რელიგიად. მაგრამ „რელიგია“ არ გადმოსცემს მნიშვნელობის უსასრულობას დაფარულს სიტყვაში – დჰარმა. დჰარმა არის ოკეანე, მაშინ როცა რელიგია არის ტბა. იმ დროს როცა რელიგიის ფარგლები და მნიშვნელობა შეზღუდულია გარკვეული რაოდენობის ადამიანებით, მიმდევრებით გარკვეული სარწმუნოების, დჰარმა არის უნივერსალური საზღვრებში, აბიჯებს რასისა და რელიგიის საზღვრებს. დჰარმა ეკუთვნის ყველას. დასავლეთში გავრცელებულია რწმენა რომ ყველას აქვს გარკვეული უფლებები. მაგრამ პირიქით, ინდური რწმენა არის რომ ყველას აქვს გარკვეული დჰარმები შესასრულებელი. მაგრამ უფლებები და დჰარმა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. როცა მშობლები ასრულებენ თავიანთ დჰარმას, იზრდება ბავშვების უფლებები; როცა ბავშვები ასრულებენ თავიანთ დჰარმას, იზრდება მშობლების უფლებები. მსგავსად, როცა მასწავლებლები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, იზრდება მოსწავლეების უფლებები. როცა მოსწავლეები შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს სათანადოდ, მასწავლებლების უფლებები გაიზრდება.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 3 ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 23 ივნისი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ღმრთაებრივი მცნების შესრულება და საკუთარი თავის მის ნებაზე მინდობა? ბჰაგავანი განმარტავს რამდენიმე საინტერესო მაგალითით დღეს.
დავუშვათ ხანდაზმული ადამიანი მგზავრობს მატარებლით შვილებთან ერთად; მას აქვს ბილეთები მათგან ყველასთვის. და ის ეუბნება მათ რომ არ ჩამოვიდნენ სადმე მგზავრობის შუაში, არამედ დაელოდონ მას ჩამოსვლას. ბავშვებს იზიდავთ რამდენიმე საკვები პროდუქტი რაც იყიდება პლატფორმაზე გზად ზოგიერთ სადგურზე და აქვთ ძლიერი სურვილი ჩამოვიდნენ და იყიდონ ესები. მაგრამ ისინი თავს იკავებენ ჩამოსვლიდან, რადგან ისინი შეიძლება იყვნენ პრობლემებში თუ მატარებელი დაიძვრება და ისინი დარჩებიან უკან. რადგან მამა არ ჩავიდა დიდხანს, ისინი გახდნენ მოუთმენლები და სცადეს ჩამოსვლა ზოგიერთ სადგურზე. უფროსი შვილი ეუბნება მათ: „მამის ბრძანებით, ჩვენ არ შეგვიძლია ისე ჩამოსვლა როგორც ჩვენ მოგვწონს“. ღმერთი არის ყველას მამა. ყველა არის მისი შვილი მიმავალი ცხოვრების მოგზაურობაზე. ღმერთმა გვითხრა ჩვენ: „მიჰყევით ჩემს ბრძანებას, არ ჩამოხვიდეთ სადმე სადაც მოგეწონებათ“. სამწუხაროა, არავინ ასრულებს მის ბრძანებებს მსოფლიოში. ისინი იქცევიან თავიანთი ახირებებისა და ფანტაზიების შესაბამისად. ვინც მატარებლით მგზავრობს ნახავდნენ სატვირთო ვაგონებს წარწერით „დაბრუნება 5-98“. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ვაგონი უნდა დაბრუნდეს სახელოსნოში დადგენილ ვადაში ყურადღების მისაქცევად. მხოლოდ სადგურის უფროსმა იცის ეს და მოქმედებს. კაცობრიობის შემთხვევაში, ღმერთი არის ბატონი ვინც იცის, როდის უნდა დაბრუნდეს თითოეული ადამიანი. მხოლოდ ბატონს უნდა ადარდებდეს ეს. ღმერთი არის უზენაესი ავტორიტეტი და ყველაფერი ხდება მისი ნებისამებრ.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 28 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 24 ივნისი.
რატომ უნდა უძღოდეს სათნოებები და კეთილი აზრები წინ მედიტების პრაქტიკას? ბჰაგავანი გვიხსნის და გვხელმძღვანელობს ჩვენ დღეს.
არ არსებობს ნაყოფი ყვავილის გარეშე, და არ შეიძლება იყოს ერთგულება კარმასთან. ნაყოფი მწიფდება და ტკბება; ბჰაკტი მწიფდება ჯნანად (სიბრძნედ). ამიტომ, ჩვენ ჯერ უნდა დავიწყოთ წმინდა საქმიანობა სუფთა ზრახვებით. ერთი სადჰანა რაც არის კულტივირებული დღეს ფართო მასშტაბით, არის დჰიანა (მედიტება). მაგრამ დჰიანა რაც კეთდება არ არის ჰარმონიაში ბჰარატიას კულტურის პრინციპებთან. განწმენდილი ჭკუის არარსებობაში, დჰიანა ვერასდროს მიაღწევს შერწყმას. როგორ შეიძლება სახლის აშენება აგურისა და ხსნარის გარეშე? ამბობენ, რომ ადამიანს შეუძლია წარმატდეს დჰიანაში ჩაფლობით მასში როგორც კი ცოტა დრო ექნება ხელმისაწვდომი, და რომ მას შეუძლია ჩაერთოს ამ სადჰანაში, რა ჩვევებისკენაც კი ის არის მიდრეკილი, რა გრძნობები და აზრებიც კი ცხოვრობს თქვენში და რა გზასაც კი თქვენ მისდევთ. მაგრამ ეს რჩევა არ არის სწორი. თუ ადამიანს უნდა მშვიდად ყოფნა გარკვეული დროს განმავლობაში ყურადღების გადატანით ან შეწუხების გარეშე შიშისა და შფოთვისგან, მას შეუძლია დალიოს სასმელი ან მოიხმაროს ოპიუმი. დჰიანას უნდა ჰქონდეს გაცილებით მაღალი მიზნები და გაცილებით მკაცრი რწმუნებათა სიგელები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბჰარატას კულტურა მიიღებს დიდ ზიანს. ამიტომ, კარგი სათნოებები უნდა კულტივირდეს პირველ რიგში, და ასევე კარგი აზრები უნდა იყოს ნამასპინძლები. ადამიანმა უნდა მისდიოს კაცის ჭეშმარიტ დიდებას.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 5 აპრილი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 25 ივნისი.
რატომ არის დისციპლინა ცხოვრების ყველა საქმიანობაში მნიშვნელოვანი ჯანსაღი და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით გვიძღვება ჩვენ დღეს.
თქვენ ჭამთ ზედმეტს როცა საკვები გემრიელია. შემდეგ, ვაიშვანარა (ღმრთაებრივი როგორც მომნელებელი ცეცხლი) წარმოდგენილი თქვენს კუჭში იწყებს თქვენს განმეორებით გაფრთხილებას: „ფრთხილად იყავით. ფრთხილად იყავით. არ ჩადოთ რამე მეტი“. მაგრამ თქვენ არ უსმენთ ამას! თქვენ აგრძელებთ კუჭის გადავსებას საჭმელად გემრიელი რამეებით, ფიქრობთ, იმაზე მიიღებთ მათ კვლავ თუ არა. საბოლოო ჯამში, კუჭი სუსტდება, და თქვენ იტანჯებით! ამიტომ, თქვენ უნდა დაიცვათ სათანადო დისციპლინა კვებაში. თუ თქვენ არ მისდევთ ამ დისციპლინას, თქვენ დაიტანჯებით მოუნელებლობით. მოუნელებლობა არის ასე მრავალი დაავადების ძირითადი მიზეზი. ყველა დაავადება მომდინარეობს კუჭის პრობლემებიდან. თქვენ უნდა შეავსოთ თქვენი კუჭის მხოლოდ სამი მეოთხედი (ორი მეოთხედი საკვებით და ერთი მეოთხედი წყლით) და დატოვოთ მეოთხე მეოთხედი ცარიელი. თუ თქვენ ასე გააკეთებთ, თქვენ დაიცავთ სათანადო დისციპლინას კვებაში. თქვენ უნდა მისდიოთ ამ დისციპლინას ყოველდღე. რასაც კი თქვენ აკეთებთ გამთენიიდან დაღამებამდე, შეასრულეთ ყველა თქვენი საქმიანობა სათანადო დისციპლინით. იქნება ეს თაყვანისცემა, სიარული, ჯდომა თუ ჭამა, ყველაფერი უნდა იყოს დისციპლინებული. შემდეგ თქვენი ცხოვრება გახდება სამაგალითო. დისციპლინა ყველაფერში რასაც კი თქვენ აკეთებთ არის ჭეშმარიტად კარმა იოგა. ეს კარმა იოგა მიგიყვანთ სრულყოფილებამდე მოქმედებაში.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 19 ივნისი

2026 წლის 26 ივნისი.
რატომ უნდა ეცადოს ყველა ადამიანი საკუთარი პიროვნების დახვეწას? ბჰაგავანი პასუხობს ამ მნიშვნელოვან კითხვას დღეს პრაქტიკული მაგალითებით.
სამსკარას (დახვეწის) პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ კონკრეტული რამეებით; იგი გამოყენებადია ყველა ობიექტზე სამყაროში. არც ერთი ობიექტი არ შეიძლება იყოს კაცის სასიამოვნო მისი ტრანსფორმის პროცესის გარეშე. მაგალითად, ავიღოთ ბრინჯის შემთხვევა. ბრინჯის მოსავალი მოყვანილი და აღებული არ შეიძლება მოხმარებული იყოს როგორც ასეთი. იგი უნდა გარდაიქმნას ბრინჯად. ტრანსფორმის პროცესში, თავდაპირველი ბრინჯის მოსავლის ღირებულება არსებითად გაიზარდა მის როგორც ბრინჯის ფასეულობად. ტრანსფორმის პროცესი ამგვარად ხდის ობიექტს უფრო სასარგებლოს და ღირებულს. ავიღოთ სხვა მაგალითი, ბამბის. ბამბას თავისი პირველადი ფორმით აქვს ძალიან მცირე სარგებლიანობა. მაგრამ როცა იგი ძაფად ირთვება და კეთდება ქსოვილად, იგი ხდება კაცის მიერ გამოსაყენებლად ვარგისი. არსებობს დიდი განსხვავება ბამბისა და იმ ქსოვილის ღირებულებას შორის რაშიც იგი გარდაიქმნება. იგივე წესი ვრცელდება ოქროსზეც. დიდი განსხვავებაა მაღაროდან მოპოვებული მადნის ღირებულებასა და მადნის დამუშავების შემდეგ მიღებულ ოქროს შორის. ნათელია ამ მაგალითებიდან რომ ყველა ობიექტი მსოფლიოში, თუ ესები არ გაივლის ტრანსფორმის სხვადასხვა პროცესს, ვერ შეძლებს დიდი ღირებულების შეძენას. თუ ეს ასეა ჩვეულებრივი საგნების შემთხვევაში, რამდენად მეტად არის საჭირო კაცისთვის, ვინც არის უფრო მნიშვნელოვანი მათგან ყველაზე, გაიაროს ეს გარდასახვა?
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 15 ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 27 ივნისი.
რა დისციპლინები ეხმარება მაძიებელს თანამედროვე ცხოვრების ცდუნებებისა და ყურადღების გამფანტველი ფაქტორების გადალახვაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვიძღვება ჩვენ დღეს.
ჭეშმარიტებისთვის ძებნა უნდა გახეს თქვენი ყოველდღიური სულიერი დისციპლინა; ყოველი წამი უნდა იყოს გამოყენებული ამ ძირითადი მოვალეობისთვის. ჭეშმარიტება შეიძლება თვით აისახოს თქვენს გონებაში მხოლოდ როცა ტაპასი (სულიერი მზრუნველობა) განწმენდს მას. ტაპასი ნიშნავს ყველა ქმედებას განხორციელებულს უმაღლესი მოტივებით; ყველა ქმედებას მიმთითებელს სულისთვის ლტოლვაზე; წარსული შეცდომებისთვის მონანიებას; მტკიცე გადაწყვეტილებას სათნოებისადმი ერთგულებაზე, თვითკონტროლზე; და წარმატების ან წარუმატებლობის წინაშე სიმშვიდის მტკიცე დაცვას. ტაპამ ნიშნავს სიცხეს, წვას, ინტენსივობას, ძალისხმევის სერიოზულობას. სწორედ ტაპასი აღზრდის უარყოფას და დისციპლინას. ეს დისციპლინა არის აუცილებელი როცა, ამჟამად, გადახვევის ცდუნებები არის ასე ბევრი. ამ რკინის ხანაში, როცა სიბნელე ფუთავს კაცის ჭკუას, ნებისმიერი პატარა ლამპა რასაც შეუძლია ნაბიჯების განათება არის ძალიან კეთილად მისაღები. აი ამიტომ გირჩევთ მე თქვენ მიმართოთ სატკარმას, სადაჩარას და სატპრავართანას (კეთილ საქმეებს, კარგ საქციელს და კარგ დამოკიდებულებას და თვალთახედვას), ასე რომ თქვენ შეძლოთ დამკვიდრება უფლის მუდმივ თანდასწრებაში. თქვენ ასევე უნდა ეცადოთ „ისმინოთ“ (შრავანამ) ამმაღლებული სიტყვები, დაფიქრდეთ სულის ამ წაქეზებებზე (მანანა); და შემდეგ, როცა ვალიდობა არის აღიარებული, იფიქრეთ მასზე ღრმა პატივისცემით (ნიდიდიჰიასანამ). ყველა სხვა აქტივობა არის მეორეხარისხოვანი; ეს მარტო არის განმანათლებელი; ეს მარტო არის სასარგებლო.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 23 ნოემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 28 ივნისი.
რამ გახადა ინდური კულტურა განსაკუთრებული და უნიკალური? ბჰაგავანი გვიმხელს ასე რომ ჩვენ შევძლოთ ამ წმინდა მიწის დიდების აღდგენა.
კოტეჯიც და ციხესიმაგრეც ორივე არის აშენებული მიწაზე. ასევე, ყველა სარწმუნოებასა და რელიგიას, ყველა დისციპლინას აქვს ვედა საფუძვლად. ინდური კულტურის განსაკუთრებული თავისებურება არის რომ აქ ჩაცმულობა და ხასიათი, ენა და ლიტერატურა, ცხოვრების მეთოდი და გზა, იდეალები და ინსტიტუტები – ყველა არის მორგებული კაცის სულიერ პროგრესზე, ხაზს უსვამს სულის უპირატესობას ტანზე, წმინდას უპირატესობას უხეშზე. ყველაფერი დამორჩილებულია ამ უზენაეს ამოცანაზე. ტანი უნდა იყოს დაპურებული და დაცული ავადმყოფობიდან. რატომ? ასე რომ იგი იყოს შესაფერისი სულიერი დისციპლინისთვის. სულიერი დისციპლინა რისთვის? საკუთარი თავის შესახებ ჭეშმარიტების გაცნობიერებისთვის. წმინდა არის უხეშის საფუძველი; ღმრთიური არის ადამიანის საფუძველი. ინდური კულტურა მიმართავს თქვენს მზერას საფუძველზე, არა იმაზე რაც მასზეა აშენებული. ეს შეხედულება იყო, დიდი ხნის განმავლობაში, ბუნებრივი შეხედულება ყველა ინდოელისთვის; იგი იყო მართლაც ავტომატური. იგი შეითვისებოდა დედის კალთაში, მამისგან მინდორში, მასწავლებლისგან სკოლაში, მეზობლებისგან, მეგობრებისა და ნათესავებისგან, მოხუცებისა და ახალგაზრდებისგან, ყველაფრისგან რაც კი იყო გაკეთებული, დაწერილი ან ნათქვამი გარშემომყოფების მიერ.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 20 თებერვალი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 29 ივნისი.
რა არის განმასხვავებელი ნიშანი რავანასა და რამას შორის, და ჩვენ რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ მთავარი განსხვავებიდან? ბჰაგავანი გვიხსნის ჩვენ დღეს, თავისი საკუთარი მოსიყვარულე, განუმეორებელი სტილით.
ის ვინც მისდევს ცოდნას მსოფლიოში შეიძლება იყოს სტუდენტი ან მეცნიერი. მაგრამ მას არ შეუძლია ამით გახდეს ჯნანი (ბრძენი). არსებობს დიდი განსხვავება მეცნიერსა და ჯნანის შორის. რავანამ დაძლია ცოდნის 64 კატეგორია, მაშინ როცა შრი რამამ შეისწავლა მხოლოდ 34 კატეგორია. თუმცა რავანას შესწავლილი ჰქონდა უფრო მეტი საგანი ვიდრე შრი რამას, ვალმიკიმ აღწერა რავანა როგორც მურკჰა (ირაციონალური ადამიანი). რატომ იყო რავანა დუბლირებული როგორც მურკჰა? იმიტომ, რომ მისი ყველა უნარისა და ხელოვნების ფლობის მიუხედავად, ის იყო თავისი გრძნობების მონა. ის ვინც არის თავისი გრძნობების მონა, არის სულელი ვისაც დაკარგული აქვს თავისი გონება. რამა არ იყო დომინირებული თავისი გრძნობებით. ის იყო მათი მონარქი. რამასა და რავანას შორის ეს განსხვავება შესაძლებელია დავინახოთ სამ ასპექტში: სარვალოკა ჰიტე რათაჰ (ის ვინც ხარობს მთელი მსოფლიოს კეთილდღეობით); სარვა ჯნანა სამპანნაჰ (დაჯილდოებული ყველა სიბრძნით); სარვე სამუდითა გუნაიჰი (ის, ვინც ყველა სათნოებით არის სავსე). რამა ხელს უწყობდა მსოფლიოს კეთილდღეობას ჭეშმარიტების ერთგულებით და სწორი ქცევის მაგალითის მიცემით.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 15 ივნისი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 30 ივნისი.
რა არის სიხარულისა და მწუხარების როლი ჩვენს ცხოვრებაში? და რატომ არის ეს პერსპექტივა მნიშვნელოვანი ჩვენი ურთიერთობის განწმენდისთვის ღმერთთან? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
შეხედეთ სიხარულზე და მწუხარებაზე როგორც სიმამაცისა და წონასწორობის მასწავლებლებზე. მწუხარება არის მეგობრული შემხსენებელი, კარგი ბრიგადირი, სიხარულზე უკეთესი მასწავლებელიც კი. უფალი ჩუქნის ორივეს დაცვას და სასჯელს; რადგან როგორ შეიძლება ის იყოს უფალი, თუ ის არ მოითხოვს მკაცრ ანგარიშგებას და მკაცრ მორჩილებას? თქვენ იმდენად შორს ხართ უფლისგან როგორც თქვენ ფიქრობთ თქვენ ხართ, იმდენად ახლოს მასთან როგორც თქვენ გრძნობთ თქვენ ხართ. კეთილი, ნება მომეცით მე გითხრათ თქვენ ეს: მანძილი ჩემგან თქვენამდე არის იგივე რაც მანძილი თქვენგან ჩემამდე, არა? მაგრამ თქვენ ჩივით რომ მე ვარ შორს, შორს თქვენგან, თუმცა თქვენ მოდიხართ სულ უფრო და უფრო ახლოს. როგორ შეიძლება ეს იყოს? მე ისევე ახლოს ვარ თქვენთან, როგორც თქვენ ხართ ახლოს ჩემთან. ეს სიახლოვე მოიპოვება ერთგულებით, რაც ვერ იქნება სტაბილური, გარდა „მე“-სა და „ჩემის“ მოშორების შემდეგ. როცა პატიმარი გადაჰყავთ ადგილიდან ადგილზე, მას ახლავს ორი პოლიციელი, არა? როცა კაცი ვინც არის ტყვე ამ ციხეში გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე, ის ასევე თანხლებულია აჰამკარათი და მამაკარათი: ეგოიზმით და მიჯაჭვულობით. როცა ის მოძრაობს თავისუფლად ამ ორის გარეშე, თქვენ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული ის არის თავისუფალი, განთავისუფლებული!
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 20 თებერვალი


სატია საი ბაბა