ოქტომბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 1 ოქტომბერი.
როგორ გახდა ერთი უზენაესი მთელი ეს მრავალფეროვნება რასაც ჩვენ აღვიქვამთ? ბჰაგავანი ცხადყოფს ძველმა ბრძენებმა როგორ აწარმოეს თვითდაკვირვება და გაიგეს ეს ჭეშმარიტება.
თავიანთი ეპიტიმიით, მედიტირებით და ინტუიციით, უძველესმა ბრძენებმა აღიარეს ორი რამ: ერთი არის აკშარა (ანბანი) და მეორე – სანკჰია (რიცხვები). ანბანში, პირველადი ასოა “ომ”. ყველა სხვა ასო წარმოიშვა პრანავადან (ომ). “ომ” არის პირველი ასო ყველა ასოს შორის. იგი თავის თავში მოიცავს ანბანის ყველა სხვა ასოს. ბჰაჯანების დროს, როცა გარმონი უკრავს, საბერველი წნეხს და ლერწმები მანიპულირებს, ჩვენ გვაქვს მუსიკალური ნოტები, „სა, რი, გა, მა, პა, და, ნი“. რა არის ამ შვიდი ნოტის წყარო? ეს არის იგივე ჰაერი, რომელიც აწარმოებს ნოტებს. ეს ჰაერი სავსეა ომკარით. და ეს არის “ომ” რომელიც აწარმოებს ცალკეულ ნოტებს. მსგავსად, რიცხვებს შორის, ჩვენ ვიწყებთ ერთით და მივდივართ ცხრაზე, ათზე და ა.შ.. ყველა რიცხვში, “ერთი” არის პირველადი რიცხვი. ყველა სხვა რიცხვი არის ერთის მრავალჯერადი ვარიაცია. თუ თქვენ მოაცილებთ ცხრიდან ერთს თქვენ გაქვთ რვა. თუ თქვენ დაუმატებთ ერთს რვას, იგი ხდება ცხრა. რაც მოდის და მიდის არის ერთი მარტო. რაც რჩება არის ასევე ერთი. აქედან, ბრძენებმა დაასკვნეს რომ დასაწყისი და დასასრული არის ერთი, რაც არის ღმრთაებრივი. მათ განაცხადეს რომ ეს ერთი არის კოსმოსის ბიჯამი (თესლი).
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 12 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 2 ოქტომბერი.
რა არის უფრო ლამაზი ვიდრე ფიზიკური სილამაზე და უფრო ღირებული ვიდრე ნებისმიერი მიწიერი ქონება? ბჰაგავანი მტკიცედ და ნათლად გვახსენებს ჩვენ დღეს.
ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ჩინებული ფიზიკური სილამაზე, შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელი ახალგაზრდობის ბრწყინვალება, შეიძლება ტრაბახობდეს მაღალი კეთილშობილური წარმომავლობით და შესაძლოა იყოს ცნობილი მეცნიერი. მაგრამ თუ ადამიანს აკლია ის სათნოებები რასაც სულიერი დისციპლინა უზრუნველყოფს, ადამიანი უნდა ჩაითვალოს მხოლოდ მშვენიერ ყვავილად სურნელის გარეშე. როცა საკმაოდ პატარა, მოჰანდას კარამაჩანდ განდჰი თავის დედასთან ერთად დაესწრო დრამას სრავანაზე და მის ერთგულებაზე მშობლებისადმი, და მან გადაწყვიტა რომ ის ასევე უნდა გამხდარიყო სრავანა. ის დაესწრო სპექტაკლს ჰარისჩანდრაზე და ამან შთაბეჭდა ის იმდენად ღრმად რომ მან გადაწყვიტა გამხდარიყო ისეთივე გმირულად მიძღვნილი სათნოებაზე, როგორც თავად ჰარისჩანდრა. ამებმა გარდაქმნა ის ისე დიდად რომ ის გახდა დიდი სული (მაჰათმა). განდჰის ჰყავდა მასწავლებელი ვინც მას ასწავლა მცდარი გზები. მაგრამ განდჰიმ არ მიიღო მისი რჩევა. შედეგად, ის იყო ქვეყნისთვის თავისუფლების მოტანის შემძლე. ბჰარათის ამ მიწაზე ათასობით და ათასობით პერსპექტიული დიდი სულია. მაგალითები რაც ჩვენ უნდა წარვადგინოთ მათ წინაშე არიან კაცები და ქალები ვინც ისწავლა და აპრაქტიკა სულიერი განათლება (ათმა-ვიდია).
– ვიდია ვაჰინი, თავი 7.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 3 ოქტომბერი.
რა არის რეალური მნიშვნელობა დასარა ფესტივალის უკან? როდესაც ჩვენ ვიწყებთ წმინდა “ნავარატრის” ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ასე რომ ჩვენ შევძლოთ თაყვანისცემა ღმრთაების მთელი ჩვენი გულით!
დასარას ფესტივალის აღნიშვნა გულისხმობს დასენდრიით (მოქმედების 5 გრძნობით და აღქმის 5 გრძნობით) შესრულებული მოქმედებების განწმენდას. ამ მსოფლიოში ყველა ადამიანმა უნდა შეასრულოს რამე სახის კარმა (მოქმედება). თავმჯდომარე ქალღმერთ ან მამოძრავებელი ძალა ამ ქმედებების უკან არის დევი (ასევე ეწოდება დურგა), ვინც არის ენერგიის პერსონიფიკაცია. ის არის მიმნიჭებელი ყველა სახის ენერგიის შესასრულებლად სხვადასხვა კარმის ადამიანის მიერ. ქალღმერთი ლაკშმი ანიჭებს სხვადასხვა სახის სიმდიდრეს, როგორიცაა ფული, საკვები მარცვლები, ოქრო, სხვადასხვა სახის საგნები, საზიდი საშუალებები გადაადგილებისთვის და ა.შ., ადამიანებს ასე რომ მათ გაატარონ ბედნიერი ცხოვრება ამ მსოფლიოში. ღმრთაებრივი ქალის პრინციპის მესამე ასპექტი არის სარასვათი, სწავლისა და ინტელექტის ქალღმერთი. ამგვარად, სამება დურგას (ენერგიის ქალღმერთის), ლაკშმის (სიმდიდრის ქალღმერთის) და სარასვათის (სწავლისა და ინტელექტის ქალღმერთის) არის თაყვანცემული დასარას ამ ფესტივალის განმავლობაში. ეს არის დურგას, ლაკშმის და სარასვათის სამების თაყვანისცემის პრინციპი ამ 9 დღიანი (ნავარატრი) ფესტივალის დროს. აუცილებელია რომ ადამიანებმა თაყვანი სცენ ღმრთაებრივი პრინციპის ამ სამივე ასპექტს.
– ღმერთის საუბარი, 2008 წლის 9 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 4 ოქტომბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ბუნებისადმი ჩვენი მადლიერების გამოვლენა? ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით დასარას ფესტივალს, ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ დღეს ამ მნიშვნელოვანი ასპექტის შესახებ.
მთები ეხმარება კაცს სახლების აშენებაში მათგან მოპოვებული ქვის ფილების გამოყენებით. ხეები უზრუნველყოფს ხე-ტყეს სახლების ასაშენებლად და ასევე შეშას საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის. ცოცხალ არსებათა შორის, ყოველი არსება, ჭიანჭველიდან სპილომდე, ეხმარება კაცს ამა თუ იმ გზით. ძროხები აძლევს კაცს მკვებავ რძეს. ხარები სასარგებლოა მინდვრების ხვნაში და ეხმარება საკვები მოსავლის მოყვანას. ყველა სხვა არსება როგორიცაა ჩიტები, თევზები, ცხვრები და სხვები ემსახურება კაცს სხვადასხვა გზით. ამ კუთხით დანახვით ცხადი ხდება რომ ყველაფერი ქმნილებაში ეხმარება კაცს თავისი ცხოვრების გატარებაში. ასე კაცი იღებს უამრავ ვალს ბუნებისგან. მაგრამ რა არის ის მადლიერება რასაც ის ავლენს ბუნების მიმართ? რა მადლიერებას სთავაზობს ის ღმრთაებას? ის ივიწყებს ღმრთაებას ვინც არის ყველაფრის მომწოდებელი. ეს არის მიზეზი მისი გახდომის სხვადასხვა სიძნელეებისა და უბედურების მსხვერპლად. იმ დროს როცა ის იღებს უთვალავ საჩუქარს განგებისგან, ის არ სთავაზობს სანაცვლოდ რამეს ბუნებას ან ღმერთს. მაშინ როცა ჩვენ გვთხოვენ სიკეთის დაბრუნებას ბოროტებისთვის, რამდენად შეუფერებელია არ დაბრუნება სიკეთის სიკეთისთვისაც კი?
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 12 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 5 ოქტომბერი.
რა არის ჩვენი ერთადერთი მუდმივი ქონება და როგორ შეგვიძლია ჩვენ მისი შენარჩუნება? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ იმ მნიშვნელოვან გზავნილს დღეს!
ამ მსოფლიოში ყველაფერი ექვემდებარება ცვლილებას და დაცემას. იქნება ეს ფიზიკური ობიექტები თუ ინდივიდები, ყველა არის წარმავალი და ცვალებადი. არაფერი არის მუდმივი. მხოლოდ შენი სიწმინდეა მუდმივი. სიწმინდე არის კაცის არსებითი ბუნება. მაგრამ თუ კაცი ატარებს დაბინძურებულ ცხოვრებას, ის აუარესებს საკუთარ თავს. კაცის სიწმინდე ცხადდება მაშინ როცა ადამიანური ურთიერთობები ეფუძნება გული-გულზე და სიყვარული-სიყვარულზე. სიყვარულს აქვს სამკუთხედის ფორმა სამი ფერდით. პრემა (ღმრთაებრივი სიყვარული) არ ეძებს რამეს სამაგიეროდ. სადაც ინდივიდი სთავაზობს სიყვარულს სამაგიეროს მოლოდინით, შიში ეუფლება მას. ის, ვისაც უყვარს სამაგიეროს რამე მოლოდინის გარეშე არის სრულიად თავისუფალი შიშისგან. სიყვარულმა იცის მხოლოდ გაცემა, არა მიღება. ასეთი სიყვარული თავისუფალია შიშისგან. ნამდვილი სიყვარულისთვის სიყვარული არის მისი საკუთარი ჯილდო. ასე რომ, სიყვარული არ ეძებს სამაგიეროს, თავისუფალია შიშისგან და არის მისი საკუთარი ჯილდო. ეს არის ნამდვილი სიყვარულის ძირითადი მახასიათებლები. სიყვარული დღეს დაფუძნებულია სამაგიერო სარგებლის სურვილზე. იგი სავსეა შიშითა და შფოთვით. ამგვარად სიყვარული არის მოტივირებული. როცა სიყვარული ფუძნდება წარმავალი და მიწიერი საგნების სურვილზე, ცხოვრება იქნება ამაო. სიყვარული უნდა იყოს მისი საკუთარი ჯილდო.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 12 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 6 ოქტომბერი.
რა არის ნამდვილი იაჯნა ან რიტუალური მსხვერპლშეწირვა რაც ჩვენ უნდა მოვახდინოთ ყოველდღე? რადგან ჩვენ ვიწყებთ წლევანდელ ვედაპურუშა საფთაჰა ჯნანა იაჯნას, ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ ამის შესახებ!
თქვენ უნდა მოახდინოთ კიდევ ერთი იაჯნა ყოველდღე. ჩაასხით ეგოისტური სურვილები და ემოციები, ვნებები, იმპულსები და მოქმედებები მიძღვნისა და ერთგულების ცეცხლში. სინამდვილეში, ეს არის ნამდვილი იაჯნა, რისგანაც არის ანარეკლები და კარნახები, სახელმძღვანელოები და პროტოტიპები. ეს იაჯნა არის მხოლოდ საფუძვლად დებული აბსტრაქტული ჭეშმარიტების კონკრეტული სიმბოლური წარმოდგენა. ისევე, როგორც ბავშვს ასწავლიან წარმოთქმას სიტყვების – თავი, ბადე, ტალღა, გირლანდა და ა.შ., მათი კავშირის გაკეთებით ბგერებითა და ასოფორმებით ასე დასახელებულ საგნების სურათებთან, ამ კშარა (დროებითი) სიმბოლოს მეშვეობით აკშარა თათვა (მარადიული პრინციპი) მოიტანება ცნობიერების წინაშე. ეს პუჯა, ეს იაჯნა და ეს ჰომა მოწყობილია ყოველ დასარაში თქვენს დასახმარებლად გაიგოთ ის სხვა, მარადიული, აბსტრაქტული იაჯნა, რაც თქვენგან თითოეულმა უნდა გააკეთოს შიშის, მწუხარებისა და შფოთვისგან თავის გადასარჩენად.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 11 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 7 ოქტომბერი.
დასარას განმავლობაში, ბევრი იაჯნა სრულდება რწმენითა და ბეჯითობით. რა არის შინაგანი მნიშვნელობა? ბჰაგავანი სიყვარულით ნათელყოფს რეალურ მიზანს და შთაგვაგონებს ჩვენ ვაპრაქტიკოთ ბაჯითად, და განვცადოთ უმაღლესი სიხარული!
არ იფიქროთ, რომ იაჯნა არის მხოლოდ ცერემონია შესრულებული ამ შემოღობილ ადგილში, გამორჩეულად როგორც განსაკუთრებულად წმინდა, თანხლებული წაკითხვებით და თხრობით წმინდა ტექსტებიდან და ვედური საგალობლების გალობით, და სხვა არაფერი ვიდრე ეს. არა. იაჯნა არის უწყვეტი პროცესი; ყველა, ვინც ცხოვრობს ღმერთის მუდმივ თანდასწრებაში და აკეთებს ყველა მოქმედებას როგორც მიძღვნილს ღმერთისადმი დაკავებულია იაჯნით. სამი პროცესი მიდის ერთად სულიერი დისციპლინით, როგორც ჩამოყალიბებულია ბრძენთა მიერ: იაჯნა, დანა და თაპასი (მსხვერპლშეწირვა, ქველმოქმედება და თვითკონტროლი). ესები არ შეიძლება დაიყოს და დანაწილდეს ამგვარად. ქველმოქმედება და თვითკონტროლი არის იაჯნას განუყოფელი ნაწილები. ამიტომ იაჯნა ახსნილია როგორც მსხვერპლშეწირვა, რადგან, ქველმოქმედების პროცესი ანუ დანა არსებითია იაჯნაში. ასეა თაპასიც, ანუ ემოციებისა და აზროვნების პროცესების მკაცრი რეგულირება, მშვიდობისა და რწმენის უზრუნველსაყოფად.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 11 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 8 ოქტომბერი.
თუ ჩვენ ვისწრაფვით მშვიდობისკენ, ჩვენ როგორ უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე? როცა ჩვენ ვაკვირდებით წმინდა ნავარატრის ფესტივალს, ბჰაგავანი მტკიცედ და სიყვარულით გვირჩევს ჩვენ დღეს.
გადაწყვიტეთ ამ დღეს გაასუფთაოთ ჭკუა ჭუჭყისაგან ასე რომ თქვენ შეძლოთ შეთვისება შთაგონებების! გონებრივი სიმშვიდის მსურველებმა უნდა შეამცირონ მათი საზრუნელი ბარგი; მეტი ბარგი, დიდი წუხილი. ობიექტური საკუთრება და სუბიექტური სურვილები, ორივე არის წინააღმდეგობა რეალიზებისთვის მოძრაობაში. სახლი გადაჭედილი უსარგებლო ნივთებით იქნება ბნელი და მტვრიანი, და სუფთა ჰაერის თავისუფლად გადაადგილების გარეშე, იქნება დახუთული და სულის შემხუთველი. ადამიანის ტანიც არის სახლი; არ ანებოთ მას იყოს გადატვირთული იშვიათი ნივთებით, სამშვენისებით, ნაგვით და ზედმეტი მოწყობილობით. დაე სიწმინდის ნიავმა დაუბეროს როგორც მას ნებავს მისი გავლით; დაე არ შეურაცხყოს ის ბრმა უმეცრების სიბნელემ. ცხოვრება ხიდია ცვლილებების ზღვაზე; გაიარეთ მასზე, მაგრამ არ ააშენოთ სახლი მასზე. აღმართეთ პრასანტის დროშა ტაძარზე, რომელიც არის თქვენი გული. მიჰყევით მიწერილობას რასაც იგი ასწავლის – დაიმორჩილეთ ექვსი მტერი, რომლებიც ძირს უთხრის ბუნებრივ ნეტარებას კაცში, ადით იოგას სტადიაზე როცა მღელვარება დამშვიდდება და ანებეთ ღმრთაებრიობის ბრწყინვალებას მასში გამოანათოს, მოიცვას ყველაფერი, ყოველ დროს!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 12 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 9 ოქტომბერი.
პრაშანტი ნილაიამში დასარას დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა არის სამსხვერპლო იაჯნა ჩატარებული შვიდი დღის განმავლობაში. რატომ არის ასეთი რიტუალური მსხვერპლშეწირვები მნიშვნელოვანი და შეგვიძლია ჩვენ გავზომოთ მათი სარგებელი? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
სიტყვები „იაჯნა“ და „იაგა“ ორივე ითარგმნება როგორც მსხვერპლშეწირვა; ეს არის მათი მთავარი მიზანი! თქვენ სწირავთ სიმდიდრეს, კომფორტს და ძალას (ყველაფერს, რაც ეხმარება ეგოს) და ერწყმებით უსასრულობაში. ეს არის მიღწევა და დასრულება. იაჯნები არის სასარგებლო იმიტომ რომ ესები ეხმარება მსხვერპლის იდეალს და გმობს შეძენას. ესები ხაზს უსვამს დისციპლინას, ვიდრე ყურადღების გაფანტვას. ესები დაჟინებით მოითხოვს ჭკუის, ენისა და ხელების კონცენტრირებას ღმერთობაზე. ცინიკოსები ითვლიან მარცვლეულის ტომრებს, ერბოს კილოგრამებს და საწვავის ცენტნერებს და ითხოვენ მეტ ტომარას და კილოგრამს და ცენტნერს კმაყოფილებისა და ბედნიერების სანაცვლოდ! იაჯნას ზემოქმედება ხასიათსა და ცნობიერებაზე არ შეიძლება გაიზომოს მეტრებით ან აიწონოს გრამებით. ეს არის რაღაც განუზომელი, თუმცა აქტუალური და განცდადი. უფრო მეტიც, ცინიკოსები არ ითვლიან ერბოს, მარცვლეულს და საწვავს რაც მათ აქვთ მოხმარებული, სიხარულით ანაზღაურების გარეშე! მარცვლეული და ერბო შეთავაზებული წმინდა ცეცხლში ვედური ფორმულების თანხლებით აბრუნებს სამაგიეროებს ათასჯერ მეტად; ესები გაასუფთავებს და გააძლიერებს ატმოსფეროს მთელ მსოფლიოში! წინააღმდეგ შემთხვევაში, ავატარი არ წაახალისებს და არ ააღორძინებს ამ იაჯნებს!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 7 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 10 ოქტომბერი.
ნავარატრის ბედნიერ დღეს, ჩვენ რატომ უნდა დავიწყოთ პატივისცემა და თაყვანისცემა ჯერ სახლში? ბჰაგავანი სიყვარულით და ნათლად გვანათლებს ჩვენ დღეს.
სიცოცხლე კაცის ვისაც არ შეუძლია პატივი სცეს და შეიყვაროს თავისი საკუთარი დედა არის სრულიად უსარგებლო. დედის აღიარებით ყველა ღმრთაებრივი ძალის ტანმოსილებად, ადამიანმა უნდა გამოიჩინოს პატივისცემა მისდამი და უნდა მოეპყროს მას სიყვარულით. ეს არის ნამდვილი გზავნილი, რასაც ნავარატრი, ცხრა ღამის ფესტივალი გვაძლევს ჩვენ. უზენაესი შაკთი ავლენს თავის თავს დურგას, ლაქშმის და სარასვათის სახით. დურგა გვჩუქნის ჩვენ ენერგიას – ფიზიკურს, გონებრივს და სულიერს. ლაქშმი ბოძებს ჩვენზე მრავალგვარ სიმდიდრეს – არა მხოლოდ ფულადს არამედ ინტელექტუალურ სიმდიდრეს, სიმდიდრეს ხასიათის და სხვა. ჯანმრთელობაც კი არის სიმდიდრის ნაირსახეობა. ის გვჩუქნის უთვალავ სიმდიდრეს. და სარასვათი ბოძებს ჩვენზე გონებას, უნარიანობას ინტელექტუალური გამოკვლევისთვის და დისკრიმინაციის ძალას. ნავარატრის ფესტივალი აღინიშნება მსოფლიოზე ქალღმერთების ძალაუფლების გამოცხადების მიზნით. საკუთარი დედა არის ყველა ამ ღმრთაებრივი არსების ერთობლიობა. ის გვაძლევს ენერგიას, სიმდიდრეს და გონებას. მას მუდმივად სურს ჩვენი წინსვლა ცხოვრებაში. ასე რომ, ის წარმოადგენს სამივე ქალღმერთს, რომლებსაც ჩვენ თაყვანს ვცემთ ნავარატრის ფესტივალის განმავლობაში.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 14 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 11 ოქტომბერი.
როდესაც ჩვენ თაყვანს ვცემთ სამ ღმრთაებას დურგა-ლაქშმი-სარასვათის, რა არის ჭეშმარიტება მათ შესახებ რაც ჩვენ მუდამ უნდა ვატაროთ ჩვენი ჭკუით? ბჰაგავანი ნათლად განმარტავს ასე რომ ჩვენ შევძლოთ დაფიქრება ამ ჭეშმარიტებაზე როცა ჩვენ თაყვანს ვცემთ მათ!
დურგას, ლაქშმის და სარასვათის მნიშვნელობა სწორად უნდა იყოს გაგებული. ეს სამი წარმოადგენს სამი სახის ძალას კაცში. იჩჩა შაკთი (ნების ძალა), კრია შაკთი (მოქმედების ძალა) და ჯნანა შაკთი (დისკრიმინაციის ძალა). სარასვათი გაცხადებულია კაცში როგორც ვაკის (მეტყველების) ძალა. დურგა წარმოდგენილია დინამიზმის, მოქმედების ძალის ფორმით. ლაქშმი გაცხადებულია ნების ძალის ფორმით. ტანი აჩვენებს კრია შაკთის. ჭკუა არის იჩჩაა შაკთის სათავსი. ათმა არის ჯნანა შაკთი. კრია შაკთი მოდის ტანიდან, რაც არის მატერიალური. ძალა რაც ააქტიურებს ინერტულ ტანს და ხდის მას ვიბრირებადს არის იჩჩაა შაკტი. ძალა რომელიც აღძრავს იჩჩაა შაკთის ვიბრაციებს არის ჯნანა შაკთი, რომელიც იწვევს გამოსხივებას (ენერგიის). ეს სამი ძალა წარმოდგენილია მანტრათ: „ომ ბჰურ-ბჰუვაჰ-სუვაჰ“. ბჰურ წარმოადგენს ბჰულოკას (დედამიწას). ბჰუვა წარმოადგენს სიცოცხლის ძალას (ასევე ცნობილია როგორც სინდისი კაცში), სუვაჰ წარმოადგენს გამოსხივების ძალას. ეს სამივე წარმოდგენილია თქვენში. ამრიგად, დურგა, ლაქშმი და სარასვათი ბინადრობენ თქვენს ადამიანურ გულში!
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 9 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 12 ოქტომბერი.
ვიჯაიადასამის ყველაზე იმედიან და წმინდა დღესასწაულზე, ჩვენ რა უნდა ვილოცოთ და რისთვის ვიდარდოთ? მოდით ჩვენ მივიღოთ კურთხევა ბჰაგავანისგან ამ იმედიან და სასაზეიმო დღეს!
აავსეთ თქვენი გული სიამით. ნუ აირიდოთ ისინი ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება, პირიქით, ყოველთვის დაელოდეთ მსახურების შესაძლებლობას. ამ მსხვერპლშეწირვის სულს (თიაგა ბჰავას) შეუძლია მარტო მოგანიჭოთ თქვენ ნამდვილი ბედნიერება (ბჰოგა). დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ვიჯაიადასამის წმინდა დღესასწაულს. ადამიანები ასრულებენ სხვადასხვა რიტუალებს ნავარატრის ფესტივალის ცხრა დღის განმავლობაში. ჩვენ უნდა ვიმედოვნოთ და ვილოცოთ რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი დღე იყოს ისეთივე წმინდა როგორც ეს ცხრა დღე. მოდით ჩვენ ყველამ ვიმოქმედოთ ერთად, დაე ჩვენ ყველა გავიზარდოთ ერთად, დაე ჩვენ ვიყოთ ყველა ერთიანი და გავაზიაროთ ჩვენი ცოდნა, მოდით ჩვენ ვიცხოვროთ ერთად მეგობრობით და დისჰარმონიის გარეშე. იცხოვრეთ ერთიანობაში, სწორად გამოიყენეთ თქვენი ინტელექტი, და გააბედნიერეთ თქვენი მშობლები. როცა თქვენ გაატარებთ თქვენს ცხოვრებას ამ გზით, ყოველი დღე იქნება ზეიმობის და წირვის დღე. მთელი მსოფლიო გაიხარებს. მე მსურს რომ თქვენ ჩადოთ პრაქტიკაში ყველაფერი რაც თქვენ ისწავლეთ ამ ცხრა დღის განმავლობაში.
– ღმერთის საუბარი, 2004 წლის 23 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 13 ოქტომბერი.
სად შეიძლება ჩვენ ვიპოვოთ ღმრთაებრივი დედის გაცხადებები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ როცა ჩვენ ვეთაყვანებით მას (დედას) ნავარატრის განმავლობაში!
დედობრივი სიყვარული არის მონათესავე შემოქმედის ვინც აპროექტებს და იცავს ამ უსასრულო კოსმოსს უთვალავი გზით. ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი ღმრთაებრივი ხარისხის რასაც დედობა წარმოადგენს. ძროხა გარდაქმნის მის საკუთარ სისხლს მკვებავ რძედ კაცისთვის მისი ტანის წასაშველებლად. ძროხა არის პირველი მაგალითი ღმრთაებრივის როგორც დედის. ღმრთაებრივის მსგავსად, დედამიწა ატარებს კაცს თავის წიაღში და ზრუნავს მასზე მრავალმხრივ. ამიტომ დედამიწაც არის დედის განსახიერება. ადამიანის ტანში, ღმრთაებრივი მიედინება ყველა ნაწილში, როგორც რასა (დედაარსი) და ეშველება მათ. ამ ღმრთაებრივ პრინციპს ეწოდება რასასვარუპინი (ღმრთაებრივი დედაარსის ტანმოსილება). ეს ღმრთაებრივი პრინციპები, რომლებიც ჟღენთს და ეხმარება ფიზიკურ ტანს ასევე უნდა იყოს თაყვანნაცემი როგორც დედა ქალღმერთები. შემდეგ არიან დიდი ბრძენები ვინც გამოიკვლიეს საკითხები დაკავშირებული სიკეთესა და ბოროტებასთან, სწორსა და ცრუსთან, იმასთან რაც ამაღლებს კაცს ან ამცირებს მას, და როგორც მათი შრომისა და სინანულის შედეგი, მისცეს სახეობა დიდი წერილების, მიმთითებელი სულიერი და მიწიერი გზების და იმის კაცობრიობას როგორ შეუძლია გამოისყიდოს თავისი არსებობა. ეს ბრძენები ასევე უნდა იყვნენ პატივნაცემნი როგორც ღმრთაებრივი დედები.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 14 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 14 ოქტომბერი.
წმინდა პერიოდებში როგორიცაა ნავარატრი, ადამიანები იწყებენ წმინდა წერილების კითხვას. რა არის ამ სადჰანას ჭეშმარიტი შესრულება? ბჰაგავანი სიყვარულით გვასწავლის ჩვენ დღეს.
დღეს მთელი განათლება დაკავშირებულია ფიზიკურ მსოფლიოსთან. ის არ ემსახურება ღმრთაებრივის გამოვლენას. სწორედ ამან აღძრა შანკარაჩარია განსწავლა პანდიტი ვინც ზეპირად სწავლობდა პანინის გრამატიკას რომ სიკვდილის მომენტში, მას გადაარჩენს მხოლოდ უფლის სახელი და არა გრამატიკის წესები. თუმცა ეს სწავლება იყო გავრცელებული საუკუნეების განმავლობაში, ძალიან ცოტა პრაქტიკებს მას. ბევრი კითხულობს რამაიანას ყოველდღიურ რიტუალად. მაგრამ რამდენი ასრულებს თავიანთი მამების ბრძანებებს? რამდენი პრაქტიკებს რამაიანაში გამოცხადებულ ძმური ერთგულებისა და სიყვარულის სათნოებას? არის ვინმე დჰარმას სახარების მხარდამჭერი როგორც მხარდაჭერილი იყო შრი რამას მიერ? რა სარგებელია უსასრულოდ საუბრების მოსმენა პრაქტიკაში რამის ჩადების გარეშე? გიტას კითხულობენ და ხსნიან ყველა დროში. არის მისგან ერთი მცნება ჩადებული პრაქტიკაში? სულაც არა. გიტა აჩვენებს გზას ღმერთის რეალიზებისკენ. მაგრამ უბრალოდ გიტას წაკითხვა არის არაფრის მაქნისი. მიჰყევით გიტას და იარეთ მისში მითითებული გზით. მხოლოდ მაშინ მიიღებთ თქვენ ჯილდოს.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 9 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 15 ოქტომბერი.
როგორ არის ლოცვა და მედიტiირება დაკავშირებული სიყვარულთან? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს კავშირის შესახებ სიყვარულს, რწმენას, ლოცვას, განჯაჭვულობასა და მადლს შორის!
თუ თქვენ გაქვთ მყარი და მტკიცე სიყვარული, კონცენტრება ხდება ინტენსიური და ურყევი. რწმენა ვითარდება სიყვარულში, და სიყვარული შედეგდება კონცენტრებაში. ლოცვა ასეთ პირობებში იწყებს ნაყოფის გამოღებას. ილოცეთ სახელის გამოყენებით უფლის სიმბოლოდ. ილოცეთ ჭკუის ყველა ტალღის დასამშვიდებლად. ილოცეთ მოვალეობის შესრულებად თქვენი ძალიან რეალური არსებობისთვის, როგორც ერთადერთ გამართლებად თქვენი მოსვლისთვის მსოფლიოში როგორც ადამიანი. “ჩემი” და “შენი” – ეს დამოკიდებულებები არის მხოლოდ იდენტიფიკობისთვის. ესები არ არის რეალური; ესები არის წარმავალი. “მისი” – ეს არის ჭეშმარიტება, მარადიული. ეს არის როგორც სკოლის დირექტორი დროებით პასუხისმგებელი სკოლის ავეჯზე. მან უნდა ჩააბაროს ნივთები როცა გადაიყვანენ ან გადადგება. მოეპყრეთ ყველა ნივთს რითიც თქვენ ხართ დაჯილდოებული, ისევე როგორც დირექტორი ეპყრობა ავეჯს. ყოველთვის შეიგნეთ რომ საბოლოო შემოწმება არის გარდაუვალი. დაელოდეთ იმ მომენტს სიხარულით. მოემზადეთ იმ მოვლენისთვის. გქონდეთ თქვენი ანგარიშები განახლებული და ბალანსი უკვე დათვლილი გადასაცემად. თქვენზე მონდობილ ყველა ნივთს მოეპყრეთ ზრუნვითა და გულმოდგინებით.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 16 ოქტომბერი.
რა არის საის ბუნება და რანაირად არის ის უნიკალური? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს, ასე რომ ჩვენ შევძლოთ ცხოვრება ნდობითა და რწმენით.
შფოთვა, მწუხარება და არეულობა ვერ მიუახლოვდება საის, თუნდაც მილიონობით მილზე. გჯერათ ეს თუ არა, საის არ აქვს შფოთვის ოდნავი გამოცდილება, რადგან საიმ მუდამ იცის ობიექტების ფორმირების და ტრანსფორმირების შესახებ, დროსა და სივრცის ტრიუკებისა და მათში ინციდენტების შესახებ. ისინი ვისაც არ აქვს ცოდნა ამის შესახებ და ვინც ზემოქმედებულია გარემოებებით, გატანჯული არიან მწუხარებით. ისინი ვინც დაჭერილი არიან დროსა და სივრცის ხვეულებში ხდებიან მწუხარების მსხვერპლნი. თუმცა საი ჩართულია დროთი და სივრცით განპირობებულ მოვლენებში, საი ყოველთვის დაარსებულია პრინციპში რომელიც არის დროს და სივრცის მიღმა. საი არ არის განპირობებული დროთი, ადგილით ან გარემოებით. ამიტომ, თქვენ ყველამ უნდა აღიაროთ საის ნების, საი სანკალპას უნიკალურობა. იცოდეთ რომ ეს სანკალპა არის ვაჯრასანკალპა – ეს არის უძლეველი ნება. თქვენ შეიძლება უგულვებელყოთ მისი გამოსახვა, როგორც სუსტის და უმნიშვნელოს მაგრამ, როგორც კი ნება ჩამოყალიბდება, რაც კი სხვა განიცდიდეს ცვლილებას, იგი ვერ შეიცვლება.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 8 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 17 ოქტომბერი.
როგორ უნდა ვილოცოთ ჩვენ გარანტიით რომ ჩვენი ლოცვები შეისმინება? ბჰაგავანი თავად გვასწავლის ჩვენ დღეს დიდად გულმოწყალედ.
როცა თქვენ ჩააბარებთ თქვენს თავს ღმერთის ნებას, ის იზრუნებს თქვენზე. არ განივითაროთ უპირატესობის კომპლექსი. უარი თქვით ეგოზე და პომპეზურობაზე. ილოცეთ ჩუმად და გულწრფელად. თუ თქვენი ლოცვები არ არის ნაპასუხები, თქვენ უეჭველად შეგიძლიათ მკითხოთ მე. ღმერთი არ არის შემოსაზღვრული სადმე შორეულ კუთხეში. ის ყოველთვის ცხოვრობს თქვენს გულში. მას შეუძლია ყველაფრის შესრულება. ის მუდამ მზად არის თავისი ერთგულების გულისთვის შეასრულოს ნებისმიერი დავალება, იქნება ეს დიდი თუ პატარა. ყველა არის მისი შვილი. ამიტომ, ის უეჭველად უპასუხებს თქვენს ლოცვებს. სიყვარულის ტანმოსილნო! სიყვარული არის სვამის საუბრების არსი. მისი სიყვარული არის ძალა. არ არსებობს რამე სიყვარულზე უფრო დიდი. როდესაც თქვენ განავითარებთ სიყვარულს, თქვენ შეძლებთ სიმშვიდით შეხვდეთ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და გამოხვიდეთ გამარჯვებული. ღმერთი ყოველთვის იქნება თქვენთან, თქვენში და თქვენს გარშემო და იზრუნებს თქვენზე. ნებისმიერი მძიმე ამოცანა შეიძლება შესრულდეს ლოცვის მეშვეობით. თუმცა, თქვენი ლოცვა უნდა იყოს გულწრფელი. უნდა იყოს აზრის, სიტყვისა და საქმის ერთიანობა. განავითარეთ მტკიცე რწმენა რომ სვამი არის თქვენში და რომ ის ყოველთვის ისმენს თქვენს ლოცვებს. თუ თქვენ ფიქრობთ რომ სვამი არის გარეთ, თქვენი ლოცვა როგორ მიაღწევს მას?
– ღმერთის საუბარი, 2004 წლის 25 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 18 ოქტომბერი.
რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ წარმატების მისაღწევად ამ სულიერ მოგზაურობაში? ბჰაგავანი კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენ ასე რომ ჩვენ შევძლოთ მოგზაურობა კომფორტით.
ქსოვილის ნაჭერში, როდესაც ძაფები არის ამოძრობილი, მხოლოდ ბამბა რჩება და თუ ბამბა დაიწვა, ქსოვილი წყვეტს არსებობას. მსგავსად, როდესაც სურვილები მოშორებულია თავიდან, “მე” და ჭკუა წავა. ითქვა, რომ ჭკუის მოსპობა არის ღმრთაებრივის რეალიზების საშუალება. ჭკუის შეწყვეტა შეიძლება მოხდეს სურვილების თანდათან თავიდან მოშორებით, მსგავსად ძაფების ამოღების ქსოვილიდან. და ბოლოს, სურვილები უნდა განადგურდეს ვაირაგიას (განჯაჭვულობის) ცეცხლში. დააკვირდით ცხოვრებას როგორც ერთ გრძელ სარკინიგზო მოგზაურობას. ამ მოგზაურობაში, არ არის კარგი მძიმე ბარგის ტარება. ამ გზაზე არის სადგურები, როგორიცაა ართი (ტანჯვა), არტართი (სურვილი ობიექტებისთვის), ჯიგნასუ (წყურვილი გაგებისთვის) და ჯნანი (თვითრეალიზება). რაც უფრო მცირეა ბარგი რაც ადამიანს მიაქვს, მით უფრო მარტივად და სწრაფად შეუძლია მას სხვადასხვა ეტაპის გავლა და დანიშნულების ადგილის მიღწევა. უპირველესი აუცილებელი პირობა, მაშასადამე, არის სურვილების ამოძირკვა.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 12 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 19 ოქტომბერი.
რა არის დიდი მემკვიდრეობა რაზეც ჩვენ ყველა ვართ უფლებამონიჭებული, და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ მის მოსათხოვათ? ბჰაგავანი სიყვარულით შთაგვაგონებს ჩვენ დღეს!
თქვენ ყველა ხართ უფლებამონიჭებული სიხარულის უფრო ფართო სფეროებზე, სიხარულის უფრო ღრმა წყაროებზე და სიხარულზე რომელიც არის მარადიული. თქვენი ნამდვილი დჰარმა, მიზანი რისთვისაც თქვენ მიიღეთ დაბადება ადამიანად, არის მოპოვება და სიამოვნება იმ ნეტარებით რომლის შეცვლა არ შეუძლია არც ერთ გარეგან კონტაქტს. მისი შოვნა არის საკმაოდ ადვილი. ამის გაკეთება შეუძლია ყველას ვინც მშვიდად ზის და იკვლევს საკუთარ თავს და საკუთარ ჭკუას, შეუხებელს მოწონებებითა და არმოწონებებით. ადამიანი მაშინ აღმოაჩენს რომ ცხოვრება არის სიზმარი და რომ თითეულს აქვს მშვიდობის თავშესაფარი შიგნით საკუთარ გულში. ადამიანი სწავლობს მის გრილ სიღრმეებში ჩაძირვას, ივიწყებს და იგნორებს იღბლის დარტყმებს, როგორც კარგს ისე ავს. ექიმი პირველად ადგენს დაავადებას. შემდეგ ის ნიშნავს მკურნალობის კურსს. ასევე, თქვენ უნდა დაუმორჩილოთ თქვენი თავი თქვენი სენის დიაგნოზს, ე.ი. უბედურებას, ტანჯვას და ტკივილს. გამოიკვლიეთ უშიშრად და ყურადღებით, და თქვენ აღმოაჩენთ რომ იმ დროს როცა თქვენი ძირითადი ბუნება არის ნეტარება, თქვენ გაქვთ საკუთარი თავი ცრუდ იდენტიფებული დროებითთან, ქარაფშუტასთან და უმნიშვნელოსთან და ამ მიჯაჭვულობას მოაქვს მთელი მწუხარება.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 20 ოქტომბერი.
რა არის ის უნიკალური აღთქმები რაც უფალს მიღებული აქვს ამ შრი სატია საი ავატარში? როცა ჩვენ ვაკვირდებით ავატარის დეკლარირების დღეს, სვამი გვახსენებს ჩვენ და გვავსებს ჩვენ სიყვარულით და თავდაჯერებულობით.
ყველა ღმრთაებრივი პიროვნება აკეთებს თავის მოსვლას რაღაც გარკვეული მიზნებისთვის. ისინი არ გადაუხვევენ მათგან არავითარ შემთხვევაში. სვამის პრემატატვა (სიყვარულის არსებითი ბუნება) არის იგივე ხასიათის. სვამის სიყვარულს არ აქვს მასში პირადი ინტერესის არანაირი კვალი. ეს არის აბსოლუტურად სუფთა. სვამიმ იცის მხოლოდ როგორ გასცეს, არა როგორ მიიღოს. სვამის ხელი მაღლა უჭირავს რამის მინიჭებისთვის, არ არის გაწვდილი რამის საძებნად. უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც სვამიმ გამოაცხადა, “თქვენ ხართ ჩემი”, რა არასწორი გზებითაც მათ შეიძლება იარონ, სვამი არ მიატოვებს მათ. როცა ვინმეს სიტყვა მივეცი, თუნდაც ისინი ჩემს წინააღმდეგ გამოვიდნენ, მე არ ვატარებ მათ მიმართ არანაირ ბოროტებას. მაშინაც კი, თუ ისინი მლანძღავენ, მე გავაგრძელებ მათ სიყვარულს. მე დავდგები ჩემს პირობაზე ბოლომდე. რომელიღაც დღეს ისინი სწორ გზას დაუბრუნდებიან. გარემოებათა იძულების გამო შეიძლება გარკვეულ ცვლილებებს ჰქონდეს ადგილი. ესები არ არის მუდმივი. მე არ შევცვლი ჩემს კურსს ასეთი შემთხვევების გამო. ეს არის ჩემი მეორე გადაწყვეტილება. მესამე გადაწყვეტილებაა: როცა მე რამეს ვიღებ თავზე იმიტომ რომ მე ვგრძნობ ეს არის ყველას კეთილდღეობისთვის და რომ ეს არის კარგი მთლიანად საზოგადოებისთვის, მე არ დავთმობ მას, რაც შეიძლება მოხდეს. თუნდაც მთელი სამყარო იყოს ჩემს წინააღმდეგ, მე არ დავიხევ უკან, მე წავალ მხოლოდ წინ.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 13 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 21 ოქტომბერი.
რას ელოდება ბჰაგავანი მისი თითოეული და ყველა ერთგულისგან? ბჰაგავანი ნათლად და სიყვარულით გვასწავლის ჩვენ დღეს.
თუ მხოლოდ დრო არის კარგად გამოყენებული, უმეცარი (პამარა) შეიძლება გახდეს უმაღლესი დონის ასკეტი (პარამაჰამსა) და ეს ასკეტი ასევე შეიძლება გადაიცეს უნივერსალურ სუბსტანციასა და სუბსტრატში (პარამათმაში). როგორც თევზს შეუძლია იცხოვროს მხოლოდ მაშინ როცა ჩაძრულია წყალში, როცა იგი გრძნობს ელემენტს მთლიანად ირგვლივ, ასევე ადამიანი არის ცხოველი რომელსაც შეუძლია იცხოვროს მხოლოდ მაშინ როცა ჩაძირულია ნეტარებაში (ანანდაში). ადამიანს უნდა ჰქონდეს ნეტარება არა მხოლოდ სახლში, საზოგადოებაში და სამყაროში, არამედ ყველაზე უფრო მეტად, გულში. სინამდვილეში, ნეტარება გულში აწარმოებს ნეტარებას ყველგან. გული არის სიხარულის წყარო. ეს წყარო შეიძლება იყოს შეხებული მუდმივი მედიტირებით, ღმერთის სახელის წარმოთქმითა და შენაცვლებადი ფიქრით უფლის დიდებაზე, მადლსა და ამოუწურავ გაცხადებებზე. მტკიცედ ჩაეჭიდეთ მიზანს; ერთგული არასოდეს უნდა შეტრიალდეს უკან. არასოდეს მისცეთ გზა ეჭვს ან უიმედობას.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 22 ოქტომბერი.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თუ ჩვენ გვსურს რომ ღმერთმა მოისმინოს ჩვენი მოწოდება? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს ძალიან ლამაზი მაგალითით!
იმ დროს როცა ჩვენ ვცხოვრობთ ნორმალურ მსოფლიოში მიღებით ნივთების ისე როგორც ესები მოდის, ჩვენ ასევე დიდად უნდა ვიზრუნოთ სულიერ ასპექტებზეც. ჩვენ არ შეგვიძლია მათი დავიწყება. რა საქმესაც კი თქვენ შეიძლება იწყებთ, თუ თქვენ ყურადღება გაქვთ ღმრთიურებაზე, მაშინ ღმერთი იზრუნებს თქვენზე. ერთი მაგალითი: დედა აწვენს თავის შვილს დასაძინებლად. ბავშვის ჩაძინების შემდეგ, ის მიდის პირველ სართულზე და ზრუნავს თავის საქმეზე. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მისი ყურადღება იქნება ბავშვზე, და მისი ფიქრები ყოველთვის არის იმაზე ბავშვი როდის ადგება. სასწრაფო და გადაუდებელი საქმითაც რომ იყოს დაკავებული, მისი ყურადღება იქნება ბავშვზე და როგორც კი ბავშვის ტირილს გაიგონებს, ის წავა სირბილით. ის არ შეჩერდება დასაფიქრებლად თუ რა მელოდიითა და რიტმით ტირის ბავშვი. როგორც დედა გარბის სამუშაოდან, როგორც კი ბავშვის ტირილს გაიგონებს, ასევე, თუ ადამიანი შესტირის უფალს გულის სიღრმიდან, თუნდაც უფალი იყოს დაკავებული, ის მოვა და დაეხმარება ერთგულს. ღმერთი არ ეკითხება, თუ რა გზას მიჰყვება ერთგული ან რა ბჰაჯანებს მღერის ის და ა.შ. ის მხოლოდ ხედს გულწრფელობას, რომლითაც ერთგულმა შესძახა.
– ზაფხულის თავსხმები 1976, თავი 7.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 23 ოქტომბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ყურადღების მიქცევა საკვებზე რასაც ჩვენ ვჭამთ და გულმოდგინეთ ამოკვეთა ბოროტი ხარისხების? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
ჩვენ ვიცით რომ ამ მსოფლიოში ყველა ცხოველიდან, ადამიანად დაბადება არის ძალიან რთული. მივაღწიეთ რა ამ რთულ ადამიანურ დაბადებას, ჩვენ არ უნდა მოვიქცეთ, ნებისმიერ დროს, როგორც ცხოველი. დაფიქრდით და გაითვალისწინეთ ეს ასპექტი. ამისთვის მიზეზი არის ძირითადად იმ საკვების სახეობა რასაც ჩვენ ვჭამთ. ჩვენ მიერ მიღებული საკვების სახეობა განსაზღვრავს ჩვენ მიერ განვითარებულ ქცევას. თუ ვეფხვი შედის ძროხების ნახირში, მაშინ ძროხები ვერ შეძლებენ გადარჩენას და სიცოცხლეს. ასე, აგრეთვე, როგორც ამ ანალოგიაში, კაცის გულში არის კარგი და სათვური ხარისხები შედარებადი ძროხის ხარისხებთან. თუ კარგი ხარისხების ამ ჯგუფში, ჩვენ ვგზავნით საკვებს წარმოდგენილს ვეფხვის რაჯასული ხარისხებით, შეუძლებელია კარგის გადარჩენა. მსგავსად, თუ თქვენ ჩადებთ თესლს მიწაში რომელიც არ არის ნაყოფიერი, თესლი არ აღმოცენდება! ასე აგრეთვე, კაცში რაჯასული ხარისხებით მის გულში, სათვიკი ხარისხები როგორიცაა თაყვანისმცემლობა ან თანაგრძნობა, ვერ გაიზრდება. ამიტომ კაცისთვის აუცილლებელი ხდება გააკეთოს ისეთი რამეები რითაც მისი გულის ველი გასუფთავდება და განიწმინდება.
– ზაფხულის თავსხმები 1976, თავი 10.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 24 ოქტომბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი გამოყენება ხედვის რითაც ჩვენ ვართ დალოცვილი წმინდა მიზნებისთვის მხოლოდ? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
აღქმის ხუთ გრძნობას შორის, თვალები უზრუნველყოფილია უზარმაზარი ძალით. მათ თავისში აქვთ 40 ლაკი (4 მილიონი) სინათლის სხივი. დღეს ადამიანი ბოროტად იყენებს გრძნობებს და შედეგად მისი ტანი დღითი დღე სუსტდება. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება მისი არაწმინდა ხედვით და გრძნობითი სიამოვნებებით რითაც ის არის განებივრებული. სინათლის სხივების ლაკები ნადგურდება მის თვალებში მისი არაწმინდა ხედვის გამო. ეს არის კაცის თვალის დეფექტების განვითარების მიზეზი. დღეს ბევრ ადამიანს უტარდება კატარაქტის ოპერაციები მათი მხედველობის გასწორების მიზნით. ექიმებმა შეიძლება თქვან რომ კაცს უვითარდება თვალის დეფექტები კატარაქტის გამო, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის არაწმინდა ხედვის შედეგი. ასე რომ, ადამიანს უნდა ჰქონდეს სათანადო კონტროლი საკუთარ ხედვაზე. რა სულიერ პრაქტიკებსაც კი ადამიანი შეიძლება შეუდგეს, ის ვერ შეძლებს მათი სარგებელის მიღებას თავის ხედვაზე კონტროლის გარეშე. ყველა სადჰანა, როგორიცაა ჯაფა, თაფა და დჰიანა ჩუქნის მხოლოდ დროებით კმაყოფილებას. ეს პრაქტიკები ვერ დაგეხმარებათ თქვენ კონტროლის ქონაში თქვენს ხედვაზე. სინამდვილეში, მთელი სრუშთი (ქმნილება) ეფუძნება თქვენს დრიშთიზე (ხედვაზე). ნეთრები (თვალები) ნამდვილად არის შასთრები (წმინდა ტექსტები).
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 5 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 25 ოქტომბერი.
რა ერთი ხარისხის პრაქტიკა უნდა დავიწყოთ ჩვენ ყველამ გულმოდგინედ და რატომ? ბჰაგავანი გვახსენებს და გვასწავლის ჩვენ დღეს.
ამიერიდან აპრაქტიკეთ უარის თქმა, ასე რომ თქვენ შეძლოთ დაძვრა მოგზაურობაზე როცა ზარი დარეკავს, თქვენ არ იცით როდის. ან კიდევ იმ მომენტში, თქვენ იცრემლებთ, როცა თქვენ იფიქრებთ თქვენს აშენებულ სახლზე, თქვენს დაგროვილ ქონებაზე, დაგროვილ დიდებაზე, თქვენს მოპოვებულ წვრილმანებზე. იცოდეთ რომ ეს ყველაფერი არის მსწრაფლმავალი მომენტისთვის: განივითარეთ მიჯაჭვულობა უფალთან, ვინც იქნება თქვენთან სადაც კი წახვალთ. მხოლოდ ის წლები რომლებიც თქვენ იცხოვრეთ უფალთან უნდა ჩაითვალოს სიცოცხლედ; დანარჩენი ყველა არის სათვალავს მიღმა. სამოცდაათი წლის პაპას ჰკითხა მისმა შვიდი წლის შვილიშვილმა: “პაპა, რამდენი წლის ხარ?” და მოხუცმა კაცმა უპასუხა: “ორი!” ბავშვი გაოცდა და შესახედაობით დაემსგავსა ეჭვის სურათს. მოხუცმა უპასუხა: “მე მხოლოდ ბოლო ორი წელი გავატარე უფლის გარემოცვაში, მანამდე კი მე ვიყავი ჩაძირული სიამოვნების ძებნის ჭაობში”.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 10 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 26 ოქტომბერი.
ჩვენ შეიძლება ვაკეთოთ სადჰანა ყოველდღე, მაგრამ თუ ჩვენ არ ვიზრუნებთ ამ ერთ ასპექტზე, ჩვენ შეიძლება საერთოდ ვერ მივაღწიოთ პროგრესს. რა არის ეს? ბჰაგავანი გვაძლევს ჩვენ მნიშვნელოვან გზავნილს, დასამახსოვრებელი მაგალითის საშუალებით.
ერთ შემთხვევაში, როცა რადჰა საღამოს მიემგზავრებოდა მათჰურაში, ის იყო მარტო. ყველა სხვა გოპიკამ ვინც ეს დაინახა მიედევნა მას. იმ დროისთვის მან რომ მიაღწია იამუნას, დაბნელდა. გოპიკებმა გააფრთხილეს რადჰა და უთხრეს რომ არ უნდა წასულიყო მათჰურასკენ სიბნელეში; მაგრამ თუ ის წავიდოდა, ისინი თხოვდნენ თანხლებოდნენ მას. იმ გრძნობით რომ ბრინდავანი ეკუთვნის ყველას და გოვინდაც ასევე ეკუთვნის ყველას, ის დათანხმდა მათ თანწაყვანას. ისინი მორიგეობით იღებდნენ ნავის ნიჩბოსნობას ასე რომ არც ერთი ცალკეული ინდივიდი არ დაიღალა. თუმცა ნიჩბოსნდნენ მთელი ღამე, მათ ვერ მიაღწიეს მათჰურამდე. როცა დღე გათენდა, გოკულამის მცხოვრებნი მოდიოდნენ მდინარესთან. ნავს ნიჩბებს უსვამდნენ მთელი ღამე მაგრამ მათ აღმოაჩინეს რომ ისინი ჯერ კიდევ იყვნენ გოკულამთან. მათ აღმოაჩინეს რომ მათ არ მოხსნეს თოკი, რომელიც აბამდა ნავს ბოძზე ნაპირზე. იმისდა მიუხედავად, რომ ნავს ნიჩბებს უსვამდნენ, და მიუხედავად იმისა რომ იყო წყალი და მათ ჰქონდათ ძალა ნავის გადასაადგილებლ;ად, ნავი არ მოძრაობდა საერთოდ. იგივენაირად, ჩვენს გრძნობებსა და ორგანოებზე მონობის მოხსნის გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ წინსვლას საერთოდ.
– ზაფხულის თავსხმები 1976, თავი 12.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 27 ოქტომბერი.
ჩვენ როგორ უნდა ვიგეთ მაგრად ჩვენს რწმენაზე, მაშინაც კი როცა ჩვენ პატივს ვცემთ მას სხვებისას? მოდით ჩვენ მოვისმინოთ დღეს თავად ბჰაგავანისგან როგორც ის განმარტავს ნათელი მაგალითით.
უფალი ზრუნავს ეკაგრათასა და ჩითთა-შუდდჰიზე (ჭკუის კონცენტრებასა და სიწმინდეზე). თქვენ არ უნდა იგრძნოთ რომ თქვენ ხართ ფიზიკურად შორს მისგან (უფლისგან). მას არ აქვს „ახლოს“ და „შორს“. თუ მისამართი მკაფიო და სწორია, თქვენი წერილი იქნება მიღებული, იქნება ეს შემდეგ ქუჩაზე თუ კალკუტაში ან ბომბეიში იმავე ბეჭდით. სმარანა (გახსენება) არის ბეჭედი; მანანა (გამეორება) არის მისამართი. გქონდეთ სახელი სმარანასთვის; ფორმა მანანასთვის, ეს არის საკმარისი. აირჩიეთ ერთი სახელი და ერთი ფორმა, მაგრამ სხვა სახელებსა და ფორმებზე ცუდად არ ისაუბროთ. მიჰყევით ერთობლივ ოჯახში მცხოვრები ქალის ხელმძღვანელობას; იგი პატივს სცემს და ემსახურება ოჯახის უფროსებს, როგორიცაა მამამთილი, მისი ძმები და თავისი საკუთარი სიძე, მაგრამ მისი გული ეძღვნება მის ქმარს, ვინც მას უყვარს და პატივს სცემს განსაკუთრებულად. თუ თქვენ შორს იჭერთ სხვათა რწმენას, თქვენი ერთგულება არის ყალბი. თუ თქვენ ხართ გულწრფელი, თქვენ დააფასებთ სხვების გულწრფელობას. თქვენ ხედავთ ხარვეზებს სხვებშიიმიტომ რომ თქვენ თვითონ გაქვთ ეს ნაკლოვანებები, არა სხვაგვარად!
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 15 აგვისტო.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 28 ოქტომბერი.
რატომ არის ჭკუის კულტივირება და დისციპლინირება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე გარეთა მხარის? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
ვალმიკიმ, რამას დიდებაზე მედიტირებით, შეძლო საკუთარი თავის ჩამოყალიბება უკვდავ პოეტად ვინც შეთხზა რამაიანა. ის გახდა ამ სახელის ტანმოსილება, და მაშასადამე, მას შეეძლო შეექმნა ეს დიდი ეპოსი. როცა ჩვენ გადავწყვეტთ წერილის დაწერას, ჩვენ ჩვენს ჭკუებში ვაგროვებთ ფაქტებს გადასაცემად, მანერას რომლითაც ეს უნდა დაიწეროს, და შემდეგ, ჩვენ ვიწყებთ წერას. როცა ჩვენ გადავწყვეტთ სახლის აშენებას, ჩვენ ვაშენებთ მას ჯერ ჩვენს ჭკუებში – მისაღები ოთახი აქ, სასადილო დარბაზი იქ, ამ ბოლოში სამზარეულო და ა.შ., შემდეგ კი ვხაზავთ გეგმას ქაღალდზე. რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის იდეალის პროექტი მოქმედებაში, კონკრეტულ პროგრამაში. გარეგანი მოქმედება ან მიღწევა არის მხოლოდ შინაგანი არსების ანარეკლი, რომელიც აყალიბებს იდეებსა და კონცეფთებს. ასე რომ, ტრანსფორმი და დახვეწა უნდა მოხდეს ჭკუის შიდა რეგიონში. მუდმივი ფიქრი ღმერთის დიდებაზე ეხმარება ტანის, ჭკუისა და სულის გარდაქმნას.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 23 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 29 ოქტომბერი.
რა არის თვითდაუფლების ფორმა ბჰაგავანის ნასურვები ჩვენზე საქონათ? სვამი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს დასამახსოვრებელი მაგალითით!
ჩამოწერეთ ყველაფერი რისთვისაც თქვენ ტიროდით აქამდე. თქვენ აღმოაჩენთ რომ თქვენ გქონდათ ძლიერი წადილი მხოლოდ წვრილმანი ნივთების, წამიერი განსხვავებების, წარმავალი დიდების; თქვენ უნდა იტიროთ მხოლოდ ღმერთისთვის, თქვენივე განწმენდისა და დასრულებისთვის. თქვენ უნდა იტიროთ, იღრიალოთ ექვს კობრაზე რომელმაც თავი შეაფარა თქვენს ჭკუაში და მოშხამა იგი თავისი ღვარძლით: ვნებით, ბრაზით, სიხარბით, მიჯაჭვულობით, სიამაყითა და ბოროტებით. დაამშვიდეთ ესები როგორც გველის მომხიბვლელი აკეთებს თავისი ფლეიტის ქანაობით. მუსიკა, რომელსაც შეუძლია მათი მოთვინიერება არის ღმერთის სახელის ხმამაღალი სიმღერა. და როდესაც ესები ზედმეტად დათვრებიან გადასაადგილებლად და ზიანის მისაყენებლად, დაიჭირე ესები კისრებით და ამოაძვრე კბილები როგორც ამას მომხიბვლელი აკეთებს. ამის შემდეგ, ესები შეიძლება იყოს თქვენი სათამაშოები; თქვენ შეგიძლიათ მართოთ ესები როგორც თქვენ გსურთ. როდესაც ესები დაბლა ჩალაგდება, თქვენ მოიპოვებთ სიმშვიდეს. თქვენ იქნებით შეუხებელი პატივისცემითა და შეურახყოფით, მოგებითა და წაგებით, სიხარულითა და მწუხარებით.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 26 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 30 ოქტომბერი.
ჩვენ რა ნამდვილი სიმდიდრით უზრუნველფას უნდა ვეცადოთ? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს!
არსებობს სამი კარი კაცისთვის ჯოჯოხეთში შესასვლელად – კამა (ვნება), კროდჰა (სიძულვილი) და ლობჰა (სიხარბე). სურვილები მიდრეკილია საზღვრებს გარეთ გასვლაზე. ამიტომ აუცილებელია შეეცადოთ მათ ალაგმვას რაც შეიძლება მეტად. სურვილების კონტროლის პროცესს ეწოდება სადჰანა. სადჰანა სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობა არის თქვენი გაკეთებული ძალისხმევა თქვენი სასურველი ობიექტის მიღწევაზე ან თქვენი განზრახული მიზნის მიღწევაზე. სადჰანა არის ამრიგად თქვენი მიზნის ან ამოცანის განხორციელების ძირითადი საშუალება. ტერმინის მეორე მნიშვნელობა არის სა-დჰანა, რაც არის სიმდიდრე ასოცირებული ღმრთიურთან. დჰანა (სიმდიდრე) აღწერილია სამნაირად როგორც აიშვარია (სიუხვე), სამპადა (კეთილდღეობა) და დჰანა (მატერიალური სიმდიდრე). მათგან ყველა ეხება ერთსა და იმავე რამეს. სიმდიდრე არ გამოგვყვება თან როცა ჩვენ დავთმობთ ტანს. თუ სიმდიდრე დაიკარგება, მისი დაბრუნება შესაძლებელია. თუ ძალა დაიკარგება, ის შეიძლება აღდგეს. მაგრამ თუ სიცოცხლე დაიკარგა ეს ვერ დაბრუნება უკან. მაშასადამე, სანამ სიცოცხლე ჯერ კიდევ რჩება, ადამიანი უნდა ეცადოს ღმრთაებრივი სიმდიდრის შეძენას, რომელიც არის ურღვევი და მარადიული. თქვენი ქცევა წარმოადგენს ამ ღმრთაებრივ სიმდიდრეს. მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესით შეგვიძლია ჩვენ შევიძინოთ ეს ღმრთაებრივი სიმდიდრე.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 29 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 31 ოქტომბერი.
რა არის დიეპავალის ფესტივალის მნიშვნელობა? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს!
ისევე როგორც მზის სხივებს შეუძლია ბამბის გროვის დაწვა თუ სხივები კონცენტრდება ლინზაში გავლით, ინტელექტის სხივები გაანადგურებს ადამიანის ცუდ ხარისხებს მხოლოდ მაშინ როცა ესები გადის ღმრთაებრივი სიყვარულის ლინზით. თუმცა კაცი მოვიდა მადჰავადან (ღმერთიდან), ის შეფუთულია ბჰრამათი (ილუზიით), რაც ფარავს ბრაჰმას (ღმრთაებას) თავისში. სანამ ადამიანი მაგრად დაჭერილია ამ ილუზიით ის ვერ გაიგებს ღმერთს. ამ ილუზიის გამო, ადამიანი ეჯაჭვება ტანზე და უვითარდება უსაზღვრო სურვილები. ამას მიჰყავს ასურული (დემონური) ბუნების ზრდისკენ. სიტყვაში “ნარა” (კაცი) “ნა” ნიშნავს არას, “რა” ნიშნავს განადგურებას. ამრიგად, ტერმინი „ნარა“ აღწერს კაცს გაუნადგურებლად (ანუ, ისეთად ვინც არის მარადიული). როდესაც ასო “კა” დაემატება “ნარა”-ს, ხდება “ნარაკა”, ნიშნავს, “ჯოჯოხეთი”, რაც არის სამოთხის საპირისპირო. როდესაც ადამიანი ეშვება დემონურ დონეზე, ის ივიწყებს ღმრთაებრიობას და მიუყვება გზას ჯოჯოხეთისკენ. ღმრთაებრივი რეალიზდება სულიერი გზის (ათმიკი ბილიკის) მიდევნით. პურანიკი მოთხრობის თანახმად, ნარაკასურა, ამბობენ რომ განადგურდა ამ დიეპავალის (ნარაკა ჩათურდასის) დღეს. ნარაკასურა იყო დემონი სავსე მიჯაჭვულობით ტანისმიერ სიამოვნებებთან.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 24 ოქტომბერი.

ბაბა