იანვარი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 1 იანვარი.
ახალ წელს ჩვენ რა უნდა განვავითაროთ? ბჰაგავანი მიმზიდველად განმარტავს და გვაძლევს თავის კურთხევებს.
ადამიანები საუბრობენ ახალ წელზე, მაგრამ არ აინტერესებთ ახალი გრძნობებისა და ახალი დამოკიდებულებების განვითარება. მათ უნდა განავითარონ ახალი იდეები და ახალი ენთუზიაზმი. თუ ისინი მთელ დროს არიან დეპრესებული, მაშინ ისინი როდის ისწავლიან კარგი ცხოვრების სიამოვნების გამოხატვას? მათ უნდა გამოიღონ ბედნიერება. ეს არის ღმრთაებრივის შინაგანი ნიშანი. ბედნიერება არის ღმერთთან ერთობა. ღმერთი არის მარადიული ნეტარება. განთავისუფლდით თქვენი ბოროტი მიდრეკილებებისგან და შეავსეთ თქვენი გული ღმერთის სიყვარულით. თქვენ გახდებით ღმერთთან ერთიანი. მე მზად ვარ მოგცეთ თქვენ მთელი ბედნიერება. ხართ თქვენ მზად მიიღოთ ის, რისი შემოთავაზებაც მე მინდა? განდევნეთ ყველა საზრუნავი. ესები არის დროებითი, მსგავსი გამვლელი ღრუბლების. არავის ანებოთ – იქნება ეს მამა, დედა თუ მოძღვარი – მოვიდეს თქვენსა და ღმერთის წინაშე თქვენს მოვალეობას შორის. ეს არის გაკვეთილი ნასწავლები პრაჰლადას, ბჰარატას და იმპერატორ ბალის მიერ. უფლისადმი მათი ერთგულება აღემატებოდა ყველა სხვა ვალდებულებას. ღმერთი ზრუნავს ასეთ ერთგულებზე. ჩააბარეთ თქვენი თავი ღმერთს და მიუძღვნით თქვენი თავი კაცობრიობის მსახურებას. თქვენ გაქვთ ჩემი კურთხევები. აღზარდეთ სიყვარული და ემსახურეთ საზოგადოებას.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 29 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 2 იანვარი.
როგორ შეგვიძლია ჩვენ გავხადოთ ჩვენი თაყვანისცემა ჭეშმარიტი და სრულყოფილი? ბჰაგავანი სიყვარულით შეგვახსენებს დღეს იმაზე მას რისი მიღება უყვარს ნამდვილად.
თაყვანი ეცით უფალს და შესთავაზეთ მას ეს ყვავილები (არაძალადობა, გრძნობების კონტროლი, თანაგრძნობა, სიმტკიცე, მშვიდობა, ასკეტობა, მედიტირება და სიმართლე). ახლა, როდესაც სხვა ყვავილებს იყენებენ, ერთგულება არ გრძელდება ადამიანის საკურთხეველი ოთახიდან გამოსვლის შემდეგ! როდესაც ადამიანი კვეთს კარის ზღურბლს, ბრაზი, სიძულვილი და შფოთვა ეუფლება მას და ამცირებს მას. რვა ყვავილით მითითებული ხარისხების გამომუშავების გარეშე როგორ შეიძლება ვინმემ მოიპოვოს ღმერთის მადლი? ჩართულმა „ასატია ნარაიანა ვრატაში“ (ცრუ სატიანარაიანას აღთქმა) მთელი 364 დღის განმავლობაში, რა სიკეთის იმედი გაქვთ, რომ გააკეთებთ ჭეშმარიტ სატია ნარაიანა ვრატას წლის 365-ე დღეს? როდესაც თქვენ აცხადებთ, რომ ხართ საის ერთგულები, გაამართლეთ პრეტენზია სათნოების ამ ყვავილების გაშენებით და ღმერთისადმი შეთავაზებით.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 6 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 3 იანვარი.
როგორ შეიძლება ჩვენ დავრწმუნდეთ რომ ვედანტას ნასწავლი გაკვეთილები ინტერნალიზდება? ბჰაგავანი გულმოდგინედ მიგვიძღვის ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ დღეს.
ახლა, ადამიანები კითხულობენ და სწავლობენ ყველა სახის განურჩეველ ვედანტურ ტექსტს და იბრძვიან კომენტარებთან, შენიშვნებთან და თარგმანებთან მათი მნიშვნელობის ჩასაწვდომად. მათ ყელში ისხამენ, მაგრამ ნაწილი არ ჩადის გულის დასარბილებლად. იგი არ გადაიცემა პრაქტიკაში. ვედანტას ჭეშმარიტებები დადებულია საჯარო გამოფენისთვის, როგორც დრამაში, სადაც ატარებენ შესაბამის კაბებს სცენაზე მაგრამ იხდიან, როდესაც მსახიობი სცენიდან გადის. ისინი არ რჩებიან მათი ერთგული ყოველ დროს მისაღებად სულის ნეტარების (ათმანანდას), რის მოცემაც მათ შეუძლია. ეს არის უმთავრესად ფრთხილი, დროული, მოწესრიგებული დისციპლინის საკითხი; მისი მიღება არ შეიძლება აჩქარებით და ნახტომებით; მასზე ასვლა უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველი ნაბიჯი უნდა იყოს შემდეგის დასაყრდენი. სათნოებები უნდა განვითარდეს ოჯახში; თითოეული წევრი იზიარებს სიხარულს დანარჩენებთან, თითოეული ეძებს შესაძლებლობებს სხვების დასახმარებლად. ეს დამოკიდებულება უნდა დარჩეს, ამგვარად იგი რჩება როგორც ხასიათი! როგორ შეიძლება ჭურჭელი ქვევით მოქცეული პირით გაივსოს წყლით? იგი უნდა იყოს ღია კარგი იმპულსების მისაღებად. ისწავლეთ თითოეული გაკვეთილი სისტემატური შესწავლით. ბეჯითობა და ძალისხმევა მარტო მოგცემთ წარმატებას.
– ღმერთის საუბარი, 1960 წლის 21 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 4 იანვარი.
როგორი უნდა იყოს ჩვენი მარში მიზნისაკენ? ბჰაგავანი აღწერს სამი ტიპის მისადგომს და განმარტავს ჩვენ რომელი უნდა მივიღოთ!
ერთგულების სამი ტიპი: (1) ფრინველის მეთოდი სადაც, დაბლა ხეზე მწიფე ნაყოფზე დამცხრომი ჩიტის მსგავსად, ერთგული ზედმეტად მოუთმენელია და, სწორედ ამ მოუთმენლობის გამო, კარგავს ნაყოფს, რომელიც ცვივა მისი მფლობელობიდან! (2) მაიმუნის მეთოდი სადაც, მაიმუნის მსგავსად, რომელიც ეწევა თავისკენ ხილს ერთიმეორის მიყოლებით და სრული არასტაბილურობით არ შეუძლია გადაწყვიტოს რომელი ხილი სურს მას, ერთგულიც ყოყმანობს და ძალიან ხშირად იცვლის მიზანს და კარგავს წარმატების ყველა შანსს. (3) ჭიანჭველის მეთოდი, სადაც მსგავსად ჭიანჭველის რომელიც ნელა და სტაბილურად მიიწევს სიტკბოსკენ, ერთგული პირდაპირ, განუყოფელი ყურადღებით მოძრაობს უფლისკენ და მოიპოვებს მის წყალობას! ერთგულება და რწმენა არის ორი ნიჩბი რომლებსაც მიყავხართ თქვენ ნავით მიწიერი ცხოვრების ზღვის გაღმა. ბავშვმა დედას უთხრა, როცა ღამით წავიდა დასაძინებლად: „დედა! გამაღვიძე მე როცა მე ვიქნები მშიერი.” დედამ უპასუხა: “არ არის საჭირო, შენი შიმშილი თვით გაგაღვიძებს!” ასევეც, როცა ღმერთის შიმშილი მოდის, ის თავად გაგააქტიურებთ თქვენ და გაიძულებთ ეძებოთ საკვები რომელიც თქვენ გჭირდებათ!
– ღმერთის საუბარი, 1955 წლის შივარათრი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 5 იანვარი.
ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმ ამოცანის შესასრულებლად, რისთვისაც ეს დაბვადება მივიღეთ? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
ყველა ძალისხმევაში, თუ თქვენ მიენდობით უმაღლეს ძალას, რომელიც მზად არის მოვიდეს თქვენს დასახმარებლად, მუშაობა გაგიადვილდებათ. ეს მოდის უფალზე, მთელი ძალის წყაროზე ერთგულებისა და ნდობისგან. როდესაც თქვენ მოგზაურობთ მატარებლით, თქვენ მხოლოდ უნდა შეიძინოთ ბილეთი, შეხვიდეთ სათანადო მატარებელში, და დაიკავოთ ადგილი, დანარჩენი კი დაუტოვოთ მანქანას. თქვენ რატომ უნდა ატაროთ საწოლი და საბარგული თქვენს თავზე? ასევე, მიენდეთ უფალს და იზრუნეთ თქვენი შესაძლებლობების მაქსიმუმზე. გქონდეთ რწმენა უფალსა და მის წყალობაში. ეცადეთ, მოიპოვოთ იგი გამოყენებით გონებისა და სინდისის, რითაც მან უზრუნველგყოთ თქვენ. თქვენ დაიბადეთ იმიტომ, რომ თქვენ არ გაიარეთ გარკვეულ საგნებში; არსებობს გარკვეული გამოცდილების ნაშთი, რაც თქვენ უნდა შეიძინოთ კურსის დასასრულებლად. თუ თქვენ დარწმუნდით რომ თქვენი ნამდვილი ბუნება არის ათმა, მაშინ თქვენ დაასრულეთ კურსი და “ჩააბარეთ”. ამ საფეხურზე მისასვლელად თქვენ უნდა დაიწყოთ “ყველა არსებასთან ნათესაობის გრძნობის” – “სარვასამანაბჰავა”-ს, როგორც ამას უწოდებენ, კულტივირებით. ეს არის მისაღებად ძალიან ძნელი, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა დასანახად ათმას რომელიც არის ყველაფერში.
– ღმერთის საუბარი, 1960 წლის 21 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 6 იანვარი.
ჩვენ როგორ შეგვიძლია ვაპრაქტიკოთ ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვა და მსახურება? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს რამდენიმე მარტივი ინსტრუქციით.
“ფული მოდის და მიდის, მაგრამ ზნეობა მოდის და იზრდება.” არაფერია დიდი ფულის შოვნაში. რა დაემართა უწინდელ ყველა დიდ მეფეს, ვინც მართავდა უზარმაზარ სამეფოს? შეძლეს მათ თუნდაც ღვეზელის წაღება თავისთან ერთად, როცა წავიდნენ ამ მსოფლიოდან? არა! ასე რომ, გამოიყენეთ მიღებული ფული კაცობრიობის კეთილდღეობისთვის. ნუ იამაყებთ თქვენი სიმდიდრით. სიდიადე არის მხოლოდ მსხვერპლში. ეს არის მხოლოდ მსხვერპლშეწირვა რაც ანიჭებს უკვდავებას. იმსახურეთ თქვენს შესაბამის სოფლებში. მსახურება არ ნიშნავს გზების წმენდას, ტაძრის გასუფთავებას და ღარიბების გამოკვებას. ადამიანის მოვალეობის გულწრფელად შესრულება არის ნამდვილი მსახურება. იმუშავეთ იმ ხელფასის შესაბამისად რომელსაც თქვენ იღებთ. ეს არის მსახურება ერისადმი. დარწმუნდით, რომ მთავრობა არ დაზიანდება ნებისმიერ ვითარებაში. ჩვენ ვაიძულებთ მთავრობას სესხის აღებას, რადგან ჩვენ არ შეგვაქვს ჩვენი წილი საკმარისი ზომით. მათ ყველამ ვინც არის საის ორგანიზაციის წევრი უნდა იმუშაონ მთელი გულით. სიყვარულის ტანმოსილებო! განავითარეთ სიყვარული, გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას და ემსახურეთ საზოგადოებას. მაშინ ღმერთი გიბოძებთ თქვენ საჭირო ძალას და ბედნიერებას.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 20 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 7 იანვარი.
რა არის საქმიანობა რის კეთებაც ჩვენ თითოეულთან ერთად ძალიან აბედნიერებს ბჰაგავანს? ბჰაგავანი მოსიყვარულეად გვიხსნის ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ სარგებლობის მოტანა ამ სიბრძნიდან.
არასოდეს მიიღოთ რამე „უფასოდ“ სხვებისგან; გადაიხადეთ იგი მსახურრბით ან მუშაობით. ეს გაგხდით თქვენ თავმოყვარე პიროვნებებად. მოწყალების მიღება ნიშნავს მბოძებლის მონობაში შესვლას. იზარდეთ თვითპატივისცემითა და კეთილშობილებით. ეს არის საუკეთესო მსახურება რაც თქვენ შეიძლება გააკეთოთ საკუთარი თავის მიმართ. “ძია” მთვარე არის “ძია” მსოფლიოს ყველა შვილისთვის. ასევე, უფალი არის ყველას მამა ვის საკუთრებაშიც ყველას შეუძლია მოითხოვოს წილი. მაგრამ ამის მისაღებად, თქვენ უნდა მიაღწიოთ გარკვეულ ასაკს, გონიერებისა და დისკრიმინაციის გარკვეულ სტანდარტს. სუსტი და იდიოტიკი, ის არ თვლის შესაფერისად თავისი ქონების მიღებას! მისი ქონება არის წყალობა, სიყვარული. თუ თქვენ გაქვთ დისკრიმინირება და უარის თქმა, თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი წილი, როგორც თქვენი უფლება! მოიტანეთ ერთგულება, შეინახეთ აქ და წაიღეთ აქედან სულიერი ძალა! რაც უფრო მეტი ასეთი საქმე კეთდება, მე ვარ უფრო მეტად კმაყოფილი. მოიტანეთ რაც თქვენ გაქვთ, კერძოდ, თქვენი საწუხრები და დარდები, საზრუნავები და მღელვარებები და წაიღეთ ჩემგან სიხარული და სიმშვიდე, გამბედაობა და თავდაჯერებულობა!
– ღმერთის საუბარი, 1955 წლის შივარათრი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 8 იანვარი.
რა არის ძირითადი სათნოება ჩვენ ყველამ რომ უნდა ვისწავლოთ და ვაპრაქტიკოთ, რადგან ჩვენ ვმონაწილეობთ შრი სატია საის ორგანიზაციების საქმიანობებში? ბაგავანი დღეს სიყვარულით გვახსენებს ჩვენ და გვაენთუზებს ჩვენ.
მოექეცით ყველას როგორც თქვენს ძმებსა და დებს. ზოგჯერ შეიძლება არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს სიძულვილი და მტრობა. პანდავები არიან ამის ცნობილი მაგალითი. როდესაც პანდავები იყვნენ გაძევებაში, კრიშნა ეწვია მათ. მხოლოდ დჰარმარაჯას პოვნისას კრიშნამ იკითხა სხვა ძმების ადგილსამყოფელი. დჰარმარაჯამ უპასუხა რომ ოთხი მათგანი წავიდა საკვების მოსატანად, დანარჩენი ასი კი იმყოფება ჰასტინაპურში. კრიშნამ გაკიცხა დჰარმარაჯა კაურავების ასევე თავის ძმებად ჩათვლისთვის. ამაზე, დჰარმარაჯამ უპასუხა: „კრიშნა, შენ არ იცი ეს? როცა ჩვენ შორის შიდა კონფლიქტია, ჩვენ ხუთნი ვართ და ისინი არიან ასი რაოდენობით. მაგრამ როდესაც არის გარე საფრთხე, ჩვენ ყველა ვერთიანდებით და ვართ 105 რაოდენობით“. განსხვავებები არ უნდა გვყოფდეს ჩვენ. საის ორგანიზაციის წევრებმა უნდა წაახალისონ ასეთი ერთიანობა. დაე არ იყოს რამე კონფლიქტები. იცხოვრეთ როგორც ერთი ოჯახის შვილებმა. მიიღეთ კარგი სახელი, ასე რომ არ იყოს საის ორგანიზაციის სადარი სხვა ორგანიზაცია მსოფლიოში. განავითარეთ სიყვარული და იმუშავეთ ერთობლივად.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 20 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 9 იანვარი.
რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დუალობის ილუზიის დასაშლელად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
პირველ რიგში, აპრაქტიკეთ “მე ვარ შენი”. დაე, ტალღამ აღმოაჩინოს და გააცნობიეროს რომ ის ეკუთვნის ზღვას. ეს პირველი ნაბიჯი არც ისე ადვილია როგორც ეს ჩანს. ტალღა იღებს დიდ დროს გასაგებად რომ მის ქვეშ მყოფი უკიდეგანო ზღვა აძლევს მას არსებობას. მისი ეგო იმდენად ძლიერია რომ ეს არ დართავს ნებას იყოს ასე თავმდაბალი, როგორც მორჩილი ზღვის წინაშე. “Მე ვარ შენი; შენ ხარ ბატონი. მე ვარ მსახური; შენ ხარ დამოუკიდებელი. მე ვარ შეზღუდული“. ეს გონებრივი დამოკიდებულება ათვინიერებს ეგოს. გახადე ყოველი აქტივობა ღირებული. ეს არის რელიგიური მსოფლმხედველობა სახელად მარჯალა-კიშორა – კნუტის დამოკიდებულება მის დედაზე, რომელიც საბრალოდ კნავის საშველად და სარჩენად, ეგოს ყოველგვარი კვალის მოსაშორებლად. შემდეგი ნაბიჯი არის: “შენ ხარ ჩემი”, სადაც ტალღა ითხოვს ზღვის მხარდაჭერას როგორც მის უფლებას. უფალმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ინდივიდის დაცვასა და გაძღოლაზე. ინდივიდი არის მნიშვნელოვანი და ღირსი გადასარჩენად, უფალი კი ვალდებულია შეასრულოს ერთგულის საჭიროება. სურდასმა თქვა: „შენ ხარ ჩემი; Მე არ დაგტოვებ შენ; მე დაგაპატიმრებ შენ ჩემს გულში; შენ ვერ გამექცევი“. შემდეგი ეტაპია: “შენ ხარ მე” – მე ვარ მხოლოდ სურათი და შენ ხარ რეალობა. მე არ მაქვს ცალკე ინდივიდუალობა; არ არსებობს დუალობა. ყველა არის ერთი. დუალობა არის მხოლოდ ილუზია.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 8 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 10 იანვარი.
ჩვენ როგორ უნდა ვივარჯიშოთ სხვების მსახურებაში? და ჩვენ რატომ უნდა ვაპრაქტიკოთ ეს ყოველდღე? ბჰაგავანი საყვარლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
ემსახურეთ ადამიანებს მაღალის ან დაბალის აზრადაც არ ქონით; არც ერთი მსახურების საქმიანობა არ არის მაღალი ან დაბალი, უფლის თვალში ყველა არის ერთნაირი; ეს არის მზადყოფნა, სიხარული, ეფექტურობა, სიმარჯვე რომლითაც თქვენ ჩქარობთ ამის გაკეთებას, რაც მნიშვნელოვანია! თუ თქვენ არ ემსახურებით კაცს, ვინც არის თქვენი ნაცნობი და ნათესავი, ვისაც აქვს იგივე გრძნობები, იმპულსები და ინსტინქტები, როგორიც თქვენ, ვინც არის თქვენს წინაშე, ცოცხალი და სიამოვნებით იღებს თქვენს მსახურებას მადლიერების ღიმილით, როგორ შეგიძლიათ თქვენ ემსახუროთ მადჰავას (ღმერთს) ვინც არის თქვენზე მაღლა და თქვენს მიღმა, ასე განსხვავებული და შორეული, ასე ძლიერი და იდუმალი? ივარჯიშეთ, რომ ემსახუროთ ღმერთს, მსახურებით კაცისადმი, ვის გულშიც ღმერთი არის დაბინავებული! დაარწმუნეთ საკუთარი თავი, რომ კაცისადმი მსახურება არის ღმერთისადმი თაყვანისცემა. თუ თქვენ გაგზავნით უკან ღია ქუჩაში ვინმეს ვინც მოიჩქარის თქვენი სახლისკენ წვიმისგან თავის შესაფრებლად, არ არის ეს არაადამიანური, თავაზიანად რომ ვთქვათ? თუ თქვენ არ გააკეთებთ ყველაფერს, რაც თქვენს ძალებშია შესამსუბუქებლად ტკივილის რომლისგანაც სხვა იტანჯება, ხართ თქვენ მშესაფერისი რომ გეწოდოთ ადამიანი?
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 4 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 11 იანვარი.
რა როლს ასრულებს სპორტი და ხელოვნება პიროვნების განვითარებაში? მაშინ როცა შრი სატია საის საგანმანათლებლო დაწესებულებები აკვირდებიან ყოველწლიურ სპორტულ და კულტურულ შეხვედრას, ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ რატომ არის ასეთი აქტივობები მნიშვნელოვანი და როგორ უნდა მივუდგეთ მათ.
სტუდენტებო! გახსოვდეთ რომ დაკარგული სიმდიდრე შეიძლება დაიბრუნოთ, დაკარგული ჯანმრთელობა შეიძლება აღდგეს, მაგრამ დაკარგული დრო არის სამუდამოდ დაკარგული. ამიტომ, არ კარგოთ დრო. დრო არის ღმერთი. განწმინდეთ დრო მოცემული თქვენზე ღირსეული საქმეებით, განიცადეთ ნეტარება და გაუზიარეთ იგი სხვებს. სპორტი და ხელოვნება მიზნად ისახავს სიამოვნების მიღებას. მაგრამ სპორტისა და მუსიკის კომერციალიზებამ შეამცირა მათი ფასეულობა, ადამიანური ფასეულობების დაქვეითებასთან ერთად. თამაშებსა და სპორტში ადგილი არ უნდა იყოს სიძულვილისა და ეჭვიანობისთვის. ჩვენი ინსტიტუტის სტუდენტები უნდა თვით დაკავდნენ სპორტით ჯანმრთელობისა და სიამოვნებისთვის. სხვადასხვა რეგიონიდან და სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოსული სტუდენტების მონაწილეობამ თამაშებში ხელი უნდა შეუწყოს ერთიანობის დაწინაურებას. თამაშებიც კი უნდა ჩაითვალოს წმინდად. ამით მონაწილეები ხდებიან წმინდა.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 14 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 12 იანვარი.
როგორ უნდა გამოიყენონ ახალგაზრდებმა თავიანთი ცხოვრების ეს ძვირფასი ფაზა? სვიამი ვივეკანანდას დაბადების დღეზე, ცნობილზე ახალგაზრდობის ეროვნულ დღედ ინდოეთში, ბჰაგავანი სიყვარულით აძლევს თავის ძვირფას ხელმძღვანელობას ახალგაზრდობას დღეს.
სანამ თქვენ ხართ სტუდენტები, თქვენ უნდა იგრძნოთ რომ სწავლა არის თქვენი პირველი და ერთადერთი მოვალეობა. იყავით მოწმე იმის რაც ხდება საკლასო ოთახის გარეთ; არ იჩქაროთ გარეთ და არ გადაიტანოთ ყურადღება. შეეცადეთ ამოიცნოთ ერთი მრავალში; გახდით ძლიერნი, ფიზიკურად, გონებრივად და სულიერად; შეძლებისდაგვარად შეითვისეთ წარსულში შეგროვებული სიბრძნე; კულტივირეთ უნარები, რომლითაც შეგიძლიათ ემსახუროთ საზოგადოებას. გული გაჟღენთილი თანაგრძნობით ნამდვილად არის ღმერთის საკურთხეველი. თუ თქვენ დაივიწყებთ ამ იდეალებს და ანებებთ სიხარბეს, ამპარტავნებას და სიძულვილს გაიდგას ფესვები თქვენს გულებში, თქვენ დაადაბლებთ საკუთარ თავს მხეცების დონემდე. როგორც საგანმანათლებლო პროგრესის პირველი ნაბიჯი, პატივი ეცით თქვენს მშობლებს და გქონდეთ სიყვარული და მადლიერება მათ მიმართ. სწორედ მათი მეშვეობით თქვენ გაქვთ დედამიწაზე ცხოვრების ეს შესანიშნავი შანსი. ისინი არიან კულტურის დარაჯები, ყველაზე ადრეული მასწავლებლები, ვინც დანერგეს სათნოება თქვენში! გქონდეთ თანაგრძნობა თქვენს გულებში უბედური ძმებისა და დების მიმართ, ვინც არიან უსწავლელნი, ავადმყოფნი ან ტანჯულნი. ყველანაირად ეცადეთ აუხილოთ მათ თვალები, განკურნოთ მათი სნეულებები და შეამსუბუქოთ მათი გაჭირვება.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 23 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 13 იანვარი.
ჩვენ როგორ უნდა მივუახლოვდეთ ადამიანის სიცოცხლის კურთხევის განცდას? ბჰაგავანი სიყვარულით ააშკარავებს და განმარტავს დღეს.
იყავით ადამიანური მაინც, თუნდაც თქვენ არც კი ისწრაფოდეთ გახდეთ ღმრთაებრივი! ადამიანობა მაინც უკეთესია მხეცების სტატუსზე, რადგან მათ არ ახსოვთ წარსული, არც ადგენენ გეგმებს მომავლისთვის. პირუტყვებმა არ იციან რომ ისინი ხნავენ თესვისთვის, არც მიაქვთ სახლში მოსავალი, როცა მკა დასრულდება. კაცი თავის თავზე აგროვებს წარსულს და მომავალს, და რადგანაც არ არის დარწმუნებული, გადადის “დაზღვევის” დამატებით წუხილზე! კაცი დატვირთულია სურვილებით; ის გეგმავს მომავლის გაბრწყინებას და წარსულის წაშლას. სურვილის პაწაწინა თესლი იზრდება მალე ძლიერ ხეად; ამიტომ თქვენ უნდა დახალოთ თესლი ტაპასის (ასკეტიზმის) ცეცხლში, ასე რომ მან ვერ შეძლოს აღმოცენება. განცალკევების ცეცხლი დაწვავს სურვილების თესლს ჩაწვდომით მათში სიცოცხლის უკანასკნელ კვალამდე! უარის თქმის უბრალო დროებითი შეტევები წარმატებას ვერ მიაღწევს აღმოცენების თავიდან აცილებაში. განცალკევება უნდა იყოს შევსებული სიღრმისეული ცოდნით ობიექტური მსოფლიოს სიცარიელის შესახებ.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 4 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 14 იანვარი.
ჩვენ როგორ უნდა მოვამზადოთ საკუთარი თავი სანკრატის დღესასწაულის აღსანიშნავად? ბჰაგავანი სიყვარულით მეგზურობს თავის „ბანგარუებს“ დღეს.
სანკრატის ფესტივალი უნდა ჩაითვალოს დღედ რომელზეც ადამიანი თავის ხედვას მიმართავს ღმერთისკენ. კაცის სიცოცხლე შეიძლება შედარდეს შაქრის ლერწმის ღეროს. მსგავსად ლერწმის, რომელიც არის მაგარი და აქვს ბევრი კვანძი, ცხოვრება სავსეა სირთულეებით. მაგრამ ეს სირთულეები უნდა დაიძლიოს ღმრთაებრივი ნეტარებით ტკბობისთვის, ისევე როგორც შაქრის ლერწამი უნდა დაიწნეხოს და მისი წვენი გარდაიქმნას ჯაგერად, ჯაგერის მუდმივი სიტკბოთი დასატკბობად. მყარი ნეტარების მიღება შესაძლებელია მხოლოდ განსაცდელებისა და დარდების გადალახვით. ოქრო არ შეიძლება გახდეს მიმზიდველი ძვირფასეულობა, თუ იგი არ დაექვემდებარება დნობის პროცესს ტიგელში და არ გამოიჭედება საჭირო ფორმად. როდესაც მე მოგმართავთ ერთგულებს როგორც ბანგარუ (ოქროს ადამიანო), მე თქვენ გთვლით როგორც ძვირფას არსებებს. მაგრამ მხოლოდ ცხოვრებისეული ცვალებადობების მოთმინებით გავლით შეგიძლიათ თქვენ გახდეთ მიმზიდველი სამკაულები. თქვენ არ უნდა ანებოთ საკუთარ თავს შეიმუსროს სირთულეებით. განივითარეთ თავდაჯერებულობა და გქონდეთ მტკიცე რწმენა ღმერთში. ურყევი რწმენით, მიუძღვენით თქვენი თავი თანამემამულეების მსახურებას და გაატარეთ სამაგალითო ცხოვრებები.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 15 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 15 იანვარი.
რა არის მაკარა სანკრატის მნიშვნელობა და როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ ეს შესაძლებლობა? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის და გვაკურთხებს ჩვენ ამ წმინდა დღეს.
სანკრატის დღეს აქვს ნამდვილად განსაკუთრებული მნიშვნელობა. სანკრატი ნიშნავს “სან” (ერთად შეკრება) და “კრანტი” (დიდი ცვლილება). მზის შესვლა მაკარარასში (თხის რქაში) გვაუწყებს დიდი ცვლილების დაწყებას ამ დღიდან. ეს აღნიშნავს შესვლას ღმრთაებრივ ფაზაში. ეს ნიშნავს ადამიანის ჭკუის ღმერთისკენ მიბრუნების მცდელობას. ეს არის დღე როდესაც ჩვენ ველოცებით მზეს, ვინც არის თავმჯდომარე ღმრთაება თვალებისთვის, მისამართად ჩვენი ხედვის სუფთა და წმინდასკენ, წმინდა და ღმრთაებრივისკენ. პურუშარტას (ადამიანის ცხოვრების მიზნების) რეალური მნიშვნელობა არის დროსა და გარემოებების გამოყენება როცა ესები წარმოიქმნება ადამიანის ცხოვრების გასახდელად აზრიანად და ამაღლებულად. ჩვენ უნდა განვახორციელოთ შესანიშნავი სულიერი ტრანსფორმირება მსოფლიოში დღეს. მხოლოდ მაშინ ექნება მაკარა სანკრატის წესჩვეულების შესრულებას აზრი. გარეგანი ცვლილებები ადამიანის თვალთახედვისა და დამოკიდებულების შეუცვლელად ვერ გამოხატავს კრანტის (რადიკალურ ცვლილებას). როდესაც ჩვენ მოვიტანთ დიდ სულიერ გარდაქმნას, მაშინ იქნება ნამდვილი მშვიდობა.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 14 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 16 იანვარი.
რა მნიშვნელოვანი გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ ჩვენ მზის ხელსაყრელი ჩრდილოეთის მოძრაობიდან და რამდენად არის იგი მართებული ყველა ასპირანტისთვის? ბჰაგავანი სიყვარულით და ნათლად გამოხატავს ჩვენთვის დღეს.
მზის ჩრდილოეთისკენ მოგზაურობის შინაგანი მნიშვნელობა გაგებული უნდა იყოს სწორად. ჩრდილოეთი წარმოდგენილია ჰიმაჩალათი. “ჰიმა” ნიშნავს თოვლს. ის არის სუფთა, დაუზიანებელი და ძალიან ცივი. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს მას პრაშანტის (მარადიული სრულყოფილი მშვიდობის) ხარისხით. “აჩალა” ნიშნავს იმას, რაც არის მყარი და ურყევი. ჰიმაჩალა არ ეხება ფიზიკურ ჰიმალაის რეგიონს. ის წარმოადგენს იმას, რაც არის ცივი, მშვიდობიანი და სტაბილური. მზე სიმბოლიზებს კაცის ხედვას. მზის მოძრაობა ჩრდილოეთისაკენ არის მოწოდება ადამიანთა არსებებისადმი მისამართად მათი ხედვის იმისკენ რაც არის ცივი, მშვიდობიანი და უცვლელი. ეს ნიშნავს რომ კაცებმა უნდა მიმართონ თავიანთი ხედვა შიგნით. ეს არის გაკვეთილი ნასწავლები მზის მიერ! კაცის ხედვა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ გარეგანი საგნებითა და მიწიერი ნივთებით, რომლებიც არის წარმავალი და ფუჭებადი. კაცს მიეცა ეს ხედვა ასე რომ მან შეძლოს დანახვა სუფთა და წმინდა ღმრთაებრივი ცნობიერების თავის გულში. მზის ჩრდილოეთისკენ მოძრაობა – უთთარაიანა – არის ხელსაყრელი შემთხვევა ამ შინაგანი ხედვის განვითარებისთვის. ეს არის სამეფო გზა სულიერი ასპირანტისთვის უზენაესის სარეალიზოდ.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 14 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 17 იანვარი.
რა არის ორი აუცილებელი ასპექტი რასაც ყველა სტუდენტმა ერთგულად უნდა მისდიოს? ბჰაგავანი მოსიყვარულეად გვიხსნის და გვამხნევებს ჩვენ დღეს.
ორი რამ არის აუცილებელი სტუდენტებისთვის: პრემა (სიყვარული) და ტიაგა (მსხვერპლი). ერთგულად მისდიეთ ამ ორ იდეალს. გიყვარდეთ ყველა. იყავით მზად მსხვერპლის ნებისმიერი სახისთვის. მსხვერპლის სულის გარეშე სიცოცხლეს არ აქვს აზრი. სხვების დასახმარებლად ან საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, თქვენ უნდა იყოთ მზად თუნდაც საკუთარი სიცოცხლეების დასათმობად. ღმერთის გასაცნობიერებლად, განუწყვეტლივ იდარდეთ მასზე. თქვენ მუდმივად უნდა ილოცოთ ღმერთის განცდის შესაძლებლობისთვის. რამაკრიშნა პარამაჰამსა სევდიანად გრძნობდა თავს, თუ არ ექნებოდა დედის ხილვა რომელიმე დღეს. იტანჯეთ ღმერთისთვის ყოველ დროში. როცა თქვენ მიიღებთ ღმერთის წყალობას, ყველა პლანეტა იქნება თქვენს კეთილგანწყობილებაში. თქვენ შეუჩერებლად უნდა ეცადოთ ღმერთის წყალობის მოპოვებას. არასოდეს მიატოვოთ ძებნა. შეასრულეთ თქვენი მოვალეობა და ღმერთის წყალობა მოჰყვება. ილოცეთ თქვენი გულების სიღრმიდან ყველა ადამიანის კეთილდღეობისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 14 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 18 იანვარი.
რა არის ერთი პანაცეა ყველა ავადმყოფობისგან თავის დასაღწევად ცხოვრებაში? ბჰაგავანი გვახსენებსჩვენ ასე რომ ჩვენ შევძლოთ მისწრაფება ამ უზენაესი სრულყოფილების მისაღწევად!
რაც ადამიანებს სასწავლი აქვთ დღეს არის უარის თქმა მიჯაჭვულობაზე მიწიერ ნივთებზე და ძებნა ღმერთის სიყვარულის. როდესაც ადამიანი კულტივირებს ღმერთის სიყვარულს, უარის თქმა მიწიერ ნივთებზე ხდება ისეთივე ადვილი, როგორც ხელში დაჭერილი ხელსახოცის მიტოვება. საკუთრებაზე მიწებება არის სამძიმო. მასზე უარის თქმა არის ადვილი როცა ადამიანებს ესმით ღმერთის სიყვარულის მნიშვნელობა. დაე ადამიანებმა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, სოფლებში თუ ქალაქებში, კულტივირონ ღმერთის რწმენა, განავითარონ სიყვარული და გააზიარონ ის თითოეულთან და ყველასთან. შემდეგ ისინი განცდიან ენით აუწერელ ნეტარებას. განთავისუფლება არ მოვა მედიტირების ან ასკეტიზმის გზით. სიყვარული არის ერთადერთი საშუალება. როცა თქვენ მიაგებთ მსახურებას სიყვარულით, ეს გახდება მედიტირება, მონანიება და სხვა ყველაფერი. სიყვარული არის მეხუთე პურუშარტა, ცხოვრების უზენაესი მიზანი. სიყვარული არის ასევე პანაცეა ყველა იმ ავადმყოფობისთვის, რომელიც დღეს ვნებს საზოგადოებას.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 14 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 19 იანვარი.
რა არის ჭეშმარიტი სიყვარულის ბუნება და ჩვენ რატომ უნდა მივმართოთ ჩვენი სიყვარული ღმერთისკენ? ბჰაგავანი ყველაზე დიდი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
რაც ადამიანებს სასწავლი აქვთ დღეს არის უარის თქმა მიჯაჭვულობაზე მიწიერ ნივთებზე და ძებნა ღმერთის სიყვარულის. როდესაც ადამიანი კულტივირებს ღმერთის სიყვარულს, უარის თქმა მიწიერ ნივთებზე ხდება ისეთივე ადვილი, როგორც ხელში დაჭერილი ხელსახოცის მიტოვება. საკუთრებაზე მიწებება არის სამძიმო. მასზე უარის თქმა არის ადვილი როცა ადამიანებს ესმით ღმერთის სიყვარულის მნიშვნელობა. დაე ადამიანებმა, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, სოფლებში თუ ქალაქებში, კულტივირონ ღმერთის რწმენა, განავითარონ სიყვარული და გააზიარონ ის თითოეულთან და ყველასთან. შემდეგ ისინი განცდიან ენით აუწერელ ნეტარებას. განთავისუფლება არ მოვა მედიტირების ან ასკეტიზმის გზით. სიყვარული არის ერთადერთი საშუალება. როცა თქვენ მიაგებთ მსახურებას სიყვარულით, ეს გახდება მედიტირება, მონანიება და სხვა ყველაფერი. სიყვარული არის მეხუთე პურუშარტა, ცხოვრების უზენაესი მიზანი. სიყვარული არის ასევე პანაცეა ყველა იმ ავადმყოფობისთვის, რომელიც დღეს ვნებს საზოგადოებას.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 14 იანვარი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 20 იანვარი.
რა არის განსხვავება მიდგომაში მეცნიერებასა და სულიერებას შორის? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
მეცნიერი არის ის ვისაც აქვს გარეგანი ხედვა. ის ვისაც აქვს შინაგანი ხედვა არის წმინდანი. თუ თქვენ დახატავთ წრის ფიგურას, მას რაც მთავრდება იქ საიდანაც იგი დაიწყო სრულ წრედ აღწერილი იქნება როგორც პურნამ (სრული ან მთელი). სრული წრე წარმოადგენს სულიერებას. რადგან, მასში დასასრული და დასაწყისი არის ერთი და იგივე. სულიერებამ არ იცის განსხვავება დასაწყისსა და დასასრულს შორის. იმის გასაგებად რა არის მეცნიერება, თქვენ გაჭერით სრული წრე ორ ნახევარწრედ. მარცხენა ნახევარი არის ნახევარწრე რაც გვაგონებს ინგლისურ ასო “C”-ს. “C” არის მეცნიერება, ეს არის, ეს იწყება ერთი წერტილიდან და მთავრდება მეორეზე. ამ ორ წერტილს შორის, არის დიდი უფსკრული, რომელსაც ჰქვია აგამიაგოჩარამ – ეს არის მისაწვდომობის მიღმა, უხილავი და გაუგებარი. მატერია და სული შეიძლება ჩაითვალოს ორ ნახევარწრედ. მეცნიერები იკვლევენ მხოლოდ მატერიას და უგულვებელყოფენ სულს. ეს ორი ნაწილი აღწერილია ვედანტურ ენაზე როგორც პრაკრუტი და პარამატმა (ბუნება და ღმერთი). მეცნიერი არის ის, ვინც იკვლევს ქმნილების ბუნებას, წმინდანი არის ის ვინც ცდილობს შემოქმედის შეცნობას. მას შემდეგ რაც თქვენ გაიგებთ შემოქმედს, თქვენ შეძლებთ ყველაფრის გაგებას ქმნილების შესახებ.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 6 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 21 იანვარი.
ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ გასაგებად ჩვენი ნამდვილი ბუნების და ნეტარების მისაღებად? ბჰაგავანი გულმოდგინედ გვმეგზურობს ჩვენ სამსაფეხურიანი პროცესის მეშვეობით.
თუ თქვენ გსურთ გაიგოთ თქვენი ნამდვილი ბუნება, თქვენ უნდა გააკეთოთ სამი რამ: მოხაროთ ტანი, გამოასწოროთ გრძნობები, დაასრულოთ ჭკუა. პირველი ნაბიჯი არის “ტანის მოხრა” – თქვენ არ უნდა ანებოთ ეგოს განვითარდეს თქვენს ტანში. კულტივირეთ თავმდაბლობა და შეასრულეთ თქვენი მოვალეობები გულწრფელად. „გრძნობების გამოსწორება“ მოგიწოდებთ დაათვალიეროთ როგორ იქცევა გრძნობები, მიდრეკილი არის თუ არა ესები გზასაცდენისკენ და გამოასწოროთ და შეაკავოთ ესები როცა საჭიროა. “დაასრულე ჭკუა” მოგიწოდებთ ჭკუის კაპრიზების დამშვიდებისკენ. როგორ უნდა გაკეთდეს ეს? ეს ხდება ჭკუის სხვა მიმართულებით გადატრიალებით. მაგალითად, არსებობს საკეტი და გასაღები. როდესაც გასაღები მარცხნივ ტრიალდება, საკეტი იკეტება. თუ გასაღები მარჯვნივ არის შეტრიალებული, საკეტი იხსნება. კაცში გული არის საკეტი. ჭკუა არის გასაღები. როდესაც ჭკუა მიტრიალებულია ღმერთობისკენ, გული ანვითარებს განცალკევებას. როდესაც ჭკუა შეტრიალებულია მსოფლიოსკენ, გული ანვითარებს მიჯაჭვულობას. ამრიგად ორივე განცალკევებაც და მიჯაჭვულობაც შედეგდება ჭკუის ფუნქციონირებით. როდესაც ჭკუა მიმართულია პრაკრუტისკენ (ბუნების ან ფენომენალური მსოფლიოსკენ), მონობა მოსდევს. როდესაც თქვენ მიმართავთ თქვენს ჭკუას ღმრთაებრიობისკენ, თქვენ განცდით ნეტარებას. “დაასრულეთ ჭკუა” ნიშნავს ჭკუის შეტრიალებას ღმერთისკენ. ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის თქვენი ყოველი ქმედების მიძღვნა ღმერთისადმი. მაშინ ყველაფერი ხდება ადვილი და ნეტარების წყარო.

– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 6 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 22 იანვარი.
არის თაყვანისცემა და მოვალეობა ორი განსხვავებული საქმიანობა? ბჰაგავანი ნათლად ხსნის დღეს, გვაძლევს უფლის დიდი ერთგულის მაგალითს.
სათვიკებს (სუფთებს და კეთილებს), უყვართ ყველაფერი როგორც ღმერთის ტანმოსილება და აკავებენ საკუთარ თავს თავმდაბლურ მსახურებაში. პუნდალიკა იყო ერთ-ერთი ასეთი. ის ამასაჟებდა თავისი მოხუცი დედის ფეხებს როცა ღმერთი გამოჩნდა მის წინაშე! მან არ შეწყვიტა მსახურება, რადგან ის იმავე ღმერთს ემსახურებოდა დედაში! თუკარამ განუცხადა პუნდალიკას რომ ეს იყო ღმერთი ვინც გაცხადდა მის წინაშე, მაგრამ პუნდალიკა არ მერყეობდა. მან სთხოვა ღმერთს დაეცადა მანამ სანამ ის არ დაასრულებდა ღმერთის მსახურებას რომელიც მას ჰქონდა დაწყებული. კაცის შინაგანი კარნახი დედის სიყვარულისკენ არის მასში ღმრთაებრივი ბუნების გამოსახვა. თუ არ იარსებებდა ღმრთაებრივის ნაპერწკალი კაცში, მას არ ეყვარებოდა საერთოდ. ადამიანი, რომელსაც უყვარს, არის თეისტი, იმის მიუხედავად ის მიდის თუ არა ტაძარში ან ეკლესიაში. პუნდალიკა არ იყო მკრეხელობის დამნაშავე, რადგან ის რეალურად თაყვანს სცემდა ღმერთს მის ყველაზე ხელმისაწვდომ ფორმაში – თავისი დედის. თქვენ უნდა გადახვიდეთ ცნობილიდან უცნობამდე!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 24 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 23 იანვარი.
რა არის რწმენა და ნდობა რაც ჩვენ უნდა შევიძინოთ ჩვენი სულიერი ძალისხმევებით? ბჰაგავანი საყვარლად და ცხადად გვაძლევს განათლებას ჩვენ დღეს.
ძროხები შეიძლება იყოს სხვადასხვა ჯიშის, ფერის ან ზომის; მაგრამ რძე, რომელსაც ესები იძლევა არის იგივე, მთელ მსოფლიოზე. ასევე, ყველა რელიგია, როგორიც უნდა იყოს მათი წარმოშობა ან გავლენის ხარისხი, ყველა არის საშუალება კაცის სასწავლელბად ამ პროცესის. ახლა, ადამიანთა ქცევის კანონი გახდა „თითოეული თავისთვის“, ეს არის ფაქტის გამო რომ ყველა არის „ერთი ღმერთში“ არ არის ცნობილი და გაცნობიერებული. ეს არის სადჰანას პროდუქტი; რწმენა არის ნელა მზრდი, მაგრამ ეს უნდა იყოს შეძენილი. დურვასა, დიდი ბრძენი ვინც ცნობილია ეპიკ პოემებში თავისი ასკეტიზმით, ასევე ცნობილია თავისი ბრაზით როცა ის დამცირდა და დაბრკოლდა სხვების მიერ. ის იყო ასე მგრძნობიარე, ასე ეგოისტი, ასე ამპარტავანი, რომ დაივიწყა ყველას ერთობა ღმერთში. ის მზად იყო საშინელი წყევლით, როცა ვინმე აჩვენებდა უპატივცემლობას მისი გაბერილი ეგოს მიმართ. რამე ხეირი არის ასკეტიზმის მთელი წლების? დათმეთ ყველაფერი რაც თქვენ გაქვთ და მოიპოვეთ უფალი.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 24 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 24 იანვარი.
რა არის ტაძრების აშენებასა და მლოცვარეობებზე უფრო მნიშვნელოვანი? ბჰაგავანი სიყვარულით და გარკვევით გამოთქვამს ჩვენთვის დღეს.
გასულ საუკუნეებში, მრავალმა ბრძენმა, მეფემ და ასკეტმა დატოვა სახლი და დასახლდა ტყეების სიმარტოვეში და თავად მოიპოვა შეუზღუდავი ნეტარება, ისინი ასწავლიდნენ სხვებს თავიანთი ნეტარების წყაროს, კერძოდ, ღმრთაებას რომელიც ადამიანშია შეფუთული. მოშორებას ვნებისა და სიძულვილის მანკიერებების და ჩაქრობას ბრაზისა და სიხარბის მძვინვარე ალის; შემდეგ, მათ თქვეს, ადამიანის თანდაყოლილი შანთამ და სოუკჰიამ (სიმშვიდე და ბედნიერება), სვარუპამ და სვაბჰავამ (საკუთარი ფორმა და ბუნება) შეუფერხებლად გაცხადდება! შანთამ არის კაცის სვარუპამ, სოუკჰიამ არის სვაბჰავამ. ინდივიდუალური რეკონსტრუქცია ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ტაძრების მშენებლობა. ამრავლეთ სათნოებები და არა შენობები; აპრაქტიკეთ რასაც თქვენ ქადაგებთ, ეს არის ნამდვილი პილიგრიმობა; გაასუფთავეთ თქვენი ჭკუა შურისგან და ბოროტებისგან, ეს არის ნამდვილი განბანა წმინდა წყალში. რა სარგებლია უფლის სახელი ენაზე, თუ გული შიგნით არის უსუფთაოდ?
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 25 იანვარი.
რამდენად მტკიცე უნდა იყოს ჩვენი სიყვარული ღმერთისადმი და რწმენა ღმრთიურში? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს, გვაძლევს ჩვენ კლასიკურ მაგალითს.
ხის მწვანე სიცოცხლისუნარიანობა არის ღმრთაებრივი ნების ნიშანი, რომელიც იდგამს თავის ფესვებს ღრმად ნიადაგში. ფესვები იჭერს ხეს დაცულად ქარიშხლებისგან, იჭერს მას ძლიერად ქარის ძალადობის წინააღმდეგ. ასევე, თუ სიყვარულის ფესვები კაცში ჩადის დაბლა მასში ღმრთაებრივ წყაროებში, ვერანაირი ტანჯვის ქარიშხალი ვერ შეარყევს მას და ვერ დასცემს მას ურწმუნოებაში. როგორც შაქრის ნატეხი ატკბობს წყლის ყოველ წვეთს ფინჯანში, სიყვარულის თვალი ხდის ყველა ადამიანს მეგობრულს და მიმზიდველს მსოფლიოში. გოკულის უბრალო მწველავები ხედავდნენ ერთმანეთს როგორც კრიშნას; ასეთი იყო მათი ჭარბი სიყვარული ღმრთაებრივი ინკარნიერებისადმი. ბჰაგავატა, სადაც მათი სიყვარული და უფლის მრავალი სხვა ერთგულის სიყვარული არის აღწერილი, არის ღმრთაებრივი სიყვარულის სახელმძღვანელო, ბჰაკტი. მაჰაბჰარატა, რომელიც აღწერს კრიშნას გმირობებსა და უპირატესობებს, არის დჰარმას, ეთიკის, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სახელმძღვანელო, რომელიც შესწორებული და გასწორებულია სამართლის უზენაესობით. დაიწყეთ სიყვარულით მსახურება, ამ დღეს, ამ წუთში. ყოველი მოქმედება გიბიძგებთ თქვენ შემდეგზე, რადგან აგზნება არის ასე შთამაგონებელი!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 24 მაისი.
აი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 26 იანვარი.
რა არის ის შეცდომა რასაც ბევრი ხშირად შეგნებულად თუ შეუგნებლად უშვებს და აგრძელებს ნებივრობას მასში? რა არის გამოსავალი? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ვიდიაში „ვიდ“ ნიშნავს განათებას, ხოლო „ია“ – ამის. მაშასადამე, ის რაც იძლევა განათებას და სინათლეს, არის ვიდია (განათლება). მას, რაც გაძლევთ თქვენ სინათლეს და აგდებს თქვენს უმეცრებას და რაც გაძლევთ თქვენ სიბრძნეს და უმაღლეს ცოდნას, შეიძლება მარტო ეწოდოს ვიდია. უხსოვარი დროიდან ჩვენი ქვეყანა იყო მსოფლიოში ყველა ქვეყნის ლიდერი. მას ჰქონდა ტკბობა ლიდერის პოზიციით ამ მსოფლიოში და ეს არის სიწმინდის სახეობა რომლითაც ჩვენ ვსიამოვნებდით წარსულში. იმის გამო რომ დღეს არ არსებობენ ლიდერები ვისაც შეუძლიათ ასეთი იდეალური ცხოვრების მაგალითის მოცემა და ვისაც შეუძლიათ ასეთი იდეალების გადაცემა სხვა ქვეყნებში, ჩვენ ჩავვარდით ცუდ დროებში. ამის მთავარი მიზეზი არის ის რომ ადამიანებში, არ არსებობს კოორდინაცია მათ მიერ წარმოთქმულ სიტყვებსა და მოქმედებებს შორის. თქვენ ყველანი ხართ ბჰარატის მომავალი მოქალაქეები. მთელი ქვეყნის აყვავება და კეთილდღეობა დაყრდნობილია თქვენს მხრებზე. თქვენი ცხოვრება და თქვენი გული არის სუფთა და წმინდა. ესები არის ურყევი. მე ვიმედოვნებ რომ თქვენ არ ანებებთ დაბნეულობასა და ანარქიას გაბატონდეს ქვეყანაში თქვენი სუფთა, ურყევი და წმინდა ჭკუების აღსარევად; და მე ვიმედოვნებ რომ თქვენ გამოვლინდებით ამ ქვეყნის იდეალურ მოქალაქეებად.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 20 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 27 იანვარი.
რომელია მსახურების საუკეთესო ფორმა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ სხვას? ბჰაგავანი გვიხსნის ჩვენ დღეს დასამახსოვრებელ მაგალითს ვარგისს გამოსაყენებლად ყველა ჩვენი მსახურების საქმიანობისთვის.
იყო ერთი მეფე ვინც კითხვა დაუსვა მრავალ მეცნიერსა და ბრძენს ვინც მის კარზე მივიდა: “რომელია საუკეთესო მსახურება და რომელია საუკეთესო დრო მის გასაწევად?” მან ვერ მიიღო დამაკმაყოფილებელი პასუხი მათგან. ერთ დღეს, როდესაც დევნიდა მეტოქე მეფის ძალებს, სქელ ჯუნგლებში ის გამოეყო თავის ჯარს; მან გაიარა გრძელი გზა, დაქანცულმა და მშიერმა, სანამ არ მიაღწია განდეგილის საცხოვრებელს. აქ იყო ერთი მოხუცი ბერი ვინც მიიღო ის კეთილად და შესთავაზა მას კეთილგანწობის ნიშნად ფინჯანი ცივი წყალი. მცირე დასვენების შემდეგ მეფემ მასპინძელს დაუსვა კითხვები, რომლებიც აწამებდა მის ტვინს: “რომელია საუკეთესო მსახურება?” განდეგილმა თქვა: “მწყურვალ კაცზე ფინჯანი წყლის მიცემა”. “და რომელია საუკეთესო დრო მის გასაკეთებლად?” პასუხი იყო: “როდესაც ის მოდის შორს და მარტოდ, ეძებს ადგილს, სადაც შეუძლია მიიღოს იგი.” მსახურების აქტი არ უნდა განიხილებოდეს მისი ღირებულების ან საჯაროობის მიხედვით; ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ფინჯანი წყლის შეთავაზება ჯუნგლების სიღრმეში. მაგრამ მიმღების საჭიროება, განწყობა პიროვნების ვინც სთავაზობს – ეს წყვეტს, აქტი არის ოქრო თუ ტყვია.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 24 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 28 იანვარი.
თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ლიდერები, ჩვენ როგორ უნდა დავიწყოთ? ჩვენ როგორ უნდა მოვამზადოთ საკუთარი თავი? ბჰაგავანი სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენგან თითოეულს დღეს.
ყველა ცხოველიდან რომლებიც იბადება ამ მსოფლიოში, ადამიანად დაბადება არის ყველაზე ძნელი და იღბლიანი. ადამიანად დაბადების და შეძენილი ინტელექტის განსაკუთრებული ნიჭის მფლობელებმა, თქვენ უნდა განწმინდოთ თქვენი ადამიანური დაბადება და ადამიანური არსებობა. თქვენ უნდა იყოთ მზად ჩადოთ პრაქტიკაში ერთი იმ ათი რამიდან რასაც თქვენ ქადაგებთ უპირატესად უბრალოდ ათი კარგი რამის თქმაზე. თქვენ უნდა იყოთ მზად მსახურებისთვის მსახურად მთელ თქვენს ცხოვრებებში. არასოდეს იფიქროთ ლიდერად ყოფნაზე. მსახურად ყოფნის გარეშე თქვენ ვერ გახდებით ლიდერი. თქვენ ჯერ უნდა ისწავლოთ მიდევნა ლიდერად გახდომამდე. ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს სავალალო მდგომარეობაში რადგან, დღეს, ადამიანები ხდებიან ლიდერები იმის ცოდნის გარეშე როგორ გახდნენ კარგი მიმდევრები. ამ კონტექსტში, თქვენ მზად უნდა იყოთ გაატაროთ მთელი თქვენი ცხოვრებები კაცობრიობის მსახურებაში. პირველ რიგში თქვენ უნდა ემსახუროთ საკუთარ ოჯახს, მერე თქვენ უნდა ემსახუროთ თქვენს სოფელს, მერე თქვენს სახელმწიფოს და მერე ქვეყანას. თქვენი საკუთარი ოჯახის მსახურებისა და ოჯახში შედეგების მიღების უნარის შეძენის გარეშე, როგორ შეძლებთ თქვენ ემსახუროთ თქვენს ქვეყანას და გქონდეთ შედეგის წარმოების იმედი? – ღმერთის საუბარი, 1976 წლის 20 მაისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 29 იანვარი.
რა არის ჩვენი ადამიანის ტანის დანიშნულება? როგორ შეიძლება ის ემსახურებოდეს გულის მისწრაფებებს? ბჰაგავანი ხსნის ჩვენი შეხსენებით უსაზღვროდ ძლიერი კავშირის შესახებ რომელიც ჩვენგან თითოეულს აქვს მასთან!
უფალმა უზრუნველყო კაცი ტანით და ამიტომ, ყოველი კიდური და ყოველი გრძნობა არის მოწიწებული ყურადღების ღირსი. თითოეული უნდა იყოს გამოყენებული მისი (უფლის) დიდებისთვის. ყურმა უნდა იხაროს, როცა მას ეძლევა შანსი მოისმინოს შესანიშნავი ისტორიები ღმერთის შესახებ. ენამ უნდა გაიხაროს, როცა შეუძლია მისი ქება. ანდა, ადამიანის ენა ისეთივე არაეფექტურია როგორც ენა ბაყაყების რომლებიც დღედაღამ ყიყინენ, მჯდომარედ ჭაობიან ნაპირზე. როდესაც დურიოდჰანამ უთხრა კრიშნას რომ მას არ ეშინოდა ღმერთისა და კაცის, ის ნამდვილად იყო შესაბრალისი! ცხოველს (პასუს) ეშინია; მხეცი (მრიგა) აშინებს. კაცი არ უნდა იყოს არცერთი. ის არც უნდა შეშინდეს და არც ტერორიზდეს! ის უნდა იყოს არც მშიშარა და არც ჩხუბისთავი. თუ მშიშარაა, ის არის ცხოველი; თუ ჩხუბისთავია ის არის კაციჭამია! აი ამიტომ თქვენ გრძნობთ გულის წადილს გამოიყენოთ ტანი რომლითაც ხართ უზრუნველყოფილი ამ უმაღლესი მიზნისთვის რომ თქვენ იმყოფებით პრასანტი ნილაიამში. ნათესაობა თქვენი და ყველა თქვენგანის ჩემთან არის უბერებელი, მარადიული! იგი არ არის დაფუძნებული მიწიერ ურთიერთობებზე; იგი დაფუძნებულია გულის მისწრაფებებზე! ეს არის პრასანტი-ნილაია-სამბანდჰამ, უზენაესი მშვიდობის სამყოფელი! – ღმერთის საუბარი, 1966 წლის 18 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 30 იანვარი.
რა არის უწყვეტი იაჯნა ან სამსხვერპლო თაყვანისცემა ჩვენი შესასრულებელი და რატომ? ბჰაგავანი მომხიბლავად და სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს მკაფიო ტერმინებით.
ადამიანი მუდმივად უნდა ცდილობდეს თავის დაღწევას ბოროტი ტენდენციებისგან. ჭკუაში ფესვგადგმული მემკვიდრეობით მიღებული ბოროტი თვისებები უნდა გადაეცეს შესაწირად სამსხვერპლოზე. ამ თვისებებიდან ყველაზე ცუდი არის სიძულვილი და შური. ესები წარმოიქმნება ძლიერი ეგოიზმისგან. ესები არის ლეოპარდის ხარისხები და არ უნდა ჰქონდეთ ადგილი ადამიანებში. ზოგიერთი ადამიანები ცდილობენ თავი აჩვენონ რომ დაძლიეს ბრაზი, სიძულვილი, ეჭვიანობა და სიამაყე. ასეთი ადამიანების მიერ მიღებული სქემები არის მხოლოდ მელას ეშმაკური ხრიკები. რადგან ეს თვისებები თავს იჩენს დროდადრო, ესები დაუყოვნებლივ უნდა გადაიყაროს. ეს მოითხოვს მუდმივ შიდა იაჯნას (მსხვერპლშეწირვის თაყვანისცემას), წინააღმდეგ გარე იაჯნის რომელიც სრულდება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ერთ კონკრეტულ ადგილზე. შიდა იაჯნა უნდა შესრულდეს ნებისმიერ დროს, ყოველ ადგილსა და ყველა ვითარებაში. შესაწირავი სამსხვერპლო ამ იაჯნასთვის არის თითოეულ ჩვენგანში. როდესაც ბოროტი აზრი ან სურვილი ჩნდება, იგი უმოწყალოდ უნდა გაუვნებელდეს. მხოლოდ მუდმივი სიფხიზლითა და მუდმივი ძალისხმევით, ღმრთაებრივი მადლი შეიძლება იყოს მოპოვებული.

– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 10 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2024 წლის 31 იანვარი.
რა არის ის ყალბი იდენტობები რაც ჩვენ უნდა უკუვაგდოთ? ბჰაგავანი სიყვარულით მიგვითითებს დღეს და გვიხსნის ჩვენ როგორ შეგვიძლია უარვყოთ ესები და ვიპოვოთ ჩვენი ნამდვილი ვინაობა.
თუ ვინმე მიმართავს ადამიანს და ჰკითხავს მას: “ვინ ხარ შენ?” მისი ტანთან იდენტიფებიდან გამომდინარე ის აძლევს თავის სახელს პასუხად. შემდეგი შეკითხვების პასუხად ის თავს აცნობს ექიმად, ფერმერად, სტუდენტად ან მსგავსად. როდესაც გამოკითხვა მიდის უფრო შორს, ის საკუთარ თავს იდენტიფებს თავისი ეროვნებით როგორც ამერიკელს, ინდოელს, პაკისტანელს ან ასე შემდეგ. როდესაც თქვენ ღრმად შეამოწმებთ ამ პასუხებს, თქვენ აღმოაჩენთ რომ არცერთი მათგანი არ იძლევა სიმართლეს. მან მიიღო თავისი სახელი მშობლებისგან. დაბადებისას ეს მას არ ეკუთვნოდა. მისი იდენტიფება ამა თუ იმ პროფესიასთან არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ის არ არის პროფესია. მაშინ რა არის სიმართლე მის შესახებ? “მე ვარ ათმა. ეს არის ჩემი ნამდვილი მე.” ეს არის სიმართლე. მაგრამ ადამიანები იდენტიფებენ საკუთარ თავს თავიანთი სახელებით, პროფესიებით და ეროვნებებით და არ აფუძნებენ თავიანთ ცხოვრებას ათმაზე. მანქანის არცერთი მძღოლი არ იდენტიფდება მანქანასთან. მსგავსად, ტანი არის მანქანა და ათმა არის მძღოლი. დავიწყებით თავისი ნამდვილი როლის როგორც მძღოლის, ადამიანი იდენტიფებს საკუთარ თავს ტანთან, რაც არის მხოლოდ მანქანა.

– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 23 აგვისტო.

სატია საი ბაბა