ნოემბერი

საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 1 ნოემბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი დავთმოთ საკუთარი ინტერესები? ჩვენი მოსიყვარულე უფალი გვახსენებს ჩვენ დღეს.
კაცის თითქმის ყველა საქმიანობა მოტივირებულია თვითდაინტერესებით (სვართამით). ეს ზრუნვა პირადი ინტერესებისთვის ეწინააღმდეგება ღმრთაებრიობას იმანენტურს კაცში. ამ ღმრთაებრიობის გაცნობიერების გარეშე, როგორ შეიძლება კაცმა მიაღწიოს მშვიდობას შინაგანად ან მსოფლიოში გარეთ? ინდივიდი, საზოგადოება და მსოფლიო – სამივე არის რთულად ურთიერთდაკავშირებული. ინდივიდის კეთილდღეობა დამოკიდებულია ერის მდგომარეობაზე. ყველამ უნდა იბრძოლოს თავისი სულიერი ხარისხების განვითარებაზე და გამოიყენოს ესები საზოგადოებისა და ქვეყნის ინტერესების დასახმარებლად. საზოგადოებისადმი მსახურება უნდა გახდეს ინდივიდის მუდმივი საზრუნავი. არ არსებობს უფრო დიდი ხარისხი კაცში ვიდრე უანგარო სიყვარული, რომელიც თვითგამოიხატება სხვებისადმი მსახურებაში. ასეთი სიყვარული შეიძლება იყოს ნამდვილი ნეტარების წყარო. კარმასა და კარმა-იოგას ურთიერთკავშირი სწორად უნდა იქნას გაგებული. ჩვეულებრივი კარმა (მოქმედება), შესრულებული მიჯაჭვულობით ან სურვილებით იწვევს მონობას. მაგრამ უსურვილო, უანგარო მოქმედება ხდება კარმა-იოგა. ჩვენი ცხოვრება უნდა გახდეს იოგა (ღმრთაებრივი ერთიანობა) უფრო ვიდრე როგა (დაავადება).
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 2 ნოემბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი განცალკევების კულტივირება? რა არის სურვილების შედეგები? ბჰაგავანი, ის ვინც იღებს ყველა ჩვენს ლოცვას, განმარტავს დღეს.
ენას აქვს ზეთოვანი, ქონიანი და ცხიმიანი ნივთიერებები მგორავი მასზე; მაგრამ, ეს არის ზეგავლენამოუხდენელი მათით; იგი არ ხდება ცხიმიანი. ჭკუაც ასევე უნდა იყოს უზეგავლენო წარმატებისა და წარუმატებლობის, მოგებისა და ზარალის, კარგად ყოფნისა და ავადმყოფობის გამოცდილებით; იგი უნდა დანებდეს ფეხებზე უფლის. დაე მისი ნება გაბატონდეს. რა სარგებლობას მოგიტანთ თქვენ თქვენი პატარა ნება? უბრალოდ დახუჭეთ თვალები ხუთი წუთის განმავლობაში და იფიქრეთ იმ მოგებაზე, რაც თქვენს ძალისხმევას აქვს მოპოვებული თქვენთვის. ერთი სურვილი მიუძღვის მეორეს; ერთი ბორკილი იხმობს ათ სხვას. თქვენ ქორწინდებით; თქვენ მიიღებთ ქალიშვილს ვინც უნდა მოგცენ ქორწინებაში; თქვენ ცდილობთ თქვენი განათლების დასრულებას; თქვენ შრომობთ თქვენი ვაჟიშვილის განათლების დასასრულებლად; ის ბევრს მუშაობს, რათა დაასრულოს თავისი ვაჟიშვილის განათლება. ასე გრძელდება, მსგავსად დაუსრულებელი ჯაჭვის. “ეს ერთი სურვილი თუ შესრულდება საკმარისი იქნება, მე არ მოვითხოვ მეტს აღარაფერს”, ამბობ შენ; მაგრამ მე ვიცი შენ მოხვალ და მთხოვ კიდევ რამე სხვას, რაც არის ამ სურვილის შედეგი. ეს არის ადამიანის სურვილის ნამდვილი ბუნება; რადგან სიხარული, რომელსაც ადამიანი იღებს მისი დაკმაყოფილებით, არის არასრულყოფილი, შეზღუდული, დროებითი და მდიდარი მწუხარებით.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 3 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 3 ნოემბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი გადაქცევა ჩვენი საკუთარი გულის მის ტაძრად? რა იქნება მისი შედეგი? ბჰაგავანი სიყვარულით გვიაშკარავებს ჩვენ დღეს.
იდეალი არის თქვენი გულების ტაძრების გადაქცევა ღმრთაებრივის საცხოვრებლად. მაგრამ ეს არ არის შესაძლებელი ყველასთვის. ქვის ტაძრები არის ღმერთის არსებობის შეხსენებები. როდესაც თქვენ ხედავთ ადვოკატს თქვენ გახსენდებათ თქვენი სამართლებრივი პრობლემები. როდესაც თქვენ ხედავთ ექიმს თქვენ ფიქრობთ თქვენს ავადმყოფობაზე. მსგავსად, როდესაც თქვენ ხედავთ ტაძარს, თქვენ გახსენდებათ ღმერთი. ტაძრები სასარგებლოა მხოლოდ როგორც შეხსენებები. მაგრამ ჭეშმარიტი თაყვანისცემა შედგება გულწრფელ ერთგულებაში ღმერთისადმი თითოეულ ადამიანში. თქვენი გულის ამ ტაძრის წმენდისას, თქვენ უნდა მიუძღვნათ თქვენი ცხოვრება მსახურებას. ეს არის ასეთი მიძღვნილი მსახურება, შესრულებული სადჰანას სულით, რაც გამოარჩევს სატია საის ორგანიზაციებს. საის უთვალავი ერთგული, კაცი და ქალი, ახალგაზრდა და მოხუცი, მიაგებს მსახურებას სხვადასხვა ფორმით საის სიყვარულით. ხალხი საუბრობს სვამის ვიბჰუტსა (წმინდა ფერფლსა) და სვამის სასწაულებზე. მაგრამ ნამდვილი სასწაული არის სვამის უსაზღვრო სიყვარული. სწორედ ეს სიყვარული შთააგონებს უამრავ ერთგულს დაკავდეს უანგარო მსახურებით!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 4 ნოემბერი.
ჩვენ რატომ ვგრძნობთ ჩვენ არ ვღებულობთ უფლის მადლს? მოვისმინოთ ჩვენ ბჰაგავანის საკუთარი ნექტარული სიტყვებით დღეს ჩვენი მოგზაურობა მისკენ ასე რომ ჩვენ ჭეშმარიტად მოვძებნოთ ის და მარტო ის.
თქვენ დგეხართ შორს და წუწუნებთ რომ წყალობა არ მოვიდა! თქვენ არ წმენდთ, სინანულის პროცესით, ტალახს და ჟანგს რაც აცილებს მიჯაჭვულობას. თქვენ მიდიხართ ახლოს ცოტა ხნით და უგზო-უკვლოდ ხეტიალობთ შორს. მე არ ვგულისხმობ ფიზიკურ დისტანციას საერთოდ. თქვენ შეიძლება იყოთ ფიზიკურად შორს, მაგრამ გონებრივად ჩემს გვერდით. მე არ ვზომავ მანძილს მილებით ან მეტრებით; მე ვარ თქვენთან, თქვენში, თქვენს გვერდით, მუდამ; მხოლოდ თქვენ უნდა იცოდეთ ჩემს შესახებ და ისარგებლოთ ჩემი ყოფნით. თქვენ უნდა გახდეთ არტა, აცრემლებული ძლიერი ტანჯვით უფლის შესაგრძნობად. იტანჯოთ უბედურების მოულოდნელი მწვავე ტკივილებით. თქვენ უნდა გააცნობიეროთ რომ უბრალოდ ტანჯვა არის უშედეგო უფლის მიღწევის გზის ცოდნის გარეშე. თქვენ უნდა გადაიქცეთ ჯიჯნასუდ, მაძიებლად. გააანალიზეთ ოთხი პურუშარტა (ცხოვრების ოთხი მიზანი) და გააცნობიერეთ რომ მოკშა (განთავისუფლება) არის მიზანი, კულმინაცია. დაიწყეთ სწრაფვა ამისკენ, როგორც არტართიმ, ყველაზე ჭეშმარიტი მოგების მოყვარულმა. მოძებნეთ ის რომელიც, როცა დაცულია, დანარჩენი კიდევ ყველაფერი არის დაცული!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 3 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 5 ნოემბერი.
რა არის გამძლე მშვიდობისა და ნეტარების საიდუმლო? ბჰაგავანი საყვარლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
არ არსებობს წმინდა სიყვარულზე უფრო დიდი რამ. თქვენ ყველა მოზიდული ხართ ჩემსკენ ამ სიყვარულით. სიყვარულის გაცემა და სიყვარულის მიღება არის ჩემი საქმე. არცერთმა საშემოსავლო გადასახადის ოფიცერმა არ იცის ამ „ბიზნესიდან“ მიღებული „შემოსავლის“ მოცულობა. არ არსებობს საზღვარი ჩემს ანანდაზე (ღმრთაებრივ ნეტარებაზე). მე ყოველთვის ჩაძირული ვარ ნეტარებაში. ეს არის იმიტომ რომ ჩემი ნეტარება გაერთიანებულია სიყვარულთან და არა რამე მატერიალურ საგანთან. თუ თქვენ ამ გზას მიჰყვებით, თქვენც ასევე მიიღებთ უთქმელ ნეტარებას. თქვენ გააცნობიერებთ ყველა სახის სიმშვიდეს. ერთნაირი განწყობით შეხედეთ კეთილდღეობასა და უბედურებას, ბედნიერებასა და მწუხარებას, დანაკარგსა და მოგებას. ეს არის ბუნების პროდუქტები, როგორიც სიცხე და სიცივე, ზაფხული და ზამთარი. მათ აქვთ თავისი მიზნები სამუშაოდ. მსგავსად, ცხოვრების აღმავლობასა და ვარდნას აქვს გაკვეთილი ჩვენს სასწავლად. სინამდვილეში, ცხოვრებაში საწინააღმდეგო რამეების გარეშე, ჩვენ ვერ განვცდით ღმრთაებრიობას. სიბნელის გარეშე, ჩვენ ვერ დავაფასებთ სინათლეს. სირთულეების გარეშე, ჩვენ ვერ მივიღებთ სიამოვნების უპირეტესობიას. ეს არის ჭკუის სიმშვიდის ნაკლებობა, რაც გვაიძულებს ვეძებოთ საშუალებები მუდმივი მშვიდობის მისაღწევად. უპანიშადები აცხადებს რომ მარტო უარის თქმით შეიძლება უკვდავების მიღწევა. შეისწავლეთ უარის თქმის პრაქტიკა და აღმოაჩინეთ გამძლე მშვიდობისა და ნეტარების საიდუმლო!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 6 ნოემბერი.
ჩვენ რატომ უნდა ვატაროთ ყოველთვის სათნო და ჭეშმარიტებით სავსე ცხოვრება? ბჰაგავანი გვიხსნის ჩვენ დღეს მეფე ჰარისჩანდრას მაგალითით.
ვედური მითითება, მოცემული ბრძენთა მეშვეობით, არის “სათიამ ვადა; დჰარმამ ჩარა” – ილაპარაკე სიმართლე; იარე სათნოების გზაზე. ჰარისჩანდრამ იცოდა ავტორიტეტი ამ განკარგულების უკან. ის პატივს სცემდა ამ ძალაუფლლებას და მიჰყვებოდა ამ მითითებას ნებისმიერ შედეგებზე. მან დაკარგა თავისი სამეფო, თავისი ღისება, თავისი ყველაფერი. მან გაყიდა თავისი ცოლი და ვაჟიშვილი მონებად; მას მოუწია თავისი თავის გაყიდვა ნაღდ ფულად! ის დაამცირეს საიმპერატორო ტახტის მკვიდრიდან დამკვირვებლამდე გვამების კრემაციის და აქედან გასამრჯელოს ამკრეფამდე. მას მოუწია უარის თქმა საკუთარი გარდაცვლილი შვილის დაწვის უფლებაზე და დაჟინებით მოთხოვნა გასამრჯელოს გადახდის საკუთარი უმწეო დედოფლის მიერ! მაგრამ, ის დადგა ჭეშმარიტებაზე და გაიმარჯვა. ჭეშმარიტება გაიმარჯვებს, რა დაბრკოლებაც გინდა იყოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ვედები არ უბრძანებდნენ კაცს მასზე მიკვრას!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 3 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 7 ნოემბერი.
თუნდაც დემონები და ბოროტი ადამიანები ნახსენები პურანებში გვასწავლიან გაკვეთილებს. რა არის ის რაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ ასეთი ცხოვრებებიდან? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
როდესაც კაცი მარცხს განიცდის თავისი მიღწევების გამოყენებაში სხვების კეთილდღეობისთვის, ის ხდება ნარაკასურა (ჯოჯოხეთური დემონი). ინდივიდუალური დიდებისთვის შემჯიბრებელ რბოლაში ის არის მხოლოდ გამკიცხველი საკუთარი თავის. ის მილიარდებს ხარჯავს მთვარეზე მისასვლელად და ქვების მოსატანად მისი ქერქიდან, ნაცვლად იმისა, რომ გამოკვებოს მილიონობით ადამიანი, ვინც ქვემოთ შიმშილობს და ხელი შეუწყოს ჩამორჩენილი ქვეყნების კეთილდღეობას. საუკეთესო ნივთებიც კი შეიძლება ბოროტად იყოს გამოყენებული კაცების მიერ. რავანას, შისუპალას, კამსას და სხვა დემონებს ინდურ პურანებში (უძველეს ლეგენდებში) და ეპოსებში ჰქონდათ უზარმაზარი სწავლულობა, უზარმაზარი ეკონომიკური და სამხედრო ძალა და თუნდაც უზარმაზარი იოგური და ოკულტური უნარები მოპოვებული წლების ასკეტობით და დისციპლინირებული ცხოვრებით. მაგრამ, მათ ვერ გამოიმუშავეს ერთი უნარი, ეგოს დათრგუნვის უნარი, და ამიტომ, ისინი გახდნენ ზედმეტად ჯიუტი, ზედმეტად დამაბრკოლებელი და ზედმეტად სახიფათო, ყოფილიყვნენ ნებისდამრთველნი ცხოვრებასა და აყვავებაზე. ნარაკას და იმპერატორ ბალის კარიერების გაკვეთილი არის ის რომ კაცი უნდა იყოს თავისი ეგოს ბატონი, თუ ის მიისწრაფის წარმატებული ცხოვრების ხელოვნების მიზნის მიღწევისკენ.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 25 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 8 ნოემბერი.
რა არის ის გრძნობა რომლითაც ჩვენ უნდა ვიგალობოთ ჩვენი საყვარელი უფლის სახელი? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს მშვენიერი მაგალითით.
როდესაც თქვენ იმეორებთ სახელს, ფორმის მთელი სიტკბო და მასთან დაკავშირებული დიდება უნდა მოვიდეს მეხსიერებაში და, როგორც თქვენი პირი წყლიანდება როცა თქვენ იხსენებთ რომელიმე ტკბილ კერძს რომელიც თქვენ მოგწონთ, თქვენი ჭკუა უნდა „მოირწყას“ როცა თქვენ განჭვრეტთ სახელს. აირჩიეთ სახელი, რომელიც ხიბლავს თქვენს გულს. რატომ უნდა სდიოთ სიმდიდრეს როცა მთელი სიამოვნება და კმაყოფილება რაც შეიძლება სიმდიდრემ შემოგვთავაზოთ – და კიდევ ასჯერ მეტი – შეიძლება მიიღოთ სახელზე ბინადრობით? უფალს ნათქვამი აქვს რომ სადაც მისი სახელი იგალობება, “იქ მე ვარ გაცხადებული”. ის იქ იმკვიდრებს თავის თავს! ის არ წავა იმ ადგილიდან. ასე რომ, ენა საკმარისია მის მოსაპოვებლად, ენა, რომელიც ლაპარაკობს სუფთა ჭკუის ენაზე. უფალი არის სურვილის შემსრულებელი ხე (კალპავრიკშა). თქვენ უნდა მიუახლოვდეთ მას და განივითაროთ მიჯაჭვულობა მისზე. თქვენ უნდა მოიპოვოთ მისი მადლი და იყოთ ყოველთვის მასთან ახლოს, თქვენ კოტროლს ქვეშ უნდა დაიჭიროთ ყველა ის ძალა, რომელიც გაშორებთ მისგან.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 29 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 9 ნოემბერი.
რა არის საუკეთესო საშუალება ჩვენი სახლების გასანათებლად? რადგან ჩვენ ვუახლოვდებით დიპავალის სასიხარულო და ამამაღლებელ ფესტივალს, ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ.
თქვენ რატომ უნდა გქონდეთ შიში ან დარდი, თქვენი გულის საკურთხეველში დაბინავებულ უფლთან? განა თქვენ არ იცით ის იქ არის, გიცავთ თქვენ და გმართავთ თქვენ? ის არის ყველა არსებაში, ყველა დროებში. ეცადეთ გაიხსენოთ ეს ფაქტი რასაც კი შეიძლება თქვენ აკეთებდეთ, ვისთანაც კი თქვენ შეიძლება იყოთ დაკონტაქტებული, ნებისმიერ მანერაში. თქვენ წარმატდებით ამაში, იმ პირობით თუ თქვენ არ მიატოვებთ მისი სახელის წარმოთქმას. გრიჰა (სახლი) სადაც უფლის სახელი არ ისმის არის გუჰა (გამოქვაბული), და მეტი არაფერი. როცა თქვენ შედიხართ, როცა თქვენ გამოდიხართ, როცა თქვენ ხართ მასში, მოაპკურეთ იგი, გაანათეთ იგი, განწმინდეთ იგი სახელით. აანთეთ იგი როგორც ლამპა შებინდებისას, მიესალმეთ მას გამთენიისას, როგორც თქვენ ესალმებით მზეს. ეს არის ნამდვილი დიიპავალი, ლამპრების ფესტივალი.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 10 ნოემბერი.
რა არის ის დემონური თვისები რის განადგურებასაც უნდა ვეცადოთ ჩვენ შიგნით? ბჰაგავანი სიყვარულით გვიაშკარავებს როცა ჩვენ ვუახლოვდებით სინათლეების ფესტივალს, დიიპავალის.
ასურებს (დემონებს) სამსკრიტში აქვთ კიდევ ერთი სახელი – ნაკთანჩარა, ის ვინც დადის სიბნელეში. ეს არის მათი პათეტიკური მდგომარეობის სპირდაპირი აღწერა. მათ არ აქვთ შუქი მათ გასაძღოლად; ისინი ვერ შეიცნობენ რომ ისინი არიან სიბნელეში; ისინი არ ეძახიან სინათლეს; ისინი არიან უმეცარნი სინათლის შესახებ. მათი ინტელექტი იქცა მათი ვნებებისა და გრძნობების მონად, ნაცვლად თავის დამკვიდრების მათ ბატონად. ბოლოს როცა, ჭეშმარიტება გამოჩნდება მათ წინაშე და სძლევს მათ, ისინი შეიცნობენ ერთს და ბედნიერად ერწყმიან მასში. ლამპა არ არის მხოლოდ ჭეშმარიტების ცოდნის სიმბოლო. ეს არის ასევე სიმბოლო ერთის, ათმას რომელიც ანათებს მთელ ამ მრავალფეროვნებაში და მისი მეშვეობით. ისევე, როგორც ერთი ლამპით, ათასი ლამპა შეიძლება აინთოს და ერთი ისეთივე კაშკაშაა როგორც მუდამ მიუხედავად რომ ათასობით იღებს სინათლეს მისგან, ასევე, ათმა (არსება-სული) ანათებს ჯივას (ინდივიდუალურ მე-ს) და ანათებს მასში და მისი მეშვეობით, თავის ბრწყინვალებაში რამე დაკლების გარეშე.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 25 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 11 ნოემბერი.
ჩვენ რატომ უნდა ჩავეჭიდოთ ღმერთის სახელის სიმღერისა და გალობის სადჰანაზე? ბჰაგავანი შთაგვაგონებს ჩვენ, რადგან ჩვენ ყველა ვემზადებით გლობალური აკჰანდა ბჰაჯანისთვის.
მედიტირება, მსხვერპლშეწირვა და თაყვანისცემა დანიშნული იყო როგორც განთავისუფლების ძირითადი საშუალება კრიტა, ტრეტა და დვაპარა იუგაში, შესაბამისად. ნამასმარანა (სახელის გახსენება) არის გათავისუფლების ყველაზე ადვილი გზა ამ კალი იუგაში. ამიტომ, ამ იუგაში დაბადებული ადამიანები არიან უფრო იღბლიანები ვიდრე ისინი ვინც ცხოვრობდნენ დანარჩენ სამ იუგაში. მაგრამ, საუბედუროდ, დღეს ადამიანები არ არიან შემძლე მისდიონ ასეთ ადვილ გზას. თქვენ უძლური ხართ მყარად დაჯდეთ რამდენიმე წუთის განმავლობაშიც კი. მაშინ რა სახის მონანიება შეგიძლიათ თქვენ შეასრულოთ? ეს შეუძლებელია. ამიტომ, აიღეთ თავშესაფარი ნამასმარანაში. არ არსებობს უფრო დიდი სადჰანა ვიდრე ეს. როდესაც თქვენ განუწყვეტლივ მღერით ღმრთიურის სახელს, ეს გამოდევნის თქვენს ყველა ბოროტ ხარისხს. თქვენ თვით შეიძლება განცადოთ თქვენ როგორი ნეტარი ხდებით როდესაც თქვენ გალობთ ღმრთიურის სახელს. აი ამიტომ არის ღმერთი აღწერილი როგორც განალოლა და განაპრიია (მუსიკის მოყვარული). ბრძენი ნარადა ყოველთვის გალობს უფალ ნარაიანას ღმრთაებრივ სახელს. ეს არის მისი მთავარი ამოცანა. უფალი აღფრთოვანდება მისი გალობის მოსმენით. ასე დიდი ბედნიერება არის გალობაში. ის იპყრობს ადამიანის გულს ასე რომ ადამიანი იკარგება ექსტაზში. სწორედ ამიტომ გალობა ითვლება ყველაზე ძვირფასად.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 12 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 12 ნოემბერი.
ჩვენ რატომ და როგორ უნდა ვიგალობოთ უფლის სახელი? ბჰაგავანი გულმოდგინედ გვიხსნის ჩვენ დღეს დიიპავალის, სინათლეების ფესტივალზე!
ისევე როგორც კალციუმის და ვიტამინის ტაბლეტებს აძლევენ ანემიის სამკურნალოდ, მიიღეთ სახელი-ს-გამეორების ტაბლეტები გონებრივი ანემიისა და სხვა დაავადებებისგან თავის დასაღწევად. არსებობს ყელის კვერები, რომლებიც თქვენ აუცილებლად უნდა ატაროთ თქვენს პირში და რომლის გემოც თქვენ ნელ-ნელა უნდა გადაყლაპოთ ხველის შესამსუბუქებლად; მსგავსად, იმეორეთ სახელი თქვენს ენაზე და ნელ-ნელა მიირთვით მისი გემო, რათა თავიდან აიცილოთ ვნებებისა და ემოციების შემწუხებელი ზრდა. დაიჭირეთ სახელი ათებულად თქვენს ენაზე; ის გაანათებს თქვენს ინტერიერს და ექსტერიერს. ის გაწმენდს როგორც თქვენს ჭკუას, ასევე მათ ჭკუებს, ვინც ისმენს სახელს როცა თქვენ წარმოთქვამთ მას. მისი დაჭერა ენაზე არის როგორც თქვენი სახლის შესასვლელთან ზღურბლზე ნათურის ანთებულად დაჭერა. სახელის გამეორება (ნამასმარანა) არის საუკეთესო სულიერი დისციპლინა; ყველაზე მარგებელი კარგი ქმედება. ეს არის უმაღლესი ლოცვა და ყველაზე სასარგებლო სულიერი ვარჯიში. კუჩელამ მოიპოვა უფლის მადლი იგივე საშუალებით. შეავსეთ სახელი თქვენი სიყვარულით როდესაც თქვენ მას იმეორებთ; გააჯერეთ იგი ერთგულებით. ეს არის ყველაზე ადვილი გზა ყველა თქვენგანისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 29 აპრილი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 13 ნოემბერი.
რა არის უფლის სახელის გამეორების მნიშვნელობა? ჩვენი მოსიყვარულე უფალი გვახსენებს ჩვენ დღეს ძალიან ნათელი მაგალითებით.
დაიჯერეთ რომ უფლის სახელი არის ნავი, რომელიც გადაგიყვანთ თქვენ მიწიერი ცხოვრების ზღვის გაღმა. სახელი არის უფრო ეფექტური ვიდრე ფიქრი ფორმაზე. დრაუპადიმ არ გაგზავნა ეტლი კრიშნას მოსაყვანად მის საშველად; მან წარმოთქვა სახელი აგონიაში და კრიშნამ უპასუხა და იხსნა ის გარდაუვალი სირცხვილისგან. ტრეტა იუგაში, რამაიანაში, ნალა და მისი მაიმუნები აშენებდნენ ხიდს ზღვაზე ლანკასკენ; ლოდები რომლებზეც მათ დაწერეს წმინდა სახელი რამა, ტივტივებდა წყლებზე, მაგრამ მათ ნახეს რომ ლოდები ცურავდა ურთერთ დაშორებით ქარისა და ტალღების გამო. მათ არ შექმნეს უწყვეტი ხიდი ჯარის გასავლელად. ერთმა გენიალურმა ადამიანმა შესთავაზა, ერთ ლოდზე დაეწერათ “რა” და მეორეზე “მა” და მათ ნახეს რომ ორი შეიკრა ძლიერად ერთად. სახელი გამოდგება ნავად თქვენთვისაც; ის დაგიჭერთ თქვენ ღმერთთან მიჯაჭვულად და მოგიტანთ თქვენ მის წყალობას!
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 24 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 14 ნოემბერი.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი რაც ჩვენ, როგორც ასპირანტებმა, შეიძლება ვისწავლოთ პატარა ბავშვებისგან? ბჰაგავანი სიყვარულით შთაგვაგონებს ჩვენ დღეს.
პურანები და ეპოსები ასწავლის ერთგულებისა და დანებების გზას. ესები ითხოვს რომ კაცმა აკეთოს ყოველი საქმე მიძღვნის სულით. ნება მიეცით ეჭვის ქარს ან უიმედობის მზეს იმოქმედოს თქვენს ავსებულ სიხარულის (ანანდას) ქოთანზე და იგი სწრაფად აორთქლდება. მაგრამ, შეინახეთ ქოთანი კარგი კომპანიისა და კეთილი საქმეების გრილ წყალში; იგი შეიძლება იყოს დაცული შეუმცირებლად საუკუნოდ! ანანდაც იზრდება, როცა თქვენ ბინადრობთ მასზე სიჩუმეში და იმეორებთ გარემოებებს, რამაც გამოიწვია ეს. ამიტომ გამეორება (მანანა) ითვლება სულიერი ძალისხმევის ასე მნიშვნელოვან ნაწილად. როგორც ბავშვი, რომელიც სათამაშოებს აგდებს და იწყებს ტირილს, თქვენც უნდა გააცნობიეროთ დიდებისა და სიმდიდრის სათამაშოების უმნიშვნელობა და მოუხმოთ დედას! ბავშვი გრძნობს, რომ ყველაფერი ნაგავია დედის სიყვარულის და მისი ყოფნით კურთხევის წინაშე. ადამიანი არ უნდა ესწრაფოს რამე ნაკლებს!
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 2 ივლისი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 15 ნოემბერი.
სად შეიძლება ჩვენ აღმოვაჩინოთ უფლის ნაკვალევი? რა დაბრკოლებები უნდა გადავლახოთ ჩვენ ამ ძებნაში? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
კარაქი რომელიც უფალს ძალიან სურს არის იოგას ნაყოფი, ვივეკით (დისკრიმინირებით) ჭკუის შედღვების საბოლოო პროდუქტი. მას უყვარს მასზე დატკბობა; მიდის მასთან ერთად თვითრეალიზების მარტოობაში. ჩვენ ასევე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ უფალი მისი ფეხების ნაკვალევით; ეს შეიძლება იყოს აღმოჩენილი ყველგან, იმ პირობით თუ გულწრფელი ძებნა განხორციელდება გაწაფული თვალებით. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ მისი ფეხების ნაკვალევი ყველგან, სადაც არის სილამაზე, სათნოება, თავმდაბლობა, სამართლიანობა, ჭეშმარიტება, სიყვარული და მშვიდობა! თვალი უნდა იყოს გაწაფული ღმერთის ფეხების ნაკვალევის აღმოჩენაზე; ამ პროცესში, ჭკუა უნდა იყოს დაძლეული. ჭკუა არის აზრებისა და გრძნობების საყრდენი. ჭკუა არის ბრაჰმამის, აბსოლუტური ცნობიერების აზროვნების ასპექტი. აბსოლუტური მე თვით ცხადად გამოვლინებადი წარმოსახვით საქმიანობაში არის ჭკუა. თუმცა, ნაცვლად აბსოლუტისკენ მიბრუნების, იგი მიიმართება გარეთ და იწყებს გრძნობების გამოყენებას ინსტრუმენტად; ივიწყებს მის წყაროს, ათმას. ეს როგორ და რატომ ხდება არის აუხსნელი; ჩვენ ვიცით ეს ხდება, და ეს შეიძლება იყოს თავიდან აცილებული და არიდებული!
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 25 ოქტომბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 16 ნოემბერი.
რა არის ექვსი ხარისხი რომელიც გარანტირებს ჩვენთვის ბჰაგავანის სიყვარულს, კურთხევას და წყალობას? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ დღეს ვინაიდან ჩვენ ვემზადებით მისი ჩამოსვლის აღსანიშნავად.
რწმენა ან თვითდაჯერება (ვიშვასამ), სიმტკიცე (საჰასამ), სიმამაცე (დჰაირიამ), გონება (ბუდდჰი), ენერგია (შაკთი) და მხნეობა (პარაკრამამ) – როდესაც ადამიანებს აქვთ ეს ექვსი ხარისხი, ღმერთი დადგება მათთან ყველა მათ მცდელობაში. ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ ადგილას ან ნებისმიერ ვითარებაში, ეს ექვსი კარგი ხარისხი არის არსებითი. არავითარი საზრუნავი არ ეწვევა ნებისმიერ ადამიანს ვისაც აქვს ეს ექვსი სათნოება. ეს ექვსი ხარისხი ვერ იქნება შეძენილი განათლებით და ვერც მინიჭებული რომელიმე მოძღვრის მიერ. ესები არ შეიძლება მიღებული იყოს არც მშობლებისგან მემკვიდრეობით. ეს ხარისხები უზრუნველყოფილია მხოლოდ ათმა-ვიშვასამით (თვითდაჯერებით). ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებაში, რწმენა აშკარაა წერილის ფოსტით გაგზავნის უბრალო აქტიდან. არავინ გააგზავნის წერილს ფოსტით, თუ მას არ აქვს რწმენა საფოსტო განყოფილებაში. წერილზე მისამართი და საფოსტო ბეჭედი შეუხებელია მანძილით. მსგავსად, ღმერთი არ აკეთებს განსხვავებას მის ახლომყოფებს ან მისგან დაშორებულებს შორის. ადამიანის რწმენა სწორად უნდა იყოს მიმართული. რწმენა უნდა იყოს ურყევი, სრული და ყოველგვარი ეჭვისგან თავისუფალი. რწმენის წერილი უნდა ატარებდეს უანგარო სიყვარულის (პრემას) ბეჭედს. ეგოისტური სიყვარული იქნება უსარგებლო. როდესაც მტკიცე რწმენა ასოცირებულია უანგარო სიყვარულთან, ლოცვები მიმართული ბჰაგავანისკენ შეუზღუდავად მიაღწევს მას.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 25 დეკემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 17 ნოემბერი.
რა კავშირია ერთ უზენაეს არსებასა და მრავალს შორის? ბჰაგავანი განმარტავს დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ ამ ღრმა ჭეშმარიტების განჭვრეტა.
მხოლოდ ეს ერთი არსებობს. არ არსებობს მეორე. ასეთ მდგომარეობაში არაფერია შესაცნობი. არ არსებობს შეცნობა, ცოდნა ან მცოდნე (ამ მდგომარეობაში). ერთის გასაგებად, ბევრის ბუნება სწორად უნდა იყოს გაგებული. ყველა კაცმა უნდა აღიაროს ღმრთიურება რომელიც წარმოდგენილია ყველა ადამიანში. ღმერთი არის ერთი. ეს ერთი არის მაცხოვარი ყველა არსებაში. დაანაწილა ღმერთმა საკუთარი თავი საშუალებათა სიმრავლით? პასუხი არის: საკუთარი თავის დანაწევრების გარეშე, ღმერთი იმყოფება ყველა არსებაში. თავის უმეცრებაში კაცი ამჩნევს მხოლოდ მის გარშემო არსებულ მრავალფეროვნებას. ეს შეიძლება იყოს ილუსტრირებული ამ გზით. მზის გამოსახულება შეგიძლიათ დაინახოთ ოკეანეში, მდინარეში, ტბაში, აუზში ან ჭაში. ყველგან მზე ჩანს მანათობლად. არსებობს ამდენი განსხვავებული მზე? არა. მზის გამოსახულების ამრეკვლელი ობიექტები არის მრავალფეროვანი და განსხვავებული. მსგავსად, სახელები და ფორმები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ ყველა არსებაში, ერთი და იგივე ღმერთი, განუყოფელი, ანათებს როგორც მაცხოვარი. ამრიგად, თუმცა ტანები შეიძლება გამოჩნდეს სხვადასხვა სახელებითა და ფორმებით, ღვთაებრივი მათში არის ერთი.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 20 თებერვალი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 18 ნოემბერი.
ჩვენ რატომ არასოდეს უნდა მივატოვოთ საზოგადოების მსახურება? ბჰაგავანი გვახსენებს და გვმოტივირებს ჩვენ მარშზე საბოლოო მიზნისკენ.
განთავისუფლების (მოკშას) მოპოვებაც კი შეიძლება საზოგადოების წინსვლის მსახურებითა და წახალისებით. ერთიანობის გრძნობით, მსხვერპლის გაღების სურვილითა და თანაგრძნობის სინაზით, ყველა ობიექტი შეიძლება იყოს მიღწეული. ასე რომ, სატია საის ორგანიზაციამ უნდა იმოძრაოს წინ გულწრფელი ენთუზიაზმით საზოგადოების მსახურების სფეროში. პირველი გაკვეთილი სევაში უნდა ვისწავლოთ ოჯახის წრეში. მამა, დედა, ძმები, დები – ამ შეზღუდულ, კარგად შეკრულ ჯგუფში, ადამიანი უნდა ჩაერთოს მოსიყვარულე მსახურებაში და მოემზადოს უფრო ფართო სევასთვის რომელიც მოელის სახლის გარეთ. თითოეული ცალკეული წევრის ხასიათი განსაზღვრავს ოჯახის სიმშვიდესა და კეთილდღეობას; თითოეული ოჯახის ხასიათი არის ძირითადი ფაქტორი რომელიც განსაზღვრავს სოფლისა თუ თემის ბედნიერებასა და სიხარულს. და, ერის პროგრესი დაფუძნებულია მისი თემების სიძლიერესა და ბედნიერებაზე. ასე რომ, ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს კეთილდღეობისთვის აუცილებლად საჭირა მსახურების სული, საარსებო ენთუზიაზმი, კონსტრუქციული წარმოსახვა, სუფთა მოტივაცია და უანგარო სიმარდე.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 19 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 19 ნოემბერი.
ქალთა დღის მნიშვნელოვან ზეიმთან დაკავშირებით, რა არის ბჰაგავანის წინამძღოლობა ჩვენგან ყველასთვის? ბჰაგავანი გულმოდგინედ გვმეგზურობს ჩვენ ასე რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი ცხოვრებების განწმენდა.
დედები მზად არიან დათმონ თავიანთი საკუთარი სიცოცხლე თავიანთი შვილების გულისთვის. დედა არის თავგანწირვის განსახიერება. სწორედ ამიტომ ბჰარატის ამ მიწაზე, დედას მიცემული აქვს ასეთი ამაღლებული ადგილი. უფალმა რამამ თქვა რომ დედა და დედასამშობლო არის უფრო დიდი ვიდრე ზეცა თვით. რამას ასეთი იდეალი დავიწყებულია დღეს. რამას სახელის უბრალოდ გალობა არ იქნება დამაკმაყოფილებელი; მხოლოდ მაშინ როცა თქვენ მიჰყვებით მის ბრძანებებს შეიძლება თქვენ გიწოდონ ნამდვილი ერთგული. ქალთა დღე მსახურებს შეხსენებად რომ ადამიანმა პატივი უნდა სცეს თავის დედას და უნდა უყვარდეს ის და არასოდეს არ უნდა შელახოს მისი გრძნობები. სტუდენტებო! Ბიჭებო და გოგოებო! ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი დედის სიყვარული. არსოდეს შეურაცხყოთ თქვენი დედა რამენაირად. თქვენ ამბობთ სვამის სიყვარული ეს არის ათასი დედის სიყვარული. როცა თქვენ ხართ უძლური გაიგოთ და განცადოთ მარტოხელა დედის სიყვარული, როგორ შეგიძლიათ თქვენ გაიგოთ ათასი დედის სიყვარული? თუ თქვენ ხართ უუნარო ასიამოვნოთ თქვენს დედას, თქვენ როგორ შეძლებთ სვამის გახარებას? სვამი იქნება ბედნიერი როცა თქვენ გაახარებთ თქვენს დედებს. სვამის არ სურს სხვა რამე.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 19 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 20 ნოემბერი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ღმერთთან სწორი ურთიერთობის დამყარება? ბჰაგავანი კეთილსინდისიერად გვახსენებს ჩვენ მასთან ჩვენი მარადიული ურთიერთობის საფუძვლების შესახებ.
ადამიანებმა უნდა დაამყარონ სწორი ურთიერთობა ღმერთთან. ეს ნიშნავს რომ სულიერი ვარჯიშები როგორიცაა უფლის სახელების გალობა ან მედიტირება ღმერთზე უნდა იყოს არა სიტყვიერი ან მექანიკური არამედ უნდა მოდიოდეს გულიდან. რავანა იყო შივას თაყვანისმცემელი. მაგრამ ეს იყო ფორმალური. მისი გული არ იყო მასში. ასე რომ, ის დარჩა რაკშასად (დემონად). დღეს ისინი ვინც გალობენ უფლის სახელს მათი გულის გარეშე მასში უნდა ახსენებდნენ მიკუთვნებულად რავანას მოდგმაზე. ადამიანები უნდა ელოცონ ღმერთს სიყვარულით ღმერთისთვის არა წვრილმანი წყალობებისა ან მატერიალური უპირატესობებისთვის! ადამიანებმა უნდა ეძებონ ღმრთაებრივი შინაგანად, არა გარეთა ობიექტებში. ერთგულები უნდა ცდილობდნენ ტრანსფორმირებას თავიანთ გულებსა და ჭუებში ამგვარად რომ მათ მთლიანად მიატოვონ მიჯაჭვულობა მიწიერ საგნებზე და ჩაიძირნენ ღმერთში. ღმერთი აფასებს თქვენს გრძნობებს და არა თქვენს ფიზიკურ წარმოდგენებს. გახადეთ უფლის სახელი წვეტიან ჯოხად გასაკონტროლებლად ჭკუის რომელიც მიდრეკილია მოიქცეს როგორც სპილო კვალის გაყვანაში.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 23 სექტემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 21 ნოემბერი.
როცა ჩვენ ვუახლოვდებით სვამის 98-ე დაბადების დღეს, ჩვენ როგორ უნდა აღვნიშნოთ ჩვენი საყვარელი უფლის სასიხარულო ღმრთაებრივი ჩამოსვლა? ბჰაგავანი თვით გვიაშკარავებს ჩვენ დღეს.
ღმრთაებრივი ინკარნირება (ავატარი) არის უზენაესი სულის ძალა (ათმა შაკტი), რომელმაც ჩაიცვა მოქმედების ძალა და ღმრთიური თანაზიარების ძალა (კრია შაკთი და იოგა შაკთი). საერთოდ, ავატარანა (ინკარნირების პროცესი) აღწერილია, როგორც “ჩამოსვლა” უმაღლესი სტატუსიდან უფრო დაბალზე. Მაგრამ, არა! როცა აკვანში მყოფი ბავშვი ტირის, ღრიალებს და ითხოვს დახმარებას, დედა იხრება და იყვანს მას თავის ხელებში. მისი დამდაბლება არ უნდა აღიწეროს როგორც “დაბლა ჩასვლა”. თუ თქვენ მოიპოვებთ საჭირო რწმუნებულებებს, ინკარნაცია მოვა და გადაგარჩენთ თქვენ. თუ, მეორე მხრივ, თქვენ გაამრავლებთ თქვენს ნაკლებს და ქვევით და ქვევით დაეშვებით, როგორ შეიძლება თქვენ გადარჩეთ? გქონდეთ სუფთა სიყვარული და ღმრთაებრივი ნეტარება (ანანდა) თქვენს გულში. ანანდა მოდის სუფთა ხედვიდან, სუფთა მოსმენიდან, სუფთა მეტყველებიდან და სუფთა მოქმედებებიდან. დღე როცა თქვენ დაიმკვიდრებთ თქვენს თავს ამ ღმრთაებრივ ნეტარებაში, ეს დღე იქნება ჩემი დაბადების დღე თქვენთვის!
– ღმერთის საუბარი, 1978 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 22 ნოემბერი.
რა არის ჭეშმარიტი სწავლულობა რისკენაც სტუდენტები უნდა ესწრაფონ? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ უმაღლესი სწავლების შრი სატია საის ინსტიტუტის 42-ე მოწვევის ზეიმზე.
სტუდენტები უნდა ეცადონ განვითარებას მათში დაფარული ძალების. დღევანდელ განათლებულ ადამიანებს სჯერათ იმის რასაც ისინი კითხულობენ ნოველებსა და გაზეთებში, რასაც ხედავენ ფილმებში, და თუნდაც გამვლელის უცნაური სიტყვების. მაგრამ მათ არ აქვთ რწმენა ღმერთში. ეს არის დიდი უბედურება. ისინი ვინც იჯერებენ ასტროლოგის ან პუროჰიტის სიტყვებს, არ ენდობიან ვედა მატას (ღმრთაებრივი ვედური დედის) სიტყვებს, ვისაც ნასწავლი აქვს ოთხი დიდი ჭეშმარიტება: “ტატ თვამ ასი, პრაჯნანამ ბრაჰმა, აჰამ ბრაჰმასმი, აიამ ათმა ბრაჰმა “(შენ ხარ ის, ცნობიერება არის ბრაჰმანი, მე ვარ ღმრთაებრივი, ეს მე არის ყოვლისმომცველი მე), რომელიც აცხადებს: “ოჰ ვაჟო, შენ ხარ ბრაჰმანი (აბსოლუტური ჭეშმარიტება) თვით. განათლებულები კარგავენ თავიანთ სიცოცხლეს მიწიერ წვრილმან ნივთებში რწმენის განვითარებით და უარის თქმით რწმენის განვითარებაზე სიბრძნის მოსაპოვებლად ღმრთიური ძალით და სულიერი ცოდნით. სწორედ ჭეშმარიტი, იდეალური განათლების მისაცემად და სტუდენტების ჩამოსაყალიბებლად იდეალურ მოქალაქეებად ქვეყნის მსახურებისთვის აიგო სატია საის საგანმანათლებლო დაწესებულებები.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 22 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 23 ნოემბერი.
რატომ აღნიშნავს ყოველი ერთგული ბჰაგავანის მოსვლას ასეთი ღმრთისმოსავი ენთუზიაზმითა და სიყვარულით, საკუთარი წესით? ბჰაგავანი საყვარლად გვიხსნის ჩვენ დღეს მის მოლოდინს თითოეული ჩვენგანის მიმართ.
სიყვარულის ტანმოსილებო! ყველა, ვინც ტანმოსილია არიან ავატარები, ღმერთის ღმრთაებრივი გაცხადების ჩამოსვლები. რა არის რამას, კრიშნას, ბუდდჰასა და ქრისტეს განსაკუთრებული წარმოსახვა? რატომ ვეთაყვანებით, ვაღმერთებთ და ვზეიმობთ მხოლოდ მათ მოკრძალებით? ინდივიდუალები ვინც არიან გაცნობიერებულები არიან ავატარები, პიროვნებები რომლებიც არიან არმცოდნე არიან ადამიანები. მათ იციან ათმას შესახებ რაც არის ჭეშმარიტება. იმის გამო, რომ თქვენ დაივიწყეთ თქვენი ნამდვილი მე თქვენ ატარებთ ცხოვრებას განცდით რომ თქვენ ხართ ადამიანი. რამდენადაც ღმრთიურება არის ათმაში, გაცნობიერებულ ინდივიდებს თაყვანს სცემენ ავატარების ტიტულით. სწორედ ისე როცა თქვენ გძინავთ და ივიწყებთ თქვენს მრავალ გამოცდილებას სიფხიზლის განმავლობაში, ასე აგრეთვე, ტანით დაბადების მქონეთ ამ მსოფლიოში, თქვენ დავიწყებული გაქვთ შეგნება თქვენი ათმიური ბუნების და თქვენ გაქვთ მიღწევები ამ სიზმრის მსოფლიოში მარტო როგორც თქვენი მიზანი. როგორც ღმრთიურება არის სიფხიზლის, სიზმარისა და ძილის მიღმა; მიღმა დროს, სივრცისა და მიზეზობრიობის; ღმრთაებრივი ბუნების შეგნებული ადამიანი უდავოდ შეიძლება გამოცხადდეს ავატარად. რა სარგებელი არის პატივი სცე ავატარს და წმინდად მიიჩნიო დღე როდესაც ავატარმა მიიღო ადამიანის ფორმა? ავატარის მესიჯი უნდა დაიბადოს, უნდა გახდეს ცოცხალი, უნდა გაიზარდოს თქვენში, თქვენს გულში; ეს არის დაბადების დღე, რაც თქვენ გაქვთ საზეიმო.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 24 ნოემბერი.
ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილი ყოველ აზრზე, სიტყვასა და საქმეზე? ბჰაგავანი სიყვარულით და ხაზგასმით გვიაშკარავებს ჩვენ დღეს.
იცოდეთ რომ თქვენ რასაც გრძნობთ ან აკეთებთ არის შეთავაზება ღმერთისადმი, ეს მიედინება ღმერთისკენ. ასე რომ, იყავით ფრთხილი. არ შესთავაზოთ ცუდი აზრები, სიტყვები და საქმეები, რასაც ის არ იღებს. შესთავაზეთ ნაცვლად წმინდა და სუფთა. ეს არის თქვენი მოვალეობა. ეს უზრუნველყოფს თვითკმაყოფილებას. თვითკმაყოფილება ყვავილებით მოფენს გზას თვითშეწირვისკენ და თვითშეწირვა მოიტანს თვითრეალიზებას. მთელი პროცესი ეყრდნობა რწმენაზე; თვითკმაყოფილება, თვითშეწირვა და თვითრეალიზება – ეს ყველაფერი დამოკიდებულია რწმენაზე. რწმენა გადაწყვეტს ლტოლვას; ლტოლვა გადაწყვეტს ნაყოფს; და მოქმედება გადაწყვეტს ეტაპს რომელიც არის მიღწევადი. რადგანაც, მოქმედების გულწრფელობა იძლევა გზის სიწმინდეს; გზის სიწმინდე განსაზღვრავს სიბრძნის საფუძვლიანობას და ჭეშმარიტი სიბრძნე არის ღმრთაება თვით. მოქმედება, ქცევა, ცხოვრების წესი – ეს ყველა უნდა იყოს დისციპლინებული და ამაღლებული. როგორ შეძლებს სურვილებით დატვირთული ჭკუა მუდამ დასვენებას კმაყოფილად? როგორ შეძლებს იგი მსხვერპლის კეთილად გაღებას? მაშასადამე, ადამიანმა უნდა ჩართოს თავისი თავი მხოლოდ ქმედებებში, რომლებიც ახალისებს განცალკევებასა და უარის თქმას!
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 25 ნოემბერი.
როგორც გულწრფელი მაძიებლები, რისთვის უნდა ვიყოთ ჩვენ მადლიერი და ჩვენ რაზე უნდა ვიმუშაოთ? ბჰაგავანი, ჩვენი მოსიყვარულე უფალი გვახსენებს ჩვენ კრისტალურად სუფთა ტერმინებით დღეს.
ადამიანი მუხლამდე დგას მდინარე განგში ან გოდავარში, და წარმოთქვამს საგალობლებს მდინარის სადიდებლად. ის თავის ხელისგულში მაღლა ეწევა მდინარის წმინდა წყალს და ასხამს მას უკან როგორც შესაწირავს ღმრთაებისადმი რომელსაც მდინარე წარმოადგენს. მისი წყალი თვით მასში – ღმერთის საჩუქარი ისევ ღმერთს! სულ ეს არის რის უნარიანიც არის ადამიანი; სულ ეს არის რაც ადამიანს სჭირდება საკეთებლად. მან დაგაჯილდოვათ ამ მშვენიერი ტანით, ამ ტკბილი ენით, ამ საოცარი ინსტრუმენტით რომელსაც ჭკუა ეწოდება! მან გაჩუქათ ინტელექტი, ანალიზისა და სინთეზის ძალა, მიღებისა და გაცემის, დამახსოვრებისა და დავიწყების უნარი. გააცნობიერეთ ეს მადლიერებით და გამოიყენეთ ესები საუკეთესოდ. გამოიყენეთ ესები მის დასანახად ყველგან ყველა არსებაში, მის მოსაძებნად ცხოვრების ყველა ამაღლებითა და დადაბლებით, სიხარულითა და მწუხარებით, დაეჭვებითა და გადაწყვეტილებებით. ეს ორმაგი ზემოქმედება არის ჭკუის მერყეობის შედეგი. ჭკუა ტკბება სახელისა და ფორმის მრავალფეროვნებით; იგი უნდა გაიწვრთნას ერთობის აღიარებასა და სიამოვნებაში!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 22 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 26 ნოემბერი.
ჩვენი ერთგულება რატომ არ უნდა შეჩერდეს უბრალოდ უფლის გაღმერთებაზე? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს რომ ჩვენ შევძლოთ მარშირება.
მოდი ჩვენ განვიხილოთ ჩამატკარა, მოქმედებები, რომლებიც იზიდავს და იწვევს გაოცებას. თქვენ ხედავთ ყვავილს. თქვენ გინდებათ მისი თქვენს ხელში დაჭერა მხოლოდ როცა მისი ფერი ან სურნელი არის მიმზიდველი. თქვენ შედიხართ ბაზარში და ხედავთ ხილის გროვას. თუ ხილი არ არის მიმზიდველი, თქვენ არ გაქვთ მისი ჭამის და მისგან სარგებლობის მოტანის სურვილი.. მიმზიდველობა არის ღმრთაებრივის ბუნება. როგორც კი ადამიანი უახლოვდება, სამსკარას (ტრანსფორმაციის) პროცესი იწყება. ამის გარეშე, ადამიანი რჩება სნეული და სუსტი. მას არ აქვს არც ღირსება და არც პიროვნება. გამოუსადეგარი ფოლადის ნაჭერი ოსტატური მანიპულირებითა და რეკონსტრუქციით გარდაიქმნება საათად, რომლის ღირებულებაც არის რამდენიმე ასეული რუპია; ეს არის სამსკარას შედეგი, რამაც იგი დროს აღმნიშვნელ სასარგებლო ინსტრუმენტად აქცია. ამრიგად ადამიანიც ასევე შეიძლება გარდაიქმნას საზოგადოების კეთილშობილ, ეფექტურ, ბედნიერ და დიციპლინებულ წევრად კარგი აზრების, კარგი გრძნობების, კარგი საქმეების და კარგი ემოციების ჩანერგვით. ასეთი ტრანსფორმირებული პიროვნებები სპონტანურად დააკავებენ თავის თავს ადამიანთა კეთილდღეობის ხელშეწყობის საქმეში. ისინი იქნებიან ადამიანთა ძმობისა და ღმერთის მამობის იდეალების მფარველები.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 27 ნოემბერი.
როცა ჩვენი რწმენა არის ეჭვქვეშ დაყენებული მათ მიერ, ვისაც არ სჯერა ღმერთის, ჩვენ როგორ უნდა ვუპასუხოთ? ბჰაგავანი, კოსმიური დირექტორი, სიყვარულით გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
კონფლიქტი ადამიანებს შორის, ვინც აღიარებენ ღმერთს და უარყოფენ მას, ისინი ვინც აცხადებენ, რომ ღმერთი არის აქ ან იქ და ისინი ვინც ამტკიცებენ რომ ის არსად არის, არის უსასრულო! ამ სიტუაციაში დაიმახსოვრეთ რომ იმ დროს როცა უკვე გაღვიძებული ადამიანის გაღვიძება არის უსარგებლო და მძინარე ადამიანის გაღვიძება არის ადვილი, ჩვენ ვერ გავაღვიძებთ, რა დიდადაც გნებავთ ვეცადოთ, ადამიანს არ სურს გაღვიძება! ვინც არ იცის, შეიძლება ასწავლონ მარტივი ილუსტრირებით ის, რაც არ იცის. მაგრამ ნახევრად ცოდნით დაავადებულნი და ამ შენაძენით ამაყნი არიან ყოველგვარი შემდგომი განათლების მიღმა! ორი თვალი ასახავს დიდი სივრცის სურათს, მაგრამ ესები ვერ ხედავს იმ სახეს, რომელსაც ეკუთვნის! ესები არის ტანის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, მაგრამ ესები ვერ ხედავს მთელ ტანს. როცა გინდათ თქვენი სახის და ზურგის დანახვა, ერთი სარკე წინ უნდა გქონდეთ, მეორე კი უკან, ისე რომ წინა სარკეში თქვენი ზურგის ანარეკლი დაინახოთ! ასევე, როცა გსურთ შეიცნოთ თქვენი რეალობა (სახე) და თქვენი მომავალი (ზურგი), თქვენ უნდა მოაწყოთ “თვითდაჯერებულობის” სარკე წინ და ღმრთაებრივი წყალობის სარკე თქვენს უკან! ამ ორის გარეშე მტკიცება რომ თქვენ იცით თქვენი ჭეშმარიტების ან თქვენი ბედის შესახებ, არის ნამდვილი ფანტაზია.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 28 ნოემბერი.
ჩვენ ყველა მოხიბლულნი ვართ ბჰაგავანის მიერ აღსრულებული მრავალი სასწაულით, რაზეც ჩვენ გვსმენია ან ვიყავით მოწმე. მაგრამ რა არის მათი მიზანი? თავად ბჰაგავანი განმარტავს ასე რომ ჩვენ შევძლოთ მათგან ნამდვილი სარგებლის მიღება.
ნიშნებსა და საოცრებებს, რომლებსაც მე ვაჩენ, ენიჭება სახელები, რომლებიც არ აღნიშნავს მიზანს ან ეფექტს. მათ შეიძლება ვუწოდოთ ჩამატკარა (სასწაულები), რომლებსაც მივყავართ სამსკარამდე (განწმენდამდე), რაც თავის მხრივ უბიძგებს ადამიანს პაროპაკარისკენ (სხვების დახმარებისკენ) და ბოლოს შედეგდება საკშატკარაში (ღმრთაებრივ ხედვაში). ჩამატკარა არის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც იზიდავს თავისი აუხსნელობით. მიზიდულობის ეს ასპექტი თანდაყოლილია ავატარში. თვით სახელი რამა ნიშნავს “ის, ვინც სიამოვნებს ან იწვევს სიამოვნებას”. კრიშნა ნიშნავს: „ვინც იზიდავს, მიიზიდავს თავისკენ“. მიზიდულობის ეს ატრიბუტი არის ღმრთაებრიობის მახასიათებელი. რატომ იზიდავს ღმრთაებრივი? ეს არის მოტყუება თუ შეცდომაში შეყვანა? არა. ეს არის სატრანსფორმოდ, სარეკონსტრუქციოდ და სარეფორმოდ – პროცესი სახელად სამსკარა. რა არის რეკონსტრუქციის მიზანი? გახადოს ადამიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო, მოსპოს მისი ეგო და განამტკიცოს მასში ყველა არსების ერთობა ღმერთში. ადამიანი ვინც სამსკარა გაიარა ხდება მათი თავმდაბალი მსახური ვისაც სჭირდება დახმარება. ეს არის პაროპაკარის ეტაპი. პატივისცემით და უანგაროდ შესრულებული ასეთი მსახურება ამზადებს ადამიანს, რომ გააცნობიეროს ის ერთი ვინც ბევრს ავრცელებს. ბოლო ეტაპი არის საკშატკარა.
– ღმერთის საუბარი, 1976 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 29 ნოემბერი.
როგორ უნდა იყოს ჩვენი სადჰანა მიმართული რისკენ? ბჰაგავანი უდიდესი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
ჩრდილები არის ბევრი და მრავალნაირი, თუმცა სინათლე არის ერთი. როდესაც ერთი აისახება მრავალში, ჯივათა სიმრავლეში, ის ჩნდება როგორც უზენაესი მე თითოეულში, რომელიც უბრალოდ უთვალთვალებს როგორც მოწმე. ათმა (ღმრთაებრივი მე) არის მარადიული. უზენაესი მე არის ჭეშმარიტება. თუმცა, ვინაიდან ეს არის დაფარული ხორცით, ძვლითა და კანით, ადამიანი ატყუებს საკუთარ თავს დაჯერებით რომ გარე საფარი და არა შიდა ბირთვი არის ნეტარების წყარო. ამიტომ, ადამიანის უპირველესი მოვალეობა საკუთარი თავის მიმართ არის გაღწევა ამ გარსების და შეთვისება უმაღლესი ნეტარების, რომელიც მხოლოდ მის ათმიკ ბირთვს შეუძლია აჩუქოს. ყველამ თავისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იბრძოლოს იმ გამაერთიანებელი პრინციპის მისაღწევად, რომელიც არის მათი შინაგანი საგანძური. ყველა სადჰანიდან (სულიერი სავარჯიშოებიდან) ეს არის ყველაზე შესაფერისი – ამ სიახლოვის მიღწევის პროცესი. რადგან, სადჰანა ნიშნავს მცდელობას და ძალისხმევას სასურველი ობიექტის მოსაპოვებლად. საქმიანობები, რომლებიც მოკლებულია ჭეშმარიტებას, არ იმსახურებს ცნობილი იყოს როგორც სადჰანა. ათმა არის უნივერსალური მარადიული ჭეშმარიტება და, შესაბამისად, მისი მოპოვება შეუძლებელია დაკონკრეტებულ და დროებით მსოფლიოში ძიებით. ღმრთაება კაშკაშებს შენს გულში და შეიძლება მოიპოვო მხოლოდ იქ.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 23 ნოემბერი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2023 წლის 30 ნოემბერი.
რა არის ჰოლისტიკი მიდგომა ჩვენ რომ უნდა გამოვიყენოთ ამ სულიერ ძიებაში წარმატების მისაღწევად? ბჰაგავანი საყვარლად გვახსენებს ჩვენ დღეს.
ყველა მირიადი განსხვავება რასაც ადამიანი ხედავს მსოფლიოში, არის მხოლოდ ერთი ძირითადი არსების – ბრაჰმანის ვარიაციები ფორმებში. ადამიანი, რომელიც ცდილობს ხის ნაყოფით ტკბობას, ვერ დაკმაყოფილდება მხოლოდ ყვავილების საზრდოობით. მან უნდა ასაზრდოოს ფესვები, ღერო, ტოტები, ფოთლები და ყვავილები. მსგავსად, ადამიანმა ვინც ეძებს უმაღლეს ჯნანას (სიბრძნეს) სათანადოდ უნდა ასაზრდოოს ტანი, შეგრძნებები და გრძნობები. ამ მიზნით, მაძიებელთათვის დანიშნულია ერთგულების ცხრა ფორმა. ჭკუა, როგორც ითქვა, არის მონობის ან განთავისუფლების მიზეზი. ჭკუა არის მსგავსი კლიტის და გული არის გასაღები. როდესაც გასაღები ღმერთისკენ არის შებრუნებული, ხდება განცალკევება. როდესაც ის მსოფლიოსკენ არის შებრუნებული არის მიჯაჭვულობა. ასე ჭკუა არის მიზეზი ერთ-ერთის, განთავისუფლების ან მონობის. ამიტომ ჭკუა უნდა იყოს მიმართული იმისკენ რაც არის წმინდა და სუფთა. მაშინ თქვენ გაატარებთ თავისუფალ, ხალისიან, ნეტარ ცხოვრებას. კაცი ვისაც განვითარებული აქვს ასეთი დამოკიდებულება იქნება ნეტარების მუდმივ მდგომარეობაში. ის იქნება ნეტარების ტანმოსილება.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 23 ნოემბერი.

სატია საი ბაბა