ივლისი

01.07.21.
არსებობს აქსესუარების გარდაუვალი წყვილი ქალბატონების საღამოს ხელჩანთებსა და ჯენტლმენთა ჯიბეებში: სარკე და სავარცხელი. თქვენ გეშინიათ რომ თქვენი მიმზიდველობა არის საფრთხეში როდესაც თქვენი თმა არის ოდნავ მოუწესრიგებელი, ან როდესაც თქვენი სახე აჩვენებს პუდრის ლაქებს; ასე რომ, თქვენ ცდილობთ დაუყოვნებლივ გამოასწოროთ შთაბეჭდილება! იმ დროს როდესაც თქვენ ხართ ასე შეშფოთებული ამ სწრაფად გაუარესებულ პიროვნულ მომხიბვლელობაზე, რამდენად უფრო მეტად უნდა იყოთ თქვენ რეალურად შეშფოთებული შურისა და სიძულვილის მტვერით და პატივმოყვარეობითა და სიბოროტით რომლებიც ბილწავს თქვენს ჭკუასა და გულს? გქონდეთ სარკე და სავარცხელი ამ მიზნისთვისაც! გქონდეთ ერთგულების (ბჰაქტის) სარკე, განსასჯელად ესები არის თუ არა სუფთა, ნათელი და კოხტა. გქონდეთ ასევე ჯნანას ან სიბრძნის სავარცხელი, სიბრძნის რომელიც მიღებულია გარჩევით რაც ასწორებს პრობლემებს, წყვეტს კვანძებს და არბილებს ჩახლართებს გასაკონტროლებლად და კანალიზებისთვის განცდებისა და ემოციების რომლებიც გაფანტულია ველურად ყველა მიმართულებით.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 ივნისი.
02.07.21.
ტანმოსილება ნაჩუქარია მთელი მისი თანდაყოლილი ბრწყინვალებითა და ნაკლოვანებებით რათა იგი გამოყენებული იყოს, სიცოცხლის ყოველ მომენტს, იმ მიზნებისთვის რასაც შეუძლია აკურთხოს დრო მსახურების, მსხვერპლისა და სიყვარულის მეშვეობით. სიტყვა კარმა თარგმნილი როგორც მუშაობა ან მოქმედება ასევე აღწერს საქმიანობებს ნაბრძანებს ვედებით (უძველესი წმინდა წერილებით) ნაწილში სახელდებულად ასე – კარმა კანდა. ესები განკუთვნილია უზრუნველსაყოფად მათი შემსრულებელი ადამიანების, მრავალი მატერიალური სარგებლით. ზოგი მათგან ჰპირდება ჯილდოდ, სამოთხეში ყოფნასაც კი. მაგრამ ესები ყველა შედეგზეა ორიენტირებული. თუმცა ესები ასუფთავებს ჭკუას და ახალისებს თვითაღკვეთას, მათ საუკეთესო შედეგი მოაქვთ, მხოლოდ მაშინ როდესაც მათ მიზნად აქვთ მსოფლიო მშვიდობისა და მსოფლიო კეთილდღეობის მიღწევა! კარმა მაშინ ხდება კარმა-იოგა, კარმა შთაგონებული უანგარო იდეალებით. ყველა ქმედება შესრულებული ადამიანების მიერ თავიანთი ნებისა და სურვილების უფლისადმი დანებების შემდეგ ხდება იმდენად წმინდა და ისეთი სუფთა რომ მათი მოქმედებები არავის ბოჭავს, არც ტანჯვის რკინის ჯაჭვით და არც ლხენის ოქროს ჯაჭვით.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 10 სექტემბერი.
03.07.21,
ღმერთის მიმართ, შეცდომების ძებნა ჩამოვიდა დროს დასაწყისიდან; ეს არ არის ახალი. მაგრამ დღევანდელმა ადამიანებმა შეიძლება შექმნან რამე ახალი ზღაპრები. კარგი, თქვენ რატომ უნდა მიიტანოთ ასეთი უმართებულობა გულთან? მიიღეთ ეს რომ ისინი იხსენებენ სვამის ამ საშუალებით! ხსოვნა სიყვარულის და ხსოვნა სიძულვილის არის ორი სახეობა. უკანასკნელი არის უმეცრებაზე დაფუძნებული ილუზია (ა-ვიდია მაია) და დაკავშირებულია ვნების ხარისხთან (რაჯოგუნათან). პირველი არის ცოდნაზე დაფუძნებული ილუზია (ვიდია-მაია) და დაკავშირებულია სიმშვიდის ხარისხთან (სათვა-გუნასთან). უმეცრებაზე დაფუძნებული ილუზია შედეგდება მწუხარებაში; ცოდნაზე დაფუძნებული ილუზია შედეგდება ნეტარებაში (ანანდაში). თქვენ იკითხავთ რას იგებენ ისინი, სწორია? მათ არ სჭირდებათ რამე მოგება; სხვებთან შეცდომების პოვნა გახდა მათი ჩვევა; ისინი ამას ასრულებენ როგორც მათ მოვალეობას. როგორც ნათქვამია: ”რა აინტერესებს ჩრჩილს სარი ღირს ასი ტანკა თუ არის იაფი? ღრღნა და დახევა არის მისი ბუნება. ” იცის მან საგნების ფასი? ასე რომ იყავით მშვიდად, გაცნობიერებით რომ ამ შეცდომების მაძიებელთა სამუშაო არის იგივე როგორიც ჩრჩილების სამუშაო.
– სანდეჰა ნივარინი, თავი 2.
04.07.21.
მე მოგცემ შენ ზოგიერთ ამორჩეულ ძვირფასეულობას, ქცევის წესებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეაგროვე ესები და შეინახე განძივით კარგად. განცადე ესები კარგად, ჩადე ესები პრაქტიკაში და მიიღე სიხარული იქედან. ატარე ეს ძვირფასეულობები და შეიმკე შენი თავი. 1. ღმრთიური სიყვარული (პრემა) განხილული უნდა იყოს როგორც სიცოცხლის სუნთქვა. 2. სიყვარული რაც არის გაცხადებული ყველაფერში თანაბრად – გწამდეთ რომ ეს სიყვარული არის უზენაესი მე (პარამატამა). 3. ერთი პარამატმა არის ყველაში, სიყვარულის ფორმით. 4. უფრო მეტად ვიდრე სიყვარულის ყველა სხვა ფორმაზე, ადამიანის პირველი ძალისხმევა უნდა იყოს მისი სიყვარულის დასაფიქსირება უფალზე. 5. ასეთი სიყვარული მიმართული ღმერთისკენ არის ბჰაკტი; ეს არის ფუნდამენტური გამოცდა, ბჰაკტის მონაპოვარი. 6. ისინი ვინც ეძებენ ათმას ნეტარებას არ უნდა გამოედევნონ გრძნობითი ობიექტების სიხარულს. 7. ჭეშმარიტება (სატია) მოპყრობილი უნდა იყოს როგორც სიცოცხლის მომცემი როგორც თვით სუნთქვა. 8. ისევე როგორც ტანი რომელიც არ სუნთქავს არის უსარგებლო და იწყებს ხრწნას და ყროლვას რამდენიმე წუთში, ამის მსგავსად, სიცოცხლე ჭეშმარიტების გარეშე არის უსარგებლო და ხდება დავისა და დარდის მყრალი საბინადრო. 9. დაიჯერე რომ არ არსებობს რამე უფრო დიდი ვიდრე ჭეშმარიტება, რამე უფრო ძვირფასი, უტკბესი და უფრო ხანგრძლივი.
– სანდეჰა ნივარინი, თავი 7.
05.07.21.
ქცევის 46 წესიდან: 10. ჭეშმარიტება არის ყოვლისდამცავი ღმერთი. არ არსებობს უფრო ძლევამოსილი დამცველი ვიდრე ჭეშმარიტება. 11. უფალი ვინც არის სატიასვარუპა (ჭეშმარიტების ტანმოსილება) ჩუქნის თავის დარშანს (ხილვას) მათზე ვინც სიმართლეს მეტყველებს და მოსიყვარულე გულიანია. 12. გქონდეთ შეუმცირებელი კეთლმოსურნეობა ყველა არსების მიმართ და აგრეთვე თავგანწირვის სული. 13. თქვენ ასევე უნდა დაეუფლოთ გრძნობების კონტროლს, აღუშფოთებელ ხასიათს და მიუჯაჭველობას. 14. იყავით ყოველთვის მზად საბრძოლველად წინააღმდეგ ოთხი ცოდვის რომლის ჩასადენად ენა არის მიდრეკილი: 1. ტყუილის თქმა, 2. სხვებზე ლაპარაკი, 3. ავსიტყვობა და 4. ძალიან ბევრი ლაპარაკი. საუკეთესოა მცდელობა ამ მიდრეკილებების კონტროლისკენ. 15. ეცადეთ თავიდან აიცილოთ ხუთი ცოდვა რასაც ტანმოსილება იდენს: კვლა, მრუშობა, ქურდობა, სმა დამათრობელი სასმელების და ხორცის ჭამა. ეს არის დიდი დახმარება უმაღლესი ცხოვრებისთვის თუ ესები ასევე დაჭერილია ისე შორს როგორც შესაძლებელია.
– სანდეჰა ნივარინი, თავი 7.
06.07.21.
ქცევის 46 წესიდან: 16. უნდა იყოთ ყოველთვის ფხიზლად, წუთით უზრუნველობის გარეშე, რვა ცოდვის წინააღმდეგ რასაც ჭკუა იდენს: კამამ ან ძლიერი სურვილი; კროდჰამ ან რისხვა; ლობჰამ ან სიხარბე; მოჰამ ან მიჯაჭვულობა; მოუთმენლობა; სიძულვილი, ეგოიზმი, სიამაყე. კაცის პირველადი მოვალეობაა დაიჭიროს ეს ყველაფერი თავისგან უსაფრთხო მანძილზე. 17. კაცის ჭკუა სწრაფად ჩქარდება, მიედევნება მცდარ მოქმედებებს. მასზე ამგვარი აჩქარების დანებების გარეშე, ამ დროს გაიხსენეთ უფლის სახელი ან შეეცადეთ გააკეთოთ რაღაც კარგი საქმე ან სხვა რამ. ისინი ვინც ასე აკეთებენ აუცილებლად გახდებიან ვარგისი უფლის წყალობისთვის. 18. ჯერ უარი თქვით სხვების აყვავების აუტანლობის და მათთვის ზიანის მიყენების სურვილის ცუდ მიდრეკილებებზე. იყავით ბედნიერი რომ სხვები არიან ბედნიერნი. ისიმპატიზეთ მათთან ვინც არიან გაჭირვებაში და ისურვეთ მათი აყვავება. ეს არის ღმერთისადმი სიყვარულის კულტივირების საშუალება. 19. მოთმინება არის ყველა ძალა რაც კაცს სჭირდება. 20. ისინი მოწადინებულნი სიხარულში ცხოვრებაზე ყოველთვის უნდა იყვნენ კარგის კეთებაში.
– სანდეჰა ნივარინი, თავი 7.
07.07.21.
ქცევის 46 წესიდან: 21. ადვილია დამარცხება რისხვის სიყვარულით, მიჯაჭვულობის განსჯით, სიცრუის სიმართლით, ცუდის კარგით და სიხარბის ქველმოქმედებით. 22. პასუხი არ უნდა გაეცეს ბოროტ სიტყვებზე. თქვენი საკუთარი სიკეთისთვის, იყავით დიდ მანძილზე მათგან; გაწყვიტეთ ყველა ურთიერთობა ასეთ ადამიანებთან. 23. ეძებეთ კარგ კაცთა კომპანია, თუნდაც თქვენი ღირსებისა და სიცოცხლის მსხვერპლით. მაგრამ ელოცეთ ღმერთს გაკურთხოთ თქვენ კარგ კაცსა და ცუდს შორის განსხვავებისთვის საჭირო გარჩევით. თქვენ ასევე უნდა ეცადოთ გარჩევას, თქვენთვის მოცემული გონების გამოყენებით. 24. მათ ვინც იპყრობს ქვეყნებს და იღებს დიდებას მსოფლიოში აცხადებენ გმირად, ეჭვი არ არის; მაგრამ ისინი ვისაც დაპყრობილი აქვს გრძნობები არიან გმირები ვინც უნდა გამოცხადდნენ როგორც უნივერსალური დამპყრობლები. 25. რაც არ უნდა მოიმოქმედოს კარგმა ან ცუდმა ადამიანმა, მისი ნაყოფი მიჰყვება მას და არასდროს შეწყვეტს მის დევნას.
– სანდეჰა ნივარინი, თავი 7.
08.07.21.
ქცევის 46 წესიდან: 26. სიხარბეს მოაქვს მხოლოდ დარდი; კმაყოფილება არის უკეთესი. არ არსებობს ბედნიერება უფრო დიდი ვიდრე კმაყოფილება. 27. საზიანო გარიგებების მიდრეკილებები უნდა ამოიგლიჯოს ფესვებით და გადაიყაროს. თუ დაშვებულია არსებობა, ეს ძირს გამოუთხრის თვით სიცოცხლეს. 28. ატარეთ ორივე დანაკარგიც და მწუხარებაც მამაცურად; ეცადეთ და მოძებნეთ გეგმები სიხარულისა და სარგებლის მისაღწევად. 29. როდესაც თქვენ ხართ შეპყრობილი ბრაზით, აპრაქტიკეთ სიჩუმე ან გაიხსენეთ უფლის სახელი. არ გაახსენოთ თქვენს თავს ნივთების შესახებ რომლებიც აანთებს ბრაზს უფრო მეტად. ეს მოგაყენებთ უამრავ ზიანს. 30. ამ მომენტიდან თავი დააღწიეთ ყველა ცუდ ჩვევას. არ შეაყოვნოთ ან არ გადადოთ. მათ არ შემოაქვთ ყველაზე უმნიშვნელო სიხარული. 31. ეცადეთ, იმდენად რამდენადაც შესაძლებელია თქვენი საშუალობებით დააკმაყოფილოთ ღარიბის საჭიროებები, ვინც ნამდვილად არის დარიდრა ნარაიანა (უფალი ღარიბის ფორმაში). გაანაწილეთ მათთან ყველაფერი საკვები რაც გაქვთ და გახადეთ ისინი ბედნიერი უკიდურეს შემთხვევაში ამ მომენტში.
– სანდეჰა ნივარინი, თავი 7.
09.07.21.
ქცევის 46 წესიდან: 32. რასაც კი თქვენ გრძნობთ რომ არ უნდა გაკეთდეს თქვენს მიმართ სხვების მიერ, თავი აარიდეთ ამის გაკეთებას სხვების მიმართ. 33. შეცდომებისა და ცოდვებისთვის, რომლებიც უმეცრებით გაქვთ ჩადენილი მოინანიეთ გულწრფელად და ეცადეთ არ გაიმეოროთ ესები კვლავ. ელოცეთ ღმერთს გაკურთხოთ თქვენ ძალითა და მამაცობით რომლებიც საჭიროა სწორ გზაზე დასადგომად. 34. თქვენთან ახლოს მოსვლის ნება არ მისცეთ რამეს რაც გაანადგურებს თქვენს მისწრაფებას და ენთუზიაზმს ღმერთის მიმართ. ენტუზიაზმის უქონლობა გამოიწვევს კაცის ძალის დასუსტებას. 35. არ დანებდეთ სიმხდალეს; უარი არ თქვათ ნეტარებაზე (ანანდაზე). 36. არ გაიბეროთ როდესაც ადამიანები გაქებენ თქვენ. არ დაითრგუნოთ როდესაც ადამიანები გკიცხავენ თქვენ. 37. თუ თქვენს მეგობრებს შორის ვინმე ერთს სძულს მეორე და იწყებს ჩხუბს, არ ეცადოთ მასზე მეტი ცეცხლის მოდებას და მათ მიერ ერთმანეთის უფრო მეტად შეძულებას. ნაცვლად, ეცადეთ სიყვარულით და სიმპატიით აღადგინოთ მათი წინანდელი მეგობრობა.
– სანდეჰა ნივარინი, თავი 7.
10.07.21.
ქცევის 46 წესიდან: 38. ნაცვლად სხვების შეცდომების ძებნის, ეძებეთ თქვენი საკუთარი; ამოძირკვეთ ეს, გადაყარეთ ეს შორს. საკმარისია თუ თქვენ მოძებნით და აღმოაჩენთ თქვენი შეცდომებიდან ერთს. ეს უკეთესია ვიდრე სხვებში ათობით ასი შეცდომის აღმოჩენა. 39. მაშინაც კი, თუ თქვენ არ შეგიძლ;იათ ან არ აკეთებთ რამე პუნიას ან კარგ საქმეს, არ ჩაიფიქროთ ან შეასრულოთ რამე პაპა, ან ცუდი საქმე. 40. რაც გინდა თქვას ხალხმა შეცდომების შესახებ რომლებიც იცით თქვენ რომ არ არის თქვენში, არ შეიხოთ ესები; რაც ეხება შეცდომებს რომლებიც არის თქვენში, ეცადეთ გამოასწოროთ ეს თქვენ თვითონ, თუნდაც სხვების მიერ თქვენთვის მათ მითითებამდე. არ განრისხდეთ ან გამწარდეთ იმ ადამიანებზე ვინც მიგითითებთ თქვენს შეცდომებს. არ უპასუხოთ, მათი შეცდომების მითითებით, არამედ აჩვენეთ თქვენი მადლიერება მათ მიმართ. მათი შეცდომების აღმოჩენის მცდელობა არის დიდი შეცდომა თქვენი მხრიდან. თქვენთვის კარგია თქვენი შეცდომების ცოდნა. კარგი არ არის თქვენთვის სხვების შეცდომების ცოდნა.
– სანდეჰა ნივარინი, თავი 7.
11.07.21.
ქცევის 46 წესიდან: 41. როცა კი თქვენ მცირედ მოიცლით, არ დახარჯოთ ეს საუბრებში ყველას შესახებ ერთად და თითეულზე ცალ-ცალკე, არამედ გამოიყენეთ მედიტირებაში ღმერთზე ან სხვების მსახურების შესრულებაში. 42. უფალი გაიგება მხოლოდ ერთგულის (ბჰაკტის) მიერ. ბჰაკტა გაიგება მხოლოდ უფლის მიერ. სხვანი ვერ შეძლებენ მათ გაგებას. ამიტომ არ განიხილოთ საკითხები უფალთან დაკავშირებით მათთან ვინც არ არის ბჰაკტი. ასეთი განხილვა შეამცირებს თქვენს ერთგულებას. 43. თუ ვინმე გელაპარაკებათ თქვენ რომელიმე საკითხზე არასწორად გაგებით, იფიქრეთ არა სხვის არასწორ შეხედულებებზე რომლებიც დაყრდნობილია ამ პოზიციაზე არამედ დაიჭირეთ მხოლოდ კარგი და ტკბილი, იმაში რასაც ის ლაპარაკობს. ჭეშმარიტი მნიშვნელობა შეფასებული უნდა იყოს როგორც სასურველი, არა მცდარი მნიშვნელობა ან ბევრი მნიშვნელობა, რომლებიც არ იძლევა მნიშვნელობას საერთდ და იწვევს მხოლოდ ნეტარების (ანანდას) დაბრკოლებას.
– სანდეჰა ნივარინი, თავი 7.
12.07.21.
ქცევის 46 წესიდან: 44. თუ თქვენ გსურთ კულტივიროთ ერთმიზნობრიობა, მაშინ როცა ხართ ბრბოში ან ბაზარში, არ გაფანტოთ თქვენი ხედვა ყველაფერზე და ოთხივ კუთისკენ, არამედ ხედეთ გზა მხოლოდ თქვენს წინ, სრულიად საკმარისი თქვენი თავისთვის უბედური შემთხვევების ასარიდებლად. ერთმიზნობრიობა ხდება მყარი თუ მიდიხართ გზიდან თქვენი ყურადღების გადატანის გარეშე, თუ თქვენ მუდამ თავს არიდებთ საფრთხეებს, და თუ თქვენ არ ამზერთ თქვენს თვალებს სხვა ფორმებზე! 45. უკუაგდეთ ყველა ეჭვი გურუსთან და ღმერთთან დაკავშირებით. თუ თქვენი მიწიერი სურვილები არ სრულდება, არ დააბრალოთ ეს თქვენს ერთგულებას. ვინაიდან არ არსებობს კავშირი ასეთ სურვილებსა და ღმერთისადმი ერთგულებას შორის. ეს მიწიერი სურვილები იქნება უარყოფილი რომელიღაც დღეს; ბჰაკტის გრძნობა მიღწეული იქნება როდესღაც. იყავი მყარად დარწმუნებული ამაში.
– სანდეჰა ნივარინი, თავი 7.
13.07.21.
ქცევის 46-ე წესი: თუ თქვენი მედიტირება (დჰიანამ) ან ლოცვა (ჯაფამ) არ პროგრესირებს სათანადოდ ან თუ სურვილები რომლებსაც თქვენ გულში ატარებთ არ ხორციელდება, არ მიიღოთ გულდამძიმება ღმერთით. ეს დაგამწუხრებთ თქვენ მეტადაც კი და თქვენ დაკარგავთ მშვიდობას, მცირესაც და დიდსაც, რაც თქვენ შეიძლება გაქვთ გამომუშავებული. დჰიანამის და ჯაფამის განმავლობაში თქვენ არ უნდა იყოთ გულდამძიმებული, სასოწარკვეთილი და მოწყენილი. როდესაც ასეთი გრძნობები მოდის, მიიღეთ ეს რომ ეს არის თქვენი სადჰანის (სულიერი ვარჯიშის) შეცდომა და ეცადეთ აკეთოთ იგი სწორად. თქვენ შეიძლება ადვილად მიაღწიოთ ღმრთიურ პრინციპს მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ ავტომატურად იქცევით და მოქმედებთ ამგვარად თქვენს ყოველდღიურ საქმის წარმოებასა და ყველა მოქმედებაში. აქედან გამომდინარე, მყარად დაეუფლეთ ამ ქცევის წესებს. დაღეჭეთ და შეითვისეთ ეს ნათქვამი ტკბილეული, რაც განაწილდა და იყავით ბედნიერი!
– სანდეჰა ნივარინი, თავი 7.
14.07.21.
ჭკუის ბუნების გამოკვლევით აღმოჩნდება რომ მას არ აქვს არსებობა ცალკე აზრებისგან რომლებიც წარმოიშობა გრძნობის ორგანოების მეშვეობით. აქედან ბრძენებმა განაცხადეს: სანკალპა ვიკალპატმაკამ მანაბა – აზრები და ეჭვები შეადგენს ჭკუის არსს. ჭკუის კონტროლს ქვეშ მოსაყვანად, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი თავი გონებრივი მღელვარების მთელი პროცესისგან. თუ ჩვენ გვსურს ბანაობა ზღვაში რომელიც აღელვებულია ტალღებით, ჩვენ არ შეგვიძლია დაველოდოთ სანამ ტალღები ჩაცხრება და ზღვა დამშვიდდება. ამის მსგავსად, სისულელე იქნება დაველოდოთ ჭკუაში მღელვარების შეწყვეტას ღმრთიური ნეტარების განცდისთვის. მუდმივი ფიქრით გრძნობით განცდებზე ჭკუა იძენს ფორმას. განსაცდელების დაკავშირებით „მე“-სთან როგორც განმცდელთან, გამორჩეული ინდივიდუალის (ეგოს) ცნობიერება წარმოიშვება. ამისგან, ვითარდება სურვილები და სურვილებისგან ჭკუა იძენს ფორმას.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 12 ოქტომბერი.
15.07.21.
ქსოვილის ნაჭერში, როდესაც ძაფებს გამოაცლით, მხოლოდ ბამბა დარჩება და თუ ბამბას დაწვავთ ქსოვილი წყვეტს არსებობას. მსგავსად, როდესაც სურვილებს მოიცილებთ, “მე” და ჭკუა წავა. ნათქვამია რომ ჭკუის მოსპობა არის საშუალება ღმერთის გასაცნობიერებლად. ჭკუის შეწყვეტა უეჭველად შეიძლება გამოიხმოთ სურვილების ეტაპობრივი მოცილებით, ქსოვილიდან ძაფების გამოცლის მსგავსად. ბოლოს, სურვილები უნდა განადგურდეს მიუჯაჭველობის ცეცხლში (ვაირაგიაში). შეხედეთ ცხოვრებას როგორც ერთ ხანგრძლივ სარკინიგზო მოგზაურობას. ამ მოგზაურობაში, კარგი არ არის მძიმე ბარგის ტარება. გზად არის სადგურები როგორიცაა ართი (ტანჯვა), არტარტი (ობიექტების სურვილი), ჯიგნასუ (გაგების სურვილი) და ჯნანი (თვითრეალიზება). ნაკლებ ტვირთს ადამიანი ატარებს უფრო ადვილად და მან სწრაფად შეიძლება გაიაროს სხვადასხვა ეტაპი და მიაღწიოს დანიშნულების ადგილს. პირველი აუცილებელი რამ, აქედან გამომდინარე, არის სურვილების აღმოფხვრა.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 12 ოქტომბერი.
16.07.21.
კაცი არ იყენებს თავის გრძნობის ორგანოებს სწორად. მას აქვს თვალები, მაგრამ ვერ ხედავს კარგს. მას აქვს ყურები, მაგრამ არ ისმენს კარგს. არსებობს მისი გამოსწორების მხოლოდ ერთი გზა. მას უნდა აჩვენონ სულიერი გზა და დაეხმარონ ჭეშმარიტების, სიყვარულისა და თავგანწირვის სათნოებათა განვითარებაში. ის უნდა გადააჩვიონ ეგოისტური დევნებისგან და ამპარტავნებისა და სიამაყისგან. მისი ჭკუა, რომელიც ნამდვილი დამნაშავეა, უნდა განიწმინდოს ყოველგვარი ბოროტებისგან. მას სწამს ყალბი და არარეალური და არ სიამოვნებს ჭეშმარიტება, სიკეთე და სილამაზე. მას შეუძლია დაეუფლოს რეალურ სიმშვიდესა და სიხარულს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის შეატრიალებს თავის აზრებს ღმერთისკენ და მოაშრებს მსოფლიოს წვრილმან ზიზილ-პიპილებისგან. ღმერთში რწმენის გარეშე არ არსებობს რამე რასაც შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა, როგორიც გინდა იყოს მისი ცოდნა და სიმდიდრე!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 12 ოქტომბერი.
17.07.21.
განათლების პროცესი (ვიდია) გვასწავლის, რომ კოსმოსი არის უფლის თამაშის გამოვლინება და სხვა არაფერი. უპანიშადები აცხადებს ამ ჭეშმარიტებას ასე: ეს სამყარო არის უფლის ადგილსამყოფელი: ისავასიამ იდამ ჯაგატ. ამიტომ, ვერავინ შეძლებს მიიღოს პირადი ფლობის გრძნობა ან უმნიშვნელო ეგოთიზმიც კი. უარი თქვით მიჯაჭვულობის განცდაზე და იგრძენით უფლის ყოფნა ყველგან! კეთილად მიიღეთ სულიერი ნეტარება (ანანდა), რომელსაც უფალი, როგორც სულიერი ნეტარების ტანმოსილება, მოგანიჭებთ და განცადეთ ის მადლიერებით და სურვილით შეუზღუდავად მყოფობით. ეს არის ბრძენთა და წინასწარმეტყველთა (რიშების) გზავნილი. უარი თქვით გრძნობებზე “მე” და “შენ”; მხოლოდ შემდეგ შეგიძლიათ გაიგოთ დიდება იმის რაც არის არც “მე” და არც “ჩემი”. ეს არ გულისხმობს თქვენს უარის თქმას ყველაფერზე. ნამდვილი სწავლება (ვიდია) მიუთითებს რომ მსოფლიო უნდა განიხილებოდეს ისე როგორც მოვალეობა მოითხოვს, მაგრამ განჯაჭვულობის სულით, ჩახლართვის აცილებით.
– ვიდია ვაჰინი, თავი 1.
18.07.21.
ბევრმა არც კი იცის მნიშვნელობა ფრაზის უმაღლესი მშვიდობა (პრაშანტი). ეს არის არსი ინდივიდის და, ყოველი სულიერი ასპირანტისთვის (სადაჰაკასთვის), მათი თვით სუნთქვა. ამ სიტყვას თითოეული იღებს რაღაც განსხვავებული მნიშვნელობით. ბევრი გრძნობს მათ აქვთ მშვიდობა როდესაც რამე ამსოფლიური სურვილი რაც იყო მათი გამაღიზიანებელი დაკმაყოფილებულია! მაგრამ ეს არ არის ნამდვილი მშვიდობა; ეს არის მხოლოდ დროებითი ხანმოკლე ინტერვალი ერთ საფიქრალსა და მეორეს შორის. მარცვალი ‘პრა’ პრაშანტიში ნიშნავს გაფართოებას, გადიდებას (ვიკასას), ასე რომ პრაშანტი ნიშნავს მშვიდობის ტიპს, ანუ სურვილის, რისხვის, სიხარბის და სიძულვილის არარსებობას! უმაღლესი მშვიდობა ნიშნავს მშვიდობას მიღწეულს სურვილის (კამას) და რისხვის (კროდას) ქვეშ გაერთიანებული ხარისხების წარმატებით მოცილებით. ელიმინაციის ეს პროცესი, სახელწოდებით “განვითარება აღუშფოთველობის (სამა)”, ძალზე არსებითია ყველასთვის. ყველა სულიერი მაძიებელი მუდმივად უნდა იყოს დაკავებული მისი პრაქტიკით.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 1.
19.07.21.
სურვილებზე უარისთქმა არის არსებობის რეალური ამოცანა, ყველა ძალისხმევის მიზანი. ეს გულისხმობს უარის თქმას ვნებაზე, რისხვაზე, სიხარბესა და სიძულვილზე. ფუნდამენტური უარი უნდა იყოს იმაზე რაც არის სურვილებისგან. სხვა გრძნობები და ემოციები მისი თანმხლები რეაქციებია. ჩვენ ვამბობთ: ”ვისაც ხელში აქვს მშვილდი (კოდანდაპანი)”; ეს არ ნიშნავს, რომ მას ისრებიც აქვს ხელში? აქ მშვილდი გულისხმობს ისრებს! იგივენაირად, სურვილი გულისხმობს არსებობას ვნების, რისხვის, სიხარბის და ა.შ. ესები ბოლოს არის ჯოჯოხეთის ნამდვილი კარიბჭეები. შური არის ჭანჭიკი, სიამაყე არის გასაღები. განბლოკეთ და მოხსენით ჭანჭიკი, თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ! რისხვა დააბინძურებს მიღებულ სიბრძნეს. დაუოკებელი სურვილი გააფუჭებს ყველა ქმედებას. სიხარბე გაანადგურებს ერთგულებას და მიძღვნას. ბრაზი, სურვილი და სიხარბე ძირს უთხრის ქმედებებს, სულიერ სიბრძნეს და ერთგულებას და ათავხედებს ადამიანს! ბრაზის ძირითადი მიზეზი არის სურვილი, ხოლო სურვილი არის უმეცრების (აჯნანას) შედეგი. ასე რომ, ის რაც უნდა იყოს მოშორებული ეს არის ძირითადი უმეცრება!
– ვიდია ვაჰინი, თავი 4.
20.07.21.
მშვიდობა არის ყველა ბედნიერებისა და ყველა სიხარულის სანერგე. თიაგარაჯამ ეს იცოდა, ამიტომ მღეროდა: ”არ არის მშვიდობა, არ არის ბედნიერება”. ყველა ადამიანს სჭირდება ეს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, იქნებიან ისინი თავშეკავებული კაცები თუ ვედანტინები, ასკეტები თუ მეცნიერები, ღმრთისმოსავი კაცები თუ ფილოსოფოსები. მაგრამ ადამიანები უძლურნი არიან დადგნენ წყნარად თუნდაც ერთი წუთი! უბრალო რისხვის არარსებობა არ შეიძლება მიჩნეული იყოს მშვიდობად. სასურველი ობიექტის მოპოვება და მისი მიღების შემდეგ კმაყოფილება არ უნდა აირიოს მშვიდობასთან. მშვიდობა რამაც გული მოიცვა არ უნდა შეირყეს შემდგომში რაიმე მიზეზით; მხოლოდ მშვიდობის (შანთის) ეს ტიპი იმსახურებს უზენაესი მშვიდობის (პრაშანტის) წოდებას. უზენაეს მშვიდობას არ აქვს აწევები და დაწევები; ეს არ შეიძლება იყოს ნაწილობრივი გასაჭირში და სრული კეთილდღეობაში. ეს არ შეიძლება იყოს ერთი რამ დღეს და მეორე ხვალ. ყოველთვის შენარჩუნება იგივე ანალოგიური ნეტარების (ანანდას) დენის, ეს არის უზენაესი მშვიდობა.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 1.
21.07.21.
ადამიანი არის ტანმოსილების, ჭკუისა და სულის (ათმას) სამერთიანი კომპოზიტი. შედეგად, ადამიანს აქვს სამი ბუნება თავის ზნეში: (1) დაბალი, ცხოველური ბუნება, (2) ადამიანის ბუნება, სავსე ამსოფლიური ცოდნით და უნარებით და (3) ადამიანის ნამდვილი ბუნება, კერძოდ, ღმრთიური, ათმური ბუნება. ამ მესამე ბუნების შეგნება და მასში თავის დამკვიდრება – ეს არის სულიერი განათლება (ვიდია). ტანმოსილება არის მანქანა ხუთი ელემენტით როგორც მისი შემდგენლებით: სივრცით, ჰაერით, ცეცხლით, წყალით და მიწით. ღმერთი თამაშობს მათით, თვით უხილავი. ტანმოსილება არის ხე; საკუთარი თავის სიყვარული არის ფესვი; სურვილები არის ის ტოტები რომლებსაც იგი უშვებს; ხარისხები, ატრიბუტები და ქცევის ტიპები დაფუძნებული ძირითად ბუნებაზე არის ყვავილები გამოსული იქიდან; და სიხარული და მწუხარება არის ის ნაყოფები, რომელსაც ის გთავაზობთ. ადამიანის ტანმოსილება არის მსოფლიო თავისთავად. სისხლი მიედინება და აცოცხლებს ტანმოსილების ყველა ნაწილს. ღმერთი მიედინება შიგნით და გავლით ააქტიურებს მსოფლიოს ყველა წერტილს!
– ვიდია ვაჰინი, თავი 5.
22.07.21.
საპონი და წყალი საჭიროა ადამიანის ტანსაცმელზე დაგროვილი ჭუჭყის გასარეცხად. ასევე, სულიერი ცოდნა და მონანიება არის აუცილებელი როდესაც ადამიანი წუხს მოიცილოს ჭუჭყი დადებული ჭკუაზე. მხოლოდ მაშინ როდესაც ორივე შესრულდება, შეიძლება ცნობიერების დონეები სრულიად გაიწმინდოს. არც ერთ მანქანას არ შეუძლია ორი ბორბლის გარეშე გადაადგილება და ვერც ფრინველი იფრენს ერთ ფრთაზე. ასევე, არავინ შეიძლება განიწმინდოს და წარმოდგეს წმინდად სულიერი სწავლისა და სულიერი ასკეტიზმის გარეშე. სულიერი ასკეტიზმი (თაპასი) არ ნიშნავს თავის თავდაყირა დაყენებას, თავი მიწაზე და ფეხები მაღლა დაჭერილი, ღამურების მსგავსად. ეს არ არის უარის თქმა სამფლობელოებზე, საკუთრებაზე, ცოლ-შვილზე ან ცხვირის დაჭერა სუნთქვის დასარეგულირებლად. ფიზიკური მოქმედებები, ხმოვანი მტკიცებები და გონებრივი გადაწყვეტილებები – სამივე უნდა იყოს უნისონში. აზრები, მეტყველება და მოქმედებები – ყველა უნდა იყოს სუფთა. ეს არის ნამდვილი სულიერი ასკეტიზმი. უფრო მეტიც, ეს სამი უნდა იყოს კოორდინირებული არა მოვალეობის იძულებით; არამედ საკუთარი თავის დაკმაყოფილებისთვის. სულიერი ძალისხმევა (თაპასი) უნდა ხორციელდებოდეს საკუთარი შინაგანი ძლიერი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ეს ბრძოლა არის თაპასის არსი!
– ვიდია ვაჰინი, თავი 12.
23.07.21.
ნამდვილი თვითაღკვეთა არის საკუთარი თავის გადაცემა. შემდეგ, გურუ უბოძებს თავისუფლებას მისადევნად ადამიანის საკუთარი ნების, როგორც კრიშნამ გააკეთა. ”საყვარელო არჯუნა! როგორც შენ ინებებ, ისე იმოქმედე (იატეჩჩასი, ტატაა კურუ). კარგად დაფიქრდი. და გააკეთე ისე როგორც შენ მოგწონს ”, – კრიშნამ უთხრა მას. ის გულისხმობდა რომ მან მას მისცა ყველა რჩევა რაც მას სჭირდებოდა და ასევე მიიღო ეგო, რომელიც არჯუნამ უარყო. ასე რომ, არჯუნას შეეძლო ახლა მიეღო თავისუფლება ემოქმედა ისე როგორც მას სურდა, რადგან მისი ნება გახდა მისი (უფლის). ინდივიდს ვინც ამ დონეს მიაღწია უნდა მიეცეს თავისუფლება. გურუმ მკაცრად არ უნდა უბრძანის მოსწავლეს უბრალოდ იმიტომ რომ მოსწავლემ ყველაფერი მიუძღვნა მას. გურუ არ უნდა გადაიქცეს ადამიანად ვინც სიმდიდრეს იპარავს (ვითტა-აპაჰარი), არამედ უნდა იყოს პიროვნება ვინც გულებს იპარავს! გურუ უნდა იყოს მაღვიძარა საათი. გურუმ უნდა გააღვიძოს ისინი ვინც მოცულია უმეცრების ძილით და დააჯილდოოს ისინი სწავლებებით მათი ათმური რეალობის ცოდნაზე.
– ვიდია ვაჰინი, თავი 12.
24.07,21. გურუ პურნიმა
გურუ არის საჭირო როდესაც თქვენ გაქვთ გური (მიზანი ან სწრაფვა ტელუგუზე). თუ თქვენ არ გაქვთ ასეთი სურვილი, რისი გაკეთება შეუძლია მასწავლებელს? ძვირფასი თესლის დაპნევა ქვიშაზე ან კლდეზე არის ნამდვილად ფუჭი! სინათლის დანახვის შინაგანმა მოთხოვნილებამ უნდა გაუგზავნოს ასპირატები მასწავლებელს ან უნდა მიიზიდოს მასწავლებელი იქ სადაც ასპირანტი არის. თქვენ უნდა გაიგოთ და განასხვავოთ: აძლევს საგნები ბედნიერებას? არის ვინმე ბედნიერი? როგორ შეიძლება ადამიანი ბედნიერი იყოს სურვილის გამრავლებით და გააფთრებული ძალისხმევით მძვინვარე ცეცხლის გამოსაკვებად? ბოლოს და ბოლოს, თქვენი საკუთარი გამოცდილებით აღმოაჩენთ, რომ ბედნიერება არის შინაგანი საჩუქარი, სულიერი საგანძური რომლიც შეიძლება მოპოვებული იყოს სიმშვიდის შენარჩუნებით. მთვარე არის ჭკუის თავმჯდომარე ღმრთაება; ეს უნდა ანათებდეს, ცივად და დამამშვიდებლად, მარადიულად, სისრულით, გულის შინაგან ცაზე (ჰრიდაი-აკასაზე). გარეგანი მატერიალური მთვარე იზრდება და იკლებს, მაგრამ შინაგანი ჭკუა უნდა იყოს გაწვრთნილი რომ წინააღმდეგობა გაუწიოს მოდიფიკაციებსა და განწყობებს, და არ ჰქონდეს არავითარი ნიშნები მასზე; ის ყოველთვის უნდა იყოს სავსე მთვარე გამარჯვებული სულიერი ასპირანტისთვის!
– ღმერთის საუბარი, 1962 წლის 17 ივლისი.
25.07.21.
იცოდეთ, რომ ძილიდან გაღვიძება არის მხოლოდ დაბადება და ჩაძინება არის სიკვდილი. ყოველ დილით ილოცეთ გაღვიძებისთანავე: „ოჰ უფალო, ახლა დავიბადე ძილის საშვილოსნოდან. მე გადაწყვეტილი მაქვს დღეს შევასრულო ყველა დავალება, როგორც შეთავაზება შენს წინაშე, შენი მუდამ თანდასწრებით ჩემი ჭკუის თვალწინ. გახადე ჩემი აზრები, სიტყვები და საქმეები წმინდა და სუფთა. ნება მიბოძე მე არავის მივაყენო ტკივილი; დაე არავინ მომაყენოს მე ტკივილი. მიხელმძღვანელე და მიმეგზურე მე, ამ დღეს.“ და როდესაც ღამით ძილის პორტალებში შეხვალთ, ილოცეთ: „ოჰ უფალო! ამ დღის ამოცანები, რომელთა ტვირთიც ამ დილით დაგაკისრე შენ, დასრულებულია. ეს შენ იყავი ვინც მაფიქრება, მალაპარაკებდა, მამოძრავებდა და მამოქმედებდა. ამიტომ შენს ტერფებთან ვდებ ყველა ჩემს აზრს, სიტყვას და საქმეს. ჩემი ამოცანა შესრულებულია. მიმიღე მე, მე ვბრუნდები უკან შენთან. ” მიიღეთ ეს, როგორც თქვენი ყოველდღიური ლოცვა. ეს ლოცვითი დამოკიდებულება ისე განსწავლის თქვენს იმპულსებს რომ შინაგანი ინტელექტი სრულად გამოვლინდება.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 27 ივლისი.
26.07.21.
არ აკეთოთ სულიერი პრაქტიკა ჩართვით და გამორთვით; აკეთეთ ეს უწყვეტად, დისციპლინებული გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება მსგავსი მცენარის მორწყვის რაღაც დროს განმავლობაში, მისი მიტოვება გახმობამდე და დაწყება ხელახლა. ცენტრალური წერტილი წარბებს შორის რაზეც თქვენ გთხოვენ კონცენტრირებას არ წარმოადგენს წერტილს სადაც თქვენი წარბები ერთმანეთს ხვდება შუბლის ცენტრში; ეს არის წერტილი თქვენს შინაგან ცნობიერებაში, თქვენს გულში (ჰრიდაიაში). მსგავსად ციური გოგონების რომლებიც ინდრამ გაგზავნა ბრძენთა ეფიტიმიის გასატეხად, თქვენ მიიღებთ ცხრა მრავალფეროვან მუსიკას მედიტირების დროს, მაგრამ ამით ნუ აღფრთოვანდებით და ნუ შეაჩერებთ თქვენს მედიტირებას. გადაწყვიტეთ გულწრფელი სურვილით წარმატება. გარუდასაც კი არ შეუძლია მიაღწიოს მიზანს, თუ იგი არ გაშლის თავის ფრთებს და ცაში არ ახტება. ასე რომ, დაიწყეთ მოქმედება, გადადგით ნაბიჯი წინ. ეს არის უახლოესი ამოცანა. თქვენი გადაწყვეტილება ამ დღეს უნდა დაიწყოს წარმატების გულწრფელი სურვილით. სინათლე დაიღვრება უფლის წყალობით. უფალი მოვიდა თქვენს დასახმარებლად.
– ღმერთის საუბარი, 1962 წლის 17 ივლისი.
27.07.21.
ეს უბრალოდ ითქვა, თქვენ ყველა ხართ სრულად მსგავსი ლოდების, უსწორმასწორო და მყარი, და ერთგულებას შესწევს ძალა გაგხადოთ რბილი და გლუვი. ახლა, რას აკეთებს მოქანდაკე როდესაც ხედავს კარგ ლოდს? ის ჭკუაში გამოსახავს ღმერთის მშვენიერ კერპს, რომელსაც სძინავს ლოდის შიგნით. ის ხდება დაუფლებული ქვის მყარი სახვევისგან კერპის გათავისუფლების იდეით. ის იღებს საჭრისს და აშორებს ზედმეტ ქვას რომელიც დევს ულამაზესი ფიგურის გარშემო, და, ბოლოს, ის ათავისუფლებს გამოსახულებას. ლოდი უნდა გაიტანჯოს მთელი ამ მძიმე გამოკვეთით იმისთვის რომ გახდეს ღმერთის გამოსახულება. ასევე, თქვენ უნდა მოიცილოთ ყველა დაბრკოლება, ყველა სირთულე რომელიც მიგათრევთ თქვენ დაბლა და გხდით თქვენ ლოდად ერთგულის, უმაღლესი რიგის ასკეტის (პარამაჰამსას), ან თუნდაც უზენაესი არსების (პარამათმას) ნაცვლად.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 27 ივლისი.
28.07.21.
ჭკუა ახვევს კოკონს შიგნით ინდივიდუალური სულის დაპატიმრებისთვის. კარმა, რომელიც არის უმეცრების (მაიას) საქმიანობა, კეტავს ინდივიდს თავისი მარწუხებით. ეს არის ჩენჩო რაც აფორმირებს ბრინჯის მარცვლის ზრდას და უფრო მეტი ბრინჯის მცენარის და უფრო მეტი ბრინჯის მარცალის მოსავალს. მოაცილეთ ჩენჩო, და მეტად აღარ არის აღმოცენება! ჩენჩო (კარმა) აიძულებს ინდივიდუალურ სულს აღმოცენდეს და განცადოს სიამოვნება და ტკივილი, გამოწვეული ჭკუაზე წარსული კარგი ან ცუდი მოქმედებებით (ვასანებით) შეუგნებლად დატოვებული შთაბეჭდილებებით და შეასრულოს განწმენდის რიტუალები და წმინდა ცერემონიები. აქედან გამომდინარე, თქვენი საქმიანობის შედეგად თქვენ აჯილდოვებთ და სჯით საკუთარ თავს! თქვენ ახლა დაბადებული ხართ რადგან თქვენ მოისურვეთ აქ მოსვლა. თქვენ მიესწრაფებით დონისკენ რომლისკენაც თქვენი საქმეები გეწევათ ან გამაღლებთ თქვენ! თქვენ ქმნით თქვენს საკუთარ მომავალს თქვენი აზრებით, სურვილებითა და საქმებით.
– ღმერთის საუბარი, 1962 წლის 17 ივლისი.
29.07.21.
ყველა არის მსახიობი უფლის მიერ განზრახული დრამის – თოჯინები ცეკვავენ და მოქმედებენ როგორც ის ეწევა სიმებს. თქვენი როლი შეიძლება იყოს ოფიცრის, ჯარისკაცის, ფერმერის, მათხოვრის ან კლერკის. კარგად შეასრულეთ თქვენი როლი ამგვარად რომ დრამა შეიძლებოდეს იყოს წარმატებული. გააკეთეთ ყველაფერი მიძღვნის სულით, თითქოს თითოეულ მომენტში თქვენ მოქმედებთ, ლაპარაკობთ და გრძნობთ კიდეც პასუხად მიღებული ბრძანებების. მიძღვნის ასეთი განწყობის მისაღებად, ბჰაკტი სუტრები (აფორიზმები ერთგულებაზე) ადგენს ცხრა გზას, მაგრამ უმარტივესი და ყველაზე პრაქტიკული არის ცხოვრება ნაცხოვრები უფლის მუდმივი გახსენებით. რკინის ნაჭერი წყალში იძირება მაგრამ გამოჭედეთ იგი ღრუ ჭურჭელად და იგი მხიარულად ტივტივებს და ატარებს რამე წონასაც კი. ასევე, ადამიანის ჭკუა ადვილად იძირება გრძნობათა ზღვაში; გამოჭედეთ იგი ღრუდ, ჭედეთ იგი უფლის სახელით. იგი უსაფრთხოდ იცურებს სიძნელეების ზღვაზე.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 27 ივლისი.
30.07.21.
უმეცრება (მაია) არის როგორც ტომთა ქალის მოჩვენება, რომელიც ოდესღაც დაეუფლა დიდ პანდიტს ჰიმალაის განდეგილის საყუდარში. უბედური პანდიტი მღეროდა და ცეკვავდა, როგორც ნებისმიერი ტომის გოგონა; ის ილანძღებოდა და იწყევლებოდა პაისაჩის (მოჩვენების) დიალექტით და ყველა საყუდარში გახდა დარცხვენილი მისი კომპანიიდან. ბოლოს, როდესაც აჩრდილი განდევნა და პანდიტი გათავისუფლდა, ის გახდა მისი თავდაპირვანდელი თავისთავი. მას არაფერი ახსოვდა მისი გამოხტომებისა და ყბედობების შესახებ. კაცობრიობა მსგავსად დაუფლებულია უმეცრების მოჩვენების (მაიას) მიერ. მოჩვენება უნდა განიდევნოს. ამ მოჩვენების განდევნის მეთოდს ასწავლის გურუ ან გიტა. არ დაკარგოთ იმედი; იგი შეიძლება გაძევდეს. ნდობა მატებს საჭირო მამაცობასა და ძალას. არ დაეჭვდეთ და არ მიეცეთ უიმედობას. ეს უნდა მოხდეს მიუხედავად იმის თქვენ იღებთ თუ არა კეთილად, ისწრაფვით თუ არა ამისკენ – ეს არის თქვენი დაბადების მიზეზი, მიზანი რომელსაც უნდა მიაღწიოთ. თქვენ არ მოხვედით იარაღად მოჩვენების ხელებში.
– ღმერთის საუბარი, 1962 წლის 17 ივლისი.
31.07.21.
საკუთარი თავის დისციპლინა არის ძირითადი საფუძველი წარმატებული ცხოვრებისთვის. მხოლოდ ამის საშუალებით შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა ნამდვილ და ხანგრძლივ მშვიდობას. და, მშვიდობის გარეშე, არ შეიძლება იყოს ბედნიერება. მშვიდობა არის ათმას ნამდვილი ბუნება. იგი არსებობს მხოლოდ სუფთა გულით; იგი არასოდეს ასოცირდება სურვილებით სავსე ხარბ გულთან. მშვიდობა არის იოგების, ბრძენთა და მცოდნეთა განმასხვავებელი ნიშანი. იგი გარბის ეგოისტებისა და გრძნობადებისგან. მას სძულს ასეთი პირების კომპანია. მშვიდობა სავსეა სულიერი ამაღლებითა და სიბრძნით რაც არის ნეტარების ბუნებრივი თანმხლები. ნამდვილი მშვიდობა მოიპოვება მხოლოდ გრძნობების კონტროლით. შემდეგ, მას შეიძლება ეწოდოს უმაღლესი მშვიდობა. ამ ეტაპის განცდა არის “უზენაესი მშვიდობის ნაკადი” (პრაშანტი ვაჰინი). მშვიდობა მოიპოვება და შენარჩუნდება დარღვევის გარეშე დამშვიდებით გონებრივი მღელვარების რაც ზვირთდება ტალღების მსგავსად, და მოწონების, ათვალიწუნების, სიყვარულის, სიძულვილის, მწუხარების, სიხარულის, იმედისა და იმედგასრუების მორევისა და მორევის ტრიალის დონის გასწორებით.
– პრაშანტი ვაჰინი, თავი 2.

შრი სატია საი ბაბა