1.03.21.
ნაპერწკლები რომლებიც ცეცხლის ალიდან გამოდის მიდის შორს და მალე ნაცარი ან მუქი მტვერი ხდება. სინამდვილეში, ყველა ფუნდამენტურად არის ათმა, მაგრამ, ადამიანი შორს მიმავალი ამ რეალობის ცნობიერებისგან, აქცევს საკუთარ თავს ნაცარად ან მუქ მტვერად. როდესაც თქვენი აზრები ტრიალებს თქვენი სურვილის გარშემო პრაშანტის (უზენაესი მშვიდობის) მისაღწევად, როდესაც თქვენი საქმეები მიმართულია მისი მიღწევისთვის სფუძვლად დადებული რეჟიმით, როდესაც თქვენი სიტყვები არის რბილი, ტკბილი და გაჟღენთილია სიყვარულით, თქვენ შეგიძლიათ, უეჭველად, ისიამოვნოთ ამ ცეცხლის სითბოთი. ხშირად, როდესაც თქვენ შეხედავთ პრაშანტი ნილაიამის გარშემო მდებარე ბორცვების მწკრივს, თქვენ შეიძლება დაინახოთ განსაკუთრებით ზაფხულში, სინათლის ზოლები სწრაფად მხოხავი თავებზე. ეს გამოწვეულია მცენარეულობის გადამდები ალის გამო. თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ სინათლე შორიდან, მაგრამ თქვენ ვერ დატკბებით ცეცხლთან სითბოთი. ასე რომ, თქვენ მხოლოდ ხედავთ საი ბაბას; თქვენ ვერ იღებთ წყალობას რის მოსაცემად ის არის მზად. მიზეზი არის – თქვენ არ უძღვნით სვამის ყველა თქვენს აზრს, სიტყვას და საქმეს!
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის მაისი.
2.03.21.
სანამ ჩვენს გულებში არის სიბრაზისა და ეგოს განცდა, ჩვენ ვერ ვიგრძნობთ თავს კარგად ჩვენს ცხოვრებაში და თავს ვიგრძნობთ ავადმყოფად ჩვენს ჭკუაში. ის ვინც სიბრაზით არის გატაცებული შეძულებული იქნება ხალხის მიერ რადგან ის უამრავ ცუდ საქმეს ჩაიდენს. რისხვას მიჰყავს მრავალ დიდ ცოდვამდე. მაშასადამე ჩვენ უნდა ვეცადოთ ვაკონტროლოთ ეს რისხვის ემოცია. თუ ჩვენ მიზნად ვისახავთ ტრანსცენდენტალური რეალობისა და ღმრთაებრიობის მიღწევას, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ამ რისხვის დიდი ემოციის კონტროლს ქვეშ მოყვანა. რისხვა გამოწვეულია სისუსტით. ეს არის არა ტანისამოსის არამედ ჭკუის სისუსტე. ჩვენი ჭკუისთვის ძალის მისაცემად და ჩვენი ჭკუიდან სისუსტის ამოსაღებად, აუცილებელია ის შევავსოთ კარგი აზრებით, კარგი გრძნობებითა და კარგი იდეებით. ადამიანის რისხვა არის მისი ყველაზე დიდი მტერი და ადამიანის სიმშვიდე არის მისი თავდაცვა. ადამიანის სიხარული არის მისი სამოთხე და ადამიანის მწუხარება არის მისი ჯოჯოხეთი.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, თავი 17, 1972 წელი.
3.03.21.
ბევრი სტუდენტი ლოცულობს: ”თუ მე გამოვალ პირველი კლასით, მე შენს ფეხებთან გავტეხავ ხუთ ქოქოსს.” ნიშნავს ეს იმას რომ ღმერთს ქოქოსი არ აქვს მის განკარგულებაში? ყველა ობიექტს რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, როგორიცაა ფოთოლი, ყვავილი, წყალი და ა.შ., აქვს ალეგორიული მნიშვნელობა. სიტყვა ნარიკელა აღნიშნავს ქოქოსს. თითოეულმა ინდოელმა უნდა გაიგოს ღმერთისთვის ქოქოსის შეთავაზების შინაგანი მნიშვნელობა. ჩვენ არასდროს ვთავაზობთ ქოქოსს ისე როგორც ეს არის. ჩვენ ვაცილებთ ბოჭკოს რაც მას ფარავს და ვთავაზობთ ნაყოფს რომელიც თავისუფალია ყველა გარე ბოჭკოსგან. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ქოქოსის გატეხვა. ქოქოსის გატეხვით, წყალი მის შიგნიდან გამოდის გარეთ. გული არის ქოქოსი და იგი დაფარულია სურვილის ბოჭკოთი. წყალი რომელიც გამოდის გარეთ არის სამსკარა ან გაწმენდა. ბოჭკოები ზედაპირზე არის სურვილები. ჩვენ უნდა შემოვაცალოთ გულს ყველანაირი სურვილი და შევთავაზოთ გულისგული ბოჭკოს გარეშე. იგი შემდეგ ხდება შესაწირავი ღმერთისთვის.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, თავი 17, 1972 წელი.
4.03.21.
ჩვენ ვთავაზობთ ღმერთს ასე ბევრ რამეს, რადგან ეს გვაძლევს ჩვენ სიამოვნებას. ჩვენ ვთავაზობთ ყვავილებს არა იმიტომ რომ ღმერთს არ აქვს ყვავილები, არამედ იმიტომ რომ ეს გვახარებს. სიტყვა “ფოთოლი” არ მიუთითებს ტულასის ან სხვა ფოთოლს. ჩვენი ტანისამოსი არის ფოთოლი რომელსაც ღმერთს ვთავაზობთ. იმის გამო რომ ეს ტანისამოსი სავსეა სამი გუნით, ჩვენ მივიჩნევთ მას ფოთლად და ვთავაზობთ მას ღმერთს. სიტყვა პუშპა აღნიშნავს გულის ყვავილს. ყვავილები რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ ღმერთის კონტექსტში, არ ეხება მიწიერ ყვავილებს რომლებიც ქრება. მსგავსად, სიტყვა “ნაყოფი” არის ჭკუის ნაყოფი. ეს ნიშნავს რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმეები ყოველგვარი ჯილდოს მოლოდინის გარეშე; და თუ მოქმედება შესრულდა ამ სულით, ეს ხდება წმინდა მსხვერპლი. წყალი არ ნიშნავს იმას რაც მიიღება ონკანებიდან. ეს მიუთითებს სიხარულის ცრემლებს რომლებიც თქვენი გულის სიღრმიდან მოედინება. თქვენ არ უნდა შესთავაზოთ ფოთლები შეგროვებული ხეებიდან ან ყვავილები ბაღში არსებული მცენარეებიდან ან ჭიდან ამოღებული წყალი ან ხილი მიღებული კიდევ საიდანმე; არამედ თქვენ უნდა შესთავაზოთ ეს ყველაფერი მიღებული თქვენი ტანისამოსის ხისგან, რაც არის წმინდა, ღმერთისთვის.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, თავი 17, 1972 წელი.
5.03.21.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ადვილია სასიამოვნოს გაკეთება; მაგრამ რთულია დასაქმდე იმაში რაც სასარგებლოა. ყველაფერი რაც სასიამოვნოა არ არის სასარგებლო. წარმატება მოდის მათთვის ვინც უარს ამბობს ვარდებით მოფენილ ბილიკზე, და მამაცურად ხვდება ჩაქუჩის დარტყმებს და მახვილის ჩხვლეტებს საშიშროებით სავსე გზაზე. სინამდვილეში, არცერთი გზა ვარდის ფურცლებით არ არის მოფენილი. ცხოვრება არის ბრძოლის ველი, დჰარმაკშეტრა, სადაც მოვალეობები და სურვილები ყოველთვის არის კონფლიქტში. ჩაახშეთ სურვილის, სიძულვილისა და რისხვის ცეცხლოვანი კვამლები, რომლებიც ამოდის თქვენს გულებში. აშკარა სიმხდალეა ჩაბარება ამ მტრებზე რომლებიც გაქცევენ თქვენ მხეცებად. როდესაც დაბრკოლებები მოვა, შეხვდით მათ მამაცურად. ესები გამაგრებენ თქვენ, გაძლიერებენ თქვენ. სისუსტისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზაა დარტყმა ხის ღერძულ ფესვში – მცდარ აზრში რომ შენ ხარ ტანისამოსი, ამ სახელითა და ამ ფორმით, ამ გრძნობებით, ამ გონებითა და ამ ჭკუით. ეს ყველა არის მხოლოდ ბარგი რომელსაც თქვენ ატარებთ.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 20 თებერვალი.
6.03.21.
ბრძენები ასრულებდნენ იაჯნებსა და იაგებს მბრძანებლობის მოსაპოვებლად თავიანთ გრძნობებზე. იაჯნას ნამდვილი ბუნება და მნიშვნელობა არის ყველა ჩვენი ბოროტი ტენდენციის დაძლევა, და მათი მოსროლა მსხვერპლის ცეცხლში. ეს წარმოდგენილია როგორც ბჰუტაბალი. სიტყვა ბჰუტაბალი არასწორად იქნა განმარტებული და ზოგი ადამიანი ფიქრობს რომ ეს ნიშნავს ცხოველების მსხვერპლს და ამან საწყისი მისცა ბოროტ პრაქტიკას. ეს არ არის სწორი ჩვეულება. ბალი ნიშნავს გადასახადს. დღეს ჩვენ ვიხდით გადასახადებს ჩვენს ქონებაზე, ჩვენს სახლებსა და ჩვენს შემოსავალზე. მაგრამ ძველად გადასახადების აკერეფის მიზანი განსხვავდებოდა გადასახადის გადახდის დღევანდელი მიზნისგან. დღეს გადასახადები ხშირად გროვდება მაგრამ მითვისებულია ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. ძველი დროის გადასახადები გამოიყენებოდა ხალხის კეთილდღეობის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად და გასაზრდელად. იქ სადაც არ იყო წყალმომარაგება, ეს გამოიყენებოდა წყალმომარაგებისთვის; სადაც არ იყო გზა, ეს გამოიყენებოდა გზების ასაშენებლად. ღმერთისთვის ჩვენი ბოროტი მიდრეკილებების შეწირვით, ჩვენ ვართ კურთხეული იმით რაც ადამიანს ძალზე სჭირდება ამქვეყნად და ასევე იმითაც რაც არის ადამიანის იქით.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, თავი 17, 1972 წელი.
7.03.21.
შენ არ ამბობ: ”ჩემი ცხვირი, ჩემი ჭკუა, ჩემი ხელი, ჩემი მოსაზრება”, ისევე როგორც შენ ამბობ: ”ჩემი წიგნი, ჩემი ქოლგა?” ვინ არის ეს “მე”, ვინც ყველაფერ ამას ეძახის “ჩემი”? ეს არის ნამდვილი “შენ”. ეს იყო იქ როდესაც შენ დაიბადე, როცა შენ გეძინა ყველაფრის დავიწყებით, დავიწყებით ტანისამოსისაც კი, მთელი თავისი აღჭურვილობით, შინაგანით და გარეგანით. ეს “მე” შეუძლებელია დაზიანდეს; ის არ იცვლება, მან არ იცის სიკვდილი და დაბადება. ისწავლეთ დისციპლინა რომელიც შეგაგნებინებთ ამ ჭეშმარიტებას და თქვენ იქნებით მუდამ თავისუფალი და მამაცი. ყველა კაცმა უნდა მიაღწიოს მიზანს, მოგზაურობით სიბრძნის გზაზე. ეს ცოდნა მოდის როგორც კი თქვენ ჩაიხედავთ საკუთარ თავში და გააანალიზებთ საკუთარ გამოცდილებას. მაგრამ, იმისათვის რომ მიიღოთ ამ ანალიზის სურვილი, თქვენ უნდა გაანათლოთ საკუთარი თავი ამ მიმართებით. კარგი ჩვევების გამომუშავება, ცუდის თავიდან აცილება, ღმრთისმოსავთა საზოგადოებაში გარევა, კეთილ საქმეებში აქტიურობა, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მსახურება – ეს ყველაფერი ნაბიჯებია რომლებიც საკუთარი თავის შეცნობის ბრწყინვალე გზაზე მიგიყვანთ.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 20 თებერვალი.
8.03.21.
ყველა ადამიანი საკუთარ თავს მიიჩნევს უკვდავების შვილად. უზნეობის მოცილება არის უკვდავების მიღწევის ხერხი. უსამართლობა, უხამსობა და უთანასწორობა არის სისუსტეები რომლებიც თავიდან მოსაშორებელია. გრძნობების კონტროლი გეხმარებათ თავიდან აიცილოთ ყველა ბოროტი ტენდენცია. როდესაც თქვენი ჭკუა შეწუხებულია ცუდი აზრებით, შეეცადეთ დაჯდეთ ადგილზე და იფიქროთ ღმერთზე, მაშინ თქვენ იქნებით ბედნიერი. რამდენიმე დიდმა წმინდანმა გასწავლათ თქვენს გრძნობებზე კონტროლის მოპოვების გზა. ისინი იყენებდნენ ღმერთისთვის შესათავაზებლად ყველა ტენდენციას რომელიც წარმოიშობოდა გრძნობებიდან. ისინი იყენებდნენ ყველა თავიანთ მოქმედებას ღმერთისთვის მისაძღვნელად რადგან მათ შეეძლოთ გრძნობების მიმართვა სწორი არხით. მათი გრძნობები არ იყო შეხებული ცოდვების ცდუნებებით. როდესაც თქვენ რაიმე მოქმედებას ასრულებთ მხოლოდ ღმერთის მოსაწონად, არანაირი ბოროტი შედეგი არ გამოვა და არ გამოიწვევს თქვენს რაიმე ტანჯვას. რაც შეთავაზებულია ღმერთისთვის არის სრულიად თავისუფალი ყოველგვარი ნაკლისა და არასრულყოფილებისგან.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, თავი 17, 1972 წელი.
9.03.21.
ჩვენ უნდა გვჯეროდეს რომ ღმერთი არის გულის ბინადარი და უნდა მივყვეთ სწავლებას რომელიც გულიდან მოდის და უნდა ავირჩიოთ კარგი მეთოდები ასეთი სწავლების მისადევნად. ჩვენმა ძველებმა მოგვცეს ჩვენ იოგას (სულიერი პრაქტიკის) და მედიტირების წმინდა ბილიკები ბოროტების დასაძლევად და ჩვენს გრძნობებზე კონტროლის მისაღწევად. სიბრაზისა და სიძულვილის გასაკონტროლებლად უძველესმა ბრძენებმა თავიანთი სოფლები დატოვეს და წავიდნენ ტყეში. დღეს არ არის საჭირო ტყეში წასვლა სიბრაზისა და სიძულვილის თავიდან მოსაშორებლად. სათნოება შეუძლებელია პრაქტიკდეს ვაკუუმში. თუ თქვენ ცხოვრობთ სიბრაზის ატმოსფეროში და შეგიძლიათ მისი გაკონტროლება, მაშინ ეს საქებარი მიღწევაა. მაგრამ თუ თქვენ ცხოვრობთ ტყეში სადაც აღშფოთებას ადგილი აღარ აქვს და თქვით რომ გააკონტროლეთ თქვენი სიბრაზე, ეს არ არის აზრიანი. თქვენ უნდა, ამიტომ, დარჩეთ ამსოფლიურ გარემოში სადაც სიბრაზისა და სიძულვილის ემოციების წარმოსაქმნელად არსებობს უხვი სფერო, და მაშინ ისწავლოთ მათი კონტროლი. ეს იქნება საქებარი მიღწევა.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, თავი 17, 1972 წელი.
10.03.21.
შივარათრი გაძლევთ ცოდნას რომ იგივე ღმრთიურება არის ყოვლისმომცველი და ყველგან არს. ჩვენს ყოველდღიურ გამოცდილებაში, არის არაერთი შემთხვევა რომელიც ცხადყოფს ღმრთაებრიობის არსებობას თითოეულ ადამიანში. განვიხილოთ კინოთეატრი; ეკრანზე, ჩვენ ვხედავთ მდინარეებს წყალდიდობაში, რომლებიც შთანთქავს მიწის მთელ მიდამოებს. თუმცა სცენა სავსეა წყალდიდობის წყლებით, ეკრანი წყლის წვეთითაც კი არ სველდება. სხვა დროს, იმავე ეკრანზე ვხედავთ ვულკანების ამოფრქვევას ალის ენებით, მაგრამ ეკრანი არ არის დამწვარი. ეკრანზე, რომელიც წარმოადგენს საფუძველს ყველა ამ სურათისთვის, არ არის არცერთი მათგანით ზეგავლენილი. მსგავსად ადამიანის ცხოვრებაში, კარგი ან ცუდი, სიხარული ან მწუხარება, დაბადება ან სიკვდილი, მოვა და წავა, მაგრამ ესები გავლენას არ ახდენს ათმაზე! ცხოვრების კინოში, ეკრანი არის ათმა; ეს არის შივა, ეს არის შანკარა, ეს არის ღმრთაებრიობა. როდესაც ადამიანი გაიგებს ამ პრინციპს, მას შეეძლება გაცნობიერება, სიამოვნების მიღება და დასრულების შეძენა სიცოცხლეში!
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 17 თებერვალი.
11.03.21. მაჰაშვარათრი
დღეს არის შივარათრი. ეს ხელსაყრელი ღამეა, რადგან ჭკუას შეიძლება დაეკარგოს მისი გავლენა ღამის მიძღვნით ლოცვაზე. წმინდა წერილების თანახმად, მთვარე არის ჭკუის მმართველი ღმრთაება. შივარათრი ინიშნება თვის ბნელი ნახევრის მეთოთხმეტე ღამით, ახალი მთვარის წინა ღამით როდესაც მთვარე განიცდის მთლიან დაბნელებას. მთვარე და ჭკუა რომელზეც ის მმართველობს ამ ღამით ყოველთვე მკვეთრად მცირდება. როდესაც ეს ღამე ღმერთის ფხიზლად თაყვანისცემას ეძღვნება, ცვალებადი ჭკუის ნაშთი არის მოდუნებული და გამარჯვება არის უზრუნველყოფილი. ამ თვის შივარათრი არის უფრო წმინდა ვიდრე დანარჩენი და ამიტომ, მას ეწოდება მაჰაშივარათრი. მტკიცე რწმენითა და გაწმენდილი გულით ღამე უნდა გატარდეს ღმერთის სადიდებლად. არცერთი წუთი არ უნდა დაიკარგოს სხვა ფიქრებში. დრო სწრაფად გარბის. ყინულის ბლოკის მსგავსად, ის მალე დნება და მიედინება; როგორც გაბზარულ ჭურჭელში მოთავსებული წყალი, ის ქრება წვეთ-წვეთ. დრო გამოყოფილი ადამიანის სიცოცხლისთვის წიკწიკებს ძალიან სწრაფად და დროს შუალედი მთავრდება როდისმე როგორღაც. ასე რომ, იყავით ფხიზლად. იყავით ფრთხილად. იყავით ფხიზელი და გაცნობიერებული. ეძებეთ უფლის თავშესაფარი და ყოველი წამი გადააქციეთ წმინდა დღესასწაულად.
– ღმერთის საუბარი, 1987 წლის 26 თებერვალი.
12.03.21.
ეს მსოფლიო არის დროს (კალას), მოქმედების (კარმას) და მიზეზის (კარანას) კომბინაცია. ყველა მოქმედებას აქვს რეაქცია. როდესაც თქვენ თითს გაიჭრით დანით, სისხლი წვეთავს დაუყოვნებლივ. აქ რეაქცია მყისიერია. არ არსებობს დროს არავითარი შუალედი. მეორეს მხრივ, საჭმელს რომელსაც ჩვენ ვჭამთ, მიაქვს მინიმუმ ორი საათი მოსანელებად. ავიღოთ თესლის შემთხვევა. დღეს დათესილი თესლი იკავებს სამ-ოთხ დღეს გასაღივებლად. აქ დროს შუალედი მოქმედებასა და რეაქციას შორის ოდნავ მეტია შედარებით წინა შემთხვევებთან. სხვა უკიდურესობაში, ჩვენ გვაქვს შემთხვევა როდესაც ეს იკავებს წლებს ნერგის გიგანტურ ხედ გაზრდისთვის და ნაყოფის გამოსაღებად. მაშასადამე, დროს შუალედი მოქმედებასა და რეაქციას შორის შეიძლება შეიცვალოს მოქმედების ბუნების მიხედვით. შეუძლებელია იმის თქმა, როდის, როგორ და სად შეხვდება ვინმე მისი მოქმედების შედეგებს. მაგრამ დანამდვილებით იცოდეთ რომ ვერავინ გაექცევა თავისი მოქმედების შედეგებს.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 3 სექტემბერი.
13.03.21.
ადამიანმა რატომ უნდა ილოცოს, იმედიტიროს, იფიქროს ღმერთზე ან დაკავდეს კარგ მოქმედებებში, როდესაც ის ყოველ შემთხვევაში იძულებულია შეხვდეს პირისპირ თავისი მოქმედებების შედეგებს? თქვენ შეიძლება არ იყოთ უნარიანი დაინახოთ ტრანსფორმირება რომელიც ხდება თქვენში თქვენი კარგი მოქმედებებითა და ლოცვით. თქვენ შეიძლება არც კი იყოთ უნარიანი წარმოიდგინოთ ეს თქვენს ჭჯუაში. მიუხედავად ამისა, თქვენში ეს ტრანსფორმირება ნამდვილად იზიდავს ღმერთის წყალობას. აიღეთ აბების ბოთლის მაგალითი. თქვენ შეიძლება შენიშნოთ ბოთლზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი როგორც 1994 წელი. თქვენ ასევე შეიძლება დარწმუნდეთ რომ ბოთლი და მისი შიგთავსი ხელუხლებელია 1999 წელსაც კი. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აბები ეფექტური იქნება თუ დღეს გამოიყენებთ. აბები შეიძლება იქ იყოს, მაგრამ ესები კარგავს თავის ძალას ვადის გასვლის შემდეგ. ამის მსგავსად, ადამიანის ქმედებების შედეგები გარდაუვალია, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, მაგრამ ღმრთიური წყალობა ანებებს ამ შედეგებს ძალის დაკარგვას!
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 3 სექტემბერი.
14.03.21.
ბრძენ კაშიაპის ორი ცოლი ვინათა და კადრუ, როდესაც თამაშს თამაშბდნენ, შეჯიბრდნენ. შეჯიბრის პირობები იყო რომ დამარცხებული და მისი ვაჟი მათი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში მოემსახურებოდნენ გამარჯვებულს და მის ვაჟს. კადრუ გამოვიდა გამარჯვებული. შეჯიბრის პირობების თანახმად, ვინათა და მისი ვაჟი გარუდა ემსახურებოდნენ კადრუს და მის ვაჟს. ერთ დღეს კადრუმ უთხრა ვინატას: „შენ ხარ როგორც ჩემი და. მე გაგათავისუფლებ შენ, თუ შენ მოიპოვებ ამრიტა-ბჰანდას (ნექტარის ჭურჭელს) სამოთხიდან. ” უძლურმა ეტარებინა თავისი დედის ტანჯვა, გარუდამ თავის თავზე აიღო ეს დიდი მნიშვნელობის ამოცანა და მოიტანა ამრიტა-ბჰანდა სამოთხიდან, გაათავისუფლა თავისი თავი და მისი დედა კაბალისგან. გარუდას ერთგულებით ნასიამოვნებმა უფალმა ვიშნუმ გადმოღვარა თავისი წყალობა მისი გადქცევით თავის სატრანსპორტო საშუალებად! რა იყო მიზეზი გარუდას უფალ ვიშნუს სატრანსპორტო საშუალებად გახდომის უკან? ეს იყო გარუდას კეთილი გადაწყვეტილება (სატ-სანკალპა) რამაც მოუტანა მას სიახლოვე ღმრთაებრივთან!
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 3 სექტემბერი.
15.03.21.
აქსიომები, როგორიცაა “მუშაობა არის თაყვანისცემა” და “მოვალეობა არის ღმერთი” არ არის თანამედროვე წარმოშობის. ეს იყო ჩვენ ძველ წინასწარმეტყველთა სწავლებები, თუმცა მათ გამოიყენეს სხვადასხვა ტერმინები ამისათვის. ჩავთვალოთ ყველა საქმიანობა ღმერთისადმი შესაწირავად და ყველა საქმე ღმერთის საქმედ. ისევე, როგორც ორი ფრთა არის აუცილებელი ფრინველისთვის ცაში მაღლა ასაფრენად და ორი ბორბალი ველოსიპედისთვის სამოძრაოდ, პრემა (სიყვარული) და სევა (მსახურება) არის აუცილებელი ადამიანისთვის დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად. არანაირი სარგებელი არ გროვდება სიყვარულს მოკლებული მსახურების გაწევისგან. კმაყოფილება რასაც თქვენ იღებთ მსახურების გაწევისგან არის თავად ჯილდო. სიყვარულის ტანმოსილებო! პირველ რიგში განივითარეთ რწმენა საკუთარ თავში. სადაც არის რწმენა, იქ არის სიყვარული. სადაც არის სიყვარული, იქ არის მშვიდობა. სადაც არის მშვიდობა, იქ არის ჭეშმარიტება. სადაც არის ჭეშმარიტება, იქ არის ღმერთი. სადაც არის ღმერთი, იქ არის ნეტარება. ნამდვილი ერთგულება დევს რწმენის ქონასა და ნეტარების მიღწევაში!
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 3 სექტემბერი.
16.03.21.
არსებობს უამრავი შემთხვევა როდესაც ღმერთი მოდის თავის ერთგულთა საშველად გაჭირვების ჟამს. სანტკაბირი იყო მქსოველი პროფესიით. ერთ დღეს ის მძიმედ დაეცა და ვერ შეძლო მოვალეობის შესრულება. ყოვლადმოწყალე უფალმა, კაბირის ფორმით, მოქსოვა ძაფები და ამით მოვიდა მის საშველად. ამის მსგავსად, ღმერთი მექოთნის სახით მოვიდა და დაეხმარა გორა კუმბჰარს როდესაც ის იყო გასაჭირში ღმერთმა თვით დაამზადა ქოთნები. საკკუბაი, უფალ პანდურანგას მგზნებარე ერთგული, განუწყვეტლივ გალობდა უფლის სახელს. ერთ დღეს მან ვერ შეასრულა ყოველდღიური მძიმე სამუშაოები რადგან ის იყო უწყვეტად მაღალი ტემპერეტურით. ამ პირობებშიც კი მისი ქმარი და დედამთილი არ აძლევდნენ დასვენების საშუალებას. ამ მომენტში, უფალმა პანდურანგამ მიიღო საკკუბაის ფორმა და შეასრულა ყველა მისი მოვალეობა. ძნელია იმის გაგება როგორ, როდის და სად მოვა ღმერთი თავის ერთგულთა საშველად. აბსოლუტური რწმენა არის აუცილებელი ღმერთის გამოსავლენად!
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 3 სექტემბერი.
17.03.21.
ბევრი ერთგული მთხოვს მე, „სვამი, მე მინდა ბედნიერება“. სად არის ეს ბედნიერება? შეგიძლიათ თქვენ იყიდოთ ეს ბაზარზე? რომელიმე კომპანია მოგაწვდით ნეტარებას? არა! ეს არის ძალიან ბევრი შენში. თქვენ არ შეგიძლიათ განცადოთ იგი რადგან არ გაქვთ რწმენა საკუთარ თავში. თქვენ არ გაქვთ სიყვარული ღმერთისადმი. სიყვარული არის თქვენს შიგნით, მაგრამ თქვენ მას მიმართავთ მსოფლიოსკენ, არა ღმერთისკენ. ამსოფლიური სიყვარული არის როგორც გადამვლელი ღრუბლები. განავითარეთ სიყვარული რომელიც არის ურყევი. იგი არც მოდის და არც მიდის, იგი არის თქვენში ყოველთვის. გქონდეთ მტკიცე რწმენა მის არსებობაში. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მე ვარსებობ?“ თქვენ მიიღებთ პასუხს: ”დიახ, მე ვარსებობ”. ეს არის ნამდვილი რწმენა. აქ არის ყვავილი, ცხვირსახოცი, ჯამბაზი. სიტყვა “არის” აღნიშნავს ჭეშმარიტ რწმენას. გქონდეთ რწმენა თქვენს არსებობაში, ”მე ვარ”. ეს არის ნამდვილი რწმენა! თქვენ არ გჭირდებათ კვლევა ღმერთის ბუნების შესახებ ან მისი ძებნა. გქონდეთ სრული რწმენა მასში.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 3 სექტემბერი.
18.03.21.
ერთგულებს დღეს აქვთ ღმრთიურის რომელიღაც ფორმა თავიანთ ჭკუაში, მაგრამ ისინი რიტუალებს ასრულებენ მექანიკური წესით რაიმე ლოგიკურობის გარეშე. მთელ თქვენს ქველმოქმედებასა და თაყვანისცემას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს უფლისთვის. თქვენი ქველმოქმედება და სიმდიდრე აჩვენეთ საშემოსავლო გადასახადის დეპარტამენტს. ღმერთს სჭირდება მხოლოდ თქვენი სიყვარული. არ არის გადასახადი სიყვარულზე. თქვენ შეიძლება შეხვდეთ ნებისმიერი რაოდენობის სირთულეს ან დაბრკოლებას. უფალმა თვით შეიძლება დაგაქვემდებაროთ თქვენ გამოცდას. თქვენ არ უნდა შეკრთეთ ამის გამო. ყველაფერი არის თქვენს სასიკეთოდ მხოლოდ. ნუ იდარდებთ ნებისმიერ დანაკარგზე და ნუ გაიხარებთ მოგებაზე. თანაბარგანწყობა დაკარგვასა და მოგებაში არის ჭეშმარიტი სადჰანა. ზოგიერთები ზიან დჰიანაში (მედიტირებაში), მაგრამ მათი ჭკუები არის ბაზარში ან საპარიკმახეროში. არის ეს დჰიანა ან ჯაფა? თქვენი ჭკუა უნდა ჩაძირული იყოს კრიშნაში. ამის ნაცვლად ის სავსეა ტრიშნით (სურვილებით). რაც საჭიროა ეს არის კრიშნა, არა ტრიშნა. კრიშნა შეასრულებს ყველა თქვენს ტრიშნას.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 3 სექტემბერი.
19.03.21.
ტანისამოსი წინასწარ განსაზღვრულია მოსაკვდომად ამა თუ იმ დღეს. ტანისამოსი შეიძლება მოკვდეს, მაგრამ ჭკუა არა. ასეთი ჭკუა უნდა გაკონტროლდეს. ეს არის ჭეშმარიტი სადჰანა. თქვენ არ გექნებათ რამე პრობლემა თუ თქვენ შესწირავთ თქვენს ჭკუას ღმერთს. ჭკუა არის ძალიან ცვალებადი; არ არის მყარი ერთი წუთითაც კი. ამგვარად იგი უნდა იყოს მუდამ დასაქმებული. მხოლოდ შემდეგ იგი შეიძლება იყოს მოქცეული კონტროლს ქვეშ. რა სამუშაო უნდა დაუნიშნოთ ჭკუას? ჭკუა არის შეშლილი მაიმუნის მსგავსი. დაუკავებლად დაჭერით, იგი ივლის კაპრიზებისა და ფანტაზიების შესაბამისად. ერთადერთი გზა მაიმუნის დასაჭერად დაკავებულად არის მისი იძულება ავიდეს მაღლა და ჩამოვიდეს დაბლა ბოძზე მრავალჯერ! დაე ჭკუა იყოს დარაჯი თქვენი ნესტოების კარიბჭესთან. დაე იგი დააკვირდეს რა შედის შიგნით და რა გამოდის გარეთ. “სო” არის ჩაისუნთქა და “ჰამ” არის ამოისუნთქა. “სო” სიმბოლირებს კარგს (ღმერთს) და “ჰამ” ნიშნავს მას რაც ცუდია (ეგოს). მაშინ, ჭკუა გაიგებს რომ ღმრთიურება უნდა მიიღოს და ეგო უნდა უარყოს!
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 3 სექტემბერი.
20.03.21.
შემძლე მონარქს ეყოლება თავისი მინისტრები კონტროლს ქვეშ; ის წარმართავს მათ სწორ ხაზებზე და ინარჩუნებს სამეფოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას. მეორეს მხრივ, მონარქი ვინც ნებას აძლევს თავის თავს იყოს კონტროლირებული მინისტრების მიერ არ იმსახურებს ტახტს; ის არის აბუჩად აგდებული და შერცხვენილი. მის სამეფოს არ აქვს მშვიდობა და უსაფრთხოება. ჭკუა არის მონარქი ადამიანში; გრძნობები არის მინისტრები. თუ ჭკუა არის მონა მისი გრძნობების, თქვენ არ გექნებათ მშვიდობა. თითოეულმა სულიერმა ასპირანტმა ვისაც სურს მიაღწიოს ღმრთიურის გამოსახვას და გაფართოებას საკუთარ თავში, უნდა ამის გამო გამოიმუშავოს მბრძანებლობა გრძნობებზე. ეს არის პირველი ნაბიჯი. მეორე არის ჭკუის დაპყრობა, მისი მოცილება. მესამე არის ვასანების (თანდაყოლილი მიდრეკილებების) ამოძირკვა და მეოთხე, ჯნანას (სულიერი სიბრძნის) მიღწევა. ტოტები არის გრძნობები; შტამბი არის ჭკუა; და ფესვები არის თანდაყოლილი მიდრეკილებები. სამივე უნდა დაიძლიოს და განადგურდეს, ასე რომ ღმრთიური სინამდვილის გაგების შეძენა იყოს შესაძლებელი.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 მაისი.
21.03.21.
მოერიდეთ ცუდ კომპანიას. მოძებნეთ კარგი კომპანია. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება თქვენი ცხოვრება გამოსყიდული. ძალიან ხშირად მე ვახსენებ სტუდენტებს რომ ცუდ კომპანიაში გაწევრიანებით, თქვენ ხდებით მონები. თქვენ უნდა იყოთ ბატონები, არა მონები. თქვენ ყველამ იცით რა დაემართა კაიკეიას მანტარას სიტყვების მოსმენაზე. არავის უყვარდა რამა უფრო მეტად ვიდრე კაიკეიას. მაგრამ როდესაც მისი გონება დაიბინდა, მან დაუჯერა ბოროტი მანტარას სიტყვებს. დამახინჯებული ინტელექტის მქონე ადამიანისთვის ჭეშმარიტი სჩანს როგორც არაჭეშმარიტი და პირიქით. ცუდი კომპანიის ეფექტის გამო ჭკუა ბინძურდება. ასე რომ, ადრეული ასაკიდანვე, „თიაჯა დურჯანა სამსარგამ, ბჰაჯა სადგუ სამაგამამ, კურუ პუნიამაჰორათრამ, სმარა ნიტიამანიტიატამ“ (გაექეცით ცუდ კომპანიას, შეუერთდით კარგ კომპანიას, განახორციელეთ უბიწო ქმედებები დღე და ღამე და გაერკვიეთ იმაში რა არის მუდმივი და რა ეფემერული). ადამიანმა არ უნდა განავითაროს არასაჭირო კონტაქტები. თქვენი ურთიერთობა სხვებთან უნდა შემოიფარგლოს ძირითადი თავაზიანობის გამოხატვით როგორიცაა, “მშვიდობა შენდა, როგორ ხართ?”
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 3 სექტემბერი.
22.03.21.
დასარატამ რამა გაგზავნა ტყეში თოთხმეტი წლით კაიკეისთვის მისი დაპირების შედეგად. თუმცა სიტა არ იყო მიჩვეული რაიმე სახის გაჭირვებას, მან გაუძლო ტყის ცხოვრების სირთულეებს. ლაკშმანა ვალდებული არ იყო გაევლო ასეთი განსაცდელები. რამასადმი ერთგულების გამო, ის მას დასდევდა როგორც ჩრდილი. მან ტყიდან მოიტანა ხილი, ყვავილები და მილები რამას და სიტას გასამასპინძლებლად, და თვითონ მარხულობდა. თავისი ცხოვრების ყოველი მომენტი მან გაატარა რამას სამსახურში. მან თავისი ტანმოსილებაც და ჭკუაც დააყენა რამას მსახურებასა და თაყვანისცემაში როგორც საგუნოპასაკა. ბჰარატამ სთხოვა რამას დაბრუნებულიყო აიოდჰიაში, მაგრამ მისი მცდელობები არ იყო წარმატებული რადგან რამამ უარი თქვა დაბრუნებაზე. ასე რომ, ბჰარატა შეურიგდა თვით დაბრუნებას, მაგრამ დარჩა აიოდჰიას გარეთ ნანდიგრამაში. მისი ტანმოსილება იყო ნანდიგრამაში, მაგრამ ჭკუა იყო რამასთან. ლაკშმანა თაყვანს სცემდა რამას ტანმოსილებითა და ჭკუით, ხოლო ბჰარატას თაყვანისცემა წმინდა გონებრივი იყო, რადგან მისი ჭკუა გაერთიანებული იყო რამასთან. ვინაიდან ბჰარატას თაყვანისცემა იყო წმინდა გონებრივი, ის იყო ნირგუნოპასაკა.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 3 სექტემბერი.
23.03.21.
ადამიანს შეუძლია დაიმორჩლოს ჭკუა კონცენტრაციის მეშვეობით. პროცესი შეიძლება პრაქტიკდეს ორიდან ერთი მიმართულებით – ა-რუპა ან სა-რუპა. ა-რუპა ნიშნავს “შეუზღუდავს” ფორმით. ადამიანი გრძნობს, რომ ის არ არის მკეთებელი ან მსიამოვნებელი; ის არის მხოლოდ ღმერთის აგენტი, ინსტრუმენტი, და აქედან გამომდინარე ის არის უგავლენოდ, კარგად ან ცუდად, როდესაც ქმედება ფასდება კარგით ან ცუდით! ადამიანს არ აქვს იდენტურობა რუპასთან (ფორმასთან ან ტანმოსილებასთან). სა-რუპა მედიტირება იკარგება ორმაგობებში სიამოვნებისა და ტკივილის, მოგებისა და ზარალის, რადგან იგი მიიჩნევს სახელსა და ფორმას, ტანმოსილებასა და მის მოქმედებას ნამდვილად. მსგავსად, ადამიანს აქვს არჩევანი ორი გზიდან – პრავრიტი მარგა (მონაწილეობის გზა) ან ნივრიტი მარგა (არმონაწილეობის გზა). როდესაც მონაწილეობს, კაცი პირისპირ უდგება ექვს შინაგან მტერს – ვნებას, რისხვას, სიხარბეს, მიჯაჭვულობას, სიამაყესა და სიძულვილს. როდესაც ის არ მონაწილეობს, კაცს ეხმარება ექვსი შინაგანი მეგობარი – გრძნობების კონტროლი, ჭკუის კონტროლი, სიმტკიცე, კმაყოფილება, რწმენა და სიმშვიდე.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 6 მაისი.
24.03.21.
მზის შუქი საშუალებას აძლევს ადამიანს შეასრულოს სხვადასხვა მოქმედებები. მაინც, მზე რჩება შეუხებელი იმით რასაც კაცი აკეთებს. იგი არის უბრალოდ მოწმე. მსგავსად, ღმერთი არის მარადიული მოწმე. ის არის შეუხებელი იმით რაც ხდება ირგვლივ. ღრუბლები, რომლებიც ვალშია თავისი არსებობისთვის მზესთან, ფარავს თვით მზეს! მაგრამ ეს არანაირად არ ამცირებს მზის ბრწყინვალებას. მსგავსად, ღმერთი არ კარგავს რაიმეს თუ კაცი, ვინც თავისი არსებობით ვალშია ღმერთთან, დასცინის მას. კაცი უეჭველად მოიმკის თავისი მოქმედებების შედეგებს. ღმერთი არ არის შეხებული მათით. როგორც ღრუბლები მზისგან წარმოიქმნება, მსგავსად, ჭკუა (მანასი), ინტელექტი (ბუდჰი) და ქვეცნობიერი ჭკუა (ჩიტა) წარმოიქმნება ღმრთიური მე-სგან (ათმასგან). თქვენი ჭკუა არის პასუხისმგებელი ყველა ტანჯვაზე, და ხელახლა დაბადებაზეც კი. ასე რომ, თქვენი ჭკუა უნდა იყოს მიმართულებაშეცვლილი ღმერთისკენ იმისთვის რომ გაექცეთ დაბადებისა და სიკვდილის ციკლს!
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 13 სექტემბერი.
25.03.21.
უბრალოდ უფლის სახელის გალობა არ არის საკმარისი. შესთავაზეთ თქვენი სიყვარული ღმერთს. სიყვარული არ არის თქვენი საკუთრება. სინამდვილეში, ეს არის ღმერთის საკუთრება. დაანებეთ ღმერთს რაც არის მისი. რა არის ხანგრძლივი სიცოცხლის სარგებელი ამ შეთავაზების გარეშე? თქვენ არ გაქვთ უფლება შესთავაზოთ თქვენი სიყვარული ვინმეს ღმერთის გარდა! როდესაც თქვენ შესთავაზებთ მთელ თქვენს სიყვარულს ღმერთს, ის იზრუნებს შემდეგ თქვენს ყველა საჭიროებაზე. არაფერი არსებობს რაც მას არ შეუძლია გააკეთოს ამ მსოფლიოში. ქალაქში თუ სოფელში, ტყეში თუ ცაში, მაღალ მწვერვალზე თუ ღრმა ოკეანეში, ღმერთი ყველგან არის. ის ავსებს სივრცესა და დროს. ყველა არსება არის მისი ფორმა. გააცნობიერე ეს ჭეშმარიტება, ტრანსფორმე იგი პრაქტიკაში და ისიამოვნე ნეტარებით. ეს არის ნამდვილი ერთგულება. სიყვარულის ტანმოსილებო! ამ დღეებში, სადაც კი ჩვენ წავალთ არის არეულობა, ეგო და კონფლიქტები. თქვენ უნდა განავითაროთ სიყვარული და გააზიაროთ იგი ყველა ნათესავთან, მეგობართან და მტერთანაც კი. მაშინ, ყველაფერი იქნება მოცული სიყვარულით!
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 3 სექტემბერი.
26.03.21.
გონებრივი სიმშვიდის ძიებაში, თქვენ არ უნდა იყოთ დაინტერესებული მხოლოდ თქვენი ინდივიდუალური საჭიროებებით. გარდა იმისა რომ ასეთი ძიება არის ინტენსიური ეგოიზმის მაჩვენებელი, იგი ასევე ამაოა. შესაძლებელია ერთმა ინდივიდმა მარტომ მიაღწიოს მშვიდობას? თუ არსებობს ქაოსი და არეულობა მთლიანად შენს გარშემო, როგორ შეძლებ შენ მარტო მშვიდად ყოფნას? თუ არ არის მშვიდობა სახლში ან საზოგადოებაში, შენ როგორ შეიძლება გქონდეს მშვიდობა? თქვენ არ შეგიძლიათ გულგრილი იყოთ იმ გარემოს მდგომარეობაზე რომელშიც თქვენ ცხოვრობთ. თუ თქვენ გსურთ მშვიდობის მიღწევა, თქვენ უნდა იზრუნოთ რომ ატმოსფერო თქვენს გარშემო იყოს ხელისშემწყობი მშვიდობისთვის. ეს ნიშნავს რომ თქვენ უნდა კულტივიროთ გრძნობა რომ თქვენი ინდივიდუალური მშვიდობა მჭიდროდაა დაკავშირებული მსოფლიოს მშვიდობასთან. ამ აბსოლუტური ჭეშმარიტების გაცნობიერებიდან იყო რომ ძველებმა გამოწერეს უნივერსალური ლოცვა: “ლოკა-სამასტა-სუკჰინო ბჰავანტუ” (დაე ყველა ადამიანი ყველა მსოფლიოში იყოს ბედნიერი).
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 10 აპრილი.
27.03.21.
ადამიანის სიცოცხლე უდავოდ ყველაზე მაღალია ევოლუციაში, და გასააზრებლად, სულიერი ძალისხმევა რომელიც არის სუფთა და წმინდა, არის აუცილებელი. ცხოვრების ამ წესისთვის, ხასიათი არის უმნიშვნელოვანესი. ხასიათი უკვდავჰყოფს ცხოვრებას; იგი გადაურჩება სიკვდილსაც კი. ზოგი ამბობს რომ ცოდნა არის ძალა, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი. ხასიათი არის ძალა. ცოდნის შეძენაც კი მოითხოვს კარგ ხასიათს. ასე რომ, ყველა უნდა ესწრაფოს მიღწევას უზადო ხასიათის რომელსაც არ ექნება ბოროტების რაიმე კვალი. ყურადღება მიაქციეთ რომ ბუდდჰა, იესო ქრისტე, შანკარაჩარია, ვივეკანანდა, ისევე როგორც დიდი ბრძენები, წმინდანები და უფლის ერთგულები – ყველა მათგანი დიდად დაფასებულია ხალხის მეხსიერებაში დღესაც კი. რა ხარისხმა გახადა ისინი ყველა დაუვიწყარი ყველა დროისთვის? ეს არის თითოეულის ხასიათი. სიმდიდრე, განათლება და სოციალური სტატუსი არის ურგები ხასიათის გარეშე. ხასიათი არის ყვავილის არომატი; ეს აძლევს მნიშვნელობასა და ღირებულებას. პოეტები, მხატვრები, მსახიობები ან მეცნიერები შეიძლება იყვნენ დიდები, თითოეული თავის საკუთარ სფეროში; თუმცა, ხასიათის გარეშე, მათ არ ექნებათ მდგომარეობა საზოგადოებაში!
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
28.03.21.
ერთგულმა წმინდა ჭკუა უნდა მიიჩნიოს უფლის საცხოვრისად. ადამიანმა უნდა აავსოს ჭკუა სუფთა, წმინდა და ღმრთიური აზრებით და გამოისყიდოს მთელი თავისი ცხოვრება. ჩიტი ჩატაკა უძლებს უამრავ მძიმე განსაცდელს ღრუბლებიდან დაუსვრელი წვიმის წვეთების ასაღებად. მომენტში როდესაც იგი შორიდან ამჩნევს მუქ ღრუბელს ცაში, იგი იწყებს თავის რისკზე წასვლას. წყალი უამრავია დედამიწაზე ტბებში, ტბორებსა და მდინარეებში. მაგრამ ჩიტი ჩატაკა ამ დაბინძურებულ წყლებს არ იყენებს. იგი ელოდება სუფთა წვიმის წვეთებს კარტიკის თვეში და სხვა წყალს არ ეძებს. იგი არის შეუშინებელი ჭექა ქუხილითა და ელვით; ეძებს მხოლოდ წმინდა წვიმის წვეთებს ჩამოცვენილს ღრუბლებიდან, შიშისა და შეშფოთების გარეშე. იგი მღერის სიხარულით რადგან იგი სვამს წვიმის წვეთებს. ჩიტი ჩატაკა არის სუფთა სიყვარულის მაგალითი. ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა მსგავსი ეფიტიმია უნდა შეასრულონ ღმერთის შესაცნობად. ადამიანს უნდა ჰქონდეს იგივე გადაწყვეტილება და უნდა გაიაროს მსგავსი მძიმე განსაცდელები საბოლოო ექსტაზის განსაცდელად. ადამიანი არ უნდა დანებდეს მსოფლიოს ეშმაკობებსა და მიმზიდველობას.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 12 სექტემბერი.
29.03.21.
რა საქმეებსაც უნდა აკეთებდეთ, სიყვარული უნდა იყოს მათი საფუძველი. არ არსებობს სიცოცხლე (პრანა) სიყვარულის გარეშე. სიყვარულის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს საერთოდ. განათლების სისტემა ისე უნდა გარდაიქმნას რომ განვითარდეს სიყვარულის პრინციპი ადამიანის გულში. ჭეშმარიტება (სატია) და უბიწოება (დჰარმა) არის სიყვარულის (პრემას) ანარეკლი. ესები გაძლევთ ყველაზე მეტად სასურველ უზენაეს მშვიდობას (პრაშანტის). თუ სიყვარული ამოდის თქვენი გულიდან, ეს საკმარისია. ეს მოგცემთ თქვენ ხსნას. დვაპარა იუგაში გოპიკებმა უთხრეს უფალ კრიშნას: ”უფალო! სასიკეთოდ დაასხი სიყვარულის ნექტარი ჩვენს უნაყოფო გულებს. დათესე სიყვარულის თესლები. დაე სიყვარულის ნიაღვარი წამოვიდეს ჩვენი გულებიდან! ” ისინი გულწრფელად ელოცებოდნენ კრიშნას თავიანთი გულის შესავსებად ძლიერი სურვილებით. თუ მსოფლიოს უნდა აყვავება, სიყვარულის წვიმა უნდა დაესხას ყველა გულზე.
– ღმერთის საუბარი, 2004 წლის 27 იანვარი.
30.03.21.
ექიმებმა იციან, რომ ტანის ტემპერატურა ჩვეულებრივ 98,4 (F) გრადუსია. თუ ეს ტემპერატურა 99-მდე ადის, ისინი ამბობენ, რომ ცხელება დაიწყო ტანში რაღაც დაავადების გამო. ჩვენ ჩავისუნთქავთ და ამოვისუნთქავთ ნორმალური სიჩქარით. თუ სიჩქარის მცირედი ზრდა ან შემცირებაა ეს მიუთითებს ტანში უწესრიგობაზე. პულსის სიხშირის ან არტერიული წნევის ცვლილებები ასევე მიუთითებს დარღვევაზე. ასე თქვენ აღმოაჩენთ რომ თუ თქვენ გადალახავთ საზღვრებს თუნდაც მცირე ზომით ეს არის საშიში ან საზიანო ტანისთვის. არსებობს ზღვარი ყველაფრის ნორმალური წესით ფუნქციონირების. როცა თქვენს თვალებს უხდება დანახვა ელვის ან გაელვების ან სინათლის უეცარი ანთების ფოტოების გადაღებისას ესები ავტომატურად იხუჭება, რადგან მათ არ შეუძლიათ გაძლება ასეთი მაღალი განათების. ყურის დრამი ასევე ვერ იტანს მოსმენას გარკვეული სიდიდის მიღმა და ჩვენ ვხურავთ ყურებს ან ვიკეთებთ ბამბას ყურებში. ჩვენი ცხოვრება არის ამგვარად შეზღუდული კომპანია! მსგავსად ჩვენი სურვილებიც უნდა შეიზღუდოს.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 19 იანვარი.
31.03.21.
ფეხბურთის მატჩში, თითეულ მხარეს ექვს-ექვსი მოთამაშე ურტყამს ბურთს სანამ ის მიზანში გაიგზავნება. ცხოვრების მიზანი შედგება ორი ძელისგან: საეროსა და სულიერისგან. თქვენ უნდა ხედოთ რომ ბურთი არ ასცდეს ძელებს. იგი უნდა მოხვდეს ორ ძელში. თქვენ დაიბადეთ როგორც ადამიანი მიზნით რომ თქვენ აღარ დაიბადოთ კვლავ. თქვენ უნდა იცხოვროთ საერო და სულიერი საქმიანობის ჩარჩოებში. მაშინ თქვენ მიაღწევთ განთავისუფლებას. ექვსი ცუდი ხარისხი – ვნება, რისხვა, სიხარბე, სურვილი, სიამაყე და შური – არის ერთ მხარეს და კარგი ხარისხები – სიმართლე, სწორი საქციელი, მშვიდობა, სიყვარული, არაძალადობა და მსხვერპლი – მეორე მხარეს. თამაში არის ამ ორ გუნდს შორის. კიდევ ერთი გაკვეთილი რასაც ჩვენ ვსწავლობთ ამ თამაშიდან, არის ის რომ ბურთს ურტყამენ მანამ სანამ იგი არის გაბერილი ჰაერით (ეგოთი). როდესაც იგი დაშვებულია, თქვენ მას იღებთ თქვენს ხელში! ნაყოფიერი და შინაარსიანი ცხოვრების გასატარებლად, გაუწიეთ მსახურება კაცობრიობას, რაც მიგიყვანთ თქვენ უფრო ახლოს ღმერთთან.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 18 აპრილი.
ბაბა