1.01.21.
თქვენ უნდა დათესოთ სიყვარულის თესლი ყველა უსიყვარულო გულში. მორწყათ ეს სიყვარულით. დაე სიყვარული მოედინოს ნიაღვრად და მიაღწიოს ყველას. თანამედროვე ადამიანი მიმართავს თავის სიყვარულს ამქვეყნიური საგნებისკენ და იხლართება რამდენიმე გართულებაში. სიყვარული აძლევს შეწირვითა და დიდსულოვნებით; ეგო ცხოვრობს მიღებითა და დავიწყებით. კულტივირეთ უანგარო სიყვარული. გიყვარდეთ ყველა. დაე სხვებმა იფიქრონ რაც მათ მოსწონთ. საჭირო არ არის გეშნოდეთ ვინმესი. გაასუფთავეთ თქვენი სიყვარული. მაშინ მთელი მსოფლიო გასუფთავდება. ილოცეთ ყველას კეთილდღეობისთვის და გაატარეთ იდეალური ცხოვრება. ადამიანის სიცოცხლით თქვენ არ დაჯილდოვდით ამსოფლიური საგნების უკან სახეტიალოდ. დააყენეთ იდეალი მთელი მსოფლიოსთვის. რა არის იდეალი თქვენ რომ უნდა დააყენოთ? თქვენ უნდა დაეხმაროთ ყველას თქვენი უმაღლესი უნარით. ღმერთის შეყვარების საუკეთესო გზა არის ყველას სიყვარული და ყველას მსახურება. მსახურებისა და სიყვარულის მიღებით თქვენს იდეალებად, დაიწყეთ ახალი ცხოვრება ამ მომენტიდან – ეს არის ჩემი კურთხევა და დალოცვა თქვენთვის!
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 1 იანვარი.
2.01.21.
ყოველი წამი aris ახალი წლის დაბადება. წამები ჯამდება წუთებად, წუთები საათებად, საათები დღეებად, დღეები თვეებად და თვეები წლებად. ამრიგად, არ არსებობს განსაკუთრებული სიწმინდე წლის დასაწყისის ან დასრულების შესახებ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და სპეკულირებენ რამე საგანგებო ან გასაოცარ მოვლენაზე. დრო ან თარიღი არ არის თქვენი ბედნიერების ან სიდუხჭირის მიზეზი. თქვენი საკუთარი ქმედებები (კარმა) წარსულში არის როგორც თქვენი ბედნიერების, ასევე უბედურების მიზეზი. როგორც თესლი, ამგვარივეა მცენარეც და ნაყოფიც; ესები არ შეიძლება იყოს განსხვავებული. ნუ დაკარგავთ თქვენს გონებრივ ენერგიას ამა თუ იმ მოსახდენის სპეკულირებაში! სიყვარულის ტანმოსილებნო! როდესაც თქვენს მიერ შესრულებული მოქმედებები სწორი და სუფთაა, თქვენ მიიღებთ კარგ შედეგს მხოლოდ! ღმერთი არის დროს ბატონი. ის გადის დროს გარეთ. ღმერთი უნდა იყოს შენი პირველი მეთაური! კულტივირეთ სუფთა, სტაბილური და უანგარო სიყვარული ახალ წელში!
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 1 იანვარი.
3.01.21.
რა სარგებლობა აქვს წიგნის ცოდნის მთას თუ თქვენ ვერ უზრუნველყოფთ ნამდვილ ბედნიერებას, როგორც ადამიანის არსება? ღმერთი არ იზრუნებს ადამიანზე თუ ის რწმენას განათავსებს ღმერთში? რა არის ის რაც მიიღწევა არსებობის საშუალებების გამომუშავებაზე განუწყვეტელი ზრუნვით და ყოვლისმომცველი უფლის დავიწყებით? განათლების არსი მოიცავს კარგი ხარისხების კულტივირებას და შესაფერისი ღირებულებების განვითარებას აზრიანი ცხოვრებისათვის. ყველა ყვირის მშვიდობისთვის წარმოთქმით, „მე მინდა მშვიდობა“. მაგრამ შეიძლება მშვიდობის მოძებნა გარე სამყაროში რომელიც მხოლოდ ნაწილებით არის სავსე? მშვიდობა უნდა იპოვო შიგნით შენში „მე“-ს და „სურვილი“-ს თავიდან მოშორებით. მშვიდობა ინგრევა ეგოთი და უძღები სურვილებით. შეაკავე შენი სურვილები. კაცი სავსეა მრავალი სახის დაუსრულებელი სადარდებლით. მხოლოდ თავისი ჭკუის შეტრიალებით ღმერთისკენ, მას შეუძლია თავი დააღწიოს წუხილებს. ადამიანებმა უნდა შეამცირონ სურვილები და კულტივირონ განჯაჭვულობა (ვაირაგია) ამგვარად მათ შეიძლება ჰქონდეთ ჭკუის რეალური სიმშვიდე.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 25 დეკემბერი.
4.01.21.
იმ დროს როდესაც უფალი არის მუდამ გვერდით, ხალხი დაკავებულია ღმერთის ძებნით მთელ მსოფლიოში! გარეგანის გამოკვლევით, თქვენ ვერასოდეს განწმენდთ შინაგანს. აუცილებელია თქვენი ცნობიერების გარდაქმნა. გამოასწორეთ თქვენი ქცევა და ქმედებები, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს ქმედებებზე. სუფთა გულით მართალი გზის ერთგულებით, თქვენ უნდა გააღმერთოთ თქვენი ცხოვრება. ყველა ლოცვა, ჯაფა და პუჯა, რომლებიც შეეთავაზება, მხოლოდ გულის გასაწმენდად არის გამიზნული. ყველა მათ ვინც მიაღწია სიდიადეს ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს განათლება თუ მეცნიერება, ამის გაკეთება შეძლეს მარტოოდენ თავიანთი ქცევის გამო. არც ფიზიკურ ძალას არც სიმდიდრეს, არც თუნდაც ინტელექტუალურ უნარს არ შეუძლია გახადოს ვინმე პატივცემული და პატივნაცემი. წესი რითაც ის ცხოვრობს არის რაც მას ჩუქნის პატივს და ღირსებას. თუ თქვენ იღებთ მართალ აზრებს, თქვენ გააცნობიერებთ, რომ ყველა თქვენგანი ხართ ღმერთის სახლში. მთელი სამყარო არის ღმერთის სასახლე! როგორც კი თქვენ გააცნობიერებთ ამ ჭეშმარიტებას, როგორ შეძლებს რამე განსხვავება წარმოშობას?
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 25 დეკემბერი.
5.01.21.
ღმრთიურება არის ყველაში გაუცხადებელი ფორმით. ყველა კაცი არის ღმრთიური სათ-ჩით-ანანდა (ყოფნა-ცნობიერება-ნეტარება). ეს კატეგორიულად არის აღწერილი ბჰაგავად გიტაში. რადგან ღმერთი არის სიყვარულის ტანმოსილება, ადამიანიც ასევე არის სიყვარულის ტანმოსილება. მაგრამ ადამიანი დღეს მას სრულად და სწორად არ ავლენს თავისი ეგოიზმისა და ეგოცენტრიზმის გამო. მიუხედავად იმისა რომ კაცობრიობა მნიშვნელოვნად დაწინაურდა მატერიალურ და სამეცნიერო სფეროებში, ის მძიმედ დაეცა მორალურად და სულიერად. ეგოიზმი გაბატონებულია ყოველ მოქმედებაში. ყოველი აზრისა და ყოველი სიტყვის მიღმა იკვეთება საკუთარი ინტერესი. მხოლოდ მაშინ როდესაც ეს ეგოიზმი აღმოიფხვრება ღმრთიურებამ შეიძლება გამოავლინოს თავი. სევას (მსახურების) შესრულებისას, უნდა იყოს შეცნობილი ღმრთიურის ყველგანმყოფობა ყველა ადამიანის არსებაში. კაცს არ აქვს განვითარებული თიაგას (მსხვერპლის შეწირვის) სული ან არაკეთილგანწყობა ბჰოგასადმი (გრძნობითი სიამოვნებისადმი). ჭეშმარიტი მსახურება უხმობს მსხვერპლის სულს. მსხვერპლი უნდა გამოცხადდეს ერთადერთ საშუალებად უკვდავების მისაღწევად.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 23 მარტი.
6.01.21.
ადამიანები სჩანს იმყოფებიან ღმერთის ძებნაში. ისინი ვერ ხვდებიან რომ ყველაფერი რასაც ისინი ხედავენ გაჟღენთლია ღმერთით. ყველა ფორმა არის ღმრთიური. მაგრამ რადგან მათი ხედვა არის გარეთა, ისინი არიან ღმრთიურის შინაგანი ხედვის უუნარონი. კაცი მოწყურებულია მშვიდობისთვის. თუმცა მშვიდობისა და ნეტარების წყარო არის თავად მასში, ის ეძებს მათ გარეგანში, მსგავსად ვინმე მირაჟის მდევნელის. დაუსვენებელი საქმიანობის, დაუსრულებელი წუხილისა და უსაზღვრო სურვილების გამო, ადამიანმა დაკარგა სიმშვიდე და გახდა უკმაყოფილებისა და სიდუხჭირის მსხვერპლი. დასაწყისში, მშვიდობა უნდა კულტივირდეს თვით ჩვენში. და შემდეგ ეს მშვიდობა უნდა გავრცელდეს ოჯახზე. სახლიდან იგი უნდა გავრცელდეს ჩვენს სოფელში. ამგვარად, მშვიდობა უნდა დაიწყოს ინდივიდიდან და გავრცელდეს მთელ საზოგადოებაში. თქვენ უნდა დააკავოთ საკუთარი თავი მსახურებით, აჰამკარას (ამპარტავნების) ყველანაიერ კვალზე თავის არიდებით. ჩვენი დეგრადირება არის ღმერთის დავიწყების შედეგი. როდესაც ჩვენ გვემახსოვრება ღმერთი, ჩვენი ცხოვრება აღივსება სიმშვიდითა და ბედნიერებით!
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 23 მარტი.
7.01.21.
ბალ ვიკასი არის მთავარი საფუძველი დჰარმას (უბიწოების) აღდგენის დიდი მოძრაობისთვის მსოფლიოში. უხუცესები შორს არიან წასული თავიანთ გზებზე, და ძნელია მათი ჩვევებისა და დამოკიდებულების შეცვლა. ბავშვებს უნდა წარვუძღვეთ ცხოვრების კარგ გზებში, უბრალოებაში, თავმდაბლობასა და დისციპლინაში. ბალ ვიკასის კლასების კაშკაშა, მხიარული და თანამშრომელი ბავშვების მაგალითზე ბევრი მშობელი უნდა დარწმუნდეს სიყვარულით გააგზავნონ თავიანთი შვილები ამ კლასებშიც. როგორც მოგეხსენებათ, თქვენ ვერ მიიზიდავთ ბავშვებს თქვენთან თუ თქვენ ხელში გიჭირავთ ჯოხი; თქვენ უნდა გეჭიროთ ამის ნაცვლად რამე ტკბილეული. ასე რომ გურუები უნდა იყვნენ სიყვარულისა და მოთმინების ტანმოსილებანი. ბალ ვიკასის იდეალი არის ბიჭებისა და გოგონების თაობის აღზრდა ვისაც ექნება სუფთა და ნათელი სინდისი. ფაქტიური სასწავლო პროგრამები არც ისე მნიშვნელოვანია როგორც ისეთი ატმოსფეროს შექმნა სადაც კეთილშობილური ჩვევები და იდეალები შეიძლება გაიზარდოს და გახდეს ნაყოფის მომცემი.
– ღმერთის საუბარი, 1978 წლის 6 ივნისი.
8.01.21.
სიყვარულის ტანმოსილნო! სადაც კი თქვენ ხართ, ნებისმიერ ვითარებაში რომელშიც თქვენ მოხვდებით, არასოდეს არ დაივიწყოთ ღმერთი. სარვადა სარვა კალეშუ სარვანთრა ჰარი ჩინთანამ (ყოველთვის, ყოველ დროს, ყველა ვითარებაში იფიქრეთ ღმერთზე). რა საქმიანობასაც თქვენ წამოიწყებთ, მიუძღვენით იგი ღმერთს. ყველა ძალა თქვენს ტანში არის ღმერთის საჩუქარი. სინამდვილეში, ღმრთაებრიობა ავსებს თქვენი ტანის ყოველ დიუმს, ყველა უჯრედს და ყველა ატომს. თუ თქვენ ფლანგავთ ასეთ ღმრთიურ ძალას, ეს მიდის მკრეხელობამდე. მიუძღვენით თქვენი ტანი, ჭკუა, ინტელექტი; ფაქტიურად, ყველაფერი თქვენი, ღმერთს! თქვენს მიერ ჩატარებული თამაშები არ უნდა იყოს შეზღუდული ერთი დღით. სინამდვილეში, ცხოვრება არის თამაში; ითამაშეთ. რასაც კი თქვენ აკეთებთ, რასაც კი თქვენ ლაპარაკობთ, რასაც კი თქვენ ფიქრობთ – თქვენი ცხოვრების ყველა ასპექტში – ეს ერთიანობა უნდა აისახოს. ეს არის ბჰარათიიას (ინდოელთა) ნამდვილი კულტურა.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 14 იანვარი.
9.01.21.
გაიხსენეთ, რა სულით ემსახურებოდა ჰანუმანი, მაიმუნი, შრი რამას. ჰანუმანი აღწერილია, როგორც ‘მშვიდი, სათნო და ძლიერი.’ ასეთ პირს, როდესაც ის იყო ხეზე აშოკავანაში ლანკაში, რაკშასებმა (დემონებმა) ჰკითხეს იმის თაობაზე, თუ ვინ იყო ის და საიდან მოვიდა. ჰანუმანმა უპასუხა: “დასოჰამ კაუსალენდრასია (მე ვარ შრი რამას მოსამსახურე, კაუსალიას ძე)”. იგი არ ამაყობდა თავისი მამაცობით ან ცოდნით. იგი კმაყოფილი იყო საკუთარი თავის აღწერით რამას თავმდაბალ და ერთგულ მსახურად. ატარეთ ჭკუით აფორიზნი, „კინკარად (იმად ვინც მზადაა შეასრულოს უფლის ბრძანება) მყოფობის გარეშე, თქვენ ვერ გახდებით შანკარა (ღმრთაებრივი)”. თქვენ უნდა გარდაქმნათ თქვენი ცხოვრება მსახურებით. თქვენ არ უნდა დაუშვათ ამპარტავნების ან საკუთარი ინტერესების სულ მცირე ოდენობა თქვენი მსახურების საქმიანობაში. თქვენს გულში დაამკვიდრეთ განწყობა რომ მსახურება რასაც თქვენ ეწევით ვინმეს მიმართ არის ღმერთისადმი მსახურება. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ადამიანისთვის მსახურება მადჰავასთვის (ღმერთისთვის) მსახურება.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 23 მარტი.
10.01.21.
ბუნებაში ყველა ობიექტი არის წარმავალი. ესები იზიდავს კაცს და ატყუებს მას. ობიექტები რომლებიც დროებითია ბუნებით მოგცემთ მხოლოდ წამიერ ბედნიერებას. ვედები საუბრობს რიტამის პრინციპზე. ეს სიმბოლირებს ჭეშმარირებას რომელიც უცვლელია. ყველა ამსოფლიური ობიექტი განიცდის ცვლილებას. როდესაც თქვენ განავითარებთ რიტამს, თქვენ შეძლებთ გაიგოთ უცვლელი და მარადიული ღმრთაებრიობა. თქვენ შეიძლება იკითხოთ: “როგორ შემიძლია მე მქონდეს ღმერთის ხედვა?” ოჰ კაცო! თქვენ არ გჭირდებათ ღმერთის ძებნა! საითაც იხედებით, ის იქ არის. ის გაჟღენთილია ყველა საგანში. თქვენ ვერ ხედავთ მას რადგან გარეგნული შესახედაობით ხართ მოტყუებული. სინამდვილეში, თქვენ თავად ხართ ღმერთი. ამის გამო, ვედა მოუწოდებს ადამიანს განავითაროს რწმენა რომ: „მე ვარ ღმერთი და ღმერთი არ არის სხვა ჩემს გარდა“. სახელები და ფორმები მრავალია, მაგრამ ღმერთი ერთია. სარვამ კჰალვიდამ ბრაჰმა (ჭეშმარიტად ეს ყველაფერი არის ბრაჰმანი). ასეთი ერთიანობა ღმრთიურობაში უნდა განხორციელდეს. სათსანგი ნიშნავს ერთიანობის განცდას.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 1 მარტი.
11.01.21.
ნამდვილი სტუდენტი არის ის, ვინც მიაღწევს სრულყოფილებას მორალურ, სოციალურ და სულიერ სფეროებში. ადამიანი არ უნდა ესწრაფვოდეს მხოლოდ ფიზიკურ ძალასა და ბედნიერებას. ის მტკიცედ უნდა ეცადოს ჭკუის კონტროლს. ის ვინც ხდება თავისი ჭკუის მონა ის იძულებით ხდება სუსტი, ის როგორი ძლიერიც შეიძლება იყოს. ამგვარად, თქვენ უნდა აქციოთ ჭკუა თქვენს მონად. ჭკუის ძალა არის უბადლო. სწორედ ჭკუისგან წარმოიშობა ყველაზე ძვირფასი სათნოებები. თუ სიმდიდრე დაიკარგა, ის შეიძლება გამოიმუშავო კვლავ. თუ ჯანმრთელობა დაიკარგა, იგი შესაძლებელია აღდგეს კვალიფიციური ექიმის დახმარებით. მაგრამ თუ ადამიანური ფასეულობები დაიკარგა, ადამიანის სიცოცხლე ხდება ფუჭი. ადამიანური ფასეულობები არის დროს მოთხოვნა. მათი შეძენა შეუძლებელია მარტოოდენ წმინდა ტექსტებიდან არც მათი გადმოცემა არის შესაძლებელი სწავლულ მოძღვართაგან. ესები წარმოიქმნება შიგნიდან. როდესაც ჩვენ ვანვითარებთ კეთილშობილურ აზრებს და ყოველდღიურ ცხოვრებაში მივყვებით ჭეშმარიტების გზას, ადამიანური ფასეულობები ყვავდება ჩვენში და გვიცავს ნებისმიერ ვითარებაში.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 14 იანვარი.
12.01.21.
დაბადებული საზოგადოებაში, აღზრდილი საზოგადოებაში, განათლებული საზოგადოების მიერ და უთვალავი სარგებლის მიმღები საზოგადოებისგან, თქვენ რას აკეთებთ საზოგადოებისთვის? სოციალური მსახურება უნდა იყოს მიჩნეული როგორც მადლიერების გამოხატულება საზოგადოებისადმი იმისთვის რაც მან ჩვენთვის გააკეთა. საზოგადოების გარეშე ჩვენ ვერ გადავრჩებით. ქალები უნდა მოეპყრონ თავიანთ ყოველდღიურ საშინაო საქმეებსაც კი, როგორც კონცენტრირებული სამუშაოს ფორმას. თუ ისინი ვერ დაესწრებიან სათსანგს (სულიერ შეკრებას) საოჯახო მოვალეობების გამო, მათ არ უნდა იგრძნონ თავი საცოდავად ამის შედეგად. სახლში მოვალეობების შესრულება ისეთივე წმინდაა როგორც სატანგზე დასწრება. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ სწორად ასრულებთ თქვენს მოვალეობებს სახლში თქვენ იქნებით შემძლე შეასრულოთ სწორი მსახურება გარეთ. რა სამუშაოსაც კი თქვენ აკეთებთ სახლში, გვით იატაკს თუ ამზადებთ ჩაფათის (ინდურ ბრტყელ პურს), გარდააქციეთ იგი სულიერი ვარჯიშის ფორმად. ჩაატარეთ ყოველი მოქმედება ღმრთიურის სიყვარულით და მიუძღვენით იგი ღმერთს.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 23 მარტი.
13.01.21.
ადამიანის ხედვა არ უნდა შეიზღუდოს მარტოოდენ გარეგანი საგნებით და ამსოფლიური ნივთებით, რომლებიც წარმავალი და ხრწნადია. ადამიანს მიეცა ეს ხედვა ასე რომ მან შეძლოს დანახვა მუდმივად მის გულში სუფთა, წმინდა ღმრთიური ცნობიერების. მზის ჩრდილოეთისკენ მოძრაობა (უთთარაიანა) არის ხელსაყრელი შემთხვევა ამ შინაგანი ხედვის განსავითარებლად. ეს არის სამეფო გზა სულიერი მაძიებლისათვის უზენაესის სარეალიზებოდ. ამ დღიდან მზე ატარებს მშვიდ და სასიამოვნო ასპექტს. საკმარისი არ არის, ამიტომ, უბრალოდ მზის ჩრდილოეთით მოძრაობის შეცნობა ამ პერიოდში. ყველა ძალისხმევა უნდა გაკეთდეს ხედვის შინაგანად სუფთა, წმინდა მაცხოვარი მე-სკენ მისამართად. ეს არის პერიოდი წმინდა აზრების მზრუნველობით გამოსაზრდელად და წმინდა საქმეების შესასრულებად. ძველ დროთა ბრძენები და წინასწარმეტყველები ელოდებოდნენ უთთარაიანას მოსვლას თავიანთი წმინდა საქმეების დასაწყებად.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 14 იანვარი.
14.01.21. მაკარ სანკრანტი
დღეს ტამილ ნადუში არის პონგალის დღესასწაული. ეს არის უთთარაიანას დღე როდესაც მზე ყოველდღიურად და სულ უფრო მეტად ბრუნდება ჩრდილოეთისკენ ექვსი თვის პერიოდის განმავლობაში რომელიც არის უფრო წმინდა ვიდრე დანარჩენი ექვსი თვე. პონგალი ნიშნავს დუღილს, რძის გადმოღვრას, ესე იგი, გული სიხარულით უნდა გადმოიღვაროს იმ დიდი გაკვეთილების გავლით რასაც უთთარაიანა ჩვენ გვასწავლის. მზე არის ხელმძღვანელი ღმრთაება თვალის ისევე როგორც ინტელექტის, და როდესაც მზე ჩრდილოეთისკენ მობრუნდება ჩვენ ასევე უნდა გადავწყვიტოთ შეტრიალება ღმერთის რეალიზების წმინდა გზისკენ. როდესაც არჯუნა და დურიოდჰანა ერთად იყვნენ შრი კრიშნასთან და დახმარებას ითხოვდნენ კურუკშეთრას ომის დროს, არჯუნამ აირჩია ღმერთის გზა, ხოლო დურიოდჰანამ მატერიალური ძალის გზა. თქვენ რაც უფრო მეტ სიმდიდრეს აგროვებთ, თქვენ მით უფრო შებოჭილი ხდებით და მით უფრო მეტ წუხილში, შფოთვასა და შიში შედიხართ. თუ ადამიანს ჰყავს ღმერთი თავის მხარეს, რის მიღწევაა შეუძლებელი!
– ღმერთის საუბარი, 1979 წლის 15 იანვარი.
15.01.21.
თქვენ უნდა აავსოთ საკუთარი თავი წმინდა აზრებით. ეს არის წმინდა ფესტივალების მიზანი. სანკრამანა არის დრო როდესაც ხდება შინაგანი მოგზაურობა სუფთა და დაუმუშავებელი გულისკენ. ისევე როგორც მზე დგება თავის ჩრდილოეთისკენ მოგზაურობაზე, სანკრანტი არის დღე როცა ინტელექტი უნდა შეტრიალდეს ათმასკენ თვითრეალიზებისთვის. კაცმა და ქალმა უნდა შეცვალონ თავიანთი ხედვა, თავიანთი აზრი, თავიანთი სიტყვა და თავიანთი ქცევა. ეს არის სანკრამანას მნიშვნელობა. საკუთარი თავის განწმენდის გარეშე რას ნიშნავს თქვენთვის სანკრანტის ნებისმიერი რაოდენობა? სანკრანტი ახალისებს გონებრივ გარდაქმნას. ეს ანათებს ადამიანთა ჭკუებს. ეს იწვევს შინაგანი გრძნობების გახსნილობას. ეს იწვევს უხილავი ათმას გამოვლინებას ყველასში. სანკრანტი არის მდიდარი ასეთი უდიდესი მნიშვნელობით. სანკრანტი უნდა მიღებული იყოს კეთლად როგორც ერთიანობისა და მშვიდობის მაუწყებელი. ეს იყო ვედების ძველისძველი გზავნილი.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 15 იანვარი.
16.01.21.
ეპიტიმია არ ნიშნავს ტყეში განმარტოების მოყვარულობას და ხილსა და ბოლქვებზე ცხოვრებას. სინამდვილეში ასეთ ცხოვრებას შეიძლება ეწოდოს ტამასის ცხოვრება (გონებაჩლუნგობა) და არა ეპიტიმია (ტაპასი). ჭეშმარიტი ეპიტიმიაა კონტროლში ადამიანის ემოციების, აზრების, სიტყვებისა და საქმეების რომლებიც წარმოიქმნება სატვიური, რაჯასული და ტამასური ხარისხებიდან. ადამიანმა უნდა იფიქროს ღმერთზე ყოველ დროს და მიაღწიოს ჰარმონიას აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში. ის არის კეთილშობილი მხოლოდ ვისი აზრები, სიტყვები და საქმეები სრულ ჰარმონიაშია. არ გაგიტაცოთ ტკივილმა ან სიამოვნებამ. ბჰაგავად გიტა ასწავლის: სუკჰა დუკჰე სამე კრუტვაა ლაბჰაა ლაბჰოუ ჯაია ჯაიოუ – ადამიანი უნდა იყოს მშვიდი ბედნიერებასა თუ მწუხარებაში, მოგებასა თუ წაგებაში, გამარჯვებსა თუ დამარცხებაში. ადამიანი უნდა ასრულებდეს თავის მოვალეობას და ემსახუროს საზოგადოებას ჯილდოს ყოველგვარი მოლოდინის გარეშე. ასეთი თანაბარგანწყობისა და უსურვილობის მდგომარეობა არის ჭეშმარიტი ეპიტიმია.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 22 აგვისტო.
17.01.21.
ყველას ჰყავს ხუთი მრჩეველი ცხოვრებაში. ეს არის ვინ, როდის, რა, სად და როგორ. რამე მოქმედების დაწყებამდე, პასუხები უნდა მიიღოთ ამ ხუთ კითხვაზე. როდესაც სწორი პასუხები მიღებულია, მოქმედებები დაფუძნებული მათზე იქნება სწორი. დღეს ადამიანები მოქმედებენ ამ ფაქტორების შეხების გარეშე. ამ საკითხში ყველას შეუძლია დაეყრდნოს საკუთარ განსჯას, თავისი დაკვირვებისა და შეხედულების ძალების გამოყენებით. ამ მიზნით ყველა ინსტრუმენტი ხელმისაწვდომია ყველასთვის, მისი აღქმისა და მოქმედების ორგანოებში. ყველა კიდურსა და ორგანოში არის ღმრთიური ძალა. ამ ღმრთიურ ძალას ეწოდება ანგირასა. სახელი მომდინარეობს ფაქტიდან რომ ღმრთიური წარმოდგენილია ყველა ანგაში (კიდურში) როგორც რასა (არსი). საჭირო არ არის ღმრთიურის ძებნა თქვენს გარეთ. თქვენ ხართ ღმრთიური. თქვენი ყველა სიძლიერე არის ღმრთიური ძალღონე! თქვენი ცხოვრება უნდა ემყარებოდეს ჭეშმარიტებასა და უბიწოებას. განივითარეთ რწმენა რომ რაც კი თქვენ გხდებათ არის სასიკეთოდ.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 14 იანვარი.
18.01.21.
ადამიანებმა დიდად უნდა იზრუნონ რომ მათმა გრძნობებმა არ დაუშვას შეცდომა და არ ჩაიდინოს დანაშაულები. ბოროტებაზე ფიქრს, ბოროტებაზე ლაპარაკს და ბოროტების ხედვას შეუძლია უცვლელად მიგიყვანოთ სრულ განადგურებამდე. მაგალითად, მაჰაბჰარატაში დურიოდჰანას ბოროტი აზრები ჰქონდა პანდავებზე, და ბოლოს მან განადგურება მოუტანა მთელ თავის დინასტიას. რამიანას აქვს კაიკეიის ისტორია, ვინც უსმენდა მანტარას ბოროტ რჩევას და ასე დაკარგა არა მხოლოდ ქმარი, არამედ თავისი შვილის, ბჰარატას პატივისცემა და სიყვარული. დღეს არავის უყვარს ცნობილი იყოს ამ სამარცხვინო დურიოდჰანას, კიიჩაკას ან რავანას ხასიათებით. თუმცა მათი სახელები არ არის სიამოვნების მომგვრელი, მათთან დაკავშირებული ცუდი თვისებები არ არის მიტოვებული კაცობრიობის მიერ. შეეცადეთ უარი თქვათ ბოროტ ხედვაზე, ბილწ მეტყველებაზე და ბოროტ რჩევასა და ცილისმწამებაზე ჭორაობის ყურის დაგდების სიხარბეზე.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 22 მაისი.
19.01.21.
ჭეშმარიტებაა რომ ჯანმრთელობა არის სიმდიდრე. დჰარმარტაკამამოკშანამ აროგიამ მუულამუთტამამ – ჯანმრთელობა არის ფუნდამენტური მოთხოვნა ადამიანის ცხოვრების ოთხი მიზნის კერძოდ, დჰარმის (უბიწოების), არტის (სიმდიდრის), კამის (სურვილის) და მოკშის (განთავისუფლების) მისაღწევად. როგორც კი თქვენ მიაღწევთ ნეტარების მდგომარეობას შემდეგ, თქვენ შეძლებთ ყოველთვის დატკბეთ კარგი ჯანმრთელობით. კაცი შეყვანილია შეცდომაში რომ მას შეუძლია ნეტარი ცხოვრების წარმართვა სიმდიდრისა და ძალაუფლების პოზიციის შეძენით. არც სიმდიდრეს და არც ძალაუფლების პოზიციას არ შეუძლია თქვენზე ნეტარების მონიჭება. ნეტარება შეიძლება განცადოთ მხოლოდ მაშინ როდესაც თვალსაჩინოდ წარმოიდგენთ ერთობას ნაირსახეობაში. თუ თქვენ არ გესმით ერთობის პრინციპი და მიაღწევთ ნეტარებას, ყველა მსახურების საქმიანობა როგორიც საავადმყოფოების აშენებაა იქნება მცირე შედეგიანი. ყველას, ვინც საავადმყოფოში მუშაობს, იქნებიან ეს ექიმები, ექთნები, სამედიცინო პერსონალი თუ ტექნიკოსები, უნდა ჰქონდეთ ერთობის სული. ეს საავადმყოფო აჩვენებს ერთობის იდეალს. ამ საავადმყოფოში ყველა თანამშრომელი მუშაობს იმ გრძნობით რომ ისინი ერთ ოჯახს მიეკუთვნებიან.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 22 აგვისტო.
20.01.21.
შრი კრიშნამ გიტაში განმარტა რომ მწუხარება არის რაჯო გუნას (ვნებებს აყოლილი საქმიანობის ხარისხის) ნაყოფი. მან ასევე აჩვენა რომ მხოლოდ ის ადამიანი ვინც აღიარებს ამ ჭეშმარიტებას და გულიდან ამოიღებს რაჯო და ტამო გუნას (სიზარმაცისა და ინერციის ხარისხებს), შეიძლება იყოს ბედნიერი. რადგან ადამიანს თავის გულში აქვს სამივე გუნა ის არის არათავისუფალი. გლეხმა ვისაც სურს მოსავლის გამოზრდა მინდორში, თავდაპირველად, უნდა მოაცილოს სარეველები თავისი მინდვრიდან. თუ სხვადასხვა სახის სარეველები გაიზრდება, მოსავალი გაფუჭდება. სარეველების მოცილება აუცილებელი წინაპირობაა კარგი მოსავლის მისაღებად. ამის მსგავსად, სადჰაკამ (სულიერმა მაძიებელმა), რომელსაც უნდა “ათმანანდას” (ათმას სიხარულის) რეალიზება, უნდა ამოიღოს გულიდან რაჯო და ტამო გუნას სხვადასხვა გამოვლინებები ბოროტების, სურვილის, სიხარბის, სიბრაზის, სიძულვილისა და შურის ფორმით. კაცის მტრების ეს ექვსი ტიპი არის რაჯო და ტამო გუნას შვილები. ჩვენ ვერ შევძლებთ ათმას (ინდივიდუალური სულის) სიხარულის განცდას სანამ ეს სარეველები იქ იქნება.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 12 სექტემბერი.
21.01.21.
თუ ჩვენ დავპატიჟებთ რომელიმე დიდ ადამიანს, მაგალითად წმინდანს ან სწავლულს ჩვენს სახლში, გარკვეული მომზადება უნდა გაკეთდეს სახლში, რათა ის წარმოსადგენი გახდეს. ჩვენ უნდა დავასუფთავოთ სახლი და არემარე სტუმრის მოსვლამდე. სახლი რომელიც არ არის სუფთა განიცდის სიწმინდის ნაკლებობას და დიდი ხალხი არ მიდიოდა ასეთ ადგილებში. იგივენაირად, თუ ჩვენ მოვიწვევდით მინისტრს ან გუბერნატორს ჩვენს სოფელში, ჩვენ დავასუფთავებდით გზას, მოვრთავდით ბილიკს და ყველაფერს მოვაწესრიგებდით სათანადოდ გამოჩენილი სტუმრის მისაღებად. თუ ჩვენ ამდენად ვზრუნავთ და ვფრთხილობთ როდესაც მოვიწვევთ ადამიანს ვისაც მხოლოდ დროებითი პოზიცია აქვს, რამდენად უფრო მეტად სუფთად უნდა გვქონდეს ჩვენი გული როდესაც თავად მსოფლიოს შემქმნელსა და დამცველს ვიწვევთ შესასვლელად! კრიშნამ თქვა: „არჯუნა, შენ მე მიმიღე როგორც შენი ეტლის მეეტლე. მიმიღე მე როგორც შენი ცხოვრების მეეტლე. სავარძელი, რომელზეც მე ვზივარ ამ ეტლში არის ძალიან სუფთა და კარგად მორთული. იფიქრე რამდენად სუფთა და რამდენად გრანდიოზული უნდა იყოს შენი გული რომ ის გახდეს ჩასაჯდომი ადგილი ჩემთვის თუ მე გავხდები შენი გულის მეეტლე ”.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 12 სექტემბერი.
22.01.21.
მიძღვნისა და ჩაბარების გზაზე ადამიანის ნაბიჯები (ცხრიდან პირველი ექვსი) ღმერთისკენ მლოცვარობაში არის: (1) ღმერთის ხელსაქმის დიდების და სიდიადის და ღმრთიურის სხვადასხვა შიშის შთამაგონებელი გამომჟღავნების თაობაზე მოსმენის სურვილის გაჩენა. სწორედ უფლის შესახებ კვლავ და კვლავ მოსმენით ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავი გარდავქმნათ ღმრთიურში. (2) საკუთარი თავისთვის სიმღერა უფლზე, მისი დიდების და მრავალფეროვანი საგმირო საქმეების ქებით. (3) უფალზე დაბინავება ჭკუაში, მისი სილამაზის, დიდებულებისა და თანაგრძნობის ჭვრეტაში გაცხადება. (4) შესვლა უფლის თაყვანისმცემლობაში, კონცენტრირებით მისი ტერფების ან ტერფების ანაბეჭდების პატივისცემაზე. (5) ეს გადაიზრდება უფლის გულის სრულ მოლბობაში და სისტემატიკურ რიტუალისტურ თაყვანისცემაში, რომელშიც მაძიებელი იღებს შინაგან კმაყოფილებას და შთაგონებას. (6) მაძიებელი იწყებს ღმერთის საყვარელი ფორმის დანახვას, რომლის თაყვანისცემაც მოსწონს, ყველა არსებაში და ყველა საგანში, საითაც ის მიბრუნდება, და ამის შედეგად ინვითარებს ვანდანას (მოკრძალების) დამოკიდებულებას ბუნებისა და მთელი ცხოვრების მიმართ!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 19 თებერვალი.
23.01.21.
დამკვიდრებული ჭკუის ამ მისწრაფებაში (ყველაში უფლის ხილვის), ერთგული ხდება ყველას ერთგული მსახური, უპირატესობისა და არასრულფასოვნების გრძნობის გარეშე. ეს არის სასიცოცხლო ნაბიჯი (7), რომელიც მოასწავებს დიდ სულიერ წარმატებას. (8) ეს მაძიებელს უფალთან იმდენად აახლოვებს რომ ის თავს გრძნობს ამხანაგად და მეგობრად, ღმერთის ძალაუფლების და მოწყალების, ღმერთის ტრიუმფებისა და მიღწევების მეწილედ, ის ხდება მისი საკჰა როგორც არჯუნა გახდა. (9) როგორც შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, ეს არის შესავალი სრული დანებების, ან ათმანივედანამის ბოლო ნაბიჯი, მთლიანად დამყოლობა უფლის ნებაზე, რომელიც მაძიებელმა იცის საკუთარი განწმენდილი ინტუიციით. თქვენ შენიშნავთ, რომ მეშვიდე ნაბიჯი არის დასიამი (მოსამსახურის ეტაპი). ეს არის მსახურების ეტაპი, რომელიც აქვს მისაღწევი ყველა ადამიანს ვინც საკუთარ თავს უწოდებს სოციალურ მუშაკს, მოხალისეს ან სევაკს. ეს უფრო ნაყოფიერია ვიდრე სახელის ხსენება ან მძივების თვლა ან საათების დახარჯვა მედიტირებაში, თუმცა მისი მსახურება უფრო მდიდარი და დამაკმაყოფილებელი იქნება თუ შესრულდება სულიერი დისციპლინის საფუძველზე.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 19 თებერვალი.
24.01.21.
სწორი ცხოვრების ერთ-ერთი პირველი პრინციპია: სიჩუმის პრაქტიკა. რადგან, ღმერთის ხმა თქვენი გულის სივრცეში ისმის მხოლოდ მაშინ როდესაც ენა არის დამშვიდებული. მაშინ ქარიშხალი წყნარია და ტალღები მშვიდი. სხვებისთვის აღარ იქნება ყვირილის ცდუნება როდესაც თქვენ მათ ჩურჩულით ესაუბრებით. დააყენეთ თვითონ ტონის დონე: რაც შეიძლება დაბალი, იმდენად მაღალი რამდენადაც საჭიროა რომ მიაღწიოს გარეთა საზღვარს წრის ვისაც თქვენ მიმართავთ. დაზოგეთ ხმა, რადგან ეს არის ელემენტ სივრცის (აკაშას) საგანძური, გამოცემული თვით ღმერთისგან. საღი აზრი შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ მაშინ როდესაც არგუმენტები წინწამოწეულია ხმის გამათრახების გარეშე. სიჩუმე არის სულიერი მაძიებლის მეტყველება. რბილი ტკბილი მეტყველება არის ნამდვილი სიყვარულის გამოხატულება. სიძულვილი ყვირის გამყინავად, შიში წივის და პატივმოყვარეობა საყვირხმოვანობს. მაგრამ სიყვარული იავნანას მღერის; იგი ამშვიდებს და აამებს. აპრაქტიკეთ სიყვარულის ლექსიკა; დაივიწყეთ სიძულვილისა და ზიზღის ენა!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 19 თებერვალი.
25.01.21.
უფალი ახლა თაყვანცემულია მისთვის ყველა იმ ნივთის შეთავაზებით რაც თქვენ გწადიათ, მისი მოპყრობით ყველა იმ პატივით რაც თქვენ მოგწონთ გასაკეთებლად საკუთარი თავის მიმართ. კერპს ბანენ და რეცხავენ, რთავენ ძვირფასეულობებით, აპურებენ და მარაოთი უნიავებენ, გარს აკრავენ კეთილსურნელებას და ა.შ., რადგან ეს არის ის რაც თქვენ გსურთ. მაგრამ, უფალი კმაყოფილია მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ აკეთებთ იმას, რაც უფალს სურს! სხვაგვარად კიდევ როგორ შეიძლება მისი წყალობის მოპოვება? კიდევ როგორ ვიდრე აღზრდითა და გამოკვებით, შველითა და გადარჩენით მისი შვილების? სხვანაირად როგორ გარდა მათი დახმარების გააცნობიერონ ის, როგორც მათი უფალი და მფარველი, და განავითარონ რწმენა მასში, თქვენი საკუთარი სწორი და გულწრფელი ცხოვრებით! თქვენ ყველას უნდა შეხედოთ როგორც თქვენი სხეულის კიდურებს და როგორც თქვენ ცდილობთ ნებისმიერ კიდურზე სისხლჩაქცევის ან ჭრილობის მოშუშებას რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად, თქვენ ასევე უნდა მოშუშოთ სხვების პრობლემები და ტკივილი თქვენი საუკეთესო უნარებისა და თქვენი საშუალებების შესაბამისად.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 19 თებერვალი.
26.01.21.
შეავსეთ წყალსაცავი წყლით; შემდეგ, როდესაც ონკანს მოატრიალებთ, ვედროები აივსება. განავითარეთ სიყვარული და ერთგულება; მაშინ თქვენი საქმიანობა გაჯერებული იქნება თანაგრძნობითა და ქველმოქმედებით და ეს მოიტანს სიხარულისა და მშვიდობის ოქროს მოსავალს. წყალი უნდა იყოს სუფთა; სიყვარული უნდა იყოს უანგარო და უნივერსალური. თქვენ თვით შეგიძლიათ განსაჯოთ თქვენი სიყვარული ვიწროა თუ ფართო, თქვენი ერთგულება ზედაპირულია თუ ღრმა. ხართ თქვენ კმაყოფილი თქვენი მიღწევებით? შეამოწმეთ ეს თვით, გამოიტანეთ განაჩენი საკუთარ თავზე, თქვენივე დისკრიმინაციით. მოტივის სიწმინდე არის საუკეთესო გარანტი რომ თქვენ გექნებათ მშვიდობა. შეცბუნებული სინდისი არის მტანჯველი კომპანიონი. უბიწო მოქმედება არ დატოვებს ცუდ შედეგებს თქვენი ძილის ან ჯანმრთელობის დასარღვევად. თუ გულში არის უბიწოება, იქნება სილამაზე ხასიათში; თუ ხასიათში არის სილამაზე, იქნება ჰარმონია სახლში. როდესაც არის ჰარმონია სახლში, იქნება წესრიგი ერში. როდესაც წესრიგი არის ერში, იქნება მშვიდობა მსოფლიოში.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 13 იანვარი.
27.01.21.
დიდი ბოროტება რაც ძირს უთხრის ამ ორგანიზაციის დანაყოფებს არის სიამაყე და შური რასაც იგი წარმოშობს. როდესაც ერთი ადამიანი ამაყობს რომ მას მარტო შეუძლია ჯგუფურად კარგად იმღეროს ბაჰაჯანები, ბუნებრივად სხვებს უნვითარდებათ რისხვა, შური, სიძულვილი, ბოროტება და სხვა ასეთი მავნე თვისებები. სულიერი სიამაყე არის ყველაზე შხამიანი სიამაყის ყველა მრავალნაირობიდან, ის აბრმავებს და მიჰყავს ამისგან ტანჯული ადამიანი განადგურებაში. უფრთხილდით სიამაყეს; ყოველთვის იცოდეთ რომ თქვენ ხართ ინსტრუმენტები უბიწოების (დჰარმასტაფანას) აღორძინების ჩემს ღმრთიურ მისიაში. ეცადეთ იყოთ უფრო და უფრო ეფექტური როგორც ასეთი ინსტრუმენტები. ხელმა რომელსაც უპყრია ინსტრუმენტი იცის როგორ და როდის უნდა იყოს იგი გამოყენებული! იყავით უბიწო; თავიდან აიცილეთ ნებისმიერი ცრურწმენა სხვების მიმართ კასტის, აღმსარებლობის, ფერის, თაყვანისცემის წესის, სტატუსის ან კეთილდღეობის ხარისხის საფუძველზე. მარტო სიყვარულს შეუძლია ძირფესვიანად ამოაგდოს სიამაყის სარეველა გულიდან. გიყვარდეთ ყველა, როგორც ღმერთის ასე მრავალი ფორმა, გამოჩენილი სხვადასხვა როლებში.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 13 იანვარი.
28.01.21.
მრავალ ქვეყანასა და ადამიანთა საზოგადოებაში, ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი რწმენა, ერთი გზა, ერთი თაყვანისცემის საგანი, თაყვანისცემის ერთი ფორმა, რომელმაც ღრმად გაიდგა ფესვები და მოისხა ნაყოფი. ეს რწმენა შეიძლება იყოს ძირძველი ან იმპორტირებული, მაგრამ ხალხმა ამ რეგიონებში ისწავლა მისი ათვისება და ალერგიულია სხვებზე. ინდოეთში, მეორეს მხრივ, არსებობს საუკუნეების განმავლობაში, მრავალი სარწმუნოება და მრავალი გზა, რომლებიც ასახავს ადამიანის ყველა სურვილს, რასაც ის მიჰყავს შიგნით და მაღლა. ამრიგად, არსებობს მრავალი ალტერნატივა რომელთაგან ადამიანს შეუძლია აირჩიოს ერთი რაც შეეფერება მისი სულიერი ზრდის სტადიას და რომლითაც ამ საფეხურზე მყარად მდგომს, შეუძლია თავისი აწევა უფრო მაღალ მწვერვალებზე. ინდური კულტურა ჰგავს ოკეანეს, რომელსაც მასში აქვს ყველა მდინარის წყალი, ყველა ქვეყნიდან, ღრუბლებიდან რომლებიც ყველა კონტინენტზე მოგზაურობს. ოკეანე რომელიც არის ყველა მდინარის წყარო და მიზანი არის საწოლი რომელზეც ვიშნუ ისვენებს! აი ამიტომ ვიშნუ არის ღმერთი რომელიც განასახიერებს ღმრთიური პრინციპის უნივერსალურ ასპექტს როგორც სამყაროში ისევე მის მიღმა.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 14 იანვარი.
29.01.21.
თქვენ ვერ იქნებით სუფთა და კარგად ვერ იგრძნობთ თავს, ჩაცმული გარეცხილი ჟილეტის ქვეშ გაურეცხავი პერანგით; ან, გაურეცხავი შიდა პერანგით გარეცხილი პერანგის ქვეშ. ორივე უნდა იყოს სუფთა წკრიალა სიხარულის გრძნობის უზრუნველსაყოფად. ასევე, გარე და შინაგანი სისუფთავე ორივე არის მოსაძებნი და მოსაპოვებელი. სინამდვილეში, გარე სისუფთავე არის მხოლოდ შინაგანი მიღწევის ანარეკლი. არის უცნაური ნათლის მოფენა უწყინარი ადამიანის სახეზე. შინაგან სისუფთავეს აქვს მისი საკუთარი საპონი და წყალი – ძლიერი რწმენის საპონი და მუდმივი პრაქტიკის წყალი. ჭეშმარიტ მაძიებელს ექნება მოკრძალებული დამოკიდებულება მოვალეობასთან რაც მას ეკისრება. ის ბოლომდე მიიყვანს მისთვის დანიშნულ ყველა დავალებას თითქოს ეს არის თაყვანისცემა რომლითაც უფალი იქნება ნასიამოვნები, რომლითაც ის შეძლებს ღმერთის კვარცხლბეკთან მიახლოვებას. მოვალეობა არის ღმერთი; სამუშაო არის თაყვანისცემა – ეს არის დევიზი. თაყვანისცემა არ არის ფორმა რომელიც უნდა ჩაიცვა და გაიხადო დღის დადგენილ საათებში.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 19 თებერვალი.
30.01.21.
კარგი იდეები უნდა იქნას მიღებული და ცუდი თავიდან აცილებული. თითოეული იდეა უნდა განისაჯოს ვივეკას (სიბრძნის) უზენაეს სასამართლოში. და განჩინება უნდა განიხილებოდეს როგორც ხელშეუხებელი. ამ კონტექსტში უნდა გავიხსენოთ განდჰიჯის ლოცვა, საბკო სანმათი დე ბჰაგვან – “ოჰ ღმერთო, უწყალობე ყველას სწორად გაგება”. კვლავ, საზოგადოების ტბაში დაბადებულმა პიროვნებამ უნდა გაცუროს და იტივტივოს წყნარ წყლებში, და შეუერთდეს პროგრესის მდინარეს და შთაინთქას წყალობის ოკეანეში. ადამიანი უნდა გადავიდეს “მე”-ს პოზიციიდან “ჩვენ” პოზიციაზე; ამ დღეს ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ეგოთი მოცული პირების ველურ ცეკვას, ვისაც სძულს საზოგადოება და ყველაზე არასოციალურად იქცევიან. წყალი მიედინება უფრო მაღალი დონიდან დაბალი დონეებისკენ. ღმერთის წყალობაც ამის მსგავსია. იგი მიედინება მათკენ ვინც თავმდაბლობით არის მოხრილი. ასე რომ, უარი თქვით ეგოზე, გადალახეთ ეჭვიანობა და განავითარეთ სიყვარული.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 30 მარტი.
31.01.21.
გამოსახეთ ყველა აზრი ყვავილში, ღირსეულში მის თითებში დასაჭერად; გამოსახეთ ყოველი საქმე ნაყოფში, სავსეში სიყვარულის ტკბილი წვენით, ვარგისში მის ხელში ჩასადებად; და გამოსახეთ ყოველი ცრემლი წმინდად და სუფთად, შესაფერისად მისი ლოტოსის ფეხების დასაბანად. სიმბოლო პრაშანტი ნილაიამის დროშაზე არის ამ იდეალის შეხსენება, რომელიც თქვენ უნდა ჩადოთ პრაქტიკაში. ეს არის სიმბოლო გამარჯვების ვნებისა და სიხარბის, შურისა და სიძულვილის, ბოროტებისა და ქედმაღლობის დაუნდობელ მტრებზე, რომელიც მიიღწევა მუდმივი მცდელობით. ეს არის სიმბოლო უზენაესი ნეტარების ჩუმი მდგომარეობის, მოპოვებულის თვითკონტროლისა და თვითრეალიზების გზით. ნუ განსჯით სხვებს, გააკეთეთ არჩევანი იმსახურებენ თუ არა ისინი თქვენს მომსახურებას. გაიგეთ მხოლოდ ისინი არიან თუ არა გაჭირვებაში; ეს არის საკმარისი მანდატი. არ შეამოწმოთ როგორ იქცევიან ისინი სხვების მიმართ; ისინი უდაოდ გარდაიქმნებიან სიყვარულით. სევა (მსახურება) თქვენთვის ისეთივე წმინდაა, როგორც აღთქმა, სადჰანა, სულიერი გზა.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 19 თებერვალი.
ბაბა