01.12.20.
სიყვარულის ტანმოსილებო! თავი აარიდეთ ცუდ ხარისხებს როგორიცაა სიძულვილი და შური. იზრუნეთ რომ თქვენი სიყვარული ღმერთის მიმართ არ მერყეობდეს თქვენი სურვილების შესრულების ან არ შესრულების მიხედვით. გახსოვდეთ რომ თქვენ იღებთ თქვენი მოქმედების ნაყოფს, იმის მიხედვით ესები კარგია თუ ცუდი. მხოლოდ ღმერთის სიყვარულს შეუძლია მარადიული ნეტარების ბოძება. მსოფლიოში ბევრი იძენს სიმდიდრეს, პოპულარობას და თანამდებობას. მაგრამ რას მიაღწიეს მათ ცხოვრების მიზნის თვალსაზრისით? მათი მარცხი გამოწვეულია გაუგებლობით ერთიანობის რაც საფუძვლად უდევს ხილულ მრავალსახოვნებას. თითოეულში ღმრთიურის აღიარება ეს არის სულიერი სიკეთის ნიშანი. პრაჰლადამ განაცხადა რომ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ღმერთი იქ სადაც მას ეძებთ. მისი მამა, ჰირანიაკასიპუ, იყო დიდი ადამიანი მისი მიღწევების გამო. მაგრამ მან მარცხი განიცადა სიკეთის მიღწევაში ღმრთიურზე მისი უარის თქმის გამო. გაკვეთილი სტუდენტებისათვის დღეს არის ის რომ მათ უნდა მისდიონ უბიწოების წმინდა გზას. მათ უნდა იმუშაონ საზოგადოების კეთილდღეობისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 1 იანვარი.
2.12.20.
ადამიანების უმეტესობა იფარგლება მხოლოდ რიტუალისტური თაყვანისცემით ყოველდღე მოკლე დროს განმავლობაში. ისინი არ ცდილობენ გაიგონ, რისთვის ასრულებენ ამ რიტუალებს. არ აქვს მნიშვნელობა რიტუალების შესრულებას ცხოვრების დანიშნულებისა და მიზნის გაგების გარეშე. ყველა სულიერი სავარჯიშოს საბოლოო მიზანი არის სიყვარულის პრინციპის (ღმრთიურის სიყვარულის) გაცნობიერება. სიყვარულის წახალისება არის ყველა სულიერი მცდელობის მიზანი. არავითარ შემთხვევაში სიყვარული არ უნდა იყოს უარყოფილი ან არად ჩაგდებული. სადაც არის სიყვარული, იქ არ შეიძლება იყოს სიძულვილი, მწუხარება და გაჭირვება. დრო გადის. თქვენ ყველა იზრდებით წლებში. მაგრამ პატარა ცვლილებებია თქვენს დამოკიდებულებებში. აზრის სიწმინდე შედეგდება ცოდნისა და სიბრძნის სიწმინდეში. თვითრეალიზება მოდის მხოლოდ სულიერი სიბრძნის (ჯნანას) მეშვეობით. წმინდა ცხოვრების გასატარებლად და წმინდა გამოცდილების მისაღებად, დაკავდით წმინდა საქმეებით. სიკეთე და ბოროტება მსოფლიოში შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ როდესაც შეიცვლება კაცის მოქმედებები. საზოგადოების ტრანსფორმირება უნდა დაიწყოს ინდივიდების ტრანსფორმირებით.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 1 იანვარი.
3.12.20.
თვალებმა უნდა ხედოს მხოლოდ ის, რაც კარგია. ხელები უნდა იყოს დაკავებული კარგ მოქმედებებში. ყურებმა არ უნდა გაიგონოს ბოროტება და უნდა ისმინონ მხოლოდ ის რაც კარგია. არ ილაპარაკო ბოროტება. ისაუბრე მხოლოდ რაც არის კარგი. არ იფიქრო ბოროტება. იფიქრე რაც არის კარგი. არ გააკეთო ბოროტება. გააკეთე ის, რაც კარგია. ეს არის გზა ღმერთისკენ. თვალებმა უნდა ხედოს მხოლოდ წმინდა საგნები. მთელი მსოფლიო გარდაიქმნება, როდესაც თქვენი ხედვა გახდება წმინდა. მიუძღვენით ყოველი წუთი მოქმედებებს რომლებიც ღმერთს მოეწონება. განივითარეთ სიყვარული ღმერთის მიმართ, რომელიც გაიღებს ყველა კურთხევას თქვენზე. ეს მაგალითი ნაჩვენებია ჰარიშჩანდრას ცხოვრებით. მან ყველაფერი შესწირა ჭეშმარიტების საქმეს. და ბოლოს მან ყველაფერი დაიბრუნა ღმერთის წყალობით. გაატარეთ ხანგრძლივი ცხოვრება, ბედნიერი ცხოვრება, მშვიდი ცხოვრება, მოსიყვარულე ცხოვრება და ღმრთიური ცხოვრება. გამოისყიდეთ თქვენი ცხოვრებები ღმრთიური სიყვარულის პრაქტიკით. ცხოვრება არის თამაში, ითამაშეთ ეს! ცხოვრება არის სიზმარი, გააცნობიერე ეს! ცხოვრება არის სიყვარული, ისიამოვნე ამით!
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 1 იანვარი.
4.12.20.
ჭკუა არის მარიონეტი საკვების რომელიც მოიხმარება ადამიანის მიერ. ესა თუ ის გზა ნაკარნახევია წმინდა გავლენით საკვების რომლითაც იგი იკვებება. საკვების ხარისხი საზღვრავს სურვილის მიმართულებას რომელიც გადახრის გონებრივ ნაკადს. ამიტომ არის გიტაში ისევე როგორც ყველა ბიბლიურ ტექსტში, სატვური (სუფთა) საკვები რეკომენდებული ამაღლების მაძიებელი ინდივიდისთვის. სატვური საკვები, ზოგიერთის აზრით, შედგება რძითა და ხილით. მაგრამ ეს არის ბევრად მეტი; ეს შეიძლება არც იყოს ესები. ვინაიდან, კალორიები რომელსაც ადამიანი იღებს პირის ღრუს საშუალებით არის მხოლოდ ადამიანისგან მოხმარებულის მცირე ნაწილი. გრძნობებით მიღებული არის საკვების ნაწილი რომელიც აშენებს ინდივიდს. მოსმენილი ხმები, ნანახი ხედები, საგრძნობი შთაბეჭდილებები შეხების ან ტანჯვის, ნასუნთქი ჰაერი, გარემო რომელიც მოითხოვს ყურადღების მიქცევას, დაფასებას და შეთვისებას – ეს ყველა არის “საკვები”. მათ აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა პიროვნების ხასიათსა და კარიერაზე.
– ღმერთის საუბარი, 1971 წლის 28 იანვარი.
5.12.20.
თქვენ გსურთ დალიოთ ტკბილი სასმელი, მაგრამ შაქრის ნაცვლად, თქვენ ყრით მარილს ჭიქაში, წარმოდგენით მარილი არის შაქარი. ეს არის ადამიანის მდგომარეობა დღეს. მას აქვს მშვიდობის დიდი სურვილი, მაგრამ არ იცის როგორ მიაღწიოს მას. საშუალებებს რასაც ის იღებს არ მიჰყავს ის მოსალოდნელ დასასრულამდე. ჩემთან მოსული ადამიანების დიდი პროცენტი ითხოვს მოკშას (თვითრეალიზებას ან გათავისუფლებას) მწუხარების და სიხარულის, დაბადებისა და სიკვდილის მონობისგან. მაგრამ, როდესაც მე ვთავაზობ კურთხევას მათი სურვილის დამთავრებით, ისინი არ გამოდიან წინ; მათ ურჩევნიათ ჰქონდეთ ეს ათი წლის ან ხუთი წლის მოგვიანებით. ასე მთელი წყურვილი და ლტოლვა არის მხოლოდ პოზა; ეს არის მოდური ლოზუნგი, და მეტი არაფერი. ადამიანი უნდა იყოს გულწრფელი; მისი სიტყვა უნდა შეესაბამებოდეს მის გრძნობას და მისი მოქმედება უნდა შეესაბამებოდეს მის სიტყვას. გადაწყვიტეთ ამაზე პრაქტიკა, თუნდაც დღეიდან. არ იყოთ მატყუარა საკუთარი თავის.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 15 თებერვალი.
6.12.20.
ყოველ დილით, როგორც კი თქვენ წამოჯდებით საწოლში, დაუსვით საკუთარ თავს ეს კითხვა: “რა მიზნით მოვედი ამ მსოფლიოში? რა ამოცანა არის ჩემთვის დასახული? რა არის გამარჯვება რისთვისაც ეს ბრძოლა მე მამზადებს? რომელია დიდი გამარჯვება რომლისთვისაც მე უნდა მქონდეს სწრაფვა? “თქვენ აუცილებლად მოწმენი ხართ ეტლების ფესტივალების ცნობილ მომლოცველთა ცენტრებში. კოლოსალური ეტლები ბრწყინვალედ ფორმდება; მამაკაცების უძლიერესი ჯგუფები ეწევიან მათ ფართო გზებზე ჩასაბერი მილებისა და ნიჟარების მუსიკის ქვეშ; აკრობატები, მოცეკვავეები, მგალობლები, მომღერლები – ეს ყველაფერი წინ უძღვის მას და უმატებს აღფრთოვანებას. ათასობით ადამიანი თავმოყრილია ირგვლივ და მათი ყურადღება ბუნებრივად მიპყრობილია წარმოდგენილი სანახაობებისკენ, მაგრამ ისინი თავს უბედნიერესად გრძნობენ მხოლოდ მაშინ როდესაც ისინი თავისი ხელების გულებს ადებენ ერთმანეთზე და იხრებიან ეტლში დადგმული კერპის წინაშე. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია, შეუსაბამოც კი! ასევე ცხოვრების პროცესში, ტანი არის ეტლი, ათმა არის მასში დადგმული კერპი. გამომუშავება, ხარჯვა, სიცილი, ქვითინი, დაზიანება, განკურნება და ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა აკრობატიკა არის მხოლოდ დამხმარე საშუალება ღმერთის თაყვანიცსემისთვის, ათმას მისაღწევად!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 13 იანვარი.
7.12.20.
სადჰანა (სულიერი მისწრაფება) გაგიმხელთ თქვენ თქვენს იდენტურობას. მაგრამ იყავით ფრთხილად; სადაჰანას შეუძლია კიდევ უფრო გაზარდოს სიამაყე და შური, როგორც პროგრესის გვერდითი პროდუქტი. თქვენ აღრიცხავთ რამდენად ბევრს ან რამდენად ხანგრძლივად აკეთებთ სადაჰანას და თქვენ ცდუნდებით ზემოდან დახედოთ სხვას, რომელის ჩანაწერებიც ნაკლებია. თქვენ ამაყობთ რომ თქვენ გაქვთ დაწერილი საის სახელი ათ მილიონჯერ; თქვენ საუბრობთ ამაზე როგორც კი შანსი გეძლევათ, რათა სხვები აღტაცდნენ თქვენი რწმენითა და სიმტკიცით. მაგრამ ეს არის არა მილიონები რაც დათვლილია არამედ ჭკუის სიწმინდე რაც შედეგდება სახელზე ნამდვილი კონცენტრირებიდან. თქვენი სადჰანა არიდებული უნდა იყოს დამსგავსებას ჭიდან წყლის ამოღებასთან ლერწმის კალათით! თქვენ მაინც ვერ მიიღებთ წყალს როგორ ხშირადაც გინდა ჩაძიროთ და ამოსწიოთ კალათი მაღლა. თითოეული ნაკლი არის ხვრელი ვედროში. გქონდეთ გული სუფთა, გქონდეთ იგი მთელი.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 13 იანვარი.
8.12.20.
სკოლა არის უსარგებლო ხარჯი თუ ამ პროცესის შედეგად ბავშვები არ ისწავლიან მუდმივ სათნოებებს და არ განივითარებენ ხასიათის ძალას, როგორც პროცესის შედეგს. ახლა ისინი სწავლობენ რამდენიმე ყველასთვის ცნობილ ანბანურ ჭეშმარიტებას; მაგრამ არც ერთს არ დებენ ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკაში! მათ უნდა ისწავლონ მშობლების, მასწავლებლებისა და უხუცესების პატივისცემა. ზუსტად ბავშვებმა, მათ უნდა ისწავლონ დიდება ღმერთის ვინც არის მათი შინაგანი რეალობა; მათ უნდა გაიგონ რომ ისინი არიან არა ტანი, არამედ ისინი არიან ერთი დეჰი (ბინადარი), ვინც არის დეჰი ყველაში. ბჰაჯანის (რელიგიური საგალობლის გალობის) და შრავანას (ღმერთის დიდების შესახებ მოთხრობების მოსმენის) მეშვეობით ეს ამამაღლებული ჭეშმარიტებები შეიძლება გადაეცეს მათ მასწავლებლებისა და მშობლების მიერ ვინც თვით არიან მცოდნე და პრაქტიკებენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეიტყვეთ საკუთარი სიახლეები, სანამ აღელდებით სხვების სიახლეებით. ისწავლეთ თქვენი საკუთარი ანბანის ა, ბ, გ, დ და შემდეგ, უკეთ შეძლებთ სხვების ხელმძღვანელობას, მათ სწავლებასა და ცხოვრებაში!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 19 იანვარი.
9.12.20.
სადჰანამ (სულიერმა ძალისხმევებმა) უნდა გაგხადოთ თქვენ წყნარი, მშვიდი, გაწონასწორებული და დინჯი. გახადეთ ჭკუა ისევე გრილი და დამამშვიდებელი, როგორც მთვარის შუქი, რადგან მთვარე არის ღმრთაება მმართველობის მფლობელი ჭკუაზე. იყავით მშვიდი საუბარში, და თქვენს პასუხში ბოროტებაზე, შარის მოდებასა და შექებაზე. თქვენ წუწუნებთ რომ სხვები არღვევენ თქვენს სიმშვიდეს; მაგრამ თქვენ არ იცით რომ თუმცა თქვენი ენა არ ლაპარაკობს, თქვენს აზრებს შეუძლია გარშემომყოფთა სიმშვიდის დარღვევა. განჯაჭვულობა, რწმენა და სიყვარული – ესები არის სვეტები, რომლებზეც ეყრდნობა მშვიდობა. ამათგან რწმენა არის გადამწყვეტი. ვინაიდან მის გარეშე, ყველა სადჰანა არის ცარიელი რიტუალი. მარტო განჯაჭვულობას შეუძლია სადჰანა გახადოს ეფექტური და სიყვარულს სწრაფად მიჰყავს ღმერთთან. რწმენა არჩენს ღმერთიდან განცალკევების ტანჯვას, განჯაჭვულობა კანალიზებს მას ღმერთის გზაზე და სიყვარული უნათებს გზას. ღმერთი მოგცემთ თქვენ იმას რაც თქვენ გჭირდებათ და რასაც იმსახურებთ; არ არსებობს თხოვნის საჭიროება და წუწუნის მიზეზი, იყავით კმაყოფილი. არაფერი შეიძლება მოხდეს მისი ნების საწინააღმდეგოდ!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 13 იანვარი.
10.12.20.
ადამიანი (მანავა) ასე უწოდებენ, რადგან მას აქვს მანანის – მის მიერ მოსმენილის აზრსა და მნიშვნელობაზე შინაგანი მედიტირების კეთების უნარი. მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ ვერ გამოხვედით შრავანამის (მოსმენის) სტადიიდან! მთელი სიხარული რაც თქვენ გწყურიათ არის თქვენში. მაგრამ თქვენ იტანჯებით, მსგავსად კაცის ვისაც აქვს დიდი სიმდიდრე რკინის ზანდუკში, მაგრამ ვისაც წარმოდგენა არ აქვს სად არის გასაღები. სწორად ისმინეთ ინსტრუქციები, იმკვიდრეთ მათზე მედიტირების სიჩუმეში, აპრაქტიკეთ რაც მასში ნათლად იყო მოყვანილი; შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ გასაღები, გახსნათ ზანდუკი და იყოთ მდიდარი სიხარულით. ყველას აქვს სიყვარული თავისში, ამა თუ იმ ფორმით, ამა თუ იმ ვინმეს მიმართ ან მათი საქმის ან მიზნის მიმართ. ეს სიყვარული არის ღმერთი, ღმერთის ნაპერწკალი მათში. მათ აქვთ ანანდა (ნეტარება), თუმცა მცირე ან დროებითი. ეს არის ღმრთიურის სხვა ნაპერწკალი. მათ აქვთ შინაგანი სიმშვიდე, განჯაჭვულობა, დისკრიმინაცია, თანაგრძნობა და მსახურების სული. ესენი არიან ღმრთიურნი მათი ჭკუის სარკეში.
– ღმერთის საუბარი, შივარათრის დღე, 1969.
11.12.20.
ბავშვები არიან ნორჩი მომხიბვლელი ახალგაზრდა ნერგები. მზრუნველობითა და სიყვარულით ისინი შეიძლება აყვავდნენ ამ ქვეყნის იდეალურ მოქალაქეებად ვისაც შეეძლებათ გაგება და პრაქტიკა დიდი დისციპლინების საფუძვლად ჩადებულის ბრძენთა მიერ მათი განთავისუფლებისთვის, თვითრეალიზებით. მშობლებმა უნდა იტვირთონ პასუხისმგებლობის დიდი წილი ბავშვების სწორად აღზრდაზე. ცხოვრების ყველაზე ადრეული წლები არის ყველაზე მეტად გადამწყვეტი. უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები, ემოციები და იმპულსები რომლებიც მომავალს აკეთებს ან აფუჭებს ჩაშენებულია იმ წლების ცხოვრების საძირკველში. მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ ან შაეფერხონ ამ საძირკვლის მტკიცედ და სწორად გაკეთების პროცესში. მაგრამ მშობლებს ახლა არ აქვთ აღჭურვილობა ამ ძირითადი როლისთვის. მათ არ აქვთ რწმენა საკუთარ ძველ კულტურაში; მათ თავად არ აქვთ გონებრივი სიმშვიდე ან სადაჰანა, რაც ბავშვებმა შეიძლება შეითვისონ მათგან. ბავშვები უნდა გაიზარდონ ოჯახებში, სადაც მათი მშობლები პატივს სცემენ თავიანთ მშობლებს, და ბედნიერები არიან მხოლოდ მაშინ როდესაც ისინი ემსახურებიან თავიანთ უფროსებს. ეს მათ უნდა ასწავლოთ მაგალითით, არა დამოძღვრით!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 19 იანვარი.
12.12.20.
ტანი არის ეტლი, ბუდჰი (გონება) არის მეეტლე, სურვილები არის გზები, რომლებითაც ის გადაადგილდება გრძნობადი მიჯაჭვულობის თოკით, მოკშა (განთავისუფლება) არის მიზანი და მულა-ვირატ-სვარუპა (პირველსაწყისი – ყველაფრის – შემავსებელი – ღმრთაებრივი არსება) არის ბატონი ეტლში. ამ ავტომობილს რომელსაც თქვენ ატარებთ ასე უნდა მოეპყროთ. ამის ნაცვლად ადამიანები ველურად თელავენ ირგვლივ და ირგვლივ, მოსაწყენ წრეებზე, დაბადებიდან სიკვდილამდე, მოქაჩულნი სურვილებით ან ნაბიძგები გაჭირვებებით. არც ერთი ეტაპი არ გადალახულა მლოცვარების გზაზე, არ დასრულებულა მოლაპარაკება ხიდებზე და არც პროგრესი დაფიქსირებულა. მოგზაურობის ნამდვილი პროცესი არის იგნორირებული. თქვენ შეიძლება თქვათ რომ პროგრესი არის შესაძლებელი მხოლოდ ჩემი წყალობით. თუმცა ჩემი გული კარაქივით რბილია, ის დნება მხოლოდ მაშინ როდესაც არის რაღაც სითბო თქვენს ლოცვაში. სანამ თქვენ არ გააკეთებთ რამე დისციპლინირებულ ძალისხმევას ან არ წამოიწყებთ რამე სადჰანას, წყალობა ვერ გადმოვა თქვენზე. შეუსრულებელი მიზნის ნაღველი და ტანჯვა ადნობს ჩემს გულს. ეს არის ავედანა (ტანჯვა) რომელიც მოიპოვებს წყალობას.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 13 იანვარი.
13.12.20.
დარგეთ ბავშვების ჩვილ გულებში, სიყვარულის, თანაგრძნობის, სიმართლის, სამართლიანობის, ქველმოქმედების, სიბრალულის, მონანიებისა და თვითკონტროლის თესლი. ეს არის მათი ყველას მთავარი მოვალეობა, ვისაც საქმე აქვს ბავშვებთან. როდესაც მამა სთხოვს ბავშვს კარებში ვინმეს უთხრას რომ ის არ არის სახლში, ან როდესაც ვაჟი ძმას სთხოვს უპასუხოს სატელეფონო ზარს, უთხრას რომ ის გასულია გარეთ, უპატიოსნობის ნაკლი ინერგება ბავშვში. ნუ დატვირთავთ ჩვილ ტვინს ყველა სახის ტვირთით, ინფორმაციით რომელიც არასოდეს შეიძლება იყოს გამოყენებული, ფაქტებით რომლებიც ამრუდებს და ამახინჯებს ჭეშმარიტებას და ა.შ. ასწავლეთ მათ მხოლოდ იმდენი რამდენიც მათ შეუძლიათ გამოიყენონ სასიკეთოდ და იმდენი რამდენიც მათ პირდაპირ დაეხმარება ცხოვრებაში. გაწაფეთ მათი ხასიათი მეტად ვიდრე მათი ტვინი. მშობლები უპირველეს ყოვლისა, შემდეგ მასწავლებლები, მომდევნოდ ამხანაგები, პარტნიორები, კომპანიონები და მოგვიანებით საზოგადოების სხვადასხვა დონეები – ესენი აყალიბებენ ბავშვების ხასიათს და ქვეყნის ბედს!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 19 იანვარი.
14.12.20.
ბრძენები მიმართავდნენ ყველა ადამიანის არსებას როგორც “უკვდავების შვილს, ამირთასია-პუთრაჰ”. მაგრამ მიუხედავად ამ მკაფიო გარანტიისა და მისი ამოუწურავი სიხარულისა, ადამიანი ამცირებს თავის თავს ანრითა-პუთრად (სიცრუის შვილად) და იწყებს გოდებას რომ მას აკლია ეს, ის ან რაიმე სხვა კომფორტი ან უცნაური აპარატურა! ქურდები ვინც ართმევენ მათ ძვირფას საგანძურს როგორიცაა მშვიდობა და კმაყოფილება, წონასწორობა და სიმამაცე, მათ პატივს სცემენ როგორც ბატონებს, და პატრონებს ვინც უზრუნველყოფენ მშვიდობასა და ბედნიერებას ეპყრობიან უპატივცემლოდ და ზიზღით. თქვენ შეგიძლიათ ჩაკეტოთ კარები და ფანჯრები ქურდების წინააღმდეგ, მაგრამ ვის შეუძლია ჩაკეტოს კარი სიკვდილის წინააღმდეგ? ქურდები – ვნება, სიბრაზე, სიხარბე, მიჯაჭვულობა, სიამაყე და სიძულვილი – არიან პატივცემული როგორც სასურველი სტუმრები და ნამდვილ კეთილმოსურნეებს როგორიცაა სიმშვიდე და თავმდაბლობა, აჩვენებენ კარებს!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 15 თებერვალი.
15.12.20.
ყველა უნდა ესწრაფოს გულის ავსებას ჭეშმარიტი ერთგულებით. მუდმივი ჭვრეტა უფლის ფორმაზე და უფლის სახელის ხშირი გამეორება არის საშუალება რომლითაც გული ივსება ღმერთის სიყვარულით. როდესაც არსებობს ეს სიყვარული, ერთგული სავსეა გამოუთქმელი ექსტაზით. ასეთი ექსტაზისგან იყო რომ კულასეკჰარა ალვარმა, სამეფო წმინდანმა, წამოიძახა: “ოჰ, უფალო! ხალხი ლაპარაკობს მოკშაზე (განთავისუფლებაზე), როგორც სიცოცხლის გამოსასყიდსა და დაბადებისა და სიკვდილისგან თავის დასაღწევზე. მე არ ვითხოვ ასეთ გამოსყიდვას. მე კმაყოფილი ვიქნები შენი სიყვარულით და შენი მსახურებით უთვალავ ცხოვრებაში. ნება მიბოძე მიყვარდე და გემსახურო – ეს ერთადერთი კურთხევაა რასაც მე ვითხოვ შენგან და არა მოკშას.” სამყარო სიყვარულით არის გაჟღენთილი. ეს არის ვიშნუს ტანმოსილება. არაფერია ამ კოსმოსში, არც ადგილი მასში სადაც ის არ იმყოფება. სამყაროს ღმერთის გამოვლინებად მიჩნევა და მისი როგორც ასეთად განცდა არის ნამდვილი ერთგულება.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 19 იანვარი.
16.12.20.
ერთგულის გული მიედინება უფლის სიყვარულით მისი სახელის მუდმივი გახსენებითა და წარმოთქმით. სიყვარულის ამ ნაკადისგან, ერთგულება ჩნდება. ის ვინც ერთგულების ნექტრით იკვებება მას აღარ ექნება კიდევ რამის სურვილი. სიყვარული, მიჯაჭვულობა და სურვილი არის ბუნებრივი ხარისხები ადამიანში. როდესაც ეს ხარისხები ღმერთისკენ არის მიმართული და როდესაც ადამიანი მუდმივად დაკავებულია კარგი საქმეებით, ეს ხარისხები იძენს სისუფთავესა და სიწმინდეს. ერთგულმა მუდამ იცის რომ სამყარო არის ღმრთიურის მანიფესტაცია და მისით არის გაჟღენთილი. მისი ცხოვრება დაფუძნებულია ყველაფერში ღმერთის იმანენტურობის აღიარებაზე. ჭკუის ამ მდგომარეობას უწოდებენ პრემა ადვაითამს (ერთიანობას სიყვარულში.) ამ სიყვარულის საშუალებით ერთგული განიცდის თავის ერთობას ღმრთიურთან. ამ გამოცდილების ნეტარებით ტკბობისას, ერთგულს დაბადებიდან და სიკვდილისგან განთავისუფლებაც კი არ სურს. უფლის განუწყვეტელი სიყვარული მისთვის არის ყველაფერი. ასეთი ერთგულება ცნობილია როგორც ანანია ბჰაკთი (სრული ერთგულება მხოლოდ და მხოლოდ ერთის მიმართ).
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 19 იანვარი.
17.12.20.
არასოდეს არ უნდა ილაპარაკოთ ცუდი სხვებზე. მოუნათ კალაჰამ ნასთი (დავა არ წამოიჭრება სიჩუმიდან). მიემშვიდობეთ მათ, ვინც თქვენ გამცირებთ. არ უპასუხოთ შეურაცხყოფას შეურაცხყოფით. თუ თქვენ მოქმედებთ იგივე მანერით როგორაც თქვენი მოწინააღმდეგე, თქვენ როგორ შეძლებთ გახდეთ უფრო დიდი? იმ დროს როდესაც ამბობ რომ სხვა მოქმედებს არასწორად, იქნებით თქვენ მართალი თუ იგივე მანერით მოიქცევით? არასოდეს იმოქმედოთ ამ მანერით. დაე ვინც დანაშაულს სჩადის განაგრძონ თავიანთი შეურაცხმყოფელი ქცევა. არასოდეს ირეაგიროთ. ისურვეთ კეთილდღეობა ყველასთვის. როდესაც ყველა ბედნიერია, შენც ხარ ჩართული. ჩვენ ვლოცულობთ ყველას კეთილდღეობის, სიმდიდრისა და ჯანმრთელობისთვის. არასოდეს ისურვოთ უბედურება რომელიმე სხვა ადამიანისთვის. არ არის ადგილი სიძულვილისთვის ამ მსოფლიოში. ყველა არის მეგობარი. თუ თქვენ მოქმედებთ ამ მანერით, გსურთ სიკეთე ყველასთვის და ლოცულობთ მათი კეთილდღეობისთვის, თქვენ ხდებით იდეალი მთელი მსოფლიოსთვის.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 12 მარტი.
18.12.20.
როდესაც წყლის წვეთი ვარდება ოკეანეში, ის აღწევს უკვდავებას და უსასრულობას. თუ თქვენ გიჭირავთ წყლის წვეთი თქვენს ხელისგულში, ის რამდენიმე წუთში ორთქლდება. მაგრამ როდესაც თქვენ უერთებთ მას ოკეანეს, ის ხდება უსაზღვრო და ერთიანი მასთან. მხოლოდ სიყვარულის საშუალებით შეიძლება უნივერსალურთან კავშირის რეალიზება. ერთგულისთვის ვინც აღწევს ასეთ კავშირს მარადიულთან, ყველაფერი სჩანს როგორც ღმრთიური. ბრინდავანის გოპიკები იყვნენ ასეთი ერთგულები. მათ განიცადეს ღმრთიური ნეტარება ინტენსური ერთგულებით. მსგავსად თევზის რომელსაც წყლის გარეთ ცხოვრება არ შეუძლია, ერთგული ჩაძირული ღმრთიური სიყვარულის ნექტარის ოკეანეში, ვერ შეძლებს ერთი წუთით არსებობას ღმერთის სიყვარულის გარეშე. მას არ ძალუძს ტკბობა ნებისმიერი სხვა რამით. მისი სხეულის ყველა ნაწილი იმდენად სავსეა ღმერთის სიყვარულით რომ თითოეული ორგანო ამჟღავნებს გამოხატვას ღმერთის დიდების გაცხადებაში ან ღმერთისადმი მსახურების შესრულებაში. ეს იყო ერთგულება რაც გოპიკებს ჰქონდათ კრიშნასადმი. ეს იყო რაღაც ინტელექტისა და გააზრების ძალის მიღმა.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 19 იანვარი.
19.12.20.
კერპები ინერტული ბუნებისაა და არ ფლობს ხარისხებს თანაგრძნობის, სიყვარულის და ა.შ. ამ მიზეზით არის რომ ზოგიერთი ადამიანი წინააღმდეგია კერპთაყვანისმცემლობის. ეს არის უმეცრება. თქვენ არ ეთაყვანებით თქვენი მშობლებისა და პაპა-ბაბოების სურათებს? აქვს ამ სურათებს სიცოცხლე მათში? არა. მათ არც აქვთ თანაგრძნობის, სიყვარულის, მსხვერპლის ხარისხები და ა.შ. მაშინ რა აზრი აქვს მათ თაყვანისცემას? სწორედ ამ სურათების საშუალებით არის რომ ჩვენ ვიხსენებთ მათ ღირსებებსა და იდეალებს რომლებსაც ისინი წარმოადგენდნენ. მაგალითად ავიღოთ ას რუპიანი ბანკნოტი. მასში არც სიცოცხლეა და არც სიყვარულის ან თანაგრძნობის სათნოება. მაინც ხალხს უყვარს და სურს ფლობდეს მას. ფული ღირებულია რადგან იგი ატარებს მთავრობის ბეჭედს. ანალოგიურად ჩვენ პატივს ვცემთ ეროვნულ დროშას მნიშვნელობისთვის რომელსაც იგი წარმოადგენს, თუმცა ეს არის მხოლოდ ქსოვილის ნაჭერი, რომელიც ინერტულია. თუ კერპის თაყვანისცემა უგუნურებად განიხილება, მაშინ იგივე უნდა ეხებოდეს ფულის სიყვარულს და დროშის პატივისცემას, რომლებიც ასევე უსიცოცხლოა. კაცის რწმენა დაფუძნებულია მის მოწონებასა და არმოწონებაზე.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 12 მარტი.
20.12.20.
ღმრთიურის ყველგანმყოფობაში მტკიცე რწმენის გარეშე, ერთგულებას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. რწმენის განვითარებით, ერთგულება იზრდება და ერთგულება საშუალებას იძლევა ცხოვრების უკუღმართობების შესახვედრად სიმტკიცითა და უშფოთველობით, მათი მიჩნევით განგების დარიგებებად. ბოლოს ღმერთისადმი ერთპიროვნული ერთგულება იწვევს ღმრთიურთან კავშირს. დღეს ერთგულება იწყება იოგას დილის რიტუალით (თაყვანისცემის ფორმით), პროგრესირებს ბჰოგასკენ (სიამოვნებისკენ) შუა დღეს და მთავრდება როგით (ავადმყოფობით) ღამით. “სათათამ იოგინა”, – ამბობს გიტა. ყოველთვის ღმრთიურში შთანთქმულად ყოფნა არის იოგის ნიშანი. ამის მიღწევა შეუძლებელია ერთი ნახტომით. მაგრამ მისი მიღწევა შესაძლებელია მუდმივი პრაქტიკით. თვითრეალიზება არის მიზანი. სწორედ სიყვარულის კულტივირებით ხდება სიცოცხლის სრულყოფა. ყველა უნდა ესწრაფოთ ამ სრულყოფის მიღწევას ამ ადამიანური თავგადასავალის შევსებით სიყვარულის სიტკბოებით და მისი გარდაიქმნით ღმრთაებრიობის გამოხატვაში. ეს არის ჩემი ლოცვა-კურთხევა ყველა თქვენგანისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 19 იანვარი.
21.12.20.
ბრაჰმანის განხორციელება ბრაჰმანზე უწყვეტი მედიტირების მეშვეობით არ არის ყველასთვის მისაღები სასიამოვნო გზა. ამიტომ იყო რომ რამანუჯას მსგავსი სულიერი მასწავლებლები უპირატესობას აძლევდნენ ერთგულების გზას. მათ თავად განცადეს ნეტარება გადმოდენილი ღმერთის სიყვარულიდან და ავრცელებდნენ სიყვარულის პრინციპს როგორც უმარტივეს საშუალებას ღმრთიურის განსაცდელად. იყვნენ მასწავლებლები ვინც ხაზს უსვამდნენ კარმა მარგას (მოქმედების გზას), ჯნანა მარგას (ცოდნის გზას), იოგას სხვადასხვა ტიპს ან ღმრთიურის რეალიზების სხვა საშუალებებს. მაგრამ საერთო ქვე-დინება რომელიც ყველა მათგანში გადის, არის ბჰაკტის გზა – ღმრთიური სიყვარულის გზა. ეს არის მიღებული ყველა მათგანის მიერ. სიყვარული უნდა გავრცელდეს ინდივიდიდან მთელ სამყაროში. სიყვარული არის ღმერთი. სამყარო გაჟღენთილია ღმერთით. დანახვა ყველაფერში ღმერთის, სიყვარული ყველაფერის როგორც ღმერთის გამოვლინების და შეწირვა ყველაფერის ღმერთსთვის როგორც სიყვარულის შეთავაზების – ეს არის სიყვარულის გზა!
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 19 იანვარი.
22.12.20.
საფუძველში რა არის სადჰანა? ეს არის უპავასამ, უპასანა. ‘უპა’ ნიშნავს ახლოს, ‘ასანა’ ნიშნავს ჯდომას, ხოლო ‘ვასამ’ ნიშნავს ბინადრობას. ჩვენ ვსხდებით ახლოს გამაგრილებელთან ასე რომ ჩვენ შევძლოთ სიგრილის შეგრძნება. ჩვენ ვსხედვართ ახლოს ღმერთთან, ასე რომ ჩვენ შესაძლოა მივიღოთ გარკვეული ღმრთიური ხარისხები და მოვიცილოთ უღმრთო თვისებები. ღმერთი არ არის გარე გამოგონება ან კეთილმოწყობილობა მსგავსი ჰაერის გამაგრილებლის. ის არის ანთარიამინი, შინაგანი დირექტორი, შინაგანი რეალობა, უხილავი საფუძველი რომელზეც მთელი ეს ხილული მსოფლიო არის აგებული. ის ჰგავს ცეცხლ-პრინციპს რომელიც დაფარულია ხეში, რაც შეიძლება გაცხადდეს, როდესაც ერთი ნაჭერი ძლიერად იხეხება მეორეზე. სითბო რომელიც გამომუშავდება ანადგურებს ხეს ცეცხლით! სათსანგი (კეთილთა და ღმრთისმოსავთა კომპანია) გახვედრებთ თქვენ მსგავსი ბუნების სხვა პიროვნებებთან, და ქმნის კონტაქტს რომელიც ააშკარავებს შინაგან ცეცხლს. სათ-სანგი ნიშნავს შეხვედრას სათთან, სათ (ჭეშმარიტება) რის შესახებაც არის ნათქვამი იმ დროს როდესაც განადიდებენ ღმერთს როგორც სათ-ჩით-ანანდას.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 10 მაისი.
23.12.20.
სათ არის არსებობის პრინციპი, „ის“ ეს არის სამყაროს ძირითადი ჭეშმარიტება. გათანაბრდი ჭეშმარიტებასთან, სათთან შენში, სათიასთან (რეალობასთან) რაზეც მითია (არაჭეშმარიტი) არის თავსმოხვეული ჭკუით რომ სინათლე ვერ დაინახოს. ამ სათზე ბინადრობით, ალი ინთება, ნათდება, სიბნელე გარბის და ჯნანა ბჰასკარა (ცოდნის მზე) ამოდის. როდესაც ქვეშ მყარი კლდეა, თქვენ უფრო ღრმად უნდა გაბურღოთ მიწისქვეშა სუფთა წყლის საპოვნელად. რაც უფრო რბილია მიწისქვეშა ნიადაგი, მით უფრო სწრაფია წარმატება. დაარბილეთ თქვენი გული; მაშინ სადჰანაში წარმატება დაჩქარდება. ისაუბრეთ რბილად, ისაუბრეთ ტკბილად, ისაუბრეთ მხოლოდ ღმერთზე – ეს არის წიაღის დარბილების პროცესი. განავითარეთ სიბრალული, თანაგრძნობა; დაკავდით მსახურებით, გაიგეთ სიღარიბის ტკივილი, დაავადების, გასაჭირისა და სასოწარკვეთის ტანჯვა; გააზიარეთ ორივე ცრემლებიც და ტაშის დაკვრაც სხვებთან. ეს არის გულის დარბილების გზა და ეხმარება სადჰანას წარმატებას!
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 10 მაისი.
24.12.20,
ერთ დღეს, ახალგაზრდა იესო განმარტოებული ავიდა მთის წვერზე. იესო იჯდა და მედიტირებდა ღმერთზე მთელ ამ დროს. გარკვეული დროს შემდეგ ის დაბრუნდა. როდესაც ის ბრუნდებოდა, ის გაჩქარდა შეშფოთებული მამაკაცების ჯგუფში გალილეის ზღვის სანაპიროზე. როდესაც იესომ გამოჰკითხა, მათ თქვეს, რომ ისინი იყვნენ მეთევზეები და რომ მათ გარკვეული დროს განმავლობაში ვერ შეძლეს ვერც ერთი თევზის დაჭერა თავიანთი ბადეებით. იესომ თქვა: „გამომყევით მე; არის აქ რამე წყალი რასაც თევზი არ აქვს? ” მან წაიყვანა ისინი შუა ზღვაში და სთხოვა მათ ეტყორცნათ თავიანთი ბადეები კონკრეტულ ადგილზე. თავიანთ სრულად გასაოცრად და დიდად სასიხარულოდ, მეთევზეებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ბადეები სავსე იყო თევზით. ამ მოვლენამ შექმნა დიდი რწმენა მეთევზეთა ჭკუებში. რწმენა არის შეუცვლელი კაცობრიობისთვის. სადაც არის რწმენა, იქ არის სიყვარული. სადაც არის სიყვარულია, იქ არის ჭეშმარიტება; სადაც არის ჭეშმარიტება, იქ არის მშვიდობა; სადაც არის მშვიდობა, იქ არის ნეტარება; სადაც არის ნეტარება, იქ არის ღმერთი.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 25 დეკემბერი.
25.12.20.
სწორედ კაცობრიობისთვის ღმრთიური სიყვარულის სიდიადის სასწავლებლად იყო რომ იესო მოვიდა. მან გადაწყვიტა სამი ამოცანა: ერთი, ყოფილიყო სავსე ღმრთიური სიყვარულით და ეს გაეზიარებინა სხვებისთვის – ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი მიზანი; მეორე, ის არ უნდა დანებებოდა დიდებას ან კრიტიკას თავისი მისიის შესრულებაში; მესამე, შთაგონება სხვებში დარწმუნების რომ ღმრთიურება შიგნით არის ყველგანმყოფი. იესო თვლიდა სიყვარულის სახარების გავრცელებას თავის უმთავრეს ამოცანად. ის შეეჯახა მრავალ განსაცდელს თავისი მისიის შესრულებისას, მაგრამ ის მოეპყრო ამ ყველას როგორც გადასალახ გამოწვევას. მას გადაწყვეტილი ჰქონდა მოქცეოდა სიამოვნებას და ტკივილს, და ავადმყოფობასა და მარცხს სიმშვიდის შენარჩუნებით. მას არ შეეძლო ვინმეს ტანჯვის გადატანა. ყოველი ადამიანი პოტენციურად არის ღმერთის მაცნე. კაცობრიობის მოთხოვნაა რომ ყველამ უნდა აღმოაჩინოს ღმრთაებრიობა მის შიგნით. ყველა უნდა იყოს ღმერთის ნამდვილი მაცნე და ესწრაფვოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წახალისებას მსოფლიოში. არ არსებობს სხვა გზა მისადევნი. ღმერთის შეტყობინება არის წმინდა და მთლიანად თავისუფალი პირადი ინტერესისგან.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 25 დეკემბერი.
26.12.20.
როდესაც ქრისტე დაიბადა, სამი მეფე მივიდა ჩვილის სანახავად. მათგან ერთმა განაცხადა რომ ბავშვი იქნებოდა ღმერთის მოყვარული. მეორემ თქვა რომ ის იქნებოდა ღმერთის საყვარელი. მესამემ განაცხადა რომ ის არის ღმერთი. ღმერთის მოყვარული არის ღმერთის მაცნე. ის ვინც ღმერთს უყვარს არის “ღმერთის ძე”. როდესაც ადამიანი განცდის ორივე მათგანს, ის ხდება ერთიანი ღმერთთან – “მამა და ძე ერთია”. ამიტომ, თავიდანვე უნდა მოამზადოთ საკუთარი თავები ღმერთის მაცნეებად მყოფებად. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა იცხოვროთ ღმერთის შეტყობინების შესაბამისად. შეტყობინება მოგიწოდებთ ყველასთვის მსახურებას. თანაგრძნობა, ზნეობა და პატიოსნება არის შეტყობინების არსებითი ელემენტები. ამ შეტყობინების პროპაგანდით უნდა წახალისდეს რწმენა ღმერთში. სიყვარული უნდა იყოს მიზანი. სიყვარულის არარსებობა აჩენს სიძულვილს. დღეს ადამიანებს შორის არ არის ერთიანობა. ერთიანობის გარეშე როგორ შეიძლება არსებობდეს ნეტარება? ნეტარების გარეშე როგორ შეიძლება ვინმემ განცადოს ღმერთი?
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 25 დეკემბერი.
27.12.20.
გადალახეთ ანეკათვა ბჰავა (სიმრავლის განცდა) და კულტივირეთ ეკათვა ბჰავა (ერთიანობის განცდა), ეს დაასრულებს დაპირისპირებას, მწუხარებას, ტკივილს და სიამაყეს. ხედეთ ყველა როგორც ერთი და იგივე ღმერთის გამოსახვა, როგორც გამოჩენა იგივე ეკრანზე, და როგორც ნათურები ანთებული ერთიდაიგივე დენით, თუმცა მრავალი ფერითა და სიმძლავრით. იგრძენით რომ თქვენ და ისინი შემძლე ხართ ლაპარაკის და სიარულის და ფიქრისა და მოქმედების გულში მყოფი ღმერთის გამო. განსხვავებები რომლებიც გიჩნდებათ როცა თქვენ სტყორცნით თქვენს თვალებს არის მოჩვენებითი; თქვენ ჯერ არ გაქვთ განვითარებული ხედვა რომელიც გაიძულებთ თქვენ ჩაწვდეთ ერთიანობას რაც არის ჭეშმარიტება ყველა მოჩვენებითი განსხვავების, სულ ეს არის! ნაკლი თქვენშია, არა მსოფლიოში. მსოფლიო ერთია; მაგრამ, თითოეული იღებს მას მნიშვნელობით რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს! მსოფლიო ერთია, მაგრამ, თითოეული მას საკუთარი კუთხით ხედავს და ასე, იგი ჩნდება, თითქოს მას აქვს მრავალი სახე.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 10 მაისი.
28.12.20.
დაიჭირეთ კრიალოსანი შუა თითს ზემოთ, გეჭიროთ სამი გუნა თითი ერთად. ეს ნიშნავს რომ თქვენ ახლა ლახავთ ატრიბუტებისა და თვისებების, სახელისა და ფორმის, სიმრავლის მსოფლიოს, რაც არის მთელი ამ ტრანსფორმაციის შედეგი და მიდიხართ ერთიანობის ცოდნისკენ. ჯივი თითი (საჩვენებელი თითი) ახლა ნელა გადის თითოეულ მძივს ცერა (ბრაჰმანი) თითისკენ, შეხებით ბრაჰმან თითის წვერზე. როდესაც მძივი ზედ გადადის, შერწყმა ხაზგასმულია ყოველი მძივით და ყოველი ამოსუნთქვით, რადგან, სანამ თითები სწავლობენ და ასწავლიან გაკვეთილს, ენაც იმეორებს მანტრას ან სახელს, პრანავით (ომ-ის პირველადი ხმით). ჯაფამალა (კრიალოსანი) არის ძალიან სასარგებლო სადჰანაში დამწყებთათვის, მაგრამ, როგორც თქვენ პროგრესირებთ, ჯაფა (გალობა) უნდა გახდეს თქვენი ცხოვრების სუნთქვა და ასე რომ, მძივების როტაცია ხდება ზედმეტი და მძიმე ვარჯიში, რომელშიც თქვენ მეტად აღარ გაქვთ ინტერესი! ყოველთვის, ყოველ დროს, ყველა ადგილზე ჰარიზე (უფალზე) არის მედიტირება. სწორედ ამ ეტაპზე უნდა მიგიყვანოთ თქვენ ჯაფამალამ.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 10 მაისი.
29.12.20.
სიყვარულის ტანმოსილნო! ყველა არის დაბადებული ამ მსოფლიოში, ღმერთის ნებით. როგორც ადამიანის არსებად დაბადების მიღების მქონემ, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს შიგნით მყოფი ღმრთიურება. ყოველი ადამიანის არსება არის ღმერთის მაცნე. ყოველი ინდივიდის, როგორც ღმერთის მაცნის, მთავარი მოვალეობა არის ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობის პრინციპების პრაქტიკა და გავრცელება, ნეტარების განცდა და მისი გაზიარება სხვებთან. მას ვინც ავრცელებს ამსოფლიურ, მსწრაფმავალსა და ეფემერულს არ შეიძლება ეწოდოს ღმერთის მაცნე. ადამიანმა არ უნდა დაკარგოს თავისი სიცოცხლე მარტოოდენ ჭამაში, სმასა და ძილში. სინამდვილეში, ასეთი ცხოვრება არის ლაქა თვით ადამიანის ბუნებაზე! ადამიანმა უნდა გადალახოს სირთულეები რომ იყოს წარმატებული ცხოვრებაში. ყოველმა საქმიანობამ უნდა ასახოს ღმრთიური მისია. თქვენ ხედავთ მრავალი ადამიანი იტანჯება. თქვენ რა გზით ეხმარებით მათ? მიეცით ბედნიერება მათ, ვინც ტანჯულია. განიხილეთ თქვენი ყოველი საქმიანობა როგორც ღმერთის სამუშაო.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 25 დეკემბერი.
30.12.20.
პრაჰლადა არასდროს თმობდა უფლის სახელს გასაჭირის დროსაც კი. როდესაც მან მთლიანად დაანება საკუთარი თავი უფალ ნარაიანას, ის იყო დაცული. როდესაც ის ჩააგდეს ოკეანეში, ტალღებმა მიიღო უფალ ნარაიანას ფორმა. როდესაც ის მთის მწვერვალიდან გადააგდეს, უფალმა ნარაიანამ დაიჭირა ის თავის მკლავებით და როდესაც ის დაკბინეს შხამიანმა გველებმა, შხამი გადაიქცა ნექტარად. არასოდეს დეპრესირდეთ როდესაც თქვენ დამძიმებული ხართ სირთულეებით. ღმერთი არასოდეს დაგაკისრებთ მძიმე განსაცდელებს რომელთა ტარებაც თქვენ არ შეგიძლიათ. გამოცდა არის ღმერთის გემო (Test is the taste of God). არასოდეს შეგეშინდეთ რამე გამოცდის. როდესაც თქვენ განწმენდთ თქვენს გულს და მთლიანად დაანებებთ თქვენს თავს ღმერთს, ის მჟღავნდება დაუყოვნებლად. ის ერთ წამსაც არ ყოვნდება. ეს დადასტურდა წმიდა რამდასის შემთხვევაშიც! ვედანტა ამბობს, ბრაჰმავიდ ბრაჰმაივა ბჰავათი – ბრაჰმანის (ღმრთიურის) მცოდნე ხდება ბრაჰმანი. “როგორც თქვენ ფიქრობთ, თქვენ ამგვარი ხდებით!” თუ თქვენ განუწყვეტლივ ფიქრობთ ღმერთზე, თქვენ მიიღებთ მის ფორმას.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 25 დეკემბერი.
31.12.20.
მშვიდობა არსებითია კაცისთვის სამივე დონეზე: ტანის, ჭკუის და სულის. ამ მიზეზით ჩვენ ვგალობთ შანთი (მშვიდობა) სამჯერ. ამ სამ დონეზე თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მშვიდობა მხოლოდ ღმერთისადმი სიყვარულის განვითარებით. ვინმე ღმერთსადმი სიყვარულის გარეშე ვერასოდეს იქნება მშვიდი. ყველა ამსოფლიური სიამოვნება არის წარმავალი და წამიერი. იგივე აზრი გაიმეორა შანკარაჩარიამ: მა კურუ დჰანა ჯანა იაუვანა გარვამ, ჰარატი ნიმეშატ კალაჰ სარვამ – „არ იყო ამაყი შენი სიმდიდრით, შთამომავლობითა და ახალგაზრდობით. დროს მოქცევამ შეიძლება გაანადგუროს ესები ერთ წამში“. რა არის ბედნიერება? ეს არის კონდიცირებულ ოთახში ჯდომა თუ გემრიელი საჭმლის მიღება? ეს ბედნიერებას ანიჭებს მხოლოდ ფიზიკურ და გონებრივ დონეზე, არა ათმას დონეზე. ნამდვილი ბედნიერებაა ის რაც კავშირშია ათმასთან. თქვენ არ უნდა შეგეშინდეთ სირთულეების; ესები არის გამვლელი ღრუბლები. მიჰყევით გულს, რომელიც არის მყარი და ურყევი.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 25 დეკემბერი.
ბაბა