01.09.20.
ყველაფერი შენშია; შენ ხარ ყველაფერში. თქვენ უნდა მიიღოთ ეს რწმენა დაფიქსირებული თქვენს ცნობიერებაში ანალიზის, დისკრიმინაციისა და ინტელექტუალური გამოკვლევების საშუალებით. თქვენ უნდა იზოლირდეთ და გათავისუფლდეთ გრძნობების, ჭკუის, გონების და ა.შ. შთაბეჭდილებების ცნობიერებისგან. მათ საერთო არაფერი აქვთ ათმასთან, რომელიც თქვენ ნამდვილად ხართ. ათმა შეუხებელია ნებისმიერი საგნისგან ან ობიექტისგან. მაშინაც კი, თუ გრძნობები, ჭკუა, გონება, ა.შ. უმოქმედოა, ეს უმოქმედობა გავლენას არ მოახდენს ათმაზე! ათმას ცოდნა როგორც ასეთი არსების, შეუხებლისა და მიუჯაჭველის, არის სულიერი სიბრძნის საიდუმლო. თქვენი თითოეული მოქმედება უნდა განხორციელდეს ამ სიბრძნით როგორც მისი საფუძვლით. ათმას ეს ცნობიერება გიმეგზურებთ თქვენ ორივეში გარე მოძრაობის და შიგნით წამყვან გზაში; ეს არ დაბლოკავს მოქმედებას არამედ აავსებს მას მიზნითა და მნიშვნელობით; ეს აღმოაცენებს რწმენასა და ზნეობრივ ცხოვრებას; იგი გადაგიყვანთ ხსნის სამეფოში მოქმედების ნაყოფზე უარის თქმის გზით, და არა თვით მოქმედებაზე უარის თქმით.
– გიტა ვაჰინი, თავი 6.
02.09.20.
ზუსტად რა არის ყველა მწუხარების მიზეზი? ეს არის ტანთან მიჯაჭვულობა, რომელიც იწვევს მწუხარებას ისევე როგორც მის უშუალო წინამორბედებს: მოწონებას და არ მოწონებას. ეს ორი არის შედეგი ინტელექტის რომელიც მხედველობაში იღებს ზოგიერთ ნივთებსა და პირობებს როგორც სასარგებლოს და ზოგიერთ სხვა ნივთებსა და პირობებს როგორც არა. ქველმოქმედებისა და მავნებლობის ეს იდეა არის მცდარი. ამის მიუხედავად, თქვენ ეჯაჭვებით ობიექტებს რომლებიც მიიჩნევა სასარგებლოდ, და თქვენ იწყებთ სხვების სიძულვილს. მაგრამ უმაღლესი თვალსაზრისით, არცერთი არსებობს; განსხვავება არის უბრალოდ უაზრო. ორი არ არსებობს საერთოდ, ამგვარად როგორ იარსებებს კარგი და ცუდი? ორის დანახვა სადაც არის მხოლოდ ერთი, არის უმეცრება ან ილუზია (მაია). „ის (ტათ)“ და თქვენ (ტვამ) იდენტობის ცოდნის არარსებობა არის ყველა უმეცრების მიზეზი – სიტყვა თათვა, გამოყენებული აღსანიშნად ‘პრინციპის’, ლუკსუმაში ასვენებს დიდ ფილოსოფიურ დოქტრინას. თუ ეს ჭეშმარიტება არ შეისწავლა, ადამიანი იფართხალებს დარდის ოკეანეში. მაგრამ თუ ეს შეისწავლა და ის ცხოვრობს ამ ცნობიერებით, მაშინ ის გათავისუფლდება დარდისგან.
– გიტა ვაჰინი, თავი 3.
03.09.20.
რა არის მწუხარების ფორმა? ეს არის მხოლოდ აზრობრივად შექმნილი შიში. ბუნებით, ჭკუა არის ცვალებადი. როგორ შეიძლება მწუხარებები, რომელიც ამ ცვალებადი ჭკუის ქმნილებაა, იყოს მუდმივი? თითოეული მწუხარება არის როგორც ნაია პაისა. ერთი რუპია უდრის 100 ნაია პაისას, ხოლო 100 რუპია უდრის 10,000 ნაია პაისას. როდესაც თქვენ ამზადებთ 10 000 ნაია პაისას ფუთას, ის სავსებით მძიმეა და არ არის იოლად სატარებელი. ამიტომ, უფალი ამბობს, მომეცი ეს 10 000 ნაია პაისა და მე მოგცემ 100 რუპიის ბანკნოტს, რომელიც ძალიან მსუბუქია, მისი ტარება ადვილია და შეიძლება უსაფრთხოდ იყოს შენახული. 10 000 ნაია პაისას დიდი ფუთის შენახვა საკმაოდ ძნელია. მით უფრო რთულია მისი ტარება და სხვებისგან დაცვა. ამიტომ, უფალი მოგიწოდებს: „ჩემო ძვირფასო, გადმომეცი შენი საწუხრების ფუთა“. აქედან გამომდინარე, გადაეცით ეს ტვირთი უფალს.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 29 ივლისი.
04.09.20.
რატომ არის დღეს მსოფლიოში ამდენი ანარქია და არეულობა? რატომ არ არის მშვიდობა? არის ეს იმიტომ რომ განათლებული ხალხი არ არსებობს და იმიტომ რომ არ არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულებები? არა, არსებობს უამრავი მათგანი, მაგრამ განათლებულ ადამიანებს არ აქვთ საჭირო კულტურა და ხედვის სიფართოვე თავიანთ განათლებასთან ერთად. ჩვენი ქვეყანა ცნობილია როგორც სულიერი საგანძურის სახლი. თუმცა დღეს ჩვენ გვავიწყდება ჩვენი ქვეყნის სულიერი საგანძური და რეალური ძალა. ბავშვები ვერც კი იგებენ განათლების მნიშვნელობას. ამისთვის ძირეულ სიტყვას “ვიდ” თუ დაამატებთ “ია” – ს მაშინ მიიღებთ ვიდიას (განათლებას). აქ “ვიდ” ნიშნავს განათებას და “ია” – დგას მისთვის. აქედან გამომდინარე, ის რაც იძლევა განათებას და სინათლეს არის ვიდია. მას რაც გაძლევთ თქვენ სინათლეს და ფარავს თქვენს უმეცრებას და მას რაც გაძლევთ თქვენ სიბრძნესა და უმაღლეს ცოდნას შეიძლება მხოლოდ ეწოდოს ვიდია. მას რაც ახალისებს უმეცრებასა და სიბნელეს არ შეიძლება ეწოდოს ვიდია.
– ზაფხულის ვარდები ცისფერ მთებზე, 1976, თავი 1.
05.09.20.
მასწავლებელი არის წყლის შესანახი ავზის მსგავსი. თუ იქ ავზში არის სუფთა და კარგი წყალი, ონკანებში თქვენ მიიღებთ კარგ წყალს. მოსწავლეები არიან ონკანების მსგავსი და აღმოჩნდებიან კარგი მხოლოდ მაშინ როცა მასწავლებლები არიან კარგი. მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ მაღალი იდეალები იმიტომ რომ ეს აისახოს მათ სტუდენტებზე, ვინც არიან მომავალი მოქალაქეები და ლიდერები. მასწავლებლებმა პირველ რიგში უნდა აპრაქტიკონ ის რისი სწავლებაც სურთ სტუდენტებისთვის. მათ უნდა ჰქონდეთ მსხვერპლის შეგრძნება ერის კეთილდღეობისთვის იმიტომ რომ სტუდენტებს ჰქონდეთ მსგავსი იდეალი. სანამ ისინი შეეცდებიან მოსწავლეების გამოსწორებას პირველ რიგში ისინი თვით უნდა გამოსწორდნენ. ადამიანური ღირებულებები არ არის ბაზარში საყიდელი საქონელი. ეს უნდა აისახოს ადამიანის ქცევაში და მის ცხოვრების წესში. მათ არ უნდა ასწვლონ აკადემიური საგნები როგორც საფუძველი რაზეც უნდა აიგოს შესაფერისი ცხოვრება. მასწავლებელმა უნდა აკეთონ სადაჰანა გრძნობების კონტროლის უზრუნველსაყოფად და აზრსა, სიტყვისა და საქმეში ჰარმონიის მისაღწევად. როდესაც თქვენ აღწევთ ამ ჰარმონიას, თქვენ ხდებით იდეალური მასწავლებელი.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 20 იანვარი.
06.09.20.
ნათქვამია (ერთგულის მიერ ვინც ილაპარაკა) სამყარო ხდება სავსე საისგან (საიმაიამისგან), იმიტომ რომ ეს სახელი საი არის ყველას ბაგეებზე. მე მინდა რომ ეს უფრო ღრმად ჩავიდეს. და მე დაჟინებით არ მოვითხოვ რომ ეს უნდა იყოს სახელი “საი”. მსოფლიო უნდა გახდეს პარამათმა-მაიამი (უზენაესი უფლით გაჟღენთილი), სულ ეს არის; თუმცა ბევრი სახელი და ფორმა შეიძლება ჰქონდეს პარამათმას ადამიანთა ტუჩებზე და მათი გონებრივი თვალების წინ. ეს არის იგივე ნივთიერება ჩასხმული სხვადასხვა ყალიბში. შაქრის თოჯინების მსგავსად რასაც ბავშვები ეძებენ – კატები და ძაღლები, ძროხები და ცხენები, ეს ყველა არის თვით იგივე სიტკბო; ამ ბავშვს ურჩევნია ეს ფორმა და ეს სახელი; მეორე ტირის სხვა თოჯინისთვის. ერთი და იგივე ღმრთიური სუბსტანცია ჩნდება სხვადასხვა დროსა და ადგილას, განსხვავებული სახელების მიღებით. როდესაც ბოროტებისა და სიძულვილის ძალები ეუფლებიან მათ, კეთილნი იღებენ უფალს როგორც მათ მეეტლეს, და ის აძლევს მათ მტრების დაძლევის შესაძლებლობას.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 26 თებერვალი.
07.09.20.
ჩაეჭიდეთ თქვენს რწმენას; არ შეცვალოთ თქვენი ერთგულება როგორც კი რამე მოხდება ან ვინმე ჩაგჩურჩულებთ. არ ჩამოაგდოთ საი ბაბას სურათი კედლიდან და არ დაკიდოთ იქ სხვა სურათი პირველი იმედგაცრუებისას. დაუტოვეთ ყველაფერი მას; დაე მისი ნება შესრულდეს – ეს უნდა იყოს თქვენი დამოკიდებულება. თუ არ გაივლით ხორკლიანს და გლუვს, თქვენ როგორ შეძლებთ გამაგრებას? კეთილად მიიღეთ სინათლე და ჩრდილი, მზე და წვიმა. არ იფიქროთ რომ ერთგულები არიან მხოლოდ ისინი ვინც თაყვანს სცემენ სურათს ან გამოსახულებას პომპეზური ატრიბუტებით. ვინც პირდაპირ მიდიან ზნეობრივ გზაზე, ვინც მოქმედებენ როგორც ამბობენ და ლაპარაკობენ როგორც მათ აქვთ ნანახი, ვინც დნება სხვის დარდზე და ილხენს სხვის სიხარულზე – ისინი არიან ერთგულები, შესაძლოა უფრო დიდი თაყვანისმცემლები.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 26 თებერვალი.
08.09.20.
თქვენ იცით, რომ სიზმრების სამყარო არის უაზრობების ფანტასტიკური სამყარო, სადაც ორმოცდაათი წელი ხუთ წუთში იკუმშება და სადაც უცნაური ინციდენტები და საგნები რეალურადაა წარმოდგენილი და განცდილი. მაგრამ ნება მიბოძეთ მე გითხრათ თქვენ რომ რეალიზაციის ეტაპიდან, თუნდაც გამოღვიძების ეტაპზე, როდესაც სიზმრებს აანალიზებთ და ბათილად აცხადებთ, არის თანაბრად ძალის არმქონე. ამიტომ, გქონდეთ ფასეულობების გრძნობა, არა ფასეულობების სკალა; მიეცით ყველაფერს, ყველას, მისი ფასი ან მათი ღირსება, არა ოდნავ მეტი. ხუთი გარსი ფუთავს ათმას და მალავს მის ბრწყინვალებას თავის გამოაშკარავებიდან. გახადეთ ეს ყველაფერი სუფთა და ბრწყინვალე. ფიზიკური გარსი (ანამაია კოსა) უნდა გაიწმინდოს კარგი, სუფთა, წმინდა საკვებით; სასიცოცხლო გარსი (პრანამაია კოსა) სიმშვიდით, სტაბილური სუნთქვით და მშვიდი ხასიათით; გონებრივი გარსი (მანომაია კოსა) წმინდა აზრებითა და ემოციებით, შეუხებლობით გრძნობებზე მიჯაჭვულობით ან შეუხებლობით სიხარულითა და მწუხარებით; სიბრძნის გარსი (ვიჯნანამაია კოსა) რეალობის ჭვრეტით; და ნეტარების გარსი (ანანდამაია კოსა) ღმერთის რეალიზების ექსტაზში ჩაძირვით.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 26 თებერვალი.
09.09.20.
ზუსტად რას ნიშნავს “საი ბაბა”? საი ნიშნავს საჰასრაპადმას (ათას ლოტოსს), საკშათკარას (რეალიზებას, უფლის პირდაპირ განცდას) და ა.შ., აიი ნიშნავს დედას, და ბაბა ნიშნავს მამას. ამრიგად, “საი ბაბა” ნიშნავს “მას, ვინც არის ორივე მამაც და დედაც და ყველა იოგური მცდელობის მიზანი” – მუდამ მოწყალე დედა, ყოვლად ბრძენი მამა და სულიერი ძალისხმევების მიზანი. როდესაც თქვენ ხელებს აცეცებთ ბნელ ოთახში, უნდა გამოიყენოთ შანსი როდესაც ვინმეს შემოაქვს ლამპა ოთახში. ჩქარა შეაგროვოთ იქ მიმოფანტული თქვენი ნივთები, ან აღმოაჩინოთ სად მდებარეობს ესები, ან გააკეთოთ რაც თქვენ კიდევ გჭირდებათ. ამის მსგავსად, გამოიყენეთ ეს შანსი როდესაც უფალი ადამიანის ფორმით მოვიდა თქვენს კართან და მოემზადეთ თქვენი თავის გადასარჩენად უბედურებისგან.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 26 თებერვალი.
10.09.20.
უპანიშადები აცხადებს გარკვეულ სამკურნალო სადჰანებს თავის დასაღწევად მუდმივი შინაგანი დიალოგისგან (მანასიკა-სამბჰაშანას), რაც შიდა მშვიდობის დაბრკოლებას წარმოადგენს. პირველი არის სუნთქვის რეგულირება (პრანაიამა). ეს არ არის არც ტანვარჯიში, არც ძალიან რთული სავარჯიშო. ჭკუა კონცენტრირებული უნდა იყოს შეკავების პერიოდზე (ქუმბჰაკაზე), ჩასუნთქვის (პურაკას) და ამოსუნთქვის (რეჩაკას) პროცესში. როდესაც ყურადღება ამგვარად არის ფიქსირებული, შინაგანი საუბარი სხვა შეუსაბამო საკითხებზე შეწყდება. და გონებრივი ძალა შეიძინება. მეორე სადჰანაა: სასარგებლო საქმიანობაში ჩაძირვა – ანუ, ხალხისთვის მსახურება რაც დაეხმარება ეგო-გრძნობის შემცირებას და მოქმედებას რაც კარგი და ღმრთიურია. როდესაც ადამიანის აზრები დაკავებულია ასეთი მოქმედებებით, ჭკუა თავს იკავებს ლაპარაკისგან რომელშიც ის ნებივრობს. კვლავ, სულიერი რჩევების მოსმენის სადჰანა, მათზე ფიქრი და აღმოჩენა გზების და საშუალებების სულში რწმენის გასამტკიცებლად (სრავანა-მანანა-ნიდიდჰიასანა), აგრეთვე ღმერთის სახელების ხსენება და ჭკუის უკან გაწევა გრძნობითი საქმიანობიდან (ჯაფა და თაპა), დანიშნულია უფრო მეტად ამ გონებრივი ყბედობის გასაჩუმებლად.
– ვიდია ვაჰინი, თავი 18.
11.09.20.
ისურვეთ მთელი სამყაროს კეთილდღეობა და ილოცეთ ამისთვის. განივითარეთ ერთიანობის გრძნობა და განდევნეთ განსხვავებების შეგრძნება. ეს არის ქვეყნისთვის ნამდვილი მსახურება. თქვენ უნდა იცხოვროთ ერთობით და დაიმუხტოთ შეგრძნებით რომ ყველა არის თქვენი და და ძმა. თქვენი ერთიანობის გრძნობა უნდა აღემატებოდეს იმასაც კი რაც გვხვდება ოჯახის წევრებს შორის. თქვენ ყველამ იცით რომ როდესაც ვივეკანანდამ წარმოთქვა მისი სიტყვა ჩიკაგოში რელიგიის პარლამენტში ჩვენი ანტიკური მწერლების სიბრძნის თემაზე, მან დაიწყო სიტყვებით: ”ამერიკის ძმებო და დებო”. დამსწრე საზოგადოება ისე ააღელვა ამის მოსმენამ რომ ისინი ფეხზე დგომით აპლოდირებდნენ. ისინი ისე ბედნიერები იყვნენ დებად და ძმად ხსენებით. დღეს, თუმცა, ბჰარტიიებს (ინდოელებს) რცხვენიათ სხვების ჩათვლა დებად და ძმებად. ჩვენ ასეთი სული უნდა გავავრცელოთ ყველას და თითოეულს შორის. ადამიანურობა არის ის რაც ჩვენთან ერთად მოვიდა დაბადებისას და არა მოგვიანებით. ადამიანი და ადამიანურობის ხარისხი მოვიდა არსებობაში იმავე დროს. როგორ არის ეს რომ ჩვენ დავივიწყეთ ასეთი ღმრთიური გრძნობა?
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 27 მაისი.
12.09.20.
წარმოიდგინეთ თქვენ სტუმრობთ მეგობარს ქალაქში და აპირებთ მასთან გაჩერებას ათი დღის განმავლობაში. თქვენ თან გაქვთ ცოტაოდენი ფული, და თქვენ გეშინიათ მისი თან ტარება. ახლა, თუ თქვენ გადაცემული გაქვთ საფულე თქვენი მეგობრისთვის საიმედოდ შესანახად, თქვენ შეგიძლიათ ბედნიერად ისეირნოთ, ყველა ადგილზე ქალაქში და გარეუბნებში, რომელთა მონახულებაც თქვენ დიდი ხანია გსურთ. თქვენ შეგიძლიათ იაროთ ყველაზე დაკავებულ ბაზრებში, შიშის კვალის გარეშე. ჩანთა რომელიც თქვენ გაქვთ არის სიყვარული; მიეცით ის მთლიანად ღმერთს. ის გაგათავისუფლებთ თქვენ დარდისგან, მღელვარებისა და შიშისგან. ჯაფას, დჰიანას და სევას (განჭვრეტის, მედიტირებისა და მსახურების) მეშვეობით, თქვენ უნდა კულტივიროთ სიყვარული ღმერთის მიმართ. ავიღოთ დჰრუვა მაგალითისთვის. ის ლოცულობდა და პრაქტიკებდა ასკეზას, ღმერთის გამოწვევისთვის რომ მისთვის სამეფოს მმართველობა ეწყალობებინა. მაგრამ როდესაც ღმერთი ვიშნუს სახით გამოჩნდა მის წინაშე, მან თქვა: “უფალო! მე არ მსურს სამეფო. მე მსურხარ შენ და მხოლოდ შენ”. მსგავსად წინასწარ ეტაპებზე, ადამიანი ლოცულობს ამსოფლიური მადლისა და მატერიალური მოგებისთვის, მაგრამ როგორც კი აზრები იწმინდება და სუფთავდება, მას სურს მხოლოდ ერთი წყალობა უფლისგან – ის თავად!
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 25 დეკემბერი.
13.09.20.
ყველაფერს აქვს ენერგია ლატენტური მასში – ქაღალდის ფურცელს აქვს იგი, ქსოვილის ვიწრო ზოლს აქვს იგი. როდესაც ლატენტური ენერგია ამოიწურება, სიკვდილი შედეგდება; როდესაც ენერგია ივსება, დაბადება ხდება. არსებობა-გაცნობიერებულობა-ნეტარება (სათჩიდანანდა) არის ენერგია. ჩვენ (სათ) ვართ (ჩიდ) ბედნიერი (ანანდა). ენერგია არის ყველაფერი, და ენერგია მიღებულია ღმერთისგან. ეს არის ყველა ადამიანის საფუძველი. ახლა, ჩვენ ვაშენებთ სუპერ-სტრუქტურებს სადღაც სხვანაირად, არა საფუძველზე. ფუნდამენტური ღმრთაებრივი პრინციპი იგნორირებულია. ჩვენ მოხიბლული ვართ საგნებითა და შესწავლით რაც გვპირდება კუჭების გამოკვებას და გვხდის ჩვენ მატერიალურად ბედნიერსა და ძლიერს. მაგრამ მყარი ჭეშმარიტება არის ღმრთიური ყველაფრის ქვეშ. ადამიანებმა ან უნდა იცოდნენ ერთი არსების უზენაესი ჭეშმარიტება ყოველივე მოხდენილის უკან, ან სულ მცირე იცოდნენ სიყვარულისა და ძმობის პრაქტიკული ჭეშმარიტება. ეს ორი პუნქტი არის ის საზღვრები, რაც განათლებას ყოველთვის უნდა ჰქონდესჭკუაში – საწყისი წერტილი და მიზანი.
– ვიდია ვაჰინი, თავი 19.
14.09.20.
როდესაც აზრები მოდის ზვირთებად თქვენს ჭკუაში, თქვენ უნდა გაატაროთ სულ მცირე რამდენიმე წუთი გამოკვლევაზე ასეთი აზრები არის კარგი აზრები თუ ცუდი, არის თუ არა ესები თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, და წავა თუ არა ესები სასარგებლოდ საზოგადოებისთვის თქვენს ირგვლივ. თუ ესები არის ცუდი თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გადადოთ გვერდზე; და თუ ესები არის კარგი, თქვენ უნდა შეეცადოთ მათ წახალისებას. როდესაც ეკლიან მცენარეს დაინახავენ, მისი ამოღება ხდება მისი ეკლიან მცენარედ აღიარების მომენტში; მაგრამ როდესაც კარგი ხილის ხე ამოდის, ჩვენ ვცდილობთ ვიზრუნოთ მასზე და ხელს ვუწყობთ მის ზრდას. იმავე წესით, თქვენი გულის ველში, როგორც კი ცუდი იდეები ღვივდება, უნდა ამოთხაროთ ესები და შორს გადაყაროთ. როგორც თესლი იზრდება დიდ ხედ, კაციც ასევე უნდა შეეცადოს გაიზარდოს და საბოლოოდ გახდეს მადჰავა (ღმერთი).
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 2.
15.09.20.
ბალარამა და კრიშნა იყვნენ ის მაგალითები ვინც აჩვენა რომ ისინი არ ზრუნავენ საკუთარ ფიზიკურ ძალაზე და რომ ისინი მსხვერპლად შესწირავენ ყველაფერს. ისინი მზად იყვნენ მძიმე შრომისთვის და აჩვენეს რომ კეთილდღეობის მიღწევა შესაძლებელია გულწრფელი მძიმე შრომით. უფალი კრიშნა იყო ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, და ტანთშემოსილი ღმრთაებრიობა და მიუხედავად ამისა ის მუშაობდა არჯუნას მეეტლედ. კრიშნა იყო ის ვინც აღიარებდა საზოგადოებისთვის მსახურების მნიშვნელობას; და საკუთარი პრაქტიკით და სხვებისთვის მაგალითის დაყენებით, მან აჩვენა რომ სხვებისთვის მსახურება იყო მნიშვნელოვანი. მაჰაბჰარატას ბრძოლის შემდეგ, ესენი იყვნენ ადამიანები, ვინც მიიყვანეს ცხენები მდინარესთან, დაბანეს ესები და იზრუნეს მათ ჭრილობებზე და გამოიყენეს წამლები. მან ამით აჩვენა რომ მძიმე შრომა და თანაგრძნობა ყველა ცოცხალი არსების მიმართ შეადგენს ყველა ადამიანის მოვალეობას.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 3.
16.09.20.
მრავალი დაბრკოლებისა და პრობლემის გამო რომლებიც გადახდა პრაჰლადას და მისთვის მიცემული სასჯელების გამო, დანარჩენი მსოფლიოსთვის შესაძლებელი იყო სცოდნოდა თუ რამდენად დიდი იყო მისი ერთგულება. მას არასოდეს ჰქონდა ცრემლები და არასდროს გამოუმჟღავნებია არანაირი ტკივილი როდესაც დემონები მას აზიანებდნენ. ის მხოლოდ წარმოთქვამდა უფლის სახელს და უფალს სთხოვდა მასთან მისვლას. ამგვარი სიტუაციის გამო მან შეძლო ერთგულების წახალისება და სხვებისთვის ჩვენება რისი გაკეთება შეუძლია ნამდვილ რწმენასა და ერთგულებას. მეორეს მხრივ, თუ ექნებოდა პრაჰლადას მამის ყურადღებით ზრუნვა და ალერსი და თუ ის აიყვანდა მას თავის კალთაში, როგორ იქნებოდა ცნობილი პრაჰლადას ერთგულება და რწმენა დანარჩენი მსოფლიოსთვის? ბრილიანტიც კი ვერ მიიღებს თავის ღირებულებას თუ მასზე არ გამოვკვეთთ წახნაგებს. სუფთა ოქროც კი ვერ გარდაიქცევა მშვენიერ ორნამენტად თუ იგი არაერთგზის არ იქნება ნაცემი მაგრად და ჩადებული ცეცხლში. ყველა ტკივილსა და უსიამოვნებაში, ჩვენ უნდა შევიცნოთ მხოლოდ გზები საბოლოო ბედნიერების მისაღებად.
– ზაფხულის ვარდები ლურჯ მთებზე, 1976, თავი 3.
17.09.20.
ეს არის ღმრთიური ნება რაც მოქმედებს როგორც სიყვარული თითოეულ ჩვენგანში. ეს არის ის ვინც კარნახობს ლოცვას – „დაე ყველა მსოფლიო იყოს ბედნიერი“. რადგან, ის გვაცოდინებს რომ ღმერთი რომელსაც ჩვენ ვცემთ თაყვანს, ღმერთი რომელიც ჩვენ გვიყვარს, და ღმერთი რომლითაც ვცხოვრობთ, არის ყველა სხვა არსებაში როგორც სიყვარული. ამგვარად, სიყვარული ვრცელდება და მოიცავს მთელ ქმნილებას. ცოტა უფრო ახლოს შეხედვით, ჩვენ აღმოვაჩენთ რომ ცხოვრება თავისთავად არის სიყვარული. ესები არის არა ორი არამედ ერთი. სიყვარული არის ცხოვრების ბუნება, როგორც წვა არის ცეცხლის ბუნება, ან სისველე წყლის, ან სიტკბო შაქრის. ჩვენ ვუვლით მცენარეს მხოლოდ მაშინ როდესაც ფოთლები არის მწვანე; როდესაც ესები ხმება და მცენარე ხდება უსიცოცხლო ჯოხი, ჩვენ ვწყვეტთ მის სიყვარულს. სიყვარული გრძელდება მანამ სანამ სიცოცხლე არსებობს. დედა არის საყვარელი მანამ სანამ არსებობს სიცოცხლე მასში; როდესაც სიცოცხლე მიდის, ჩვენ მას ვასაფლავებთ უმცირესი სინდისის ქენჯნის გარეშე. სიყვარული დაკავშირებულია სიცოცხლესთან. სინამდვილეში, სიყვარული არის სიცოცხლე. ადამიანი ვისაც არ აქვს სიყვარული გასანაწილებლად არის ისეთივე ცუდი როგორც მკვდარი. ეს არის მიზეზი რის გამოც სიყვარული ვრცელდება მუდმივად გაფართოებად წრეში.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 25 დეკემბერი.
18.09.20.
არჯუნას ჰქონდა ბრძანება ჩაბმულიყო ბრძოლაში, უკან დაებრუნებინა სამეფოს თავისი წილი, უზრუნველეყო ხალხისთვის სამართლიანი ადმინისტრაცია და ატმოსფერო რომელშიც ისინი წარმატებით ეცდებოდნენ ხსნის მიღწევას. ეს მას უნდა გაეკეთებინა თავდადებული სულისკვეთებით და დაენერგა ღმერთის ნება, დამოუკიდებლად მისი საკუთარი სიმპათიებისა და ანტიპათიებისგან და შედეგებისგან რაც შეიძლება მოჰყოლოდა მის უანგარო საქმიანობას. გიტა იძლევა რჩევას რომ საზოგადოებისთვის მსახურება არის უმაღლესი მსახურება, ისევე როგორც ყველაზე სასარგებლო სადაჰანა (სულიერი პრაქტიკა). თქვენ ვერ გაიქცევით ამ ვალდებულებისგან; თქვენ უნდა გამოიყენოთ საზოგადოება რომელშიც თქვენ დაიბადეთ თქვენი ეგოიზმის სუბლიმირებისთვის და საკუთარი თავის გადასარჩენად. როდესაც დჰარმარაჯამ ბრძენი ნარადას რჩევით შეასრულა დიდი რაჯასუია მსხვერპლი თავისი გარდაცვლილი მამისთვის წყალობის მისაღებად, უფალი კრიშნა დაესწრო მსხვერპლს და სთხოვა ეწილადებინათ რაიმე მსახურება; მან ამჯობინა იმ ფოთლების მოცილების მსახურება რომლეზეც საჭმლით ემსახურებოდნენ ათასობით ადამიანს ვინც ყოველდღე იკვებებოდა!
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 11 იანვარი.
19.09.20.
ცხოვრება უნდა გაატაროთ დაგროვებაში სათნოების და დაცვაში სათნოების, არა სიმდიდრის. მოისმინეთ წარსულის დიდი ზნეობრივი გმირების ისტორიები და დაფიქრდით ამებზე, ამგვარად რომ შესაძლებელი იყოს მათი იდეალების თქვენს გულებში ჩაბეჭდვა. ამჟამად სათნოება ხდება იშვიათი როგორც ინდივიდში, ასევე ოჯახში, საზოგადოებასა და ერობაში, ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს ეკონომიკური, პოლიტიკური თუ “სულიერი”. ასევე, არსებობს გაუარესება დისციპლინაში, რაც არის ნიადაგი რაზეც სათნოება იზრდება. სანამ თითეული ადამიანი არ იქნება პატივნაცემი, როგორიც გინდა იყოს სტატუსი, ეკონომიკური მდგომარეობა ან სულიერი განვითარება, ვერ შეიძლება ვერც მშვიდობა და ვერც ბედნიერება ცხოვრებაში. ამ პატივისცემამ შეიძლება გამოიღვიძოს მხოლოდ იმ დარწმუნებით, რომ იგივე მე (ათმა) რომელიც შენშია, თამაშობს სხვა პირის როლს. ხედე ეს ათმა სხვებში; იგრძენი რომ მათაც აქვთ შიმშილი, წყურვილი, წადილები და სურვილები, როგორც შენ გაქვს; განივითარე სიმპათია და მისწრაფება ემსახურო და იყო სასარგებლო!
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 22 თებერვალი.
20.09.20.
სიტა იჩენდა ერთგულებას ცხოვრების უმაღლესი იდეალის მიმართ, მიუხედავად მძიმე ტანჯვის რასაც ის განცდიდა. ჰანუმანმა, რომელმაც ის აღმოაჩინა იმ კორომში, სადაც ის დატყვევებული იყო როგორც მისი გამტაცებლის პატიმარი, შესთავაზა ოკეანის გადალახვა მასთან ერთად მის მხრებზე და მისი უსაფრთხოდ მის უფლ რამასთან გადაყვანა. მაგრამ მან უპასუხა რომ ის თავს არ მისცემს ნებას რომ გატაცებული იყოს რავანას ტყვეობიდან, რადგან ეს ართმევს რამას შანსს დასაჯოს დამნაშავე დანაშაულისთვის და დაიბრუნოს ის მისი საკუთარი გმირობით! ბრწყინვალე სიტყვები, ეს! სავსებით შეესაბამება დჰარმას კარნახებს! გასაკვირი არ არის, უფლის წყალობამ ის კარგ დროს გადაარჩინა! შეეცადეთ მოიპოვოთ წყალობა იმ დისციპლინის დაცვით რასაც მე დიდი სურვილი მაქვს თქვენ მისდიოთ. უარი თქვით სიხარბით, ლტოლვით, ბოროტებითა და სიამაყით გამომუშავების და ხარჯვის, დაზოგვისა და დაგროვების ძველ ამსოფლიურ გზებზე; მოაწესრიგეთ თქვენი ცხოვრება ისე რომ მე ვიყო კმაყოფილი თქვენით.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 11 იანვარი.
21.09.20.
მსახურება არის საუკეთესო მკურნალობა ეგოიზმისთვის; ასე რომ, ჩაერთეთ მასში ტკივილისა და მწუხარების შესამსუბუქებლად, იმდენად რამდენადაც თქვენ შეგიძლიათ! რამიანაში, მაიმუნებმა უზარმაზარი ქვები მიიტანეს და ზღვაში ჩაყარეს რამასა და მისი არმიისთვის გადასალახი გასასვლელის ასაგებად. პაწია ციყვიც დაეხმარა, რამდენადაც მას შეეძლო; იგი მივიდა ზღვის სანაპიროს ქვიშებზე, გაიქცა გადასასვლელის ნაწილად დახვავებული გროვისკენ, ენერგიული შერყევით ჩამოიბერტყა ქვიშა მისი ბეწვიდან და დაამატა მხოლოდ ცოტაოდენი მასალა გიგანტური მაიმუნების მიერ გროვად დაყრილ რაოდენობას. რამამ დაინახა ციყვი, მან დააფასა მისი ერთგულება და ნაზად აიყვანა თავის ხელის გულზე. უფალმა ზურგზე ალერსიანად გადაუსვა ხელი, და აავსო იგი მისი კურთხევით. ეს იყო საკმარისი ჯილდო. ციყვების რასამ მას შემდეგ შეიძნა სამი ხაზი მათ ზურგზე, ამ ჯილდოსა და წყალობის აღსანიშნად! შეეცადეთ, რამდენადაც თქვენ შეგიძლიათ, შეამსუბუქოთ სხვისი გაჭირვება; ეს არის საუკეთესო სადჰანა (სულიერი ვარჯიში) ასპირანტისთვის!
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 13 იანვარი.
22.09.20.
არის ბევრი ვინც ცინიკურად საუბრობს თუნდაც სატიაზე (ჭეშმარიტებაზე), დჰარმაზე (უბიწოებაზე), შანთიზე (მშვიდობაზე) და პრემაზე (სიყვარულზე). ისინი ამბობენ რომ თუ თქვენ ჩაებღაუჭებით სიმართლეს ვერაფერი გაკეთდება, ეს პატარა სიცრუე დიდად ეხმარება; რომ დჰარმა არის რაც გამოადგება მომენტის საჭიროებას. რომ თუ თქვენ პრაქტიკებთ შანთის, თქვენ მხოლოდ მიიღებთ ყველა დარტყმას თქვენს საკუთარ ზურგზე; რომ თუ თქვენ გახდებით ცნობილი პრემას კაცად, მთელი სოფელი მოიკალათებს თქვენზე და გაინაწილებს თქვენს მძიმე შრომით მოპოვებულ სიმდიდრეს. აქედან გამომდინარე, ისინი გამოიტანენ დასკვნას, თქვენ იქნებით სულელი თუ ამ ოთხი სათნოების პრაქტიკას გადაწყვეტთ. მაგრამ, ცოტა დაფიქრდი და გაიგებ კრიტიკის აბსურდულობას. ეს არის ტყუილი რაც მოითხოვს ინტელექტუალურ მხარდაჭერას, ჭკვიანურ თავიდან აცილებას და უფრო ღრმა მეხსიერებას! ბევრად უფრო ადვილია სიმართლის თქმა და ყოფნა მისი კეთებით. რაც თქვენ ნახეთ ან მოისმინეთ ან გააკეთეთ, ისაუბრეთ ამაზე ზუსტად ისე როგორც თქვენ ნახეთ ან მოისმინეთ ან გააკეთეთ! და, რა არის დჰარმა? პრაქტიკება რასაც თქვენ ქადაგებთ, კეთება როგორც თქვენ თქვით, წესების დაცვა და პრაქტიკა საქმიანობაში. გამოიმუშავეთ სათნოდ, გამოიმუშავეთ ღმრთისმოსაობით; ცხოვრება ღმერთის შიშით, ცხოვრება ღმერთის მისაღწევად – ეს არის დჰარმა.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 30 მაისი.
23.09.20.
კაცი დადის ორი ფეხით: იჰა და პარა (ეს მსოფლიო და ის), დჰარმა და ბრაჰამანი, უბიწოება და ღმერთი! თუ ის მთლიანად არის გატაცებული ამ მსოფლიოთი, ის ირჩევს მთელ თავის ცხოვრების მოგზაურობას დაბრკოლებებით; ხტომით ერთ ფეხზე. ეს სავსეა სიძნელეებით; ის შეიძლება დაეცეს ნებისმიერ მომენტში და მოიტეხოს მისი წვივი. და ის აკეთებს! სიკეთე ამსოფლიოში, ღმრთისმოსაობა ცხოვრებისთვის სიკვდილის შემდეგ – თანაბარი ყურადღება ორივესთვის და სიფხიზლე თითოეული ფეხით ნაბიჯის გადადგმისას – ესები არის აუცილებელი ბედნიერი მოგზაურობისთვის ცხოვრებაში. თქვენ უნდა გადაადგათ მარჯვენა ფეხი, ბრაჰმანის ნაბიჯი, როდესაც შედიხართ რეალიზების რეგიონში. მაშინ გრძნობები უნდა იყოს დაპყრობილი. ‘გო’ ნიშნავს ‘გრძნობებს’ და ‘გოპი’ ნიშნავს ადამიანს ვისაც დამორჩილებული აქვს გრძნობები, როგორც შედეგი დანებების გოპალაზე, გო-ს (გრძნობების) ბატონზე. კრიშნამ ერთხელ არჯუნას უთხრა, რომ მას შეუძლია შევიდეს ვრაჯამანდალაში (იმ რეგიონში, სადაც გოპაები და გოპიები ცხოვრობდნენ), მხოლოდ მისი ემოციების და იმპულსების და გრძნობებზე დათმობის მისი მიდრეკილების დაძლევის შემდეგ.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 13 იანვარი.
24.09.20.
ძროხა ბალახს და ფაფას გარდაქმნის ტკბილ გამაძლიერებელ რძედ და უხვად აძლევს მის პატრონს. განივითარეთ ეს ხარისხი, ის ძალა, რომლითაც გარდაქმნით საკვებს რომელსაც თქვენ მოიხმართ ტკბილ აზრებად, სიტყვებად და სიმპათიის საქმეებად მთლიანად. ბავშვი კრიშნა ტიროდა ნებართვისთვის წასულიყო ძროხებთან ერთად საძოვრების მინდვრებზე. იაშოდამ თქვა: “ძვირფასო შვილო! შენი პატარა აბრეშუმის ფეხისგულები ვერ ივლის ამ ეკლიან, კენჭებით სავსე ბილიკებზე. მე უნდა ვიყიდო პატარა ლამაზი სანდლები შენთვის. შენ შეგიძლია წახვიდე, როცა სანდლები იქნება მზად”. მაგრამ კრიშნამ ტკბილად უპასუხა, “ძროხები რომლებსაც ვემსახურებით არ არიან ფეხზე ჩაცმული. ჩვენ, ვინც ვართ მათი მსახურები, რატომ უნდა ავარიდოთ თავი ეკლებსა და ქვებს, რომელთა თავის არიდება მათ არ შეუძლიათ?” გასაკვირი არ არის რომ გოკულის ძროხები და ხბოები იმობილიზებულები იყვნენ და ტიროდნენ, როდესაც კრიშნა მათჰურაში გაემგზავრა! როდესაც თქვენ გულს შეავსებთ თანაგრძნობით გაჭირვებულთა მიმართ, უფალი გადმოღვრის მის წყალობას.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 11 იანვარი.
25.09.20.
ინდივიდს აქვს მრავალი განცდა მღვიძარების მდგომარეობაში და სხვა მკაფიო განცდები სიზმრის მდგომარეობაში. ამ უკანასკნელ მდგომარეობაში, ადამიანი ქმნის ყველაფერს რასაც ის განცდის – გრძნობებს, სიამოვნებას და ტკივილს, სიხარულსა და მწუხარებას. ღრმა ძილის მდგომარეობაში ადამიანი ყურადღებას არ აქცევს არაფერს ამსოფლიურს ან წარმოსახვითს, და ხდება ერთიანი პირველად ცნობიერებასთან. ამრიგად, სამ განსხვავებულ ვითარებაში, ერთსა და იმავე ადამიანს აქვს განცდის სამი განსხვავებული ტიპი. განცდები შეიძლება განსხვავდებოდეს მაგრამ ტრანსცენდენტული არსება შიგნით მარადიულია და არ ექვემდებარება რაიმე ცვლილებას. ქაღალდის ფურცელზე დახატული გირლანდა არასოდეს ამოძრავდება, შეირყევა და იქანავებს ქაღალდის მიმართ. ქაღალდმა თვით შეიძლება იბორგოს ქარის ძლიერად დაბერვით მაგრამ გირლანდა ყოველთვის მყარი რჩება ქაღალდზე და არ განიცდის რაიმე ფარდობით მოძრაობას. ამის მსგავსად, თუმცა გარე ვითარებებმა და პიროვნების აზრებმა შესაძლოა განიცადოს ცვლილებები, ღმრთიურება ჩაბეჭდილი შიგნით მუდმივად რჩება მყარი, მუდმივი და არასდროს განიცდის რაიმე ცვლილებას. ყველა ასპირანტმა აქედან გამომდინარე უნდა კულტივიროს ნათელი ხედვა და ჭკუის ურყევობა.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 25 სექტემბერი.
26.09.20.
რა არის ერთგულება? ვინ არიან ერთგულები? ერთგულება არის რწმენა, სიმტკიცე, სათნოება, უშიშრობა, დანებება და ეგოიზმის არარსებობა. თაყვანისცემა შესრულებული თუმცა საგულდაგულოდ და პომპეზურად არის დროსა და ენერგიის აშკარა ფლანგვა. რატომ უნდა მოკრიფო ყვავილები და დააჩქარო მათი სიკვდილი? ზოგი თქვენგანი გარს უვლით ამ ნილაიამს და თავს იკმაყოფილებთ იმით, რომ ამდენი შემოვლა გააკეთეთ, მაგრამ ესები ასე შეიძლება იწოდოს მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენი ჭკუა წრეზე შემოივლის ამ ადგილს ფეხებთან ერთად. მე ვამჩნევ რომ სანამ ფეხები გატარებენ ჩვევის ძალით, თქვენი ენა ყბედობს სხვების შეცდომებზე, ან ბოსტნეულის ფასზე, ან კერძებზე რომლებსაც თქვენ სთავაზობთ ლანჩისთვის მოსამზადებლად. თქვენი შემოვლის დაწყებამდე, რასაც თქვენ უწოდებთ პრადაკშინას, მიეცით თქვენი ჭკუა დაკშინად (მადლიერების შეწირულებად) ტაძრის მცხოვრებს, უფალს. ეს არის პირველი რამე გასაკეთებლად, და შესაძლებელია ერთადერთი რამე საკეთებლად.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 25 იანვარი.
27.09.20.
თქვენ უნდა გიყვარდეთ ღმერთი არა უბრალოდ არამედ უნდა გახდეთ თვით ღმერთი. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ განიცდით სიყვარულს თქვენ უნდა დაიწყოთ შეგრძნების მიღაბა თუ ვინ არის ღმერთი. თუ თქვენ გჯერათ რომ ღმერთი შორსაა თქვენგან, ის არის უეჭველად შორს. მაგრამ თუ თქვენ დარწმუნებით გჯერათ რომ ღმერთი ძალიან ინტიმურია და რომ ის არის ყველაზე დიდი მეგობარი, მაშინ ის ისევე ახლოს არის თქვენთან, როგორც თქვენ ხართ საკუთარ თავთან. დიდი შეცდომაა იმის დაჯერება რომ ღმერთი არსებობს მხოლოდ ტაძარში, ან წმინდა ადგილას, ან მლოცვარების ცენტრში. ეს ყველაფერი ძალიან ნათლად იყო ახსნილი კეთილშობილი სულების მიერ ვინც განცადა ღმრთიურება შიგნით. ტრადიციული და რიტუალური პრაქტიკები უდაოდ საჭიროა დასაწყისისთვის. ეს არის როგორც ჯერ ანბანის სწავლა როდესაც ვინმე სწავლობს ენას. როგორც კი ისწვლით ანბანს, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ისეთი სიტყვები როგორიცაა “ღმერთი”. სიტყვების შესწავლის შემდეგ შესაძლებელია წინადადებების ჩამოყალიბება. როდესაც ადამიანს შეუძლია წინადადებების წაკითხვა, მან შემდეგ შეიძლება წაიკითხოს მთელი წიგნი. იგივენაირად, წარსულის ბრძენი კაცები ინიცირებდნენ ადამიანებს ღმრთაებრივი ცნებით, მათთვის ტაძრების, წმინდა ადგილებისა და ა.შ. მონახულების რჩევის მიცემით.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 18 მაისი.
28.09.20.
ადამიანის ტანს მოიხსენიებდნენ ტუნგაბჰადრად. ტუნგა ნიშნავს უსასრულოს და ბჰადრა ნიშნავს კეთილგანწყობას. ამდენათ, ეს ნიშნავს რომ ტანი კეთილგანწყობის უსასრულო საცავია. ამიტომ ყველამ გულმოდგინედ უნდა გააანალიზოს შესამოწმებლად ეს წმინდა საჩუქარი წოდებული ტანად არის გამოყენებული სწორად თუ არასწორად და ცუდი მოქცევით. ბრძენი ნარადა იყო ის ვინც ღრმა გამოკვლევის შემდეგ ეს სახელი ტუნგაბჰადრა მისცა ადამიანის ტანს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველა ძალისხმევა ადამიანის ტანის სიწმინდის გასაგებად, გამოვიყენოთ იგი კეთილშობილური და წმინდა მოქმედებებისთვის და მივიღოთ ნეტარება ამის წყალობით. ადამიანის ცხოვრება არ უნდა დაინახებოდეს მხოლოდ ამსოფლიური, მატერიალური და ფიზიკური პერსპექტივით. ინტენსიური გამოკვლევების შედეგად, ბრძენებმა ძალიან დიდი ხნის წინ ახსნეს ადამიანის არსებობის უფრო ღრმა მნიშვნელობა. დღეს ადამიანი დგას უბედურების პირისპირ რადგან იგი არ იყენებს სწორად თავის ტანს და არ ატარებს თავის ცხოვრებას ისე როგორც ეს ევალება, ანუ კაცობრიობის სამსახურში. მხოლოდ როცა ადამიანი ხდება დაინტერესებული საზოგადოებით ის იწყებს გაგებას თუ რატომ ეწოდება ადამიანის ტანს ტუნგაბჰადრა.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 18 მაისი.
29.09.20.
თქვენი სათნოება, თვითკონტროლი, განჯაჭვულობა, რწმენა, სიმტკიცე – ეს არის ნიშნები რითაც ხალხი კითხულობს ჩემს დიდებას. არა იმიტომ რომ მე მინდა რამე ასეთი საყრდენი. არამედ ეს უბრალოდ ხდება ასე, ამ მსოფლიოში, სადაც ადამიანები სხვებს აფასებენ არაპირდაპირ ვიდრე უშუალოდ. ნება მიბოძეთ გითხრათ თქვენ ასეთი თაყვანისმცემლები ძალიან იშვიათია. ამიტომ მე არ მივმართავ თქვენს შეკრებას, როგორც: ”ძვირფასო ერთგულებო!” ამ ტიტულზე შეიძლება წარდგეთ მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ თავს ჩადებთ ჩემს ხელებში, სრულად, თქვენს ამაოებაზე სიამოვნების მონიჭებისთვის შემონახული ეგოს არავითარი კვალით. ყველა დაავადების აღმოჩენა შესაძლებელია არასწორი ცხოვრებისთვის. და რა არის ეს რის კვალის აღმოჩენაც შესაძლებელია? კვალი ადამიანის ნამდვილი ბუნების უვიცობისთვის, უვიცობა იმდენად ღრმაა, რომ გავლენას ახდენს აზრებზე, სიტყვებსა და საქმეებზე. პრეპარატი რომელსაც შეუძლია მისი განკურნება დაპატენტებულია სხვადასხვა სახელწოდებით: სულიერი სიბრძნე (ჯნანა), მოქმედება (კარმა), განჭვრეტა (უპასანა) და ერთგულება (ბჰაკტი). ესები არის ერთნაირი პოტენციასა და სამკურნალო ძალაში. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ დანიშვნის მეთოდში, როგორც ნარევი, ან ტაბლეტი ან ინექცია.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 25 იანვარი.
30.09.20.
ბედნიერი რომ იყო, ორი რამიდან ერთი უნდა მოხდეს: ყველა შენი სურვილი უნდა შესრულდეს, ან შენ არ უნდა გქონდეს რაიმე სურვილი. ამათგან, სურვილის შემცირება არის უფრო ადვილი გზა. მიიღეთ პრობლემები რომლებიც თქვენთან მოდის როგორც ტესტები და შესაძლებლობები არამიჯაჭვულობის შესასწავლად. ცხელი ზაფხული გაგზავნით თქვენ ჰაერის კონდიცირებასთან. მწუხარება გაგზავნით ღმერთთან. როდესაც ბავშვი გარდაიცვლება, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „ჩემი გულისთვის იყო ბავშვი დაბადებული?“ ბავშვს ჰქონდა საკუთარი ბედი შესასრულებლად, თავისი საკუთარი ისტორია გამოსახატად. გაუტამა ბუდდჰას მამა მწუხარებამ იმდენად მოიცვა როდესაც მან ქუჩაში დაინახა თავისი ვაჟიშვილი მათხოვრის თასით რომ მან ასე უთხრა: ”ჩემი ყველა წინაპარი მეფე იყო; რა უბედურებაა ეს რომ ამ საგვარეულოში მათხოვარი დაიბადა? ” ბუდდჰამ უპასუხა: ”ჩემს ყოველ წინაპარს ჰქონდა მათხოვრის თასი; მე ჩემს საგვარეულოში მეფე არ ვიცი ”. მამა და ვაჟი მიდიოდნენ სხვადასხვა გზაზე, მოგზაურობდნენ განსხვავებული მარშრუტებით.
– ღმერთის საუბარი, 1962 წლის 26 ნოემბერი.
სატია საი ბაბა