უკან: ნაწილი IX
“ერთხელ როცა ჩაწვდებით ერთობის პრინციპს,
თქვენ გახდებით ერთიანი უფალთან, თქვენ სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ”.
ბაბა
და მაშინ მოდის დღე, როცა თქვენ შეიცნობთ:
“მე – თოჯინა ვარ. არა მოწაფე ბიჭი, არა მოწაფე გოგონა – თოჯინა. თოჯინა მარიონეტი უფლის. ჩემს გარშემო ადამიანებია, მაგრამ ისინი ჯერ არ ეჭვობენ, რომ მე – თოჯინა ვარ, მე ხომ გამოვისახები, როგორც ადამიანი.
მაგრამ, უფრო მეტიც, ისინი ჯერ კიდევ არ ეჭვობენ, რომ ისინიც – თოჯინები არიან, ისინიც ხომ გამოისახებიან, როგორც ადამიანები”.
“სიცოცხლე მოგვაგონებს მარიონეტების ცეკვას. ოჰ, ადამიანო, ნუ იამაყებ შენი სილამაზით. მის ზღურბლზე შენ გელოდება სიბერე, როცა შენ სამოძრაოდ აღარ გეყოფა ძალები, და შენი სახე დაფარული იქნება ნაოჭებით.
მაშ მიუძღვენი შენი სხეული და სიცოცხლე კეთილ საქმეებს”.
ბაბა
და როცა თქვენ მთლიანად გადასცემთ თქვენს თავს უზენაესს, გუნებიც კი დაკარგავს თქვენზე ძალაუფლებას.
“თქვენ უნდა გამოხვიდეთ სამივე გუნას მოქმედების ფარგლებს გარეთ, შესთავაზოთ ეს სამივე შივას, რომელიც თვალყურს მიადევნებს მათ თავისი სამივე თვალით, და მისი სამკბილა გააუვნებლებს მათ.
როგორია გუნების ჩამოშორების საუკეთესო ხერხი?
თუ თქვენ ფეხში შეგერჭოთ ეკალი, არ არის საჭირო დიდი მჭრელი დანის აღება, რათა მოიცილოთ ის. თქვენ უბრალოდ იღებთ კიდევ ერთ ეკალს, და ამ მეორეთი იძრობთ პირველს. შემდეგ კი აგდებთ ორივეს.
ზუსტად ასევე სცილდებით თქვენ თჰამო-გუნასგან რაჯო-გუნას დახმარებით. რაჯო-გუნასგან სათჰვა-გუნას დახმარებით. ბოლოს და ბოლოს თქვენ უარს ამბობთ ამაზეც.
ღმერთის-რეალიზების სამეფოში შესვლამდე, თქვენ უნდა გააძევოთ ყველა გუნა. თუკი რომელიმე მაინც შემორჩება, ის ხელს შეგიშლით თქვენ შეხვიდეთ თავისუფლების სამეფოში.
გუნების არსებობის პირველსაწყისი მიზეზი არის ჭკუა. შეუძლებელია გადალახო ადამიანის ბუნება და შეიცნო საკუთარი ღმრთიურება, ვიდრე ჭკუა არ შეწყვეტს მერყეობას და არ გახდება მშვიდი. ამიტომ პირველი ნაბიჯი ამისკენ არის – საკუთარი ჭკუის შეთავაზება ღმერთისთვის, მთლიანად და საბოლოოდ. მხოლოდ მაშინ, ის აიღებს შენზე მზრუნველობას თავის თავზე მთლიანად, ყველა მიმართებაში.
თქვენ უნდა გახდეთ ამანასკა – ის, ვინც გადალახა თავისი ჭკუა.
როცა თქვენ შესთავაზებთ თქვენს ჭკუას ღმერთს, თქვენთვის ყველა ნივთი გახდება თანასწორი: კმაყოფილება და ტანჯვა, სიხარული და მწუხარება და ა.შ.
თქვენს ჭკუაში უნდა შემორჩეს მხოლოდ კარგი აზრები, და გულში აყვავდეს მხოლოდ კეთილი გრძნობები.
ვედებში ნათქვამია:
მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი გადალახავს სამივე გუნას, ის შეიძლება მოშორდეს მააიია-სგან, ილუზიისგან, რომელიც აიძულებს მას მიიღოს არარეალური რეალობად”.
და მაშინ თქვენ უკვე მეტი აღარაფერს აკეთებთ საკუთარი შეხედულებისამებრ – აზრებისა და გრძნობების გარეშე, მიმართავთ ღმერთს და მაშინვე იგებთ, რა უნდა აკეთოთ დღის ყოველ წუთს.
ეკითხებით, – და პასუხი მოდის დაუყოვნებლივ,
სიტყვიერად ან, ხშირად სურათებში, რადგან
სახეები – არის გონებრივი ურთიერთობის ძირითადი ინსტრუმენტი.
“მომისმინე, და ეს შენ რა მოგივიდა? შენ იყავი ყოველთვის ისეთი ჭკვიანი და დამოუკიდებელი, ახლა კი – არავითარი საკუთარი ნება, არავითარი გეგმები მომავალზე? წუთით ცოცხლობ, და შენ კიდევ ვიღაც გმართავს?” – მეგობრების სასოწარკვეთა და დაეჭვება მის სულიერ ჯანმრთელობაში იყო გულითადი და გაუყალბებელი.
მათ იცოდნენ “სიცოცხლის სიმართლე”, მან კი – ჭეშმარიტება მის შესახებ.
“ვიდრე ჩვენ ვასრულებთ მოქმედებას იმის გულისთვის, რომ მივიღოთ შედეგები, ჩვენ სრულად ვართ ჩართული ამ პროცესში და ვხდებით დამოკიდებული მისი ნაწილი. ამიტომაც ვრცელდება ჩვენზე ჩვენი საქმიანობის შედეგები – ბედნიერება ან ავადმყოფობა.
ჩვენ მიბმული ვართ ჩვენი საქმიანობის პროცესზე და ჩვენს თავს ვაიგივებთ მასთან – ჩვენ ვკვებავთ მას ჩვენი ენერგიით, და როცა მისი შემოსვლა შეწყდება, პროცესი უკვე ვეღარ შეძლებს გაგრძელებას.
როცა ჩვენ ვათავისუფლებთ “მოღვაწის” ტახტრევანს (იმის, ვინც წინასწარ განსაზღვრავს და ასრულებს მოქმედებებს), – ტახტრევანს, რომელიც ჩვენ უკანონოდ დავიპყრეთ და ნებას ვაძლევთ უფალს, როგორც სრულუფლებიან მფლობელს, დაიკავოს თავისი ტახტრევანი, ჩვენ, საბოლოოდ, ვთავისუფლდებით მეფობის ტვირთისგან.
ჩვენ მთლიანად ვანდობთ ჩვენს ჭკუას ღმერთს, რადგან ყველაფერი არის ღმერთი.
და მაშინ ჩვენ შევიგნებთ, რომ ყველაფერი, რაც კეთდება სამყაროში, აკეთებს მხოლოდ ის.
ღმერთი გვევლინება ერთადერთ “მოღვაწედ” – იმად, ვინც ასრულებს ყველა მოქმედებას და ტკბება მათი ნაყოფით.
ყველა მოქმედება სრულდება მის მიერ,
ყველა შედეგი – არის მისი.
როცა თქვენ სრულად ანდობთ თქვენს თავს ღმერთს, ის მთლიანად იღებს თავის თავზე თქვენზე ზრუნვას. არანაირი თქვენი კარმა, იქნება ის კარგი თუ ცუდი, არ შეიძლება იქცეს მისთვის წინააღმდეგობად. თქვენი თვითმინდობის ძალა იმდენად დიდია, რომ ძლევს კარმის ყველა ვითარებას. და კარმა უკვე აღარ ბატონობს თქვენზე.
თქვენ – მხოლოდ ინსტრუმენტები ხართ ღმერთის ხელში.
ღმერთი მოქმედებს თქვენით.
აიღეთ, მაგალითისთვის, თოჯინების თეატრი. თოჯინათმტარებელს უჭირავს თოჯინები და მათზე მიბმული ძაფები. ის ეწევა ამ ძაფებს და თავისი სურვილისამებრ აიძულებს თოჯინას იმოძრაოს და იცეკვოს. თოჯინებს არ შეუძლიათ გადაადგილევა თავისი საკუთარი ნებით. ეს მთლიანად არის მათი მტარებლის ხელში. წარმოდგენის მოღვაწე, დამდგმელი არის ის.
ზუსტად ასევე ხდება ღმერთთანაც.
ის – ღმრთიური თოჯინათმტარებელია.
ის – მოღვაწეც არის, და ისიც, ვინც ტკბება წარმოდგენით.
ჩვენ კი – უბრალოდ მისი თოჯინები და ინსტრუმენტები ვართ”.
“ღმერთო”, – წამოიძახა დიდმა წარმოდგენამ საკუთარ თავზე, “როგორი საცოდავი როლია. არა ეს ჩემთვის არ არის”.
“მართალია”, – შეაქო სიამაყემ, – “ასეთი ჩვენთვის არ არის. ამ სიცოცხლეში ჩვენ თვითონ ვსაზღვრავთ ყველაფერს”.
“საწყლები” – ამოიოხრა შეწყნარებამ, – “ბრმის საუბარი ყრუსთან”.
და მათ წინაშე გაიშალა პანორამა: მთებსა და ველებს შორის იდო ღმრთიური სილამაზის გზა, მისგან კი სხვადასხვა მხარეს გარბოდა გზა-ბილიკები.
“და, აი კიდევ, ის მე დამიწყებს მითითებას!” – და სიამაყემ გადაუხვია გვერდით ბილიკზე, სულ უფრო შორს წავიდა გაუვალ ჯუნგლებში.
“მართალაც”, – მოიწონა თვითაზრმა, – “მე უკეთესად ვიცი სად წავიდე”. – და აირჩია გზა, რომელმაც წაიყვანა უღრან ტყეში.
ამ ყველაფერს ხედავდა ღმერთის თვალები. და შეწყნარებას მოეჩვენა მასში ნაღველი…
“ქალი იუგა, ქალი იუგა”, – გაიშრიალა ფოთლებში ქარმა.
“შენი არჩევანია, შენი არჩევანი!” – დაიჩხავლა ყვავმა.
შეწყნარება შეცბა – და გაქრა.
“მე არ ვარ, მე არ ვარ”, – მოისმა გზიდან წყნარი ჩურჩული.
“სამყაროში ხარ მხოლოდ შენ. ყველაფერი ხარ შენ”.
უფალი ამბობს:
“ოჰ, უგუნურო, რატომ გიზიდავს შენ არარაობა და დაბალი სურვილები?
თუ შენ უარს იტყვი სურვილებზე და თავს მომცემ მე,
მე დაგაჯილდოვებ შენ ყველაზე ფასეული საჩუქრებით”.
როცა უფალი მზად არის მოგცეთ თქვენ უსაზღვრო, ყოველგვარ ორობას მოკლებული ნეტარება, დაჟინებით რატომღა გწყურიათ თქვენ შეზღუდული ბედნიერება?
არ თხოვო უმნიშვნელო ნივთებზე.
შესთავაზე ღმერთს საკუთარი თავი, და მაშინ უფალი დაგაჯილდოებს შენ ქვეყანაზე ყველაფრით. მაგრამ ღმერთის წყალობა რომ დაიმსახურო, შენი რწმენა სულ უნდა იზრდებოდეს.
1945 წელს აშშ-მა ჩამოყარა ბომბები იაპონიის ქალაქებში: ხიროსიმასა და ნაგასაკში. სამი მილის რადიუსში ყველაფერი ფერფლად გადაიქცა. დაიხოცა ასობით ათასი ადამიანი. ისინი კი ვინც გადარჩნენ, ღრიალებდნენ წუხილით: “უკეთესი იქნებოდა ჩვენც რომ მოვმკვდარიყავით”.
ურწმუნონი რომ გამოეღვიძებინა, უფალმა ბაბამ აქაც მოავლინა სასწაული: ბომბის აფეთქების ადგილიდან დაახლოებით მეოთხედი მილის მანძილზე ტაძარში რვა ადამიანი ხოტბას ასხამდნა ღმერთის სახელებს. ამ ადამიანებს არაფერი არ შეემთხვათ.
მსოფლიო მეცნიერება მოექცა ჩიხში. 30 წლის განმავლობაში ამ რვა ადამიანს უტარებდნენ სამედიცინო გამოკვლევებს. მაგრამ გამოკვლევებმა ვერაფერი ვერ აღმოაჩინა და ვერ დაადგინა ვერავითარი მიზეზი, რომელიც ახსნიდა მათ გადარჩენას. ბოლოს იძულებულები გახდნენ მიეღოთ ფაქტი, რომ მორწმუნეები გადარჩნენ მარტოოდენ ღმერთის წყალობით.
ატომური ბომბი – ეს არის ცეცხლის უსაშინლესი ფორმა. ვინ დაიცვა ისინი ამ საშინელი ცეცხლისგან? პასუხი ერთია – ყველგანარსებულმა უფალმა საი ნათჰ-მა.
იბადება კითხვა – რატომ არ გადარჩა დანარჩენი ასობით ათასი ადამიანი?
პასუხი – იმიტომ რომ ისინი შორს იყვნენ ღმერთისგან, რვა ჭეშმარიტად მორწმუნისგან განსხვავებით.
“როცა ვინმე მჭიდროდ ახლოვდება ჩემთან, ეძებს ჩემს დაცვას, მაშინ მე ვამსხვრევ მილიონობით ცოდვას, რომელსაც ტანჯვა მოსდევს”.
ეს რვა ადამიანი თხოვდა ღმერთს დაცვას. ამიტომ ცეცხლის ისეთმა უსაშინლესმა ფორმამ, როგორიც ატომური ბომბია, ვერ შეძლო მათთვის ზიანის მიყენება.
თქვენ უხდით მუნიციპალიტეტს წყლით სარგებლობისათვის. თუ თქვენს სახლში არის ელექტრობა, თქვენ ამისთვისაც იხდით.
მაგრამ ღმერთმა მოგცათ მზის სინათლე, ქარი და წვიმა. და ამისთვის თქვენ რას უხდით ღმერთს? ყველაფრისთვის გადასახდელის სახით თქვენგან მოლოდინი არის თვითმინდობა.
რა უნდა გააკეთოთ თქვენ უფლის ბედნიერებისთვის?
თქვენ უნდა დადგეთ ახლოს ღმერთთან და ეთაყვანოთ მას თვითმინდობის გრძნობით. ეს არის თქვენი საკუთარი სარგებლისთვის.
უფალი არასდროს არაფერს არ ითხოვს.
ბავშვი ზის დედის კალთასთან თავისი სიამოვნებისთვის. თუკი ის ჩაეკვრება დედას, ის გადმოღვრის მასზე თავის სიყვარულს.
თუ თქვენ გინდათ იყოთ ღმერთთან ახლოს, თქვენ არ გჭირდებათ ისწავლოთ წმინდა ტექსტები ან ჩაატაროთ დიდი სულიერი ვარჯიშები. რიტუალები და სულიერი ტექსტების კითხვა – ეს მხოლოდ ყოფითი მოქმედებებია. ეს დანიშნულია იმისთვის, რომ მოგგვაროთ გარეგანი კმაყოფილება, მაგრამ საჭიროა ძალისხმევა, რომ განცადოთ შინაგანი კმაყოფილება.
საის დარშანი
ირწმუნე ღმერთში შენს შიგნით.
და მხოლოდ მაშინ დარწმუნდები შენ ჩემში!ნუ გამოყოფ შენს თავს ჩემგან – ჩვენ ერთიანი ვართ.
იყო ღმერთი – ნიშნავს მოსპო შენს შიგნით ბოროტება
და გაავრცელო შენს გარშემო სიკეთის სინათლე.შენ შეიძენ სათნოებას,
მხოლოდ მაშინ, როცა მთელი გულითადობით
მიიღებ შენს უმაღლეს მეს.დიახ! შენ – ღმერთი ხარ!
დარწმუნდი ამაში, და იცხოვრე მისი იდეალებით.
თუ ღმერთი – ეს არის ჭეშმარიტება, მაშინ შენც ხარ – ჭეშმატიტება.
თუ ღმერთი – ეს არის სიწმინდე და სიყვარული,
შენც ასევე სიწმინდე და სიყვარული ხარ.
“მასში, ვინც თავისი თავი მთლიანად მისცა ღმერთს, არ არის დუალობა (“მე” და “ის”), ის ხდება ერთიანი ღმერთთან. მაგრამ ასეთი მდგომარეობა წარმოიქმნება უბრალოდ ადამიანის სურვილით. თვითმინდობისა და საკუთარ თავზე უარის თქმისას შემოქმედი, მოქმედება და მოქმედების ობიექტი – ყველაფერი ეს არის ღმერთი.
ამ მდგომარეობის მოსვლის დაჩქარება შეუძლებელია. ის ბუნებრივი ხდება გულისთვის, რომელიც სავსეა ღმერთისადმი სიყვარულით.
ყოველი თქვენი მოქმედება მიუძღვენით უფალს,
და ეგოსთვის არ დარჩება ადგილი.
საკუთარ თავზე უარის თქმა და თვითმინდობა ნიშნავს შეცნობას, რომ ყველაფერი არის ღმერთი, და არ არსებობს არც ის, ვინც მიაბარებს თავის თავს, არც მისაბარებელი, არც მიმღები. ყველაფერი არის ღმერთი. და არის მხოლოდ ღმერთი. და ადამიანთა ენაში არ არის მისი ადეკვატური განსაზღვრება.
ვედებში ნათქვამია:
“თქვენ ხართ – უკვდავების ბავშვები. გაიგეთ ეს და ჩაწვდით პრაქტიკაზე”.
“უკვდავება ნიშნავს გათავისუფლებას.
გათავისუფლებას დაბადებისა და სიკვდილისგან.
ადამიანები უნდა სწავლობდნენ იმას, როგორ გახდნენ უკვდავები.
სიცოცხლის მოგზაურობა გრძელდება ქმნილების დასაბამიდან მარადისობაში. ის არ შეიძლება არც გააუქმო, და არც, თუნდაც, გადაავადო. მას გვერდს ვერ აუვლის ვერც უფლისწული, ვერც გლეხი, ვერც მესია და ვერც ბერი.
ადამიანი, დავიწყებით ამ მოგზაურობის გარდუვალობის შესახებ ყველასთვის, ვინც სხეულში მოდის ამ სამყაროში,
თავისი სიბრიყვით და თვითდაჯერებით
პრეტენდირებს პირად უკვდავებაზე”.
მაგრამ ადამიანებს, მყოფთ ჩვენი ხანმოკლე არსებობის წარმავალ სხეულებში, მოცემული აქვთ უკვდავების ბედნიერების განცდა მხოლოდ უმაღლესი ჭკუის მიდამოებით – ერთადერთი პლანით, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შევერთდეთ ერთიან მარადიულ სინათლესთან.
“დაბრუნდით ჩემს შემეცნებაში, რომელიც არის თქვენი საკუთარი ნამდვილი შემეცნება. დაე პირდაპირ ახლა გადნეს თქვენი არარაობითი ადამიანური ეგო, რადგან თქვენ მოხვედით ჩემთან – იმასთან, ვინც არის თქვენი უმაღლესი მე”.
და ამ გზაზე ადამიანმა უნდა დაიპყროს თავისი დაბალი ბუნება, ვიდრე მისი სულიერი ინტუიცია გაიფურჩქნება მთლიანად. ვიდრე ჩვენ არ დავიწყებთ მოქმედებას შიგნიდან, იმის მაგიერ, რომ მუდმივად მივდიოთ იმპულსებს გარედან – დაბადებულს ჩვენი ფიზიკური გრძნობებით და უხეში ეგოური სხეულისგან.
იმ დრომდე ერთადერთ პალიატივად სიცოცხლის ნაცრის საწინააღმდეგოდ იქნება გაერთიანება და ჰარმონია –
ძმობა სინამდვილეში
და ალტრუიზმი, მაგრამ არა მხოლოდ სიტყვაზე.
თქვენ უნდა შეიძინოთ არა მარტო თავისუფლება შიშისგან, არამედ ასევე თავისუფლება იმედისგან და მოლოდინისგან.
დაიჯერეთ ჩემი სიბრძნე. მე არ ვუშვებ შეცდომებს.
გიყვარდეთ ჩემი წინასწარუთქმელობა, იმიტომ რომ ის არის არა უმეცრება, არამედ ჩემი ნება და განზრახულობა.
გახსოვდეთ: არაფერი არ ხდება იმაზე ჩემი ნების გარეშე.
არ ეცადოთ გამიგოთ მე, არ მთხოვოთ ეს გაგება.
ღმერთის გზით სიარული – დიდი პასუხისმგებლობაა. სამლოცველოდ ამ სიარულში არ შეიძლება უკან შემობრუნება, ნახევარ გზაზე გაჩერება, ტემპის შენელება, გვერდზე გადახვევა. ამ გზას მიჰყავს მხოლოდ მაღლა და მაღლა, პირდაპირ მთის თხემზე”.
საის დარშანი
შენ ამბობ, რომ გინდა განზავდე ჩემში.
მაგრამ ჰკითხე შენს თავს: “მზად კი ვარ მე ამისთვის?”ხარ კი მზად დატოვო ყველაფერი, რაც გიყვარს?
ხარ კი მზად განდგე კომფორტისგან?
ხარ კი მზად გადალახო ყველა ყოფითი მიბმულობა?
მოემზადე კი მთლიანად გადმომცე მე შენი თავი?
შეიცანი კი ამ სხეულის წარმავალი ბუნება?
შეიცანი კი თავი შენი?მაშინ მითხარი მე რა არის შენი სული?
და ვინ არის ღმერთი?ჩემთან შერწყმა – ეს უბრალოდ შენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის.
ჩემთან შერწყმა ეს არის – საკუთარი თავის შეცნობა, როგორც ღმერთის.მე ყოველთვის ვამბობ: სიცრუეც, ენერგიაც – შენს შიგნითაა.
ისწავლე ყველას სიყვარული.
ნამდვილი სიყვარული აღვიძებს შინაგან მეს.
ნამდვილმა სიყვარულმა არ იცის მიბმულობა.
ნამდვილი სიყვარული ცნობს მხოლოდ მთლიან თვითმინდობას.
და მხოლოდ ნამდვილი სიყვარული არის მოწყურებული ჩემთან შერწყმაზე.
კოდაიკანალში ყოფნისას ბაბამ მოგვითხრო არჯუნასა და მისი ეგოს შესახებ, რათა ეჩვენებინა, დიდი ერთგულებისთვისაც კი როგორ შეუძლია ეგოს წმინდა ილეთით აიძულოს ემსახურონ არა ღმერთს, არამედ თვითონ მას.
ერთხელ არჯუნამ ღმერთ კრიშნას ჰკითხა: “ჩემო ძვირფასო უფალო, შენ გყავს უფრო ახლობელი ერთგულები, ვიდრე მე ვარ?”
კრიშნამ, რომელიც იდგა ბორცვის მწვერვალზე, უპასუხა: “გაიხედე, აი იქ მინდორში მუშაობს ადამიანი? წადი მასთან, და ის მოგცემს შენ პასუხს”.
არჯუნამ მოძებნა ის მამაკაცი – ის გულმოდგინედ ღეჭავდა გამხმარ ბალახს, თუმცა მუშაობდა ბოსტნეულის კვლებში. არჯუნას გაუკვირდა, რატომ გაგზავნა კრიშნამ ამ ჭკუაზე შეშლილთან.
მიუხედავად ამისა მან მას ჰკითხა: “პატივცემულო, ვერ მეტყვით მე, თქვენ რას აკეთებთ?”
მამაკაცი შემოტრიალდა და თქვა: “განა თქვენ ვერ ხედავთ? მე ვტკბები ჩემი საუზმით”.
“მაგრამ ირგვლივ ხომ ბევრი ბოსტნეულია, თქვენ რატომ ჭამთ გამხმარ ბალახს?” – გაიკვირვა არჯუნამ.
ადამიანმა კი განუმარტა: “ღმერთმა შექმნა მცენარეები, ცხოველები და ადამიანის არსებები. ადამიანებს – ადამიანური სიცოცხლე აქვთ, ცხოველებს – ცხოველური, მცენარეებს – მცენარეული. მე არ მინდა მოვსპო არც ერთი სიცოცხლე და შევიქმნა ჩემთვის კარმა, რომლისთვისაც კვლავ იძულებული ვიქნები გადავიხადო. აქ ხომ ღმერთი კრიშნა იმყოფება.
ამიტომ მე ვიყენებ გამხმარ ბალახს. ის უზრუნველმყოფს მე ცილებით, რომლებიც ინარჩუნებს სიცოცხლეს ჩემში”.
არჯუნა განცვიფრებული იყო მისი ერთგულებით. აქ მან შეამჩნია, რომ მამაკაცი ატარებდა მახვილს, და დაინტერესდა, ეს მას რისთვის სჭირდებოდა.
მამაკაცმა სწრაფად აღმართა მახვილი და წამოიძახა: “ოჰ, მე უბრალოდ ველოდები მომენტს, რომ მოვკლა ოთხი ადამიანი”.
შოკირებულმა არჯუნამ ვერ შეძლო ამის გაგება. “გეთაყვა, მითხარით მე, ვინ არის მათ შორის პირველი, ვისი მოკვლაც თქვენ გინდათ?” – ჰკითხა მან.
იმან კი უპასუხა: “მე მინდა მოვკლა ნარადა”.
არჯუნა იყო განცვიფრებული, ნარადა ხომ დიდი ერთგული იყო, ღმერთის მოციქული, რომელიც ფლობდა ერთი პლანიდან მეორეზე გადასვლის უნარს.
“მაგრამ თქვენ ასე რატომ გწყურიათ ნარადას მოკვლა?”
მამაკაცმა უპასუხა: “ნარადა არც ერთ მომენტს არ ტოვებს ღმერთს სიმშვიდეში. ის ყოველთვის მღერის – ნარაიანა, ნარაიანა, ნარაიანა. შედეგად ჩემმა საწყალმა ღმერთმა ერთი წუთითაც კი არ იცის დასვენება”.
მაშინ არჯუნამ დაუსვა ახალი კითხვა: “და ვინ არის მეორე, ვინც თქვენ გინდათ მოკლათ?”
“მე მინდა მოვკლა პრაჰლადა”, – იყო პასუხი.
“რაა?” – გაოცდა არჯუნა. “თქვენ გინდათ მოკლათ პატარა ბიჭი? რისთვის?”
“პრაჰლადამ დაამცირა ჩემი ღმერთი. მან ის აიძულა მიეღო ნახევარ-ლომის და ნახევარ-ადამიანის ფორმა და შესულიყო სვეტში”.
“მესამე ვინღა არის?” – ჰკითხა არჯუნამ.
“ოჰ, ეს არის ქალბატონი დრაუპადი”, – გამოტყდა მამაკაცი.
არჯუნა იყო აღშფოთებული: “რა? თქვენ გინდათ მოკლათ ასეთი დიდი ქალი, კრიშნას ასეთი დიდი ახლობელი?”
მამაკაცმა უპასუხა: “ერთხელ ჩემმა უფალმა აიღო მუჭა საჭმელი, მიიტანა ის ტუჩებთან, მაგრამ იმის მაგიერ, რომ ის პირში ჩაედო, იძულებული გახდა ის უკანვე დაედო თეფშზე და გავარდნილიყო დრაუპადის საშველად, როცა მისგან სარის ჩამოგლეჯა დაიწყეს.
მაშინ არჯუნამ დაუსვა მომდევნო კითხვა: “და ვინღა არის მათგან მეოთხე, ვისი მოკვლაც თქვენ გინდათ?”
“ოჰ, ის მძულს ყველაზე მეტად”, – განაცხადა მამაკაცმა. “ამ მახვილით მე ავკუწავ მას ნაწილებად იმისთვის, რომ ის მოსვენებას არ აძლევს ჩემს უფალს. მე ის ჯერ არ მინახავს, მაგრამ დაე მე ის ვინმემ მაჩვენოს, და დაინახავთ, მე რას ვუზამ მას “.
“და ის ვინ არის?” – ჰკითხა არჯუნამ.
მან უპასუხა: “ეს არის – არჯუნა”.
არჯუნას ზურგზე ცივმა ჭიანჭველებმა გაირბინეს.
“და თქვენ რატომ გინდათ მისი მოკვლა?” – ჰკითხა მან.
და ადამიანმა უპასუხა: “გრძელი თვრამეტი დღის განმავლობაში ის ამცირებდა ჩემს უფალს. მან ის აქცია მეეტლედ. ჩემი ღმერთი უნდა დადგეს მუხლებზე. არჯუნა კი მას მხრებზე აწყობს ფეხებს და ჯდება ეტლში. შემდეგ კი თავისი ფეხებით აწვება უფალის მხრებზე და უბრძანებს – მოუხვიე მარჯვნივ, მოუხვიე მარცხნივ, გაჩერდი, წადი ჩქარა და ა.შ. ჩემი ღმერთის ამდაგვარი შეურაცხყოფისთვის მე მძულს ის და მოვკლავ, როგორც ვნახავ”.
და მაშინ ჩაწვდა არჯუნა, რომ ეს იყო უფალი კრიშნას დიდი ერთგული, თუმცა ფიზიკურად ის არ იყო მის სიახლოვეს.
ის ავიდა ბორცვზე და წარმოთქვა, თავის აუწევლად: “მადლობელი ვარ შენი, უფალო, ახლა მე ვიცი, რომ შენ გყავს დიდი ერთგულები”.
რაზეც კრიშნამ უთხრა:
“არჯუნა, ადამიანს არ აქვს საზომი, რომ გაზომოს ადამიანის რომელიმე არსების ერთგულება.
მისი გაზომვა მხოლოდ მე შემიძლია”.
ღმერთიურ გზას კი მიჰყავდა მთებისა და ველების გავლით. მასზე ჩორთით მიჩაქჩაქებდა მოუთმენლობა “მალე კი იქნება დასასრული? მალე კი იქნება დასასრული?”.
თავისი თავის ღმერთზე მიმნდობმა მას მოსდო აღვირი, – და აი უკვე მის გვერდით მორჩილად მიღოღავს მოთმინება.
“ეს ძალადობაა! ეს ძალადობაა! – აჭახჭახდა კაჭკაჭი.
მოთმინება დაჩიავდა, მოიჭმუხნა – და ადამიანი გახდა თავისუფალი მისგანაც.
შემდეგ კი დადგა მოუთმენლობის, გაღიზიანების, შიშის რიგი.
გზაზე თანდათანობით ცვიოდა და იფანტებოდა ყველა ეს ორეულები – კეთილი ძალადობის შვილები:
მოუთმენლობა – მოთმინება,
გაღიზიანება – გულის აჩუყება, შიში – უშიშრობა, უძალობა – ძალა, დაუთმობლობა – ლმობიერება
და ბევრი, ბევრი სხვა.
არ დარჩა არც ესენი არც სხვები
ადამიანი უარს ამბობდა თავის თავზე,
და თავისუფლების სინათლე ხდებოდა სულ უფრო კაშკაშა და კაშკაშა.
“თუ შენ ახლა თაყვანს სცემ ღმერთს რომელიმე ფორმაში, შეეცადე წარმოისახო შენთვის ეს ფორმა ყველაფერში შემღწევი სინათლის სახით.
იმიტომ რომ
სინათლე – ეს არის ღმერთი და ღმერთი – ეს არის სინათლე”.
და ამ სინათლეში უკვე საჭირო აღარ ხდება ყველაფერი ჩვეული და სასიამოვნო – ჩვევები, რიტუალები და ნაცნობი, მედიტირებაც კი.
“ნამდვილი მედიტირება – ნიშნავს ჩაძირვას ღმერთში. და ის იქცევა ერთადერთ აზრად, ერთადერთ მიზნად.
ღმერთი, და მხოლოდ ღმერთი.
ფიქრი ღმერთზე, სუნთქვა ღმერთით, სიყვარული ღმერთის, სიცოცხლე ღმერთით.
და მაშინ მთელი ცხოვრება – არის მედიტირება”.
მისი ყოველი წამი.
ბაბა
ხელისშემშლელი ხდება ყველაფერი გარეგანი – მანთჰრებიც, ლოცვებიც, ნამასმარანაც.
და ადამიანი უარს ამბობს მათზე,
ისევე როგორც ფეხზე დამდგარი ავადმყოფი უარს ამბობს ყავარჯნებზე.
“რა თქმა უნდა, ადრეულ სტადიაზე რიტუალები და ლოცვები აუცილებელია.
ეს არის სულიერი აღზრდის საბავშვო ბაღი.
მაგრამ ბავშვობისგან უნდა წაიწიო წინ, გაზრდილი სიცოცხლისკენ, ატმანისკენ. საჭიროა გახვიდე ყველა სულიერი ვარჯიშის, ყველა ამ წესისა და ინსტრუქციის ფარგლებს გარეთ, რომელიც ეხება რიტუალებს, და ამაღლდე აზრებში, სიტყვებსა და საქმეებში, რომლებიც აგწევთ თქვენ ყოველი არსების პატივისცემისა და თაყვანისცემის დონეზე”.
“ავატარი გვაჩვენებს, რომ ღმერთი – არის ყველგან. მანთჰრების გამეორება ხდება შემზღუდველი ფაქტორი.
ავატარის მოსვლის დროს
უსმინო მას, გაიგო ის, რასაც ის ამბობს, და შეასრულო ეს – აი ეს არის ნამდვილი მანთჰრა.
თუ თქვენ გაქვთ რწმენა ჩემს სახელში, თქვენ არ გჭირდებათ ბრძოლა შესაძლებლობის მისაღებად, რათა დეტალებში მომითხროთ მე თქვენი სურვილები – მე მათ შევასრულებ, მაშინაც კი, როცა თქვენ მე არ მეუბნებით მათ შესახებ”.
და როცა გადნება სურვილები, ყველაფერი ყოფითი დაკარგავს მნიშვნელობას და დარჩება მხოლოდ ყველა არსებასთან ერთობის გრძნობა, მაშინ ადამიანზე ზრუნვას უზენაესი მთლიანად იღებს თავის თავზე.
და ადამიანის წინაშე გადაიხსნება მშვენიერი და თვალუწვდენელი ოკეანე სინათლის.
და მეტი არაფერია სასურველი, და მეტი არაფერზეა სათხოვარი.
იდგა შესანიშნავი მზიანი დღე. ქალაქის მწვანე ხეივნის გავლით მიდიოდა მოზრდილი ადამიანი. მის სახეს ელოლიავებოდა თბილი ნიავი და მას ფლობდა ნეტარების გრძნობა.
მის შინაგან ეკრანზე კი მაინც კვლავ იყო ბუნდოვანი ფიგურა – მოწმე. და ეს მოწმე თვითონ ის იყო.
თითქოს ის იმყოფებოდა თავისი სხეულის გარსაცმის “გვერდით” – და ის მას უკვე აღარ ეკუთვნოდა. მას განკარგავდა მასწავლებელი, აძლევდა მას საშუალებას ინტერესით დაკვირვებოდა ყველაფერს, რაც მას ემართებოდა – შეეცნო, აეთვისებინა, ესწავლა.
მის გარშემო იყვნენ ადამიანები, მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ის, სინამდვილეში, არ არის – ის ხომ, როგორც ადრეც, ინარჩუნებდა ადამიანის გარეგნობას. და უფრო მეტიც – ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ეს მათი გზაც არის, იმიტომ რომ ჯერ მხოლოდ სწავლობდნენ შეხედვას და დანახვას…
და მის შესახვედრად ქალაქის ქუჩაზე მოდიოდა არამაღალი კეთილსახოვანი მოხუცი, ჭაღარა წვერით და არაჩვეულებრივი ცისფერი თვალებით.
ადამიანი დაეხეტებოდა “გვერდით თავისთან “, გვერდზე გაუხედავად. და უცებ შეეჩეხა ნაცნობ ბრწყინვალე გამოხედვას.
“შეუძლებელია!” – გულმა გადაკრა სხეულს, – “სვამი? დავიჯერო – სვამი?”
“დიახ სვამი!!”
საის დარშანი
მოდი ჩემთან როგორც ახალდაბადებული უდანაშაულო ბავშვი,
მიმიღე მე ჭეშმარიტად, როგორც შენი დედა.
მომიტანე მთელი შენი სისუფთავე და გულითადობა,
რათა ისწავლო ჩემგან.და მე შეგასწავლი შენ სიცოცხლეს,
სიცოცხლეს არამიწიერ ფარგლებში,
სადაც მე და შენ ვიმოგზაურებთ ერთად,
შემხვედრად სინათლის,რომელშიც მე და შენ
გავერთიანდებით.
ეს არის მაღალი ნატვრა დიდი სულების,
რომლებსაც დედამიწაზე უხმობს უფალი თავისი მოსვლის დღეებში.
სვამი მოგვითხრობს
1917 წლიდან რუსეთში ფართოდ გავრცელება დაიწყო მატერიალიზმმა და ათეიზმმა, ძირითადად, სტალინის მადლით.
მაგრამ, მან ვერ მოახერხა საბოლოოდ დაეთრგუნა ამის საწინააღმდეგოდ მოქმედი ძალები.
მოვლინდა ძლევამოსილი სულიერი პიროვნება –
ეს იყო
ბოლთ მესინგი
(გამოჩენილი საბჭოთა ჰიპნოზიორი და მსოფლიო კლასის ექსტრასენსი), გაწმენდილი ცნობიერებისა და ინტუიციის მფლობელი, ღმრთიურების ნიშნების მატარებლი.
სტალინს განზრახული ჰქონდა აეძულებინა მესინგი დადუმებულიყო და ამ მიზნით გააგზავნა ის ჰიტლერის ბანაკში.
მესინგმა წარმოთქვა ლოცვა:
“უფალო! ჩემი ერთადერთი სურვილია – დედამიწაზე შენი დიდების გავრცელება! და ვერ შემაშინებს ამ ბოროტმოქმედის ჩანაფიქრები!”
ჰიტლერისკენ მიმავლ გზაზე მესინგი ვენაში შეხვდა აინშტაინს და ფროიდს, რომლებიც იკვლევდნენ ადამიანის ჭკუას. ფროიდი იყო განცვიფრებული მესინგის უდიდესი უნარებით და ძალით. ის მიხვდა, რომ მისი საკუთარი გამოკვლევები იყო ზედაპირული, და მთელი თავისი ყურადღება გადაიტანა ადამიანის ცნობიერების უმაღლესი დონის გამოკვლევაზე.
სტალინი აღმოჩნდა ფროიდსა და მესინგს შორის, მაგრამ არ გარისკა უარი ეთქვა ერთხელ ჩაფიქრებულ გეგმაზე. ის აგრძელებდა მატერიალისტური და ათეისტური სახელმწიფოს მშენებლობის ადრინდელ გზას და თესდა ურწმუნოებას ადამიანების გულებში.
მიდიოდა 1937 წელი. ეს სხეული იყო 11 წლის.
მთელი დღე მე ვსეირნობდი ბიჭების ჯგუფთან, რომლებიც ჩემს ირგვლივ შეიკრიბნენ. ეს იყო კამალაპურში, კუდდაფაჰის ოლქში. სეირნობისას, ჩვენ აღმოვჩნდით კამალაპურის სადგურის ახლოს.
შემომხედა რა მე, ვიღაცა ადამიანმა მოირბინა ჩემთან, მომეხვია და გადამკოცნა, მის ლოყებზე კი მორბოდა ცრემლები, და ის ამტკიცებდა: “მე ისეთი ბედნიერი ვარ! მე ისეთი ბედნიერი ვარ!”
ექსტაზში ის მართლაც ცეკვავდა სიხარულისგან, იმეორებდა: “მე მიყვარხარ შენ! მე მიყვარხარ შენ!”
ჩემი თანამგზავრები, რომლებიც აკვირდებოდნენ ამ ყველაფერს, დაინტერესდნენ: “ვინ არის ეს თეთრი მამაკაცი? ის ჰგავს მთვარეულს. ალბათ ის აპირებს შენს მოპარვას.”
როცა ჩვენ შორს წავედით, ის დარჩა ფეხზე მდგომი, როგორც ადგილთან მილურსმული, და მოუწყვეტლად მადევნებდა თვალს მე, ვიდრე მე მხედველობიდან არ გავუჩინარდი. ეს იყო მესინგი.
მესინგი ჩამოვიდა ინდოეთში, რათა შეეცნო და გაეგო ატმას პრინციპი. ამისთვის მან მიიღო სხვადასხვა სულიერი განცდები. და შედეგად მიიღო ღმერთის ხედვა.
ის შეხვდა განდის და ბევრ წმინდანს, დაკავებულს ასკეზის პრაქტიკით ჰიმალაებში, და დაბრუნდა თავის ქვეყანაში, კმაყოფილი იმით, რომ დაეუფლა ყველაფერს, რაც უნდოდა.
მხოლოდ მას, ვინც იცის და ეძებს იმას, რაც უნდა იპოვოს, შეუძლია მიაღწიოს მიზანს. მხოლოდ მას, ვინც იცის ბრაჰმანის, უმაღლესი ჭეშმარიტების, პრინციპი, გააჩნია უნარი ჩაწვდეს თვით მას.
მესინგს ყოველთვის ჭკუაში თავის წინ ეჭირა ატმა, ღმრთიური მე, და ამიტომ უფლება ჰქონდა განეცხადებინა, რომ მიიღო შეცნობა და წინასწარხედვის უნარი. მან განაცხადა, რომ სტალინის სახელმწიფო განცდის მარცხს. და მალე მის შემდეგ, როცა მან ეს იწინასწარმეტყველა, ხრუშჩოვმა დაიწყო თავისი გარდასახვები.
იმ დროს, როცა მატერიალიზმმა მიიღო საერთო სახალხო აღიარება, ზნეობრიობა, ჰუმანურობა და სულიერებაში ღრმა რწმენა იპყრობდა ადამიანთა გულებს.
ეჭვი არ არის, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ათეურები (უღმრთონი) გადაიქცევიან თეურებად (ღმერთში მორწმუნეებად).
ეს არის სვამის მიერ ნათქვამი 1980 წელს.
“კატასტროფების, საშიშროების, სიკვდილის თავიდან აცილება ყოველთვის შეუძლებელი იყო – ამ ცხოვრებაში ეს ყველაფერი გარდაუვალია. თქვენ უნდა ისწავლოთ მათთან გულადად შეხვედრა. ამას სავსებით შეიძლება მიაღწიოთ მხოლოდ განუწყვეტელი ლოცვით, მაგრამ არა უეცარი შიშით გამოწვეული თაყვანისცემის აფეთქებით.
გაწმინდეთ თქვენი გული, თქვენი აზრები, გრძნობები, ემოციები, მეტყველება. გააძლიერეთ თქვენი კეთილშობილური მისწრაფებები.
მაშინ ვერავითარი პანიკა ვერ შეძლებს თქვენ ჩამოგართვათ სულის დასწრება. ვერაფერი ვერ შეძლებს შეარყიოს თქვენი გამძლეობა, თქვენი სიმშვიდე”.
სიკვდილიც კი.
“როცა ადამიანები მატყობინებენ მე სიკვდილისა და დაავადების შესახებ, მე ვეუბნები: “ძალიან ბედნიერი ვარ”. ერთი ადამიანი ამის გამო ძალიან განაწყენდა და მკითხა მე: “როცა მე მოვკვდები, შენ რა – იტყვი: ‘მე ძალიან ბედნიერი ვარ’??”
“სიკვდილი გარდაუვალია. თუ დღეს არა, მაშინ იმ თუ სხვა დღეს სულერთია მაინც მოვა. მხოლოდ ჭეშმარიტება გაჩუქებთ ნამდვილ ბედნიერებას. ამიტომ მე ვამბობ სიმართლეს”. როცა მე მას ასე უპასუხე, ის დაწყნარდა.
“სიკვდილი მუდმივად დაიარება სიცოცხლის გვერდით, მაგრამ ადამიანებს ამის შესახებ გაგონებაც კი არ სურთ. თვით სიტყვა “სიკვდილის” წარმოთქმას ისინი თვლიან ცუდ ჩვევად, იმის მიუხედავად, რომ ყოველი ცოცხალი არსება ყოველ წუთს სულ უფრო და უფრო ახლოს მიდის თავის დასასრულთან.
“როცა თქვენ მიდიხართ მოგზაურობაში, მაშინ იმის შემდეგ, როცა იყიდით ბილეთს და შეხვალთ მატარებელში, ზიხართ თქვენ მშვიდად თქვენს ვაგონში, დაწვებით, კითხულობთ თუ მედიტირებთ მატარებელი ნებისმიერ შემთხვევაში მიგიყვანთ თქვენ დანიშნულების ადგილთან.
ზუსტად ასევე თავისი დაბადებისას თითოეული, სასიცოცხლო მოგზაურობაში წასვლისას, იღებს ბილეთს სადგურამდე “სიკვდილი”. თქვენ როგორც არ უნდა შეეწინააღმდეგოთ, როგორც არ უნდა დაიცვათ თავი და გაფრთხილდეთ, დანიშნულ დღეს თქვენ მიაღწევთ დანიშნულების ადგილს.
და შეუძლებელია შეიცვალოს ეს კანონი”.
ბაბა
ჩემო ძვირფასო თოჯინავ, გაახილე თვალები, განდევნე შიში გულიდან და ჩემს სინათლეში სიკვდილიც კი შენს წინაშე წარმოდგება სრულიად სხვა სახეში.
სვამი ამბობს:
“სიკვდილი არის სიცოცხლის სამოსელი”.
შენ ვერ შეძლებ ყოველთვის ერთ კაბაში იარო. შენ აგდებ გაცვეთილ ტანსაცმელს, რომ წარსდგე ახალში. და ასევე სიკვდილსაც მიაქვს ძველი სამოსელი – შენი სხეული, გაძლევს შენ ახალ სხეულს – და ახალ სიცოცხლეს.
ძნელია ჩაწვდე? დაუჯერებელია?
გაუხსენი შენი სმენა შინაგან ხმას, გაუხსენი შენი სული უმაღლეს ცოდნას –
და გაიგებ:
სიკვდილი არ არის, არამედ მხოლოდ – გარდასახვა არის.
“სიკვდილი – ეს არის გადასვლა ამ სიცოცხლიდან მომდევნოში, ეს არის ძველი ტანსაცმლის ახლით შეცვლა.
ჩვენი სხეული წარმავალია და ჰგავს ბუშტულებს წყალში. მაგრამ თვით სიცოცხლე – ხანგრძლივი მოგზაურობაა. ამ მოგზაურობაში ჩვენ ბევრჯერ ვიცვლით ჩვენს სხეულს, ისევე როგორც ვიცვლით ტანსაცმელს.
ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი სხეული, მაგრამ ჩვენ არ ძალგვიძს გავაუქმოთ ჩვენი სასიცოცხლო მოგზაურობა.
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს ცოცხლობს ადამიანი, თითოეულს მოუწევს თავის ვადაში დატოვოს თავისი სხეული.
მაგრამ სრულიად აუცილებელია გამოიყენო გამოყოფილი დრო
ღმერთის ჩასაწვდომად.
თქვენ უნდა იცხოვროთ მუდმივი აზრით ღმერთის შესახებ – მაგრამ ასევე სიკვდილის შესახებაც.
სხეული – არის ავტომობილი, რომელსაც თქვენ მიჰყავხართ სიკვდილისკენ. თქვენ შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეხვდეთ მას.
გახსოვდეთ სიკვდილის შესახებ.
თქვენ უნდა შეიცნოთ, რომ სიკვდილი მოიპარება უხმოდ, თქვენ ვერ ამჩნევთ დროის სწრაფ მსვლელობას.
მაგრამ რა არის დაბადება და სიკვდილი?
იბადება ეგო, და კვდება ეგო – მაგრამ მხოლოდ ის.
ადამიანში მობინადრე ატმა არ კვდება.
კვდება მხოლოდ სხეული.
როცა ადამიანი ამას იგებს, სიკვდილი კარგავს თავის ნესტარს, ის მეტად აღარ არის საშიში. ადამიანი შეიცნობს, რომ სიკვდილი სხვა არაფერია, თუ არა მიწვევა ახალი სავანისკენ სამოგზაუროდ”.
ბაბა
ჩემო ძვირფასო, უთხრა მასწავლებელმა, შენთვის ეს ჯერჯერობით სიტყვებია და მხოლოდ სიტყვები. გამიხსენი მე შენი გული – შეცნობის სინათლე შევა მასში, და ამიერიდან შენ გეცოდინება, რომ ეს არის ჭეშმარიტება. და შიში შენს გულში თანდათანობით დადნება.
უბრალოდ გახსოვდეს: შენ არ ხარ სხეული.
შენ არ ხარ სხეული.
შენ ხარ მარადიული სინათლის ნაპერწკალი.
სვამი ამბობს:
“სიკვდილი არ არის სამგლოვიარო მოვლენა, ის არის უბრალოდ ამ მოგზაურობის დასასრული, როცა მფლობელი ტოვებს თავის ავტომობილს, თუ დრო გავიდა და მიზანი მიღწეულია. ეს უბრალოდ მოგზაურობის ბედნიერად დასრულებაა. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანი საკმაოდ ბრძენია, რათა ასეთი სახით მიიღოს ეს და იყოს მზად.
მომისმინეთ, ახლა მე მოგიყვებით თქვენ უკანასკნელი რიტუალების შესახებ, რომლებიც უნდა შეასრულოს იმან, ვინც იცის, რომ ღმერთი არის ყველა არსების სული.
მისი მიღწევისას, ადამიანი იღებს გათავისუფლებას, რომელიც ცნობილია, როგორც უმაღლეს სულში განზავება.
როცა ახლოვდება მისი ბოლო წამი, ადამიანი უნდა იყოს უშიშარი. მან მიუბმელობის იარაღს დაუფლებულმა, უნდა მოკვეთოს თავისგან თავისი სხეულისა და ნათესავებისადმი სიყვარული. სახლის დატოვების და წმინდა წყლებში განბანვით თავისი თავის გაწმენდის შემდეგ, ადამიანი უნდა ჩამოჯდეს თავის საყვარელ ადგილზე. და შემდეგ აზრობრივად უნდა იმეოროს ღმერთის დიდი სიტყვები – აუმ.
სიბრძნის ფლობით, რომელიც ჭკუას მოთოკავს ადამიანმა თავისი გრძნობები უნდა გადაიტანოს გარე ობიექტებიდან. ჭკუა, რომელსაც იზიდავს საქმიანობა, დაფიქსირებული უნდა იქნეს ნეტარების მდგომარეობაზე.
“მე – ვარ ღმერთი, რომელიც არს უმაღლესი ბინადარი. მე – ვარ ღმერთი, რომელიც არს უმაღლესი მდგომარეობა”, ასე ფიქრით, ადამიანი აზრობრივად უნდა შევიდეს განუყოფად სულში. ომ-ის გამეორებით, რომელიც მას ახსენებს ღმერთის შესახებ, მომაკვდავი ტოვებს თავის სხეულს და გადადის უმაღლეს მდგომარეობაში”.
“სვამი, გეთაყვა, გვითხარი ჩვენ, სად მიდის უმაღლესი მე მის შემდეგ როცა სხეულს ტოვებს?”
“ჭურჭელში ჩასხმულ წყალში აირეკლება ცა. როცა ჭურჭელი ტყდება, ცის გამოსახულება ერთდება უსასრულო ცასთან.
ზუსტად ასევე ფიზიკური სხეულის დაშლისას
ადამიანის უმაღლესი მე ერთდება ზე-მე-სთან”
“და აი თქვენ – ჩემო ბრწყინვალე, დიდებით აღვსილო უმაღლესო ეგო.
თქვენ უკვე აღარ ხართ ჩემგან გამოყოფილი.
თქვენ განზავდით ჩემში…
შეერთდით ჩემთან…
იქეცით ჩემად!”
ბაბა
“ჩემო ძვირფასო და ღრმად საყვარელო ირის”, – ასე იწყება გოვარდ მაფეტის, ბაბას ძველი ერთგულის წერილი, თავისი ცოლისადმი, რომელსაც უკვე დატოვებული აქვს ეს სამყარო.
“მე მივიღე მრავალი მოწმობა, სხვა სამყაროების მიმართ უფრო მგრძნობიარე მეგობრებისგან ვიდრე მე ვარ, იმის შესახებ, რომ შენ მოდიხარ ჩვენს ძველ სახლში და სხვა ადგილებში.
ამიტომ მე მაინტერესებს, იმყოფები თუ არა შენ ახლა აქ, როცა მე ვწერ ამ წერილს. მე წარმოვიდგენ, რომ შენ ზიხარ ჩემს გვერდით, რადგანაც ეს სინამდვილეშიც შეიძლება ასე იყოს.
შენ უეჭველია გახსოვს, სვამი როგორ გვეუბნებოდა ჩვენ, რომ ჩვენს უკანასკნელ ცხოვრებაში ჩვენ ვიყავით ინდოელი ახალგაზრდები და ძალიან ახლო მეგობრები. უფრო მეტიც, მან გვითხრა, რომ ჩვენ ვცხოვრობდით იგივე თემში, სადაც იყვნენ შირდი საი ბაბას მშობლები.
რამდენადაც მე შენ გადამირჩინე სიცოცხლე, როცა ჩვენ ვიყავით ახალგაზრდა ინდუსები, მე დავიფიცე, თქვა სვამიმ, მეპოვე შენ ჩვენს შემდგომ ცხოვრებაში და გამეწია ყველა შესაძლო დახმარება. მაგრამ ახლა უკვე უცნობია ვინ ვის ეხმარებოდა.
როცა შენ პირველად გახდი ძალიან ავად და მოხვდი საავადმყოფოში, არც ერთ ჩვენთაგანს არც ერთ მომენტს აზრადაც არ მოსდიოდა, რომ შენი დაავადება სასიკვდილოა. სინამდვილეში შენ ხშირად ამბობდი, რომ მე მოვკვდები შენზე ადრე და არა მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსი ვარ, არამედ იმიტომ, რომ შენ თავს უფრო გაართმევ მარტოობას, ვიდრე მე. და ეს იყო სიმართლე. მაგრამ გეგმები ადამიანისა და გეგმები ღმერთის – ეს ჩვეულებრივ განსხვავებული ნივთებია.
ჯერ კიდევ სიკვდილამდე ერთი კვირით ადრე მე გეხმარებოდი შენ და ყოველნაირად მხარში გედექი. მაგრამ ბოლოს შევიგნე, რომ გეხმარები შენ შეინარჩუნო სიცოცხლე, სავსე ტანჯვითა და სისუსტით. მე გავიგე, რომ ყველაფერი უნდა მივანდო სვამის ნებას, და ეგოურობის გრძნობიდან გამომდინარე, ვერ გავბედავდი უკან გამომეწვიე შენ მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ წარმოვიდგენდი ჩემს სიცოცხლეს შენს გარეშე.
და ამან მაიძულა მე ერთხელ მეთქვა: “მე გათავისუფლებ შენ. მე მინდა, რომ შენ დარჩე ჩემთან, მაგრამ დაე აღსრულდეს ღმერთის ნება. მე გათავისუფლებ შენ”. შენ მადლიერებით შემომხედე მე და უბრალოდ თქვი: “გმადლობ”.
ერთ-ერთ მომდევნო დღეს, როცა მე ვიჯექი პალატაში შენს საწოლთან, ლინდა უოლკერმა კი, ჩვენმა საის-ქალიშვილმა, მოგხვია ხელები, და გარწევდა ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში, შენ ჩუმად წარმოთქვი: “მაშ ასე, აი მე მივდივარ”.
და როცა შენ დატოვე შენი სხეული, სვამის ფოტოგრაფიაზე, რომელიც ეკიდა კედელზე შენს თავს ზემოთ, დაიღვარა ოქროს მოციმციმე სინათლე.
მეორე დღეს კვინსლენდიდან მე დამირეკა ჯოან მოილანმა, რათა ეთქვა, რომ სვამიმ მომართა ოქროს სხივი, რომლის სინათლეშიც მან დაინახა საწოლთან ირისი ჩვენს ლინდასთან ერთად. ამ ოქროს სხივში იდგა სვამი და მიიღო ირისის სული, რადგანაც მან დატოვა ფიზიკური სხეული და მივიდა მასთან.
შენ, შენი ავადმყოფი სხეულის დატოვებიდან ოცდაოთხი საათის შემდეგ, გამოეცხადე ჩვენს ნათელმხილველ მეგობარს, რონდა გეიტსს, მის სახლში ჩრდილოეთ უელსში.
როგორც მან მე მოგვიანებით მაცნობა, შენი სიტყვები იყო:
“ჩემი გარღვევა იყო სასწაულებრივი. მე ვიმყოფები უდიდეს ნეტარებაში. მაგრამ საწყალი გოვარდი სრულიად დაცარიელებულია”.
გმადლობ შენ ამ სიტყვებისთვის. ეს მნიშვნელოვნად მომეხმარა მე გონს მოსვლაში.
სიკვდილს, როგორც, შეიძლება, გვეჩვენება, მიაქვს და წყვეტს ყველა ძაფებს, მაგრამ მას არ აქვს ძალა გაწყვიტოს სიყვარულის კავშირი, რომელიც მარადიულია”.
მანამდე მაფეტი დიდხანს იკვლევდა უხილავ ქვეყანას, როგორც ამას უწოდებდა უილიამ შექსპირი, – იმას, რაც არის სიკვდილის უკან.
“მე მოხარული ვიყავი აღმომეჩინა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის ახალი გრანები. მაგრამ, ალბათ, ყველაფერზე მეტად მე ამაკანკალა კონცეპციის აღმოჩენამ, რომელსაც ჩვენ უწოდებთ გათავისუფლებას და ღმერთთან გაერთიანებას.
ერთ მზიან გაზაფხულის დღეს ჯოან მოულენი ჩამოვიდა კვინსლენდიდან, და პირველი, რაც მან თქვა, სიხარულით გაღიმებულმა, იყო: “ირისი მოვა”.
“შენ საიდან იცი?” – ვკითხე მე.
“მე ვნახე ის დღეს დილით ადრე, და მან მითხრა მე, რომ მოვა”.
ჯოანი – ცნობილი ნათელმხილველია, შესაძლებლობებით, როგორც მე ვთვლი, მეთვრამეტე ასწლეულის დიდი მეცნიერ-წინასწარმეტყველის სვედენბორგის თანასწორი.
ბედნიერ მოლოდინში ჩვენ ვისხედით ჩემს სტუდიაში, სავარძლებში. და ერთი წუთის შემდეგ ჯოანმა მოულოდნელად სიხარულით შესძახა: “ეს წუთია ირისი შემოვიდა და ჩაჯდა სავარძელში. ის სასწაულებრივად გამოიხედება”.
ირისთან შუასაუბრისას ჯოანმა უცებ აღელვებით განაცხადა: “ოთახში მოვიდა სვამი, და ფორმა ირისი შეერწყმა მასთან. ის დარჩა სავარძელში!”
რამდენიმე წამის გასვლის შემდეგ მან წარმოთქვა: “ფორმა ირისი გამოვიდა სვამის ფორმიდან, და ახლა ისინი დგანან გვერდი-გვერდ. ამან ჩვენ რაღაცა უნდა გვასწავლოს”.
სვამის წმინდა ფორმა კიდევ რამდენიმე წამს გადაადგილდებოდა ოთახში, და შემდეგ გაქრა. ირისი კვლავ ჩაჯდა სავარძელში, და მასთან ლაპარაკის შემდეგ ჩვენ გავიგეთ, რომ ეს დემონსტრირება გაკეთდა იმისთვის, რათა ეჩვენებინა ჩვენთვის: რომ ღმერთში გახსნილად მყოფსაც კი, ირისს აქვს საკუთარი ფორმა, რომელშიც მოგზაურობს სხვა სამყაროების სხვადასხვა პლანებზე და სუბ-პლანებზე, რათა შეასრულოს სამუშაო, რომელიც დაავალა სვამიმ,
მისი სამუშაო, როგორც მან განგვიმარტა, მდგომარეობს იმაში, რომ დაეხმაროს ადამიანებს მათ გასაჭირში და უბედურებაში.
“მე შემიძლია მოვიდე დედამიწაზე, თუ ვგრძნობ რომ თქვენ მე გჭირდებით. მაგრამ ჩემი მთავარი სამუშაო ამჟამად არის – სამყაროებში, რომლებიც არსებობს დედამიწის გარეთ”.
მე ვკითხე მას: “შენს სამუშაოზე შენ შეგიძლია გადაადგილდე ნებისმიერ პლანებზე შენი სურვილით?”
“დიახ მე შემიძლია გავემართო სადაც მოვისურვებ, მაგრამ სვამის ნებართვით”.
“და შენს მოგზაურობებში შენ შედიოდი კონტაქტში ვინმესთან, ვინც ადრე გიყვარდა და ვინც უკვე წავიდა?”
მისმა პასუხმა მიჩვენა, რომ ის ხვდებოდა ბევრ იმათგანს, საკუთარი მშობლების, დედაჩემის და ორი დის ჩათვლით, მაგრამ ვერ მოძებნა მამაჩემი.
“ვფიქრობ, ის უკვე კვლავ განხორციელდა”, – თქვა მან. “შენ გახსოვს”, – მივმართე მას, – “ჩვენს ბოლო ინტერვიუზე მე ვკითხე სვამის, შემიძლია მე კვლავ განვხორციელდე, რათა დავეხმარო მას, როცა ის იქნება აქ როგორც პრემა საი.
და მან მიპასუხა: “დიახ მოდი!” და როცა შენ მიეცი იგივე კითხვა, მან შენსკენ გაიშვირა თითი და განაცხადა: “შენთვის არის მოკშა”.
თავიდან შენ შეიგრძენი შინაგანი წინააღმდეგობა, მაგრამ შემდეგ გაიგე, რომ შენ მოგეცემა უდიდესი ჯილდო.
და ახლა კი შენ გრძნობ, რომ მიიღე მოკშა?”
“დიახ”, მიპასუხა მან, – “ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მე შევიძინე მოკშა, გათავისუფლება”.
მათი ფორმის გამოყოფის მეორე მოწმე, ვინც მოკშა მიიღო, იყო ჩემი მეგობარი ელვის გეიტსი. ის იჯდა დარშანზე პრაშანტი ნილაიამში პირველ რიგში. როცა სვამი გამოვიდა, ის შეჩერდა პირდაპირ მათ წინ. მის ტერფებზე შეხების ნებართვის მიღების შემდეგ, ელვისმა მოხარა მუხლები.
სვამიმ გააგრძელა გზა, ელვისი კი კვლავ დაჯდა გადაჯვარედინებული ფეხებით, და უცებ იგრძნო თავის მხართან მსუბუქი შეხება. რომ შემობრუნდა გაოცდა და გაიხარა, მის უკან მდგომი ირისის დანახვით. ირისი გამოიხედებოდა ძალიან ლამაზად, მითხრა მან მე, და გაუკეთა მას მისალმების ძველი მეგობრული ნიშანი, რომელიც მისთვის კარგად იყო ცნობილი იმ დროიდან, როცა ის ჯერ კიდევ იყო დედამიწაზე.
შემდეგ, როცა სვამი მიუახლოვდა მანდირის აივანს, ირისმა დატოვა ელვისი და გაჰყვა მას მისი ოთახის კარებისკენ. ვიდრე ის შევიდა კარებში, ირისის ფორმა ჩაერთდა სვამის ფორმაში, და ისინი შევიდნენ ოთახში, როგორც ერთიანი ფორმა.
მე გამიკვირდა, როგორ შეძლო მან ეგრძნო მისი ხელი წმინდა პლანიდან თავის მხარზე.
“ოჰ!” – მიპასუხა ელვისმა, – “ნათელია, მან ამ მიზნით გაანივთა თავისი ხელი”.
სიცოცხლე – უბრალოდ საკვრველი ზღაპარია.
სვამი ხომ ამბობს:
ყოველი ადამიანი ფლობს ბილეთს დაბადებისა და სიკვდილის ციკლიდან გათავისუფლებაზე. მაგრამ უმეტესობამ არ იცის მათ რომელ მატარებელზე სჭირდებათ დაჯდომა. ბევრი ჩამოდის შუალედ სადგურებზე და უმწეოდ დახეტიალობს სიკვდილის შესახვედრად. მაგრამ უკვდავება თვით მათშია, და ის ელოდება, რომ მას აღმოაჩენენ, რათა აჩუქოს მათ ნეტარება და გათავისუფლება დაბადებისა და სიკვდილისგან”.
და ადამიანებმა “მედგრად უნდა იმუშაონ”, რათა, შეძლონ ტრანსფორმირებით,
“გადაკვეთონ სიკვდილისა და დაბადების ოკეანე და გახდნენ უკვდავების შვილები”.
ადამიანები თვითონ აკეთებენ არჩევანს – ისინი ირჩევენ მიწიერ სიცოცხლეს – და იძულებულები არიან მოიმკან თავიანთ ქმედებათა ნაყოფი.
მაგრამ, როცა ისინი თავის თავს მთლიანად მიანდობენ ღმერთს, ისინი უბრალოდ აღარ ქმნიან ახალ კარმას, იმიტომ რომ “შემოქმედი” არის ღმერთი, და ყველა შედეგი არის მისი.
და მაშინ ადამიანის წინაშე იხსნება გასაოცარი ჭეშმარიტება –
ყველაფერი ღმერთის ხელთაა
“ყველაფერზე არის ღმერთის ნება”.
”იმიტომ რომ, ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო ქმედების მიზეზი არის ღმერთის ბრძანება. მისი ნების გარეშე ბალახის ღეროც კი ვერ შეირხევა.
სიკეთე და ბოროტება – ეს არის თქვენი გრძნობების პროექცია, ღმერთის თვალებში კი ყველაფერი ერთნაირია.
ადამიანებს სწამთ, რომ ყოველი ადამიანი ფლობს თავისუფალ ნებას. მაგრამ თვითუარყოფა უხელს მათ თვალებს იმაზე, რომ ეს აბსოლუტურად არასწორია.
ისინი წარმოისახავენ, რომ ადამიანის ნების, გარჩევის უნარის, სადჰანას და საკუთარი ძალისხმევის მადლით მათ აქვთ წარმატების მიღწევის უნარი.
ეს ყველაფერი განპირობებულია
მათი საკუთარი ეგოს შეცდომით და ყალბი გრძნობის ანარეკლით,
რომ სწორედ ისინი არიან მკეთებლები”.
როცა ადამიანი ემიჯნება თავის თავს, მთლიანად მინდობილი ღმერთზე, ის ადვილად წვდება თავადობისთვის ესოდენ საწყენ ჭეშმარიტებას.
“ადამიანი დროის ყოველ ცალკეულ მომენტში იქცევა თავისი ტალანტისა და უნარების შესაბამისად.
თუ მან არაფერი არ იცის ღმერთის კანონის შესახებ, მაშინ ის თვლის, რომ მოქმედებს სრულიად თავისუფლად თავისი მიდრეკილებისა და სურვილების შესაბამისად.
მაგრამ როცა ადამიანი რწმუნდება, რომ სამყაროში არ არის არაფერი, ღმერთის გარდა, ის შეიგრძნობს, რომ ყველა მოქმედებისკენ მას ამოძრავებს ღმერთი, და, მაშასადამე საკითხი თავისუფალი ნების შესახებ მას არ აღელვებს.
გაიგეთ, რომ ინდივიდისთვის არ არის თავისუფალი ნება. მას ავიწროვებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები.
აბსოლუტურად თავისუფალ ნებას ფლობს მხოლოდ ღმერთი”.
დიახ, სიცოცხლე – ეს უბრალოდ საკვირველი ზღაპარია,
ის როგორ რთულადაც არ უნდა იყოს შედგენილი.საის დარშანი
როცა შენი სიყვარული ჩემდამი ნამდვილია,
მე ყოველთვის გპასუხობ ძახილზე.ჩემი სიტყვები ისეთია, როგორც ექო:
“მე ვიცი. მე აქ ვარ – ნუ შეწუხდები”.თუ შენ გესმის ეს სიტყვები,
დარწმუნებული იყავი,
რომ ამ ზღაპარს
ყოველთვის ექნება ბედნიერი დასასრული.
კაცობრიობა – არის ციკლების ბედის პირმშო.
ევოლუციის დიდი კანონის თანახმად ვერავინ შეძლებს თავიდან აიცილოს თავისი შეუგნებელი მისია.
ასე, რომ იგი რასიდან რასამდე, შეასრულებს მისთვის დანიშნულ ციკლურ მოგზაურობას.
უკვე ამოდის ახალი რასის განთიადი, ჩნდება პირველი ყლორტები პირველსაწყისი სასწაულმოქმედი ძალისა და ნების, ლატენტურად ჩადებული თითოეულ ჩვენთაგანში. ახალი მოწაფეები – უანგარო და სუფთა სულები – ავრცელებენ თავის სამკურნალო გავლენას, დარაჯობენ და იცავენ მათ, ვისი კარმითაც მათ ეძლევათ მიტევება და გათავისუფლება.
კლიმატი იცვლება. მატერიის ციკლებს ახლა მოჰყვება სულიერების და სრულიად განვითარებული ჭკუის ციკლები.
“აწმყო არის წარსულის პირმშო, მომავალი დაბადებულია აწმყოდან.
და ამის მიუხედავად, ოჰ, თანამედროვე სამყაროვ!
განა შენ არ იცი, რომ შენ მუდმივად ბადებ მხოლოდ შენ საკუთარ თავს?
მანამდე, ვიდრე შენ დაიწყე ლაპარაკი:
“მე ვარ დაბადებული გასული წამიდან, წარსულის პირმშო”-
შენ უკვე იქეცი თვით ამ წარსულად.
მანამდე, ვიდრე შენ წარმოთქვი უკანასკნელი მარცვალი, შეხედე! –
შენ უკვე აწმყო აღარ ხარ, არამედ, ჭეშმარიტად,
მომავალი.
მაშასადამე, წარსული, აწმყო და მომავალი არსებით მარადიული სამებაა ერთიანში –
აბსოლუტური აარსის მაჰამააიიაში”.
კარგი სვამი, დავუშვათ ადამიანი წარმოიქმნა ღმერთისგან და მასში აქვს თავისი არსებობა. მაგრამ ამასთან ადამიანი რატომ არის კიდევ ვალდებულიც უყვარდეს ღმერთი?
“ადამიანის სურვილი აღმოჩნდეს უზენაესის წინაშე, შეხედოს მას და გახდეს მასთან ერთიანი,
არის ადამიანური ბუნების ნაწილი,
იმიტომ, რომ ადამიანის გულის სიღრმეში
ცხოვრობს დაუოკებელი მოთხოვნილება
დაბრუნდეს თავის საწყისებთან,
შეიძინოს სიხარული, რომელიც მან დაკარგა, და დიდება, რომელიც მას აკლია.
ადამიანი – ეს არის თვით ღმრთაება.
და ამაშია მიზეზი, რომ
სიღრმეები მიილტვიან სიღრმეებისკენ და ნაწილი მიილტვის მთელისკენ.
მცდელობა უმაღლესი დასწრების მისაღწევად უნდა კეთდებოდეს მუდმივად და დაბეჯითებით, იმიტომ რომ სიკვდილი გვერდით მიიმალა, ელოდება მომენტს ადამიანის თავისთან წასაყვანად”.
ბაბა
მითი პრომეთეს შესახებ, რომელიც განასახიერებდა ტანჯულ კაცობრიობას, გვამცნობს, რომ მისი ტანჯვები არ გაგრძელდება მარადიულად – ადამიანის დამხმარედ მის მიწიერ მოგზაურობაში სიბრძნის ვაჟიშვილებმა დანიშნეს გადამრჩენი, რომ ის იდგეს კაცობრიობის სადარაჯოზე, ვიდრე კაცობრიობა არ გათავისუფლდება ეგოურობისა და თავადობისგან და არ აღიდგენს ჰარმონიას მიწიერსა და ღმრთიურს შორის.
ვიდრე ადამიანი კვლავ არ გახდება ძველ დროთა თავისუფალი ტიტანი.
მაშინ გადამრჩენი გაათავისუფლებს პრომეთეს და აღადგენს უბიწოებას დედამიწაზე. ეს მოხდება ქალის საუკუნის დასასრულს, როცა ვიშნუ მოვლინდება როგორც
მეათე ავატარი კალკი, ან სულიერი ქრისტე.
ვიშნუს მეათე ავატარის,
ავატარ საის,
ღმერთის სამმაგი საი ინკარნაციის
მისია გრძელდებოდა
მის პირველ ფორმაში როგორც შირდი საი ბაბა
1835 წლის 28 სექტემბრიდან 1918 წლის 15 ოქტომბრამდე;
მეორე ფორმაში როგორც სათჰია საი ბაბა
გაგრძელდა 1926 წლის 23 ნოემბრიდან 2011 წლის 24 აპრილამდე;
მესამე ფორმაში როგორც პრემა საი ბაბა
დაიწყება დაახლოებით
2012 წელს
სათჰია საი ბაბას წასვლიდან
ერთი წლის შემდეგ
“დედამიწაზე მოვლინდება პრემა საი და გახდება ძალის, შაკტის განხორციელება.
ის დაუღალავად იშრომებს მთელი დედამიწის საკეთილდღეოდ და ყველგან დაამკვიდრებს სიყვარულს, კეთილ ნებას და მშვიდობას.
მისი სახელი და მისი დიდება მიაღწევს დედამიწის ყოველ კუთხეს.
ის იქნება უნივერსალური გურუ, სრულიად მსოფლიო მასწავლებელი, ლიდერების ლიდერი.
დვაპარა იუგაში კრიშნა იყო პანდავების მრჩეველი და მეგობარი. ის არიგებდა და ხელმძღვანელობდა მათ ყველაფერში, რაც ეხებოდა სამეფოს მართვას, და გადასცემდა თავის ერთგულებს ჭეშმარიტებას თავისი ღმრთიურების შესახებ.
პრემა საის ფუნქციები იქნება ზუსტად იგივე. მისი ხმა გასწვდება მთელს დედამიწაზე. ის მიიღებს საყოველთაო აღიარებას და ერთგულებას და წაიყვანს კაცობრიობას ჭეშმარიტების, სიყვარულისა და მშვიდობისკენ.
საერთოდ ცოდნა კაცობრიობის გადამრჩენის მოსვლის შესახებ მოდის ძველი დროიდან და ხსნის აგრეთვე ციკლური გარდასახვების ბოლო საიდუმლოებებს. ამის თანახმად, კაცობრიობა, რომელიც ეთერსახოვანიდან მივიდა მკვრივ ფიზიკურ მდგომარეობამდე, ახლა მიისწრაფის ციკლის მოპირდაპირე რკალისკენ.
თავისი პირველსაწყისი მდგომარეობის იმ მეორე ფაზისკენ,
როცა ქალმა არ იცოდა ქმარი,
და ადამიანთა შთამომავლობა იქმნებოდა, და არ იყო ჩასახული.
ეს მდგომარეობა დაუბრუნდება მთელს მსოფლიოს საერთოდ, როცა ადამიანი აღმოაჩენს და სინამდვილეში აითვისებს ჭეშმარიტებებს, რომლებიც დევს სქესის ამ დიდი პრობლემის საფუძველში.
ჭკუა მათი, ვინც იცხოვრებს ამ დროში, გაიღვიძებს და გახდება გამჭვირვალე, როგორც ბროლი.
მეექვსე რასის ადამიანები, რომლებიც ასე შეიცვლებიან, იქნებიან როგორც თესლები სხვა ადამიანური არსებებისთვის და მისცემენ დაბადებას რასას, რომელიც გაჰყვება კრიტას საუკუნეს – სისუფთავის საუკუნეს.
მხოლოდ კალკი ავატარის მოვლენის შემდეგ ადამიანი დაიბადება უცოდველი ქალისგან. ეთერი შეავსებს მთელ ატმოსფეროს. და მეშვიდე რასის ბავშვები, ისევე როგორც ცხოველების შვილები, დაბადებული მამების გარეშე, ყოველწლიურად დაიწყებენ თავისი ფიზიკური გარსის გაახლებას.
ეს იქნება მეშვიდე რასა, რასა ბუდდებისა, ღმერთის შვილებისა, დაბადებულებისა უმწიკვლო მშობლებისგან. ადამიანი ისწავლის თავის კვლავწარმოებას აზრისა და ნების ძალით.
“მსოფლიოს ეყოლება რასა, შედგენილი,
ბუდდას და ქრისტეს
მსგავსი ადამიანებისგან,
რადგან მსოფლიო აღმოაჩენს,
რომ
ადამიანი ფლობს ძლიერებას
შექმნას ბუდდას-მსგავსი ბავშვები!”
საის დარშანი
დაე თქვენი სიცოცხლის ყოველი წამი
იყოს ლოცვა მომართული ჩემზე.ეს უნდა იყოს
ჭკუის ლოცვა,
გულის ლოცვა
და თქვენი სულის ლოცვა.როცა თქვენი ყოველი წამი
მღვიძარე მდგომარეობაში
იქცევა გულითად ლოცვად,
თქვენს შიგნით ღმერთის მომხმობად,პასუხი მოვა!
მისი თვალები გიჩვენებენ თქვენ გზას.
მისი ღიმილი გაფანტავს თქვენს მღელვარებებს.
მისი ტერფები გაჩუქებენ თქვენ დაცვას.
და მისი ხელები დაგარწევენ თქვენ
მთელ დარჩენილ გზაზე.
ჩემო ძვირფასებო, იყო ეს ასე, იქნება კი ასე –
მხოლოდ ერთმა ღმერთმა იცის.
მაგრამ ის ხომ – თქვენს გულშია.
ჩაიხედეთ მასში – იქ შეიძლება, ცოცხლობს
კიდევ უფრო საკვირველი ზღაპარი.
წინ: ბიბლიოგრაფია