1.04.20.
ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ლოცვის შესახებ. ლოცვა არ ნიშნავს ღმერთის სათხოვარს. ლოცვა არის ათმური ნეტარების განცდის მაჩვენებელი. ეს არის ამ ნეტარების გაზიარების მეთოდი, მისი გავრცელება ყოველმხრივ, და ამ ნეტარებაში ჩაძირვა. ლოცვა უნდა მოვიდეს გულიდან. ლოცვა რომელიც არ არის გულგრძნობითი არის უკიდურესად უსარგებლო. უფალი მიიღებს გულს სიტყვების გარეშე. მაგრამ ის არ მიიღებს სიტყვებსა და ლოცვებს რომლებიც გულიდან არ მოდის. აი ამიტომ არის აღწერილი ღმერთი როგორც ჰრიდაიაესა (გულის უფალი). მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ გაქვთ რწმენა ამაში, ამით თქვენ შეძლებთ თქვენი ღმრთაებრიობის გამოჩენას. ღმერთი არის თქვენს შიგნით, თქვენს გარეთ და თქვენს გარშემო. აღიარეთ ეს სიმართლე და იცხოვროთ მის შესაბამისად. სანამ თქვენ ხართ ეჭვებით სავსე, თქვენ ვერ განცდით მშვიდობას ან ბედნიერებას.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 29 ივლისი.
2.04.20. რამანავამი
რამა არის ყველა ტანის მაცხოვარი. ის არის ათმა-რამა, ნეტარების წყარო ყოველ ინდივიდში. ის არის ტანმოსილება დჰარმის, ზნეობის ყველა კანონის რაც კაცობრიობას იჭერს განუყრელად სიყვარულსა და ერთიანობაში. რამაიანა გასწავლით ორ გაკვეთლს: განდგომილების მნიშვნელობას და საჭიროებას გააცნობიეროთ ღმრთიურება ყველა არსებაში. რწმენა ღმერთში და განდგომა საგნობრივი დევნიდან არის ადამიანის განთავისუფლების გასაღები. უარი თქვით გრძნობით საგნებზე, და თქვენ მიიღებთ რამას. სიტამ უარი თქვა აიოდჰიას ფუფუნებაზე, ამგვარად მან შეძლო ყოფილიყო რამასთან ერთად “გაძევების” პერიოდში. როდესაც მან ტყორცნა დიდი ხნის მზერა ოქროს ირემზე და ძლიერ მოიწადინა იგი, მან დაკარგა რამას ყოფნა. განდგომა მიგიძღვებათ წინ სიხარულსკენ; მიჯაჭვულობას მოაქვს მწუხარება. იყავით მსოფლიოში, მაგრამ არა მისი. გახადეთ თქვენი გული სუფთა და ძლიერი, რამმაიანას სიდიადის მჭვრეტელი. დამკვიდრდით რწმენაში რომ რამა არის თქვენი არსებობის სინამდვილე.
– რამა კატა რასავაჰინი, თავი 1. „შინაგანი მნიშვნელობა“.
3.04.20.
არსებობდა დიდი ერთიანობა და გაგება არა მხოლოდ ოთხ ძმას – რამას, ლაქშმანას, ბჰარატას და შატრუღნას შორის, არამედ მათ მეუღლეებს შორისაც. რამაიანას ყველა პერსონაჟი არის იდეალი ყველა ოჯახისთვის. არსებობს დღეს ოჯახი, სადაც შვილები და რძლები ცხოვრობენ მეგობრულად? არსებობს ოჯახი, სადაც ძმები ცხოვრობენ ჰარმონიაში საკუთარ თავზე კამათის ნების მიცემის გარეშე? ვერსად შეხვდებით ასეთ იდეალურ ოჯახს დღეს. თქვენ შეიძლება გქონდეთ სურვილები მაგრამ ესები უნდა იყოს საზღვრებს ქვეშ. ესები უნდა იყოს დაფუძნებული ჭეშმარიტებასა და უბიწოებაზე. არ შეჭამოთ რასაც კი თქვენ იღებთ. არ ილაპარაკოთ რაც კი მოდის თქვენს ჭკუაზე. ეს არის ზოგიერთი გაკვეთილი რასაც რამაიანა ასწავლის კაცობრიობას. გახსოვდეთ, რამას ისტორია არ არის რამე ანტიკური. ეს არის მარადიული და მუდამ ახალი. ეს სავსეა ხელსაყრელობით. თავი დაანებეთ ყოველგვარ სიძულვილსა და ყველა განსხვავებას! შეგიძლიათ თქვენ შეავსოთ თქვენი გული რამაიანას წმინდა იდეალებით! შეგიძლიათ თქვენ იცხოვროთ მშვიდობასა და ჰარმონიაში.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 11 აპრილი.
4.04.20.
ერთხელ სამმა ადამიანმა მიაღწია სამოთხის ჭიშკრებს. ერთმა მათგანმა თქვა, რომ ის იყო ყველა წმინდა წერილის მასწავლებელი და ამიტომ ჭიშკარი უნდა გახსნილიყო მის შესაშვებად. ჭიშკრის მცველებმა განუცხადეს: “შვენ ხარ მხოლოდ ტექსტების მცოდნე. შენ პრაქტიკული გამოცდილება არ გაქვს. შენ შეგიძლია დაგვტოვო.“ მეორე კაცმა თქვა: “მე შესრულებული მაქვს მრავალი იაგა და იაჯნა” (მსხვერპლშეწირვის წესი და რიტუალი). მცველებმა მას უთხრეს: “შენ შეასრულე მსხვერპლშეწირვა ეგოისტური მიზნებისთვის. აქ შენ ადგილი არ გაქვს.” მესამე პირი, ფერმერი, მიუახლოვდა ჭიშკრებს და თქვა: “მე ღარიბი ფერმერი ვარ, ვფლობ ქოხს მიწის ორ ჰექტარზე. მე გამვლელებს საჭმელსა და სასმელს ვთავაზობდი და ვაძლევდი მათ თავშესაფარს როდესაც საჭირო იყო. მე მათთან ვანაწილებდი რაც კი ცოტა მქონდა. ეს არის მთელი სადჰანა, რომლის პრაქტიკაც მე შევძელი. ”მცველებმა თქვეს:” შენ შეგიძლია შეხვიდე. ”მოთხრობა ასახავს ჭეშმარიტებას რომ მხოლოდ ის, ვინც მზად არის სხვა გაჭირვებულის დასახმარებლად შესწიროს მსხვერპლად რაც მას ცოტა აქვს, უფლებამოსილია შევიდეს სამოთხეში.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 26 მარტი.
5.04.20.
ეს მსოფლიო არის უფლის ადგილსამყოფელი: ისავასიამ იდამ ჯაგატ. აქედან გამომდინარე, არავის უნდა ჰქონდეს პირადი ფლობის გრძნობა ან თუნდაც ეგოტიზმის კვალი. უარჰყვეთ მიჯაჭვულობის გრძნობა და იგრძენით უფლის ყველგან ყოფნა. უარი თქვით გრძნობებზე „მე“ და „შენ“; მხოლოდ მაშინ გაიგებთ იმის დიდებას, რაც არის არც „მე“ და არც „ჩემი“. ეს არ მოიცავს თქვენს ფველაფრის უარყოფას. მჟავის ტესტი რითაც შეიძლება დადასტურდეს მოქმედება როგორც წმინდა ან საღმრთო არის შესამოწმებლად ამაღლებს ეს მიჯაჭვულობას თუ თავიდან აცილებს მონობას. მჟავის ტესტი გადასაწყვეტად არის თუ არა საქმიანობა უწმინდური ან ცოდვილი არის შესამოწმებლად წარმოიქმნება ეს სიხარბისგან თუ ახალისებს სიხარბეს. ნამდვილი სწავლება (ათმა-ვიდია) მიგვმართავს რომ მსოფლიო მოიქცეს ისე როგორც მოვალეობა მოითხოვს, მაგრამ განცალკევებისა და დაბრკოლებებზე თავის არიდების სულით. მიემშვიდობეთ სულიერ ნეტარებას რასაც უფალი, სულიერი ნეტარების ტანმოსილება, განიჭებთ თქვენ და განცადეთ ეს მადლიერებით და სურვილით შეზღუდულად ყოფნის გარეშე.
– ვიდია ვაჰინი, თავი 1.
6.04.20.
ღმრთიური სიბრძნის დიდებული მნიშვნელობა ერთმა ადამიანმა შეიძლება გაიგოს ან გადასცეს მეორეს მხოლოდ მაშინ როდესაც სუფთა ჭკუა ასხივებს თავის გამოსააშკარავებელ სინათლეს. სკრუპულოზულად სუფთად შენახულ ოთახში, გველი, მორიელი ან შხამიანი მწერი არ შევა – ისინი მხოლოდ ბნელ და ბინძურ ადგილებს ეტანებიან. ანალოგიურად წმინდა სიბრძნე ვერ შედის ბნელ და ბინძურ გულებში. ამის ნაცვლად რიხვის მსგავსი შხამიანი ჯიშები პოულობს ამ გულებს შესაფერის კურორტებად. თქვენ ვერ გარეცხავთ ნახშირის ლოდს წყალით და საპნით. ვერ გარეცხავთ მას რძის დახმარებითაც. ერთადერთი გზა არის მისი ცეცხლში მოთავსება. ცეცხლი გადააქცევს ქვანახშირს თეთრ ფერფლად. ამის მსგავსად, მხოლოდ ათმას ცოდნის (ათმაჯნანას) – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბრაჰმანის ცოდნის (ბრაჰმა-ვიდიას) მიღება მოსპობს უმეცრების სიბნელეს და სურვილების ჭუჭყს. სიბნელე შეიძლება მოთავდეს მხოლოდ სინათლის დახმარებით. სიბნელე ვერ წაილეკება მასზე უფრო მეტი სიბნელის შეტევით. სულიერი სიბრძნე უზრუნველყოფს შინაგანი წყვდიადის მოსასპობად საჭირო შინაგან განათებას.
– ვიდია ვაჰინი, თავი 2.
7.04.20.
საკვები თეფშზე, როდესაც არ მოიხმარება ჩვენს მიერ ან არ მიეწოდება მოშიებულ პირს, მაგრამ გამოუყენებლად ინახება, ხდება ბინძური. ასევე, როდესაც ჩვენი ნაკლები და სუსტი მხარეები არ არის გამოსწორებული, ჩვენივე საკუთარი ძალისხმევით ან რჩევის გათვალისწინებით დიდი სულების, ვინც წარმატებას მიაღწიეს განწმენდის პროცესში, წარმოიდგინეთ რა იქნება ჩვენი ცხოვრების ბედი! დიდხანს შენახული მოხარშული ოსპის (დჰალის) თეფშის მსგავსად, სიცოცხლე ამყრალდება. ხალხი არ აღიარებს ჭეშმარიტებას რომ სულიერი, ზნეობრივი და ქცევითი ფასეულობები წარმოადგენს ადამიანის მიღწევის ნამდვილ ძვირფასეულობის გვირგვინს. როდესაც არ არიან სამსახურში, ადამიანები წერენ სტატიებსა და ნარკვევებს განათლების შესახებ ან თუთიყუშივით ლაპარაკობენ პლატფორმებიდან. როდესაც იგივე ადამიანები აღწევენ ძალაუფლების პოზიციებს, ისინი პრაქტიკებენ საზომებს სავსებით იმის საწინააღმდეგოს რასაც ადრე ლაპარაკობდნენ. რა თქმა უნდა, პლატფორმებიდან გამოსვლები კარგია, მაგრამ მათი პრაქტიკა არ უნდა იყოს პარალიზებული. მანამ სანამ ეს დაავადება პრაქტიკის გარეშე ლაპარაკის არ განიკურნება, განათლება და ნამდვილი სწავლულობა ვერ გამოავლენს მის რეალურ ღირებულებას!
– ვიდია ვაჰინი, თავი 2.
8.04.20.
არჯუნა იყო კრიშნას სიძე; ისინი ასევე იყვნენ კარგი მეგობრები. კრიშნას უდავოდ ჰქონდა ძალა რომ მყისიერ გარდაექმნა თავისი ნათესავის უცნაური ჭკუა განათებულ ინსტრუმენტად გადამწყვეტი მოქმედებისთვის. მაგრამ კრიშნამ არ გამოიყენა მისი ძალები! მან მხოლოდ მედიკამენტები და რეჟიმი დაუნიშნა; არჯუნას თვით უნდა გადაეყლაპა წამალი და მიჰყოლოდა რეჟიმს, გადარჩენისთვის. კრიშნამ უთხრა: “შენ ხარ ჩემი მეგობარი, შენ ხარ ჩემი ნათესავი, შენ ახლა ასე ახლოს ხარ ჩემთან რომ ახლა მე ვარ შენი მეეტლე, შენ ასევე ხარ დიდ გასაჭირში; მე გეთანხმები რომ ილუზია რომელიც შენ გძლევს სწრაფად უნდა მოიხსნას; მაგრამ შენი უმეცრება (აჯანანა) უნდა შემცირდეს შენი საკუთარი ძალისხმევით და არა ჩემს მიერ განზრახული რაღაც სასწაულით.” ჭეშმარიტება რომელიც მოიპოვება არაჭეშმარიტებასთან საკუთარი ბრძოლით იქნება მუდმივი განძი; ბრძოლა გაგაძლიერებთ თქვენ ნამდვილი განძის დიდად დასაფასებლად.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 2 მარტი.
9.04.20.
პირველი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ არის თავდაჯერებულობის განვითარება. სწორედ ისეთი ადამიანები ვისაც საკუთარ თავში არ აქვთ ნდობა იწყებენ ხეტიალს და მერყეობას, და იღებენ ნაირნაირ განსხვავებულ გზებს. როდესაც თქვენ გადაგაქვთ თქვენი ტანი სხვადასხვა ადგილას, და როდესაც თქვენ უმიზნოდ დადიხართ აქეთ იქით, ჭკუაც ასევე მიდის სხვადასხვა ადგილებში. პირველი რამე არის თქვენი ფიზიკური ტანის მდგრადობა. თუ თქვენ გაქვთ კონტეინერი წყლით სავსე, თუ კონტეინერი მუდმივად მოძრაობს, მაშინ შიგთავსიც მუდმივად იმოძრავებს. ამიტომ ჩვენ მუდმივად არ უნდა გადავიტანოთ ჩვენი ტანი და კიდურები უმიზნო მოქმედებით; ეს არის ჩვენი მედიტირების პრაქტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ უნდა ვიჯდეთ ჩუმად და ტანი უნდა იყოს მდგრადი. ჩვენ რატომ ვთხოვთ ადამიანებს მედიტირებაში იჯდნენ სწორად და წყნარად? იმიტომ რომ როდესაც ტანი არის სწორი და წყნარი, ჭკუა მასში არის სწორი და მშვიდი. პირველია გაკონტროლება თქვენი ტანის, დარწმუნებით რომ ყველა კიდური და ტანის ორგანო არის მდგრადი.
– ღმერთის საუბარი, 1975 წლის 28 მარტი.
10.04.20.
იესომ იცოდა რომ ღმერთი ნება-სურვილობს ყველაფერს. ამიტომ როცა ის იტანჯებოდა აგონიით ჯვარზე, ის არ მოიქცა არაკეთილმოსურნედ ვინმეს მიმართ და მოუწოდა მასთან მყოფებს ყველაფერს მოპყრობოდნენ როგორც ღმერთის ნების ინსტრუმენტებს. ძალიან რთულია ურყევი რწმენის განვითარება და მისი პრაქტიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში! ჭკუა, როგორც არჯუნა ჩიოდა, დახტის რწმენიდან ეჭვზე, იწვევს აურზაურსა და შეცბუნებას. მაინც თქვენ შეგიძლიათ დაიმორჩლოთ იგი საკუთარი ძალისხმევით! შავ ფუტკარს შეუძლია გააკეთოს ფუღურო ყველაზე მაგარ ხეში. მაგრამ მაშინ როცა იგი წრუპავს ნექტარს ლოტოსის ყვავილიდან და ბინდი უსწრებს, ლოტოსის გაშლილი ფურცლები იხურება ფუტკარზე, აპატიმრებს მას, გაქცევაზე იმედის არმქონედ! შავმა ფუტკარმა არ იცის როგორ გაუმკლავდეს სირბილეს! ასევე, თქვენი ჭკუა თამაშობს მის ეშმაკობებს და დახტის ყველგან; როდესაც თავსდება უფლის ლოტოსის ტერფებზე, იგი ხდება უმოქმედო და უვნებელი. კულტივირეთ განჯაჭვულობა და დაიმორჩილეთ ჭკუის კაპრიზები, და გამოამჟღავნეთ თქვენში დაფარული ღმრთიურება.
– ღმერთის საუბარი, 1980 წლის 24 დეკემბერი.
11.04.20.
შური არის პირველი ცუდი ხარისხი რომელიც შედის მაშინ როდესაც კშამა (მოთმინება) გამოდის. მაჰაბჰარათა იძლევა გრაფიკულ პორტრეტს იმის შესახებ თუ ცხოვრება რომელიც სხვა მხრივ მოწესრიგებულია, როგორ შეიძლება მთლიანად დაიმსხვრეს შურიანობით. ოქროს კუნძული ლანკა ძალიან ჰგავდა ზეცას, მაგრამ რავანას შურიანობამ იგი ნანგრევებად აქცია. კშამა მოგცემთ თქვენ სრულ დაცვას, მისი არქონა ჩაგძირავთ თქვენ მწუხარებასა და უბედურებაში. მოუთმენლობა ზრდის ეგოიზმს და ახალისებს შურიანობას, რომლებიც ერთად ახალისებს ჩხუბებისა და უთანხმოებების სხვადასხვა სახის მიდრეკილებებს. სირთულეებს რასაც ჩვენ ხშირად განვცდით არის ძირითადად კშამას ამ კეთილშობილური ხარისხის არარსებობის ჯეროვანი. მოუთმენლობამ გაანადგურა ძალიან დიდი სულიერი ასპირანტებიც კი. ამის მსგავსად, მეფეები დამცირდნენ მათხოვრებამდე. კშამას არარსებობამ შეიძლება იოგები გადააქციოს როგებად (ავადმყოფებად). კშამას გარეშე, კაცობრიობა დეგრადირდება და იწყებს დაკნინებას, და ამ ხარისხის კულტივირება დაეხმარება მის პროგრესს ნახტომებსა და საზღვრებში.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 25 მაისი.
12.04.20.
ორი სხვადასხვა თავისებურება შეიძლება იყოს აღიარებული ადამიანებს შორის. ერთი საერთო თავისებურება არის თავისი თავების მოტყუება, რომ ისინი კარგი პიროვნებები არიან, მრავალი სათნოებით, გონიერებითა და ნიჭით. მეორე კატეგორია რაც იშვიათია, არის სხვებში კარგი ხარისხის, მათი დამსახურების, შესაძლებლობებისა და კარგი საქმეების აღიარება, და მათი იდეალების დაფასება. იესო მიეკუთვნებოდა მეორე კატეგორიას. მან დაინახა სხვების კარგი ხარისხები, გაიხარა მათ სათნოებებზე და თავისი სიხარული გაუზიარა სხვებსაც. იესო ასწავლიდა რომ ღმერთი არის სიყვარული და რომ ადამიანის დაბადება გამოყენებული უნდა იყოს მკვიდრი სულის გასაცნობიერებლად! მან განაცხადა რომ არაფერი დიდი არ არის სიკეთის დაბრუნებაში სიკეთისთვის. ადამიანებმა სიკეთე უნდა გააკეთონ მათთვისაც კი ვინც მათ აზიანებს. ღმრთიური სიყვარულის ტანმოსილებო! წააქციეთ კედლები რომლებიც გაცალკევებთ თქვენ სხვა არსებებიდან. მოიცილეთ ყველა განსხვავება! კულტივირეთ სიყვარული თქვენს გულებში. სიყვარულით გაიხსენეთ უფალი და თაყვანი ეცით მას სიყვარულით. რა სახის არის ეს ერთგულება თუ ვინმე არ პრაქტიკებს უფლის სწავლებებს?
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 25 დეკემბერი.
13.04.20.
ჩვენ უნდა გარდავქმნათ თქვენში დაფარული ღმრთიური ძალა უნარში, რაიმე სასარგებლო საქმიანობის წამოწყებისთვის. როდესაც ცოდნა უნარად კონვერტირდება, თქვენ იძენთ წონასწორობას ცხოვრებაში. სიმშვიდის ასეთ მდგომარეობაში თქვენ განივითარებთ გამჭრიახობას. გაკეთილშობილებული ასეთი გამჭრიახობითა და ღმრთიური ძალით, თქვენ უნდა შეუდგეთ ღირსეულ საქმიანობას. მხოლოდ შემდეგ იქნება ეს ნაყოფიერი და მომგებიანი ყველასთვის. ყოველთვის წამოიწყეთ ღირსეული საქმიანობა სუფთა ჭკუით. ერთიანობას მოაქვს სიწმინდე, და სიწმინდეს თავის მხრივ მიჰყავს ღმრთიურებასთან. თქვენ არასოდეს უნდა დაივიწყოთ განუყრელი კავშირი ერთიანობას, სიწმინდეს, და ღმრთიურებას შორის, და ყოველთვის უნდა ეცადოთ ამის მიღწევას. თქვენ ყველა უნდა შეიკრიბოთ ერთად და იმუშაოთ მსხვერპლშეწირვის სულით. სულიერება არ არის ბიზნესის მოღვაწეობა. სულიერება არის ღმრთიური. სულიერება ასოცირდება ერთობასთან. მარტო ეს ერთობა მრავალფეროვნებაში მოგიტანთ თქვენ ბედნიერებას. მე მსურს რომ თქვენ კულტივიროთ ეს ერთობის პრინციპი. შემდეგ, ყველა საქმიანობა წამოწყებული თქვენს მიერ შეიძენს მის საკადრის ღირებულებასა და სიწმინდეს.
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 1 იანვარი.
14.04.20.
ახალი ცხოვრების დასაწყებად თქვენ არ გჭირდებათ ახალი წლის მოსვლისთვის მოცდა. მოეპყრეთ ყოველ წამს როგორც ახალს. განწმინდეთ თქვენი ცხოვრების ყოველი წამი. ახალი წლის დაწყების დღესასწაულის აღნიშვნა დაფუძნებულია ალმანახის შემქმნელის წესზე. კალენდარი არის კაცის ხელით შექმნილი მოწყობილობა. მზე და მთვარე რჩება უცვლელი. ყოვლისშემძლე და ყველგანმყოფი ღმრთაებრივი აბიჯებს ასეთი იდეების საზღვრებს. სერიოზულად ესწრაფეთ გააცნობიეროთ სათის (ღმრთიურის) და ჩითის (ინდივიდუალური ცნობიერების) ერთობა. როდესაც ამ კავშირს მიაღწევთ, თქვენ განცდით ანანდას (სულიერ ნეტარებას). ეს არის მთავარი ამოცანა ყველას წინაშე. ყველა თქვენგანი უნდა ესწრაფოს ადამიანად თქვენი დაბადების ამ არსებითი მიზნის მიღწევას. თქვენ ხართ შეზღუდული თქვენი საკუთარი ქმედებებით ამ მსოფლიოში. მიიჩნიეთ მთელი კოსმოსი როგორც უზენაესი უფლის დიდი სასახლე! დაე თქვენი მოქმედებები იყოს კარგი. იყავით სუფთა თქვენს მეტყველებაში. განავითარეთ წმინდა ხედვა და განწმინდეთ თქვენი გულები.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 1 იანვარი.
15.04.20.
უანგარო სიყვარულის შესაძენად, კშამას ან მოთმინების ხარისხი არის სასიცოცხლო აუცილებლობა. (კშამა არის სიტყვა მდიდარი მნიშვნელობით. სულგრძელობის გარდა, იგი ასევე გულისხმობს უკიდურეს მოთმინებას და დავიწყებისა და პატიების უზარმაზარ უნარს). ყველა ინდივიდმა უნდა კულტივიროს ეს კეთილშობილური ხარისხი. კშამა არ მიიღწევა წიგნების კითხვით ან ინსტრუქტორიდან. არ შეიძლება იგი იყოს მიღბული როგორც საჩუქარი ვინმესგან კიდევ. კშამას ეს მთავარი სათნოება შეიძლება შეძენილი იყოს მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით, უაღრესად მრავალფეროვანი პრობლემებისა და სხვადასხვა სახის სირთულეების პირისპირ დგომით, მიზნისკენ სვლით მღელვარებებისა და ტანჯვების აგრეთვე მწუხარებების გავლით. კშამას არარსებობისას, ადამიანი ხდება ყველა სახის ბოროტი მიდრეკილების განმცდელი. სიძულვილი და ეჭვიანობა ადვილად იდგამს ფესვებს ამ სათნოებას მოკლებულ ადამიანში. ღმრთიურება არის უბრალოდ პრემას (სიყვარულის) და კშამას გაერთიანებული გამომჟღავნება.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 25 მაისი.
16.04.20.
ყველა თქვენგანი ხართ სიყვარულისა და ღმრთიურობის ტანმოსილება. ყველაფერი რაც უნდა მოხდეს, მოხდება. ნუ იდარდებთ ამაზე. წარსული წარსულია, დაივიწყე წარსული. მომავალი გაურკვეველია, ნუ იფიქრებ მასზე. აწმყო არის მნიშვნელოვანი, იცხოვრეთ აწმყოში და იყავით ბედნიერი. არ ინერვიულოთ წარსულსა და მომავალზე. სად არის წარსული? ბევრი ადამიანი მოგვშორდა. დაბრუნდა რომელიმე მათგანი? არცერთი. ამის მსგავსად ჩვენ არაფერი ვიცით მომავლის შესახებ. რატომ უნდა ვიდარდოთ მასზე? ეძებეთ ბედნიერება აწმყოში. როდესაც თქვენ გაქვთ ასეთი დამოკიდებულება, თქვენ არასდროს არაფერზე იდარდებთ ცხოვრებაში. რა არის ნერვიულობის ფორმა? ეს არის გონებრივად შექმნილი შიში. ჩვენ არ უნდა ვინერვიულოთ არასდროს. აჩქარება, წუხილი და დაურვება არის გულის დაავადებების გამომწვევი. ამიტომ თქვენ უნდა აიცილოთ აჩქარება, წუხილი და დაურვება. ნამდვილ ერთგულს არასდროს ექნება რაიმე წუხილი. თქვენ არ შეიძლება უწოდოთ თქვენს თავს ნამდვილი ერთგული თუ თქვენ გარსშემორტყმული ხართ წუხილებით.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 14 აპრილი.
17.04.20.
საქმე, სამუშაო რომელშიც ხელებია დაკავებული, არის ბედნიერების ან უბედურების წყარო. თქვენ აცხადებთ, რომ თქვენ ხართ ბედნიერი, აღელვებული და შეშინებული, ან რომ თქვენ ხართ სირთულეებში. და ძალიან ხშირად, ჩვენ მივაწერთ ამ გამოთქმების მიზეზებს ნებისმიერ სხვას საკუთარი თავის გარდა. ეს არის არასწორი; ბედნიერება და უბედურება ჩვენი საკუთარი ქმედებებით არის განპირობებული. იმის მიუხედავად თქვენ აირჩევთ მიიღოთ თუ უარყოთ ეს ჭეშმარიტება, თქვენ განცდით თქვენი მოქმედებების შედეგებს. ეს არის ბუნების კანონი. თქვენ შეიძლება არ ირწმუნოთ ზაფხულის ან ზამთარის, ცეცხლის ან წვიმის, მაგრამ თქვენ ვერ გაექცევით სიცხესა და სიცივეს. ესები გავლენას ახდენს თქვენზე ყველა შემთხვევაში. ამიტომ, სათნონი და ბრძენნი წარმართავენ თავიანთ საქმიანობას შესაფერისი მიმართლებით. აითვისეთ ეს გაკვეთილები და აჩვენეთ მათი ეფექტი თქვენს აზრებში, სიტყვებში და განახორციელეთ ესები მოქმედებაში!
– თავი 19, პრემა ვაჰინი.
18.04.20.
ხელები არ არის გამორჩეული კიდურები ან აგენტები, რომლებიც ჩართულია ადამიანის საქმიანობაში (კარმაში). რასაც კი აკეთებთ, ხედავთ, ან ისმენთ, თქვენ უნდა იყოთ ფხიზლად მის სისუფთავესთან. აზრი, სიტყვა და საქმე თავისუფალი უნდა იყოს სიამაყისგან, სიხარბისა და სიძულვილისგან. სიტყვები რასაც თქვენ გამოთქვამთ უნდა იყოს თავისუფალი ამ ნაკლებისგან; რისი მოსმენაც თქვენ გწყურიათ უნდა იყოს თავისუფალი ზედაპირულად მიმზიდველი ხარისხებიდან; და სიამოვნება რასაც თქვენ ეძებთ არ უნდა იყოს დაბინძურებული ბოროტებით. რაც ყურში შედის შეიძლება არ იყოს ნათელი ჭკუისთვის; მან შეიძლება მიაღწიოს ჭკუას ბუნდოვანი ფორმით. ამიტომ განათლება ამგვარად უნდა იყოს მინიჭებული რომ იგი ჭკუამ მიიღოს გარკვევით. ამ მიზნის მისაღწევად, იგი უნდა გადაეცეს თავებით, ენებითა და ხელებით, რომლებიც სუფთაა, არავითარი ნაკლით რაც ამახინჯებს. მხოლოდ შემდეგ შეიძლება იყოს სწავლება ნათელი და სიბრძნე ბრწყინვალე.
– თავი 19, პრემა ვაჰინი.
19.04.20.
შეაჩერეთ წუხილის ჩვევა. ეჭვები არის თქვენი მწუხარების მიზეზი. თქვენ ხვდებით მეტ სიძნელეებს წუხილის თქვენი ჩვევის გამო. შეასრულეთ თქვენი მოვალეობები გულწრფელად რაიმესთვის წუხილის გარეშე. როდესაც თქვენ ატარებთ ალალ ცხოვრებას, თქვენ არ მოგიწევთ ვინმეს მიდევნა ან მათხოვრობა წყალობანისთვის. როგორც კი თქვენ ჩაიკულტივირებთ ჭეშმარიტ სიყვარულს ღმერთის მიმართ, თქვენ გექნებათ ყველაფერი ცხოვრებაში. განცადეთ ნეტარება რაც არის თქვენს გულში სხვების მიმართ მისი შოუს მოწყობის გარეშე. ერთ მხარეზე არის მსოფლიო და მეორეზე, ღმერთი. თქვენ ვერ შეძლებთ ორივეს ერთდროულად ქონას. ეს მსგავსია ორ ცხენზე ჯირითის რაც რასაკვირველია არის სახიფათო ცდა. დააფოკუსეთ თქვენი ჭკუა მხოლოდ ღმერთზე და გქონდეთ სრული რწმენა მასში. ყოველთვის იფიქრეთ ღმერთზე, ორივეში სიამოვნებაშიც და ტკივილშიც. ისურვეთ მხოლოდ ღმერთისთვის. არ იდარდოთ ძალიან თქვენს სირთულეებზე. ყველა სირთულე არის ღრუბლების გავლის მსგავსი. როდესაც თქვენ დაიკულტივირებთ სიყვარულს ღმერთისადმი, ყველა თქვენი სირთულე გაქრება წამში.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 14 აპრილი.
20.04.20.
გურუს სტატუსისა და ავტორიტეტის დასამსახურებლად მასწავლებლებმა უნდა მიიღონ თავიანთი ემოციების გასუფთავების სულიერი დისციპლინა. ჭეშმარიტმა გურუმ უნდა უხელმძღვანელოს თავის სტუდენტებს ღირსეული და ბედნიერი ცხოვრების გატარებისთვის. და ჭეშმარიტმა სტუდენტებმა უნდა უპასუხონ გულმოდგინებითა და თაყვანისცემით. მასწავლებლები პასუხისმგებლები არიან თავიანთი მოსწავლეების საქმიანობის ბუნების და ხარისხის და მოსწავლეთა ხასიათისთვის. მათ აქვთ ხელსაყრელი შემთხვევა ახალგაზრდობის შთაბეჭდილება მოახდინონ თავიანთი სწავლულობითა და ხელმძღვანელობით. ამიტომ ისინი უნდა დარჩნენ სუფთა ეგოური ამაღლებიდან და პოლიტიკური მანევრირებიდან და უნდა ჰქონდეთ მხოლოდ სულიერი განათლება როგორც მათი იდეალი ცხოვრებაში. სასწავლო პერსონალის წევრები უნდა მოძრაობდნენ ერთმანეთში, როგორც ძმები და დები. მოსწავლეები აცნობიერებენ განსხვავებებსა და წინააღმდეგობებს თავიანთ მასწავლებლებს შორის. რა თქმა უნდა, განსხვავებები გარდაუვალია და შეიძლება სასარგებლოც კი იყოს. მაგრამ განსხვავებები არ უნდა აბინძურებდეს ურთიერთობებს, ხელს არ უნდა უშლიდეს ინსტიტუციურ წინსვლას და უარყოფითად არ უნდა იმოქმედოს სწავლებისა და შესწავლის პროცესებზე. მასწავლებლებმა უნდა იკონსულტირონ და ითანამშრომონ ერთმანეთთან.
– თავი 19, ვიდია ვაჰინი.
21.04.20.
თქვენ ინვითარებთ სიყვარულს მრავალი რამის მიმართ ამ მსოფლიოში. სურვილი არის თქვენი ყველა ტანჯვის ძირითადი მიზეზი. „ნაკლები ბარგი, მეტი კომფორტი, მოგზაურობას ხდის სასიამოვნოს“. როდესაც არსებობს ბარგი, თქვენ ვერ შეძლებთ სიძნელებიდან გაქცევას. აქ ბარგი მიუთითებს მიწიერ ურთიერთბებსა და სურვილებს. თქვენ ნამდვილი ბედნიერება შეიძლება გქონდეთ მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ შეამცირებთ თქვენს ბარგს, უფრო სწორად ამქვეყნიურ მონობას. ამ ქვეყნად არაფერი არსებობს რისი სურვილიც თქვენ უნდა გქონდეთ. თუ რამე ამქვეყნიური სურვილი ჩნდება თქვენს ჭკუაში, უარი თქვით მასზე მაშინვე. სურვილებზე უარის თქმა ეს არის ჭეშმარიტი განდგომა. ამ მსოფლიოში არის ასე ბევრი მილიონერი – რომელიმე არის შემძლე იცხოვროს მუდმივად? ისინი ყველა მოდიან და მიდიან! მნიშვნელობა არ აქვს ვინმე რას აგროვებს, ყველა ბრუნდება ცარიელი ხელებით. ბოლო ჯამში, ყველა მიწიერი საკუთრება არის უსარგებლო. აქედან გამომდინარე, ნუ განივითარებთ მეტისმეტ მიწიერ კავშირებსა და სურვილებს. თქვენ უნდა გქონდეთ ტანის ცნობიერება მხოლოდ თქვენი მოვალეობების შესასრულებლად. შეასრულეთ თქვენი მოვალეობები სინდისიერად, აწმყოს საუკეთესო გამოყენებით; უსარგებლოდ არ იდარდოთ იმაზე რა მოხდება მომავალში.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 14 აპრილი.
22.04.20.
მასწავლებლებმა უნდა უჩვენონ მიმართულება და მიზანი. სტუდენტები ადგებიან გზას და მოგზაურობენ მომავალში. კაცობრიობის უნარი და ძალა, სტატუსი და სიმაღლე ფორმირებული და წინ წაწეულია მისი მასწავლებლების ხარისხებისა და ხასიათების პროპორციულად. ხასიათი არის ჰუმანურობის ნიშანი. მასწავლებლებმა თავიანთი სწავლა და სიბრძნე უნდა მიუძღვნან მოსწავლეთა ცოდნის და მოქმედების უფრო მაღალ დონეზე აწევის დიდ ამოცანას. სათნოებები რის ჩანერგვასაც ისინი ეხმარებიან თავის მოსწავლეებში არის არსებითი საზოგადოების ამაღლებისთვის. ყველა სტუდენტი უნდა ეცადოს გახსნას ღმრთიურის დასწრება შიგნით და აღჭურვოს საკუთარი თავი საზოგადოების მსახურებისთვის უნარითა და ცოდნით. როდესაც სათნოებები ფესვგადგმულია გულში, ყოველი არსება ანათებს სრული დიდებით. ცხოვრება კარგი ხასიათის გარეშე არის საკურთხეველი სინათლის გარეშე, გაყალბებული მონეტა, და ფრანი გაწყვეტილი ძაფით.
– თავი 18, ვიდია ვაჰინი.
23.04.20.
ღმერთი დამსწრეა ყველაში ის ცხოვრობს ყველა გულში. ამგვარად არ შემოფარგლოთ ღმერთი ტაძარში, მეჩეთში ან ეკლესიაში. სადაც ადამიანის არსებაა, იქ არის ღმერთი. ღმერთი იღებს ადამიანის ფორმას (დაივან მანუშა რუპენა). როცა თქვენ ივიწყებთ და არ აცნობიერებთ ამ მნიშვნელოვან ფაქტს, თქვენ თავს აძლევთ სხვების კრიტიკის ნებას. თქვენ ვის აკრიტიკებთ? თქვენ ვის აღმერთებთ? იკითხეთ თქვენთვის. ღმერთი დამსწრეა ყველაფერში. თუ თქვენ აკრიტიკებთ სხვებს, თქვენ აკრიტიკებთ ღმერთს. ვისაც კი თქვენ მიემშვიდობებით, ეს აღწევს ღმერთს (სარვა ჯივა ნამასკარამ კეშავამ პრათი გაკჩათი) და ვისაც კი თქვენ შეურაცხყოფთ ან დასცინით, ეს ასევე აღწევს ღმერთს (სარვა ჯივა ტირასკარამ კეშავამ პრათი გაკჩათი)! სწორედ ამ მომენტიდან, დაიწყეთ ახალი ცხოვრება, უარი თქვით ცუდ აზრებსა და ბოროტ თვისებებზე. გაასუფთავეთ თქვენი გული. გიყვარდეთ ყველა, გქონდეთ რწმენა რომ ღმერთი დამსწრეა ყველაში. აღავსეთ თქვენი გული სუფთა სიყვარულით. დაე თქვენი აზრები, სიტყვები და საქმეები იყოს წმინდა. მხოლოდ მაშინ იქნება თქვენი ცხოვრება ნეტარი.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 13 აპრილი.
24.04.20.არადჰანას დღე
განვიხილოთ მნიშვნელობა სახელის “საი ბაბა”. “სა” ნიშნავს ღმრთიურს; “აი” ან “აიი” ნიშნავს დედას, ხოლო “ბაბა” ნიშნავს მამას. თქვენი ფიზიკური მშობლები ამჟღავნებენ სიყვარულს ეგოიზმის დოზით. მაგრამ საი, თქვენი ღმრთიური დედა და მამა, გაჩვენებთ სიყვარულს ან გსაყვედურობთ მხოლოდ თქვენს წასაყვანად გამარჯვებისკენ თვითრეალიზებისთვის ბრძოლაში. ამიტომ, ეს საი მოვიდა მთელი კაცობრიობის ერთ ოჯახად ძმობის კავშირით გაერთიანების უზენაესი ამოცანის შესასრულებლად. მისი ამოცანაა თითოეული არსების ათმური რეალობის დადასტურება და გაშუქება გამოსააშკარავებლად ღმრთიურის რომელიც არის საფუძველი რომელზედაც მთელი კოსმოსი ეყრდნობა. ასევე მისი ამოცანაა ყველას სწავლება აღიაროთ ერთიანი ღმრთაებრივი მემკვიდრეობა რომელიც ერთმანეთთან გაკავშირებთ, ასე რომ თქვენ შეძლოთ საკუთარი თავის დახსნა ცხოველისგან და ღმრთიურში ასვლა. მე მქონდა თქვენთვის სათქმელი ასე ბევრი რამ ჩემი ჭეშმარიტების შესახებ, რადგან მსურს რომ თქვენ ამაზე იფიქროთ და ამისგან მიიღოთ სიხარული. მე მსურს რომ თქვენ იყოთ შთაგონებული დაიცვათ ჩემს მიერ მითითებული დისციპლინები და პროგრესირდეთ თვითრეალიზების მიზნისკენ, რეალიზებისკენ საის რომელიც კაშკაშებს თქვენს გულებში.
– ღმერთის საუბარი, 1974 წლის 14 იანვარი.
25.04.20.
სიყვარული ღმრთიურია. გიყვარდეთ ყველა, გაუზიარეთ თქვენი სიყვარული მათაც კი ვისაც სიყვარული არ აქვს. სუფთა სიყვარული ჰგავს საზღვაო კომპასს. სადაც გინდა იყოს ის, ის მიანიშნებს ღმერთისკენ! თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ყველა მოქმედებაში გამოამჟღავნეთ უანგარო სიყვარული. ამისგან წარმოიშობა ღმრთიურება! ეს არის ღმერთის რეალიზების უადვილესი გზა. მაგრამ რატომ არ იღებს მას ხალხი? ეს არის იმიტომ რომ ადამიანები შეპყრობილნი არიან მცდარი წარმოდგენით ღმერთის განცდის საშუალებებთან დაკავშრებით. ისინი თვლიან ღმერთს როგორც ვინმე შორეულ არსებას მიღწევადს მხოლოდ რთული სულიერი პრაქტიკებით. ღმერთი არის ყველგან. საჭირო არ არის ღმერთის სადმე ძებნა. ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ არის ღმრთაებრივი არსების გაცხადება. ყველა ადამიანი ვისაც თქვენ ხედავთ არის ღმრთიურის ფორმა. შეასწორეთ თქვენი დეფექტური ხედვა და თქვენ განცდით ღმერთს ყველაფერში. ისაუბრეთ სიყვარულით, იმოქმედეთ სიყვარულით, იფიქრეთ სიყვარულით და გააკეთეთ ყველა მოქმედება სიყვარულით სავსე გულით. გაიგეთ რომ ღმრთიური სიყვარულის გზა არის უადვილესი, უტკბილესი და ყველაზე უსაფრთხო გზა ღმერთისკენ!
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 5 ივლისი.
26.04.20.
რამას გული სავსე იყო თანაგრძნობით; მან თავშესაფარი მისცა ყველას ვინც მასში შეაფარა თავი და დანებდა მას. მან თავშესაფარი მისცა რავანას ძმას და ისე ეპყრობოდა მას როგორც საკუთარ ძმა ლაქშმანას. რამამ განაცხადა, ”თუ ვინმე ერთხელ იტყვის, მე შენი ვარ, ის არის ჩემი სამუდამოდ”! რამა ცხოვრობდა უბიწოდ და ასწავლიდა უბიწო მოქმედებას (დჰარმას) თავისი ყოველი მოქმედების საშუალებით და დანერგა დჰარმა პრაქტიკასა და მცნებაში. ის ახალისებდა და იცავდა კეთილ ადამიანებს (სადჰუთ). მან მათ მოაშრა ტკივილები, მიიზიდა ისინი თავისკენ და მათი ცხოვრება სრულდებოდა მისი წყალობით. ის არ აღიარებდა მაღალის და დაბალის განსხვავებას. ის იყო ყველა წერილების (სასთრების) მასწავლებელი და იცოდა ყველა ვედა. რამამ მრავალფეროვანი მოქმედებებითა და მაგალითებით გარდაქმნა მსოფლიო უბიწოების სამეფოდ. სიყვარული, სილამაზე და სათნოება ასხივებდა მისგან და ვრცელდებოდა ყველაფერზე. ყველა ოჯახის უფროსისთვის, რამა არის იდეალი. მისი მოსვლა იყო სულიერი ფასეულობების აღსადგენად და სამყაროს ზნეობრივი უბედურებისგან გადასარჩენად!
– ბჰაგავატა ვაჰინი, თავი 33.
27.04.20.
მოკშა ნიშნავს განთავისუფლებას. ყოველი ცოცხალი არსება ძალაუნებურად არის განთავისუფლების ასპირანტი (მუმუკშუ), უარის თქმის მოპრაქტიკე. ყველა უნდა იყოს განდგომილი (თიაგი), გამოცდილი განცალკევებაში. ეს არის საბოლოო ჭეშმარიტება. როდესაც ჩვენ ვაგდებთ ჩვენს ტანს და ვტოვებთ, ჩვენ თან ერთი მუჭა მიწაც კი არ მიგვაქვს. როდესაც ჩვენ არ ვსწავლობთ უარის თქმას, სიკვდილით ბუნება გვასწავლის ამ დიდ ჭეშმარიტებას, განჯაჭვულობისა და უარის თქმის საჭიროების და ღირებულების შესახებ. ასე რომ კარგია გაკვეთილის სწავლა სწორედ ამის მოხდენამდე. ის ვინც ამ ჭეშმარიტებას სწავლობს და პრაქტიკებს ნამდვილად კურთხეულია. განჯაჭვულობა არის მეორე ძვირფასი სათნოება რასაც სულიერი სწავლება (ვიდია) გადასცემს (პირველი ეს არის სიამაყისა და ეგოთიზმის არქონა). დაცალეთ ქოთანი წყალისგან რაც მას ავსებს, და ცა რასაც ხედავდით ქოთანში როგორც გამოსახულებას ან ჩრდილს, წყალთან ერთად იკარგება. მაგრამ ნამდვილი ცა შედის ქოთანში. ასევე, როდესაც ის რაც არ არის ათმა არის უარყოფილი, ათმა რჩება და განთავისუფლება მიიღწევა.
– ვიდია ვაჰინი, თავი 4.
28.04.20.
მრავალი ადამიანი განმარტავს რომ თვითაღკვეთა ნიშნავს ან ფულის და მიწის გაცემას მოწყალებად ან რიტუალების შესრულებას ან მსხვერპლებს (იაჯნას ან იაგას), ან უარის თქმას ოჯახურ კერაზე, სახლზე, მეუღლეზე და შვილებზე და ტყეში გადასვლას. მაგრამ თვითაღკვეთა არ ნიშნავს ჭკუანაკლებობის ასეთ ჟესტებს. მათზე არც ისე რთულია უარის თქმა როგორც ისინი თვლიან. ნამდვილი თვითაღკვეთა არის უარის თქმა სურვილებზე. ეს არის ადამიანის არსებობის რეალური მიზანი, მისი ყველა ძალისხმევის მიზანი. ეს გულისხმობს უარის თქმას ვნებაზე, ბრაზზე, სიხარბეზე, სიძულვილზე და ა.შ. ფუნდამენტური თვითაღკვეთა უნდა იყოს ეს სურვილი. სხვა გრძნობები და ემოციები არის მისი თანმხლები რეაქციები. სურვილი გულისხმობს არსებობას ვნების, რისხვის, სიხარბის და ა.შ. ეს უკანასკნელები არის ნამდვილი ჭიშკრები ჯოჯოხეთისკენ. შური არის ურდული, და სიამაყე გასაღები. გახსენით და ასწიეთ ურდული და თქვენ შეძლებთ შესვლას შიგნით.
– ვიდია ვაჰინი, თავი 4.
29.04.20.
გაბრაზება წაბილწავს მოპოვებულ სიბრძნეს. მოუთოკავი სურვილი წაბილწავს ყველა მოქმედებას. სიხარბე გაანადგურებს ერთგულებას და მიძღვნას. ბრაზი, სურვილი და სიხარბე ძირსგამოუთხრის მოქმედებებს, სულიერ სიბრძნეს და ერთგულებას და გაათავხედებს ადამიანს. მაგრამ ბრაზის ძირითადი მიზეზი არის სურვილი, და სურვილი არის უმეცრების შედეგი. უმეცრება არის ცხოველის (პასუს) დამახასიათებელი ნიშანი. ცხოველი არის იგი რასაც გარეგანი ხედვა აქვს და იღებს მას რასაც გარეგანი ხედვა გადასცემს. შინაგანი ხედვა წაიყვანს პიროვნებას ყველა ცოცხალი არსების უფალ პასუპათისკენ. ის ვისაც დაძლეული არ აქვს გრძნობები არის ცხოველი. ცხოველი იბადება ხარიხებით რომელებიც შეუძლებელია თავიდან მოშრებული იყოს ასე ადვილად. მას არ აქვს მიცემული რჩევების მნიშნელობის გაგების უნარი. მაგრამ ადამიანები შეიძლება განათლდნენ უკეთესი მეთოდებით. აქედან გამომდინარეა გადმოცემა წმინდა წერილებში, „ყველა ცოცხალი არსებისთვის, ადამიანად დაბადება არის იშვიათი მიღწევა.“ ადამიანები არიან მართლაც ყველაზე ბედნიერი და ყველაზე წმინდა ცხოველთა შორის, რადგან მათი თანდაყოლილი თვისებები შეიძლება ამაღლდეს.
– ვიდია ვაჰინი, თავი 4.
30.04.20.
სურვილი ამრავლებს სურვილებს. სურვილები ქმნის დაბადებას და სიკვდილს. შემდეგი დაბადება არის ამ ცხოვრებაში შეუსრულებელი სურვილების შედეგი! მათ ვისაც მატერიალური საგნებისადმი სურვილის არავითარი კვალი არ აქვთ, შეუძლიათ ათმური რეალობის ცნობიერების მიღწევა. სინამდვილეში, სურვილი ღმერთის შეცნობის, ღმერთის შეყვარების და ღმერთის მიერ შეყვარებულად ყოფნის არ ზღუდავს. როდესაც ღმერთის ცნობიერება ცისკროვნდება მის სრულ ბრწყინვალებაში, ამ გაცნობიერების ალში ყოველი ამსოფლიური, გრძნობითი სურვილი მცირდება ფერფლამდე. ინდივიდუალური მე შეტრიალდება უნივერსალური მესკენ როგორც კი სურვილი წავა დასასრულისკენ და მე დატკბება უზენაესი მშვიდობით (პარამა შანტით). მემ უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი კონტაქტი არა-მესთან, რათა მან შეძლოს უკვდავების გამომუშავება. თქვენ ხართ აზრების გროვა. თქვენი აზრები ასრულებს მნიშვნელოვან როლს თქვენი ცხოვრების ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, დააკვირდით თქვენს აზრებს და სიფრთხილით მიემშვიდობეთ მხოლოდ კარგ აზრებს! სულიერი სწავლება (ვიდია) ასტაბილურებს კარგ აზრებს ჭკუაში და ამით მაღლდება უზენაესი რეალობის ცოდნის (ათმა-ვიდიას) სტატუსამდე.
– ვიდია ვაჰინი, თავი 5.
სატია საი ბაბა