უკან: პროლოგი
დიდი ხნის უკან, როცა დრო ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, უფალმა ღმერთმა, შექმნა რა დედამიწა, გამოყო თავისგან სხივი, და მიწის გლობუსზე ის გაიფანტა აღურიცხავ ნაპერწკლად, რომლებიც არიან თავის მამასთან ერთარსება.
ეს ნაპერწკლები – სულიერი ჭეშმარიტების მონადები – გახდნენ ჩანასახები ბუნებაში თითოეული ინდივიდუალური არსებობისთვის: მინერალური, მცენარეული, ცხოველური.
“მამავ ჩვენო, რა არის მონადა და მას რა კავშირი აქვს ატომთან?”
“არანაირი, შვილო, არანაირი. არც ატომთან, არც მოლეკულასთან, როგორც ეს არსებობს დღევანდელ სამეცნიერო წარმოდგენაში.
ის შედარებადია მხოლოდ ღმერთის ცეცხლისა და სინათლის ურღვევ ვარსკვლავთან, ძირსჩამოგდებულთან ჩვენს დედამიწაზე. და ეს სინათლე არის ათმა”.
და აი ახლად დაბადებული მონადები იწყებენ თავიანთ საკუთარ მოგზაურობას სამყაროში, იკრავენ მატერიალურ სამოსელს, ასულიერებენ რიგრიგობით ბუნების ყველა სამეფოს – მინერალურს, მცენარეულს და ცხოველურს და ბოლოს აღწევენ ადამიანის სტადიას.
ენით წარმოუთქმელი დროის უფსკრულში
ევოლუციის რიგში პირველი გახდა ადამიანი…
და თქვა დედამიწამ
“ბრწყინვალების აღფრთოვანების მფლობელო! ჩემი სახლი ცარიელია.
წარმოგზავნე შვილები შენი დაასახლონ ეს ბორბლი, დედამიწა”.
და ადამიანის შექმნის დავალება ბრამასგან დაეკისრათ შემოქმედ გონიერ არსებებს.
“და ჩამოვიდნენ მფლობელები, ცხოველქმედების სულით მისწრაფებულები, და მონადის ადამიანები შემოსეს ასტრალური სხეულებით, მბრძანებლის ნებით გახდნენ პირველი ადამიანის შემქმნელები”.
მათ მისცეს სიცოცხლე სხეულიან ადამიანს, ადამიანი მონადები შემოსეს თავისი ასტრალური სხეულით. და დედამიწამ ამ სახის მიხედვით დაიწყო მისი ფიზიკური გარსაცმის აშენება.
ასე დაიბადა ადამიანის ევოლუციის პირველი ნაკადი.
ასე შეიქმნა პირველი ადამიანი,
ადამი ნეშტისგან
“უფალმა შექმნა (მოავლინა) ადამიანი თავის მსგავსებით,
ღმერთის ნიმუშით შექმნა მან ის”.
“და, მამავ, ეს ყველაფერი წარმოდგება მხოლოდ გასართობ ზღაპრად – შეიძლებოდა ასე მომხდარიყო?”
“ასე, რომ დატკბი შვილო ზღაპრით. და უსმინე წყნარ ხმას შენს შიგნით – ის შენ გაგიხსნის ჭეშმარიტებას”.
“ადამიანი – ეს არის ღმრთიურების ნაპერწკალი. ის თავის
საწყისს იღებს ათმას პრინციპიდან.
უფალმა კრ’შნამ გამოაცხადა:
“მარადი ათმა ყველა ქმნილებაში – ეს არის ჩემი არსების
ნაწილი”.
არასდროს არ დაივიწყოთ ათმას შესახებ, რომლისგანაც თქვენ
მოგაქვთ თქვენი წარმომავლობა, ირწმუნეთ მასში და თაყვანი
ეცით მას.
მოექეცით ათმას, როგორც თქვენი სიცოცხლის
საფუძველს”.
ბაბა
დააბიჯა რა ადამიანმა დედამიწაზე, ის შევიდა ევოლუციის ციკლში:
სულიერსა და ფსიქიკურში – უმაღლესიდან ყველაზე უმდაბლესამდე;
და
გონებრივსა და ფიზიკურში – მარტივი და ერთგვაროვნიდან რთულ და
სხვადასხვაგვაროვნამდე.
და უკან.
ამ გაორებულ, ორი ურთიერთსაწინააღმდეგო
მიმართულების ევოლუციას,
შვიდი რასის გავლით ადამიანი
მიჰყავს მისი ციკლური მოგზაურობის დასაწყისიდან დასასრულამდე.
ასეთია ღმერთის კანონი.
“მამავ ჩვენო, თვითონ ღმერთი სადღა არის?”
“შვილო, აღმოსავლეთში ამბობენ, რომ ის არის წმინდა საბინადროში – ვაიკუნთჰაში”.
სვამი მოგვითხრობს
ერთხელ დიდად მეცნიერი პანდიტი დურბარ ჰოლში სიტყვას ამბობდა მაჰარაჯას და მისი შინამოსამსახურეების წინაშე. ის მრავალფეროვნად აღწერდა, ღმერთმა როცა ყური მოჰკრა ტანჯული სპილოს მოხმობას დახმარების შესახებ, რომელიც ხორთუმით დაიჭირა საშინელმა ნიანგმა, როგორ გაემართა ის აჩქარებით მისკენ გადასარჩენად ზეცანთგან, ვაიკუნთჰიდან, ისე რომ არც კი გაჩერებულა, რათა აეღო იარაღი.
მოულოდნელად მაჰარაჯამ მას შეაწყვეტინა თხრობა შეკითხვით: “მითხარი პანდიტო, რამდენად შორს არის ვაიკუნთჰა?”
მეცნიერმა პანდიტმა არ იცოდა მანძილი ზეცანთამდე. და არც სხვა მეცნიერებმა სასახლეში არ იცოდნენ.
მაგრამ აქ მსახურმა, რომელიც ტახტის უკან იდგა, მეფეს უნიავებდა, შესთავაზა გაეცა პასუხი, თუ მას აპატიებენ კადნიერებას.
პანდიტი აღშფოთებული იყო მისი თავხედობით. მაგრამ მეფემ ნება დართო მსახურს ეთქვა.
და მან თქვა: “თქვენო უდიდებულესობავ! ვაიკუნთჰა არის იმ მანძილზე, საიდანაც შეიძლება სპილოს ყვირილის გაგება”.
დიახ, როცა ერთგულის ტანჯული გულიდან ამოიტყორცნება ყვირილი ან ძახილი, უფალი ყოველთვის იქ არის, სადაც შეიძლება მიაღწიოს ერთგულის ხმამ. ის ყოველთვის სადარაჯოზეა. მისი რეზიდენცია ვაიკუნთჰა არის, დახმარების შესახებ, მწუხრით დადაღული ყოველი გულის მოწოდების, სმენადობის ფარგლებში.
ეს გაუნათლებელი მსახური ერთ გაელვებაში ჩაწვდა ღმერთის ყველგანარსებას და ღრმა თანამგრძნობელობას.
ადამი ნეშტისგან – პირველი კაცობრიობა, მფლობელი მანათობელი, თითქმის უსხეულო ფორმის, სულიერი და უგუნური, იწყებს მოძრაობას განვითარების დაღმავალ კიბეზე, და მისი სული თანდათანობით იძირება მატერიალურობაში. ასტრალური სხეულის ზემოდან შენდება ფიზიკური ფორმა, რათა ტრანსფორმირებისა და ევოლუციის ამ საიდუმლო პროცესში ჩამოყალიბდეს მეორე რასა – უძვლებო, გიგანტური, ეთერ-ფიზიკური და ფსიქო-სულიერი ადამიანებისა.
“გიგანტები, გამჭვირვალე, მუნჯები და სასწაულებრივი
იყვნენ ისინი”.
საქმე დიდხანს კეთდება – თითქმის 25 მილიონი წელი გავიდა იმ დროიდან.
და თანამედროვე კუნთებიანი ადამიანი უკვე უძლურია წარმოიდგინოს, რომ ოდესღაც ის იყო სწორედ იმად, რაც არის უბრალო ამება – “ორგანიზმი ორგანოების გარეშე” სრულიად ერთგვაროვანი სუბსტანცია, რომელსაც ჰქონდა ადამიანის მხოლოდ გარეგანი, არამკვეთრი ფორმა.
და უნარი არ აქვს დაიჯეროს, რომ ის შექმნილია ღმერთის წყალობითა და თავისი უსხეულო წინამშობლებისგან, რომლებიც თავის მამაზე მხოლოდ რამდენიმე საფეხურით დაბლა დგანან.
“უთვალავი ეონების უკან თქვენ იყავით ნაწილი ერთიანი ყოვლისშემძლე ღმერთის. მაგრამ თქვენ გამოცალკევდით მისგან და იქეცით ატომურ სიცოცხლედ, ჩაძირულად უმეცრების სიბნელეში.
მას შემდეგ თქვენ იღებდით მიკროსკოპულიდან მაკროსკოპულამდე ზომის სხეულების აღურიცხავ სიმრავლეს, გაიარეთ მცენარეული და ცხოველური არსებობა, და ბოლოს, დაიბადეთ როგორც ადამიანი”.
ბაბა
აუჩქარებლად გადიოდა საუკუნეები, ახალგაზრდა დრო მატერიასთან თამაშით, ქმნიდა დედამიწაზე ახალ სიცოცხლეს. და მთელი რიგი სასწაულებრივი გარდასახვის შემდეგ სამყაროს უკვე ძვლებიან სხეულში მოუვლინა მესამე რასა – ადამიანისა, აღჭურვილი ღმრთიური ძალებით და მენტალური მხედველობის ფლობით.
როგორც კი მენტალური თვალი გაიხსნა შეცნობისათვის, მესამე, ლემურიელების, რასამ იგრძნო თავისი ერთიანობა ყველგანარსებასთან, მიუღწევად და ყველასთვის უხილავ, ერთიან სრულიად სამყაროს ღმრთაებასთან.
არც ლემურიელებს, არც მათ შთამომავალ ლემურო-ატლანტებს არ ჰქონდათ რელიგია, რადაგან მათ არ იცოდნენ დოგმები და არ ჰქონდათ დარწმუნებები, დაფუძნებული რწმენაზე. მათთვის უცნობი იყო ფუმფულა მორთულობები, სავსე ბრწყინვალებითა და ოქროთი, მიმართული გარე თაყვანისცემაზე.
მაგრამ თავის სულში ახალგაზრდა კაცობრიობა, გრძნობდა რა ერთობას თვით უფალთან, მის წინაშე განიცდიდა კეთილმოსურნეობის გრძნობას – იმის მსგავსს, რასაც გამოხატავს ბავშვი საყვარელი მამის მიმართ. და ადრეული ლემურიელებიც კი, თავიანთი შეგნებული ცხოვრების დასაწყისიდანვე გაერთიანებული იყვნენ ერთიანი ღმერთის შინაგანი თაყვანისცემით. და ეს იყო ჭეშმარიტი რელიგია და ნამდვილი სულიერება.
ეს იყო ადამიანის ბავშვობა, რომელიც მიედინებოდა ნათელ სულებს შორის, რომლებიც გარსშემოერტყნენ ადამიანებს თავიანთი მზრუნველობით, და ადამიანები შეიმეცნებდნენ თავისში შინაგან ღმერთს, იმ გაგებით, რომ თითოეული მათგანი ბუნებით არის
ღმერთკაცი.
იდგა მშვენიერი მზიანი დღე. კარტოფილის მწკრივებს შორის ნელა მიდიოდა ბავშვი. მის სულში ანათებდა მზე, რომელიც მასში ბადებდა სიხარულს და სიყვარულს. და ის ეამბორებოდა აყვავებულ ბუჩქებს, და მისი გრძნობები დაუოკებლად ცდილობდა გამოხატვას მის მშვენიერ მშობლიურ ენაზე, მაგრამ მას ახსოვდა, რომ მას არ ახსოვს ის, და ის რომლითაც ის აქ, მიწაზე, ლაპარაკობდა იყო ზედმეტად უხეში და არამელოდიური.
და ბავშვი მოფერებით ეხებოდა ყვავილებს, ნაზად ექცეოდა მათ, თითქოს ისე როგორც მშობლიური მეტყველებით, უცხო ყურისთვის ეს ყველაფერი იქნებოდა აბრაკადაბრას არსი.
უეცრად ბავშვი ადგილზე გაშეშდა – მან გაიგონა ხმა. შინაგანი ხმა, რომელმაც მას უთხრა: “შენ ხარ მზის შვილი. შენში მოთავსებულია ვეებერთელა ძალები”.
“რა თქმა უნდა, მზის შვილი”, – გაიფიქრა პასუხად ბავშვმა – “მე ხომ მზის გარეშე ვერ ვიცოცხლებ”.
და მან გააგრძელა თავისი საუბარი გარე სამყაროსთან,
მაგრამ ეს ორი ფრაზა დარჩა მის მეხსიერებაში
მთელი სიცოცხლის განმავლობაში
“შინაგანი ხმა, ანთჰარ ვანი, – ეს არის ღმერთის ხმა.
სხეული არის ღმერთის ტაძარი. ღმერთი იმყოფება თითოეულ ადამიანში, მიუხედავად იმისა აღიარებს თუ არა ამას სხეულის პატრონი. სწორედ ღმერთი აღგაგზნებთ თქვენ კარგი ქმედებების შესრულებაზე და გიცავთ ცუდისგან.
ისმინეთ მისი ხმა, დაემორჩილეთ მას,
და თქვენ აგცდებათ ყველა გასაჭირი “.
ბაბა
ჩემო ძვირფასებო, შეიძლება გახსოვთ არაკი, რომელიც
მოგვითხრო სვამიმ ორი სახის ცოდნის შესახებ?!
ერთხელ ბრძენი ნარადა მივიდა ბრამასთან, რათა მისგან მიეღო ზიარება.
ბრამამ უბრძანა მას მისულიყო მეორე დღეს.
მეორე დღეს ბრძენი ბრამასთან მივიდა წიგნების დიდი დასტით.
შემქმნელმა ჰკითხა, რისთვის მიიტანა მან წიგნები, რაზეც ნარადამ უპასუხა – მას უნდოდა ეჩვენებინა ბრამასთვის ყველაფერი, რაც უკვე შეიცნო.
ბრამამ გაიცინა და უთხრა : “ნარადა შენ ძალიან ბრიყვი ადამიანი ხარ. არსებობს ცოდნის ორი სახე: ერთი – ემპირიული, ანუ წიგნიერი, ისეთი, როგორიცაა ისტორია, გეოგრაფია, ასტროლოგია და ქიმია.
მეორეს ეწოდება ტრანსცენდენტული, ანუ სულიერი ცოდნა.
შენ როგორი ცოდნისთვის მოხვედი ჩემთან?”
ბრძენმა უპასუხა, რომ ის მივიდა სულიერი ცოდნისთვის.
მაშინ ბრამამ უთხრა: “სულიერი ცოდნა შეუძლებელია მიღებული იქნეს წიგნებიდან. შენ ის უნდა შეიძინო შენი საკუთარი განცდით”.
ნარადამ ჰკითხა, მას როგორ შეუძლია ასეთი განცდის მიღება.
რაზეც ბრამამ უპასუხა: “უბრალოდ დაჯექი მდუმარებაში და დაივიწყე ყველაფერი, რაც შენ ისწავლე”.
ალბათ, ჩვენც გვმართებს გადავერთოთ და ვცადოთ დავინახოთ
ძველ ცოდნაში მისი ახალი, სულიერი აზრი!
იოგას ფილოსოფიის თანახმად ადამიანში მოქმედი არის
სამი ძირითადი ძალა:
სასიცოცხლო ძალა, პრანა შაკთი;
მენტალური, გონებრივი, ძალა, ჩიტა შაკთი,
და სულიერი ძალა, ათმა შაკთი.
ეს სამი ენერგია მართავს ჩვენი სხეულის ყველა ორგანოს და ქსოვილს ნადი-ს ანუ ენერგიის მდინარეების მეშვეობით.
ჩვენს სხეულში არის 72 ათასზე მეტი ნადი, მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სამი – ესენია
იდა, პინგალა და სუშუმნა ნადი.
იდა-არის ნეგატიური,
ანუ ცივი ხაზი.
მას მოაქვს მთვარის ენერგია, ანუ მენტალური ძალა, და მოედინება ჩვენი სხეულის მარცხენა მხარეზე. პრანას ნაკადი იდა-ნადში სწორდება მარცხენა ნესტოთი სუნთქვით.
პინგალა ნადი – არის დადებითი, ანუ ცხელი ხაზი. მას მოაქვს მზის ენერგია და მოედინება სხეულის მარჯვენა მხარეს.
პრანას ნაკადი პინგალაში
სწორდება მარჯვენა
ნესტოთი სუნთქვით
სუშუმნა ნადის
შეიძლება ეწოდოს
ნეიტრალური
ხაზი. მას მოაქვს კუნდალინის სულიერი ენერგია და მოედინება ხერხემლის
ყველაზე წმინდა შუაგულში.
კუნდალინი არის სინონიმი
კოსმოსური პრანის, და მძინარე კუნდალინის გაღვიძებით, ჩვენ ვერთდებით
კოსმოსის ენერგიასთან
იმ დროს, როცა სუშუმნაში ენერგიის ნაკადი მიედინება პირდაპირ და არ გადაიხრება,
იდასა და პინგალაში ის გაივლის სრულიად სხვაგვარად – ნაკადები გარს უვლის ხერხემლის ბოძს მარცხნიდან და მარჯვნიდან, ურთიერთ საწინააღმდეგო მიმართულებით და
სიმეტრიულად, და, სხვადასხვა წერტილებში ერთი-მეორის გადაკვეთისას, მომენტზე იხსნება სუშუმნაში. იდის, პინგალისა და სუშუმნის შეერთების ყოველ ასეთ წერტილში არსებობს ენერგიის წრებრუნვა. ამ ენერგეტიკულ ბორბლებს ეწოდება “ჩაკრები”.
ჩაკრები თავისით წარმოადგენს ენერგიის საწყობებს, რომლებისგანაც პრანა ნაწილდება სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მცირე ნადების ან ნერვების არხების მეშვეობით.
ტრადიციის თანახმად
არსებობს რვა ჩაკრა
1. მულადჰარა ჩაკრა – ეს არის ყველაზე დაბალი ჩაკრა; ის არის კუდუსუნზე და არის მძინარე კუნდალინის ადგილსამყოფელი.
2. სვადჰისთანა ჩაკრა – ეს არის ბაზისი, რომლის მეშვეობითაც ადამიანების უმეტესობა თავს გამოხატავს სამყაროში. ის არის მუცლის ღრუში.
3. მანიპურა ჩაკრა – ეს არის ცენტრი, სადაც გროვდება ვიტალური, სასიცოცხლო, ენერგია, – ის არის მზის წნულში.
4. ანაჰატა ჩაკრა – ეს არის ურღვევი ხმის ცენტრი, რომელიც არის გულის წნულში. სამმაგი წერტილი განლაგებულია გულის დონეზე.
5. ვიშუდჰა ჩაკრა – ცნობილია, როგორც განწმენდის ცენტრი და განლაგებული არის ყელზე ჩაღრმავების უკან. მისი სამმაგი წერტილი არის ყელის საყრდენი, პატარა ჩაღრმავების ადგილზე.
6. აჯნა ჩაკრა – სიტყვა “აჯნა” ნიშნავს
“ბრძანებას”. ამიტომ აჯნა ჩაკრა არის ბრძანებების ცენტრი,
რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვიღებთ ინსტრუქციებს შინაგანი და გარეგანი მასწავლებლისგან. ის ცნობილია აგრეთვე, როგორც მესამე თვალი ანუ ინტუიციის ცენტრი. სამმაგი წერტილი განლაგებული არის წარბების შუაში. იდა, პინგალა და სუშუმნა ერწყმება ამ წერტილში და აქედან როგორც ერთიანი არხი გამოდის მწვერვალზე საჰასრარასთან.
7. ბინდუ ჩაკრა – კუნდალინი იოგაში განიხილება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩაკრა. ეს არის წერტილი, სადაც ერთიანი პირველად ყოფს თავის თავს სიმრავლედ, არის ფსიქიური და მისტიური განცდის ადგილი. ის კვებავს სხეულის მთელ ოპტიკურ სისტემას და განლაგებულია თავის უკანა ზედა ნაწილზე, სადაც ინდოელი ბრამინები ტრადიციულად ატარებენ თმის კონას.
8. საჰასრარა ჩაკრა – ეს არის ღმრთიური
მრავალფურცლიანი ლოტოსი და ყველაზე წმინდა ჩაკრა. ფიზიკურ სხეულში ის განთავსებულია თავის კინკრიხოზე. მედიტირებისას საჰასრარა ვიზუალირდება როგორც ათასფურცლოვანი ლოტოსი, რომელიც აღწევს თითოეულ ნერვსა და ძარღვს სხეულში. საჰასრარა არის საბოლოო კულმინაციური წერტილი მაღლა აწევადი
კუნდალინისა. ეს არის შივას, პურუშას ან უმაღლესი
ცნობიერების საბინადრო. როცა კუნდალინი იწევს საჰასრარასკენ,
ხდება დიდი გაღვიძება და იხსნება ცნობიერების
ახალი განზომილებები.
რამდენიმე წლის უკან თავის გამოსვლაში ბაბა შეეხო მედიტირების საკითხს. მან მოყვა იდას და პინგალას შესახებ და ურჩია
თითოეულს
დაეჭირა თავისი ცნობიერება მესამე თვალზე.
ის მღეროდა და ხსნიდა ბჰაჯანის მნიშვნელობას, რომელსაც ოდესღაც
მღეროდა წმინდა მირა:
“განგა და იაჯუნა, არის ინდოეთის ორი წმინდა მდინარე” – სვამიმ თქვა, რომ ეს ეკუთვნის იდას და პინგალას. მათი შერთვის წერტილი არის მესამე თვალი.
და ამ ბჰაჯანში, თქვა ბაბამ, მირა გადატანითი მნიშვნელობით მოუწოდებს ჭკუას მოვიდეს და ჩასახლდეს მესამე თვალის წერტილში. მას თვითონ თავისი შემეცნება ყოველთვის იქ ეჭირა, და ამის შედეგად მისი ჭკუა მუდმივად იმყოფებოდა ღმერთის თანდასწრებაში.
“ღმერთის ხმის გაგონების უნარი განუყოფლად არის დაკავშირებული აჯნა-ჩაკრასთან, რომლის ფოკუსიც არის მესამე თვალის ადგილში, სხვაგვარად რომ ვთქვათ – ცენტრში წარბებს შორის.
როცა აჯნა-ჩაკრა გაღვიძებულია, და მისკენ მაღლა იწევს კუნდალინის ენერგია, შესაძლებელი ხდება შინაგანი ხმის, სულიერი მასწავლებლის ხმის გაგონება.
რომ გააღვიძოთ კუნდალინის ძალა და აიძულო იგი
აიწიოს აჯნა-ჩაკრასთან, თქვენ უნდა კონცენტრირდეთ მასზე.
…დახუჭეთ თვალები და იჯექით, სრული უტყვობის დაცვით.
კონცენტრირდით აჯნა-ჩაკარზე. მიიყვანეთ ეს
კონცენტრირება ძალიან მაღალ ხარისხამდე, მოწყვეტით გარეგანი
შთაბეჭდილებებისგან, გრძნობებისგან, აზრებისგან და ემოციებისგან.
მაგრამ გახსოვდეთ:
“თქვენ ვერ შეძლებთ მისი ხმის გაგონებას, იმიტომ რომ ღმერთს შეუძლია გელაპარაკოთ თქვენ, როცა თქვენ იმყოფებით მდუმარებაში. და მაშინ თქვენ დაიწყებთ ღმერთის გზავნილის შეცნობას, მართალია უფლის ხმას, როგორც ასეთს თქვენ ვერ გაიგონებთ.
მაგრამ იყავით მომთმენი და არ ელოდოთ სწრაფ შედეგებს.
საჭირო იქნება წლები სადჰანისა და თვითდისციპლინის, რათა ამას მიაღწიოთ. და თქვენი შეუპოვრობის მადლით თქვენთან მოვა წარმატება.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მე თქვენთან ვარ, თუგინდ თქვენ არაფერი გესმოდეთ. მე – ეს ხომ თქვენ ხართ, თქვენ კი – ეს მე ვარ, მაშ განა შეიძლება, რომ ჩვენს შორის არ იყოს კავშირი? უბრალოდ იფიქრეთ ამ ყველაფრის შესახებ და არასდროს მსუბუქად არ თქვათ უარი თქვენს ძალისხმევაზე”.
ბაბა
და მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადრეც ისმენდით მის ხმას, მაგრამ აღიქვამდით მას საკუთარ აზრებად და მოსაზრებებად. და ამის შეუცნობლად, ხელმძღვანელობდით მისი მითითებებით.
კაცობრიობის ისტორია, ხომ მეორდება. ჯერ კიდევ ისტორიამდელ ხანაში, მილიონობით წლის უკან, მესამე კაცობრიობის ადამიანები ნდობით ეძლეოდნენ ნათელი სულების წინამძღოლობას, და იმ “ოქროს საუკუნეში” “ღმერთები დადიოდნენ დედამიწაზე და თავისუფლად ურთიერთობდნენ მოკვდავებთან”
საის დარშანი
დამიჯერეთ მე
მე ყოველთვის დავდივარ თქვენს სახლთან,
რათა დაგეხმაროთ თქვენ, გაგამხენვოთ და მხარი
დაგიჭიროთ.
რათა გავაღვიძო თქვენში ჩემი შეცნობა.
და როცა მე ვიღებ თქვენგან გამოძახილს,
მე ვშლი ყველა რელიგიურ ტექსტებს
და თვითონ გიხსნით მათ თქვენ
იმ განსაკუთრებულ ენაზე,
რომელიც არსებობს
მხოლოდ თქვენსა და ჩემს შორის.
ლემურო ატლანტები იყვნენ ზომით გოლიათები, ცოდნა მათ მიერ მიიღწეოდა ადვილად, ვიდრე ჩვენი დროის ადამიანებისგან, და
მეცნიერება იყო მათთვის დაბადებიდან თანდაყოლილი.
მათ არ ჰქონდათ აღმოჩენისა და თავის მეხსიერებაში იმის დამაგრების საჭიროება, რაც იცოდნენ ხორცშესხმის მომენტში.
მაგრამ, თანახმად ევოლუციის მარადიული კანონისა, მათი ქსოვილები ხდებოდა სულ უფრო მკვრივი, და სულიერ სინათლეს სულ უფრო უძნელდებოდა ფიზიკური წინააღმდეგობის გადალახვა. ასე რომ ბოლოს, დრომ და მატერიის “ბლაგვობამ”, რომელშიც ისინი თანდათანობით იძირებოდნენ, დაასუსტა დაბადებამდე მათი ცოდნის ხსოვნა და ჩააქრო სულიერებისა და ღმრთიურების ნაპერწკალი.
რასის ზრდისა და გარეგანი გრძნობების მატერიალური განვითარებისას ადამიანის დაბადებიდან თანდაყოლილი შინაგანი გრძნობები ატროფირდა. ადამიანთა სულიერი ხედვა გახდა ბუნდოვანი მათი მატერიაში “ვარდნის” გამო
და როცა ატლანტების რასამ მიაღწია საშუალო ხნოვანებას, დადგა შინაგანი მხედველობის გაღვიძებისა და მისი ხელოვნური სტიმულით შეძენის დრო.
ამ დროიდან შინაგანი მხედველობა შეიძლება შეძენილი იქნეს მხოლოდ
ვარჯიშისა და ზიარების გზით,
გამორიცხვით “დაბადებიდან თანდაყოლილი, ბუნებრივი მაგების”, ანუ როგორც მათ ახლა უწოდებენ ექსტრასენსებისა და მედიუმების შემთხვევებისა.
“ადამიანს აქვს სამი თვალი – მზისგან, მთვარისგან და აგნისგან.
აგნის თვალი – შინაგანი თვალი, შეიძლება გაიხსნას იოგას დისციპლინის წყალობით.
ტილაკამი, ანუ წერტილი შუბლზე,- ეს სიმბოლოა
სიბრძნის თვალისა, შინაგანი თვალისა, სიმბოლო უნარისა
შინაგანი ხედვისკენ, მსგავსად
მესამე თვალის შივას შუბლზე.
სამთვალიან
შივას
შეუძლია დანახვა
წარსულის,
აწმყოსა და
მომავლის.
ბაბა
მესამე თვალმა, რომელიც იყო თავის უკანა ნაწილზე, დაიწყო თანდათან გაქვავება, ღრმად შევიდა თავში და ახლა დამარხულია თმების ქვეშ, გახდა უბრალოდ გირჩისებური ჯირკვალი.
მაგრამ შინაგანი ადამიანის საქმიანობისას (ტრანსებისა და ხილვების დროს) თვალი გასივდება და ფართოვდება. არჰატი ხედავს და გრძნობს მას და ამასთან დასახულად არეგულირებს თავის მოქმედებებს. მაგრამ ის, ვინც არ იცავს თავის სისუფთავეს, ვერ მიიღებს დახმარებას დევას თვალისგან.
ბავშვი ჯერ კიდევ ადრეულ წლებში წარბებს შორის ხშირად შეიგრძნობდა საოცარ და დაჟინებულ ქავილ-ღუტუნს და, შუბლის მოწმენდისას, ვერ ხვდებოდა, ეს რა შეიძლებოდა ყოფილიყო.
ის ცხოვრობდა თავის საკუთარ სამყაროში, სადაც შიდა ეკრანზე მის სიახლოვეს ყველგან იდგა მამაკაცის ფიგურა-ღრუბლისნაირი-ნაცრისფერი, უცვლელად მშვიდი და აღუშფოთებელი, რომელიც იწოდებოდა მოწმედ. და ბავშვმა იცოდა, რომ ეს მოწმე ის თვითონ არის. დროდადრო ის შთანთქმული იყო თავისი საბავშვო საქმეებით, ზოგჯერ კი “შედიოდა” მოწმეში და ღრმა სიჩუმეში აკვირდებოდა გარეთ მიმდინარე სიცოცხლეს.
საის დარშანი
ყურადღებით შემომხედეთ მე.
სხეულის ფორმის გვერდის ავლით,
ჩაიხედეთ არსში.
ჩაიხედეთ ღრმად შიგნით,
და თქვენ დაინახავთ,
რომ მე სხვა არაფერი ვარ,
თუ არა თქვენი საკუთარი ანარეკლი.
“თქვენ რა წყნარი ბავშვი გყავთ!” – გაოცდა მამას თანამშრომელი, როცა ადგილობრივ სასადილოში ისინი დიდხანს და ამაოდ ელოდნენ შეკვეთილ სადილს.
ბავშვიც, თავის მხრივ, ასევე გაოცდა: როგორ შეიძლება მოიწყინო, აქ ხომ ამდენი უცნობი და საინტერესო ადამიანი არის. ადამიანის შეხედვით ის იგებდა მის შინაგან არსს, მის ხასიათს, ტემპერამენტს, ადამიანებთან დამოკიდებულებას, იცოდა ის როგორ იმოქმედებდა სხვადასხვა სიტუაციაში – ეს იყო უშუალო, პირდაპირი ცოდნა, გამოუხატავი სიტყვებში. ისეთივე გამტაცებელი, როგორც სხვადასხვა რომანების კითხვაა.
გადიოდა წლები, ჩაიარა ყრმობამ.
და ერთხელ უხილავმა მასწავლებელმა უთხრა მას:
“შენ უკვე 18 წელი შეგისრულდა, შენ კი არ შეგიძლია იფიქრო სიტყვებით.
დაიწყე ამის შესწავლა”.
“თქვენ განსაკუთრებით უნდა იზრუნოთ თქვენს მეტყველებაზე.
ცხოველებს აქვთ რქები, მწერებს – ნესტარი, მტაცებლებს – ბრჭყალები და ეშვები. მაგრამ ადამიანს აქვს უდიდესი იარაღი – ენა.
ღმერთი გამოსხივდება გულიდან მეტყველების სახით, ამიტომ თქვენი ენა უნდა იყოს ნათელი და სუფთა.
ღმერთი მოვლინდება ჭეშმარიტების ფორმაში, ამიტომ დაე ყველაფერი, თქვენ რაც არ უნდა თქვათ თქვენი მეტყველებით, ღმერთს შეეძლოს გაამყაროს სიტყვებით: ‘და იქნება ასე!’”.
ბაბა
ადრეულმა მეოთხე რასამ განავითარა მეტყველება. და ეს არ იყო მესამე კაცობრიობის ერთშემადგენლობის ენა, არამედ აგლუტინატიური ენები (განვითარებული ენები გრამატიკული ფორმებით და წარმოებული სიტყვებით).
დრო სივრცეში მოძრაობს ციკლებით. და ამ ენითაღუწერელი ხანგრძლივობის ციკლების გავლით მოგზაურობს ყველა არსება ბუნებაში – ატომი, მსოფლიო და ადამიანი.
მესამე რასის ადამიანი, შემოსილი მატერიის გარსაცმში, საჭიროებდა გონიერ შემეცნებას, რათა მას შეძლებოდა მიმართულება მიეცა მისი შემდგომი წინსვლისთვის. და ციკლის ამ წერტილში ის ხვდება უზენაეს მფლობელებს, ძირსწარმოგზავნილებს ღმერთისგან.
ჩამოვიდნენ სიბრძნის შვილები, ცეცხლოვანი ღმერთები დედამიწაზე
და დაინახეს ფორმები გონებით დაბალი პირველი მესამედი იმ რასა – ფორმების, რომლებსაც არ ჰქონდათ ღმრთიური ცეცხლის თვითშემეცნება და თვითშეცნობა –
უმაღლესი გონებით, რომ მოეცვათ მსოფლიო.
და სიბრძნის მფლობელები, “მატერიაში ჩავარდნილი” ანგელოზები, მოძრავნი თანაგრძნობით და ევოლუციის კანონებით, ადამიანის ფორმაში ანთებენ გონების ცეცხლს, “მოაზროვნე ადამიანის”, ჰომო საპიენსის ჩასახვით.
და პირველი გრძნობა, რაც მათ გააღვიძეს სიცოცხლისა და შემოქმედებისთვის, იყო სოლიდარობის გრძნობა, გრძნობა ადამიანის ერთობისა მის სულიერ შემქმნელებთან.
“დიდი ძველი გული – როგორ ახლოსაა ის თავის უბრალოებაში ბავშვის გულთან და ქმრის გულთან მის მკაცრ სერიოზულობასთან და სიღრმესთან!..
ცანი თან სდევდნენ ადამიანს, მის დედამიწაზე ყოფნაში, გადააქცევდნენ მთელს დედამიწას ტაძრად, მიწიერ საქმეებს კი – თაყვანისცემად.
საკვირველება, მშვენიერება გარს ეკვრის ადამიანს.
მბრწყინავი არსებების ხილვები ელავს ჩვეულებრივ მზის სინათლეში…
ეს იყო სინამდვილე.
მისი არსება ცოცხლობს ყველა დროში და მთელი მარადისობიდან”.
“შემოქმედება – ეს არის ღმერთის ნების გამოხატულება. ყველაფერი წარმოიქმნა ღმერთის ნებით, და შესაბამისად, ფლობს ღმერთის თვისებებს.
შეიძლება თქვენ გქონდეთ მოლოდინი, რომ სპილოს მუცლიდან ვეფხვი დაიბადება? ან ირემი გაჩნდება ვეფხვის მუცლიდან?
ზუსტად ასევე კაცობრიობაც, წარმოქმნილი ღმერთისგან უნდა ფლობდეს მხოლოდ ღმრთიურ თვისებებს, და არა დემონურს ან ცხოველურს. ამიტომ თითოეული ადამიანის არსება დაბადებულია, რათა გამოამჟღავნოს მასში დაფარული ღმრთიურება”.
ბაბა
და ცოცხლობს იმ უხსოვარი დროიდან მითი ტიტან პრომეთეს შესახებ, როგორც უმაღლესი მეომრის სიმბოლოზე, რომ ღმერთებს მოპარა და ადამიანებს გადასცა ცეცხლი, ცეცხლი გონებისა,
რის გამოც იყო მიჯაჭვული ზევსის მიერ,
რომელიც არის არსი პირველსაწყისი მშობლების წინაპრების ალეგორიისა,
კლდესთან,
ესე იგი მატერიასთან, ხანგრძლივ საუკუნეებზე:
“გადახედეთ როგორ წვალებებში დამებედა მე მირიადი წლების სიცოცხლის გატარება!…
მე, ავბედი, ხომ
ვიტანჯები მომაკვდავთათვის კეთილნამოქმედარის გამო.
ღმრთიური ცეცხლი მე მოვიტაცე,
ცარიელი ლერწმის ლულაში დამალვით,
და ადამიანებისთვის დამრიგებლად იქცა ცეცხლი
ყველა ხელოვნებაში და დიდი გზით…
მე ხომ ისინი, მანამდე უგნურნი, ვაქციე
გონივრებად და ვასწავლე აზროვნება.
… ადრე ადამიანები
იხედებოდნენ და ვერ ხედავდნენ
ისმენდნენ და,
არ ესმოდათ,
ძილის რაღაცა ოცნებებში
მიათრევდნენ სიცოცხლეს…
ამ დანაშაულისთვის ვიხდი სასჯელს,
შებორკილი ვკიდივარ ღია ცის ქვეშ…”
(ესჰილი)
და ასე გაგრძელდება იმ დღემდე, ვიდრე პრომეთე არ გათავისუფლდება ცათაგან მისთვის დანიშნული ჰერკულესის-გადამრჩენის მიერ.
ღმერთის ძეები, ჩამოვიდნენ რა დედამიწაზე, დააჯილდოვეს ადამიანი უმაღლესი გონების ცეცხლით, გადასცეს ადამიანებს სიბრძნე და დაფარული ცოდნა.
ერთმა მათგანმა – “ყოფის წიგნის” გველმა – ადამიანებს ჩააკბეჩინა სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფი, ფაქტიურად გახდა სულიერი კაცობრიობის მამა და უფლება მისცა მიწიერ ადამიანს შეეძინა ინდივიდუალური სული (ათმა), ერთიანი სულის (პარამათმას) ანარეკლი.
ადამიანმა ასე შეიძინა თავისი უმაღლესი მე.
“ეს არის ფესვი, რომელიც არასდროს არ კვდება”.
უკვდავი სულიერი ტრიადა – ათმა, ბუდჰი, მანასა –
ათმა – ადამიანის ღმრთიური შემადგენლობა
ბუდჰი – ინტელექტი
მანასა – ჭკუა.
ეს არის სინათლე შემოსილი.
ოთხი ფითილის სამენიანი ალი
ოთხი ფითილი არსი ადამიანის შემადგენლობის ოთხი მიწიერი ნაწილის:
რომლებიც უკვე არსებობდა მესამე რასაში.
ასტრალური სხეული
ფიზიკური სხეული
პრანა – მათი შემვსებელი სასიცოცხლო პრინციპი.
და კვლავ მისთვის ნაბოძები –
კამა რუპა – ვნებებისა და სურვილების მატარებელი.
თავიდან კაცობრიობა შექმნილი იყო ღმერთის მსგავსი და სრულყოფილი.
მაგრამ, დედამიწაზე რამენაირი სულიერი და ფსიქიკური ევოლუცია შეუძლებელია მისთვის, ვინც თავის არსებაში სრულყოფილია და არ შეუძლია დააგროვოს არც დამსახურებები, არც ნაკლოვანებები. დედამიწაზე სიცოცხლის გასავლელად განსჯილი ასეთი ადამიანი, როგორც ჩაფლული მძიმე ძილში სიზმრების ხილვის გარეშე, ვერ შეძლებდა მიეღწია პირადი ძალისხმევით ბოლო მიზნისთვის და განწირული იქნებოდა მორალური და ფიზიკური სიკვდილისთვის.
და მაშინ, ღმერთის ნებით, ზეციურმა იოგებმა დააჯილდოვეს ადამიანები ადამიანური მიბმულობებით და მიზანმიმართულებებით – ადამიანმა მიიღო კამა რუპა, ეგოური სურვილების და ვნებების სხეული, თავისი მეოთხე პრინციპი.
და იმდროიდან გლეჯს პრომეთეს ღვიძლს დასჯის ძერა – ეს იმ დროიდან გლეჯს ადამიანს მარადიული ძერა დაუკმაყოფილებელი სურვილისა და სინანულის, ძერა დარდის, ტანჯვისა და მონანიების.
მონადა ვერ შეძლებს გონების სინათლის გარეშე შეიცნოს მიწიერი სამყაროს ბუნება.
“უმაღლესი ხედავს გამომჟღავნებულ სამყაროში უმდაბლესის თვალებით.
სული მატერიის დახმარების გარეშე მატერიალურ სფეროში რჩება ბრმად”.
და მაშინ მესამე რასის ადამიანი სულჩადგმული იქნა უმაღლესი არსებების მიერ – მეხუთე პრინციპმა, მანასამ, დააკავშირა მონადა ამ დედამიწასთან. მესამე რასა გახდა უკვდავი თავის ინდივიდუალობაში – თავის უმაღლეს მე-ში.
ამ მომენტისთვის დიდებულმა ადამიანის არსებამ, რომელმაც უკვე ჩაკბიჩა სიბრძნის ხის ნაყოფი, შეიცნო, რომ ბუნებით ის არის – ღმერთადამიანი, მაგრამ ასევე მიწიერი თავის ფიზიკურ თავადობაში.
და მაშინ ცხოველურმა საწყისმა, და თვით მათი დაუფლების შეცნობამ, დაიწყო დაბალი ვნებებისა და სურვილების გაბერვა.
ადამიანის თვალები და გრძნობები გაიხსნა, და შურის დემონმა დაუწყო მას წაჩურჩულება, რომ მისი ძმების ცოლები უფრო ლამაზები არიან მის ცოლებზე – ასევეც მათი ქალიშვილები.
ბნელმა ვნებებმა და ჟინმა დააბნელა ადამიანის უმაღლესი გონება, და დედამიწაზე ატყდა პირველი ომი, მოხდა პირველი სისხლისღვრა – მშვენიერი ელენების მოტაცებას ადგილი ჰქონდა ჩვენი მეხუთე რასის დაბადებამდე დიდი ხნით ადრე.
ეს იყო ბრძოლა სიცოცხლისთვის ადამიანის უმაღლეს და უმდაბლეს არსებებს შორის.
ისინი, ვინც ამ ბრძოლაში დაამარცხა უმდაბლესი პრინციპები, თავიანთი ხორცის დამშვიდებით, შეუერთდნენ სინათლის ძეებს.
სხვები, ვინც ეცემოდა თავისი დაბალი ბუნების მსხვერპლად, გახდნენ მონებად მატერიისა და ძეებად სიბნელისა.
“ადამიანები გახდნენ ღმერთები სიკეთეში და ბოროტებაში და პასუხისმგებლები ყველაფერზე” – ნების თავისუფლებისა და თავისი ტიტანური ვნებებისთვის.
ასე მოუვლინეს ევოლუციის წლის ეონებმა მსოფლიოს მიწიერი პიროვნება – პირადი ეგო – უმდაბლესი თავადობა, აღჭურვილი თავმოყვარეობით და სიცოცხლის ცხოველური სურვილით. ის შეიძინება ადამიანის სხეულის ტაძარში, რომელშიც იმყოფება ადამიანის უმაღლესი მე-ც.
მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელებმა დაბომბეს და ჩაძირეს ორთქლმავალი გემი, რომელსაც გადაჰყავდა ინდოელი სიპაები. ბევრი დაემშვიდობა სიცოცხლეს. ხუთი იმათგანი ვინც ცოცხალი დარჩა არ კარგავდა გადარჩენის იმედს, მიუხედავად მათ გარშემო ოკეანის ტალღების აზვირთებისა.
მრავალი საათის განმავლობაში ისინი ეხეთქებოდნენ ტალღებზე. და აქ ერთ-ერთ მათგანს დაეუფლა იმედგაცრუება და პანიკა: “ოკეანე ჩამყლაპავს მე. მე გავხდები ზვიგენების მსხვერპლი”. და ის წავიდა ფსკერისკენ.
სხვა სიპაიმ დაიწყო თავისი ოჯახის ხვედრის დატირება: “ოჰ! მე ვკვდები ისე, რომ ვერ უზრუნველვყავი ჩემი ახლობლების მომავალი” – მანაც ასევე დაკარგა გადარჩენის რწმენა და ამოუშვა საბოლოო სული.
მესამემ გაიფიქრა: “მე თან მაქვს ჩემი სამედიცინო პოლისი და დოკუმენტები დაზღვევაზე. რა დასანანია. მე ისინი უნდა დამეტოვებინა სახლში. ახლა რას იზამს ჩემი ცოლი? მე ხომ ვკვდები”. და ისიც მოკვდა.
ორი დანარჩენი კი ერთმანეთში მხარს უჭერდნენ რწმენას ღმერთში. ისინი ამბობდნენ: “ჩვენ არ დავნებდებით შიშს. ჩვენ დავამტკიცებთ, რომ როგორი უიმედოც არ უნდა იყოს სიტუაცია, ღმერთი აუცილებლად დაიცავს ადამიანს, თუ მას აქვს რწმენა მასში”.
სწორედ მაშინ როცა ისინი ასე ლაპარაკობდნენ, ვერტმფრენმა, გამოგზავნილმა სანაპირო დაცვის მიერ, რომელსაც მიღებული ჰქონდა უბედურების სიგნალი, ისინი შეამჩნია ტალღებში და აიყვანა ბორტზე. მიწაზე დაშვებულმა, გადარჩენილებმა განაცხადეს: “გამარჯვებასა და დამარცხებას შორის – მხოლოდ და მხოლოდ ხუთი წუთია. გამარჯვება მოიპოვება რწმენით, მის დანაკლისს მოაქვს დამარცხება და სიკვდილი”.
საის დარშანი
როცა შენ ლაპარაკობ სხვა სამყაროებზე,
შენ გეუფლება დაეჭვება.
შენ უბრალოდ აშენებ მიხვედრას.
და შენ მკითხე მე.
მე მათ შესახებ ალბათ ვიცი –
მე
თვითონ
იქიდან ვარ!
შენ რაც არ უნდა შეგემთხვეს სიცოცხლეში,
ეს ყველაფერი – ჩემი ნებაა.
არ დამისვა კითხვები იმის შესახებ,
როგორიღაა ჩემი ნება,
რადგან მე ყოველთვის ვზრუნავ შენზე.
და ასე იქნება სულ ბოლომდე.
თითოეულ პიროვნებას თავის უმაღლეს მესთან, დამრიგებელთან და მასწავლებელთან აერთებს ანტაჰკარანა – ვერცხლის ძაფი. ეს ვერცხლის ძაფი, დამკავშირებელი უმდაბლესი ჭკუისა უმაღლესთან, ეძლევა ადამიანს როგორც ერთიანი გადარჩენა, როგორც გზა ადამიანის სულისა უკვდავებისკენ.
წლებთან ერთად ღმერთის წყნარი ხმა იხშობა განსჯის მაღალი ხმით. და სულში მიილევა თავის მამასთან სიახლოვის გრძნობა.
ანტაჰკარანას ძაფი წმინდაა, მასწავლებლის ხმამ კი, შინაგანმა ხმამ, უნდა გამოაღწიოს ჩვენთან ჩვენი უმდაბლესი, პირადი ეგოს მკვრივი საფარველის გამოვლით.
მაგრამ უფალი არასდროს არ გვივიწყებს ჩვენ. ის რბილად ეხება სულის წმინდა სიმებს, – და თავის ვადაში მასში ხელახლა იღვიძებს სასწაულის არანათელი სურვილი. ადამიანი უანგარიშოდ მიილტვის ერთხელ დაკარგული ზღაპრის დასაბრუნებლად.
ადამიანს სწყურია კვლავ ისმენდეს ღმერთის ენას.
მაგრამ ის ფიქრობს კი, სახელდობრ რისი გაგება უნდა უზენაესისგან?
როცა ბაბა ჩავიდა დჰარმაკშეტრას აშრამში ბომბეიში, მან დაინახა მბურღავების ბრიგადა, რომელიც აპირებდა ჭაბურღილის გაბურღვას.
ბრიგადირმა ჰკითხა: “სვამი, ჩვენ შეგვიძლია აქ გავბურღოთ?” სვამიმ უთხრა: “დიახ, თქვენ შეგიძლიათ იქ გაბურღოთ”.
მათ მადლობა გადაუხადეს სვამის და შეუდგნენ მუშაობას.
მბურღავები რამდენიმე დღეს ღრღნიდნენ მიწაში, მაგრამ იქ წყალი არ იყო. ისინი ჩავიდნენ უფრო ღრმა ჰორიზონტებამდე, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ ყოველგვარი წარმატების გარეშე. მაშინ ბრიგადირი გაემართა სვამისთან და უთხრა მას: “ჩვენ გავბურღეთ ჭაბურღილი, მაგრამ იქ წყალი არ არის”.
ამაზე სვამიმ უპასუხა: “მე ვიცოდი, რომ იქ წყალი არ არის, მაგრამ თქვენ არ გიკითხავთ ჩემთვის, არის თუ არა იქ წყალი. თქვენ უბრალოდ დამისვით კითხვა, შეგიძლიათ თუ არა იქ გაბურღვა.”
ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებიანი იმის მიმართ, რასაც ვთხოვთ ბაბას. ის მოგვცემს ჩვენ ყველაფერს რასაც ჩვენ ვთხოვთ.
ამიტომ საჭიროა დაფიქრება ვიდრე თხოვ.
“სიტყვა ანტაჰკარანა, შინაგანი ინსტრუმენტი, გამოიყენება, როგორც ყოფით ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე სულიერ კონტექსტშიც.
როგორია მისი ფორმა, მისი ბუნება და როლი, რამდენად მნიშვნელოვანია ის და რაშია მისი დანიშნულება?
თუ ჩვენ გამოვიკვლევთ ყველა ამ საკითხს, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ ანტაჰკარანას წმინდა ფორმას თავის თავზე იღებს თვით ჭკუა, რომელსაც აქვს ოთხი ასპექტი, სახელდობრ კი:
მანასა – უმდაბლესი ჭკუა;
ბუდჰი – ინტელექტი;
ჩიტა – მეხსიერება; და
აჰამკარა – ეგო.
როცა ჭკუა შეპყრობილია აზრების ტალღებით, ის იწოდება მანასად.
როცა ის დაკავებულია გამოკვლევისა და შეცნობის პროცესით, მაშინ ის იწოდება, როგორც ბუდჰი, ინტელექტი.
როცა ის ფუნქციონირებს, როგორც მეხსიერების საცავი, მაშინ ცნობილია, როგორც ჩიტა.
თუ ის თავის თავს აიგივებს ფიზიკურ სხეულთან, რომლის საქმიანობასაც მართავს, მაშინ ის გადის აჰამკარას, ეგოს სახელწოდებით.
ჭკუა, ინტელექტი, მეხსიერება და ეგო, რომლებიც ერთად შეადგენს ანტაჰკარანას, შინაგან ინსტრუმენტს, არ აქვთ ფორმა. მაგრამ მათი შინაგანი ინსტრუმენტები – გრძნობათა ორგანოები, – რომელთა მეშვეობითაც ანტაჰკარანა აღიქვამს ფენომენალურ სამყაროს, ფლობს გარკვეულ ფორმას.
ანტაჰკარანაზე მოქმედებს რამდენიმე ტიპის ნაკლოვანება, ეს არის:
ილუზია, ცდომილება;
რისკი, საფრთხე;
სისუსტე ინსტრუმენტების; და
შური.
ეს ოთხი დეფექტი განაპირობებს ანტაჰკარანას ცუდ ფუნქციონირებას”.
ბაბა
ცდომილება, რისკი, სისუსტე და შური!
ამ დეფექტების გამო ჩვენი უმდაბლესი მე, ეგო, ჩვენი კავშირი უზენაეს მასწავლებელთან მოქმედებენ ძალიან ცუდად, ან არ მოქმედებენ საერთოდ.
და შედეგად ჩვენ საითღა მივდივართ?
კარიბჭისკენ?
მაგრამ კარიბჭისკენ სამოთხისა თუ ჯოჯოხეთის?
სვამი მოგვითხრობს:
ერთხელ მდაბიო გაჩერდა კარების წინ და ითხოვა მოწყალება. სახლში მყოფმა პატარძალმა, უბრძანა მას გასცლოდა იქაურობას.
აქ სწორედ ამ დროს ბაზრიდან დაბრუნდა დედამთილი. მან გაიგონა, რომ პატარძალი აგდებდა მდაბიოს, და გაბრაზდა: მან ეს მიიღო, როგორც მისი ძალაუფლების ფეხებქვეშ გათელვა და უარყოფაც კი ამ სახლში.
“მოიცადე ცოტა ხანს”, უბრძანა მან მდაბიოს.
მან იფიქრა, რომ ხნოვანი ქალბატონი, უნდა იყოს უფრო გულკეთილი ქალი. და იმედით დარჩა კარებთან გასაკითხის მომლოდინედ.
რამდენიმე წუთის შემდეგ დედამთილი გამოვიდა სახლიდან და უთხრა:
“წადი აქედან. მე შენ ვერაფერს მოგცემ”.
მდაბიო წაჩანჩალდა შინისკენ, ჩაბუტბუტებით: “თქვენ ეს შეგეძლოთ ჩემთვის გეთქვათ იქამდე, ვიდრე სახლში შეხვიდოდით. რა საჭირო იყო გეთხოვათ ჩემთვის მოცდა?”
რამ აიძულა დედამთილი მოქცეულიყო ასე უგუნურად?
შურის გრძნობამ და თავისი უფროსობის დამკვიდრების წყურვილმა.
ვიდრე დედამთილი და რძალი არ იცხოვრებენ ერთი გრძნობით: “მოდი ვიშრომოთ ოჯახის კეთილდღეობისთვის”, სახლში არ იქნება მშვიდობა და სიხარული.
არ იქნება მშვიდობა და სიხარული მთელს დედამიწაზე.
დამრიგებელთა მადლით, უმაღლესი ცოდნა გახდა მესამე და მეოთხე რასის ადამიანების საკუთრება.
ატლანტები, რასა მეოთხე, იყვნენ, როგორც გადმოცემები ამბობს, გოლიათები ზომით და იბადებოდნენ ნათელხილვის უნარით. მათი მხედველობა იყო შეუზღუდავი, და ისინი ჩაწვდებოდნენ ნივთებს მყისიერად. ისინი მბრძანებლობდნენ სტიქიებს, იცოდნენ ცისა და მიწის, ზღვებისა და მთელი სამყაროს საიდუმლო, და ვარსკვლავებზე კითხულობდნენ მომავალს.
ატლანტის ოკეანის შუაში კი ამოიწია ახალი კონტინენტი – მეოთხე კაცობრიობის სამშობლო, ლეგენდარული კონტინენტი ატლანტიდა. მატერიკი იყო ისეთი ფართო, რომ აზია, ევროპა და აფრიკა მასთან შედარებით ალბათ მოგეჩვენებოდათ საცოდავ კუნძულებად. მაშინ მზე ამოდიოდა არა იქ, სადაც ის ახლა ამოდის. მიწის პოლუსი და ეკლიპტიკის პოლუსი ადრე ემთხვეოდა ერთმანეთს. დედამიწაზე ყვაოდა მარადიული გაზაფხული, წელიწადი კი შედგებოდა ერთი დღისგან – ასეთი იყო დედამიწის ღერძის დახრა ეკლიპტიკასთან.
ატლანტების მეოთხე რასის განვითარება, როგორც მათი წინაპრებისაც, ხდებოდა დიდი მამების – სიბრძნის მასწავლებლების, ხელმძღვანელობით.
მათ გაუხსნეს ადამიანებს ღმრთიური ძალები, რომლებიც ადამიანს ხდიდა ერთიანს მარადარსებასთან და ყველასთვის უხილავთან.
“მათ ააშენეს უზარმაზარი ქალაქები. ისინი აშენებდნენ იშვიათი ნიადაგებისა და მეტალებისგან. ამოფრქვეული ცეცხლებიდან, მთების თეთრი ქვიდან და შავი ქვიდან, გამოკვეთდნენ თავიანთ გამოსახულებას, თავისი ზომისა და სახის მსგავსად, და ეთაყვანებოდნენ მას…
და ააშენეს მათ ტაძრები ადამიანის სხეულისთვის. მათ დაიწყეს ცოლების და ქმრების გაღმერთება.
და გაამაყდნენ: “ჩვენ ვართ – მეფეები. ჩვენ ვართ – ღმერთები”.
ასეთები იყვნენ პირველი ნამდვილი ფიზიკური ადამიანები.
და მათი დამახასიათებელი პირველი თვისება იყო სიამაყე.
უხსოვარ დროს ღმრთიურ არსებებსა და დემონებს შორის მოხდა ბრძოლა, რომელშიც გაიმარჯვეს ღმრთიურმა არსებებმა. ეს მოხდა მხოლოდ ღმერთის დახმარების წყალობით.
მაგრამ თავისი უმეცრების გამო მათ ყველა დაფნები თავისზე მიინიჭეს და იამაყეს:
“ჭეშმარიტად, ეს არის ჩვენი გამარჯვება, და ყველა დიდებაც ასევე ჩვენია”.
ამის შესახებ, რომ გაიგო მათკენ გაემართა ბრამა, რათა მათთვის მიეცა გაკვეთილი და აეძულებინა ისინი გაეგოთ თავიანთი შეზღუდულობა.
ის მოულოდნელად გაჩნდა მათ წინ გაჩაღებულ საყოველთაო ლხინში, მაგრამ მათ დაბრმავებულებს თავიანთი ეგოურობით და პატივმოყვარეობით განა შეეძლოთ მისი ცნობა?
მაგრამ, სურვილის გამო გაერკვიათ, ვინ არის ეს სასწაულებრივი არსება, მათ მიმართეს აგნის, ღმერთს ცეცხლისას, რომელიც ცნობილი იყო თავისი ყველაფრის ცოდნით.
ბრამამ ჰკითხა მას: “შენ ვინ ხარ?”
“როგორ!” – წამოიძახა მან, – “მე ვარ ცნობილი ყველაფრისმცოდნე აგნი”.
“მაშინ შემიძლია მე გავიგო შენ რა ძალებს ფლობ?”
“დიახ მე შემიძლია დავწვა ყველაფერი, რაც იმყოფება მიწაზე, ცაზე და შვიდ სამყაროში”.
ბრამამ დადო მის წინ ხმელი ბალახი და უთხრა:
“კარგი, ყოვლის შემძლევ, დამდე პატივი – დაწვი ეს”.
აგნი, მთელი ძალებით ცდილობდა მის დაწვას, მაგრამ მან ვერ მოახერხა მისი გახურებაც კი. ის შერცხვენილი დაბრუნდა დანარჩენ ღმერთებთან და აღიარა, რომ ვერ შეძლო ეცნო, ვინ არის ეს საკვირველი არსება.
შემდეგ წასვლა შესთავაზეს ვაიუს, ქარის ღმერთს.
ვაიუ გაემგზავრა მყარი დაჯერებით წარმატებაში.
ბრამამ ჰკითხა მას: “შენ ვინ ხარ?”
“მე ვარ ყველასთვის ცნობილი ქარების ღმერთი”.
“შენ რა ძალებს ფლობ?” – წამოვიდა ბრამას კითხვა.
“მე მაქვს უნარი ჩემი ძლევამოსილი სუნთქვით აღვგავო ყველაფერი პირისაგან მიწისა”.
ბრამამ დადო მის წინ ჩალა და წინადადება მისცა დაებერა მასზე. როგორ არ ცდილობდა ვაიუ, მაგრამ მან ვერ მოახერხა მისი ადგილიდან დაძვრა ბეწვისოდენადაც კი. ის დაბრუნდა თავის კოლეგებთან და აცნობა, რომ მის ძალებს აღემატება იცნოს, ვინ არის ეს საკვირველი პიროვნება.
მაშინ ღმერთებმა მიმართეს თავის მეფე ინდრას: “ოჰ, დიდებულო, გვითხარი შენ გაქვს უნარი იცნო, ვინ არის ეს უნიკალური პიროვნება, რომლის წინაშეც ფარ-ხმალი დაყარა ორმა ჩვენთაგანმა?”
ინდრა გაემართა უცნობისკენ, მაგრამ ვიდრე ის მიუახლოვდებოდა მას, იგი გაქრა, და მის ადგილზე გაჩნდა მომხიბვლელი ქალი. ეს იყო უმა, სულიერი ცოდნის ქალღმერთი, მდიდარ ოქროს სამკაულებში.
ინდრამ გადაჭრით ჰკითხა მას: ვინ იყო ის შთამბეჭდავი მოწიწება და შიში, არსება, რომელიც შენამდე იდგა ამ ადგილზე?”
“მაშ იცოდეთ, წვრილმანო სულებო”, უპასუხა უმამ, – “რომ ეს იყო ბრამა, რომელმაც თქვენთვის მოიპოვა გამარჯვება – გამარჯვება დემონებზე”.
როცა ინდრა მოუყვა მეგობრებს სრულ სიმართლეს, მათ შეიგნეს თავიანთი სიბრიყვე და ადიდეს უზენაესი სული, და ამაყობდნენ მასთან თავიანთი ნაცნობობით.
არის ერთი რამ, რაც მოდის ადამიანთან გარედან – ეს არის
ეგოურობა,
რომელიც ფორმირდება გარეგან ობიექტებთან მიბმულობისგან.
ჩვენ აზრებით ვცხოვრობთ აწმყოში და დაკავშირებული ვართ წარსულთან შთაბეჭდილებებით – სწორედ აზროვნების ამ ორი არხის კომბინირება არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ეგო-ს,
რომელიც მჟღავნდება, როგორც მე, ჩემი.
ეს ეგო
არ არის ჩვენი ნამდვილი “მე”. ეგო – ეს ფაქტიურად არის წარსულის, აწმყოსა და მომავლის აზრების აკინძვა – ჩვენში არსებული რეალური
მე-სგან რაღაც სრულიად განსხვავებული.
ეს არის მოქანავე პიროვნება, არამდგრადი, მუდამ ცვალებადი, ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადამხტომი, ერთ მომენტში ბედნიერი, მომდევნოში კი – დათრგუნული და უბედური, გამწარებული, ავი, შეშინებული თითქოს მას მოსდევენ, ადვილად მწყენი, სიმშვიდის არასდროს მცოდნე, ყოველთვის აღელვებული, მცდელი სხვების მოტყუების და არასდროს მყოფი ჰარმონიაში მადისციპლინირებელ ძალებთან და დიდი კოსმოსის ენერგიასთან.
ეს არის, სიცოცხლის შეგნებული უჯრედი, რომელიც მოშორდა კოსმოსის ენერგიიდან და ყოველთვის ცდილობს კოსმოსის შეგნებიდან მომავალი სიყვარულისა და წყალობის ნაკადის ბლოკირებას.
ჩვენი მისწრაფება სიხარულისა და ბედნიერებისაკენ ასახავს საკუთარი ჭეშმარიტი მე-ს ჩვენს გაუცნობიერებელ საიდუმლო ძიებას, მაგრამ დამარცხებულები საკუთარი ეგო-სგან, ჩვენ ვცდილობთ დავიკმაყოფილოთ ეს სწრაფვა, გასატაცებლად ვეძლევით მატერიალური სამყაროს წარმავალ გრძნობებს.
ეგო – არის ადამიანის ყველაზე ცუდი მტერი. მას ტალღებად მოაქვს სურვილები.
თუ ადამიანს აქვს სურვილის შესრულების უნარი, მაშინ თამაშში ერთვება გაუმაძღრობა, რომელიც ადამიანს აღაგზნებს იმაზე, რომ ისურვოს ახალი ობიექტები.
თუკი სურვილების შესრულება შეუძლებელია, საქმეში ერთვება სიავე და რისხვა, რომელიც აიძულებს დაადანაშაულოს და სძულდეს ისინი, ვინც, როგორც ჩანს, იყო წარუმატებლობის მიზეზი.
სურვილები იზრდება ჩვენი მიბმულობის ძალაში და სუსტდება
ჩვენი ინტელექტის მადლით.
საჭიროა საკუთარი გულის ველიდან ამოიძირკვოს ეგოურობის ფესვები. მაგრამ, ეს რა თქმა უნდა ძალიან ძნელია. პატარა თავსხმა და სარეველები კვლავ იწყებს ზრდას. და ზუსტად ასევე, როცა მდგომარეობები შეტრიალდება ხელსაყრელი სახით, ეგოურობა უშვებს თავის ყლორტებს და იზრდება სრული ძალით, როგორც ადრე.
ამიტომ საჭიროა მისი ფესვების ამოგლეჯვა. ეს კი შეიძლება გააკეთო, მხოლოდ შენთვის გამეორებით: “ეს ჩემი დამსახურება კი არ არის, არამედ – ღმერთისაა”.
ბაბა
ერთხელ, გვიამბობს მოსამართლე ნაიდუ, მე ლოგინად ჩავვარდი სერიოზული ავადმყოფობისგან – მე შემხვდა ჩუტყვავილა.
ფიზიკური ტანჯვა იყო უბრალოდ აუტანელი. და მე გავიფიქრე, რომ, როცა მე ყველაზე მეტად მჭირდება საი, მან დაივიწყა ჩემს შესახებ. როგორღაც ღამით მე დიდხანს ვიწექი უძილოდ, ვიდრე, ბოლოს, შეუმჩნევლად არ ჩავიძირე ღრმა დავიწყებაში. და ჩემს წინაშე წარმოდგა ბჰაგავანი – ის მოვიდა და პირდაპირ შემხედა მე. შემდეგ კი დაჯდა და მას შესახედაობა ჰქონდა ძალიან დაღლილი.
მან ჩამოუშვა ხელები, და მე დავინახე მის ხელებზე უზარმაზარი აბურთვები. მე გაოცებულმა ვკითხე, როგორ მიიღო მან ასეთი წყლულები.
და მან გაღიმებულმა, მაგრამ ხმაში ღრმა ტკივილით მიპასუხა: “შენ მცირე გამონაყარი გაქვს, მაგრამ სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო, მე ხომ ვზრუნავ შენზე”.
სვამიმ თავის თავზე აიღო მისი ავადმყოფობა.
“როცა მე ვვლინდები სიზმარში, ეს ნიშნავს, მე მჭირდება ადამიანს რაღაცა გადავცე.
ეს უბრალოდ ჩვეულებრივი სიზმარი არ არის.
ეს არის რეალური ჩემი გამოჩენა”.
ბაბა
“მთავარი მიზეზი ტანჯვისა და სიამოვნების, სიყვარულის, სიძულვილის და მატერიალური სურვილებისაც არის ჭკუის შემცდენი სიხარბე და ცდუნება.
“ეს – ჩემია, ის კი – შენი”
გრძნობათა ასეთი გაორება არის ერთადერთი მიზეზი სურვილების
და ჭკუის ცდუნების. თვით დუალობის მიზეზი კი არის ადამიანის ეგოურობა. ადამიანები გახდნენ ეგოურები იმიტომ, რომ ზრუნავენ
არა სხვების, არამედ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე.
ავადმყოფობები, რომლებიც ადამიანს ტანჯავს, დიდი უმრავლესობაა, მაგრამ მათგან ყველაზე ცუდია – სიძულვილი, შური და ეგოურობა.
ექიმებიც კი უძლურნი არიან მათ განკურნებაში,
იმიტომ რომ თვითონ მათი უმრავლესობა იგივეთი არის დაავადებული.
თუ ადამიანს სურს მათგან გათავისუფლდეს, მან უნდა განივითაროს თავისში შინაგანი სიმშვიდე და მდგრადობა”.
ბაბა
ყოველდღიურ ცხოვრებაში ბუნებრივია გქონდეს სურვილები, მიმართული იმაზე, რომ დაიკმაყოფილო რაიმე საჭიროებები და უზრუნველყო შენთვის კომფორტი, მაგრამ როცა სურვილები გადაიზრდება სიხარბეში, ადამიანმა უკვე აღარ იცის დაკმაყოფილება.
მასში მუდმივად დუღს ემოციები.
და ეს რას გამოიწვევს?
როცა სხეული მოძრაობს, ემოციებს აქვთ თავისი საკუთარი შინაგანი მოძრაობა ინსტინქტების აკომპანიმენტით. ინსტინქტების აღმგზნები ყოველი ობიექტი, აღაგზნებს აგრეთვე ემოციებსაც. ემოციები შედგება შეგრძნებებისა და განწყობებისგან, ვნებებისა და მიბმულობებისგან.
ემოციები წარმოიქმნება ადამიანის არა სურვილებით, არამედ გამოვლინდება მოულოდნელად ქვეცნობიერების სფეროდან.
ისინი არის ორი ტიპის: ნეგატიური და პოზიტიური.
ამასთანავე ნეგატიური ემოციები იწვევს სტრესს, რომელიც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, იმიტომ, რომ ჭკუის მდგომარეობა, ურთიერთობა ადამიანებსა და გარემოს შორის პირდაპირ ზემოქმედებს სხეულზე, უარყოფითი რეაქციების გამოწვევით.
იშლება საჭმლის მომნელებელი ფუნქციები, გულისა და ნერვების მუშაობა, იმუნური სისტემაც კი სუსტდება, რაც პროვოცირებს გაციებებს და სხვადასხვა რესპირატორულ უწესრიგობებს.
მაგრამ დადებითი მძაფრი ემოციებიც უწესრიგობაა – მათ აქვთ ადამიანის გულის შეტევამდე ან მეტყველების დაკარგვამდე მიყვანის უნარი.
მაშასადამე ჩვენ უნდა გავიგოთ,
რომ ჩვენი ემოციები არ უნდა იხარჯებოდეს ჩვენთვის არასასიამოვნო ნივთებზე, და ჩვენ აღმაშფოთებელ სიტუაციებზე.
მაგრამ გარდუვალებს უნდა შევხვდეთ მსუბუქად, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ნერვიული სტრესები.
სვამი ამბობს:
“არ ესწრაფოთ ადამიანთა ისტორიების მოსმენას ადამიანთა საზიზღრობებისა და ნაკლოვანებების შესახებ.
ასეთი ტენდენცია ახასიათებს ავადმყოფ ჭკუას.
ადამიანი ზიანს აყენებს თავის თავს,
ამ სულელური ჩვევის წაქეზებით.
კარგი ჯანმრთელობის მეორე მტერი არის რისხვა და სიავე.
ის ასხამს შხამს ადამიანის სისხლში, სხეულს აყენებს ღრმა
ზიანს.
ორი მეზობელი ქალი გადაიქცა შეურიგებელ მტრად, სრულიად ტრივიალურ შემთხვევაზე წაკამათების გამო. ერთი მათგანის ძროხამ, რომელიც ძოვდა გზაზე, მონეხვა მეორის სახლის წინ. ძროხის პატრონი გაიქცა ნაკელის ასაღებად, მეორე ქალმა კი დაიწყო ყვირილი, რომ ის მას ეკუთვნის, რადგანაც დევს მის ზღურბლთან. სიტყვა სიტყვად და საქმე თითქმის უკვე ჩხუბამდე მივიდა, მაგრამ ამ დროს მეორე ქალის აკვანში ბავშვი ატირდა, და ის გაეშურა მის გამოსაკვებად.
მაგრამ მისმა ბოროტებამ მოწამლა მკერდის რძე, და ბავშვი მძიმედ დაავადდა.
ჯანმრთელობის გაუარესების კიდევ ერთი მიზეზია ნაკლოვანებები და საზიზღარი ქცევა. ადამიანი ვერ იგებს, რომ ავი ადამიანები დაუყოვნებლივ ხდებიან ავადმყოფები, იმიტომ რომ ბევრი დაავადების საფუძველში დევს მენტალური მიზეზები.
ეგოურობა არის უდიდესი ნეგატიური ტენდენცია. ის აღელვებს ჭკუას, არღვევს წონასწორობას, შლის აღქმას და საშიშროების ქვეშ აყენებს შემდეგ პროგრესს.
ეგოურობის მთავარ შედეგად გვევლინება ექვსი სერიოზული ნაკლი: ახირება, რისხვა, სიხარბე, მიბმულობა, ქედმაღლობა და შური.
როცა სუსტდება უანგარობა და ურთიერთდახმარება, გარდუვალად იზრდება ეგოურობა. გულები უხეშდება, კეთილი გრძნობები კი მიდის.
ეგოურობა უნდა აილაგმოს.
და მხოლოდ მაშინ აღივსება აზრით ადამიანის სიცოცხლე “.
ბავშვი პატარა ბავშვობაში იყო გამხდარი, წყნარი და მორცხვი. მასწავლებლებს ის უყვარდათ, იმიტომ რომ ყველა საგანს ადვილად ითვისებდა. მაგრამ თანაკლასელებს აღიზიანებდა ის, რომ ის არ იყო ისეთი, როგორც ყველა: “შენ რა ხარ ასეთი? – მაგარი სიტყვის თქმის უნარიც კი არ შეგწევს”.
და ბავშვმა მოსინჯა – ვერაფერი “მაგრის” წარმოთქმა მან უბრალოდ ვერ შეძლო, მაშ ასე – ყველაფერი ლიტერატურული ნორმის ფარგლებშია. მაგრამ ყველას უცებ დაეუფლა უხერხულობა – მათ, ბავშვად მყოფებმაც კი იგრძნეს, რომ ეს არის ძალადობა და უაზრობა
“აი ხედავ – მათაც გაიგეს, ეს როგორი საძაგლობაა.
არ არის საჭირო ვინმეს უსმინო – იყავი შენთავად”, –
უთხრა შინაგანმა ხმამ.
ასეთი მოხდა პირველად და უკანასკნელად.
საის დარშანი
არ შეწუხდეთ, თუ სხვები
არ მიდიან იმავე გზით, რომლითაც თქვენ.
ქუჩაში ძალიან ბევრი ავტომობილი
ხდება საგზაო საცობების მიზეზი.
მაგრამ თუ მაინც უნდა შეწუხდეთ,
მაშინ იმაზე თუ, რამდენი მილი დაგრჩათ თქვენ,
რომ მოაღწიოთ ჩემამდე,
და იმაზეც, კიდევ რამდენი მტკივნეული დაბადება
მოგიწევთ თქვენ.
სვამი დგას თქვენს წინაშე რუკით ხელში.
მასზე ბევრი სადგომებია.
თუმცა – შენელებულად, მაგრამ ნამდვილად
ერთხელ თქვენ მოაღწევთ ჩემთან.
მოზარდი ბავშვი ცხოვრობდა თავისი მასწავლებლის ნათელ სხივში, ოცნებებსა და წარმოდგენის თამაშებს შორის სასწაულის მუდმივი წინასწარშეგრძნებით.
სიცოცხლე კი, ხომ ყოველთვის არის ბნელი და ნათელი ძალების, სულისა და მატერიის, სულ ერთიდაიგივე დიდი და დაუსრულებელი ბრძოლის ასახვა, რაც არის მიწიერი ყოფის კანონი.
და ბავშვმა დაიწყო მისი განჭვრეტა, როცა შინაგანმა ხმამ უთხრა მას:
“ირგვლივ – სიცრუეა” ბავშვმა არ იცოდა კონკრეტულად რაზე იყო საუბარი, მაგრამ მიხვდა, რომ ეს საუბარი იყო საზოგადოებაში ურთიერთობების შესახებ.
გადიოდა წლები. ახალგაზრდა ვნებები ითრევდა მას თავის ორომტრიალში. და ის უკვე ყოველთვის აღარ მისდევდა დამრიგებლის მითითებებს. ისე რომ ერთხელ უხილავი მასწავლებელი “აღშფოთებით” შეეკითხა კიდეც:
“აბა, ამიხსენი – შენ მუდმივად რატომ ვაჭრობ ჩემთან, მხოლოდ იმიტომ რომ არ გააკეთო ის, რაც მე შენ გიბრძანე? შენთვის ხომ წინასწარ არის ცნობილი, რომ მე მართალი ვარ”.
“უბრალოდ მეზარება სვამი”, – უპასუხა უთავბოლო ბავშვმა.
მაშინ მას თავში არც კი მოსდიოდა კითხვა: და ეს ვინ ლაპარაკობს ყოველთვის მასთან?
ახალგაზრდობა – არის დრო მსოფლმხედველობის, მიდრეკილებისა და ანტიპათიის, საკუთარი სახისა და საზოგადოებაში ქცევის ხაზის ფორმირებისთვის. იმ დროთა ბავშვს ჰქონდა მყარი პრინციპები, და ესე იგი შეუწყნარებლობა ყველაფერ იმის მიმართ, რაც მიედინებოდა მის საწინააღმდეგოდ.
ნაცნობი უკეთებდა მას წვრილმან საზიზღრობებს, იწვევდა უკმაყოფილების აალებას, – და, თუ ის იყო ქრონიკი, მას იქვე ემართებოდა შეტევა.
თანამოსამსახურე თავს აძლევდა აღმაშფოთებლად მოურიდებელი შენიშვნის ნებას – და გზად სახლისკენ ვარდებოდა და იტეხდა ხელს.
მეორე, მყოფი გრადუსში აკეთებდა არაორაზროვან და შეურაცხმყოფელ წინადადებას – და იმავე საღამოს წაიბორძიკებდა, იტეხდა ფეხს.
მასწავლებელი მის ყურადღებას ამახვილებდა, რომ ადამიანები მას უკვე სიფრთხილით ეხებიან, მაგრამ მოზრდილი ბავშვი ყველა ამ ფაქტს არანაირად არ მიაკუთვნებდა თავის ანგარიშს: ის, რა, აქ რა შუაშია? არავითარ სიავეს ის არავის არ უსურვებდა არც ფარულად, არც გაცხადებულად.
და აი ერთხელ ის, იდგა რა თანამშრომელთა ჯგუფში, განიხილავდა რაღაცა მათთვის მნიშვნელოვან სამეცნიერო პრობლემებს. და იმ პატარა დერეფანში მათ თავზე გამაყრუებლად ზმუოდა გამწოვი ვენტილირება, ახშობდა სიტყვებს და აიძულებდა თითქმის ყვირილს. და ამ დროს ყოფილმა ბავშვმა გულებში ჩაარჭო მისი გამორთვის წითელი ღილაკი – და მყისვე დაისადგურა დალოცვილმა სიწყნარემ.
“რა მოხდა?” – მყისვე მოირბინეს მექანიკოსებმა. “ჩვენ გადაგვეწვა ძრავი. ეს შეუძლებელია მომხდარიყო…”.
და მაშინ მასწავლებელმა, როგორც ელვით, გაანათა თავისი უგუნური ბავშვის გონება: მან საშინელებით შეიცნო, რომ ეს მოქმედებდა მისი უარყოფითი ემოციების დამანგრეველი ძალა, და ყველა წარსული შემთხვევები დაეწყო ერთ მამხილებელ რიგში.
ბოროტება, თუნადც უმეცრებით ჩადენილი, არ შეიძლება
გამართლდეს უმეცრებით.
და მისი სიცოცხლე გადატრიალდა.
მან თავისი თავი მთლიანად ხელში გადასცა მასწავლებელს.
ასე დაიწყო მოწაფეობა.
წინ: ნაწილი II