იანვარი

1.01.20. ახალი წელი
ამ ახალი წლის დღეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომ ყოველ დღეს დაიწყებთ სიყვარულით, გაატარებთ დღეს სიყვარულით, შეავსებთ დღეს სიყვარულით და დასრულებთ დღეს სიყვარულით. ხალხი შეშინებულია რა მოხდება ამ წელს, და ეს იქნება თუ არა უკეთესი ვიდრე უკანასკნელი. განსაკუთრებული წელი არ არის ის რასაც მნიშვნელობა აქვს. განავითარეთ კარგი აზრები, ისაუბრეთ კარგი სიტყვებით და აკეთეთ კარგი საქმეები იმ ფართო შეხედულებით რომ მსოფლიოში ყველა უნდა იყოს ბედნიერი. უარი თქვით თქვენს ბოროტ აზრებსა და ბოროტ ხარისხებზე რადგან ესები არის ყველა ტანჯვის მიზეზი მსოფლიოში. თქვენ რა საქმეც გინდა აკეთოთ, ღმერთის ყოფნა თქვენს მეგზურად და მხსნელად, ნამდვილად მოგიტანთ წარმატებას. ღმერთი არის თქვენი ერთადერთი ჭეშმარიტი მეგობარი. ის ყოველთვის არის თქვენთან, თქვენში და თქვენს გვერდით. თქვენ ყველასთვის უნდა ისურვოთ იყვნენ ბედნიერნი. ყველამ უნდა შეავსოს თავისი გული სუფთა სიყვარულით. შემდეგ ქვეყანა და სამყარო აყვავდება და ყველა იქნება ბედნიერი!
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 1 იანვარი.
2.01.20.
ამქვეყნიურ ცხოვრებაში სიყვარული მრავალი ფორმით ვლინდება, მაგალითად, სიყვარული დედასა და შვილს, ქმარსა და ცოლს შორის, და ნათესავებს შორის. ეს სიყვარული, დაფუძნებული ფიზიკურ ურთიერთობებზე, წარმოიშობა ეგოისტური მოტივებით და პირადი ინტერესით. მაგრამ ღმრთიური სიყვარული თავისუფალია პირადი ინტერესის ყოველგვარი კვალისგან. ეს არის სიყვარული მხოლოდ სიყვარულის გულისთვის. ამას ჰქვია ბჰაკტი (ერთგულება). ამ სიყვარულის ერთი მახასიათებელი არის გაცემა, არა მიღება. მეორე, სიყვარულმა არ იცის შიში. მესამე, ეს არის სიყვარული სიყვარულის გულისთვის და არა ეგოისტური მოტივებისთვის. სიყვარულის სამივე ეს კუთხე ერთობლივად აღნიშნავს პრაპათთის (დანებებას). როდესაც ვინმე აცხადებს პრაპათთის ამ დამოკიდებულებაში, ის განცდის ღმრთიურის განცხრომას. ამისათვის მთავარი რეკვიზიტია კშამა (შენდობა და თავის შეკავება). მხოლოდ ადამიანი, ვისაც აქვს კშამას ამგვარი დამოკიდებულება შეიძლება ჩაითვალოს დაჯილდოვებულად წმინდა სიყვარულით.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 1 იანვარი.
3.01.20.
როდესაც თქვენ ასრულებთ მოქმედებას (კრიიას), როგორც უფლისადმი შეთავაზებას, თქვენი სიკეთე, უმაღლესი სიკეთე და უუმაღლესი სიკეთე (სვარტა, პარარტა და პარამაარტა) – ყველა ხდება ერთი. ჯერ, მე და შენ ვხდებით ჩვენ. შემდეგ, ჩვენ და ის ხდება გაერთიანებული. ინდივიდუალურმა სულმა (“მე-მ“ ან ჯივამ) უნდა მიაღწიოს იდენტურობას ჯერ ქმნილებასთან (პრაკრიტისთან ან “თქვენთან”) და შემდეგ უზენაეს სულთან (მასთან ან პარამათმასთან). ეს მოგზაურობა არის ომ თათ სათ მანტრის გალობის მნიშვნელობა. დღეს, გუშინ და ხვალ, ომ თათ სათ, არის, იყო და იქნება. “ის” და “მე” და სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) ასევე ყოველთვის ვარსებობთ. ისევე როგორც მზე განუყოფელია და არასოდეს განშორდება მისი სხივებისგან, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ნებისმიერი მაძიებელი თავისი სულიერი პრაქტიკის გარეშე. აი მხოლოდ მაშინ როდესაც სულიერი ასპირანტები ერთგულად მისდევენ თავიანთ სულიერ დისციპლინებს ასეთ განუწყვეტელ მანერაში შეუძლიათ მათ თქვან რომ არიან ერთიანი ‘ომ’-თან.
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
4.01.20.
როდესაც შენ შენს გარშემო ყველას სიყვარულით შეხედავ, ღმერთიც სიყვარულით შეგხედავს შენ. შენ რა ვითარებაშიც გინდა აღმოჩნდე, შენ არასდროს უნდა აჩვენო რისხვა, ეჭვიანობა, ფარისევლობა ან პომპეზურობა. არ მოეპყროთ სხვებს სიბრაზით ან სიძულვილით. თქვენი უანგარო სიყვარულის განცდით, ასევე სხვებიც ასევე გაიზრდებიან სიყვარულში. როდესაც შენ სხვას სიყვარულით ეპყრობი, ისინიც ასევე დააბრუნებენ ამ სიყვარულს აზრებსა და სიტყვაში შენს მიმართ. მეორეს მხრივ, თუ შენ მათზე გაბრაზებულად ყოფნას აირჩევ, ისინიც ასევე გაბრაზებით მოიქცევიან შენთან. თქვენ არ უნდა შექმნათ ერთმანეთისგან დაშორება თქვენი საუბრით ან ქცევით. მიიზიდე ყველა ახლოს შენსკენ სიყვარულით. მაშინ ყველა თქვენგანი გახდება გაერთიანებული. თითოეული თქვენგანი ასევე მიაღწევს ღმერთთან სიახლოვეს. ღმერთი არის სიყვარულის ტანმოსილება. ის თავისი სიყვარულით იცავს მთელ კაცობრიობას. აქედან გამომდინარე, სიყვარულის ტანმოსილებნო, განივითარეთ უანგარო სიყვარული თქვენში, უფრო მეტად და მეტად!
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 27 იანვარი.
5.01.20.
სანამ დედას ძალა აქვს, ის კვებავს თავის შვილებს. შვილებმა უნდა კვებონ დედები იგივენაირად. ღმერთმა ადამიანად დაბადება მოგვცა ერთმანეთის გამოსაკვებად და გასაზრდელად. რისთვის არის ნათესაობა მსგავსი ძმებისა და დების? არა უბრალოდ საკუთრებისა და ქონების გაყოფის მიზნით. ეს ნათესაობა არის სიყვარულის განვითარებისა და ერთმანეთთან გაზიარებისთვის. ნამდვილი ნათესავები არიან ისინი ვინც ერთმანეთს უზიარებენ სიყვარულს. ზოგი ადამიანი სხვებისადმი დიდ სიყვარულს გამოხატავს, მაგრამ არ ავლენს იგივე სიყვარულს დედისა და მამის მიმართ საკუთარ სახლში. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ მშობლები უნდა გვიყვარდეს და შემდეგ, კიდევ ყველა. გახსოვდეთ ჩვენ არ უნდა შემოვფარგლოთ ჩვენი სიყვარული მხოლოდ ჩვენი მეგობრებითა და ნათესავებით; ჩვენ ყველა უნდა გვიყვარდეს. მხოლოდ ამის შემდეგ ღმერთი გადმოღვრის თავის სიყვარულს ჩვენზე. როდესაც ჩვენ ვხედავთ დაშავებულ პირს გზაზე, ჩვენ არ უნდა გამოვავლინოთ გულგრილობა მის მიმართ. როგორი გადაუდებელიც შეიძლება იყოს სამუშაო რასაც ჩვენ ვემსახურებით, ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაც ჩვენ შეგვიძლია მათი ტანჯვის შესამსუბუქებლად. შემდეგ ღმერთი გაცხადდება ჩვენს წინაშე და შეავსებს ჩვენს გულებს სიყვარულით.
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 27 იანვარი.
6.01.20.
ჩვენი უპანიშადები გვასწავლის ჩვენ კარმა, უპასანა და ჯნანა იოგების გზებს. კარმა იოგას (მოქმედების გზის) არსი არის ყველა მოქმედების მიძღვნით შესრულება როგორც უფლისადმი შეთავაზება, მისი სიამოვნებისთვის. უპასანა იოგა (თაყვანისცემის გზა) არის ღმერთის მოყვარული გულითადად ჰარმონიითა და სიწმინდით აზრში, სიტყვასა და საქმეში (თრიკარანა სუდდჰი). ეს არ არის ჭეშმარიტი უპასანა თუ შენ ღმერთი გიყვარს უბრალოდ შენი ამსოფლიური სურვილების მისაღწევად. ერთგულება უნდა იყოს სიყვარული სიყვარულის გულისთვის. ჯნანა იოგის (სიბრძნის გზის) მიმდევრებმა უნდა მიიჩნიონ მთელი სამყარო ღმერთის გამოვლინებად. მტკიცე რწმენას რომ ღმრთიური არის ყველა არსებაში ათმას ფორმით ეწოდება ჯნანა. თუ თქვენ გაკვირვებთ, როგორ არსებობს ეკათვა (ერთობა) ასე ბევრი განსხვავებული ფორმით, სახელით, სხვადასხვა სახის ქცევით, განსხვავებული მოძღვრებით და ა.შ., მხედველობაში მიიღეთ განუზომელი ოკეანე უსასრულო ტალღებით. თითოეული ტალღა უნიკალურია და განსხვავდება სხვისგან თავისი ზომითა და ფორმით, მაგრამ ყველა ერთი და იგივე წყლის სხვადასხვა გამოვლინებაა, და ასევე არ განსხვავდება ოკეანისაგან.
– ზაფხულის თავსხმები, 1990, თავი 16.
7.01.20.
სევადალის წევრებო! პირველ რიგში და უპირველეს ყოვლისა, კულტივირეთ სიყვარული თქვენს გულებში. ვისაც კი თქვენ გადაეყრებით, ესაუბრეთ მათ სიყვარულით. მიიზიდეთ თქვენთან ახლოს ყველა ვინც არის გაჭირვებული. შემდეგ ღმერთი გადმოღვრის თავის სიყვარულს თქვენზე. თქვენ როგორ შეძლებთ ღმერთის სიყვარულის მიღებას თუ თქვენ არ გიყვართ თქვენი თანამოძმენი? თუ თქვენ გსურთ ღმერთის სიყვარულის დამსახურება, მაშინ პირველ რიგში და უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა დაიმსახუროთ თქვენი თანამოძმეების სიყვარული. ღმერთი დაგეხმარებათ თქვენ თუ თქვენ სხვებს დაეხმარებით. დაეხმარე მუდამ, არასდროს დააზიანო. არასოდეს შეაწუხო ვინმე. ატარეთ თქვენი ცხოვრება სიკეთით გულში. თქვენი გული უნდა გადნეს თავისუფლად მდინარე სიყვარულით. ძვირფასებო! თქვენ არ განსხვავდებით ჩემგან; მე თქვენში ვარ და თქვენ ხართ ჩემში. როგორც მე მიყვარხართ თქვენ, თქვენც უნდა გიყვარდეთ ერთი და ყველა. თქვენ შეიძლება მიაღწიოთ სიდიადეს მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენ განივითარებთ სუფთა სიყვარულს და გააზიარებთ მას შიგნიდან. ეს არის მსახურება რაც თქვენ უნდა გასწიოთ.
– ღმერთის საუბარი, 2007 წლის 27 იანვარი.
8.01.20.
დამოკიდებულებებისა და პრაქტიკის მრავალფეროვნება ბუნებრივია და უნდა იყოს კეთილად მიღებული; არ არის საჭირო ერთი ერთნაირი, ჯავშნით დაფარული, მყარი რწმენა. მეტოქეობა განსხვავებული გზის მიმდევრებს შორის ვერ მოიტანს მშვიდობასა და კეთილდღეობას ნებისმიერი ქვეყნისთვის. რწმენის მიღების თავისუფლების გარეშე, მსოფლიო ვერ შეძლებს პროგრესს. ინდოეთი ასწავლიდა რომ მცირე ჯგუფი ვერასდროს შეძლებს მსოფლიოს ულევი რესურსების განკარგვას. საზოგადოების ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია საზოგადოების სამუშაო გაყოფილი იყოს ხალხის ჯგუფებს შორის და თითოეულს განაწილებული ჰქონდეს დავალება თავისი წვლილის შესატანად საერთო კეთილდღეობაში. ეს აიოლებდა მრავალფეროვნებასა და თანაზიარობას. მრავალფეროვნება მოწონებული იყო სულიერი ძალების და შესაძლებლობების პრაქტიკული გამოყენებისთვის, ამიტომ არ არის საჭირო ფრაქციონალიზმი და ბრძოლა. არსებობს საიდუმლოების მომაჯადოებელი გრძნობა რომელიც, თუ გამოიკვლევთ, შესაძლებლობას მოგცემთ წარმოიდგინოთ ერთი რომელიც საფუძვლად უდევს სიმრავლეს. აქედან გამომდინარე, უძველესი ტექსტები აცხადებს, რომ ”მხოლოდ ერთი არსებობს; მცოდნე აღწერს მას სხვადასხვანაირი სახით ”(ეკამ სათ, ვიპრაჰ ბაჰუდჰა ვადანთი)!
– სატია საი ვაჰინი, თავი 5.
9.01.20.
შეიძლება მოვიდეს დრო, როდესაც თქვენ გახდებით დაღლილი და სუსტი, მაშინ ილოცეთ ასე: „უფალო, საქმეები ჩემს შესაძლებლობებს გასცდა. მე ვგრძნობ, რომ შემდგომი ძალისხმევა არის ძალზე დიდი დაძაბვა. მომეცი მე ძალა, ოჰ უფალო! ” თავდაპირველად, ღმერთი დგას მანძილზე, უთვალთვალებს ადამიანის ძალისხმევას, მსგავსად მასწავლებლის ვინც დგას გვერდზე როდესაც სტუდენტები პასუხობენ გამოცდას. შემდეგ, როდესაც ადამიანი უკუაგდებს მიჯაჭვულობას გრძნობით სიამოვნებებთან (ბჰოგასთან) და ხელს ჰკიდებს კარგ საქმეებსა და უანგარო მსახურებას, ღმერთი მოდის უფრო ახლოს. მზე ღმერთის (სურია-ნარაიანას) მსგავსად, ის ელოდება დახურულ კარს გარეთ. როგორც მსახური არ აცხადებს თავის ყოფნას და არ რეკავს ზარს კარზე არამედ უბრალოდ ელოდება, იცის რა თავისი დამქირავებლის არჩევანი, ღმერთიც ასევე ელოდება! როდესაც პატრონი კარს სულ ოდნავ აღებს, მზე სწრაფად იჭრება შიგნით და დაუყოვნებლივ აგდებს სიბნელეს შიგნიდან. მსგავსად, როდესაც ღმერთის დახმარებას ითხოვენ, ის დაუყოვნებლივ წარდგება დასახმარებლად თავისი გაწვდილი ხელებით. ამგვარად რაც შენ გჭირდება არის მხოლოდ გამჭრიახობა (ვივეკა) სალოცად და სულიერი სიბრძნე (ჯნანა) უფლის სახსენებლად.
– პრემა ვაჰინი, თავი 11.
10.01.20.
„ჭამა“ არ ნიშნავს ენაზე საჭმლის განთავსებას და მისი გემოს გასინჯვას; იგი ღირებულია მხოლოდ მაშინ როდესაც საკვები იღეჭება, გადაიყლაპება, მოინელება, აითვისება სისხლის ნაკადში და ტრანსფორმდება კუნთად და ძვლად, ძალად და ენერგიად. ასე აგრეთვე, სულიერმა გაგებამ უნდა შეაღწიოს ცხოვრების ყველა მომენტში და უნდა მიანიჭოს მას ძალა. იგი უნდა გამოიხატოს მოქმედებისა და გრძნობის ყველა ორგანოს (ყველა კარმენდრიასა და ჯნანენდარიას) მეშვეობით. უნდა იაროთ მყარად და მიაღწიოთ ამ მაღალ ეტაპს. სწავლულობის უბრალო დაგროვება არ არის სულიერი სიბრძნე (ჯანანა). მხოლოდ კარგი ქცევა (სათ-გუნა) არის სულიერი სიბრძნე. იმისათვის, რომ ვინმემ შეძლოს უანგარო მსახურების კეთება, ცოტა ჭამა (ბჰოგა) უნდა იკმაროს. ასეთი ჭამა მსხვერპლის (იაჯნას) ნაწილია. ამ ტანი-მანქანის ასამოქმედებლად, საკვების საწვავი უნდა იქნას გამოყენებული. საკვები არ არის მსხვერპლი, მაგრამ იგი შესაძლებელს ხდის მსხვერპლის გაღებას. ამიტომ, საკვების ჭამაზე არ უნდა გაიცინოთ, როგორც სიხარბის მომსახურებაზე ან კუჭის კვებაზე. ეს უნდა იყოს გაგებული, როგორც თაყვანისცემის ნაწილი.
– პრემა ვაჰინი, თავი 12.
11.01.20.
სტუდენტებო! თქვენ შეასრულეთ ტანვარჯიშის საგმირო ნაირსახეობები. თქვენ თავი გამოიჩინეთ სხვადასხვა თამაშებსა და სპორტის სახეობებში. თუმცა ამ თამაშებს აქვთ საკუთარი ღირებულება ფიზიკურ პლანში, აქ არის რაღაც უფრო დიდი ვიდრე ჯანმრთელობის ყველა სარგებელი. ეს არის ეს მესიჯი: ცხოვრება თამაშია, ითამაშე იგი! თქვენ უნდა ისწავლოთ მოპყრობა თვით ცხოვრებაზე როგორც დიდ თამაშზე. ამ თამაშში კარგი სახელისა და წარმატების მისაღწევად, თქვენ უნდა კულტივიროთ კარგი ჩვევები. კარგი აზრები, კარგი მეტყველება და კარგი მოქმედებები არის ამ თამაშში საჭირო დისციპლინები. როცა ამდენი პრაქტიკა და ძალისხმევაა საჭირო წარმატების მისაღწევად თამაშებში როგორიც ჩოგბურთია, რამდენად მეტი ძალისხმევაა საჭირო ცხოვრების თამაშში წარმატების მისაღწევად! ამ თამაშში, თუ თქვენ გსურთ კარგი სახელის მიღწევა, მისდიეთ თქვენს იდეალებს და გააცნობიერეთ ღმრთიური. თქვენ უნდა დააკვირდეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სწორ აზროვნებას, სწორ ქცევასა და სწორ პოზიციას!
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 14 იანვარი.
12.01.20.
ერთხელ ვივეკანანდა მივიდა სვამი რამაკრიშნა პარამაჰამსასთან და ჰკითხა მას: “გინახავს შენ ღმერთი?” “დიახ”, თქვა შრი რამაკრიშნამ. “რა ფორმით?”, ჰკითხა ვივეკანანდამ. რამაკრიშნამ უპასუხა: ”მე მას ვხედავ ზუსტად ასე როგორც მე შენ გხედავ”. „მაშინ მე რატომ ვარ მისი ნახვის უუნარო?“ რამაკრიშნამ განუმარტა რომ თუ მას ეწყურებოდა ღმერთი იმავე ინტენსივობით, რომლითაც მას სწყურია მრავალი სხვა რამ, ის ასევე განცდიდა ღმერთს. რამაკრიშნამ თქვა, რომ ადამიანები ღვრიან ცრემლებს ნათესავების, სიმდიდრისა და მრავალი სხვა ასპექტისთვის, მაგრამ რამდენი ღვრის ცრემლებს ღმერთისთვის? რამაკრიშნამ ურჩია ვივეკანანდას ღმერთის მოწყურება მთელი გულით და სულით. ღმერთი მაშინ ვალდებულია გაუცხადოს მას თავისი თავი. თუ თქვენ გიტაცებთ ღმრთიურის განცდა, თქვენ უნდა მიუძღვნათ საკუთარი თავი ღმრთიურს. ადამიანები თავის თავზე იღებენ სხვადასხვა სიძნელეებს სიმდიდრის, კავშირების, მდგომარეობისა და ძალაუფლების მისაღწევად. თუ ისინი ამ დროს მცირე ნაწილს დაუთმობდნენ ფიქრებს ღმერთზე, ისინი უდაოდ განცდიდნენ თავისუფლებას სიკვდილის შიშისგან.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 9 ივლისი.
13.01.20.
კონცენტრირდი ღმერთის სიყვარულზე. თუმცა დედა, მამა და მოძღვარი უნდა იყვნენ თაყვანცემული როგორც ღმრთიური არსებები, ისინი არ არიან ღმერთი. ღმერთი თაყვანცემული უნდა იყოს როგორც დედა, მამა, მოძღვარი, ნათესავი და მეგობარი. ეს ყველა ცხოვრობს თავის შესაფერის საცხოვრებელში, მაგრამ ღმერთი ცხოვრობს შენს გულში. გიყვარდეს უფალი, რომელიც შენს გულში ცხოვრობს. სიყვარულის ყველა სხვა ობიექტი არამუდმივია. სიყვარულის განვითარებით ადამიანი ხედავს ღმრთიურს ყველა არსებაში. ეს არის ფერადი სათვალეების ტარების მსგავსი. თუ შენ უმზერ სამყაროს სიყვარულის სათვალეებით, შენ დაინახავ სიყვარულს ყველგან. სათვალეები და ხედვა უნდა იყოს ჰარმონიაში, და მხოლოდ სიყვარულით, თქვენ შეგიძლიათ ხედოთ სამყაროში მშვენიერება. სიყვარულით ხალისდება ისეთი კეთილშობილური ხარისხები, როგორიცაა სიკეთე, სიბრალული და თანაგრძნობა. სიყვარულის ტანმოსილებო! თქვენ ატარებთ მრავალფეროვან სულიერ ვარჯიშებს (სადჰანებს). ღმერთი არ ეძებს თქვენს სადჰანას. ის არ ეძებს თქვენს ერთგულებასაც. ის ეძებს მხოლოდ თქვენს სიყვარულს.
– ღმერთის საუბარი, 1998 წლის 9 ივლისი.
14.01.20.
სანკრანტის ფესტივალი მოდის მთელი სილამაზითა და ბრწყინვალებით. ეს დღე ჩვეულებრივი დღე არ არის. ეს აღნიშნავს წმინდა უტარაიანას (მზის ჩრდილოეთით მოგზაურობის) დასაწყისს. ეს გვაძლევს უამრავ კეთილდღეობას და გვეხმარება ჩვენ სათნოებების განვითარებასა და წმინდა საქმიანობათა წამოწყებაში. თქვენ შეგიძლიათ დაიპყროთ მთელი მსოფლიო როდესაც თქვენი აზრები კეთილშობილურია. როდესაც თქვენ ავსებთ თქვენს გულს ამქვეყნიური აზრებითა და გრძნობებით, თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი თანდაყოლილი ღმრთიური ხარისხების პრაქტიკას. ჰირანიაკშა, ჰირანიაკასიპუ, დურიოდჰანა და კამსა არ იყვნენ ჩვეულებრივი მნიშვნელობით. თუმცა ისინი იყვნენ ძალიან ძლიერნი თავიანთი სხეულებითა და ჭკუებით, ისინი გახდნენ სუსტები რადგან ისინი ჩაძირული იყვნენ ამქვეყნიურ გრძნობებში. არ შეივსოთ თქვენი გული ამქვეყნიური გრძნობებით. ყველა ინდივიდი უზრუნველყოფილია ძლიერი ძალითა და გონებით. განივითარეთ სათნოება, კეთილი აზრები და სრულფასოვანი ხასიათი და თქვენ მიაღწევთ დიდ სიმაღლეებს!
– ღმერთის საუბარი, 2003 წლის 14 იანვარი.
15.01.20.
დღეს არის სანკრანტი, რაც აღნიშნავს უთთარაინას დაწყებას, ხელსაყრელ და წმინდა დროს. სულ მცირე დღევანდელი დღის შემდეგ, განავითარეთ კეთილშობილური გრძნობები. მიჰყევით წმინდა გზას. მაშინ თქვენი მომავალი ნამდვილად იქნება საიმედო და უსაფრთხო. ღმერთისადმი ლოცვით, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ ყველაფერს ცხოვრებაში. მე მინდა თქვენ ილოცოთ. მე მუდამ თქვენთან ვარ, თქვენში, თქვენს ზემოთ და თქვენს გარშემო. გააკეთეთ ძალისხმევა ასეთი რწმენის და ერთგულების ჩასანერგად თანამოძმე ადამიანებში. ეს მე ძალიან გამაბედნიერებს. ბედნიერება დევს ღმერთთან კავშირში. ამიტომ განუწყვეტლივ იფიქრეთ ღმერთზე. არასოდეს მისცეთ მოქმედების სფერო მღელვარების ან შემაწუხებელ აზრებს. ”გამოცდები ახლოვდება. მე როგორ მივდივარ მათ შესახვედრად? მე გავივლი?” ნუ დაუტოვებთ ადგილს იმედგაცრუებასა და სასოწარკვეთას ასეთი ნეგატიური დამოკიდებულებით. გქონდეთ რწმენა ღმერთში. შეასრულეთ თქვენი მოვალეობა და ნებისმიერ სიტუაციას შეხვდით მამაცობით. მაშინ, შედეგი აუცილებლად კარგი იქნება. სიყვარული არის ყველაფერი. სიყვარული არის ღმერთი. იცხოვრეთ სიყვარულში.
– ღმერთის საუბარი, 2006 წლის 14 იანვარი.
16.01.20.
თაყვანისცემა (პუჯა) არ არის მხოლოდ ყვავილის მოწყვეტა და ღმერთის მშვენიერი ხატის ზემოთ მოთავსება; არ დაგვავიწყდეთ მებაღე ვინც ირჯება მცენარის მოვლასა და ყვავილის მოცემაზე – გახსოვდეს, ის ასევე არის თაყვანისმცემელი. ნამდვილი სულიერი სიბრძნე (ჯნანა) არის ჭეშმარიტი გაგება, იგი არ არის უბრალოდ ინტელექტუალური მიღწევა. მხოლოდ მაშინ როდესაც საკვები მიეცემა ტანს შეუძლია ფუნქციონირება. მსხვერპლის გაძღოლის აქტებიც კი არის შეთავაზება (იაჯნა). ადამიანი იყენებს მსოფლიოს უფლის თაყვანის ცემისთვის, საზოგადოებაში მშვიდობისა და სამართლიანობის დასამყარებლად, და ტანის ფუნქციონირების საკონტროლოდ და საკოორდინატოდ. ყველა მოქმედება შესრულებული ამ სამი მიზნის გულისთვის არის მსხვერპლი. პირველს ეწოდება მსხვერპლშეწირვის რიტუალი (იაჯნა); მეორეს, ქველმოქმედება (დანა); მესამეს, ეფიტიმია (თაპასი). ყველა ადამიანური მოქმედება, ყველას მიერ, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილში, უნდა შეეწიოს ამ სამ საჭიროებას!
– პრემა ვაჰინი, თავი 12.
17.01.20.
მედიტირდით ღმერთზე, როგორც ჭეშმარიტებაზე, როგორც სიყვარულზე. შესაძლებელია მისი გაცნობიერება იმ ფორმით რომელზეც თქვენ მედიტირებთ. იყავით ყოველთვის მისი ერთგულების კარგ კომპანიაში (სათსანგში). ამ კარგი კომპანიის მეშვეობით, თქვენში ჩაინერგება და გაიზრდება გამჭრიახობა და უარის თქმა (ვივეკა და ვაირაგია). ეს გაგიძლიერებთ სულს და მოგცემთ თქვენ შინაგან მშვიდობას. შემდეგ თქვენი ჭკუა შეირწყმება ღმერთში. ყველაფერში, რასაც თქვენ აკეთებთ, ილაპარაკეთ და იმოქმედეთ მართლად, გამოიყენეთ მთელი ძალა და ნიჭი, რომლითაც დაჯილდოებული ხართ. თავდაპირველად, თქვენ შეიძლება მარცხი განიცადოთ ამაში და შეხვდეთ სირთულეებსა და ტანჯვას. მაგრამ, საბოლოო ჯამში, თქვენ ვალდებული ხართ წარმატდეთ და მიაღწიოთ გამარჯვებასა და ნეტარებას. სიმართლე იპყრობს მხოლოდ, არა სიცრუე (სათიამევა ჯაიათე, ნანრითამ). თქვენი ქცევითა და ცხოვრების წესით, თქვენ შეგიძლიათ გააცნობიეროთ ჭეშმარიტება; თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გააცნობიეროთ ღმერთი (პარამათმა).მხოლოდ ღმერთი არის ნამდვილი. ღმერთი არის ჭეშმარიტება. უზენაესი უფალი არის სიყვარული.
-პრემა ვაჰინი, თავი 14.
18.01.20.
ადამიანები თავისში ინვითარებენ მათთვის დიდი უკმაყოფილების გამომწვევ უამრავ ეგოისტურ ჩვევასა და დამოკიდებულებას. ამ ყველაფრის იმპულსი მომდინარეობს ავტორიტეტის, ბატონობის და ძალაუფლების დაგროვების სიხარბიდან. სიხარბე ნივთებისთვის ვერასოდეს იქნება მარადიული და სრული. სინამდვილეში, შეუძლებელია გულის ჯერების დონის მიღწევა. ადამიანი შეიძლება გრძნობდეს გაჯანსაღებას, რომ გახდეს ყველა ხელოვნების ოსტატი, ყველა სიმდიდრის მფლობელი, ყველა ცოდნის პატრონი ან ყველა წერილის საცავი, მაგრამ ვისგან უნდა შეიძინოს ადამიანმა ეს ყველაფერი? უნდა იყოს ვინმე უფრო დიდი. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ მან ეს ყველაფერი მიიღო თავისი საკუთარი ძალისხმევით, შრომითა და გარჯით. მაგრამ ნამდვილად ვიღაცამ მისცა მათ ამა თუ იმ ფორმით. ვერავინ შეძლებს ამაზე შეწინააღმდეგებას. წყარო, საიდანაც იღებს სათავეს ყველა ავტორიტეტი და საიდანაც მთელი ძალაუფლება წარმოიშობა არის ყოვლის უფალი. უგულვებელყოფა ამ ყოვლისშემძლეობის და საკუთარი თავის მოტყუება რომ პატარა ძალა ვინმეს შეძენილი აქვს თავის საკუთრივ ნამდვილად არის ეგოიზმი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და სიამაყე (აჰამკარა).
– პრემა ვაჰინი, თავი 15.
19.01.20.
ადამიანი ვინც არის ძალის ნამდვილი გამტარი შეიძლება აღიარებული იყოს ჭეშმარიტების, სიკეთის, სიყვარულის, მოთმინების, სულგრძელობისა და მადლიერების დამახასიათებელი ნიშნებით. ესენი სადაც ცხოვრობენ, ეგო (აჰამკარა) ვერ იარსებებს; მას ადგილი არ აქვს. ამიტომ ეცადეთ ამ სათნოებების განავითარებას. ღმრთიური მე-ს (ათმას) ბრწყინვალება ეგოთი არის ჩაბნელებული. ამიტომ როდესაც ეგო ნადგურდება, ყველა უსიამოვნება მთავრდება, ყველა უკმაყოფილება ქრება და ნეტარება მიიღწევა. ისევე როგორც მზე დაფარულია ნისლით, ეგოს გრძნობა მალავს მარადიულ ნეტარებას. მაშინაც კი თუ თვალები გახელილია, ქსოვილის ან მუყაოს ნაჭერს შეუძლია შეუშალოს ეფექტურად ხედვას და სასარგებლოდ ფუნქციონირებას. ასევე, ეგოიზმის ეკრანი უშლის ადამიანს დანახვას ღმერთის, ვინიც არის, სინამდვილეში, უფრო ახლოს ვიდრე ვინმე და რაიმე კიდევ სამყაროში.
– პრემა ვაჰინი, თავი 15.
20.01.20.
უბრალოდ გონივრული მოსაზრებებისადმი ღრმა შთაბეჭდილების გამოხატვა საერთოდ არ არის სასარგებლო; ვედები, უპანიშადები და წმინდა წერილები არის მოძღვრებები ცხოვრებისთვის მათი ყოველდღიური პრაქტიკით. ამ პრაქტიკის გარეშე, როგორიც გინდა იყოს სიტყვათა სიმდიდრე ან სწავლულობის სტანდარტი, ეს ყველაფერი კოლოსალურად ზედმეტია. ამ სწავლებების რეალურ ცხოვრებაში გადასატანად, უნდა ჩაახშოთ გრძნობა „მე ვიცი“, გაახილეთ თვალი რეალურ არსზე და ჩაწვდით მას. შემდეგ ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ნეტარებას, უშეცდომოდ. ალმანახი შეიძლება მიუთითებდეს, რომ იქნება წყალის ათი ერთეულის წვიმა, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ კალენდარი ათჯერ დაიკეცება და მოიკუმშება, წყალის ერთი წვეთიც არ დაიღვრება. კალენდრის მიზანია არა წვიმის მოცემა, არამედ მხოლოდ ინფორმაციის მოწოდება ამის შესახებ. ასევე, წმინდა წერილებს შეუძლია მხოლოდ ინფორმაციის მოცემა მოძღვრებების, აქსიომების, წესების, რეგულაციების და მოვალეობების შესახებ. ესები იძლევა ინსტრუქციას მშვიდობისა და გათავისუფლების მიღწევის მეთოდებზე. მაგრამ ესები არ არის გაჯერებული ნეტარების ამ არსებით. ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს გზა, მიმართულება და მიზანი, როგორც მათშია აღწერილი; შემდეგ, მან უნდა იაროს გზაზე, მისდიოს მიმართულებას და მიაღწიოს მიზანს.
– პრემა ვაჰინი, თავი 16.
21.01.20.
თუ მე-ცნობიერება ქმნის სიამაყეს “მე ვიცი ყველაფერი”, დაცემა გარდაუვალია. ეს მაცდური განცდა იწვევს სიკვდილს. ხსნის საიდუმლო დევს ამ საფრთხის რეალიზებაში; ხელახლა დაბადება გარდაუვალია, თუ ეს საფრთხე არ არის არიდებული. შეიგნეთ ეს ყველაფერი, თუ თქვენ ჩაიძირებით სულიერ პრაქტიკაში, მაშინ მსოფლიო და მისი საზრუნავები ვერ დაგაზიანებთ თქვენ. მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ შორს ხართ ამ ჭეშმარიტებისგან თქვენ იტანჯებით, გრძნობთ ტკივილს და წვალობთ. ბაზრიდან შორს, ისმის მხოლოდ უზარმაზარი გაურკვეველი ღრიანცელი. მაგრამ როდესაც ვინმე უახლოვდება მას და დადის მასში, მას შეუძლია გარკვევით განასხვავოს ცალკეული გარიგებები. ასევე, სანამ უზენაესის (პარამათმას) რეალობა ცნობილი იქნება თქვენთვის, თქვენ ხართ დაძლეული და გაბრუებული მსოფლიოს ღრიანცელით; მაგრამ როგორც კი თქვენ შედიხართ ღრმად სულიერი მიღწევის სამეფოში, ყველაფერი ხდება ნათელი და რეალობის ცოდნა იღვიძებს თქვენში. მანამდე, თქვენ დაჭერილი ხართ არგუმენტების, დავებისა და საკუთარი განცდების სააშკარაოზე გამომტან ფერადოვნებათა უაზრო ხმაურში.
– პრემა ვაჰინი, თავი 16.
22.01.20.
მათ ვინც ეძებენ ღმერთთან კავშირს და მსოფლიოს კეთილდღეობას უნდა უკუაგდონ როგორც უღირსი ორივე შექებაც და გაკიცხვაც, დაფასებაც და დაცინვაც, კეთილდღეობაც და გაჭირვებაც. მათ გაბედულად უნდა შეინარჩუნონ მყარი რწმენა საკუთარი თანდაყოლილი რეალობისადმი და თავი უნდა მიუძღვნან სულიერ ამაღლებას. ვერავინ, თუნდაც დიდი სულიერი პიროვნება (მაჰა-პურუშა) ან ავატარი, ვერ შეძლებს ოდესმე კრიტიკისა და საყვედურებისაგან თავის დაღწევას. ამიტომ, დაე ასპირანტებმა თავი დაიჭირონ შორს ყველა ასეთი მერყევი და უმეცარი ადამიანებისგან, და თავი შეიკავონ მათ შეხედულებებზე მსჯელობიდან და მათთან განსჯიდან. ვანებოთ მათ ჩაეფლონ წმინდა წიგნებში და იყვნენ უფლის ერთგულთა კომპანიაში. მოგვიანებით, რეალიზების გამოცდილებით მდიდარი და რეალობასთან კონტაქტის გამო გაბედული, ისინი შეიძლება შეუერთდნენ ნებისმიერ კომპანიას საფრთხის გარეშე და მცდელობითაც კი სხვა ჭკუების მისამართად ჭეშმარიტებაზე რომელიც მათ თვით აქვთ ნანახი.
– პრემა ვაჰინი, თავი 17.
23.01.20.
ზოგიერთი ასპირანტი ასე საშინლად არის შეშინებული ღელვებით, დანაკარგებითა და სიძნელეებით რომ დაიწყონ თავისი სულიერი ძალისხმევაც კი და ამიტომ რჩება განმარტოებული. ზოგი ერთგული, სულიერი მოგზაურობის დაწყებისა და რაღაც მანძილზე მგზავრობის შემდეგ, არის დათრგუნული დაბრკოლებებითა და იმედგაცრუებებით და უარს ამბობს შუაზე. კიდევ სხვები მტკიცედ მისდევენ სულიერ გზას სიმშვიდით და სიმამაცით, როგორიც არ უნდა იყოს ტკივილის ბუნება, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს გზა – ისინი არიან ყველაზე მაღალი ტიპის. თქვენ შეიძლება იყოთ შემცდარი მიჯაჭვულობით ამ ილუზორი მსოფლიოთი და მიზიდული დროებითი სიხარულით, მაგრამ არასოდეს გაცვალოთ მუდმივი და სრული ბედნიერების მისაღწევი საშუალებები. ასრულეთ თქვენი სულიერი მოვალეობები სრული ერთგულებით. ღმერთი შეუძლებელია იყოს განცდილი რწმენისა და სიმტკიცის გარეშე. უფალი მოდის მხოლოდ უზენაესი ერთგულით (პარ-ბჰაკტით); უზენაესი ერთგულება მოდის მხოლოდ სულიერი სიბრძნით (ჯნანით); სულიერი სიბრძნე მოდის მხოლოდ რწმენით (შრადდჰით); და რწმენა მოდის მხოლოდ სიყვარულით (პრემით).
– პრემა ვაჰინი, თავი 18.
24.01.20.
როგორ უნდა კულტივირდეს სიყვარული? ორი მეთოდის საშუალებით: 1. ყოველთვის მიიჩნიეთ სხვების შეცდომები, როგორი დიდიც გინდა იყოს, მცირედ და უმნიშვნელოდ. ყოველთვის განიხილეთ თქვენი საკუთარი შეცდომები, როგორი მცირე და უმნიშვნელოც გინდა იყოს, დიდად მყოფათ, დანაღვლიანდით და მოინანიეთ გულწრფელად. ამ მეთოდების საშუალებით, თქვენ დაეხმარებით საკუთარ თავს დიდი შეცდომებისა და დანაშაულების არჩადენაში; თქვენ ასევე შეიძენთ ძმობისა და სულგრძელობის ხარისხებს. 2. რასაც კი თქვენ აკეთებთ, თვით ან სხვებით, აკეთეთ ეს იმის გახსენებით, რომ ღმერთი არის ყველგანმყოფი. ის ხედავს და ისმენს ყოველ სიტყვას და იცის ყველაფერი რასაც თქვენ აკეთებთ. რასაც კი თქვენ ლაპარაკობთ, გახსოვდეთ რომ ღმერთი ისმენს ყოველ სიტყვას; გაარჩიეთ ერთმანეთისგან მართალი და ტყუილი და ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე. რასაც კი თქვენ აკეთებთ, გაარჩიეთ ერთმანეთისგან სწორი და არასწორი და აკეთეთ მხოლოდ სწორი. შეეცადეთ ყოველ წამს იცხოვროთ ყოვლისშემძლე უფლის ცნობიერებაში.
– პრემა ვაჰინი, თავი 19.
25.01.20.
ტანი არის ინდივიდის ტაძარი, ამიტომ რაც კი ხდება ამ ტაძარში არის ინდივიდის საზრუნავი. ასევე, მსოფლიო არის უფლის ტანი და ყველაფერი რაც მასში ხდება, კარგი თუ ცუდი, არის მისი საზრუნავი. ინდივიდისა და ტანის დაკვირვებული ფაქტიდან იცოდეთ უფლისა და მსოფლიოს დაუკვირვებელი ფაქტის ჭეშმარიტება. ინდივიდისა და უფლის ურთიერთობას შეიძლება ჩაეჭიდოს ყველა, ვინც შეიძენს სამ მთავარ ინსტრუმენტს: (1) ჭკუას შეუბღალავს მიჯაჭვულობითა და სიძულვილით, (2) მეტყველებას შეუბღალავს სიცრუით და (3) ტანს შეუბღალავს ძალადობით. სიხარული და მშვიდობა არ არის არსებითი გარე ობიექტებში; ესები არის თვით თქვენში. მაგრამ თქვენი სისულელით, თქვენ ეძებთ მათ საკუთარ თავს გარეთ მსოფლიოში, საიდანაც თქვენ ვალდებული ხართ წახვიდეთ, დღეს თუ ხვალ. შეეცადეთ შეიცნოთ ყველაფრის არსი, მარადიული ჭეშმარიტება. შეეცადეთ განცადოთ სიყვარული რაც არის ღმერთი თვით. გაარჩიეთ მუდამ, მიიღეთ რაც ჭეშმარიტია და უკუაგდეთ დანარჩენი.
– პრემა ვაჰინი, თავი 19.
26.01.20.
ზოგიერთი ავადმყოფობისთვის მედიკამენტები ინიშნება გარეგანად გამოსაყენებლად, მაშინ როდესაც სხვებისთვის მიეცემა შინაგანი სარგებლობისთვის. მაგრამ დაბადების და სიკვდილის (ბჰავა-როგას) ციკლის ამ საყოველთაო ავადმყოფობისთვის, სულიერი საუბრების მოსმენა (სრავანა), ღმერთის სახელის გალობა (კირტანა), და სხვა წამლები გამოწერილია გარეგანი და შინაგანი სარგებლობისთვის. ერთია უფლის სახელის როგორც წარმოთქმა ასევე მოსმენა. ღმერთს აქვს თანაბარი სიყვარული ყველა მისი შვილის მიმართ ისევე როგორც სინათლის ბუნებაა ყველას განათება. ამ განათების გამოყენებით, ზოგიერთს შეუძლია წაიკითხოს კარგი წიგნები და სხვებმა კი შეიძლება აკეთონ მათი ყოველდღიური დავალებები, ესები როგორიც გინდა იყოს. ასევე, ღმერთის სახელის წარმოთქმით, ერთი შეიძლება პროგრესდეს ღმერთის გაცნობიერებაში, მეორემ კი შეიძლება ბოროტი საქმეები აკეთოს! ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თქვენ როგორ იყენებთ სინათლეს. მაგრამ უფლის სახელი არის უნაკლო, ყოველთვის და საუკუნოდ.
– პრემა ვაჰინი, თავი 21.
27.01.20.
ბევრი ადამიანი ძვირს ამბობს გამოსახულების თაყვანისცემაზე, მაგრამ მისი საფუძველი ნამდვილად არის მიკროკოსმში მაკროკოსმის დანახვის შესაძლებლობა. გამოსახულების თაყვანისცემის მნიშვნელობა დამტკიცებულია გამოცდილებით; ეს არ არის დამოკიდებული მდიდარი წარმოსახვის უნარის ქონაზე. ის, რაც იძებნება უფლის ფორმაში (ვირატ-სვარუპაში), ასევე გვხვდება, შეუმცირებელი და შეურეველი, გამოსახულების ფორმაში (სვარუპაში). სურათები ემსახურება იგივე მიზანს, რასაც მეტაფორები და შედარებები პოეზიაში. ესები ილუსტრირებს, აფართოებს და ასუფთავებს. სიხარული მოდის არა საგნების ფორმისა და სტრუქტურის მეშვეობით, არამედ დამყარებული ურთიერთობით. არა ნებისმიერი ბავშვი არამედ საკუთარი შვილი ხდის დედას ბედნიერს. ასევე, თითოეულთან და ყველა ნივთთან სამყაროში, თუ თქვენ აირჩევთ ამ ნათესაობის, ამ სუფთა ღმრთიური სიყვარულის (ისვარა პრემას) დამყარებას, მაშინ ჭეშმარიტად ზეძლიერი სიხარული შეიძლება განცადოთ! ვინც ეს შეიგრძნო აუცილებლად გაიგებს ამ ჭეშმარიტებას!
– პრემა ვაჰინი, თავი 20.
28.01.20.
ვაჭარი ანგარიშობს დებიტსა და კრედიტს კვირის, თვის, წლის ბოლოს და ადგენს ბალანსს, რომ მიიღოს ერთი სიდიდე – მისი მოგება. ასევე, ცხოვრების ამ ბიზნესში ყველაფერი მთავრდება დატოვებით რაღაც წმინდა პოზიტიურის, მას შემდეგ რაც ყველა გაცემა და მიღება აღირიცხება. გამოცდილება რომელიც შეუპოვრობს სიცოცხლის ბოლო მომენტამდე, ორი ან სამი რომლებიც ამოტივტივდება ცნობიერებაში მაშინ როდესაც გაიხსენებენ ყველაფერს, რაც მოხდა ცხოვრებაში, ეს არის ნამდვილი მიღწევები. სიკვდილის მომენტში, თუ ვინმეს სწყურია აამოს ენას, ეს იმის მტკიცებულებაა რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ენა იყო პატრონი. ან თუ ქალს ახსოვს თავისი შვილი და შეეცდება მის მოალერსებას, ბავშვის სიყვარულის შინაგანი სურვილი (სამსკარა) გაბატონებული იყო მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს ამტკიცებს რომ ყველა სხვა გამოცდილება იქნა მივიწყებული. აქედან გამომდინარე, მიმართეთ ცხოვრების მთელი დინება შეძენისკენ გონებრივი სამსკარის, რაც თქვენ გინდათ გქონდეთ ბოლო მომენტის განმავლობაში. დააფიქსირეთ თქვენი ყურადღება მასზე, დღე და ღამე.
– პრემა ვაჰინი, თავი 27.
29.01.20.
ყოველთვის დაიჭირეთ სიკვდილი, რაც გარდაუვალია, მეხსიერების თვალწინ და ჩაერთვეთ ცხოვრების მოგზაურობაში ყველასთვის კეთილი სურვილებით, ჭეშმარიტებისადმი მკაცრი ერთგულებით, ყოველთვის კარგი კომპანიის ძებნით და ყოველთვის უფალზე დაფიქსირებული ჭკუით. იცხოვრეთ, თავი არიდეთ ბოროტ საქმეებს, საძულველ და საზიანო აზრებს და არ მიეჯაჭვოთ მსოფლიოს. თუ თქვენ ასე ცხოვრობთ, თქვენი ბოლო მომენტი იქნება სუფთა, ტკბილი და კურთხეული. დისციპლინირებული მისწრაფება არის საჭირო ამ სასურველი საბოლოო მიზნის უზრუნველსაყოფად. ჭკუა უნდა შეტრიალდეს კარგ გონებრივ მიდრეკილებებზე (სამსკარებზე). ყველამ უნდა შეამოწმოს საკუთარი თავი მკაცრად, დააფიქსიროს ხარვეზები და იბრძოლოს მათ გამოსასწორებლად. როდესაც ადამიანები აღმოაჩენენ და აცნობიერებენ თავიანთ საკუთარ ნაკლოვანებებს, ეს არის როგორც ხელახლა დაბადება. შემდეგ ადამიანები იწყებენ თავიდან, ახალი ბავშვობიდან. ეს არის გაღვიძების ნამდვილი მომენტი.
– პრემა ვაჰინი, თავი 27.
30.01.20.
სიცოცხლე მარადიულად მოინადირება სიკვდილით. ჯერ კიდევ, ადამიანები ვერ იტანენ სიტყვა „სიკვდილის“ ხსენებას. ამ სიტყვის მოსმენა მიიჩნევა ავის მომასწავებლად, თუმცა, როგორი აუტანელიც გინდა იყოს ეს, ყველა ცოცხალი არსება განაგრძობს ყოველ წამს მასთან უფრო და უფრო მიახლოვებას. განიზრახეთ მოგზაურობა და ამისთვის იყიდეთ ბილეთი, როდესაც თქვენ შედიხართ მატარებელში, მატარებელი გინდა-არგინდა მიგიყვანთ დანიშნულების ადგილამდე, იმის მიუხედავად თქვენ იჯდებით მშვიდად, დაწვებით, წაკითხავთ თუ იმედიტირებთ. ასევე, თითოეულმა ცოცხალმა ნივთმა დაბადებისთანავე მიიღო სიკვდილის ბილეთი და დაადგა მოგზაურობას; ამიტომ როგორიც გინდა იყოს თქვენი ბრძოლები, დაცვები და სიფრთხილეები, ადგილს უნდა მიაღწიოთ რომელიღაც დღეს. რაიმე კიდევ შეიძლება გაურკვეველი იყოს, მაგრამ სიკვდილი გარკვეულია. შეუძლებელია ამ კანონის შეცვლა. ადამიანებს უჭირავთ თვალი, ყური და ენა მუდმივი სიახლის ფუფუნებაზე. ახლა, უნდა ისწავლოთ საპირისპირო მიდრეკილებები. ჭკუა უნდა მიიმართოს სიკეთისკენ; ყოველი წუთის საქმიანობა უნდა შემოწმდეს ამ საყრდენიდან.
– პრემა ვაჰინი, თავი 27.
31.01.20.
ჩაქუჩის ოცი დარტყმა შეიძლება არ იყოს წარმატებული ქვის გასატეხად, მაგრამ ოცდამეერთე დარტყმამ შეიძლება გატეხოს ის. ნიშნავს ეს რომ ოცი დარტყმა იყო უსარგებლო? არა! თითოეულმა თავისი წვლილი შეიტანა საბოლოო წარმატებაში; ბოლო შედეგი იყო დაგროვილი ეფექტი! ასევე, ჭკუა დაკავებულია ბრძოლაში მსოფლიოსთან, ორივესთან შინაგანთანაც და გარეგანთანაც. რა თქმა უნდა, წარმატება ყოველთვის არ შეიძლება იყოს თქვენი ხვედრი. თქვენ ნამდვილად მიაღწევთ მარადიულ ნეტარებას, კარგ საქმეებში ჩაბმით და თქვენი ჭკუის გაჯერებით ღმერთისადმი სიყვარულით. შეავსეთ სიცოცხლის ყოველი წამი სიყვარულით. შემდეგ, ბოროტი მიდრეკილებები ვერ გააძნელებს თქვენს გზას. თუ თქვენი ჭკუა ყოველთვის ბინადრობს უფალთან, თქვენ გასწევთ კეთილი საქმეებისკენ. მთელი სულიერი პრაქტიკის მიზანი არის ჭკუის განადგურება და, ერთ მშვენიერ დღეს, ერთი კეთილი საქმე მიაღწევს წარმატებას განადგურებაში, როგორც ოცდამეერთე დარტყმა! წარსულში გაკეთებული ყველა კარგი საქმე ეხმარება ამ ტრიუმფს; არც ერთი კეთილშობილური საქმე არ არის არღირებული, ყველა პატარა მოქმედება ითვლება!
– პრემა ვაჰინი, თავი 28.

ბაბა