დეკემბერი

1.12.19.
როდესაც ლამპა ინთება მეორედან, სადაც იყო მხოლოდ ერთი არის ორი! პირველმა არ შეაჩერა კაშკაშა ნათება. თქვენ შეგიძლიათ მილიონი ლამპა აანთოთ ერთიდან; მაინც, პირველი არ მოიჭირვებს! სიყვარულიც არის ამის მსგავსი. გააზიარეთ იგი მილიონთან, იგი კვლავ ისეთივე ნათელი იქნება, როგორც ეს იყო მარტო. როდესაც თითოეული ოჯახი ქუჩაზე რამდენიმე ლამპას ანთებს და ათავსებს კარებზე, პარაპეტის კედელზე, კარიბჭესთან, ვერანდაზე და ა.შ., რა არის ეფექტი? ქალაქი ავსებულია შუქით, მოსახლეობა ბედნიერია, ბავშვები ცეკვავენ სიხარულით და ცა კაშკაშებს მიწიერი სიხარულის ნათებით. შუქი გაიზარდა შერევით სინათლის სხვა წყაროებთან! მას არ აქვს საზღვრები, არც წინასწარ ცუდად განწყობები, არც ფავორიტები! ეს არის სინათლისა და სიყვარულის გაკვეთილი; გაზიარება, გაფართოება, გულში ჩაკვრა, გავრცელება, სიყვარულის ერთ უსაზღვრო დინებაში უარის თქმა ჩემია და შენიას, მისია და მათიას, კასტისა და კრედოს შეზღუდულობაზე. ეს არის მთელი სულიერი სადჰანის კულმინაცია!
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 29 ოქტომბერი.
2.12.19.
თქვენ შეგიძლიათ სწრაფად ჩაეჭიდოთ ღმერთს ან ჯნანის ან ბჰაკთის ან კარმა მარგას (ან ცოდნის ან თაყვანისცემის ან საქმიანობის გზის) მეშვეობით. თქვენ შეიძლება იმგზავროთ პირველი, მეორე ან მესამე კლასით მატარებელში; მანძილი არის იგივე. ჯნანა აგრძელებს დაშვებას რომ ღმერთი არის იმანენტური და ტრანსცენდენტული. ბჰაკთის სწამს რომ ღმერთი არის შემქმნელი, დამცველი და დამშლელი, რომ ის უნდა იყოს თაყვანცემული და დაკმაყოფილებული ისეთი საქმეებით რაც მას დააფასებს, რომ ღმერთი არის ბატონი და თქვენ პრივილეგირებული ხართ ემსახუროთ. კარმა იღებს მესამე კატეგორიას – ბუნება! ადამიანმა უნდა გამოიყენოს ბუნება, იცხოვროს ბუნებაში, იცხოვროს ბუნებით, ყოველთვის მიუძღვნას საკუთარი საქმიანობა ღმერთის შემდგომ დიდებას, დაუმორჩილოს საკუთარი თავი თაყვანისმცემლურ საქმიანობას, დაუინტერესებლად საქმიანობის ნაყოფებით, რადგან ესენი არის ღმერთის ხელში. სამი ფერი – ჯნანა, ბჰაკთი და კარმა განსხვავებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ღმერთის თეთრი შუქი გადის ადამიანის გონებისა და ჭკუის პრიზმაში. გააქტიურეთ ესენი საქმეში, ესენი არის მხოლოდ ერთი სხივის ნაწილები.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 29 ოქტომბერი.
3.12.19.
სიყვარული პირველად დედის კალთაში იხსნება. სიყვარულის თვალები თავისთავად მიპყრობილია დედის მოალერსე სახეზე. ეს შემდეგ ვრცელდება მამამისის, ძმების და დების, ნაცნობებისა და ნათესავების, მეგობრისა და თანაგუნდელის, რეგიონის და ენის, მსოფლიოს და მისი შემქმნელის მიმართ. “მე“ რომელიც ცხოვრობს ტანში მსგავსია ლომის გამოქვაბულში. ეს არის ტყის მონარქი; მაგრამ იგი ზღუდავს თავის თავს კლდოვანი იატაკის რამდენიმე კვადრატული ფუტით. დაე იგი გამოვიდეს გარეთ, უარი თქვას უმნიშვნელო სამფლობელოზე. მანამ სანამ თქვენ კეტავთ საკუთარ თავს ტან-ცნობიერებაში (მე ვარ ტანი), თქვენ ხართ ლომი რომელიც სევდიანობს დაობებულ გამოქვაბულში! არ იგრძნო, დეჰოსმი (მე ვარ სხეული). იყვირე ბრაჰმასმი! (მე ვარ ბრაჰმანი) – მე ვარ ეს ყველაფერი და უფრო მეტიც, მე ვარ ყველაფერი ეს რაც არის, იყო და იქნება. შემდეგ სიპატარავე, დრო, სივრცე, ეგო – ყველა გაიქცევა შენი გულიდან! შენ იქნები სიყვარული, სიყვარული, სიყვარული და სხვა არაფერი. ანუ, შენ იქნები ღმერთი, ერთიანთან ერთიანი.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 29 ოქტომბერი.
4.12.19.
ადამიანის სიცოცხლე უეჭველად ყველაზე მაღალია ევოლუციაში და მასზე მნიშვნელობის მისაცემად აუცილებელია წმინდა და სუფთა სულიერი მცდელობა და ძალისხმევა. ცხოვრების ამ წესისთვის, ხასიათი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხასიათი უკვდავჰყოფს ცხოვრებას; იგი ცოცხლობს სიკვდილზე მეტხანსაც კი. ზოგი ამბობს, რომ ცოდნა ძალაა, მაგრამ ეს ასე არ არის. ხასიათი არის ძალა. ცოდნის შეძენაც კი მოითხოვს კარგ ხასიათს. ამიტომ ყველა უნდა ესწრაფოს მიღწევას უნაკლო ხასიათის, ბოროტების რაიმე კვალის გარეშე. ბუდა, იესო ქრისტე, შანკარაჩარია და ვივეკანანდა, ისევე როგორც დიდი ბრძენები, წმინდანები და უფლის ერთგულები, დღემდე საუნჯედ არიან ხალხის მეხსიერებაში! რა ხარისხმა გახადა ისინი ყველა დროსთვის სრულიად დასამახსოვრებელი? ეს არის მათი ხასიათი! ხასიათის გარეშე სიმდიდრე, განათლება და სოციალური სტატუსი უსარგებლოა. ხასიათი არის ყვავილის სურნელი; ეს აძლევს მნიშვნელობას და ღირებულებას. შეიძლება პოეტები, მხატვრები, მსახიობები და მეცნიერები იყვნენ დიდები, თითოეული საკუთარ სფეროში, მაგრამ ხასიათის გარეშე, მათ ვერ ექნებათ ხანგრძლივობა საზოგადოებაში.
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
5.12.19.
განივითარეთ რწმენა ათმას პრინციპში და გიყვარდეთ ეს გულწრფელად – ეს არის ჭეშმარიტი თაყვანისცემა. ათმა არის ერთი და მხოლოდ საყვარელი ერთი კაცობრიობისთვის. იგრძენი რომ ის არის უფრო საყვარელი ვიდრე ნებისმიერი საგანი აქ და აქასშემდეგ – ეს არის ნამდვილი თაყვანისცემა, რაც ღმერთს შეიძლება შესთავაზოთ. ყველამ უნდა იცხოვროს სამყაროში სადაც ის დაიბადა ლოტოსის ფოთლის მსგავსად, რომელიც თუმცა იბადება წყალში, მასზე ტივტივებს მისგან შეუხებლად ან მისით დაუსველებლად. რასაკვირველია, კარგია გვიყვარდეთ და თაყვანისცეთ ღმერთს იმისთვის, რომ მოიპოვოთ რაიმე ძვირფასი ნაყოფი აქაც და აქასშემდგომშიც, მაგრამ ვინაიდან არ არსებობს ნაყოფი ან ობიექტი ღმერთზე უფრო ძვირფასი ან ღმერთზე უფრო ღირებული, ვედები გვირჩევს ჩვენ გვიყვარდეს ღმერთი ჩვენს ჭკუაში სურვილის შეუხებლად. გიყვარდეთ, ვინაიდან თქვენ უნდა გიყვარდეთ სიყვარულის გულისთვის; გიყვარდეთ ღმერთი, ვინაიდან რაც გინდა მან მოგცეთ არის ნაკლები ვიდრე ის თავად; გიყვარდეთ ის მხოლოდ, სხვა სურვილის ან მოთხოვნილების გარეშე.
– სატია საი ვაჰინი, თავი 1.
6.12.19.
სრულყოფილი ხასიათი გრძელდება ადამიანის სიცოცხლის ბოლომდე, არ წყდება მთელი საუკუნეები; ეს არის უკვდავი და ასოცირდება ათმასთან. ასეთი უკვდავი ხარისხებია – თანაგრძნობა, სიკეთე, სიყვარული, სულგრძელობა,, პატიოსნება და მოთმინება. ჩვევები ფორმირდება მხოლოდ იმ საქმეების გამო რითაც ჩვენ ვართ გატაცებული. ეს ჩვევები აყალიბებს ინტელექტს. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვქსოვთ ჩვენს წარმოსახვაში, ჩვენს მისწრაფებებსა და საქმეებში, ტოვებს წარუშლელ ანაბეჭდს ჭკუაზე. მათ გამო, ადამიანი ქმნის მსოფლიოს თავის საკუთარ აღქმას. ადამიანის აწმყო მდგომარეობა მისი წარსული დაბადების შედეგია. ეს ჩვევები აყალიბებს ადამიანის ხასიათს. როგორიც გინდა იყოს ბუნება, მხოლოდ წარმოსახვისა და პრაქტიკის პროცესის შესაბამისად, იგი შეიძლება შეიცვალოს. ცუდი ადამიანი ასე არ დარჩება ყოველთვის. განა ანგულიმალა, ბანდიტი, არ გადაიქცა კარგ ადამიანად მხოლოდ ბუდდჰას დარშანით? ქურდი რატნაკარა არ გახდა ვალმიკი, ბრძენი? ადამიანს აქვს მის შიგნით უნარი შეცვალოს თავისი ბოროტი მიდრეკილებები და ჩვევები. უანგარო მსახურება, უარის თქმა, ერთგულება, ლოცვა, გამოკვლევა – ეს მისცემს ახალი სვაბჰავას – ქცევის შთაგონების შესაძლებლობას.
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
7.12.19.
ბრძოლას სხეულის იდენტიფიცირების მიდრეკილების წინააღმდეგ და ღმერთის წყალობის მოსაპოვებლად, საფუძვლად უნდა დაედოს ისეთი სულიერი სავარჯიშოები, როგორიცაა ფილოსოფიური მოკვლევა (თათვა ვიჩარანა), ჭკუისა და გრძნობების კონტროლი (სამა-დამა) და სხვა ექვსჯერადი სულიერი დისციპლინა (შათ-სამპათთი). მათი პრაქტიკა უზრუნველყოფს ცნობიერების განწმენდას; შემდეგ ის გახდება როგორც სუფთა სარკე რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ობიექტის არეკვლა, და ათმა ნათლად გამოჩნდება. უმაღლესი სიბრძნის (ჯნანა-სიდდჰის) მისაღწევად ცნობიერების განწმენდა (ჩითთა-სუდდჰი) არის სამეფო გზა. სისუფთავისთვის გულში, ეს არის ადვილი მისაღწევი. ეს არის საბოლოო სინამდვილისთვის (პარამართასთვის) ბჰარათიას ძებნის ცენტრალური ჭეშმარიტება. ეს არის სწავლების ნამდვილი სასიცოცხლო სუნთქვა.
– სატია საი ვაჰინი, თავი 1.
8.12.19.
როგორიც არის ჩვენი ხედვა, ასეთია ქმნილებაც. არ იცვლება ქმნილების ფერი იმ სათვალეების ფერის საფუძველზე რომელსაც ჩვენ ვატარებთ? იყვნენ და ახლაც არიან დიდი მასწავლებლები რომლებიც უჩვენებენ კაცს იმ დიდ სიმაღლეებს რის მიღწევაც მას შეუძლია, და ასევე ააშკარავებენ იმ დიდ ძალას რომელიც დაფარულია ადამიანის ტანში. კაცის ჭკუა ხშირად იკარგება ხეტიალში გარეთა რამეებზე, სხვების კრიტიკასა და მსგავს ასეთ ქმედებებზე. როდესაც ვინმე დაკავებულია სხვებში ნაკლების დანახვით, ის როგორ მიაღწევს ეკაგრათას ან ერთ-მიზანგამახვილებას? დაუსვით საკუთარ თავს ეს შეკითხვა: როდესაც ბევრმა სახელოვანმა და დიდებულმა, ვისაც აქვთ ფიზიკური სხეულები ისეთივე როგორიც მე მაქვს, მიაღწია ასეთ ამაღლებულ სტატუსს, რატომ უნდა იყოს ჩემი პოზიცია რამეთი ნაკლები? რას ვიღებ მე სხვების შეცდომების პოვნით? მე საკუთარ თავში უნდა მოვიძიო საკუთარი შეცდომები და უნდა დავიჭირო ჭკუა კონტროლში – ამ მყარი გადაწყვეტილების მიღება არის პირველი ნაბიჯი სულიერ პრაქტიკაში.
– პრემა ვაჰინი, თავი 3.
9.12.19.
საკუთარ თავზე უნდა აიღოთ საქმიანობა, რაც არის რამედ მსოფლიოს სასარგებლო. იარეთ სოფლებში და დაეხმარეთ მათ დაიცვან სისუფთავე. ასწავლეთ სოფლის ქალებს ბავშვთა ჯანმრთელობის, ბავშვზე ზრუნვისა და ბავშვის მომზადების ძირითადი პრინციპები. როდესაც ჯანმრთელობა ირყევა, ადამიანი ხდება გულგატეხილი და სასოწარკვეთილიც კი. როდესაც ჯანმრთელობა გაბატონებულია, სიცოცხლისუნარიანობა ავსებს ორივეს ჭკუასაც და ტანსაც. მოსიყვარულე მსახურების პროცესით, თქვენ შეიძლება გახდეთ დიდი სიხარულის მფარველები. არ ჩათვალოთ მსახურების რაიმე მოქმედება დამამცირებლად. მაგალითად, ქუჩების დაგვა არ არის თქვენი ღირსების ქვევით. თქვენ არ გვით თქვენი სახლის იატაკს? თქვენ არ წმენდთ და არ რეცხავთ ჭუჭყს? როდესაც თქვენ ასრულებთ ამგვარ დავალებებს, სოფლის მცხოვრებნიც სიამოვნებით იზიარებენ მათ. რატომ უნდა იყო დარცხვენილი კარგად მყოფი? დაცინვა რაც თქვენზე შეიძლება იყოს ნატყორცნი იყო ბევრი წმინდანის ჯილდო. ეს მალე გაქრება.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 1 დეკემბერი, ანანტაპურ კამპუსი.
10.12.19.
ადამიანებს აქვთ რწმენა მეცნიერების მიერ პლანეტარული დისტანციებისა და ზომის გაანგარიშების მიღებულ შედეგებში. მაგრამ ისინი მერყეობენ როდესაც პირისპირ დგებიან დასკვნებთან რაზეც მივიდნენ მკვლევარები ვისაც სულის შინაგან სივრცესა და შინაგან რეგიონებში სვლით აქვს ნანახი და ნაჩვენები, განცდილი და სიამოვნებით მიღებული ჭეშმარიტებები. უგუნური თავნებობა არის ის რაც აიძულებს ადამიანებს გამოიჩინონ ერთგულება რწმენისადმი რაც მათ აღიარებული აქვთ როგორც უდაო. როგორც გადმოცემაშია ნათქვამი, ”საიდუმლო ცეცხლი შეიძლება დაიჭირო ხელისგულში და ცას შეიძლება დაუკავშირდე როგორც კონკრეტულ არსებას; მაგრამ ვინმე ვერასოდეს შეძლებს ჩლუნგი და ჯიუტი ადამიანის ჭკუის გასუფთავებას“. ვინაიდან ვინმემ შეიძლება გააღვიძოს ადამიანი ვისაც სძნავს; ვინმემ შეიძლება აიძულოს ადამიანი ვინც მძინარე არ არის ადგეს და იაროს; მაგრამ ვინმე ვერასოდეს შეძლებს გააღვიძოს თანამოძმე ვინც თავს აჩვენებს მძინარედ. ცოდნის სინათლის ჯიუტად თავის არიდება არის ცოდვა სულიერების წინააღმდეგ. ჩვენი სტუდენტები უნდა მიემშვიდობნენ სინათლეს ყოველ დროს და ყოველი მხრიდან.
– ღმერთის საუბარი, 1982 წლის 1 დეკემბერი, ანანტაპურ კამპუსი.
11.12.19.
კაცი დიდხანს არ ცხოვრობს. თუმცა ცხოვრების ამ მოკლე პერიოდში მას აქვს უნარი განცადოს ღმრთიური ნეტარება. ორი ადამიანი შესაძლოა გამოჩნდეს თითქოსდა შექმნილი ერთი და იმავე ფორმით. მათი კიდურები შეიძლება შესახედავად იყოს ერთნაირი. ამის მიუხედავად, ერთი შეიძლება აღმოჩნდეს ანგელოზი, მეორე კი – მხეცი. რა არის ამის მიზეზი? შეხედეთ მათ ქცევას, ძნელია დაიჯერო, რომ ორივე მათგანი ერთსა და იმავე საზოგადოებას მიეკუთვნება. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ქცევა. თითეულ და ყოველ წამს, ადამიანის ცხოვრება შეიძლება ზედაპირულად მარტივი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის; არსებობს დიდი მნიშვნელობა დაფარული მასში. მთელი ცხოვრება არის დიდი მსხვერპლის ან იაჯნა კარმას უდიდესი მოქმედება. თუ ძილი, რომლითაც ტკბები დღის ყველა განსაცდელის უფლისთვის დანებების სულით შეთავაზების შემდეგ, არ არის სამადჰი მაშინ ეს კიდევ რა არის? „მე ვარ ტანი“ ყოვლისმომცველი რწმენის გამო, კაცი, გარჩევის გარეშე, იკვლევს სხვადასხვა გზებს თავისი ფიზიკური არსებობის ასამაღლებლად. აქედან გამომდინარე, დღე და ღამე ტანზე ფიქრის ნაცვლად, შეინახეთ იგი მხოლოდ ყველა ცოცხალი არსების თრიკარანა სუდჰით – აზროვნების, სიტყვისა და საქმის სისუფთავით მსახურების მიზნისთვის, ამგვარად რომ თქვენ შეძლოთ უმაღლესი მე-ს გაცნობიერება, რადგან თქვენ ხართ არა სხეული არამედ ათმა.
– პრემა ვაჰინი, თავი 4.
12.12.19.
ბავშვების სიყვარული არ არის არასწორი. მაგრამ მშობლებმა უნდა ისწავლონ როგორ უყვარდეთ ისინი. როდესაც კი ბავშვები გზას სცდებიან, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მშობლებმა უნდა იჩქარონ მათი შეცდომების გამოსწორება და სწორ გზაზე მიყვანა. მშობლების ვალდებულებები არ მთავრდება საკვების, სკოლაში სწავლის და ამსოფლიური საქმეების ცოდნის უზრუნველყოფით. ბავშვებს ასევე უნდა მიეწოდოთ სწორი ფასეულობები. ისინი არ უნდა აიძულონ იფიქრონ რომ სიმდიდრის შეძენა არის ცხოვრების ყველაფერი და ყველაფრის ბოლო. სიმდიდრე არ ახლავს თან ვინმეს, როდესაც ისინი ტოვებენ მსოფლიოს. სიმდიდრე არის აუცილებელი მხოლოდ არსებითი საჭიროების შესახვედრად. ძალიან დიდი სიმდიდრე არის უხერხული ზომაზე დიდი ფეხსაცმლის მსგავსად. მისი ძალიან სიცოტავე შეიძლება იყოს მტკივნეული, მჭიდროდ მორგებული ფეხსაცმლის მსგავსად. ამიტომ სასურველია მხოლოდ იმ ოდენობის სიმდიდრის ქონა რაც ადეკვატურია ადამიანის ძირითადი საჭიროებისთვის. სავალალოა რომ ფულის გაგიჟებით დევნისას ადამიანები ივიწყებენ ან თმობენ ადამიანურ სათნოებებს.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 5 თებერვალი.
13.12.19.
თათ თვამ ასი – შენ ხარ ათმას ტანმოსილება. ეს არის ყველაზე მაღალი და უწმინდესი მაჰავაკია ან ღმრთიური აქსიომა. თქვენ ხართ ის ურყევი ნაყოფი და მისი შინაგანი არსება. თქვენ ხართ ეს ათმა თათვა, ათმური პრინციპი რომელიც ტანიდან განსხვავდება და უნაკლოა. მხოლოდ ამ ათმური პრინციპის გულისთვის მოგეცათ თქვენ ეს ტანი. თქვენ, ათმა, ყოველთვის ხართ მუდმივი. თქვენ მოხვედით ტანით როგორც მანქანით თქვენი თავის გასანადგურებლად? ნამდვილად არა. თქვენ აქ ხართ ტანზე უფლებამოსილების განხორციელებლად მსოფლიოს კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის. ტანი გამოყენებული უნდა იყოს ამ მაჰათ თათვა – დიდი მიზნისთვის. ეს ტანი განკუთვნილია მოქმედებათა შესასრულებლად; ეს არის უბრალოდ იარაღი და ინსტრუმენტი ნაბოძები ღმერთის მიერ. როგორც კი განზრახულ მიზანს მოემსახურება, იგი მეტად აღარ არის საჭირო. მანამ სანამ არ გააცნობიერებთ საკუთარ ჭეშმარიტ მეს, ტანი უნდა დაიცვათ ყველა საშუალებით.
– პრემა ვაჰინი, თავი 4.
14.12.19.
როდესაც დარმაჯამ წააგო თავისი დიდი იმპერია თავის მტრებთან და ცხოვრობდა ჰიმალაის ქედებს შორის გამოქვაბულში თავის მეუღლე დრაუპადისთან, ქალმა ერთ დღეს ჰკითხა მას: „უფალო! შენ უდავოდ მოწინავე ხარ მათ შორის ვინც უბიწოების გზას (დჰარმას) ურყევად მიჰყვება; რატომ შეგემთხვა შენ ეს საშინელი უბედურება? ” ის მოცული იყო მწუხარებით. დარმაჯამ უპასუხა: ”დრაუპადი! არ იდარდო. შეხედე ჰიმალაის ამ განფენილობას. რა ჩინებული და ბრწყინვალეა იგი! რა ლამაზი და ამაღლებული! ეს ისეთი ბრწყინვალე ფენომენია რაც მე უსასრულოდ მიყვარს. ამ დიადი სილამაზის ტანმოსილება არის ღმერთი. მთებს არ სჭირდება ჩემთვის რაიმეს ჩუქება, მაგრამ მე უბრალოდ მიყვარს ეს მთები და მათი შემქმნელი მათი სილამაზისთვის. მე არ მსურს რაიმე წყალობა, არც ვილოცებ რაიმე კეთილდღეობისთვის. ჩემი სიყვარულის უმაღლესი ჯილდო არის მისი (უფლის) სიყვარული, დრაუპადი! დაე, მან მამყოფოს იქ სადაც მას უყვარს ჩემი ყოფნა. ” ამგვარად, დჰარმაჯამ აუხსნა რომ სიყვარული უნდა იყოს ღმრთიური, სპონტანური და უნდა პრაქტიკდებოდეს შესაბამისად!
– სატია საი ვაჰინი, თავი 1.
15.12.19.
განათლება განხილული უნდა იყოს წმინდა პროცესად და მოსამზადებლად საზოგადოების უანგარო მსახურებისთვის. მსოფლიოში უამრავი ადამიანია ვინც იტანჯება სხვადასხვა ფიზიკური და სხვა უნარშეზღუდულობით. განათლებული პირების მოვალეობაა ემსახურონ და დაეხმარონ მათ მათი ტანჯვის მაქსიმალურად შესაძლებელი ზომით შემცირებაში. ეს არის ღმრთიურისადმი მსახურების საუკეთესო ფორმა. არსებობს დაბინძურება და უსუფთაობა ჰაერში, წყალსა და ბევრ სხვა ნივთებში ჩვენს ირგვლივ. თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი შეძენილი ცოდნა იმის გასასუფთავებლად რაც უსუფთაოა. საზოგადოებისთვის მსახურება უნდა გახდეს განათლების მთავარი მიზანი. საის სტუდენტებმა თავიანთი ცოდნა უნდა მიუძღვნან არა მხოლოდ ცხოვრებისთვის გამომუშავებას, არამედ თავიანთი ნიჭისა და ენერგიის გამოყენებას ცხოვრების ნებისმიერ სვლაში სადაც ისინი შეიძლება იყვნენ დაკავებულნი საზოგადოებისთვის მსახურების გაწევაზე მათთვის გახსნილი ყველა გზით.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 5 თებერვალი.
16.12.19.
ვიყენებთ ჩვენ ზამთარში ნატარებ ტანსაცმელს ზაფხულშიც? ამის მსგავსად, მანამ, სანამ ამქვეყნიური მიჯაჭვულობის ძლიერი ქარები უბერავს და სანამ ჩვენ ვართ უუნარო გავუძლოთ ასეთ ქარებს, ეს მოსაწყენი და ჭუჭყიანი ადამიანის სამოსელი აუცილებელია. როგორც კი ეს ქარები გავლენას ვერ მოახდენს ადამიანის ჭკუაზე, ტანზე ან სიტყვებზე, მაშინ მან შეიძლება მიიღოს წმინდა ტანი. ”ეს უზენაესი ღმრთაება არაერთგზის მთავაზობს მე ახალ ინსტრუმენტებს მსახურების შესასრულებლად და ჩემი მეშვეობით შესრულებული მსახურების სასიყვარულო ქმედებების მისაღებად; ის ხელმძღვანელობს ამ ლამაზ თამაშს ჩემი მეშვეობით და ჩემი დასაქმებით სხვადასხვა სასარგებლო მცდელობებში. ” – თუ ადამიანი ამ გრძნობით იმოგზაურებდა ცხოვრებაში, არ იქნებოდა ეს უზომო სიხარულით სავსე?
– პრემა ვაჰინი, თავი 4.
17.12.19.
უპანიშადებისა და შასთრების (სულიერი მეცნიერებების) შესწავლა და ღმერთის სახელების ხსენება შეიძლება თავისთავად იყოს კარგი ქმედება. მაგრამ, თუ არ არსებობს სიყვარული, რაც არის ყველა სადჰანას (სულიერი დისციპლინის) საფუძველი, ეს არის უსარგებლო. ესენი არის როგორც დო. მაგრამ ღმერთისადმი სიყვარული არის კარგად ადუღებული რძის მსგავსი; იგი შეიცავს ყველა ცილას და ვიტამინს. სიყვარული აძლიერებს ადამიანის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ ენერგიებს. უსიყვარულო რელიგიური მოქმედებები ჰგავს განზავებულ დოს, რომელშიც არ არის საკვები ნივთიერებები. დჰიანა (მედიტირება) და ჯაფა (წმინდა სახელის ხსენება) სიყვარულის გარეშე არის უსიცოცხლო რიტუალები. სიყვარული რომელიც თვით გამოიხატება ყველა ცოცხალი არსების მსახურებით არის ღმერთისადმი სიყვარულის საუკეთესო გამოხატულება. არ არსებობს ნამდვილი ერთგულება ასეთი სიყვარულის გარეშე. სიყვარული არის ის რაც უცვლელია და რაც არ იაზრებს რაიმე მსხვერპლს სხვების მსახურებაში.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 5 თებერვალი.
18.12.19.
მას ვისაც არ შეუძლია შეთვისება ჭეშმარიტი სიბრძნის რაც აფართოებს ჭკუას და ცხოვრების შესახებ შინაგანი ჭეშმარიტების გამოკვლევა, ვერ წაახალისებს მსოფლიოს კეთილდღეობას. მსოფლიოს კეთილდღეობა დამოკიდებულია საზოგადოების კეთილდღეობაზე და ეს უკანასკნელი დამოკიდებულია ინდივიდების კეთილდღეობაზე. ეს ყველა თანაზიარად დამოკიდებულებულია ერთმანეთზე. ესენი მთლიანად დაკავშირებულია ერთი მეორესთან. აქედან გამომდინარე საზოგადოებაში ინდივიდებისთვის საჭიროებაა იყვნენ ალალი აზრში, სიტყვასა და საქმეში. ეს სულიერი პრინციპი გულწრფელად აფრთხილებს მათ ვინც წარმოთქვამს მშვიდობის ლოზუნგებს მაგრამ ნებივრობს მშვიდობის საზიანო ქმედებებში. ადამიანის ცხოვრება შეიძლება სწორად გაგებული იყოს მხოლოდ ჰარმონიისა და თანამშრომლობის ჭრილში. ამის მისაღწევად, თავად უნდა ჩაერთოთ საზოგადოების მსახურებაში. ასეთი მსახურება ფესვგადგმულია სულიერ რწმენაში.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 11 თებერვალი.
19.12.19.
როდესაც საქმის წამოწყება ხდება ეგოისტური დამოკიდებულებით, აღძრულია ანგარებითი მოტივებით და შთაგონებულია უფრო მაღალ საფეხურზე ასვლის იმედით, იგი კვებავს სიხარბეს და სიამაყეს, შურს და სიძულვილს. შემდეგ იგი აძლიერებს კავშირს და ახალისებს უფრო მომგებიანი სამუშაოსადმი მიჯაჭვულობის გრძნობას. იგი ამაღლებს უმადურებას მათ მიმართ ვინც სესხად აძლევდა თავიანთ ხელებსა და ტვინებს, და ღმერთის მიმართ ვინც პირი დააჯილდოვა განზრახვითა და უნარით. „მე გავაკეთე ეს“, აცხადებს ის როდესაც საქმე წარმატებულია და ამბობს „სხვებმა გააფუჭეს იგი“ როცა ეს მარცხს განიცდის. უკმაყოფილება, დეპრესია და სასოწარკვეთა მოსდევს როდესაც საქმე მარცხით შედეგდება. რაც უფრო ღრმად არის მიჯაჭვული ვინმე ნაყოფთან მით უფრო ინტენსიური და მტკივნეულია მისი დარდი როდესაც მას იმედი უცრუვდება. ამიტომაც, ერთადერთი საშუალება ორივედან სიამაყისგანაც და ტკივილისგანაც გასაქცევად არის შედეგების დატოვება ღმერთის ნებისთვის, მაშინ როცა ის არის ბედნიერი ფიქრით რომ მან შეასრულა თავისი მოვალეობა სრული მიძღვნით და ზრუნვით რისი უნარიანიც ის არის.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 10 სექტემბერი.
20.12.19.
თქვენ უნდა იყოთ ბედნიერი რომ უფალს განთავსებული აქვს ახალ-ახალი მასალები მისი მსახურებისა და თაყვანისცემისთვის სხვადასხვა საშუალებებითა და ფორმებით. ილოცეთ მუდამ ახალი შესაძლებლობებისთვის და იხარეთ შანსით რომელიც თქვენმა ხელებმა მიიღო. ეს დამოკიდებულება იძლევა განუზომელ სიხარულს. ამ სიხარულის ალმურმოდებულად ცხოვრების წარმართვა სინამდვილეში არის ნეტარება. რაც კეთდება მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე, უნდა იყოს ნაკურთხი თითქოს ეს არის უფლის თაყვანისცემა. როგორც ზრუნავენ მხოლოდ ახალი ყვავილების მოსაწყვეტად და მათ სუფთად და უჭკნობად შესანახად, ზუსტად ასევე, უწყვეტი ძალისხმევა უნდა გაკეთდეს სუფთა და შეუბღალავი საქმეების შესასრულებლად. თუ ეს ხედვა დაჭერილია ჭკუის თვალის წინ ყოველდღიურად და ცხოვრება წარიმართება შესაბამისად, მაშინ იგი ხდება უფლის ერთი ხანგრძლივი უწყვეტი მსახურება. გრძნობა “მე” და “შენ” მალე გაქრება; მეს ყველა კვალი მოისპობა. თვით ცხოვრება მაშინ გარდაიქმნება უფლისადმი ნამდვილ ერთგულებად.
– პრემა ვაჰინი, თავი 8.
21.12.19.
მისოორპაკის (მუხუდოს ფქვილისგან დამზადებულ ინდური ტკბილეულის) ნაჭერს აქვს სიტკბო, წონა და ფორმა; სამი არ შეიძლება გაიყოს ერთი მეორისგან. თითოეულ პატარა ნაწილს აქვს სიტკბო, წონა და ფორმა. ჩვენ ვერ ვიპოვით ფორმას ერთ ნაწილში, წონას მეორეში და სიტკბოს მესამეში. და როდესაც იგი განთავსდება ენაზე, გემოვნება აღიქმება, წონა მცირდება, ხოლო ფორმა იცვლება – ყველაფერი ერთდროულად. ზუსტად ასე, ინდივიდუალური სული (ჯივა), ათმა და უზენაესი უფალი (პარამეშავარა) არ არის გაცალკევებული; ისინი არის ერთი და იგივე. ამის მსგავსად ყოველი ინდივიდუალური საქმე, ყველა ქმედება ცხოვრებაში უნდა იყოს სავსე უანგარო მსახურების (სევას) სულით, ღმრთიური სიყვარულით (პრემით) და სულიერი სიბრძნით (ჯნანით). ეს ნამდვილად არის უზენაესის იოგა (პურუშოტამა-იოგა). ეს უნდა იყოს პრაქტიკებული, არა უბრალოდ სიტყვებით ნათქვამი. სულიერი დისციპლინა მუდმივად უნდა განხორციელდეს ერთგულებითა და სულიერი სიბრძნით სავსე ყოველთვის გაფართოებადი გულით.
– პრემა ვაჰინი, თავი 9.
22.12.19.
გიტა არ აქებს ინერციას, გულგრილობას ან სიზარმაცეს. იგი ურჩევს კარმას როგორც ღმრთიურ ზიარებას (იოგას), როგორც საქმიანობას ჰარმონიულს ღმრთიურ ნებასთან და მიმართულს სულიერი დასრულებისკენ წინსვლაზე. კარმა უნდა იყოს შესრულების, თაყვანისმცემლობის და საკუთარი თავის და სხვების მიმართ მოვალეობის აღსრულების აქტი. გიტა მიანიშნებს ნაბიჯებს და გზას ამ მიზნის რეალიზებისკენ. იგი ღებულობს ყველა დამოკიდებულებას როგორც ფასეულს და თითოეულს ამაღლებს სულიერ ძალისხმევაში (სადჰანაში). ვერავინ შეძლებს მის უკეთესზე უკეთესს. ტანი ნაბოძებია მთელი თავისი თანდაყოლილი აღმატებულებებითა და ნაკლოვანებებით რათა სიცოცხლის ყოველი მომენტი გამოიყენოს მიზნებისთვის რომელსაც შეუძლია დროს განწმენდა მსახურებით, მსხვერპლითა და სიყვარულით. ამქვეყნიური მოქმედება (კარმა) შემდეგ ხდება კარმა-იოგა, კარმა შეუღლებული უანგარო იდეალებთან.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 10 სექტემბერი.
23.12.19.
სიყვარულის ძალა უსაზღვროა. მას შეუძლია დაიპყროს ყველაფერი. ერთხელ, როდესაც უფალი ბუდდჰა მოგზაურობდა, მას დაუპირისპირდა დემონი რომელიც მას მოკვლით ემუქრებოდა. გაღიმებით ბუდდჰამ თქვა: “შენ არ ხარ დემონი; შენ ხარ ღმრთაება! მე შენ მიყვარხარ მაშინაც კი თუ შენ იქცევი როგორც დემონი.” ამ მოსიყვარულე სიტყვების მომსმენი, დემონურობა გარდაიქმნა მტრედად და გაფრინდა. სიყვარულს შეუძლია შეცვალოს მოურჯულებელი მტერის გულიც კი. ეს არის უნივერსალური სიყვარულის ის სახეობა რაც ყველას მიერ უნდა იყოს კულტივირებული. არსებობს სხვადასხვა სარწმუნოების მასწავლებელი ხალხი მსოფლიოში – ქრისტიანები, მუსულმანები, ინდუსები, ზორასტრები და ა.შ. არ უნდა იყოს განსხვავება ან უნდობლობა რელიგიებს შორის, რადგან ყველა მათგანი მისდევს ჭეშმარიტებას და უბიწოებას (დჰარმას). დღეს მსოფლიო დატანჯულია კონფლიქტებითა და ძალადობით. მშვიდობა და კეთილდღეობა შეიძლება გაჩნდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხი მიბრუნდება სიყვარულისა და ზნეობის გზისკენ და გაატარებს მიზანდასახულ ცხოვრებას.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 25 დეკემბერი.
24.12.19,
ერის ან საზოგადოების ბედი დამოკიდებულია მისი ხალხის მორალურ ბუნებაზე. მათი ხასიათი ღრმად ფესვგადგმული უნდა იყოს რწმენასა და ჭეშმარიტებაში. დღეს რასობრივ და რელიგიურ ერთეულებად დანაწევრებულ სამყაროში დიდად საჭიროა ვრცელი ხედვისა და დიდსულოვანი დამოკიდებულების კულტივირება. ვიწრო ერთგულებანი იწვევს უთანხმოებასა და კონფლიქტს. იესომ ხაზი გაუსვა რწმენის მნიშვნელობას და თვალთმაქცობით გამოწვეულ საფრთხეს. ქრისტეს სწავლებები უნდა იქნას ინტერპრეტირებული, გაგებული და მიდევნილი უნივერსალური თვალსაზრისით. ჭეშმარიტება უნდა გამოვლინდეს როგორც ერთიანობა აზრსა, სიტყვასა და საქმეში. იესო ქრისტემ გამოაცხადა რომ ღმერთი არის ყოვლადძლევამოსილი და ყველგან მყოფი, ერთი მეორეს გარეშე. ეს არის იესოს პირველი გზავნილი. მისი გაგება ღმერთის შესახებ მასში ეტაპობრივად გაიზარდა. თავდაპირველად მან საკუთარ თავს შეხედა როგორც ღმერთის მაცნეს. მოგვიანებით, განივითარა ღმერთთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა, მან თავი ღმერთის ძედ გამოაცხადა. ბოლოს, ღმერთთან მისი იდენტობის გაცნობიერებისას, ის ამტკიცებდა, “მე და ჩემი მამა ვართ ერთი”.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 25 დეკემბერი.
25.12.19. ქრისტეშობა
იესო ქრისტემ აჩვენა და იქადაგა რწმენის ძალა და საბოლოოდ, თავად მიიწვია თავისზე ცხოვრების უდიდესი მსხვერპლი. იესო აცნობიერებდა თავის უზენაეს მიზანს და მოვალეობას და განწმინდა თავისი ტანი სხვების დასაცავად მისი შეწირვით. რწმენით კაცობრიობის ერთობაში, იესო ეწინააღმდეგებოდა ოპონენტებსა და კრიტიკოსებს და დაპუირისპირდა მათ თავდასხმებს. იესო ასწავლიდა პეტრეს, მის პირველ მოწაფეს, ეცხოვრა სიყვარულით, რადგან სიყვარული არის ღმერთი. იესომ მისცა რჩევა რომ ვინმეს ღმერთის განცდა მხოლოდ მაშინ შეუძლია როდესაც ის ხდება სიყვარულის ტანმოსილება, რომელიც არ თხოულობს რაიმეს და არც მადლიერებას ელოდება სანაცვლოდ! სიყვარული სპონტანურად ხდება მსხვერპლი და მსახურება! როდესაც პეტრემ მოუსმინა მოძღვრის ასეთ მოწოდებებს, მან აღმოაჩინა ახალი სიხარული და აღმოაჩინა ახალი მნიშვნელობა სიტყვა „სიხარულის“ ‘joy’. ‘J’ “ჯ” გულისხმობდა იესოს და ასო მიმართავდა მას ჯერ იესოს სიყვარულისკენ. ‘O’ „ო“ გულისხმობდა სხვებს, რომლებიც შემდეგ უნდა უყვარდეს. ‘Y’ „ი“ გულისხმობდა საკუთარ თავს ვინც უნდა უყვარდეს მხოლოდ ბოლოს.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 25 დეკემბერი.
26.12.19.
ჰანუმანი არის ნათელი მაგალითი გაცნობიერებული სულის ვინც წარმატდა ცხოვრების მოგზაურობაში. როდესაც მან პირველად წარადგინა საკუთარი თავი რამას წინაშე და შესთავაზა თავისი მსახურება, რამა მიუბრუნდა ლაკშმანას და თქვა, “ძმაო, ისმინე! აღნიშნე როგორ აითვისა ჰანუმანმა ვედები. მისი მეტყველება გაჯერებულია თავმდაბლობით და ერთგულებით, რაც რიგ ვედას განასახიერებს, გამჭრიახობითა და პატივისცემით რასაც იაჯურ ვედა ადიდებს და ინტუიციური ხედვით რასაც სამა ვედა ბოძებს. ჰანუმანი არის ნამდვილი ერთგული და იცის ყველა წმინდა წერილის ტექსტი. სუგრივა არის იღბლიანი რომ ჰყავს თავის მინისტრად ჰანუმანი ვისი აზრები, სიტყვები და საქმეები შეთავაზებულია ღმერთსადმი.” როდესაც ეს სამი არის სრულყოფილ ჰარმონიაში, ესენი აუცილებლად მოიპოვებს ღმერთის წყალობას, ისევე როგორც ჰანუმანია წარმატებული!
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 18 აპრილი.
27.12.19.
სიყვარულის ტანმოსილებო! ბრაჰმანი (ღმრთიურება) სავსეა სიყვარულით და სინამდვილეში არის სიყვარულის განსახიერება. თქვენი სიყვარული უნდა შეუერთდეს ამ სიყვარულს. ეს არის მხოლოდ ერთი; მეორე არ არსებობს. ეს არის არაორობითი დიდმშვენიერება. სიყვარულის არსებითი ბუნება არის მსხვერპლი. ნებისმიერ ვითარებაში ჭეშმარიტი სიყვარული ადგილს არ უთმობს სიძულვილს. ეს არის სიყვარული რასაც მოჰყავს შორეული ადამიანიც კი ახლოს და შენთვის უფრო ახლობელად. სწორედ სიყვარული განაგდებს გაცალკევებულობის გრძნობას და ახალისებს ერთობის განცდას. სიყვარული ასევე ამაღლებს პიროვნებას ცხოველიდან ადამიანამდე. პრემა (სიყვარული) არის კაცობრიობის პრანა (სიცოცხლის ძალა). სიყვარული ვლინდება მხოლოდ ადამიანებისადმი ვინც ცოცხალია. არავის უყვარს გვამი. ვინმე სიყვარულის გარეშე არის უსიცოცხლო გვამი. აქედან გამომდინარე სიყვარული და სიცოცხლე არის ურთიერთ დაკავშირებული და ინტიმურად შეერთებული.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 1 იანვარი.
28.12.19.
ზუსტად რას ნიშნავს “საი ბაბა”? საი ნიშნავს საჰასრაპადმას (ათას ლოტოსს), საქშათკარას (რეალიზებას ან უფლის უშუალო განცდას) და ა.შ., აიი ნიშნავს დედას, ხოლო ბაბა ნიშნავს მამას. ამრიგად, “საი ბაბა” ნიშნავს “იმას, ვინც არის მამა და დედა და ყველა იოგიური ძალისხმევის მიზანი”, ან “მარად-მოწყალე დედა, ყოვლად-ბრძენი მამა და ყველა სულიერი ძალისხმევის მიზანი”. როდესაც თქვენ ბნელ ოთახში ხელებს აცეცებთ, თქვენ უნდა ჩაავლოთ შანს როდესაც ვინმე ოთახში ლამპას შემოიტანს. თქვენ სასწრაფოდ უნდა შეაგროვოთ იქ მიმოფანტული თქვენი ნივთები, ან გაარკვიოთ ესენი სად არის მოთავსებული და გააკეთოთ ყველაფერი კიდევ რის გაკეთებაც საჭიროა. მსგავსად, გამოიყენეთ ეს შანსი როდესაც უფალი ჩამოვიდა ადამიანის ფორმით პირდაპირ თქვენს კართან და მოემზადეთ თავის გადასარჩენად უბედურებისგან!
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 26 თებერვალი.
29.12.19.
ბედნიერება და მწუხარება უნდა იყოს განცდილი ამქვეყნიურ ცხოვრებაში რადგან ისინი გარდაუვალია როგორც მზის ჩასვლა და მზის ამოსვლა. თქვენ ფიქრობთ ახალი წელი მოგცემთ უკეთეს გამოცდილებას; ეს არ არის სწორი. ჭკუა არის ის რაც პასუხისმგებელია სიამოვნებასა და ტკივილზე. თუ თქვენი ჭკუა კარგია, თქვენ იპოვით ყველაფერს კარგს. თქვენ ხართ ღმრთიურის განსახიერებები რაც არაფერია ნეტარების გარდა. იმ დროს როდესაც ასე ხართ, განა სისულელე არ არის თქვენი მხრიდან იმის თქმა, რომ თქვენ იტანჯებით ტკივილისგან და რომ დარდობთ მასზე? ზოგს სურს ჰქონდეს უწყვეტი ბედნიერება. როდესაც თქვენ ჭამთ დილის 10 საათზე ამის შემდეგ ყოველ საათზე თქვენ შეუსვენებლად აღარ მიდიხართ საჭმელად. სწორედ ასევე როდესაც თქვენ განცდით სიამოვნებას იგი უნდა აითვისოთ სანამ თქვენ შეხვდებით ასეთი განსაცდელის სხვა ჯერს. როგორც თქვენ უნდა გააკეთოთ გარკვეული ვარჯიშები საჭმლის დასახმარებლად მონელებაში, ასევე თქვენ უნდა გაიაროთ ტკივილის შეპირისპირების ვარჯიში სიამოვნების მიღების შემდეგ. მაშასადამე, თქვენ უნდა აიღოთ ის რაც მოცემულია ღმერთის მიერ როგორც კარგი თქვენთვის.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 1 იანვარი.
30.12.19.
დათესეთ თქვენს ჭკუაში უფლის სახელის ხსენების (ნამასმარანას) ერთგულების თესლი. ეს გაიზრდება ხედ სათნოების, მსახურების, მსხვერპლის, სიყვარულის, სიმშვიდის, მამაცობისა და მხნეობის ტოტებით. თქვენ ყლაპავთ საკვებს, იმის ცოდნის გარეშე იგი როგორ გარდაიქმნება ენერგიად, გონებად, ემოციებად და ჯანმრთელობად. მსგავსად, გადაყლაპეთ საკვებად სულისთვის, ეს უფლის სახელის გახსენება, და დააკვირდით იგი როგორ ტრანსფორმირდება სათნოებებში ამის შესახებ თქვენი ცოდნის გარეშე. რავანამ აღმოაჩინა რომ რამა და კამა (სურვილი) ვერ თანაარსებობს ჭკუაში. განივითარეთ სიმყარე ღმერთის სახელის ხსენებასა და ამ სახელის ღირსებაში. შემდეგ, თუ მთელი მსოფლიო გეტყვით: „გააკეთე ბოროტი“, თქვენ უარს იტყვით მორჩილებაზე; თქვენი სისტემა თვით აჯანყდება მის წინააღმდეგ. და მაშინაც კი, თუ მთელი მსოფლიო მოგთხოვთ თქვენ თავი შეიკავოთ, თქვენ დაიჟინებთ სწორად მოქცევას.
– ღმერთის საუბარი, 1961 წლის 27 თებერვალი.
31.12.19.
ჩვენ ახლა ვეთხოვებით მიმდინარე წელს და კეთილად ვიღებთ ახალ წელს! ამ ორივეს შორის არის ინტიმური ურთიერთობა. ჩვენ ვაცილებთ ერთს იმ დროს როდესაც კეთილგანწყობით ვიღებთ მეორეს. ჩვენ იმავე ნიშნით, არ უნდა გამოვეთხოვოთ ჩვენს ცუდ ხარისხებს და მივემშვიდობოთ კარგ და ღმრთიურ ხარისხებს? თქვენ შეიძლება ღმერთს შესთავაზოთ ყველა თქვენი ცუდი ხარისხი. ამაში ცუდი არაფერია. სინამდვილეში, მხოლოდ ღმერთია ის ვისაც შეუძლია მათი წაღება და თავისი წყალობის მონიჭება თქვენზე კარგი ხარისხების გასაზრდელად. მაგალითად, დავუშვათ თქვენ გაქვთ გათხაპნილი, გახეული და გაფუჭებული ას რუპიანი ბანკნოტი, არავინ მიიღებს მას. მაგრამ თუ ნომერი არის ხელუხლებელი, ინდოეთის შემნახველი ბანკი მიიღებს მას და მოგცემთ იმავე მნიშვნელობის კარგ ბანკნოტს სამაგიეროდ. მსგავსად მხოლოდ ღმერთს შეუძლია და მიიღებს ცუდ ხარისხებს, იმ პირობით თუ თქვენ შესთავაზებთ მათ გულწრფელი ერთგულებითა და მონანიებით და სამაგიეროდ ის გადმოღვრის მის უხვ წყალობას თქვენზე.
– ღმერთის საუბარი, 1994 წლის 1 იანვარი.

ბაბა