დეკემბერი

1.12.18.
ღმრთიურის ტანმოსილებანო! სხვადასხვა ადამიანები დღეს მისდევენ სადჰანის სხვადასხვა სახეს. ამ სადჰანის სიკეთის მისაღწევად ისინი მიდიან აშრამებში, აღმერთებენ უფროსებს და თაყვანსცემენ მათ. მანამ სანამ ეგოიზმი რჩება მათში, ყველა ეს ვარჯიში არის უსარგებლო. ამ დღიდან ჩაახშეთ თქვენი ეგო, დამარხეთ მესაკუთრეობის გრძნობა და განივითარეთ მიჯაჭვულობა ათმაზე თქვენი ჭეშმარიტი ადამიანურობის გასაცნობიერებლად. საის ორგანიზაციებში, ძირითადი მოთხოვნა არის ერთობა და ურთიერთ ნდობა. მხოლოდ ერთობით შეგიძლიათ თქვენ წინ წასწიოთ მსოფლიოს კეთილდღეობა. თუ ორგანიზაციის შიგნით არის უთანხმოება, თქვენ როგორ შეძლებთ სხვების მსახურებას? დღეს, შური, სიძულვილი და რისხვა იწვევს არევ-დარევის შეტანას ყველა ადამიანს შორის. დასაწყისში, მოსპეთ ეგო. შემდეგ რისხვა ჩაცხრება. რისხვა აღიწერება როგორც გაბრაზება შეთავაზებული ცოდვაზე. მოთმინება გახადეთ თქვენი სამკაული. სიყვარულის მეშვეობით, აღმოფხვრეთ თქვენი ცუდი თვისებები. ასრულეთ თქვენი მოვალეობები თქვენი ეგოს პროექტირების მოუხდენლად. განივითარეთ ურთიერთდახმარება. იყავით მეგობრულად ერთიმეორესთან და აწარმოეთ თქვენი საქმე სიხარულითა და მშვიდობით.
– ღმერთის საუბარი, 1973 წლის 7 ოქტომბერი.
2.12.18.
თქვენ უნდა კულტივიროთ სიყვარული ყველას მიმართ, როგორი განსხვავებულიც გინდა იყოს თითოეულის ხასიათი და უნარი. თუმცა ერთი და იგივე სისხლი მიედინება მთელ ტანში, თვალები ვერ დაყნოსავს, ყურები ვერ შეიგრძნებს გემოს, ცხვირი ვერ დაინახავს, და ა.შ. ამიტომ, არ გააზვიადოთ განსხვავება და არ იკამათოთ ერთი მეორესთან. ხაზი გაუსვით კაცობრიობის ძირითად ძმობას და სიყვარულის პრინციპს. ზუსტად ისე როგორც შაქარი მთლიანად გახსნილი ფინჯანში არის უხილავი, მაგრამ აშკარაა ყოველ წვეთში ენაზე, ასე ღმრთიურებაც არის უხილავი მაგრამ დამახასიათებელი; მას უნარი აქვს განცდილი იყოს ყოველ ინდივიდში, როგორი მდიდარი, ღარიბი, განათლებული ან გაუნათლებელიც გინდა იყოს. წარმოთქვით უფლის სახელები (ნამასმარანა) უწყვეტად. დამკვიდრდით მის დიდებაზე და თანაგრძნობაზე რასაც ეს სახელები გიმხელენ თქვენ. იგემეთ სიტკბო რომელიც არის თითოეულის გულში. შემდეგ ადვილი გახდება თქვენთვის მისი ვიზუალირება ყველაში, მისი სიყვარული ყველაში და მისი გაღმერთება ყველაში.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 31 ივლისი.
3.12.18.
დაარწმუნე საკუთარი თავი რომ უფალი არის შენში, როგორც მეეტლე, რომელსაც ხელთ უპყრია ხუთი ცხენის (გრძნობის) სადავეები და გაძლევს მუდმივ რჩევას, როგორც ის აკეთებდა როდესაც არჯუნა ელოცებოდა მას წაყვანასა და ხელმძღვანელობაზე. მაშინ თქვენთვის ადვილი გახდება საკუთარი თავის დარწმუნება რომ თვით იგივე მეეტლეს მიჰყავს ყველა და ის ხელმძღვანელობს კიდეც ყველას. როდესაც თქვენ მკვიდრდებით ამ რწმენაში მყარად თქვენ ხდებით თავისუფალი სიძულვილისა და ბოროტებისგან, სიხარბისა და შურისგან, რისხვისა და მიჯაჭვულობისგან. ელოცეთ უფალს გაგიძლიეროთ ეს მრწამსი და რწმენა; ის გაგიხელთ თქვენ თვალებს ჭეშმარიტებაზე და გაჩვენებთ თქვენ რომ ის არის სანატანა სარათჰი (მუდმივი მეეტლე) ყველაში. ეს გამჟღავნება მოგცემთ თქვენ შეუდარებელ ნეტარებას და დაგასაჩუქრებთ თქვენ ნათესაობით ქმნილების მრავალფეროვნებასთან. შეიცანით ის როგორც თქვენი ძალა, თქვენი სუნთქვა, თქვენი გონება, თქვენი სიხარული – ის ხდება ამ ყველაფრად თქვენთვის. ის მიმართავს თქვენს ყველა გრძნობას, ჭკუას, შეგნებასა და გონებას უმაღლესი მიზნისკენ; მისი წყალობა გაჩუქებთ ყველაფერს რაც თქვენ გჭირდებათ.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 31 ივლისი.
4.12.18.
ჰანუმანი არ გაყოყოჩდა როდესაც რამამ აირჩია ის მნიშვნელოვანი ძებნისთვის სამხრეთით და როდესაც მან მას მისცა ბეჭედი სიტაზე გადასაცემად, ის არც გატანჯული იყო უზარმაზარი პასუხისმგებლობის შიშით. მან მიიღო ეს; ის არ იყო არც ბედნიერი და არც უბედური. ის გრძნობდა რომ რამამ იცოდა ყველაფერი და ამიტომ, მისი ვალი იყო მხოლოდ დამორჩილება. მე მოგიწვიეთ თქვენ და გიწოდეთ სახელი ‘მოხალისეები’ (სევადალები) თქვენთვის შესაძლებლობის მოსაცემად აპრაქტიკოთ მადჰავა სევას ვარჯიში მანავა სევას მეშვეობით (ღმერთისადმი მსახურება ადამიანისადმი მსახურების მეშვეობით). ამიტომ არ მიიღოთ ეს როგორც თქვენზე მოცემული ავტორიტეტი ან როგორც მძიმე ტვირთი დადებული თქვენს მხრებზე. როდესაც თქვენ უწოდებთ საკუთარ თავს სევაკს (ან სევადალს) მსახურების შემთავაზებელს სხვებზე, ასევე პატივი ეცით თქვენს ჭკუაში რომ ადამიანი ვისაც თქვენ მსახურებთ არის თვით უფალი ამ ფორმაში. ეს დამოკიდებულება არის ძალიან სასარგებლო ასპირანტისთვის. ადამიანის მსახურება არის ღმერთის მსახურება. მაგრამ როდის? მხოლოდ მაშინ როდესაც თქვენ გრძნობთ თქვენი გულის სიღრმეში რომ ადამიანი ვისაც თქვენ ემსახურებით არის იგივე ზღვის ტალღა რომლიდანაც თქვენ იღებთ თქვენს ინდივიდუალობას, თქვენს გემოს, თქვენს სახელსა და ფორმას!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 22 ნოემბერი.
5.12.18.
უფალი აფასებს თქვენს დამოკიდებულებას ყოველი მოქმედების უკან. იად ბჰავამ, ტად ბჰავათი – თქვენ ხდებით ის რასაც შეიგრძნებთ. აქედან გამომდინარე გარდააქციეთ ყოველი ქმედება თაყვანისცემად და მიიღეთ სიხარულის მაქსიმუმი. საი არის ყველა არსებაში; ამიტომ არ დასცინოთ ვინმეს. პატივი ეცით და ემსახურეთ ყველას თქვენი საუკეთესო შესაძლებლობებით. როდესაც ვინმე გთხოვთ წყალს თავისი წყურვილის მოსაკლავად და თქვენ სთავაზობთ მას ფინჯანს, შეიგრძნეთ რომ თქვენ მას მთავაზობთ მე; მაშინ ეს მოქმედება იწმინდება და გწმენდთ თქვენ. ეს არ არის ადამიანი გაჭირვებაში ვისაც თქვენ ემსახურებით, თქვენ ემსახურებით ღმერთს ვინც არის თქვენში და მათში. კარმა (მოქმედება) არის ყვავილი და ჯნანა (სიბრძნე) არის ნაყოფი. ყვავილი ხდება ნაყოფი დროს სრულობაში როდესაც თქვენ იცავთ მას მავნებლებისგან. ხის ნახშირი არის ხე რომელიც დაიწვა ცეცხლის ნათლობის ქვეშ. დროში, ხის ნახშირი გარდაიქმნება თეთრ, მსუბუქ ფერფლად რომელიც მიფრინავს ქარში. მკაცრად გაწმინდეთ თქვენი ჭკუა სიბრძნის ცეცხლში, ვიდრე არ მიაღწევთ წარმატებას.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 22 ნოემბერი.
6.12.18.
სიძულვილის, ბოროტების, შურის და სიამაყის გრძნობები, რომლებიც ქმნის განშორებას ადამიანებს შორის ვინც არიან ნაცნობები და ნათესავები, აღმოცენდება ტანთან იდენტიფიცირებიდან. თქვენ გრძნობთ და გჯერათ რომ თქვენ ხართ ტანი. თქვენ იცით თქვენი ტანი გაცალკევებულია სხვა ტანებისგან, თქვენ ფიქრობთ თქვენს შიმშილზე, თქვენს წყურვილზე, თქვენს კომფორტზე, თქვენს ოჯახზე, თქვენს საზოგადოებაზე, თქვენს სახელმწიფოზე – ამით თქვენ ქმნით შეზღუდვებს თქვენი სიყვარულისთვის და ილაგმავთ საკუთარ თავს, განცდით ყველა გარეგან შეზღუდვას როგორც მტერს, უცხოს და მეტოქეს. მაგრამ წყარო და საზრდო არის ერთი: ღმერთი, კაცობრიობის მამა. მიაქციეთ მეტი ყურადღება მამობას ვიდრე ძმობას. ეს ხაზს გაუსვამს ძმობას უფრო და უფრო მეტად თქვენს გულში და ამოიღებს განსხვავების შხამს რომელიც მოვიდა უმეცრების შედეგად. ყველა თქვენგანი არის ერთი ტანის ნაწილი, ნაკვები თვით იგივე სიცოცხლით – თქვენში მიედინება სისხლი მოტივირებული იგივე ნებით, ნებით ღმერთის, და ყველა შეკრული ხართ იგივე ღმრთიური კანონით! ეს არის ვიშვარუპა (კოსმიური ხედვა) რაც ადამიანმა უნდა ხედოს და განცადოს. ეს უზრუნველყოფს ადამიანს მარადიული ნეტარებით.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 20 დეკემბერი.
7.12.18.
ღმერთი შორს არ არის თქვენგან. ის არის თქვენში, თქვენს საკუთარ შინაგან საკურთხეველში. თქვენ იტანჯებით იმიტომ რომ თქვენ ხართ მისი იქ აღმოჩენის და ამ აღმოჩენიდან მშვიდობისა და სიხარულის გამოტანის უუნარო. მრეცხავი კაცი, რომელიც იდგა მუხლებამდე მდინარე წყალში და რეცხავდა თავის ტანსაცმელს მასში, მოკვდა წყურვილისგან იმიტომ რომ ის უმწეო იყო გაეცნობიერებინა რომ სიცოცხლის მომცემი წყალი იყო მის მისაწვდომობაში. ასეთია კაცის ამბავი. ის გარბის უიმედოდ ჩქარა, ღმერთის საძებნელად გარეთ და კვდება იმედგაცრუებული და თავგზააბნეული, მხოლოდ ხელახლა დასაბადებლად. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა იყოთ მსოფლიოში, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ არ გჭირდებათ იყოთ მისგან. ყურადღება ფიქსირებული უნდა იყოს ღმერთზე შიგნით. კანადას ქვეყანაში, არსებობს დღესასწაული სახელწოდებით კარაგა. ამ წმინდა რიტუალის ცენტრალური ფიგურა აჩერებს ბევრ ქოთანს თავის თავზე, ერთი მეორეს ზემოთ, და მოძრაობს პროცესიაში ნაბიჯების ჰარმონიით მუსიკასთან; მან ასევე უნდა იმღეროს აწყობილად დანარჩენებთან და უნდა დაიცვას დოლის დაკვრის რითმი. მაგრამ მთელ ამ დროს მისი ყურადღება დაფიქსირებულია არამყარ კოშკზე მის თავზე. მაშასადამე, თქვენ უნდა დაიჭიროთ თქვენს წინ ღმერთის რეალიზების მიზანი, იმ დროს როდესაც დაკავებული ხართ სიცოცხლის ხმაურიან და მხიარულ პროცესიაში.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 1 იანვარი.
8.12.18.
ყოველი წარმავალი დღე ნამდვილად ხდება წმინდა, როდესაც თქვენ აკურთხებთ მას სადჰანით, არა სხვა მხრივ. სულიერი პრაქტიკები (სადჰანა) შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ სიყვარულით და არაძალადობით განოყიერებულ მინდორზე. სიყვარული ან პრემა არის სრულიად აუცილებელი ღმერთისადმი ერთგულებისთვის (ბჰაკთისთვის). სიყვარული რომელიც თქვენ გაქვთ მატერიალური ობიექტების, სახელის, დიდების, ცოლის და შვილების და ა.შ. მიმართ, ნაკურთხი უნდა იყოს უფრო მეტად ზეძლიერი ღმერთის სიყვარულის კატეგორიას მიკუთვნებულად მყოფობით. დაუმატეთ ორი კოვზი წყალი რძის ორ საწყაოს, წყალი ასევე დაფასდება როგორც რძე! ამჟამად თქვენი სადჰანა შეიძლება აღიწეროს მხოლოდ როგორც შერევა ორი ლიტრი წყალის ორ კოვზ რძესთან, ასე არ არის? დაე ღმერთისადმი სიყვარულმა აღავსოს და ააღელვოს თქვენი გული; შემდეგ თქვენ ვერ შეძლებთ ვინმეს შეძულებას, თქვენ ვერ შეძლებთ არაჯანსაღი მეტოქეობის წამოწყებას, და თქვენ არ მოძებნით შეცდომას ნებისმიერ ვინმესთან. სიცოცხლე გახდება რბილი, ტკბილი და მშვიდი.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 1 იანვარი.
9.12.18.
ზოგიერთ ადამიანს შურს ცხოვრების მაღალი სტანდარტი განცდილი ადამიანების მიერ რომლებიც ცხოვრობენ მდიდარ ერებში, მაგრამ ინდოეთის სიღარიბე არის უფრო მეტად ხელსაყრელი კარგი ცხოვრებისთვის ვიდრე მდიდრული და დიდების მომგვრელი დასავლეთის ცხოვრება. ზღვას აქვს წყალის უზარმაზარი სივრცე, მაგრამ შეუძლია მას კაცის წყურვილის მოკვლა? ზუსტად ასევე, რამდენად დიდ სიმდიდრეს და კომფორტსაც შეიძლება ფლობდეს ადამიანი, თუ მას კულტივირებული არ აქვს განჯაჭვულობა, ყველაფერი რაც მას აქვს დაგროვილი არის მხოლოდ სრულიად ზედმეტი. განჯაჭვულობა გრძნობითი სიამოვნებებიდან და საგნობრივი მისწრაფებებიდან ეხმარება ღმერთის მიმართ სიყვარულის და მორწმუნეობის ზრდას. როდესაც თქვენ აცნობიერებთ რომ ღმერთი არის თქვენში, თქვენ აფასებთ თქვენს თავს უფრო მეტად, ვინაიდან როდესაც თქვენ იცით რომ ‘შუშის’ ნატეხი რომელიც თქვენ აიღეთ არის ბრილიანტი, თქვენ ინახავთ მას რკინის სეიფში, ასე არ არის? ზუსტად ასევე იცოდეთ რომ ყოველი თქვენგანი არის მზრუნველობით გამოჭრილი მოქანდაკის მიერ, რომ გახდეთ ღმერთის მომხიბლავი იდოლი და მოიქცეთ შესაბამისად.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 1 იანვარი.
10.12.18.
გრძნობების კონტროლის სფეროში არსებობს უზარმაზარი განსხვავება ხუთი საუკუნის უკანდელ ინდოეთსა და დღევანდელ ინდოეთს შორის. დღეს გრძნობები დაშვებულია თავისუფალ თამაშზე; ყოველი ადამიანი არის მონა სიხარბის, ვნების და ეგოიზმის. ბრალი დევს მშობლებსა და უხუცესებზე. როდესაც ბავშვები მიდიან ტაძრებში და რელიგიურ საუბრებზე, ისინი საყვედურობენ მათ აფრთხილებენ მათ რომ ეს არის შეურაცხადობის ნიშანი. ისინი ეუბნებიან მათ რომ რელიგია არის ხნოვანთა მისადევნელი; ეს არ უნდა იყოს მიღებული სერიოზულად ახალგაზრდების მიერ! მაგრამ, თუ თქვენ წაახალისებთ ბავშვებს, ისინი შეძლებენ უკეთესად თვითმომზადებას ცხოვრების ბრძოლისთვის. ყოველი მშობელი ვალდებულია ურჩიოს თავის შვილებს: „იყავით დარწმუნებული რომ ღმერთი არსებობს, გვხელმძღვანელობს და გვიცავს ჩვენ. გახსოვდეთ ის მადლიერებით. ელოცეთ მას თქვენს გასუფთავებაზე. გიყვარდეთ ყველა, ემსახურეთ ყველას. გაერთიანდით კარგ კომპანიაში. მოინახულეთ ტაძრები და წმინდა ადამიანები.“ გაილაშქრეთ გრძნობების ცდუნებებზე, დაამარცხეთ შინაგანი მტრები და გაიმარჯვეთ თქვენს ეგოზე. ეს არის ნამდვილი გამარჯვება რაც იმსახურებს ზეიმით აღნიშვნას.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 1 იანვარი.
11.12.18.
რამდენ ხანს შეიძლება შენ უმოქმედოდ იყო ერთგულების იმავე კლასში? შენ არ გაქვს სურვილი დაწინაურდე შემდეგ უმაღლეს კლასში? ერთგულებაში (ბჰაკტიში), არსებობს ორი კლასი, საჰაჯა-ბჰაკტი და ვიშეშა ბჰაკტი. საჰაჯა-ბჰაკტი კმაყოფილდება პუჯით (თაყვანისცემით), ვრათით (თაყვანისცემის რიტუალის დაკვირვებით), ბჰაჯანით, ნამასმარანით (ჯგუფური გალობით, უფლის ხსენებით), მლოცვარეობით, და ა.შ. ვისეშა-ბჰაკტი ემუდარება ხასიათის სისუფთავეზე, იმპულსების დათრგუნვაზე, ჭკუის კონტროლზე, დაიას, პრემას, შანთის, აჰიმსას (თანაგრძნობის, სიყვარულის, მშვიდობისა და არაძალადობის), და ა.შ., პრაქტიკაზე, და გარდა ამისა რატომ და რის გამო ადამიანის გამოკვლევაზე. სასირცხვილოა რომ ადამიანები წლითი წლობით ჩაფლული არიან იგივე საჰაჯა-ბჰაკტის კლასში. როდესაც თქვენ გაივლით ამ ორს, არსებობს კიდევ ერთი უმაღლესი კლასი სახელწოდებით პარა ბჰაკტი (ღმერთის ხილვა ყველგან). ნიჭიერებას შეუძლია შეასწოროს და გადაწყვიტოს გარეგანი პრობლემები; მხოლოდ კონცენტრირებულ სადჰანას შეუძლია შეასწოროს და გადაწყვიტოს სულიერი კრიზისი მბოლავი შიგნით.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 14 იანვარი.
12.12.18.
ჩოლას იმპერატორი მოითხოვდა სრირანგამ ტაძრის მონახულებას, რომლის შესახებაც მას ბევრი სმენოდა. მან მოამზადა თავისი ეტლი და ექვს თვეში ბევრჯერ მიიწევდა; მაგრამ ყოველჯერ განდეგილი მოწითალო-ყვითელი ფერის ტანსაცმელში მის კისერზე კრიალოსნით და ორეოლით თავის ირგვლივ იჭერდა მის ტრანსპორტს. როდესაც იმპერატორი ჩამოდიოდა ეტლიდან მის პატივსაცემად, ის აჩერებდა მას საუბარით რომელიც იმდენად მომხიბლავი იყო რომ მას ავიწყდებოდა მოგზაურობა და მისი მიზანი. ერთ დღეს როდესაც ის დასტიროდა თავის უუნარობას აღევსო თვალები სრირანგამის დიდებულებით, უფალი წარსდგა მის წინაშე და უთხრა: „შენ რატომ გოდებ? მე ვარ მასწავლებელი რომელიც მოდიოდა შენთან ისე ხშირად როგორც შენ ადგებოდი სრირანგამის გზას; მაღიარე მე ყველაფერში, ეს არის ნამდვილი მლოცვარეობა სრირანგამში.“ განიხილეთ ყველა ვისაც ხვდებით როგორც სრირანგამის უფალი, თქვენი მასწავლებელი. გამოავლინეთ გაუფერმკრთალებული პრემა (სიყვარული) ყველას მიმართ ვინც მოდის თქვენთან.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 14 იანვარი.
13.12.18.
როდესაც თქვენ შეაბიჯებთ სახლში და სალოცავი ოთახის კედლებზე თქვენ ხედავთ ჩემს სურათს, თქვენ არ გრძნონთ პატივისცემის ტალღას და ახლობლობას აზვირთებულს თქვენს შიგნით? თქვენ შეიძლება არ მოგწონთ ის ადამიანი რაიმე სხვა მიზეზით, მაგრამ ეს სურათი მოიყვანს მას თქვენს სიახლოვეს თუმცა სახლის მესაკუთრე შეიძლება იყოს თქვენი კონკურენტი პროფესიონალურ სფეროში. იმ ადამიანსაც კი, რომელსაც თქვენ ეპყრობით როგორც თქვენს ყველაზე ცუდ მოწინააღმდეგეს მის შინაგან გულში აქვს თვით იგივე სინათლე, რაც თქვენ! იცოდეთ რომ ყოველ სხვა ადამიანს გულის გულში აქვს ღმერთის სურათი რომელსაც თქვენ პატივსცემთ. აღიარეთ ეს და შეურიგეთ თქვენი გაუგებრობა; ამოქოლეთ ყველა ნაპრალი და იყავით ძმები და დები მლოცვარეობაში, წაახალისეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ძნელ გზაზე. ამ ყოვლისმომცველი სინათლის სიდიადეში, ყველა სიძულვილი და შური, რაც არის წყვდიადის შთამომავლობა, გაქრება. იცოდეთ რომ ერთი და იგივე სინათლე არის ყველაში.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 22 იანვარი.
14.12.18.
თქვენ ერთვებით ბჰაჯანებში (ერთობლივ გალობებში), პუჯასა (თაყვანისცემასა) და დჰიანაში (მედიტირებაში) – ესენი არის მხოლოდ ფიზიკური სავარჯიშოები. ჰკითხეთ თქვენს თავს – ვარ მე ჩემი პატარა სადჰანის (სულიერი ძალისხმევის) უმაღლესი მიზნისთვის ამაღლების შემძლე? ჩემი გული ვიბრირეს მასში? თუ არა, თქვენ რჩებით ადამიანურ დონეზე და არ მაღლდებით ღმრთიურის მდგომარეობამდე. „შეიძლება ტბა შეივსოს მაშინ როდესაც მოდის მხოლოდ წვიმის წინწკლები? შეიძლება წყურვილის მოკვლა, ნერწყვის მოსვლით? შეიძლება მუცელი შეივსოს თუ სუნთქვა შეიკვრება? შეიძლება ნაღვერდლის მიღება ბალახის ღეროების დაწვით?“- კითხულობს პოეტი. ხის მასალა უნდა დაიწვას თუ ხის ნახშირია საჭირო; მხოლოდ წვიმის თავსხმას შეუძლია ტბის შევსება კიდეებამდე; მხოლოდ ჭიქა ცივ წყალს შეუძლია განკურნოს მწყურვალი ადამიანი, არა ნაკლებს. შესთავაზეთ თქვენი გული მთლიანად. ერთგულებამ უნდა შეავსოს და გადმოიღვაროს გულიდან.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი.
15.12.18.
სახლი არის ტაძარი სადაც ოჯახი, რომლის თითოეული წევრი არის მოძრავი ტაძარი, იზრდება და იკვებება. დედა არის ღმერთის ამ სახლის უმაღლესი ქურუმი. ყველა სახლის ცენტრი უნდა იყოს საკურთხეველი; იქიდან წამოსულმა ყვავილების და საკმეველის სურნელებამ უნდა აავსოს სახლი და გაწმინდოს იგი. დედამ უნდა აჩვენოს საკურთხევლის ოჯახის ცენტრად გახდომის მაგალითი. მან უნდა გააძლიეროს დისციპლინა ბავშვებზე პირად სისუფთავეში, თავმდაბლობაში, სტუმართმოყვარეობაში, კარგ მანერებსა და მსახურების მოქმედებებში. მან უნდა დაარწმუნოს ბავშვები უფროსების პატივისცემაში მაგალითით და დარიგებებით, და გამოყოს გარკვეული დრო დილით და საღამოს ლოცვისა და ჩუმი მედიტირებისთვის. თავმდაბლობა არის საკმეველი რითაც სახლი სავსეა. პატივისცემა არის ლამპა რომელიც ანთია სიყვარულით როგორც ზეთით და რწმენით როგორც პატრუქით. მე გაკურთხებთ თქვენ რომ თქვენი რწმენით და ძალით, ერთგულებითა და მიძღვნით გაიფურჩქნოთ ამ მიწაზე.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 ივლისი.
16.12.18.
ყველა კაცი და ქალი არის ღმრთიური დიდებულების მომცველი ზარდახშა. მაგრამ თქვენ გიყვართ ზოგიერთი მათგანი როგორც მეგობრული, გძულთ ზოგიერთი სხვა როგორც არამეგობრული, და ყოფთ მათ ბანაკებად და ჯგუფებად. როდესაც ვინმე არის კეთილი თქვენს მიმართ, ამ კეთილხარისხოვნებას მიაწერთ ღმრთისმოსაობას მათში; როდესაც ვინმე არის ცუდი თქვენს მიმართ, იყავით ბედნიერი რომ თქვენ მიეცით მას რაღაც კმაყოფილება, მისი ყურადღების სამიზნედ გახდომით! თუ ვინმე ზიანს აყენებს ტანს, ბრძენები არიან დაუზიანებელი, იმიტომ რომ მათ იციან რომ ისინი არ არიან ტანი! თუ ვინმე ცდილობს სულის დაზიანებას, ბრძენებმა იციან რომ ეს შეუძლებელია, ვინაიდან სული არის ყოველთვის ნეტარებაში! სადჰანას საშუალებით, გახდით ბრძენის ეს ტიპი, შეუხებელი სიამოვნებით და ტკივილით, დაკარგვით ან მოგებით, გამარჯვებით ან დამარცხებით. იყავით მოწმე, უანგარო მოწმე ბედის ყველა ტრიალის. გამოკვლევა (ვიჩარა) გამოგიაშკარავებთ თქვენ რომ ესენი არის უბრალოდ თქვენი ჭკუის წარმოსახვები. დჰიანას და ჯაფას (ღმრთიურზე მედიტირების და ღმრთიური სახელის გამეორების) საშუალებით, მიაღწიეთ ერთობას უნივერსალურ აბსოლუტთან (პარაბრაჰმანთან).
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 22 ივნისი.
17.12.18.
კულტურა ბჰარათიას აქვს მსოფლიო მასშტაბის არსებობა რამდენადაც მას შეუძლია ადამიანური ემოციებისა და მოტივების შესწორება და კანალიზება ჯანსაღი პროდუქტიული მიმარულებით. იგი არის წმინდა და მას შეუძლია დაამყაროს მშვიდობა და სიხარული ყველას გულში. იგი ცდილობს ფესვების გადგმას ცხოვრებაში დედების და მათ მუხლებზე შვილების მეშვეობით. ქალები იყვნენ მისი დარაჯები და მფარველები; კაცს აქვს მეორადი როლი. და ქალებს შორის, ახალგაზრდა სტუდენტები ვინც მომავალ დღეებში გახდებიან ლიდერები უნდა გახდნენ მაგალითები ვისი მიბაძვაც ყველა ქალს მოუნდება; მათ უნდა გაიგონ და უნდა აპრაქტიკონ ეს კულტურა, ამგვარად რომ იგი იყოს დაცული და შეძლოს აყვავება. გამახვილება განათლების შეძენაზე ამჟამად აშკარაა ერის ქალიშვილებს შორის, და მათზე შეიძლება დიდი იმედის დამყარება, რეკონსტრუქციის ამ სფეროში. განათლება უნდა იყოს სიცოცხლისთვის, არა ცხოვრებისთვის. ინდოეთის ისტორიაში ქალებმა საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცეს რომ მათ აქვთ მამაცობა, ხედვა, და გონიერება საჭირო სულიერი მეცნიერებისა და დისციპლინის სიღრმეებში ჩასაძირად.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 ივლისი.
18.12.18.
სახლი არის სავსე სიყვარულით, მსხვერპლით რასაც სიყვარული შეიცავს, სიხარულით რასაც სიყვარული ასხივებს, და მშვიდობით რასაც სიყვარული ანიჭებს. აგურის და კირდუღაბის შენობა სადაც მშობლები და შვილები ატარებენ თავიანთ ცხოვრებას არის ნაგებობა, არა სახლი; არც შვილები დარდობენ ამისთვის და არც მშობლები პოულობენ მშვიდობას მასში. თქვენს სახლებში, ერთი დისციპლინა რასაც ყველა თქვენგანმა უნდა მიაქციოს ყურადღება არის – გრძნობების კონტროლი! თუ თქვენ მისცემთ მათ მოქმედების თავისუფლებას, ესენი შეგითრევენ თქვენ უბედურებაში. განათლებამ უნდა მოგცეთ თქვენ მონარქობა თქვენი ტალანტების რომლებიც არის თქვენი ინსტრუმენტები ცოდნის შესაძენად. თვალი, ყური, ენა არის როგორც ველური ცხენები რომლებსაც არ აქვთ აღვირები; ისწავლეთ ხელოვნება მედიტირების (დჰიანის) რითაც გრძნობები შეიძლება გაკონტროლდეს და ნება მიიმართოს შიგნით, გრძნობებისა და ემოციების დაუფლებისკენ. არა მხოლოდ ოჯახები, ერები რომლებიც ლაგამს არ სდებენ თავიანთ გრძნობადობას ვერასდროს აყვავდებიან ან გადარჩებიან.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 26 ივლისი.
19.12.18.
თუ თქვენ დადიხართ წმინდა ადგილების მოსანახულებლად ისე როგორც პიკნიკზე საჭირო გონებრივი მომზადების გარეშე ღმერთის წყალობის მისაღებად, თქვენ იქნებით ზიანის წყარო, გააფუჭებთ წმინდა ადგილის ატმოსფეროს. თქვენ მიდიხართ ადგილიდან ადგილზე, როგორც საფოსტო გზავნილები, აგროვებთ შთაბეჭდილებებს გარეგან შეფუთვაზე, არა თქვები არსების ბირთვზე. თქვენ ნებას არ აძლევთ ადგილის სიწმინდეს იმოქმედოს თქვენს ჭკუაზე. როგორც მლოცვარეობის შედეგი, თქვენი ჩვევები უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ, თქვენი მსოფლმხედველობა უნდა გაფართოვდეს, თქვენი შინაგანი ხედვა უნდა გახდეს უფრო ღრმა და უნდა გახდეს მეტად მყარი. თქვენ უნდა გააცნობიეროთ ღმერთის ყველგანმყოფობა და კაცობრიობის ერთიანობა. თქვენ უნდა ისწავლოთ მომთმენობა და მოთმინება, მოწყალება და მსახურება. მას შემდეგ რაც მლოცვარეობა დამთავრდა, თქვენს საკუთარ სახლში ჯდომისას და თქვენი განცდების გააზრებისას, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ ძებნა უმაღლესის, ნექტარის და ღმერთის გაცნობიერების უფრო მეტად რეალური განცდის. მე გაკურთხებთ თქვენ რომ ჩამოაყალიბოთ ეს გადაწყვეტილება და ეცადოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიზნის მიღწევას.
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 28 თებერვალი.
20.12.18.
როდესაც ადამიანები არ დებენ რწმენას მე-ში მაგრამ მისდევენ მხოლოდ გრძნობებს, ინთება საფრთხის სიგნალი და უფალი გზავნის მოციქულს ან მოდის თვით, თუ შესანიშნავად დიდი ნაბიჯი უნდა გაკეთდეს რეკონსტრუქციაში. არჯუნამ დაივიწყა მე-ს საფუძველი, რავანა წავიდა ამის წინააღმდეგ. მსოფლიო აშენებულია თვით გრძნობითი სამყაროს ქვიშის საფუძველზე. ამიტომ ჩამოდიან ავატარები. მაიმუნის მსგავსად რომელმაც ვერ ამოიღო ხელი ვიწრო ყელიანი ქოთნიდან, იმიტომ რომ მან ჯერ დაიჭირა თავის მუჭაში ბღუჯა მიწის თხილი რასაც ქოთანი შეიცავდა, ადამიანები იტანჯებიან დღეს, რანდენადაც მათ არ აქვთ მიდრეკილება გაათავისუფლონ თავიანთი ხელის მაგრად ჩაჭიდება ბღუჯაზე სასიამოვნო ნივთების რომლებიც მიტაცებული აქვთ მათ მსოფლიოდან. ადამიანები შესული არიან მცდარ რწმენაში რომ მატერიალური ფასეულობების დაგროვება უზრუნველყოფს მათ სიხარულითა და სიმშვიდით. მაგრამ პრემას (ღმრთიურ სიყვარულს) მარტო შეუძლია მისცეს ეს მარადიული სიხარული. პრემას მარტო შეუძლია აღმოფხვრას რისხვა, შური და სიძულვილი!
– ღმერთის საუბარი, 1964 წლის 28 თებერვალი.
21.12.18.
ღმრთიური სიყვარულის ტანმოსილებო! თუ თქვენ გსურთ უზრუნველჰყოთ მშვიდობა მსოფლიოში, თქვენ არ უნდა გქონდეთ რაიმე ანთიპატია რელიგიის მიმართ. თქვენ უნდა მიიჩნიოთ ზნეობა (ნიითი) თქვენი საზოგადოების (ჯათის) ზემდგომად. თქვენ უნდა სათუთად მოუაროთ კარგ გრძნობებს როგორც რელიგიურ რწმენაზე უფრო მნიშვნელოვანს. ურთიერთპატივისცემა (მამათმა), თანასწორსულოვნება (სამათა) და მოთმინება (კშამათა) არის ძირითადი ფუძემდებლური პრინციპები ყოველი ადამიანის არსებითვის. ნამდვილი ადამიანის არსება არის ის ვინც კულტივირებს ამ სამ წმინდა ხარისხს. თავიდან მოიცილეთ ყველა საკუთარი დაინტერესება და ეგოცენტრიზმი. განივითარეთ სიყვარული მოთმინება და თანაგრძნობა. იცხოვრეთ ჰარმონიულად. გაჭირვებულთა მსახურება უნდა იყოს თქვენი სახელმძღვანელო პრინციპი. მსახურების გაწევაში არ უნდა არსებობდეს რაიმე სახის განსხვავება. როდესაც თქვენ გსურთ ემსახუროთ საზოგადოებას, თქვენ მზად უნდა იყოთ თქვენი ინდივიდუალური და კომუნალური ინტერესების მსხვერპლად გასაღებად. ასეთი მსხვერპლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გააიდეალოთ თქვენი ცხოვრება. წმინდა წერილები (ვედები) ხაზგასმით აღინიშნავს რომ უკვდავება შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ მსხვერპლის (ტაიგას) მეშვეობით.
– ღმერთის საუბარი, 1990 წლის 25 დეკემბერი.
22.12.18.
ყველაზე დიდი დაბრკოლება დანებების გზაზე არის ეგოიზმი და ‘დაჩემება’ ან მეასკუთრეობა. ეს ჩანერგილია თქვენში ძველთაგან, აგზავნის თავის საცეცებს სულ უფრო და უფრო ღრმად ყოველი შემდგომი სიცოცხლით. ეს შეიძლება აღმოიფხვრას მხოლოდ გარჩევისა და განდგომის წყვილი დეტერგენტით. ერთგულება არის წყალი ამ საუკუნოვანი ჭუჭყის ჩამოსარეცხად, და ღმერთის სახელის გამეორება, მედიტირება, და ზიარება (იოგა) არის საპონი, რაც ხდის გასუფთავებას უფრო ეფექტურს და სწრაფს. ნელი და მყარი მაძიებლები უსათუოდ მოიგებენ ამ დევნას; სიარული არის მოგზაურობის უსაფრთხო მეთოდი, თუმცა ეს შეიძლება წუნდებული იყოს როგორც ნელი! უფრო სწრაფი გადაადგილების საშუალებები გარანტირებს უბედურებას; უფრო სწრაფი საშუალება, უბედურების უფრო დიდი რისკი. თქვენ უნდა ჭამოთ მხოლოდ იმდენი რამდენიც საჭიროა თქვენი შიმშილის გასაჯერებლად, მეტი გამოიწვევს აშლილობას. ზუსტად ასე, გააგრძელეთ ნაბიჯ-ნაბიჯ სულიერ ძალისხმევაში რწმენით; ერთი ნაბიჯით წინ არ დასრიალდეთ ორ ნაბიჯზე უკან.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 7 ოქტომბერი.
23.12.18.
იესო ასწავლიდა უბრალო პრაქტიკულ გაკვეთილებს სულიერ წინწაწევაში კაცობრიობის სიკეთისთვის; მან გამოავლინა ღმრთიური ძალები რწმენის ჩასაწვეთებლად მისი სწავლებების ნამდვილობაში; მან გაკვალა გზა რომელიც ჩუქნის ნეტარების (ანანდას) ტკბილ ნექტარს კაცობრიობას. ის მცნებებით მოუწოდებდა ხალხს მოწყალების, თანაგრძნობის, მოთმინების, სიყვარულისა და რწმენის სათნოებათა კულტივირებისკენ. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მსხვერპლს რომელიც იესომ გააკეთა თავისუფლების დროს, თავისი საკუთარი ნებიდან. მან მსხვერპლად გაიღო თავისი ბედნიერება, კეთილდღეობა, მდგომარეობა, კომფორტი, და უსაფრთხოება, და მამაცად შეხვდა გავლენიანთა მტრობას. მან უარი თქვა დათმობაზე ან კომპრომისზე. მან უარჰყო ეგო, რისგან მოშორება ძნელია. პატივი ეცით მას ამისთვის. მან სიამოვნებით თქვა უარი სურვილებზე რომლებითაც ტანი ტანჯავს კაცს; ეს არის დიდი მსხვერპლი. მისი დაბადების დღის ზეიმი უნდა აღინიშნოს თქვენი მსხვერპლგაღებით უკიდურეს შემთხვევაში ერთი ან ორი სურვილის, და გამარჯვებით უკიდურეს შემთხვევაში, ეგოს მეტად მომაკვდინებელ ბიძგებზე.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 24 დეკემბერი.
24.12.18,
რა არის ის რაც ხალხმა დღეს უნდა შეიძინოს? ეს არის გულის გაფართოება ასე რომ შეიძლებოდეს მისი შევსება ყოვლისმომცველი სიყვარულით. მხოლოდ შემდეგ მთელი კაცობრიობის ერთობის გრძნობა შეიძლება იყოს გამოცდილი. ამ ერთობის გრძნობიდან იბადება ღმერთის სიყვარული. ეს სიყვარული გამოიწვევს გულში წმინდა ნეტარებას რომელიც არის უსაზღვრო, აღუწერელი და მარადიული. ნეტარების ყველა ფორმისთვის, სიყვარული არის წყარო. გული სიყვარულის გარეშე არის უნაყოფო მიწის მსგავსი. აღზარდეთ სიყვარული თქვენს გულში და გამოისყიდეთ თქვენი სიცოცხლეები. როგორიც გინდა იყოს თქვენი სწავლულობა ან სიმდიდრე, ესენი არის უსარგებლო სიყვარულის გარეშე. ერთგულების გარეშე ყველა სხვა მიღწევა არის უსარგებლო ღმერთის გაცნობიერებითვის. კაცი ისწრაფვის გათავისუფლებისთვის. ნამდვილი გათავისუფლება ნიშნავს თავისუფლებას სურვილებიდან. დღეს ადამიანებს არ შეუძლიათ ტყეში წასვლა ეფიტიმიისთვის ან თვით დაკავება მედიტირებით და სხვა სულიერი ვარჯიშებით. ყველაზე ადვილი სულიერი გზა ყველა ადამიანისთვის არის ყველა მათი მოქმედების ღმერთისადმი მიძღვნა.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 25 დეკემბერი.
25.12.18. ქრისტეშობა
იყო ბრწყინვალების უზარმაზარი შარავანდედი სოფლის თავზე ცის მანათობელი როდესაც ქრისტე დაიბადა. ეს ნიშნავდა რომ ის, ვინც იყო ბოროტების სიბნელის და უმეცრების გადამლახავი, დაიბადა, რომ ის გაავრცელებს სიყვარულის სინათლეს ყველა კაცის და ქალის გულში. როდესაც თქვენ ზეიმობთ ქრისტეს დაბადებას, გადაწყვიტეთ ატაროთ თქვენი სიცოცხლე სუსტთა, უმწეოთა, ტანჯულთა და უნუგეშოთა სიყვარულით მსახურებაში. კულტივირეთ მოთმინება, თავშეკავება, მოწყალება და სულგრძელობა. დაეუფლეთ იდეალებს რასაც იესო გასწავლით და აპრაქტიკეთ ეს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა, წესები რომლებითაც იზეიმება ქრისტეშობა ახლა აჩვენებს რამდენად დაშორდნენ ადამიანები ამ კეთილშობილური იდეალებიდან! შუაღამის საათი პატივნაცემია, განათება მოწყობილია, ქრისტეშობის ნაძვის ხე დადგმულია, მაგრამ შემდეგ, ატარებთ თქვენ ღამის დანარჩენს თქვენს ასავსებად ღმრთიური ნეტარებით? გაასუფთავეთ თქვენი გულები, ასრულეთ წმინდა საქმეები, და იყავით მოსიყვარულე ყველას მიმართ. ეს არის ქრისტეშობის ზეიმის საუკეთესო წესი.
– ღმერთის საუბარი, 1972 წლის 24 დეკემბერი.
26.12.18.
სიყვარულის ტანმოსილებო! როდესაც ჭკუა მიმართულია მსოფლიოს ნივთებისკენ, მას ეწოდება ანუგრაჰა (აღელვება ან მიჯაჭვულობა) და თუ ის მიმართულია ღმერთისკენ, მას ეწოდება პრემა (სიყვარული ან ერთგულება). სიყვარული არის სიყვარულის ნაყოფი. სიყვარული სადარია მხოლოდ სიყვარულის. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია სიყვარულის შეთავაზება. სიყვარული ვერ აღიწერება პოეზიით. იგი ვერ დამტკიცდება აზრით ან წარმოთქმული სიტყვით. აქედან გამომდინარე ვედები აცხადებს რომ წმინდა სიყვარული აღემატება აზრსა და სიტყვას. სიყვარული არის ფასდაუდებელი და აღუწერლად ძვირფასი. მისი სიტკბო არის უბადლო. წერილები აღწერს ნექტარს (ამრიტს) როგორც აღუწერლად ტკბილს. მაგრამ სიყვარული არის უფრო მეტად ტკბილი ვიდრე ნექტარი. სიყვარული შეიძლება მიიღო მხოლოდ სიყვარულით. სიყვარული არის ძვირფასი ბრილიანტი რომელიც შეიძლება მიიღო სიყვარულის სამეფოდან და სხვა არსაიდან. სიყვარულის სამეფო არის სიყვარულით სავსე გულში. სიყვარული შეიძლება იყოს განცდილი მხოლოდ სიყვარულით მდინარე ჭკუაში და სიყვარულით სავსე გულში.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 2 სექტემბერი.
27.12.18.
ყველას აქვს რწმენა სიყვარულის ძალაში. როდესაც ადამიანი კითხულობს, ჩვენ როგორ შეგვიძლია განვივითაროთ ჩვენი სიყვარული უფლისადმი?” პასუხი არის: “არსებობს მხოლოდ ერთი გზა – პრაქტიკაში ჩადება სიყვარულის რომელშიც თქვენ გაქვთ რწმენა, მაშინ ეს სიყვარული გაიზრდება.” იმის გამო, რომ თქვენ არ აპრაქტიკებთ იმას, რასაც თქვენ სწავლობთ, თქვენი რწმენა სუსტდება. ნერგი იზრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი რეგულარულად ირწყვება. როდესაც თქვენ დათესავთ სიყვარულის თესლს, თქვენ შეგიძლიათ იგი გაზარდოთ მხოლოდ ყოველდღე სიყვარულით მორწყვით. სიყვარულის ხე გაიზრდება და მოგცემთ სიყვარულის ნაყოფს. დღეს მამაკაცები და ქალები არ ასრულებენ იმ ქმედებებს, რომლებიც წაახალისებს სიყვარულს. როცა თქვენ გინდათ განივითაროთ სიყვარული უფლისადმი, თქვენ განუწყვეტლივ უნდა აპრაქტიკოთ მოსიყვარულე ერთგულება უფლის მიმართ. ერთგულება გულიდან უნდა მიედინოს, როგორც იყო შემთხვევა გოპიკებთან. დღესდღეობით ბევრი მათგან რომლებიც მიესწრაფიან ერთგულებას არის ხელოვნური. განივითარეთ წმინდა და გულწრფელი ერთგულება და აკურთხეთ თქვენი ცხოვრებები.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 2 სექტემბერი.
28.12.17.
ბუნება ჩვენს ირგვლივ და ჩვენთან ერთად არის ღმერთის სამოსელი. ჩვენ გვაქვს მისი სილამაზის, სიკეთის, სიბრძნის და ძლევამოსილების მტკიცებულებები ჩვენს ირგვლივ, საითაც გინდა შევატრიალოთ ჩვენ თვალები. მაგრამ მისი აღიარების ხელოვნება უცნაურია ჩვენთვის და ამიტომ, ჩვენ უარვყოფთ მას და ვცხოვრობთ სიბნელეში. ჩვენ ყველას გარშემო გვაქვს მთელი მსოფლიოს ყველა სამაუწყებლო სადგურიდან მომდინარე მუსიკა, მაგრამ ესენი არ უტევენ თქვენს ყურს ნებისმიერ დროს. მაგრამ თუ გაქვთ მიმღები და ააწყობთ სწორ ტალღის სიგრძეში, თქვენ მოისმენთ მაუწყებლობას! თუ თქვენ წარუმატებელი იქნებით მიმღების სწორად აწყობაში თქვენ მიიღებთ უსიამოვნებას ახალი ამბების ნაცვლად! ზუსტად ასევე, ღმერთი ყველგან არის – ზემოთ, გარშემო, ქვემოთ, გვერდით, ახლოს, ისევე როგორც შორს. მის შესაცნობად, თქვენ გჭირდებათ არა მანქანა (იანტრა), არამედ საიდუმლო ფორმულა (მანტრა). მედიტირება (დჰიანა) ფიქსირებაა სიხშირეთა დიაპაზონის სადგურის ზუსტ ადგილმდებარეობაზე, სიყვარული სწორი აწყობაა მასში, და რეალიზება სინამდვილის და ნეტარების რასაც ეს ჩუქნის არის შესაფერისი მკაფიო მოსმენა!
– ღმერთის საუბარი, 1971წლის 1 იანვარი.
29.12.18.
ღმრთიურის ტანმოსილებო! არ გაფლანგოთ თქვენი დღეები სიმდიდრის მიღწევაში მატერიალური ფასეულობებით, რომლებიც ხშირად არის დაბრკოლებები სიცოცხლის მოგზაურობაში. ფული მოდის და მიდის, ზნეობა მოდის და იზრდება! ფული არ არის ჭეშმარიტი სიმდიდრე; იგი კარგავს ფასს, იგი ბერავს ეგოს და აქვავებს გულს. თუ თქვენ არ ანებებთ ფულს ბრუნვას, იგი დაარღვევს თქვენს ჯანმრთელობას, ისევე უეჭველად როგორც ცუდი სისხლი! არ მიიღოთ ეს არასწორად, ვინაიდან, მე ვამბობ ამას მხოლოდ თქვენდამი ჩემი სიყვარულის სისავსით! მიწიერი მიღწევები ანვითარებს საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას, აცალკევებს ერთ ადამიანს მეორისგან! თქვენი გული იკუმშება და ამცირებს ღმრთიურის გაცნობიერების თქვენს სფეროს! სიყვარული არის გაფართოება და გაფართოება არის ღმრთიური ცხოვრება. ღმერთი შეიძლება გაცნობიერდეს მხოლოდ სიყვარულის მეშვეობით. გულში სიყვარულის გარეშე თქვენი გული არის უდაბური; ღმერთი არ იცხოვრებს იქ. დათესეთ წმინდა სიყვარული; იგი აყვავდება როგორც თანაგრძნობა და მოთმინება, და მოგცემთ მარადიული მშვიდობის (შანთის) ნაყოფს.
– ღმერთის საუბარი, 1970 წლის 25 დეკემბერი.
30.12.18.
თქვენ ამ მსოფლიოში დაბადებული არ ხართ იმისთვის რომ გაბღენძილად იაროთ სცენაზე დროს რაღაც მონაკვეთში, მოიხმაროთ საკვები და მოილხინოთ. თქვენ მოხვედით მსოფლიოში იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ დატკბობა ღმერთის არსებობით, სიყვარულის გამოვლინებისა და სიყვარულის კულტივირების მეშვეობით. თუ თქვენ უარყოფთ ღმერთს მრისხანედ, თქვენ ახმობთ სიყვარულის სიმებს თქვენს გულში. დედამიწა არის დიდი საწარმო, დასაქმებული ფაბრიკა, სადაც პროდუქტი არის სიყვარული. სადჰანის (სულიერი პრაქტიკის) საშუალებით შესაძლებელია სიყვარულის წარმოება და მისი ექსპორტირება მილიონობით და მილიონობით ადამიანისთვის რომლებიც ამას საჭიროებენ. ეს რაც უფრო მეტად ნაწილდება მით მეტად ღრმავდება, მით მისი გემო ტკბება და მით მეტია სიხარული. ვინმე შეიძლება მიუახლოვდეს ღმერთს და იყოს მის დასწრებაში სიყვარულის საშუალებით, რადგან ღმერთი არის სიყვარული, და მაშინ როდესაც ვინმე ცხოვრობს სიყვარულში, ის ცხოვრობს ღმერთში და ღმერთთან.
– ღმერთის საუბარი, 1971 წლის 1 იანვარი.
31.12.18.
ნებისმიერ და ყველა ვითარებაში, დაე თქვენი გრძნობები და მოქმედებები იყოს წმინდა, კეთილშობილი და იდეალური. დაე ყველა თქვენი მოქმედება იყოს ყველას უმაღლესი სიკეთისთვის. თქვენი გული არის წმინდა გრძნობების ცენტრი. ის სავსეა თანაგრძნობით. თანაგრძნობა არის ის რაც ბადებს წმინდა გრძნობებს. თქვენ უნდა განივითაროთ თანაგრძნობა, უნდა გაავრცელოთ სიყვარულის სინათლე და უნდა კულტივიროთ ღმრთიური გრძნობები. ასე კეთების გარეშე, თქვენ როგორ ელოდებით დროს თქვენზე ბედნიერების მოსაცემად? თუ თქვენ მოელით კარგ შედეგებს, თქვენ უნდა დანერგოთ კარგი გრძნობები. გულის სიწმინდით, ჭკუის სიმყარით და უანგარო მოქმედებებით, თქვენ შეიძლება გახდეთ მიმღები ღმრთიური წყალობის, რომელიც მყის მოხსნის ნებისმიერი რაოდენობის ტანჯვას. აქედან გამომდინარე ყოველთვის გაარჩიეთ და წამოიწყეთ ისეთი საქმეები, რაც მოგცემთ ღმრთიურ წყალობას, რაც თავის მხრივ, გაკურთხებთ თქვენ მშვიდობითა და ბედნიერებით.
– ღმერთის საუბარი, 2001 წლის 1 იანვარი.

ბაბა