01.09.18.
ადამიანები ფიქრობენ ‘კრიშნას’ ჩვეულებრივ მნიშვნელობაზე როგორც ‘ის ვინც არის შავი’ და ავიწყდებათ უფლის სახელის უფრო ღრმა და ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ‘კრიშნას’ აქვს სამი მნიშვნელობა. პირველი არის ‘კრიშიათი ითი კრიშნაჰ’ (ის ვინც კულტივირებს არის კრიშნა). უფალი კრიშნა ამუშავებს ჩვენი გულის მინდორს ცუდი ხარისხების სარეველების მოცილებით, რწყავს მას სიყვარულით, ხნავს მას სადჰანას მეშვეობით, და თესავს ერთგულების თესლებს. მეორე მნიშვნელობა არის ‘კარშათი ითი კრიშნაჰ’ (ის ვინც გხიბლავს შენ არის კრიშნა). კრიშნა გხიბლავთ თქვენ მისი თვალებით, მისი ლაპარაკით, მისი თამაშებით და ყველა მისი მოქმედებით. მისი ლაპარაკით ის არბილებს და ამშვიდებს მათ გულებსაც კი ვინც სავსეა სიძულვილით და ამხიარულებს მათ. ‘კრიშნას’ მესამე მნიშვნელობა არის ‘კუშიათი ითი კრიშნაჰ’ (ის ვინც არის ყოველთვის ნეტარი). კრიშნა არის ყოველთვის ნეტარების მდგომარეობაში! ბრძენმა გარგამ ამიტომ, შესაფერისად დაარქვა ბავშვს სახელად კრიშნა.
– ღმერთის საუბარი, 1990 წლის 14 აგვისტო.
02.09.18. კრიშნაშთამი
კაცობრიობის გადასარჩენად უფალი ჩნდება ძალიან მომხიბვლელი ფორმით რომ მან შეძლოს ყველას გულის მიზიდვა სიყვარულით. ამიტომ უფალი კრიშნა ადვილად იპარება თუნდაც ძალიან გულქვა ადამიანებში. ის არის „ბადა ჩითთა ჩორ“ (გულების უდიდესი ქურდი). სუფთა გულებს სწყურია მისი ხმა, მისი ფორმა, მისი ფლეიტა, მისი ღიმილი, მისი თამაში და ცელქობები. მონანიება (თაფასი) არის ის რაც საჩუქრად მიიღება მისი წყალობით. კრიშნა ინკარნირდა დჰარმას (უბიწოების) დასაყენებლად. ამიტომ ის რაც მას ძალიან უყვარს არის დჰარმა. იარეთ დჰარმას გზით; ეს არის შეთავაზება რასაც ის სიხარულით მიიღებს. უფალი თქვენთვის ყველაზე ახლოა; ის არის დედა, მამა, მასწავლებელი, მეგობარი, მეგზური და დამცველი. დაუძახეთ მას და ის გიპასუხებთ დაუყოვნებლივ. აისიდან დაისამდე, გაატარეთ ყოველი წუთი მის კომპანიაში. ფლეიტა არის მისი საყვარელი. ამიტომ გახდით ფლეიტა, ცარიელი (სურვილებს მოკლებული), პირდაპირი (სიმრუდის უქონელი), და ის გადაგარჩენთ თქვენ.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 19 აგვისტო.
03.09.18.
სიყვარულის ტანმოსილებანო! როდესაც ჭკუა არის აქტიური, ყველა სამივე მსოფლიო არსებობს! იქ სადაც არ არსებობს ჭკუა, არ არსებობს არაფერი. ჭკუა არის ყველა თქვენი ტანჯვის და მწუხარების ძირითადი მიზეზი. ჭკუის საკონტროლოდ, თქვენ უნდა დაიჭიროთ თქვენი სურვილები კონტროლს ქვეშ. ბუნება ადგენს იდეალს მთელი კაცობრიობისთვის მსხვერპლის სულის შესათვისებლად და სულიერი ცხოვრების გასატარებლად. ჩვენი წერილები გვასწავლის რომ მსოფლიო არის დროებითი და ტანჯვით სავსე, ამიტომ იფიქრეთ ღმერთზე (ანითიამ ასუკჰამ ლოკამ იმამ პრაპია ბჰაჯასვა მამ). ჰკითხეთ თქვენს თავს, მიუხედავად ამ ჭე3შმარიტებათა ცოდნის, რატომ ხართ თქვენ უძლური მსხვერპლის სულის განსავითარებლად? მიუხედავად ჭეშმარიტების ცოდნის რომ ტანი არის დროებითი, თქვენ კვლავ რატომ ხართ შეკრული სურვილებით? რამდენადაც სურვილებს არ აქვს დასასრული, თქვენ ხართ უსასრულო ტანჯვას დაქვემდებარებული. თქვენი ტანჯვების მოსაცილებლად თქვენ უნდა მისდიოთ ბუნების იდეალებს. ბუნება არის საუკეთესო მქადაგებელი. იგი მოგიწოდებთ თქვენ კულტივიროთ სიყვარული, თანაგრძნობა და მსხვერპლის სული.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 25 აგვისტო.
04.09.18.
ახალგაზრდა პრაჰლადა მუდმივად გალობდა ნარაიანას სახელს რწმენითა და სიყვარულით როდესაც პირისპირ იდგა უთვალავ გაჭირვებასთან. ის გადააგდეს მთის მწვერვალიდან ზღვაში, ველური სპილოების გასათელად და შხამიანი გველების დასაკბენად. მაგრამ მან არც ერთხელ არ თქვა უარი ნარაიანას სახელის გალობაზე. მას ჰქონდა სრული რწმენა რომ ღმერთი იყო მასში. პრაჰლადას რწმენამ და სიყვარულმა გაადნო უფლის გული და ის მიიჩქაროდა მის გადასარჩენად და ამჟღავნებდა თავის თავს. პრაჰლადა დგას გიტას ლექსის მოწმედ, რომ ჭეშმარიტი ერთგულება დევს აღუშფოთველობის მდგომარებით არსებობაში როგორც სიამოვნების ისე ტკივილის განმავლობაში (სუკჰა დუჰკჰე სამე კრითვა ლაბჰალაბჰაუ ჯაიაჯაიაუ: დარჩით გაწონასწორებული ბედნიერებასა და მწუხარებაში, მოგებასა და წაგებაში, გამარჯვებასა და დამარცხებაში). ასეთი სიმშვიდის შენარჩუნება შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ უანგარო სიყვარულით – ეს არის ფუნდამენტური ძალა. როდესაც თქვენ განივითარებთ უანგარო სიყვარულს შიგნით, თქვენ არასოდეს შეიძულებთ ვინმეს. უარი თქვით თქვენს ეგოზე და გაატარეთ თქვენი სიცოცხლე სიყვარულით. არ არსებობს უფრო დიდი ერთგულება ვიდრე ეს.
– ღმერთის საუბარი, 1999 წლის 25 აგვისტო.
05.09.18.
მასწავლებლის პროფესია ყველა ქვეყანაში არის წარჩინებული და მეტად საპასუხისმგებლო. თუ მასწავლებელი იხრება ჭეშმარიტების გზიდან, მთელი საზოგადოება იტანჯება. ამიტომ მასწავლებლებმა უნდა გამოიყენონ ყველა ძალისხმევა თავიანთი სიცოცხლის ზესამართლიანად გასატარებლად. თქვენ გაქვთ თქვენს მოვალეობაში, თქვენი გაუმჯობესება ხელმძღვანელობისთვის უდანაშაულო ბავშვების, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ცოდნა მსოფლიოს და მისი გზების შესახებ. მხოლოდ მაშინ როდესაც მასწავლებლები თვით არიან ერთგულნი დისციპლინის და იცავენ კარგ ჩვევებს მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი თავის ჩამოყალიბებას იდეალურ ინდივიდებად და მოქალაქეებად. კულტივირეთ თქვენს საკუთარ გულებში მსხვერპლის სული, ქველმოქმედების სათნოება და ღმრთიურების შეცნობა. შემდეგ თქვენ ადვილად დანერგავთ ამას ბავშვების გულებში. ეცადეთ გაატაროთ თქვენი ცვლილება არსებულ განათლების სისტემაში. საწყის ეტაპზე ეს ამოცანა თქვენ მოგეჩვენებათ ძალიან რთული და დამქანცველი მაგრამ იყავით დარწმუნებული, დროში თქვენ აღმოაჩენთ ამოცანის სიადვილეს.
– ღმერთის საუბარი, 1978 წლის 25 აგვისტო.
06.09.18.
მასწავლებლები და გურუები, ბავშვები ვისაც თქვენ მოითხოვთ რომ იყვნენ თქვენები არიან კამაპუტრები (დაბადებულები სურვილიდან), მაგრამ ბავშვები ვინც მოდიან თქვენთან სასწავლებლად არიან პრემაპუტრები (მოზიდული თქვენსკენ უანგარო სიყვარულით). სინამდვილეში, მეტად ვიდრე თქვენი საკუთარი შვილები, ეს უზრუნველი უდანაშაულო ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ თქვენს დროს და სიყვარულს. ამიტომ ასწავლეთ მათ სიყვარულითა და ერთგულებით. თიაგა (მსხვერპლი) არის ნამდვილი იოგა (სულიერი გზა). გაეცი და მიიღებ. ტკბობა (ბჰოგა) შედეგდება დაავადებაში (როგაში). მიისაკუთრეთ, და თქვენ წააგებთ! აღიარეთ ამ აქსიომების ჭეშმარიტება. შეიძლება არსებობდეს ბევრი თქვენს შორის ვინც გონებრივად აღიარებს თავიანთ სინამდვილეს მაგრამ არ აქვთ მათი მოქმედებაში გადატანის შესაძლებლობა. გიტაში კრიშნა ეუბნება არჯუნას, „იყავი ინსტრუმენტი, ო სავიასაჩი!“ მე მოგიწოდებთ თქვენ რომ იყოთ უფლის ინსტრუმენტი და ააშენოთ ხიდი კაცობრიობასა და ღმრთიურებას შორის. მიუძღვენით ყველა თქვენი ოსტატობა, ძალა და სწავლულობა ამ დიდ იაჯნას. თქვენი მიძღვნილი კარმა ნამდვილად არის იაჯნა (მსხვერპლის შეთავაზება). სანაცვლოდ თქვენ მიაღწევთ მშვიდობასა და ნეტარებას როგორც თქვენს ჯილდოს!
– ღმერთის საუბარი, 1978 წლის 25 ივლისი.
07.09.18.
დღეს ცინიზმი და აპათია ფართოდ არის გავრცელებული. ბევრი თქვენგანი დაჭერილია უაზრო საწუხრებით, უსასრულო სურვილებით და მიუღწევადი ამბიციებით და არ აქვთ ჭკუის მშვიდობა. უმეცრების სიბნელეში ნებისმიერი მცეცებლისთვის, მხოლოდ სულიერი განათება გამოაჩენს სწორ გზას. თქვენ როგორი განსწავლულიც გინდა იყოთ, როგორი პოზიციაც გინდა გეკავოთ ან როგორ დიდებულებასაც შეიძლება ფლობდეთ, თუ თქვენ გაკლიათ ადამიანური ფასეულობები, თქვენ არ ხართ ადამიანის არსება საერთოდ. რა არის ადამიანურობა? არსებითად ეს ნიშნავს აზრის, სიტყვის და საქმის ერთობას. გახსოვდეთ, მაშინ როდესაც რასაც თქვენ ფიქრობთ განსხვავდება იმისგან რასაც თქვენ იტყვით და აკეთებთ თქვენ წყვეტთ ადამიანად ყოფნას; შემდეგ თქვენ ხდებით დემონი. აქედან გამომდინარე, რაც თითოეულმა უნდა გააკეთოს არის აზრის, სიტყვისა და საქმის ერთობის და სისუფთავის კულტივირება. ნამდვილი ადამიანური ხარისხები, როგორც თესლი დათესილი ნაყოფიერ ნიადაგში და არა ქვის ნატეხზე, შეიძლება გაიზარდოს გულში ავსებულში სულიერი მისწრაფებებით. ამ ხარისხების განსავითარებლად, თქვენ უნდა განივითაროთ თანაგრძნობა და სიმშვიდე ცხოვრების უკუღმართობათა შუაგულში.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 24 მარტი.
08.09.18.
უფალი დაჟინებით არ მოითხოვს ყველას მიდევნას ერთ გზაზე და მიღებას ერთი დისციპლინის. მის დიდ სასახლეში არის ბევრი კარები. მისი მთავარი შესასვლელი არის, მაინც. მოჰა-კშაია (მიჯაჟვულობის გადალახვა). ეს არის რაც კრიშნამ მოუწოდა არჯუნას მისაღწევად. არჯუნამ დაკარგა გული და დაუშვა მშვილდის ჩასრიალება მისი ხელებიდან რადგან ის იყო წალეკილი ილუზიით. კრიშნამ აჩვენა მას რომ ნათესავები ვისი მოკვლაც მას აშინებდა, მისი მასწავლებლები და ყველა ისინი ვინც მას უყვარდა და სძულდა, იყვნენ ინსტრუმენტები მისი ნების, მარიონეტები მოქაჩული მისი ხელებით. ამან დაანგრია არჯუნას მიჯაჭვულობა და მან განაახლა თავისი ამოცანა შედეგებთან რაიმე მიჯაჭვულობის გარეშე. ამან გახადა ის ისტორიაში უდიდესი გაკვეთილის მიმღებად. ეს გაკვეთილი არის ფასეული თეისტისთვის ისევე როგორც ათეისტისთვის, ვინაიდან ორივეს აქვს მიჯაჭვულობა თავიანთი ამოცანების შედეგებთან, მიჯაჭვულობა რომელიც აფერადებს მათ აღფრთოვანებას და აორმაგებს მწუხარებას როდესაც იმედი უცრუვდებათ.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 28 მარტი.
09.09.18.
ადამიანის დაბადება ძვირფასია. აკურთხეთ ეს უბიწო ცხოვრებების გატარებით. არ გაფლანგოთ იგი. იმის მიუხედავად აპრაქტიკებთ თუ არა თქვენ რაიმე სულიერ დისციპლინას, კულტივირეთ სიყვარული ყველას მიმართ. შესთავაზეთ ეს სიყვარული ყველას როგორც ღმრთიური მისართმევი. მხოლოდ სიყვარულით შეიძლება მსოფლიო ერთიანობა წახალისდეს. მხოლოდ იმის გამო რომ არ არსებობს სიყვარული წარმოიქმნება ყველა სახის განსხვავება. სიყვარული არის ღმერთი. იცხოვრეთ სიყვარულით. გახადეთ ეს თქვენი ცხოვრების მმართველ პრინციპად. იყავით ყურადღებიანი ყველას მიმართ. ღმრთიური სიყვარულის ტანმოსილებანო! გახსოვდეთ ყოველთვის, რომ ღმერთი მსჭვალავს ყველაფერს კოსმოსში. ყველაფერი რასაც თქვენ განცდით არის ღმერთი. ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ არის ღმერთი. რასაც თქვენ ჭამთ არის ღმერთი. ჰაერი რასაც თქვენ სუნთქავთ არის ღმერთი. თქვენ არ შეგიძლიათ ჰაერის დანახვა და არც მისი დაჭერა. ამის მსგავსად თქვენ არ შეგიძლიათ ღმერთის დაჭერა. თვალებს არ შეუძლია მისი დანახვა. ის შეიძლება მხოლოდ განცდილი იყოს გულში. ის არის ჭკუის მიღმა.
– ღმერთის საუბარი, 1989 წლის 24 მარტი.
10.09.18.
როდესაც სიცოცხლის ხე გაიდგამს თავის ფესვებს მარადიულ ათმურ სინამდვილეში რომელიც არის უცვლელი, მარადიული, უნივერსალური და ხელშეუვალი არსება რომლისგან ინდივიდი არის მხოლოდ ნაპერწკალი, ის აყვავდება დიდებულად, აწარმოებს მოსიყვარულე მსახურების ყვავილობის სურნელებას, და ყველას სასიხარულო ტკბილ და ნოყიერ ნაყოფს; სათნოების სიტკბოება გახდის ყველა ნაკბენს და ნაღრღენს საამოდ. ეს არ ნიშნავს რომ თქვენ უარი უნდა თქვათ კერასა და ოჯახზე და გაიქცეთ ტყეში განსამარტოვებლად. არ არსებობს გარანტია რომ კერა და ოჯახი არ გამოგყვებათ თქვენ ტყის განმარტოების სიჩუმეში, რადგან, თუ თქვენი ჭკუა ებღაუჭება ყოფით სურვილებს, თქვენ ვერ გაექცევით მათ უბრალოდ რაიმე დისტანციის დაჭერით თქვენსა და მათ შორის. თქვენ შეიძლება იყოთ ჯუნგლებში, მაგრამ თქვენი ჭკუა შეიძლება დახეტიალობდეს ბაზარში. ამის მსგავსად თქვენ შეიძლება იყოთ ბაზარში, მაგრამ სადჰანით (სულიერი პრაქტიკებით) თქვენ შეიძლება მაინც უზრუნველჰყოთ სიმშვიდის სალბუნი გულში ყველაზე დაკავებული გასასვლელის შუაგულში.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 28 მარტი.
11.09.18.
როდესაც თქვენ გალობთ ბჰაჯანებს, დამკვირდით ასევე საგალობლების მნიშვნელობაზე, და თითოეულ სახელსა და ფორმაზე ღმერთის რომელსაც თქვენ უგალობთ. მაგალითად როდესაც თქვენ გალობთ ‘რამას’, სახელმა უნდა გააღვიძოს თქვენში უბიწოება (დჰარმა) რაც მან ტანით შემოსა და გაჩვენათ. როდესაც თქვენ უგალობთ ‘რადჰას’ გოპების უდიდესს, სახელმა უნდა გააღვიძოს თქვენში ზეგონებრივი და ზემიწიერი სიყვარული რაც მას ჰქონდა უფალ კრიშნას მიმართ. როდესაც თქვენ უხმობთ ‘შივას’, სახელმა უნდა გააღვიძოს მსოფლიოს გადასარჩენად და სამყაროში სიკეთის შესანარჩუნებლად ჰალაჰალას შხამის დალევის უმაღლესი მსხვერპლი, და ცივი მწყალობლობა გაძლიერებული განგას კასკადებით და მთვარის შუქით ნახევარმთვარიდან. ამგვარად, იცოდეთ ბჰაჯანების ან ნამასმარანას მიზანი და მიუძღვენით მას საკუთარი თავი გულწრფელად; ამოკრიფეთ მაქსიმალური სარგებელი თქვენთვის გამოყოფილი წლებიდან. არ დაკარგოთ დრო ბჰაჯანების გალობაზე როგორც ჩამოყალიბებულ უმიზნო პრაქტიკაზე. ამის ნაცვლად დაე თქვენი ცხოვრების ყოველი მომენტი იყოს ჭეშმარიტი გაღმერთება!
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 28 მარტი.
12.09.18.
თქვენ შეიძლება უსაფრთხოდ იცუროთ მიწიერი სიცოცხლის ოკეანეზე (სამსარაზე) თუ ნავში არ ჟონავს, მაგრამ ვნების, რისხვის, სიხარბის, სიცრუის, სიამაყის და შურის (კამას, კროდჰას, ლობჰას, მოჰას, მადას, მათსარიას) მჟონავების მეშვეობით მიწიერების წყლები შევა თქვენს ნავში და ჩაძირავს მას და ჩაგითრევთ თქვენ გამოსყიდვის გარეშე. წყალის არ შესაშვებად ნავში შეაკეთეთ ყველა მჟონავი. შემდეგ თქვენ არ დაგჭირდებათ შიში! თქვენ უნდა ისარგებლოთ ყველა შანსით რასაც სამსარა გაძლევთ გრძნობების გასაწვრთნელად, თქვენი მიდრეკილების გასაფართოებლად, თქვენი განცდების გასაღრმავებლად, და განჯაჭვულობის გასაძლიერებლად. არ ჩავარდეთ მსოფლიოსთან სიყვარულში იმდენად რომ თქვენმა ცრუ მიჯაჭვულობამ დაგაბრუნოთ უკან ამ ილუზორული სიხარულისა და დარდის ამალგამაში. თუ თქვენ არ დაიხევთ ცოტა უკან, მოშორებით მსოფლიოსთან დახლართულობიდან, ცოდნით რომ ეს ყველაფერი არის თამაში რომლის დირექტორი არის ღმერთი, თქვენ იქნებით ძალიან მჭიდროდ ჩაბმის საფრთხეში. გამოიყენეთ მსოფლიო როგორც საწვრთნელი მიწა მსხვერპლის, მსახურების, გულის გაფართოებისა და ემოციების გაწმენდისთვის.
– ღმერთის საუბარი, 1967 წლის 28 მარტი.
13.09.18. ვინაიაკა ჩათურტი
სახელი ‘ვი-ნაიაკა’ ნიშნავს რომ ის არის თავისი თავის პატრონი. მას არ ჰყავს ბატონი თავის ზემოთ. ის არ არის დამოკიდებული ვინმეზე. ვინაიაკას ასევე უწოდებენ ‘ვიგნესვარას’. იესვარა ნიშნავს მას ვინც დაჯილდოებულია სიმდიდრის ყველა ფორმით: განძით, ცოდნით, ჯანმრთელობით, ნეტარებით, სილამაზით, სიბრძნით და ა.შ. ვიგნესვარა ჩუქნის სიმდიდრის ყველა ამ ფორმას მათზე ვინც სცემს თაყვანს მას და აშორებს ყველა დაბრკოლებას მათი სიამოვნებისთვის. რამდენადაც ყველას მსოფლიოში სურს სიმდიდრე და აყვავება, ყოველი სთავაზობს პირველ ადგილს ვიგნესვარასადმი თაყვანისცემას. ამიტომ, ვინაიაკა აღწერილია როგორც ‘პრათამა ვანდანა’ (ღმრთაება ვინც თაყვანცემული უნდა იყოს პირველ რიგში. ვინაიაკა ასევე აშორებს ყველა ცუდ ხარისხს, შთააგონებს კარგ ტენდენციებს და ჩუქნის მშვიდობას ერთგულებზე ვინც მასზე მედიტირებს. მხოლოდ მაშინ როდესაც ღმრთიურთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტების შინაგანი მნიშვნელობა გესმით ეს თაყვანისცემა შეიძლება შესთავაზოთ ღმერთს გააზრებულად.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 12 სექტემბერი.
14.09.18.
თქვენ უნდა იცხოვროთ მუდმივი ფიქრით ღმერთზე ისევე როგორც მეორე ფაქტზე – სიკვდილზე. ტანი არის ავტომობილი რომლთაც თქვენ მგზავრობთ სწრაფად თქვენი დანიშნულების ადგილისკენ. თუ თქვენ არ იქნებით ფრთხილი თქვენი მართვით, თქვენ შეიძლება დაეჯახოთ სიკვდილს უბედურ შემთხვევაში – ზოგიერთმა ავტომობილმა შეიძლება გამოიწვიოს ეს! აქედან გამომდინარე არ დაივიწყოთ ეს ორი ფაქტი: (1) სიკვდილი არის სარწმუნო შემთხვევა სიცოცხლის მოგზაურობაში. (2) თქვენი დრო იწურება ყოველ გაელვებაში. როდესაც თქვენ გახსოვთ ეს, თქვენ არასდროს იქნებით ნაცდუნები დროს კარგვით უსარგებლო საუბრებში ან ამაო მისწრაფებებში ან უაზრი ბოროტებაში ან ვულგარულ გართობებში. იმოგზაურეთ ავტომობილით ფრთხილად, ნელა, გზაზე სხვათა საჭიროებების სათანადო პატივისცემით. ხარბად არ ეცადოთ სხვების გადასწრებას ან შეჯიბრებას სიჩქარეში; იცოდეთ თქვენი ავტომობილის და გზის შეზღუდულობები! მაშინ თქვენ არ შეხვდებით რაიმე უბედურ შემთხვევას. თქვენი მოგზაურობა იქნება ბედნიერების განცდა თქვენთვის ისევე როგორც ყველასთვის თქვენს ირგვლივ!
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 26 ოქტომბერი.
15.09.18.
უფალმა დაგაჯილდოვათ თქვენ ტანით, ამიტომ ყოველი კიდური და ყოველი გრძმობა ღირსია მოწიწებული ყურადღების. თითოეული გამოყენებული უნდა იყოს მის სადიდებლად. ყურმა უნდა იხაროს როდესაც ის იღებს შანსს ღმერთის შესახებ მშვენიერი მოთხრობების მოსასმენად. ენამ სიამოვნება უნდა მიიღოს როდესაც მას შეუძლია შეაქოს ის. ან კიდევ თქვენი ენა ისევე არაეფექტურია როგორც ბაყაყები ყიყინებენ დღე და ღამე, მჯდომარე ჭაობიან ნაპირზე. ადამიანის ტანი მოგეცათ თქვენ დიდი მიზნისთვის – შიგნით უფლის შესაცნობად. თუ თქვენ გაქვთ მთლიანად აღჭურვილი ავტომობილი კარგ სამუშაო მდგომარეობაში, შეინახავთ თქვენ მას გარაჟში? ავტომობილი უპირველესად არის სამოგზაუროდ წასასვლელად – შედით მასში და წადით. მხოლოდ მაშინ ღირს მისი დასაკუთრება. ასევეა ტანთანაც. გააგრძელეთ, იარეთ წინ მიზნისკენ. ისწავლეთ როგორ გამოიყენოთ ტანის უნარები, გრძნობები, გონება, და ჭკუა მიზნის მისაღწევად და იმარშირეთ.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 18 თებერვალი.
16.09.18.
გაატარეთ სიცოცხლე მსოფლიოში როგორც თქვენზე დაკისრებული იძულებითი ვალდებულება, მსგავსად სასჯელის მოხდის საპყრობილეში დანაშაულისთვის წინა დაბადებებიდან. მმართველი აკისრებს სხვადასხვა მოვალეობებს – საკვების მომზადებას, გაწმენდას, შეშის ჩეხვას და ა.შ. თქვენ უნდა შეასრულოთ დაკისრებული სამუშაო თქვენი საუკეთესო შესაძლებლობებით, ჯილდოს რაიმე მოლოდინის გარეშე. თუ თქვენ იქცევით კარგად, არ იწვევთ სირთულეებს, და ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობებს უყოყმანოდ, მაშინ თქვენი სასჯელი შეიძლება დასრულდეს ადრე და თქვენ გათავისუფლდეთ კარგი ქცევის მოწმობით. ასეთი დამოკიდებულება დაგეხმარებათ თქვენ აპრაქტიკოთ უანგარო მოქმედებები ჯილდოს მოლოდინის გარშე (ნიშკამა კარმა), რაც არის ძალიან ღირებული თქვენი გრძნობების შესაკავებლად. როდესაც პანდავებზე ზემოქმედებდნენ ფსიქიურად აღელვებებით, დჰარმარაჯა ელოცებოდა კრიშნას. კრიშნა ხარჯავდა დროს მათ სანუგეშებლად, და როდესაც ის მიდიოდა, კრიშნამ მისცა დჰარმარაჯას ერთი წესი, რაც მას უნდა გახსენებოდა როდესაც მას შეეხებოდა სიხარული ან დარდი. ეს იყო: „ეს არ გაგრძელდება (ეპუდუ უნდადუ).“ ეს არის ერთი ძლიერი მეთოდი რომლითაც გონებრივი მღელვარებები შეიძლება დამშვიდდეს.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 26 ოქტომბერი.
17.09.18.
თუ ჩვენ დავპატიჟებთ ჩვენს სახლში რომელიმე დიდ პიროვნებას, როგორიც არის წმინდანი ან მეცნიერი, რაღაც სამზადისები უნდა გაკეთდეს სახლში რომ იგი გახდეს წარმოსადგენი. ჩვენ უნდა გავწმინდოთ სახლი და ეზოყურე სტუმრის მოსვლამდე. იგივენაირად თუ ჩვენ მოვიწვევთ მინისტრს ან გუბერნატორს ჩვენს სოფელში, ჩვენ უნდა გავწმინდოთ გზა, გავალამაზოთ გასასვლელი და შევინარჩუნოთ ყველაფერი შესაბამისად და სათანადოდ გამოჩენილი სტუმრის მისაღებად. თუ ჩვენ ვიჩენთ ასე დიდ მზრუნველობას და სიფრთხილეს როდესაც ჩვენ ვპატიჟებთ პიროვნებას რომელსაც აქვს მხოლოდ დროებითი თანამდებობა, რამდენად სუფთად უნდა შევინახოთ ჩვენი გული როდესაც ჩვენ ვპატოჟებთ თვით მსოფლიოს შემქმნელს და დამცველს შესასვლელად! მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენ გავასუფთავებთ ჩვენს გულს, ღმერთი იქნება მასში შესვლის შემძლე. კრიშნამ უთხრა არჯუნას, „შენ მღებულობ მე როგორც მეეტლეს შენი ეტლის. მიმიღე მე როგორც შენი სიცოცხლის მეეტლე. იფიქრე რამდენად სუფთა და რამდენად დიდი უნდა იყოს შენი გული რომ გახდეს იგი ჩემთვის დასაჯდომ ადგილად თუ მე გავხდები შენი გულის მეეტლე.“
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 12 სექტემბერი.
18.09.18.
ყველაზე დიდი გასაკვირი ის არის რომ არავინ იცის და არ ცდილობს იცოდეს თავისი თავი, მაგრამ ყველა ატარებს თავის მთელ სიცოცხლეს სხვების შესახებ ცოდნით. თქვენი „მე“არის უფრო წმინდა ვიდრე წყალი, ჰაერი ან სივრცე. მე-მ უნდა იმოქმედოს თვალების მეშვეობით რათამცა თქვენ შეძლოთ ხედვა; მან უნდა იმოძრაოს ხელში რათამცა, ხელმა შეძლოს დაჭერა; ის უნდა წასკდეს ფეხებში, რათამცა თქვენ შეძლოთ სიარული. გრძნობები არის ინერტული მატერიალები; ‘მე’მ უნდა მართოს რათამცა მათ შეძლონ ფუნქციონირება. ეს ‘მე’ არის ბრაჰმანი, შეცდომით მყოფი გაცალკევებულად! სივრცე ქოთანში და სივრცე მონასტერში არის იდენტური უსაზღვრო სივრცესთან ცაში ზემოთ; მხოლოდ შენიღბვები ქოთნის და მონასტრის ფორმებში უნარჩუნებს გაცალკევებულობის ილუზიას. გრძნობები არის ავკაცები. ესენი ნერგავს ილუზიას რომ შენ ხარ ტანი. შეაკავეთ ესენი როგორც ხარი არის ალაგმული ცხვირის რგოლით, ცხენი პირში აღვირის ამოდებით და სპილო წვერიანი ჯოხით.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 26 ოქტომბერი.
19.09.18.
ახლა თქვენი ჭკუა დაფრიალებს და ჯდება ყველა და სხვადასხვა ობიექტზე სამყაროში. ეს უარს ამბობს დარჩეს მხოლოდ ერთ იდეაზე – ღმერთზე. როგორც ბუზი ზის ბაზარსა და ჭუჭყზე, და უარს ამბობს თვით თბილ ფერფლზე ჯდომის სიამოვნებაზე, თქვენი ჭკუაც ასევე გარბის ღმერთის შესახებ ყველა აზრიდან. ბუზი განადგურდება როდესაც ის დაჯდება ცეცხლზე. თქვენი ჭკუაც ასევე განადგურდება როდესაც ის დაბინავდება ღმერთზე. ჭკუა არის მხოლოდ სურვილის მოხატულობა მოქსოვილი იგივე მასალის საქსელითა და მისაქსელით. როდესაც უფალი (რამა) შედის ჭკუაში, სურვილს (კამას) არ აქვს ადგილი მასში! სურვილი წყდება, როდესაც ღმერთი იპყრობს ჭკუას. სინამდვილეში, მას შემდეგ რაც სურვილი არის იგივე მასალა რისგანაც ჭკუა არის გაკეთებული, ჭკუა ხდება არარსებული და თქვენ ხართ თავისუფალი. ამ მდგომარეობას ეწოდება, მანო-ნიგრაჰა, მანო-ლაია ან მანო-ნაშანა – ჭკუის სიკვდილი, ჭკუის შერწყმა ან ჭკუის მოკვლა.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 26 სექტემბერი.
20.09.18.
მოთხრობა რუკმინი კალიანას (რუკმინის უფალ კრიშნასთან ქორწინების) შესახებ არის მოთხრობა პურუშას (უზენაესი სულის) თვით პრაკრიტისთან (ქმნილებასთან, ობიექტურ მსოფლიოსთან) კავშირის შესახებ. რუკმინი არის ინდივიდუალური მე (ჯივა), და კრიშნა არის უზენაესი მე (პარამათმა). რუკმინი იტანჯება წესებით და შეზღუდვებით შემოღებულით ობიექტური მსოფლიოს მიერ, ეგოიზმი არის მისი ძმა, ქვეყნიერება არის მისი მამა. მაგრამ მისი კარგი ქცევის ხარჯზე, მისი ჭკუა დასვენებულია ღმერთზე. მისი ლოცვები, მონანიება, წყურვილი და უდრეკობა იყო უხვად დაჯილდოვებული. მშობლები, ძმა და ყველა ნათესავები არ იყვნენ თანახმა, მაგრამ ინდივიდი იბადება თავისი ბედის გამოსამუშავებლად, არა სათამაშოდ როლის კიდევ ვინმე სხვის დჰარმაში. ადამიანი დაბადებული არის თავისი სასჯელის მოსახდელად; როდესაც სასჯელი დასრულდება, ის არის თავისუფალი. თქვენ არ დარჩებით საპყრობილეში იმ საბაბით რომ ძვირფასი ამხანაგი კვლავ იქ არის! უბრალოდ იფიქრეთ ამ ფაქტზე: რუკმინი ადრე არ შეხვედრია კრიშნას; წინასწარი არშიყობა არ არსებობდა. სულს სწყუროდა და მან მოიპოვა.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 28 ოქტომბერი.
21.09.18.
ინტელექტი, ქვეცნობიერი ჭკუა და გული (ბუდჰი, ჩითთა და ჰრიდაიამ) – ეს არის სამი ცენტრი, სადაც სულიერი სიბრძნე, ქმედება და ერთგულება (ჯნანა, კარმა და ბჰაკთი) ცხოვრობს. ასრულეთ კარმა (ქმედება), რომელიც მოწონებულია უმაღლესი სიბრძნით, არა კარმა რომელიც წარმოშობილია უმეცრებისგან. მაშინ, ყველა კარმა იქნება ხელსაყრელი, სასარგებლო და კურთხეული. ასრულეთ კარმა დაფუძნებული სულიერ სიბრძნეზე რომ ყველაფერი არის ერთი. დაე კარმა ნაპკურები იყოს ერთგულებით, თავმდაბლობით, სიყვარულით, თანაგრძნობით და არაძალადობით. თუ ერთგულება სავსე არ არის სულიერი სიბრძნით, ეს იქნება ისეთივე მსუბუქი როგორც ბუშტი, რომელიც დრეიფობს ნებისმიერი ჰაერის ნაკადით ან ქარის უეცარი დაბერვით. უბრალო სიბრძნე ახმობს გულს; ერთგულება არბილებს მას სიმპატიით, და კარმა აძლევს ხელებს რაიმეს საკეთებლად, რაიმეს რაც აკურთხებს ყოველ წუთს რომელიც გამოყოფილია თქვენს ბედზე აქ საცხოვრებლად
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 7 ივლისი.
22.09.18.
ჩვენ არ გვჭირდება ღმერთის საძებნელად გამგზავრება. სადაც არის ჭეშმარიტება, ჩნდება ღმერთი. სადაც ნარაიანა ჩნდება, იქ ჩნდება მისი მეუღლე ლაკშმიც, სიუხვისა და აყვავების ქალღმერთი. აქედან გამომდინარე თუ თქვენ გინდათ სიმდიდრე, თქვენ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი! როდესაც თქვენ გაქვთ წარმატება უფალ ნარაიანას დაყენებაში თქვენს გულში, ქალღმერთი ლაკშმი თან ახლავს მის ბატონს თქვენს გულში. არსებობს ბევრი წყალობა რაც ღმერთს შეუძლია თქვენ მოგცეთ. მაგრამ ეს არის სიღრმეში! ცოტაოდენი ძალისხმევა არის აუცილებელი მის მისაღებად. თუ თქვენ გჭირდებათ ჭიდან წყალის ამოღება, თქვენ გჭირდებათ თოკის მობმა ვედროზე, მისი ჩაშვება ჭაში, და წყალის ამოღება. თქვენ არ აბამთ თოკს ვედროს და არც უშვებთ ვედროს ჭაში, ამიტომ წყალს ამრიგად ვერ იღებთ თქვენ. თოკი გამოსაყენებელი არის ერთგულების. ეს თოკი უნდა მიაბათ თქვენი გულის ჭურჭელს და უნდა ჩაუშვათ ღმერთის წყალობის ჭაში. რასაც თქვენ იღებთ ჭიდან, როდესაც წყალს ამოსწევთ, არის სუფთა ნეტარების წყალი.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 24 მაისი.
23.09.18.
როდესაც თქვენ ეხებით ცხელ რკინის ბურთულას, თქვენ ამბობთ რომ ბურთულამ გატრუსა თქვენი ხელი. მაგრამ ბურთულა არ არის ის რაც თქვენ ხელს გწვავთ. ცეცხლი წარმოდგენილი ბურთულაში ტრუსავს თქვენს ხელს. მსოფლიო, რკინის ბურთულის მსგავსად, არ არის მიზეზი ტკივილის ან სიამოვნების რასაც თქვენ განცდით. თქვენ ღრიალებთ თქვენს ტანჯვებსა და სირთულეებზე მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ არ აღიარებთ ღმერთის ძალას წარმოდგენილს თქვენში! მზის შუქი ანათებს მთელ მსოფლიოს და ეხმარება ადამიანებს თავიანთი ამოცანების შესრულებაში. მაგრამ მზე არფერს აკეთებს ადამიანის არსების სასიამოვნოდ ან სატკენად. აქედან გამომდინარე, პრობლემები რასაც თქვენ ხვდებით დაკაშირებულია მხოლოდ თქვენს გრძნობებსა და თქვენს ჭკუაზე, თქვენს შეგნებას არაფერი აქვს მათთან საკეთებელი. ურიცხვ მსოფლიო საქმიან ურთიერთობას რომელსაც თქვენ ეძლევით შეუძლია მოგცეთ თქვენ ეფემერული სიამოვნება და არასოდეს ჭეშმარიტი, მარადიული ნეტარება. განივითარეთ თქვენი შინაგანი ხედვა. ნამდვილი სიხარულის განსაცდელად, გაასუფთავეთ თქვენი გრძნობები და კულტივირეთ ურყევი და უანგარო ინტელექტი.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 5 მარტი.
24.09.18.
თქვენ დაბადებული ხართ ამ უზარმაზარ სამყაროში. თქვენ ცხოვრობთ ამ ფართო მსოფლიოში. ამიტომ თქვენ უნდა გქონდეთ ფართო გრძნობები. ამ უზარნაზარ მსოფლიოში მცხოვრებ კაცს არ უნდა ჰქონდეს ვიწრო გრძნობები. არასწორია სხვებში შეცდომების ძებნა. მათში შეიძლება იყოს შეცდომები. მაგრამ არ ხედოთ მათი შეცდომები, ხედეთ მათი კარგი ხარისხები. მაშინ მთელი სამყარო გახდება ერთი ოჯახი. ეს არის ‘კაცთა ძმობის და ღმერთის მამობის’ სული. ასეთი გრძნობები ახალისებს საყოველთაო ძმობას. მამაი ვამსო ჯიივალოკე ჯიივაბჰუთა სანათანა (მარადიული ათმა ყველა არსებაში არის ჩემი არსების ნაწილი). ღმრთიურება არის მთელი ქმნილების წყარო. ის არის ქმნილება, ქმნილების შემქმნელი და დირექტორი. ღმრთიურება არის უხილავი. მისი გაგება არის შეუძლებელი. აღიარეთ რომ თქვენ ყველა ხართ ღმრთიურების ანარეკლი. შემდეგ თქვენ არ შეიძულებთ არავის, არ შეგშურდებათ არავისი; თქვენ იქნებით თავისუფალი ეგოიზმისგან.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 5 მარტი.
25.09.18.
ერთგულება მოიხსენიება როგორც უპასანა, რაც ნიშნავს ცხოვრებას ახლო, დასწრების შეგრძნებას ან ღმრთიურების სიტკბოს განაწილებას. უპასანასკენ მისწრაფება გკარნახობთ თქვენ მლოცვარეობაზე წასვლას, ტაძრების აშენებას და შეკეთებას, და გამოსახულებების მიძღვნას. ყველაფერი ეს არის მაღალი წესრიგის კარმა; მათ მიჰყავხართ სულიერი სიბრძნისკენ. ჯერ დაიწყეთ იდეით, „მე ვარ სინათლეში“. შემდეგ დგება განცდა, „სინათლე არის ჩემში“, რასაც მიჰყავხართ დარწმუნებასთან, „მე ვარ სინათლე.“ ეს არის უმაღლესი სიბრძნე. ძაღლი დამწყვდეული სარკეებიან ოთახში ხედავს ყველა თავის მირიად ანარეკლს არა როგორც თავის თავს არამედ როგორც თავის მოცილეს, მეტოქეს, და სხვა ძაღლს რომელსაც უნდა დაუყეფოს. ასე იგი იღლება ამ ანარეკლებზე მიხტომით, და როდესაც გამოსახულებებიც ასევე ახტება, იგი გიჟდება მძვინვარებით. ბრძენი ადამიანი, თუმცა ხედავს თავის თავს ყველაფერში და არის მშვიდობაში, ბედნიერიც კი არის რომ ირგვლივ არის ასე ბევრი ანარეკლი. ეს არის დამოკიდებულება რის დაუფლებაც თქვენ უნდა შეისწავლოთ, ეს დაგიცავთ თქვენ უსარგებლო მოუსვენრობიდან.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 7 ივლისი.
26.09.18.
დღეს, სურვილები იზრდება საგანგაშო ტემპით. მაშინაც კი, თუ ადამიანები დაახლოებით ორ წუთში კვდებიან, ისინი მაინც გამოთქვამენ ამა თუ იმ სურვილს! რა არის ეს სურვილები? რას იძენთ თქვენ აქედან? არაფერს! მეორეს მხრივ, თუ თქვენ არ გექნებოდათ სურვილები, თქვენ იქნებოდით ძალიან მშვიდი. შეიძლება თქვენ დაიჯეროთ ან არ დაიჯეროთ ეს, მე არ მაქვს სურვილები ჩემში. ამიტომაც არ ვწუხდები. მომყევით მე! როცა თქვენც არ გექნებათ სურვილები, თქვენი გული იქნება ნეტარი. როდესაც სურვილები მცირდება, ავტომატურად ჭკუა ტრიალდება ღმერთისკენ. სურვილები მხოლოდ გაპატიმრებთ თქვენ; ესენი თქვენ არ გაგათავისუფლებთ, როგორც თქვენ ფიქრობთ. დღესდღეობით, კონტროლი არის გამოყენებული ყველაფერზე, გარდა ჭკუისა და სურვილების. ეს არის სურვილები, რაც უწინ უნდა იყოს კონტროლირებული. ეს მოგცემთ მშვიდობის დიდ წილს. თქვენ იქნებით გაკვირვებული ამდენი მშვიდობის ნახვით თქვენში. მშვიდობა ბუნებრივია თქვენთვის და აღმოცენდება თავისთავად, როდესაც სურვილები არის კონტროლირებული.
– ღმერთის საუბარი, 2002 წლის 24 მაისი.
27.09.18.
უფალი ისე სავსეა წყალობით რომ ის სიამოვნებით მეგზურობს და იცავს ყველას ვინც ნებდება მას. როდესაც ბრძოლა რავანასთან დამთავრდა, ერთი შეხედვა მისი მოწყალე თვალების საკმარისი იყო მაიმუნების ჯგუფის გასაცოცხლებლად და მათი ჭრილობების განსაკურნად. იყვნენ ზოგიერთი რაკშასები (დემონები) რომლებმაც შეაღწიეს ბანაკში მაიმუნების სახით; როდესაც იხინი წარდგნენ რამას წინაშე შემაჯამებელი სასჯელისთვის, რამამ გაიღიმა და აპატია მათ, რადგან მათ მიიღეს მისთვის ასე ძვირფასი მაიმუნების ფორმა; მან გაუშვა ისინი უვნებლად მტრის ბანაკში. ეს იყო მისი წყალობის საწყაო. ამ წყალობის მოსაპოვებლად თქვენ უნდა გაიჟღინთოთ დჰარმით ასე რომ ყოველი მოქმედება იყოს ღმერთის ღირსი. გონების ბასრი საჭრისით მიეცით ჭკუას დჰარმას (რამას) ტანმოსილების სრულყოფილი გამოსახულების ფორმა. შემდეგ, კაცობრიობის გაუჩორკნავი იდოლი რაც თქვენ ახლა ხართ, იკაშკაშებს თვით ღმრთიურების დიდებულებით. ეს არის ამოცანა, რომელსაც თქვენ დღეს უნდა მიუძღვნათ თავი.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 11 იანვარი.
28.09.18.
დღეს უდიდესი ნაკლი არის მეს ბუნების გამოკვლევის არ არსებობა. ეს არის ყველა მოუსვენრობის ძირითადი მიზეზი. თუ თქვენ გწადიათ თქვენს შესახებ ჭეშმარიტების ცოდნა, მაშინაც კი თუ თქვენ არ რწმუნებთ ღმერთში, თქვენ არ ცდუნდებით. ყველა მღელვარება უნდა შეწყდეს ერთ დღეს, ასე არ არის? თქვენი მეს ბუნების გამოკვლევა საუკეთესოდ არის აღწერილი უპანიშადებში. როგორც მდინარის დინება რეგულირდება დამბებითა და წყალის ნაკადებით და მიემართება ზღვისკენ, ზუსტად ასევე უპანიშადები არეგულირებს და ზღუდავს გრძნობებს, ჭკუას, და გონებას და ეხმარება ზღვის მიღწევას და საკუთარი ინდივიდუალობის გაერთიანებას აბსოლუტში. რუკის სკანირება ან მიმართვა მეგზურზე მოგცემთ თქვენ ნამდვილი მონახულების მღელვარებას? მოგცემთ თქვენ ეს ამ მიწის გავლით მოგზაურობაზე სიხარულის და ცოდნის თუნდაც ნაწილს? უპანიშადები და გიტა არის თქვენი რუკა და მეგზური. ისწავლეთ უპანიშადები და წერილები რჩევების ჩასადებად პრაქტიკაში და მათ განსაცდელად.
– ღმერთის საუბარი, 1958 წლის 23 თებერვალი.
29.09.18.
თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ გაცნობიერებული ამ ჩამოსვლის საიდუმლო. თქვენ ნამდვილად ხართ ბედნიერი, უფრო მეტად იღბლიანი ვიდრე ბევრი სხვა. მხოლოდ მაშინ როდესაც იაშოდამ დაასკვნა რომ ყოველი თოკის სიგრძე არის ცოტა მოკლე კრიშნას მუცელზე შემოსაწვდომად ამით მან აღმოაჩინა რომ ის იყო უფალი. სწორედ ასევე. თქვენ გაიგებთ რომ ჩემი ღმრთიური დიდების აღწერა ძალიან პატარად არ სწვდება სინამდვილეს. არ იკამათოთ და არ იჩხუბოთ ურთიერთშორის. შემოწმება, გამოცდა! შემდეგ თქვენ გეცოდინებათ ჭეშმარიტება. არ განაცხადოთ ვიდრე არ დარწმუნდებით. იყავით ჩუმად როდესაც თქვენ ხართ გაურკვეველი ან შემფასებელი. რა თქმა უნდა, თქვენ უნდა გადაყაროთ ყველა ბოროტება რაც თქვენშია მანამ სანამ თქვენ შეძლებთ საიდუმლოს შეფასების წამოწყებას. და როდესაც რწმენა იღვიძებს, შემოღობეთ ირგვლივ დისციპლინით და თვითკონტროლით, იმიტომ რომ ნაზი ყლორტი იყოს დაცული თხებისა და მსხვილფეხა საქონლისაგან – ცინიკოსებისა და ურწმუნოთა ჭრელი ბრბოსგან. როდესაც თქვენი რწმენა გაიზრდება დიდ ხედ, სწორედ ეს მსხვილფეხა საქონელი შეძლებს ჩრდილში დაწოლას რომელსაც იგი შესთავაზებს!
– ღმერთის საუბარი, 1958 წლის 23 თებერვალი.
30.09.18.
იხტიბარი არ გაიტეხოთ რომ თქვენ არ ხართ დიდი ხნის განმავლობაში კონცენტრირების შემძლე როდესაც თქვენ მედიტირებთ, ან პროგრესირებთ ბევრს სულიერად. როდესაც თქვენ სწავლობთ ველოსიპედის ტარებას, თქვენ უმალვე ვერ იღებთ ბალანსის შენარჩუნების ჩვევას. თქვენ აყენებთ ველოსიპედს ღია მოედანზე, მიდიხართ სკუპ-სკუპით, დაყრდნობით ხან ერთ ხან მეორე მხარეს, და საშინლად წარუმატებლადაც კი ველოსიპედთან დაცემულთან თქვენზე მრავალ ცდაზე, მანამ თქვენ შეძლებთ ტარებას ოსტატობით. მაგრამ როგორც კი თქვენ მას მიიღებთ, თქვენ აღარასოდეს დაგჭირდებათ ბალანსზე შეწუხება. ავტომატურად, თქვენ იქნებით აუცილებელი რეგულირების გაკეთების შემძლე ბალანსის გასასწორებლად, ასე არ არის? ამ ჩვევის მიღების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ატაროთ ვიწრო ქუჩებსა და ბილიკებზეც კი; თქვენ არ გჭირდებათ ღია გზა. თქვენ შეგიძლიათ გადააადგილოთ თქვენი ველოდიპედი ყველაზე ხალხმრავალ გასასვლელებში. ასევე, თანმიმდევრული და მყარი პრაქტიკა მოგამარაგებთ კონცენტრირებით რომელიც წაგეშველებათ თქვენ ყველაზე ხშირ მიდამოებსა და ყველაზე რთულ სიტუაციებში.
– ღმერთის საუბარი, 1958 წლის 23 თებერვალი.
სატია საი ბაბა