1.06.18.
თავიდან აპრაქტიკეთ დამოკიდებულება “მე ვარ შენი”. დაე ტალღამ აღმოაჩინოს და აღიაროს რომ ის ეკუთვნის ოკეანეს. ეს არ არის ადვილი. ტალღას მიაქვს დიდი დრო იმის შესაცნობად რომ უზარმაზარი ოკეანე წყალქვეშ აძლევს მას თავის არსებობას. ეგო არის იმდენად ძლიერი რომ ის არ ანებებს მას იყოს ასე თავმდაბალი, რომ მოიხაროს ოკეანის წინაშე. „მე ვარ შენი; შენ ხარ ბატონი. მე ვარ მსახური; შენ ხარ მმართველი. მე ვარ შეზღუდული.“ ეს გონებრივი დამოკიდებულება დაიმორჩილებს ეგოს. მომდევნო ნაბიჯი არის „შენ ხარ ჩემი“, სადაც ტალღა მოითხოვს ოკეანის დახმარებას როგორც მის უფლებას. უფალმა უნდა აიღოს ინდივიდის დაცვისა და ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა. სირდასმა თქვა, „შენ ხარ ჩემი; მე არ დაგტოვებ შენ; მე ჩაგსვამ შენ ჩემს გულში; შენ არ უნდა გაიქცე“, და უფალი დაავალდებულა! ბოლო ეტაპი არის: „შენ ხარ მე“ – მე ვარ მხოლოდ გამოსახულება, და შენ ხარ რეალობა. ყველა არის ერთი. დუალობა არის მხოლოდ სიცრუე.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 8 სექტემბერი.
2.06.18.
არსებობს რკინა და არსებობს ასევე მაგნიტი. მაგნიტი იზიდავს რკინას თავისკენ; ეს არის ორივეს ბედი. მაგრამ თუ რკინა დაფარულია ჟანგით, მაგნიტის მიმზიდველობამ შეიძლება ვერ იმოქმედოს ძალით რომელიც საკმარისია რკინის მისაწევად ახლოს. გრძობითი სიამოვნებების სიხარბე უდაოდ იმოქმედებს როგორც ჟანგი! ეს მოქმედებს როგორც მტვერი რომელიც ინდუცირებს ჟანგს; ჟანგი ბოლოს თვით შეჭამს რკინას და შეცვლის მის შინაგან ბუნებას. ამიტომ რკინა უნდა შემოწმდეს მუდმივად და გაიწმინდოს. შემდეგ როდესაც იგი ეხება მაგნიტს, იგი გამოიმუშავებს მაგნიტურ თვისებას და ბოლოს მშვიდდება თავისი ძებნიდან. ეს მიღწევა არის საუკეთესო, ორივესთვის, როგორც მაგნიტის ასევე რკინისთვის. გრძნობითი სიხარბის მტვერი შეიძლება აიცილოთ კარგი კომპანიის (სათსანგის) ფლობით, და პრაქტიკაში ჩადებით კარგი ქცევის რაც ადამიანმა უნდა შეითვისოს წმინდა წერილებიდან!
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 11 მაისი.
3.06.18.
მივემშვიდობოთ ბედის ყველა დარტყმას, უბედურებას და ტანჯვას, ისევე როგორც ოქრო მიემშვიდობება ტიგელს, ჩაქუჩს და გრდემლს, ლამაზ სამკაულად გარდასაქმნელად. ან როგორც ლერწამი მიემშვიდობება დამქუცმაცებელს, დამჭეჭყს, ბოილერს, ქვაბს, გამფრქვევს და გამშრობს, იმიტომ რომ მისი სიტკბო იყოს შენახული და გამოყენებული როგორც შაქარი ყველას მიერ. პანდავები არასდროს არ ეწინააღმდეგებოდნენ როდესაც მათ ხშირად თავზე ატყდებოდათ უბედურობები. ისინი იყვნენ ბედნიერი რომ უბედურობები ეხმარებოდა მათ კრიშნას გასახსენებლად და მის მოსახმობად. დაემორჩილეთ ღმერთის ნებას. არასოდეს ეძებოთ ძალაუფლება ან მდგომარეობა არამედ დაემორჩილეთ მის ნებას ამგვარად რომ თქვენ შეძლოთ ყოველთვის ბედნიერად და უვნებლად ყოფნა. უფალი მიიჩქარის ერთგულებისკენ სწრაფად ვიდრე ერთგულები მიიჩქარიან მისკენ. თუ თქვენ დგამთ ერთ ნაბიჯს მისკენ, ის დგამს ას ნაბიჯს თქვენსკენ! ის იქნება მეტი ვიდრე დედა ან მამა. ის გზრდით თქვენ თქვენს შიგნიდან, ისევე როგორც მან იხსნა და გაზარდა ასე ბევრი ბრძენი ვინც განათავსა რწმენა მასში!
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 8 სექტემბერი.
4.06.18.
მიჯაჭვულობა და სიძლვილი არის ორი უდიდესი მტერი სოციალური მსახურების ნებისმიერ სქემაში, რატომ, სამუშაოს ნებისმიერ სქემაში. თუ ადამიანი შედის შეცდომაში რომ ის იცავს სხვებს, მაშინ უბედურება მას, რადგან არ არსებობს სხვა საერთოდ. ყველა არის ერთი, ერთი ადამიანის დარდი არის თითოეულის დარდი. ძირითადი ნაკლი არის კაცობრიობის უმეცრება. თუ მხოლოდ ვინმე არის ბრძენი, უნდა იცოდეს რომ ყველა ინდივიდი არის ტალღა თვით იგივე ოკეანის ზედაპირზე. უანგარო მოქმედება არის სამიზნე იდეალი. მაგრამ ახალა, ყველაფერი იზომება შედეგით, მოგებით რომელიც იზრდება. სწავლა არის ასევე ხელფასისთვის რის მიღებაც შეიძლება მოპოვებული ხარისხის საფუძველზე. თუ მოქმედება შესრულებულია ეგოური სურვილის გარეშე (ნიშკამას გზით), არ არსებობს მიზანი მოგების მისაღებად. მოგების სურვილი არის როგორც შხამიანი ეშვები; როდესაც მათ აძრობენ, კამას (მოქმედებისა და რეაქციის ციკლის) გველი ხდება უვნებელი.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 15 სექტემბერი.
5.06.18.
სამყარო, ჩათვლით სახლის რომელშიც თქვენ ბინადრობთ, სახელდობრ ტანის, შემდგარია ხუთი ელემენტიდან: მიწა, წყალი, ცეცხლი, ჰაერი და ეთერი – ელემენტებიდან რომლებიც მოქმედებს გრძნობებზე როგორც სუნი, გემო, ფერი, შეხება და ხმა. რამდენადაც ელემენტები არის ‘ღმრთიური ემანაციები’, მათგან თითოეული მოპყრობილი უნდა იყოს პატივისცემითა და წინდახედულებით. მაგალითად: ავიღოთ მიწა. თუ თქვენ ყრით თესლს ნიადაგზე ან თესავთ მას ძალიან ღრმად ნიადაგში, ესენი ვერ ამოტყორცნის თავის ყლორტებს! წყალის ჩასხმა თქვენს ყელში ძალიან კარგად შეიძლება გახდეს წამება, თუ ზღვარი გადალახულია. თქვენ არ შეგიძლიათ სუნთქვა კომფორტულად ტაიფუნში და ვერც თქვენი ყურების ბარაბნები შეძლებს სმენადობის ფარგლებში აფეთქების წნევის ატანას! ელემენტების ნებისმიერი გამოყენება, ლეგიტიმურ საზღვრებს ზემოთ არის მკრეხელობა. ასე რომ, თითოეული ელემენტი უნდა იყოს გამოყენებული გარკვეული შეზღუდვების ქვეშ, არა როგორც და რანაირადაც თქვენ მოგწონთ. განიხილეთ ელემენტები ყოვლისშემძლეს სამოსელად.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 11 მარტი.
6.06.18.
ღმერთის წყალობა არის როგორც წვიმის თავსხმა და მზის სინათლე. თქვენ უნდა აკეთოთ ზოგიერთი სადჰანა (სულიერი პრაქტიკა) მის შესაძენად; მსგავსი ქოთნის დაჭერის ვერტიკალურად წვიმის მისაღებად ან სადჰანის რომელიც აღებს თქვენი გულის კარებს, ამგვარად რომ მზის სხივებმა შეძლოს მისი განათება. ილოცეთ წყალობისთვის და აკეთეთ ცოტა სადჰანა. წყალობა შეიქმს ყველაფერს სწორად. მისი მთავარი შედეგი არის თვითრეალიზება (ათმა საკშათკარა); მაგრამ აქ არის სხვა გვერდითი სარგებლები ასევე როგორიცაა ბედნიერებით კმაყოფილი ცხოვრება, და ცივი მამაცური ხასიათი, დამკვიდრებული დაწყნარებულ სიმშვიდეში (შანთიში). მთავარი სარგებლობა ძვირფასეულობიდან არის პირადი სიხარული მაგრამ როდესაც ვინმე მიდის ბოლო მონეტასთან საფულეში, მან შეიძლება ეს გაყიდოს და დაიწყოს ცხოვრება კვლავ! ეს არის გვერდითი სარგებელი. მრავალძარღვა ხეს აქვს ბანანის კონები როგორც მისი ძირითადი საჩუქარი! მაგრამ მისი ფოთლები, მისი ღეროს რბილი გული, ყვავილის კვირტები, და ა.შ. არის დამხმარე საგნები სასარგებლოდ გამოსაყენებლად. ეს არის წყალობის ბუნება. ეს აკმაყოფილებს სურვილების მრავალფეროვნებას.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 29 მარტი.
7.06.18.
ყველას სურს იყოს ბედნიერი; თითოეულს უნდა იმუშაოს ნაკლები და მიიღოს მეტი, გასცეს ცოტა და მიიღოს უხვად, მაგრამ არავინ არ ექსპერიმენტირებს ისურვოს ცოტა და გასცეს ბევრი! ყოველი სურვილი არის ბორკილი რომელიც აბრკოლებს მოძრაობას. ეს არის ტვირთი თქვენს ფეხებზე. კოლეჯის ახალგაზრდა მოწაფე თავისუფლად ხეტიალობს თავის ორ ფეხზე; როდესაც ის ქორწინდება ის ხდება ოთხფეხი! შვილი ხდის მას ექვსფეხად; ამით, ხდება მისი მოძრაობის დიაპაზონის შემდგომი შეზღუდვა. მეტი ფეხი, ნაკლები სიჩქარე, მისი მეტი მოჭიდება მიწაზე – გახსოვდეთ მრავალფეხებს შეუძლიათ მხოლოდ ცოცვა! ბევრი ობიექტი ნიშნავს ბევრ წინააღმდეგობას და დაბრკოლებას! შეამცირეთ სურვილები, იცხოვრეთ უბრალოდ – ეს არის გზა ბედნიერებისკენ. მიჯაჭვულობას მოაქვს მწუხარება თავის კვალდაკვალ; ბოლოს, როდესაც სიკვდილი მოითხოვს რომ ყველაფერი დარჩეს უკან და ყველაფერი იყოს მიტოვებული, თქვენ შეპყრობილი ხართ მწუხარებით! იყავით წყალზე ლოტოსის მსგავსი, მასზე და არა მასში. წყალი საჭიროა ლოტოსისთვის გასაზრდელად, მაგრამ ლოტოსი არ ანებებს თუნდაც წვეთს რომ იგი დაასველოს.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 15 მაისი.
8.06.18.
ღმერთი არის მთელი სიყვარულის წყარო. სიყვარული კურნავს სულმდაბლობას, სიძულვილს და დარდს. სიყვარული ამცირებს ვალდებულებებს; ის გიცავთ თქვენ დაბადებისა და სიკვდილის ტანჯვისგან. სიყვარული აკავშირებს ყველა გულს რბილი აბრეშუმის სიმფონიით. სიყვარულის თვალებით დანახული, ყველა არსება არის ლამაზი, ყველა საქმე არის მიძღვნილი, და ყველა აზრი არის უმანკო. გიყვარდეთ ღმერთი და გიყვარდეთ მსოფლიო როგორც ღმერთის სამოსელი, არც მეტი არც ნაკლები. მსოფლიო არის ერთი უზარმაზარი ნათესავი. თუ თქვენ ყურადღებას აქცევთ ინდივიდს, განსხვავება თავისთავად ძალას გატანთ თქვენ. დააფიქსირეთ თქვენი ყურადღება სამასტიზე (კოლექტივზე), მაშინ იდენტურობის წერტილები იქნება უფრო თვალსაჩინო. თუ თქვენ კონცენტრირდებით გარე იარლიყებზე – ინდუსი, ქრისტიანი, მუსულმანი, პერსი, ბუდდჰისტი – მაშინ, თქვენ განივითარებთ სიამაყეს ან უპატივცემლობას ან სიძულვილს! მაგრამ თუ თქვენ გამახვილდებით ბრძოლაზე რომელსაც ადამიანი განცდის რომ ამაღლდეს ხორცზე, ღმრთიურების დონის მისაღწევად, თქვენ ჩათვლით ყველა იარლიყს უმნიშვნელოდ. მაშინ ეს არის მთელი სიყვარული, თანამშრომლობა, ურთიერთ მოწონება და გაგება.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 7 ივლისი.
9.06.2018.
მთავარი საშუალება თქვენი ჭკუის გამოსაცალკევებლად გაფანტვიდან და მის მისაერთებლად ღმერთის ძებნაზე არის ურთიერთობა ღმერთთან (იოგა) და მსხვერპლშეწირვა (თიაგა). კამა (სურვილი) შეიძლება იყოს მოცილებული თიაგით, და რამა (ღმერთი) შეიძლება იყოს მიღებული იოგით. სურვილი აუფერულებს გონებას, აუკუღმართებს განსჯას, ამძაფრებს გრძნობების მადას, და მას მიჰყავს ობიექტური მსოფლიოს ცრუ მიმზიდველობასთან. როდესაც სურვილი ქრება ან კონცენტრირებულია ღმერთზე, გონება ხდება თვითმანათობელი, და ციალებს მისი სუფთა ბრწყინვალებით. ეს ბრწყინვალება ნათელყოფს ღმერთს შიგნით და გარეთ მსოფლიოში. ეს არის მე-ს ჭეშმარიტი რელიზება (ათმა საკშათკარა). მე გლოცავთ თქვენ რომ თქვენ გქონდეთ წარმატება თქვენს სადჰანაში (სულიერ პრაქტიკებში). თუ თქვენ არ პრაქტიკებთ რაიმეს ახლა, მე გირჩევთ თქვენ დაიწყოთ უბრალო ნამასმარანა (ღმრთიური სახელის ხსენება), მშობლების, უფროსების და მასწავლებლების პატივისცემასთან ერთად, და გაუწიოთ დახმარება გაჭირვებულებსა და უმწეოებს.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 15 მაისი.
10.06.18.
ყველას სწყურია უსაფრთხოება, მშვიდობა, სიხარული და ბედნიერება. მაგრამ უმეტესობას სჯერა რომ ეს შეიძლება ამოკრიფოს მსოფლიოდან. შედეგი ის არის რომ ადამიანები კარგავენ თავიანთ წლებს ჭამაში, სმაში, თამაშსა და დასვენებაში, გამომუშავებასა და დახარჯვაში. ისინი ჩქარობენ აკვნიდან საფლავამდე გულისრევამდე, მიედინებიან არაფრის მცოდნედ მათი მოგზაურობის არც საწყისზე და არც მის მიზანზე, საუკუნეების განმავლობაში. ადამიანს მოპოვებული აქვს თავის და გულის უნიკალური ხარისხები დაძაბულობით სავსე ცხოვრებების მეშვეონით, როგორც დაბალი სახეობების წევრს; ეს გამარჯვება ახლა შემცირებულია ფერფლამდე ამ უმოქმედო სიზარმაცით. თქვენ უნდა გქონდეთ ცურვის უნარი სიხარულისა და დარდის, ტკივილისა და სარგებლობის მოტანის ტალღებზე. თქვენ უნდა იყოთ მთლიანად მშვიდად ყოფნის ხელოვნების ოსტატი, სრულიად მშვიდი და შეუხებელი რაც კი შეიძლება შეემთხვეს თქვენს სხეულს, გრძნობებს ან ჭკუას! ისწავლეთ შინაგანი სიმშვიდის მოპოვებისა და შენარჩუნების ოსტატობა, თქვენი საკუთარი შინაგანი სინამდვილის (ათმას) მუდმივი შეგნების ხელოვნება, შემდეგ თქვენ შეძლებთ უსაფრთხოდ იტრიალოთ მსოფლიოში.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 7 ივლისი.
11.06.18.
მსახურება გაწეული ეგოიზმის გარეშე, თუნდაც პატარა, შეიძლება იყოს უმაღლესად სასარგებლო. ეს უნდა მოდიოდეს მოსიყვარულე გულიდან რომელიც პასუხობს ყველა ქვითინსა და კვნესაზე, და მზად არის განდგეს და იტანჯოს სიხარულით. უნდა გქონდეთ დიდი მოწადინება სხვებთან ჩართვის და მათი ტკივილის გრძნობის. ადამიანმა უნდა კულტივიროს მოთმინება და შინაგანი ძალა, იმისთვის რომ თავიდან აიცილოს გულნატკენობა კრიტიკასა და დაცინვაზე, როდესაც ის დაკავებულია სასიხარულო მსახურებით. ბრძენები იყენებენ თავიანთ ფულებს, ძალას, გონებას, ჩვევებს, უნარებსა და შესაძლებლობებს სხვათა დასახმარებლად და მათი სიცოცხლეების გასაბედნიერებლად. ამით ისინი მოიპოვებენ ღმრთიურ წყალობას; რადგან სევა არის თაყვანისცემის უმაღლესი ფორმა. არსებობენ მილიონები ვინც არიან მშიერი, იმრდგაცრუებული და უბედურები. მე გთხოვთ თქვენ შეზღუდოთ თქვენი საკვების მოხმარება ნამდვილი საჭიროებით, იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ თქვენი შესაძლებლობების გაჭირვებულებთან განაწილება. არასოდეს გააფუჭოთ საკვები. არ გაფლანგოთ ფული მავნე მიზნებზე; გამოიყენეთ ეს სხვების დასახმარებლად. არ გაფლანგოთ დრო და ენერგია; ანებეთ სხვებს ისარგებლონ თქვენი ჩვევებიდან!
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 21 ნოემბერი.
12.06.18.
სიყვარული არის ტკბილი ხილი რომელიც იზრდება კეთილი საქმეების სურნელოვანი ყვავილიდან. დღეს როდესაც წარმოიშობა რაიმე სირთულეები ან მაშინ როდესაც ზოგიერთი უსიამოვნება წამოიჭრება მოულოდნელად, სიყვარული იცვლება სიძულვილად. როგორიც გინდა იყოს უკუღმართობები რასაც შეიძლება შეეჯახოთ, როგორიც გინდა იყოს პირადი დარდი და გაჭირვება რაც შეიძლება გადაიტანოთ, ჭეშმარიტი სიყვარულის მქონე ადამიანი უნდა დარჩეს შეუხებელი. სიყვარული მართავს მახვილის დაუხმარებლად. ეს ავალდებულებს კანონების გარეშე. როგორც ციალი ალის ცეცხლში ან მზის სხივები ან ტალღები ოკეანეში, ღმრთიური სიყვარული არის ძირითადი ხარისხი ყოველი ჭეშმარიტი ადამიანის არსების. ჭეშმარიტი სიყვარული პრაქტიკებს სუფთა და უანგარო სიყვარულს ყველა ცოცხალი არსების მიმართ, ვინც არიან ღმრთიურის ტანმოსილება, საჩუქრის არმოლოდინით! ნამდვილი მოსიყვარულე ადამიანი თავისუფალია დაწუნებისა და სიძულვილისგან, და არის მეგობრული და თანაგრძნობიანი ყველა არსების მიმართ (ადვეშთა სარვა ბჰუთანამ, მაითრაჰ, კარუნა ევაჩა). მხოლოდ ისინი, ვისაც აქვს ასეთი დამოკიდებულება არიან ღირსი იწოდებოდნენ ადამიანის არსებებად!
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 6 მაისი.
13.06.18.
არ არსებობს ბოროტება ფულში, სწავლულობაში, ცოდნასა ან გონებაში. მაგრამ ბოროტება ჩნდება საქმიანობიდან რომელსაც ასრულებენ მათი გამოყენებით. სუფთა წყალს არ აქვს ფერი. ჩასხმული შავ ბოთლში ის გვეჩვენება შავად. ჩასხმული წითელ ბოთლში ის გვეჩვენება წითლად. წყალი არ ხდება შავი ან წითელი, ბოთლის ფერი ქმნის განსხვავებას. როდესაც ფულს, სწავლულობას, ჭკუიანობასა და გონიერებას ეუფლებიან ადამიანები რომლებშიც რაჯასი (ვნება, ემოცია, გამომავალი ბუნება) არის გაბატონებული, ესენი ახალისებს სიძულვილს, ამბიციასა და ავხორცობას. როდესაც ეუფლებიან ადამიანები რომლებშიც თამასი (სიზარმაცე, გონებაჩლუნგობა, პატივმოყვარეობა) არის გაბატონებული, ესენი ახალისებს სიძუნწეს, სიხარბესა და შურს. როდესაც მათ ეუფლებიან ადამიანები რომლებშიც სათვა (აღუშფოთებლობა, წონასწორობა, სისუფთავე) არის გაბატონებული, ესენი ახალისებს სიყვარულს, თანაგრძნობას, განზრახვას მსახურებაზე, მთელი კაცობრიობის ერთობასა და მსოფლიოს მშვიდობას. თქვენი როლის ამაღლება სათვამდე არის მოვალეობა რომელსაც ყველა იღებს თავის თავზე. ეს არის გზა, ნამდვილი მიზანი. თქვენ უნდა შეუჩერებლად განვლოთ გზა და მიაღწიოთ მიზანს.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 23 ნოემბერი.
14.06.18.
ისლამი ნიშნავს ერთგულებას, დანებებას, მშვიდობასა და წესრიგს. რამზანის თვე გადადებულია მეხსიერებაში შეტანის წმინდა ამოცანისთვის და პრაქტიკისთვის სწავლებების რასაც ჰაზრათ მუჰამედი გადმოსცემდა, და სულიერების პროგრესისთვის ერთობისა და სისუფთავის მისაღწევად. ისლამი გვასწავლის რომ ღმერთის წყალობა შეიძლება მოპოვებული იყოს სამართლიანობისა და უბიწო ცხოვრების მეშვეობით; სიმდიდრე, სწავლულობა და ძალაუფლება ვერ გამოიმუშავებს მას. მარტო სუფთა სიყვარული ახარებს უფალს. მუსულმანი წინასწარმეტყველები ხაზს უსვამენ რომ ჩვენ უნდა გავერკვეთ ‘მე’-ს სინამდვილეში რომელსაც თვლიან ეს არის სხეული და ‘მე’-ს რომელსაც თვლიან ეს არის ჭკუა, და მივაღწიოთ შედეგს რომ ნამდვილი ‘მე“ არის თვით მე. რომელსაც წყურია ყოვლისმე, ღმერთი. რამზანის თვე, მარხვა და ლოცვები განკუთვნილია ამ რეალიზების გასაღვიძებლად და გამოსამჟღავნებლად. ყველა რელიგია ხაზს უსვამს ერთიანობას, ჰარმონიასა და თანაბარსულოვნებას. ამიტომ კულტივირეთ სიყვარული, შემწყნარებლობა და თანაგრძნობა, და აჩვენეთ ჭეშმარიტება ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს არის გზავნილი რასაც მე გაძლევთ თქვენ ჩემი კურთხევით!
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 12 ივლისი.
15.05.18.
საკმარისი არ არის თუ თქვენ დაიბადეთ ადამიანის არსებად კარგად მუშაობის ყველა უნარით – ფიზიკურით, გონებრივით და ემოციურით. თქვენ უნდა მიიყვანოთ ის სრულყოფილებამდე გამრჩევი გონების გამოყენებით, ისე როგორც მოქანდაკე აკეთებს, მას შემდეგ რაც ქვა დაყვანილია უხეშ ფორმამდე. ყოველი თქვენგანი გაცნობილი უნდა იყოთ ღმერთთან თქვენს ახლობლობას, თქვენში დაფარულ ღმრთიურებას და თქვენს უზარმაზარ შესაძლებლობებს. თქვენ შეგიძლიათ ეს გაიგოთ თქვენი გარჩევისა და მიუკერძებლობის (ვივეკას და ვაირაგიას) მეშვეობით. ყველა ცხოველის ქმნილებას შორის მხოლოდ ადამიანის არსებაა ამის შემძლე. ამ გაცნობიერების სამეფო გზა ნაჩვენებია გურუს მიერ; არა ყოველი ამ რამდენიმე ლაკჰი ‘გურუდან’ რომლებიც პრეტენდირებენ თავიანთ სტატუსზე არის ამის უფლებამოსილი. ვინაიდან გუ-რუ ნიშნავს მას ვისაც არ აქვს უმეცრება თავისში! როდესაც თქვენ იქნებით წრფელი, თვით უფალი გაგიძღვებათ თქვენ. არ გაიცრუოთ იმედი, იარეთ მამაცურად. ეცადეთ ყოველი წამი შეავსოთ ღმერთზე აზრებით, ამა თუ იმ ფორმით.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 22 მაისი.
16.06.18.
იცხოვრეთ პრემით (სიყვარულით), პრემაში, პრემასთვის. მაშინ უფალი რომელიც არის პრემასვარუპა (ღმრთიური სიყვარულის განსახიერება) გაჩუქებთ თქვენ ყველაფერს რაც თქვენ გჭირდებათ იმის მიუხედავად რომ თქვენ არ თხოვთ რაიმეს. მან იცის; ის არის დედა ვინც არ ელოდება ბავშვის კვნესას მის გამოსაკვებად. მისი პრემა არის ასე დიდი და ღრმა; ის განჭვრეტს ყოველ საჭიროებას და მიქრის საჭირო დახმარებით. თქვენ ყველა მოუთმენლად ელოდებით გაიგოთ მე როდის განვაახლებ თქვენთვის ‘ინტერვიუს’ მოცემას, იმიტომ რომ თქვენ შეძლოთ დადება ჩემს წინ კორიკების (თხოვნების ან სურვილების) გრძელი სიის, რომელიც თქვენ გაქვთ მოტანილი. ეს თხოვნები მიდის გამრავლებაზე; ესენი არასოდეს მთავრდება. ერთის დაკმაყოფილებას მიჰყავხართ ახალ სერიასთან. ეცადეთ მისვლა სტადიაზე როდესაც მხოლოდ მისი სურვილი ითვლება და თქვენ ხარ ინსტრუმენტი მის ხელებში. როდესაც თქვენ აღავსებთ საკუთარ თავს სიყვარულით ღმერთის მიმართ, თქვენ აღწევთ სარუპას და საიუჯიას (ფორმის მსგავსებას და ღმერთში შთანთქმას). ესწრაფეთ ამ დასრულებას და არა მცირე გამარჯვებებს.
– ღმერთის საუბარი, 1969 წლის 15 მაისი.
17,06,18.
თაყვანისცემის ფორმები, ან თაყვანისცემის ფრაზეოლოგია, ან მიმართვის სტილი შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი მაგრამ ყველა რელიგია მიმართულია ერთი და იგივე დასრულებისკენ. ერთი და იგივე სისხლის ნაკადი ცირკულირებს ტანის ყოველ კიდურში. ერთი და იგივე ღმრთიური ნაკადი ამოქმედებს მთელ სამყაროს. წარმოისახეთ ეს უზენაესი არქიტექტორი, ეს ჩაუწვდომელი დიზაინერი, ეს სიცოცხლის უხილავი მომცემი. ეს ნათქვამია როგორც გაცნობიერება ღმერთის მამობის და ადამიანთა ძმობის. არ გაიხლართოთ ცხოვრების ბიზნესში. თქვენს ბრძოლაში არსებობისა და წარმატებისთვის, არ დაგავიწყდეთ ღმერთი ვინც შესაძლებელი გახადა სიცოცხლე. დათესეთ სიყვარულის თესლი, თქვენი გულის ნიადაგის სარეველების მოცილებით მომზადების შემდეგ. მორწყული რწმენით, დაე ესენი გაიზარდოს და გამოიღოს სიმტკიცის (საჰანას) ყვავილები. მაშინ თქვენ დარწმუნებული ხართ შანთის ან მშვიდობის ნაყოფზე. ეს არის ამოცანა, ეს არის მოვალეობა – ეს უნდა იყოს თქვენი აღთქმა.
– ღმერთის საუბარი, 1968 წლის 7 ივლისი.
18.06.18.
თქვენ შეიძლება ოყოთ მრავალი ქვეყნიდან, და ერთგულებდეთ სხვადასხვა კულტურას და ტრადიციას, ენას და ჩაცმულობის, კვების და ა.შ. სტილს. მაგრამ ამ სხვადასხვაობამ არ უნდა დამალოს ჩვენი ხედვიდან, ღმრთიურების ერთობა თანდაყოლილი ყველა თქვენგანში. მსოფლიო დღეს იტანჯება მძიმე პრობლემებით და სწრაფად გავრცელებული შიშით – ომის, შიმშილის, და დემონური ტერორისტების, რასობრივი, რელიგიური და რეგიონული კონფლიქტების, ეკონომიკური გამოჯანსაღების და გადარჩენის, სტუდენტების არადისციპლინირებულობის, სარწმუნოებრივი შეჯახებების, სიგიჟისა და ფანატიზმის, ძალაუფლების ხელში ჩაგდების და უკიდურესი ეგოიზმის პრობლემების შიშით. ერთადერთი წამალი ამ მცოცავი შიშისთვის არის ვაირაგიას (მიუჯაჭველობის) პოზიცია. როდესაც ადამიანი მიჯაჭვულია სხეულ-ჭკუის ერთობლიობაზე და მე-და-ჩემი შეზღუდვაზე, შიში გარდაუვალია. ადვაიტური (არადუალური) გაცნობიერება რომ რასაც ჩენ ვხედავთ არის მხოლოდ ჩვენი საკუთარი ჭკუის სუპერ-სიცრუე სინამდვილეზე, არის საუკეთესო მკურნალობა, და მსახურება არის ძალიან ეფექტური სადჰანა.
– ღმერთის საუბარი, 1985 წლის 21 ნოემბერი.
19.06.18.
თუ თქვენ გაქვთ მთლიანად აღჭურვილი ავტომობილი კარგ სასიარულო მდგომარეობაში, შეინახავთ თქვენ მას გარაჟში? ავტომობილი უპირველესად დანიშნულია სამოგზაუროდ; თქვენ არ ჩაჯდებით მასში და არ წახვალთ? ეს ამგვარად არის თქვენს ადამიანურ სხეულთანაც. ადამიანის სხეული მოგეცათ თქვენ დიდი მიზნისთვის – მასში უფლის გასაცნობიერებლად. იარეთ მიზნისკენ. ისწავლეთ როგორ გამოიყენოთ სხეულის უნარები, გრძნობები, გონება და ჭკუა, მიზნის მიღწევისთვის და წინ წასაწევად. ამ დიდი დასრულების მისაღწევად, თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯები ერთი მეორეს მიყოლებით. კარგი საქმეები ისეთი როგორიც არის რიტუალური თაყვანისცემა, წმინდა სახელების გამეორება, მედიტირება, აღთქმების დაცვა და ა.შ., არის ‘ნაბიჯები’; კარგი აზრები ისეთი როგორიც არის ლოცვა დიდი გარჩევისა და სხვათა მსახურების მეტი შანსისთვის ასევე დაგეხმარებათ. ნელა და განუხრელად გაწმინდეთ ჭკუა, გაამახვილეთ გონება, გაასუფთავეთ გრძნობები და მოიპოვეთ უფლის წყალობა. თქვენ მოხვედით ღმრთიური სიყვარულის კარნახით; კულტივირეთ და გაანაწილეთ ეს ღმრთიური სიყვარული ყველასთან.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 18 თებერვალი.
20.06.18.
დამაკვირდით მე; რა სარგებელი შეიძლება მივიღო მე მთელი ჩემი მოღვაწეობიდან, მე ვინც ვნიშნავ ყველა სარგებელს ყველა საქმიანობაზე შესაბამისად რასაც ესენი იმსახურებს? მაგრამ მაინც, თქვენ მიპოვით მე დაკავებულს განთიადიდან დაღამებამდე. მე ვამთავრებ ჩემს სადილს ან სამხარს რამდენიმე წუთში იმიტომ რომ მე შევძლო გასწავლოთ თქვენ დროს ფასი; მე ვესწრები ყველა სხვადასხვა სამუშაოს უმცირეს დეტალში, ვინაიდან მე ვცდილობ ვაჩვენო მაგალითი თქვენთვის, დაწვრილებითი ყურადღებით და ფრთხილი მოლოდინით, ყველა შემთხვევითობის. მე ვიცი ბევრი თქვენგან უსაქმოდ ატარებს საათებს ბოლომდე, კარგავს ძვირფას დროს ჭორაობაში, უმიზნო საუბრებსა და დებატებში. როდესაც თქვენ პრაქტიკებთ დამოკიდებულებას რომ ღმერთი არის ყველგან როგორც თქვენი ყველა მოქმედების მოწმე, რომ ღმერთი არის ყველა არსებაში ვისაც თქვენ ხვდებით და ემსახურებით, მაშინ თქვენ უეჭველად დაჯილდოვდებით უფლის ხედვით. როდესაც თქვენ გაქვთ ეს ბრწყინვალე შანსი, არ ანებოთ მას გავლა უმეცრებით და გულგრილობით. წყალობის მოპოვების საუკეთესო გზა არის დამორჩილება ინსტრუქციებზე, რჩევების მიდევნა, და დიდი სიყვარულით გავარჯიშებულ კონტროლზე დაქვემდებარება.
– ღმერთის საუბარი, 1965 წლის 22 ნოემბერი.
21.06.18.
ბევრი ადამიანი დაკავებულია ბჰაჯანების გალობით, პუჯით და დჰიანით (რიტუალური თაყვანისცემით და მედიტირებით) მაგრამ ეს არის უბრალოდ ფიზიკური ვარჯიშები! ჰკითხეთ საკუთარ თავს გულწრფელად – არის თქვენი ჭკუა ამაღლებული როგორც მათი შედეგი? იღვრება თქვენი გული სრულად თქვენი თაყვანისცემის განმავლობაში? არა! აქედან გამომდინარე თქვენ აგრძელებთ დარჩენას ადამიანის დონეზე და არ იზრდებით ღმრთიურებამდე. „შეიძლება ტბა იყოს სავსე თუ არის მხოლოდ წვეთი წვიმის? შეიძლება წყურვილის დაოკება წყალის რამოდენიმე წვეთით? შეიძლება მუცელი ოყოს სავსე, თუ სუნთქვა არის შეკრული? შეიძლება ნაღვერდალი იყოს გარანტირებული ბალახის ღეროების დაწვით?“ – კითხულობს ცნობილი პოეტი. ხის ძელები უნდა დაიწვას თუ საჭიროა ხის ნახშრი. მხოლოდ წვიმის საფარველს შეუძლია შეავსოს ტბა ნაპირებამდე. მარტო ჭიქა ცივ წყალს შეუძლია მწყურვალი ადამიანის განკურნა, არა ნაკლებს. გული შეთავაზებული უნდა იყოს მთლიანად. ერთგულებამ უნდა შეავსოს გული, რომ თქვენ ახვიდეთ ღმრთიურებაში.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი.
22.06.18.
არსებობს ორი რამ რაც იზიდავს ჭკუას: ჰიტა (სასარგებლო) და პრიია (სასიამოვნო). უპირატესობა მიანიჭეთ სასარგებლოს, რადგან სასიამოვნომ შეიძლება სლიკინა გზით წაგიყვანოთ დაბლა უფსკერო ორმოში. ვიბჰიშანამ უთხრა ჰიტა რავანას, მაგრამ მან თავისი ყური მიადო პრიიას რასაც მისი მლიქვნელი მინისტრები ამბობდნენ. მან ბეჭედი დაუსვა თავის ბედს სასარგებლოს ნაცვლად ამ სასიამოვნოზე უპირატესობის მინიჭებით. ნამდვილი ექიმი დაინტერესებულია თქვენი განკურნით ყველა დაავადებისგან, ის ირჩევს ჰიტას თქვენი ჯანმრთელობის აღსადგენად; გურუ არის ასეთი ექიმი. დაემორჩილეთ მას მაშინაც კი როდესაც მისი რეცეპტი არის არასასიამოვნო, იმისთვის რომ თქვენ განიკურნოთ! ადამიანები იტანჯებიან გრძნობების ციებ-ცხელებით და ისინი ცდილობენ განკურნებას რეკრეაციის, სიამოვნების, პიკნიკების, ბანკეტების, ცეკვის და ა.შ. წამლებით, მაგრამ აღმოჩნდება რომ ციებ-ცხელება არ ცხრება. ციებ-ცხელება შეიძლება ჩაცხრეს მხოლოდ მაშინ როდესაც ფარული ვირუსი გახდება უმოქმედო. ეს ვირუსი მოკვდება მხოლოდ მაშინ როცა მასზე დაეცემა ჯნანას (სიბრძნის) სხივები.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 16 მარტი.
23.06.18.
სიცოცხლე არის კამპანია მტრების წინააღმდეგ; ბრძოლა დაბრკოლებებთან, ცდუნებებთან, მძიმე განსაცდელებთან და მერყეობებთან. ეს მტრები არიან შიგნით და ამიტომ ბრძოლა უნდა იყოს უწყვეტი და მუდმივი. როგორც ვირუსი რომელიც ყვავის სისხლდენში, მანკიერება ვნების, სიხარბის, სიძულვილის, ბოროტების, სიამაყის და შურის შრეტს ენერგიას და რწმენას ყველა არსების და მიჰყავს ისინი უდროოდ დაცემამდე. თქვენ უნდა ეცადოთ თქვენი საკუთარი ხასიათის დიაგნოზირებას და აღმოჩენას შეცდომების რომლებიც მას თავსესხმის; არ ეცადოთ სხვების ხასიათის გაანალიზებას და მათი დეფექტების ადგილების ძებნას. თვითგამორკვევა არის ძალიან აუცილებელი საკუთარი დეფექტების გამოსააშკარავებლად რომლებმაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს თქვენს სულიერ კარიერას. ადამიანები ყიდულობენ ტანსაცმელს მუქი ფერებით, იმიტომ რომ მათ ვერ შეძლონ აღმოჩენა მტვრის და ჭუჭყის; ისინი არ ამჯობინებენ თეთრ ტანსაცმელს, იმისთვის რომ ეს აჩვენებს თავის დაჭუჭყიანებულ მდგომარეობას. მაგრამ არ ეცადოთ თქვენი ჭუჭყის დაფარვას სიბნელით; იყავით დარცხვენილი დაჭუჭყიანებული ბუნებით და ეცადეთ მის სწრაფ გაწმენდას.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 16 მარტი.
24.06.18.
თაყვანი ეცით უფალს და შესთავაზეთ მას რვა ყვავილი: არაძალადობა (აჰიმსა), თქვენი გრძნობების კონტროლი (ინდრია ნიგრაჰამ), სიბრალული ყველა არსების მიმართ (სატვა ბჰუთა დაია), სულის სიმტკიცე (კშამა), შინაგანი სიმშვიდე (შანთი), ასკეტიზმი (თაფასი), მედიტირება (დჰიანა) და ჭეშმარიტება (სატია). ახლა როდესაც სხვა ყვავილები არის გამოყენებული, ერთგულება არ გრძელდება მას შემდეგ რაც თქვენ გახვალთ თქვენი ალტარიდან ან პუჯას ოთახის კარში! როდესაც ვინმე გადმოლახავს ამ ზღურბლს, ბრაზი, სიძულვილი, და მოუსვენრობა გეუფლებათ თქვენ და გამცირებთ თქვენ. რვა ყვავილით აღნიშნული ხარისხების განვითარების გარეშე როგორ შეძლებს ვინმე ღმერთის წყალობის მოპოვებას? დაკავებულს ასარია ნარაიანა ვრათით (სიცრუის თაყვანისცემით) მთელი 364 დღე რა სიკეთის მიღების იმედი გაქვთ სატიანარაიანა ვრათას (უფალ სატიანარაიანას თაყვანისცემის) შესრულებიდან წელიწადის 365 დღეზე? რადგან თქვენ აცხადებთ რომ ხართ საის ერთგულები, გაამართლეთ თქვენი პრეტენზია ამ სათნოების ყვავილების კულტივირებით დამათი შეთავაზებით ღმერთისადმი.
– ღმერთის საუბარი, 1981 წლის 6 ოქტომბერი.
25.06.18.
არსებობს ორი დაბრკოლება რაც აფერხებს სულიერ პროგრესს თქვენი ფასეული ძალისხმევის მიუხედავად. პირველი არის თქვენი თავის სხვებთან შედარების მიდრეკილება. ეს არის ძალიან არასწორი. ორი ადამიანი არ არის იდენტური. თუნდაც ერთნაირი ტყუპები იზრდებიან განსხვავებულად. მილიონობით ადამიანი არის დედამიწაზე, მგრამ როგორი არის ბეჭედი რამაც მისცა თითოეულ მათგანს ახალი ანაბეჭდი? ეს არის ღმერთის წყალობა. ღმერთი ქმნის ყოველ ინდივიდს, მათი განსაკუთრებული ბუნებით, ხარისხით, პოტენციით და ბედით. მაშინ როგორ შეიძლება ნებისმიერმა ვინმემ შეადაროს საკუთარი თავი სხვასთან და გაიხაროს ან გაიცრუოს იმედი? როგორ შეიძლება თქვენ იამაყოთ რომ თქვენ ხართ უკეთესი სხვაზე? მეორე დაბრკოლება არის, ის რომ ჩვენ ჩვევად გვაქვს ჩვენი ნაკლების გამართლება, ჩვენი შეცდომების რაციონალიზება და თავის არიდება მათ პირდაპირ პასუხისმგებლობაზე და მათ გამოსწორებაზე. ეს ორი დამოკიდებულება ზრდის ადამიანის უმეცრებას და ბადებს შემდგომ შეცდომებს. ყველას ჰყავს ღმერთი როგორც წყარო. გახსოვდეთ რომ ყველა არის ახლობელი და ნათესავი, ღმერთით რომლისგანაც ჩვენ მოვედით.
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 3 მარტი.
26.06.18.
არჯუნა გახდა უფლებამოსილი გიიტას შეტყობინებაზე თვით უფლისგან იმიტომ რომ მან გამოამჟღავნა სასოწარკვეთა, განდგომა, დანებება და ერთმნიშვნელოვნება (ვიშადა, ვაირაგია, სარანაგათი და ეკაგრათა) რაც აუცილებელია დიდი გზავნილის შესათვისებლად. როდესაც თქვენი მცდელობა გათავისუფლებისთვის ხდება ჭეშმარიტად ინტენსური, თქვენ იღებთ უფლებას გადადოთ ყველა სოციალური შეთანხმება, ყოფითი ნორმა და ქცევის წესი, რომლებიც უვარგისია ამ მაღალი მიზნისთვის. შემდეგ, პრაჰლადამ შეიძლება უარი თქვას თავის მამაზე, ბჰიშმა შეიძლება შეეწინააღმდეგოს თავის გურუს, მიირამ შეიძლება მიატოვოს თავისი ქმარი, შანკარაჩარიამ შეიძლება ითამაშოს მომიზეზება თავის დედასთან. იკითხეთ სერიოზულად, თუ თქვენ მიაღწიეთ ამ ეტაპს! განავითარეთ ეს გათავისუფლების მიდრეკილება! ღმერთის სახელის გალობა არის საუკეთესო მიმართულება; ეს შეიძლება შესრულდეს ყოველ დროს და ყოველ ადგილზე ყველას მიერ, სარწმუნოებაზე, სქესზე, კასტაზე, ხნოვანებაზე ან ეკონომიკურ და სოციალურ სტატუსზე დამოუკიდებლად. ეს დაგიჭერთ თქვენ მუდმივ კონტაქტში უსასრულოსთან და ამგვარად, ეს გადმოგცემთ თქვენ უსასრულოს სიბრძნეს და ძალას.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 16 მარტი.
27.06.18.
სიცოცხლე არის ქანქარის ქანაობა ღიმილიდან ტირილისკენ. ბავშვობა არის ძალიან ნაზი და უმანკო, ახალგაზრდობა არის ძალიან სავსე სისულელით და შეცდომებით, საშუალო ხნოვანება ჩახლართულია პრობლემებით და შესაძლო საშუალებებით, და მოხუცებულობა იხარჯება სინანულში წარსულ წარუმატებლობებზე. როდის შეძლებთ თქვენ ნამდვილი ბედნიერების დაგემოვნებას? სიხარული და დარდი არის წარმავალსა და ტრივიალურში ჭკუის ჩახლართვის შედეგი. ყოველი ცოცხალი არსების შინაგანი ბირთვი არის ღმერთი. მზე არ ლაქავდება მისი სხივების დაცემით რაიმე საზიანოზე. მე ასევე არის შეუხებელი გრძნობების მდევნელი ჭკუის ეფექტებით მათ სადაც გინდა წაიყვანონ ის. როცა ადამიანი ცნობიერდება რომ მე არის ღმერთი, ვეღარ შეძლებს არსებობას მისი მდევნელი სიკვდილის შიში. რწმენა არის სიცოცხლე; რწმენის უქონლობა არის სიკვდილი. მხოლოდ სხეული კვდება; ღმრთიური მე (ათმა) არის დაბადებასა და სიკვდილს მიღმა. ამის მცოდნე ადამიანი გაჟღენთილია ანანდით (ღმრთიური ნეტარებით).
– ღმერთის საუბარი, 1983 წლის 8 იანვარი.
28.06.18.
ადამიანები დაკავშირებული არიან მოქმედებით (კარმით) და მხარდაჭერილი არიან მოქმედებით. მათ შეუძლიათ ყველაფრის მიღწევა მოქმედების მეშვეობით. მათი მიღწევა ძევს მოქმედებათა შესრულების მათ უნარში. შესრულებულ მოქმედებებს ექნება თავისი შესაფერისი შედეგები, და ვერავინ შეძლებს გაქცევას თავიანთი მოქმედებების შედეგებისგან. ასე რომ აკეთეთ კარგი მოქმედებები, განავითარეთ კარგი აზრები და გაერთიანდით კარგ კომპანიაში რომ მიიღოთ კარგი ჯილდოები მომავალში. როგორიც არის თესლი, ისეთი არის ხე და მისი ნაყოფი. ამიტომ დაკავდით კარგი მოქმედებებით ადრეული წლებიდან. რა არის კარგი მოქმედებები? მოქმედებები რომლებიც მოსწონს ღმერთს. როდესაც თქვენ ასრულებთ მოქმედებებს რომლებიც მოსწონს ღმერთს, თქვენ ასევე გექნებათ ჯილდო რომელიც თქვენ მოგეწონებათ! აქედან გამომდინარე წერილები გვასწავლის ჩვენ ვასრულოთ მოქმედებები ღმერთის სასიამოვნოდ (სარვა კარმა ბჰაგავად პრიიტიარტამ). როდესაც თქვენ სთავაზობთ ყველა თქვენს მოქმედებას ღმერთს, თქვენი გული ხდება წმინდა, თქვენ შეგიძლიათ შემდეგ გაატაროთ მშვიდი სიცოცხლე. თქვენი გულის წმინდად შესანახად, მყარი გადაწყვეტილებით აპრაქტიკეთ სამი P – სისუფთავე (Purity), მოთმინება (Patience), და დაჟინება (Perseverance).
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 22 აპრილი.
29.06.18.
კარგი აზრების კულტივირება არის კარგი ქცევა (დჰარმა). როდესაც ჩვენ ვიცავთ დჰარმას, დჰარმა დაგვიცავს ჩვენ თავის მხრივ (დჰარმო რაკშათი რაკშითაჰა). თუ თქვენ დააზიანებთ დჰარმას, თქვენ დაზიანდებით საპასუხოდ! როდესაც ჩვენი საკუთარი ჭკუა გენერირებს კარგ აზრებს, ეს გვიცავს ჩვენ. ჩვენს საკუთარ ჭკუას შეუძლია ჩვენი დაზიანებაც. როგორ? ეს გვაზიანებს ჩვენ მისი ცუდი აზრებით! აქედან გამომდინარე, ჩვენი ჭკუა არის პასუხისმგებელი ჩვენი სირთულეების, უსიამოვნებებისა და ტანჯვებისთვის. ამიტომ დაიჭირეთ თქვენი ჭკუა სუფთად და გათავისუფლებულად ცუდი აზრებისგან. იმ მომენტში როდესაც აზრი წარმოიქმნება თქვენს ჭკუაში, გამოიყენეთ გარჩევა რომ გაიგოთ: არის ეს კარგი თუ ცუდი? როდესაც თქვენ იწყებთ ასეთ ანალიზს, თქვენი აზრების სიჩქარე მცირდება. თუ მეორეს მხრივ, დაუყოვნებლივ იმოქმედებთ თქვენი აზრების მიხედვით, მათი სიჩქარე გაიზრდება. აქედან გამომდინარე, გამოძებნეთ დრო აზროვნების პროცესის საკონტროლოდ საფუძვლიანი გამოკვლევის მეშვეობით. ჯერ გამოიკვლიეთ შემდეგ იმოქმედეთ. დაიწყეთ ადრე, იმოძრავეთ ნელა, მიაღწიეთ უსაფრთხოდ. თუ თქვენ ანელებთ თქვენს აზრებს, თქვენ უეჭველად მიაღწევთ უსაფრთხოდ!
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 7 აპრილი.
30.06.18.
თანამედროვე მეგობრები გიახლოვდებიან შენ, მანამ სანამ შენს ჯიბეში ფული არსებობს და მამაშენს აქვს მაღალი თანამდებობა. ისინი ამბობენ, ‘მშვიდობა, მშვიდობა’ შენ და თანა. როდესაც შენი ჯიბე ცარიელდება ან შენი მამა გადადგება, ისინი დაუყოვნებლივ დაგტოვებენ შენ. ღმერთი არ არის ამის მსგავსად. ღმერთი არის ყოველთვის შენთან, შენში, შენს ზემოთ და შენს ქვემოთ. ის არის შენი ნამდვილი მეგობარი. მხოლოდ ღმერთი არის ის ვინც დაგიცავს შენ გართულებებისგან. ღმერთი ყოველთვის იქნება შენთან. ღმერთი არის მარადიული ნეტარების ტანმოსილება, აბსოლუტური სინრძნე, ურთიერთ საწინააღმდეგო წყვილების მიღმა, და ვრცელი და ყოვლისმომცველი როგორც ცა. ღმერთი არასოდეს მიგატოვებს შენ. გქონდეს მეგობრობა ასეთ ჭეშმარიტ მეგობართან. მხოლოდ შემდეგ შენი სიცოცხლე როგორც ადამიანის არსების გახდება ღირებული. როდესაც შენ გყავს ასეთი მეგობარი, შენ არასოდეს იქნები რაიმეს მიუღწეველი. უსიამოვნებები და სირთულეები ვერასოდეს შეგაწუხებს შენ. შენ ყოველთვის იქნები ნეტარი.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 7 აპრილი.
შრი სატია საი ბაბა