აშრამები და ვარნები
კ: სვამი! ოთხი აშრამიდან – ბრაჰმაჩარია, გრიჰასთჰა, ვაანაპრასთჰა ან სანიასა – რომელია არსებითად მნიშვნელოვანი?
პ: როგორც ყველა ცოცხალი რამ დამოკიდებულია პრანავაიუუზე (მაცოცხლებელ სუნთქვაზე), ასევე ყველა აშრამები დამოკიდებულია გრიჰასთჰაზე. სწორედ ის არის ის, ვინც ამარაგებს მათ საჭმელით და სასმელით, არჩენს და ხელს უწყობს მათ. ის იწონებს ვედების შესწავლას; მას მიჰყავს წერილებთან. ამიტომ, გრიჰასთჰააშრამი არის უფრო მნიშვნელოვანი. შრუტებში, ნარადა პარივრაჯაკოპანიშადში და მანუდჰარმასასტრაში გაცხადებულია, რომ გრიჰასთჰა, რომელიც მკაცრად ერთგულია თავისი აშრამადჰარმის, ღირსი არის უდიდესი პატივისცემის.
კ: მაგრამ სვამი, ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რომ სანიასი აღემატება გრიჰასტჰას; რამდენად არის ეს სწორი?
პ: რომელიც არ უნდა იყოს აშრამი, თუ ადამიანი მისდევს დჰარმას, ჩადებულს ამ ეტაპისთვის, გადმოაქვს პრაქტიკაზე და ურყევად სწყურია გათავისუფლება, ის მიაღწევს ამას; არ არსებობს ეჭვი. ატმაჯნანას მისაღებად ადამიანს არ სჭირდება ამ თუ იმ აშრამის არჩევა; მათ ყველას შეუძლიათ მისი დაცვა. არ არსებობს უმაღლესი და უმდაბლესი. ეს არის, მხოლოდ ქცევა და ხასიათი, რომლებიც შეიძლება იყოს დასახელებული უმაღლესად და უმდაბლესად.
კ: სვამი! ისინი ამბობენ, რომ გრიჰასთჰააშრამა ბოჭავს და ბრაჰმაჩარია და სანიასა ათავისუფლებს. როგორ მოხდა ამ აზრის აღმოცენება?
პ: მე არ ვარ მათთან თანახმა. ის, ვინც შრომით მოიპოვებს ფულს კანონიერი წყაროდან, ის, ვინც პატივს ცემს თავის სტუმრებს, ის, ვინც ემსახურება და სიამოვნებას ანიჭებს თავის ახლობლებს, აღწევს გათავისუფლებას მათთან ერთად, ვინც განისწავლა სასტრებში და მათთან, ვინც დაარსდა სულის ფილოსოფიის საფუძველში. ვერავინ შეძლებს გადალახოს დაბადებისა და სიკვდილის ოკეანე იმიტომ, რომ ის არის სანიასა ან ბრაჰმაჩარია.
მაღალი წარმომავლობა, მიღწევები ასკეტობაში, ბერის წოდება, ღრმა ცოდნა – ვერაფერი დაგეხმარება თავისთავად. იქ უნდა იყოს ასევე სვადჰარმას ერთგულება და ურყევი მიდევნება, წმინდა წერილების შესწავლა, მსგავსის ვედების ან ბჰაგავად-გიტას, და დისციპლინირებული სულიერი ცხოვრება ჯაფამ და დჰიანამ.
კ: სვამი! რომელი სათნოება უნდა დაამუშაოს ადამიანმა თითოეულ ამ ოთხ აშრამში, რომ მან შეძლოს გადარჩენა?
პ: არსებობს ათი სათნოება, რომლებიც ერთად ადგენენ მოწაფის ძირითად დჰარმას: დაია, ა-სთჰეია, დჰიი, ვიდია, სათჰია, ინდრია-ნიგრაჰა, სოუჩა, კშამა, დრითჰი და ა-კროდჰა; ეს ათი ყველა პიროვნებამ უნდა განავითაროს, რომელიც არ უნდა იყოს მათი აშრამი. ისინი საკმარისია თქვენს გადასარჩენად, თქვენ სადაც არ უნდა იყოთ. და თუ ადამიანი მათ ვერ შეიძენს, მისი სიცოცხლე არის ფუჭად გახარჯული, როგორიც არ უნდა იყოს მისი აშრამი. მისი სიცოცხლის ყოველდღიური დადგენილი წესი არის მნიშვნელოვანი რამ და ის უნდა ასახავდეს ამ ათ თვისებას. ეს არის ის ჭეშმარიტება რომელიც უთხრა უფალმა კრიშნამ არჯუნას მისი შეკითხვის პასუხად.
კ: სვამი, შენ თქვი, რომ სწორედ ეს კითხვა ნითჰიაკარმას მნიშვნელობის შესახებ რომელიც ღირსშესანიშნავია ათი პირობით დასმული იყო არჯუნას მიერ; როგორი იყო პასუხი რომელიც კრიშნამ გასცა?
პ: კრიშნამ უთხრა: `განთავისუფლების უმაღლესი სტადია არის ის, რომელსაც აღწევენ სანკჰი-იოგები, ჯნანაიოგას ადეპტები; ამასვე აღწევენ ნიშკამაკარმაიოგას მიმდევრები; ერთნიც და მეორენიც აღწევენ ერთნაირ შედეგს. იცოდე, რომ ეს ჭეშმარიტებაა. არ არსებობს განსხვავება გრიჰასთჰებსა და სანიასებს შორის. საჭიროა მხოლოდ მყარი პრაქტიკა და გულითადი ქცევა. ეს მოითხოვს განდგომას სურვილებისგან; უარის თქმას ეგოურობასა და საკუთრების გრძნობაზე, აქტიურ აზროვნებაზეც კი; და მხოლოდ ბრაჰმათჰათჰვას ერთწერტილოვან განჭვრეტას. მისთვის ვინც ამას მიაღწია არ არსებობს მწუხრი, იმიტომ, რომ არ არის უმეცრების კვალიც კი. ამ სიმაღლეს მიღწეულ ბრძენს არასდროს არ შეაცდენს ყალბი და წარმავალი. ადამიანი, თავისი სიცოცხლის ბოლო გაელვებისასაც კი თუ შეიცნობს ამ ჯნანას, ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდება დაბადების და სიკვდილის ციკლიდან.
კ: მაშინ რატომ არის ეს კასტები, ეს ვარნები შექმნილი?
პ: ისინი ეხება ფიზიკურ ასპექტს და სრულიად არ ზემოქმედებენ სულიერზე. ისინი მიუთითებენ ფიზიკურ აღნაგობაზე. რა თქმა უნდა `ფიზიკურს” მიეკუთვნება გონება, ჭკუა, ჩითჰთჰა, ანთჰაჰ-კარანა და ა.შ. თუ მათ არ ავარჯიშებ და არ შეზღუდავ, შეუძლებელი იქნება ატმა-დჰარმას გაგება. ჯათჰი, მათჰა, დჰარმა ყველა არის ადამიანის ინსტიქტებისა და განზრახვების რეგულირებისა და ამაღლების დასახმარებლად. ეს არის მიზეზი რომ ბრძენი კაცები არიან საყოველთაოდ აღიარებული და პატივნაცემი. ატმა არის სათჰ, ჩითჰ, ანანდა; ეს არის მისი ბუნება, თუ როგორმე ის უნდა იყოს მითითებული. ეს შეიძლება იყოს შეცნობილი მხოლოდ ადამიანის გულის, ჭკუის და გონების გასუფთავებით. ადამიანი, რომელმაც მიაღწია ამ სისუფთავეს, რომელიც არ უნდა იყოს მისი ვარნა და აშრამი, შეუძლია მიაღწიოს მოკშას; ეს არის ის რასაც სასტრები აცხადებს. როდესაც ადამიანი შეპყრობილია ერთთა მიმართ მიბმულობით და მეორეთა მიმართ სიძულვილით, მაშინ ჯუნგლებში განცალკევებულიც კი, ის შეხვდება მხოლოდ ბოროტებას. მაშინაც კი თუ ადამიანი ეწევა გრიჰასთჰას ცხოვრებას ოჯახში, თუ მან მიაღწია გამარჯვებას გრძნობებზე, ის არის ნამდვილი თჰაპასვი. ის, ვინც კარმაშია ჩართული მსჯავრდებული არ არის და მას უფლება აქვს გახდეს ჯნანა. მისთვის, ვინც არის არა-მიბმული, სახლი არის განდეგილის საცხოვრებელი. შემდეგ კი, შთამომავლობის, საქმიანობის, სიმდიდრის და იაჯნის, იაგის და მსგავსი რიტუალების მეშვეობით, გათავისუფლება შეიძლება იყოს მიაღწეული. ის ვინც არის გათავისუფლების მსურველი უნდა იყოს თავისუფალი მიბმულობის უსუფთაობიდან. მიბმულობა არის მონობა.