სატია საი ბაბამ თქვა რომ ის არის მეორე სამმაგი ინკარნირებიდან. პირველი იყო შირდი საი ბაბა და მესამე უნდა იყოს პრემა საი ბაბა. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია რომელიც არის ცნობილი პრემა საი ბაბას შესახებ, წყაროების მითითებით.
პრემა საის პირველი ხსენება საი ბაბას მიერ ჩნდება საუბარში შივა შაკტი, 1963 წლის 6 ივლისს საუბარში შივას, შაკტის და ბჰარადვაჯას შორის, მას შემდეგ როცა ბჰარადვაჯამ შეასრულა რიტუალი, შივამ თქვა რომ ისინი მიიღებენ ადამიანის ფორმას და დაიბადებიან ბჰარადვაჯას საგვარტომოში, სამჯერ: შივა მარტო როგორც შირდი საი ბაბა, შივა და შაკტი ერთად პუტტაპარტში როგორც სატია საი ბაბა, და შაკტი მარტო როგორც პრემა საი, მოგვიანებით.
მეტი ინფორმაცია პრემა საის შესახებ
სატია საი ბაბამ თქვა ამ სიტყვაში 9 სექტემბერს 1960 წლის (თავი 31 წიგნის სატია საი ამბობს, ტომი 1)
მე ვიქნები ამ მოკვდავ სხეულში 95 წელზე (რედაქტ: ჩვენ ახლა ვფიქრობთ რომ სვამის მხედველობაში ჰქონდა მთვარის წლები) მეტი და მე აუცილებლად უნდა მივაღწიო ამ ავატარის მიზანს, არ დაეჭვდეთ. მე ვიღებ ჩემს საკუთარ დროს ჩემი გეგმების შესასრულებლად რამდენადაც თქვენ ხართ დანაღვლიანებული. მე არ შემიძლია აჩქარება იმიტომ რომ თქვენ მიიჩქარით. მე შემიძლია ზოგჯერ ლოდინი იმ დრომდე ვიდრე მე შემეძლება ათი რამის მიღწევა ერთი დარტყმით; ზუსტად ისე როგორც თბომავალი არ გამოიყენება ერთი ვაგონის გადასატანად, არამედ ყოველთვის ელოდება ვიდრე მისი წევის უნართან შეფარდებით საკმარისი რაოდენობა მომზადდება. მაგრამ ჩემი სიტყვა არასდროს გაგიცრუებთ იმედს, ის უნდა ახდეს როგორც მე ვინებებ.
საის სხვადასხვა ერთგულები, თავიანთ ნაწერებში ახსენებენ პრემა საის, აღწერენ იმას რაც იყო ნათქვამი ინტერვიუებში და ასე შემდეგ. ზოგიერთი მათგან მოყვანილია ქვემოთ. იმის მიუხედავად რომ ზოგიერთი ინფორმაცია ჩანს კონფლიქტში. ჩვენ გთავაზობთ რომ მათი წაკითხვის შემდეგ ჩვენ არ ვეცადოთ წარმოდგენას რომ რომელიმედან ერთი არის სწორი და არასწორი მაგრამ უბრალოდ დაველოდოთ რომ ვნახოთ რა ხდება. მოვლენები გაიშლება მაშინ როდესაც ისინი არის განზრახული, და იმ გზით როგორითაც არის განზრახული. მოდით ჩვენ დაველოდოთ და ვნახოთ, და მოლოდინში არის აღტაცება სვამის გაურკვევლობაში!
ჩვენ ხშირად გვაქვს მოსმენილი რომ პრემა საი დაიბადება რვა წლის შემდეგ სატია საი ბაბას წასვლიდან, რომელსაც ადგილი ექნება როდესაც სატია საი ბაბა არის 96 წლის. დოქტორი ს. პ. რუტელა “საი სამებას” (Taring paperbacks, Vikas Publishing House Pvt Ltd, New Delhi, 1997) ავტორი, მასში აცხადებს რომ სატია საი ბაბა ერთგულებთან დროდადრო ააშკარავებს მცირე ინფორმაციას და აცხადებს რომ საი ბაბას აქვს წინასწარნამეტყველები რომ პრემა საი დაიბადება კარნატაკაში დაახლოებით 8 წლის მერე მას შემდეგ, რაც ის დატოვებს ამ სხეულს.
ჰოვარდ მარფეტი, თავის წიგნში “საი ბაბა: მიპატიჟება დიდებისკენ” (თავი 4), ამბობს რომ
ბოლოს, თქვა სატია საიმ, აქ იქნება პრემა საი, რომელიც სატია საის ფორმიდან წასვლის ერთი წლის შემდეგ დაიბადება კარნატაკაში (ძველი მაისორის შტატი, ინდოეთი), ადგილზე რომელიც მდებარეობს ბანგალორსა და ქალაქ მაისორს შორის.
წიგნის “ღმერთის ცხოვრება” მე-16 გვერდზე ავტორი შაკუნტალა ბალუ წერს,
შრი სატია საი ბაბამ თქვა, რომ იქნება კიდევ ერთი ავატარი სახელად პრემა საი. მესამე საი დაიბადება გუნაპარტში, კარნატაკას შტატის მანდიას რაიონის სოფელში. ამდენად, შრი სატია საი ბაბა ეხება არა მხოლოდ თავის წარსულ, არამედ მომავალ ფორმასაც ასევე, რომელსაც შეიძენს როგორც პრემა საი.
“სატია საი ბაბა, სიყვარულის განხორციელება“-ში, ავტორების პეგგი მასონის და რონ ლაინგის მიერ დაწერილია საუბრის შესახებ რომელიც მათ ჰქონდათ პრემა საის გარშემო.
ჩვენ გვაინტერესებდა თუ შემდეგი ძირსჩამოსვლა როგორც პრემა საი, მოვა ძალიან სწრაფად მას შემდეგ რაც ამჟამინდელი ფორმა იქნება გათავისუფლებული ოთხმოცდათექვსმეტი წლის (რედაქტორი: ახლა ითვლება მთვარის წელიწადით) ასაკში, იქნება მდედრობითი.
ბაბამ გვიპასუხა, “არა, მამაკაცი, მაისორში – კარნატაკაში” (1972-დან მაისორის შტატი იწოდება კარნატაკად).
ღმრთიურის თვალის გადავლება: მუშაობა საი ბაბას სწავლებით-წიგნში (1993), ავტორი ბირგითთე როდრიგესი წერს ბოლო წლებში უფრო მეტ კერძო საუბრებში სტუდენტებთან, ბაბამ უთხრა მათ რომ მისი შემდეგი ინკარნირების, როგორც პრემა საის, მამა დაიბადება სამხრეთ ინდოეთის კარნატაკას შტატში. მან ასევე თქვა რომ პრემა საის სხეული იყო ჩამოყალიბების პროცესში.
სამმაგი ინკარნირების მისიები
“სულსა და ჭკუაში“, სამ სანდვისი, მისი ავტორი ყვება გაფართოებულ ინტერვიუზე, რომელიც მისცა შრი სატია საი ბაბამ 1976 წელს “ბლიც ახალი ჟურნალის” მთავარ რედაქტორს, ბატონ რ.ტ. კატანჯიას:
კითხვა: რატომ იყო ეს ამოცანა დაყოფილი სამ შირდის, სატიას და პრემა საის ინკარნირებად?
ბაბა: ისინი არ არიან დაყოფილი. მე უკვე ვთქვი სრული მთლიანობა მისიის საბოლოო მიზნის… მათი ამოცანები და მათი ძალების რეკვიზიტები განსხვავდება დროის, მდგომაარეობის და გარემოს შესაბამისად. მაგრამ ისინი მიეკუთვნებიან და წარმოშობილნი არიან ერთიდაიგივე ღმრთიური სხეულიდან (დჰარმა სვარუპადან).
…
წინა ავატარმა, შირდი ბაბამ საფუძველი ჩაუდო საუკუნო ინტეგრირებას და მისცა კაცობრიობას ვალდებულების როგორც სამუშაოს გზავნილი. ამჟამინდელი ავატარის მისია არის ყველაფრის გაკეთება იმის შესაცნობად რომ ერთიდაიგივე ღმერთი ან ღმრთიურება იმყოფება ყოველ ადამიანში. ადამიანები უნდა პატივს სცემდნენ, ესიყვარულებოდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს დამოუკიდებლად ფერის ან აღმსარებლობისგან. ასე მთელი სამუშაო შეიძლება გახდეს თაყვანისცემის ხერხი. ბოლოს, პრემა საი, მესამე ავატარი, წინ წამოსწევს სახარების სიახლეს რომ არა მხოლოდ ღმერთი ბინადრობს ყველაფერში, არამედ ყველაფერი არის ღმერთი. ეს იქნება საბოლოო სიბრძნე, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა კაცსა და ქალს წავიდეს ღმერთისკენ.
ამ სამ ავატარს მოაქვს სამმაგი გზავნილი მუშაობის, თაყვანისცემის და სიბრძნის.
ჰისლოპის ცვალებადი ბეჭედი
ჯონ ჰისლოპის “ჩემი ბაბა და მე“-ს, 55-56 გვერდებზე, ჰისლოპი წერს სვამის მიერ ჰისლოპისთვის შექმნილ ბეჭედზე, პრემა საის გამოსახულებით მასზე. პრემა საის სურათი ბეჭედზე ნამდვილად იცვლის მის მდგომარეობას წლების განმავლობაში. ჰისლოპი წერს,
ქვა იყო კამეო პრემა საის, ქმნილების მოსიყვარულე უფლის, რომლის გამოჩენა დედამიწაზე განსაზღვრულია სატია საის სხეულის სიკვდილის შემდეგ ცოტა წლებში. ეს იყო მოყავისფრო ქვის მაღალი, მოჭიქული, ქანდაკება პროფილში, ცხვირის ფუძე და ცხვირის სიგრძე ჩანდა მარცხენა თვალის რკალის შთაგონებით. ეს იყო კეთილშობილი თავი მხრებამდე თმებით, ულვაშებით, და წვერით, თავი დასვენებულია ლოტოსის ყვავილზე ან ამოდის მისგან. მისი სახე იყო წყნარი, მშვიდობიანი და დიდებული.
ბაბამ თქვა, “ის არის ახლა მხოლოდ დაბადების პროცესში, ამიტომ მე არ შემიძლია გაჩვენოთ მეტი მასზე. ეს არის პირველად რომ ის ჩნდება მსოფლიოში“.
…
მე სადაც არ მივდივარ ყველგან ერთგულები მთხოვენ რომ ნახონ ბეჭედი. … წელიწადში ან მის ახლო დროში, ეს ერთგულები ვისაც ოდესღაც ადრე აქვთ ნანახი ბეჭედი ამბობენ რაღაც საკვირველს ხედავენ მის ხილვაზე კვლავ. ისინი ამბობენ, “ის არის მბრუნავი. მთელი ცხვირი ჩანს ახლა”.
ჩემი პასუხი ყოველთვის იყო, სინამდვილეში, რომ მე ვერ ვხედავ ცვლილებას. მაგრამ ისინი ამბობდნენ. “შენ ხედავ მას ყოველდღე და ვერ ამჩნევ”.
… ერთ დღეს, (1980-ში), ერთგულების თათბირზე მე ვაჩვენებდი ბეჭედს, და მე შევხედე მას დაკვირვებით. მან გამაოცა `ის არის განსხვავებული. ის არის შეცვლილი!~
ახლა მთელი ცხვირი არის აქ და ხილვადი, მაშინ როდესაც პირველად მთელი ცხვირი არ ჩანდა – ან უკეთესია ითქვას ცხვირი შერწყმული იყო ქვის კიდესთან და არ მოჩანდა მთლიანად ხილულად. მაგრამ ახლა არსებობს სივრცე ცხვირსა და ქვის კიდეს შორის. ამის გარდა ჩანს მარცხენა თვალის ნაწილი და ასევე მარცხენა ლოყის ნაწილი.