შრი სათჰია საი ბაბას ორგანიზაციის მიმართვა ბჰაგავანის ერთგულებს
გამოქვეყნებულია 2011 წლის 29 მაისს
ჩვენ გამოვხატავთ ღრმა მადლიერებას და გულისხმიერებას მთელი მსოფლიოს ბჰაგავანის ერთგულების მიმართ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენ მივიღეთ ბჰაგავანის ფიზიკური სხეულის ავადმყოფობის რთულ პერიოდში და ამ დრომდე. თქვენ გვიგზავნიდით ჩვენ გზავნილებს, სავსეს რწმენით ბჰაგავანში. ეს შეტყობინებები და მისი მუდმივი დასწრების განცდა მხარს გვიჭერდნენ ჩვენ სირთულეებში, რომლებსაც ჩვენ ვხვდებოდით.
ბჰაგავანი ყოველთვის ამბობდა, რომ ის არ არის სხეული, რომ ის არის უმაღლესი შეგნების განხორციელება, რომელიც მსჭვალავს მთელ ქმნილებას და ვრცელდება მის მიღმა. ის ასევე გვეუბნებოდა ჩვენ, რომ ჩვენ ვართ ღმრთიურების განხორციელებანი. მისი მისია ამ მიწაზე მიძღვნილი იყო უმთავრესად იმისთვის, რომ დახმარებოდა კაცობრიობას მისი დამახასიათებელი ღმრთიურების შეცნობაში.
უმაღლესი შეგნება, რომელსაც ახორციელებდა თავისში ბჰაგავანი, არის მუდმივი. ამიტომ ის ყოველთვის არის ჩვენთან და ყოველთვის იქნება ჩვენთან. ღმრთიურებამ აირჩია პრაშანტი ნილაიამი თავის საბინადროდ, და პრაშანტი ნილაიამი დარჩება იმადვე.
ჩვენ ვალდებულები ვართ გავაკეთოთ ისე, რომ ყველა პროგრამები და ზეიმები, რომლებიც ტარდებოდა პრაშანტი ნილაიამში, კვლავ ჩატარდეს ჩვეულებრივ რეჟიმში. ამ წლის გურუ პურნიმადან დაწყებული, ყველა ზეიმები ჩატარდება კალენდარული განრიგის მიხედვით. როგორც ჩვეულებრივ ორგანიზებული იქნება გრამა სევა, დასარა, უნივერსიტეტის შეკრება, დაბადების დღის ზეიმი, სპორტის დღესასწაული და ა.შ.
ისეთი პროგრამები, როგორიც არის პრაშანტი სევა, პარტი იატრა, მლოცველთა პროგრამები, სხვადასხვა კონფერენციები და ტრეინინგები, ბალ ვიკასის სკოლები, კულტურული პროგრამები და ა.შ. ჩატარდება ისე როგორც ტარდებოდა ადრე.
დადგენილია დარშანების ჩატარების ყოველდღიური განრიგი, რომელიც უცვლელად იქნება დაცული.
ბჰაგავანი ყოველთვის არის ჩვენთან და იქნება ჩვენთან. ის იმყოფება არა მარტო პრაშანტი ნილაიამში არამედ ყველგან ჩვენი სიცოცხლის ყოველ მომენტში. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ მის უსაზღვრებო სიყვარულში, მისი დაცვის ქვეშ და მივსდიოთ მის დარიგებებს. მან გვაჩვენა ჩვენ გზა, და ჩვენ რწმენით უნდა ვიაროთ ამ გზაზე იმისთვის, რომ ბოლო ჯამში მივაღწიოთ ერთობას მასთან.
ჯეი საი რამ!
შრი სათჰია საის ტრასტის წევრები და
ცენტრალური ტრასტის მართვის საბჭოს წევრები