იოგა და მოკშა
კ: სვამი! ჩვენ ვიდენთ ბევრ ცოდვას და ვაკეთებთ ბევრ საქებარ საქმეს ამ სხეულითა და ჭკუით. მათ მოაქვთ ირგვლივ წუხილი ან სიხარული; მაგრამ, ეს `მე”, რომელზეც შენ ლაპარაკობ, ის არის მკეთებელი, მომხმარებელი მწუხარების ან სიხარულის?
პ: არცერთი წამით. ის ვინც აკეთებს არის, მკეთებელი; კეთება არის, მოდიფიცირება. კეთება აწარმოებს მოდიფიცირებას, ასე არ არის? ამიტომ ადამიანს ეჩვენება, თითქოს ის იცვლება. მაგრამ `მე” არის უცვლელი. ის არის უცვლელი, რადგან არაფერი არ მოქმედებს მასზე. მკეთებლობა არის ანთჰაჰ-კარანას თვისება. ამიტომ `მე” ცხადდება მკეთებლად და მოქმედებათა ნაყოფის მომწევად.
კ: თუ ასეა, ჩვენ როგორ შეგვიძლია ვიცოდეთ ამ სამყაროში შემოსვლისა და ამ სამყაროდან სხვა სამყაროში გასვლის შესახებ?
პ: ეს არის ანთჰაჰ-კარანა, ლინგადეჰა, რომელიც გადადის ამ სამყაროდან სხვა სამყაროში, ერთი სიცოცხლიდან სხვა სიცოცხლეში, დაგროვილ დამსახურებათა შესაბამისად. ეს არის შეზღუდული ლინგადეჰა, რომელიც შედის და გადის. შენ რომელიც მსგავსი ხარ ცის, ყველგანმყოფი და დაუინტერესებელი, არ შედიხარ ამ სამყაროში ან გადადიხარ სხვაში. შენ არ ხარ ამ ბუნების.
კ: მაშინ რა არის მოკშას მოპოვების საშუალება?
პ: ვიჯნიანა არის ეს საშუალება.
კ: ზოგირთი დიდი ადამიანები ამბობდნენ, რომ იოგა არის საშუალება. ეს ჭეშმარიტია?
პ: ეს ასევე ჭეშმარიტია. შეიძლება არსებობდეს ორი გზა ადგილისკენ, ასე არ არის?
კ: რომელი არის კარგი გზა?
პ: ორივე არის კარგი და მნიშვნელოვანი. ორივე მიგიყვანთ თქვენ ერთიდაიგივე მიზანთან; მხოლოდ თქვენ ვერ იმოგზაურებთ ორივეზე ერთად ერთიდაიგივე დროს. ადამიანებმა შეიძლება აირჩიონ ის გზა რომელიც მიესადაგება მათ შინაგან გულის წადილებს და აკეთონ სადჰანა ამ გზაზე. ორივე ათავისუფლებს სადჰაკებს მონობიდან.
კ: სვამი! ჯნანა არის შეძენილი იოგით თუ იოგა არის შეძენილი ჯნანით?
პ: იოგა იძლევა ჯნანას; ჯნანა ადვილად ჩუქნის მოკშას. ასეთია სწორი პოზიცია.
კ: რა არის იოგას ეფექტი და როგორი სარგებლობა მოაქვს მას?
პ: იოგა მსგავსია ცეცხლისა; ამიტომ გამოიყენება სიტყვა `იოგაგნი”. ის წვავს ყველა ცოდვას; ასე ანთჰაჰ-კარანა ხდება სუფთა. როცა ეს ხდება, იქ იბადება ჯნანა. ჯნანას ციალი ფანტავს უმეცრების სიბნელეს და ილუზიას; ეს არის გათავისუფლება.
კ: იოგას აქვს ასე ბევრი შესაძლებლობები?
პ: რისთვის კითხულობ, თუ მას აქვს… მას აქვს. ადამიანი როგორი განათლებულიც არ უნდა იყოს, როგორი დიდიც არ უნდა იყოს მისი განცალკევებულობა, როგორი ღრმაც არ უნდა იყოს მისი სიბრძნე, თუ მან არ დაიმორჩილა თავისი გრძნობები, ის არ იქნება მზად მოკშასთვის. იოგას გარეშე ყველაფერი ეს ვერ მოაშორებს მას ცოდვას. თუ ადამიანები არ განიწმინდებიან ცოდვისგან, მათი ანთჰაჰ-კარანა ვერ გახდება სუფთა. ანთჰაჰ-კარანას სისუფთავის გარეშე შეუძლებელია ჯნანა იყოს მიღწეული; და ჯნანის გარეშე კი ვერ იარსებებს მოკშა. მაშასადამე იოგა არის ნამდვილი საფუძველი.
კ: გაგება ძალიან ძნელია, სვამი! მომეცი მე რაღაც მაგალითი, რომელიც გახდის მას გასაგებს თუნდაც გაუნათლებლისთვის.
პ: როდესაც უბერავს ქარიშხალი, შეძლებს ვინმე ლამპის ანთებას? სწორედ ასევე, როდესაც გრძნობითი სურვილები უბერავენ ძლიერად, შეუძლებელია ჯნანა-ლამპის ანთება; ის მალე ჩაქრება, მაშინაც კი თუ ის აენთება.
კ: როგორია სარგებლობა იოგასგან?
პ: ის ანგრევს ყველა სწრაფვას და გულის წადილს გრძნობითი სამყაროს მიმართ. ის თრგუნავს ჭკუას და მის მღელვარებებს.