ოთხი აშრამი
კ: ამ კოსმოსში, რომელიც არის ადამიანის სხეული, რომელი დჰარმის მიყოლა არის უკეთესი? რომელი აშრამია ამ დჰარმისთვის უფრო ხელშემწყობი? რამდენი აშრამი არსებობს საერთოდ?
კ: სხვადასხვა ადამიანები განსხვავებულად ხსნიან სიტყვა ბრაჰმაჩარიას და საფეხურს, რომელსაც ის აღნიშნავს. მე მინდა ვიცოდე შენიდან ამ საფეხურის ნამდვილი მნიშვნელობა.
კ: რას ნიშნავს სახელდობრ გრიჰასთჰა?
კ: მაშინ რაღას ნიშნავს ვაანაპრასთჰა?
კ: რას ნიშნავს სანიაასა?
კ: ამჟამად არის ბევრი ადამიანი რომელიც დადის ოხრა-სამოსელით, როგორც სანიაასი. არიან ყველა ისინი აღჭურვილი დისციპლინით, რომელიც შენ ახსენე ახლა?
კ: არსებობს ბევრი ადამიანი, ვინც სანიაასას მეშვეობით, დააარსა აშრამები და ამით იშოვეს თავისი დასაქმება მიწიერ საქმეებში და იშოვეს მიწიერი სამფლობელოები და იბრძვიან მიწიერი ზარ-ზეიმისა და ძალაუფლებითვის. რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ?
კ: სვამი, როგორ შეიძლება გაიზარდოს აშრამები, რომლებიც ეხმარება ადამიანს როგორც ჩვენ ვიცით მნიშვნელობა განთავისუფლების, მონად ყოფნიდან? და აშრამები როგორ იარსებებს ფულის გარეშე? ვიმედოვნებ, რომ ცდუნება არ არის ნებაყოფლობით შემოთავაზებული დახმარების მიღება,.
პ: საერთოდ არსებობს ოთხი აშრამი. თუ თქვენ იცით მათ შესახებ, თქვენ შეგიძლიათ თვითონ გადაწყვიტოთ, რომელი აშრამი უნდა შეასრულოთ თქვენ, თქვენი საკუთარი მიღწევის, წინსვლისა და მიდრეკილების გამოსაკვლევად. ბრაჰმაჩარია, გრიჰასთჰა, ვაანაპრასთჰა და სანიაასა – არის ოთხი აშრამი.
პ: ძალიან კარგი. თვლიან, რომ ყველას, ვინც არ გახდა გრიჰასთჰა, უფლება აქვს იწოდებოდეს ბრაჰმაჩარიად. ეს დიდი შეცდომაა. მხოლოდ ისინი, ვინც იჭერენ თავიანთ ჭკუას შორს ყოფითი ილუზიებისგან, ვინც მუდმივად დაკავებულია ღმერთზე ფიქრით, ვინც არ ხედავს ან არ ისმენს სინათლეს ან უბრალოდ თავშესაქცევ რამეებს, ვინც ცდილობს კარგის მიდევნას, ვისაც არ სწყურია სიხარული ან მწუხარება, ვინც ინარჩუნებს ჭკუას, გონებას, და თვითშემეცნებას კარგ მდგომარეობაში, ბრაჰმათჰათჰვას განუწყვეტლივ განჭვრეტაში, მხოლოდ ასეთები იმსახურებენ ბრაჰმაჩარიას სახელს.
პ: როგორც ადამიანთა უმეტესობა ფიქრობს, ქორწინებაში ყოფნა და ცხოვრება ცოლთან და შვილებთან არ წარმოქმნის გრიჰასთჰა აშრამს. ადამიანის კასტის და მდგომარეობის შესაბამისად დადგენილი ვალდებულებების უარყოფის გარეშე, პიროვნება ყველას უნდა მოექცეს ერთნაირი პატივისცემით – ნათესავებსაც და სხვებსაც. ის უნდა იყოს უხუცესების უფლებების და ახალგაზრდების ვალდებულებების მცოდნე; უნდა იყოს სავსე სიმპათიით და დახმარების სურვილით; ის უნდა ექცეოდეს მოსიყვარულე სიკეთით ყველა მათ, ვინც მასზე არის დამოკიდებული; ის მსოფლიოსთან ყოველი ახალი შეხებით მეტად უნდა დაბრძენდეს; ის უნდა გაცნობიერდეს შასტრებით და იყოს მზად დჰარმას შესასრულებლად და ადჰარმას თავის ასარიდებლად; მან უნდა წაახალისოს და დაიცვას თავისი ცოლი და შვილები პასუხისმგებლობის გრძნობით; მან უნდა გასრისოს რვა ეგოურობა, პატივმოყვარეობა რომელიც ვითარდება: წარმომავლობიდან, სიმდიდრიდან, ხასიათიიდან, პიროვნული სილამაზიდან, ახალგაზრდობიიდან, სწავლულობიიდან, მშობლიური ადგილებიდან და თუნდაც ასკეტობაში მიღწეული წარმატების სიამაყიდან. მან უნდა შეიცნოს ოთხი მიზანი: დჰარმა, ართჰა, კამა და მოკშა მატერიალურ კეთილდღეობაზე სიამაყის გარეშე, თუმცა მას შეიძლება აქვს ის დიდი ზომით; დღის ნაწილი უნდა გამოიყენოს სხვების მსახურებაში; რაიმეს ჩაუფიქრებლად სხვების შინამეურნეობის წინააღმდეგ; უნდა დაიმსახუროს ცოლის ნდობა და ჰყავდეს სანდო ცოლი, ერთი უნდა უგებდეს მეორეს და ჰქონდეს სრული რწმენა მეორეში; ასეთი არის გზები რომელშიც გრიჰასთჰა ცხადდება.
პ: ამ სტადიაზე ადამიანი გრძნობს, რომ მთელი გაორება არის არაჭეშმარიტი და უსაფუძვლო. ის უარს ამბობს ყველა სურვილზე; იშორებს ყველა მიბმულობას ყოფიერებაზე; მას არ მოსწონს ხალხმრავალ ადგილებში ცხოვრება; მას სწყურია გამარჯვების მიღწევა მანტრაჯაფით და ასეთნაირად ეწევა ასკეტურ ცხოვრებას, იკვებება მხოლოდ ნედლი საკვებით, ძირითადად ხილით და ფოთლებით ზომიერად; დადის ბრძენთა და მაჰარიშების (დიდბრძენთა) კომპანიაში; ისმენს მათ დარიგებებს და მთლიანად ეძლევა სვლას ღმერთის შეცნობის გზაზე. ვაანაპრასთჰამ უნდა მიიღოს თავისი ცოლის თანხმობა, როცა ის მიდის განმარტოებაში, სადჰანას ცხოვრებისთვის, და მან აგრეთვე უნდა საკმარისად უზრუნველყოს შვილები. თუ ცოლს სურს მისი თანხლება, მან ის უნდა წაიყვანოს სულიერ მოგზაურობაში. მათ უნდა შესაბამისად შემდეგში იცხოვრონ როგორც დამ და ძმამ და არა, როგორც ცოლმა და ქმარმა. იმ პირობით თუ ეს ახალი ნათესაობა არის შენარჩუნებული, ცხოვრება სახლში შეიძლება გარდაიქმნას ვაანაპრასთჰაში. მეორეს მხრივ, თუ ადრინდელი ცხოვრება გრძელდება, ცხოვრება ტყეში არ შექმნის ვაანაპრასთჰას. ვაანაპრასთჰა არ უნდა დარჩეს დაოჯახებული ადამიანების ადგილსამყოფლებში. მან უნდა შეასრულოს წესები მიწერილი წელიწადის თითოეული დროისთვის. ის გულადად უნდა შეხვდეს წვიმას, მზეს და სიცივეს წელიწადის ნებისმიერ დროს. ის უნდა იყოს ფხიზლად ცვალებადი ჭკუის მიერ დახატული ფიზიკური სიამოვნებების არსებობის მიმართ. ის უნდა ეძებდეს და პოულობდეს ტკბობას მხოლოდ უფლის განჭვრეტაში და საბინადროში მის დიდებაზე.
პ: სანიაასა არის ყოველგვარი გრძნობითი და საგნობრივი სიამოვნებების მაღლა და მიღმა. სანიაასა, იქცევა უფლის განჭვრეტასთან, როგორც თვით სიცოცხლის სუნთქვასთან, რომელიც ყოველთვის და ყველგან აუცილებლად საჭიროა მისი წმინდა არსებობისთვის; ის ღებულობს სიხარულს მხოლოდ ამ განჭვრეტიდან. მან იცის, რომ სიმდიდრე და ნათესაობა, სიყვარული და მიბმულობა არის წარმავალი და მიდრეკილების მქონე რომ დაკნინდეს და დასრულდეს. ის აგდებს კასტა-მდგომარეობისა და უპანაიანამის მსგავს სამსკარის გარე შეხსენებებს; ის ატარებს მდაბიოს ტანსაცმელს, ოხრის (ღია ყვითელი) ფერის; ის არ ცხოვრობს მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში; ის ცხოვრობს ნებისმიერ პატარა საკვებზე, რომელსაც ის იღებს; ის არ განსჯის ადგილებს სადაც ის არ ღებულობს კვებას; ის არ ჭამს ორჯერ ერთ ადგილზე და არ იძინებს ორი დღე ზედიზედ ერთ ადგილზე; ის იმარჯვებს ჭამის და ძილის ცდუნებაზეც კი; ის მცირედ იწუხებს თავს წელიწადის დროთა სიმკაცრს გამო; ის ყოველთვის ბედნიერი და გახარებულია უფლის საზოგადოებაში, რომელსაც ის მოუწოდებს თავისი დჰიიანით.
პ: არსებობს, რასაკვირველია, არამცირე რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც არიან ასე აღჭურვილნი. მაგრამ არ შეიძლება ითქვას, რომ ყველა არის მათი მსგავსი.
პ: ნამდვილი სანიაასასთვის და ყველა გონებრივი მღელვარებიდან გამოსაცალკევებლად, აშრამის მსგავსი ორგანიზაციები, რომლებიც შენ ახსენე, არის დიდი წინააღმდეგობა. ყველა მათთვის ვინც უარი უნდა თქვას ყველა მიზანდასახულ ძალისხმევაზე, ძალისხმევა აშრამის შენახვისა და წინსვლისთვის არის დაბრკოლება გზაში. მე არ მჭირდება შენ გითხრა, რა სახელი ეწოდება ასეთ სანიაასას. მე შემიძლია მხოლოდ გითხრა, რომ ისინი არ იმსახურებენ ამ, სანიაასას სახელს.
პ: ჩემო ძვირფასო მეგობარო! ქურდობა არის თუ კლიტე დამტვრეულია და ძვირფასეულობა წაღებულია ვინმესგან ან თუ ისინი გატანილია კედელში გაკეთებული ნახვრეტიდან; ქურდობა არის თუ დღისით მზისით ადამიანი ნაზი სიტყვებით გარწმუნებს შენ განშორდე შენს ძვირფას ნივთებთან. თუ სანიაასამ თვალი დაადგა სიმდიდრეს, რა მოტივითაც არ უნდა იყოს, ეს მავნეა მისი სულიერი პროგრესისთვის. მან ყველა მსგავსი ამოცანები უნდა გადაიტანოს ვინმე სანდო ერთგულზე და იყოს მხოლოდ დაუინტერესებელი მოწმე. მისი მოვალეობა არის მეთვალყურეობა, რომ მას, ვინც ეძებს აშრაიას (მხარდაჭერას), ჰქონდეს გარანტირებული სულიერი დახმარება, და არა აშრამის დახმარება, წარმოჩინებასა და აყვავებაში. აშრამის გაზრდის სურვილის ცეცხლი გადაიზრდება ანგარებითი ეგოურობის დიდ კცონში და დაწვავს ყველაფერ საქებარს სანიაასაში, განსაკუთრებით მის ატმაანანდას. ცეცხლი ანადგურებს არა უბრალოდ სანიაასას არამედ მის წინამძღოლობაზე დამოკიდებულ ყველა ადამიანს აგრეთვე. გრძნობები `მე” და `ჩემი” არის ასეთი ნგრევის გამომწვევი ნაპერწკლები. ადამიანი უნდა მიებას მეგზურს, რომელიც თავისუფალია ამისგან. მაგრამ ერთხელ აშრამი გახდება ძირითადი ფაქტორი, და ეგრეთ წოდებული `მეგზური” მიაბამს თავის თავს ადამიანს! ის უნდა იყოს სხვა გზა. ის არ უნდა იყოს დამოკიდებული ყოფაზე; ის უნდა იყოს თავისუფალი ყველა მიბმულობისგან. ეს არის სანიაასას ნიშანი.