მასწავლებელზე

ლოცვა გურუს, სულიერ მასწავლებელს,
წინამძღოლობის შესახებ

* „ტეჯასვი ნავ ადჰიტატმასტუ!“ (დაე ჩვენმა სწავლებამ – მისი წყალობით – გაგვანათლოს ჩვენ!) (21, გვ. 18).

* თქვენ იცით ვედური ლოცვა „ტამასო მა ჯიოტირ გამაია…“ (სიბნელისგან სინათლისკენ წამიყვანე მე…). წამიყვანე მე უმეცრების სიბრმავისგან ჭეშმარიტების თვალის ახელისკენ. გაასუფთავეთ ჭკუა, და მაშინ მასში აისახება ჭეშმარიტება. ეს არც ისე ძნელია, როგორც ზოგიერთი ადამიანები წარმოისახავენ. პაწაწინა ჭიანჭველას უნარი აქვს გადალახოს ასობით მილი, თუკი გაანძრევს თათუნას და გზას გაუდგება. მაგრამ თუ თვითმფრინავი, რომელსაც შეუძლია იფრინოს ხმაზე სწრაფად, არ დაიძვრება თავისი სადგომიდან ასაფრენ მინდორზე, იგი დარჩება იქ, სადაც იგი არის. უპირველეს ყოვლისა თითოეულმა უნდა გადაწყვიტოს, რისთვის არის საჭირო ეს სიცოცხლე და მასში რისკენ უნდა ისწრაფოს. ამისთვის საჭიროა ეძებო შეხვედრა დაბრძენებულ ბერებთან, რომლებმაც უკვე გაიარეს ეს გზა. საჭიროა გასინჯო გემოთ თვითრეალიზების ის ნეტარება, რომელსაც გამოხატავენ ისინი თავიანთი სიცოცხლით, და შთაგონებულმა მათი მაგალითით, დარწმუნებით და მიზანმიმართულად განახორციელო პრაქტიკაზე ის, რისკენაც ისინი მოგიწოდებენ (3, გვ. 111-112).

* მინატანის მნიშვნელობა, რომელიც გაკეთებულია იაჯნის (მსხვერპლის რიტუალის) წმინდა ცეცხლისათვის, მდგომარეობს იმაში, რომ დამოუკიდებლად იმისგან, რაც შეთავაზებულია, ის გარდაიქმნება ამრიტაში (ღმრთიურ ამბროზიაში) და გადაეცემა ღმერთებს. როცა ადამიანი მსხვერპლად სწირავს თავის ცუდ თვისებებს, ის გარდაიქმნება ღმრთაებაში. ამასთან კავშირში უპანიშადები ამბობს: „წამიყვანე მე არაჭეშმარიტებიდან ჭეშმარიტებისკენ, უცოდინრობიდან ცოდნისკენ, სიკვდილიდან უკვდავებისაკენ“. ამ სახით იაჯნა ეხმარება ადამიანს პროგრესირდეს მარადიული ბედნიერების მწვერვალისკენ (26.09.2006) (34).

* გურუს დღეს ადამიანები ჩვეულებრივ ესწრაფიან მიიღონ რომელიმე მოძღვრის ინიციაცია და მითითება აღთქმების, მარხვების და სიფხიზლის დაცვასთან დაკავშირებით. მაგრამ ეს მოძღვრები არ ფლობენ გურუს მაღალ სტატუსს, რომლის შესახებაც ნათქვამია შემდეგ შლოკაში: „გურუ ბრაჰმა გურუ ვიშნუ გურუ დევო მაჰეშვარა გურუ საკშატ პარაბრაჰმა“ (გურუ არის – ბრაჰმა, გურუ არის – ვიშნუ, გურუ არის – დევი მაჰეშვარა, გურუ არის – ინკარნებული პარაბრაჰმანი). გურუ შექებული ამ შლოკაში, – ბრძენი, ვინც აღემატება ყველა „სახელსა და ფორმას“, ვინც არ განიცდის სამი გუნას, ანუ მატერიის ძირითადი თვისებების ზემოქმედებას. ის არის – არც კარგი, არც ცუდი, არც ვნებიანი, არც ფლეგმატური, არც აღფრთოვანებული, არც გულგრილი. მისი ქცევა არის უაღრესად ბუნებრივი, ის ყოველთვის არის მშვიდი და მუდმივად განცდის შინაგან კმაყოფილებას. შეიცნო რა, რომ არსებობს მხოლოდ ატმანი, ის თვითონ არის ატმანი. ის თავიდან აცილებს მოწაფეებს სიკვდილისა და განმეორებით დაბადების შიშს, და ამზადებს მარადიული აბსოლიტური ჭეშმარიტების შესაცნობად.

მხოლოდ ერთგულებას მიაქვს ლოცვები ღმერთამდე. თუ თქვენ ვერ მოახერხეთ ასეთ მოძღვართან შეხვედრა, გული არ გაიტეხოთ, ილოცეთ სულიერი ხელმძღვანელის მიღებაზე, და თქვენს გულში მყოფი მეეტლისგან (კრიშნაგან) თქვენ მოისმენთ გიტას (სულიერ სიმღერას, დარიგებას), რომელიც გჭირდებათ.

ჩვენს დროში საკმარისია თქვენ მოინდომოთ, და თქვენ იქვე ძალიან ადვილად იპოვით რამდენიც გინდათ მასწავლებლებს, იმიტომ რომ ახლა დამრიგებლობა გახდა პროფესიად. ეს მასწავლებლები კონკურებენ ერთმანეთს და ყოველი მათგანი ისწრაფვის შეიძინოს რაც შეიძლება მეტი მოწაფე, გამოიმუშაოს მაქსიმალური რაოდენობის ფული და გახდეს სახელგანთქმული. მაგრამ ზოგიერთი მათგანი არის ძალიან ამპარტავანი, მეორენი არიან არაშორსმჭვრეტელნი და ღვარძლიანები, მესამენი ფულამდე ხარბები. როგორ შეძლებენ ასეთი ადამიანები, მუდმივად ერთმანეთის მოქიშპეები, იყვნენ გურუ? თუ ასეთმა დამრიგებლებმა, მთელი მათი სწავლულობის მიუხედავად, არ განცადეს ღმერთთან ერთიანობის ექსტაზი, მაშინ მათ არ აქვთ უფლება შეასრულონ სულიერი წინამძღოლის წმინდა მისია.

როგორი მაღალი ხარისხისაც გინდა იყოს ქაღალდი, როგორი ლამაზიც გინდა იყოს კონვერტი და ამაღლებული წერის სტილი, წერილი არასდროს არ მივა მისამართამდე, თუ მასზე არ დააკრავენ მარკას 20 პაისას ღირებულებით! იგივე ეხება სხვადასხვა მოსართავებსაც, ლამაზ ჩასაცმელებს, შალებს, მოსასხამებს, აგრეთვე კრიალოსნებს. ესები ვერ დაგეხმარებათ თქვენ მიაღწიოთ ადრესატს, ვინც არის ღმერთი. ლოცვები მიაღწევს ამ ადრესატს მხოლოდ 20 პაისიანი მარკის, ანუ ბჰაკტის (სათნო სიყვარულის) დახმარებით.

ადამიანი, რომელიც ეძებს გურუს, შეძლებს მის პოვნას ყოველ მოსმენილ სიტყვაში, ყოველ მომხდარ შემთხვევაში. ერთხელ დაკშინამურტი (შივა, პირველი ღმრთიური გურუ), მყოფი ღრმა მედიტებაში, ნელა მიდიოდა ზღვის სანაპიროთი. შემდეგ ის გაჩერდა და შეხედა ტალღების უსასრულო მწკრივს. ნაპირთან ახლოს გურუმ დაინახა ხის წკეპლა, რომელსაც ტალღები მიაქანებდა სულ წინ და წინ ნაპირისკენ, ვიდრე ბოლოს და ბოლოს არ გამორიყეს ქვიშაზე, იმ ადგილთან ახლოს სადაც იდგა დაკშინამურტი. ღმრთაება განცვიფრდა ოკეანის ეგოურობით, რომელსაც არ სურდა შეეფარებინა პაწაწინა წკეპლაც კი. იგრძნო რა დაკშინამურტის რეაქცია, ოკეანემ ხორცი შეასხა თავის აზრებს შემდეგ სიტყვებში, რომლებიც აღქმული იყო ღმრთიური გურუს მიერ: „ეს არც ეგოურობაა და არც რისხვის გამოხატვა; მე მხოლოდ და მხოლოდ ვიცავ ჩემს დჰარმას. ჩემი სისუფთავე და სიდიადე არ უნდა დაალაქაოს არაფერმა. თუ მე ნებას მივცემ თუნდაც ერთ წკეპლას დაამახინჯოს ჩემი პირველქმნილი სახე და სიდიადე, მაშინ ეს იქნება პირველი ნაბიჯი დაცემისკენ“. დაკშინამურტიმ გაიღიმა, აღფრთოვანებულმა იმით, როგორ ყურადღებას აქცევდა ოკეანე თავის სისუფთავეს. მან ჩათვალა, რომ ოკეანის ქცევა არის იმის კარგი მაგალითი, როგორ უნდა ისწრაფო სულიერი სრულყოფილებისკენ. თუ ჭკუაში ჩნდება სურვილის თუნდაც პაწაწინა წკეპლა, ის დაუყოვნებლივ უნდა იყოს შემეცნების სუფთა წყლებიდან ამოღებული და შორს მოსროლილი. აი როგორი გაკვეთილი მისცა ადამიანებს ოკეანემ (2, გვ. 101-103).