ლოცვები და რიტუალები – გულის გაწმენდისთვის. ადამიანები ამტკიცებენ, რომ ღმერთს გაუკეთეს მსხვერპლშეწირვa, ისე რომ არც კი იციან ის სად არის. როცა უფალი ყოველთვის ადამიანის გვერდშია, ის ეძებს ღმერთს გარე სამყაროში. ადამიანმა უნდა გაწმინდოს თავისი შემეცნება იმის მაგიერ, რომ გახდეს გზასაცდენილი გარე სამყაროთი. თქვენ უნდა გამოასწოროთ საკუთარი მორალური პრინციპები და ქცევები, იმიტომ რომ ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი ქცევისგან. მიჰყევით უბიწოების გზას, სუფთა გულით თქვენ უნდა გააღმრთიუროთ თქვენი სიცოცხლე. ყველა სულიერი დისციპლინა დადგენილი იყო მხოლოდ ამ მიზნისთვის. ყველა აღვლენილი ლოცვა, ჯაფა (ღმერთის სახელის გამეორება) და პუჯა (რიტუალური თაყვანისცემა) დანიშნულია მხოლოდ იმისთვის, რომ გაიწმინდოს გული (03.07.2006) (34).
ლოცვა და მონანიება – ეს არის ორი დისციპლინა, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება გაიწმინდოს ჭკუა ეგოურობისა და სიძულვილისგან. ტიაგარაჯა გვივლენს თავისით მშვენიერ მაგალითს, ამას როგორ შეიძლება მიაღწიო. ის მუდმივად ამოწმებდა თავის სიტყვებსა და ქმედებებს, აფასებდა მათ ბჰაკტის, ერთგულების თვალსაზრისით. როგორც ფუტკარი თაფლის ძებნაში ეძებს ყვავილს, როგორც პლუში მაგრად და ნდობით ეჭიდება ხის ტანს, რათა არ ჩამოვარდეს, როგორც ნაკადული მირბის მდინარისკენ, მდინარე კი მიიჩქარის ზღვისკენ, ასევე ტიაგარაჯა, გატანჯული რაამას გამო, იკლავდა თავის დარდს სიმღერებში, რომლებიც არის ბჰაკტის კეთილსურნელოვანი ყვავილები, და ამიტომ არის უკვდავი (1, გვ. 156).
ლოცვა, მოქმედებები და კარმა-იოგა. ჩათვალეთ ყოველი მოქმედება ღმერთისთვის მიძღვნილად. თქვენ ვერ შეძლებთ თავი აარიდოთ მოქმედებებს. თქვენ უნდა გადააქციოთ სამუშაო ღმერთის მსახურებაში. თქვენ უნდა იმუშაოთ მხოლოდ ასეთი განწყობით. თქვენ ვერ შეძლებთ სამუშაოს ლოცვით შეცვალას. თქვენ მოგიწევთ შეათავსოთ სამუშაო და თაყვანისცემა (4, გვ. 254).
ლოცვა და სრული ერთგულება, შარანაგატი. ცხოვრება სრულ თანხმობაში ღმერთის ნებასთან – არის ბჰაკტის, ერთგულების უმაღლესი ფორმა. ერთხელ ერთი ბრამინი გადადიოდა მდინარეზე, რომლის ნაპირზეც ვიღაც ადამიანები ტანსაცმელს რეცხავდნენ. დაინახეს რა ახალი აბრეშუმის მოსასხამი მის მხრებზე, ისინი მთელი ჯგუფით თავს დაესხნენ მას, ყვიროდნენ, რომ ეს ტანსაცმელი სასახლიდან არის, მიცემული მათთვის გასარეცხად, და რომ ის იყო მოპარული, და ის ვერანაირად ვერ იპოვეს. და როცა მასზე დაეცა დარტყმები, საწყალი ბრამინი შეევედრა: „ნარაიანა! ნარაიანა!“ ნარაიანას მოესმა ლოცვა, ადგა თავისი ტახტრევანიდან ვაიკუნთჰაზე, და გაემართა მისკენ რათა დახმარებოდა, მაგრამ მაშინვე დაბრუნდა უკან, რითაც ძალიან გააკვირვა თავისი მეუღლე. როცა მან ჰკითხა ასეთი გასაოცარი ქცევის მიზეზის შესახებ, მან უპასუხა: „მე მინდოდა დავხმარებოდი საწყალ ბრამინს, რომელიც მოხვდა გარეწრების ხელებში, მაგრამ მან დაიწყო მათ დარტყმებზე პასუხის გაცემა, და ჩემი დახმარება მას მეტად აღარ სჭირდება“ (1, გვ. 21).
მაგნიტურობის ძალა და ლოცვა. ბუნება ფლობს მიზიდულობის ძალას. ამას ეწოდება მაგნიტურობა. ყოველი ობიექტი იმყოფება ამ ძალის ზემოქმედების ქვეშ. ამისგან ისიც „დამაგნიტდება“ და იძენს მიზიდულობის ძალას.
თანამედროვე მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, როგორია ბუნება ამ მიზიდულობის ძალისა. მაგალითად, ავიღოთ ტაძარი. ათასობით ადამიანი მოდის ტაძარში, რათა შეასრულოს თაყვანისცემის წეს-ჩვეულებები. დედამიწის მაგნიტური ძალა ვრცელდება ღმრთაების ფიგურაზე, დაყენებულზე საკურთხეველში. ეს ფიგურა იზიდავს მლოცველთა აზრებს, ამისგან მიზიდულობის ძალა ქანდაკებაში ხდება სულ უფრო მეტად და მეტად ინტენსიური. რიტუალები, რომლებიც სრულდება მის წინ, ასევე ზრდიან მის მაგნიტურ ძალას. როგორ ხდება ეს პროცესი, შეიძლება დავინახოთ მაგალითზე ორი ლურსმნის, რომლებიც აწყვია მაგნიტის ახლოს. ორი დღის შემდეგ შეიძლება შევნიშნოთ, რომ ლურსმნებიც დამაგნიტდა. ზუსტად ასევე, როცა ათასობით მორწმუნე შედის ტაძარში, ძალა, წამოსული თაყვანისცემის რიტუალებისგან, გადაეცემა ღმრთაების ფიგურას და ის თავის მხრივ, იძენს მიზიდულობის უზარმაზარ ძალას. ის იმუხტება ამ ენერგიით და ღებულობს უნარს გადასცეს ენერგია მლოცველებს.
სამყაროში არ არის არც ერთი ობიექტი, რომელსაც არ ექნებოდა ამ ძალის ფლობა. ატომური ენერგია ვრცელდება ყველგან. მხოლოდ როცა გახსნილი იქნება ჭეშმარიტი ბუნება ძალისა, რომელიც მოთავსებულია ატომის შიგნით, გასაგები იქნება ღმრთიური ძალაც (6, გვ. 46).
ლოცვისა და ქალის უმანკოების ძალა. ყველასთვის ცნობილია ანასუიას, ბრძენ ატრის ცოლის ისტორია. მას მოუწყო გამოცდა თვით ღმერთმა. ღმრთიურმა ტრიადამ – ბრაჰმამ, ვიშნუმ და მაჰეშვარამ შეიცვალეს შესახედაობა და მივიდნენ მასთან, თხოვეს გასაკითხი: „ბჰავატი ბჰიკშამ დეჰი“ (დედა, მოგვეცი ჩვენ გასაკითხი). როცა მას უნდოდა მათთვის საჭმლის მიცემა, მათ უთხრეს, რომ მიიღებენ საჭმელს, მხოლოდ თუ ის გაშიშვლდება. ანასუიამ მაშინვე გადააქცია ისინი ჩვილებად და აჭამა, მათი თხოვნის შესრულებით. მან შეძლო პატარა ბავშვებად გადაექცია თვით ბრაჰმა, ვიშნუ და მაჰეშვარაც კი მხოლოდ სუფთა გულისა და უმანკოების ძალის მადლით. დამთავრდა ეს იმით, რომ სარასვატიმ, ლაკშმიმ და პარვატიმ, ღმერთების ტრიადის ცოლებმა, დაუწყეს ვედრება ანასუიას, რათა მას დაებრუნებინა მათთვის ქმრები. ანასუია გამოირჩეოდა სიბრალულით, მან შეასრულა მათი თხოვნა. ტრიადამ აკურთხა ბრძენი ატრი და ანასუია, დაპირებით რომ დაებადებოდა მათ დატტატრეიას ფორმით. სახელი დატტატრეია ნიშნავს „ის, ვინც ბრძენ ატრის ნაშვილებია“.
სუმატიც აგრეთვე იყო უმანკო ქალი. მას ჰქონდა სუფთა და უანგარო გული. ერთხელ ბრძენმა დასწყევლა მისი ქმარი და უთხრა, რომ ის მოკვდება შემდეგი დღის განთიადზე. სუმატი ელოცებოდა ღმერთს გულწრფელობით და სისუფთავით. მხოლოდ ლოცვას შეუძლია გამოისყიდოს ცოდვები და გადაარჩინოს წყევლისგან. სუმატი ლოცულობდა: „თუ ჩემი აზრები სუფთა და მართალია, დაე მზე არ ამოვიდეს“. შედეგად ასეც მოხდა და მთელი მსოფლიო ჩაიძირა წყვდიადში. აი როგორია ქალის უმანკოების ძალა. ყველა ღმერთი და ბრძენი მივიდა სუმატისთან და მიმართეს მას თხოვნით: „დედა, განა სწორია, რომ საკუთარი ქმრის გულისთვის შენ ჩააგდე სიბნელეში მთელი მსოფლიო?“ რაზეც სუმატიმ უპასუხა: „ქმრის გარეშე მთელი სამყარო დაკარგავს ჩემთვის თავის ფასეულობას“. მხოლოდ როცა ღმერთებმა და ბრძენებმა დაუდასტურეს მას, რომ ქმარს არაფერი არ ემუქრება, მან ნება დართო მზეს ამოსულიყო. ძველი დროიდან ბჰარატას ქალები ცხოვრობდნენ უბიწოებასა და სისუფთავეში და აჩვენებდნენ მსოფლიოს უმანკოების ძალას. ასე იყო არა მხოლოდ წარსულ დროებში, ქალის ეპოქაშიც კი ბევრი ქალი ეწევა სანიმუშო ცხოვრებას (7, გვ. 138-139).