-
ბოლო ჩანაწერები
ბოლო კომენტარები
არქივები
კატეგორიები
მეტა
XII. ბრაჰმანუბჰავა უპანიშადი
სრუტები აცხადებს `ეკამ ევა ადვიტიიამ ბრაჰმა~ (ბრაჰმამ არის მხოლოდ ერთი, მეორეს გარეშე). ე.ი. არ არსებობს არაფერი ბრაჰმამს გარდა. ყველა პირობებში, ყოველ დროს, ყველგან, მარტო ბრაჰმამ არის. დასაწყისში იყო მხოლოდ სატ და არაფერი კიდევ, ამბობს ჩანდოგია. მანდუკია ასახელებს ამას როგორც სანტამ, სივამ, ადვაიტამ. მხოლოდ განვითარებული ან გამოვლენილი შეიძლება გამოჩნდეს როგორც ორი. ეს რაც არის ხილული არის განსხვავებული, ერთი მეორესგან და ყველა დამნახველისგან. უფრო მეტიც, დანახული არის პროდუქტი დამნახველის მოსაწონი და არმოსაწონი, მისი წარმოსავა და შეგრძნება, მისი იმპულსები და მიდრეკილებები. როდესაც ლამპას მოიტანენ `გველი~ ქრება და მარტო თოკი რჩება და შეიცნობა თოკად. როდესაც მსოფლიო განიხილება ბრაჰმა ჯნანას სინათლეში, ცდომილი სურათი რომელიც მიიზიდავს და ჩამოიშორებს, დუალობის სურათი ქრება.
ეს `ორი~ არის რაც შიშს იწვევს. თუ ერთი არის თვით მსმენელი, მხედველი, მკეთებელი, მომწონებელი, როგორ შეიძლება შიში წარმოიქმნას? განვიხილოთ თქვენი მდგომარეობა როდესაც გძინავთ! გარეგანი სამყარო მაშინ არდამსწრეა, თქვენ ხართ მარტო თქვენს თავთან. მდგომარეობა არის `ერთი, მეორეს გარეშე~. ამ ერთზე განჭვრეტით და ამ ერთის თაყვანისცემას მიჰყავს მეორეს მოკლებულობის რეალიზებასთან და გაძლევთ თქვენ ამ განცდას. სხვების მსგავსად ის არის იმანენტური; როგორც სასიცოცხლო ჰაერი, ის არის ჩიტ, საიდუმლო ყველა შეცნობის, მოქმედების, მოძრაობის.
სატ, ჩიტ, ანანდა, პარიპურნა, ნიტია – ბრაჰმანი აღწერილია ამ ხუთი ატრიბუტით. ამის გაგების მეშვეობით, ბრაჰმამ შეიძლება იყოს გაგებული. სატ არ იცვლება დროის გავლენით: ჩიტ ანათებს და ავლენს თავის თავს როგორც ყველაფერ დანარჩენს; ანანდა ქმნის უმაღლეს სასურველობას; პარიპურნამ არ იცის დეფექტი ან შემცირება ან დადაბლება ან დამარცხება. ნიტიამ არის ის რაც დამოკიდებული არ არის სივრცის, დროს და ებიექტივიზაციის შეზღუდვებზე.
ამ ბრაჰმაჯნანას სინათლეში, მსოფლიო არის მირაჟი, დროებითი, არარეალური, უარყოფილი ცოდნით. მსოფლიო არის მხოლოდ სხვა სახელი `დანახული, მოსმენილი და ა.შ. ნივთებისთვის~. მაგრამ `შენ, ჯივი, დამნახველი ხარ სატ ჩიტ ანანდა ბრაჰმამ~ – გახსოვდეთ. დაფიქსირდით ამ მტკიცე რწმენაში; იმედიტირეთ ომ-ზე, რაც არის მისი საუკეთესო სიმბოლო. ამ მომენტიდან გაცნობიერდით რომ თქვენ ხართ ატმა. როდესაც უმეცრების ნისლი გაქრება, ატმა თითოეულში განათდება მისი ბუნებრივი ბრწყინვალებით. მაშინ თქვენ გეცოდინებათ რომ მისდევდით მირაჟს ქვიშიან უდაბნოში, რომელსაც თქვენ იღებდით თითქოს `რეალურს~, ობიექტებს რომლებსაც ჰქონდა დასაწყისი და ამის გამო ჰქონდა დასასრულიც.
ჭკუა ხდება შეზღუდული მიბმულობით როდესაც ის ჩერდება ობიექტზე, ან სურს ეს ან სძულს ეს. ასეთი მონობიდან გასათავისუფლებლად, ჭკუა უნდა გაიწვრთნას რომ არ შეჩერდეს რომელიმე ობიექტზე, ან მის სურვილზე ან მის სიძულვილზე. ეს არის ჭკუა რაც ებმება და რაც თავისუფლდება. თუ დომინირებულია რაჯასით, ეს ადვილად ვარდება მონობაში; თუ სატვა სჭარბობს, მას შეუძლია მიაღწიოს თავისუფლებას.
ის, ვინც თავს გრძნობს ერთიანად თავის სხეულთან, აღგზნებულად მისდევს სიამოვნებებს რომელთა მიღება შესაძლებელია გრძნობების მეშვეობით. სურვილი არის ფიზიკური აღნაგობის იდენტიფიცირების შედეგი. უარი თქვით ამაზე და თქვენ თავს დაგანებებთ სურვილები. სიხარული და დარდი არის როგორც სწორი და არასწორი, ეს უნდა გადაილახოს. მიბმულობა და სიძულვილი არის ადამიანის შინაგანი ბუნების ინსტრუმენტები. ესენი არ მიეკუთვნება `მაცხოვარს~ რომელიც ცხოვრობს მათთან, ჯივის ან ატმას, ჯივის არსებით რეალობას.
ატმა არის მუდამ სუფთა, მუდამ თავისუფალი მიბმულობიდან, რადგან არ არსებობს მეორე რომ მასთან მიებას. მუნდაკუპანიშადი (III) მანტრა ამბობს: ორი ჩიტი, მუდამ ერთად, მნიშვნელოვანი და წმინდა ფრთებით ზის მაღლა ხეზე. (ხე არის სხეული და ტყუპი ჩიტები არის ჯივატმა და პარამატმა). ერთი ჩიტი დაკავებულია ნაყოფის დაგემოვნებით. (ჯივატმა განცდის სიხარულს და დარდს საქმეებიდან რომლებშიც ის აკავებს თავის თავს). მეორე მხოლოდ უთვალთვალებს. (პარამატმა არის წმინდაზე წმინდა და არის მხოლოდ მოწმე).
როგორ შეიძლება პლაზმის და ჩირქის უხეში ფიზიკური ტანი იყოს სუფთა, თვითმანათობელი, მუდმივად თვითმხილველი ატმა? ეს არის აგებული საკვებით; ეს არის მუდამ ცვლაში; ეს არ იყო დაბადების წინ არ იქნება სიკვდილის შემდეგაც! ეს არის წარმავალი ნებისმიერ მომენტში. მას შეუძლია იცოცხლოს ერთი ან ორი კიდურის გარეშე მაგრამ იმ მომენტში როდესაც სასიცოცხლო ჰაერი აჩერებს თავის დინებას, ეს იწყებს გახრწნას. ამიტომ, სხეული არ უნდა იყოს მიღებული როგორც ძირითადი ან როგორც უმთავრესი.
იოგა რომელიც თქვენ უნდა აპრაქტიკოთ არის: ზედამხედველობა მოწმის რანგში ჭკუაში მღელვარებაზე, გადაწყვეტილებებისგან და დასკვნების მომხრეობისა და მოწინააღმეგობიდანაც კი საკუთარი თავის გათავისუფლება. გქონდეთ თქვენი ჭკუა და მისი მოგზაურობები ყოველთვის კონტროლს ქვეშ. იოგა არის ჯივატმას პარალელური პროგრესი, ყოველი ნაბიჯი აწყობილი პარამატმასთან. მიზანი არის ორივეს შერწყმა: მაშინ, ყველა დარდი მთავრდება. ის ვინც მუდმივად იღეს იოგას რწმენით და ვინც არის ჩასობილი მასზე ურყევი უარის თქმით (არა-მიბმულობით) უდაოდ შეძლებს გამარჯვების მოპოვებას.
ჩიტ სატ-ჩიტ-ანანდაში ნიშნავს ვიჯნანას, სუპერ ცოდნას რომელიც ჩუქნის სრულყოფილ სიმშვიდეს და სისუფთავეს, სინამდვილეში, ატმაჯნანას რომელიც შეიძლება განცდილი იყოს ერთის და ყველას მიერ. ხალხურ ენაზე ვიჯნანა გამოიყენება მეცნიერების აღნიშვნისთვის მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს უმაღლეს სიბრძნეს. ამ სვა-რუპაში, `მე-ფორმაში~ ადგილი არ არის `შთაბეჭდილებისთვის კარმიდან~ არც სურვილებისთვის რომლებიც კარნახობს კარმას. სურვილები არცხვენს ჭკუას. სურვილებს მიყავთ მოქმედებებთან, მოქმედებები ტოვებს ნაიარევს, ვასანას ჭკუაზე. იყავით მარტო თქვენს თავთან და, მაშინ ჭკუა შეიძლება იყოს უარყოფილი. აი ამ მიზეზით არის რომ იოგები მიდიან მღვიმეებში.
ვასანები ან შთაბეჭდილებები, იყოფა ორ კატეგორიად: `სუბჰა~ ან მწყალობელი და `ასუბჰა~ ან დამღუპველი. მწყალობელი ვასანები ეხმარება გათავისუფლებას. ჯაფა, დჰიანა, კარგი საქმეები, ქველმოქმედება, სამართლიანობა, უანგარო მსახურება, მამაცობა და თანაგრძნობა – ეს ყველა არის მწყალობელი. დამღუპველი მიდრეკილებები ბრაზის, ულმობლობის, სიხარბის, ვნებიანი სურვილების, ეგოიზმის უნდა ამოიძირკოს მწყალობლების დასახმარებლად, და ბოლოს, როგორც ეკალსაც რომლითაც ფეხში შერჭმული ეკალი ამოიღება, გადააგდებენ, ვასანები რომლებიც გამოყენებული იყო გადასალახად ვასანების რომლებიც ზიანს აყენებს უნდა იყოს ასევე გადაყრილი. სუბჰავასანები არის მიბმულობის პროდუქტები და აწარმოებს შემდგომ მიბმულობას რომელიც შეიძლება დარჩეს მრავალი დაბადების განმავლობაში. ჯივამუკტამ აგრეთვე უნდა დაიპყროს სუბვასანები. მისთვის, ესენი უნდა იყოს როგორც დამწვარი თოკი რომელიც ვერ შეკრავს. ფაქტიურად იწვება მთელი ჯგუფი, გრძნობითი წადილების, სურვილების, სიხარბის, ამ მომენტში ატმანი ცხადდება. ის არ იქნება მიდრეკილი ვინმეს ან რაიმესკენ; არ იქნება არც მიბმული. სადაც მზე ჩადის, ის იქ წვება დასასვენებლად. ის დადის კაცთა შორის უცნობი და შეუცნობელი, არ ეძებს შეცნობას, ამიტომ თავსაც კი არიდებს ამას.
როდესაც დამნახველი და დანახული არის ორივე იგივე, სიხარული აღიწერება როგორც მეოთხე სტადიის, ტურიას სტადიის. ამის გარდა, ატმანი უდაოდ იქნება მიღწეული. მუდმივად ატმასა და მის სინამდვილეზე ბინადრობით მსოფლიოზე მიბმულობა დაკნინდება. სადჰანა უნდა იყოს განუწყვეტელი. ნამდვილმა სადჰაკამ მთელი თავისი რესურსებით მიმართულება უნდა შეუცვალოს ჭკუას მიწიერი საქმეებიდან და საგნებიდან რომლებიც აცდუნებს გრძნობებს და კონცენტრირება უნდა გაუკეთოს ბრაჰმამის ცოდნის მკაცრ მიზანზე.
თამასური გადაწყვეტილებები ადარდიანებს, სატვიური გადაწყვეტილებები ხელს ამაგრებს დჰარმას და ეხმარება საზოგადოების და პიროვნების წინწაწევას; რაჯასურები გძირავთ თქვენ მიწიერ ტბორში. უარი თქვით ამ სამზე და მაშინ თქვენ გახდებით უფლებამოსილი ბრაჰმაჯნანას მიღებაზე.
ბრაჰმამ არის განუზომელი სიღრმის; როგორ შეიძლება იყოს ის გაზომილი და გაგებული ამ პატარა ჭკუით? ის არის აპრამეია, კატეგორიებით აღწერის ყველა შესაძლებლობის გარეთ; ის არის აპარიჩჰინა, უსაზღვროდ; ის არის ავიაპადესია, წარმოსახვის ზემოთ; მისი გაგება გრძნობებით არის შეუსრულებელი ამოცანა.
`ბრაჰმამ, რომელზეც, როგორც ვედანტა აცხადებს, შეიძლება ითქვას მხოლოდ ‘არა ეს, არა ეს’ ვარ თვით მე; ჩემი რეალობა არის ბრაჰმამ ჩემი გულის სიღრმეში; მე ვარ ის ბრაჰმამ რომლის ცოდნას ცდილობენ სადჰაკები და აქვთ წარმატება მიღწევაში. ბრაჰმამ არის ის რაც რჩება სხეულის, ჭკუის, სასიცოცხლო ჰაერების, ტვინის და ა.შ.~, გამოკლების შემდეგ. ეს ცოდნა მიიღწევა უარყოფის დისციპლინით. ისევე როგორც ამ გამორიცხვის მეთოდით, თქვენ მიხვალთ დასკვნაზე, `დიახ, ეს არის დევადათტა~, `ჯაგრატაჯაგრატას~ ამ პრინციპით, მკვიდრდება ჭეშმარიტება, `ტატ ტვამ ასი~ `შენ ხარ ის~. როდესაც ჯივის დამფარველი ფარდა აიხდება ჯივი გამოჩნდება როგორც პარამატმა ან პარაბრაჰმამ. ჯივატმა არის პარამატმას არსი.
`მე~ მიეკუთვნება ამ რეალობას, სატ-ჩიტ-ანანდას: მხოლოდ უმეცრებას ეს შეუძლია გამოიყენოს სხეულის აღსანიშნავად! ეს უმეცრება და ეს მცდარი იდენტიფიცირება არის მიზეზი გაუთავებელი დარდის და სიხარულის. ამიტომ გამოიყენეთ სიტყვა `მე~ მხოლოდ თქვენი ბრაჰმიური სინამდვილის გამორჩევის მნიშვნელობით; ეს მოიგებს ატმაჯნანას თქვენთვის.
ატმას როგორც თქვენი სინამდვილის განსაცდელად, გრძნობების კონტროლი, ფიზიკური მიბმულობის მოცილება და ჭეშმარიტება არის არსებითი. ბრაჰმამ არის ბრიჰასპატი ბუდჰის აღმძვრელი, მანასის მანასი, ყურის ყური, თვალის თვალი, ყველა თვითმნათის გამნათებელი ერთი. მისი ბრწყინვალება არის სინათლე რომლიდანაც დანარჩენი ყველაფერი წარმომავლობს. ის არის საბაზისო საყრდენი და საზრდო. ჭკუაში ის არის სიბრძნე; მანასი და ბუდჰი გარსერტყმის გრძნობებს. მის გარეშე, მანასი და ბუდჰი არის ქმედების უმწეო; ესენი წარმოიშობა მისგან და შეირწყმება მასში მსგავსად ბალახის რომელიც დაიბადა მიწიდან და ხდება მისი ნაწილი. რკინა მოთავსებული ცეცხლში ხდება წითელი და ბრუნდება შავად კვლავ როდესაც გაცივდება; ასევე ბუდჰი ხდება ბრწყინვალე ჯნანით, მაცხოვრით პარაბრაჰმაზე რომელიც არის ჯნანასვარუპა.
ღმერთი არის შეფუთული ყველგან როგორც ბავშვი მუცელში. ზოგიერთები აცხადებენ რომ ისინი ირწმუნებენ ღმერთში რომლიც შეიძლება იყოს ხილული ან დემონსტრირებული. ეს არის ჩვეულებრივი არგუმენტი მიწიერად მოაზროვნის. მაგრამ ადვილი არ არის უხეში ფიზიკური თვალებით პარამატმას დანახვა, რომელიც არის ყველაზე უჩინარზე უჩინარი. თქვენ ჯერ უნდა მიიღოთ მფლობელობა ძლიერ მიკროსკოპზე, რომელიც გამოდგება ამ მიზნისთვის. ერთ-ერთი ჯნანა ჩაკშუ ან პრემა ჩაკშუ არის საჭირო, სიბრძნის თვალი, სიყვარულის თვალი, მხოლოდ ამით შეძლებთ თქვენ ღმერთის დანახვას. შეგიძლიათ თქვენ აჩვენოთ სხვებს რა საგანი არის სახელწოდებით `ტკივილი~ ან `სიტკბო~? თვალებს არ შეუძლია ისეთი აბსტრაქტული რამეების დანახვა როგორიც არის სიყვარული, სიბრალული, გულმოწყალება, სათნოება, რწმენა; ეს არის მათი უნარის ზევით.
მაგრამ სიტყვებით, მოქმედებებით და საქციელით, ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას რომ ადამიანს აქვს სიყვარული მის გულში. ასევე, შეიძლება განვსაჯოთ რომელი ადამიანი არის ბრაჰმა-ვიდი, რამდენად ღრმად არის ის დამკვიდრებული მის საკუთარ სინამდვილეში, არის აღტკინებებით და საწყისებით თუ არის მყარად და დარწმუნებულად. ღმრთიური სიბრძნე, ღმრთიური განძეულობა, ბუნებასთან ჰარმონია, მათ მეშვეობით ის შეიძლება იყოს იდენტიფიცირებული და აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე ეცადეთ ყველა საშუალებით გამოიმუშაოთ ერთ-ერთი ჯნანაჩაკშუ ან პრემაჩაკშუ.
როგორც შაქარი არის ლერწამ-წვენში, ან სიტკბო შაქარში, პარამატმა არის ჩველებრივ მუდმივად ქმნილებაში; ის არის ყველა არსების შინაგანი ბირთვი. ის არის ყველგან, ყოველთვის ყველაფერში, მას არ აქვს არავითარი ფორმა; ატმა არის `ა-ტანუ~ `სხეულის გარეშე~. ის არის შიგნით-მცხოვრები, პურუშა (მაცხოვარი). მხოლოდ სხეულთან მიბმულობის გასროლით, და ჭკუის და ბუდჰის გასუფთავებით, შეძლებთ თქვენ შერწყმას თქვენს ჭეშმარიტებაში და მარადიული ნეტარების, უმაღლესი პრაშანტის, უსუფთავესი სიბრძნის გამომუშავებას. მხოლოდ ასე შეუძლია კაცს გამოიმუშაოს გათავისუფლება დაბადებისა და სიკვდილის მონობიდან.
`დეჰა~ სიტყვა რომელიც აღნიშნავს სხეულს, მიღებულია ფუძიდან `დაჰ~ რომლის მნიშვნელობაა `დაწვა~. ეს ნიშნავს მას, რაც უნდა დაიწვას. მაგრამ ჯნანის აქვს სამი სხეული, უხეში, წმინდა და მიზეზობრივი. მაშინ რაღა იწვება? საწვავს, ადჰიბჰოუტიკას, ადჰიდეივიკას და ადჰიატმიკას, ერთად წოდებულს ტააპატრაიად ან ჰრიდაია-კაასტად შეუძლია დაწვას და შთანთქოს სამი სხეული სწრაფად და უფრო სრულად ვიდრე ცეცხლს. როგორი გაცნობიერებულიც არ უნდა იყოს პირი, თუ ის იდენტიფიცირებს თავის თავს სხეულთან, ის უნდა იყოს გამოკვეთილი შტერად. მეორე მხრივ, პირი ვინც ფიქსირდება რწმენაში რომ ის არის სატ-ჩიტ-ანანდა გარდაქმნის თავის თავს თვით ღმრთიურში. არ გააიგივოთ ჯივი ხორცისა და ძვლების უხეშ სხეულთან ან თუნდაც წმინდასთან და მიზეზობრივთან. ატმა უნდა იდენტიფიცირდეს პარამატმასთან მარტო. მხოლოდ მაშინ გამოაშკარავდება მუდმივი ნეტარება. სიხარული და დარდი, კარგი და ცუდი მიეკუთვნება ჭკუის სამეფოს, არა თქვენ. თქვენ არ ხართ მკეთებელი ან საქმიანობის ნაყოფის მომხმარებელი. თქვენ ხართ მუდამ-თავისუფალი.
უბიწოება არის დჰარმა; ბიწიერება არის ადჰარმა. ესენი არის ჭკუის პროდუქტები, ბაწრები რომლებიც თოკავს გულს. როდესაც ადამიანი განცდის ამ უმაღლეს ჭეშმარიტებას, ის ხდება თავისუფალი ორივედან, და აღწევს სინამდვილის ხედვას. როგორც აბრეშუმის ჭია არის გახლართული და დაპატიმრებული აბრეშუმის პარკში რომელსაც ის ახვევს თავის ირგვლივ, ასე კაციც აგრეთვე იხვევს სურვილების ქსელის პარკს ირგვლივ და იტანჯება.
ატმა ყოველთვის არის გაუხლართველი. ის არის `ა-სამსარი~. `არ-გათოკილი დინებით~. მისი ბუნება არის სისუფთავე, მთლიანობა, სიხარული, სიბრძნე; სადაც ეგო არის, იქ მონობა იჩენს შეუპოვრობას. იქ სადაც არ არის `მე~, იქ თავისუფლება ბატონობს. `მე~ არის ნამდვილი ბორკილი.
არსებობს სამი დაბრკოლება ატმაჯნანას მაძიებლის გზაზე; დაბრკოლებები წარსულის, აწმყოს და მომავლის. ესენი უნდა გადაილახოს. ჯივან-მუკტა არ წუხს ამაზე. ის გავიდა სამმაგი განსხვავების დამნახველის, დანახულის და დანახვის ფარგლებს გარეთ; მან იცის რომ განსხვავება არის ხელოვნური, ჭკუის პროდუქტი. მას შემდეგ რაც თქვენ გაიმარჯვებთ ტრიპურის სამმაგ ილუზიაზე, თქვენ განცდით ბრაჰმამს ყოველ ნივთში ყოველ დროს.