-
ბოლო ჩანაწერები
ბოლო კომენტარები
არქივები
კატეგორიები
მეტა
XI. ტაიტტირიოპანიშადი
ბრაჰმავიდია არის სპეციფიალური თემა ამ უპანიშადის. მას აქვს სამი ნაწილი: სიკშა ვალი, ანანდა ვალი ან ბრაჰმა ვალი და ბჰრიგუ ვალი. უკანასკნელი ორი ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრაჰმაჯნანას მძებნელთათვის. სიკშა ვალიში, დეტალიზებულია გარკვეული მეთოდები დევების და რიშების მიერ კაცის გზაზე დაყენებული დაბრკოლებების გადასალახად და გონებრივ ძალისხმევაში ერთმნიშვნელოვნების შესაძენად. ამ ვალის აქვს თორმეტი ანუვაკა, ან ნაწილი. დანარჩენ ორ ვალში, იგივე სწავლება, ვარუნი ვიდია, არის გადმოცემული, რომელსაც მიჰყავს გათავისუფლებისკენ და ამიტომ ესენი პრაქტიკულად არის ერთი; შესწავლის მოხერხებულობისთვის, ეს განხილულია ორ ნაწილში, სულ ეს არის.
სიკშა ვალიში, საქმე გვაქვს სამჰიტას მსგავს სუბიექტებთან, რომლებიც არიან არა ანტაგონისტური კარმას მიმართ და უპასანას მსგავსებთან რომლებიც დაკავშირებული არიან კარმასთან. ამას მიჰყავს სვაარუპასკენ. მაგრამ, მარტო მათით, მთლიანი მოსპობა სამსარას ან დინების ვერ მიიღწევა. უპასანა არსებობს სურვილებთან ერთად. ამიტომ, კარმას მსგავსად, უპასანასაც არ შეუძლია გათავისუფლების მოტანა. მთელი ეს დინება, ეს სამსარა, არის ა-ჯნანასგან გამოწვეული; მონობა არის შედეგი. ამიტომ, როდესაც ა-ჯნანა ისპობა, მაშინ, ბორკილები იმსხვრევა და გათავისუფლება მიიღწევა. ა-ჯნანა არის აქ, შეუპოვრობს ბუნებრივი მიზეზით. ეს არის როგორც მცდარობა რომ ეს არის თქვენი მატარებელი რომელიც მოძრაობს, მაშინ როდესაც თქვენი მატარებელი არის უძრავი და მატარებელი მეზობელ რელსებზე მოძრაობს! შეხედეთ თქვენს მატარებელს მხოლოდ და თქვენ გეცოდინებათ სიმართლე; შეხედეთ მეორე მატარებელს და თქვენ ხართ მოტყუებული. უსარგებლოა ამ მცდარობის მიზეზის ძებნა. ეძებეთ როგორ გაიქცეთ მისგან. ეს ა-ჯნანა, რომელიც არის თესლი რომლიდანაც სამსარა იზრდება, შეიძლება განადგურდეს ბრაჰმა-ჯნანით. არ არსებობს სხვა მეთოდი.
ყველაფერი რაც გამოწვეულია, ყველაფერი რაც არის შედეგი, არის ხანმოკლე; ეს ნათელია სასტრებიდან ისევე როგორც გამოცდილებიდან და ახსნიდან. სასტრები მოუთხრობს მაძიებლებზე ვინც უარყო ზეცის მსგავსი უმაღლესი ადგილებიც კი, რომლებიც მისაწვდომია ადამიანების მიერ ვინც ასრულებს მიწერილ რიტუალებს; ვინაიდან გათავისუფლება მიუღწევადია მათთვის ვინც ზეცაში ბინადრობს. ზეცა და ჯოჯოხეთი არის მოქმედებათა შედეგები, ესენი არის წარმოქმნილი ობიექტები და ამიტომ ესენი არ შეიძლება იყოს მარადიული; ესენი განპირობებულია დაბადებით, ზრდით, ჯანმრთელობის მოშლით და სიკვდილით. ესენი არ არსებობდა დასაბამიდან; ესენი გაკეთდა; ამ აქტის წინ, ესენი არ იყო. ეს რაც ერთხელ არ იყო და მოგვიანებით არ იქნება არის ისევე როგორც `არაფერი~ ახლაც. კარმას ნაყოფი ინაწილებს ამ ხარისხს და ამიტომ, მას არ შეუძლია მუდმივი სიხარულის მონიჭება.
ვერავითარი ძალისხმევა ვერ შეძლებს აკასას შექმნის გამოწვევას ახლა; არაფრის შექმნა არ შეიძლება ხელახლა რაც უკვე არსებობს. მოკშა არსებობს და არის თავისთავად ცხადი. ეს ვერ იქნება წარმოებული ხელახლა ნებისმიერი კარმით. როდესაც ა-ჯნანა რომელიც ფარავს მას გამოცდილებიდან ქრება ამ მომენტში თქვენ ხართ თავისუფალი და თქვენ იცით თქვენი რეალობა; თქვენ ხართ თავისუფალი მონობიდან. ამ მომენტამდეც თქვენ იყავით თავისუფალი, მაგრამ წარმოიდგენდით რომ თქვენ იყავით შებოჭილი და თქვენ იქცეოდით ისე თითქოს იყავით შებოჭილი. მაშინ როგორღა უნდა მოცილდეთ ამ იდეიდან რომ თქვენ ხართ შებოჭილი? ვედების სწავლებების მოსმენით მათში რწმენით. მხოლოდ შემდეგ შეიძლება ა-ჯნანა მოკვდეს. ეს არის ამოცანა რომელსაც ბრაჰმა ვალი აყენებს თავის წინაშე, ამ უპანიშადში.
ბუნებრივია რომ უმეცრება კარნახობს კაცს შესრულებული მოქმედებების უხვი ნაყოფის ძლიერ წადილს. შემდეგ ისინი ხდებიან სევდიანი რომ ეს მხოლოდ ბოჭავს მათ უფრო მეტად და არ ეხმარება მათ გათავისუფლებას. ეს ძლიერი წადილი ნაყოფისთვის, ძნელად ქრება, თუმცა ეს საშინელი ნაკადი ზრდის და დაშლის აიძულებს მათ შიშით კანკალს.
ამ უპანიშადში სამი სიტყვა: სატიამ, ჯნანამ, ანანტამ, არის აზრიანად მიმაგრებული ბრაჰმაზე, მისი მახასიათებლების ასახსნელად. ეს არის ხარისხების აღმნშვნელი სამი განსხვავებული სიტყვა, ერთის სხვებისგან გამოსარჩევად, ერთი ბრაჰმას სხვა ტიპის ბრაჰმადან რომელსაც არ აქვს ეს თვისებები. ე.ი. ბრაჰმა არ შეიძლება აგვერიოს არაფერთან რაც არ არის სატიამ, ჯნანამ და ანანტამ. ყველაფერი რაც არის შემოსაზღვრული დროთი, სივრცით და ობიექტურობით არის ჯადა, მატერიალური სიცხადე განსხვავებული ბრაჰმადან. სატიამ, ჯნანამ, ანანტამ მახასიათებლები, ეხმარება ნამდვილი ბრაჰმას განსხვავებას და გარჩევას მონათესავე და მსგასი ფენომენიდან. როგორი რუპის ქონაც არ უნდა იყოს განსაზღვრული რამისთვის, თუ ეს რუპა არის უცვლელი, მაშინ ის იწოდება სატიამ. თუ ეს რუპა განიცდის ცვლილებას, მაშინ ეს არის ა-სატიამ. მოდიფიცირება არის არაჭეშმარიტის ნიშანი; არარსებობა მოდიფიცირების არის ნიშანი ჭეშმარიტის.
ბრაჰმამ არის სატიამ, ე.ი. მას არ აქვს მოდიფიცირება. ის არის ნიტიამ, ის შეუხებელია დროთი. ყველაფერი რაც არ არის ბრაჰმამ … ეს არის ჯაგატი, დაქვემდებარებული ცვლილებას. ყველა ობიექტი ექვემდებარება გონების სამმაგ პროცესს: არის შესაცნობი, შემცნობი და შეცნობა; აქედან გამომდინარე ინტელექტი ან ბუდჰი შეიძლება ითქვას რომ ეს არის გუჰა ან მღვიმე სადაც ეს სამერთიანი პროცესი ბინადრობს.
ტაითთირია ბრაჰმანაში, ისევე როგორც ამ უპანიშადში, დჰარმაც არის საგულდაგულოდ განხილული. მას აქვს სამი ფორმა: კამია, ნაიმითთიკა, და ნიტია. სასტრები იშვიათად მიუთითებს რომ კარმა უნდა იყოს შესრულებული; არ არსებობს საჭიროება რადგან კარმა მოდის ბუნებრივად კაცთან. კამა (სურვილი) არის მოკარნახე ასეთი კარმის და კაცი იღებს სხვადასხვა ნაყოფს. სასტრები ასწავლის მხოლოდ გზებს ამ ბუნებრივი აქტივობის მისამართად სასურველი მიზნების ეზრუნველყოფისკენ.
უპანიშადი მოგიწოდებთ თქვენ არ გადაუხვიოთ სწავლის და სწავლების მოვალეობებიდან. ეს ამბობს, `არ გადაიხაროთ ჭეშმარიტიდან და ჭეშმარიტებიდან~. `ეს არ გადაიხრება ჭეშმარიტიდან, არც დჰარმიდან, არც კეთილდღეობიდან და კეთილმყოფელობიდან, არც მოვალეობიდან დევათა და პიტრების მიმართ. მოექეცით დედას როგორც ღმერთს. რომელი მოქმედებაც თავისუფალია ნაკლოვანებისგან ეს უნდა იყოს გამოყენებული არა სხვა …~ ამას ასწავლის ეს უპანიშადი.
მოსმენა, გააზრება და კონცენტრირება არის რეალიზების სამი საფეხური. მოსმენა ეხება ვედებს, რომლებიც უნდა იყოს პატივცემული რწმენით და ზეპირად ნასწავლი გურუსგან; ეს იძლევა შეუცნობადის ცოდნას. მანანა ან დაფიქრება არის თაპასი, რომელიც ისწავლება ბჰრიგუვალში. ამ პროცესით, ბრაჰმა ატმა სვარუპა უნდა დაფიქსირდეს ჭკუაში. კონცენტრირება ეხმარება ასე დაყენებულ პრინციპზე ყურადღების მიზანმისწრაფების განვითარებას. ორ, ბრაჰმა და ბჰრიგუ ვალში, გადმოცემულია ბრაჰმავიდია ან სწავლება რომელიც უზრუნველყოფს ბრაჰმამის რეალიზებას. ბრაჰმავალი ასწავლის; ბჰრიგუვალი ამტკიცებს გამოცდილებით.
ბჰრიგუმ ვარუნას ვაჟმა უთხრა მას რომ ბრაჰმამ არის საკვები, პრანა, გრძნობები, ჭკუა, ვააკ, და ა.შ. მაგრამ, მას შემდეგ ვაჟმა მალე გაიგო რომ ესენი არ არის ბრაჰმამ მან განაცხადა რომ ბრაჰმამ არის ის ვისგანაც ესენი არიან დაბადებული, და რომლითაც ესენი ცოცხლობენ და ფუნქციონირებენ. მან თავიდან დაიჯერა რომ ანნამ ან საკვები არის ბრაჰმამ რამდენადაც ყველა არსება არსებობს საკვებით მაგრამ, მოგვიანებით, მან იგრძნო რომ ბრაჰმამ არის უფრო მეტად შემცველი. მან ითხოვა პირდაპირი სწავლება სინამდვილის, ბრაჰმამისამის.
შემდეგ, მან უთხრა რომ თაპასი არის ბრაჰმამ, ვინაიდან ეს არის იგი რითაც ბრაჰმამ რეალურად არის ცნობილი. მან აღმოაჩინა თაპასით რომ ვიჯნანამ არის ბრაჰმამ, ვინაიდან ვიჯნანამ არის ის რაშიც არსებები იბადება და ეს არის ის რითაც არსებები ცოცხლობენ.
ამგვარად გამოცხადებულია რომ, ყველა სწავლებას და შესწავლის საგანს შორის ბრაჰმავიდია არის ძალიან წმინდა, დიდი სიწმინდე და ეზოტერული. ანნამ არ უნდა იყოს დამცირებული; ეს უნდა იყოს ბრძენის განცხადება. ყველა სასიცოცხლო ჰაერი არის ანნამ. ფიზიკური სხეული არის საკვების საჩუქარი. პრანას ან სასიცოცხლო ჰაერებს სხეული აქვთ როგორც გადაადგილების საშუალება. ამიტომ ანნამ არ უნდა იყოს უგულვებელყოფლი. ეს უნდა იყოს გადაწყვეტილება. წყალი მუცელში ცეცხლთან შეერთებით ხდება საკვები. წყალს რომელიც მოდის დაბლა როგორც წვიმა თან სდევს ელვის ‘ცეცხლი’. ამიტომ, ვინც კი არ უნდა იყოს დაყენებული ააპოჯიოტში ან წყლის ბრწყინვალებაში შეიგნებს ანნამის ბრწყინვალებას და დარწმუნებულია პატივი სცეს მას. ანნამ არის გურუ, რადგან მას მიჰყავხართ თქვენ ბრაჰმამის ცოდნაზე. ამიტომ ეს არ უნდა იყოს განხილული უპატივცემულოდ. ეს უნდა იყოს მაძიებელთან დაკვირვების საგნად როგორც აღთქმა.
რამდენადაც ფიზიკური სხეული არის საკვების ტრანსფორმირება, მას აქვს ანნამაიაკოსა: სასიცოცხლო აირები აფორმირებს სხვა გარსს, პრანამაიას. ეს წონის კარგს და ცუდს, სწორს და არასწორს შორის ჭკუის გარსაში, ან მანომაია-კოსაში. როდესაც ის ფიქსირდება ნაბიჯზე, განზრახული მიზნით, ეს არის ვიჯნანამაიას ფუნქცია. როდესაც ხდება მიღწევის სიხარული განცდა, რაც მოქმედებს ეს არის ანანდამაიაკოსა.
ბრაჰმური თვალსაზრისის პროგრესისთვის რომ თქვენ ხართ ბრაჰმამ და არა სხეული და ა.შ., პრანამაია არის პირველი ინსტრუმენტი. ეს არის წმინდა და გაცალკევებული და განსხვავებული სხეულიდან. ის გააქტიურებულია ვაიუთი და მისით არის გაჯერებული. ეს ავსებს და რომელიღაც კატეგორიას აკუთვნებს მთელ ანნამაიაკოსას. თქვენ შეიძლება თქვათ რომ პრანამაია არის ანნამაიას სული, ვინაიდან ის ამოქმედებს მას თავიდან ფეხებამდე. ეს ვერ დარჩება ცოცხალი პრანას გარეშე. ის არის მამოძრავებელი ძალა; მას აქვს ხუთი სახესხვაობა: პრანა, აპანა, ვიანა, უდანა და სამანა. განჭვრეტით რომ პრანამაია არის ანნამაიას ატმა, წარმოდგენა რომ სხეული არის `მე~ ქრება. თქვენ მაღლდებით უხეშიდან წმინდასკენ. პრანა არის გამდნარი მეტალი ტიგელში. ძალისხმევით შეიძლება პრანამაიაკოსას განცდა.
პრანა გვეცხადება სუნთქვის ფორმაში. პრანა ააქტიურებს თავს, ვიანა სხეულის მარჯვენა ნაწილს, უპანა მარცხენას, სამანა ცენტრალურს და აპანა ქვედა ნაწილს. პრანა მოძრაობს ნერვების მეშვეობით სახის, ცხვირის და ა.შ., და აღწევს თავს. აქედან ის მოტივირებს სხვადასხვა ნერვებს რომლებიც გადის სხეულში სხვადასხვა სახელით და სხვადასხვა ფუნქციით. პრანა რომელიც ფუნქციონირებს ჭიპის ირგვლივ, მაგალითად, იწოდება სამაანად.
მანო-მაია კოსასთვის, იაჯურვედა არის თავი; რიკები აფორმირებს მარჯვენა ფრთას, სამა არის მარცხენა ფრთა, ბრაჰმანები არის სული; ატარვანავედა არის კუდი. იაჯურვედას ძალიან ბევრი მანტრა გამოყენებულია იაგებში, მანტრებით, ხდება საკვების შეთავაზება ფორმალურად სამსხვერპლო ცეცხლში. ამიტომ, ეს განიხილება როგორც წამყვანი. ხმა იაჯუს აწარმოებს ცვლილებებს რომლებიც ხელსაყრელია. ეს არის მიზეზი მნვნელობის მიცემისთვის ასევე სხვა ვედებზეც. ამგვარად ყველა მანტრა ხდება გონებრივ ცვლილებათა მიზეზი. ესენი თავის მხრივ ასხივებს ატმას ბრწყინვალებას; ამრიგად ვედები და მათი მარცვლების საიდუმლო მიეკუთვნება თვით ატმას მეცნიერებას. ვედები გახდა, ამიტომ, მუდმივად ფასეული და მუდმივად არსებული. ატარვანა ვედა განიხილავს ცუდი ძალებისა და ავადმყოფობებისგან შვების მოსაპოვებელ სხვადასხვა რიტუალს და ამიტომ ეს არის აღწერილი როგორც კუდი.
კოსა ასე აღწერილი შთაინთქმება ვიჯნანამაიაში და მოგვიანებით ანანდამაიაში და ბოლოს, მაძიებელი გადის მათ გარეთაც კი, სუფთა სატის არეში.