კენოპანიშადი არის მიწერილი სამა ვედაზე და მის ტალავაკარა შტოზე და აქედან გამომდინარე ეს აგრეთვე მოიხსენიება როგორც ტალავაკაროპანიშადი. სახელი კენა მომდინარეობს უპანიშადის პირველი ნაწილის სტროფის პირველი სიტყვიდან:
კენეშიტამ პატატი პრეშიტამ მანაჰ, კენა პრაანაჰ პრატამაჰ პრაიტიიუკთაჰ, კენაშიტაამ ვააჩამ იმანამ ვადანტი, ჩაკშუჰსროტრამ კაუდევო იუნაკტი?~ ვინ აიძულებს ჭკუას ჩამოვიდეს მის ობიექტზე? ვისი ბრძანებით იწყებს სასიცოცხლო ძალა ფუნქციონირებას? ვისი ბრძანებით წარმოთქვამს კაცი სიტყვას? რა გონება მართავს ხედვას და სმენას? ყური, კანი, თვალი, ენა, ცხვირი - ამ ხუთ გრძნობის ორგანოს შეუძლია შეცნობა შესაბამისად ხმის, შეხების, ფორმის, გემოს და სუნის; ცოდნის ობიექტები შეიცნობა მხოლოდ ამ ხუთის მეშვეობით. მსოფლიო განიცდება ამ ინსტრუმენტების მეშვეობით, რომლებიც დგას შემცნობსა და შესაცნობს შორის. ობიექტების გაგების შინაგანი უნარი იწოდება ჭკუად, ან მანასად. მანასა გამოდის გარეთ ზემოხსენებული ჯნანენდრიების მეშვეობით და ეკვრის ობიექტებს და ამ დროს, სწორედ ამ გამოსვლით მანასა იღებს ამ ობიექტის ფორმას; ამას ეწოდება ვრიტი ან ფუნქცია. მანასა არის აჩეტანა და ამიტომ მისი ტრანსფორმირებები და მანიპულაციები ან ვიკაარები არის ასევე აჩეტანა, არაგონივრული, არასასიცოცხლო. ხის თოჯინას აქვს მხოლოდ ხის თვისებები; შაქრის თოჯინას აქვს მხოლოდ შაქრის თვისებები. ა-ჩეტანა მანასს არ შეუძლია სამყაროს გამავრცელებელი ჩეტანას ან უზენაესი გონების ცოდნის მიღწევა. როგორც უგონო ეტლი იმართება მეეტლის მიერ, უნდა არსებობდეს მეეტლე ვინც მართავს უგონო მანასს, მჯდომი მასში და მისი მქონე თავის ეტლად. მამოძრავებელი ძალა რომელიც ამოქმედებს შინაგან ინსტრუმენტებს, მოქმედების გრძნობებს, ცოდნის გრძნობებს, ხუთ პრანას, ეს ძალა არის ღმერთი. საკითხი ციტირებული ზემოთ ნიშნავს იმას რომ, ეს ძალა არის გამოცალკევებული გრძნობებიდან. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, გრძნობების მთელი ჯგუფის მოტივატორი უნდა იყოს გამოყოფილი მანასიდან აგრეთვე, ასე არ არის? ისინი ვინც ისწრაფიან მარადიულის ცოდნისკენ, დარწმუნებულნი რომ ყველა მოქმედება და საქმიანობა არის ეფემერული საუკუნოდ არ იდარდებენ მასზე. ეს მარადიული არსებობა არის აუღელვებელი და ამიტომ ეს არ გადაადგილდება სამკეცი ბიძგებით. ეს არ აძლევს ბრძანებას გრძნობებს ამა თუ იმ მიზნით. მაშინ იბადება კითხვა:ასრულებს მანასა, პრანა, ვააკ, ხედვა, სმენა და ა.შ. თავის შესაბამის ფუნქციას მიზეზისა და შედეგის კანონის განპირობებით? თუ, მოქმედებს ესენი ასე, აღძრული შეგნებული ძალის სურვილით?~ ეს არის საეჭვო.
ყურს აქვს ხმის გარჩევის უნარი, თვალები დაჯილდოებულია ფორმის განსხვავების და გამორჩევის შემძლეობით. გრძნობის სხვა ორგანოები ასევე მსგავსად არის აღჭურვილი. როდესაც მანასი გამოდის გარეთ ცოდნის გრძნობების მეშვეობით ობიექტების მიმართ და ეხვევა მათ, თქვენ იძენთ ცოდნას მათ შესახებ. ხუთი გრძნობა და მანასა ყველა არის, მაშასადამე, ცოდნის ინსტრუმენტები. როგორ შეიძლება ესენი ახერხებდნენ ამ საზრიანი ფუნქციების შესრულებას, თვით გონებას მოკლებულები?
კეთილი, პასუხი არის: ატმას დასწრების შემწეობით, ატმას ციალის სათანადოდ არეკვლით, ანტაჰკარანაზე. მზე ანათებს მსოფლიოს და ხდის მას მოქმედად ათასი გზით. სწორედ ასე ატმა თავისი ტეჯებით, ამოქმედებს და ანათებს მსოფლიოს. ცოდნის ყველა ინსტრუმენტი ამოქმედებულია ატმით; ელექტრული დენი ენერგიას აძლევს მანქანებს და აკეთებს სხვადასხვა ოპერაციებს – ბეჭვდის და ა.შ., მაგრამ არ არის ხილული ან კონკრეტული. ელექტრული დენი არის მოძრაობის მამოძრავებელი, მანქანის მანქანა. სწორად ასე, ატმური ტეჯები არის ყურის ყური, თვალის თვალი. ეს არის ამმოქმედებელი დენი.
საკვირველია: ატმა არის უმოქმედო და კვალიფიკაციის გარეშე. ის არასოდეს გადადის რაიმეს გაკეთებაზე ჭკუასთან ან გრძნობებთან ერთად, გახსოვდეთ. ესენი ხდება ამოქმედებული თვით ატმას დასწრებით! მზის სხივებმა არ იცის საერთოდ მოქმედების შესახებ რომელსაც ეს სხივები იწვევს; ატმა არ არის პასუხისმგებელი გრძნობების მოქმედებაზე (ეს სწავლება გადაეცა ვარუნას მიერ მის ვაჟიშვილ ბჰრიგუს).
თვალი როდესაც განათებულია ატმას ბრწყინვალებით, შემძლეა გაიგოს ფორმა, რაც არის მისი სფერო; ის ვერასდროს შეძლებს იმედის ქონას ატმას განათებაზე, რომელიც არის თვითმანათობელი. ნათურები ანათებს ობიექტებს; მაგრამ ობიექტებს არ შეუძლია, თავის მხრივ გაანათოს ნათურა. ვააკს შეუძლია აღწეროს ან გამოხატოს მხოლოდ ისეთივე როგორსაც აქვს კვალიფიკაცია, მსგავსი სახელის, ფორმის, გუნის, კრიიას და ა.შ. როგორ შეიძლება აღიწეროს ან განისაზღვროს ის რასაც არ აქვს კვალიფიკაცია, არც სახელი, არც ფორმა, არც მახასიათებლები… სახელდობრ პარამატმა? თქვენ ვერ აღწერთ სიტკბოს ან მსგავს გემოს სიტყვების მეშვეობით. ატმა არ ექვემდებარება აღწერას. უგონო მანასა გამოცდილებით ვერ გაიგებს გონებას. არ არსებობს მცოდნე ვისაც შეუძლია იცოდეს ყველაფრის მცოდნე. ის არის ყველა ცნობადი ნივთის მიღმა. მაშინ როდესაც შეიცნობა, ის უკვე აღარ იქნება მცოდნე ან ცოდნა.
ბრაჰმანი არის თვით ჯნანამ: ამიტომ, ის ვერასოდეს იქნება ცნობილი~მცოდნეს~ მიერ. შეცნობის პროცესით, სხვა საგნები შეიძლება იყოს ცნობილი, არა ცოდნა თვით. ნათურა არ ითხოვს სხვა ნათურას თავის დასანახად, არც ითხოვს მას მისი საკუთარი სინათლისთვის. მას აქვს სინათლე, ეს არის სინათლე – ეს არის ყველაფერი. იგი ღვრის სინათლეს სხვა ობიექტებზე; ის არ ღვრის სინათლეს მის სინათლეზე. ასევე თქვენ ხართ სინათლე, თქვენ ხართ ატმა. ატმა თქვენში არის იგივე ბუნების როგორიც ატმა ყველა არსებაში. ის არის მხოლოდ ერთი სინამდვილე; მას არ აქვს შეზღუდვა ან ატრიბუტი ან კვალიფიკაცია.
ატმა შეიძლება შეცნობილი იყოს სასთრების შესწავლით და იქ მოცემული მიწერილობების მიდევნით. იგი რაც შეუძლებელია გაშუქებული იყოს სიტყვებით ან ლაპარაკით ან გრძნობებით, იგი რაც ანათებს სიტყვას და ლაპარაკს და ყველა გრძნობას – ეს არის ბრაჰმანი, ან ატმა. ამ უპანიშადის პირველი კანდა ცხადჰყოფს რომ ბრაჰმანი არის შეზღუდულად ან უარყოფილად ან ზემოდან ნამზერად ყოფნის უნარმოკლებული.
ამიტომ, მათთვის ვინც აცხადებს რომ მათ ნახეს ბრაჰმანი, `ეს~ ჯერ კიდევ არის საგანი შემდგომი გამოკვლევისა და გამორკვევისთვის. მათ არ აქვთ მიღწეული საბოლოო სტადია. ვინაიდან მათი არ არის ჭეშმარიტი ჯნანა; მათი არის მხოლოდ ილუზია. ადამიანის ატმა, ვინც იცის, არის თავის თავად ბრაჰმანი; ეს არის ვედანტას ეჭვსგარეშე ვერდიქტი, ასე არ არის? ცეცხლი ვერ დაწვავს თავის თავს; როგორ შეიძლება ატმამ იცოდეს ატმა, როგორ შეიძლება მცოდნემ იცოდეს თავისი თავი? მაშასადამე, მტკიცება, მე ვიცი ბრაჰმანი, არის უმეცრების და არა ნამდვილი ცოდნის ნიშანი.
ამბობენ რომ ბრაჰმანს აქვს სხვადასხვაგვარი შეცნობადი და დათვლადი ფორმა; მაგრამ ეს არის მხოლოდ შეზღუდული აზრით, რაც კვალიფიცირდება სახელით და ფორმით. თავისთავად აბსოლუტი ვერ იგებს ხმას ან სუნს ან გემოს ან შეხებას ან ფორმას. ის არის მუდამ დამსწრე. ნებისმიერ საქმიანობაში რომელშიც თქვენ შეიცნობთ მის დასწრებას, ეს საქმიანობა იძლევა მის სათანადო დამახასიათებელ თვისებას. რომელ სფეროშიც სასთრები განიხილავს და წყვეტს, ეს სფერო ხდება კონკრეტული სასთრისთვის, ბრაჰმანის დამახასიათებელი. შეგნება რომელიც ხდება ხილული მაშინ როდესაც ეს არის შეზღუდული განსაზღვრული ზღვრებით ან ჭურჭლით – ეს ჩაიტანია არის ბრაჰმანი. ჩაიტანია არის მიჯაჭვულობას მოკლებული მაგრამ, ჯერ კიდევ, როდესაც დაკავშირებულია ობიექტებთან როგორიც არის სხეული, იგი იძლევა შთაბეჭდილებას რომ იგი არის მიჯაჭვული. ფაქტიდან რომ მაშინ როდესაც ტბის წყალი ღელავს მზის გამოსახულება წყალქვეშ ირყევა, თქვენ არ შეგიძლიათ დასკვნის გაკეთება რომ მზე ცაში, რომელიც არის განმარტოებული და დაშორებით, ასევე ირყევა! მზე და წყლის ზედაპირი არ არის ერთმანეთან დაკავშირებელი. არანაირი კავშირი ამ ორს შორის არ შეიძლება იყოს პოსტულატად მიჩნეული. ამის მსგავსად როდესაც სხეული იზრდება, იშლება და ა.შ., ეს იძლევა შთაბეჭდილებას რომ ატმა ასევე არის ამგვარად ზემოქმედებული; მაგრამ, ატმა არის უცვლელი. ბრაჰმანი არის ინტელექტუალური მაძიებლის მისაწვდომობის მიღმა, ის შეიძლება მიღწეული იყოს მხოლოდ მათ მიერ ვინც დათმობს გონებას როგორც უსარგებლო ინსტრუმენტს. მხოლოდ გამოცდილების შეძენა არის მიახლოების მეთოდი, მტკიცებულება, შედეგი. ბრაჰმა ჯნანას ბოლო სტადია არის დასრულება ყველა გამოკვლევის, ყველა ძებნის. ფაქტიური რეალიზება, საკშატკარა არის მისი ნაყოფი. ეს უმაღლესი სტადია მიიღწევა სამადჰიში, დამშვიდებაში ყველა მღელვარების შემეცნების ყველა დონეში, თუმცა რასაკვირველია წინასწარი ნაბიჯები სრავანას, მანანას და ნიდიდჰიანას არის დაკავშირებული ბუდჰისთან ან გონებასთან. ადამიანი იძენს სატიასვარუპას, თუ ის იგებს ატმას ბუნებას; თუ ის არ იგებს, მაშინ ეს არის დიდი დანაკარგი, უეჭველად. ჯნანი შეიცნობს ყოველ ცოცხალ არსებაში და ყოველ ობიექტში ყველაფრის შემავსებელი ატმას პრინციპს და როდესაც ის ტოვებს მსოფლიოს ის ხდება თავისუფალი დაბადებისა და სიკვდილისგან.
ბრაჰმაჯნანა არის მემკვიდრეობა კაცის; ის არის უფლების მქონე მასზე. თუ ის არის გაცნობიერებული ამაში და თუ თავისი ძალისხმევებით, ის ზემოაღნიშნული მეთოდებით აღწევს ბრაჰმანის ჯნანას მიღებას, მაშინ ჭეშმარიტად, მისი კარიერა ამ მსოფლიოში არის ღირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის მთლიანად ფუჭი. ატმა, როდესაც შეიცნობა ცნობიერებაში, გამოკრთება როგორც ელვის ზოლი, წამში ეს აჩვენებს მის ბრწყინვალებას და დიდებულებას. შეუძლებელია მისი სრული სიდიადის გაგება. ჭკუა არის ატმას მოსასხამი; ეს განაპირობებს ატმას ან უფრო სწორად გამოაჩენს. ამიტომ ეს მოჩანს ატმასთან ძალიან ახლოს, და გაიძულებთ თქვენ მიიჩნიოთ რომ ეს აღწევს მას; ეს არის ამის გაკეთების ქმედუუნარო. რამდენადაც ეს არის ყველაზე ახლოს, სადჰაკა წარმოიდგენს რომ მისმა ჭკუამ შეიცნო ატმა და სწყურია განცდა კვლავ და კვლავ. ეს, რასაკვირველია, არის კარგი, რადგან ეს ახალისებს ძებნას ბრაჰმანთან შესარწყმელად.
ბრაჰმაჯნანისთვის, დაპირისპირებები დჰარმას და ადჰარმას, დამსახურება და დაუმსახურებლობა არის არარსებული. დჰარმიული ცხოვრება სთავაზობს უმაღლეს ლოკებს სიკვდილის შემდეგ და ადჰარმიულ ცხოვრებას მიჰყავს ადამიანი დაბალ ლოკებში; მაგრამ ორივე არის ბორკილი მაძიებელი სადჰაკისთვის, ვისი თვალებიც მოცილებულია უმეცრებას და ჭეშმარიტების გაცნობიერებას. მან უნდა ეძებოს შემპყრობი ბაწარი რომელიც აბამს გულს ობიექტურ სამყაროსთან. ამგვარად, მას უნდა პასუხი კითხვაზე რომლითაც ეს უპანიშადი იწყება: რით აკეთებს ჭკუა გაგებას საგნების და ა.შ.? ბრაჰმანის ჯნანას მისაღწევად, თაფასი, თვითკონტროლი, ვედური რიტუალები, გამოსახულების თაყვანისცემა, ყველა არის კარგი დამხმარე. ჯნანას აქვს ჭეშმარიტება თავის საცხოვრებელ ადგილად.
ეს უპანიშადი იძლევა ყველა მაძიებლისთვის ბრაჰმაჯნანას უპადესას: მას საქმე აქვს ბრაჰმამთან, რომელიც არის სატიამ, ჯნანამ და ანანტამ.
-
ბოლო ჩანაწერები
ბოლო კომენტარები
არქივები
კატეგორიები
მეტა