VII. პრაშნოპანიშადი

პრაშნოპანიშადი არის ატარვავედას დანართი. ეს ასე სახელწოდებულია, რამდენადაც ეს არის კითხვების (პრაშნას) და პასუხების ფორმაში. ამ ხერხით ეს იხილავს უფრო საგულდაგულოდ რამდენიმე თემას რომელიც განხილულია ნაწილობრივ მუნდაკოპანიშადში. ამით ეს გახდა კომენტარები მუნდაკოპანიშადზე. მაგალითად, მუნდაკა ამბობს რომ ვიდია არის ორი ტიპის: პარა და აპარა, და ეს აპარავიდია არის ორი სახეობის: კარმა და უპასანა. აქედან, ამ უპანიშადში მეორე და მესამე პრასნა ეხება უპასანას. ვინაიდან კარმას სწავლება მთლიანად დაფარულია კარმა-კანდაში, ეს არ არის დამუშავებული აქ. როდესაც ორივე კარმა და უპასანა პრაქტიკდება მათგან ნაყოფზე ყურადღების მიუქცევლად, ესენი ხელს უწყობს განდგომას და მიუბმელობას. ეს არის დასკვნა რასთანაც მივდივართ პირველი პრასნით. ამიტომ თუ პრაშნოპანიშადი შესწავლილი იქნება მუნდაკას შემდეგ, საგანი გახდება ნათელი. ორი პიროვნებიდან, პარაბრაჰმადან და ა-პარაბრაჰმადან, ა-პარაბრაჰმა უძლურია აჩუქოს პურუშა არტა, რაც არის ხანგრძლივი ფასეულობა: გააცნობიერეს რა ეს მაძიებლებმა რომლებსაც ძლიერ სურდათ მარადიული ბრაჰმას მიღწევა ისინი მიუახლოვდნენ კომპეტენტურ მასწავლებელს, პიპალადას. სიტყვა ანვეშამაანაა (ძებნა), გამოყენებული აქ დისციპლინის დამოკიდებულების აღსანიშნავად, აჩვენებს რომ ისინი მიბმული ა-პარაბრაჰმაზე, (დაბალ მეზე დაუკავშირებელზე ზესულთან) მარცხს განიცდიან თავიანთი საკუთარი ძირითადი ჭეშმარიტების როგორც ატმანის, იდენტიფიცირებაში. ამიტომ არის რომ ისინი კვლავ `ეძებენ~ მას, სადღაც თავიანთი არსების ჭეშმარიტების გარეთ! მარადიული უნიკალური პარაბრაჰმა პრინციპი შეიძლება იყოს შეცნობილი მხოლოდ სასტრების შესწავლის მეშვეობით, უშუალოდ გურუს ან მასწავლებლის ხელმძღვანელობით. მაძიებლები უნდა მიუახლოვდნენ გურუს, როგორც `სამიტპაანის~; ე.ი. არა უბრალოდ `ხელში სარიტუალო საწვავის, სამსხვერბლო ცეცხლის ჭერით~. ეს ასევე ნიშნავს მისართმევად სასურველ ღირსეულ შეთავაზებას. მაძიებლები ხვდებიან პიპალადას და ის ეუბნება მათ, `იშვიათი და ძვირფასი სწავლება დაკავშირებული მსოფლიოს და მე-ს ფუნდამენტალურ საიდუმლოებასთან, ცნობილთან როგორც ბრაჰმავიდია, არ შეიძლება გადაცემული იყოს უზიარებლებზე. მოწაფეები ჯერ უნდა იყვნენ გამოკვლეული და გამოცდილი წლის განმავლობაში~. როდესაც წელიწადი გავიდა, კატიაიანამ ჰკითხა პიპალადას ასე: `რა მიზეზის გამო არიან დაბადებული ცოცხალი არსებები?~ `ისინი ვისაც სურს შთამომავლობა არიან პრაჯაკამები; სურვილი არის ძირითადად თავისი თავის მოდგმად ქცევა, თავის უკვდავსაყოფად. ჰირანიაგარბჰა რომელიც არ არის გამოცალკევებული პარა-ბრაჰმადან, არის პრაჯაპატი. ჰირანიაგარბჰას, როგორც პრაჯაპატის, სურს შთამომავლობა; მას აქვს ა-პარა ვიდიას ნაკვალევები დაკავშირებული მასთან წარსული წარმოშობებიდან რაც იწვევს მის სურვილს~. ეს არის გურუს პასუხი. სურია ან მზე თავისი სხივებით ანათებს ყველა არსებას ათ არეში. სურია არის პრაჯაპატის ნამდვილი მე, და აქედან გამომდინარე, ორივე როგორც არეებში ასე განათებულებიც – ხდება პრჯაპატის ნამდვილი `მე~. სიტყვა `პრანა~ ამიტომ მიმართულია ადიტიასკენ თავისთავად, რადგან ადიტია (მზე) იძლევა პრანას (სასიცოცხლო არსს). რამდენადაც ყველა არსება არის სიცოცხლის შემძლე საჭმლის მოხმარებით და ა.შ., მზე ასევე ცნობილია როგორც ვისვანარა. მთელი სამყარო არის მისი ბუნების და ამიტომ ის არის ასევე ცნობილი როგორც ვიშვარუპა. სამვატსარა ან წელიწადი, მზის მდგომარეობის შესაბამისად, არის დროის მაჩვენებელი. დრო არის მხოლოდ სერია დღეების და ღამეების, და ესენი არის მზით გამოწვეული ფაზები. მთვარის ბრუნვა იწვევს ტიტიებს ან სისრულის მდგომარეობებს. ტყუპი ძალა, მზე და მთვარე, არის პრაჯაპატის პროდუქტი და ამიტომ, დრო რომელიც არის ნიშანდებული ტროპიკებით, სეზონებით, თვეებით და ა.შ. არის ასევე იგივე არსი. პრაჯაპატის აქვს ჩრდილოეთის და სამხრეთის ციკლები ასევე. პრაჯაპატის განჭვრეტა და თაყვანსცემა ამ უნივერსალურ ასპექტში იხსენება ასევე როგორც თვით `ჯნანა~. მას ვინც უზრუნველყოფილია ამ ჯნანით და ვისაც აქვს ძალაუფლება გრძნობებზე ისევე როგორც რწმენა ვედებში, შეუძლია ადვილად დაირწმუნოს თავი რომ ის არის ნამდვილი ატმანი; მიდევნებით უთთარამარგაზე ან ჩრდილოეთის გზაზე, ის აღწევს სულიერ მდგომარეობას ცნობილს როგორც სურიალოკა. ეს ლოკა არის თავშესაფარი ყველა ცოცხალი არსების. მხოლოდ მათ ვინც მთლიანი თაყვანისცემით აკავებს თავის თავს მის ყოველდღიურ მოვალეობებში, აქედან ნაყოფის რაიმე სურვილის გარეშე, შეუძლიათ შესვლა ამ ლოკაში. სეზონები მსგავსი ვასანტას ან გაზაფხულის არის მზის ტერფები, დროის სიმბოლო; თორმეტი თვე არის მისი პირადი შტრიხები; ის არის მსოფლიოთა მიზეზი – ეს არის ჭეშმარიტებები გამოხატული მეოთხე და მეექვსე მანტრებში. წვიმებიც გამოწვეულია მზით, ამიტომ ის არის სხვა ლოკას, მესამე, დიუ ლოკას მეპატრონეც. აკასას, ვაიუს, აგნის, ჯალას და ბჰუმის – ელემენტებს რომლებიც შეადგენს სხეულს ყავს თავისი თავმჯდომარე ღმრთაებები; მამოქმედებელ გრძნობებს მსგავსს ლაპარაკის და `ცოდნის~ გრძნობებს მსგავსს ხედვის ასევე ყავს თავისი ღმრთაებები; ეს ყველა არის ქმნილების საყრდენი სვეტები და არ უშვებენ სხეულის სტრუქტურის დაშლას ნაწილებად. სხეული არის კომპლექსი წარმოებული 5 ელემენტის კომბინაციით. ჯნანენდრიები არის შედეგი ამ კომბინაციის. ამგვარად სხეული არის შედეგებისა და მიზეზების კონა. როგორც მანები ბორბლის, ესენი არის ჩამაგრებული პრანას მორგვში. ასევე რიკები, იაჯურვედური მანტრები, სამავედური მანტრები, იაჯნები სადაც ეს მანტრები მუშაობს, კშატრა რომელიც იცავს ადამიანებს საშიშროებისგან, იაჯნებში კონცენტრირებული ბრაჰმანური ძალა, … ყველა ეს არის პრანას ბუნების. როდესაც პრაჯაპატი ხდება ღრუბელი და ღვრის წვიმას, ყველა ცოცხალი არსება ხარობს და არის სიცოცხლის შემძლე. `ყველა საქმე რომელიც ხელს უწყობს ბედნიერებას არის შეკრული შენში; აქედან გამომდინარე მზრუნველობით აღგვზარდე ჩვენ როგორც დედამ. შენ წარმოქმნი ყველა სიმდიდრეს და კეთილდღეობას, დაკავშირებულს სულიერ და ფიზიკურ დაცვასთან. მოგვეცი ჩვენ ეს სიმდიდრე და ეს სიბრძნე~. ეს არის ლოცვა მიმართული პრაჯაპატზე. რიგ, იაჯუს, სამა მანტრები არის ბრაჰმული სიმდიდრე; სიუხვე არის კშატრიული სიმდიდრე. ამგვარად, უპანიშადი ანვითარებს აზრს პრანა პრაჯაპატიზე და მის ფუნქციებსა და ატრიბუტებზე. ამის შემდეგ, პიპალადა იღებს ბრაჰგავას შეკითხვას, და, მოგვიანებით, კასალია, ასვალაიანა, ეკითხება მას პრანას შესახებ. შემდეგ, პიპალადა ამბობს, `ჩემო ძვირფასო ბიჭო, მსგავსად ადამიანის მიერ წარმოქმნილი ჩრდილის პრანა არის ატმას წარმოებული. პრანა უძღვნის თავის თავს ატმას მანასას სანკალპის მეშვეობით. მსგავსად მმართველის რომელიც აწესრიგებს თავისი სამფლობელოების მართვას, მთავარი პრანა ნიშნავს სხვადასხვა პრანებს ადგენს ფუნქციებს და სამუშაო სფეროებს თითოეულისთვის. მუკჰია პრანას ან მთავარს ჰყავს ადიტია და სხვა ღმერთები როგორც მისი მამოძრავებელი ძალა. მოგიზგიზე ცეცხლის ალიდან გამომხტარი ნაპერწკლების მსგავსად, ცოცხალი არსებები გამოსხივდებიან მარადიული პარამატმადან; ისინი იკარგებიან თვით იგივე ცეცხლში~. ეს არის ნახსენები მუნდაკაში. (II – 1 – 1) შემდეგ პიპალადამ უპასუხა გარგის ასე: `ჩამავალი მზის სხივები შთაინთქმება თვით მზეში; ესენი გამოსხივდება და ვრცელდება კვლავ როდესაც მზე ამოდის შემდეგ დღეს. იგივე მანერაში, სიზმრის განმავლობაში, გრძნობითი სამყარო შთაინთქმება შეგნება-ამსახავ ჭკუაში და როდესაც ადამიანი იღვიძებს ძილიდან, გრძნობიერი შთაბეჭდილებები გამოსხივდება როგორც ძველი და მიმავალი მათ ბუნებრივ ფორმაში. ამიტომაც არის რომ მე ან პურუშა არ ისმენს ან ხედავს ან ეხება ან ხარობს. ის არ დადის და არ ლაპარაკობს. ატმა რომელიც არის სუფთა ციალი სიზმრის მდგომარეობის განმავლობაში, ხედავს, ისმენს და განცდის, როგორც ვასანები, რომლებიც ხედავს, ისმენს და განცდის მღვიძარების მდგომარეობის განმავლობაში. როდესაც კეთდება განცხადება რომ `ატმა არის ყველაფრის საფუძველი~ იქმნება შთაბეჭდილება რომ ყველაფერი განსხვავდება მისგან. მაგრამ, განსხვავება რაც არის აშკარა `ყველაფრის საფუძველსა~ და `ჯივას~ შორის რაზეც ეყრდნობა ეს არის უბრალოდ ილუზია გამოწვეული გარემოებებით; ეს არის მენტალური და არა ფუნდამენტალური. პიპალადამ ასევე თქვა რომ რომელი ლოკაც არის მინიშნებული პრანავას მეშვეობით თაყვანცემული ღმრთაებით, ეს ლოკა იქნება მიღწეული. მომდევნოდ, სუკესამ, ბჰარადვაჯას ვაჟმა, კითხვა დაუსვა მასწავლებელს და მისი პასუხი ითქვა ასე: `პურუშა რომლის შესახებაც შენ კითხულობ არის თვით ამ სხეულში, როგორც შინაგანი ცის, გულის მობინადრე. მისი იქ ყოფნის ანგარიშზე არის რომ თქვენ კაშკაშებთ გარეთ მიღწევისა და პიროვნების სრული ბრწყინვალებით. ესენი წარმოიქმნებიან მისგან და შთაინთქმებიან მასში. მსგავსად ვერსის ქვების რომლებიც პროგრესულად იზრდება და ურთიერთდამოკიდებულია, დედამიწა, დურგა, საკვები და პურუშა – ოთხივე პრინციპი წარმოიშვა ერთი მეორიდან (ტაიტირიას მეორე ნაწილის თანახმად). წარმოშობა შეიძლება არ იყოს აშკარა თვალებისთვის, მაგრამ, ვინაიდან ჯნანენდრიების და კარმენდრიების წარმოშობა უკვე იყო აღწერილი, პურუშას წარმოშობაც არის ისევე სარწმუნო როგორც გაცხადებულია. ყველა მდინარე უერთდება ოკეანეს და კარგავს მასში თავის სახელს და ფორმას. მდინარეები ამის შემდეგ იწოდება ოკეანედ. ასევე რჩება მხოლოდ პურუშა. ის არის რაიმე მიღწევის და შტრიხების ან ცვლილების გარეშე. ის არის მარადიული, უსასრულო. ეს არის ყველაფერი რაც მე ვიცი ბრაჰმანის შესახებ, და ეს არის ყველაფერი რაც უნდა ვიცოდე~. უთხრა პიპალადამ კადანდჰის და სხვა მოწაფეებს. ეს უპანიშადი მთავრდება საპატიო თაყვანისცემით რასაც უხდის მოწაფე მასწავლებელს. მამა იძლევა მხოლოდ სხეულს; პიპალადამ მისცა მათ ბრაჰმა-შარირა მათთვის ატმატატვას სწავლებით. ექვსმა მოწაფემ, კადანდჰიმ, ვაიდარბჰიმ, კოსალიამ, სოურიაიანიმ, სტიაკამამ და სუკესამ საბოლოო ჯამში დასვა ექვსი შეკითხვა. ეს შეკითხვები და პასუხები აქვეყნებს მუნდაკას ქვეტექსტებს და მსახურებს როგორც კარგი კომენტარები ამ მოკლე ტექსტებზე. ექვსი კითხვა არის: 1. ზუსტად რა არის პარა და აპარა? 2. ვინ მფარველობს და იცავს შექმნილ არსებებს? 3. ჰირანიაგარბჰა როგორ ვლინდება პარამატმადან? 4. როგორ წარმოიქმნება ქმნილება პარამატმადან? 5. სრული ჩაიტანია პრინციპი, პრანა, როგორ შედის სხეულში და მიემართება ხუთ არხში? 6. რანაირი არის გრძნობები რომლებიც მოქმედებს სამ მდგომარეობაში – მღვიძარებაში, სიზმარში და ძილში? ეს არის გამოკვლევის მიმართულებები რომლებიც ხორცშესხმულია ამ უპანიშადში.