IV მუნდაკოპანიშადი

ეს უპანიშადი იწყება ვედრებით, ლოცვით რომ თვალები ხედავდეს ხელსაყრელ ნივთებს, ყურები ისმენდეს ხელსაყრელ ხმებს, და რომ სიცოცხლე გაიხარჯოს უფალზე ფიქრში. ამ უპანიშადის სწავლება იხსენება როგორც ბრაჰმავიდია, ან იმიტომ რომ ეს აღწერს ჰირანიაგარბჰას პირველ გზავნილს, მიზეზობრივ ბრაჰმას, ან იმიტომ რომ გზავნილი ეხება ბრაჰმანის დიდებას. ეს უპანიშადი ლაპარაკობს ბრაჰმავიდიაზე როგორც საიდუმლოზე რომლის გაგებასაც შეძლებენ მხოლოდ ისინი გადაპარსული თავებით და ისინი ვინც გადის გადაპარსულ თავზე ცეცხლის გადმოსვლის რიტუალს. ამიტომ ეს იწოდება მუნდაკად, ან გადაპარსულ თავად. ამის გარდა, ეს უპანიშადი არის თაყვანცემული როგორც ყველაფრის მწვერვალი, რადგანაც ეს ვრცლად გადმოსცემს ბრაჰმა ჯნანას ნამდვილ დედააზრს. ეს არის მიწერილი მეოთხე ვედაზე, ატარვანაზე. ეს ცოდნა გადმოეცემოდა მასწავლებლიდან მოწაფეს ზეპირად, გამდიდრებული და დადასტურებული გამოცდილებით; ამას ეწოდება ასევე პარავიდია, სხვა ცოდნა რომელსაც საქმე აქვს უატრიბუტებო პრინციპთან; როდესაც მას საქმე აქვს ატრიბუტებით-სავსე, საგუნას, მატერიალიზებულ პრინციპთან, ის იწოდება ა-პარავიდიად, იმანენტური, არა ტრანსცენდენტური ასპექტის ცოდნად. ეს ორი არის რაც მოიძებნება ამ უპანიშადში. ეს იყო ნასწავლები შაუნაკას და აგნირასას მიერ; ეს არის რასაც ტექსტი აცხადებს. ვედებს და ვედანგებს საქმე აქვთ ა-პარავიდიასთან. უპანიშადებს საქმე აქვს სპეციალურად პარა-ვიდიასთან. მაგრამ საინტერესო რამ არის: ა-პარა-ვიდია წინამორბედია პარაზე, ბრაჰმანის ცოდნაზე, რაც არის მიზანი. ობობა თვით თავისგან ავლენს ჩინებულ აბლაბუდას; სწორედ ასევე ეს ჯაგატი (მოძრვი ცვალებადი სამყარო) არის გაცხადებული მიზეზობრივი ბრაჰმანიდან. ჯაგატი ან სამსარა არის პროდუქტი შემქმნელ-შექმნილის კომპლექსი. ეს არის ჭეშმარიტი და ნამდვილი და სასარგებლო, ისე დიდ ხანს რამდენ ხანსაც ადამიანი არის სინამდვილეს გაუცნობიერებელი. ყველაზე დიდი რაც ადამიანს შეუძლია მიიღოს საქმიანობით, ე.ი. წმინდა ან საღმრთო საქმიანობით არის ზეცა ან სვარგა, რომელსაც აქვს სიცოცხლის უფრო დიდი ხნის იჯარა, მაგრამ, რასაც აქვს დასასრული ამის მიუხედავად. ამიტომ მაძიებელი კარგავს ყველა ძლიერ სურვილს ზეცისთვის; ის აღწევს თანაგრძნობით სავსე ხანდაზმულ მასწავლებელს, ვინც ასწავლის მას დისციპლინას ბრაჰმანის გასაცნობიერებლად. ყველა არსება არის ბრაჰმანი და სხვა არაფერი. ეს ყველა გამოსხივდება ბრაჰმანიდან. როგორც ნაპერწკლები გამოსხივდება ცეცხლიდან, როგორც თმები იზრდება კანზე მაგრამ არის განსხვავებული მისგან, ასევე არსებები წარმოიქმნებიან ბრაჰმანიდან. ბრაჰმანი წარმოშობს მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს და პლანეტებს მბრუნავს კოსმოსში; ბრაჰმანი ჩუქნის ცოცხალ არსებათა ყველა მოქმედების შედეგებს. ჯივი და ისვარა, ინდივიდი და უნივერსალი არის ორი ჩიტი მჯდომი იგივე ხეზე ე.ი., ადამიანის სხეულზე. ჯივი მოქმედებს და იტანჯება ამ მოქმედების შედეგებით. ისვარა ზის მშვიდად, როგორც მეორე ჩიტის მოწმე. როდესაც ჯივი იმზერს ისვარას და აცნობიერებს რომ ეს არის მხოლოდ წარმოსახვა, ის გარბის დარდისა და ტკივილისგან. როდესაც ჭკუას სწყურია ისვარას ცოდნა, ყველა დაბალი სურვილები მცირდება და ქრება. შემდეგ მიიღწევა ატმას ცოდნა. ამ უპანიშადის ბოლო მანტრა აცხადებს რომ მისი მიზანია აიძულოს ადამიანს ამ ჯნანას მიღწევა. მუნდა ნიშნავს თავს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს უპანიშადი არის ყველა უპანიშადის თავი. ამიტომ ბრაჰმა სუტრაც კი უთმობს ორ თავს ამ უპანიშადის მანტრების შინაგანი მნიშვნელობის გულმოდგინედ განვითარებას. მას აქვს სამი ნაწილი, თითოეულში ორი თავით. პირველ ნაწილშია, ა-პარავიდია, და მეორე ნაწილში პარავიდია და მათი დაუფლების საშუალებებია განხილული. მესამეში, სინამდვილის და მონობიდან გათავისუფლების ბუნება არის აღწერილი. კარმა რომელიც ეხმარება ბრაჰმას მიღწევას არის აღნიშნული მანტრებში. აი ამიტომ არის ეს უპანიშადი პატივცემული როგორც ძალიან წმინდა. ობობა როგორც უკვე მითითებული იყო, რთავს აბლაბუდას თვით თავისგან რაიმე უცხოს დახმარების გარეშე; ის ასევე იღებს მის მორთულ აბლაბუდას. ზუსტად ასე ქმნილება განხორციელდა აგენტის გარეშე და სამყარო გამოსხივდა. ეს ბუნება ან პრაკრიტი არის მხოლოდ ტრანსფორმირება ბაზისური ბრაჰმანის, მსგავსად ქოთნის ტალახიდან, ქსოვილის ბამბიდან, ძვირფასეულობის ოქროდან. ამიტომ ბრაჰმანს ეწოდება უპადანა პრაკრიტის მიზეზი. ის ასევე არის ნიმიტტაკარანა, ან ნიმიტტა მიზეზი. ვინაიდან ეს სამყარო შეიძლება იყოს შედეგი მხოლოდ მაღალი ინტელექტის, ინტელექტის რაც არის ყოვლად-ყოველმხრივი, სარვაჯნა. ზეცა არის უმაღლესი მიღწევადი მდგომარეობა კარმას მეშვეობით. ასეთ კარმათაგან ან რიტუალებიდან, აგნიჰოტრად წოდებული ცეცხლის თაყვანისცემა არის უმთავრესი. ასეთი რიტუალების შესრულება ხელს უწყობს ჭკუის გასუფთავებას. ასეთი გასუფთავება არის საჭირო აპარავიდიასთვის წინასწარ მოსამზადებლად. ალები რომლებიც ადის მაღლა ცეცხლის სამსხვერპლო ალტარიდან ეჩვენება შემსრულებელს თითქოს ესენი მიემშვიდობებიან მას სინამდვილის ან ბრაჰმანის შესაცნობად. ის ვინც აკეთებს რიტუალს მანტრას მნიშვნელობის სრული გაცნობიერებით შემძლეა მიაღწიოს მზის ბრწყინვალებას გაკეთებული შეთავაზების მეშვეობით; მათ აჰყავთ ის ინდრას, ღმერთების მბრძანებლის სამფლობელოში. ვედები რეკომენდირებს სავალდებულო კარმის ორ ტიპს: ისტას და პუურტას. აგნიჰოთრას რიტუალი, ერთგულება ჭეშმარიტების, თაფასის ან ასკეტობის, ვედა-ადჰიაიანამ ან ვედების შესწავლა, მსახურება შეთავაზებული სტუმრებისთვის საკუთარ სახლში – ესენი არის ისტა; აშენება ტაძრების, ქარვასლების, დასასვენებელი სახლების, რეზერვუარების, ხეივნის ხეების დარგვა – ასეთი მოქმედებები არის პუურტა. ესენი იძლევა შედეგებს რომლებიც არის სასარგებლო, მაგრამ ასეთი მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვები არის წარმავალი, ესენი არის ფუნდამენტურად არასრულფასოვანი. მთელი ქმნილება არის კავშირში სახელებთან და ფორმებთან და ამიტომ არის არარეალური. ის შეიძლება აღწერილი იყოს სიტყვებით და ამგვარად შეზღუდული და შემოსაზღვრულია გონებითა და ჭკუით. პარამაპურუშა, უზენაესი პიროვნება მხოლოდ არის მუდმივი, ნამდვილი და სუფთა. ის არის მოქმედების მოკარნახე და შედეგების გამცემი. მაგრამ ის არის მხედველობის მიღმა, გონების მიღმა. მსგავსად ბორბლის მანების რომლებიც გამოდის მორგვიდან, რომლებიც მიდის ყველა მიმართულებიდან ცენტრისკენ, მთელი ქმნილება გამოსხივდება მისგან. ცენტრალური მორგვის მისაღწევად და იმის გასაგებად რომ ყველა მანი გამოდის მისგან, ჭკუა არის ინსტრუმენტი. ბრაჰმას სამიზნე მიიღწევა ჭკუის ისრით. დააფიქსირეთ თქვენი ჭკუა სამიზნეზე და გამოიყენეთ უპანიშადების სწავლება როგორც მშვილდი, ისროლეთ ზუსტად და მაგრად, ბრაჰმანის და მასწავლებლის სამიზნეში მოსახვედრად. ესე იგი პრანავა ან ომ არის ისარი; ბრაჰმანი არის სამიზნე. ბრაჰმანი ანათებს ჯივის არეკვლით შინაგან შეგნებაზე ან ანტაჰ-კარანაზე. ადამიანმა მხოლოდ უნდა შემოატრიალოს ეს შეგნება საგნობრივი სამყაროდან, რომელთან კონტაქტიც აჭუჭყიანებს ჭკუას. ახლა, ავარჯიშეთ შინაგანი შეგნება ომ-ზე მედიტირებაში, ცალმხრივ მიმართული ყურადღებით. იმედიტირეთ ატმაზე როგორც შეუხებელზე ჯივით, მაგრამ არსებულზე მასში და მასთან და მის გამააქტიურებელზე. იმედიტირეთ მასზე გულში, რომლიდანაც გამოსხივდება უთვალავი ნადი, წმინდა ნერვები, ყველა მიმართულებით. თუ ამ პროცესს მიჰყვება, ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს ჯნანას ან სიბრძნეს. სამყარო არის ინსტრუმენტი ღმერთის დიდებულების გამოსამჟღავნებლად. შინაგანი ცის კამარა კაცის გულში ასევე თანაბრად არის გამომჟღავნება მისი დიდების. ის არის სუნთქვა ადამიანის სუნთქვის. რამდენადაც მას არ აქვს სპეციფიკური ფორმა, ის ვერ მიენიშნება სიტყვებით. ვერც მისი საიდუმლო იქნება ჩაწვდომილი სხვა გრძნობებით. ის არის ასკეტობით მიღწევის მიღმა, ვედური რიტუალების საზღვრებს მიღმა. ის შეიძლება გაცნობიერდეს ინტელექტით რომელიც გასუფთავდა მიბმულობის და სიძულვილის, ეგოურობის და მესაკუთრეობის გრძნობის ყველა კვალისგან. მარტო ჯნანას შეუძლია თვითრეალიზების ჩუქება. დჰიანას შეუძლია უნარების კონცენტრირების ჩუქება; ამ კონცენტრირების მეშვეობით, ჯნანა შეიძლება იყოს მოპოვებული, სხეულში ყოფნის დროსაც კი. ბრაჰმა ააქტიურებს სხეულს ხუთი სასიცოცხლო ნიავით ან პრანით. ის გვაღირსებს თავისთავის გამომჟღავნებას იგივე სხეულში როგორც კი შინაგანი შეგნება აღწევს საჭირო სისუფთავეს. რადგან ატმა იმანენტურად არის გრძნობებში, შინაგანში და გარეგანში, როგორც სითბო საწვავში და კარაქი რძეში. ახლა, ცნობიერება არის მსგავსი ნესტიანი საწვავის, რომელიც დასველებულია გრძნობითი სურვილების და იმედგაცრუებების სიბინძურით. როდესაც გუბე გულში გახდება სუფთა ლორწოვანი ჩანაზარდებიდან, ატმა იკაშკაშებს მის სუფთა ბრწყინვალებაში. ის ვინც იძენს ცოდნას ამ ატმას შესახებ არის დაფასებული. ვინაიდან, ის არის გათავისუფლებული. ის გახდა ბრაჰმანი, ის რასაც ესწრაფოდა რომ სცოდნოდა და ყოფილიყო.