III კატოპანიშადი

ამ უპანიშადში მოთხრობილია ამბავი ნაჩიკეტას შესახებ, ვინც ინიცირებული იყო სულიერ დისციპლინაში თავად იამას მიერ. იგივე ამბავი ნახსენებია ტაიტირია ბრაჰმანაში და მაჰაბჰარატაშიც, ანუსაასანაპარვას 106 თავში. ეს უპანიშადი ცნობილი გახდა წარმოსახვის სინათლით და სიღრმით. ბევრი აზრი გამოხატული მასში შეიძლება მოიძებნოს ბჰაგავად გიიტაში. რამდენადაც ეს ეხება კრიშნა იაჯურვედას სკოლის კატა სააკჰას, მას ეწოდება კატოპანიშადი. ძალიან მკაცრი მერიტუალე, ვააჯასრავასი, ცნობილი ასევე როგორც გაუტამა, ასრულებდა იაგას. როგორც მსხვერპლშეწირვის ნაწილი მან გასცა ძროხები რომლებსაც მეტად აღარ შეეძლოთ ბალახის ჭამა და წყლის დალევა, არც რძის მოცემა! ეს ძროხები იყო ძალიან ხნოვანი ნებისმიერი სასარგებლო მიზნისთვის. ამის შემხედვარე, მისმა გონიერმა ვაჟმა, სახელად ნაჩიკეტას, გააცნობიერა რომ მის მამას დროთა განმავლობაში წილად ხვდებოდა დიდი დარდი გამომდინარე ცოდვილი საჩუქრებიდან. ბიჭს სურდა თავისი მამის გადარჩენა მისი ბედისგან, რამდენადაც ეს იყო მის ძალაუფლებაში; მან ჰკითხა თავის მამას, ვისთვის აპირებდა ის მის შეთავაზებას საჩუქრის სახით! მან თავი მოაბეზრა თხოვნით რომ ისიც უნდა მისცეს ერთ რომელიმეს. ამან მამა ისე გაბრაზდა რომ მან იყვირა ზიზღით, `მე მიგცემ შენ სიკვდილის ღმერთს~. რის შემდეგაც ნაჩიკეტასმა დაადგინა რომ მისი მამის სიტყვები არ უნდა გაყალბდეს იმის მიუხედავად რომ ეს იყო წარმოთქმული ჯივა-ლოკაში, ინფიცირებულში დაბადებით და სიკვდილით. ამიტომ მან დაარწმუნა თავისი მამა შეეთავაზებინა ის ზუსტ რიტუალურ სტილში, საჩუქრად იამასთვის. ნაჩიკეტასი სწრაფად გადავიდა სიკვდილის ღმერთის საბინადროსთან. მას მოუწია სამი ღამის ლოდინი ვიდრე ნახავდა იამას. სიკვდილის უფალმა თავი იგრძნო დამნაშავედ რომ დააყოვნა ბრაჰმანი სტუმარი და შეპირდა ნაჩიკეტასს (გამოსყიდვის გზად) სამ წყალობას, თითოს თითოეული ღამისთვის რომელიც მან გაატარა მისი კარების გარეთ. ნაჩიკეტასს უნდოდა პირველი, რომ როდესაც ის დაბრუნდება მშობლიურ ადგილზე და სახლში მისი ბრძანებით, მისი მამა მას შეხვედროდა სიხარულით, თავისუფალი ყველა რისხვისგან მის ადრინდელ უტიფრობაზე და სავსე გონებრივი სიმშვიდით. მისი მეორე სურვილი იყო გაეგო ზეცაში შიმშილის ან წყურვილის და შიშის არ არსებობის საიდუმლო. იამამ სიამოვნებით მისცა ეს წყალობები. გარდა ამისა იამამ აზიარა ის სპეციალურ რიტუალში, და მის საიდუმლოში. ნაჩიკეტასი უსმენდა მოწიწებით და იჭერდა ამ რიტუალის დეტალებს სწრაფად და ნათლად. იამა იყო ისე კმაყოფილი თავისი ახალი მოწაფით რომ მისცა იაგას ახალი სახელი ნაჩიკეტა აგნი! ეს იყო დამატებითი წყალობა, მისი ახალგაზრდა სტუმრისთვის. ნაჩიკეტასმა თქვა: `მასწავლებელო! ადამიანი არის მოკვდავი; მაგრამ, ზოგიერთი ამბობს რომ სიკვდილი არ არის დასასრული, რომ არსებობს ის სახელწოდებით ატმა რომელიც გადარჩება სხეულის და გრძნობების სიკვდილისას; სხვები ამტკიცებენ რომ არ არსებობს ასეთი ის. ახლა როცა მე მაქვს შანსი, მე მინდა გავიგო ატმას შესახებ შენგან~. იამას სურდა გამოეცადა მისთვის კითხვის დამსმელის ურყევობა და უმაღლესი სიბრძნის ცოდნის დიდი მოწადინება. თუ ის არ იმსახურებდა, იამას არ უნდოდა მისთვის ცოდნის გაზიარება. ამიტომ მან შესთავაზა მიეცა მისთვის სანაცვლოდ, ნაირნაირი სხვა წყალობა, დაკავშირებული მიწიერ კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. მან უთხრა მას რომ ატმა არის ძალიან წმინდა და მოუხელთებელი, რომ ეს არის ჩვეულებრივი გაგებით მიღწევის ფარგლებს გარეთ და დააწყო მის წინ სხვა მიმზიდველი სიკეთეები რომლებიც შეიძლება ყოფილიყო სასიამოვნოდ `სწრაფი~ და `უკეთესი~. ნაჩიკეტასმა უპასუხა, `პატივცემულო მასწავლებელო ამის გაგების სირთულის შენი აღწერა მაიძულებს მე შევიგრძნო რომ არ უნდა გავუშვა ეს შანსი რადგან მე არ შემიძლია მივიღო უფრო კვალიფიციური მასწავლებელი ვიდრე შენ ხარ ამის ამხსნელად ჩემთვის. მე გთხოვ ამას როგორც მესამე წყალობას და არა სხვას. ალტერნატიულ წყალობებს რომელიც შენ გამოფინე ჩემს წინ არ შეუძლია დამარწმუნოს მე სამუდამო შველაში, რაც ატმაჯნანამ მარტო შეიძლება მიბოძოს.~ ამ სრადდჰას და ამ სიმყარის შემხედვარე იამა იყო კმაყოფილი და დაასკვნა რომ ნაჩიკეტასი იყო ღირსეული უმაღლესი სიბრძნის მისაღებად. მან თქვა `კეთილი, ჩემო ძვირფასო ბიჭო! არსებობს ორი განსხვავებული ტიპი განცდების და განზრახვების, რომლებსაც ეწოდება შრეია და პრეია, ორივე ზემოქმედებს პიროვნებაზე. პირველი ათავისუფლებს; მეორე აბამს. ერთს მიჰყავს ხსნასთან და მეორეს დატუსაღებასთან! თუ შენ აგრძელებ პრეიას გზას, შენ ტოვებ ადამიანის უმაღლესი მიზნის გაცნობიერებას, შორს უკან. შრეიას გზა შეიძლება გაარჩიო მხოლოდ დახვეწილი ინტელექტით, ვივეკით; პრეიას გზა არის გატკეპნილი უმეცრების და უკუღმართების მიერ. ვიდია გაჩვენებს შრეიას და ავიდია გაიძულებს ისრიალო პრეიაში. ბუნებრივია, ისინი, ვინც ეძებენ შრეიას გზას არიან ძალიან იშვიათი.~ იამამ გააგრძელა: `ატმა არის აუღელვებელი, მშვიდი; ეს არის შეგნება, უსასრულო და მთლიანი. ის ვინც შეიცნო ატმა აღარ იქნება შეხებული ორმაგი იდეებით ‘არის’ და ‘არ არის’, ‘მკეთებელი’ და ‘არმკეთებელი’ და ა.შ. ატმა არ არის თუნდაც შესაცნობი ობიექტი! ეს არ არის არც მცოდნე, არც საცოდნელი და არც ცოდნა. ამის აღმოჩენა არის უმაღლესზე უმაღლესი ხედვა; ადამიანის ინფორმირება ამის შესახებ არის უმაღლესზე უმაღლესი სწავლება. მასწავლებელი არის ბრაჰმამ, და შემსწავლელიც არის ასევე ბრაჰმამ. გაცნობიერება ამ მუდამ-დამსწრე ჭეშმარიტების იხსნის ადამიანს ყოველგვარი მიბმულობისა და მღელვარებისგან და ასე, ეს ათავისუფლებს ადამიანს დაბადებისა და სიკვდილისაგან. ეს დიდი საიდუმლო შეუძლებელია გაიგო ლოგიკით; ის უნდა მოიპოვო სმრიტში რწმენით და განცდით.~ `ატმა შესაძლებელია გახდეს ცნობილი მხოლოდ დიდი შეუპოვრობის შემდეგ. ადამიანმა უნდა გადაიტანოს ჭკუა მისი ბუნებრივი საბინადროდან – ობიექტური სამყაროდან – და უნდა დაიჭიროთ ის აუღელვებელ სიმშვიდეში. მხოლოდ გმირს შეუძლია მიაღწიოს წარმატებას ამ განმარტოებულ შინაგან თავგადასავალში და გადალახოს მონსტრები ეგოურობის და ილუზიის! მარტო ამ გამარჯვებას შეუძლია დარდის მოცილება.~ ვედანტის სწავლება არის ის რომ უზენაესი ჭეშმარიტება შეიძლება გაცნობიერებული იყოს ყველას მიერ. ყველა ტექსტები აცხადებს ასე ერთხმად, ესენი ასევე ამბობს რომ პრანავა ან მარცვალი ომ არის სიმბოლო პარა და აპარა ბრაჰმანის, ესენი აცხადებს რომ პრანავის უპასანას მოაქვს თქვენში თუნდაც ჰირანიაგარბჰას მდგომარეობა და გეხმარებათ თქვენ მიაღწიოთ ბრაჰმანის ორივე სტადიას აგრეთვე. ჰირანიაგარბჰა შეხვეულია მაიას ყველაზე თხელ საფარველში და ომის მეშვეობით ის შეიძლება გაიხეს პატარა ნაგლეჯებად, და ორივე პარა და აპარა ბრაჰმანი გაცნობიერდეს. კატოპანიშადიც ასევე მუშაობს ატმაზე სხვადასხვა ხერხით. ეს ამბობს რომ ატმა არ იზომება, რომ ის ვერასოდეს შემოიფარგლება საზღვრებით, თუმცა ეს გვეჩვენება ასე. მზის გამოსახულება წყალში ცახცახებს და ინჯღრევა იმის გამო რომ ცახცახებს და ინჯღრევა წყლის ზედაპირი, მზე არის დაშორებული მოწმე. მასზე არ მოქმედებს გარემო რომელიც წარმოქმნის გამოსახულებას. ატმაც იგივენაირად არის მოწმე ყველა ამ ცვლილების სივრცესა და დროში. ჯივა, ინდივიდუალიზებული უმეცრება, არის მონაწილე მოქმედებების ნაყოფის, სწორის და არასწორის, კარგის და ცუდის; ჯივი ჭედავს ბორკილებს ეგოურობით და ასუსტებს ბორკილებს ბუდდჰის, უმეცრების კონტრ-ძალის მეშვეობით. გააცნობიერეთ რომ ყველა გამარჯვება მოდის მომენტში როცა ინდრიები (გარეგანი და შინაგანი) გამოიტანება მოქმედებათა გარეთ. გადაყარეთ ეს როგორც ცრუ და მაცდური; შეაერთეთ ეს ყველა მანასში. ჩააგდეთ მანასი უკან ბუდდჰიში და ბუდდჰი ან ინდივიდუალური გონიერება ჰირანიაგარბჰას კოსმიურ გონიერებაში. და, სადჰანას ამ სტადიის მიღწევით, შეაერთეთ კოსმიური გონიერება ატმა-ტატვაში რომლის გაცხადებაც ეს არის. შემდეგ თქვენ მიაღწევთ ნირვიკალპასამადჰის სტადიას, აბსოლუტური ერთობის სრულ გაწონასწორებულ სიმშვიდეს, რაც არის თქვენი ნამდვილი ბუნება. ეს არის საიდულო შემოთავაზებული ამ უპანიშადით; ეს და ფაქტი რომ მთელი ქმნილება არის ნამას (სახელის) და რუპას (ფორმის) პროლიფერაცია (გავრცელება, გამრავლება ახალწარმოქმნით). მირაჟით შეცდომაში შეყვანილი, თქვენ უძლური ხართ დაინახოთ ცარიელი უდაბნო; შეშინებული გველისგან (რომელიც თქვენ დაადეთ თოკზე) თქვენ ხართ უძლური გაარჩიოთ ძირითადი სინამდვილე. დასაწყისსმოკლებული ილუზია რაც ხშირად სტუმრობს ჯივის უნდა დაიმსხვრეს თავიდან ბოლომდე. მე-14 მანტრა ამ უპანიშადის აღვიძებს ჯივის საუკუნო ძილისგან და მიჰყავს ის მიზნის მიმართულებით. ატმა არის საბდას, სპარსას, რუპას, რასას და განდჰას (ხმის, შეხების, ფორმის, გემოს და სუნის) მიღმა; მან არ იცის დასასრული. გრძნობები არის საგანზე მიბმული, გარეთ მიმავალი. ატმა არის მთავარი ინსტრუმენტი ყველა მოქმედებისთვის და ცოდნისთვის, შინაგანი მამოძრავებელი ძალა ყველაფრის უკან. ეს ცდომილება მრავალფეროვნების კონცხის, ნაირსახეობის, სხვადასხვაობის, მრავალრიცხოვნობის კონცხი უნდა მოკვდეს. ეს დაბადებულია აჯნანიდან. `ბევრი~ არის მირჟი გამოწვეული `ვითარებებით~; გრძნობით რომ თქვენ ხართ გამოცალკევებული ერთიდან არის ფესვი ყველა ამ მოჩვენებითი დაბადების და სიკვდილის, რომელიც პიროვნებას ეჩვენება გასავლელად. იამამ შემდეგ ნაჩიკეტასს განუცხადა ბრაჰმანის ბუნებაზე, მისი ეჭვების გასაფანტად ამ საკითხზე. როგორც ცეცხლი დაფარული კვამლით, დიდი თითის ზომის პურუშა (ანგუსტამაატრა) მუდმივად კაშკაშებს. როგორც წვიმის ნიაღვარი, დაცემული პიკზე იშლება დაბლა ათასობით დინებაში, ჯივი, ვინც გრძნობს მრავლობას და განსხვავებულობას, ეცემა დაბლა მრავლობით და იკარგება. ეს უპანიშადი აცხადებს რომ არ არსებობს არაფერი ატმაზე უფრო მაღალი ან თუნდაც მისი თანასწორი. ხის ფესვები არის უხილავი; ესენი დაფარულია მიწის ქვეშ; მაგრამ მათი მოქმედება აშკარა ხდება ყვავილებში რომელთა დანახვაც შესაძლებელია, ასე არ არის? ეს არის ჭეშმარიტი ამ სამსარავრიკშაშიც, სიცოცხლის ხეში. ამ გამოცდილებიდან თქვენ უნდა დაასკვნათ რომ ფესვი, ბრაჰმანი, არსებობს როგორც საზრდო და საყრდენი, თქვა იამამ. სამსარას ხე არის როგორც ჯადოქრის მანგოს ხე; ეს არის უბრალოდ ილუზია. ის ვისაც გასუფთავებული აქვს თავისი ბუდდჰი შეუძლია დაინახოს მასში, როგორც ჯადოსნურ სარკეში, ატმა, თვით ამ სიცოცხლეში. ბრაჰმანი არის ჯნეიამ, ის რაც იცის ცოდნის მაძიებელმა; ის არის უპაასიამ, ის რასაც აღწევს მიღწევის მაძიებელი. ჯნანი გათავისუფლებულია მის მიერ ბრაჰმანის ვიზუალირებით, მაგრამ უპასაკა აღწევს ბრაჰმალოკას სიკვდილის შემდეგ. აქ ის ერწყმება ჰირანიაგარბჰას და კალპას დასასრულს, ის თავისუფლდება თვით ჰირანიაგარბჰასთან ერთად. ნაჩიკეტასმა უნაკლოდ გაიგო ეს ბრაჰმავიდია, რაც იამამ მას ასწავლა; ის გათავისუფლდა სიკვდილისგან და მიაღწია ბრაჰმანს. რამდენადაც ეს ბრაჰმავიდია არის დაკავშირებული მასთან ვინც ცდილობს იცოდეს ეს რა არის, ხდება ამით უკეთესი პიროვნება, თავისუფალი ცოდვის სენიდან. ამ უპანიშადს აქვს ძირითადი საგნების სწავლება ბევრი ხერხით: პრანავასვარუპა, სრეიას და ბრაჰმავიდია. ჩემი გადაწყვეტილებაა გითხრა ახლა შენ არსი ამ სწავლებების. რასაკვირველია, ერთი მანტრა საკმარისია მათ გადასარჩენად ვისაც აქვს ალესილი გონება და ვინც სავსეა თავის დაღწევის სურვილით. გონებადაჩლუნგებული და გრძნობებით ნაკარნახები, ყოფითი სიამოვნების ძებნაში ჩაძირული ინდივიდებისთვის, დარიგება როგორი უხვიც არ უნდა იყოს არის გამოუსადეგარი. ატმა არის ოკეანის მსგავსი; რომ ასწავლოთ მის შესახებ ადამიანს, თქვენ არ გჭირდებათ მასზე თხოვნა რომ დალიოს მთელი ოკეანე. ერთი წვეთი დადებული ენაზე მისცემს მას საჭირო ცოდნას. სწორედ ასევე, თუ თქვენ გსურთ იცოდეთ უპანიშადი, თქვენ არ გჭირდებათ ყოველი მანტრის მიდევნა. შეისწავლეთ და განცადეთ ერთი მანტრის არსი; თქვენ შეძლებთ მიზნის რეალიზებას იმედის გაუცრუებლად. სწავლა და პრაქტიკა. ისწავლეთ პრაქტიკაზე გამოყენება: ეს არის სწავლების საიდუმლო.