II ისავასოპანიშადი

უფალმა, წინასწარ განზრახულმა სამყაროს რეგენერაციაზე, აცნობა ვედები ჰირანიაგარბჰას და ჰირანიაგარბჰამ, რიგრიგობით გადასცა ეს თავის ათ მანასა პუტრას, მათ შორის ატრის და მარიჩის. მათგან ვედები გავრცელდა ადამიანებს შორის, გადმოცემული იყო ერთი თაობიდან მეორეზე. როგორც დრო გადიოდა, წლები გროვდებოდა და კონტინენტები გადაადგილდებოდა, ზოგიერთი ვედა დაიკარგა, ან იყო უგულებელყოფილი როგორც ძალიან რთული გასაგებად, და მხოლოდ ოთხი შემორჩა დღევანდელ დღემდე. ეს ოთხი იყო ნასწავლი ვედავიასას, ვედების უდიდესი წარმომდგენის მიერ, თავისი მოსწავლეებისთვის, დვაპარაიუგაში. მაშინ როდესაც ვიასა იყო ვედების ასე ვრცლად გადმომცემი, დაკავებული წმინდა წერილების გავრცელებით, მისმა ერთმა მოსწავლემ, სახელად იაჯნავალკიამ, გამოიწვია მისი გულისწყრომა და როგორც საჯელი მას უნდა ამოაფრქვია იაჯურვედა რომელიც მას უკვე ჰქონდა ნასწავლი თავისი გურუს მეურვეობაში და დაეტოვებინა ეს ადგილი, მიეღო თავშესაფარი სურიადევასთან, ვედების საგანძურ სახლში. სწორედ მაშინ ბრძენები რომლებიც პატივსცემდნენ ვედებს, მოფრინდნენ ამ ადგილზე ტიტტირი ფრინველების ფორმაში და შეჭამეს ამოფრქვეული იაჯურვედა. ვედას ეს განსაკუთრებული ნაწილი იწოდება `ტაიტირიიამად~. ამასობაში სურიადევა იყო ნასიამოვნები უიღბლო იაჯნავალკიას ერთგულებით და სიმტკიცით. მან მიიღო ფორმა ვაჯის ან ცხენის და აკურთხა ბრძენი იაჯურვედას განახლებული ცოდნით. ნაწილებს ამგვარად ნასწავლს ვაჯით უწოდებენ `ვაჯასანეიის~. იაჯურვედა როგორც ხელშეწყობილი ვედავიასას მიერ იწოდება კრიშნაიაჯურვედად და რომელიც გადმოიცა იაჯნავალკიას მიერ როგორც სუკლაიაჯურვედა. ამათში პირველი რამდენიმე თავი არის მანტრები დაკავშირებული კარმაკანდასთან და ბოლო რამდენიმე ნაწილს საქმე აქვს ჯნანაკანდასთან. ისავასია უპანიშადი დაკავშირებულია ამ ჯნანაკანდასთან. გახსნის შემდეგ მანტრა ამ უპანიშადის იწყება სიტყვებით, ‘ისავასიამ’, უბანიშადი იწოდება ამ სახელით. ისავაასიამიდამ სარვამ იატკინჩაჯაგატიაამ ჯაგატ ტენა ტიაკტენა ბჰუნჯიიტააჰ, მაა გრიდჰაჰ კასიასვიდ-დჰანამ `ამ სამყაროს ყველა ნივთი, წარმავალი, ქრობადი, მოცულია უფლის მიერ რომელიც არის სინამდვილე თითოეულის სინამდვილის. ამიტომ ეს უნდა იყოს გამოყენებული პატივისცემაზე უარის თქმის გარეშე, სიხარბის ან გაუმაძღრობის გარეშე რადგან ეს ეკუთვნის უფალს და არა რომელიმე ადამიანს~. ეს არის ის რასაც ეს სლოკა ნიშნავს. ესე იგი, სამყარო არის უფლის განუყოფელი ხარისხი, მისი ფორმა, მისი ტანი. სწორი არ არის ჩათვლა სამყაროს და მისი უფლის როგორც განსხვავებულის. ეს არის ილუზია, კაცის წარმოსახვის შედეგი. ისევე როგორც თქვენი გამოსახულება წყალზე არ არის განსხვავებული თქვენგან, სამყარო (რომელიც არის მისი გამოსახულება წარმოებული თქვენს უმეცრებაზე) არის იგივე რაც ის თვითონ. შანამ კაცს აქვს ეს ილუზია, მას არ შეუძლია წარმოიდგინოს მისი დამახასიათებელი სინამდვილე; მეორე მხრივ ის სრიალებს მცდარ აზრებში, სიტყვებსა და მოქმედებებში. სანდალოზის ხის ნაჭერი თუ იგი შენახულია წყალში გამოსცემს ცუდ სუნს; მაგრამ, თუ მას ამოიღებთ და გახეხავთ პასტად, ადრინდელი სურნელება დაუბრუნდება. როცა ვედების და სასთრების ავტორიტეტი არის გამეორებული და როცა გარჩევა ილესება დჰარმაკარმას პრაქტიკაზე, სიავისა და სიბოროტის ცუდი სუნი ქრება და ატმას სუფთა თანდაყოლილი სურნელება ჩნდება. მაშინ დუალობა მკეთებლის და სიამოვნების განმცდელის ქრება; შემდეგ თქვენ აღწევთ სტადიას რასაც ეწოდება სარვაკარმასანიასა, მოშორებული ყოველგვარი მოღვაწეობიდან. ამ უპანიშადში, სანიასას ეს ტიპი აღწერილია როგორც ბილიკი გათავისუფლებისკენ ან მოკშასკენ. სანიასა რაც მოიცავს მოსპობას სამი ძლიერი სურვილის (ქორწინების, შთამომავლობისა და სიმდიდრის) არის ძალიან ძნელად მისაღწევი ჩიტტას ან ჭკუის სისუფთავის გარეშე. ამ უპანიშადში, საშუალება ამის მისაღებად განცხადებულია მეორე მანტრაში. ე.ი. შესრულება აგნიჰოტრას და ა.შ. ნაბრძანები სასთრებში, ირწმუნება რომ გათავისუფლებისთვის ადამიანი აქტიურად უნდა დაკავდეს ასეთ სამუშაოში და უნდა გახდეს დარწმუნებული რომ ვერავითარი ცოდვა ვერ მიეკარება მას ვიდრე ამგვარად იქნება დაკავებული. მუშაობა იქიდან ნაყოფის მიღების სურვილის გარეშე ნელა ასუფთავებს მინარევებს ოქრომჭედლის რეტორტას მსგავსად. სუფთა ჭკუა არის ჯნანა; ეს არის განცალკევების დაგვირგვინება. თუ თქვენ ხართ შემძლე თავიდან მოიშოროთ სურვილი როცა აკეთებთ სამუშაოს, ვერავითარი უსუფთაობა ვერ შეგეხებათ თქვენ. თქვენ იცით `ჩილიგინჯის~ თესლები როცა ჩაყყრილია მღვრიე წყალში აქვს ძალა გამოყოს ჭუჭყი და დალექოს იგი ფსკერზე, თესლებიც აგრეთვე იძირება ფსკერზე და სხლტება მხედველობიდან! იგივენაირად, მათ ვინც არიან ადეპტები კარმას კეთებაში მიბმულობის გარეშე უნდა იქონიონ თავისი ჭკუა სრულიად გასუფთავებული და მათი მოქმედების შედეგები ასევე დაკარგავს თავის ეფექტურობას და დაეშვება ფსკერზე. ამ უპანიშადის 18 მანტრიდან მხოლოდ პირველი ორი არის უშუალოდ დაკავშირებული გათავისუფლების პრობლემასთან და მის გადაწყვეტასთან. შემდეგი თექვსმეტი ამუშავებს ამ გადაწყვეტილებას და მსახურებს როგორც მათი კომენტარები. ატმა არასოდეს არ განიცდის რაიმე მოდიფიცირებას; მაინც ის არის უფრო სწრაფი ვიდრე ნებისმიერი აზრი! ეს არის საიდუმლო და სასწაული; ის ჩანს ყველა მდგომარეობის განმცდელად, მაგრამ მას არ აქვს არავითარი ზრდა, დაკნინება ან ცვალებადობა. თუმცა ის არის ყველგან ის არ არის აღქმადი გრძნობებით; იმის გამო რომ ის უდევს არსებობას საფუძვლად და ყველგან დამსწრეა იმანენტურად ყველა ზრდას, ყველა მოქმედებას, ყველა ცვლილებას აქვს ადგილი. მიზეზი და შედეგი მოქმედებს და რეაგირებს ატმას სინამდვილის ძირითადი ფენის ხარჯზე. თვით სიტყვა `ისა~ ატარებს ამ მნიშვნელობას. ატმა არის ახლობელი და შორებელი, შიგნით და გარეთ, უმოძრაო და მოძრავი. ის ვინც იცის ეს ჭეშმარიტება არის ამ ჯნანის სახელის ღირსი. უმეცარი ვერასდროს ვერ შეძლებს ატმიური იმანენტურობის ფაქტის გაგებას. მათ, ვინც შეგნებულია შეუძლიათ დაინახონ ნივთები და შეუძლიათ იგრძნონ მათი ყოფნა თავის მახლობლად. ისინი ვინც დაკარგა გაცნობიერებულობა ეძებენ დაკარგულ ძვირფასეულობას თუმცა ისინი სინამდვილეში ატარებენ მათ ამ მომენტში. თუმცა ადამიანმა შეიძლება იცის ყველაფერი, ის, შეგნების დაკარგვის გამო, იგებს ატმას როგორც არსებულს რომელიღაც მიუვალ, მიუწვდომელ ადგილზე. მაგრამ ჯნანი, რომელიც გაცნობიერებულია, ხედავს ატმას ყველა არსებაში და ყველა არსებას როგორც ატმას. ის ხედავს ყველა არსებას როგორც იგივეს და არ აღიქვამს რაიმე განსხვავებას ან სხვაობას. ამგვარად ის იხსნის თავის თავს ორობითობისგან. ეს ისავასია ხდის ამ დიდ ჭეშმარიტებას ნათელს ყველასთვის. ჯნანი ვისაც გასინჯული აქვს ეს ხედვა არ აღელვდება ბედის დარტყმებით ან გრძნობების ცდუნებებით. ის ხედავს ყველა არსებას როგორც თავის თავს, აქვს მისი საკუთარი თანდაყოლილი იდენტურობა; ის არის თავისუფალი მონობისგან, დჰარმისა და ადჰარმისგან და სხეულის საჭიროებებისა და ბიძგებისგან. ის არის `სვაიამპრაკაასა~. მაშასადამე, ჯივა-რუპა არ არის მისი ნამდვილი ფორმა, არა, არც უხეში და წმინდა სხეულები წოდებული სტულა და სუკშმა სარირასად. აი ამიტომ არის ისავასიას პირველ მანტრაში, ჯნანა-ნისტა დახასიათებული რაიმე სახის ძლიერი სურვილის ვრცლად გადმოცემის არმქონედ. ეს არის ძირითადი ვედარტა; მაგრამ ვისაც აქვს ძლიერი სურვილი გაუჭირდება დასტაბილურება ამ ნიშტაში ან ჭკუის მდგომარეობაში. ასეთებისთვის მეორე მანტრა გადმოსცემს მეორად საშუალებას, კარმანიშტას. დანარჩენი მანტრები ანვითარებს და ეხმარება ამ ორ ნიშტას – დაფუძნებულს ჯნანასა და კარმაზე. კარმა-ნიშტას აქვს სურვილი და ილუზია როგორც მთავარი მოთხოვნა; ჯნანა-ვიშტას აქვს ვაირაგია, რწმენა რომ სამყარო არ არის ატმა, ე.ი. არ არის ჭეშმარიტი და აქედან გამომდინარე უსარგებლოა მასთან რაიმე საქმიანი ურთიერთობის ქონა. ვაირაგიასთან ასეთი დამოკიდებულება არის გზა ჯნანა-ნიშტასკენ. მანტრებში მესამედან მერვეს ჩათვლით ატმას ბუნება გამოხატულია ავიდიაზე მსჯავრის დადებით, რომელიც ხელს უშლის ატმას გაგებას. ამგვარად ისავასია ასწავლის პირველი მანტრის მეშვეობით უარის თქმის გაკვეთილს და მეორე მანტრაში ‘გათავისუფლების საქმიანობის’ გაკვეთილს (რაგას და დვეშას მოკლებულს კარმას მეშვეობით). მეოთხე და მეხუთე მანტრაში იგი ლაპარაკობს ატმატატვაზე და შემდეგ ამ ატმატატვას ცოდნის ნაყოფზე. მეცხრე მანტრაში, პროგრესული გათავისუფლების გზა ან კარმამუკტი (სასარგებლოა მათთვის ვინც ძალიან სუსტია რომ მისდიოს მთლიანი უარისთქმის გზას, მაგრამ ვიც არიან ადეპტები მოქმედებების, რომლებიც ხელს უწყობს ზნეობრივ განვითარებას და შინაგან განწმენდას) არის ჩადებული; ეს არის გზა რომელიც აკორდინატებს მთელ კარმას უპასანას პრინციპზე. ეს ამბობს, ისინი ვინც დაკავებული არიან ვიდიას საწინააღმდეგო მოქმედებებით არიან სავსე აჯნანით; ისინი ვინც შემოფარგლავენ თავის თავს სწავლით და პრაქტიკით ღმრთიური ფორმების არიან უფრო უარესი, რადგან მათი სურვილები არის ძალაუფლებისა და შესაძლებლობებისთვის. ნათქვამია, ვიდიას მიჰყავს დევა ლოკასთან, კარმას მიჰყავს პიტრ ლოკასთან. ასე რომ, ჯნანა რომელიც შედეგდება ატმასაკსატკარაში ან თვითშეცნობაში არის რაღაც სრულიად განსხვავებული ამათგან, ვერანაირი მცდელობა ამ ორის გათანაბრების ვერ აღწევს წარმატებას. რასაკვირველია, ადამიანი არ უნდა იყოს დაკავებული რაიმე სასტრების საწინააღმდეგოში; და ყველა მოქმედება კლასიფიცირდება როგორც ავიდია, საბოლოო ანალიზში. უკეთეს შემთხვევაში კარმას შეუძლია მხოლოდ ჭკუის გასუფთავება და ღმერთების უპასანას შეუძლია მიყვანა მიზანდასახულობასთან. უპასანა უნდა ამაღლდეს კოსმიური ღმრთიურების, ჰირანიაგარბჰას თაყვანისცემის დონემდე; ეს უნდა დამწიფდეს და განვითარდეს ჯივანმუკტში, ამ სიციცხლის დასრულებამდე. დევატა-ჯნანა და კარმა-ვიშტა ორივე უნდა იყოს ურთიერთ დამატებული და კოორდინირებული; მაშინ ადამიანი შეძლებს გაქცევას დაბადება სიკვდილის რაუნდიდან და გახდება ღმრთიური.