საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 10 მარტი.
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
ბაბა
2026 წლის 1 მარტი.
ჩვენ რატომ უნდა ავირჩიოთ შეგნებულად კარგი კომპანია, და რა არის ასეთი არჩევანის ეფექტი ჭკუაზე? ბჰაგავანი გვიხსნის ჩვენ დღეს საინტერესო მაგალითით.
ჭკუა, ბუნებით, არის სავსებით სუფთა. ეს არის მხოლოდ ცუდი კომპანიის გავლენის გამო რომ იგი ხდება ცოდვილი! მაგალითად, თუ თქვენ გაახვევთ ჟასმინის ყვავილებს გაზეთში, იგი შეიძენს ჟასმინის ყვავილების სურნელს. იგივენაირად, თუ მასში პაკოდას (ინდურ ქონდარს) შეახვევთ, იგი გამოუშვებს პაკოდას სურნელს. გაზეთს თავის საკუთრივ არ აქვს რამე სუნი. რა ნივთიც არის მასში შეხვეული, იგი შეიძენს მის სურნელს. მსგავსად, თუ ჭკუა მიჰყვება კეთილშობილ გზას და თქვენ აკავშირებთ ჭკუას ყველაფერ კარგთან, მაშინ ჭკუაც გახდება კარგი. რა არის კეთილშობილი გზა? რამდენად კეთილშობილი გახდება ჭკუა როცა იგი არის დაკავშირებული წმინდა გრძნობებთან, კარგ აზრებთან, კეთილშობილ ქცევასთან, კარგ კომპანიასთან, სულიერ საქმიანობასთან, მორალურ ფასეულობებთან და უბიწო ქმედებებთან? მეორეს მხრივ, როცა იგი არის დაკავშირებული ცოდვილ ხარისხებთან, ცოდვილ აზრებთან, ბოროტ კომპანიასთან და ცუდ ქცევასთან, იგი ხდება უკიდურესად ცოდვილი. სინამდვილეში, იგი ხდება დემონიკი! არ არსებობს რამე კარგი ან ცუდი ჭკუაში თვით. მხოლოდ კარგი ან ცუდი გავლენების გამო ხდება იგი კარგი ან ცუდი. თუ თქვენ გსურთ თქვენი ჭკუა იყოს კარგი, თქვენ უნდა დააკავშიროთ საკუთარი თავი კარგ კომპანიასთან!
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 23 ივნისი
2026 წლის 2 მარტი.
რა არის ადამიანის ტანის ჭეშმარიტი როლი და სწორად გამოყენება? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის და გვხელმძღვანელობს ჩვენ დღეს.
ტანს არ აქვს დისკრიმინების ან ცოდნის რამე ძალა; მხოლოდ ჭკუას და გონებას აქვს დისკრიმინება (ვივეკა), ცოდნა და ძალა. დღეს ადამიანები არ იყენებენ ფუნდამენტურ დისკრიმინებას. მათ აქვთ მხოლოდ ეგოობა, ეგოობა და ეგოობა. ისინი იყენებენ თავიანთ გონებას მისაღწევად იმის რაც არის კარგი მათთვის მხოლოდ, საზოგადოების სიკეთეზე ყურადღების მიუქცევლად. ამ გზით, ისინი იყენებენ ტანს არასწორად. ისინი არ იყენებენ მას იმ გზის მისადევნად რასაც მიყავს განათლებამდე. თუ თქვენ ჩაყრით ხორბალს ფქვილის წისქვილში, თქვენ მიიღებთ ხორბლის ფქვილს. თუ თქვენ ჩაყარით ბრინჯს, თქვენ მიიღებთ ბრინჯის ფქვილს. მაგრამ თუ თქვენ ჩაყრით საჭმელს ტანში, მხოლოდ ფეკალური მასა გამოდის გარეთ. თუ თქვენ ინახავთ მწნილს ქილაში, ის ინახება გაუფუჭებლად ერთი წლის განმავლობაში. თუ თქვენ ჩადებთ მწნილს ტანში იგი დაიშლება მოკლე დროში. ტანის ბუნება არის ასეთი. მაგრამ ტანი აუცილებელია ადამიანისთვის მაღალი იდეალების მისაღწევად. ასე რომ, სიცოცხლის მიზნის მისაღწევად, ადამიანმა უნდა მიუძღვნას ტანი ღმერთს. ადამიანმა უნდა დააყენოს ტანი სწორ გზაზე და გაბრწყინდეს როგორც სამაგალითო ადამიანის არსება.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 26 აპრილი
2026 წლის 3 მარტი.
რა კავშირია სიყვარულის პრინციპსა და ღმრთაებრიობას შორის? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
ბრძენმა ნარადამ განაცხადა: პრემა ამრიტასია სვარუპაჰ (სიყვარული არის უკვდავების შვილის ტანმოსილება). მიწიერ მსოფლიოში კაცი მხედველობაში იჭერს ოთხ პურუშართჰას (ცხოვრების მიზანს) მარტო განთავისუფლების მაძიებლის გზად. ეს არ არის სწორი. დჰარმა (უბიწოება), არტჰა (მატერიალური სიმდიდრე), კამა (სურვილების დაკმაყოფილება) და მოკშა (განთავისუფლება) მარტო არ არის ადამიანის არსებობის მიზნები. არსებობს მეხუთე მიზანი კაცობრიობისთვის რომელიც აღემატება მოკშასაც კი. ეს არის პარამაპრემა (უზენაესი სიყვარული). ეს სიყვარულის პრინციპი არის ღმრთაებრიობა. სიყვარული და ღმერთი არ არის განსხვავებული ერთი მეორესგან. ღმერთი არის სიყვარული და სიყვარული არის ღმერთი. ეს არის მხოლოდ მაშინ როცა ამ სიყვარულის პრინციპის ჭეშმარიტება არის გაგებული რომ ადამიანის არსებობის მნიშვნელობა შეიძლება იყოს რეალიზებული. „ის ვინც ასწავლის სიყვარულის პრინციპს, ყველა არსებაში ნერგავს სიყვარულსა და თანასწორობას, და ავლენს ადამიანურ ფასეულობებს – სიყვარულის ეს ტანმოსილება არის უფალი საი. სიყვარულის ეს ტანმოსილება არის ღმრთაებრივი ატმა.“ (ტელუგუს ლექსი). ამიტომ, სიყვარული თვით არის ატმა, ატმა არის ჭეშმარიტად სიყვარული.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 14 იანვარი
2026 წლის 4 მარტი.
ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ გასამარჯვებლად ბოროტებაზე და გასამკლავებლად ადამიანებთან ვინც ნებივრობენ ცილისწამებაში? ბჰაგავანი განმარტავს დღეს და იჭერს საკუთარ თავს მაგალითად.
თითოეული ინდივიდუალის სინდისი არის მისი საკუთარი მოწმე. არ დაკარგოთ თქვენი ენერგია ნეგატიურ კრიტიკაზე. თქვენ არასდროს უნდა მიატოვოთ თქვენი რწმენა და თქვენი თავდაჯერებულობა. ზოგი ადამიანი ხდება შურიანი სხვების ზრდისა და კეთილდღეობისგან. შური არის საშიში მავნებელი. თუ მავნებელი შეაღწევს ფოთლებით, ხილითა და ყვავილებით სავსე ხის ფესვებში, მთელი ხე სწრაფად კვდება. მავნებელი არ არის ხილული თვალისთვის და მოქმედებს ეშმაკურად. შურიანი ადამიანი მალავს თავის შურს და ზიანს აყენებს სხვებს როგორც მავნებელი. ეს არის ბოროტი ხერხები. თუმცა, ჩემი თვალსაზრისით, არ არსებობენ ბოროტი ადამიანები. ყველა ბოროტი საქციელი იცვლება ადრე თუ გვიან. ჩემი ჭეშმარიტება არის ერთი. ყველაფერი მეკუთვნის მე, და მეც ვეკუთვნი ყველას. ჩემი ერთადერთი სიმდიდრე არის სიყვარული. მე ვეხვევი ყველას სიყვარულით. ის ადამიანებიც კი ვინც მოდიან ჩემთან სიძულვილით თავიანთ გულებში არიან ძვირფასნი ჩემთვის. მე არ ვეძებ თქვენს ნაკლოვანებებს. მე ვმოქმედებ სიყვარულის პრინციპით. გაითვალისწინეთ ჩემი სიმშვიდე და მიჰყევით ერთობის ამ პრინციპს. სიწმინდე მოჰყვება ერთობას და სიწმინდიდან, მიიღწევა ღმრთაებრიობა.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 23 ნოემბერი
2026 წლის 5 მარტი.
ავატარის აღიარების ამ კურთხევის მიღების შემდეგ, რა არის ის რაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ მისგან? ბჰაგავანი თვით გვიაშკარავებს ჩვენ დღეს.
კარმა (მოქმედება) და უპასანა (ჭვრეტა), სადჰანას ორი სტადია მიძღვნილი ღმერთის რეალიზების მიღწევაზე, შეიძლება აღინიშნოს და იყოს დანახული; მაგრამ ჯნანა (სიბრძნე), სიმწიფის ეტაპი, არ შეიძლება იყოს ხილვადი. კარმა სიმბოლიზებული იამუნათი და ბჰაკტი (ერთგულება) სიმბოლიზებული განგათი, ხვდებიან იმ წერტილში, სადაც ჯნანა ანუ სარასვატი მიედინება უხილავად. მაგრამ დღეს ადამიანებმა დაკარგეს ენთუზიაზმი კარმასთვის, ლხენა ბჰაკტისთვის და დიდი მოწადინება ჯნანასთვის. ჭეშმარიტი სწავლა არის ის რაც უმჟღავნებს კაცს ატმას (ჭეშმარიტ მეს). როცა ეს ფაქტები არის უგულვებელყოფილი, ავატარი (ღმრთაებრივი ინკარნება) ხორციელდება კაცის მოვალეობის, დჰარმას ხელახლა სასწავლებლად. რა არის დჰარმა (მორალური კოდექსი), რაც დღეს უნდა აღდგეს? ეს არის სანატანა დჰარმა (მარადიული კანონი), სხვა არაფერი. არა ის რომ არ არსებობენ წმინდანები თუნდაც ახლა დედამიწაზე. დიდი კავები (პოეტები), კეთილშობილი არსებები და დიდი მეცნიერები ჩვენთან არიან დღესაც. მაგრამ, პომპასა და ბრწყინვალე მსვლელობაზე გიჟური სწრაფვისას, სხვების უგულვებელყოფისა და დამარცხების ციებ-ცხელებიან ბრძოლაში, არ არის დრო მათი გზავნილების შესათვისებლად და მათ მიერ დადგენილი სადჰანას სიტკბოს დასაგემოვნებლად.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 23 ოქტომბერი
2026 წლის 6 მარტი.
რა არის გზა უზენაესი მშვიდობისკენ? ბჰაგავანი, ჩვენი მოსიყვარულე მეგზური, მიგვიძღვება ჩვენ დღეს.
გრძნობები არ უნდა იყოს დაშვებული კაცის გათელვაზე. ესები უნდა იყოს ინსტრუმენტები კაცის კონტროლს ქვეშ. ესები არის უბრალოდ მსახურები, სანიტრები, დამხმარეები. დანა საუკეთესოდ გამოიყენება ხილის ან ბოსტნეულის დასაჭრელად; თქვენ არ უნდა გამოიყენოთ იგი ყელის გასაჭრელად. გრძნობები უნდა იყოს გაწვრთნილი თავისუფლად სამყოფად ტამასისგან (ინერციისგან) და რაჯასისგან (ვნებისგან); ესები არ უნდა იყოს არც დაჩლუნგებული და არც გამჭრიახი, არც მიძინებული და არც სახიფათოდ ყურადღების გადამტანი. გუნები (ხარისხები) უნდა დაიძლიოს. მოსწავლე მიუახლოვდა მასწავლებელს და სთხოვა შანტის (მშვიდობის) გზა. მან უპასუხა რომ მას უნდა განევითარებინა საჰანა (ტოლერანტობა) ყველა კაცის, ყველაფრისა და ყველა მოვლენის მიმართ. არაფერმა არ უნდა გამოიწვიოს დაინტერესებული რეაქცია, ზიზღი ან სურვილი. მხოლოდ უმაღლესი უნდა იყოს ნაძებნი; მხოლოდ ღმერთი უნდა იყოს მოსურვებული. მყარი, უცვლელი, არმცირებადი პრემა შეიძლება იყოს მხოლოდ ვიშვეშვარაპრემა – სიყვარული ყველა მსოფლიოს უფლის მიმართ.
– ღმერთის საუბარი, 1966 წლის 23 ოქტომბერი
2026 წლის 7 მარტი.
რა არის ღმერთის საჩუქარი თქვენზე და ჩემზე? რა არის სამაგიერო საჩუქარი რასაც ის ელის თქვენგან და ჩემგან? ბჰაგავანი ტკბილად, მოსწრებულად და სიყვარულით გვასწავლის ჩვენ დღეს.
თქვენ ვერ მიაღწევთ ღმერთს თქვენი სიმდიდრით. ის არის მიღწევადი მხოლოდ ერთგულებით. სატიაბჰამა, თავისი სიამაყით, იმედოვნებდა, კრიშნას მთლიანად დაეუფლებას თავისთვის თავისი სიმდიდრით. მას სურდა აეწონა ის თავისი ოქროს უზარმაზარი რაოდენობის საპირისპიროდ. მაგრამ, მან ვერ შეძლო. ნარადამ გააცნობიერებინა მისი სისულელე ჩვენებით რომ რუკმინის მიერ ნამდვილი ერთგულებით შეთავაზებული ტულასის (რეჰანის) ერთი ფოთოლი აღემატებოდა სატიაბჰამას მთელ სიმდიდრეს. სატიაბჰამა სიმბოლიზებს სურვილს, იმ დროს როცა რუკმინი წარმოადგენს ერთგულებას. კრიშნა ამბობს რომ მას სიამოვნებს ფოთლის, ყვავილის, ხილის ან წყლის შეთავაზება. ნუ მიიღებთ ამას სიტყვასიტყვით. ტანი არის ფოთოლი, ყვავილი არის თქვენი გულის ყვავილი, თქვენი ჭკუა არის ნაყოფი, და სიხარულის ცრემლები წარმოქმნის წყალს რაც არის სასიამოვნო შეთავაზება ღმერთზე. სიყვარულის ტანმოსილნო! თქვენ გექნებათ ყველაფერი ცხოვრებაში თუ თქვენ გაქვთ სიყვარული თქვენში. არ გძულდეთ ვინმე. ეს უნდა იყოს თქვენი ცხოვრების მთავარი იდეალი. ეს არის ჩემი გზავნილი თქვენთვის.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 23 ნოემბერი
2026 წლის 8 მარტი.
როგორ მიჰყავს უმეცრებას უადგილო ძალისხმევამდე ბედნიერების დევნისას? ბჰაგავანი განმარტავს საინტერესო მოთხრობით დღეს.
ოდესღაც იყო კაცი ვისაც ჰყავდა ერთადერთი ვაჟი ვისაც ის ზრდუდა დიდი მზრუნველობით. ერთ დღეს როცა ვაჟი თამაშობდა ბურთით, ბურთი გაგორდა ოთახის კუთხეში. როცა ბიჭმა სცადა ბურთის დაბრუნება, ის დაკბინა მორიელმა. ბიჭმა დაიყვირა: „მამა, მორიელმა დამნესტრა მე“. რა დიდადაც კი მამა მცდელობდა, მისი ვაჟის ტკივილი მაინც იზრდებოდა. მამას არ შეეძლო თავისი ვაჟის ტანჯვის ატანა და გაიქცა ექიმთან. ექიმმა მისცა მას მალამო და უთხრა მას ჩაეზილა იმ ადგილზე სადაც მორიელმა უკბინა. როცა მან სთხოვა თავის ვაჟს ეჩვენებინა ის ადგილი სადაც მორიელმა უკბინა მას, ვაჟმა აჩვენა ოთახის კუთხე. რადგან მამას აკლდა გონიერება, მან ჩაზილა მალამო მისი ვაჟის მიერ ნაჩვენებ ადგილზე ოთახის კუთხეში ნაცვლად მისი გამოყენების მორიელის ნაკბენით გატანჯული ვაჟის ტანის ნაწილზე. კაცის ყველა მცდელობა თავის დაღწევაზე ტანჯვისგან და ბედნიერების მიღწევაზე არის ამის მსგავსი მხოლოდ. კაცი ეძებს ბედნიერებას იქ სადაც იგი არ არსებობს. სიყვარული არის კაცში, მაგრამ ის ეძებს მას გარეთ. თქვენ შეიძლება იყოთ ძალიან გონიერი და განათლებული. მაგრამ თქვენ ვერ იპოვით რამეს გარეთ როცა ის არის თქვენში.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 25 აპრილი
2026 წლის 9 მარტი.
სად არის ღმერთი, ვკითხულობთ ჩვენ, ჩვენს მტკივნეულ მომენტებში? ის სად არ არის, ბჰაგავანი გვპასუხობს დღეს ამ მშვენიერი გზავნილით.
სამყარო დაქვემდებარებულია სამ პროცესზე: შექმნაზე, არსებობაზე და განადგურებაზე ან დაშლაზე. არავის შეუძლია უარყოს ეს ჭეშმარიტება; მეცნიერებსაც არ შეუძლიათ უარყონ ეს. ეს არის უნივერსალური ჭეშმარიტება აღქმული ყველას მიერ. იგი რაც იბადება, შენარჩუნდება და საბოლოოდ ნადგურდება. ეს არის ღმრთაებრიობის პირდაპირი დასტური. როცა თქვენ გამოკვლევას აკეთებთ ამ სამ ფუნდამენტალ ფაქტში, ღმრთაებრიობის არსებობა ხდება აშკარა. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ეს ღმრთაებრიობა არის განცდილი. მაგალითად, თქვენ ნახეთ მოცეკვავე ლომები მალაიზიიდან. თუმცა, ისინი არ არიან ნამდვილი ლომები. მაგრამ, მათ დანახვაზე, თქვენ შეგიძლიათ ივარაუდოთ რომ არის რეალური არსებები წოდებული ლომებად. მსგავსი მანერით, ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა ობიექტი მიუთითებს ღმრთაებრიობისკენ. შაქრის ლერწმის სიტკბო ან წიწაკის ცხარე გემო, ტამარინდის მჟავე გემო ან ნიმის მწარე გემო – ყველაფერი არის ღმრთაებრიობის მაჩვენებელი. ვარსკვლავები ცაში, მზის სიკაშკაშე, მთვარის სიგრილე, ზღვის ტალღების აწევა და დაცემა არის ასევე მიმთითებელი ღმრთაებრივი პრინციპისკენ. თუმცა ეს ყველაფერი პირდაპირ არ გიჩვენებთ თქვენ, ღმერთს თავისთავად, ესები წარმოადგენს ღმრთაებრივი პრინციპის არსებობის დადებით მტკიცებულებას.
– ღმერთის საუბარი, 2000 წლის 23 ნოემბერი
ჩვენ რატომ ვერ ვპოულობთ ნამდვილ და მუდმივ ბედნიერებას? ბჰაგავანი ხსნის ჩვენი მიდგომის შეცდომას მარტივი ისტორიით დღეს.
ერთხელ იყო ერთი მოხუცი ქალი ვინც დაკარგა თავისი ნემსი როცა ის კემსავდა ტანსაცმელს თავის ქოხში. რადგან აქ არ იყო ლამპა მის ქოხში და მას ჰქონდა კატარაქტა თვალებში, მან ვერ იპოვა ნემსი. ის გავიდა გარეთ და დაიწყო ნემსის ძებნა ქუჩის ნათურის ქვეშ. ქუჩაში გამვლელმა სტუდენტმა მოხუც ქალს ჰკითხა: „ბებო, რას ეძებ?“ ქალმა უპასუხა რომ ის ეძებდა ნემსს. სტუდენტმა უთხრა: „მითხარი შენ სად დაკარგე იგი; მე დაგეხმარები მის პოვნაში“. ქალმა უპასუხა: „მე დავკარგე იგი როცა მე ვაკეთებდი დალიანდაგების სამუშაოს იმით ჩემს ქოხში“. ბიჭმა ჰკითხა: „რატომ ეძებ შენ ნემსს ქუჩაში რაც დაკარგე ქოხში?“ მოხუცმა ქალმა უპასუხა: „ლამპა არ არის ჩემს ქოხში. აქ ქუჩაში არის სინათლე. ამიტომ, მე ვეძებ აქ“. შეხედე! დაკარგა სახლში და ეძებს ქუჩაში! ეს არის რასაც კაცი აკეთებს დღეს. მთელი ნეტარება და სიყვარული არის შიგნით, მაგრამ ის სულელურად ეძებს მას გარეთ. გარეგანი სიყვარული და ბედნიერება არის წარმავალი. ღმერთთან კავშირი არის მარადიული. ადამიანის ტანი არის არამუდმივი. როგორ შეიძლება ვინმემ მიიღოს მუდმივი ბედნიერება დროებითი ტანიდან? ჩვენ ვაკეთებთ სულიერ პრაქტიკებს, როგორიცაა იოგა, მედიტება და ჯაფა. ესებიც იძლევა მხოლოდ დროებით კმაყოფილებას. მხოლოდ ღმერთის სიყვარული იძლევა მარადიულ ნეტარებას.
– ღმერთის საუბარი, 1996 წლის 25 აპრილი
2026 წლის 11 მარტი.
რა არის ჭკუის როლი სიამოვნებისა და ტკივილის შექმნაში, და რა არის წამალი მოცემული ჩვენზე ბრძენთა მიერ ჭკუის ამ ბუნებასთან გასამკლავებლად? ჩვენი მოსიყვარულე უფალი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
ჭკუით განცდილი სიხარული ან მწუხარება არის გრძნობებით გადატანილი შთაბეჭდილებების შედეგი. ყველა გამოცდილება არის ჭკუის პროდუქტი. მსოფლიო თვით არის ჭკუის პროექცია. ჭკუას შეუძლია მიიტანოს შორეული საგნები ახლოს ან გაგზავნოს ახლომდებარე საგნები შორს. იგი არის სიამოვნების ან ტკივილის წყარო. ბრძენები აცხადებენ: მანო მულამ იდამ ჯაგატ (ეს სამყარო დაფუძნებულია ჭკუაზე). ჭკუა ცდილობს დიდი ძალისხმევით მიაღწიოს რამეს იმედით რომ მისი ფლობა მიანიჭებს სიამოვნებას. მაგრამ სიამოვნება მიღებული მისგან არ გრძელდება დიდხანს. და მწუხარება გამოწვეული მისი დაკარგვით არის მნიშვნელოვანი. არსებობს სირთულეები შეძენის პროცესის განმავლობაში. ფლობა ჩუქნის მხოლოდ დროებით სიამოვნებას. ობიექტის დაკარგვა ტოვებს უბედურების კვალს. ძალიან ხშირად, დაკარგვის ტკივილი აღემატება შეძენის სიამოვნებას. ეს არის ადამიანის სიცოცხლის ამაო ფლანგვა ასეთ წარმავალ სიამოვნებებზე დევნა. ასეთი დევნის უაზრობის გაცნობიერებით, ბრძენები პრაქტიკებდნენ თვითკონტროლს როგორც ხანგრძლივი ბედნიერების საშუალებას. მათ განივითარეს გრძნობებისა და ჭკუის შინაგანად მიმართვის ტექნიკა ხანგრძლივი ნეტარების წყაროს საძებნელად.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 31 ივლისი
2026 წლის 12 მარტი.
რატომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჭკუის მუშაობისა და აზრების ძალის გაგება? ბჰაგავანი გვმეგზურობს ჩვენ ღრმა შეხსენებით დღეს.
აზრების რხევები არის კაცის სიხარულისა და მწუხარების, ჯანმრთელობისა და დაავადების, დარდისა და გაჭირვების, დაბადებისა და სიკვდილის მიზეზი. კაცის ცხოვრება ხდება აზრიანი თუ ის უძღვება თავის თავს აზრების რხევების ძალის სრულად ცნობიერად. მთელი მსოფლიო გაჯერებულია გონებრივი რხევებით. სინამდვილეში, მთელი მსოფლიო არის გონებრივი რხევების გაცხადება. ამიტომ, აუცილებელია მივმართოთ ჩვენი აზრები კეთილ გზებზე. კაცის ჭკუა კაშკაშებს ბრწყინვალე სიწმინდით თუ ის კულტივირებს კეთილ აზრებს, იდეებსა და გრძნობებს. ეს არის მხოლოდ ჭკუის სიწმინდის განვითარება რითაც ჩვენ შეგვიძლია უზრუნველვყოთ მოქმედების სიწმინდე. მხოლოდ წმინდა საქმეებს შეუძლია წმინდა შედეგების მოტანა. ჩვენ ვთესავთ აზრების თესლს და ვიმკით მოქმედების ნაყოფს; ჩვენ ვთესავთ მოქმედების თესლს და ვიმკით ბუნების ნაყოფს; ჩვენ ვთესავთ ბუნების თესლს, ჩვენ ვიმკით ხასიათის ნაყოფს; ჩვენ ვთესავთ ხასიათის თესლს და ვიმკით ბედისწერის ნაყოფს. აშკარაა აქედან რომ ჩვენი ბედი მიყრდნობილია ჩვენს აზრებზე. კაცის აღზევებისა და კაცის დაცემისთვის, აზრები არის მიზეზი.
– ზაფხულის თავსხმები, 1993 წლის 23 მაისი
2026 წლის 13 მარტი.
რატომ არის მნიშვნელოვანი ვარჯიში თვალებისა და ენის კონტროლზე? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
მოგზაურობაში ღმრთაებრივისკენ, კაცმა თანდათან უნდა შეამციროს თავისი სურვილები, რაც არის მისი ყველა სირთულის მიზეზი. ეს არის ჭეშმარიტი რომ კაცს არ შეუძლია არსებობა სურვილების გარეშე. მაგრამ ესები უნდა იყოს გონივრულ ფარგლებში. ვერ იარსებებს რამე ბედნიერება სურვილების კონტროლის გარეშე. გრძნობის ორგანოებს შორის ორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი: თვალები და ენა. მათი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო, უფალმა მიაწოდა მათ მათი საქმიანობის შეკავების საშუალებები. უფალი აღნიშნავს: „შენ სულელო კაცო! გაითვალისწინე რომ მე მოგაწოდე ბუნებრივი საშუალებები თვალებისა და პირის დასახურად“. თუ შენ არ გინდა რამე არასასურველის დანახვა, შენ შეგიძლია დახუჭო თვალები ქუთუთოებით. ყურებსა და ცხვირს არ აქვთ ასეთი მოწყობილობები მათ დასახურად. პირს აქვს ტუჩები რომლებმაც შეიძლება დალუქოს ენა. დაიცავით, ამიტომ, თავშეკავება მეტყველებაში და აკონტროლეთ ენა. როცა თვალები დახეტიალობს თავისუფლად, ენა იწყებს შეუზღუდავად ქნევას. როცა ენა დაკავებულია გაუთავებელ საუბარში, თვალებს სურთ იხილონ ყველა წარმოსადგენი რამ. როცა ეს ორივე ორგანო გაერთიანდება შეუკავებლად, ცხოვრება შეიძლება იქცეს უბედურებად. ამიტომ, მიმართეთ თქვენი თვალები კარგ რამეებზე მარტო.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 13 მარტი
2026 წლის 14 მარტი.
ჩვენი აზრები როგორ ზემოქმედებს ჩვენს პიროვნებაზე, ჩვენს არემარეზე და ჩვენი ცხოვრების ხარისხზე? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ დღეს, ასე რომ ჩვენ შევძლოთ გავხდეთ უფრო ფრთხილი ჩვენს აზრებზე.
თუ კაცს აქვს ჩამაპაკას ყვავილი თავის ხელში, ამ ყვავილის სურნელი გადაიტანება მის მიერ სადაც კი ის წავა. მსგავსად, ის გადაიტანს უსიამოვნო სუნსაც, სადაც კი ის წავა. ეს იგივეა კარგ ან ცუდ აზრებთან. ესები ასხივებს თავის კარგ ან ცუდ რხევებს თავის გარშემო. აზრებს აქვს იმდენად დიდი ძალა, რომ როცა ესები არის მიმართული დიდი მიზნებისკენ, ესები შეიძლება გამოყენებული იყოს მსოფლიოზე გავლენის მოსახდენად. როცა ჭკუა სავსეა კარგი აზრებით, როგორიცაა ჭეშმარიტება, სიყვარული, მოთმინება და თანაგრძნობა, ადამიანის ცხოვრება სავსეა მშვიდობითა და უშფოთველობით. თუ, მეორეს მხრივ, ადამიანი ნებას აძლევს სიძულვილის, შურის, ბრაზისა და ამპარტავნების აზრებს გაზრდაზე, ცხოვრება ხდება მარადიული ტანჯვა. სახე არის ჭკუის მაჩვენებელი. როცა თქვენ ატარებთ უკეთურობას ვინმეს მიმართ, თქვენი მტრობა ცვლის თქვენს სახეს და მანერებს. როცა თქვენ მასპინძლობთ კარგ და მოყვარულ აზრებს, თქვენი გული სავსეა სიხარულით და თქვენ განიცდით ბედნიერების აღმავლობას. თუ თქვენ ავსებთ თქვენს გულს სიყვარულით, მთელი თქვენი ცხოვრება ხდება სიყვარულის საგა.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 31 ივლისი
2026 წლის 15 მარტი.
რა არის სუფთა ერთგულების ჭეშმარიტი ბუნება? ბჰაგავანი გვახსენებს ჩვენ დღეს უფლის ერთ-ერთი უდიდესი ერთგულის მაგალითის აღებით.
ერთხელ გოპიკამ ჰკითხა რადჰას ის როგორ გრძნობდა თავს კრიშნას დანახვისას, როგორ პასუხობდა მისი გული, რა ტრანსფორმი მოხდა მასში და რა სიხარული განიცადა მან. რადჰამ უპასუხა: „მალევე როცა მე ვისმინე კრიშნას მელოდიური ფლეიტა, ჩემი გული დამშვიდდა და მე დამავიწყდა ჩემი თავი როცა მე გავიგე რომ კრიშნა მოდიოდა. მე ვკარგავ თავს მისი ფლეიტის მუსიკაში და მე არ ვაცნობიერებ სხვა რამეს. როგორ შემიძლია მე აღგიწერო ჩემი გრძნობები როცა მე ვარ მთვრალი მისი მელოდიის მაგიით?“ ღმერთით დათრობილ ერთგულებს არ შეუძლიათ თავიანთი ნეტარი გამოცდილების აღწერა სიტყვებით. ვინც ცდილობს ამის გამოხატვას მას არ აქვს ამის რეალური გამოცდილება საერთოდ. მათ ვინც თვლიან საკუთარ თავს ერთგულებად უნდა გააცნობიერონ უზარმაზარი განსხვავება მათ ვიწრო აზროვნებასა და ჭეშმარიტი ერთგულების აუწერელ ხასიათს შორის. მათ უნდა გადაწყვიტონ დაცვენა წვრილმანი მიჯაჭვულობების და განივითარონ ურყევი ერთგულება ღმერთისადმი როგორც მათი ცხოვრების მთავარი მიზნისადმი. ამ მიზნისთვის კეთილთა საზოგადოება არის აუცილებელი. კარგი აზრები ხელშეიწყობა მხოლოდ კარგთან კავშირით.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 19 იანვარი
2026 წლის 16 მარტი.
ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილი აზრებზე რაც არის ბოროტი ბუნებით, განსაკუთრებით სხვების ზიანის მიყენების აზრებზე? ბჰაგავანი გვაძლევს მკაცრ შეხსენებას დღეს.
აზრები არის კაცის ნამდვილი სასიცოცხლო სუნთქვა. სწორედ სიძულვილის, შურის, ბრაზისა და ეგოს ბოროტი აზრების დაფარვით არის რომ კაცი იღებს საკუთარ დაცემას. კაცი მალავს ბოროტ აზრებს თანამოძმეებზე ზიანის მისაყენებლად. მაგრამ ზიანი რასაც ეს აზრები აყენებს თანამოძმეს უბრუნდება საკუთარ თავზე ათჯერ მეტი ძალით. თანამოძმეების შეურაცხყოფით, კრიტიკით, ნადირობითა და სკანდალით, კაცი სინამდვილეში შეურაცხყოფს, აკრიტიკებს, ნადირობს და სკანდალს აყენებს თვით უფალს. სხვებში ღმრთაებრივის არსებობის სრულიად უცოდინარი, კაცი ნებივრობს ასეთი საზიზღარი საქციელით. კაცი ვინც იღებს ხმალს დაიღუპება ამით; კაცი ვინც ჭრის სხვას დაიჭრება საპასუხოდ; კაცი ვინც სხვას შეურაცხყოფს შეურაცხყოფილი იქნება სამაგიეროდ. როგორიც არის აზრი, ისეთივეა შედეგი. როგორიც არის გრძნობა, ისეთივეა შედეგი. ჭკუის ძალისა და მისი ძლევამოსილების სრულიად უცოდინრობით, ჩვენ ვერ ვაფასებთ ჭკუის უზენაეს მნიშვნელობას. მთელი ჩვენი ცხოვრება ეყრდნობა ჭკუაზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ გულწრფელი ძალისხმევები ჭკუის ძალის გასაგებად.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 23 მაისი
2026 წლის 17 მარტი.
რა არის უუნარობის მიზეზი ღმრთაებრიობის გაცნობიერებაზე ჩვენს შიგნით? ჩვენი მოსიყვარულე უფალი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს.
თუ მოქანდაკეს შეუძლია ქვის უსიცოცხლო ნაჭრისგან ღმერთის ცოცხალი ხატის შექმნა, არ შეუძლიათ ადამიანებს, ვიბრირებადებს სიცოცხლით, გამოავლინონ ცოცხალი ღმრთაებრიობა რომელიც ცხოვრობს მათში? რა არის შიგნით არსებული ღმრთაებრიობის გაცნობიერების ამ უუნარობის მიზეზი? ეს ხდება იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ჭუჭყიან საფარს რაშიც ის არის გახვეული. თუ ჩვენი ტანსაცმელი ჭუჭყიანდება, ჩვენ ვიცვლით მას რადგან ჩვენ გვრცხვენია გამოჩენა ჭუჭყიანი სამოსით. თუ ჩვენი სახლი არის ჭუჭყიანი, ჩვენ ვცდილობთ გავწმინდოთ იგი ასე რომ სტუმრებმა არ მიიღონ ცუდი შთაბეჭდილება. მაგრამ როცა ჩვენი ჭკუები და ჩვენი გულები არის დაბინძურებული, ჩვენ არ ვგრძნობთ სირცხვილს. განა უცნაური არ არის რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ასე ძალიან შეშფოთებულნი ჩვენი ტანსაცმლის ან სახლების სისუფთავეზე, მაგრამ არ ვართ შეშფოთებულნი ჩვენი გულებისა და ჭკუების სიწმინდეზე, რაც გავლენას ახდენს მთელ ჩვენს ცხოვრებაზე? ჩვენი გულებისა და ჭკუების გასაწმენდად, პირველი არის რომ ჩვენ უნდა ვატაროთ უბიწო ცხოვრება. ჩვენი ქმედებები უნდა იყოს დაფუძნებული ზნეობაზე. გათამამება სხვების შეურაცხყოფაში ან სხვებზე ტკივილის მიყენებაზე არ არის ადამიანური ბუნების ნიშანი. ბოროტება რასაც ჩვენ ვუკეთებთ სხვებს, საბოლოოდ უკუიგდება ჩვენზე.
– ღმერთის საუბარი, 1984 წლის 2 აპრილი
2026 წლის 18 მარტი.
ჩვენ რატომ უნდა გავაცალკევოთ ფხიზლად ჩვენი თავი თუნდაც გარეგნულად პატარა ბოროტი აზრებისგან? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის და გვაფრთხილებს ჩვენ დღეს.
ჭკუა შექმნილია რხევებისგან და არ არსებობს დასასრული მათზე. ესები მოედინება განუწყვეტლივ, იბადება ყოველ წამს. როგორც ოკეანის ტალღები არის ჭეშმარიტი ოკეანეზე და არის იგივე ბუნების როგორც ოკეანე, კაცის აზრებიც დაბეჭდილია მისი ჭკუის ბუნებით. ეს აზრები აფორმებს, აყალიბებს და წარმართავს მსოფლიოს პირდაპირ პროცესს. ამიტომ, აუცილებელია სერიოზული ძალისხმევა ჭკუის გასაძღოლად სწორი მიმართულებით. კაცი ვინც ვერ აცნობიერებს ჭკუის ძალასა და ძლევამოსილებას ანებებს საკუთარ თავს ჩავარდეს უძირო სიღრმეებში დღითიდღე. ბოროტი აზრები გამოვლინდება ხვალ, თუ დღეს არა. მან შეიძლება იფიქროს რომ პატარა ბოროტი საქმეები რაც მან ჩაიდინა არაგზით არ დააზიანებს მას, მაგრამ სინამდვილეში, ბოროტი ქმედებები ბუმერანგდება მასზე, ათმაგად. მხოლოდ კეთილი და ამაღლებული აზრების გაზრდით არის რომ ერისა და მსოფლიოს კეთილდღეობა შეიძლება იყოს აღზრდილი. მსოფლიო შეიძლება გაღმრთიურდეს თუ ყველა ინდივიდუალის აზრები არის გაღმრთიურებული.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 23 მაისი
2026 წლის 19 მარტი.
რა არის მნიშვნელოვანი გზავნილი რაც ჩვენ უნდა გავითავისოთ როცა ჩვენ ვაბიჯებთ ახალ წელში? უგადის ხელსაყრელ ზეიმზე, ბჰაგავანი გვაძლევს ჩვენ შორსმჭვრეტელ გზავნილს.
უგადის დღეზე, როცა თქვენ იღვიძებთ, პრაქტიკა არის „უგადი პაჩჩადის“ ჭამა. ეს ჩატნი მზადდება ნიმის ყვავილებიდან, მანგოს წვენიდან, თაფლიდან, შაქრისა და სხვა ინგრედიენტებიდან სხვადასხვა გემოთი. ამ ნამზადის შინაგანი მნიშვნელობა არის აღსანიშნად რომ ცხოვრება არის კარგისა და ცუდის, სიხარულისა და მწუხარების ნაზავი და ყველა მათგანი უნდა იყოს ერთნაირად მოპყრობილი. ყველა გამოცდილება უნდა იყოს მოპყრობილი სიმშვიდით. ყველამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მშვიდად შესახვედრად ყველაფერის რაც ამ წელს მოხდება, მიიღოს იგი შემკობით. კყთილად მიიღეთ ყველაფერი. როცა თქვენ აგემოვნებთ ამ უგადი პრასადამს, თქვენ უნდა ჭამოთ იგი კმაყოფილებით. თუ თქვენ ჭამთ მას აღშფოთებულად, მხოლოდ ასეთი ნეგატივობა იქნება თქვენი ხვედრი. არ გამოთქვათ უკმაყოფილება რამე არახელსაყრელზე. ჩათვალეთ ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ. კაცები უნდა ამაღლდნენ მწუხარებასა და ბედნიერებაზე, წარმატებასა და წარუმატებლობაზე. ეს არის უგადის ფესტივალის მთავარი გზავნილი. ყველაფერი რაც ხდება უნდა იყოს მოპყრობილი როგორც ღმერთის საჩუქარი. ეს მსოფლიო არის სიამოვნებისა და ტკივილის ნაზავი, რაც არის განუყოფელი. სიამოვნება არის ტკივილის დაბოლოება. თანაბარგანწყობის განვითარებით, თქვენ უნდა აღზარდოთ რწმენა ღმერთში, შეავსოთ თქვენი გულები ღმერთის სიყვარულით და შეასრულოთ თქვენი მოვალეობები მიძღვნით.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 4 აპრილი
2026 წლის 20 მარტი.
რა უნდა მოიშოროს ადამიანმა თავისგან გასახდომად ღმერთისთვის მისაღებად და ღმრთაებრივი ნეტარების განსაცადელად? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს ძლიერი მაგალითით.
ადამიანები მსოფლიოში ანიჭებენ მნიშვნელობას ყველანაირ ობიექტებს, იდეალებსა და პიროვნებებს. ღმერთი, თუმცა, არის მოხიბლული არა გარეგნული სახეებით არამედ მხოლოდ შინაგანი სულიერი იმპულსებით. პარვატი იყო ყველაზე ლამაზი ქალი მსოფლიოში. თავისი მომხიბვლელობის მცოდნემ, მან მოისურვა დაქორწინება თვით უფალზე. მაგრამ უფალი არ ნებდება გარეგან მომხიბვლელობას. თავისი წარუმატებლობით იმედგაცრუებული, პარვატი გავიდა ძალიან მკაცრ მონანიებაზე. მზეზე, წვიმაზე, ქარსა და ამინდზე გულგრილმა პარვატიმ კონცენტრირა თავისი აზრები უფალზე და დააუძლურა თავისი ტანი ტაპასით. მონანიების გამო, მან დაკარგა მთელი თავისი სილამაზე. მისი ყველა ფიზიკური ძალა გაქრა. იმ მომენტში უფალმა მიიღო ის თავისი ტანის ნახევარად. რა არის ამ ეპიზოდის შინაგანი მნიშვნელობა? პრაკრიტი (ბუნება) არის პარვატი. ეს პრაკრიტი სავსეა სხვადასხვა სახის სიამაყით: სიამაყე სიმდიდრის, ძალის, სილამაზის, ცოდნის, სათნოების, ძალაუფლებისა და მონანიების. მხოლოდ მაშინ როცა კაცი მოშორდება სიამაყის ამ რვა კატეგორიისგან, ის გახდება მისაღები ღმერთისთვის. სანამ ეგო ჭარბობს, სულის ძალა არ იქნება შეცნობილი. სულის ძალის გაცნობიერების გარეშე, კაცი ვერ შეძლებს ღმრთაებრივი ნეტარების განცდას.
– ღმერთის საუბარი, 1990 წლის 27 მარტი
საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
2026 წლის 21 მარტი.
ადამიანები ისწრაფიან დიდი რწმენის და ნდობის ჩადებაზე წინასწარმეტყველების პრაქტიკაში. სწორია ეს? ბჰაგავანი მყარად გვიხსნის და გვმეგზურობს ჩვენ დღეს.
ადამიანებს აქვთ რწმენა რაღაცეებში რაც არ უნდა დაიჯერონ, მაგრამ არ სჯერათ იმის რაც მათ უნდა სჯეროდეთ. ადამიანები მზად არიან დასაჯერებლად ალმანახის ავტორის განცხადებებში ან თუთიყუშის წინასწარმეტყველებებში შენახულში ტროტუარის ასტროლოგის ან გზისპირა ქირომანტის მიერ, მაგრამ არ იჯერებენ ვედების წმინდა განცხადებებში. ვედებს გამოცხადებული აქვს: ტატ ტვამ ასი, აჰამ ბრაჰმასმი, სო ჰამ (შენ ხარ ეს, მე ვარ ბრაჰმანი, მე ვარ ის). ვედური გამონათქვამი, სო ჰამ, დასტურდება ჩასუნთქვითა და ამოსუნთქვით რაც ხდება ყველაში. მაგრამ არავინ იჯერებს ამაში. ხალხი იჯერებს ფილმებში, რომანებში, გაზეთებსა და მრავალ სხვა წყაროში. მაგრამ ადამიანი არ იჯერებს მისი საკუთარი ატმას (მეს) ჭეშმარიტებაში. შედეგად, კაცი ნელ-ნელა სუსტდება და კარგავს თავის ადამიანურობას თავის საკუთარ მეში რწმენის ნაკლებობის გამო. კაცი ატმა-ვიშვასას (თავდაჯერებულობის) გარეშე საერთოდ არ არის კაცი. თავდაჯერებულობის გარეშე, როგორ შეუძლია მას თვითკმაყოფილების მიღება? თვითკმაყოფილების ნაკლებობაში, როგორ შეიძლება ის იმედოვნებდეს თვითრეალიზებას? ეს არის შეუძლებელი. ამიტომ, თვითრეალიზების სასახლე უნდა აშენდეს თვითდაჯერებულობის საძირკველზე, თვითკმაყოფილების კედლებით და თავგანწირვის ჭერით.
– ღმერთის საუბარი, 1993 წლის 24 მარტი
2026 წლის 22 მარტი.
რატომ არის საყურადღებო გასააზრენლად ნებისმიერი რიტუალის ან სულიერი დავალების შინაგანი მნიშვნელობა? ბჰაგავანი სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს ასე რომ ჩვენ შევძლოთ მათი შესრულება გულწრფელად და სიწმინდით.
დღეს რელიგიური პრაქტიკიდან მრავალაში, არსებობს ზრუნვა მხოლოდ გარეგანი ფორმების დაკვირვებაზე, პატარა ყურადღების მიქცევით ამ რიტუალების შინაგანი მნიშვნელობისთვის. მაგალითად, ადამიანს სურს ქოქოსის შეთავაზება კერპზე ტაძარში. ყურადღება არ ექცევა ნახვას ქოქოსი არის კარგი თუ არა. ქოქოსის უბრალო გატეხვაც კი, თუნდაც ის იყოს დამპალი, ითვლება საკმარისად შეთავაზების შესრულებისთვის. ყურადღება მიაქციეთ რიტუალის შინაგან მნიშვნელობას. ქოქოსი არის გულის სიმბოლო. ღმერთზე შეთავაზებამდე, ყველა გარეგანი ბოჭკო უნდა მოიხსნას. სულიერი მნიშვნელობა არის ტამასიკას (ბნელის) მიდრეკილებების მოშორება ჩვენი გულიდან. ქოქოსის ნაჭუჭი სიმბოლიზებს რაჯოგუნას (ვნებისა და მოუსვენრობის ხარისხებს) ჩვენში. თეთრი გული ქოქოსის შიგნით წარმოადგენს სატვაგუნას (სიწმინდეს). რაც ჩვენ უნდა შევთავაზოთ ღმერთს არის სუფთა გული ტამასიკა და რაჯასიკა ხარისხების, ისეთის როგორიც ბრაზი, სიძულვილი და მიჯაჭვულობა, გარეშე. სწორედ გულის ეს სიწმინდე უნდა გამოვლინდეს ღმერთზე ნებისმიერი შეშეთავაზების გაკეთებით, და არა ქოქოსის მექანიკური გატეხვა როგორც უაზრო რიტუალი.
– ღმერთის საუბარი, 1986 წლის 10 აპრილი
2026 წლის 23 მარტი.
ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენი ადამიანობის გასაცხადებლად? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის ჩვენ დღეს გულში ჩამწვდომი გზავნილის მეშვეობით.
კაცები დღეს ბოროტად იყენებენ მთელ თავიანთ ცოდნას, სიმდიდრეს, ენერგიებსა და უნარებს წმინდად მატერიალური მიზნებისთვის და ფუჭად ხარჯავენ თავიანთ ცხოვრებას. მიწიერი ცხოვრების გატარება არის გარდაუვალი. მაგრამ ამის კეთებაში, უნდა გვახსოვდეს სულიერი მიზანი. მიზანი არის სულიერი; ქმედებები არის მიწიერი. ეს არის მაშინ როცა ქმედებები მიძღვნილია სულიერ მიზნებზე რომ ხდება მათი განწმენდა. საუბედუროდ, დღეს, სულიერი პრაქტიკებიც კი დასნებოვნებულია მიწიერი მოტივებით. სწორედ მეფეების, ბრძენების, მეცნიერებისა და ღმრთისმოსავი კაცებისა და ქალების მიერ ძველ დროში წარმოებული ინტენსიური სულიერი ცხოვრების გამო, ბჰარატას სულიერი მემკვიდრეობა დღემდე გადაურჩა საუკუნეების ცვალებადობას. კაცებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი თანდაყოლილი ღმრთაებრიობა და იცხოვრონ თავიანთი ჭეშმარიტი ბუნების შესაბამისად. თუ მათი ნამდვილი ბუნება არის დავიწყებული და მათი ქცევა შორს არის ადამიანობისგან, ისინი წყვეტენ ადამიანებად ყოფნას. მაგალითად, სიტკბო არის ჯაგერის ძირითადი ხარისხი. თუ იგი კარგავს თავის სიტკბოს, იგი წყვეტს ჯაგერობას და არის სწორედ ბელტის ნაჭერი. მსგავსად, კაცის მისაღებად კაცად, მან უნდა გამოავლინოს თავისი ადამიანობა ტრიკარანა შუდჰის – აზრის, სიტყვისა და საქმის სიწმინდის პრაქტიკით. ამ სიწმინდის გარეშე, კაცი არის მხოლოდ თიხის ბელტი.
– ღმერთის საუბარი, 1990 წლის 27 მარტი.
2026 წლის 24 მარტი.
ჩვენ რატომ უნდა დავაკვირდეთ ჩვენს აზრებზე? ბჰაგავანი ნათლად გვიხსნის და გვხელმძღვანელობს ჩვენ დღეს.
სიამოვნებისა და ტკივილის ყველა განცდას აქვს თავისი წარმოშობა კაცის აზრებში. აზრი არის როგორც ხის თესლი, რომელიც დროთა განმავლობაში იბამს ტოტებს, ფოთლებს, ყვავილებსა და ნაყოფს. ყველაფერი რასაც თქვენ ხედთ ხეში მოდის პატარა თესლიდან. მსგავსად, თუმცა კაცის აზრი არის წმინდა, იგი პოტენციალად შეიცავს მთელ სამყაროს. ატომი არის სამყაროს მიკროკოსმი. თქვენ იცით ბანიანის ხის უზარმაზარი ზომა. მისი თესლი, თუმცა, არის ძალიან პატარა. თესლი და ხე არის არსებითად ერთი. კაცი უნდა დააკვირდეს თავის აზრებზე, რადგან ესები აძლევს ფორმას საფუძველს მისი ქმედებებისთვის. როცა მისი სურვილები სრულდება, ის არის კმაყოფილი. როცა ესები არ რეალიზდება, ის გრძნობს იმედგაცრუებას. კაცი არ ძიობს ამ გაბნეული შედეგების მიზეზებში. მისი წარუმატებლობები არის მისი ნაკლოვანებების შედეგი. როცა მისი გული არის სუფთა, მისი ქმედებები იძლევა სასარგებლო შედეგებს. მისი აზრები არის მისი ძალისხმევების წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზი. ამიტომ, კაცმა უნდა გამოიყენოს თავისი აზრები წესიერად. მსოფლიოს მისი ხედვა დამოკიდებულია იმაზე როგორ იმზირება ის მასზე. „ის როგორც გრძნობს, ის ხდება ისეთი“. როცა ადამიანის აზრები არის ამაღლებული, შედეგებიც არის ამაღლებული.
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 10 მაისი.
2026 წლის 25 მარტი.
ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენს განსაწამლვად მიწიერების შხამისგან? ბჰაგავანი სიყვარულით გვიძღვება ჩვენ დღეს დასამახსოვრებელი მაგალითით.
კაცის სიცოცხლე არის აზრიანი მხოლოდ იმიტომ რომ მას შეუძლია მისი გამოყენება ღმერთის დასანახად. სიცოცხლის მიზანი არის საბოლოოდ შერწყმა ზღვაში – ღმერთში. თქვენ არ უნდა აავსოთ სიცოცხლე მსოფლიოთი; ეს გადააქცევს მას ამაოების, სიგიჟის ბაზრად. უსმინეთ ყველა ისეთ რამეს რაც თქვენ გაგიზიდავთ ღმერთობის პრინციპისკენ; შემდეგ, გაიაზრეთ ეს სიჩუმეში, და გახადეთ ესები თქვენი ცნობიერების ნაწილად. მანანას (რეფლექცის) ეს პროცესი გაქცევთ თქვენ კაცად; ეს არის კაცის გამოცდა. კალია იყო უზარმაზარი გველი, სავსე შხამით, მოსეირნე სიკვდილსა და განადგურებაში. ის არის დამახასიათებელი კაცის, მოსეირნეს გრძნობით ობიექტებში რაც არის როგორც შხამი მანამ სანამ მათი გავლენა ეხება ცხოვრებაზე. ვიშაია (გრძნობადი ობიექტი) არის ყველაზე სასიკვდილო ვიზა (შხამი). როდესაც კრიშნა ცეკვავდა კალიას თავზე, შხამი მთლიანად ამოირწყა! და გველი დამორჩილდა. როცა ღმერთი აღდგება, მსოფლიო და მისი ყველა შხამიანი ორთქლი გაქრება და თქვენ აღდგებით თავდაპირველ ჯანმრთელობაში. აიძულეთ უფლის სახელი და ფორმა იცეკვოს თქვენი გულის კაპოტზე.
– ღმერთის საუბარი, 1963 წლის 6 სექტემბერი
2026 წლის 26 მარტი.
რა არის რამაიანას წმინდა მნიშვნელობა? ბჰაგავანი სიყვარულით განმარტავს ეპოსიდან რამდენიმე იდეალური პიროვნების წინ წამოწევით.
ვედები არის ღრმა, განუზომელი და უსასრულო სიბრძნის კვინტესენცი. ტრეტა იუგაში, ოთხმა ვედამ მიიღო ფიზიკური ფორმა და ინკარნირდა როგორც რამა, ლაკშმანა, ბჰარატა და შატრუღნა. მაშინ როცა რიგვედამ მიიღო რამას ფორმა, იაჯურვედა, სამავედა და ათჰარვავედა გამოვლინდა ლაკშმანას, ბჰარატასა და შატრუღნას ფორმებით, შესაბამისად. რამა სიმბოლიზებს რიგვედას. ის იყო მანტრა-სვარუპა (მანტრების ტანმოსილება). ლაკშმანა იყო მანტრა-დრაშტა (ის, ვინც ჭვრეტს მანტრებზე), და მან ჩადო რამას სწავლებები პრაქტიკაში. ის მისდევდა რამას ერთგულად. ის მიიჩნევდა რამას სახელს განმათავისუფლებელ მანტრად. ლაკშმანა მიიჩნევდა რამას ყველაფრად – დედად, მამად, მასწავლებლად და ღმერთად. ბჰარატა იყო სამავედას ტანმოსილება და გალობდა რამა ნამამს განუწყვეტლივ ბჰავათი, რაგათი და ტალათი (გრძნობით, მელოდიით და რიტმით). მაშინ როცა ბჰარატა იყო დაკავებული ნირგუნას (ღმერთის, როგორც უატრიბუტებოს) თაყვანისცემით, ლაკშმანა ხარობდა საგუნას თაყვანისცემით (ღმერთის თაყვანისცემა ატრიბუტებით). ათარვავედამ თავი გამოავლინა შატრუღნად, ვინც მიჰყვებოდა თავის სამ უფროს ძმას და დაიპყრო არა მხოლოდ საერო მსოფლიო, არამედ მოიპოვა გამარჯვება გრძნობათა სამეფოზეც.
– ღმერთის საუბარი, 2004 წლის 30 მარტი
2026 წლის 27 მარტი.
შრი რამა ნავამის ხელსაყრელ შემთხვევაზე, რა არის მისი მნიშვნელობა მსოფლიოსთვის დღეს? ბჰაგავანი გულშიჩამწვდომად და სიყვარულით გვახსენებს ჩვენ დღეს.
მსოფლიოს, დღეს, ძალიან სჭირდება რამას ისტორიის გზავნილი. ერთი რამისთვის, ვაჟები დღეს არ მისდევენ მამების მითითებებს. მამები არ უყენებენ შვილებს სწორ მაგალითს. მოწაფეები არ სცემენ პატივს მოძღვრებს. მოძღვრები არ ეპყრობიან მოწაფეებს სიყვარულით. არ არსებობს სიყვარული მეგობრებს შორისაც კი. ურთიერთობები დაძაბულია ერთმანეთს შორის. ცხოვრების ყველა სფეროში – ადმინისტრებაში, სოფლის მეურნეობაში, ბიზნესში თუ პოლიტიკაში – მძვინვარებს უთანხმოება. განხეთქილება და კონფლიქტები ჭარბობს სოციალურ, პოლიტიკურ და სულიერ სფეროებშიც კი. თუ თქვენ გამოიკვლევთ მიზეზებს ამ სიტუაციისთვის, თქვენ აღმოაჩენთ რომ ეგოიზმი არის ყველაფრის სათავე. ძირითადი ელემენტები საერთოა მთელი კაცობრიობისთვის. თვით მსოფლიო არის ერთი ოჯახი. ყველა კაცი არის ძმა. რამამ უქადაგა მსოფლიოს ეს ძირითადი ჭეშმარიტება. მან ასწავლა მსოფლიოს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების მოვალეობები, მისი სოციალური და ოჯახური ვალდებულებები. მოვალეობების ეს სამმაგი ნაკადი არის რამაიანას გზავნილი. ვინც ბანაობს ამ სამმაგ ნაკადში თავისუფლდება თავისი ცოდვებისგან და გამოისყიდება.
– ღმერთის საუბარი, 1997 წლის 16 აპრილი
2026 წლის 28 მარტი.
რა არის დჰარმა და რატომ არის იგი ასე მნიშვნელოვანი მის დასაცვად ცხოვრებაში? ჩვენი მოსიყვარულე უფალი კეთილად გვიხსნის ამას ჩვენ დღეს.
დჰარაიტი დჰარმაჰ, ასეა ნათქვამი. დჰარმა არის რაც ინარჩუნებს და იცავს მსოფლიოს. მსოფლიოში ყველა ობიექტს აქვს დადგენილი უნიკალური ხარისხები. ხარისხი რაც არის ობიექტის სასიცოცხლო არსი ავლენს მის დჰარმას. მაგალითად, ცეცხლის ძირითადი ხარისხი არის წვა – წვა არის მისი დჰარმა. როცა ცეცხლი კარგავს წვის უნარს, იგი წყვეტს ცეცხლს და ხდება უბრალო ნახშირი! სიტკბო არის შაქრის თანდაყოლილი ხარისხი. თუ შაქარი კარგავს თავის სიტკბოს, იგი არის უკვე არა შაქარი არამედ ქვიშა! ჩამპაკას ყვავილს აქვს სურნელის გამოყოფის ბუნებრივი ხარისხი. თუ მასში არ არის სურნელი, იგი არ არის ჩამპაკა. იგივენაირად, კაცისთვის, ანანდას (ნეტარების) ხარისხი რაც მოედინება მისი გულიდან არის მისი თანდაყოლილი დჰარმა. მაგრამ დღეს, გარეგანი მიღწევებისთვის, კაცი ივიწყებს თავის თანდაყოლილ ბუნებას. ადამიანი განათლებული არის თუ არა, არსებობს ერთი საერთო დჰარმა: მათ უნდა გამოიჩინონ სხვების მიმართ იგივე პატივისცემა და პატივმოყვარეობა რის გამოჩენასაც ისინი მოელიან სხვებისგან მათ მიმართ. ჩვენ არ უნდა გავუკეთოთ სხვებს რამე რასაც თუ სხვები ჩვენ გაგვაკეთებენ, გამოიწვევს ტკივილსა და უბედურებას ჩვენზე.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 26 მარტი
2026 წლის 29 მარტი.
სურვილები უნდა იყოს უკუგდებული საერთოდ? ჩვენ როგორ ვაკონტროლოთ ესები? ბჰაგავანი სიყვარულით გვხელმძღვანელობს ჩვენ დღეს.
არსებობს ორი სახის სურვილი: ერთი არის ბუნებრივი. მეორე არის გადაჭარბებული და არასწორად მიმართული სურვილი. „მე მინდა სახლი“ არის ლეგიტიმური სურვილი, და ადამიანმა უნდა ეძებოს იგი. თუმცა, სიხარბეა ორი ან მეტი სახლის ფლობა. დღეს, სიხარბე უფრო გავრცელებულია კაცში ვიდრე სურვილი საჭირო ნივთებისთვის. შედეგად, კაცი იტანჯება დარდითა და წუხილით. ის გაუცხოვდა კმაყოფილებისგან. ის არის ჩაფლული უკმაყოფილებაში დაუოკებელი სურვილებისგან. როცა ადამიანი არის მწყურვილი, მან უნდა დალიოს წყალი. როდის დასრულდება ეს წყურვილი? წყურვილი არ დასრულდება სანამ სიცოცხლე გრძელდება. სიკვდილის მომენტშიც კი, ადამიანები გრძნობენ წყურვილს. როგორ უნდა დაკმაყოფილდეს (მატერიალური ნივთების) წყურვილი? შესაძლებელია რკინის ბორკილების მოშორება როცა ესები ჟანგდება დროთა განმავლობაში, მაგრამ ადვილი არ არის ტრიშნას (სურვილის) მოშორება. ტრიშნა არის უსაზღვრო სურვილების მიზეზი. თუ სურვილები ასრულდება, ადამიანის აჰამკარა (ეგო) ფუვდება. თუ ესები არ რეალიზდება, სიძულვილი ვითარდება. არსებობს ჯოჯოხეთის სამი კარი კაცისთვის: კამა (სურვილი), კროდჰა (მრისხანება) და ლობჰა (სიხარბე). სურვილები ცდილობს გასცილდეს საზღვრებს. ამიტომ, აუცილებელია მათი შეზღუდვის ცდა იმდენად რამდენადაც შესაძლებელია. სურვილების კონტროლის პროცესს ეწოდება სადჰანა.
– ღმერთის საუბარი, 1988 წლის 29 მაისი
2026 წლის 30 მარტი.
ხალხი ამტკიცებს რომ სულიერი ცხოვრება რთულია და სამსარა მათ აბამს. მართალია ეს? ბჰაგავანი გვიხსნის და გვმოტივირებს ჩვენ დღეს.
ზოგიერთები ამბობენ რომ ისინი არიან ძალიან სუსტები სულიერ სიმაღლეზე ასასვლელად. მაგრამ თქვენ გაქვთ ძალა ცოდვების და არასწორი ქმედებების ჩასადენად. ძალა საჭირო კარგი ან ცუდი ქმედებებისთვის არის იგივე. სინამდვილეში, ცოდვის ჩადენა არის უფრო რთული, ვიდრე კარგად და წარჩინებულად ყოფნა. ტყუილის თქმა არის რთული. სიმართლის თქმა არის ადვილი. სიმართლის თქმა არ საჭიროებს ძალისხმევას. მაგრამ იმის გამოცხადება ჭეშმარიტებად რაც არ არის სიმართლე მოითხოვს მნიშვნელოვან გამოგონებას. სიცრუის თქმა მაშასადამე არის უფრო რთული. იგივენაირად, თაღლითობა არის უფრო რთული ვიდრე გულწრფელად მყოფობა. ბევრი ერთგული ეუბნება სვამის რომ ისინი დაჭერილი არიან სამსარას (ოჯახური და მიწიერი ცხოვრების) ხვეულებში და უძლურნი არიან მისგან თავის დაღწევაზე. მაგრამ რა არის ჭეშმარიტება? ეს ხართ თქვენ ვინც ჩამოკიდებულია სამსარაზე, თუ ეს არის სამსარა თქვენი დამჭერი თავის ხელში? აქვს სამსარას რამე ხელები თქვენს დასაჭერათ? თქვენ გაქვთ ხელები, და თქვენ ეჭიდებით მიწიერ ცხოვრებაზე. პარადოქსია თქვენთვის თქვათ რომ სამსარა გიჭერთ თქვენ მისი ხელით როცა სიმართლე არის სხვაგვარი. ზედმეტი მიჯაჭვულობა არის კაცის საწუხრების მიზეზი. აკეთეთ ყველაფერი როგორც ღმრთაებრივზე შეთავაზების აქტი.
– ღმერთის საუბარი, 1995 წლის 9 აპრილი
2026 წლის 31 მარტი.
დღეს არის მაჰავირ ჯაიანტის ხელსაყრელი დღესასწაული. რა არის მაჰავირას ცენტრალური გზავნილი რაც ჩვენ უნდა გვახსოვდეს და რაზეც უნდა ვიფიქროთ? ბჰაგავანი სიყვარულით გვიხსნის ჩვენ დღეს.
მაჰავირა თვლიდა რომ განთავისუფლება სიკვდილისა და დაბადების ციკლისგან არის ცოცხალი არსების საბოლოო მიზანი და ამიტომ, მან გადაწყვიტა რომ შეესრულებინა ყველა წმინდა საქმიანობა ამ ტანით თავიდან ასაცილებლად სიცოცხლის სიკვდილის შემდეგ. როდის არის შესაძლებელი დაბადება? ეს არის მხოლოდ თესლის არსებობის შემთხვევაში რომ მცენარეები აღმოცენდება. მსგავსად, სანამ კაცს აქვს თესლი წოდებული სურვილებად, მას არ შეუძლია გაექცეს დაბადებისა და სიკვდილის ციკლს. ამიტომ, კაცი უნდა იყოს უსურვილებო. ამრიგად, სურვილების განადგურება (მოჰა-კშაიამ) არის განთავისუფლება (მოქშამ). სურვილების ეს განადგურება შეიძლება მიღწეული იქნას ჩვენი ყველა მიწიერი სურვილის მიმართვით ღმერთისკენ, და ასევე მშობლების, შვილების, ცოლის, ურთიერთობების მიმართ ჩვენი სიყვარულის, ისევე როგორც სიყვარულის მატერიალური ნივთების მიმართ, შეტრიალებით ღმერთისკენ. ყველა ძირითადი სურვილი უნდა იქცეს ღმერთის სიყვარულად. სამი პრინციპი რაც არის მნიშვნელოვანი არის რწმენა, სიბრძნე და პრაქტიკა. ცოდნა არის სწავლა დაკავშირებული მიწიერ საკითხებთაბ, მაგრამ მას რაც დაკავშირებულია სულიერ საკითხებთაბ ეწოდება სიბრძნე. მაჰავირას თანახმად, ეს არის მხოლოდ მაშინ როცა ჩვენ მივდევთ სიბრძნეს, გვაქვს რწმენა და ვპრაქტიკებთ ამათ რომ ჩვენ მივაღწევთ ღმრთაებრივ მოკშას.
– ღმერთის საუბარი, 1991 წლის 28 მარტი
-
ბოლო ჩანაწერები
ბოლო კომენტარები
არქივები
კატეგორიები
მეტა