საი შთაგვაგონებს პრაშანტი ნილაიამიდან
სატია საი ბაბა
2026 წლის 1 თებერვალი.
ჩვენ რატომ არ უნდა დავკმაყოფილდეთ ფიზიკური ხედვით, რამდენად კარგადაც კი იგი შეიძლება გვემსახუროს ჩვენ ამ მსოფლიოში? ბჰაგავანი შთაგვაგონებს ჩვენ რაღაც უფრო მაღალის მიღწევაზე დღეს.
ვედა აცხადებს: „რაც კი არის აღქმული მიდრეკილია განადგურებაზე“. ყველა ობიექტს მსოფლიოში, მოძრავსა და უძრავს კაცი ხედს თავისი ფიზიკური თვალებით. ეს ყველაფერი გაქრება თავის დროზე დროს ნაკადში. არც თვალი რაც ხედს, არც საგანი რასაც იგი ხედს, არის მუდმივი. ყველა არსება ქმნილებაში დაჯილდოებულია თვალებით. რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კაცის მიერ დაუფლებულ თვალებს? რა არის ადამიანის არსებობის უნიკალური მნიშვნელობა? დაბადებული ადამიანად, უბედო იქნებოდა, თუ კაცი დაკმაყოფილდებოდა ფიზიკური ხედვით. კაცმა უნდა შეიძინოს ჯნანა-ნეტრამ (სიბრძნის თვალი). მის გარეშე, რა სარგებელია ადამიანის განათლება? რა აზრი აქვს ადამიანის გონიერებას ან გონებრივ ძალებს? რა არის კაცის ფასი თუ ის უძლურია თავისში ღმრთაებრივის ამოცნობაზე? კაცი არის ქმნილების გვირგვინი. სწორედ ამიტომ აქებს წმინდა წერილები იმ კეთილშობილ სათნოებებს, რომელთა გამოვლის შემძლეც არის კაცი. ამიტომ, როგორც ადამიანი, ის უნდა ისწრაფვოდეს სიბრძნის თვალის შესაძენად. ფიზიკური თვალები არის უნიათო. თქვენ არ შეგიძლიათ საკუთარი თვალების დანახვა. ეს არასრულყოფილი თვალები, როგორ შეძლებს ესები ძალიან წმინდა ჭკუის დანახვას? თვალები, რომლებიც უძლურია ხედოს ჭკუა, როგორ შეძლებს ესები ხედოს ატმა (მკვიდრი სული)?
– ღმერთის საუბარი, 1992 წლის 4 აპრილი.
-
ბოლო ჩანაწერები
ბოლო კომენტარები
არქივები
კატეგორიები
მეტა