სიცოცხლის ზღაპარი

პროლოგი
 დიდი ხნის უკან, როცა ბევრი ჩვენთაგანი ჯერ კიდევ არ იყო მიწაზე, ერთ ოჯახში ქვეყნიერებას მოევლინა ბიჭი.
ის იზრდებოდა კეთილად ყველა ცოცხალი ქმნილებისთვის და გულჩვილად გაჭირვებულთა და სნეულთათვის.

რაჯუ, ასე ეძახდნენ ბიჭს, შვიდი წლის წავიდა სკოლაში.
და ხშირად გაკვეთილების შემდეგ ურიგებდა თავის მეგობრებს ტკბილეულს და ხილს, კალმისტრებს, ფანქრებს და რვეულებს, რომლებსაც იღებდა ცარიელი ტომრიდან.
რაჯუ, ცელქობით, ზოგჯერ, თავისი მეგობრების თვალწინ, ბაყაყებს გადააქცევდა მერცხლებად, თამარინდიდან წყვეტდა ვაშლებს და ლიმონებს.
ან მისგან დასჯილი მასწავლებელი უიმედოდ ეკვრებოდა სკამზე…

როცა მას ჯერ კიდევ არ გათანაბრებოდა 14 წელი,
ბიჭმა განუცხადა თავის ახლობლებს:
“მე მივდივარ.
ჩემი ერთგულები მეძახიან მე.
მე მელოდება ჩემი სამუშაო”.
მან აიღო ჟასმინის ყვავილის ფურცლების ბღუჯა და ატყორცნა მაღლა – ფურცლები, რომ დაცვივდა გამოსახეს (ტელუგუზე) სიტყვები:
“ნენე საი ბაბანუ” (მე ვარ საი ბაბა)
“სატია საი ბაბა”
არის მისი სახელი, სახელი
ჩვენი საუკუნის ავატარისა…

ის კურნავს განუკურნავებს, ეხმარება სასოწარკვეთილებს, საკვებს აძლევს მდაბიოებს და ერთგულებისთვის –
‘არაფრისგან’,
პირდაპირ ჰაერიდან
მატერიალურ საგნებად ქმნის – რგოლებს, ბეჭდებს, კრიალოსნებს, საყურეებს, ქანდაკებებს, საათებს და კულონებს – და განა ყველაფერს ჩამოთვლი?

მან ააშენა კოლეჯები, ჰოსპიტალები, უნივერსიტეტები, სულიერი ცენტრები, პლანეტარიუმები, ბიბლიოთეკა, აეროპორტი და ბევრი, ბევრი სხვა.

მაგრამ მთავარია, რომ – ის ადამიანებს თავისი სიყვარულით გარდასახავს.
“მე მინდა ავაშენო ერთიანი კაცობრიობა, განუყოფელი რელიგიების, კასტების და წოდებების ბარიერებით, შევქმნა სიყვარულის საყოველთაო სამეფო.    ავატარებმა არ იციან წარუმატებლობა.
მე მოვედი კაცობრიობის ისტორიაში ოქროს თავის ჩასაწერად”.

ამის დაჯერება ძნელია, ამის მიღება უბრალოდ შეუძლებელია.
მაგრამ
მიმოიხედეთ – ირღვევა, რეჟიმები, რომლებიც გვეჩვენებოდა ურღვევი.
და ჩვენ თვითონაც სწრაფად ვიცვლებით.
შეჩერდით მომენტზე – და თქვენ დაინახავთ, რომ ეს ზღაპარი ცოცხალია.
და, არასწორია საათი,
შეიძლება თქვენც იყავით დედამიწის მილიონობით ადამიანს შორის,
რომლებმაც იზეიმეს ჩვენი საუკუნის ავატარის
დაბადებიდან 75 წლის დღესასწაული.

“ნათლად გასაგები უნდა იყოს განსხვავება
ღმრთაებას,

(როგორც უნივერსალურ შემეცნებასა)
და ავატარს
(ადამიანის ფორმაში ღმრთაებას)
შორის.
პარა-ბრამანი, უმაღლესი მე, არ განიცდის ცვლილებებს
და არ აქვს არც ფორმა, არც სახელი.
ავატარს აქვს სახელი და ფორმა და ექვემდებარება ცვლილებებს,
მაგრამ თავისი საკუთარი სურვილით.
რა სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეს ავატარი, მის ყოვლისშემძლეობას არ აქვს საზღვარი.
სახელი და ფორმა არ ზღუდავს ავატარის ღმრთიურების მთელი სისრულის გამომჟღავნებას. სახელი და ფორმა ეს არის
უსასრულო, მარადიული, აბსოლუტურად წმინდა უნივერსალური ცნობიერების თვით-არჩეული ატრიბუტები.

წყალი, აღებული ოკეანიდან, რაც არ უნდა პატარა იყოს ჭურჭელი,
არის იმავე თვისებების, როგორიც ოკეანეა.

ზუსტად ასევეა ავატარიც, მიუხედავად მისი სახელისა და ფორმის ის ფლობს ღმრთიურების მთელ სისრულეს.
ყველა მიმართებაში, გარდა სახელისა და ფორმისა ის არის ღმერთის იდენტური

ღმრთაება მოდის, როგორც ავატარი, რათა შეასწავლოს კაცობიობას ჭეშმარიტი სიყვარული, რათა გაწმინდოს გზა ადამიანის სულიერი პროგრესისთვის.
ყველა ინდივიდუალურმა არსებამ,
ყველა სულმა უნდა შეიძინოს მშვიდობა და კმაყოფილება”.

სატია საი ბაბა

შემდეგი: ნაწილი I