თჰაპასი
კ: შეუძლია ადამიანს შეიცნოს ატმა და შეირწყმეს, როგორც შენ ამბობ, პრანავაში ამ მატერიალური სხეულით, შედგენილით ხუთი ელემენტისგან? შეიძლება ატმას იზოლირება სხეულისგან? ეს როგორ უნდა გავაკეთოთ?
პ: ადამიანს შეუძლია დჰიანით და სხვა ვარჯიშებით, პრანავა-მანთჰრას წარმოთქმით აღმოაჩინოს ატმა და განაცალკეოს ის სხეულიდან. ეს პროცესი მსგავსია ამოღების აჭრილი რძიდან კარაქის, ქუნჯუთიდან ზეთის, ნიადაგის ქვეშა ფენიდან წყლის, ხიდან ცეცხლის. შედღვება, დაქუცმაცება, გამოწურვა, ბურღვა, გაჩეხვა – ეს პროცესები არის საჭირო, ეს არის ყველაფერი. როცა ხდება ატმას გამოცალკევება სხეულიდან, ქრება რწმენა, რომ სხეული არის ატმა ან მე.
კ: სვამი! ბევრი უხუცესი და ბრძენი ამბობს, რომ ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ჯიივატმა როგორც პარამატმა, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ ეს გრძნობა, ეს რწმენა. ეს როგორ არის შესაძლებელი?
პ: შენ რატომ ფიქრობ, რომ ეს რთულია? განა ადვილი არ არის სიმართლის თქმა, ვიდრე თქმა სიცრუის? შენ ახლა აცხადებ ტყუილს როგორც მართალს, და ამიტომ წარმოიქმნება ყოველგვარი სიძნელეები; მიიღე ჭეშმარიტება, რომ ჯიივატმა და პარამატმა ერთი და იგივეა; შემდეგ ყველაფერი ხდება ადვილი. ჯერ შეიცანი, რომ ატმა, ‘ჯიივატმა’ დაუკავშირებელია სხეულთან; შენ შეგიძლია ეს გააკეთო დჰიანით და ა.შ. როგორც სუნი არის გამოცალკევებული ყვავილებიდან, შაქარი ლერწმიდან, ოქრო მთის ქანიდან, ასევე ატმა გამოცალკევებულია ფიზიკური სხეულიდან. შემდეგ ნიდჰიდჰიასანას მეშვეობით, და ა.შ. ერთწერტილზე გამახვილებული გააზრებით და მედიტირებით, შენ შეგიძლია წარმოიდგინო ჯიივატმა როგორც ერთიანი პარამატმასთან. ეს არის ტაპასის დასრულება, საბოლოო ნირვანა.
კ: ზუსტად რა არის ტაპასი, სვამი?
პ: ეს ნიშნავს გრძნობების მოქმედების შეწყვეტას; ადამიანი უნდა იყოს მათი ყველას მფლობელი. არ უნდა დარჩეს წყურვილის და მადის კვალიც კი. ის მოიცავს ძალისხმევას ბრაჰმანის მისაღწევად, მუდმივი სწრაფვას ამ მიზნისაკენ; ეს უნდა გამოიხატოს ზომიერ კვებასა და ძილიში; ეს ნიშნავს ტანჯვას საფუძვლის გასაცნობიერებლად. ასეთი ტაპასი იწოდება სათჰვიურად.
კ: მაშინ რა არის რაჯასური ტაპასი?
პ: ის, ვინც უბრალოდ აძაბუნებს სხეულს და ასუსტებს მას, ამავე დროს არ აკეთებს გრძნობების შეზღუდვას და ემოციების კონტროლს, ასრულებს მხოლოდ რაჯასურ ტაპასს. ისინი არ შეისწავლიან და არ მედიტირებენ ატმათჰათჰვაზე; ისინი ყურადღებას ამახვილებენ ფიზიკურ ასკეტიზმზე.
კ: უნდა არსებობდეს კიდევ ტამასური ტაპასიც.
პ: არსებობს. ღმერთების გულის მოლბობა კეთილგანწყობით და შემდეგ, კეთილგანწყობით როგორც ინსტრუმენტით სამყაროს ექსპლუატირების სურვილი არის ტამასური ტაპასი. მხოლოდ ისეთი ტაპასი არის წესიერი, რომელსაც თავის მიზნად აქვს ღმერთის მიღწევა, ბრაჰამნის რეალიზება, უმაღლესი სიბრძნის შეძენა. მარტო ასეთი ტიპის ტაპასი არის მოწონებული შასტრებით. ყველა დანარჩენი შენ შეგიყვანს შეცდომაში, აგაცდენს მიზანს. მხოლოდ სასტრებით მოწონებული ტაპასი, იმსახურებს ამ სახელს. სხვები არის თჰამასი, არა თჰაპასი. თჰაპასი ნიშნავს ‘სიცხეს’; სიცხე წვავს ცოდვებს და ამცირებს მთელ კარმას ნაცრად.
კ: სასტრებში ნათქვამია, რომ ბრძენებს თავიანთ აშრამებში ჰქონდათ სამი ნივთი: ჩინთჰამანის ძვირფასი თვალი, კალპავრიკშა და ასევე კამადჰენუ, რომლებიც აძლევდნენ მათ ყველაფერს, რასაც კი ისინი მოისურვებდნენ. მე არ შემიძლია გავიგო, მათ საერთოდ რისთვის უნდოდათ თჰაპასი. გეთაყვა, გახადე ეს ჩემთვის ნათელი.
პ: დაფიქრდი მათზე კრაგად. მაშინ შენ გეცოდინება, რომ ჩინთჰამანი არ არის ძვირფასი თვალი, არც კალპავრიკშა არის ხე და არც კამანდჰენუ არის ძროხა. ეს ყველაფერი არის თჰაპასის ნაყოფების სახელები. ესენი არის ძალები, რომლებიც ავტომატურად წილად ხვდება ადამიანს, როგორც თჰაპასის შედეგი. ის შეიცნობს ყველაფერს, რასაც მოისურვებს. ამას ჰქვია კალპავრიკშასიდდჰი. როდესაც ის იმორჩილებს ყველა სურვილს, ამას ჰქვია კამანდჰენუსიდდჰი. რა არის ჩინთჰამანისიდდჰი? ეს არის სტადია, როცა თქვენ არ გაქვთ ჩინთჰა ან მოუსვენრობა ან გონებრივი მღელვარება, სტადია, როცა ყველა დარდი რჩება შორს. როცა ჩინთჰა მთავრდება და მოიპოვება უმაღლესი ანანდა, ეს არის ჩინთჰამანისიდდჰი. ჩინთჰა უნდა გაქრეს აზრიდან, სიტყვიდან და მოქმედებიდან.
კ: ისინი აგრეთვე საუბრობენ მენტალური თჰაპასის შესახებ. ის რას ნიშნავს?
პ: მეტყველების კონტროლის დაცვას, გრძნობების სისუფთავის განვითარებას, მორჩილების პრაქტიკას. იფიქრე ყოველთვის ბრაჰმათჰათჰვაზ. მაშინ შეიძლება შენ თქვა, რომ იმყოფები მენტალურ თჰაპასში.
კ: და ფიზიკური თჰაპასი?
პ: ისიც აგრეთვე არის კარგი, თავის საკუთარ გზაში. პატივცემული უხუცესები, სულიერი მასწავლებლები, წმინდანები და ბრძენები და ღმერთი აკეთებენ სისუფთავისთვის. არაძალადობას, სიმპათიას ყველა არსების მიმართ, პატიოსნებას ამას ყველაფერს მოაქვს ფიზიკური კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და სარგებლობა. მენტალურ თჰაპასს მიყავს ჭკუის სისუფთავესთან. მეტყველების კონტროლს ან თჰაპასს მიყავს მეტყველების გაწმენდასთან. ამ სამის დახმარებით შეიძლება მიიღწელ იქნეს სამი ძვირფასეულობა: კამადჰენუ, კალპავრიკშა და ჩინთჰამანი. ეს ყველაფერი მიღწევებია და არა უბრალოდ ძროხები, ხეები და ძვირფასი თვლები.
კ: არსებობენ ვინმე ისეთი პიროვნებები, ვინც მიაღწიეს ბრაჰმათჰათჰვას და დჰარმათჰათჰვას წარმატებაში თჰაპასის დახმარებით? ვინ არიან ისინი? გეთაყვა მომიყევი მე.
პ: კაპილამაჰამუნიმ მიაღწია ბრაჰმათჰათჰვამს, ჯაიმინიმაჰამუნიმ მიაღწია დჰარმათჰათჰვამს, ნარადა გახდა ბრაჰმარიში, ბჰაგირათჰამ ჩამოიტანა განგა დაბლა, გაუთჰამამ დაარწმუნა გოდავარი გადმოღვრილიყო მიწაზე, ვალმიკიმ შეიცნო რამამანთჰრამი და იყო შემძლე შეედგინა რამაიანა, გარგი გამაგრდა ბრაჰმაჩარიაში და სულაბჰა – სულიერ სიბრძნეში, ყველაფერი მარტო თჰაპასის მეშვეობით. და რისთვის მოვიყვანოთ ასეთი შეზღუდული მაგალითები ერთი მეორის შემდეგ? თჰაპასის მეშვეობით, თუნდაც ბრაჰმა და რუდრა გახდა ადამიანის თანამშრომელი.
კ: სვამი! იმისთვის, რომ მიაღწიო ასეთ მაღალ სტადიას შენ ამბობ რომ დაბადება მაღალ კასტაში არის აუცილებელი? თუ საკმარისია უმაღლესი თანრიგის სადჰანა?
პ: კასტა ხასიათის გარეშე მოკლებულია მნიშვნელობას; ეს არის სწორედ ცარიელი იარლიყი. სადჰანა ხასიათზე დაყრდნობის გარეშე, არის მსგავსი ბრმა კაცის მოგზაურობის. ზნეობა, სათნოება, ხასიათი – ეს არის სასიცოცხლო. ამ საფუძველზე, თუ სადჰანა კეთდება, სქემის შესაბამისად რომელიც ქვეშ უდევს ადამიანის მიერ არჩეულ გზას, მაშინ არ არსებობს წარმატების ეჭვი. მაგრამ შენ ცნობად უნდა მიიღო გაფრთხილებები რომლებიც არის მნიშვნელოვანი. შენ ადგილი არ უნდა დაუთმო სიზარმაცეს უბრალოდ იმიტომ, რომ ჯაათჰი ანუ დაბადება, არ არის მნიშვნელოვანი. ნითჰი, ან ზნეობრივი ნორმები, გეძლევა ასევე ჯაათჰის შესაბამისად; ამიტომ მათ ხელშესაწყობად ჯაათჰის შეცნობა არის სასარგებლო და მნიშვნელოვანი. მაგრამ, თუ წარსულ დაბადებებში დამსახურებების დაგროვების მეშვეობით, ადამიანმს აქვს სიკეთისა და სათნოების განძი, მაშინ ადამიანი არ საჭიროებს მიბმას ჯაათჰიზე გაცილებით მნიშვნელოვანზე. მხოლოდ მას, ვინც წინა დაბადებებში ეწეოდა იოგას პრაქტიკას და ვერ შეძლო დასრულება ამ პროცესს ექნება სრულყოფილების ის ტიპი. ძირითადი, რაც მოითხოვება, ეს არის, ნიითჰის შეძენა, რომელიც ჯაათჰისთვის არის მიწერილი, ნიითჰის აღზრდა ჯაათჰით, და საკუთარი თავის გახდა მოსარგებად და აღსავსედ ცხოვრებაში უმაღლესი მდგომარეობისთვის. სადჰანას და სულიერების გზის გარკვეულ მანძილზე ჯაათჰიც და ნიითჰიც დაგეხმარებიან. გუნებიც ასევე ამაღლდებიან ამ ორის მეშვეობით.
კ: მაშასადამე, უნდა იყვნენ ისინი, ვინც წინა ცხოვრებებში დამსახურებების დაგროვებით, მიაღწია ღმერთს. გეთაყვა, მომეცი რამდენიმე მაგალითი.
პ: ჩემო ძვირფასო ადამიანო! შენ არ უნდა ეძებო მდინარის სათავის ან ბრძენთა წინაპრების აღმოჩენა. ისინი, შეიძლება სულაც არ იყოს შთამბეჭდავი. შენ უნდა იყო კმაყოფილი მათი მსახურებით. მათი გამოცდილება არის ის, რაც დიდად ფასეულია; იყავი შთაგონებული მათით, იყავი ნახელმძღვანები მათ მიერ თანაბარი ძალისხმევით. თუ შენ მიდიხარ სათავეების საძებნელად, შენ კარგავ სიცოცხლის არსს. მიუხედავად ამისა, რადგან შენ წამოაყენე ეს შეკითხვა, მე უნდა გეტყვი შენ. ვიიასა დაიბადა მეთევზეთა კასტაში, საუნაკა იყო სუნაკას გვარიდან; აგასთჰია დაიბადა ქოთანში; ვიშვამითჰრა იყო კშათჰრია, სუუტა დაიბადა მეოთხე კასტაში. დამატებით, მათ შორის ვინც იყო სათნო და კეთილი, ვისაც თავისი თვალები მიპყრობილი ჰქონდა ყოველთვის ზნეობრივ სტანდარტებზე თავისი ჯათჰისა და ნიითჰისათვის, ვინც განუდგა ყველაფერს და მიეკრო თავისი თავის გათავისუფლების იდეალს დაბადებისა და სიკვდილის და ფიზიკური ფასეულობების მოჩვენების მონობიდან: სანჯავა, სათჰიაკამა და კიდევ ბევრი სხვა.
ჩემო ძვირფასო ადამიანო! თვითძალისხმევა, ვივეკა, თჰაპასი – ამ ხარისხებით ადამიანი აღწევს უმაღლეს მდგომარეობას. შინაგანი ინსტრუმენტების გარეშე ვერც ერთი ადამიანი, როგორი მაღალი კასტისაც არ უნდა იყოს ის, ვერ მიაღწევს უზენაესს. თუ დაბალი ხარისხის სპილენძს დავამატებთ ოქროზე, შენადნობი იქნება ნაკლებად ფასეული. როგორც სუფთა ოქრო ხდება შენადნობი, სპილენძთან კონტაქტით, ასევე უნივერსალი, ვირაატ-რუპა იღებს დაბალფასეულ ეგოს, რომელიც მას დაუმატა სამსარამ. ვირატ-რუპა ხდება ტრანსფორმირებული ჯიივიში. იცი რისი გაკეთებაა საჭირო, რომ დავიბრუნოთ უკან ოქრო- თჰათჰვა? თჰაპასის და ვრათჰას მეშვეობით, ბუდჰის გაპრიალების და გაწმენდის მეშვეობით ბუნებრივი მდგომარეობა შეიძლება იყოს დაბრუნებული. შენ იბან ფეხებს, ტალახში გავლის შემდეგ; ასეთნაირადვე ჭკუაც ასევე უნდა უნდა იყოს დაბანილი საგნებთან მიბმულობის ჭუჭყისგან. მარტო ჯნანას შეუძლია დაწვას მიბმულობების თესლები ისე, რომ მათ ვერ შეძლონ კვლავ აღმოცენება. ამიტომ, თუ ადამიანს აქვს ჯნანას განძი, ის ადვილად აღწევს გათავისუფლებას.