მისი გზავნილის სულიერი არსი
ტატრა კო მაჰაჰ კაშოკაჰ ეკატვამ ანუპასიატაჰ
რანაირი დაბნეულობა, რანაირი სადარდებელი შეიძლება ჰქონდეს მას, ვინც შეიცნო მთელი არსების ერთობა!
ბჰაგავანი შრი სათჰია საი ბაბა ყოველთვის ავლენდა თავისი მთელი არსების ერთობას. მისთვის, ვინც იყო ერთობის განხორციელება, მრავალსახეობა – ეს არის პარადოქსი. მაგრამ ბჰაგავანმა პრაქტიკაზე გადაწყვიტა ეს მეტაფიზიკური პრობლემა თავისი უნიკალური ხერხით. ვიდრე ის ფიზიკურად იმყოფებოდა ჩვენთან, ის მუდმიბად მიგვითითებდა ჩვენ იმაზე, რომ აჩარა (პრაქტიკაზე განხორციელება) არის ნებისმიერ ქადაგებაზე უფრო მნიშვნელოვანი. მაგრამ ყველა ვინც თაყვანისცემით უსმენდა მას, სინამდვილეში არ ძალუძდათ სულით შეღწევა მის გეგმებსა და იდეებში.
ავიღოთ მაგალითად მისი წყლის პროექტები. ეგრეთ წოდებული რეალისტებისთვის, ესე იგი, პრაქტიკული აზროვნების ადამიანებისთვის, თვით კონცეფცია მილსადენების ქსელის შექმნის, რომელიც წყალს აწვდის დაშორებული სოფლების მიდამოებში, წარმოისახებოდა პროექტად, რომელიც არ იმსახურებდა ყურადღებას. მხოლოდ ღმერთის ნებამ და სიყვარულმა გახადა შესაძლებელი დაშორებული სოფლების მიდამოების წყალმომარაგების ამ უზარმაზარი ჩანაფიქრის შექმნა და განხორციელება. იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ სხვა პროექტთან მიმართებაში, მათგან ყოველი გვევლინება ბჰაგავან ბაბას ღმრთიური ნების გამოვლინებად. არც ერთს ამ პროექტებიდან წინ არ უსწრებდა არავითარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ეს პროექტები არ იყო ჩადებული რაიმე ბიუჯეტში, არ გაკეთებულა მათი უკუგების გაანგარიშებები და ა.შ. ეს პროექტები დაფუძნებული იყო მხოლოდ მათ არსებით აუცილებლობაზე, და ხორციელდებოდა ღმერთის ნებით.
ბაბას დარიგებებისთვისაც და მისი პრაქტიკული მოღვაწეობისთვისაც დამახასიათებელი იყო ეკონომიკური დასაბუთებების სრული არარსებობა. ყველა მისი პროექტი, რომელიც მოიცავდა ყველაზე სხვადასხვასახოვან სფეროებს – განათლებას, სამედიცინო მომსახურებას, სოციალურ უზრუნველყოფას, მშენებლობას არ ატარებდა თვითანგარებით ხასიათს და გვევლინებოდა მისი ღმრთიური წყალობის გამომჟღავნებად. ამ პროექტებისთვის არ იყო ნიშანდობლივი პრაგმატურობა, რომლის უკანაც, როგორც წესი, იმალება მოხვეჭის წყურვილი. სახელდობრ ამიტომ ეს აღგვაფრთოვანებდა ჩვენ და გვინერგავდა ძალებს.
ამასთან ჩვენ ბოლომდეც კი ვერ გავიგეთ, რაში მდგომარეობდა და მდგომარეობს მისი მთავარი მიზანი. ეჭვსგარეშეა, მისმა სულიერმა გზავნილმა იპოვა თავისი ასახვა მის მრავალრიცხოვან გამოსვლასა და კერძო საუბარში, რომლითაც ის გულუხვად გვაჯილდოებდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ყველა ეს საუბარი შეიძლება მოვიძიოთ ჟურნალ `სანათჰანა სარათჰის~ ფურცლებზე და მრავალრიცხოვან წიგნში, გამოქვეყნებულში როგორც შავ-თეთრ, ასევე ფერად ვარიანტებში – ნებისმიერ გემოვნებაზე.
მაგრამ, მოცემულ მომენტში მოწოდებები გადავაგდოთ ნაღველი და შევიდეთ სიხარულში გვეჩვენება მხოლოდ თეორიად – ვინ შეძლებს გვიხსნას ჩვენ ამ მწარე ტკივილისგან მკერდში, ამ სიცარიელიდან გულში, ვინ შეძლებს ცრემლების ნაკადის შეჩერებას, რომელიც ჭავლად მოედინება თვალებიდან? ეს ბოლო შესახედაობა, ღიმილით მოციალე სახე, ღმრთიური ტერფები, როდის ვნახავთ ჩვენ მათ ხელახლა? ამის მიუხედავად, ჩვენ უნდა ვიპოვოთ დამშვიდება მის საკუთარ სიტყვებში: `სიხარული – მხოლოდ ინტერვალია ორ ტანჯვას შორის~. წავა ეს მწუხარებაც, და ის კვლავ შეავსებს ამ სიცარიელეს – ადრე თუ გვიან.
ცხოვრება, მოძღვრება და მემკვიდრეობა
ბჰაგავანმა შრი სათჰია საი ბაბამ, ქვეყნიერების ყველა ნაწილში მისი ერთგულების საყვარელმა უფალმა, მოისურვა თავისი სხეულის დატოვება 2011 წლის 24 აპრილის დილის 7:40. როდესაც ეს სასოწარმკვეთი ახალი ამბავი გავარდა მთელს პლანეტაზე და გახდა ცნობილი მისი ერთგული თაყვანისმცემლებისთვის, მათ განცადეს უღრმესი მწუხარება.
ბჰაგავანი იყო ჰოსპიტალირებული და ხანგრძლივი 27 დღის განმავლობაში იმყოფებოდა მისი სახელის მატარებელ უმაღლესი სამედიცინო მეცნიერების ინსტიტუტში, რომელიც მდებარეობს პრაშანტიგრამში, პუტტაპარტთან ახლოს. ეს იყო განსაკუთრებით მძიმე და მტანჯველი პერიოდი მისი ყველა მიმდევრისათვის, რომელიც ჩაიძირა სხვადასხვა სულიერ პრაქტიკაში, აღავლენდა ლოცვებს, იმეორებდა მანთჰრებს, ასრულებდა ბჰაჯანებს და ა.შ. აღვლენილი ინდივიდუალურად და ერთად, ეს ლოცვები, გულითადად ამომავალი სულის სიღრმიდან, ძირეულად გამოირჩეოდა თავისი ხასიათით ყველა დანარჩენი წინა ლოცვებიდან, რომლითაც ადამიანები მიმართავდნენ ბჰაგავანს, როდესაც თხოვდნენ დახმარებას მათი ყოფითი პრობლემების გადაწყვეტასა და მატერიალურ მხარდაჭერაზე. ადრე ისინი თხოვდნენ, მათი დაავადებების განკურნებას, დახმარებას ქალიშვილების გათხოვებაში, პრობლემების გადაწყვეტას სამსახურში, ბიზნესში ან რაიმე ოჯახურ საქმეებში. მრავალი წლის განმავლობაში ბჰაგავანი ყოველდღიურად იღებდა მსგავს თხოვნებს, აგროვებდა ტომრებს წერილებით. ადრე ერთგულებს უნდოდათ ხან ეს, ხან ის ბჰაგავანისგან. მაგრამ ამ 27 ნაღვლით სავსე დღის განმავლობაში ისინი ლოცულობდნენ მხოლოდ მის შესახებ, მათ უნდოდათ თავიანთი საყვარელი ბჰაგავანი და მეტი არაფერი. გულითადი, მხურვალე ლოცვა ღმერთისადმი, თვით მასზე გარდაქმნის ადამიანს, აქცევს მას ღმრთიურად. უსათუოდ, ეს, მილიონობით ადამიანის სულის სიღრმიდან წამოსული ლოცვეა გამოიწვევეს კვანტურ ნახტომს მთელი კაცობრიობის ცნობიერებაში გზაზე სიყვარულის, მშვიდობის, ერთობის და ჰარმონიის ახალი ერისკენ რომელიც, როგორც იყო გაცხადებული თვით ბჰაგავანისგან, იყო ამ ავატარის ხორცშესხმის ძირითადი მიზანი.
ბჰაგავანის მომხრეებმა უნდა მიიღონ ეს სამწუხარო ფაქტი, რომ ბჰაგავანი, რომელიც ჩუქნიდა მათ დარშანის, სპარშანის და სამბჰაშანის (მისი ხილვის, მოსმენის და მასთან შეხების შესაძლებლობის) ნეტარებას, აღარ არის მათთან. მაგრამ ის განა ოდესმე შემოსაზღვრავდა თავის თავს მხოლოდ თავისი ფიზიკური სხეულით? განა ჩვენ არ გვაქვს იმის მოწმობა, რომ ის ამჟღავნებდა თავის თავს მრავალრიცხოვან სხეულში ერთდროულად სხვადასხვა ადგილში მთელს მსოფლიოში, ყოველჯერ როდესაც მას ეს სურდა, ან იქ, სადაც ერთგული თაყვანისმცემლები გალობდნენ მის სიდიადეს და დიდებას ან ელოცებოდნენ მას? ის ბევრჯერ მოგვიწოდებდა ჩვენ არ მივბმულიყავით სხეულთან. მაგრამ ჩვენი აზროვნების სივიწროვის გამო, ჩვენ ხანდახან ვსაზღვრავდით მას ფიზიკური სხეულით, ვერ ვხედავდით მის კოსმიურ ფორმას, რომელიც იმყოფება ყველა არსებაში, მსოფლიოს ყოველ ატომში.
ჩვენ უნდა შევიცნოთ ეს ჭეშმარიტება – ბჰაგავანი შრი სათჰია საი ბაბა არ არის სხეული, რომელიც არის წარმავალი, ცვალებადი და ადრე თუ გვიან განწირულია სიკვდილზე. სინამდვილეში ბჰაგავანი ბაბა – ეს არის მისი მოძღვრება. ის – ეს არის სათჰია, დჰარმა, შანტი, პრემა და აჰიმსა. ის ასევე არის – თანაგრძნობა, თავგანწირვა და სრულყოფილება. თუ ჩვენ მივიღეთ მისი სწავლება, რომელსაც ის არამარტო ქადაგებდა, არამედ ადასტურებდა მთელი თავისი სიცოცხლით, მაშინ ის ყოველთვის იქნება ჩვენთან, ჩვენში, ჩვენს ზემოთ, ჩვენს ქვემოთ და ყველგან ჩვენს ირგვლივ – ამის შესახებ ის თვითონ არაერთჯერ გვეუბნებოდა ჩვენ. ის ასევე გვეუბნებოდა ჩვენ: `ღმერთი ეს არის სიყვარული, იცხოვრეთ სიყვარულში…~, `ჭეშმარიტება არის ღმერთი, ღმერთი ეს არის ჭეშმარიტება~. მაშასადამე, სინამდვილეში, ბჰაგავანი ეს არის სიყვარული, ჭეშმარიტება და მთელი მისი მოძღვრება.
სინამდვილეში, ბჰაგავანის მოძღვრება – ეს არის უდიდესი მემკვიდრეობა, დატოვებული მის მიერ ჩვენთვის. და ის არამარტო ქადაგებდა, არამედ გვასწავლიდა თავისი მაგალითით. თუ ის მოგვიწოდებდა: `გიყვარდეთ ყველა, ემსახურეთ ყველას~, მაშასადამე, მას მთელი სიცოცხლე უყვარდა ყველა და ემსახურებოდა ყველას, კასტის, მრწამსის, რასობრივი კუთვნილების, რელიგიისა და ეროვნების მიუხედავად. ის არის უნიკალური ავატარი კაცობრიობის ისტორიაში, იმიტომ რომ აფუძნებდა სხვადასხვა დაწესებულებას, რომელიც მოწოდებული იყო ადამიანთა მსახურებისთვის – სკოლა, კოლეჯი, საავადმყოფო. ის გამოდიოდა აგრეთვე წყლის პროექტების და მრავალი სხვა წამოწყების შემქმნელად, მთელი მისი საქმიანობა იყო გამომჟღავნება თავგამოდებული, უანგარო სიყვარულის გამოვლინება ყველას მიმართ. ის არა მარტო ქმნიდა დაწესებულებებს სოციალური უზრუნველყოფის სფეროში, არამედ ასევე აჩვენებდა, ისინი როგორ ემართა საუკეთესო სახით, სიყვარულისა და თანაგრძნობის გამოვლინებით. როგორც მისი სიცოცხლე, ასევე მისი საქმეები არის მაგალითი მისაბაძად, ისინი, შუქურის მსგავსად, უნათებენ ადამიანებს გზას, რომელსაც უნდა მისდიონ.
მან წამოსწია ნარაიანა სევას იდეა, რომ ადამიანებს, სხვებისთვის მსახურებით შეძლებოდათ თავიანთი ცოდვების გამოსყიდვა. ნარაიანა – არის უზენაესი ღმრთაება. როდესაც ჩვენ ვემსახურებით ღმერთს, მაშინ არ განვცდით სიამაყეს, თავიდან ვიცილებთ პატივმოყვარეობას და აღმატებულობის გრძნობას; ჩვენ არ მოველით მადლობას ჩვენი მსახურებისთვის. უფრო მეტიც, ჩვენ მადლიერი ვართ ღმერთის, რომ მან გვანება ჩვენ მისთვის მსახურება და მიიღო ჩვენი მისართმევი. ბჰაგავანი გვასწავლიდა ჩვენ, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ ღმერთი ყველაში, ვისაც ჩვენ ვემსახურებით. ასეთი მსახურება ამაღლებს და გარდასახავს ადამიანს. მსახურების ჯგუფები (`სევა დალი~), ბავშვების სულიერი აღზრდის ჯგუფები (`ბალ ვიკასი~), საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებშიც სწავლება დაფუძნებულია ზნეობრივ ფასეულობებზე და მსახურების შრი სათჰია საის ორგანიზაციები, შექმნილი ბჰაგავანის მიერ მსოფლიოს ყველა კუთხეში, შეადგენენ მდიდარი მემკვიდრეობის ნაწილს, რომელიც მან უანდერძა კაცობრიობას.
ბჰაგავანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა არის – ბჰაჯანები. ის არა მარტო მღეროდა თვითონ და ასწავლიდა სხვებს, არამედ არჩევდა ისეთ სტილს და მელოდიებს, რომ ამ ბჰაჯანების სიმღერა შეძლებოდა ყველა მის თაყვანისმცემელს, დამოუკიდებლად ენისგან, რომელზეც ისინი ლაპარაკობენ და ქვეყნისგან რომელშიც ცხოვრობენ. ის ამბობდა, რომ ღმერთი მჟღავნდება ყველგან, სადაც გალობენ მის დიდებასა და სიდიადეს. და ის არა მარტო უბრალოდ ამტკიცებდა ამას, არამედ ამჟღავნებდა თავის თავს მსოფლიოს ყველა ნაწილში ვიბჰუტის, თაფლის, შუბლზე წერტილის დასასმელი ალისფერი საღებავის, და ა.შ. სახით, რომლებიც გადმოდიოდა ღმერთებისა და ქალღმერთების ფოტოგრაფიებიდან, რომლებიც მოთავსებული იყო საკურთხევლებზე ბჰაჯანების გალობის დროს. ყველაზე ადვილი მეთოდი ღმერთის მისაღწევად კალის საუკუნეში, ამბობდა ის, ეს არის ნამასმარანა, ან ღმერთის სახელის გალობა. ბჰაჯანები, რელიგიური გალობები, ვედური ჰიმნები – ეს ყველაფერი ეხმარება მასთან მიახლოებას. თუ მისი სახელი ჩვენ ბაგეებზე გვაქვს, იმ დროს როდესაც ხელები დაკავებულია კაცობრიობისთვის თავდაუზოგავი, სიყვარულით სავსე მსახურებით, მაშინ უეჭველად, ჩვენ შევძლებთ მის მიღწევას, და ამით გავამართლებთ ჩვენს სიცოცხლეს.
თავის დროზე სახელდობრ ბჰაგავანმა დაიწყო ჟურნალ `სანათჰანა სარათჰის~ გამოცემა, რომელიც უნათებს გზას მილიონობით მის მკითხველს მსოფლიოს ყველა კუთხეში და ყოველთვიურად 50 წლის განმავლობაში მოაქვს მათ სახლებში მისი ღმრთიური შეტყობინება. ჟურნალი სანათჰანა სარათჰი განიცდის მძიმე დანაკლისს, რომ დაკარგა თავისი დამფუძნებელი. ეს არის აგრეთვე პირადი დანაკლისი მათთვის, ვისაც მან დაავალა ეს სამუშაო, და რომლებიც ახლა უკვე სამუდამოდ დარჩებიან მასთან ვალში მისი სიყვარულისთვის, მზრუნველობისთვის და კურთხევისთვის. ასევე ყველა დანარჩენმაც, ვისაც წილად ხვდა მონაწილეობის მიღება მისი ღმრთიური მისიის შესრულებაში, ყველგან შეძლეს განეცადათ მისი უხვად გადმოღვრილი წყალობა, რომლის ღირსიც იშვიათად ხდებიან ისინიც კი, ვინც ეძლევა მკაცრ ასკეტობას.
და აი ახლა ჩვენთვის ყველასთვის დადგა დრო საქმით ვაჩვენოთ, ბჰაგავანმა რამდენად გაამდიდრა და გაანათა ჩვენი ცხოვრება, და დავუბრუნოთ თუნდაც ნაწილი ამ ვალის, მისი ღმრთიური მისიის სრული ერთგულებით შესრულებით.
ჟურნალ `სანათჰანა სარათჰის~ რედაქტორი