პანჩაკოსა
კ: შემდეგ როგორ შეიძლება ამ ილუზიის გაქრობა?
პ: ვივეკა და ვიჯნანა მისცემს მას გაქრობას.
კ: რადგანაც ჯივი აირეკლება ბუდდჰისა და კუუტასთჰაში, აქვთ მათ რაიმე შეთავსება, ერთი მეორეზე?
პ: თუმცა შეიძლება არც იყოს შეთავსებები ყველაფრის მიხედვით, შეთავსება არსებობს.
კ: ეს როგორ არის?
პ: კუუსტასთჰა არის მიუბმელი, უძრავი, ხელშეუხებელი და ყოველთვის თავისუფალი. თუმცა შეთავსებების გამო ის ჩნდება სხვადასხვაგვარად. ეს არის მათი თანაარსებობის შედეგი.
კ: ზოგიერთი უფროსები ამბობდნენ, რომ `თჰატ და თჰვამ” არის ერთიდაიგივე, იდენტური; ეს როგორ არის? რა არის მათი მნიშვნელობა? გეთაყვა, განმანათლე მე.
პ: აიღე ქოთანი, სახლი და სურათი. ისინი არის განსხვავებული, ასე არ არის? ისინი არ არის იდენტურები. მაგრამ აკასა რომელიც არის მათში ყველაში არის ერთიდაიგივე. როცა უპადჰი ან პირობა ან შეზღუდულობა მოშორებულია, აკასა ქოთანში (გჰატა), სახლში (მატა) და სურათში (პიტა) ყველა შეირწყმება აკასასთან ის არის განუსაზღვრელი, უსაზღვრო. სინათლე, აგრეთვე არის ამის მსგავსი. სინათლე შინაგანი და სინათლე გარეგანი შეირწყმებიან.
კ: კარგი, სვამი. შენ თქვი, რომ ადამიანის არსებამ ამ სხეულში, შედგენილში ხუთი ელემენტისგან, უნდა შეიცნოს, რომ ატმა მოთავსებულია პანჩაკოსაში. და რა არის პანჩაკოსა, სახელდობრ?
პ: `კოსა” ნიშნავს `ფუტლიარს, სკივრს, საფარს”. ხმალი ჩადებულია ქარქაშში. ფული ინახება საგანძურში ან კოსაში. თქვენ უნდა შეიცნოთ, რომ საგანი, რომელიც ინახება ამ ხუთ-გარსიან სკივრში, არის ნამდვილი `მე”. საკუთარი ჭეშმარიტების დასანახად ადამიანმა უნდა მოიშოროს ხუთი ყუთი, პანჩაკოსა.
კ: რომლებია ეს ხუთი სვამი?
პ: მათ ეწოდებათ ანნამაია, პრანამაია, მანომაია, ვიჯნაანამაია და ანანდამაია კოსა.
კ: რას ნიშნავს ანნამაია?
პ: ეს სხეული იზრდება დედის მუცელში ანნას ანუ საჭმლის დახმარებით, რომელსაც იღებს დედა. ამის გარდა, დაბადების შემდეგაც ის იზრდება და არსებობს მხოლოდ საკვების მხარდაჭერით. სიკვდილის შემდეგ ის ხდება მიწის ნაწილი, რომელიც აწარმოებს საკვებს. ამიტომ მას ეწოდება ანნამაია.
კ: რით არის მნიშვნელოვანი ანნამაია კოსა?
პ: ეს არის სთჰულა დეჰა, უხეში სხეული, რომელიც იტანჯება ტკივილით და მოილხენს სიხარულით.
კ: ეს არის მხოლოდ ერთი სახელი? თუ მას აქვს კიდევ სხვა რაიმე სახელებიც?
პ: მას აქვს. ის იწოდება `ბჰოგააიათჰანამ~.
კ: პრაანამაია კოსა; ის რას ნიშნავს?
პ: ხუთი გრძნობის, ხუთი პრანას სფეროს; ისინი ქმნიან ამ საფარველს.
კ: სვამი! როგორც ჩანს არსებობს არა მხოლოდ პრანები; არსებობს უპა-პრანებიც ასევე?
პ: არსებობს. მათ ეწოდებათ: ნაგ, კურმა, გრიდჰრა, დევადატტა და დჰანანჯაია.
კ: როგორ მოქმედებს თითოეული მათგანი?
პ: ნაგა იწვევს ბოყინს; კურმა იწვევს ქუთუთოების ციმციმს; გრიდჰრა პასუხისმგებელია ცემინებაზე; დევადატტა იწვევს მთქნარებას; დჰანანჯაია ავსებს სხეულს და იწვევს ცხიმის ზრდას. სიკვდილის შემდეგაც კი ისინი ზემოქმედებენ სხეულზე და იწვევენ ცვლილებებს გვამში.
კ: შენ ხშირად ამბობ `ჭკუა, ჭკუა…” გეთაყვა ამიხსენი რა არის ეს ჭკუა?
პ: ის, რაც გაიძულებს შენ იგრძნო, რომ შენ ხარ სხეული, და იგრძნო ყველაფერი დაკავშირებული სხეულთან როგორც `ჩემი”. ის, რომელიც გარბის გრძნობებიდან გარეთ საგნებზე იმისთვის რომ განცადოს სიამოვნება. ის არის ამგვარად გამოხატული ნამდვილი მერყეობა; ყოველთვის მოფარფატე ერთი ობიექტიდან მეორეზე.
კ: სვამი! ადამიანმა როგორ უნდა შეიცნოს, რომ ის არის განცალკევებული ანნამაია-კოსადან, იმყოფება მის გარეთ და მასზე მაღლა?
პ: დაბადებამდე და სიკვდილის შემდეგ სხეული არ არის ცხადი. ის ხილვადია მხოლოდ დაბადებიდან სიკვდილამდე დროის შუალედის განმავლობაში. სხეულს აქვს საწყისი და დასასრული, ზრდა და ხრწნა. ასეთი საგნები არის ‘პროდუქტები’, ‘ეფექტები’, და ეფექტები არის განპირობებული. ამგვარად სხეულიც არის განპირობებული, შემოსაზღვრული საგანი. ბრძენი ადამიანი ეუბნება თავის თავს: `მე ვარ ყოველთვის; მე არ ვარ მატერია, მე არ მაქვს მიზეზი და შედეგი, მე გამოყოფილი ვარ ამ უხეში სხეულისგან. მე არ შეიძლება ვიყო ეს ანნამაია-კოსა. მე ვარ ანნამაია-კოსას მცნობი; მე ვარ მოწმე”. როცა ეს ცოდნა განმტკიცდება, ის იგებს ჭეშმარიტებას. მან უნდა შეიგნოს, რომ ის არის ანნამაიას გარსის გარეთ.
კ: ადამიანმა როგორ უნდა შეიცნოს, რომ ის არის პრანამაია-კოსას გარეთ?
პ: ღამით, როცა პიროვნება არის მძინარე, პრანები, ანუ ვიტალური ენერგიები, მოძრაობენ; მაგრამ ადამიანმა არ იცის, რა ხდება მასში და მის ირგვლივ. ის არ იბრძვის, თუ მტრები მოდიან მისი ძილის დროს. ის არის ინერტული და პასიური როგორც ჯირკი. მაგრამ `ჩემი ბუნება არ არის ეს ინერტულობა. მე ვარ მუდმივად შემგრძნობი მოწმე. მე ვარ გამოყოფილი ყველა ამ გარსიდან”, ამგვარად მან უნდა განასხვავოს, აირეკლოს და იცოდეს.