ბრინდავანი 2002

შრი სატია საი ბაბა

ზაფხულის თავსხმები ბრინდავაში 2002

თავი 1
განათლებას უნდა მივყავდეთ სრულყოფილებისაკენ

სარვე სუკჰინო სანტუ
სარვე სანტუ ნირამაიაჰ
სარვე ბჰადრანი პაშიანტუ
მა კასტიჩ დუჰკჰაბჰაკ ბჰავეტ

დაე ყველა იყოს ჯანმრთელი,
დაე ყველა იყოს ბედნიერი,
დაე ყველა ხარობდეს (ვითარდებოდეს)!
დაე არავინ არ ნაღვლობდეს!
(ლექსი სანსკრიტზე)

ღმრთიური სიყვარულის განხორციელებანო!
ჰარატ (ინდოეთის) მცხოვრებნი ლოცულობენ სიკეთის მიღებისა და მსოფლიოს ყველა ადამიანის განვითა¬რებისათვის. ეს ბჰარატ კულტურის უპირველესი პრინციპია. ბჰარატ კულტურა – მარადიული, არაგარდამავალი და ურყევია. მისი სიტყვები არ ჭკნება დროის დამანგრეველი მოქმედებისაგან. დღეს სტუდენტები ივიწყებენ ამ უწმინდეს კულტურას და შედეგად აწყდებიან დიდ პრობლემებს. ისინი აშორებენ თავიანთ თავს მშვიდობისა და ნეტარებისგან. წარსულის ბჰარატ მცხოვრებნი განიცდიდნენ ნეტარებას და მას ინაწილებდნენ სხვებთან ერთად. სხვა ქვეყნების ხალხებიც კი შეიმეცნებდნენ ბჰარატ კულტურის დიდებულებას და ისწრაფვოდნენ კვალდაკვალ მიჰყოლოდნენ მას თავიანთი ქვეყნების სასიკეთოდ.ჭეშმარიტება და საკუთარ თავში დარწმუნებულობა – გასაღებია
ცხოვრებაში წარმატებისკენ
აბრაამ ლონკოლნი, რომელიც გახდა ამერიკის პრეზიდენტი, დაიბადა ღარიბ ოჯახში. მისი მამა იყო ხურო. მისი დედა მთელი ძალით შრომობდა, რათა გამოემუშავებინა თუნდაც მცირეოდენი ფული მისი განათლებისათვის. მათი შემოსავალი ძლივს ყოფნიდა ოჯახის რჩენას. ლინკოლნს მოუწია ბევრი ტანჯვის გადატანა. მას შესაფერისი ტანსაცმელიც კი არ ჰქონდა. როცა ის წავიდა სკოლაში, მისი თანაკლასელები დასცინოდნენ, რადგან ის მდაბიოდ იყო ჩაცმული. ერთხელ, როცა უკვე ძალა აღარ ჰყოფნიდა გადაეტანა მათი შხამიანი დაცინვები, ლინკოლნი მივიდა თავის დედასთან და მწარედ აქვითინდა. დედამ მას ჰკითხა იმაზე, თუ რა შეემთხვა. ლინკოლმა უპასუხა: „დედა ყველა ჩემი თანაკლასელი ზემოდან დამყურებს, იმიტომ რომ მე ღარიბი ვარ და არა მაქვს კარგი ტანსაცმელი. ისინი არ მღებულობენ თავიანთ წრეში“. მაშინ დედამ ის დააწყნარა და უთხრა: „შვილო შენ უნდა გესმოდეს ჩვენი ფინანსური მდგომარეობა და შესაბამისად იქცეოდე. შენი თანაკლასელები ასე იმიტომ ლაპარაკობენ, რომ მათი მშობლები შეძლებულები არიან. ჩვენ უნდა მოვიქცეთ ჩვენი მწირი შემოსავლების შესაბამისად. ჩვენ არა ვართ მდიდრები. ჩვენ გვჭირდება მედგრად გადავიტანოთ ეს მდგომარეობა“.
მან შვილი თავისკენ მიიზიდა, ცრემლები მოწმინდა და უთხრა: „შენ არ უნდა იგრძნო შენი თავი უბედურად ასეთი ტრივიალური ნივთების გამო. ჩვენ არ გვყავს მდიდარი ნათესავები და მეგობრები. ჩვენ მდიდრები ვართ საკუთარ თავში დარწმუნებულობით და თვითპატივისცემით. გაიგე, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულობა – ჩვენი ჭეშმარიტი ღირსებაა. ყველაზე მდიდარი ის არის ვინც ფლობს თვითდარწმუნებულობას და თვითპატივისცემას. ფული და კომპორტი გარდამავალია. ამიტომ განივითარე თავში დარწმუნებულობა და თვითპატივისცემა. ისინი უეჭველად მოგიტანენ შენ წარმატებას. არ აჰყვე იმას რასაც სხვები ამბობენ“.
ამ ბრძნულმა სიტყვებმა წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ლინკოლნის ნაზ გულში. მან დაიწყო დაჯერება, რომ თავის თავში დარწმუნებულობა – არის მისი ჭეშმარიტი სიმდიდრე და თვით მისი სიცოცხლის სუნთქვა. მან თავი დაანება თანაკლასელების შხამიან დაცინვებზე ყურადღების მიქცევას და დაჟინებით აგრძელებდა სწავლას. რადგან სახლში შუქი არ იყო, ღამით ის ჩვეულებრივ ქუჩის ფარნების შუქზე სწავლობდა. ზოგჯერ საჭმელი არაფერი ჰქონდა და ის იძულებული იყო დაელია ფინჯანი წყალი და დაეძინა. მისი დედა დღე და ღამ დაუღალავად მუშაობდა, რათა რაიმე გაეხერხებინა. ხდებოდა ისეც, რომ ის შიმშილობდა იმის გულისათვის, რომ შვილი გამოეკვება. ლინკოლნმა დედა დაკარგა, მაშინ როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ამიტომ მისმა მამამ თომასმა კვლავ მოიყვანა ცოლი. დედინაცვალი კეთილი ადამიანი იყო და ლინკოლნზე ზრუნავდა სიყვარულით და ყურადღებით. ის აგრეთვე ასწავლიდა ბიჭს განევითარებინა საკუთარ თავში დარწმუნებულობა. ლინკოლნი ბედნიერი იყო მის მოსიყვარულე მეურვეობაში ყოფნათ. მან მას მიაგო აღტაცებული თაყვანისცემის პატივი და ამბობდა, რომ არასდროს არ ფიქრობდა, რომ დედინაცვალი შეიძლება იყოს ასეთი კეთილი და თანამგრძნობი, როგორიც ის მის მიმართ იყო. ის ყველა ღონეს ხმარობდა იმისთვის, რომ დედინაცვალი ყოფილიყო ბედნიერი.
არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად ლინკოლნი იყო შრომისმოყვარე და სწავლაში ჟინიანი. მან გამოცდები ჩააბარა „ფრიადზე“. ყველა გაკვირვებული იყო გამოცდებზე მისი წარმატებით. მან თავისი მიღწევები ახსნა საკუთარ თავში დარწმუნებულობით. ის თვლიდა, რომ ჭეშმარიტება _ ეს არის ღმერთი. მოგვიანებით მან მიიღო სამუშაო მაღაზიაში, სადაც მუშაობდა გულმოდგინედ და კეთილსინდისიერად. თანდათანობით მან მოიპოვა სამართლიანი და წესიერი ადამიანის რეპუტაცია. შეიცნეს რა მისი კეთომშობილება, მეგობრებმა თხოვეს მას წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა არჩევნებზე. მათ უთხრეს: „პოლიტიკაში არ დარჩა არც ჭეშმარიტება, არც ზნეობრიობა. მართლმსაჯულება არ არის საერთოდ. ქვეყანას სჭირდება ისეთი ადამიანი, როგორიც შენ ხარ, რომელიც მხარს დაუჭერს ჭეშმარიტებას და მართლმსაჯულებას“. დასაწყისში ლინკოლნს არ უნდოდა პოლიტიკაში ჩარევა. ის ვარაუდობდა, რომ მას არ ჰყოფნის ძალები, რათა მიაღწიოს წარმატებას ამ ასპარეზზე. ზოგიერთმა უფროსმაც კი დაიწყო მასზე ზეწოლა, რომ მას წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა არჩევნებზე. ისინი პირდებოდნენ, რომ აღმოუჩენდნენ აუცილებელ (საჭირო) დახმარებას. ლონკოლმა კენჭი იყარა არჩევნებში და გაიმარჯვა. საბოლოო ჯამში ის გახდა აშშ-ს პრეზიდენტი. წარმოგიდგენიათ! ბიჭი დაბადებული ღარიბ ოჯახში, ავიდა აშშ-ს პრეზიდენტის დონემდე. ეს უზრუნველყო მისმა დარწმუნებულობამ საკუთარ თავში.
დროება, ქვეყანა და მდგომარეობა შეიძლება იცვლებოდეს. მაგრამ გულის სისუფთავე და ძლევამოსილება უცვლელია. მანამდე ვიდრე ლინკოლნი პრეზიდენტი გახდებოდა, ხალხი ვერ შეიცნობდა საკუთარ თავში დარწმუნებულობას და ღმერთისადმი რწმენის ძლევამოსილებას. სწორედ ლინკოლნმა გადასცა ეს ფასეულობები ამერიკელ ხალხს. ლინკოლნის მაგალითის მიმდევრობით, სულ უფრო მეტმა და მეტმა ადამიანმა დაიწყო თავისში ამ თვისებების განვითარება. საკმარისია თუ ქვეყანაში არის თუნდაც ერთი ისეთი პიროვნება, როგორიც ლინკოლნი იყო.

 

 

 

მთვარე ანათებს სამყაროს ღამით, მზე კი – დღისით.
სამართლიანობა ანათებს სამ სამყაროს.
კეთილშობილი შვილი ანათებს მთელ მოდგმას.
(ლექსი ტელუგუზე).