1.02.2015
უხეში სხეული (სტულა დეჰა) მუდამ ჩაბმული უნდა იყოს წმინდა კომპანიაში (სატსანგში), და წმინდა სხეული (სუკშმა დეჰა), რაც არის თქვენი აზრები და გრძნობები ჩაძირული უნდა იყოს უფლის დიდების განჭვრეტაში. ეს არის ჭეშმარიტი ერთგულის ნიშანი. ისინი ვინც ყვირიან და იფიცებიან და აცხადებენ თავის წუხილს ყველას მიმართ რომ ისინი განიცდიან და ძლიერ სწადიათ თანაგრძნობა, ისინი არიან ერთგულები მხოლოდ სახელით! ღმერთის გზაზე სიარული არის დიდი პასუხისმგებლობა. ასეთ მლოცვარობაში არ არსებობს უკან დასრიალება, არც ნახევარ გზაზე გაჩერება, არც ნელი ნაბიჯები, არც გვერდზე შესახვევი. არასდროს უარყოთ თქვენი ენით რაც დააგემოვნეთ თქვენს გულში; არასდროს არ იტვირთოთ ცრუმოწმეობა თქვენს საკუთარ განცდილზე. გახდით ჭეშმარიტი ერთგული ურყევი რწმენით, და სრული მინდობის დამოკიდებულებით. ეს დამოკიდებულება შეიძლება მოვიდეს უფლის სახელის მუდმივი, გულწრფელი და უწყვეტი გახსენებით, ისე უწყვეტით როგორიც არის სუნთქვა!
– ღმრთიური საუბარი, 28 დეკემბერი, 1960.
2.02.2015
როდესაც ზოგიერთი მეგობარი, კეთილმოსურნე ან ნათესავი ხელში გვაძლევს საჩუქარ საგანს რომელიც არ მოგვწონს, ჩვენ ვიღებთ მას სიხარულით მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი კეთილგანწყობა მათ სიამოვნებთ. როდესაც საჩუქარი გვახარებს ჩვენ, ჩვენი რეაქცია არის გულწრფელი. ჩვენ უფრთხილდებით მას და ავსებული ვართ მისით. იცოდეთ რომ ღმერთიც რეაგირებს იგივენაირად იმაზე რასაც ადამიანი სთავაზობს მას. როდესაც შესაწირი არის გაფუჭებული მან შეიძლება მიიღოს ის ერთგულის (სადჰაკის) დიდი სურვილის დაკმაყოფილებისთვის. მაგრამ როდესაც შესაწირი მისი სისუფთავისა და გულწრფელობის გამო სიამოვნებს მას, ის მიემშვიდობება მას და მისი სიხარული თავისით გადმოიცემა როგორც უხვი წყალობა. ამიტომ, ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს და გადაწყვიტოს შეთავაზება იმის რაც მას სიამოვნებს და მიიღოს წყალობით კურთხევა. გაარჩიეთ, მოამზადეთ და დათესეთ ჯანსაღი და ძლიერი თესლი თქვენი გულის შიდა ველში, იმიტომ რომ თქვენ მოიწიოთ წყალობის უხვი მოსავალი.
– ღმრთიური საუბარი, 5 დეკემბერი, 1985.
3.02.2015
ფრინველები, მხეცები და ხეები მსახურებენ ადამიანს, რაიმე დასაჩუქრების მოლოდინის გარეშე, მაგრამ ადამიანის არსებები ეძებენ დახმარებას თავიანთი ოჯახისგან, თავიანთი მშობლებისგან, ღმერთისგანაც, სამაგიეროდ სთავაზობენ მხოლოდ შეურაცხყოფას და ზიანს. ისინი აჩვენებენ თავიანთ ლოიალურობას ჭეშმარიტების, უბიწოების, მშვიდობისა და არაძალადობისადმი – სათნოებას რომელიც წარმოიქმნება უანგარო სიყვარულიდან; მაგრამ ეს არის მხოლოდ გამოსაფენად და არა განსაცდელად. მათ მგზნებარედ სურთ მოცილება სხვების პატივისცემისა და ერთგულებისგან, მაგრამ არ ეხალისებათ სხვების მოპყრობა იგივე წესით. მათი მთელი ინტერესი კონცენტრირებულია სხეულ-ჭკუის კომპლექსზე, იგნორირებით იმ ფაქტის რომ, თუნდაც ასი წლის ხანგრძლივობის შემდეგ სიცოცხლე უნდა დასრულდეს სასაფლაოზე. იმისთვის რომ საკუთარი თავი გაითავისუფლონ ეგოსგან, ადამიანებმა უნდა ისწავლონ შეცნობა ერთი ღმრთიურების რომელიც დროებით ატარებს განსხვავებულ ფორმებს და სახელებს გადასატანად მოჩვენებითი სირთულეების. მოცილება ამ მცდარი შეხედულებისგან და ღმრთიურებაში ერთიანობის გაცნობიერების მიღწევა – ეს არის განათლების ჭეშმარიტი მიზანი.
– ღმრთიური საუბარი, 5 დეკემბერი, 1985.
4.02.2015
ბუშტი დაბადებულია წყლიდან, შედგენილია წყლით და ბოლოს ის ერევა წყალთან და უჩინარდება. კაცი არის ბუშტის მსგავსი და ნარაიანა (ღმერთი) არის წყლის წყაროს მსგავსი. კაცი დაბადებული არის ნარაიანასგან, გაკეთებულია მისგან და საბოლოოდ ერწყმება მასთან. ეს არის მარტივი და ელემენტარული ჭეშმარიტება. ჯივას (ინდივიდს) აქვს სამი ასპექტი: ერთი არის სულიერი, მეორე არის მატერიალური და მესამე არის რაღაც დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ეს სამი ასპექტი მსგავსია ღრმა ძილის მდგომარეობის, მღვიძარების მდგომარეობის და სიზმრების ხილვის მდგომარეობის. როგორც ტალღები წარმოქმნილია წყლიდან და მოთავსებულია წყალში, ასევე ყოფითი სიცოცხლე მოთავსებულია სულიერ სიცოცხლეში. მაამებლობა და სიგრილე არის წყლის ხარისხები. ეს ხარისხები შეინიშნება ტალღებში და ქაფში. ამის მსგავსად სატ, ჩიტ და ანანდა (ყოფიერება, ცნობიერების ამაღლება და ნეტარება) არის სამი ნიშანთვისება რომელიც შეიძლება შეინიშნოს ინდივიდში. ინდივიდის მეშვეობით ეს ჩნდება ყოფით სიცოცხლეში და ამით აჩვენებს სულიერ ასპექტს რომელიც არის ყოველ ცალკეულ პიროვნებაში.
– ზაფხულის თავსხმები 1977, თავი 8.
5.02.2015
მოთმინების დამოკიდებულება (ტიტიკშა) უარს ამბობს ტანჯულობასა და განაწყენებაზე მაშინ როდესაც გული ნატკენია სევდით, წაგებით ან უმადურობით და სხვების სიბოროტით. სინამდვილეში, თქვენ უნდა დარჩეთ წყნარი და უნდა გადაიტანოთ ყველა დარტყმა მოთმინებით და მხიარულად შურისგების რაიმე ფორმის გარეშე, ვინაიდან ეს არის წარსულში თქვენი საკუთარი მოქმედებების შედეგი. ადამიანების ბუნებრივი რეაქცია, როდესაც ვინმე უშავებს მათ, არის მათზე ზიანის მიყენება საპასუხოდ, ესე იგი ზიანის და შეურაცხყოფის მიყენება მათზე ვინც დააზიანა ისინი და ვინც აწყენინა მათ. ეს არის ყოფითი გზის (პრავრიტის) დამახასიათებელი. მათ ვინც ეძებენ ამაღლებისა და განწმენდის შნაგან გზას (ნივრიტის) თავი უნდა შეიკავონ ასეთი რეაქციებიდან. ვინაიდან, თუ თქვენ არჩევთ ზიანისთვის საპასუხო ზიანის დაბრუნებას თქვენ მხოლოდ დაუმატებთ ტვირთს თქვენს საკუთარ კარმას! ბოროტების გადახდამ ბოროტებით შეიძლება მოგანიჭოთ დაუყოვნებელი შვება და კმაყოფილება, მაგრამ ვერასდროს შეგიმსუბუქებთ თქვენი კარმის ტვირთს. დიდსულოვრება, მაშასადამე, მოითხოვს ადამიანებისგან კარგის გაკეთებას მათთვისაც კი ვინც მათ დააზიანებს.
– ზაფხულის თავსხმები 1977, თავი 22.
6.02.2015
რამამაც კი, ვინც დააარსა რამა რაჯაია (იდეალური სამეფო) ერთ ისტორიულ ვითარებაში დატოვა ეს სამყარო და წავიდა. ყველაფერი მიიცვლება რომელიღაც დღეს. არაფერი არ რჩება მუდმივად ამ სამყაროში. რამა რაჯაიაც კი გაქრა და შეიცვალა. ყველაფერი იცვლება დროთა განმავლობაში და არაფერი რჩება უცვლელი. ბევრი ადამიანი ბატონობდა ამ ქვეყანაზე, მაგრამ შეძლო რომელიმე მათგანმა წაეღო თუნდაც მიწის მცირე ნაწილი? ერთადერთი რამ რაც თქვენ შეიძლება წაიღოთ და რაც თქვენ უნდა მიიღოთ არის უფლის მუდმივი წყალობა. კარგი სახელი არის ყველაფერი რასაც თქვენ უნდა ესწრაფოთ თქვენი სიცოცხლის განმავლობაში. თქვენ უნდა აკეთოთ სიკეთე და უნდა გამოიმუშაოთ კარგი სახელი, და ასე უნდა ატაროთ კარგი ცხოვრება სხვებისთვის სიკეთის კეთებით. ეს არის იდეალი რომელიც ჩვენ უნდა გადავცეთ დანარჩენ მსოფლიოს.
– ზაფხულის თავსხმები, 1977, თავი 8.
7.02.2015
წერილების განზრახვა არის როგორც მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ისევე კაცობრიობის სულიერი სრულყოფა. მათ მიყავხართ თქვენ თვითრეალიზებისკენ. ამიტომ თქვენ უნდა გქონდეთ წმინდა წერილებისა და გურუთა რწმენა ან შრადდჰა. კეთილშობილი გურუები ვალდებული არიან და წვრთნიან ადამიანებს ყველა ცოცხალ არსებაში ერთი დამახასიათებელი ღმრთიური სულის ცოდნაზე (სარვა ჯივაატმაიკია ჯნანა). თქვენი ინტელექტი უნდა დაეყრდნოს ღმრთიურ სულზე და უნდა მიიღოს შთაგონება მისგან, ყოველ დროს და ყოველ ვითარებაში. თქვენ უნდა იყოთ მიბმული მხოლოდ ღმრთიურებაზე და თქვენ ყოველ მოქმედებას უნდა ჰქონდეს მხოლოდ ღმერთის სიამივნების მიზანი. თქვენ უნდა იმოქმედოთ იმ რწმენით რომ ყველა ცოცხალი არსება არის ღმერთის წახნაგი და წილადი და უნდა ხედოთ ყველა არსება როგორც თანასწორი. ამ განცდისთვის სიმშვიდის ხარისხი (სამა-დჰანა) არის საგანძური.
– სუტრა ვაჰინი, თავი 1.
8.02.2015
თქვენ იმუშავეთ ნამდვილად ბეჯითად თქვენს ცხოვრებაში ასრულებდით თქვენს მოვალეობებს და ჩამოხვედით პრაშანტი ნილაიამში, სხეულის დასვენების და ჭკუის დამშვიდების საძებნელად. ეს არის ასე, შეიძლება მოჩანდეს უცნაურად თუ თქვენ გთხოვენ რაიმე სამუშაოს შესრულებას აქაც აგრეთვე. ძველად გურუ კრებდა თავის მოწაფეებს ტყეში და აძლევდა მათ სხვადასხვა ტიპის სამუშაოს, ზოგჯერ 10 – 12 წლის განმავლობაში. ეს კეთდებოდა გამიზნულად. მუშაობის ერთი მნიშვნელოვანი საგანი არის ჩითტას (გულის) გასუფთავება. როგორც კი გული გასუფთავდება ადამიანი მზად არის გურუს სწავლების მისაღებად. ამიტომ წარსულში მოწაფეებს ეძლეოდათ სამუშაო დასაწყისში იმიტომ რომ ისინი ნელა გასუფთავებულიყვნენ. მხოლოდ მაშინ როდესაც მასწავლებელი დაკმაყოფილდებოდა სტუდენტის სიმწიფით სულიერი სწავლების მისაღებად, ის იწყებდა ბრაჰმა ვიდიას (უმაღლესი ცოდნის) გადაცემას.
– ღმრთიური საუბარი, 7 ივლისი, 1985.
9.02.2015
ჭკუის კონტროლი, გრძნობების შეკავება, მიწიერი ორობითობის საზღვრების გადაბიჯება, მოთმინება, ურყევი რწმენა, და გულცივობა არის ძირითადი ღირსებები რაც უნდა არსებობდეს ჭეშმარიტ სულიერ მაძიებელში. დამატებით იქ უნდა იყოს ძლიერი მისწრაფება გათავისუფლებისკენ (მოკშასკენ). ეს მისწრაფება ვერ წარმოიქმნება სიმდიდრიდან ან სწავლულობიდან. ვერც გამოვლინდება მატერიალური ფასეულობიდან, შთამომავლობიდან, წერილებით რეკომენდირებული წესებიდან ან რიტუალებიდან, ან ქველმოქმდებებიდან. მოკშა შეიძლება მოვიდეს მხოლოდ უმეცრებაზე (აჯნანაზე) გამარჯვებიდან. ადამიანმა შეიძლება შეისწავლოს ყველა წერილები თავიდან ბოლომდე ექსპერტების მიერ მათზე დაწერილ ყველა სამეცნიერო კომენტარებთან ერთად, ან გული მოულბოს ყველა ღმრთაებას ყველა მიწერილი თაყვანისცემის წესისა და ცერემონიის შესრულებით. მაგრამ ეს ვერ დაასაჩუქრებს გათავისუფლების სიკეთით. ზუსტად ამის მსგავსად ადამიანი, ვისაც შეიძლება აქვს საჭმლის მოსამზადებლად საჭირო ყველა ინგრადიენტი, მაგრამ არ აქვს ცეცხლი, შეძლებს ის საჭმლის მომზადებას? მარტო წარმატებას თვითშეცნობის შეძენაში შეუძლია ხსნის ჩუქება.
– სუტრა ვაჰინი, თავი 1.
10.02.2015
ადამიანის ყოველდღიური საქმიანობისას პატარა ქმნილებების და მწერების რაღაც რაოდენობა შეიძლება განადგურდეს. ამ ან სხვა გზით ცოდვები შეიძლება იყოს ჩადენილი გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად. ამ ცოდვების მოსაცილებლად წერილები ნიშნავს ხუთი ტიპის იაჯნას ან თაყვანისცემას – ბრაჰმა იაჯნას, დევა იაჯნას, პიტრუ იაჯნას, მანუშია იაჯნას და ბჰუტა იაჯნას. ბრაჰმა იაჯნა არის წმინდა წიგნების და წერილების შესწავლა. დევა იაჯნა მოიცავს მსხვერპლშეწირვას, თაყვანისცემას, ბჰაჯანებს და ა.შ. პიტრუ იაჯნა ეხება ცერემონიას გარდაცვლილი წინაპრების მიმართ. მეოთხე, მანუშია იაჯნა, ეხება სტუმართმოყვარეობის გაწევას დაპატიჟებული და დაუპატიჟებელი სტუმრების მიმართ. ბჰუტა იაჯნა ეხება საკვების შეთავაზებას ცხოველებისთვის, ჩიტებისა და მწერებისთვის, ზრუნვას ველურ ცხოველებზე. დასაქმებით ასეთ მსახურებაში და ამით ამ იაჯნების მოთხოვნების შესრულებით, ჩვენ შეგვიძლია გამოვისყიდოთ სხვადასხვა სახის ცოდვები რომლებიც შეიძლება იყოს ჩადენილი.
– ღმრთიური საუბარი, 7 ივლისი, 1985.
11.02.2015
ადამიანის შიგნით არსებობს ნარჩენი რაღაც ცხოველის ბუნება და ეს ბუნება უნდა განიწმინდოს და გარდაიქმნას. ის ვისაც შეუძლია ამ ცხოველური ბუნების გარდაქმნა ადამიანში არის გოვინდა. ცხოველისთვის ადამიანის ბუნება არის მიუწვდომელი როგორც მიზანი, მაგრამ ადამიანისთვის ღმრთიურება არის მისაღწევი როგორც მიზანი. როდესაც მწვანე ბალახს აჩვენებენ ბალახისმჭამელ ცხოველს, ეს მიმზიდველია, მიდის ახლოს და გამოხატავს მის სიამოვნებას თავისი კუდის მოძრაობით. იგივე ცხოველი გარბის თუ თქვენ იღებთ ჯოხს მის დასაჟეჟად. ადამიანის არსებები დღეს იხიბლებიან და ახლოს მიდიან როდესაც ისინი ხედავენ სიმდიდრეს, მაგრამ თუ ვინმე არის განრისხებული და უყვირის მათ, ისინი დგებიან მათგან შორს. განა ეს არ აჩვენებს ცხოველურ ბუნებას? როგორც ადამიანის არსებები არასოდეს შეშინდეთ ვინმესგან არც თქვენ გამოიწვიოთ შიში სხვებში. ბჰაჯა გოვინდამ მოგიწოდებთ თქვენ რომ აკონტროლოთ ცხოველური ბუნება თქვენს შიგნით და მიაღწიოთ ღმრთიურების სიახლოვეს. იგალობეთ ღმერთის საყვარელი სახელი ყოველდღიურად და გაიზარდეთ რწმენაში და მის მინდობაში.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, თავი 3, 22 მაისი, 1973.
12.02.2015
ყველა ობიექტი და ცალკე პიროვნება, რიტუალი და საქმიანობა, არის წარმავალი. ესენი იტანჯებიან დაშლისა და განადგურებისგან. უკეთეს შემთხვევაში მათ შეუძლიათ დახმარება ჭკუის გასუფთავებაში. საქმიანობას (კარმას) არ შეუძლია ადამიანის გათავისუფლება ძირითადი უმეცრებიდან ან რეალობის, როგორც ბრაჰმანის გაცნობიერებულობის მინიჭება. ბრაჰმანის, კოსმოსის წყაროს და ბირთვის საიდუმლოს გამოკვლევის უფლების მოსაპოვებლად გაცნობიერდით ამ შეზღუდვაში. ის ვინც სწირავს სიცოცხლეს ატმას ცოდნის მოსაპოვებლად უნდა ფლობდეს წმინდა სათნოებებს და კარგ ხასიათს. ხასიათი არის ძალა. არც ერთი ცოდნა არ არის სათნო ხასიათზე მაღალი. პიროვნებისთვის ვინც მიუძღვნა თავისი წლები უმაღლესი განათლების შეძენას, მუდამ კარგი ხასიათი არის აუცილებელი კვალიფიკაცია. ყოველი რელიგია ხაზს უსვამს იგივე მოთხოვნას; სათნო ხასიათი არის ნამდვილი საფუძველი სულიერი ცხოვრების. ისინი ვინც ატარებენ ცხოვრებას ამ გზებზე ვერასდროს ვერ მივლენ ზიანთან. ისინი დაჯილდოვდებიან წმინდა დამსახურებით.
– სუტრა ვაჰინი, თავი 1.
13.02.2015
ბუდდა, იესო ქრისტე, შანკარაჩარია, ვივეკანანდა და ბევრი დიდი წმინდანი და უფლის ერთგული დიდად დაფასებულია ადამიანთა მეხსიერებაში დღევანდელ დღემდეც კი. რომელმა ხარისხმა გახადა შესაძლებელი მათი დამახსოვრება მომავალი დროისთვის? ეს არის მათი ხასიათი. ხარისხები რომლებიც შეადგენს უზადო ხასიათს არის სიყვარული, მოთმინება, თავშეკავება, ურყევობა და მოწყალება. ეს უნდა იყოს პატივნაცემი. ხასიათი არის სურნელი სიცოცხლის ყვავილის; ეს აძლევს ფასს და ღირსებას სიცოცხლეს. ასი პატარა საქმე რომლის ნებასაც ჩვენ ყოველდღე ვაძლევთ ჩვენს თავს მყარდება ჩვევებში; ეს ჩვევები აფორმირებს ინტელექტს და აყალიბებს ჩვენს თვალთახედვას და ცხოვრებას. ყველაფერი რასაც ჩვენ ვქსოვთ ჩვენს წარმოსახვაში, ვეძებთ ჩვენს იდეალებში და გვწყურია ჩვენს მისწრაფებებში ტოვებს წარუშლელ ანაბეჭდს ჭკუაში. პოეტები, მხატვრები, მსახიობები და მეცნიერები შეიძლება იყვნენ დიდები, თითოეული თავის სფეროში, მაგრამ ხასიათის გარეშე, მათ არ ექნებათ მდგომარეობა საზოგადოებაში.
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
14.02.2015
რომ შევძლოთ ცოდნის და ნეტარების ასპექტების განცდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სხეული, ჭკუა და სიცოცხლე. განვიხილოთ ეს მაგალითი: ჩვენ ვინახავთ ძვირფას სამკაულებს და ძვირფას თვლებს ჩვენს სახლებში შედარებით უფრო იაფფასიან რკინის სეიფში მათ დასაცავად. ფოლადის ალმირაჰის ან რკინის სეიფებს არ აქვს ფასი შედარებით ძვირფას თვლებთან მაგრამ ესენი არის საკმაოდ კარგი მათ დასაცავად. სწორედ ასე, ჩვენი სხეული არის რკინის სეიფის მსგავსი. ამ მცირეფასიან, მიწიერ მალეფუჭებად სხეულში ღმერთს აქვს შენახული დასაცავად ძალიან ძვირფასი ნივთები მსგავსი ცოდნის და ნეტარების. ჩვენ ყველამ ვიცით რომ ძვირფასი თვლები ვერ იქნება დაცული ოქროს ძვირფასი ყუთის მეშვეობით, რადგან თვით ყუთი შეიძლება სწრაფად მოიპარონ თვლებთან ერთად. აქედან გამომდინარე ბუნებრივია ძვირფასი ნივთების დაცვა მცირეფასიან სეიფში რომელიც არ მიიპყრობს ყურადღებას. ამიტომ ცოდნის, ნეტარების და ბედნიერების სფეროს მისაღწევად საჭიროა ზრუნვა გარეგან საფარზე, სახელდობრ სხეულსა, ჭკუასა და სიცოცხლეზე.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, თავი 3, 22 მაისი, 1973.
15.02.2015
არცერთი პიროვნება ან სიბოროტე ამ პლანეტაზე არ არის გამოუსწორებელი. განა ანგულიმანა, მძარცველი არ გარდაიქმნა გულკეთილ ადამიანში უფალ ბუდდას მიერ? განა ქურდი რატნაკარა არ ტრანსფორმირდა ბრძენ ვალმიკად? შეგნებული ძალიხმევით, ჩვევები შეიძლება შეიცვალოს და ხასიათი შეიძლება დაიხვეწოს. ადამიანებს ყოველთვის აქვთ თავის შიგნით, მათი მიწვდომის ფარგლებში, უნარი რომ გამოწვევა მისცენ თავიანთ ცუდ მიდრეკილებებს და შეცვალონ თავიანთი ცუდი ჩვევები. უანგარო მსახურებით, განდეგილობით, ერთგულებით, ლოცვით და ქცევის რეგულირებით, ძველი ჩვევები რომლებიც აბამს ადამიანს მიწაზე უნდა დაიყაროს და ახალი ჩვევები რომლებსაც მიჰყავთ ადამიანი ღმრთიური გზით უნდა დაინერგოს მათ ცხოვრებაში. ყველა სასულერო ლიტერატურის, პოემის, ეპოსის და წიგნის მიზანი არის განხილვა ჭკუის ბუნების, მისი ხერხების და ახირებების, და ინფორმირება მისი გარდაქმნის პროცესზე. გეთაყვა გააცნობიერეთ რომ უბრალოდ წიგნების კითხვა ვერ გაღირსებთ დისკრიმინირებას. ის რაც ნახეთ, მოისმინეთ ან წაიკითხეთ უნდა ჩაიდოს პრაქტიკაში რეალურ ცხოვრებაში.
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
16.02.2015
როდესაც ჩვენ ვინახავთ ძვირფას ნივთებს ყუთში, ჩვენ ვკეტავთ ყუთს და ვინახავთ გასაღებს უსაფრთხოდ ჩვენთან. თუ ჩვენ ვკარგავთ გასაღებს ან გვავიწყდება ჩვენ სად შევინახეთ ის, ჩვენ ვერ შევძლებთ ფასეულობის ამოღებას მაშინ როდესაც ჩვენ ის გვჭირდება. ზუსტად ასე, ამ ადამიანის სხეულში, ჩვენ გვჭირდება გასაღები ცოდნის და ნეტარების საგანძურის მისაღებად. შანკარაჩარია მიმართავს ამას როგორც ერთგულების (ბჰაკტის) გასაღებს. როდესაც თქვენ იყენებთ ერთგულების გასაღებს და ატრიალებთ მიუბმელობის მხარეს, თქვენ ადვილად ხსნით ცოდნის და ნეტარების კარებს. მაგრამ, თუ გასაღები გადატრიალდება მცდარი მიმართულებით, შორს მიუბმელობიდან და მიბმულობის მიმართულებით, თქვენ არ შეგეძლებათ საგანძური-სკივრის გახსნა. მაშასადამე, მიბმულობისთვისაც და მიუბმელობისთვისაც ეს გასაღები ერთგულების რომელიც არის ორს შუა არის მნიშვნელოვანი და თქვენ უნდა დაიცვათ ის. ამ ერთგულების ქონა თქვენთვის შესაძლებელი იქნება მაშინ როდესაც გექნებათ რწმენა ღმერთში.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, თავი 3, 22 მაისი 1973.
17.02.2015
რატრი ნიშნავს ღამეს, რაც მიანიშნებს სიბნელეზე. შივა ნიშნავს ხელშემწყობს. შივარატრი ნიშნავს ხელშეწყობას რომელიც დამახასიათებელია სიბნელისთვის. ეს ეხება სიბრძნეს რომელიც არის უმეცრების შუაგულში. სიბრძნე და უმეცრება არ არის ორი განსხვავებული რამ; ეს არის არსებითად იგივე, ოპოზიციური პოლიარობა იგივე ფუძემდებლური პრინციპის. მდგომარეობა რომელიც გადის ორივეს სიბრძნის და უმეცრების გარეთ არის ღმრთიურება, პარატატვა. ეს შივარატრი არის დღე როდესაც ადამიანი ცდილობს მეგობრობის დამყარებას ჭკუასა და ღმერთს შორის. შივარატრი ახსენებს ყველას იმ ფაქტს რომ ღმრთიურება არის ყველაფრის შემვსები და მოიძებნება ყველგან. ნათქვამია რომ შივა ცხოვრობს კაილასში. მაგრამ სად არის კაილასა? კაილასა არის ჩვენი საკუთარი ჭკუა სავსე სიხარულით და ნეტარებით. ეს ნიშნავს რომ როდესაც თქვენ შიგნიდან ინვითარებთ სისუფთავეს, სიმყარეს და სიწმინდეს თქვენი გული ხდება სავსე სიმშვიდითა და ნეტარებით და ბოლოს თქვენი გული თავისთავად არის კაილასა.
– ღმრთიური საუბარი, 17 თებერვალი 1985.
18.02.2015
დღეს მსოფლიოში ჩვენ ვხედავთ ბევრ ადამიანს ვინც ამბობს რომ მას არ აქვს რწმენა ღმერთში. მარტო ადამიანს ვისაც არ აქვს რწმენა თავის თავში არ ექნება რწმენა ღმერთში. სიმართლე რომ ითქვას ვერავინ იცხოვრებს თუნდაც რაიმე მომენტში ღმერთში რწმენის გარეშე; ეს არის უბრალოდ შეუძლებელი. რატომ? არ იყოთ შთაბეჭდილების ქვეშ რომ ღმერთი არსებობს სადღაც, რომ აქვს სპეციალური ფორმა, აღჭურვილია სპეციალური ძალებით და ა.შ. ის რაც მოთავსებულია თქვენს საკუთარ გულში როგორც სუფთა აზრი და როგორც უმაღლესი შემეცნება არის ნამდვილად ღმერთი! ეს წმინდა ნაწილი ადამიანის გულის არის წარმოდგენილი ყველა ცოცხალ არსებაში სამყაროში. არ არსებობს ვინმე ვისაც არ აქვს ასეთი წმინდა გული. მაშასადამე, ღმერთი არის თქვენს შიგნით და თქვენ არ უნდა ეძებოთ ის სადმე სხვაგან. როგორც ეს წმინდა გული არის წარმოდგენილი ყველაში თქვენ უნდა მყარად დაიჯეროთ რომ ღმერთი არის ყველაში ყველა დროში.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, თავი 3, 22 მაისი 1973.
19.02.2015
წიგნები და შესაძლებლობები ჭკუის ვარჯიშისთვის მისაწვდომია ჭარბად, და ძალიან იაფ ფასად. წიგნების გროვა რომელიც დევს თქვენს ირგვლივ ვერ მიაღწევს წარმატებას, ვერ გამოაღწევს მძიმე ყდიდან და ვერ გამოჩნდება როგორც სინათლე თქვენში. ვინაიდან, სწორედ ასე, როგორც ღმერთი დაფარულია ვნების, ბრაზის, შურის და ეგოურობის მთათა მწკრივებით თქვენში, სიბრძნის მზეც დაფარულია წიგნებში. თუმცა წიგნები და კითხვის ჩვევები გავრცელდა დედამიწის ყველა კუთხეში, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ რომ კულტურა ან სიბრძნე გაიზარდა; ადამიანი კვლავ არ არის შორს მაიმუნისგან. მიმზიდველი ყდა, სათაური და ლამაზი სურათები არის ის რასაც მკითხველი ეძებს; ესენი არის წარმავალი სიამოვნებები რომლებიც იძლევა წუთიერ დაკმაყოფილებას. მიზანს მოკლებული კითხვა ყველა წიგნის ერთად და თითოეულის ცალ-ცალკე აგირევთ თქვენ გონებას და არ მოგცემთ სიმშვიდეს. აქედან გამომდინარე აირჩიეთ და წაიკითხეთ წიგნები რომლებიც შეიცავს წმინდანების, ბრძენების და იმ ადამიანების ცხოვრების აღწერას, ვინც გვეხმარება ღმრთიურების განჭვრეტაში. აპრაქტიკეთ რასაც თქვენ კითხულობთ. მაშინ თქვენ გააცნობიერებთ ჭეშმარიტებას და დატკბებით მარადიული ნეტარებით.
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
20.02.2015
ბედნიერება ჩვეულებრივ უკავშირდება სხეულის კომფორტს და არის წარმავალი. ასეთი დროებითი სიამოვნება მოდის ჩვენთან რამდენიმე წუთის განმავლობაში, მაგრამ ძალიან მალე გვძირავს ღრმა დარდში. მაგრამ ნეტარების სახეობა რომელსაც ადამიანი იღებს სულის (ატმას) მეშვეობით არის მუდმივი, სუფთა და უანგარო. აქედან გამომდინარე სულიერი განათლება (ბრაჰმა ვიდია) ქომაგობს რომ ეს სიყვარული გამოიზრდოს მხოლოდ სიყვარულის გულისთვის. თქვენ არ უნდა გამოხატოთ სიყვარული უბრალოდ მატერიალური სარგებლობის მისაღებად. თუ სიყვარული იღვრება წარმავალი უპირატესობის მოსაპოვებლად, მაშინ ეს გაგრძელდება ძალიან მოკლე დროის განმავლობაში. ღმრთიური ატმა სიმბოლირებს მარადიულ ჭეშმარიტებას და არის მუდმივი. აქედან გამომდინარე პრემა მიბმული ატმაზე იქნება ჭეშმარიტი და მუდმივი. ეს უსასრულო სიყვარული და მარადიული ჭეშმარიტება წარმოდგენილია ყველა ცოცხალ არსებაში (ჯივაში). თუ ჩვენ დავფოკუსდებით სიყვარულის და ჭეშმარიტების განვითარებაზე საკუთრივ მათი გულისთვის, მაშინ ჩვენ განვცდით ნეტარებას უზენაესად. ამიტომ არის რომ უპანიშადები ქომაგობს უანგარო სიყვარულს როგორც `სატიასია სატიამ~ ან ყველა ჭეშმარიტების ჭეშმარიტებას.
– ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, თავი 1.
21.02.15
ლომი თუმცა გვირგვინით შემკობილია როგორც ტყის მეფე, ტრიალდება უკან ყოველ რამდენიმე ნაბიჯზე იმ დროს როდესაც მიდის ტყის გავლით, იმიტომ რომ მას ეშინია მდევრების. შიში ჭკუაში აფერხებს თქვენს ხედვას. ძალადობა გულში ამახინჯებს ხედვას და გაფანტავს მხედველობას. იყავით ფხიზლად! თქვენ უნდა აპრაქტიკოთ და განავითაროთ მიუკერძოებელი ხედვა. თქვენს თვალებში მთელი ქმნილება უნდა გამოჩნდეს ერთნაირად ხელშემწყობად. თქვენ უნდა შეხედოთ ყველაფერს იმაზე მეტი სიყვარულით და რწმენით რაც მათ აქვს თავისთავად, ვინაიდან აბსოლუტურად არაფერი არ არის ცუდი ქმნილებაში – იოტისოდენი ნამცეციც კი! ცუდი გვეჩვენება როგორც ასეთად მხოლოდ მცდარი ხედვის გამო. ქმნილება შეფერილია მხოლოდ ბუნებით სათვალეების რომელსაც თქვენ ატარებთ. თავის თავად, ყოველი ქმნილება არის მუდამ სუფთა და წმინდა. აქედან გამომდინარე თქვენ უნდა დანერგოთ მიზანმიმართული სიმტკიცე (ეკაგრატა) ყველაფერში რასაც თქვენ აკეთებთ. მიუკერძოებელი ხედვა (სამა დრიშტი) არის ხელშემწყობი ხედვა (საბჰა დრიშტი).
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
22.02.2015
ამ აწმყო კალი იუგას ეპოქაში არსებობს ასე ბევრი სიძულვილი ძმებს შორის. მაშინ როდესაც არ არსებობს ერთიანობა ოჯახში, შეიძლება მოუხმოთ ერთობას ყველა ადამიანს შორის ამ მსოფლიოში? გამოსვლების ბევრ პლატფორმაში, ადამიანები მიმართავენ ერთი მეორეს როგორც ძმებს და დებს. ჩვენ უნდა ვკითხოთ ჩვენ თავს განა ეს სიტყვები მოდის ჩვენი გულის სიღრმიდან თუ ჩვენ უბრალოდ ვკითხულობთ მათ ქაღალდის ნაგლეჯიდან. თუ თქვენ ნამდვილად აძლევთ მნიშვნელობას სიტყვებს `ძმებო და დებო~ თქვენი გულის სიღრმიდან, თქვენ ყველაზე მეტად მოიპოვებთ უფლის წყალობას და კარგი შედეგები მოჰყვება. არასოდეს შეწუხდეთ ან შეშინდეთ რომ თქვენ შეიძლება გაუნაწილოთ თქვენი მემკვიდრეობა, საკუთრება ან ქონების ნაწილი მათ ვისაც თქვენ მიმართავთ როგორც ძმებს და დებს. აუცილებელი და საკმარისია თუ თქვენ გააცნობიერებთ და აღიარებთ რომ ერთი საერთოO ღმერთი არის წარმოდგენილი ყოველ თქვენგანში და არის ძმობის საფუძველი მთელ კაცობრიობას შორის.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში, 1974, თავი 13.
23.02.2015
თუ თქვენი ჭკუა მხიარულობს გარეგან ობიექტებში და მათ უმიზნო დაკვირვებაში და აკრიტიკებს გარე სამყაროს მაშინ როგორ შეიძლება ეს გაიწვრთნას გასამყარებლად? დაუსვით თქვენს თავს ეს კითხვა: `დიდი სულები (მაჰათმები) და ბრძენები იყვნენ ისეთივე ჩემი მსგავსი ადამიანები. თუ მათ მიაღწიეს სრულყოფილობას, ასე მეც შემიძლია თუ მე მივყვები მათ მეთოდებს. რა სარგებლობას მივიღებ მე ჩემი დროს ხარჯვით სხვების შეცდომებისა და სისუსტეების აღმოჩენაში? მაშასადამე პირველი სულიერი პრაქტიკა (სადჰანა) არის საკუთარ თავში შეცდომებისა და სისუსტეების მოძებნა, და სწრაფვა მათ გამოსასწორებლად და სრულყოფილად გასახდომად. ყოველი მომდევნო დღის დაუღალავი მძიმე შრომის მიზანი და გამართლება არის სრულყოფილება: ადამიანის ბოლო დღეების გადაქცევა ტკბილად და სასიამოვნოდ. მაგრამ ყოველ დღეს აქვს მისი საღამო. თუ ყოველი დღე გაივლის კარგ საქმეებში, მაშინ საღამო გვაკურთხებს ჩვენ ღრმა ძილით, ძალის მომნიჭებელი მაცოცხლებელი ძილით, ძილით რომელზეც ნათქვამია რომ ახლო მონათესავეა სამადჰის.
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
24.02.2015
ჩვენ ნათლად უნდა გავიგოთ მნიშვნელობა `სიკვდილის~ და `უკვდავების~. ჩვენ მივიჩნევთ სიკვდილს როგორც სხეულში არსებული ყველა ძალის დაკარგვის სინონიმს. სხვა სიტყვებით, სიკვდილი არის სასიცოცხლო ძალის სხეულიდან შორს უკუქცევა. თუ სიცოცხლის ძალა რჩება სხეულში სამუდამოდ ჩვენ ვთვლით ამ მდგომარეობას როგორც უკვდავებას. ეს არის არასწორი. იყო შემძლე რომ მთლიანად გააიგივო საკუთარი თავი ღმერთის ასპექტთან და სრულიად დაივიწყო სხეულის ასპექტი, არის ნამდვილი უკვდავება. თუ ჩვენ ყოველთვის ვართ მთლიანად ჩაძირული მხოლოდ აზრებში სხეულის და მისი კომფორტის შესახებ და ვივიწყებთ ათმას ასპექტს, ეს არის სიკვდილი. მხოლოდ მაშინ როდესაც ჩვენ ვართ დაბადებასა და სიკვდილს შორის კავშირის ნათლად შეცნობის შემძლე უკვდავების უზრუნველყოფის ეს წმინდა სურვილი ღივდება ჩვენში. არსებობს დაბადება და სიკვდილი სხეულისთვის, მაგრამ არ არსებობს დაბადება და სიკვდილი ათმასთვის. იყო შემძლე გაიგო ეს ათმას მარადისობა არის უკვდავების მიღწევის ნამდვილი მნიშვნელობა.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში 1974, თავი 13.
25.02.2015
ადამიანის სიცოცხლე დედამიწაზე მოიცავს მხოლოდ მოკლე დროს. მაგრამ თუნდაც ამ ხანმოკლე სიცოცხლეში ადამიანს შეუძლია ღმრთიური ნეტარების მიღწევა დროის სიბრძნით და გულმოდგინედ გამოყენებით. ორი ადამიანი, რომლებიც არიან მსგავსი შესახედაობის, აშკარად იგივე ფორმაში ჩამოსხმული, გაზრდილი იგივე პირობებში, მაგრამ ერთი შემობრუნდება ანგელოზად, მეორე კი რჩება ადამიანის ცხოველურ ბუნებაზე. რა არის მიზეზი ასეთი განსხვავებული განვითარების? ჩვევები, ქცევები ფორმირებული ამ ჩვევებიდან და ხასიათი რომელშიც ეს ქცევები მკვრივდება. ადამიანები არიან ხასიათის ქმნილება. ზედაპირულ დამკვირვებელს, სიცოცხლე ეჩვენება მონაცვლეობად ჭამის, სმის, შრომის და ძილის. მაგრამ ნამდვილად სიცოცხლეს აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა და არსი. სიცოცხლე არის მსხვერპლგაღება (იაჯნა). თითოეული პატარა მოქმედება არის მისართმევი უფლისადმი. თუ დღე გაივლის საქმეებში შესრულებულში ამ მინდობის სულით, რა შეიძლება კიდევ ძილი იყოს ღმერთობაში მთლიანი ჩაძირვის (სამადჰის) გარდა?
– პრემა ვაჰინი, თავი 1.
26.02.2015
დჰარმას ჭეშმარიტი გზის მიდევნით ჩვენ ვიქნებით იმაზე უფრო მეტი სარგებლობის მიღების მდგომარეობაში ვიდრე არის ის რასაც ველოდით. მეორე მხრივ, თუ ჩვენ მივდივართ დჰარმასგან განსხვავებულ გზაზე, მაშინ ჩვენ აღმოვაჩენთ რომ თუ ჩვენ გვაქვს ათასი სურვილი, აქედან ერთიც კი არ იქნება შესრულებული. ის ვინც ანგრევს დჰარმას შემოტრიალებით დანგრეული იქნება დჰარმით, მაგრამ ის ვინც იცავს დჰარმას შემოტრიალებით დაცული იქნება დჰარმით. იქნება ეს დასჯა თუ დაცვა ეს აღმოცენდება მხოლოდ დჰარმადან. მხოლოდ დჰარმით არის ის რომ ჩვენ შეგვიძლია კეთილდღეობის მიღწევა. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ გავყვეთ გზას რომელსაც მისდევდა დჰარმარაჯა (იუდჰისტირა) უკიდურეს შემთხვევაში გარკვეულ ხარისხში. ინვესტირეთ დრო გასაგებად ინდური კულტურის, წერილების (იტიჰასების და პურანების) და ვედების და მათი შინაგანი წმინდა მნიშვნელობის. აქ არ არის ადგილი სასტიკი და ცუდი იდეებისთვის, და შესაძლებელია ყოველი ადამიანისთვის რომ გაატაროს კარგი და ბედნიერი ცხოვრება.
– ღმრთიური საუბარი, ზაფხულის თავსხმები ბრინდავანში 1974, ნაწილი 1, თავი 13.
27.02.2015
ადამიანები იდენენ თავისი თავის სხეულთან გაიგივების დიდ შეცდომას. ისინი აგროვებენ სხვადასხვა ნივთებს სხეულის შენახვისა და კომფორტისთვის, მაშინაც კი როდესაც სხეული ხდება უძლური და დაჩაჩანაკებული ხნოვანებით! შეიძლება სიკვდილის გადადება? როდესაც მოდის იამას (სიკვდილის ღმერთის) ორდერი ყველა უნდა წავიდეს. თანამდებობა, სიამაყე და ძალაუფლება – ყველაფერი იკარგება სიკვდილის წინ. იცოდეთ ეს, ისწრაფეთ დღე და ღამ, სისუფთავით სხეულის, ჭკუის და სულის, უზენაესი მეს შესაცნობად. სხეული უნდა იყოს დაცული როგორც სატრანსპორტო საშუალება ამ სამსახურისთვის. მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ არ ხართ ეს სხეული; ეს სხეული ვერ იქნები შენ! მიზნის რეალიზებამდე რისთვისაც ადამიანის სხეული არის მოცემული, თქვენი მოვალეობაა მასზე ფხიზლად თვალყურის დევნება და მისი დაცვა დაზიანებისა და უნარის დაკარგვისგან. ისევე როგორც შალის ტანსაცმელი გეხმარებათ გაუძლოთ სუსხიანი ქარების სიცივეს ზამთარში და ყრით ზაფხულში, მატერიალური სხეული არ არის აუცილებელი როდესაც მატერიალური სიცოცხლის ცივი ქარები არ მოქმედებს თქვენზე.
– პრემა ვაჰინი
28.02.2015
როდესაც წვიმა მოდის, მიწა და ცა ერთიანია თავსხმა წვიმის ნაკადით. სინამდვილეში ეს არის მშვენიერი და შთამაგონებელი სცენა, სახეები რითაც ქმნილება თვით გასწავლით თქვენ გახდეთ ერთიანი შემქმნელთან. გაიგეთ სამი გაკვეთილი: არამუდმივობა შექმნილი ნივთების, როლი თქვენი განსაზღვრული როგორც მსახურის და ღმერთის როგორც ბატონის. თამაში წოდებული სიცოცხლედ თამაშდება ასე – ქმნილების პროცესი, ქმნილება, შემქმნელი. გაიხარეთ რომ უფალი აგრძელებს მოთავსებას თქვენს ხელებში სულ ახალი მეთოდების მისი მსახურებისთვის და აღტაცდით შანსით რომელიც თქვენ მიიღეთ. ეს დამოკიდებულება მოგცემთ თქვენ უზომო სიხარულს; ამ სიხარულით გაჯერებული სიცოცხლის გატარება არის ნამდვილად ნეტარება. რაც კი სრულდება მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე ნაკურთხი უნდა იყოს ისე თითქოს ის არის უფლის თაყვანისცემა. როგორც ზრუნავენ რომ მოკრიფონ მხოლოდ ახალი ყვავილები და შეინარჩუნონ ეს ყვავილები სუფთად და უჭკნობად, სწორედ ასე, უწყვეტი და მუდმივი ძალისხმევა უნდა იყოს გამოყენებული შესასრულებლად საქმეების, რომელიც არის სუფთა და დაუჭუჭყიანებელი.
– პრემა ვაჰინი.
სატია საი ბაბა