სვააჰა და სვადჰა მანტრები
* სადჰაკა: სვამი! მანტრებში, არსებულებში ვედებში, ხშირად გვხვდება სიტყვა `სვააჰა~. რას ნიშნავს სიტყვა `სვააჰა~?
საი: კარგი! ეს სიტყვა ჩვეულებრივ იხმარება მხოლოდ გამოხატვაზე მისათითებლად, რომელიც გამოიყენება ცერემონიულად ანთებულ ცეცხლში მსხვერპლშეწირვის შეთავაზებისას. ადამიანები წარმოისახავენ, რომ ეს არ არის ვედების სიტყვა. ისინი ამტკიცებენ, რომ ეს არის ფორმალური გამოხატულება, რომელიც გამოიყენება მხოლოდ რიტუალებთან. არსებობს ღმრთეება სახელით სვააჰა დევი, რომელსაც იხმობენ ამ სიტყვით. მას აგრეთვე აქვს დამატებითი მნიშვნელობა `ჰავისის (რიტუალური საჭმელის) ღმერთებისთვის შეთავაზება~. მაშასადამე, სიტყვას აქვს ორი მნიშვნელობა. როცა ჰავისი ან სხვა მისართმევი შეეთავაზება ღმერთს მის სხვადახსვა ფორმებში და სახელებში, გამოიყენება ეს სიტყვა – სვააჰა. მაგრამ როცა ვინმე იხმობს თავის წინაპრებს და პატიჟებს მათ მიიღონ რიტუალური მისართმევები, მაშინ ასეთ შემთხვევებში გამოიყენება გამოთქმა _ სვადჰა, და არა სვააჰა. რადგანაც სიტყვა სავსეა შინაგანი ძალით, მას თაყავნი ეცემა როგორც გამომჟღავნებას ვაკ დევისას, ღმრთაებისას, რომელიც ახორციელებს კონტროლს მეტყველებაზე.
წეს-ჩვეულებები, მიწერილი როგორც გარდაუვლები ყოველდღიურ ცხოვრებაში, და ისინი, რომლებიც დადგენილია როგორც არასავალდებულოები, დანიშნულები დასაცავად მხოლოდ გარკვეული წმინდა დღეებისთვის, ყველა ისინი უნდა იწყებოდნენ `სვააჰა~-თი, წარმოთქმულით რამდენიმე ყლუპი ნაკურთხი წყლის (აჩამანას) დალევასთან ერთად. საერთოდ რომ ვთქვათ არ არსებობს არანაირი რიტუალური მისართმევი წმინდა ცეცხლისადმი თანმხლები მანტრების `სვააჰას~ ან `სვადჰას~ გარეშე.
სადჰაკა: რა სარგებლობას ვღებულობთ ჩვენ ამ ორი მანრტის – სვააჰას და სვადჰასგან _ დამატებით წარმოთქმულებისგან ვედური მანტრების ბოლოს?
საი: როცა მისართმევის შეთავაზების დროს წარმოითქმება სვააჰა ან სვადჰა, მაშინ ღმერთები (დევატები) ან მანები (პიტრები, ანუ წინაპრები), რომლებისკენაც არის მიმართული ეს სიტყვები, იქნებიან კმაყოფილები. უფრო მეტიც, როცა ისინი, ვინც კარგად არის გაცნობიერებული ვედების პრაქტიკაში, ასრულებენ ცეცხლის თაყავნისცემას მსხვერპლშესაწირის მირთმევით და არ წარმოთქვამენ მიწერილ `სვააჰას~, მისართმევებს არ შეუძლიათ ღმერთის მიღწევა. სვააჰა და სვაჰა – არის სიტყვები, რომლებიც იხმობენ შესაბამის ღმრთეებებს. ისინი – არის მანტრები, რომლებიც გამოაღვიძებენ და აუწყებენ ღმრთიურებას. რიგვედა ასხადებს: `სვააჰა სტოიმასიია ვარმანა~. სვააჰას აქვს ორი მნიშვნელობა (1) მისართმევი გაკეთებული ამ მანტრის წარმოთქმით, და (2) ვედების გამონათქვამი, რომელიც გადასცემს ღმერთებს ქებას ან დიდებას. ღმერთები იქნებიან კმაყოფილები მიუხედავად იმისა უპირატესობას აძლევთ თქვენ ერთ-ერთ მნიშვნელობას თუ ღებულობთ ორივეს, და ისინი საჩუქრად იძლევიან წინ წაწევას იმისას, ვინც წარმოთქვამს მანტრებს `სვააჰა~-ს და `სვადჰა~-ს.
სადჰაკა: საჩუქრად აძლევს წინ წაწევას თაყვანისმცემელს! ეს რას ნიშნავს?
საი: როგორც შედეგს შექებისა, ერთგულისა, რომელიც თავისზე ატარებს ვედების ანაბეჭდს სიტყვებით, ადამიანი იკურთხება სრულყოფილების მიღწევის სხვადასხვა ღირსებებით და შესაძლებლობებით.
სადჰაკა: მე ვისურვებდი გამეგო ზოგიერთი მაგალითის შესახებ, რომლებშიც მანტრა `სვააჰა~ გამოიყენება ვედებში მისი ტრადიციული მნიშვნელობით.
საი: კეშავაია სვააჰა, პრანაიია სვააჰა, ინდრაიია სვააჰა. ეს არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. მოცემულ შემთხვევაში მანტრას მნიშვნელობა არის შემდეგი: სვააჰუტამ აშთუ, სუჰურტამ აშთუ. დაე ის (მისართმევი) იყოს სვააჰუტამი. დაე ის იყოს სუჰურტამი.
სადჰაკა: რას ნიშნავს ეს ორი სიტყვები? სვააჰუტამ და სუჰურტამ.
საი: ისინი ნიშნავენ: `დაე შეთავაზებული მისართმევი კარგად დაიწვას~ ან სხვა სიტყვებით, იქნება კარგად მიღებული და ათვისებული.
სადჰაკა: სვამი! ეს ჩემში იწვევს დაეჭვებებს. ნებისმიერი ნივთი, ჩაგდებული ცეცხლში, იწვება მთლიანად, თუნდაც ჩვენ არ წარმოვთქვათ მანტრა. ეს საერთოდ ცნობილი ფაქტია. ასეთ შემთხვევაში რა არის განსაკუთრებული იმაში, რომ ჩვენ წარმოვთქვამთ `სვააჰა~-ს?
საი: `სვააჰუტა~ არ მიუთითებს უბრალო დაწვას ან მისართმევის სრულ შთანთქმას, რომელიც მოთავსებულია ცეცხლში. ყოფითი მსოფლმხედველოვით დაიკვირვება მხოლოდ ეს, და არა მეტი. მაგრამ ვედები (შრუტები) მიიჩნევენ, რომ ცეცხლს აქვს ღმრთიური ფორმა და ფუნქცია გარდა ჩვეულებრივი ცნობილი მატერიალური ფორმისა და ფუნქციისა. ღმრთიური ფორმები (ღმერთები) – გრძნობების მიწვდომის მიღმაა. ამიტომ ვედები რეკომენდირებენ, რომ ღმერთებს თაყვანი სცენ წეს-ჩვეულებებით და რიტუალებით. აგნიც, ან ღმრთიური ცეცხლი, წარმოადგენს თავისით წყაროს და საკვებს ღმერთებისას (აგნირავა დევა იონი). აგნი – ეს არის ღმრთიური პრინციპი. ის, ვინც სთავაზობს მსხვერპლშეწირვას ღმერთებს აგნის მეშვეობით, ხდება კურთხეული ღმრთიური თვისებებით. მხოლოდ ამ ფაქტის გაგების უნარიანებს შეუძლიათ ჩაწვდნენ ამ პრინციპს.
ის ვინც ტკბება (ბჰაკტა), და ობიექტი, რომელიც უზრუნველყოფს სიხარულს (ბჰოგია), _ სწორედ ეს ორი კომპონენტი შეადგენენ ჯაგატს (სამყაროს, მსოფლიოს). როცა ეს ორი ხდებიან ერთი, ისინი შეირევიან და მაშინ მათ უწოდებენ ატმას, ანუ ბჰოგტას. ეს არის – ვიავაჰარა – ბუნებრივი დასკვნა. მაგრამ აქედან არ გამომდინაარეობს, რომ ერთიანი – ეს არის ბჰოგია. კარგი. ვინღაა ბჰოგია? ეს არის – აგნი, ცეცხლი, რომელიც იღებს მსხვერპლშეწირვას.
დსაბამისი ღმრთიური გამომჟღავნება არის – ადიტია (მზე). მისი სულიერი ექვივალენტი არის – სასიცოცხლო (ვიტალური) სითბო მცხოვრებ არსებებში, პრანააგნი. აგნი თავისში შეიცავს აჯიიას (ღის, ერბოს) და სომას (მცენარე სომას წვენს). მსხვერპლშეწირვები, მოთავსებულები ცეცხლში, იწოდებიან აჰიტაიაჰ. ეს სიტყვა ნიშნავს `კუთვნილი, მოთავსებული~. ღმერთები არჩევენ ყოფნას მხედველობის არის გარეთ. ამიტომ მსხვერპლშეწირვა ასევე მოისხენიება როგორც აჰუტი.
სადჰაკა: როცა აგნი იმყოფება ხილვადობის ფარგლებში, რა არის მისი სახელი?
საი: ამ შემთხვევაში მას უწოდებენ აგრის. აგრი ნიშნავს პირველს. ის შეიქმნა ყველაზე ადრე. აქედან არის მისი სახელი. როცა ის იმყოფება მხედველობის არის გარეთ (პარაკშა), მას უწოდებენ აგნის.
სადჰაკა: რას ნიშნავს აჰუტი?
საი: მსხვერპლშეწირვები, მოთავსებულები ცეცხლში, რომელიც ანთებულია და შენარჩუნდება მიწერილობების შესაბამისად. ამის გარდა, ეს სიტყვა აღნიშნავს, რომ ღმერთი მოწვეულია (აჰვანა), მსხვერპლშეწირვის მისაღებად. ეს არის სპეციალური მნიშვნელობა, გადმოცემული ამ სიტყვით. ვაშატკარა (ახსნითი ფორმულა) მხოლოდ ავსებს `სვააჰა~-მანტრის ეფექტს. ღმერთები იღებენ მხოლოდ იმ მისართმევს, რომლებისთვისაც ისინი იყვნენ მოწვეულები (აჰუტი). სვააჰა – ეს არის სახელი, გამოყენებული სარასვატის, სიტყვის ღმრთაების (ვააკდევის), ვედების სიტყვის ღმრთაების მიმართ. რადგანაც სიტყვა გამოხატავს ატმანს, მაშინ სიტყვის ღმრთაების სახელიც – ასევე არის სვააჰა. დევი ბჰაგავატამი აცხადებს, რომ უმაღლესი ღმრთაება – ეს არის გაიატრიც, სვააჰაც. ლალიტა საჰასრაჰამა (ლალიტას, უმაღლესი ქალღმერთის 1008 სახელის ჩამონათვალი) ამტკიცებს, რომ სვააჰა და სვადჰა – მისი სახელებია. სვააჰა ასევე აღნიშნავს `დასრულებას, გაქრობას, დასასრულს~ (14, გვ.42-49).