უკან: ნაწილი VI
“მხოლოდ ძალისხმევის გამოყენებით, შეუძლია ადამიანს ყველაფრის მიღწევა. პატარა ჭიანჭველასაც კი შესწევს უნარი გაირბინოს ბევრი მილი, თუ ღონეს იხმარს, მაგრამ ძლიერი არწივი, ძალის გამოყენების გარეშე, ერთ დუიმზეც კი ვერ შეძლებს გადაადგილებას.
ადამიანის ძალას ექვემდებარება ყველაფერი, რაც გნებავთ, ოღონდ თუ ღონეს ვიხმართ. მცდელობა, ღონის ხმარებისა – ეს არის ყველაზე მთავარი. ეს ამოცანა გარდაუვლად დადგება ყველა მოკვდავის წინაშე. თუ თქვენ იხმართ თუნდაც მცირე ღონეს, რათა წინ წაიწიოთ გათავისუფლების გზაზე, უფალი ასჯერადად დაგეხმარებათ თქვენ”.
ბაბა
დაგეხმარებათ ადამიანისთვის, ალბათ, ყველაზე რთულ ბრძოლაში – ბრძოლაში საკუთარ ნაკლოვანებებთან და ვნებებთან.
და აქ არ არის სხვა გამოსავალი, ვიდრე
შეიცნო და მოინანიო.
მოინანიო და ყველა ღონე მოახმარო შენს ცვლილებას –
აი ერთადერთი გზა ადამიანისთვის –
გზა ტრანსფორმირების.
სვამი ამბობს:
“ამ სამყაროში ჩვენ არ შევხვედრივართ არავის, ვისაც არ გადაუტანია ტანჯვები და გაჭირვებები. იქნება ეს მეფე, ფერმერი თუ უკანასკნელი ღარიბი, თითოეული უნდა შეეჯახოს უბედურებების ხუთ ტიპს, კლეშას.
პირველი – ეს არის ავიდია კლეშა, ესე იგი უმეცრების უბედურება.
სახელდობრ უმეცრება აიძულებს ადამიანს იტანჯოს, რამდენადაც ის ხედავს მხოლოდ გარე სამყაროს, მაგრამ არ შეიცნობს ათმას პრინციპს. ადამიანის არსება არის ხიდი ხილულსა და უხილავს შორის. ყველაფერი, რაც ხილულია, განწირულია გასაქრობად. ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს არის უცვლელი, მარადიული სიბრძნე, და არა წარმავალი სამყარო.
უმეცრების მთავარ მიზეზად გვევლინება სხეულთან მიბმულობა. დღეს ადამიანი თავის სხეულს ანიჭებს უზარმაზარ მნიშვნელობას და იყენებს მრავალ ძალისხმევას, რათა გაანებივროს და გაასათუთოს ის. არსებობისთვის ბრძოლაში ის კარგავს თვითკონტროლს და ამიტომ იტანჯება.
იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სხეული, ადამიანი ეპოტინება ბევრ ნივთს. თუ ის ვერ ახერხებს მათ მიღებას, ის ვარდება სევდაში, რომელსაც თავის მხრივ,
მიჰყავს დეპრესიასთან და ტანჯვასთან.
მე სახელდობრ ამაზე გაფრთხილებთ თქვენ, როცა ხაზს ვუსვამ იმას, რომ თქვენ ძალიან ძლიერად არ უნდა მიებათ თქვენს სხეულს. სწორედ სხეული არის პასუხისმგებელი როგორც ადამიანის ბედნიერებაზე, ასევე ადამიანის გაჭირვებაზე.
საჭმელი ემსახურება სხეულის გამოკვებას, ტანსაცმლის ტარება საჭიროა მის დასაცავად სიცივისგან.
მაგრამ თვით სხეული
არასოდეს არ უნდა იყოს თქვენი ყურადღების ცენტრში. ადამიანის მიზანია – შეიცნოს
ათმა.
როგორც სხვადასხვა ნათურებში მიედინება ერთიდაიგივე დენი, ასევე ერთიდაიგივე ათმა არის ყველა არსებაში.
ერები ბევრია, მაგრამ მიწა ერთია.
არსებები ბევრია, მაგრამ ყველას სუნთქვა ერთნაირია.
ვარსკვლავები ბევრია, მაგრამ ცა ერთია.
სამკაულები ბევრია, მაგრამ ოქრო ყველაში ერთია.
ერთხელ, როცა თქვენ გაიგებთ ერთობის ამ ძირითად პრინციპს, თქვენ შეძლებთ ღმერთის პრინციპის გაგებას.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა ათმასთან, ესე იგი სულთან, მიბმულობის განვითარება და მხოლოდ ამის შემდეგ ფიქრი სხეულის შესახებ. როცა თქვენ არ შეიცნობთ ათმას, თქვენი მიბმულობა სხეულთან გაქცევთ თქვენ უბედურად.
სხეულთან მიბმულობა პასუხისმგებელია ადამიანის ყველა სურვილსა და ავადმყოფობაზე.
მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ მიაღწევთ თქვენს უმაღლეს “მე”-ს, თქვენ შეასრულებთ თქვენი სიცოცხლის დანიშნულებას”.
მეორე უბედურება – ეს არის აბჰინავა კლეშა, ან უბედურება, რომელიც გამოედინება ჭკუიდან.
ჭკუა ინტერესდება ქვეყანაზე ყველაფრით. სახელდობრ ამიტომ არის ნათქვამი: “მანო მოოლამ იდამ ჯაგათ”. ჭკუას მოაქვს ბევრი უბედურება. დაბადებიდან და სიკვდილამდე ადამიანი იტანჯება ყველანაირი პრობლემის გამო, რომლებიც წარმოიქმნება მის ჭკუაში.
ჭკუა ისწრაფის ნივთების უზარმაზარი სიმრავლისკენ. როცა ადამიანს არ უხერხდება ყველა თავისი ჭკუისმიერი სურვილის დაკმაყოფილება, ის შეირყევა.
ფაქტიურად, ადამიანებს რომ არ ჰქონდეთ სხეულის ცნობიერება და ჭკუისმიერი განცდები, ისინი თავისუფალი იქნებიან განგაშებისგან.
გრძნობებთან შეერთების შემდეგ, ჭკუა ხდება მათი სათამაშო და ადამიანის ბევრი ნაკლოვანების: შურის, სიავის, ჟინის, ეჭვიანობისა და სიხარბის შუაგული.
შური
შური – ყველაზე ავთვისებიანი დაავადებაა ყველა დანარჩენს შორის. კიბოსგან კიდევ შეიძლება იპოვო საშუალება, მაგრამ შურისგან არა. კიბოსგან შეიძლება გათავისუფლდე, მაგრამ შურისთვის წამალი არ არსებობს. შურს შეუძლია იმ დონემდე დაასუსტოს ადამიანი, რომ ის უბრალოდ მოკვდეს.
სვამი თავისი ცხოვრებიდან ჰყვება ასეთ შემთხვევას:
ოცდაათი წლის უკან მე მომიწია მომევლო მთელი სახელმწიფო მთელს სიგრძე სიგანეზე, ჩემი გზავნილის გასავრცელებლად. მე ერთ წელიწადში ოთხჯერ ვიყავი ბომბეიში.
სამიდან ერთ-ერთ დღეს ზოგიერთი წამყვანი გაზეთის სათაურებში გამოტანილი იყო ინფორმაცია ღია გამოწვევაზე, რომელიც ისროლა ერთმა ჰათჰა-იოგმა. მან გაბედა მოეთხოვა, რომ სატია საი ბაბას შეესრულებინა აბსურდული ტრიუკები – გადაეყლაპა ცოცხალი თევზები, ეჭამა შუშის ჭიქები, დაელია მჟავა და ევლო წყალზე. იოგი ამტკიცებდა, რომ თვითონ ამას აკეთებს ძალიან ადვილად.
ამან გაანაწყენა საის ყველა ერთგული და ტკივილი მიაყენა მათ. ერთგულები თხოვდნენ სვამის ღირსეული სახით ეპასუხა ამ გამოწვევაზე.
მე მათ უპასუხე: “სულელი ადამიანები! სრულიად არ არის სავალდებულო მათ გამოწვევაზე პასუხის გაცემა. პასუხის გაცემა ხომ – ეს არის შენი სისუსტის ჩვენება”.
ერთგულებმა თქვეს: “სვამი თუ შენ არ უპასუხებ, მაშინ ამას ჩვენ გავაკეთებთ”.
რამანა რაო გადამჭრელად იყო პასუხის გასაცემად განწყობილი.
ბომბეიდან მე წავედი მადრასში. მადრასში მაჰარაჯა ვენკატაგირი იყო ძლიერ განრისხებული.
განაწყენებულმა რაჯამ მკითხა მე: “სვამი, ვინ არის ეს ბოროტი მამაკაცი? იმის გულისთვის, რომ გამოიმუშაოს თავისი სიცოცხლისთვის, ის პატივს ყრის სვამის სახეს. მე უპასუხებ მას”.
მე უთხარი: “რაჯა, ნუ მიაქცევ ყურადღებას”.
ერთი კვირით გვიან რაჯამ მოიწვია უზარმაზარი კონფერენცია. შეხვედრაზე ესწრებოდა ბევრი სანიასინი რამაკრიშნას და ვივეკანანდას აშრამებიდან. სანიასინებმა განიხილეს ეს საქმე. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მხოლოდ ადამიანის შური, სხვის დიდებასა და კარგ სახელზე არის შემძლე აამოძრაოს ვინმე ასეთ მდაბიო საქციელზე.
რაჯასთვის სვამი იყო თვით მისი სიცოცხლის სუნთქვა, მას ძალიან უყვარდა სვამი. მე ვცდილობდი დამემშვიდებინა ის, მაგრამ რაჯას არ შეეძლო გაჩერება. როცა სანიასინებიდან ერთ-ერთმა მე დამისვა შეკითხვა, მე ვუპასუხე: “მეგობრობა ან მტრობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ თანაბართა შორის. ჩემთვის რომ გამოწვევა ესროლა, იოგი უნდა ყოფილიყო ჩემი თანასწორი.
მე არ მივიღებ გამოწვევას ქუჩის რომელიმე ავარასგან. ჩემო ძვირფასო ვაჟო,
ძროხა ჭამს ბალახს, ღორი ჭამს განავლებს, ადამიანი კი ჭამს ბრინჯს. აქვს აზრი, როცა ადამიანი იწვევს სხვას კამათზე – ვინ მეტ ბრინჯს შეჭამს?
თუკი ღორი ესვრის ასეთივე გამოწვევას ადამიანს ეკსკრემენტებთან დაკავშირებით, საჭიროა მას უპასუხო?
ამიტომ მე არ ვაპირებ პასუხის გაცემას გამოწვევაზე”.
ამ პასუხმა მოხიბლა ყველა შეკრებილი.
ერთი კვირის შემდეგ ჰათჰა-იოგი ჩამოვიდა ბანგალორში. იმ დროს მე ვიყავი ნანდანმავანში, ოოტიში. მას უნდოდა ჩემი ნახვა და პატიების თხოვნა. მე გავუგზავნე მას გზავნილი, რომ მას არ სჭირდება პატიების თხოვნა ან მონანიება. მე მას ასევე ვურჩიე დამდგარიყო ჭეშმარიტების გზაზე.
იოგმა განაცხადა, რომ მის მიერ დანიშნულ დღეს ის გაივლის წყალზე. ადამიანთა ჯგუფები მიცვივდნენ ამ სანახაობისთვის ბილეთების საყიდლად. ბომბეის მცხოვრებლებს ჰქონდათ ძალიან ბევრი ფული.
მე მათ ვუთხარი:
“ფულის უკეთურად გამოყენება არის ბოროტება. ნუ დაფანტავთ თქვენს ფულს”.
დანიშნულ დღეს ხალხის უზარმაზარმა თავყრილობამ შეავსო ადგილი, სადაც უნდა გამართულიყო წარმოდგენა. ჩვენი საი – ერთგულებიც ელოდებოდნენ იოგს კარებთან ჯოხებით ხელში. წარუმატებლობის შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ უბრალოდ მოეკლათ ის. მე მაშინვე გავაგზავნე დეპეშა, ბრძანებით მათთვის, რომ მონაწილეობა არ მიეღოთ ამაში.
ჰათჰა-იოგმა ფეხები ჩაყო წყალში – და ჩაეშვა ფსკერისკენ. პოლიციამ ის თევზივით დაიჭირა წყალში. მას უდიდესი სირთულეებით მოუხდა მისი სახლამდე მიყვანა შავი გასასვლელის გავლით.
იმის გულისთვის, რომ გამოიმუშაონ ფული, ზოგიერთები თავს უფლებას აძლევენ გამოწვევა ესროლონ ცნობილ ადამიანებს. მათ იმედი აქვთ, რომ ამით თავისკენ მიიქცევენ მსოფლიოს ყურადღებას.
კრიშნას დროსაც ცხოვრობდა ერთი თაღლითი, რომელიც ყველგან აცხადებდა, რომ სახელდობრ ის არის ნამდვილი კრიშნა. ის ნამდვილად იცვამდა, როგორც კრიშნა, და თავს აჩვენებდა, რომ ის არის კრიშნა. მსგავსი შემთხვევა ცნობილი იყო რაამას დროსაც.
ასეთი გარყვნილობების მთავარი მიზეზი არის შური.
ნათქვამია:
”სატიამ ნაასთი პარო დჰარმა” – “არ არსებობს დჰარმა ჭეშმარიტებაზე მაღალი”.
ჭეშმარიტება დაუმარცხებელია. ჭეშმარიტება არის ჩემი პრინციპი.
არავის არ აქვს ძალა მაიძულოს მე ჭეშმარიტების გზიდან გადახვევა.
რამდენადაც ჩემი სიცოცხლე თავისთავად ახორციელებს სატიას, დჰარმას, შანტის და პრემას – ჭეშმარიტებას, უბიწოებას, მშვიდობასა და სიყვარულს, ასევე ადამიანიც შეუძლებელია მოკლებული იყოს ჩემგან ამორჩეულ ამ ფასეულობებს.
ჩემო ძვირფასებო, დაფიქრებულხართ კი თქვენ იმაზე, რა არის მიზეზი შურის – და მისგან კი არ არის შორს სიძულვილამდეც – სხვა ადამიანების მიმართ? ხშირად ეს არის უუნარობა, და არმოსურვება, მიიღო ის, რაც შენ გერგო სიცოცხლეში – და რატომ შენ და არა სხვას?
დიახ, სწორედ ამაზე ამბობს სვამი: არმოსურვება გაიგო, რომ მიზეზი ყველაფრისა, რაც ჩვენ გვხდება, ვართ ჩვენ თვითონ.
ბოროტება
ბევრი ადამიანი ჩიოდა ჩემთან: “სვამი, სამყარო დღითი დღე იცვლება, მასში მრავლდება ბოროტება. არსებობს თუ არა ამ მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტის საშუალება?”
სამყაროში არ არის ბოროტება. ამ სამყაროს გინება – ეს არის სრულფასოვანი სისულელე. სინამდვილეში ბოროტება მოთავსებულია ადამიანში.
ამ ქვეყანაზე ბოროტება სიკეთეს მისდევს, როგორც ჩრდილი. სიკეთეს ვერ იცნობ, თუ არ არის ბოროტება.
“სიხარული და მწუხარება ყოველთვის თანაარსებობს. მათი გაყოფა შეუძლებელია. სიხარულის დანახვა თავის თავად შეუძლებელია.
როცა ქრება მწუხარება, თქვენ განცდით სიხარულს”.
მთელ მსოფლიოს უნდა დაეგზავნოს ეს ჭეშმარიტების გზავნილი. ტანჯვის გარეშე ადამიანს არ შესწევს უნარი შეიცნოს სიხარულის ფასი. სინათლის ფასი შეიძლება გაგებული იყოს მხოლოდ მაშინ, როცა ბნელა.
დედამიწაზე დაბადებულს მისჯილი აქვს განიცადოს ტკივილიც და სიხარულიც. და გაიგოს, რომ ტკივილში იმალება ბედნიერება.
რა სახის ბედნიერება? ის რას მიეკუთვნება – სხეულს თუ ჭკუას? არც ერთს და არც მეორეს – ის მიეკუთვნება ათმას.
რა არის ბედნიერება? განა ბედნიერება – ეს უბრალოდ შესაძლებლობაა იცხოვრო ოთახში კონდიციონერით ან დატკბე ამორჩეული კერძებით? ეს ყველაფერი გაძლევს ბედნიერებას მხოლოდ ფიზიკურ და მენტალურ დონეზე, მაგრამ არა ათმას დონეზე.
ნამდვილი ბედნიერება არის – ის, რომელიც ეკუთვნის ათმას.
ყოველ ეპოქაში დიდ სულებს და ღმერთის ინკარნაციებს უწევთ შეჯახება ქებასთან და ძაგებასთან, პატივისცემასთან და დაცინვებთან. არ მიაქციოთ ამას ყურადღება და დარჩით ურყევნი, ჭეშმარიტებისა და უბიწოების გზით სიარულისას. ჩაინერგეთ თქვენში თავშეკავება და მოთმინება, და დაე თქვენი სიყვარული შემოევლოს თავისით ყველას.
როცა ჩევნ ვფლობთ ღმერთის თვისებებს, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სხვისი ეშმაკური გეგმებისა და ჩანაფიქრების.
რისხვა
სვამი მოგვითხრობს:
რავანა, დაჯილდოებული ფიზიკური და ინტელექტური მამაცობით, დასცინოდა რაამას. მაგრამ რაამა ამას არ აქცევდა არავითარ ყურადღებას.
ლაკშმანა, განაწყენებული ამ დაცინვებით, ცდილობდა თავს დასხმოდა რავანას. რაამა აწყნარებდა მას, ეუბნებოდა: “ლაკშმანა, ეს ხომ ბუნებრივია რავანასათვის. დაე მან მისცეს გასასვლელი თავის უკეთურ გრძნობებს”.
რისხვა – ძირითადი მიზეზია ადამიანის მიერ ფიზიკური და მენტალური ძალის დაკარგვის. როცა ადამიანს ეუფლება რისხვა, ის კარგავს ენერგიას, რომელიც მიღებული აქვს სამი თვის განმავლობაში საჭმლის მიღებით.
კრიშნას დროს ნარაკასურამ, პრაჯოტიშამიპურამის მეფემ, სრულიად დაივიწყა ათმას პრინციპის შესახებ, საკუთარი თავის სხეულთან გაიგივებით და სიცოცხლის წარმართვით უმეცრების სიბნელეში.
ნარაკასურამ თავის სიცოცხლეში ჩაიდინა ბევრი ცოდვა. მან ციხეში ჩააგდო ათასობით ქალი და აწამებდა მათ. პატიმრობაში იყო თექვსმეტი ათასი მწყემსი ქალი. მათ არ შეეძლოთ არც სიცოცხლე და არც სიკვდილი. ასეთი იყო მათი არსებობის უბედური პირობები.
ღმერთს არ უყვარს ბოროტი მეს მოკვლა. ასე რომ კრიშნამ მოიფიქრა ოსტატური გეგმა, როგორ მოეკლა ნარაკასურა. რამდენადაც ის იყო ძალიან ძლიერი როგორც ფიზიკურად, ისევე მენტალურად, კრიშნამ გადაწყვიტა თანდათანობით დაესუსტებინა ის, მასში რისხვის შეტევების გამოწვევით. მოქმედების ხერხით, მისმა ოპერანდის მოდუსმა, დაიწყო ნარაკასურას პროვოცირება, და როცა ის გამოხტებოდა რისხვის შეტევით, კრიშნა შეუმჩნევლად მიდიოდა.
როცა ნარაკასურამ გაღიზიანებისადმი მიდრეკილების გამო დაკარგა მთელი თავისი ძალა, კრიშნამ აიძულა სატიაბჰამა მოეკლა ის.
ღმერთს ყველაფრისთვის აქვს თავისი საკუთარი გეგმა, რამდენადაც ის ყველაფრის პატრონია. იმის შემდეგ, როცა ნარაკასურა იყო მოკლული, კრიშნამ გაათავისუფლა მწყემსი ქალები საპატიმროდან, შესთავაზა მათ დაბრუნებულიყვნენ სახლში და გაეტარებინათ მშვიდი ცხოვრება.
ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამ სამყაროს უცნაურ და მრუდე გზებს.
არ დატოვოთ ჭეშმარიტების გზა და პრაქტიკაზე გამოიყენეთ
სვამის დარიგებები.
მაშინ ვერავინ ვერ შეძლებს თქვენზე თითით ჩვენებას.
სიხარბე
”ადამიანი გახდა ფულის მონა, სულ უფრო მეტის და მეტის გამომუშავების მცდელობით. და ამ პროცესში ის უბრალოდ ფუჭად ხარჯავს თავის სიცოცხლეს.
ადამიანი განდიდდა პრიმიტიული მიწიერი კმაყოფილებით და გადავსებულია სიხარბითა და ჟინით. ეს არის მთავარი წინააღმდეგობა სულიერ გზაზე”. სიხარბე – სხვა არაფერია, თუ არა დაუკმაყოფილებელი სურვილი და თვითდისციპლინის დანაკლისი. როცა მატერიალური ტკბობის წყურვილი აღწევს ზენიტს, ადამიანი დაუფიქრებლად იყენებს უზნეო საშუალებებს, ოღონდ მიაღწიოს თავის მიზანს. და ამ გამალებაში ის არამარტო იკლავს თავის თავს, არამედ სვრის საზოგადოებასაც. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ კორუპციამ და შავი ფულის დაგროვებამ ყველგან გაიდგა თავისი ფესვები. ეგრეთწოდებული უმაღლესი კლასი, მსხვილი ბიზნესმენები, სამრეწველო მაგნატები და მულტი-მილიონერები ცდილობენ მოიპოვონ ფული ნებისმიერი უსამართლო და უკანონო ხერხით.
სიხარბე არის საშინელი ბოროტება, რომელიც ადამიანს ეწევა ფსკერისკენ.
გახსოვდეთ, რომ უფალმა ყველაფერი შექმნა თქვენს საკეთილდღეოდ. თქვენ უნდა დატკბეთ ბუნების ნობათით მხოლოდ თქვენი საჭიროების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ არ უნდა ძარცვოთ ის, თქვენი სიხარბის დასაკმაყოფილებლად.
მოვიყვან პატარა მაგალითს. ერთ ხარბ ადამიანს ჰყავდა დედალი ბატი, რომელიც ყოველ დღე ჩვეულებრივ დებდა ოქროს კვერცხს. ერთხელ ამ ადამიანმა გაუპატრა ფრინველს მუცელი, იმის ფიქრით, რომ ის შეძლებდა უცბად მიეღო ბევრი ოქროს კვერცხი.
დღეს ადამიანი ამის მსგავსად ავლენს თავის სისულელეს და სიხარბეს. იმის მაგიერ, რომ დაკმაყოფილდეს იმით, რასაც მას აძლევს ბუნება, ის ისწრაფის მოიხვეჭოს სულ უფრო მეტი და მეტი და ამით ბუნებაში შეაქვს დისბალანსი.
ღმერთი ინარჩუნებს სრულ წონასწორობას მთელს თავის ქმნილებაში. ბუნებაში მიწა და ოკეანეები არის აბსოლუტურ წონასწორობაში. მაგრამ ადამიანი ამასთან სრული უდარდელობით იღებს ნავთობს მიწიდან. ყოველ დღე ოკეანეში იჭერენ ტონობით თევზს. ბუნების ამ დაუფიქრებელ ექსპლუატაციას მივყევართ დედამიწაზე წონასწორობის დარღვევასთან, რომელიც ქმნის ქაოსს კაცობრიობის ცხოვრებაში – მაგალითად, ხდება მიწისძვრები.
თქვენთვის ცნობილია გაუდაბნოების შესახებ, რომელიც გამოიწვია მიწისძვრამ გუჯარათში (შტატი ინდოეთის ჩრდილოეთში). ათასობით ადამიანი დაემშვიდობა თავის სიცოცხლეს. მიზეზი იმაშია, რომ ადამიანი შეპყრობილია უზომო სურვილებით.
რამდენიმე დღის უკან მე გავაგზავნე გუჯარათში მიწისძვრის მსხვერპლთათვის სატვირთო ავტომობილი, დატვირთული ბრინჯით, ბარდით და სხვ.
ზოგიერთი ადამიანი მაძლევდა მე კითხვას: “სვამი, შენ რატომ წუხდები იმისთვის, რომ გააგზავნო მატერიალური დახმარება გუჯარათში, ამაში ბევრი ფულის დახარჯვით? შენ შეგეძლო უბრალოდ თავიდან აგეცილებინა მიწისძვრა”.
მე ვუპასუხე მათ:
“ჩემო ძვირფასებო, იმაში, რომ მოხდა მიწისძვრა, ადამიანმა უნდა დაადანაშაულოს მხოლოდ თავისი თავი. ის სიმდიდრისადმი თავისი უზომო სიხარბის გამო არღვევს წონასწორობას დედამიწაზე. ამის გამო ხდება მიწისძვრები. ასეთია ბუნების კანონი.
დღეს მეცნიერებს აინტერესებთ ახალი გამოგონებები. წარმატებებმა მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში ასევე მიგვიყვანეს ბუნებაში დისბალანსის წარმოქმნასთან. შედეგად ხდება მიწისძვრები და გაუთვალისწინებელი თავსხმა წვიმები და წყალდიდობები. მეცნიერება გამოყენებული უნდა იყოს გარკვეული საჭიროებების წარმოქმნის შესაბამისად. მას აქვს თავისი შეზღუდვები, და როცა ის გამოდის ამ საზღვრებიდან, ეს ხდება საშიში.
ახლა უბიწოება ძალიან სწრაფად დაცემაშია. და ამის გამო ეცემა მიწისქვეშა წყლების დონე.
ადამიანმა უნდა დააყენოს თავისი სურვილების ჭერი. არა მარტო ინდოეთის ხალხმა, არამედ მთელი მსოფლიოს ადამიანებმა უნდა შეინარჩუნონ ბალანსი ბუნებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში და შემდეგში კიდევ მოხდება ბუნებრივი კატაკლიზმები”.
“სვამი, შენ თვითონ რატომ არ ეხმარები კაცობრიობას აკონტროლოს ბუნების ძალები?”
“არის ორი ხერხი, რომლის დახმარებითაც ავატარს შეუძლია ადამიანების დახმარება: დაუყოვნებელი გადაწყვეტა პრობლემის და გრძელვადიანი.
ყოველი მყისიერი გადაწყვეტა პრობლემის წავა ბუნების ფუნდამენტური კანონების, და ასევე მიზეზისა და შედეგის კარმას კანონის წინააღმდეგ.
ადამიანთა უმეტესობა ცხოვრობს თავისი სურვილებისა და თავისი ეგოს მატერიალურ სამყაროში, რომელიც იმართება საკუთარი მატერიალური კანონებით. ადამიანები იმკიან თავისი საკუთარი ქმედებების შედეგებს. და ამას მიჰყავს ისინი ან ევოლუციისკენ ან რეგრესისკენ.
თუ ავატარი ჩაერევა, მათი პრობლემების დაუყოვნებლივ გადაწყვეტით, ეს გააჩერებს მთელს საქმიანობას, განვითარებას, ევოლუციასაც კი.
ასეთი გადაწყვეტა უნდა გამოირიცხოს, იმიტომ რომ ის მთლიანად უკუაგდებს ბუნებრივ კანონებს.
მეორე, უფრო ეფექტურ ალტერნატივას წარმოადგენს ხანგრძლივი გადაწყვეტა, რომლის დროსაც ავატარს მიჰყავს თვით ადამიანები ცნობიერების უფრო მაღალ დონესთან, ისეთნაირად, რომ მათ შეეძლოთ მიმართონ უბიწოებას და გამრჯე შრომას უკეთესი პირობების შესაქმნელად.
ეს დააბრუნებს მათ ბუნებასთან და კარმას მიზეზობრივ კანონთან.
მაშინ ისინი შეძლებენ გასვლას მიზეზებისა და შედეგების ციკლის გარეთ, რომლის მსხვერპლიც ისინი არიან.
ამ დროს ისინი იწყებენ ბუნების ძალებზე მბრძანებლობას და მათ მართვას,
რათა ჰქონდეთ სტიქიური უბედურებების თავიდან აცილების საშუალება.
გაღიზიანება
და კრიტიკა
სვამი ამბობს:
დღევანდელი ადამიანი სავსეა დაძაბულობით და გაღიზიანებით.
ზოგიერთი თავის თავს უწოდებს დეშა ნაიაკას, ერის ლიდერს. მაგრამ ვინც თავის თავს აცხადებს ლიდერად, მართებს ყოველთვის ილაპარაკოს რბილად და სიყვარულით. ის არ უნდა გაერთოს კრიტიკით.
კრიტიკა – სხვა არაფერია, თუ არა არეკვლა, რეაქცია და გამოძახილი მკრიტიკებლის საკუთარი ცუდი თვისებების.
ცუდი თვისებები, რომელსაც ის ხედავს სხვაში, არის სხვა არაფერი, თუ არა არეკვლა თავისი საკუთარი შინაგანი თვისებების.
წარმოიდგინეთ თქვენი თავი – ოთახში, რომელიც სარკეებით არის გაწყობილი, შემოფრინდა ჩიტი. ხედავს რა ბევრ ანარეკლს, ის წარმოისახავს, რომ ირგვლივ არის ჩიტების სიმრავლე და ყველა ეს არის მისი მეტოქე. ის აქეთ-იქით ეცემა სარკეებს მანამდე, ვიდრე ეს სარკეები არ გაიფანტება წვრილ ნატეხებად.
მაგრამ ახლა ოთახში იმდენი ჩიტია, რამდენიც სარკის ნატეხია. როცა სარკეები დაიმსხვრევა მცირე ზომის ნამცეცებად, რომელშიც უკვე აღარ ჩანს გამოსახულება, ჩიტი მიფრინავს სხვაგან.
ეს არის უმეცრების მდგომარეობა.
ამის საპირისპიროდ, როცა სარკეებიან ოთახში შედის ბრძენი ადამიანი, ის ყველა გამოსახულებაში ცნობს თავის თავს და განცდის ბედნიერებას. ზუსტად ასევე ის, ვინც ხედავს თავის თავს ყველა პიროვნებაში და მათ ხედავს, როგორც თავის საკუთარ ანარეკლს, არის ჭეშმარიტად ადამიანის არსება.
არავის არ აქვს უფლება ეძებოს ნაკლოვანებები სხვებში.
უარესი ცოდვილებს შორის არის ის, ვინც დასდევს სხვის შეცდომებს.
ენა მოცემული გაქვთ იმისთვის, რომ წარმოთქვას წმინდა სიტყვები. თქვენ ყოველთვის შეიძლება არ იყოთ სასარგებლო, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ ილაპარაკოთ თავაზიანად.
ხელები მოცემული გაქვთ არა იმისთვის, რომ სცემოთ ვინმეს, არამედ იმისთვის, რომ გამოიმუშაოთ სარჩო არსებობისთვის და მოიმოქმედოთ მოწყალების საქმეები.
ყურები მოგეცათ არა იმისთვის, რომ ისმინოთ ფუჭი ჭორები, არამედ იმისთვის, რომ ისმინოთ წმინდა მოთხრობები უფლლის შესახებ.
მაშასადამე, ადამიანმა სათანადო გამოყენება უნდა მისცეს თავისი ორგანოებიდან თითოეულს და ამით განწმინდოს თავისი სიცოცხლე. ამის მაგიერ ის, არ ცდილობს რა შეიცნოს თავისი ურიცხვი რაოდენობის ნაკლოვანება, განადიდებს სხვის წვრილმან ნაკლოვანებებს. ფაქტიურად, ის ეძებს სხვის შეცდომებს თითქოს ათასი თვალით.
თქვენ გგონიათ, რომ აკრიტიკებთ სხვას, მაგრამ ფაქტიურად თქვენ განსჯით თქვენს თავს.
სხვების გინება სასირცხვილო ჩვევაა.
ის ვინც სხვებს განსჯის თვითონ არის საშინელი ცოდვილი.
ვინც სხვებში ხედავს ღირსებას, თვითონაც სათნოა.
სარვა ჯივა ნამასკარამ კეშავამ პრათიგაჩჩჰათი –
მისალმება, მიმართული ყველა არსებისადმი, აღწევს ღმერთს.
სარვა ჯივა თირასკაარამ კეშავამ პრათიგაჩჩჰათი –
განსჯა ნებისმიერი არსების ასევე აღწევს ღმერთს.
სხვების კრიტიკისას თქვენ აკრიტიკებთ თვით ღმერთს.
სხვებისთვის პატივის მიგებით, თქვენ პატივს მიაგებთ თვით ღმერთს.
თანამედროვე ადამიანი იმყოფება ნაღვლიან მდგომარეობაში. მან დაკარგა თავისი ჭეშმარიტი ინდივიდუალობა, იმიტომ რომ ნება მისცა ბოროტებას შესულიყო მის გულში.
ამჟამად ადამიანები მეტად არიან დაინტერესებული ეძებონ სხვებში ცუდი,
ვიდრე კარგი.
და ეს ხდება წყარო ავსიტყვაობისა და ცილისწამების.
ეს იქცა ჩვენი დროის ყველაზე გადამდებ დაავადებად, უფრო ფართოდ გავრცელებულად და უფრო მეტად მომაკვდინებლად, ვიდრე კიბო ან შიდსი. მაგრამ ეს დაავადება დღეს არ წარმოიქმნა, ის ძველია, როგორც თვით კაცობრიობა. და ეს გადამდები სენი, გამოფრენილი პირიდან, აყენებს აურაცხელ ზიანს ცალკეულ ადამიანს, და მთლიან ოჯახებს.
დაავადების ეს ტიპი გამოიწვევა ადამიანური ფასეულობებისა და სულიერი სიმშვიდის არ არსებობით. როცა ადამიანი ავრცელებს ჭორებს ან ავსიტყვაობს სხვების შესახებ, განსჯის, აკრიტიკებს და სახელს უტეხს, ის ვერ იგებს, რომ მისი სიძულვილი და უკეთური გრძნობები მეტად ვნებს თვითონ მას, ვიდრე იმას, ვის გაშავებასაც ის ცდილობს, – ვნებს ფიზიკურად, ემოციურად და ფსიქიურად.
აქ მოქმედებს მიზეზისა და შედეგის უბრალო კანონი:
“რასაც დასთეს, იმას მოიმკი”.
თუ შენ თესავ მშვიდობისა და სიყვარულის თესლს, შენ მოიმკი სიყვარულისა და მშვიდობის ნაყოფს. თუ შენ აპნევ შურის, სიძულვილის და არაკეთილმოსურნეობის მარცვლებს, შენ მოიმკი იგივეს.
სიძულვილის, შურის, ბოროტების და არაკეთილმოსურნეობის ეს გადამდები სენი ინერგება ადამიანის გონებაში როგორც ეშმაკის თესლი და იწვევს სიდამპლის კერების გაჩენას, რომლებიც თავის თავს ამჟღავნებენ ცილისწამებაში, ბოროტსიტყვაობაში, გამშავებლობაში და ა.შ. ადამიანი კარგავს ძილს, ყოველთვის ფიქრობს ან ლაპარაკობს მხოლოდ იმაზე, ვინც სძულს, და ამგვარად მას სულ უფრო ძლიერად აზიანებს ეს სულიერი კიბო.
საჭიროა გაიგო, რომ ცილისწამებით და ბოროტსიტყვაობით სხვების შესახებ, თქვენ ამცირებთ მხოლოდ თქვენს თავს, და არა მათ, ვისი დამცირების იმედიც გაქვთ.
ამ სიცოცხლეში თითოეულს სწყურია ბედნიერება და სიმშვიდე, მაგრამ საჭიროა კარგად შეითვისოთ, რომ შინაგან
მოსვენებას და ბედნიერებას ვერ მიაღწევთ, სხვისი მოსვენებისა და ბედნიერების დანგრევით.
“ჰი, ჰი! თქვენ იცით, ბოს, არტური ბოლო დღეებში ყოველთვის აგვიანებს. მე მოვდივარ ადრე და ვმუშაობ გვიანობამდე, ამიტომაც ვიცი.
ჰი, ჰი!”
ნუ შეუბერავ სხვის სანთელს, რათა აანთო შენი საკუთარი.
მხოლოდ სხვისთვის ბედნიერებისა და სიმშვიდის მიცემით, თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ საკუთარ მოსვენებას და ბედნიერებას – სხვა გზა არ არსებობს, თუნდ მოიარეთ მთელი მსოფლიო.
ბოროტსიტყვაობის სულიერი სენი გვხვდება მეგობრებსა და ნათესავებს შორის, სამუშაო ვითარებაში და პოლიტიკურ პარტიებში – ერთი სიტყვით, ყველგან, სადაც ადამიანებისგან მოითხოვება ერთობა და ურთიერთმხარდაჭერა, სადაც არის კოლექტივი, რომლის წევრებსაც არყოფნით სიყვარული და ურთიერთპატივისცემა.
იფრთხილეთ არ გახდეთ ამ სენის გამავრცელებელი,
იმიტომ რომ, ვინ იცის, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს თქვენ
გახდებით მისი მსხვერპლი.
ნამდვილი ადამიანი არის ის, ვინც ხედავს სხვებში მხოლოდ კარგს.
ამიტომ თითოეულს სჭირდება თავისი განგაშების თავიდან მოშორების ხერხის მოძებნა. ადამიანმა უნდა უარყოს შეცდომა, რომ მხოლოდ სხეული არის მისი სიცოცხლის საფუძველი. ის უნდა გავიდეს სხეულის ცნობიერების ფარგლებს გარეთ და უნდა გადალახოს ჭკუის სისუსტეები.
საის დარშანი
ნუ იქნებით გამფლანგველები თქვენს ჩვევებში.
ამ სამყაროში თქვენი გამფლანგველობა
სრულდება სხვის საჭიროებათა ხარჯზე.
თუ თქვენ რაიმეს ფლობთ,
ეკონომიურად ისარგებლეთ ამით
და მხოლოდ აუცილებლობის ფარგლებში.
ისწავლეთ ყველაფრის სხვებთან განაწილება.
მფანტველობა უჩვენებს,
რომ თქვენ სხვებს ანგარიშს არ უწევთ.
ეს არის ღრმა ეგოური ქცევა.
თქვენ ყველაფერი გეძლევათ
გამორჩეულად უფლის წყალობით.
მისი ნობათის გადაყრა –
ნიშნავს ღმერთის წყალობის გადაყრას.
იყავით მისი მადლიერნი ყველაფრისთვის,
რაც გაგაჩნიათ,
და დაეხმარეთ მათ,
ვინც, თავისი კარმის გამო,
ცხოვრებაში რაიმეთი შეჭირვებულია.
ჩასვით ისინი თქვენი სიყვარულის ტრფიალში.
მე თქვენ გაძლევთ ხელსაყრელ შემთხვევას დაეხმაროთ მათ,
რათა, ამის მადლით,
დაგეხმაროთ თქვენ მოაღწიოთ ჩემთან.
მესამე უბედურება – ეს არის ასტითა კლეშა.
ეს უბედურება გაპირობებულია ადამიანის იმ დაუსრულებელი სურვილებით, რომლებიც თანწყობილია მის მიბმულობასთან სხეულთან და ჭკუის ცვალებადობასთან.
დღეს ადამიანს არ შეუძლია გაიგოს, როგორი სახის სურვილები უნდა გაითვალისწინოს. მას არ აქვს უნარი ჩაატაროს გამოკვლევა და განასხვაოს კარგი ცუდისგან, სიმართლე სიცრუისგან, მარადიული ეფემერულისგან და სასურველი არასასურველისგან. ის მოწყურებულია იმ ყველაფრის დაუფლებას, რასაც ხედავს, და პირობებს მას კარნახობს გრძნობითი სურვილები.
ერთხელ ჯაია და ვიჯაია, ვაიკუნთჰას კარისმსახურები, მიუახლოვდნენ ღმერთ ვიშნუს და ჰკითხეს მას:
“სვამი, რისთვის შექმენი შენ ოქროს მთა?”
რაზეც ვიშნუ პასუხობს: “ის ვინც მოკლებულია სურვილებს, არ შეეხება მისი არსებობა. მაგრამ მას, ვინც გადავსებულია სურვილებით, არ დააკმაყოფილებს, თუნდაც მისცე ათასი ასეთი ოქროს მთა.
ვინ არის ამ ქვეყანაზე ყველაზე უფრო მდიდარი ადამიანი? ის, ვინც ყველაფრით დაკმაყოფილებულია.
და ვინ არის ღარიბებიდან ყველაზე უღარიბესი? ის, ვისაც ღრღნის სურვილები.
ასე რომ მე შევქმენი ეს მთა მერუ, რათა გაგათავისუფლოთ სურვილებისგან”.
ღმერთს არ აქვს არავითარი სურვილი. ყველა მისი აზრები არის მის ერთგულებზე.
ერთგულები აღსავსე უნდა იყვნენ სიკეთით, ზრუნავდნენ საზოგადოების განვითარებაზე და ეპყრობოდნენ საზოგადოებრივ კეთილდღეობას, როგორც თავის საკუთარს. ისინი არ უნდა ჩაეფლონ ეგოურობაში და პატივმოყვარეობაში. მათი ჭკუა ფართო უნდა იყოს, როგორც ოკეანე. მაგრამ თუ თქვენ ვიწროდ აზროვნებთ, მაშინ ვერასოდეს სრულად ვერ მიენდობით ღმერთს.
არ მისცეთ გასაქანი ყოფით სურვილებს.
განავითარეთ ღმრთიური აზრები.
ი. დევი იხსენებს
დოქტორი რეიესი და მისი მეუღლე ჩამოვიდნენ ინდოეთში, რათა შეხვედროდნენ ბაბას. დოქტორს საშინლად უნდოდა მიეღო ბეჭედი ბაბასგან, და მან აზრით მიმართა მას: “ბაბა, შემიძლია მე გთხოვო მაჩუქო პატარა ბეჭედი? მე ვერასოდეს ხმით ვერ მოგმართავ შენ, მაგრამ ახლა მე გთხოვ შენ ამის შესახებ აზრობრივად”.
ინტერვიუს დროს ბჰაგავანმა, გაამატერიალურა ბეჭედი, და უთხრა ექიმს: “შენ მთხოვდი მე ბეჭედს – აი ის, როცა კი შენ მოგინდება მთხოვო მე რაიმეს შესახებ, შენ გჭირდება მხოლოდ გონებაში წარმოთქვა შენი თხოვნა – და მე მივიღებ შენს ვედრებას”.
მათი აშრამში ყოფნის დროს ბაბამ ამ წყვილზე გადმოღვარა თავისი ღრმა სიყვარული და წყალობა. როცა მათი სახლში დაბრუნების დრო დადგა, დოქტორმა რეიესმა მოინდომა ფერფლის მიღებაც.
როცა ისინი შევიდნენ თავის სახლში, – რომელიც მათი არყოფნისას კლიტით იყო დაკეტილი, – მათ დაინახეს ის შავი ფერფლით სავსე! ფერფლით იყო დაფარული ყველა ოთახი, და სამზარეულოც კი, – და მათ დიდი შრომა დაეხარჯათ იმ ყველაფრის გასაწმენდად.
“ეს არის ბაბას ლილები”, – წუხილით შენიშნა ექიმმა.
“ის მიგვანიშნებს, რომ არ შეიძლება იყო ზედმეტად ხარბი”.
სვამი აგრძელებს:
“იმისთვის, რომ სხეული კონტროლის ქვეშ ჰქონოდათ და მოეთვინიერებინათ თავისი ჭკუა, ჩვენი წინაპრები იყენებდნენ გარკვეულ პრაქტიკებს – ისეთებს, როგორიცაა დჰიანა, იოგა და ასე შემდეგ. თუ სხეული და ჭკუა არ იმყოფება კონტროლის ქვეშ, ესენი იქცევიან ისე, როგორც მათ მოსწონთ, და გღუპავენ თქვენ. მათი მუდმივად კონტროლის ქვეშ დაჭერის საუკეთესო ხერხი – ეს არის ღმერთის დიდების მუდმივი სიმღერა.
ემსახურეთ საზოგადოებას და იშრომეთ მისი კეთილდღეობისთვის.
გაზარდეთ თქვენში მთელი მსოფლიოს ბედნიერად ყოფნის სურვილი.
სწორედ ეს არის ნამდვილი სულიერი პრაქტიკა.
თქვენ ყველას გინახავთ ცხენი. ის განასახიერებს არამუდმივობას. მისი სხეულის ესა თუ ის ნაწილი მუდმივად იმყოფება მოძრაობაში. მაშინ რანაირად ახერხებს მხედარი ასეთი ცხენის მართვას? იგი მას თვალებზე აცვამს თვალსაფარს და პირში უკეთებს მეტალის ლაგამს, რომელიც უჭირავს სადავეებით. ამ შემთხვევაში ძალიან ძლიერი და ძლევამოსილი ცხენიც კი მართვადი ხდება.
ზუსტად ასევე, როცა ადამიანს ექნება უნარი დაიჭიროს თავისი ენა კონტროლის ქვეშ, მისი პრობლემების ნახევარი გაქრება.
სწორედ ამ მიზეზით წინაპრებს ჰქონდათ მაუნას, მდუმარების პრაქტიკა.
ძველი ბრძენები მაუნას ანიჭებდნენ უდიდეს მნიშვნელობას. ისინი არასოდეს არ მისდევდნენ უაზრო პრაქტიკას. ყოველ მათ მოქმედებას ან ამოცანას ჰქონდა ღრმა შინაგანი აზრი.
მდუმარება ეხმარება ჭკუის კონტროლს,
რასაც, თავის მხრივ, მიჰყავს სურვილებზე ლაგამის ამოდებასთან და, საბოლოო ანგარიშში, მიგიყვანთ ბედნიერებასთან.
საუბრების შეზღუდვა ეხმარება საკუთარი სურვილების კონტროლის ქვეშ დაჭერას. ამავე დროს, თქვენ რაც უფრო ნაკლებს ლაპარაკობთ, მით ნაკლებია ტყუილის წარმოთქმის შანსი.
მეოთხე უბედურება – რაგა კლეშა.
როცა ავიდია, აბჰინავა და ასტითა ერთდება, ეს იძლევა სწორედ რაგა კლეშას.
რაგა კლეშა გულისხმობს უზომო მიბმულობას საკუთრებასთან და სიმდიდრესთან და ხარბ მისწრაფებას მათ ხელში ჩასაგდებად. რაგას გამო ადამიანი მოწყურებულია მიიღოს ყველაფერი, რაც არის სამყაროში. ეს რაგა, სურვილი, პასუხისმგებელია ადამიანის ყველა როგაზე, ავადმყოფობაზე. სუსტი ადამიანი, რომელსაც არ შესწევს უნარი დამოუკიდებლად დაიკმაყოფილოს თავისი სურვილები, პოულობს მდიდარ და გავლენიან ადამიანებს. თუ ისინი არ ასრულებენ მის სურვილებს, ის მათ მიმართ სიძულვილით აღივსება.
ეს საწყისს აძლევს
მეხუთე უბედურების – დვეშა კლეშის, ესე იგი, სიძულვილით გამოწვეული უბედურების წარმოქმნას.
დღეს ჩვენ მსოფლიოში ყველგან ვაწყდებით სიძულვილს. სიძულვილი ადამიანებს შორის ვრცელდება ტყის ხანძრის სიჩქარით. სხეულს, დეჰას ფერფლად აქცევს სიძულვილი, დვეშა. საჭირო არ არის სპეციალური კრემაციაც კი: ეს ადამიანის დამწველი სიძულვილი თვითონ გადააქცევს მის სხეულს ფერფლად.
ასეთი სიძულვილით ადამიანი მხოლოდ იახლოვებს თავის საკუთარ დასასრულს.
ის კი უნდა ნერგავდეს ისეთ ადამიანურ ფასეულობებს, როგორიცაა თანაგრძნობა, გაძლება, სიყვარული, უბიწოება, მოთმინება და ა.შ. ადამიანის სიცოცხლე კარგავს თავის მნიშვნელობას, თუ დაკარგულია ადამიანური ფასეულობები. ადამიანები შეიძლება ეკუთვნოდნენ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ თითოეულს უნდა უყვარდეს მეორე. დღეს, პოლიტიკურ პარტიებთან კავშირების გამო, ადამიანი შეურაცხყოფს თავის სიყვარულს. ის უარს ამბობს სიყვარულის პრინციპზე უმნიშვნელო მიწიერი ნივთების გამო.
თუ ადამიანი იმყოფება ამ ხუთი უბედურების ჯაჭვებში, ის როგორ შეძლებს გახდეს ბედნიერი?
ყველა ცუდი ჩვევა: რისხვა, სიძულვილი და ა.შ. – ეს არის თვითდამანგრეველი თვისებები.
თანამედროვე ადამიანი, შეპყრობილი ეგოთი და თაღლითობით, ანგრევს თავის ცხოვრებას. ის გახდა იმდენად ბრმა, რომ უკვე უუნაროა შეიცნობდეს თავისი ქმედებების მოსალოდნელ შედეგებს. მისთვის ცნობილი არ არის არც მისი წარმოშობა, არც საკუთარი დანიშნულება. ეს მდგომარეობა არსად არ არის გამოსადეგი. ეს ბრძნული არ არის. ეს არის – უმეცრება
საის დარშანი
შენ ატარებ სიცოცხლეს, აშენებულს სიცრუეზე,
მე კი ვრჩები მშვიდი.
შენ სხვებს ზიანს აყენებ,
მე კი ვრჩები მშვიდი.
შენი ქმედებები მკლავენ მე შენში,
მე კი ვრჩები მშვიდი.
შენი კარმა წინასწარ განსაზღვრავს შენს მომავალს.
შენ ეჯახები უბედურებებს
და მოუწოდებ ჩემსკენ:
“მე ცუდი რა გავაკეთე?”
მე კი ვრჩები მშვიდი.
მე გეხმიანები მხოლოდ იმ შემთხვევაში,
თუ შენ გულითადად გამოეშურები
ჩემს მოსაძებნად.
მთხოვე მე დახმარების შესახებ.
ნუ დამადანაშაულებ მე შენს ბედში.
ჩემთვის შენ უკვე მკვდარი ხარ.
როცა მე შენში მშვიდად ვარ,
მაშინ იღვიძებს შენი სული.
დაივიწყე სხეულის შესახებ
და დაიწყე შენი საუბარი ჩემთან.
და აი, თავი რომ დაეღწიათ ხუთი უბედურებისგან, შებრძოლებოდნენ თავის ვნებებს და უარი ეთქვათ სხეულთან თავის მიბმულობაზე, ძველი რიშები (ბრძენები) ტოვებდნენ თავიანთ სახლებს და ეწეოდნენ წმინდა ცხოვრებას ტყეში. იქ არის მინიმალური გასაქანი ჭკუის ხეტიალისთვის, რადგან თუ არ არის ყოფითი მიბმულობები, მაშინ ჭკუა შეიძლება დაიჭირო კონტროლის ქვეშ.
ძველების ყველა მოქმედებას ჰქონდა მიზანი და აზრი. მათ ადამიანები წინ მიჰყავდათ თავიანთი მაგალითით.
იყო ერთი დედოფალი სახელად მადალასა, რომელიც ჩვეულებრივ დასცინოდა მცდელობებს, მეფის მიერ ახალდაბადებული ბავშვებისთვის სახელების დარქმევაზე.
როცა მეფემ დაიწყო მისი დაცინვების მიზეზების ძებნა, მან უპასუხა: “შეიძლება კი მისცე სახელი მარადიულ ათმას? თუ შენ ამას მაინც გააკეთებ, გარანტია არ არის, რომ ბავშვი თავისი სახელის შესაბამისად მოიქცევა. ასე რომ არანაირი სახელი არასოდეს არ იქნება მთლიანად მისი შესატყვისი. ამიტომ ნუ ცდილობ მისცე სახელი ბავშვს”.
სიცოცხლე ამ სამყაროში ჰგავს ხანგრძლივ სიზმარს. ყველა ჩვენი განცდა – უბრალოდ სიზმარია. ამიტომ ის უბრალოდ აწვენდა ბავშვს და უმღეროდა მას, დაახლოებით ასეთი სიბრძნის იავნანას: “შენ ძალიან სუფთა ხარ, შენ ძალიან ბრძენი და ძალიან ბედნიერი ადამიანი ხარ, მაგრამ ამ სამყაროს ილუზიამ გარდაგქმნა შენ უმეცარ ადამიანად. მიწიერი სიცოცხლე ჰგავს სიზმარს მატყუარა ხილვებით. ერთხელ დაბადებული, შენ ხვდები ამ ქვეყნის განგაშებს და ტანჯვებს. ერთხელ მიიღე დაბადება დედის მუცელში, ჯობს არ დაიბადო კვლავ”.
ის მას უმღეროდა: “ომკარას აკვანში, სიბრძნის საბანზე, ცნობიერების ბალიშით, ოჰ, ძვირფასო ბავშვო! შედი ადამიანურ ურთიერთობათა სიზმარში შენი ნამდვილი მე-თი”.
მადალასა ასე აყალიბებდა თავის ბავშვებს, როგორც სიბრძნის განხორციელებას. მადალასა არის იდეალი დედებისთვის. ის ასრულებდა თავის დჰარმას, და იყო სამყაროზე მიუბმელი.
მან თავისი შვილები გაგზავნა ტყეში, უთხრა მათ: “ბავშვებო! თქვენ ცდებით, როცა ფიქრობთ, რომ კომფორტი და ბედნიერება ცოცხლობს მხოლოდ სასახლეში. არა, თქვენ მხოლოდ ტყეში გაიგებთ ჭეშმარიტ ბედნიერებას და ერთობას”.
ტყე – ეს არის სიმშვიდისა და უშფოთველობის ადგილი. ტყის ხეებს მიაქვს ჩვენს მიერ ამონასუნთქი ნახშირბადის დიოქსიდი და გვაძლევს ჩვენ, ჩვენი სიცოცხლის შემნარჩუნებელ ჟანგბადს. ტყეში არ აქვს ადგილი ავადმყოფობებს, რადგანაც იქ ადამიანი ლაპარაკობს ნაკლებს, და მას აქვს ნაკლები სურვილები. მაშასადამე მისი სიცოცხლე ხანგრძლივდება. შესაბამისად ტყე გვასწავლის ჩვენ, როგორ ვატაროთ უშფოთველი და განმარტოებული ცხოვრება.
ჩვენს დღეებში დედები ავსებენ თავის ბავშვებს ყოფითი სურვილებით, რომელთა გამო ბავშვები ხდებიან ფიზიკურად სუსტები. დაფიქრდით იმაზე, როგორ იავნანას მღერიან თანამედროვე დედები.
მშობლების მოვალეობაა აკონტროლონ თავისი შვილები. ეს კონტროლი უნდა წარმოებდეს ბავშვის წლოვანების შესაბამისად. ბავშვები უნდა აღიზარდნენ ისეთ პირობებში, რომ მათ თავიანთი მშობლებისთვის მოჰქონდეთ დიდება და კარგი სახელი.
მადალასამ ამ მიმართებაში მოგვცა მაგალითი. დაბადებიდანვე ის თავის ბავშვებს სწორ გზას აჩვენებდა.
რადგან ნათქვამია:
დაიწყე ადრე, იმოძრავე აუჩქარებლად
და წარმატებით მიაღწევ მიზანს.
გოგრის ხვევად ბარდს აბამენ ქვას, რათა ის გაიზარდოს სწორად. მშობლებმაც ზუსტად ასევე თავის შვილებს უნდა ჩამოკიდონ დისციპლინის მძიმე ქვა. თუ დავტოვებთ მათ თავისუფლად საცხოვრებლად, რაიმე შეზღუდვების გარეშე, ეს დროთა განმავლობაში გაიყვანს მათ ცუდ გზაზე. მათმა ცუდმა სახელმა შესაძლებელია ჩრდილი მიაყენოს ოჯახის პატივსა და ღირსებას.
თავისუფლება უნდა მისცე, ეს სადაც არ უნდა იყოს, მაგრამ არა მაშინ, როცა ამას შეუძლია გამოიწვიოს ოჯახის პრესტიჟის დაცემა. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრები იცავდნენ ოჯახის პატივს, დღევანდელი ინდოეთი სარგებლობს ასეთი სახელით და დიდებით.
თქვენ რატომ შეჰყავხართ თქვენს სურვილებს შეცდომაში? როგორც არარეალურია სახლები, ნანახი სიზმარში, ასევე წარმავალია თქვენი განხორციელებული სურვილები. ამიტომ საჭიროა აკონტროლო საკუთარი ჭკუა. თუ თქვენ შეამცირებთ თქვენი სხეულის მიბმულობას, თქვენი სხეული იქნება მთელი და უვნებელი.
ძველები ამტკიცებდნენ, რომ ნეტარება შედგება თქვენი ნამდვილი ფორმის ვიზუალირებაში, რომელიც არის ათმას პრინციპი. ათმას შეცნობასთან მიჰყავს მხოლოდ გრძნობების სათანადო გამოყენებას. ბრძენი პატანჯალი ამბობდა:
“გრძნობების კონტროლი – ეს არის ნამდვილი იოგა”.
არ არის უფრო დიდი სადჰანა, ვიდრე ეს.
ყველა სულიერი პრაქტიკა – ისეთი, როგორიცაა ჯაფა, ღმერთის სახელის მეხოტბეობა, და ტაპასი, მონანიება, – იქნება სრულიად უსარგებლო, თუ გრძნობები არ იქნება კონტროლის ქვეშ.
თქვენ შეიძლება გეჩვენებოდეთ, რომ ადამიანის არსებისთვის შეუძლებელია თავისი გრძნობების გაკონტროლება. მაგრამ ეს კონტროლი არ ნიშნავს გრძნობათა მოქმედების სრულ შეწყვეტას.
შეასრულეთ თქვენი მოვალეობები. მაგრამ თქვენ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, შეასრულეთ ეს გრძნობით, რომ ეს ყველაფერი არის იმისთვის – რათა გაახარო და სიამოვნება მიანიჭო უზენაესს.
როცა თქვენ თქვენში ჩაინერგავთ ასეთ ურთიერთობას, ყველა თქვენი გრძნობა აღმოჩნდება კონტროლის ქვეშ.
ადამიანის უპირველესი ვალია – მიმართოს ღმრთიური სიყვარულის
ნაკადი ყველაზე და თითოეულზე.
ადამიანი დაბადებულია უბრალოდ არა იმიტომ რომ იარსებოს
თავისი თავის გულისთვის.
მხოლოდ საზოგადოების მსახურებისთვის თავისი სიცოცხლის მიძღვნით,
ის გააკეთილშობილებს თავის თავს და მიაღწევს თვითდაკმაყოფილებას,
უფალი აგზავნის ადამიანს ამ სამყაროში, რათა მან
შეძლოს ამ გზავნილის პრაქტიკა და გავრცელება.
რა სარგებელია ადამიანის დაბადებისგან,
თუ ადამიანი არ ემსახურება საზოგადოებას,
და რჩება თიხის ბელტის მსგავსი?
პოემა ტელუგუზე
ადამიანის არსებად დაბადების მიღებით თითოეულმა უნდა შეიცნოს მასში მოთავსებული ღმრთიურება. ყოველი ადამიანის არსება არის ღმერთის მოციქული. ადამიანებმა არ უნდა გაფლანგონ თავისი სიცოცხლე იმაზე, რომ უბრალოდ ჭამონ, დალიონ და დაიძინონ. ასეთი სიცოცხლე პატივაყრილად აქცევს თვით ადამიანის ბუნებას.
თითოეული ინდივიდის, როგორც ღმერთის მოციქულის, ვალია პრაქტიკებდეს და ავრცელებდეს ჭეშმარიტების, სიყვარულის და მშვიდობის პრინციპებს; განიცდიდეს ნეტარებას და უნაწილებდეს მას სხვებსაც.
“მააიიას აქვს ორი კარი:
სექსისადმი მადა და ენის მადა.
ვიდრე ესენი ჯიუტობენ და ცოცხლობენ ადამიანში, მათ მოაქვთ მისთვის მხოლოდ სევდა.
ყველა ყოფითი სურვილი საწყისს იღებს ამ ორიდან.
და ვინც დაუმორჩილა ეს თავის თავს, მათ შესახებ შეიძლება მტკიცება, რომ ისინი წარმატებით გადადიან მიწიერი არსებობის ოკეანეზე.
სექსისადმი ლტოლვა და ენის ვნებები არის ქვეყანაზე ყველა ცოდვის მიზეზი; ცოდვა კი ეს არის სასუქი, რომლის წყალობითაც შმაგად იშლება მააიია (უმეცრება, შეცდომა, გრძნობების მოტყუება)”.
ბაბა
ყვებიან, რომ უხსოვარ დროში, როცა დრომ უკვე დაბადა კაცობრიობა, ადამიანებმა, რომლებიც მანამდე იყვნენ ორსქესიანები (ანდროგინები), დაიწყეს ორ განსხვავებულ, მამაკაცებისა და ქალების გამოკვეთილ სქესად გაყოფა.
“ანდროგინული არსებები იყვნენ საშინელნი ძალითა და სიმაგრით თანადროულ სასწაულებრივ პატივმოყვარეობასთან ერთად.
ამიტომ, რომ დაესუსტებინა ისინი, ზევსმა, მესამე რასაში, გაყო ისინი ორად, და აპოლონმა, მზემ, მისი მითითების შესაბამისად, შეაერთა კანი”.
ასე შეიქმნა ფიზიკური ადამიანი გარკვეულად ორი სხვადასხვა სქესის.
“მამკაცად და ქალად შექმნა მან ისინი და დაარქვა სახელი ადამი”.
ეს არ მოხდა უეცრად, რადგან ბუნება არ ჩქარობს თავის საქმეებში. და ახლაც, თითქოს გვახსენებს თავისი საიდუმლოს შესახებ, ის დროდადრო აწარმოებს ორსქესიან ადამიანის არსებებს – ჰერმაფროდიტებს, ორივე სქესის ნიშნების მფლობელებს.
ცხოველები გაიყვნენ პირველები (დედლებად და მამლებად)
მათ დაიწყეს შობა.
ორერთიანი ადამიანი (ანდროგინი) ასევე გაიყო
(მამაკაცად და ქალად)
მან თქვა:
“ვიყოთ, როგორც ისინი. შევეთანწყობით და შევქმნით შემოქმედებს”.
მათ გააკეთეს ეს.
და მესამე ძირითადი რასის მეორე ნახევარში კაცობრიობა უკვე იბადებოდა იმავე პირობებში და იგივე პროცესის საშუალებით, როგორც ჩვენი ისტორიული შთამომავლობები. ევოლუციის კანონმა ამგვარად მიიყვანა ადამიანები თავისი მსგავსი არსებების აღწარმოების ხერხთან სქესობრივი შეწყვილების საშუალებით.
ასე მოხდა ადამიანის ჩავარდნა ჩასახვაში.
ადამიანთა მამამ დაადგინა სქესობრივი შეწყვილება, როგორც სამყაროს დასახლების ხერხი.
ძველ ცოდნაში ნაზიარებთა მიერ, საუკუნეების იქით დაფარული, ჩასახვის საიდუმლო გადაიქცა პირველდაბადების ცოდვის დოგმაში, პირველი ადამიანების სქესობრივი შეწყვილების ცოდვაში. მაგრამ ასეთი მტკიცება შეუძლია მხოლოდ უმეცრებას.
სინამდვილეში კი
ჩასახვაში ჩავარდნამ
ადამიანზე არ დატოვა პირველდაბადების ცოდვა,
რადგან
შედიოდა ბუნების ევოლუციის გეგმაში.
მამაკაცის და ქალის შემოქმედებითი უნარი კი
იყო უმაღლესი ძღვენი ღმერთის სიბრძნისა.
მაგრამ, მესამე რასის ადამიანები გაიყვნენ უფრო ადრე, ვიდრე ღმერთის გონების სხივმა გაანათა მისი ტომებიდან უმდაბლესთა ჭკუა.
და მათ შესცოდეს.
მათ, ვისაც არ ჰქონდა ნაპერწკალი (ვიწროთავიანები) წყვილდებოდნენ უზარმაზარ დედალ ცხოველებთან.
მათ იმათგან დაბადეს მუნჯი რასები, რათა არ გაეცათ სირცხვილი.
სქესების გაყოფის ეპოქაში, მესამე რასის ნაწილი, მოკლებული უმაღლესი გონების ცეცხლს (მაგრამ არა ჩვეულებრივი გონებისას), წყვილდებოდა ცხოველებთან, ბადებდა მათგან ანორმალურ ნაშიერებს.
სიბრძნის შვილებმა, ღმრთიურმა დამრიგებლებმა, გააფრთხილეს ის ქალი არ შეხებოდა ნაყოფს აკრძალულს ბუნებისგან.
მაგრამ გაფრთხილება არ იყო მიღებული.
“ღმერთი დარწმუნდა, რომ ადამიანთა უკანონობა იყო დიდი”.
ხედავდნენ რა ნივთების ასეთ მდგომარეობას, უკანასკნელი რასის მეფეებმა და მფლობელებმა აკრძალვის ბეჭედი დაუსვეს ცოდვიან სქესობრივ კავშირებს.
იმ დროიდან ადამიანის საქონელმესარეცლობის შედეგად გვევლინება უნაყოფობა.
ადამიანებისა და ცხოველების ამ არაბუნებრივი სქესობრივი კავშირების შედეგად წარმოიშვნენ ამჟამდ არსებული ადამიანის მსგავსი მაიმუნები. ამგვარად ადამიანის გამრავლების პირველმა ცდებმა წარმოშვა სახეობები, რომლებიც მოგვიანებით განვითარდნენ ძუძუმწოვარა ადამიანისმაგვარ მაიმუნებად. ისინი არიან ცხოველური შემოქმედისა და ადამიანის შეჯვარების შედეგი. ამიტომ ვერასდროს ვერ იქნება ნაპოვნი შუალედური კვანძი მაიმუნიდან ადამიანისკენ. რადგან მაიმუნის წინაპარი არის ადამიანი და არა პირიქით.
არ არსებობდნენ ადამიანისმაგვარი მაიმუნები ადამიანამდე, და ისინი გადაშენდებიან უფრო ადრე, ვიდრე განვითარდება ადამიანთა მეშვიდე რასა.
სიცოცხლის ხიდან განდევნილი ადამის ალეგორია, ნიშნავს, რომ ახლად გაყოფილმა რასამ ბოროტად გამოიყენა და დაამცირა სიცოცხლის საიდუმლო ცხოველურობისა და მხეცთმსგავსების საზღვრებამდე.
წყევლამ დაასნეულა ადამიანი ბუნებრივი კანონის დარღვევისთვის.
მეოთხე რასასთან ერთად ჩვენ ვაღწევთ წმინდა ადამიანურ პერიოდს. ლემურო-ატლანტებმა თავისი სიცოცხლე აიღეს უფრო დაბალი რასიდან – რასიდან ადამიანების, რომლებსაც მანამდე არ ჰქონდათ გონების ნაპერწკლები.
“ღმერთის ვაჟებმა დაიწყეს შესვლა ადამიანის ქალებთან, და მათ დაიწყეს მათთვის ბავშვების დაბადება.
ისინი გახდნენ ძლიერები, ოდითგანვე საქებარი ადამიანები, ან გოლიათები”.
ადრეული მეოთხე რასის ადამიანებს გააჩნდათ დიდებული სილამაზე და სიბრძნე. მათ არ იცოდნენ ავადმყოფობა და ცოცხლობდნენ ათას წელს – 969 წელი იყო მაფუსაილის საუკუნე. ის იყო ხუთი მილიონი წლის უკან. და იმ დღეებში ადამიანის ფიზიკური აღნაგობა თანამედროვე ადამიანის სხეულთან შედარებით იყო, ისე როგორც მეგალოზავრის სხეულია ჩვეულებრივი ხვლიკის სხეულთან შეფარდებით.
მაგრამ, მეოთხე რასის ადამიანებს, რომლებმაც დაიგემოვნეს სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფი – სიბრძნე, უკვე გაერთიანებული მიწიერ განსჯასთან და ამიტომ უსუფთაო, ეს სიბრძნე ხელახლა უნდა შეეძინათ დიდი ბრძოლით.
სულიერისა და მატერიალურის,
ნათელისა და ბნელის
საკუთრივ თავის თავში ბრძოლით.
მათ ბოროტად გამოიყენეს თავიანთი შემოქმედებითი ძლიერება, გაფლანგეს თავისი სასიცოცხლო სუბსტანცია მხოლოდ თავისი მხეცური კმაყოფილებისთვის.
ადამიანების მიერ მიღებული გონიერების ცეცხლი გადაიქცა უდიდეს კრულვად.
ცხოველურმა საწყისმა და მათი დაუფლების შეცნობამ შეცვალა დროებითი სქესობრივი ინსტინქტი ქრონიკული ანიმალიზმითა და მგრძნობელობით. ტკბილვნებიანობამ დააბნელა ადამიანის გონება, გადააქცია ადამიანები ავხორცობის მონებად.
“ცხოველებს აქვთ სეზონები.
ადამიანს არ აქვს არც სეზონები, არც რეზონები”.
ბაბა
სწორედ ეს ჰკიდია კაცობრიობის თავზე მძიმე დამმარხველი საფარის მსგავსად.
ადამიანებს დაეუფლა
“გაუმაძღარი დაბალი ვნებები და ჟინები, როცა თავიანთ თავზე დიდი წარმოდგენის თავხედობით მათ გამოწვევა ესროლეს კანონის შეზღუდვებს”.
და კარმას წყევლა თავსდაატყდათ მათ.
დასაწყისში ჩასახვა ისეთივე ადვილი იყო ქალებისთვის, როგორც ყველა შემოქმედი ცხოველისთვის. ბუნების გეგმაში არასოდეს არ შედიოდა, რომ ქალს ტანჯვებში ემშობიარა.
მაგრამ აქ კარმამ გამოიტანა თავისი განაჩენი:
“ტანჯვებში დაბადებ შენს შვილებს”.
და ადამიანი ცხოველური ქმნილების მესამე რასის ჯანმრთელი მეფიდან მეხუთე, ჩვენს რასაში, გადაიქცა საცოდავ საყმაწვილოიან არსებად და ამჟამად დედამიწის სფეროზე აღმოჩნდა სხეულისა და მემკვიდრეობითი ავადმყოფობების უმდიდრეს მემკვიდრედ, და ყველაზე აზრიან ცხოველად ყველა მხეცებს შორის.
ასეთია ჭეშმარიტი წყევლა
ფიზიოლოგიური თვალსაზრისით.
ატლანტების რასები იყო მრავალრიცხოვანი, და მათი ევოლუცია გრძელდებოდა მილიონი წლები. მათ შორის ყველა არ იყო ცუდი, მაგრამ ისინი გახდნენ ასეთები თავისი ციკლის ბოლოს. ისევე, როგორც ჩვენც, მეხუთე რასა, სწრაფად ვხდებით ასეთები.
სექსუალური თავშეუკავებლობა და გრძნობიერება დღეს გავიდა ქუჩებში, გაიცეკვეს სცენებზე, ეკრანებზე და ჟურნალების ფურცლებზე. სექსუალურმა რევოლუციამ გამოაცხადა “ფარისევლობისა და მლიქვნელობის ერის” დასასრულის შესახებ, ადამიანებისათვის “პრინციპებისა და ცრურწმენის ბორკილების” გადაყარის შეთავაზებით.
სიბნელე და უმეცრება კვლავ ზეიმობს სინათლისა და სულის ძალებს მაღლა. ქალი იუგას მოქცევის ტალღამ მიაღწია თავისი მრისხანებისა და აღვირახსნილობის პიკს.
მაგრამ კრიტა იუგაშიც, სისუფთავის საუკუნეშიც ხომ იყვნენ ბოროტი ადამიანები. და ქალი იუგაშიც, შავ საუკუნეშიც ხომ ცხოვრობენ კეთილი ადამიანები.
ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს არჩევანზე.
ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს გულზე.
“ღმერთი ან ეშმაკი, სიკეთე ან ბოროტება ყველა ისინი არიან თქვენი საკუთარი გულის ბინადრები. სადაც არის ღმერთი იქ ეშმაკს არ აქვს ადგილი.
მაგრამ ნება მომეცით მე ვთქვა – თქვენ ეძახით ეშმაკს, და არა ღმერთს, აკაკუნებთ მის კარზე და ეძებთ სატანას სამეფოს განძს. ეშმაკის სამეფო – ეს არის გარე სამყარო და მისი ობიექტები. ის – ჭკვიანი ჯადოქარი და მაცდურია.
თქვენ ცდილობთ მისი გულის მოლბობას, გგონიათ, რომ ის შემძლეა გაჩუქოთ თქვენ მშვიდობა და ნეტარება. ის კი გტანჯავთ თქვენ, დაგატარებთ ერთი იმედგაცრუებიდან მეორისკენ. ის ბერავს თქვენს ეგოს და მაღალი მიღწევების გრძნობას, ვიდრე თქვენ არ ჩაინგრევით გასიებული თავით.
თქვენ აკაკუნებთ არა იმ კარებზე – თქვენ აკაკუნებთ ჯოჯოხეთის კარებზე, რომელიც ყოველთვის ღიაა. თქვენ ეძებთ უმნიშვნელო კმაყოფილებებს, და არა მარადიულ საგანძურებს.
კომპ. 315
ადამიანი გახდა დაბალი ინსტინქტებისა და სურვილების მონა.
მას არ შეუძლია დაიჭიროს განსხვავება ავხორცობის დაბალ იმპულსსა და სიყვარულის ამაღლებულ იმპულსს შორის.
სიყვარული გვევლინება პირველ ნაბიჯად, რომელიც კეთდება ღმერთის წყალობისკენ მიმავალ სამეფო გზაზე. მაგრამ ადამიანი ვარდება ცდუნებაში ფიზიკური ტკბობის გულისთვის. მას კვალდაკვალ მისდევს ავხორცობის თანაძმა, წოდებული რისხვად და გაღიზიანებად, რადგან თუ ჟინი დაკმაყოფილებული არ არის, ადამიანს ეუფლება ბოროტება, ის უბრალოდ მხეცდება და გადაიქცევა დემონად.
მის გულში გიზგიზებს გიგანტური ალი – ეს არის ბოროტების ცეცხლი, ავხორცობის ცეცხლი, თაღლითობისა და მიბმულობის ცეცხლი. და ადამიანი, გეჩვენება, ვერ შეიცნობს, რომ მათ ყველას შეუძლია მთლიანად ჩაყლაპოს ის, ფერფლად გადაქცევით. მათზე მნიშვნელობის მიუცემლად, ადამიანი აშენებს გრანდიოზულ გეგმებს მომავალზე.
ჟინი არის აშკარა ლიდერი ყველა ცუდ თვისებას შორის. მას მოსდევს სამი სხვა – ბოროტება, სიხარბე, მიბმულობა და ასრულებს ყველაფერს რასაც ის მათ უბრძანებს.
როცა ჟინი ეუფლება ადამიანის გულს, მას ტოვებს ალალმართლობა, უბიწოების გრძნობა, თანაგრძნობა და სიმშვიდე. სამყარო გადაგვარდება, გადაიქცევა ორმოდ, მთლიანად სავსედ გველებით. და მაშინ დედამიწაზე მოდის ღმერთი, რათა გადაარჩინოს კაცობრიობა დაღუპვისაგან”.
ბაბა
საის დარშანი
ნუ მოიტყუებთ თავს ხანმოკლე სიცოცხლის მქონე მოგებით,
რადგან ის გაძლევთ მხოლოდ წარმავალ კმაყოფილებას,
ისწავლეთ თვით სიტუაციის არსის დანახვა.
ჭეშმარიტება არასოდეს არ იტყუება.
დღეს ის შეიძლება აღმოჩნდეს მტკივნეული,
მაგრამ, საბოლოო ჯამში,
არა შორეულ მომავალში გადაგარჩენთ თქვენ.
გაეცით მთელი თქვენი სიკეთე,
უარი თქვით ყველა ნეგატიურ თვისებაზე,
რომელიც თქვენ გზიდან გაცდენთ.
კონცენტრირდით თქვენს საბოლოო მიზანზე.
ეს შეიძლება არც ისე ადვილი აღმოჩნდეს,
და უცბადვე წინ ვერ მიგასწრაფოთ.
დაგჭირდებათ უზარმაზარი შრომა,
მოგიხდებათ კოლოსალური სიმამაცის მომარაგება.
მაგრამ მე ვდგევარ თქვენს გვერდით,
რათა წაგიყვანოთ თქვენ –
მე ამისთვის მოვედი.
წამოდით ჩემთან ერთად,
და მოდი ერთად ვეძებოთ ჭეშმარიტება.
ვნებებისა და სექსის ეშმაკისეული ძალის მამოძრავებელი ძალები არის – უმდაბლესი, ცხოველის ჭკუა და სექსუალური ენერგია.
უმდაბლესი ჭკუა აცდუნებს ადამიანს ტკბილვნებიანი სურათებით, ახურებს მის გრძნობებს, აღვივებს წარმოსახვას. და დელიკატური ძახილი სულისა იხშობა ძახილით ჭკუისა და ხორცისა. ამიტომ სვამის დარშანებზე მამაკაცები და ქალები სხედან განცალკევებით – გარემოება ადისციპლინირებს ჭკუას.
საინტერესოა გავიხსენოთ ერთი პატარა ინციდენტის შესახებ, რომელიც მოხდა ექიმთან მიღებაზე, მოგვითხრობს ი. დევი.
როცა სოფლის მცხოვრებნი, თავის უმრავლესობაში მოხუცები, ნახევრად ბრმა ადამიანები, მოვიდნენ გამოკვლევაზე ექიმ მოდის დიდ შედში, ერთი ზეგულმოდგინე სევადალი ქალი აღელვებული შეეცადა მიექცია ბაბას ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მამაკაცები აქ ისხდნენ ქალებთან ერთად, იმის მაგიერ, რომ დამჯდარიყვნენ ცალკე, როგორც ეს მიღებულია პრაშანტი ნილაიამში.
“არა აქვს მნიშვნელობა. დაე ისხდნენ”, გამოეხმაურა სვამი.
და შემდეგ გაიღიმა და დაამატა: “მათთვის სულერთია არ ჩანს განსხვავება”.
ჭკუა დაბრმავდა. და ადამიანი იძენს სიმშვიდეს.
და მხოლოდ რიტუალების ბრმა ერთგულება აღელვებს მისი ძველი მიმდევარის ჭკუას.
“წიგნები იოგას შესახებ ამბობს, რომ სექსუალური ენერგია, თუ მას გააკონტროლებთ, შესაძლებელია გარდაიქმნას სულიერ ენერგიაში”.
ბაბა
ისინი გადმოსცემენ სუბლიმირების ხერხს, რომელსაც შეუძლია გამოიყვანოს ადამიანი ცხოველურობის მონობისგან და გამოიყენოს უძლიერესი ჩასახვის ენერგია სულიერი განვითარებისთვის.
ათასწლეულობით ეს ხერხი იოგებს და მონაზვნების სხვადასხვა ორდენებს, აძლევდა ძალაუფლებას თავის უმდაბლეს ბუნებაზე და სულიერ თავისუფლებას.
ადამიანი თვითონ აკეთებს არჩევანს.
მსოფლიოში ადამიანი ირჩევს ქორწინებას.
სვამი ამბობს:
“ქორწინება ხდება დჰარმას, უბიწოების მიდევნების გულისთვის, და არა მიწიერი სიამოვნებებით ტკბობისთვის. იგივე სიამოვნებებს განიცდის ქუჩის ქოფაკი, მაგრამ განა ეს ბედნიერებაა?
როცა ბავშვი ტირის მას აძლევენ რაიმე ტკბილს. ზუსტად ასევეა ადამიანისთვის, რომელსაც მართავს გრძნობები, უფალმა, მათ დასაკმაყოფილებლად, შექმნა საქორწინო კავშირი.
ორი ადამიანი ქორწინდება, რათა შეისწავლონ თვითკონტროლი. ღმერთი – ეს არის უანგარობა. გრძნობები “ეს არის ჩემი” და “ეს არის შენი” არსში არის ეგოურობა. ეგო რომ მოკლან ჩევნში, ორი სული ერთდება – ასე მათ შეუძლიათ შეისწავლონ ერთმანეთთან შეგუება და დაივიწყონ თავისი ეგოს შესახებ.
ქორწინებაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება. მაგრამ დღეს ურთიერთგაგება ფაქტიურად დავიწყებულია, და ადამიანი უბრალოდ ცდილობს შეეგუოს. ამიტომ ერთიმეორესთან “ჩაზელვის” პრობლემა ხდება მთავარი. მაგრამ შეგუებაში ნამდვილი ურთიერთ გაგების გარეშე კარგი არაფერი არ არის.
ქმარი და ცოლი უნდა უგებდნენ ერთმანეთს.
ნუ იფიქრებთ წარსულზე – რაც იყო ის წავიდა.
ნუ შეწუხდებით მომავალზე.
იცოცხლეთ აწმყოთი – და დაე ის იყოს რაც შეიძლება უკეთესი.
ქორწინება – ეს არის წმინდა კავშირი – თქვენ ამაში ორივე უნდა იყოთ დარწმუნებული, იმიტომ რომ ცოლი ქმრის ნახევარია, ქმარი კი ნახევარია ცოლის. ნახევარს პლიუს ნახევარი ტოლია ერთის.
ქორწინებამდე თქვენ იყავით ინდივიდუალური “მე”. მაგრამ ქორწინებაში “მე” პლიუს “მე” გახდით “ჩვენ”. ეს ჭეშმარიტად წმინდა კავშირია.
ადამიანი ეძებს ბედნიერებას დაბადებიდან თვით სიკვდილამდეც კი. და ეს ძიება იწყება განათლების მიღებასთან ერთად. მაგრამ განათლებას თავის თავად არ მოაქვს ბედნიერება. კაცს სურს მიიღოს სამუშაო, მაგრამ ისიც არ აქცევს მას ბედნიერად. მაშინ მას სწყურდება ცოლის თხოვა, ქორწინებაში ბედნიერების მიღების იმედით. მაგრამ ბედნიერება სხლტება მისგან, რადგანაც ცოლი თავისთვის მოითხოვს თანასწორ უფლებებს.
მაშინ ის აცხადებს: “ჩემი სიცოცხლე – არის სრული წყვდიადი”.
რატომ წარმოექმნება მას ასეთი გრძნობა? მიზეზად გვევლინება ეგო. ადამიანი იზრდება, და მასთან ერთად იზრდება მისი ეგოურობა, ამასთან ერთად – კი სურვილებიც. მაგრამ მათ შესრულებას არ მოაქვს ის ბედნიერება, რომლისკენაც ის ისწრაფვის. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ის აშენებს თავის ოჯახს მორყეულ საფუძველზე.
როცა ადამიანი თავისთვის ირჩევს სიცოცხლის პარტნიორს,
პირველი, რასაც ის აქცევს ყურადღებას, – ეს არის გარეგნული სილამაზე და მიმზიდველობა.
შემდეგი – როგორი არის მისი ეკონომიური მდგომარეობა, რამდენად მდიდარია ის და რამდენს გამოიმუშავებს.
მოგვიანებით დგება კითხვა – რამდენად განათლებულია ის, როგორია მისი ოჯახის სოციალური მდგომარეობა.
წმინდად გარეგნული პეწით და კოხტა შესახედაობით მოწონებული ადამიანები ქორწინდებიან და ხვდებიან უბედურების ან ოჯახური ცხოვრების დამანგრეველ მახეებში.
ოჯახი არ შეიძლება იყოს მყარი, თუ ის აშენებულია ასეთ სუსტ ფუნდამენტზე. სიცოცხლეში კი ყველაზე მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს კარგი ხასიათის, სიყვარულისა და მსახურების, მოთმინებისა და თავშეკავების მაღალი იდეალების დაუფლება. სხვა შემთხვევაში, როცა სილამაზე დაჭკნება, და სიმდიდრე წავა, კავშირი გახდება სრულიად რღვევადი.
გარუდა პურანა ურჩევდა შეეზღუდათ სქესობრივი კავშირები მხოლოდ პერიოდით, რომელიც აუცილებელი იყო იმისთვის, რომ “მიეღოთ” კარგი შვილები, და არ გამოეყენებინათ სქესობრივი კავშირები სიამოვნების მიღების მიზნით. ისინი განხილული უნდა იყოს, როგორც წმინდა საშუალება, რომელიც საჭიროა, რათა მოიხმო მაღალი სული ამ ოჯახში ხორცის შესასხმელად.
ამასთან აზრები, რომლებიც მოდის თავში ურთიერთშეყრის დროს, წინასწარ განსაზღვრავს იმ სულის ხასიათს, რომელიც ხორცს ისხამს, რომელიც შედის მუცელში.
რამდენადაც სული რომელიც ხორციელდება ერთდება სპერმასთან, ინტელექტის გარსის მიღებით, ის მიიზიდება მშობლების აზრობრივი ტალღებით, თუ ეს აზრები შეესაბამება ინტელექტის გარსში წარმოდგენილი სულის აზრებს.
კარგ ადამიანს თავისი ინტელექტის გარსში თავისი კეთილი ბუნების თვისებები შემდეგ ცხოვრებაშიც კი მოაქვს.
ასევე ხდება ცუდი ადამიანების შემთხვევაშიც.
კარგად არის ცნობილი, რომ ახლოვდებიან მსგავსი აზრების მქონე ადამიანები. თუ მშობლებს აქვთ უბიწო აზრები, მომავალი დედის მუცელში მიიზიდება ხორცშესასხმელი სული, რომელსაც აქვს უბიწო თვისებები მისი ინტელექტის გარსში.
რამდენადაც მშობლების მომავალზე მნიშვნელოვან წილად პასუხისმგებელია მათი ვაჟის ან ქალიშვილის კარგი ბუნება, რჩევა – გქონდეთ უბიწო აზრები მუცელში ხორცშესასხმელი სულის შესვლის დროს – არის ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა, რომელსაც გრძელი გზით მიჰყავს ბედნიერი უბიწო ოჯახის ფორმირება.
განსახორციელებელი სული იქნება არაცნობიერ მდგომარეობაში მისი სხვა სამყაროდან გამოსვლის მომენტიდან მუცელში სიცოცხლის შვიდ თვემდე. მამის სხეულში მისი ყოფნის საშუალო ხანგრძლივობა არის – 2 თვე. თუკი მიუმატებთ დედის მუცელში მისი ყოფნის ხანგრძლივობას მთვარის 10 თვის განმავლობაში, მაშინ ჯამში ეს შეადგენს წელს”.
აღმოსავლეთში სახელდობრ ეს წელი “ერიცხება” ახალდაბადებულ ბავშვს, როცა შემდგომში განისაზღვრება მისი წლოვანება. სწორედ ამიტომ 2000 წელს ჩვენ ვზეიმობთ სვამის 75 წელს (და არა 74-ს). სვამი მსოფლიოს მოევლინა 1926 წელს.
“სხვათა შორის დროის ასეთივე ერთი წლის ხანგრძლივობაა საჭირო სულის სამოგზაუროდ ფიზიკურიდან მენტალურ სამყაროში სხეულის სიკვდილის შემდეგ”.
ინდოეთი – არის სულიერების აკვანი. ინდოეთი – არის მსოფლიო სულიერი მემკვიდრეობის შემნახველი.
რაბინდრანატა ტაგორის ოჯახში, და სხვა ოჯახებში, რომლებიც მისდევენ წინაპართა კანონებს, მამა დედასთან შედიოდა, მხოლოდ როცა, წმინდა წინასწარმეტყველების თანახმად, დგებოდა დედამიწაზე ახალი სულის მოწვევის ხელსაყრელი დრო. და მაშინ დედამიწაზე მოდიოდნენ ისეთი დიდი და სუფთა პიროვნებები, როგორიცაა ტაგორი.
თაგვმა დასცინა ლომს:
“შენ როგორი მხეცების მეფე ხარ – შენ მხოლოდ ერთი ნაშიერი გყავს. აი ჩვენ კი, თაგვებს, შეხედე – ისინი მთელი ბუდობებია”.
“დიახ”, – უპასუხა ლომმა, – “მე მხოლოდ ერთი ნაშიერი მყავს.
მაგრამ ეს არის ლომი”.
“რაამა იყო იდეალური ქმარი, და მისი ერთგულება მონოგამიას მიმართ გასაგები იყო ყველასთვის. ვალმიკიმ (რაამაიანას ავტორმა) ეს ძალიან კარგად აითვისა: ერთი სიტყვა, ერთი ისარი, ერთი ცოლი იყო რაამას წესი.
აქ რაშია მიზეზი? სხეულში არსებობს ბევრი ორგანო, მაგრამ ყველა ეს ცოცხლდება, იკვებება და შენარჩუნდება მხოლოდ ერთი გულით. ზუსტად ასევე არის ცოლი ქმრისთვის ერთადერთი, ისევე როგორც ქმარი ცოლისთვის”.
ბაბა
მეხუთე რასის ადამიანებმა არა მარტო დაკარგეს ცოდნა კაცობრიობის წარსულისა და კარმისეული კრულვის შესახებ, არამედ ეცემოდნენ ეშმაკისეული დარწმუნების მსხვერპლად, რომ “მხეცური პირადი სიამოვნება”, რომელიც შეურაცხყოფს ადამიანის ღმრთიურ შემოქმედებით ძლიერებას, ბუნებრივად არის მისთვის დამახასიათებელი და განუყოფელი მოთხოვნილება სქესთა ურთიერთობებში.
სვამი ამბობს:
“რომ შეაღწიოს სქელი წყვდიადის შიგნით, რომლითაც უმეცრებამ დაფარა რეალობა, ინტელექტი ეყრდნობა სათნოების ფუნდამენტზე. ეს წყვდიადი არის ეგოურობა, რომელიც ფარავს მთელს მსოფლიოს, ეს არის მტვრის ღრუბლები, რომლებიც ახრჩობს ჭეშმარიტებას. მაგრამ თანამედროვე ადამიანებს მოსწონთ მტვერი და სიბნელე, ისინი ღონეს არ ხმარობენ, მათ გასაყრელად.
როცა თქვენ შედიხართ მაღაზიაში, მაშინ თქვენ თხოულობთ მოგცენ რაიმე შავი. მიზეზი კი იმაშია, რომ შავზე არ ჩანს ჭუჭყი. თქვენ გსურთ არა ჭუჭყის მოცილება, არამედ მისი დამალვა ჩაშტერებული მზერისგან. ეს გახდა სრულიად საერთო სისუსტე.
ადამიანებს არ რცხვენიათ ჭუჭყის, ისინი არ ისწრაფიან გულის სისუფთავისკენ”.
ასეთია მეხუთე კაცობრიობის შავი საუკუნე.
იმისთვის კი, რომ დამალონ სექსუალური აღვირახსნილობის შედეგები, ადამიანებმა გამოიგონეს დაცვის ხელოვნური საშუალებები.
სვამი აცხადებს:
“ჩასახვის გამაფრთხილებელი ხელოვნური საშუალებები აქეზებს უზნეობას და დაცემას უწესრიგო საქონლისეულ თანაცხოვრებამდე და წაქცევის ცოდვამდე. ისინი, ვინც ინარჩუნებს ამ საშიშ ტაქტიკას, ამის მაგიერ უნდა აღვიძებდნენ თვითკონტროლის გრძნობას და იწონებდნენ თვითშეზღუდვას.
თვითშეზღუდვა და მსახურება იყო ის მეთოდები, რომელსაც წმინდა წერილებში იცავდნენ ბრძენები – მათთვის ცნობილი იყო, როგორი გაჭირვება არის შედეგი უპასუხისმგებლო მამობისა და თავის მოლოდინებში მოტყუებული დედობის.
გრძნობების კონტროლის გარეშე ნებისმიერი სულიერი პრაქტიკა არაეფექტურია. როცა გრძნობებს მიცემული აქვთ სრული ძალაუფლება, სადჰანა მსგავსია გახვრეტილი ქოთნის, რომელშიც წყალი არ ჩერდება.
შეითვისეთ, მაშასადამე – საჭიროა აიძულო სხეული დაემორჩილოს თქვენს ნებას. მას არასოდეს არ დაუთმოთ და არ მისდიოთ მის ავხორცობას. საჭიროა მიიღოთ მათზე მკაცრი კონტროლის განხორციელების გადაწყვეტილება და შეასრულოთ ის. ეს დააცხრობს ვნებებს და სხეულს მისცემს ძალას. ასე თქვენ განივითარებთ თქვენში სათნოებას, და სხეული გახდება ვარგისი მედიტირებისა და სულიერი დისციპლინისთვის.
არ დადაბლდეთ ვულგარულ გართობამდე.
ნუ იყიალებთ უმიზნოდ ქუჩებში.
ნუ მოინახულებთ ძალიან ხშირად იმ ადგილებს, სადაც ეძლევიან უხეშ თამაშებს ან მიდის ვულგარული ფილმები.
არ შეუერთდეთ არასასურველ კომპანიებს და
არ დანერგოთ ცუდი ჩვევები უბრალოდ გართობის გულისთვის.
კარგი არ არის, თუ ადამიანი მუდმივად დაკავებულია მისი აღმგზნები ნივთებით, აღმგზნები საკვებით, საუბრებით, წიგნებით, ფილმებით, თამაშებით, სანახაობებით, ხმებით. ეს ყველაფერი არღვევს წონასწორობას და აღელვებს მის ჭკუას.
ჭკუის ტრანსფორმირება შეიძლება განხორციელდეს
მხოლოდ ვნებისა და ემოციების
შეზღუდვით.
როცა ჭკუა მიმართულია ღმერთისკენ, ის ხდება ადამიანისთვის დამახასიათებელ ჭკუად. თუკი ის დაკავებულია უკეთური და ეგოური აზრებით, ის იძენს დემონურ ბუნებას.
მაშინაც კი თუ ადამიანები რამდენიმე წელი მისდევენ სულიერ პრაქტიკას, მათ არ აქვთ უნარი გაბრწყინდნენ ღმერთის სინათლით, ვიდრე მათი ჭკუა ჩაძირულია გრძნობითი სიამოვნების წყლებში.
და არ ექნება ადამიანს გადარჩენა, ვიდრე მისი ჭკუა და გული არ გახდება ერთიანი, გაცისკროვნებული ღმრთიური ციალით”.
სვამის მონათხრობებიდან:
ძალიან დიდი ხნის უკან ქვეყანაზე ცხოვრობდა მეფე, რომელსაც ჰყავდა შესანიშნავი გარეგნობის ხუთი ცოლი. მას ისინი ყველა უყვარდა, და იმათაც უყვარდათ ის. მარგამ დროთა განმავლობაში მას სულ უფრო და უფრო უჭირდა წასულიყო მათი მოთხოვნების შემხვედრად. ისინი ყოველთვის თავს აჩენდნენ უკმაყოფილოდ. ის ვერ ახერხებდა მათ კონტროლში დაჭერას. ბოლოსდაბოლოს ის მიხვდა, რომ საჭიროა ამ პრობლემის გადაწყვეტის ხერხების ძებნა.
მეფემ თავისი სადარდებელი გაუზიარა თავის მინისტრს და თხოვა მას რჩევა. მინისტრმა უხალისოდ უთხრა: “ჩემო ბატონო, ჩემი მდგომარეობა თქვენსაზე უკეთესი არ არის. მეც მატრიალებს ჩემი ცოლი”.
მეფე და მინისტრი დიდხანს განიხილავდნენ ამ თემას, მაგრამ მაინც ვერ იპოვეს გასაღები ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის. ბოლოს მინისტრმა უთხრა: “ჩემო ბატონო, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ერთი რამე: საჭიროა მოვიწვიოთ კრება ყველა ქმრების, რომლებსაც გააჩნიათ თავიანთი ცოლების კონტროლის ქვეშ დაჭერის უნარი”.
მინისტრმა შეასრულა კრებისთვის საჭირო მზადებები და ყველა ქმრებს გაუგზავნა ქვეყნის დედაქალაქში ჩამოსვლის მოწვევები. თათბირის ჩასატარებლად გამოყოფილი იყო ორი სექცია: ერთი დანიშნული იყო მათთვის, ვისაც მართავენ თავიანთი ცოლები, მეორე კი – მათთვის, ვინც თვითონ აკონტროლებს თავიანთ ცოლებს.
თათბირის გახსნის დღეს, შუადღისას, პირველი სექციის დარბაზი იყო სავსე. სექციაში ქმრებისთვის, რომლებიც მართავენ თავიანთ ცოლებს, არ იყო არავინ. მეფე კმაყოფილი იყო ამით. ის ფიქრობდა: “ცუდი არ არის. ეტყობა, ქმრების 98 პროცენტს მართავენ მათი ცოლები”.
ბოლოს გამოჩნდა კიდევ ერთი ჯენტლმენი და დაიკავა ადგილი მეორე სექციაში. მეფე და მინისტრი მიუახლოვდნენ მას, და მინისტრმა უთხრა: “მოგემშვიდობებით თქვენ, სერ. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ, ბოლოს, ნაპოვნია ადამიანი, რომელსაც უნარი აქვს კონტროლის ქვეშ დაიჭიროს თავისი ცოლი.
გვიმოწყალეთ, გაგვაცანით ჩვენ ის, რომელი საშუალების დახმარებითაც თქვენ შესძელით ასეთი გამარჯვების მიღწევა.”
მამაკაცმა უპასუხა: “თქვენ ცდებით, თქვენო უდიდებულესობავ. მე თვითონ ვარ ცოლის კონტროლის ქვეშ”.
“მაშინ, გთხოვთ თქვენ გამოხვიდეთ აქედან და დაიკავოთ ადგილი მეორე სექციაში. თქვენ არ გაქვთ აქ ჯდომის უფლება”, – განაწესა მინისტრმა.
კაცი შეევედრა: “თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ შეგიძლიათ დამინიშნოთ ნებისმიერი სასჯელი თქვენთვის დაუმორჩილებლობის გამო. მაგრამ მე არ შემიძლია ძირს დავუშვა ჩემი ცოლის სიტყვა.
მან მიბრძანა მე, აქ რომ მოვიდოდი, არ შევერთებოდი უმრავლესობას, არამედ დავმჯდარიყავი ყველასგან განცალკევებით.
მე ვერ ვბედავ გამოვიწვიო ჩემი ცოლის უკმაყოფილება”.
მეფემ და მინისტრმა ამოუშვეს შემსუბუქების, მაგრამ უმწეობის ოხვრა..
რაშია ჭეშმარიტი აზრი ამ ისტორიის?
მეფე აქ – ადამიანის ჭკუაა, ხუთი ცოლი – ეს არის ხუთი გრძნობა. გრძნობები მბრძანებლობს ჭკუაზე. ჭკუას არ აქვს უნარი დააკმაყოფილოს გრძნობების მოთხოვნები.
თვალები ითხოვენ: “ჩვენ გვინდა ვუმზიროთ კარგზე”.
ყურები მოითხოვენ: “ჩვენ გვინდა ვისმინოთ კარგი მუსიკა”.
ცხვირი ამბობს; “მე მინდა ვიყნოსო სასწაულებრივი არომატები”.
ენა იჟინებს: “მე მინდა შევიგრძნო განსაკუთრებული კერძების გემო”.
და რა შეიძლება აქ გააკეთოს ჭკუამ, როცა მას ეწევიან სხვადასხვა მხარეს?
ასეთია სავალალო მდგომარეობა ადამიანის, რომელიც არის ყველა თავისი გრძნობის მონა.
ამიტომ მისი პირველხარისხოვანი ვალია – შეისწავლოს საკუთარი თავის კონტროლის ქვეშ დაჭერის ხელოვნება.
საის დარშანი
უთხარით “არა” თქვენს გრძნობებს,
რომლებიც მუდამ უწესრიგოდ მიქრიან,
მიზიდულები იმით,
რაც ელავს და ბრწყინავს,
იმიტომ რომ მას
უნარი აქვს ფერფლამდე დაგწვათ თქვენ.
დარჩით ჩემი ფორმისა და ჩემი სახელის
გამოსხივების სიგრილეში.
დაე გირლიანდა ჩემი სახელებისგან
შემოგევლოთ თქვენ გარშემო.
და როცა თქვენი გრძნობები
დაიწყებს თავის სრბოლას,
ჩემი სახელის ძალა
უბრალოდ დაანგრევს და მოკლავს მათ.
მეტი არავითარი სურვილები,
მეტი არავითარი განგაშები.
და თქვენთვის ვარსებობ მხოლოდ მე.
მხოლოდ მე, მე, მე.
ევოლუციის ნაბიჯების ხმა არ გვესმის. უხმაუროდ ამოდის მეექვსე რასის გარიჟრაჟი. და დედამიწაზე, წყნარად და შეუმჩნევლად, უკვე ჩნდებიან გოგო-ბიჭები, რომლებზეც მეტად აღარ მბრძანებლობს კამა, ჟინისა და სურვილების ღმერთი.
წინ: ნაწილი VIII